Professional Documents
Culture Documents
ივან
ივან
ამიტომ ვფიქრობ, რომ ივანეს გზა ის გზაა, რომელსაც უნდა დასდგომოდა ქართველი
ხალხი იმ დროს, რათა დაეცვა უძვირფასესი მარგალიტი – სამშობლო ღორთაგან;
რომ ივანეს გზა, მისი პრაგმატიზმი (და არა კონფორმიზმი) იმ ეპოქისთვის უფრო
მისაღებად მიაჩნია ჯავახიშვილს, ვიდრე თეიმურაზის „პრინციპულობა“. რომ არა
ივანე -ნაცარქექიები, თეიმურაზისა და მის მსგავსთა იმედად დარჩენილი
საქართველო და ქართველობა დღეს აღარ იარსებებდა. ამ თვალსაზრისს
ადასტურებს ჯავახიშვილის წერილი „მასალები ლექციისათვის“, სადაც ავტორი
წერს: „ტყუილად კი არ ამბობენ ფრანგები: თვითრწმენა გამარჯვების ნახევარიაო.
იგივე ითქმის სოციალურ ფსიხიკაზედაც…. თუ გამოაცალეთ თავისივე თავის რწმენა
და მოუშალეთ იმედი – ასეთი ხალხი წასულია, მისი დღენი დათვლილია. ისიც იმ
ერთ პიროვნებასავით მალე მოიშლება, მოიღუნება და შეებმება აღმოსავლურ
უღელში: გარინდება, ნირვანა, პასიურობა, ბედის მორჩილება – აი მისი მომავალი“.
ჯავახიშვილს სწამს, რომ მხოლოდ „ცალთვალა ხედავს ერში ერთ-ერთს: ეშმაკს ან
ანგელოზს. ორთვალა კი ხალხის ხასიათსა და ისტორიაში ორივეს ადვილად
აღმოაჩენს… უეჭველად საჭიროა ანგელოზის მოძებნა და პოვნა, თორემ არ ძალუძს
უანგელოზოდ ცხოვრება და განვითარება არც ცალკე პიროვნებას, არც ერს…
ბუნებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, ამიტომაც, ვინც (ერმა თუ პიროვნებამ)
თავის გულიდან ანგელოზი განდევნა ან დაკარგა, მან გათავისუფლებული ადგილი
ყიყვსა და ეშმაკს დაუთმო. ხოლო ვისაც ეშმაკი დარჩა, თვითონაც გაეშმაკდა –
გონებითაც, სისხლითაც და სულითაც. რწმენა ვინმესი ან რამესი-ქრისტესი,
მაჰმადისა, ეროვნებისა, სოციალიზმისა ან თუნდაც რომელიმე კერპისა. აი, მხოლოდ
ეს რწმენა და განვითარებული გონება ასხვავებს მეტყველ ადამიანს ურწმუნო
პირუტყვისგან“. რწმენა ვინმესი ან რამესი – ესაა გზა ივანესი, ხოლო თეიმურაზის
გზას-ურწმუნოებას – ფეხდაფეხ მოსდევს „სკეფცისი და დინიზმი… ნებისყოფის
აბულია და სიკვდილი, ან უფრო უარესიც – ზნეობრივი გახრწნა, ეროვნულ-
ფიზიკური დეგენერაცია, ასნაირი ბოროტება….“.