You are on page 1of 20

ნიკო ლორთქიფანიძე-„შელოცვა რადიოთი“

ნაწარმოები დაიწერა 1924-28 წლებში.

ელი - გაწეწილი, შეურაცხყოფილი, დამონებული საქართველო


ბორენკოვი - "ბატონი", რომელიც საქართველოში თავის დამქაშებთან ერთად "იზლერის ბაღის"
პოლიტიკის დამკვიდრებას ცდილობს
რაც მთავარის იგი დაეუფლა საქართველოს, საქართველო კი მისგან გაქცევას ცდილობს და
ერთხანს ისევ საკუთარი თავის იმედი აქვს(შვინდაძის სახით)
იერონიმე - გასაცოდავებული საქართველო, რომელსაც საკუთარ ფეხზე დადგომა არ შეუძლია,
იგი ოჯახის(საქ.-ოს) სტაბილურობას ვერ ინარჩუნებს
ჰექსლეი - რომელიც უშედეგოდ მალავს საკუთარ სახეს (ინგლისელი, რომელიც ფრანგი
აღმოჩნდა) ჩანს მისი კოლონიალური ზრახვები (რამინო ხომ ინდოეთს განასახიერებს
ბრიტანეთმა გაყიდა - ალბათ ამას ხვდება ელიც და ჰექსლეისგან თავი შორს უჭირავს)
ბრომლეი - სიმბოლურად ალბათ ამერიკას განასახიერებს, გარდაცვალების შემდეგ ყველაზე დიდ
პატივს ის მიაგებს ელის, თუ დააკვირდებით ჰექსლეი(ევროპა) აღარსად ჩანს

საბოლოო ჯამში: ვერც ჩვენ თვითონ და ვერც ევროპა-ამერიკა ვერ ახერხებს ჩვენს დახმარებას
(თანამედროვე ეპოქა გამახსენდა...)

მოთხრობის – ,,შელოცვა რადიოთი” – ნაწყვეტი პირველად დაიბეჭდა გაზეთ ,,პოეზიის


დღეში” 1927 წელს Nali-ის ხელმოწერით, ხოლო მთლიანი სახით გამოქვეყნდა 1928 წელს
ჟურნალ ,,ქართული მწერლობის” VI-VII და VIII-IX ნომრებში.
ნ. ლორთქიფანიძისთვის სამშობლოზე სევდა, მისი სიყვარულის ძალა იმდენად
ორგანულია, რომ მას მწერლისგან ადამიანში ქვეშეცნობილი ღირებულება აქვს
მინიჭებული. ადამიანი შეიძლება არც გრძნობდეს ამ სევდას, არც ფიქრობდეს სამშობლოს
სიყვარულზე, მაგრამ იგი მაინც არსებობს მასში, არსებობს როგორც უდიდესი და
უწმინდესი განცდა.
ამ თვალსაზრისით საინტერესო მასალას იძლევა ნ. ლორთქიფანიძის მოთხრობა ,,შელოცვა
რადიოთი”. ესაა საკმაოდ ტიპიური სურათი სამოქალაქო ომისა და საქართველოში
მენშევიკების ბატონობის პერიოდიდან. ესაა ასახვა მიმავალი კლასების წარმომადგენლების
სულიერი დეპრესიისა, მათი უკანასკნელი გაბრძოლებისა ცხოვრებაში ადგილის
დასაკავებლად და მოქანცული ხელის ჩაქნევისა ყველასა და ყველაფერზე. ამ
განწყობილებათა შესანიშნავი გამომხატველია მოთხრობის მთავარი გმირი – ელი
გორდელიანი. თავადის ქალი ტრადიციულ მორალზე აღზრდილი და ტრადიციულადვე
ცხოვრების წინაშე უსუსური, მორიდან მოსხლეტილი ნაფოტივით დაატრიალა ცხოვრების
ტალღამ, აიტაცა და ტავის მუქ მორევში შეაგდო, ქართველმა ქალმა სწრაფად გაიარა
მეტამორფოზის გზა პარიზელი დემიმონდის სახემდე.
მოკვდა ქალში ქართული კდემა და თავდაჭერილობა. მოკვდა ყოველგვარი სურვილიც.
დარჩა სულის აბსოლუტური სიცარიელე… ქართველი ქალი, ძველი ქარტული გვარის
უკანასკნელი ნაშიერი კვდება კონიაკით მთვრალი, გველებთან ცეკვით მოღლილი და
მათგანვე დაგესლილი…
ესაა ჩარჩო ნაწარმოებისა, ჩარჩო საკმაოდ ტიპიური და 1927 წლისთვის უკვე ცნობილი
ქართულ ლიტერატურაში… ოცნება საქართველოზე თან სდევს ქალს ყველგან და
ყოველთვის და თვით მისი სიკვდილის მიზეზიც ამ ოცნებაშია: ელის სურდა ეყიდა
სამშობლოში დაბრუნების უფლება ჭრელ პარტნიორებთან ამ გასაოცარი შეჭიდებით.
ელის უკანასკნელი სურვილიც – ძიძის შელოცვი სმოსმენის სურვილი – არის რწმენა
განწირულისა. რწმენა, რომ ქართული სიტყვა, საქართველოდან მოსული ხმა განკურნავს
მას, მისცემს უნარს კვლავ დაუბრუნდეს სიცოცხლეს.
ელის სახე დიდი სიყვარულიტა აქვს დახატული ავტორს. ამ სიყვარულს ქმნის თანაგრძნობა
სამშობლოდან გადახვეწილისადმი, ფუფუნებაში მყოფი ღატაკისადმი.
ემიგრანტების ეს დიდი ტკივილი არაერთ ქართველ მწერალს აუსახავს ამავე ხანებშიაც და
შემდგომაც, მაგრამ ნ. ლორთქიფანიძისეულ ექსპრესიულობამდე მხოლოდ მ.
ჯავახიშვილის ,,მიწის ყივილი” თუ ადის.

ისტორიული კონტექსტი

ნიკო ლორთქიფანიძის თხზულებებში იმდენად


ორგანულად არის არეკლილი ისტორიული კონტექსტი,
რომ მათ კომენტირებას აუცილებლად სჭირდება
მსოფლიო ისტორიული მოვლენების გათვალისწინება.
რა ხდებოდა მსოფლიოში 1927-1928 წლებამდე - ვიდრე
”შელოცვა რადიოთი” დაიწერებოდა: 
ამერიკაში ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის (1914-
1918) შემდეგ იგრძნობოდა ანტიკოლონიური განწყობა,
ხდებოდა ”ღია კარის პოლიტიკის” და ”თანაბარი
შესაძლებლობების” პრინციპების დეკლარირება. ეს,
შესაძლოა, გამოწვეული იყო იმითაც, რომ დიდი
ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის
კოლონიური სისტემების რღვევა ამერიკის ინტერესებში
იყო. ომს შედეგად მოჰყვა ოთხი იმპერიის დაშლა:
ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და
რუსეთის. 
პირველმა მსოფლიო ომმა წარმოშვა პატარა ქვეყნების
თვითმმართველობის მოპოვების იდეა. 
1920-იან წლებში დომინიონებმა დაიწყეს თავიანთი
საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავება. აფრიკაში
დამოუკიდებლობა მოიპოვა კამერუნმა, ტოგომ,
ტანგანიკამ და რუანდამ. 
1921 წელს ინგლისი იძულებული გახდა
დამოუკიდებლობა მიეცა ირლანდიისათვის.
ირლანდიის რევოლუციის გამარჯვებამ გამოიწვია
ჯაჭვური რეაქცია, სხვა კოლონიების გააქტიურება
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 
1921 წელს მაროკოს ჩრდილოეთით დამოუკიდებლობა
გამოაცხადა რიფის რესპუბლიკამ. 
1922 წელს ამერიკამ დამოუკიდებლობა მიანიჭა
ფილიპინებს. 
 1922 წელს ებრაელებმა გამოაცხადეს ისრაელის
სახელმწოფოს დამოუკიდებლობა. 1923 წელს კანადამ
ინგლისის ჩარევის გარეშე მოაწერა ხელი შეთანხმებას
ამერიკასთან. 
1924-1925 წლებში ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა
ერაყის, ტრანსიორდანიის, სირიისა და პალესტინის
სამეფოები, ლიბანისა და ალავიტის რესპუბლიკები. 
1924 წელს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის
ბრძოლა წარმატებით დასრულდა სუდანში. 
1926 წელს გათავისუფლდა იტალიის სომალი და
ბელგიის კონგო. 
1920 წლიდან ინდოელებმა დაიწყეს აქტიური ბრძოლა
ბრიტანული კოლონიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც
1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებით
დაგვირგვინდა.
დეკოლონიზაციამ დაასუსტა ევროპის ქვეყნები და
გააძლიერა ამერიკის შეერთებული შტატები.
 
კომენტარები
"დავნაძლევდეთ, თუ საფრანგეთი გაიმარჯვებსო...
კლემანსოს, მგონი, ისე არაფერი გახარებია, თავის
ცხოვრებაში, როგორც მილიარდერისაგან წაგებული
შამპანიურ ბოთლის მიღება”. - ჟორჟ ბენჟამენ კლემანსო
(1841-1929), განთქმული პოლიტიკური მოღვაწე.
კლემანსოს ”სიხარულზე” საზოგადოებაში იუმორით
საუბრობდნენ, რადგან ყოველი პოლიტიკური მარცხის
შემდეგ ის ირწმუნებოდა, რომ მომხდარით კმაყოფილი
იყო. 1909 წელს, როდესაც მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარეობიდან გადააყენეს, განაცხადა, რომ
ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო, რადგან
დაუსრულებელ შეხვედრებზე სიარული აღარ
მოუხდებოდა. 1920 წელსაც, როდესაც საპრეზიდენტო
არჩევნებში წააგო, იხტიბარი არ შეიტეხა და თქვა,
ოკეანის პირას ვცხოვრობ, მებაღეობას ვეწევი,
ფილოსოფიის შესწავლას ვცდილობ და თავს ძალიან
კარგად ვგრძნობო. პირველი მსოფლიო ომის დროს,
როდესაც ფრანგებს გამარჯვების იმედი დაეკარგათ, მან
ჩამოაყალიბა ”გამარჯვების კაბინეტი” და დაარწმუნა
მოკავშირეები, რომ 120 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი
გაეგზავნათ საფრანგეთში. "გამარჯვებაში” სავარაუდოდ
სწორედ პირველ მსოფლიო ომში (1914-1918)
საფრანგეთის გამარჯვება იგულისხმება,
მოკავშირეებთან - ბრიტანეთთან, რუსეთთან და
მოგვიანებით, იტალიასა და აშშ-თან ერთად.
 ”ვენელ როტშილდს რომ დაენაძლევა...” - დინასტიას
საფუძველი ჩაუყარა მაიერ ამშელ როტშილდმა, შემდეგ
კი მისი საქმე გააგრძელეს მისმა ვაჟებმა, რომლებიც
აკონტროლებდნენ ევროპის 5 დიდი ქალაქის ბანკებს.
მათგან ნათან მაიერმა საფუძველი ჩაუყარა ვენის
განშტოებას. როგორც ჩანს, აქ ამ როტშილდზეა საუბარი.
 ”როგორც თქვენ არ გყავთ როკფელერი, მორგანი...” -
ჯონ მორგანი იყო შეერთებული შტატების უმსხვილესი
საინვესტიციო ბანკის მფლობელი, ჯონ როკფელერი კი -
ამერიკელი ნავთობმეწარმე და პირველი მილიარდერი.
 ”უხვ სტუმრებისათვის შეზავებულმა ”კრიმჰილდას
სასმელმა” - გერმანულ ეპოსში ”სიმღერა
ნიბელუნგებზე” ”დავიწყების სასმელი”, რომელიც
კრიმჰილდას დედამ დაალევინა ზიგფრიდს რომ
დავიწყებოდა თავისი საცოლე ბრუნჰილდა და
დაქორწინებულიყო მის ქალიშვილზე.
 ”მის სიკვდილს უეჭველია მოჰყვებოდა ინგლისის
საზოგადოების მხრით ჩემი მუდმივი დევნა... და მე ხომ
არც ბაირონი ვარ და არც შელი...” - ინგლისელი
პოეტები ბაირონი და შელი გამოირჩეოდნენ იმით, რომ
არ უწევდნენ ანგარიშს საზოგადოებრივ აზრს და
მუდმივად ”დინების საწინააღმდეგოდ” მიდიოდნენ.
ისინი მზად იყვნენ აეტანათ დევნა და შევიწროება,
მაგრამ დაეცვათ საკუთარი იდეალები.
 ”ყავახანა ”საიდუმლო ბუ” - ბუს ინდოეთში
სიკვდილის ფრინველად მიიჩნევდნენ, აგრეთვე
სევდის,"ნოსტალგიის, სიცარიელის, მარტოობისა და
უბედურების სიმბოლოდ.
 ”წარმოიდგინე, კონრად, მე თავს არ ვიდებდი ამ ქალის
სურათის დახატვას... 
 ოთხივე სურათშია ამ ქალის თვისებები... და ამით
თქვენი თეორიაც მართლდება, რომ ხელოვნებაში
საშუალო მცოდნეს, ხელოვნების მოტრფიალეს,
მხოლოდ ის მოსწონს, რაშიაც მისი ნაწილი მაინც არის
გამოსახული”. - შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს
გერმანელი ექსპრესიონისტი მხატვარი, ახალი
მოდერნისტული მიმდინარეობის წარმომადგენელი
კონრად ფელიქსმიულერი (1897—1977), წევრი
მიმდინარეობა ”მაგიური რეალიზმისა” რომლის
ცენტრიც 20-იან წლებში მოუნხენი იყო. ისინი
ემყარებოდნენ პირდაპირი ემოციური ზემოქმედების
იდეას, დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ რეალობას და
სურდათ, რომ იგი აღექვათ იდეალიზირებული,
რომანტიული ფილტრების გარეშე. როგორც ამბობდნენ,
მათ უნდოდათ ”სამყაროს არაადეკვატურობის
ადეკვატური ასახვა და რეალობის არარსებობის
რეალისტური დაფიქსირება”.
 ”ჩვენს კაბარეს თავისი მობრძანებით პატივი დასდო
ცნობილმა მეცნიერმა _ ბუნებისმეტყველმა -
პროფესორმა ოტტო კირნერმა”.- სავარაუდოდ უნდა
იგულისხმებოდეს ცნობილი გერმანელი ექიმი და
მეცნიერი (1858-1935).
 ”ძველი ქართველი დარდიმანდი - ვინმე გიორგი
შერვაშიძე ან შაქრო მაღალაშვილი _ თუ შეამჩნევდა,
რომ დასცვენოდა უმანკოების ფიფქი” - სავარაუდოდ
იგულისხმება აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი
გიორგი შერვაშიძე (1846 –1918) – მწერალი, საზოგადო
მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე და
თანამებრძოლი. სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდეს
ლუარსაბ (შალვა) მაღალაშვილი, ილია ჭავჭავაძის
სტუდენტობის დროინდელი მეგობარი, რომელსაც
უძღვნა მან თავისი ლექსი ”მტკვრის პირას” და
რომელიც შემდეგ იყო თბილისის მაზრის
თავადაზნაურთა წინამძღოლი.
 ”12 საათზე გადავიფრენთ ჰაეროპლანით
ქრისტიანიაში!..”- ქრისტიანია ეწოდებოდა ნორვეგიის
დედაქალაქ ოსლოს 1924 წლამდე, მაგრამ აქ შესაძლოა
იგულისხმებოდეს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის
დამოუკიდებელი კვარტალი, სადაც განსხვავებული
კანონები მოქმედებდა. იქ აკრძალული იყო
ავტომობილით მგზავრობა, ძლიერი ნარკოტიკები და
იარაღი, მაგრამ მსუბუქი ნარკოტიკები თავისუფლად
იყიდებოდა.
 ”ბატონი ბრომლეი გთხოვთ, დღეს საღამოს საშუალება
მისცეთ ”ორფეუმში” გადაგიხადოსთ წაგებული”.-
ორფეუმი წარმოსდეგება ბერძნული მითოსური პოეტისა
და მუსიკოსის ”ორფეოსის” სახელიდან, რომელსაც
შეეძლო თავისი ხელოვნებით ქვესკნელი და კლდეც კი
მოეჯადოებია. ეს სახელი ხშირად ერქვა მუსიკალურ და
გასართობ ადგილებს.
 ”ჟინმორეულმა დაავლო ხელები გველების თავებს ,
გადაივლო ყელზე და გადაივლო ყელზე...- გველის
კულტი გავრცელებული იყო მთელს ინდოეთში.
შივაიზმისთვის დამახასიათებელი იყო გველის
მისტერიები. ფაკირის ფლეიტის ხმაზე გველები
ასრულებდნენ რელიგიურ ცეკვებს. სასიცოცხლო
ენერგიის არხს ინდურ ფილოსოფიაში კუნდალინის
უწოდებენ, რაც სანსკრიტის ენაზე გველს
ნიშნავს. კუნდალინი, კოსმიური ენერგია, გამოსახულია
გველ შემოხვეული ქალის სიმბოლოთი.

 ალუზიები ფერწერულ ტილოებზე


 
ნიკო ლორთქიფანიძის თხზულებებში ბევრი ალუზიაა
არა მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე, არამედ
ფერწერულ ტილოებზე, თეატრალურ წარმოდგენებზე
და სხვ. შესაბამისად, თხზულების სრულყოფილი
აღქმისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ
ყველაფრის გათვალისწინებას. თუ ჩვეულებრივ ნაბეჭდ
გამოცემებში მინიმალურად იყო წარმოდგენილი
საილუსტრაციო მასალა, ელექტრონული ფორმატი
იძლევა იმის საშუალებას, რომ მკითხველს უხვად
მივაწოდოთ ყოველგვარი სახის ვიზუალური მასალა.
”მაშინ გარბოდა იგი მუზეუმებში და იქ საათობით
იჯდა კაულბახის ბედნიერ ქალების პორტრეტების...
წინ” 
”...ხელები, ხელები, - მხატვარმა სათვალეები გაისწორა,
ისინი სწორედ კაულბახს უნდა დაეხატა...” 

 ■ ფრიდრიხ ავგუსტ ფონ კაულბახი (1850-1920)


-გერმანელი მხატვარი, ცნობილია მეტწილად ფრანგულ
სტილში დახატული ქალის პორტრეტებით.
”მაშინ გარბოდა იგი მუზეუმებში და იქ საათობით
იჯდა... ბიოკლინის ”ავტოპორტრეტის”, ”ანახორეტის” ან
”მიცვალებულთა კუნძულის წინ”

 
”ავტოპორტრეტი”
”ანახორეტი”
”მიცვალებულთა კუნძული”  
"ნანახ სურათებიდან ყველაზე უფრო მოსწონებია
ლენბახის ”დედა და ბავშვი”... და ბიოკლინის
”მელანქოლია”
■ ფრანც ფონ ლენბახი (1836-1904) - გერმანელი
ფერმწერი, პორტრეტისტი. 

დედა და შვილი-ლენბახი
■ არნოლდ ბიოკლინი (1827-1901) - შვეიცარიელი
სიმბოლისტი ფერმწერი, გრაფიკოსი და მოქანდაკე.
”ელის აჩრდილივით აღარ დაჰყვებოდა თბილისის
გეგმა, მამის უცნაურობა, ბავშვის ალერსი...
იყო პროპელლერის ხმაურობა, გვიდო რენის (ბეატრისა
ჩენჩის) სურათის სილუეტები...” 
■ გვიდო რენი (1575-1642) - იტალიელი ფერმწერი,
ბოლონიის სკოლის წარმომადგენელი.  
 ბეატრისა (ბეატრიჩე) ჩენჩი იტალიელი არისტოკრატის
ქალიშვილი იყო. მას მოძალადე მამა ჰყავდა, რომლის
უზნეობაზეც, მისი სოციალური წარმომავლობის გამო,
საზოგადოება და კანონი თვალს ხუჭავდა. ამიტომ
ბეატრისამ თავად გამოუტანა მამას განაჩენი და მოკლა
იგი. ამისათვის ბეატრისას თავი მოჰკვეთეს. 
ამ თემაზე მრავალი მხატვრული ნაწარმოები და
ფერწერული ტილო შეიქმნა, მათ შორის, შელის
ტრაგედია ”ჩენჩი” (1820 წელს).
ალუზიები საოპერო და თეატრალურ
წარმოდგენებზე

”როგორ? ვიმღერო მარგარიტა"  - უნდა


იგულისხმებოდეს ჯუზეპე ვერდის ოპერა ”ტრავიატას”
მთავარი პერსონაჟის - მარგარიტა გოტიეს პარტია
(”ტრავიატა”იტალიურად შეცდომილს, დაცემულს
ნიშნავს). ოპერა დაიწერა ალექსანდრე დიუმას რომანის
”ქალი კამელიებით” მიხედვით. 
ფაბულა: ახალგაზრდა არისტოკრატ არმან დიუვალს
შეუყვარდა კურტიზანი ქალი მარგარიტა, რომელიც
ჭლექით იყო დაავადებული. ისინი ბედნიერები იყვნენ,
მაგრამ არმანის მამამ სთხოვა მარგარიტას, არ
გაეუბედურებინა მისი შვილი. მარგარიტა დათანხმდა
და დაუბრუნდა თავის ძველ ცხოვრებას. არმანს ეგონა,
რომ ქალმა გადაიყვარა, მანაც სხვასთან დაიწყო
ურთიერთობა და მხოლოდ მარგარიტას სიკვდილის
შემდეგ გაიგო სიმართლე.
იხ. "ტრავიატადან" მარგარიტას არია მარია კალასის
შესრულებით
http://www.youtube.com/watch?v=I4cSVnqGmOc

”ვითამაშო ოფელია”. - შექსპირის ტრაგედია


”ჰამლეტის” პერსონაჟი, რომელსაც უყვარს დანიის
უფლისწული და მისგან უარყოფის შემდეგ, ფსიქიურად
შეშლილი, თავს იკლავს.
იხ. ოფელიას გაგიჟების სცენა "ჰამლეტის" ამბროიზ
თომასისეული საოპერო ვერსიიდან.
http://www.youtube.com/watch?v=XhZAeZmZIPo
ოპერაში მოისმინეს ”ტრისტან და იზოლდა” - კელტური
ლეგენდის თემაზე შექმნილი რიხარდ ვაგნერის ოპერა.
ფაბულა: ირლანდიელ მეფის ასულ იზოლდას შეებრალა
მისი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი და მისი საქმროს
მკვლელი ახალგაზრდა ინგლისელი რაინდი ტრისტანი
და განკურნა. ტრისტანს შეუყვარდა იზოლდა, მაგრამ არ
ჰქონდა იმედი, რომ მასაც უყვარდა და გადაწყვიტა
მეფის ასულის ბედზე იმით ეზრუნა, რომ თავის ბიძა -
მეფე მარკზე დაექორწინებინა. იზოლდა განრისხდა და
მსახურს დაავალა საწამლავი ჩაესხა მათ ღვინოში. მას
უნდოდა, რომ ის და ტრისტანი ერთად
მომკვდარიყვნენ, მაგრამ მსახურმა საწამლავის ნაცვლად
სიყვარულის ნექტარი ჩაუსხა, რის გამოც მათ კიდევ
უფრო შეუყვარდათ ერთმანეთი.
როდესაც მეფემ მათი ამბავი გაიგო, განრისხდა.
ტრისტანი სასიკვდილოდ დაჭრეს. იგი ბრეტანში თავის
ციხე-სიმაგრეში დაბრუნდა და იზოლდას
მისვლისთანავე მის ხელში დალია სული. იზოლდაც
დარდისაგან მკერდზე დააკვდა შეყვარებულს.
იხ. იზოლდას არია ვაგნერის "ტრისტან და
იზოლდადან" http://www.youtube.com/watch?
v=1CNBIJj1CFM

”ურიის ქალზე?... უკანასკნელ სცენას ნუღარ მოუცდით,


რადგან ასეთი ნერვებიანი გახდით, ბატონო
ბრომლეი...”  - სავარაუდოდ იგულისხმება ჟაკ
ფრომანტალ ჰალევის (1799-1862) ოპერა ”ურიას ქალი”.
ფაბულა: ებრაელი ქალიშვილი რაქილი უყვარს ცოლიან
ქრისტიან უფლისწულ ლეოპოლდს, რომელიც ქალს
ვინაობას უმალავს და თავს ებრაელ მხატვრად ასაღებს.
რაქილსაც უყვარს იგი, მაგრამ როდესაც შემთხვევით
საიდუმლო გამომჟღავნდება, სასოწარკვეთილი რაქილი
საქვეყნოდ განაცხადებს, რომ ლეოპოლდმა იგი აცდუნა.
კარდინალი რაქილს, მის მამა ელეაზარს და
უფლისწულს სასიკვდილო განაჩენს
გამოუტანს. უფლისწულის ცოლი დაითანხმებს რაქილს,
რომ დანაშაული თავის თავზე აიღოს და ლეოპოლდი
გადაარჩინოს. ებრაელების დევნის გამო კარდინალის
მიმართ შურისძიებით ანთებული ელეაზარი უმხელს
მას, რომ ქალიშვილი, რომელიც ხანძრის დროს
დაღუპული ეგონა, ცოცხალია, მაგრამ არ ეუბნება, სად
არის. როდესაც რაქილს სიკვდილით დასჯიან
(მდუღარეში ჩააგდებენ), იგი მაშინღა ეტყვის
კარდინალს, რომ სწორედ მის მიერ განწირული ეს
რაქილი იყო მისი ქალიშვილი.
იხ. ეპიზოდი ჰალევის ოპერიდან "ურიას
ქალი".http://www.youtube.com/watch?
v=RGc0ECRDfsc&feature=related

 სცენის ფარდიდან გამოხტა ქალი... - საკუნტალა!.. -


საკუნტალა - ”მაჰაბჰარატას” მითის და კალიდასის
დრამის - ”საკუნტალას” პერსონაჟი. 
მასში ერთმანეთს ებრძვის სულიერი და ქალური. იგი
ასკეტიზმისა და ვნების სიმბოლოა. ეს ორმაგი ბუნება
შესაძლოა მისი წარმომავლობით ყოფილიყო
განპირობებული. ღმერთების მეფის, ინდრას ბრძანებით
აპსარა მენეკამ აცდუნა ასკეტი ვიშვამიტრა და გააჩინა
ქალიშვილი. ვიშვამიტრა მონასტერს დაუბრუნდა,
მენეკა - ციურ სამეფოს, ახალშობილი საკუნტალა კი
ტყეში დატოვეს. ჩიტებით გარშემორტყმული ბავშვი
განდეგილმა კანვამ იპოვა (”შაკუნტა” ჩიტს ნიშნავს და
აქედან მოდის მისი სახელი) და მონასტერში წაიყვანა.
საკუნტალა შეუყვარდა მეფე დუშიანტას, მაგრამ ისინი
დიდი ხნით დაშორდნენ ერთმანეთს. არსებობს ორი
ვერსია: ”მაჰაბჰარატას” მიხედვით მეფემ აღარ
მოინდომა ”შეუფერებელი” ქორწინება და უარი თქვა
საკუნტალასა და ვაჟზე, კალიდასის ვერსიის მიხედვით
კი მათ ერთად ყოფნას ხელი შეუშალა წყევლამ, რომლის
გამოც დუშიანტამ გარკვეული დროის მანძილზე
დაკარგა მეხსიერება. მითის მიხედვით, უარყოფილი
საკუნტალა შვილს უტოვებს დუშიანტას და თავად
მიდის, დუშიანტა კი ზეციური ხმის შთაგონებით
იბრუნებს მას და უმტკიცებს, რომ ეს მხოლოდ გამოცდა
იყო და მისი მიტოვება არ უცდია. კალიდასის დრამის
მიხედვით კი როცა მეფე თავის ბეჭედს დაიბრუნებს,
წყევა აიხსნება, მას ყველაფერი ახსენდება, ეძებს,
პოულობს და იბრუნებს ცოლ-შვილს.
 იხ. ფრაგმენტი კალიდასის ოპერიდან
"საკუნტალა"http://www.youtube.com/watch?
v=TIYRM8FT_XQ

You might also like