You are on page 1of 8

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება ახალი ამბების ჟურნალისტიკა


კურსზე დაშვების წინაპირობა ჟურნალისტიკის საფუძვლები; ქართული ენა ჟურნალისტებისათვის
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ახალი ამბების
ჟურნალისტიკაში, შეასწავლოს ახალი ამბების გაშუქების ძირითადი პრინციპები,
ოპერატიული ჟურნალისტიკის განვითარების თავისებურებები. შეძლოს
რეპორტაჟის, ინტერვიუს და სხვა ინფორმაციული ჟანრის მასალების მომზადება,
როგორც პრესაში გამოსაქვეყნებლად, ასევე ეთერში გადასაცემად.
სწავლება-სწავლის მეთოდები ლექცია - შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობს
ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია შესასწავლი საგნის
დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს გადმოცემული მასალის
შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი
მასალის ძირითად დებულებებს, განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა
მთავარი საკითხების, ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია უნდა
უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი დებულებების მეცნიერულ და
ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი დეტალებით გადატვირთვის
გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს ლოგიკურად დასრულებული.
ჯგუფური (collaborative) მუშაობის მეთოდით სწავლება გულისხმობს
სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას.
ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად
უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე,
შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების
გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ
ჩართულობას სასწავლო პროცესში.
დამოუკიდებელი მუშაობა ლექციაზე მოსმენილი მასალა მთლიანი ცოდნის
სისტემად ყალიბდება სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობით. სტუდენტს უნდა
აღეძრას წიგნისადმი და სხვა საინფორმაციო წყაროებისადმი ინტერესი და
საკითხების დამოუკიდებლად შესწავლის სურვილი, რაც დამოუკიდებელი
აზროვნების, ანალიზისა და დასკვნების გაკეთების სტიმულირების საშუალებაა.
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდს მიეკუთვნება ლექცია, თხრობა,
საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში ლექტორი სიტყვების საშუალებით
გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით,
დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და ითვისებენ.
წიგნზე მუშაობის მეთოდი დამოუკიდებლად მიცემული საკითხავი მასალის
გაცნობა, დამუშავება და ანალიზი.
წერითი მუშაობის მეთოდი გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს:
ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების
შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება, ინფორმაციის მომზადებას და ა.შ.
პრაქტიკული მეთოდები აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც
სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აქ სტუდენტი შეძენილი
ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ აქტივობას,

1
მაგალითად: პროფესიული პრაქტიკა, საველე მუშაობა და სხვ.
დისკუსია/დებატები ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე
გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა
ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს
კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული
შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის
დასაბუთების უნარს.
შემთხვევის ანალიზი (Case study) - შემთხვევების შესწავლა, აქტიური
პრობლემურ-სიტუაციური ანალიზის მეთოდი, რომლის საფუძველია სწავლება
კონკრეტული ამოცანების - სიტუაციების გადაჭრის გზით (ე. წ. ქეისების ამოხსნა).
სწავლების ეს მეთოდი დაფუძნებულია კონკრეტული პრაქტიკული მაგალითების
(ქეისების) განხილვაზე. ქეისი წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუმენტს, რომელიც
მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენების საშუალებას იძლევა პრაქტიკული
ამოცანების გადაწყვეტისათვის. თეორიისა და პრაქტიკის შეხამებით, მეთოდი
ეფექტიანად ავითარებს დასაბუთებული გადაწყვეტილებების შეზღუდულ დროში
მიღების უნარს. სტუდენტებს უვითარდებათ ანალიტიკური აზროვნება, გუნდური
მუშაობის, ალტერნატიული აზრის მოსმენისა და გაგების, ალტერნატივების
გათვალისწინებით განზოგადოებული გადაწყვეტილებების გამომუშავების,
მოქმედებების დაგეგმვისა და მათი შედეგების პროგნოზირების უნარი.
როლური და სიტუაციური თამაშები სცენარის მიხედვით განხორციელებული
როლური თამაშები სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან
შეხედოს საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის
ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს
სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი
დაცვის უნარს.
დემონსტრირების მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას
გულისხმობს. შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ
შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით
მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია
განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი
გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა
საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს
დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს
საკითხის/პრობლემის არსს.
ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ
ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა ფაქტებიდან
განზოგადებისაკენ არის მიმართული ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი
მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისკენ.
დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ
ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის
ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან
კონკრეტულისაკენ.
ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის,
შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით
არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
სინთეზის მეთოდი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი
მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთლიანის
დანახვის უნარის განვითარებას.
ახსნა–განმარტებითი მეთოდი ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის

2
ირგვლივ. ლექტორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი,
რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის
აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას
იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია არის სასწავლო-შემეცნებითი ხერხების
ერთობლიობა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა
სტუდენტის დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული შედეგების
აუცილებელი პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს
სტუდენტთა მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პროექტზე მუშაობა მოიცავს
დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის
ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი განხორციელებლად
ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ, დამაჯერებლად და კონკრეტული
ფორმით არის წარმოდგენილი. იგი შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად,
წყვილებში ან ჯგუფურად; ასევე, ერთი საგნის ან რამდენიმე საგნის (საგანთა
ინტეგრაციის) ფარგლებში. დასრულების შემდეგ პროექტი წარედგინება ფართო
აუდიტორიას.
სწავლის შედეგები
• განსაზღვრავს ახალი ამბის აგების სტრუქტურას, სიზუსტის დაცვისა და ინფორმაციის გადამოწმების,
დაბალანსების მნიშვნელობას, ინფორმაციის გადაცემის, ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნის პრინციპებს ახალ
ამბებში;
• იცნობს ახალი ამბების ჟურნალისტიკის ძირითად ცნებებსა და ტერმინებს; ახალი ამბების ჟურნალისტიკის
დანიშნულებას და მის როლს თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში.
• ამზადებს ახალი ამბების ჟურნალისტიკის სხვადასხვა ჟანრის მასალებს როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ
მედიაში გასაშუქებლად;
• აგროვებს და ახარისხებს ინფორმაციას პროფესიული ამოცანის შესასრულებლად.
შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის
უფლება აქვს იმავე სემესტრში, დასკვნითი გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის
კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

3
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო
შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასებებით კომპეტენციის ზღვარის დაძლევა (შუალედური
შეფასების 30 % - არანაკლებ 21 ქულა).

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 9 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება საბოლოო შეფასება

აქტივობა 52 ქულა შუალედური გამოცდა 18 დასკვნითი გამოცდა 30 100 ქულა


ქულა ქულა
აქტივობა -3 ქულა (ფასდება 14-ჯერ) 36 დახურული კითხვა - 18 60 დახურული კითხვა -30 ჯამდება
3x14 =42 ქულა, ქულა ქულა აქტივობის,
ფასდება პრაქტიკული /წერითი შუალედური და
დავალებები (რაც ითვალისწინებს დასკვნითი
თეორიული მასალის ცოდნასაც); გამოცდის ქულები

რეპორტაჟი/ინტერვიუ -10 ქულა

აქტივობა აქტიურობა-52 ქულა, რომელიც შედგება:


ჯგუფში მუშაობის დროს სტუდენტის სააუდიტორიო აქტიურობა ფასდება ერთი
კვირის განმავლობაში 3 ქულით, სულ 14 ჯერ: 14x3=42 (პირველ სასწავლო კვირას
სტუდენტი არ ფასდება). მოწმდება სალექციო მასალის ცოდნის დონე,
აქტიურობის ხარისხი, დასმული შეკითხვების და პასუხების ადეკვატურობა,
მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირების უნარი,
ლიტერატურის დამუშავების ხარისხი, ანალიზის უნარი, განსახილველ საკითხთა
მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის ადეკვატურად გადმოცემის უნარი,
ლოგიკურად და თანმიმდევრულად მსჯელობის უნარი, დისკუსიაში
მონაწილეობა, კამათის კულტურის ფლობა, საშინაო და სააუდიტორიო
დავალებების შესრულება და სხვ.)
ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:
3 ქულა: სტუდენტი კარგად არის მომზადებული, ზედმიწევნით კარგად ფლობს
სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, შესრულებული აქვს საშინაო დავალება,
დასმულ შეკითხვებზე პასუხები სრულყოფილი, სწორი და დასაბუთებულია, არ
უშვებს შინარსობრივ შეცდომებს; ლიტერატურის დამუშავების ხარისხი მაღალია;
ფლობს კამათის კულტურას.
2 ქულა: სტუდენტი მომზადებულია, ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ
მასალის ნაწილს, შესრულებული აქვს საშინაო დავალება, მაგრამ აქვს მცირეოდენი
შეცდომები; დასმულ შეკითხვებზე პასუხისას უშვებს მცირე შეცდომებს;
ლიტერატურის დამუშავების ხარისხი კარგია.
1 ქულა: სტუდენტი ნაკლებად აქტიურია, ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ

4
შეკითხვებზე გაცემული პასუხები ხშირ შემთხევაში მცდარია, ლიტერატურის
დამუშავების ხარისხი დაბალია.
0 ქულა: სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია. ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხები არსებითად მცდარია ან პასუხი შეკითხვის
შესაბამისი არ არის, ლიტერატურა საერთოდ არ არის დამუშავებული, სტუდენტი
არ მონაწილეობს დისკუსიაში, არ ფლობს კამათის კულტურას.

საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტუდენტი წარმოადგენს


რეპორტაჟს/ინტერვიუს (თემასა და რესპონდენტის ვინაობას წინასწარ უთანხმებს
ლექტორს).
ნაშრომი ფასდება 10 ქულით.
10-9 ქულა - სტუდენტი ზედმიწევნით ფლობს თეორიულ მასალას, თავისუფლად
იყენებს პროფესიულ ტერმინოლოგიას, აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი,
კარგადაა შერჩეული რესპონდენტი/წყაროები, ადვილად ამყარებს კომუნიკაციას
მასთან. ამავე დროს, საგაზეთო მასალაში ჩანს სტუდენტის პოზიცია, ტექსტი
კარგად არის აგებული, არაა ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური და სტილური
შეცდომები, ან შეინიშნება, 1-3 უმნიშვნელო შეცდომა;
8-7 ქულა - სტუდენტი კარგად იცნობს საგნის შესაბამის თეორიულ მასალას,
აანალიზებს მოვლენებს და შეუძლია საკუთარი პოზიციის გადმოცემა, სწორად
ჰყავს შერჩეული რესპონდენტი/წყაროები, ადვილად ამყარებს მასთან
კომუნიკაციას. კარგადაა შერჩეული კითხვები, ტექსტი კარგად არის აგებული,
თუმცა გვაქვს 4-6 ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური ან სტილური შეცდომა;
6-5 ქულა - სტუდენტი იცნობს თეორიულ მასალას, რესპონდენტისთვის დასმული
კითხვები არათანმიმდევრულია, ან წყარო საერთოდ არ ჩანს, მასალა
ნორმალურადაა გაფორმებული, თუმცა ვხვდებით გრამატიკულ, ორთოგრაფიულ,
პუნქტუაციურ და სტილურ შეცდომებს;
4-3 ქულა - სტუდენტი იცნობს თეორიულ მასალას, ნაშრომში ვხედავთ ანალიზის
მცდელობას. რესპონდენტისთვის დასმული კითხვები არათანმიმდევრულია, ან
წყარო საერთოდ არ ჩანს, გაფორმებაში შეინიშნება ხარვეზები, არის გრამატიკული,
ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილური შეცდომები;
2-1 ქულა - სტუდენტი ფრაგმენტულად იცნობს თეორიულ მასალას, არ ავლენს
ანალიზისა და სინთეზის უნარს, არ ჩანს წყარო, ნაშრომის გაფორმებაში
თვალშისაცემია ხარვეზები;
0 ქულა - სტუდენტმა ნაშრომი არ წარმოადგინა/ნაშრომის შეფასება შეუძლებელია.
შუალედური გამოცდა შუალედური გამოცდის ბილეთში მოცემულია 36 ტესტური დავალება და ფასდება
18 ქულით. ტესტში მოცემულია რამდენიმე პასუხი, მხოლოდ ერთი პასუხია
სწორი. თითოეულ სწორი პასუხი ფასდება 0,5 ქულით, არასწორი-0 ქულით.
დასკვნითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის ბილეთში მოცემულია 60 ტესტური დავალება და ფასდება
30 ქულით. ტესტში მოცემულია რამდენიმე პასუხი, მხოლოდ ერთი პასუხია
სწორი. თითოეულ სწორი პასუხი ფასდება 0,5 ქულით, არასწორი -0 ქულით.
ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1. თ. ზაქარაშვილი თ., მასმედია და თანამედროვე საახალამბებო ჟურნალისტიკა,
ქუთ., 2014;
2. ნ. ტაბიძე, „პუბლიცისტიკის საკითხები“, წ.I, თბ., 2011;
3. მელვინ მენჩერი . „ახალი ამბების გაშუქება და წერა“, მეთორმეტე გამოცემა.
თბ., 2013.
4. ვერიფიკაციის რესურსები - „მითების დეტექტორის“ გზამკვლევი, მგფ;
დამხმარე ლიტერატურა 1. ი. მახარაძე „დემოკრატიული პრინციპები თანამედროვე მედიაში, თბ., 2006

5
2. პოლ სტეინლი, სატელევიზიო რეპორტაჟი;
3. ბუშ ჰაუსი, სტრენდი, ტელე ჟურნალისტის პრაქტიკული სახელმძღვანელო
BBC world Service Trust, ლონდონი, 2009;~
4. ოსეფაშვილი დ., პუბლიცისტურ ჟანრთა ტრანსფორმაცია თანამედროვე
ქართული პრესის მიხედვით, თბ., 2004;
5. Коппероуд Р., Нельсон Р. Как преподносить новости:
http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Gurn/kopper/index.php

სასწავლო კურსის შინაარსი

სასწავლო სწავლა-სწავლების სთ. თემატიკა


კვირა მეთოდები
I ლექცია 2 „ახალი ამბები“ ინფორმაციულ ნაკადებში - თანამედროვე
კვირა ინფორმაციული გარემო. „ახალი ამბების“ და „სიახლის“ დეფინიცია.
ახალი ამბების ტრადიციული ღირებულებები: დროულობა, სიახლე,
გავლენა, ცნობადობა, რელევანტურობა, კონფლიქტურობა.
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: ახალი ამბების ტრადიციულ ღირებულებებზე
ორიენტირებით ინფორმაციული შენიშვნის - ნიუსის მომზადება.
II ლექცია 2 ინფორმაცია, როგორც ჟურნალისტიკის ფუნდამენტური ცნება, მისი
კვირა კომუნიკაციური და მმართველობითი ბუნება. ინფორმაციის წყაროს
დეფინიცია. ინფორმაციული საბაბი. წყაროების მოძიება; ფაქტებისა და
წყაროების შემოწმების მეთოდები; საკუთარი საინფორმაციო ბაზის
შექმნა.
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: ახალი ამბების მომზადება მოცემულ თემებზე,
მედიატექსტის წარდეგნისას გამოყენებულ ინფორმაციის წყაროებზე
ყურადღების გამახვილება, განმარტება.
III ლექცია 2 მედიანიუსის ფაქტი - ჟურნალსტური ინფორმაციის საფუძველი.
კვირა ფაქტი, როგორც საზოგადოებრივი პრობლემის განხილვის
შესაძლებლობა და ჟურნალისტური რესურსი.
პრაქტიკული მუშაობა 2 დისკუსია: დიფამაცია და მედიაარხის/ჟურნალისტის პასუხისმგებლობა
პრაქტიკული სამუშაო: ინფორნაციული საბაბის მქონე ფაქტის
საფუძველზე მედიანიუსის - ინფორმაციული შენიშვნის მომზადება
IV ლექცია 2 „ფეიქი“ – ინფორმაციის ანტიწყარო. „ფეიქ“–ნიუსი, როგორც
კვირა თანამედროვე ცივილიზაციის ელემენტი.
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: ინტერნეტმედიით გავრცელებული
კონკრეტული ინფორმაციის (ტექსტის, ილუსტრაციის) სანდოობის
გამოვლენა ცრუ ინფორმაციის ვერიფიცირების რესურსების
გამოყენებით
V ლექცია 2 მედიანიუსის (ინფორმაციული შენიშვნა) სპრციფიკა, აგების
კვირა სტრუქტურა და სტრუქტურული ელემენტები. გადაბრუნებული
პირამიდის პრინციპი. ნიუსის აუცულებელი კომპონენტები.
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: შეტყობინების - ნიუსის მომზადება
სტრუქტურული ელემენტების - სლაგლაინის, ჰედლაინის, ლიდისა და
6
ბექის ასახვით.
VI ლექცია 2 მედიანიუსის დაგეგმვა. მოვლენების შეფასების მეთოდი ნიუსში
კვირა ( ინფორმაციულ შენიშვნაში).
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: ჯგუფების მიერ თემატურად მრავალფეროვანი
„საინფორმაციო გამოშვების“ მომზადება-წარდგენა.
ლექცია 2 ლიდი - ნიუსის მნიშვნელოვანი შემადგენელი. ლიდის შექმნის 5w -
1h პრონციპი. ლიდის ხერხი. ლიდის სახეები, საგაზეთო და საეთერო
VII
ლიდების სპეციფიკა.
კვირა
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: ლიდების: „ვა-ბანკი“, „ცრუ მანევრი“,
დრამატული და „დაყოვნებული ნახტომი“ მომზადება.
შუალედური გამოცდა 1 გამოცდები მიდინარეობს ლექციების პარალელურად. სტუდენტს
VII
შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და გავიდეს
კვირა
გამოცდაზე
VIII ლექცია 2 ახალი ამბების წერის სპეციფიკა პრესისთვის, საინფორმაციო
კვირა სააგენტოებისა და სოციალური მედიისათვის. წინადადებათა წყობა,
ენა და სტილი. წყაროს მითითებისა და ციტირების სპეციფიკა.
პრაქტიკული მუშაობა 2 პარაქტიკული სამუშაო:
შეთავაზებულ თემებზე „ჰარდ ნიუსის“, ანონსისა და ანოტაციის
მომზადება.
IX ლექცია 2 ინფორმაციის გაშუქების „პიარული“ ფორმები - პრესრელიზი.
კვირა პრესრელიზი, როგორც ახალი ამბის წყარო. პრესრელიზის სტრუქტურა,
შინაარსი. განცხადება, კომენტარი.
პრაქტიკული მუშაობა 2 თეორიული მასალის პრეზენტაცია: Soft News-ი - თანამედროვე
საგაზატეთო ჟურნალისტიკის ფორმატი.
პრაქტიკული სამუშაო: შეთავაზებული თემების - მოვლენების
ამსახველი პრესრელიზების მომზადება
X ლექცია 2 ანგარიში – თავყრილობის ამსახველი ჟანრი. საჯარო გამოსვლების,
კვირა სხდომების გაშუქება. ძირითადი პუნქტები საჯარო გამოსვლების
შესახებ. პროტოკოლური ახალი ამბები და მათი თავისებურებანი.
ანგარიშის წყობა, ტექსტის ტექნიკურად გაფორმება.
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: ქრონიკალური ანგარიშის მომზადება წიგნის
პრეზენტაციის, სამთავრობო სხდობის, საპარლამენტო დებატების
შესახებ.
ლექცია 2 ანგარიში სამაუწყებლო მედიაში. ბრიფინგებისა და
XI პრესკონფერენციების გაშუქების სპეციფიკა; კომენტირების ხერხები.
კვირა პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: ბრიფინგისა და პრესკონფერენციის შესახებ
ანგარიშის მომზადება.
XII ლექცია 2 ინტერვიუს არქიტექტონიკა. ინტერვიუირების პრინციპები და
კვირა პრაქტიკა. ინტერვიუს სახეები: საინფორმაციო ინტერვიუ და პროფილი.
ინტრვიუ -მოსაზრება, ინტერვიუ-ფაქტი. ინტერვიუზე მუშაობის
ძირითადი თავისებურებები და პრობლემები.
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: ვთავაზობთ ჯგუფებს აქტუალურ თემებს
პრესკონფერენციის მოსამზადებლად და გასამართად. ამ მიზნით,
სტუდენტთა ნაწილს კორესპონდენტობას, ნაწილს კი საჯარო
გამომსვლელის - წყაროს პოზიციას ვთავაზობთ.
XIII ლექცია 2 ინტერვიუ სამაუწყებლო მედიაში. ინტერვიუს ტექნიკა; live-ინტერვიუს
კვირა მართვა; რესპონდენტების შერჩევა; რთულ რესპოდენტებთან
ურთიერთობა.

7
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: „რთული“ რესპონდენტის ინტერვიურების
იმიტირება.
XIV ლექცია 2 რეპორტაჟი.. რეპორტაჟის ძირითადი ნიშნები; რეპორტაჟის სახეები;
კვირა რეპორტაჟის სპეციფიკური თავისებურებები; რეპორტაჟის მიზანი.
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: ინტერვიუ-პორტრეტის მომზადების და
წარდგენა - დავალების შესასრულებლად აუდიტორიის 2–2
სტუდენტისაგან შემდგარ ჯგუფებად - რესპონდენტ-
კორესპონდენტებად დაყოფა.
XV ლექცია 2 ტელე-რადიო რეპორტაჟი, ტექსტის და ვიდეომასალის
კვირა ურთიერთშევსების და სინქრონიზაციის პრინციპები;
დინამიზმის შექმნის ხერხები. რეპორტაჟის შემადგენლები: კადრი,
ჟურნალისტის ტექსტი, ბუნებრივი ხმა, „სტენდაფი“. live-ინტერვიუს
მართვა, სინქრონი. რადიო და სატელევიზიო რეპორტაჟების
მომზადების სპეციფიკა.
პრაქტიკული მუშაობა 2 პრაქტიკული სამუშაო: სამოგზაურო, ლიტერატურული, მოვლენური,
სოციალური, სპორტული, პორტრეტული რეპორტაჟების მომზადება
და წარდგენა.
XVI- XVII დასკვნითი გამოცდა 2 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და
კვირა გავიდეს გამოცდაზე
XVII-XVIII სტუდენტს დამატებითი გამოცდაზე გასვლა შეუძლია დასკვნითი გამოცდის შედეგების
კვირა გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში

You might also like