You are on page 1of 17

თემა- გარდამავალი აბზაცი და მისი განვითარება

სადისკუსიო საკითხები:
რა არის აბზაცი და რა ფუნქცია გააჩნია მას
რა თავისებურებებით გამოირჩევა კარგი აბზაცი
რა არის თემატური, ანუ მთავარი წინადადება
როგორია აბზაცის განვითარების ეფექტური გზები და
საშუალებები
რა სიძნელეებს ვხვდებით აბზაცის ჩამოყალიბების
პროცესში
რას ნიშნავს კარგად ორგანიზებული და
თანმიმდევრული აბზაცი
რა მსგავსება არსებობს თემასა და აბზაცს შორის
აბზაცის განსაზღვრა და სტრუქტურა
მას შემდეგ, რაც მზად გვაქვს ნაშრომის ძირითადი მონახაზი და
დასრულებულია მისი პირველი ვარიანტის შექმნა, დგება დრო, რომ
საფუძვლიანად დავამუშაოთ თემის ძირითადი შემადგენელი ნაწილები
- აბზაცები. აბზაცზე ფიქრის დაწყება მხოლოდ მაშინ იქნება
პროდუქტიული, როდესაც საკმაო ინფორმაციას დავაგროვებთ
შერჩეული თემის შესახებ.

აბზაცი წარმოადგენს წინადადებათა ჯგუფს, რომელიც ერთ


თემას ან საკითხს ეხება და მასთან დაკავშირებულ იდეას ან მოსაზრებას
გამოხატავს.

როგორც წესი, აკადემიური თემის აბზაცი იწყება თემატური,


ანუ მთავარი წინადადებით.

გარდამავალი აბზაცის მთავარ წინადადებებს თემატური


წინადადებები ეწოდება. თემატურ წინადადებაში უშუალოდ არის
აღნიშნული აბზაცის თემა და მისი მთავარი აზრი; განსხვავებით
თეზისისაგან, მას ლოკალური მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ აბზაცის
შინაარსს ეხება.

თემატური წინადადება აბზაცის ყველაზე მნიშვნელოვანი


სტრუქტურული კომპონენტია. იგი მართავს ინფორმაციას აბზაცის
ფარგლებში. ყველა სხვა წინადადება მხოლოდ ავითარებს თემატურ
წინადადებაში წარმოდგენილ აზრს ან იდეას.
მაგალითი:

თოვლი ყინულის მცირე კრისტალებისაგან შედგება. ეს


კრისტალები აორთქლილი წყლისგან ღრუბლებში ყალიბდება.
ტემპერატურა როცა აღწევს გარკვეულ ზღვარს, ორთქლი სწრაფად
იყინება და კრისტალებად იქცევა. ცალკეული კრისტალი შესაძლოა,
მცირე ფიფქის სახით ჩამოვიდეს მიწაზე, ან რამდენიმე კრისტალი
შეერთდეს და მსხვილი ფიფქი შედგეს.

თემატური წინადადება = აბზაცის თემა+განმავითარებელი


აზრი (შეხედულება, დამოკიდებულება ან მოსაზრება თემის შესახებ)

მაგალითი:

თბილისის ავტოპარკი (თემა) საგრძნობლად გაუმჯობესდა


ახალი მარკისა და უკეთესი ხარისხის ავტორბუსების შეძენით
(განმავითარებელი მოსაზრება)

ან

თოვლი (თემა) ყინულის მცირე კრისტალებისაგან შედგება.


(განმავითარებელი წინადადება).
თემატური წინადადების განვითარება დამხმარე
წინადადებების საშუალებით ხდება. მათი მიზანი იმ აზრის განმტკიცება
ან დასაბუთებაა, რომელიც თემატურ წინადადებაშია გამოთქმული.
დამხმარე წინადადებები სხვადასხვა სახისა და ტიპის კონკრეტულ
ინფორმაციას შეიცავენ. მათი საშუალებით წარმოვადგენთ ჩვენი აზრის
ან შეხედულების დამადასტურებელ მიზეზებს, მაგალითად კონკრეტულ
დეტალებს, ფაქტებს, განსაზღვრებებს, სტატისტიკურ მონაცემებს და ა.შ.

აბზაცის ბოლო წინადადება ზოგადი ხასიათის უნდა იყოს. მისი


მიზანია, შექმნას აბზაცის ლოგიკურად დასრულების განცდა.
აბზაცის სტრუქტურული ორგანიზება

თემატური წინადადება
მაგალითი:
1 თბილისის ავტოპარკი (თემა) საგრძნობლად გაუმჯობესდა ახალი მარკისა და უ
ხარისხის ავტორბუსების შეძენით

დამხმარე (განმავითარებელი) წინადადებებ


მაგალითი:
ქალაქმა უკრაინული წარმოების ორი ტიპის ავტობუსი შეიძინა (ფაქტი)
2 ავტობუსი დიზელის საწვავზე მუშაობს, საათში 120 კმ სიჩქარეს ავითარებს და
100 კმ-ზე მხოლოდ 15 ლიტრ ბენზინს მოიხმარს (კონკრეტული დეტალები
და მონაცემები)

ბოლო წინადადება -ლოგიკური დასასრული


(თემატური წინადადების ძირითადი აზრის განსხვავებ
განმეორება ან ახალი დასკვნის გაკეთება)
3 მაგალითი:

ქალაქის მოსახლეობა ახალი მარკის ავტობუსებუს ხარისხითა და მუშაობით


ძირითადად კმაყოფილია
გარდამავალი აბზაცის მონახაზი

თემატური წინადადების ადგილი

ტრადიციულად, თემატური წინადადება აბზაცის თავშია


მოთავსებული, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თემატური
წინადადება აბზაცის შუაში ან ბოლოშია, მაგრამ სადაც უნდა იყოს
თემატური წინადადება, ყველა შემთხვევაში მისი საშუალებით აბზაცში
შემოდის ის დამხმარე დეტალები, რომლებიც ხსნიან, განმარტავენ, ან
განამტკიცებენ მთავარ აზრს.

თუკი აბზაცი წარმოადგენს ცალკე აღებულ დამოუკიდებელ


ერთეულს და არა უფრო დიდი ტექსტის შემადგენელ ნაწილს, თემატურ
წინდადებაში წარმოდგენილი მთავარი აზრი კვლავ გამეორდება
პარაგრაფის დასასრულს, მის ბოლო წინადადებაში, როგორც ადრე
ნათქვამის გარკვეული შეჯამება, რითაც ხდება განხილული თემის
ლოგიკური დასრულება, ანუ
თემატური წინადადება

1 დეტალი

2 დეტალი

3 დეტალი

4 დეტალი

პერიფრაზირებული თემატური წინადადება

მაგალითი:

„ბორბლიანი ჩარხით თიხის ჭურჭლის დამზადების საუკუნოვანი


ხელოვნება არის პროცესი, რომელიც მრავალი ეტაპისაგან შედგება. 1.თიხა როცა
დამზადებულია, ოსტატი იწყებს მის მოზელას. ამ დროს აჩქარება არ შეიძლება. თიხა,
სულ ცოტა, ორმოცდაათჯერ უნდა გადატრიალდეს, რათა განთავისუფლდეს მასში
ჯერ კიდევ დარჩენილი ჰაერის ბუშტუკებისაგან. 2. მას შემდეგ, რაც თიხა მოიზილა
და მისგან მივიღეთ შედარებით რბილი ბურთისებური მასა, იგი მაგრდება ხელოსნის
ჩარხის ბორბალზე. ახლა საჭიროა მიღებული მასის ზუსტი ცენტრირება. ამას
სჭირდება საკმაო დრო და ფიზიკური ძალა. თიხის მასას უნდა მიეცეს სიმეტრიული
ფორმა ჩარხის მოძრავ ბორბალთან მიმართებით. ცენტრიდან ოდნავი გადახრის
შემთხვევაშიც კი აუცილებლად მივიღებთ გადაზნექილ, უსწორმასწორო ჭურჭელს,
ან, უფრო მეტიც, მთელი კონსტრუქცია შეიძლება მთლიანად დაიშალოს. 3. სწორი
ცენტრირების შემდეგ თიხა მზადაა გასაშლელად. ოსტატი იწყებს ჩარხის ბორბლისა
და მასთან ერთად თიხის მასის ტრიალს. მისი თითები იძირება წრიულად მოძრავ
თიხაში. მხოლოდ ახლა შეიძლება მიეცეს თიხას გარკვეული ფორმა. მტკიცე, მაგრამ
სათუთი ხელით ოსტატი ზევითკენ ქაჩავს მოძრავი თიხის ნაპირებს მანამ, სანამ ის
საჭირო სიმაღლეს და ზომას არ მიიღებს. 4. ფორმის მიცემის შემდეგ თიხის ჭურჭელი
მზადაა გასაშრობად, გამოსაწვავად და გასაპრიალებლად. ამრიგად, მიუხედავად
იმისა, რომ თიხის ჭურჭლის გაკეთება მარტივ საქმიანობად შეიძლება მოგვეჩვენოს,
ხელით ასეთი ნიმუშის შექმნა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

შესაძლებელია აბზაცის სხვა სტრუქტურითაც აგება.

მაგალითად, როგორც გადმობრუნებული სამკუთხედისა:

თემატური წინადადება

1 დეტალი

2 დეტალი

3 დეტალი

4 დეტალი

როგორც სამკუთხედისა:

1 დეტალი

2 დეტალი

3 დეტალი
4 დეტალი

თემატური წინადადება

თემატური წინადადება შუაში

1 დეტალი

2 დეტალი

თემატური წინადადება

3 დეტალი

4 დეტალი
აბზაცის მთლიანობა, ლოგიკური ორგანიზება და
თანმიმდევრულობა

კარგი აბზაცის მნიშვნელოვანი თვისებაა მისი მთლიანობა. ეს


იმას ნიშნავს, რომ აბზაცის ყოველი დამხმარე წინადადება და დეტალი
უშუალოდ არის დაკავშირებული მის მთავარ აზრთან, თემატურ
წინადადებასთან და არც ერთი კომპონენტი მთავარი აზრისაგან
განმასხვავებელ შინაარსს არ ატარებს. ქვემოთ მოყვანილია მაგალითი
აბზაცისა, რომელსაც აკლია მთლიანობა:

ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში გაზაფხულის პირველი თბილი


ამინდი ერთბაშად ცვლის გარემოს. (თემატური წინადადება) ვაშლისა და
ქლიავის ხეები ყვავილებით იფარება. (დეტალი) ფოთლის კოკრები
ზომაში ყოველდღიურად მატულობს. (დეტალი) ამინდის პროგნოზს
ყოველთვის არ შეუძლია ასეთი თბილი დღეების დადგომის
წინასწარმეტყველება. ყინულის ბოლო თხელი ფენა ქრება ტბებსა და
გუბეებზე. (დეტალი) თბილი ქურთუკები და კაშნე ადგილს უთმობს
მოკლესახელოიან პერანგებსა და მზის სათვალეს. (დეტალი)
აბზაცში წინადადებების გარკვეული ლოგიკური
თანმიმდევრობით დალაგებისათვის საჭიროა:

1. აბზაცის ყველამ კომპონენტის ნათელი და


ლოგიკური ორგანიზაცია
2. აბზაცის იდეათა დაკავშირება ერთმანეთთან
ტრანზიტულ-მაკავშირებელი სიტყვებითა და
გამოთქმებით.

აბზაცის ლოგიკური ორგანიზება

არსებობს აბზაცში ლოგიკური ინფორმაციის


ორგანიზების რამდენიმე გზა. ყველაზე ხშირად გამოიყენება
ინფორმაციის ორგანიზების ეს 3 ფორმა:

ქრონოლოგიური თანმიმდევრობა

სივრცობრივი თანმიმდევრობა

თანმიმდევრობა მნიშვნელობის მიხედვით.


ის, თუ ორგანიზების რომელი ფორმა უნდა შეარჩიოთ,
დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის აბზაცის დაწერას
აპირებთ. თუ უნდა აღწეროთ მოვლენათა თანმიმდევრობა,
მოყვეთ რაიმე ამბავი, ისტორია, ბიოგრაფია, ბუნებრივია,
უმჯობესია აბზაცში წინადადებების ქრონოლოგიური
პრინციპით დალაგება.

თუ უნდა აღწეროთ მოვლენა, საგანი, მისი ფიზიკური


მახასიათებლები, მაშინ უმჯობესია საგნები და მათი
შემადგენელი ნაწილები სივრცობრივი თანმიმდევრობით
განლაგდნენ.

თუკი უნდა ჩამოთვალოთ მოვლენასთან, საქმიანობასთან,


პოზიციასთან დაკავშირებული მაგალითები, მიზეზები,
შედეგები, ამოცანები, უმჯობესია, აბზაცის შემადგენელი
ნაწილები მნიშვნელობის მიხედვით დალაგდეს - დაიწყოთ
ყველაზე მნიშვნელოვანით და დაასრულოთ
ნაკლებმნიშვნლოვანით. შესაძლოა, პირიქითაც -
ნაკლებმნიშვნლოვანიდან მნიშვნელოვანამდე. ეს
დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთვის წერთ, რა იცის თქვენმა
მიზნობრივმა აუდიტორიამ იმის შესახებ, რაზედაც წერთ.
ტრანზიტულ-მაკავშირებელი სიტყვები და გამოთქმები

ტრანზიტულ-მაკავშირებელი სიტყვები და გამოთქმები


ქმნიან გარკვეულ სასიგნალო სისტემას, რომლის მეშვეობითაც
მკითხველს აბზაცში გარკვევა უადვილდება. ისინი ასახავენ
სხვადასხვა იდეასა თუ წინადადებას შორის არსებულ
კავშირებსა და ურთიერთობებს. ტრანზიტულ-მაკავშირებელი
სიტყვებისა და გამოთქმების მეშვეობით ხდება აზრის
შემდგომი განვითარების მიმართულების მინიშნება.

აი, ყველაზე გავრცელებული მაკავშირებელი სიტყვებისა


და გამოთქმების ნუსხა, რომელიც თანმიმდევრული აბზაცის
ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

დრო

სიტყვები, რომლებიც მიანიშნებენ ურთიერთკავშირს დროის მიხედვით:


პირველი, შემდეგ. ამის მერე, ადრე, მოგვიანებით, თანდათანობით, აქამდე, როცა, სანამ, განმავლო

-დან, მალე, მას შემდეგ რაც, ამის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ამ დროისათვის, უკვე და ა.შ.

სივრცე

სიტყვები, რომელბიც მიანიშნებენ ურთიერთკავშირს სივრცის მიხედვით:

მისგან მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, გვერდზე, გასწვრივ, ზევით, ქვევით, გადაღმა, შუაში,

ცენტრში, შორის, ახლოს, შორს და ა.შ.

მნიშვნელობა

სიტყვები, რომელბიც მიანიშნებენ დამატებით აზრს მნიშვნელობის მიხედვით:

უპირველეს ყოვლისა, მეორე, მესამე მიზეზი, შემდეგ, ასევე, ამის გარდა, უფრო მეტიც, დამატებით

ბოლოს, ყველაზე მნიშვნლოვანი, შემდეგი მიზეი და ა.შ.

სიტყვები, რომლებიც გამოყენებულია იდეათა


საილუსტრაციოდ

მაგალითად, როგორც ილუსტაცია, როგორც დაკვირვებიდან ჩანს, როგორც ირკვევა და ა.


დავალებები

I დავალება. ქვემოთ მოყვანილ წინადადებათა ჯგუფებს აკლია


თემატური წინადადება. დაწერეთ ასეთი თემატური
წინადადებები ამ ჯგუფებისათვის, რომლებიც ყოველ მათგანს
სრულყოფილ აბზაცად აქცევს:

1. თემატური წინადადების ადგილი---------


არქტიკული აისბერგი ჰგავს ბასრ და უსწორმასწორო მთის
წვერს, ზოგი მათგანი აღწევს ღრმად სამხრეთისაკენ
გოლფსტრიმისა და ნიუფაუნდლედამდე, სადაც ისინი
საბოლოოდ დნებიან. ანტარქტიკული აისბერგები კი,
მეორე მხრივ, წარმოადგენენ უზარმაზარ ბრტყელ
კუნძულებს, რომელთა ფართობიც რამდენიმე ასეულ
კილომეტრს აღწევს. მათი უმრავლესპბა სამხრეთ
პოლუსის გარშემო ტრუალებს და არასოდეს ტოვებს
ანტარქტიკის ოკეანეს.
2. თემატური წინადადების ადგილი----------
მოზარდებს უყვართ მანქანის ტარება და, ჩვეულებრივ,
უფრო ფხიზლად არიან საჭესთან. მათი უმრავლესობა
მანქანის ტარების კურსებს სკოლაშივე ამთავრებს. ამასთან,
მოზარდები შეჩვეულნი არიან მრავალხაზიან,
გადატვირთულ საავტომობილო გზებს და კარგად ცნობენ
შესაბამის საგზაო ნიშნებს. გარდა ამის, მათ უფრო სწრაფი
რეაქცია აქვთ, ვიდრე მოზრდილებს.

II დავალება. განმავითარებელი წინადადებების წერის


პრაქტიკა
დაწერეთ სამი დამხმარე წინადადება თითოეულ თემატურ
წინადადებაში გამოხატული მთავარი აზრის
მხარდაჭერისა და განვითარებისთვის:
1. მე მიყვარს სხვადასხვა ქვეყნის კერძები
ა)----
ბ) ----
გ)-----
2. სატელევიზიო გადაცემებში ძალიან ბევრია ძალადობა
ა) ----
ბ)----
გ)---
3. ელექტროენერგიის გამომუშავების რამდენიმე
ეფექტური გზა არსებობს
ა)----
ბ)----
გ)-----

III დავალება

დაწერეთ თითო აბზაცი II დავალებაში მოცემული 3


თემატური წინდადების მიხედვით (მე მიყვარს
სხვადასხვა ქვეყნის კერძები, სატელევიზიო გადაცემებში
ძალიან ბევრია ძალადობა, ელექტროენერგიის
გამომუშავების რამდენიმე ეფექტური გზა არსებობს) ანუ 1
თემატური წინადადება და მისი აბზაცი.

You might also like