Professional Documents
Culture Documents
ჰანს ქრისტიან ანდერსენი ყინულის დედოფალი
ჰანს ქრისტიან ანდერსენი ყინულის დედოფალი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავსული, ავზე ავი, ნამდვილი როკაპი. ერთხელ, კარგ
ხასიათზე მყოფმა, უცნაური სარკე გააკეთა: მასში, ყველაფერი კარგი და მშვენიერი
ცუდად და მახინჯად მოჩანდა, ხოლო ცუდი და მახინჯი, კიდევ უფრო საშინლად
გამოიყურებოდა. ულამაზესი ბუნება მოხარშული ისპანახი გეგონებოდათ, უმშვენიერესი
ადამიანები კი - უმახინჯესი არსებები: სარკეში ისინი თავდაყირა ჩანდნენ და მუცელი
საერთოდ არა ჰქონდათ. სახე კი ისე მოღრეცოდათ, ვერც კი იცნობდით. თუ რომელიმე
მათგანს წერტილის ოდენა ჭორფლი მაინც ჰქონდა, კარგად მეყოლეთ, მთელი ცხვირი და
ტუჩები ჭორფლით დაეფარებოდათ, ხოლო თუ რაიმე კეთილი აზრი დაებადებოდათ,
სარკეში ისე დამახინჯდებოდა, ავსული სიხარულისაგან სიცილით იგუდებოდა.
ავსულის მოწაფეები - მას თავისი სკოლა ჰქონდა - ყველას ატყუებდნენ, რომ მოხდა
სასწაული და სარკეში ყველაფერი ისე ჩანს, როგორც სინამდვილეშიაო. მთელ ქვეყანაში
დაარბენინებდნენ სარკეს და ბოლოს ქვეყნიერების არცერთი კუთხე, არცერთი ადამიანი
არ დარჩა, მასში თავისი თავი დამახინჯებული სახით არ ეხილა.
ბოლოს ცაში ასვლა განიზრახეს. რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, სარკე მით უფრო
მრუდდებოდა და ხელში ძლივსღა იჭერდნენ. აი, ისინი ღრუბლებსაც გასცდნენ, სარკე
კიდევ უფრო გამრუდდა, აცახცახდა, ხელიდან გაუვარდათ, დედამიწაზე დაეცა და
მილიარდ ნაწილებად დაიმსხვრა. ამის გამო კიდევ უფრო დიდი უბედურება
დატრიალდა: ქვიშის მარცვლის ოდენა, ნამცეცა ნამსხვრევები მთელს დედამიწაზე
გაიფანტა, ადამიანებს თვალებში უვარდებოდათ და შიგვე რჩებოდა. ამის გამო
ადამიანები ყველაფერს უკუღმა აღიქვამდნენ და ყოველ მოვლენაში მხოლოდ ცუდს
ხედავდნენ - ნამსხვრევებს ხომ სარკის თვისებები ჰქონდათ. ზოგიერთი ნამსხვრევი
პირდაპირ გულში ხვდებოდა, რაც ყველაზე საშინელი რამ გახლდათ: ასეთი ადამიანების
თბილი გული ყინულის ნატეხად იქცეოდა. დიდ ნამსხვრევებს ფანჯრის მინებად
ხმარობდნენ, საიდანაც კეთილი მეგობრის დანახვა სასურველი არ იყო, რადგან ისინი
ავებად და მახინჯებად ჩანდნენ. ზოგიერთ ნამსხვრევს სათვალის მინებად იყენებდნენ.
ვაი მას, ვინც ამ სათვალეს გამოიყენებდა, რადგან მასში ყველაფერს შებრუნებით
დაინახავდა. ავსულს ყველაფერი ეს ისე ართობდა, სიცილით იჭაჭებოდა. დედამიწაზე კი
უამრავი ასეთი ნამსხვრევი ტრიალებდა და თავის მორიგ მსხვერპლს დაეძებდა. მოდით,
მათ შესახებ მოვყვეთ!
ერთ დიდ ქალაქში, სადაც იმდენი სახლი იდგა, ისე ბევრი ხალხი ცხოვრობდა, რომ ზოგს
ბაღის გასაშენებლად მიწის მცირე ნაკვეთიც არ გააჩნდა და ქოთანში მოთავსებული
ოთახის ყვავილებით კმაყოფილდებოდა, ორი ღარიბი ბავშვი ცხოვრობდა. ისინი და-
ძმანი არ იყვნენ, მაგრამ ერთმანეთი ისე უყვარდათ, როგორც ნამდვილ დას და ძმას.
ბავშვების მშობლებს ხის თითო დიდი ყუთი ჰქონდათ, სადაც მწვანილი ეთესათ და
თითო ვარდის ბუჩქიც დაერგოთ, რომლებიც დიდებულად გაფურჩქნულიყვნენ. ყუთები
რატომღაც ღარის გარდი-გარდმო ეწყო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს
ყვავილების ორი მწკრივი ერთი ფარჯრიდან მეორესკენ მიემართებოდა. ცერცვის
ყვავილწნულები ყუთებიდან გადმოკიდებულიყვნენ. ვარდის ბუჩქების რტოები
ერთმანეთში ჩაწნულიყვნენ და ფანჯრებში იჭყიტებოდნენ. მშობლები ბავშვებს ნებას
რთავდნენ, სახურავიდან ერთმანეთს სტუმრებოდნენ და ვარდის ბუჩქის ქვეშ, სკამებზე
მსხდარიყვნენ, სადაც შესანიშნავად ერთობოდნენ.
- მათაც ჰყავთ დედოფალი? - ეკითხებოდა ბიჭი. მან იცოდა, რომ ნამდვილ ფუტკრებს
დედოფალი ჰყავდათ.
- დიახ, ჰყავთ! - პასუხობდა ბებია. - ფანტელები გარშემო მას მჭიდრო გუნდად ერტყმიან,
მაგრამ იგი ყველაზე დიდია და მიწაზე არასოდეს ჯდება, მუდმივად შავ ღრუბლებში
დაფრინავს. ხშირად, ღამით ქალაქის ქუჩებშიც ჩაიქროლებს ხოლმე და ფანჯრებში
იჭყიტება. სწორედ ამის გამო იყინება ფანჯრის მინა და ზედ ყინულის ასეთი,
ყვავილივით ლამაზი, ნაქარგები ჩნდება.
- ვიცით, ვიცით, ჩვენც გვინახავს! - ამბობდნენ ბავშვები და სჯეროდათ, რომ რასაც ბებია
ამბობდა, ყველაფერი სრული სიმართლე გახლდათ.
- აბა ერთი გაბედოს! - პასუხობდა ბიჭი. - მე მას ცხელ ღუმელზე დავსვამ და მყისვე
დადნება.
ბებია ბიჭს თავზე ხელს გადაუსვამდა ხოლმე და საუბარს სხვა რამეზე გადაიტანდა.
მეორე დღეს მზემ გამოანათა, თუმცა ისევ ყინავდა. მალე დათბა კიდეც და გაზაფხულიც
დადგა. ირგვლივ მწვანე ბალახი ამოიწვერა, მოფრინდნენ ფრინველები და ბუდეების
შენება დაიწყეს. მშობლებმა ფანჯრები გააღეს და ბავშვებს კვლავ შეეძლოთ სახლების
სართულებს ზემოთ, წყალსაწრეტ ღარზე მოწყობილ თავიანთ პაწაწინა ბაღში ჯდომა.
- კაი, რას აკეთებ? - შესძახა გერდამ, მან კი შეშინებული გოგონას თვალწინ კიდევ ერთი
ვარდი მოგლიჯა, საყვარელი მეგობარი მიატოვა და თავის ფანჯარაში შეძვრა.
იმ დღის შემდეგ ბიჭი მთლიანად შეიცვალა. მოიტანდა გერდა ნახატებიან წიგნს - კაი
უკმეხად მიახლიდა, რომ ეგ ნახატები ჩვილი ბავშვისთვის თუ გამოდგებაო; მოუყვებოდა
მოხუცი ბებია რაიმე ამბავს - აუცილებლად შეედავებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ
საკუთარი ბებიის გამოჯავრება დაიწყო: დაიკოსებდა ცხვირზე სათვალეს, მასავით
დადიოდა და მისი ხმით ლაპარაკობდა. ყველაფერს ისე კომიკურად აკეთებდა, რომ
ხალხი სიცილით იხოცებოდა. მალე კაიმ მეზობლების გამოჯავრებაც დაიწყო და მათ
ნაკლოვანებებს ისე ოსტატურად გადმოსცემდა, რომ ხალხი ამბობდა:
ცოტა ხნის შემდეგ კაიმ დიდი ხელთათმანები და ციგა მოიტანა და გერდას შიგ ყურში
ჩაჰყვირა: ” მე ნება დამრთეს სხვა ბავშვებთან ერთად მოედანზე ვისრიალო! ” - და
მოედნისკენ მოკურცხლა.
ყინულის მოედანზე უამრავი ბავშვი სრიალებდა. ვინც უფრო გულადი იყო, თავის ციგას
გლეხების მარხილს მიაბამდა და ძალზე შორს მისრიალებდა. ეს ძალზე საინტერესო რამ
გახლდათ. გახურებული მხიარულებისას, მოედანზე თეთრად შეღებილი, დიდი
მარხილი გამოჩნდა. მასში, თეთრ ქურქში გახვეული ვიღაც იჯდა, რომელსაც თავზეც
თეთრი ქუდი ეხურა. მარხილმა მოედანს ორჯერ შემოუარა ირგვლივ. კაიმ სწრაფად
მიაბა მარხილს თავისი ციგა და მასთან ერთად გასრიალდა. მარხილმა სიჩქარეს მოუმატა,
შემდეგ მოედნიდან გვერდზე შეუხვია. მარხილში მჯდომი მობრუნდა და კაის კარგი
ნაცნობივით, თავი ღიმილით დაუკრა. ბიჭმა ციგის მარხილიდან მოხსნა რამდენჯერმე
დააპირა, მაგრამ ქურქიანი უცნობი ყოველი ცდისას თავს მეგობრულად უქნევდა და ისიც
მარხილთან ერთად მისრიალებდა.
მან ბიჭი მარხილში ჩაისვა და თავისი ქურქი შემოახვია. კაის მოეჩვენა, თითქოს თოვლის
ზვინში ჩაეშვა.
ყინულივით ცივმა კოცნამ ბიჭს მთელ ტანში დაუარა და გულამდე მიაღწია, რომელიც
ისედაც ნახევრად გაყინული გახლდათ. კაის მოეჩვენა, რომ ცოტაც და მოკვდებოდა...
მაგრამ ეს მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა. შემდეგ კი პირიქით მოხდა, თავი ისე კარგად
იგრძნო, რომ სიცივეს საერთოდ აღარც კი გრძნობდა.
ციგა ერთ-ერთ თეთრ მამალს ზურგზე აჰკიდეს და ისიც მათ მარხილს უკან გამოედევნა.
თოვლის დედოფალმა კაის კიდევ ერთხელ აკოცა და ბიჭს გერდაც დაავიწყდა, ბებიაც და
ყველა სხვა შინაურიც.
კაიმ შეხედა მას. ღმერთო, რა ლამაზი იყო! უფრო მშვენიერი და ჭკვიანი სახე ვერც კი
წარმოედგინა. ახლა უკვე აღარ ეშინოდა და მშვიდად უყვებოდა, რომ არითმეტიკის
ოთხივე მოქმედება ზეპირად იცის, თანაც წილადებით; იცის რამდენი კვადრატული
კილომეტრის ფართი უჭირავს ამა თუ იმ ქვეყანას და რამდენი მაცხოვრებელია იქ.
დედოფალი კი პასუხად მხოლოდ უღიმოდა და კაის მოეჩვენა, რომ სინამდვილეში
ძალზე ცოტა ცოდნა ჰქონდა.
უეცრად თოვლის დედოფალი მასთან ერთად შავ ღრუბლებში აიჭრა. ქარიშხალი ისე
ღრიალებდა და კვნესოდა, თითქოს ძველებურ სიმღერებს მღეროდა. ისინი ტყეების,
ტბების, ზღვების და ხმელეთის თავზე მიფრინავდნენ. მათ ქვემოთ სუსხიანი ქარები
ქროდნენ, მგლები ყმუოდნენ, თეთრად ბრწყინავდა თოვლი, ყაშყაშით დაფრინავდნენ
შავი ყორნები, ხოლო ზემოდან დიდი, ნათელი მთვარე დანათოდათ. აი, რას ხედავდა კაი
გრძელზე გრძელი ღამის განმავლობაში, დილით კი ყინულის დედიფლის ფერხთით
ჩაეძინა.
ამბავი მესამე
და ჯადოქრობა შეეძლო
მოდით, ახლა იმის შესახებ მოვყვეთ, თუ როგორ მოიქცა გერდა, როდესაც კაი აღარ
დაბრუნდა. სად დაიკარგა ბიჭი, არავინ იცოდა. ყმაწვილები ყვებოდნენ, რომ მათ
მხოლოდ ის დაინახეს, როგორ გამოაბა კაიმ თავისი ციგა დიდ, შესანიშნავ მარხილს,
როგორ შეუხვია მასთან ერთად მოსახვევში და ქალაქის კარიბჭიდან გავიდა.
ბევრი ცრემლი დაიღვარა მასზე, დიდხანს და მწარედ ტიროდა გერდა. ბოლოს დაასკვნეს,
რომ კაი დაიღუპა, მდინარეში დაიხრჩო, რომელიც ქალაქგარეთ მიედინებოდა. ტაატით
მიიზლაზნებოდნენ ზამთრის პირქუში დღეები.
ჯერ კიდევ ადრე იყო. გოგონამ მძინარე ბებიას აკოცა, ჩაიცვა თავისი წითელი წაღები და
მარტოდმარტომ ქალაქგარეთ, მდინარეს მიაშურა.
- მართალია, რომ შენ წაიყვანე ჩემი ძმობილი? - შეეკითხა გერდა. მე შენ ჩემს წითელ
წაღებს გაჩუქებ, თუ კაის უკანვე დამიბრუნებ!
გოგონას მოეჩვენა, რომ ტალღები უცნაურად უკატუნებდნენ თავს. მაშინ მან წითელი
წაღები გაიხადა - ყველაზე ძვირფასი, რაც კი მას გააჩნდა, - და წყალში გადაყარა. მაგრამ
ისინი ნაპირთან ახლოს დაცვივდნენ და ტალღებმა უკანვე გამორიყეს -წყალი თითქოს არ
იღებდა მის საჩუქარს, რადგან სამაგიეროდ კაის დაბრუნება არ შეეძლო. გოგონამ კი
იფიქრა, საკმაოდ შორს ვერ ვისროლეო, იქვე, ლელიანში მდგარ, მოქანავე ნავში ჩაძვრა,
კიჩოს კიდეზე შედგა და წაღები კვლავ მოისროლა წყალში. ნავი დაბმული არ იყო და
ბიძგისაგან წყალში შეცურდა. გერდამ უკან, ნაპირზე გადახტომა მოინდომა, მაგრამ სანამ
კიჩოდან ცხვირთან მიირბენდა, ნავი მდინარეში შეცურდა და დინებამ დაღმა გააქანა.
გერდა საშინლად შეშინდა, მორთო ყვირილი და ტირილი, მაგრამ მისი ხმა მხოლოდ
ბეღურებს ესმოდათ. პატარა ჩიტუნებს კი გოგონას ხმელეთზე გადასხმა არ შეეძლოთ და
თითქოს მისი გამხნევება უნდათო, ნაპირ-ნაპირ ჭიკჭიკით მიაცილებდნენ:
ნავს ზვირთები სულ უფრო შორს მიაქროლებდნენ. წინდების ამარა დარჩენილი გერდა
წყნარად იჯდა: მისი წითელი წაღები ნავს ცურვით უკან მოსდევდნენ, მაგრამ ვერ
ეწეოდნენ.
და აი, ნავი ერთ დიდ, ალუბლის ბაღთან მიცურდა. ბაღში ჩალით დახურული პატარა
სახლი იდგა, რომელსაც წითელი და ლურჯი მინებით შემკული ფანჯრები ჰქონდა.
კარებთან ორი ხის ჯარისკაცი გაჯგიმულიყო, რომლებიც სალამს აძლევდნენ ყველას,
ვინც კი გვერდით ჩაუვლიდათ. გერდამ მათ დაუძახა - ისინი მას ცოცხლები ეგონა,
მაგრამ ჯარისკაცებმა რა თქმა უნდა არ უპასუხეს. აი იგი სულ ახლოს მოცურდა მათთან.
ნავი თითქმის მიადგა ნაპირს და გოგონამ კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა. სახლიდან
ძალზე მოხუცი, ყავარჯნიანი დედაბერი გამოვიდა, რომელსაც თავზე ლამაზი
ყვავილებით მოხატული, ჩალის ქუდი ეხურა.
და მან გააგრძელა გოგონას თმის ვარცხნა. რაც მეტს ვარცხნიდა, გერდას მით უფრო
მეტად ავიწყდებოდა თავისი მეგობარი კაი - დედაბერს ხომ ჯადოქრობა შეეძლო. ოღონდ
ბოროტი არ იყო და მხოლოდ ხანდახან თავისი სიამოვნებისთვის ჯადოქრობდა. ახლაც
გერდაც იმიტომ მოაჯადოვა, რომ ძალზე მოუნდა გოგონა თავისთან დაეტოვებინა. აი,
დედაბერი ბაღში შევიდა და გაფურჩქნულ ვარდის ბუჩქებს ჩამოუარა: შეახებდა თუ არა
მათ ყავარჯენს, ბუჩქები იმ წამსვე მიწაში ძვრებოდნენ და მათგან ნაკვალევიც კი აღარ
რჩებოდა. ამას იმიტომ აკეტებდა, რომ ეშინოდა, გოგონა ვარდებს რომ შეხედავს, თავისი
ვარდის ბუჩქი და თავისიანები გაახსენდება, შემდეგ კაისაც გაიხსენებს და ჩემგან
გაიქცევაო.
ამის შემდეგ გერდა დედაბერმა ყვავილნარში წაიყვანა. ოჰ, რა სურნელი იდგა იქ, რა
სილამაზე: ირგვლივ ნაირნაირი ყვავილები იწონებდნენ თავს და თანაც ეს ხდებოდა
ზამთარში. მთელს ქვეყნიერებაზე, ვერც ერთ წიგნში, ასეთი სილამაზის ნახატებს ვერ
იპოვნიდით. გერდა სიხარულისაგან ყვავილებს შორის დარბოდა და მანამ თამაშობდა,
სანამ მზე ალუბლის მაღალ ხეებს არ მიეფარა. შემდეგ ლოგინი გაუშალეს - წითელი
აბრეშუმის, ლამაზად მოქარგული საბანი დაახურეს, ხოლო სასთუმლად იებით
გატენილი ბალიში დაუდეს. გოგონას ტკბილად ჩაეძინა და ისეთი ლამაზი სიზმრები
იხილა, დედოფალს რომ დაესიზმრება ხოლმე თავის ქორწილის დღეს.
მეორე დღეს გერდას ისევ დართეს მზით გაბრწყინებულ ყვავილნარში თამაშის ნება. ასე
გავიდა მრავალი დღე. გოგონა უკვე ყველა ყვავილს სცნობდა. მიუხედავად მათი
სიმრავლისა, გულში მაინც რომელიღაც ყვავილი აკლდა, ოღონდ რომელი, ეს ვერაფრით
მოეგონებინა. და აი, ერთხელ იგი იჯდა და დედაბრის ჩალის ქუდზე ამოქარგულ
ყვავილებს ათვალიერებდა, რომელთა შორის ყველაზე ლამზი ვარდი გაზლდათ -
დედაბერს მისი წაშლა დავიწყებოდა. აი, რას ნიშნავს გულმავიწყობა!
გერდამ ვარდის ბუჩქს ხელი მოხვია, დაუწყო კოცნა და თავისი ვარდები გაახსენდა,
ხოლო შემდეგ კაიც მოაგონდა.
- ოჰ, რამდენი დრო გავიდა! - სთქვა გოგონამ. - მე ხომ კაის მოსაძებნად წამოვედი!.. თქვენ
ხომ ვერ მეტყვით, სად არის იგი? - ჰკითხა ვარდებს. - მართალია, რომ იგი მოკვდა და
აღარ დაბრუნდება?
- ის არ მომკვდარა! - უპასუხეს ვარდებმა. - ჩვენ ხომ მიწის ქვეშ ვიყავით, სადაც მკვდრები
წვანან. კაი მათ შორის არ გვინახავს.
- ჩემო მზესავით ნათელო პაწიავ! - უთხრა გოგონამ. - მითხარი სად ვეძებო ჩემი
ძმობილი?
ბაბუაწვერამ თავისი მზერა გერდას მიაპყრო და ნაზი ღიღინით უპასუხა, მაგრამ ვაი რომ
ამ სიმღერაში კაის შესახებ არც ერთი სიტყვა არ თქმულა!
- გაზაფხულის პირველი დღე იდგა. ბრდღვიალა მზეს პატარა ეზო გაენათებინა. მისი
სხივები მეზობელი სახლის თეთრად შეღებილ კედლებზე დასრიალებდნენ. იქვე,
კედლის სიახლოვეს, მოყვითალო ყვავილმა ამოყო თავი, რომელიც მზეზე ოქროსფრად
ბრწყინავდა. ეზოში მოხუცი ბებია გამოვიდა. მასთან სტუმრად მისი შვილიშვილი,
ღარიბი მოახლე გოგონა მოვიდა და მოხუცს აკოცა. გოგონას კოცნა ოქროზე ძვირფასი
იყო, რადგან იგი პირდაპირ გულიდან მოდიოდა. ოქრო იყო დაფენილი მის ტუჩებზეც,
ოქროთი იყო სავსე მისი გულიც, ოქროთი იყო მოჭედილი ცაც იმ ადრეულ დილით! აი,
ყველაფერი ის, რისი თქმაც მსურდა! - ჩაიღიღინა ბაბუაწვერამ.
- საწყალი ჩემი ბებია! - ამოიოხრა გერდამ. ალბათ ვენატრები და წუხს ჩემზე, როგორც
კაიზე სწუხდა. მაგრამ მალე დავბრუნდები კაისთან ერთად. ყვავილების გამოკითხვა კი
აღარ ღირს - სულ ერთია, მათგან ვერაფერს გაიგებ. - თქვა გერდამ და ყვავილნარის
ბოლოსკენ გაიქცა.
ოჰ, როგორ ტეხდნენ დაღლილი ფეხები! როგორ ციოდა ირგვლივ! ტირიფის გრძელი
ფოთლები მთლიანად გაყვითლებულიყვნენ. ნისლი მსხვილ წვეთებად დამჯდარიყო
მათზე და მიწაზე წყლად მოწანწკარებდა. ფოთლები დაბლა ცვიოდნენ. მხოლოდ
კვრინჩხს შერჩენოდა მწკლატრე ნაყოფი. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფრად და
უღიმღამოდ გამოიყურებოდა.
ამბავი მეოთხე
პრინცი და პრინცესა
- ყვა-ყვა! გამარრჯობა!
ადამიანთა ენაზე უფრო სწორად ლაპარაკი მას არ შეეძლო. მაგრამ მას გოგონასთვის
სიკეთე სურდა და შეეკითხა, რად დაეხეტებოდა ამ ქვეყნად მარტოდ მარტო. თუ რას
ნიშნავდა ” მარტოდ მარტო ” ხეტიალი, გერდამ კარგად იცოდა, რადგან იგი თავის თავზე
გამოსცადა. გოგონამ ყვავს თავისი თავგადასავალი უამბო და ბოლოს შეეკითხა, ხომ არ
უნახავს კაი.
- ჩუმად! ჩუმად! - უთხრა ყვავმა. - მე მგონი ის სწორედ შენი კაი იყო, მაგრამ პრინცესას
გამო ალბათ მას შენ უკვე დაავიწყდი.
- ახლავე მოგიყვები, - უთხრა ყვავმა, - მაგრამ თქვენს ენაზე ლაპარაკი ძალზე მიჭირს. აი,
შენ რომ ყვავების ენა იცოდე, მაშინ გაცილებით უკეთ გაგაგებინებდი ყველაფერს.
- არა უშავს - უთხრა ყვავმა - მართალია ცუდად, მაგრამ როგორმე შევძლებ, ყველაფერი
მოგიყვე.
- ამ სამეფოში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ერთი პრინცესა ცხოვრობს. ისეთი ჭკვიანია,
რომ მეტი აღარ შეიძლება! ნამდვილი ჭკუის კოლოფია - რაც ქვეყნიერებაზე გაზეთებია,
ყველა წაკითხული აქვს და რაც იქ სწერია, უკვე დავიწყებულიც! ერთხელ, სამეფო
ტახტზე ჯდომისას - ეს კი, როგორც ხალხი ამბობს არც თუ ისე სასიამოვნოა - სიმღერა
წამოიწყო, სადაც ასეთი ფრაზა ურევია: ” რატომ ვარ ნეტა, გაუთხოვარი? ” ” მართლაც,
რატომ არ ვთხოვდები? ” გაიფიქრა გულში და იმ წამსვე გათხოვება მოუნდა. მაგრამ
მეუღლედ ისეთი ადამიანი უნდოდა, რომელიც შეკითხვებზე კი არ გაიბღინძებოდა,
არამედ წესიერ პასუხს გასცემდა - გაბღენძილებთან ყოფნა ხომ საშინლად მოსაწყენია! და
აი, ერთ დღეს, ბუკითა და ნაღარით სასახლის მთელ სეფე ქალებს თავი მოუყარეს და
პრინცესას სურვილი გააცნეს. ამ ამბავმა ყველანი ძალზე გაახარა: ” ძალიან ძალიან
მოსაწონი სურვილია! - ერთხმად თქვა ყველამ. – ჩვენც ზუსტად ასე ვფიქრობდით! ”
ყველაფერი ეს ჭეშმარიტება გახლავთ! - დაამატა ყვავმა. - სასახლის კარზე საცოლე მყავს,
მოშინაურებული ყვავია, იქ თავისუფლად დაფრინავს და ყველაფერი ეს მან მიამბო.
- დამაცა! დამაცა! ახლა სწორედ მის შესახებ უნდა მოგითხრო! მესამე დღეს ერთი ბიჭი
გამოცხადდა. არც ეტლით მოგრიალებულა და არც ცხენით მოჯირითებულა, ფეხით
მოვიდა და პირდაპირ სასახლეში შევიდა. თვალები შენსავით უბრწყინავდა, მშვენიერი
გრძელი თმები ჰქონდა, მაგრამ აი, ტანზე კი ღარიბულად ეცვა.
- უთუოდ კაი იყო! - აღტაცებით წამოიძახა გერდამ. - მას ხომ ახალი ჩექმები ეცვა. მე
თვითონ მომისმენია, როგორ ჭრაჭუნებდნენ ისინი, როდესაც ბებიასთან სტუმრობდა.
- ჰო, მაგრად ჭრაჭუნებდნენ, - გააგრძელა ყვავმა. - მაგრამ ბიჭი მაინც თამამად მივიდა
პრინცესასთან. იგი სართავი ჯარის ბორბლის ოდენა მარგალიტზე იჯდა, ირგვლივ
სასახლის კარის ქალები ეხვივნენ თავიანთი მსახურებით. ხოლო ამ უკანასკნელთ,
თავიანთი მსახურები ახლდნენ. ის, ვინც უფრო ახლოს იდგა კარებთან, მით უფრო
ამაყად ეჭირა თავი. ხოლო კარებში მდგარ მსახურთა მსახურების მსახურს, თავი ისე
ქედმაღლურად ეჭირა, შეხედვას ვერ გაუბედავდი.
- მე რომ ყვავი არ ვიყო, თუმცა საცოლე მყავს, იმ პრინცესას მეც შევირთავდი. ბიჭი ისე
თავისუფლად ესაუბრებოდა პრინცესას, როგორც მე ვსაუბრობ ყვავების ენაზე, ყოველ
შემთხვევაში ასე მიამბო ჩემმა საცოლემ, მოშინაურებულმა ყვავმა. თურმე თავი ძალზე
საყვარლად და თავისუფლად ეჭირა და საუბარში განუცხადებია, რომ აქ ხელის
სათხოვნელად კი არ მოსულა, არამედ პრინცესას ბრძნული აზრების მოსასმენად.
მოკლედ, ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოსწონებიათ.
- დიახ დიახ, ეს კაია! - თქვა გერდამ ის ხომ ძალზე ჭკვიანია! მან ზეპირად იცის
არითმეტიკის ოთხივე მოქმედება, თანაც წილადებთან ერთად! ოჰ, ძალიან გთხოვ,
წამიყვანე იმ სასახლეში!
- ყვა, ყვა! ჩემმა საცოლემ შენთან ათასი მოკითხვა დამაბარა და პურის ნატეხიც
გამომატანა. იგი მან სამზარეულოდან აწაპნა. იქ პური ბევრია, შენ კი ალბათ გშია!..
მოკლედ, სასახლეში შენ არავინ შეგიშვებს - ვერცხლის საჭურველში ჩამჯდარი გვარდია
და მოოქროვილ ტანსაცმელში გამოწყობილი კარისკაცები არაფრის დიდებით არ
გაგატარებენ. მაგრამ ნუ სწუხხარ, შენ იქ მაინც მოხვდები; ჩემმა საცოლემ იცის, როგორ
უნდა შეაღწიო პრინცესას საწოლ ოთახში საიდუმლო შესასვლელით და სად ინახება
ოთახის გასაღები.
ყვავმა გერდა სასახლესთან მიიყვანა. ისინი ჯერ ბაღში შევიდნენ და გრძელ ხეივანს
გაუყვნენ, სადაც ერთი მეორის მიყოლებით ცვიოდნენ შემოდგომის ფოთლები. ერთ ხანს
შეიცადეს და როდესაც სასახლეში სინათლე ჩაქრა, ყვავმა გერდა ნახევრად გაღებულ
კართან მიიყვანა.
აი, ისინი უკვე კიბის ბაქანზე არიან. კარადის თავზე სანთურა ენთო, იატაკზე კი
მოშინაურებული ყვავი იჯდა და აქეთ-იქით იყურებოდა. გერდა თავის დაკვრით
მიესალმა, ზუსტად ისე, როგორც ბებიამ ასწავლა.
- თქვენს შესახებ ჩემმა საქმრომ ბევრი კარგი რამ მიამბო! - უთხრა მოშინაურებულმა
ყვავმა. - თქვენი ცხოვრება ძალზე ამაღელვებელია! ხომ არ ინებებთ, აიღოთ სანთურა, მე
კი წინ წავალ, ჩვენ პირდაპირ ვივლით, აქ ჩვენ არავინ შეგვხვდება.
- მგონი, ვიღაცა მოგვდევს, - თქვა გერდამ. მას მოეჩვენა, თითქოს გვერდით რაღაც
აჩრდილებმა ჩაურბინეს: ფაფარაშლილმა ცხენებმა და მათზე ამხედრებულმა რაინდებმა.
პრინცი კაის მხოლოდ კეფის მხრიდან ჰგავდა, მაგრამ კაისავით ლამაზი და ახალგაზრდა
იყო. თეთრი საწოლიდან პრინცესამ გამოიხედა და იკითხა - რა მოხდაო. გერდა ატირდა
და მთელი თავისი ისტორია მოუყვა, მათ შორის ისიც, თუ როგორ ცდილობდნენ მის
დახმარებას ყვავები.
-ოჰ, შე საცოდავო! - შესძახეს პრინცმა და პრინცესამ. შეაქეს ყვავები, უთხრეს, რომ სულაც
არ უჯავრდებიან - ოღონდ ამიერიდან ასეთი რამ აღარ ჩაიდინოთო და მათი
დაჯილდოებაც კი გადაწყვიტეს.
პრინცი ადგა და თავისი საწოლი გერდას დაუთმო - მეტის გაკეთება გოგონასთვის მას არ
შეეძლო; გერდამ გულზე ხელები დაიკრიფა და გაიფიქრა: ” რა კეთილები არიან
ადამიანებიც და ცხოველებიც! ” - დახუჭა თვალები და ტკბილად დაიძინა. სიზმრები
ისევ მოფრინდნენ საწოლ ოთახში, მაგრამ ახლა მათ კაი მოჰყავდათ თავისი ციგით. ბიჭი
გერდას თავს უკრავდა და უღიმოდა, მაგრამ ვაი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო და
როგორც კი გოგონას გაეღვიძა, იმ წამსვე გაქრა.
გარეულმა ყვავმა, რომელმაც დაქორწინება უკვე მოასწრო, გოგონა სამი მილის მანძილზე
გააცილა და მთელი გზა მის გვერდით იჯდა. მოშინაურებული ყვავი ჭიშკარზე
შესკუპებულიყო და ფრთებს ატყლაშუნებდა; გერდას გაცილება მას არ შეეძლო, რადგან
იმის შემდეგ, რაც რაც სასახლის კარზე თანამდებობა მიიღო, ძალზე ბევრს ჭამდა და
მუცელი სტკიოდა. ეტლი გატენილი იყო შაქრის კვერებით, ხოლო საჯდომს ქვეშ
შედებული ყუთი - ხილითა და თაფლის პურებით.
გერდა ატირდა. მასთან ერთად ატირდა ყვავიც. სამი მილის გავლის შემდეგ გოგონას
ყვავიც დაემშვიდობა. მათი განშორება ძალზე გულის ამაჩუყებელი გახლდათ! ყვავი
ხეზე შეფრინდა და მანამ იქნევდა ფრთებს, სანამ მზესავით მბრწყინავი ეტლი თვალს არ
მიეფარა.
ამბავი მეხუთე
პატარა ყაჩაღანა
- ოქრო! ოქრო! - აყვირდნენ ისინი, ცხენებს აღვირში სწვდნენ, დახოცეს მეეტლე, ლაქია,
გამცილებელი მხედრები და გერდა ეტლიდან გადმოათრიეს.
- ვაიმე! - წამოიკივლა უეცრად: ყაჩაღ დედაბერს მის ზურგს უკან მჯდომმა, საკუთარმა
ქალიშვილმა ყურზე უკბინა, რომელიც ისეთი თავნება იყო, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა.
- ოჰ, შე საძაგელო გოგონავ! - დაუყვირა დედეამ, მაგრამ გერდას მოკვლა ვეღარ მოასწრო.
- მე მინდა, რომ მაგ გოგონამ ჩემთან ითამაშოს, - თქვა პატარა ყაჩაღანამ. - თავისი ლამაზი
კაბა, ხელსათბურებთან ერთად, მე უნდა მომცეს და ღამე ჩემს ლოგინში, ჩემთან ერთად
დაწვეს.
და გოგონამ ისევ უკბინა დედას, თანაც ისე ძლიერად, რომ სიმწრისაგან იგი შეხტა და
ადგილზე დაბზრიალდა.
პატარა ყაჩაღანა გერდას სიმაღლისა იყო, მაგრამ მასზე ფართო მხარბეჭიანი და ღონიერი
გახლდათ, ხოლო სახის კანი უფრო მუქი ჰქონდა. ყაჩაღანა გერდას მოეხვია და უთხრა:
- არა, - მიუგო გერდამ და უამბო, როგორ უყვარს კაი და მის ძებნაში რა გადახდა თავს.
- შენ ჩემთან ერთად აი, აქ დაწვები, ჩემი პატარა მხეცუნების მახლობლად, - უთხრა
გერდას ყაჩაღანამ.
- ყველა ჩემია! - უთხრა პატარა ყაჩაღანამ, ერთ-ერთ მტრედს ფეხებში ხელი დასტაცა და
ისე დაიქნია, რომ მტრედმა შეიფრთხიალა. - აჰა, აკოცე! - დაუყვირა მან და გერდას
ფრინველი პირდაპირ სახეში ატაკა. - აქ კი ტყის ოინბაზები სხედან, - გააგრძელა
ყაჩაღანამ და კედელში დატანებულ, ხის წნელით შეღობილ, პატარა ნიშაზე მიუთითა. -
ესენი ისეთი ოინბაზები არიან, თუ არ დამწყვდიე, აუცილებლად გაფრინდებიან. ეს კი
ჩემი საყვარელი ქორბუდაა! - და ყაჩაღანა კედელზე მიბმულ, ჩრდილოეთის ირემს
რქებში სწვდა. - ესეც დაბმული უნდა გყავდეს, თორემ აუცილებლად გაიპარება! ყოველ
საღამოს დანის ბასრი წვერით კისერზე ვუღიტინებ ხოლმე - ამისი სიკვდილივით ეშინია.
- დანის გარეშე არასოდეს ვიძინებ! - უპასუხა ყაჩაღანამ. - ვინ იცის როდის დამჭირდება!
აბა, კიდევ ერთხელ მიამბე კაის შესახებ და როგორ შემოიარე მთელი ქვეყანა, მის
საპოვნელად.
- გურ-გურ! ჩვენ ვნახეთ კაი! თეთრ ქათამს მისი ციგა ზურგზე მოკიდებული მოჰქონდა,
თვითონ კი თოვლის დედოფლის მარხილში იჯდა. ისინი ტყეში მიჰქროდნენ, ჩვენ კი,
ჯერ კიდევ ბუდეში ვიწექით. თოვლის დედოფალმა ისე შემოგვიბერა, რომ ჩვენს გარდა,
ყველანი გაიყინენ. გურ-გურ!
- ნუთუ მართლა ნახეთ კაი?!- წამოიძახა გერდამ. - ხომ არ იცით საით წავიდა თოვლის
დედოფალი?
- ჰოოო!... - შენ იცი სად არის ლაფლანდია? - შეეკითხა იგი ბოლოს ჩრდილოეთის ირემს.
- თუ არა მე, აბა ვის ეცოდინება?! - უპასუხა ირემმა და თვალები გაუბრწყინდა, - მე ხომ იქ
დავიბადე და გავიზარდე.
- მომისმინე, - უთხრა გერდას პატარა ყაჩაღანამ, - ჩვენები ყველანი უკვე წავიდნენ,
სახლში მხოლოდ დედაჩემი დარჩა; ცოტა ხნის შემდეგ დიდი ბოთლიდან სასმელს
გადაჰკრავს და ჩაეძინება, აი, მაშინ შევძლებ შენს დახმარებას.
- აჰა, უკანვე აიღე შენი ბეწვიანი ჩექმები, - უთხრა ყაჩაღანამ, - გზაში ხომ სიცივე იქნება!
ხელსათბურს კი დავიტოვებ, მე ის ძალიან მომწონს. სამაგიეროდ დედაჩემის
ხელთათმანებს მოგცემ, იდაყვებამდე მოგწვდება. აბა ხელები შიგ გაუყარე! ახლა შენ
ხელები დედაჩემის მახინჯ ხელებს მიგიგავს.
- ვერ ვიტან, როდესაც სლუკუნებ! - თქვა პატარა ყაჩაღანამ. - შენ ახლა კი არ უნდა
ტიროდე, არამედ გიხაროდეს. აი შენ, ორი პური და ლორი, რომ გზაში არ იშიმშილო.
ყაჩაღანამ ერთიც და მეორეც ირემს ზურგზე დააკრა, კარები გააღო, მრისხანე ქოფაკები
სახლში შეიტყუა, თავისი მჭრელი დანით თოკი გადაჭრა და ირემს უთხრა:
ამბავი მეექვსე
ირემი ერთ-ერთი ღარიბული ქოხის წინ შეჩერდა. მისი სახურავი მიწამდე იყო
დაშვებული, კარები კი ისეთი დაბალი ჰქონდა, კაცი ფორთხვით თუ შეძვრებოდა შიგ.
ქოხში მხოლოდ ერთი ლაფლანდიელი დედაბერი აღმოჩნდა, რომელიც ქონის ჭრაქის
შუქზე თევზს სწვავდა. ჩრდილოეთის ირემმა ლაფლანდიელ ქალს გერდას მთელი
თავგადასავალი უამბო, მაგრამ მანამდე საკუთარი მოუყვა, რადგან მას ეს უფრო
მნიშვნელოვნად მიაჩნდა.
გერდა სიცივისაგან ისე გაფიჩხულიყო, რომ ხმის ამოღების თავიც არა ჰქონდა.
- ოჰ, თქვე საწყლებო! - თქვა ლაფლანდიელმა. - წინ კიდევ უზარმაზარი გზა გიდევთ:
ფინეთამდე, სადაც თოვლის დედოფალი ცხოვრობს და ყოველ საღამოს ცისფერ,
ბენგალურ ცეცხლს ანთებს ხოლმე, ას მილზე მეტი გაქვთ გასავლელი. მე რამდენიმე
სიტყვას წაგიწერთ გამხმარ თევზზე, რადგან ქაღალდი არა მაქვს და ფინელ ქალთან
გაგატანთ. ის ქალი ჩემზე უკეთ დაგეხმარებათ.
- ოჰ, ოჰ! - ისევ მოისმა ციდან და იქედან საუცხოო ფერის ნათება გადმოიფრქვა. ბოლოს
ფინეთშიც ჩააღწიეს და ფინელი ქალის საკვამურზე დააკაკუნეს, რადგან მის სახლს
კარები საერთოდ არა ჰქონდა.
სახლში ისეთი სიცხე იდგა, რომ ფინელი ქალი ნახევრად შიშველი დადიოდა. მან
სწრაფად გახადა გერდას კაბა, ხელთათმანები და ჩექმები - სხვანაირად გოგონას ძლიერ
დასცხებოდა. ირემს თავზე ყინულის ნაჭერი დაადო და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა
წერილის კითხვას, რომელიც გამხმარ თევზზე იყო დაწერილი.
მან წერილი სამჯერ, სიტყვა სიტყვით წაიკითხა და როდესაც კარგად დაიზეპირა, თევზი
ქვაბში ჩადო - იგი ხომ საჭმელად ვარგისი იყო.
ირემმა ფინელ ქალს ჯერ თავისი თავგადასავალი უანბო, შემდეგ კი გერდასი მოუყვა.
მასპინძელი თვალებს ახამხამებდა და ხმას არ იღებდა.
- შენ ისეთი ბრძენქალი ხარ... - უთხრა ირემმა. - ხომ ვერ დაგვიმზადებდი გოგონასთვის
ისეთ სასმელს, რომელიც მას თორმეტი გოლიათის ღონეს მისცემდა? მაშინ იგი თოვლის
დედოფალს აუცილებლად მოერეოდა!
ამ სიტყვებთან ერთად მან ტაროდან ტყავის გრაგნილი აიღო და გაშალა: იგი სავსე იყო
რაღაც საოცარი ნაწერებით.
- ვერა, იმაზე ძლიერს, ვიდრე ის თვითონ არის, მე ვერ გავხდი! ნუთუ ვერ ამჩნევ, რა
უზარმაზარი ძალის პატრონია იგი? ვერ ხედავ როგორ თავდადებით ემსახურებიან მას
ადამიანებიც და ცხოველებიც? მან ხომ ფეხშიშველმა ნახევარი ქვეყნიერება შემოიარა!
გერდას სიძლიერე მის მოსიყვარულე გულშია, იმაში, რო იგი უმანკო და კეთილი
გოგონაა. მან თვითონ უნდა შესძლოს თოვლის დედოფლის დარბაზებში შეღწევა და კაის
სხეულიდან ჯადოსნური სარკის ნამსხვრევების ამოღება. ჩვენ ვერაფერს ვუშველით!
აქედან ორი მილის სავალზე თოვლის დედოფლის ბაღები იწყება. მიიყვანე გოგონა იქ,
დასვი და სასწრაფოდ უკანვე დაბრუნდი.
- ვაიმე, სადაა ჩემი თბილი ჩექმები?! სადაა ჩემი ხელთათმანები?! - დაიყვირა გერდამ,
როგორც კი ყინვაში აღმოჩნდა.
გერდა წინ გაიქცა. რაც ძალი და ღონე ჰქონდა გარბოდა. მის შესახვედრად თოვლის
ფანტელების მთელი ლაშქარი მოჰქროდა. მაგრამ ისინი ციდან როდი ცვიოდნენ - ცა
მოწმენდილი იყო - ჩრდილოეთის ნათებას არემარე მზესავით გაენათებინა. ფანტელები
მიწიდან პირდაპირ გერდასკენ მორბოდნენ და სულ უფრო და უფრო მსხვილნი
ხდებოდნენ.
მოდით, ახლა ვნახოთ, რას აკეთებდა ამ დროს კაი. იგი გერდაზე საერთოდ არ ფიქრობდა
და წარმოდგენაც არა ჰქონდა, თუ იგი მასთან ასე ახლოს იმყოფებოდა.
ამბავი მეშვიდე
- ახლა მე თბილ ქვეყნებში უნდა გავფრინდე და შავ ქვაბებში ჩავიხედო, - თქვა ერთ დღეს
თოვლის დედოფალმა.
ბიჭი კი ისევ უძრავად იჯდა. მაშინ გერდა მდუღარე ცრემლებით ატირდა. ცხელი
ცრემლები კაის მკერდზე დაეცა, გულში შეაღწია, გაადნო ყინულის საფარველი და
მასთან ერთად ჯადოსნური სარკის ნამსხვრევებიც. ბიჭმა შეხედა გერდას, თვალები
ცრემლებით აევსო და ისე ცხარედ ატირდა, რომ ცრემლებთან ერთად თვალებიდან
სარკის ნატეხებიც გადმოუვარდა. კაიმ ახლა კი იცნო თავისი დობილი და
სიხარულისაგან შესძახა:
- გერდა, ძვირფასო გერდა!.. სად იყავი ამდენი ხანი, ან მე თვითონ სად ვიყავი? და მან
ირგვლივ მიმოიხედა. - რა საშინელი სიცივე და სიცარიელეა აქ!
გერდამ კაის ლოყებზე აკოცა და ორივე ლოყა წამსვე ვარდისფრად აუღაჟღაჟდა; აკოცა
თვალებში და თვალებიც ძველებურად გაბრწყინდნენ; შემდეგ ხელ-ფეხი დაუკოცნა და
ისინიც ხელად ჯანმრთელნი და ენერგიულნი გახდნენ.
თოვლის დედოფალი ახლა საშიში აღარ იყო: მის გავლენას კაიზე ძალა უკვე დაკარგული
ჰქონდა და ამის საბუთი ყინულის ბრწყინავი ნატეხებით დაწერილი სიტყვა ”
მარადისობა ” გახლდათ.
გოგონა და ბიჭი ჯერ ფინელ ქალს ესტუმრნენ, კარგად გათბნენ და შინისაკენ მიმავალი
გზა გამოჰკითხეს. შემდეგ კი ლაფლანდიელი ქალისკენ გასწიეს, რომელმაც მათ ახალი
ტანსაცმელი შეუკერა და თავისი ციგით ისინი კარგა მანძილზე გააცილა.
უკვე გაზაფხული დამდგარიყო: მიწიდან მწვანედ მოხასხასე ბალახს ამოეყო თავი. აი,
ტყეც გამოჩნდა. აჟღურტულდნენ ჩიტები. ხეები მწვანე კვირტებით დაიფარნენ. ტყიდან
მათ შესახვედრად შესანიშნავ ცხენზე ამხედრებული, ახალგაზრდა ქალიშვილი
გამოვიდა, რომელსაც ქამარში რევოლვერები ჰქონდა გარჭმული.
გერდამ მყისვე იცნო ისინი: ქალიშვილი სწორედ ის ყაჩაღანა გახლდათ, რომელმაც იგი
სიკვდილს გადაარჩინა, ხოლო ცხენი კი ის ბედაური, ყაჩაღებმა მისი ეტლიდან რომ
გამოხსნეს.
გერდამ და კაიმ თავიანთი თავგადასავალი უამბეს. შემდეგ იგი თავისი გზით წავიდა,
გერდა და კაი კი თავისი გზით.
აი, ზარის გაბმული ხმა შემოესმათ. ეს მათი მშობლიური ქალაქის სამრეკლოს ზარი
გუგუნებდა. ისინი ნაცნობ კიბეებს აუყვნენ და ოთახში შევიდნენ, სადაც ყველაფერი
ძველებურად დახვდათ: საათი ” ტიკ-ტიკ ” -ო ტიკტიკებდა, ხოლო ისრები
ციფერბლატზე უწინდებურად დაცოცავდნენ. მაგრამ როგორც კი ოთახის დაბალი
კარები გაიარეს, მიხვდნენ, რომ გაზრდილიყვნენ და დიდები გამხდარიყვნენ.
გაფურჩქნული ვარდის ბუჩქები სახურავიდან წინანდებურად ფანჯარაში
იჭყიტებოდნენ; მათი პატარა საბავშვო სკამებიც იქვე ეწყო. კაი და გერდა თავთავიანთ
სკამებზე დასხდნენ, ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და თოვლის დედოფლის გაყინული,
ცარიელი დარბაზები ცუდი სიზმარივით დაავიწყდათ.
ისხდნენ ასე, ერთმანეთის გვერდით, ხნით უკვე დიდები, მაგრამ გულით ისევ ბავშვები.
გარეთ კი უკვე ზაფხული იდგა, თბილი, მადლიანი ზაფხული.