You are on page 1of 1

წყაროები: დავითის მიერ თბილისის აღების შესახებ

,,აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი (1122წ) პირველსავე ომსა, ოთხას წელს ქონებული სპარსთა, და
დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ“

,,ქართლის ცხოვრება’’- დავითის ისტორიკოსი

‘’მას შემდეგ, რაც დამარცხებულ იქნა(მუსლიმანთა) ლაშქარი, დაბრუნდა აფხაზთა მეფე, ალყა
შემოარტყა თბილისს და მახვილით შევიდა ქალაქში... მან გაძარცვა იგი ცეცხლს მისცა მისი დიდი
ნაწილი. შემდეგ კი შეიწყალა მცხოვრებნი და კარგად ეპყრობოდა მათ. დაუდგინა მათ ის
პირობები, რომელიც თვით ირჩიეს: ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მუსლიმანები ცხოვრობდნენ,
არავის ჰყოლოდა ღორი და არავის დაეკლა, მოჭრა მონეტა მათთვის, ხალიფასა და სულთნის
სახელით, მისცა უფლება თავისუფლად ლოცვისა. მან დააწესა გადასახადი ყოველწლიური,
ქართველებისთვის - 5 დინარი, ებრაელისათვის - 4 დინარი, ხოლო მუსლიმანისათვის - 3 დინარი,
იგი ისე კარგად ეპყრობოდა მუსლიმანებს, მათ სარწმუნოებას, მეცნიერებას, ხალხს და სუფიებს,
როგორც მათ არ ჰქონდათ თვით მუსლიმი მმართველებისაგან. მე თვით ვნახე, როცა მივედი
თბილისელ მუსლიმებთან 1153 წელს, თუ როგორ ძალაშია მუსლიმანთათვის ყველა ეს პირობა
აქამდე.

არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი

„ქართველთა მეფე დავითმა აიღო ქალაქი თბილისი . . . და სასტიკად ამოწყვიტა ქალაქი, ხოლო 500
კაცი ძელზე გასვა და წამებით მოაკვლევინა, მაგრამ მეფის გულისწყრომა მალე დამცხრალა“.

სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაეცი

დავალება - განიხილეთ წყაროები, შეადარეთ ერთმანეთს და უპასუხეთ შეკითხვებს:

ა) ვინ არიან წყაროს ავტორები და რის შესახებ საუბრობენ ისინი?

ბ) რომელი წყარო მიგაჩნიათ უფრო სანდოდ და რატომ?

გ) გეჩვენებათ თუ არა რომელიმე წყარო გაზვიადებულად და რატომ?

დ) რომელ წყაროს თვლით სუბიექტურად და რატომ?

You might also like