You are on page 1of 1

დავალება N1–N2

კანონი პერსონალუურ მონაცემთა დაცვის შესახებ ამ კანონის მიზანია საზოგადოების


წევრთა უფლებების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფა, რომელშიც მოიაზრება
ადამიანის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითადი
უფლებების და თავისუფლებების დაცვა.
პერსონალური მონაცემები არის პირის მაიდენტიფიცირებადი ნებისმიერი სახის
ინფორმაცია, მაგალითად: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი,
ფოტოსურათი, ვიდეო ჩანაწერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო
ანგარიშის ნომერი, სოციალური ქსელის ანგარიში, პირადი მიმოწერა. პერსონალური
მონაცემია, ასევე, ინფორმაცია სამუშაო ადგილის, შემოსავლების, ოჯახური
მდგომარეობის შესახებ და სხვა. არსებობს ჩვეულებრივი და განსაკუთრებით
მგრძნობიარე პერსონალური მონაცემები
განსაკუთრებით მგრძნობიარე პრესონალურ მონაცემებს მიეკუთვნება ინფორმაცია
პირის რასობრივ და ეთნიკურ ინფორმაციაზე მის პოლიტუკურ შეხედულებებზე მის
რელიგიაზე მის ჯანმრთელობის მდგომარეობასადა სქესსობრივ
ცხოვრებაზე.ბიომეტრიული მონაცემი ეს მახასიათებელი უნიკალურია ვინაიდან ის
მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისთვის და ნებისმიერ დროს შეიძლება მათი
იდენტიფიცირება ასეთი ბიომეტრილი მონაცემებია თითის ანაბეჭდი, ტერფის
ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი. ასევე უნიკალურია გენეტიკური მონაცემი
ვინაიდან დეენემის მიხედვით შესაძელებელია პირის იდენტიფიცირება.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ,,ჩვეულებრივი’’ მონაცემებისგან ის
განასხვავებს, რომ კანონით მათი დაცვის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტია
დაწესებული

You might also like