You are on page 1of 1

მოგესალმებით!

გისურვებთ თქვენი სამშობლოს აყვავებას და ისეთი მაგარი ქართველების


მომრავლებას, როგორიც დავითი იყო. ერთი რამ მაინტერესებს და თუ ვინმეს არგუმენტირებული
პასუხი აქვს ამაზე, გთხოვთ შემომეხმიანოთ. პირადად მე სრულ იდიოტობად მიმაჩნია ის, რომ
ვიღაც-ვიღაცები დღეს ვარაუდობენ, რომ თურქთა ლაშქარი 120-150 ათასი უნდა ყოფილიყო. ჯერ
ერთი, არსებობს ისტორიული წყაროები, რომლებიც უნდა გამოიყენო, შეაჯერო და დასკვნები
გამოიტანო და არა შენი საკუთარი აზრები აფრქვიო, რაღაცები ივარაუდო და თავს მოახვიო
საზოგადოებას... შემდეგ, 120-150 ათასიანი ლაშქარი ბევრჯერ ყოფილა საქართველოში შემოჭრილი
და არავითარი კოალიცია არ სჭირდებოდა მაგას. არადა, ვიცით, რომ ეს იყო მთელი მაშინდელი
თურქული სახელმწიფოების კოალიციური ლაშქარი, საგანგებოდ შეკრებილი და საგანგებოდ
აღნიშნული სხვადასხვა ავტორთა მიერ... შემდეგ, თუკი ქართველები იყვნენ 56 ათასი და თურქები
120-150 ათასი, ეგ რისი "ძლევაი საკვირველია" იმ ფონზე, როცა მრავალჯერ დაგვიმარცხებია
10-ჯერ და ზოგჯერ, მეტჯერ მრავალრიცხოვანი მტერიც და ეს ჩვენთვის სრულიად ჩვეულებრივ
გამარჯვებას მიეწერებოდა და არავითარ საკვირველებად ეგ არ ითვლებოდა? ეს არაა ტრაბახი, ეს,
უბრალოდ, ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო. ამ მრავალჯერად განსხვავებას
უმეტესად ვძლევდით, ზოგჯერ კი ძალა აღმართს ხნავდა და კაცურად ვაგებდით (მაგ. კრწანისის
ბრძოლა). თურქი კაცი რატომ დაწერდა ამდენი და ამდენი ვიყავით და ქართველებმა ასე საოცრად
დაგვამარცხესო თუ მართლა არ იყო მასე? სად არის ელემენტარული ლოგიკა? რეალობა კი ასეთი
უნდა ყოფილიყო: ეს მართლაც იყო საოცრად დიდი ლაშქარი, როგორიც მანამდე და შესაძლოა
შემდეგად (არ ვიცი, შესაძლოა ერთხელ თემურლენგსაც ჰყავდა არანაკლები ჯარი მოყვანილი)
ქართველებს არ ენახათ. განსხვავება რიცხვში იყო მართლაც შთამბეჭდავი, რამაც ქართველ
მატიანეს ათქმევინა, რომ ეს იყო " ძლევაი საკვირველი". საჭიროა ადრინდელი წყაროების შეჯერება
და დასკვნის გამოტანა და არა მარჩიელობა. და კიდევ, განსხვავებით ჩვენგან (ანუ დღევანდელი
ქართველებისგან) ის დიდი ქართველები თავმდაბლობითაც გამოირჩეოდნენ და ტრაბახი არ
უყვარდათ. ასე რომ, პირადად მე, რასაკვირველია, მჯერა მათი და არა დღევანდელი არალოგიკური
ინტერპრეტაციებისა. არაა საჭირო თავის დამცრობა და პრანჭიაობა. ისტორია მეცნიერებაა,
რომელსაც ლოგიკური მიდგომები ესაჭიროება და არა ვიღაცების საამებლად წყაროების
დამახინჯება. ის წყაროები, რომლებიც არსებობს, ჩვენ ეროვნული სიამაყის უფლებას გვაძლევს და
კეთილი ინებონ და ნუ გვიმახინჯებენ.

You might also like