ალექსანდრე პუშკინი - ლექსები

You might also like

You are on page 1of 600

ალექსანდრე პუშკინი

ლექსები

ზამთრისა შარა
მოელვარე ნისლის ზღვაში
მისრიალებს მთვარე ზანტად,
და სევდიან მინდვრებს გაშლილს
მისი შუქი დაეფანტა.

ამ მოსაწყენ ზამთრის შარას


ჩემი ეტლი მისდევს ნელი,
და გაისმის წარამარა
ზარის ჟღერა გულის მკვლელი.

თითქოს სულთან ახლოს არი


ამ მეეტლის გრძელი ჰანგი;
ხან გუგუნი ნაშფოთვარი,
ხან კი სევდა დასადაგი.

არც სინათლე, ქოხიც არსად . . .


მხოლოდ თოვლი. . . ყრუა ველი,
არვინ მოჩანს, გზას კი გარსად
პალოები მისდვს ჭრელი.

დარდი, კვნესა . . . ხვალ კი ნინას


კვლავ ვეწვევი სულზე ტკბილსა,
დავდუმდები ბუხრის წინა. . .
ვუცქერ დიდხანს სახეს მისას. . .

საათზედაც ისრის წვერი


შემოივლის თავის არეს,
მაგრამ ღამეც კუპრის ფერი,
მაინც არსად აგვაჩქარებს. . .
რა ვქნა, ნინა: გზაა მკვდარი,
თან მეეტლეც თვლემს მდუმარე,
სულ ერთ ხმაზე კვნესის ზარი,
იფარება ნისლით მთავრე.
1826

კვლავ მოვიხილე...

კვლავ მოვიხილე
ის ადგილები მშობლიური, სად განდევნილმა
მარტოობაში გავატარე მე ორი წელი.
ათი ზაფხული მიიწურა მას აქეთ, დრონი
იცვალნენ და მეც შევიცვალე დროთ მდინარების
საყოველთაო წესისამებრ, მაგრამ აქ ისევ
გარემომიცვა გარდასულმა ცხოველი შუქით
და მეჩვენება, თითქოს გუშინ ვხეტიალობდი
მე ამ ჭალებში.
შერისხულო, აგერ, ის ოდა,
სადაც ოდესღაც საცოდავი ჩემი გადია
დაჩალიჩობდა. ღობის იქით აღარ მოისმის
მოხუცის მძიმე ნებიჯები, ამ მიდამოში
მზრუნველი გულით მე არავინ არ მელოდება.

აი ტყაინი ის ბექობი, საიდანაც მე


დაფიქებული სევდიანად გადმოვცქეროდი
ტბას აზვირთებულს, და გონებას ეზმანებოდა
სულ სხვანაირი ნაპირები და სხვა ტალღები.
მზით დაოქროვილ ხოდაბუნებს და ამწვანებულ
საძოვრებს შორის ცისფრად ელავს ტბის ზედაპირი
და მის იდუმალ და უცნაურ სიღრმეთა წიაღ
მიცურავს ნავი და მებადურს წყლიდან ამოაქვს
თავისი ძველი სათხველი. ირგვლივ ვერდობებს
სოფლები ყუჩად შეფენია, ხოლო მათ უკან
მოჩანს წისქვილი მოღრეცილი, ქარის ქროლვაზე
ფრთებს რომ ძლივასღა აფარფატებს . . .
მამაპაპეულ
სამფლობელოთა სანახებში, აიმ ადგილას,
სადაც ბილიკი წვიმებისგან გადარეცხილი
მთის დამრეც კალთას მიუყვება, დგას სამი ფიჭვი,
ერთი კიდეგან, მოშორებით, ხოლო ორი სხვა
ერთიმეორის სიახლოვეს; - აქ, მთვარიანში,
როდესაც მათ წინ ჩამივლია, ნაცნობი ჩქამით
მომსალმებიან იმ ფიჭვების წვეროკინები.
ახლაც იმავ გზით ჩავიარე, რომ დამენახა
ის ჩემი ძველი ნაცნობები. . . ისევ იქავე
დგანან ისინი და იმავე ხმით ესალბუნა
გულს მათი ამო შარიშური. მაგრამ დაგრეხილ
და დახავსებულ მათ ფესვებთან (სადაც ოდესღაც
უკაცრიელი და ხრიოკი ადგილი იყო)
ახლა მოზარდი მათი ნერგი ამოიზარდა
მწვანე ოჯახად, და მათსავე მყუდრო კალთაში
ბუჩქები ერთურთს ბალღებივით ეტმასნებიან.
ხოლო პირქუში მათი მოძმე ისევ მარტო დგას
ვით ცალუღელა ბერწი ვინმა და მის გარშემო
კვლავ უდაბური მიდამოა.
სალამი შენდა,
ახალთაობავ მშვენიერო! ვეღარ ვიხილავ
მე შენს ხანიერ, ძალგუოლოვან ახოვანებას,
როს ტანაყრილი ფართო მხრებით აეფარები
და სამუდამოდ უჩინოს ჰყოფ უცხო თვალისგან
მათ ბებერ თავებს. მაგრამ დაე, ჩემმა ბადიშმა
ისმინოს თქვენი საამური ახმოვანება,
როცა მოყვასთა ნადიმიდან მობრუნებული.
ლაღი ოცნებით და ყმაწვილურ იმედით სავსე
ხალისიანი ნაბიჯებით ჩაივლის თქვენს წინ
და ღამის ბნელში მე მომიგონებს.

1835

სონეტი

ჰე, კრიტიკოსო, ნუ გძულს სონეტი (ინგლ.)


ვ ო რ დ ს ვ ო რ ტ ა.

მრისხანე დანტემ არ უარჰყო სონეტის ჭედა.


ჰეტრარკამ აქვე სიყვარულის დაანთო ალი,
მაკბეტის ოსტატს მისი წყება უყვარდა მეტად,
და კამოენსმა მწუხრებას აქ მისცა ძალი.

იგი ჩვენს დროში პოეტისთვის გამხდარა სვეტად,


ვორდსვორტმაც სონეტს დააკისრა მაღალი ვალი,
ოდეს მდაბიო ცხოვრებიდან გასულმა კენტად,
დიდი ბუნების დაგვისახა ჩვენ იდეალი.

მთების ჩეროში შეხიზნულმა ლიტვის მგოსანმა,


თავის სამშობლოს უკვდავების ხმით შემმოსავმა,
მრავალ ოცნებას შემოავლო სონეტი რკალი.

ჯერ მისი ბგერა არ სმენიათ ჩვენებურ ქალებს,


როცა დელვიგმა გამოჰკვეთა იგი, ვით ხმალი,
და ჰეგზამეტრსაც უხუჭავდა ღვთაებრივ თვალებს.

1830

წყალში დამხრჩვალი

შემოცვივდა ქოხში ცეტი


დაფეთებულ ბავშვთა ჯარი:
"მამა, მამა, ბადემ ერთი
მოათრია ვინმე მკვდარი." . .
"სტყუით, სტყუით, თქვე ჭინკებო",
ეტყვის ბავშვებს გულგამსკდარი,
და ბურტყუნით ამბობს მამა:
"ვისი მკვდარი, რისი მკვდარი",

"სასამართლო უმოწყალო
მოვა - უნდა ვივაგლახო:
მომახურე რამე, ქალო,
იქნებ მართლაც - წავალ ვნახო.
აბა "მკვდარი". - "აგერ გდია".
მოსდებია ქვიშას ნამი
და ბადეზე თვალებ ღია
მკვდარი კაცის გდია გვამი.
საშინელი ეგდო მარო,
გასიებულ, გალურსული,
და ბედისგან უკუღმართმა
წაიწყმიდა ასე სული.
მებადური არის კრული,
თუ ვაჟკაცი ნალოთარი,
თუ შარაზედ გაქურდული
ვინმე ბრიყვი სოვდაგარი.

აბა გლეხის რა ცალია,


გვამს ჩაავლო ფეხში ხელი.
საყოყმანოდ არ სცალია
მოიმარჯვა ჯოხი გრძელი.
გადისროლა წყალში ხელად
და სახლისკენ მიდის ჩქარი. . .
ცხედარი კი სცურავს ნელა,
რომ სავანის ნახოს კარი.

კვლავშეუდგა ცხედარს წყალი,


ტორტმანობდა საცოვდავი.
გააყოლა თანაც თავი.
უთხრა ბავშვეს: "სახლში ჩქარა
დაგიცხვებათ თითო კვერი,
ოღონდ სიტყვა არსად არა,
თუ არ გინდათ გცემოთ ბევრი".

ღამით დადგა ცუდი დარი,


მდინარემაც დაიგმინა.
დაბჟუტულა გლეხის კვარი
ავსებულა კვამლით ბინა,
ბავშვებს სძინავთ, ცოლი კვნესის,
ეთვლიმება ტახტზე ქმარსა.
ქარი ღმუის. . . გლეხს კი ესმის
უბრახუნებს ვიღაც კარსა.

'"ვინ ხარ"? "ჰეი, მასპინძელო".


"რა წელკავი დაგმართია.
რას დაბორგავ კაინ-მკვლელო?
რა ეშმაკმა მოგათრია.
ავი სული მოგიტანდა,
სად მოვნახო ახლა კვარი"?
გამოცურდა გლეხი ზანტად
და შეაღო ბინის კარი.

ღრუბელთ შორის მთვარე სცურავს,


კარში მკვდარი დგას საწყალი,
წვერსა წყალი დაუწურავს,
დარჩენილა ღიად თვალი,
მდუმარება ირგვლივ აკრავს,
ხელებიდან სწვეთავს წყალი,
გასიებულ ხორცში მაგრად
ჩასჭედია კიბორჩხალი. . .

მიაჯახა გლეხმა კარი


მიაძახა - გასკდი ბარემ
კარგად იცნო ის სტუმარი
მთელის ტანით მოზზანზარემ.
ვერ მოვიდა თავის გონზე,
აიტანა სიცივემა,
და ესმოდა ალიონზე
ფანჯარის და ჭიშკრის ცემა.
ხმა გავარდა ხალხში ავი:
როცა წელსა შეცვლის წელი,
თურმე გლეხი საცოდავი
აღთქმულ დროზე სტუმარს ელის.
დღე იცვლება დილიდანვე,
მოვარდება ღამით ბუქი,
და ჭიშკარტან მთელი ღამე
ისმის მკვდარის რაკარუკი.

1828
საქართველოს მთებზე

საქართველოს მთებს ღამის ბინდი შემოჰფენია,


ხმაურობს ხევი არაგვის ხმაზე.
ჩემი მოწყენაც იოლია, ის ნათელია -
შენის მშვენებით და შუქით სავსე.
აღსავსე შენით, მხოლოდ შენით, სიჩუმე დადგა
და აღარავინ მიღვიძებს დარდებს,
და ისევ იწვის ჩემი გული და უყვარს, რადგან
არ შეუძლია, რომ არ უყვარდეს.

1829

დავეხეტები ქუჩის ხმაურში

დავეხეტები ქუჩის ხმაურში,


თუ ეკლესიის მესმის ლოცვები,
ან ყმაწვილ კაცტა აურზაურში
ვარ ანთებული ჩემი ოცნებით.

მე ვამბობ, წელტა გრიგალი მიდის,


და თუმცა ირგვლივ ხალხი ბევრია,
ყველას დაგვფარავს სამარის ლოდი
და ალბათ უკვე ვინმეს ჯერია.

დავაკვირდები ახოვან მუხას -


ეს პატრიარქი ტყეების დღესაც
ჩემს საუკუნეს გაუძლებს მწუხარს,
როგორც გაუძლო ჩემ წინაპრებსა.

თუ ბავშვს ვეხები გამოსარჩლებით,


მისთვის მშვიდობის თქმა დამჭირდება:
ვეტყვი - მივდივარ, შენ კი დარჩები,
მე გახრწნა მელის, შენ კი დიდება.

როცა დღე მიდის და წელიც გადის,


ჩემი ფიქრებიც მათთან დადიან,
და სასიკვდილოდ მოსული ვადის
მე გამოცნობა დროში მწადია.

სად მომეწევა სიკვდილი ბნელი?


ომში თუ ზღვაში, თუ წყალთა შინა,
თუ მზეობელად ქცეული ველი
ცივი ცხედარის გახდება ბინა.
ხომ სულ ერთია, უგრძნობელ სხეულს
სამარის ჭია სად შეესია,
მაგრამ მე მაინც მიწას შეჩვეულს
რომ მიმაბარონ, უმჯობესია.

დაე ცხოვრება სამარის კართან


გადაისალოს ცოცხალ ვარდებად,
სადაც გულცივი ბუნების კალთა
უკვდვის ეშხით აელვარდება.

1829

დემონი

როდესაც ჩემთვის იყო ახალი


ყოფნის ყოველი შთაბეჭდილება -
ქალწულთა მზერა, მთები მაღალი,
ღამე ბულბულის ახმატკბილება,
როცა ყოველი დიადი გრძნობა,
თავისუფლება, სახელი, ტრფობა
და შთაგონება ხელოვნებისა
იყო მიზეზი ჩემის გზნებისა, -
მაშინ ბოროტი რაღაც გენია
გახდა ფარულად ჩემი მნახველი,
და იმ წუთებში, რაც მილხენია,
მან შეიტანა შავი ნაღველი.
შეხვედრა ჩვენი იყო მწუხარე:
მისი ღიმილი, თვალების ალი
და მეტყველება გესლით მდუღარე
სულს მიწამლავდა საოცარ ძალით,
იმედისა და რწმენისგან სცლიდა
ცილისწამება მისი გონებას;
მშვენიერებას ოცნებად სთვლიდა
და დასცინოდა ზეშთაგონებას.
თავისუფლებას, სიყვარულს ჰგმობდა,
იყო მქირდავი მიწის და ცისა,
და კურთხევისთვის უღირსად სცნობდა
მთელს ბუნებაში ყველაფერს ისა.
1823

ზამთრის დილა

მზეა და ყინვა, დღე არის სუფთა


შენ კიდევ რულავ, ერთგულო ტურფავ,
ლამაზო, დროა გახსენი-მეთქი
სათუთად ხრილი თვალები მარად
და ცრდილოეთის გარიჟრაჟს შეხვდი,
ჩრდილოეთის ცის ვარსკვავის გვარად.

წუხელის გახსოვს ქარიშხლის ძრწოლა,


მღვრიე ცაზედა წყვდიადის ბრძოლა
და მთვარე, როგორც ცის ლაქა მკრთალი,
ქუშად ყვითლდება ღრუბლის ფარაში;
შენც სევდიანი იჯექი ქალი,
გადაიხედე დღეს ფანჯარაში.

ჭროღა ცის ქვეშ შორს გადაშლილი


მზეზე ელვარებს თოვლი დაფშვნილი
უმშვენიერეს ნოხების გვარად,
მხოლოდ მჭვირი ტყე დამდგარა შავად,
ჭირხალში სიმწვანით გამოკრთის სარო
და ყინულ ქვეშე ბრწყინვალებს წყარო!

მთელი ოთახი ქარვის მსგავს კრიალს


მოურწყავს თითქო, და რა კარგია
ტკაცუნა ცეცხლით ბუხარი ჩვენი,
ფიქრი და წოლა ბუხართან დახრით, -
მაგრამ ხომ იცი? სჯობია მარხილს,
ვბრძანოთ, გაუბან ქურანა ცხენი.
ტურფავ, მოყვასო, დავიწყოთ ქროლა,
დილის თოვლზედა ჩვენ ავყვეთ სრბოლას.
ურა-ცხენის და სრიალის დროსაც
ჩვენ ვესტუმრებით მინდვრებს ტრიალებს
ტყეს ახლო დროში ანაშრიალებს
და ჩემთვის ტურფა სანაპიროსაც.
1829

კავკასიონი

მე გადავცქერი კავკასიონს. და ვდგავარ საშიშ


ნაპრალის პირად - მყინვარების და თოვლის ზევით;
გადაღმა კლდეზე წამოფრინდ არწივი რხევით,
მე გამისწორდა და უძრავად ელვარებს ცაში.
ვხედავ ასტეხა ნიაღვარმა თავის ზვირთები
და პირველ ზვავთა მოძრაობას მე ვაკვირდები.

ქვევით ღრუბლები თითქოს არსად მიიჩქარიან,


მათ ჩანჩქერები ხლეჩავენ და სცვივიან ხრამში;
შიშველი მთები ჩასდგომიან ერთმანეთს მხარში;
სულ ძირს კი ხავსი, ხრიოკი და ეკალნარია;
და სადაც მუხნარს ასე მწვანედ დაუბურია,
ჩიტების სტვენა და ირმების თქარა-თქურია.

მთებში კი, როგორც ბუდები მრავალი ორბის,


სახლები ჩანან. . . კალთებს ცხვირი შემოსევია,
ნათელ მიდამოს აგერ უკვე მწყემსიც სწვევია,
ჩრდილიან ხევში აწყვეტილი არაგვი მორბის.
ბედკრულ ცხენოსანს მოუნახავს კლდეში კარავი,
განგაშებს თერგი გულზვიადი და შემზარავი.

თამაშობს, ღმუის, როგორც მხეცი, რომელიც ბორგავს,


თუ შეიყნოსა გალიაში საძიძგნი ლეში;
ვეღარ ეტავა თავის ვიწრო საპყრობილეში
და მშიერ ზვირთით გარინდებულ ნაპირებს ლოკავს.
ამაოდ, მისთვის აღარც საზრდო, შველაც როდია,
მისთვის კლდეები შემზღუდველი კალაპოტია.

ასე სილაღეს სულს უხუთავს კანონი ავი.


ასე კირთები ქვეშ ღონდება ველური ტომი,
ასევე ბრაზობს დღეს კავკასი მდუმარედ მდგომი,
ასე სურს უცხო ძალებისგან დაიხსნას თავი.
1829
ზღვას

მშვიდობით, ჩემო ლაღო სტიქია!


უკანასკნელად ჩემ თვალთა წინა
შენი ზვირთები ცისფრად მიჰქრიან,
შენც მედიდური მშვენებით ბრწყინავ.

როგორც მეგობრის ჩუმი სახელი,


მისი ვედრება და ჩუმი კვნესა,
შენი ხმაური, შენი ძახილი
გამოთხოვების წუთებში მესმა.

ჩემი წადილის და სულის ზღვარო!


შენს ნაპირებთან ლხენად მოსული,
ვიყავი მარტო, უმეგობარო,
ერთის სურვილით გარემოცული.

მიყვარდა სმენა ნამდვილ ხმებისა,


უფსკრულის ბგერა, ჟღერის ზმანება,
შენი სიწყნარე დაბინდებისას
და შემდეგ ისევ ატორტმანება.

მორჩილი ნავი მებადურისა


შენ ააცურე წყნარ ნეტარებით,
მას იმედი აქვს ჩუმ სადგურისა:
მაგრამ შენ ქარმა გაგაგულისა
და იძირება გემთა ჯარები.

ვერ დავაღწიე აქამდე თავი


ჩვენი მაბეზარ მიწის ნაპირებს,
ჩაკვდა სურივილი მოსალოცავი,
და შენს ტალღებში პოეტის ნავი
ვერსად გაპარვას ვერ დააპირებს.

მელოდი, მიხმე. . . ამაო ნებით


ჩემი სურვილი ჩავკალი დარდში,
და შერკინული ძლიერი ვნებით
ისევ ნაპირის ამარა დავრჩი.

არ ღირს წუხილად! სად ნახავს ბინას


ჩემი უდარდელ მგზავრობის აფრა?
შენს უდაბნოში მელოდა წინათ
ერთი საგანი ქცეული ზღაპრად.

კლდე - ეს დიდების ურჩი საკანი,


სადაც სიცივის სიო დგებოდა,
რადგან ამ ქვეყნად პირველთაგანი
ნაპოლეონი ნელა კვდებოდა.

მან განისვენა წვალებით. . . მაგრამ


მალე მეორე, მისივე კვალად,
როგორც გრიგალის ხმაური გაქრა,
ფიქრის ქურუმი გამოგვეცალა.

თავისუფლებით დატირებული
მოკვდა მეორე გვირგვინოსანი,
აშალე შენი ტალღის კრებული
ის იყო, ზღვაო, შენი მგოსანი.

მას შერჩა შენი დიდების დაღი,


შენ იყავ იმის გულში მდგომელი,
შენსავით ქუში, ძლიერი, ლაღი,
შენსავით მუდამ დაუდგრომელი.

დაობლდა მიწა. . . რა ვქნა, თუ ძნელად


მე ზღვაში ლელო გამიტანია.
ბედის სასწორზე ერთი ვართ ყვლა,
სად სიკეთეა, იქ უკვე მცველად
ან განათლება, ან ტირანია.

მშვიდობით, ზღვაო, ვიხარო უნდა,


რომ ბედმა შენთვის მეხოტბედ დამსვა.
და ოღონდ, ოღონდ მესმოდეს მუდამ
შენი გუგუნი საღამოს ჯამსა.

მდუმარ უდაბნოს და მწვანე ტყეებს


მე შევუერთებ ნაჩუქარ ლხენას.
შენს მყუდრო უბეს, შენს მაღალ კლდეებს
სინათლეს, ჩეროს, ტალღების ენას.

1824

ზვავი

სადაც კლდე არის ჯმუხი და სალი,


მქუხარე შხეფებს აქაფებს წყალი,
და მაღალ ცაში ისმის ზრიალი
მრავალი ქორის.
ბნელში კი მოსჩანს თოვლის კრიალი
მწვერვალთა შორის.

ოდესღაც მოსწყდა ზვავი კლდის ზენა,


მძიმე გრიალით შეხუთა სმენა,
და კდელთა შორის ორივე ფენა
მან შეატბორა.
და თერგის წყალთა ძლიერი დენა
გააპო ორად.

უერცრად თითქოს დაჩუმდა დევი,


თერგი ღრიალა ტალღების მრევი;
მაგრამ ნაკადი მოაწვა რღევით
თოვლიან ზვავსა. . .
და წარღვნილ მიწას მთლიანი ხევი
მან დაამსგავსა.

და დიდხანს იდგა ნაპობი ზვავი,


როგორც მარადი ყინულის ხვავი,
მის ქვეშ კი თერგმა ამოჰყო თავი
და შხეფთა მტვერით
აშხურა დიდხანს ეს დაუძრავი
ყინულის ჭერი.

იმ ზვავზე შარის გაიდო ლარი,


მიჰქონდა ცხენი, მირბოდა ხარი,
და თავის აქლემს ვაჭარი ბარის
უძღოდა წინა,
სადაც დღეს ქარი, ცის ბინდარი,
დაეძებს ბინას.

1829

ელეგია

რა მაგონდება სიხალისე გიჟური წლების,


ვით ნამთვრალევი ვიმღვრევი და უღონოდ ვხდები,
მაგრამ რაც უფრო გადის ჟამი, გულის მდაღველი,
უფრო მაგრდება ღვინოსავით ჩემი ნაღველი
გზა მაქვს მჭუნვარე, საშიშ ზღვაში მერმისის ვრცელის
აწ მარტოოდენ მწუხარება და შრომა მელის.

მაინც არ მინდა დამეფაროს ბნელეთის რიდე,


სიცოხლე მინდა, რომ ვფიქრობდე, ვწვალობდე, ვქმნიდე.
მწამს, ზრუნვით სავსე კაეშნიან დღეთა დინებას
ხანდახან შვების მცირე შუქი დაეფინება:
დავტკბები ხოლმე ჰარმონიის მშვიდი ზვირთებით,
ნაოცნებარი დამაღონებს და ავტირდები,
და ეგებ მწუხრზე სიყვარულმა გზა სიმძიმილის
კვლავ გამინათოს განშორების ნაზი ღიმილით.

1830

ზამთარი
ნოემბრის2

დაზამთრდა. . . რა ვქნათ ჩვენ სოფელში? . . . შევხვდები დილით


მსახურს, რომელსაც ჩაი მოაქვს ჩემთან სიფრთხილით,
ასეთი კითხვით: დათბა, ჩადგა ქარი თუ არა?
ან თუ მიდამოს თოვლის ფიფქმა გადაუარა? . . .
მოვსცილდე ლოგინს საჯირითოდ? ველოდო სადილს?
მეზობლის ძველი ჟურნალებით ვიკლავდე წადილს. . .
თოვლია . . . ვდგებით და ცხენებიც უკვე მზად არი,
მივქრით ველებზე, ნათელი დღით გვხვდება ზამთარი;
შოლტები ხელში, მეძებრები მოსდევენ ცხენებს,
თოვლს ვაკვირდებით, ნადირის კვალს თუ მოგვაჩვენებს,
ვწრიალებთ, ვეძებთ, საღამომდე თოვლში ვირევით
და შინ ვბრუნდებით წყვილი კურდღლით, ნანადირევით.
ვილხინეთ ბევრი. . . საღამოა: ქარის ხმა გვესმის,
სანთელი ბჟუტავს, შეხუთული გული კი კვნესის.
მარტოობის შხამს ჩემი ფიქრი წვალებით უძლებს,
ვიკითხო მინდა. . . ვეღარ ვიტან დაბეჭდილ ფურცლებს.
შორსა ვარ ფიქრით, წიგნის კითხვაც მომწყინდა, კმარა,
ავიღებ კალამს, - ვზივარ: თითქოს ძალათი ვპარავ
მთვლემარე მუზას აბურდულ და უაზრო სიტყვებს,
ხმა ხმას გაურბის. . . აღარ მწყალობს და აღარ მიტევს
მსუბუქი რითმა, საოცარი ჩემი მსახური.
და ლექსიც ზანტობს ცივა, ბნელი და უსახური.
უკვე დაღლილმა გავათავე მე ჩანგთან დავა,
მთავარ დარბაზში საუბრისას სასმენად წავალ
შაქრის ქარხანა, არჩევნები სჯის საგანია,
დიასახლისის სახეც ცუდი დარის მგვანია,
ის წინდის ჩხირებს აბზრიალებს როგორც რომ მაქოს,
და მარჩიელობს, გატაცებით გადაშლის ბანქოს. . .
წყეული სევდა. ვინ გაუძლებს ასეთ სამყოფელს? . .
მაგრამ ანაზდად, თუ საღამოს მოწყენილ სოფელს -
მაშინ როდესაც მე პაიკებს ვეთამაშები -
ეწვია ეტლი გამართული რუსულ რაშებით
და ეტლში მოჩანს ბერი ქალი ორთავ ასულით
(ორივე ქერა და ალვასავით შემოხაზული).
როგორი ლხენა დაატყდება ამ მხარეს თავზე!
უცბად ცხოვრება გვეჩვენება ყოველმხრივ სავსე.
ჯერ ალმაცერად ცქერა, სევდა და შეფასება,
ძუნწი სიტყვები, შემდეგ უკვე გაბაასება,
შემდეგ სიცილი მეგობრული, მღერა, ფერხული,
ცეკვა ხალისით და ჩურჩულით თუნდ უხერხული,
ცელქი სიტყები, ცქერა მთქმელი ვნების, ვედრების,
ვიწრო კიბეზე შეფეთება და შეხვედრები.
უკვე ბინდისას აივანზე მიდის ასული,
სახეს სცემს ქარი, არც გულმკერდი აქვს მას დაცული.
რუსულ ვარდისთვის ქარიშხალიც მართებულია,
ყინვის დროს კოცნა რა ცეცხლივით ანთებულია,
რა ცოცხალია თოვლის მტვერში რუსის ქალწული.

1829

ზამთრის საღამო

ქამრა გლოვით ცა დაჰფარა,


თოვლის ბუქით ჰაერს ავსებს,
ხან ღრიალებს მხეცის გვარად,
ხან კი ტირის ბავშვის ხმაზე,
ხან კი სახლის თავზე ომობს,
სახურავზე ჩალას არხევს,
ხან ვით მგზავრი უთვისტომო,
ჩვენს ფანჯარას მოაძახებს.

ღარიბული ჩვენი ქოხი


მწუხარებას ვეღარ ასცდა,
ჩემო ძიძა, ჩუმი ოხვრით
რას აკეთებ ფანჯარასთან?

დაღლილობა ქარმა გარგო,


ეგრე მისთვის გაინაზე,
თუ ჩასთვილმე, ჩემო კარგო,
თითისტარის ნანინაზე.

შევსვათ! ვინ მყავს შენი მსგავსი


მეგობარი ბავშვობიდან?
ჩავკლათ დარდი, მომე თასი,
გაგიხარო გული მინდა.

მიმღერე, თუ ჩიტმა როგორ,


ზღვების იქით დასდო ბინა;
როგორ მოხდა, დილით გოგომ
წყაროსთან რომ მიირბინა.

ქარმა ქროლვით ცა დაჰფარა,


თოვლის ბუქით ჰაერს ავსებს,
ხან ღრიალებს მხეცის გვარად,
ხან კი სტირის ბავშვის ხმაზე.

შევსვათ! ვინ მყავს შენი მსგავსი


მეგობარი ბავშვობიდან?
ჩავკლათ დარდი, მომე თასი,
გაგიხარო გული მინდა.

1825
ალბომში

რა არის შენთივს ჩემი სახელი?


როგორც ნაპირთან ტალღის ხმაური,
ვით ტყეში ღამის ხმა უცნაური,
გაქრება მისი გამოძახილი.

ხსოვნის ფურცელზე დარჩება იგი,


მსგავსი წარწერის საფლავის ქვაზე,
გამოუცნობელ, უცხო ენაზე,
ვით მკვდარი ნიშნების უსულო რიგი.

ცხოვრება - ყოვლის დამვიწყებელი -


ჩემს სახელს წაშლის თავის ჩრდილით,
ის ვერ იქნება შენი მხლებელი,
ვით მოგონება ნაზი და ტკბილი.

როცა გაგწირავს იღბალი მტრული,


მაშინ მახსენე შენ მწუხარებით.
სთქვი: - ქვეყანაზე არსებობს გული,
სადაც მაქვს ბინა შეუდარები.

1830

ალი

სცენა I

დნეპრის ნაპირი. წისქვილი. მეწისქვილე და მისი ასული.

მ ე წი ს ქ ვ ი ლ ე
ახ, ახალგაზრდა გოგონებო, თქვენ სუყველანი
ხართ უჭკუონი. თუ მამაკაცს, არა უბრალოს,
არამედ დიდსა და წარჩინებულს გადაეყრებით,
საჭირო არის განამტკიცოთ ურთიერთობა.
მაგრამ რით? ჭკუით, ყოფაქცევით, პატიოსნებით:
უნდა შეგეძლოთ ხან ალერსით, ხანაც სიმკაცრით
მისი მიზიდვა; თან გადაკვრით და ორლესულად
ქორწინებაზე საუბარი. მაგრამ მთავარი
ეგ არის დაცვა ქალიშვილის პატიოსნების
უძვირფასესი საუნჯისა; იგი, ვით სიტყვა,
ვერ დაიბრუნებ, თუ გაფრინდა. და თუ იმედი
დაქორწინების აღარ არის, მაშინ გექნებათ
საშუალება, რომ როგორმე თქვენთვის ან თქვენი
მშობლებისათვის სასარგებლოს რამეს გამორჩეთ.
საჭირო არის ჩააგონოთ ახლავე თქვენ თავს:
”განა მას მუდამ ვეყვარები, განა ყოველთვის
ის მანებივრებს?” მაგრამ არა! საღი მსჯელობა
კეთილ საქმეზე არ გჩვევიათ, ან დრო გაქვთ მისთვის?
თავბრუ გესხმებათ იმ წუთშივე და გიხარიათ
მუქთად ყოველი შეუსრულოთ გულისწადილი;
თქვენ გსურთ მთელი დღე უდარდელად, თავდავიწყებით
იყოთ სატრფოსთან, მის კისერზე შემოხვეული.
სატრფო კი, ხედავ, არსად არი, გაჰქრა, წავიდა,
და თქვენ კი რჩებით ხახამშრალნი. ო, ბრიყვნო, ბრიყვნო!
განა შენთვის არ მითქვამს ასჯერ: შვილო, შენ იცი,
არ ჩაიდინო სისულელე, იყავი ფრთხილად,
ბედნიერება არ დაჰკარგო, შენ რომ გეწვია,
და ეგ თავადი არ გაუშვა; ტყუილუბრალოდ
არ დაიღუპო შენი თავიც. რა გამოვიდა?
დაჯექი ახლა და იტირე იმაზე, რასაც
შენ ვერასოდეს დაიბრუნებ.
მ ე წი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ ი
რატომ გგონია,
რომ მე თავადმა დამივიწყა და მიმატოვა?
მ ე წი ს ქ ვ ი ლ ე
როგორ თუ რატომ? მოიგონე, აბა რამდენჯერ
კვირაში წინათ ამ წისქვილში ის მოდიოდა?
ა? მიპასუხე. ხომ ყოველდღე და ზოგჯერ დღეში
ორჯერ მოუსლიც დამინახავს. შემდეგ კი უფრო
და უფრო ძვირად. მეცხრე დღეა, რაც რომ თავადი
ჩვენ აქ მოსული არ გვინახავს. აბა რას იტყვი?
მ ე წი ს ქ ვ ი ლ ი ს ა ს უ ლ ი
არა სცალია. საზრუნველი განა ცოტა აქვს?
ის მეწისქვილე ხომ არ არის; მის ნაცვლად წყალი
არ შეასრულებს სამუშაოს. ის ხშირად ამბობს,
რომ მისი შრომა სხვის ჯაფაზე ბევრად ძნელია.
მ ე წი ს ქ ვ ი ლ ე
გჯეროდეს მისი! როდი იყო თაადს ეშრომოს.
ანდა რა არის მათი ჯაფა? მწევრებით კურდღლის,
მელების დევნა, ქეიფობა, მეზობლის ჩაგვრა
და ქარაფშუტა გოგონების გადაბირება.
იგი, საბრალო, თურმე თავად ეწევა შრომას!
ჩემს მაგივრად კი სამუშაოს წყალი ასრულებს!
მე კი აქ დღე-ღამ ვერ ვისვენებ: ათას ადგილას
სჭირდება წისქვილს შეკეთება: აქ ღარი დალპა,
იქ კიდევ წყალი იპარება და იკარგება.
ის იქნებოდა უმჯობესი, თავადისათვის
გეთხოვა ფული ამ წისქვილის შესაკეთებლად.
მეწისქვილის ასული
აჰ!
მეწისქვილე
ეგ რაღაა?
მეწისქვილის ასული
ჩუ! მომესმა ჩემთვის ნაცნობი
ფეხის ხმა ცხენის. . . ო, ის არის!
მეწისქვილე
გახსოვდეს, შვილო,
ის, რაც გირჩიე; დარიგება არ დაივიწყო. . .
მეწისქვილის ასული
აი, მოვიდა!
(შემოდის თავადი. მეჯინიბეს მიჰყავს მისი ცხენი)
გამარჯობა, ჩემო ძვირფასო,
შენც გაგიმარჯოს, მეწისქვილევ!
კეთილი იყოს
მეწისქვილე
აქ მობრძანება, მოწყალეო ჩვენო თავადო.
დიდხანს ნათელი თქვენი სახე ჩვენ არ გვიხილავს.
წავალ, რომ რამე მოგიმზადო, გაგიმასპინძლდე.
(მიდის)
მეწისქვილის ასული
როგორღა იყო მომიგონე და გაგახსენდი!
არა გრცხვენია, ამოდენხანს რომ გამაწვალე
ამ საშინელი მოლოდინით? რა არ ვიფიქრე,
ნეტავი რა არ წამომიდგა თვალწინ ოცნებით,
როგორი შიში არ აღიძრა ჩემს შემკრთალს გულში!
ვიფიქრე, ცხენმა სადმე ხმრამში, ანდა ჭაობში
თუ გადატყორცნა; უღრან ტყეში ეგების დათვმა
თუ დაგამარცხა და დაგძლია; რომ თავს ცუდად გრძნობ,
რომ ავადა ხარ, ან დამტოვე, აღარ გიყვარვარ. . .
მაგრამ მადლობა მეუფეს! გხედავ ჯანმრთელად,
ისევ ჩემთან ხარ, როგორც წინათ, ისევ გიყვარვარ.
ხომ მართალია?
თავადი
როგორც წინათ, ჩემო ლამაზო,
და უფრო მეტად, უფრო მეტად.
მეწისქვილის ასული
მაგრამ რატომღაც
ხარ მოწყენილი. სთქვი, რა მოხდა?
თავადი
ვარ მოწყენილი?
შენ მოგეჩვენა: მე ყოველთვის ვარ მხიარული,
როცა შენთან ვარ და გიცქერი.
მეწისქვილის ასული
არ ამბობ მართალს,
როდესაც შენ ხარ მხიარული, მაშინ შორიდან
ჩემკენ იჩქარი და მეძახი, - ო, ჩემო მტრედო,
სად ხარ, რას შვრები? და შემდეგ კი მეამბორები,
თან მეკითხები, თუ მახარებს შენი დანახვა,
ან შენსა მოსვლას ასე ადრე თუ მოველოდი.
ახლა კი სდუმხარ, ჩემს საუბარს ჩუმად ყურს უგდებ,
ყელს არ მეხვევი, არ მიკოცნი ალერსით თვალებს.
ალბათ, რაიმემ შეგაშფოთა, ან შეგაწუხა?
ეგებ ჩემზედ ხარ გულნატკენი, ან გულმოსული?
თავადი
მე არ მსურს თავი მოგაჩვენო და ვიორპირო,
შენ ხარ მართალი: მწუხარებას დიდსა და მძიმეს
გულში ვატარებ. შენ ვერ შესძლებ ვერც ალერსითა,
ვერც სიყვარულით მის გაფანტვას. არ შეგიძლია
შემიმსუბუქო იგი, ანდა გაიზიარო.
მეწისქვილის ასული
მაგრამ მე მიმძიმს, შენთა ერთად არ განვიცადო
დარდი და სევდა. ხვაშიადი გამანდე შენი.
თუ ნებას დამრთავ, მე ვიტირებ, თუ ამიკრძალავ,
არც ერთი წვეთი ჩემი ცრემლის არ შეგაწუხებს.
თავადი
რისთვის ვაყოვნებ? მალე გეტყვი, უფრო კარგია.
ჩემო ძვირფასო მეგობარო, შენ თავად იცი,
ბოლომდე მტკიცე ნეტარება რომ არ არსებობს
ამ ქვეყანაზე: ო, ვერც დიდი გვარიშვილობა,
ვერც სილამაზე, ვერც სიმდიდრე, ვერც ძლიერება
თავს ვერ დააღწევს საბოლოოდ უბედურებას.
და ჩვენც, ხომ მართალს ვლაპარაკობ, ჩემო ლამაზო?-
ვიყავით ორნივ ბედნიერი; მე კი, ჩემ თავად,
ვიყავი შენით ბედნიერი, შენი ტრფიალით.
და რაც არ უნდა მომივიდეს აწ ცხოვრებაში,
ვერ დაგივიწყებ და ყოველთვის მემახსოვრები
შენ, ჩემო კარგო! მაგრმ ახლაც რასაც ვშორდები,
მის მაგივრობას ვერაფერი ვერ გასწევს ჩემთვის.
მეწისქვილის ასული
შენი სიტყვები კიდევ კარგად ვერ გამიგია,
მაგრამ მე უკვე მეშინია, ნუთუ ჩვენ მტრობას,
გვიპირებს ბედი, მწუხარებას რამეს გვიმზადებს,
ვინ იცის, ეგებ განშორებას?
შენ უკვე მიხვდი.
თავადი
ჩვენ სამუდამოდ განშორება ბედმა გვარგუნა.
მეწისქვილის ასული
ნეტავ ვინ გაგვყრის? ნუთუ ყველგან თან რომ გამოგყვე
და შენთან ვიყო, მე ამისი არა მაქვს ნება?
ვაჟის ტანსაცმელს გადავიცვამ. სამსახურს ერთგულს
გაგიწევ გზაში, ლაშქრობაში, სადაც იქნები,
თუ გსურს ომშიაც, - მე ომისა არ მეშინია,
მხოლოდ შემეძლოს შენ გიცქირო. არა, არ მჯერა.
ან ეგებ გინდა, შენ ფიქრები ჩემზე გაიგო,
ან გამომცადო, ან თავს იქცევს და მეხუმრები?
თავადი
არა, ხუმრობის ხასიათზე მე დღეს არა ვარ,
შენი გამოცდა როდი რის ჩემთვის საჭირო;
შორს ქვეყანაში არ ვაპირებ მე გამგზავრებას
და არც საომრად გალაშქრებას, მე სახლში ვრჩები,
მაგრამ ერთმანეთს სამუდამოდ უნდა განვშორდეთ.
მეწისქვილის ასული
დაიცა, ახლა ყველაფერი მე უკვე მესმის. . .
შენ ცოლს თხოულობ.
(თავადი დუმს)
ცოლს თხოულობ!
თავადი
აბა რა ვუყო?
თავად განსაჯე. თავადებიც, ვით ქალიშვილნი,
თავისუფალნი არ არიან. გულით არჩეულ
ქალებს ისინი ვერ ირთავენ, არამედ სხვების
სარგებლობისა მეოხებით და ანგარებით.
შენს მწუხარებას დრო და ღმერთი მოჰფენენ ნუგეშს,
ნუ დამივიწყებ,
ჰა, წაიღე აი ეს ჯიღა
ჩემდა სახსოვრად; დაიცადე, მე თვით მოგარგებ.
მე ყელსაბამიც მოგიტნე კიდევ საჩუქრად,
აჰა, წაიღე. მართლა, კიდევ მამას შევპირდი
ეს საჩუქარი. გადაეცი მას იგი ჩემგან.
(გადასცემს ოქროთი სავსე ქისას)
მშვიდობით ახლა.
მეწისქვილის ასული
დაიცადე. მინდოდა მეთქვა
რაღაც. . . არ მახსოვს. . .
თავადი
მოიგონე.
მეწისქვილის ასული
მზადა ვარ შენთვის
რომ ყველაფერი. . . სულ სხვას ვამბობ. . . ო, დაიცადე,
ვერ წარმოვიდგენ, სამუდამოდ შენ მე მტოვებდე. . .
ო, არა, არა! ახლაც ისევ სხვას ვლაპარაკობ. . .
ჰო, მართლა. ძლივსღა მომაგონდა: დღეს მე ვიგრძენი. . .
პირველად ჩემში. . . შენი ბავშვი გულთან გაინძრა.
თავადი
ჰოი, საბრალო! რა უბნდა ჰქნა? თუნდაც იმისთვის
თავს მოუარე, გაუფრთხილდი. უყურადღებოდ
არც შენ, არც შენს ბავშვს არ დავტოებ. ვინ იცის, შემდეგ,
დრო რომ გაივლის, - ეგებ თავად თქვენს სანახავად
აქ ჩამოვიდე. ნუ იდარდებ, ნუ დაღონდები.
უკანასკნელად მოდი ჩემთნ, შემოგეხვევი.
(მიმავალი)
უჰ, ვგონებ მოვრჩი! თითქოს ჩემს სულს ტვირთი მოშორდა,
ველოდი გრიგალს, მაგრამ საქმე მშვიდობიანად
დამთავრდა, მგონი.
(მიდის. ქალი უძრავად დგას)
მეწისქვილე
(შემოდის)
გთხოვთ, მობრძანდეთ, ბატონო ჩემო,
ჩემთან წისქვილში. . . მაგრამ სადღა წავიდა ნეტავ?
ჩვენი თავადი, სთქვი, სად არის? ვაჰ! ვაჰ! როგორი
ჯიღა გადგია! სულ ძვირფასი თვალებით შემკული!
ბრწყინავს და იწვის! ყელსაბამიც! მართალი გითხრა,
არის მეფური საჩუქარი. ჩვენო მოწყალევ,
ამშენებელო! ეს რაღაა? ქისაა! ფულით?
მაგრამ რას სდუმხარ, არ ინძრევი, არაფერს ამბობ?
სიტყვაც არ გინდა, რომ წარმოსთქვა? შენ ეგებ ჭკუა
სიხარულისგან დაგეკარგა, გამოთაყვანდი,
ან ეგებ დამბლამ გაგაქვავა?!
მეწისქვილის ასული
არა, არ მჯერა,
არ შემიძლია წამოდგენაც. . . როგორ მიყვარდა.
ოჰ, ნუთუ იგი ნადირია? ნუთუ ასეთი
გულბოროტია?
მეწისქვილე
მითხარი, ვისზე ლაპარაკობ?
მეწისქვილის ასული
როგორ შემეძლო განრისხება მისი ნეტავი?
მშობელო ჩემო, მიპასუხე. ან ერთ კვირაში
ნუთუ სიტურფე ჩემი გაქრა? ან ეგებ ვინმემ
მოშხამა იგი, შეულოცა?
მეწისქვილე
რა მოგივიდა?
მეწისქვილის ასული
მშობელო ჩემო, ის წავიდა! ჰე, მიჰქრის ცხენით,
და მე, სულელმა, ის გავუშვი, არ დავაკავე,
გაბოროტებით მას კალთები არ დავახიე,
და არ ჩავჭიდე ცხენის აღვირს ორივე ხელი!
დაე, მას ჩემთვის, განრისხებულს, ხმლით მოეკვეთა
ხელები ჩემი. დაე, აქვე შეუბრალებლად
იმის ბედაურს გაეთელა ჩემი სხეული!
მეწისქვილე
შენ, ვგონებ, ბოდავ!
მეწისქვილის ასული
თავადები, თურმე ნუ იტყვი,
ვით ქალიშვილნი, არ არიან თავისუფალნი
ცოლის თხოვაში. . . მაგრამ იმათ არვინ უკრძალავს
ფიცს, დაპირებას, ცრემლების ღვრას და მოტყუებას,
ან ასეთ სიტყებს: ”მე წაგიყვან ჩემს სასახლეში
და მოგათავსებ საიდუმლო კოშკის ოთახში,
მოგრთავ ხავერდით და შეგმოსავ ალისფერ ფარჩით”.
მათ არვინ უშლის, ქალიშვილებს რომ შეასწავლონ
შუაღამისას წამოდგომა დასტვენის ხმაზე,
წისქვილის უკან მათთან ჯდომა გათენებამდე.
მათ მოსწონთ, გული თავადური რომ ანებივრონ
ჩვენი ჭირით და უბედობით; შემდეგ, - მშვიდობით!
წადი, მიბრძანდი, გენაცვალე, სადაც მოგწონდეს,
და შეიყვარე ვინც გნებავდეს.
მეწისქვილე
ახლა გავიგე.
მეწისქვილის ასული
ვინ ჰყავს საცოლედ არჩეული? ნეტავ ვიცოდე,
ვისზე გამცვალა? მე გავიგებ მის ვინაობას,
მე მივალ მასთნა, - არამზადა იმ დედაკაცთან, -
და ვეტყვი, თავადს ჩამოშორდს, რადგან ერთ ხრამში
ორი ძუ მგელი ვერ იცხოვრებს.
მეწისქვილე
შენ ხარ სულელი!
ვის შეუძლია, თავადს ხელი რომ შეუშალოს,
თუ ის საცოლეს ამოირჩევს! ნუთუ არ გესმის?
ხომ მითქვამს შენთვის არა ერთხელ. . .
მეწისქვილის ასული
ან როგორ შესძლო
ისე, ვით კაცმა გულკეთილმა, გამოთხოვება
და საჩუქრების დატოვება? ა? როგორ მოგწონს?
ფულის მოცემაც! სურდა თავი გამოესყიდა!
ცდილობდა ჩემთვის მოვერცხლილი როგორმე ენა,
რომ საძრახისი მის შესახებ არსად თქმულიყო,
და ცუდ ხმას ცოლის ყურებამდე არ მიეღწია.
ჰო, მართლა, ახლა გამახსენდა, მან დამავალა,
ეს ფული შენთვის გადმომეცა, რადგან ქალიშვილს
არ უკრძალავდი მასთან ყოფნას, რომ არა მკაცრად
მას ეპყრობოდი და უვლიდი. . . კეთილმოგხმარდეს
დაღუპვა ჩემი (გადასცემს ქისას)
მეწისქვილე
(თვალცრემლიანი)
ღმერთო ჩემო, რას მოვესწარი!
ეგ რა მომესმა, რა გავიგე! ცოდვაა შენთვის,
შენს მშობელ მამას ამნაირად უსაყვედურო.
ერთიღა შვილი გამაჩნიხარ ამ ქვეყანაზე,
ერთი ნუგეში და სიამე სიბერის ხანაში.
როგორ შემეძლო შემეზღუდა შენი სურვილი?
ღმერთმა დამსაჯა იმისათვის, რომ ასე სუსტად
ჩემს ვალს მამობრივს ვასრულებდი.
მეწისქვილის ასული
გული მეხუთვის!
ჩემს კისერს თითქოს ცივი გველი შემოჭდობია.
ო, მე მან გველი, გველი, ნაცვლად მარგალიტისა,
ყელს მომახვია.
(ჩამოიგლეჯს მარგალიტის ყელსაბამს)
მეწისქვილე
გონს, გონს მოდი. . .
მეწისქვილის ასული
აი, ასევე
გაგგლეჯდი შენცა, არამზადავ, გველის წიწილავ.
წყეულო, ვინც მე დამაშორე გულის სატრფოსა.
შენ ბოდავ, ბოდავ უეჭველად.
(მოიხსნის ჯიღას)
აი, - გვირგვინი,
ჩემი გვირგვინი სამარცხვინო! თურმე ამითი
დაგვაქორწინა ჩვენ ეშმაკმა მაშინ, როდესაც
დავგმე, რაც იყო სანუკვარი. განქორწინებას
ჩვენ ახლა ვახდენთ. დაიკარგე, ჩემო გვირგვინო!
(გადისვრის ჯიღას დნეპრში)
ახლა კი მორჩა ყოველივე! (გადავარდება წყალში)
მეწისქვილე
(ძირს ეცემა)
ოჰ, ვაი, ჩემს თავს!
ს ც ე ნ ა II

თავადის კოშკი
ქორწილი. ნეფე-დედოფალი სუფრაზე სხედან.
სტუმრები. ქალიშვილთა გუნდი.
მ ა ჭ ან კ ა ლ ი
ჩვენ ეს ქორწილი მხიარულად გადავიხადეთ.
ჩვენო თავადო, გაგიმარჯოს შენი მეუღლით.
ჯანი, თანხმობა, სიყვარული უფალმა მოგცეთ,
ჩვენ კი შეგვეძლოს თქვენთან ხშირად დროს გატარება.
ლამაზმანებო, მალხაზებო, თქვენ რად მიყუჩდით?
თეთრო გედებო, ბროლის ყელი რად დაადუმეთ?
ნუთუ სუყველა იგალობეთ საგალობელი?
ან ეგებ ყელი გამოგიშროთ ხანგრძლივ სიმღერამ?
გუნდი
მაჭანკალო, მაჭანკალო,
უთვბოლო მაჭანკალო!
დავეძებდით ცოლად ქალსა, -
მივადექით ბოსტნის კვალსა.
დაგვეღვარა კასრი ლუდი, -
ბოსტანს ლუდის სუნი უდის.
მივესალმეთ ჭიშკრის ბოძსა,
შევევედრეთ პანტის რტოსა,
პანტის რტოო, თუ პანტაო,
გვითხარ, წავიდე სადაო!
საცოლე გვსურს, სადმე ვნახოთ.
მაჭანკალო, მიხვდი ახლა, -
შენი ქისა ასწი მაღლა.
ქისაშია, ვატყობთ, ფული,
რომ ახაროს ჩვენი გული.
მ ა ჭ ან კ ა ლ ი
ეგ რა სიმღერა აირჩიეთ თქვენ, კუდრაჭებო!
აჰა, წაიღეთ, - ოღონდ ნურას მისაყვედურებთ.
(ასაჩუქრებს ქალიშვილებს)
ერთი ხმა
ფერად კენჭებზე, ყვითელ ქვიშაზე
ჩქარი მდინარე მიილტვის, მიჰქრის.
ჩქარ მდინარეში ორი პატარა,
ორი პატარა თევზი სეირნობს.
ერთი მეორეს ეტყვის: გსმენია,
დაო, ამბავი ჩვენი მდინარის?
როგორ იხრჩობდა თავს ტურფა გუშინ
და დახრჩობის დროს სატრფოს სწყევლიდა?
მაჭანკ ალი
მზეთუნახავნო! ეგ როგორი სიმღერა არის?
იგი როდია საქორწილო, მე კარგად მესმის,
გამოტყდით, ვინ თქვა ეგ სიმღერა?
ქალიშვილები
მე ის არ მითქვამს. . .
არც მე. . . არც ჩვენა. . .
მაშ, ვინ იყო, სიმღერა რომ თქვა?
(ქალიშვილთა შორის ჩურჩულია)
თავადი
მე ვიცან, ვინ თქვა (წამოდგება სუფრიდან და ხმადაბლა ეტყვის
მეჯინიბეს), ის აქ ჩუმდება შემოპარულა!
დაუყოვნებლივ გაიყვანე, თანაც გამიგე,
ვინ შემოუშვა, ვინ გაბედა?
(მეჯინიბე ქალიშვილებთან მივა)
(თავადი დაჯდება თავისთვის)
მას შეუძლია
აურზაური აქ ასტეხოს. ისეთი დიდი,
რომ სირცხვილისგან ვეღარ შევძლო თავის დამალვა.
ის მე თავს მომჭრის.
მეჯინიბე
ვერ მოვძებნეთ, იგი არსად ჩანს.
თავადი
ეძიე. ვიცი, ის აქ არის და იმალება,
ეს მან იმღერა.
სტუმარი
ოჰ, სასმელი ეს არის, ესა!
თანაბრად გართმევს, თუ დალიე, თავსაც და ფეხსაც.
ოდნავ მწარეა: რომ შევატკბოთ, კარგი იქნება.
(ნეფე-დედოფალი კოცნიან ერთმანეთს. ისმის სუსტი კივილი)
თავადი
ის არის! მისი გამყივარი კივილი. (მეჯინიბეს) რაო?
მეჯინიბე
დავძებნე ყველგან, ვერ ვიპოვე.
თავადი
ბრიყვო, სულელო.
ძმადნაფიცი
(ზეზე წამოდგება)
ვფიქრობ, დრო არის ჩავაბაროთ მეუღლე თავადს
და შევაფრქვიოთ ახალგაზრდებს პეშვებით სვია.
(ყველანი დგებიან)
მაჭანკ ალი
ცხადია, დროა. მომაწოდეთ ახლა მამალი.
(ახალგაზრდებს აჭმევენ შემწვარი მამალის ხორცს, შემდეგ
მათ სვიას შეაყრიან და დასაძინებელ ოთახში მიჰყავთ)
მაჭანკ ალი
ჩემო ძვირფასო ქალბატონო, ნუ გეშინია,
იყავ მორჩილი, არ იტირო.
(ახალგაზრდები საძინებელ ოთახში შედიან, სტუმრები,
მაჭანკლისა და ძმადნაფიცის გარდა, დაიშლებიან)
ძმადნაფიცი
სად არის თასი?
მთელ ღამეს ცხენით სიარული ფანჯრებქვეშ მელის
და ღვინით ცოტა რომ შევმაგრდე, ცუდი როდია.
მაჭანკ ალი
(გაუვსებს ღვინით თასს)
აჰა, მიირთვი და შეირგე!
ძმადნაფიცი
ო, დიდად გმადლობ!
ხომ ყველაფერი დაბოლოვდა კარგად, კეთილად?
ქორწილიც იყო ჩინებული.
მაჭანკ ალი
ჰო, მადლობა ღმერთს.
კარად ჩატარდა ყველაფერი, ერთია ცუდი.
ძმადნაფიცი
რა, მაგალითად?
მაჭანკ ალი
სხვა სიმღერა, რაღაც უმსგავსო,
რომ უგალობეს. ეგ არ არის კარგი ნიშანი.
ძმადნაფიცი
რა გინდა უყო ქალიშვილებს! არ შეუძლიათ
არ იეშმაკონ, არ იცელქონ. . . სად გაგონილა,
რომ ვინმემ განზრახ ჩაუშხამოს თავადს ქორწილი?
უკვე დრო არის, რომ წავიდე, ცხენს შემოვაჯდე,
მშვიდობით, ჩემო ნათლიდედავ!
მაჭანკ ალი
ოჰ, გული მიგრძნობს!
გადავიხადეთ უდროო დროს ჩვენ ეს ქორწილი.

ს ც ე ნ ა III

დარბაზი

თავადის მეუღლე და მისი გამდელი

თავადის მეუღლე
ჩუ! ვგონებ ისმის საყვირის ხმა; არა, არ მოდის.
ჩემო გადიავ, როცა საქმროდ ის ითვლებოდა,
სულ ჩემთან იყო განუყრელად, განუშორებლად;
მუდამ თვალებში შემცქეროდა ალერსიანად.
და რაც მითხოვა, ყველაფერი გამოიცვალა,
მზის ამოსვლამდე, დილით ადრე გამომაღვიძებს,
ბრძანებას გასცემს შეკაზმული მოართვან ცხენი;
არავინ იცის, თუ სად არის დაღამებამდე.
როს დაბრუნდება, ალერიანს ეგებ ორ სიტყვას
თუ გაიმეტებს; ეგებ ოდნავ ჩემს პირისახეს
ალერსიანად, სხვათა შორის, ხელს თუ შეახებს.
გამდელი
მამაკაცები, ქალბატონო, მამლებსა ჰგვანან:
ერთს დასძახებენ ყიყლიყოსა, ფრთებს დაბერტყავენ,
მერე მშვიდობით. ქალები კი, როგორც კრუხები,
შინ უნდა ისხდნენ წიწილების გამოსაჩეკად.
ვიდრე გითხოვდეს მამაკაცი, მას ვერ იშორებ,
არ სვამს და არ ჭამს, შემოგცქერის და გულს იღონებს,
გითხოვს და მყისვე შეიცვლება, რას არ იგონებს!
ხან საჭიროა მეზობლები მოინახულოს,
ხან სანადიროდ შევარდნებით წასვლას ინდომებს,
ხან ლხინში მიდის, ხან საომრად მას ეჩქარება,
აქეთ და იქით, შინ ყოფნა კი არ უხარია.
თავადის მეუღლე
შენ როგორ ფიქრობ? ხომ არა ჰყავს მას საიდუმლოდ
სატრფო გულისა?
გამდელი
ნურც იფიქრებ, ღმერთს ნუ შესცოდებ:
მითხარი, ვისზე შეუძლია შენ მან გაგცვალოს?
ყველაფრით სჭარბობს შენ სუყველას - მშვენიერებით,
ზნით, ჩვეულებით და გონებით. აბა, მითხარი,
სად შეუძლია მან მონახოს, თუ არა შენში
ასეთი განძი უძვირფასესი?
თავადის მეუღლე
უფალმა ჩემი ვედრებანი რომ შეიწყნაროს
და მომცეს შვილი! ჩემს მეუღლეს მე მაშინ ისევ
მივიზიდავდი ძველებურად. . . ოჰო, ეზოში
მონადირენი შეკრებილან. მეუღლე ჩემი
დაბრუნებულა. მაგრამ რატომ არა ჩანს იგი?
(შემოდის ბაზიერი)
რაო? თავადი სადღა არის?
ბაზიერი
თავადმა ყველას
წასვლა გვიბრძანა.
თავადის მეუღლე
თვით სადღა არის?
ბაზიერი
იქ დარჩა იგი.
დნეპრის ნაპირას, უღრან ტყეში, განმარტოებით.
თავადის მეუღლე
როგორ გაბედეთ, რომ დატოვეთ ტყეში.
სულ მარტოდმარტო?! რა ერთგულნი თქვენ ხართ მსახურნი!
ახლავ დაბრუნდით, ამ წუთშივე მისკენ გაქროლდით!
და მოახსენეთ, რომ ეს იყო ჩემი ბრძანება.
(ბაზიერი მიდის)
ო, ღმერთო ჩემო! ღამით ტყეში დაეხეტება
ნადირიც, მხეციც და სასტიკი ადამიანიც,
ან კიდევ ქაჯი. განსაცდელი განა შორს არი!
წადი ახლავე და სანთელი ხატთან აანთე!
გამდელი
მივალ, მივრბივარ, ჩემო მთვარეო. . .

ს ც ე ნ ა IV

დნეპრი. ღამე
ალები
ცქრიალა გუნდად წყლის ნაპირებზე ამოვცურდებით
და უდარდელად მთვარის შუქზე ვნავარდობთ, ვთბებით.
გვიყვარს ღამით კისკისითა
მაღლა ასვლა ფსკერიდან,
როცა მთვარე სხივებითა
დნეპრს ეფრქვევა ზეციდან.
ჩვენ ერთმანეთს ხელებს ვუწვდით,
სივრცე ლურჯად კრიალეს.
მწვანე თმებსა ვიშორებთ, ვუცდით,
ვიდრე ცა არ იალებს.
ერთი მათგანი
ჩუმად, ჩუმად! აქაც-იქაც
ირხევა ლელიანი.
მეორე
ჩვენს და მთვარეს შორის ვიღაც
დადის ადამიანი.
(იმალებიან)
თავადი
ჩემთვის ნაცნობი და მწუხარე მიდამოები!
მე ვცნობ ყველაფერს, რასაც ირგვლივ ამჟამად ვხედავ.
აი წისქვილი! იგი უკვე დანგრეულია.
ხმა მხიარული მისი თვალების აღარ მოისმის
ქვაც აღარ ბრუნავს. ჩანს, მოხუციც გარდაიცვალა.
მას არ დასცალდა ქალიშვილი დიდხანს ეგლოვა.
აქ გზა-ბილიკი გადიოდა, ის აღარ მოსჩანს,
მრავალი წელი აქ კაცის ფეხს არ გაუვლია.
აქ იყო ბაღჩა მოაჯირით; ო, ნუთუ იგი
ამ მოშრიალე და ხუჭუჭა ტევრად გადიქცა?
აი ის მუხაც სანუკვარი; აქ, ამ მუხის ქვეშ
იგი კისერზე მომეხვია, მორცხვად მომენდო.
ო, ნუთუ, ნუთუ?
(უახლოვდება ხეებს. ფოთლები ჩამოცვივლდება)
ეგ რას ნიშნავს? ფოთლები ხისა
სწრაფად გაყვითლდნენ, შეიკუმშნენ, შემდეგ შრიალით
შტოებსაც მოსწყდნენ და ფერფლივით გადამეფრქვივნენ.
და მუხა იგი, ისე როგორც ხე დაწყევლილი,
დგას ჩემს წინ შავდ, გაძარცული.
(შემოდის ჩამოხეული, ნახევრადშიშველი მოხუცი)
მოხუცი
სალამი, სიძევ!
თავადი
მითხარ, ვინა ხარ?
მოხუცი
ყორანი ვარ მე აქაური.
თავადი
ამას რას ვხედავ? მეწისქვილე!
მოხუცი
ვინ მეწისქვილე!
ჭინკებს და ქაჯებს მე მივყიდე ჩემი წისქვილი.
ფული კი მივეც ჩემს ქალიშვილს - ალის გრძნეულსა,
რომ შეენახა იგი დნეპრის ფსკერზე - სილაში .
ფული იქ არის. მას ცალთვალა თევზი დარაჯობს.
თავადი
გაგიჟებულა ეგ საბრალო! ფიქრები მასში
გაფანტულია, ვით გრიგალის შემდეგ ღრუბლები.
მოხუცი
ნეტავ ვიცოდე, რად არ მოხველ შენ ჩვენთან გუშინ?
მოლხენა გვქონდა, დიდხანს, დიდხანს გელოდებოდით.
თავადი
ვინ მომელოდა მითხარ ერთი.
მოხუცი
ვინ? ჩემი ქალი.
განა არ იცი, მე ყველაფერს გულგრილად ვუცქერ,
არაფერს გიშლით და დილამდე გვერდით რომ გეჯდეს,
სიტყვას არ ვიტყვი.
თავადი
ჰოი, საბრალო მეწისქვილე!
მოხუცი
ვინ მეწისქვილე! ხომ გითხარი, მე ვარ ყორანი
და არა ვიღაც მეწისქვილე! აი შემთხვევა
გასაოცარი: როცა წყალში (შენ ეს ხომ გახსოვს?)
ის გადავარდა, მას კვალდაკვალ გამოვედევნე,
იმ კლდიდან ვცადე გადმოხტომა, მაგრამ უეცრად
ორი ფრთა მძლავრი მე ვიგრზენი მოულოდნელად
ჩემს იღილიებთან გამოსხმული. როგორც ფრინველი,
ჰაერში ფრთებმა გამაჩერეს. და იმ დროიდან
ხან აქ, ხან სხვაგან მე დავფრინავ; ზოგჯერაც ვკორტნი
ძროხის ლეშს სადმ და ხანდახან სასაფლაოზე
ვზივარ და ვჩხავი.
თავადი
გულსაკლავი სურათი არის!
მითხარი მაინც, აქ ვინ გივლის?
მოხუცი
რომ მომივლიდნენ,
ეგ ცუდი როდი იქნებოდა! მოვხუცდი, თანაც
ცელქი შევიქენ. გმადლობთ. მივლის, პატივს არ მაკლებს
პატარა ალი.
თავადი
ვინ?
მოხუცი
შვილიშვილი.
თავადი
ო, არ ძალმიძს
იმის გაგება. შენ, მოხუცო, ამ უღან ტყეში
ან მხეცი შეგჭამს, ან შიმშილით დაიღუპები!
არ გინდა ჩემთან წამოხვიდე, კოშკში იცხოვრო,
და ჩემთან დარჩე?
მოხუცი
შენთან კოშკში? ო, არა, გმადლობ!
იქ შემიტყუებ და ვინ იცის, შემდეგში, ალბათ,
დამახრჩობ შენივ ყელსაბამით. აქ ჩემთვის ვცხოვრობ,
კმაყოფილი ვარ და მაძღარი. რ მინდა შენთან!
(მიდის)
თავადი
და მე ყველაფერის ვარ მიზეზი! საშინელია,
როცა გონებას გადასცდები, სჯობს მას სიკვდილი:
პატივისცემით ჩვენ ვუცქერით მიცვალებულსა,
ვლოცულობთ მისთვის. ათანაბრებს მასთან თვითეულს
ჩვენგან სიკვდილი. მაგრამ როცა ჰკარგავ გონებას,
ადამიანი აღარა ხარ. თვით მეტყველება
ზედმეტი ხდება, რადგან სიტყვას ვეღარ ფლობს კაცი.
ნადირი ტყისა მასში თავის მოძმეს პოულობს,
ადამიანი მას დასცინის და ღმერთიც არ სჯის.
ო, ეგ მოხუცი საცოდავი და უბედური!
მისმა დანახვამ სულიერი ჩემი წამება -
სინდისის ქენჯნა საშინელი კვლავ განმიახლა!
ბაზიერი
აი აქ არის, ძლივს შევძელით მისი მონახვა!
თავადი
აქ რად მოსულხართ?
ბაზიერი
გამოგვგზავნა თქვენმა მეუღლემ,
შიშმა შეიპყრო, თქვენზე სწუხდა.
თავადი
ეგ მზრუნველობა
აუტანელი არის ჩემთვის. ნუთუ ბავშვი ვარ
და სადმე წასვლა მე უძიძოდ არ შემიძლია!
(მიდიან, ალები გამოჩდბიან წყალზე)
ალები
დებო, მივყვეთ! ჯანღ-ნამქერით
გადავფაროთ ველები.
ზრიალით და სიცილ-სტვენით
ვაფრთხოთ მათი ცხენები.
გვიან არის. ცივად ხვდება
ტალღა დნეპრის ნაპირებს.
სადაც არის, გათენდება,
მთვარეც ჩასვლას აპირებს.
ე რ თ- ე რ თ ი ა ლ ი
დავიცადოთ, მთვარე წვება.
მ ეორე
არა! დგება სოფელი,
გაგვიწყრება უფროსი და -
ალების დედოფალი.
(იმალებიან)

სცენა V

დნეპრის ფსკერი
ალების კოშკი

ალები თავიანთ დედოფლის გვერდით ძაფს ართავენ.


უფრ ო ს ი ა ლ ი
ძაფის რთვას თავი დაანებეთ. მზე ჩასულია.
მთვარის სხივები ნათელ სვეტად თავზე გვადგია.
კმარა. აცურდით, ინავრდეთ ცის ქვეშ, სხივებში.
მხოლოდ იცოდეთ, დღეს ნურავის შეახებთ ხელსა,
ნურც მოგზაურსა შეაშინებთ თქვენი ღიტინით,
ნურც მეთევზეებს დაუმძიმებთ ბალახით ბადეს,
ნურც ბავშვებს წყალში შეიტყუებთ თქვენი ზღაპრებით,
ოქროს თევზებზე მომხიბლავი ამბის მოყოლით.
(შემოდის პატარა ალი)
შენ სად იყავი?
ასული
მე მიწაზე ვიყავ ასული,
ბაბუა ვნახე. არ მასვენებს, სულ მევედრება
მდინარის ფსკერზე მოვუნახო, ავბოჭო ფული,
რომელიც თურმე გადაყარა საკუთარ ხელით
ოდესღაც დნეპრში. გულმოდგინედ ყველგან ვეძიე,
და ვერ ვიპოვე. მე არ ვიცი, რა არის ფული.
ამოვუტანე მაინც ბაბუს პეშვი ავსილი
ფერად-ფერადი მოელვარე ნიჟარებითა,
მას მეტისმეტად გაუხარდა.
ა ლ ი
შეშლილი ძუნწი!
დაიცა, შვილო, ყური მიგდე. ამჟამად შენზე
ვამყარებ იმედს. დნეპრის ნაპირს დღეს, ამ საღამოს,
ეწვევა კაცი. დაელოდე, დაუდარაჯდი,
და როცა მოვა, შეეგებე: ახლობელია,
მამაა შენი.
ასული
ეგ ის არის, შენ რომ ოდესღაც
მარტოდ დაგტოვა და შემდეგ სხვა შეირთო ცოლად?
ა ლ ი
სწორედ ის არის. ნაზად შეხვდი, მოუალერსე
და ყოველივე მას უამბე, რაც კი ოდესმე
ჩემგან გსმენია: მოუყევი, თუ როგორ იშვი;
ჩემზე უთხარი ყველაფერი, არ დაუფარო!
თუ შეგეკითხოს, დამავიწყდა იგი თუ მახსოვს,
უთხარ, რომ მუდამ ის მახსოვდა, რომ ახლაც მიყვარს,
რომ მას მოველი. ყველაფერი გასაგებია?
ასული
მესმის, გვიგე.
ა ლ ი
აბა, წადი.
(მარტო)
შემდეგ იმისა,
რაც უმეცრულად მდინარეში თავი დავიხრჩვე,
როგორც გოგონამ უნუგეშომ, შეუძლებულმა,
რაც ამ მდინარე დნეპრში ვპოვე თავშესაფარი,
და მის წიაღში გამოვფხიზლდი, როგორც ძლიერი
და ცივი ალი, - წელიწად შვიდი გავიდა.
შვიდი წელია, მე ვოცნებობ, შური ვიძიო
და ახლა ვგონებ, მოახლოვდა ნანატრი წამი.

ს ც ე ნ აVI

მდინარის ნაპირი.
თავადი
ამ სევდიანი ნაპირისკენ მე უნებლიეთ
მოვყავარ რაღაც შეუცნობელ, იდუმალ ძალას.
აქ ყოველივე მომაგონებს შორეულ წარსულს -
ჩემი ბრწყინვალე, ეშხით სავსე ახალგაზრდობის
ეგზომ საყვარელ, მაგრამ თანაც მწუხარე ამბავს,
მე აქ ოდესღაც სიყვარული მეგებებოდა -
თავისუფალი სიყვარული ვნებით მჩქეფარე.
ო, მე უგნური! ბედნიერი ვიყავი მაშინ!
როგორ შემეძლო უკუმეგდო ეს ნეტარება?
ფიქრები მწარე, ოცნებანი სევდით აღსავსე,
კვლავ გააცოცხლა გუშინდელმა ჩემმა შეხვედრამ.
საბრალო მამა! საშინელი სანახავია!
ეგებ ამ ტყეში ხელმეორედ მას შევეყარო
და დავითანხმო მიატოვოს ეს ტყე-უღანი, -
ჩემთან მოვიდეს და იცხოვროს. . .
(პატარა ალი ნაპირზე გამოდის)
ამას რას ვხედავ?!
საიდან მოხვალ, მშვენიერო და ტურფა ბავშვო?
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ა ლი

სცენა I

დნეპრის ნაპირი. წისქვილი. მეწისქვილე და მისი ასული.

მ ე წი ს ქ ვ ი ლე

ახ, ახალგაზრდა გოგონებო, თქვენ სუყველანი ხართუჭკუონი. თუმამაკაცს, არა უბრალოს,


არამედ დიდსა და წარჩინებულს გადაეყრებით, საჭიროარის განამტკიცოთურთიერთობა.
მაგრამ რით? ჭკუით, ყოფაქცევით, პატიოსნებით: უნდა შეგეძლოთხან ალერსით, ხანაც
სიმკაცრით მისი მიზიდვა; თან გადაკვრითდა ორლესულად
ქორწინებაზე საუბარი. მაგრამ მთავარი

ეგ არის დაცვა ქალიშვილის პატიოსნების უძვირფასესი საუნჯისა; იგი, ვითსიტყვა ,


ვერდაიბრუნებ, თუგაფრინდა. და თუიმედი დაქორწინების აღარარის, მაშინ გექნებათ
საშუალება , რომ როგორმე თქვენთვის ან თქვენი მშობლებისათვის სასარგებლოს რამეს
გამორჩეთ. საჭიროარის ჩააგონოთახლავე თქვენ თავს:
”განა მას მუდამ ვეყვარები, განა ყოველთვის ის მანებივრებს?” მაგრამ არა! საღი მსჯელობა
კეთილსაქმეზე არგჩვევიათ, ან დროგაქვთმისთვის? თავბრუგესხმებათიმ წუთშივე და გიხარიათ
მუქთადყოველი შეუსრულოთგულისწადილი;

თქვენ გსურთმთელი დღე უდარდელად, თავდავიწყებით იყოთსატრფოსთან, მის


კისერზე შემოხვეული.
სატრფოკი, ხედავ, არსადარი, გაჰქრა , წავიდა ,

და თქვენ კი რჩებითხახამშრალნი. ო, ბრიყვნო, ბრიყვნო! განა შენთვის არმითქვამს


ასჯერ: შვილო, შენ იცი,
არჩაიდინოსისულელე, იყავი ფრთხილად, ბედნიერება არდაჰკარგო, შენ რომ გეწვია, და
ეგ თავადი არგაუშვა; ტყუილუბრალოდ
არდაიღუპოშენი თავიც. რა გამოვიდა ? დაჯექი ახლა და იტირე იმაზე, რასაც შენ
ვერასოდეს დაიბრუნებ.
მ ე წი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული რატომ გგონია,
რომ მე თავადმა დამივიწყა და მიმატოვა ?

მ ე წი ს ქ ვ ი ლე

როგორთურატომ? მოიგონე, აბა რამდენჯერ კვირაში წინათამ წისქვილში ის


მოდიოდა ?
ა? მიპასუხე. ხომ ყოველდღე და ზოგჯერდღეში ორჯერმოუსლიც დამინახავს. შემდეგ
კი უფრო და უფროძვირად. მეცხრე დღეა, რაც რომ თავადი
ჩვენ აქ მოსული არგვინახავს. აბა რას იტყვი? მ ე წი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული
არა სცალია. საზრუნველი განა ცოტა აქვს?

ის მეწისქვილე ხომ არარის; მის ნაცვლადწყალი


არშეასრულებს სამუშაოს. ის ხშირადამბობს, რომ მისი შრომა სხვის ჯაფაზე
ბევრადძნელია .
მ ე წი ს ქ ვ ი ლე

გჯეროდეს მისი! როდი იყოთაადს ეშრომოს.

ანდა რა არის მათი ჯაფა? მწევრებითკურდღლის, მელების დევნა , ქეიფობა, მეზობლის


ჩაგვრა
და ქარაფშუტა გოგონების გადაბირება .

იგი, საბრალო, თურმე თავადეწევა შრომას! ჩემს მაგივრადკი სამუშაოს წყალი


ასრულებს! მე კი აქ დღე-ღამ ვერვისვენებ: ათას ადგილას სჭირდება წისქვილს
შეკეთება : აქ ღარი დალპა , იქ კიდევ წყალი იპარება და იკარგება.
ის იქნებოდა უმჯობესი, თავადისათვის გეთხოვა ფული ამ წისქვილის შესაკეთებლად.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული აჰ!
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

ეგ რაღაა?

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული

ჩუ! მომესმა ჩემთვის ნაცნობი ფეხის ხმა ცხენის. . . ო, ის არის!


მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

გახსოვდეს, შვილო,

ის, რაც გირჩიე; დარიგება არდაივიწყო. . .

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული
აი, მოვიდა!

(შემოდის თავა დი. მეჯინიბეს მიჰყავს მისი ცხენი)

გამარჯობა , ჩემოძვირფასო, შენც გაგიმარჯოს, მეწისქვილევ! კეთილი იყოს


მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

აქ მობრძანება , მოწყალეოჩვენოთავადო.

დიდხანს ნათელი თქვენი სახე ჩვენ არგვიხილავს. წავალ, რომ რამე მოგიმზადო,
გაგიმასპინძლდე. (მიდის)
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული

როგორღა იყომომიგონე და გაგახსენდი!

არა გრცხვენია , ამოდენხანს რომ გამაწვალე ამ საშინელი მოლოდინით? რა არვიფიქრე,


ნეტავი რა არწამომიდგა თვალწინ ოცნებით,
როგორი შიში არაღიძრა ჩემს შემკრთალს გულში! ვიფიქრე, ცხენმა სადმე ხმრამში, ანდა
ჭაობში თუგადატყორცნა; უღრან ტყეში ეგების დათვმა
თუდაგამარცხა და დაგძლია; რომ თავს ცუდადგრძნობ, რომ ავადა ხარ, ან დამტოვე,
აღარგიყვარვარ. . .
მაგრამ მადლობა მეუფეს! გხედავ ჯანმრთელად, ისევ ჩემთან ხარ, როგორც წინათ, ისევ
გიყვარვარ. ხომ მართალია ?
თა ვ ა დი

როგორც წინათ, ჩემოლამაზო,


და უფრომეტად, უფრომეტად. მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული
მაგრამ რატომღაც

ხარმოწყენილი. სთქვი, რა მოხდა?

თა ვ ა დი

ვარმოწყენილი?

შენ მოგეჩვენა: მე ყოველთვის ვარმხიარული, როცა შენთან ვარდა გიცქერი.


მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული არამბობ მართალს,
როდესაც შენ ხარმხიარული, მაშინ შორიდან ჩემკენ იჩქარი და მეძახი, - ო,
ჩემომტრედო,
სადხარ, რას შვრები? და შემდეგ კი მეამბორები, თან მეკითხები, თუმახარებს შენი
დანახვა,
ან შენსა მოსვლას ასე ადრე თუმოველოდი.

ახლა კი სდუმხარ, ჩემს საუბარს ჩუმადყურს უგდებ, ყელს არმეხვევი, არმიკოცნი


ალერსითთვალებს.
ალბათ, რაიმემ შეგაშფოთა, ან შეგაწუხა?

ეგებ ჩემზედხარგულნატკენი, ან გულმოსული? თა ვ ა დი


მე არმსურს თავი მოგაჩვენოდა ვიორპირო,

შენ ხარმართალი: მწუხარებას დიდსა და მძიმეს გულში ვატარებ. შენ ვერშესძლებ ვერც
ალერსითა , ვერც სიყვარულითმის გაფანტვას. არშეგიძლია შემიმსუბუქოიგი, ანდა
გაიზიარო.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული

მაგრამ მე მიმძიმს, შენთა ერთადარგანვიცადო დარდი და სევდა . ხვაშიადი გამანდე


შენი.
თუნებას დამრთავ, მე ვიტირებ, თუამიკრძალავ, არც ერთი წვეთი ჩემი ცრემლის
არშეგაწუხებს.
თა ვ ა დი

რისთვის ვაყოვნებ? მალე გეტყვი, უფროკარგია . ჩემოძვირფასომეგობარო, შენ


თავადიცი, ბოლომდე მტკიცე ნეტარება რომ არარსებობს
ამ ქვეყანაზე: ო, ვერც დიდი გვარიშვილობა , ვერც სილამაზე, ვერც სიმდიდრე, ვერც
ძლიერება თავს ვერდააღწევს საბოლოოდუბედურებას.
და ჩვენც, ხომ მართალს ვლაპარაკობ, ჩემოლამაზო?- ვიყავითორნივ ბედნიერი; მე კი,
ჩემ თავად,
ვიყავი შენითბედნიერი, შენი ტრფიალით. და რაც არუნდა მომივიდეს აწ ცხოვრებაში,
ვერდაგივიწყებ და ყოველთვის მემახსოვრები შენ, ჩემოკარგო! მაგრმ ახლაც რასაც
ვშორდები, მის მაგივრობას ვერაფერი ვერგასწევს ჩემთვის.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული

შენი სიტყვები კიდევ კარგადვერგამიგია,

მაგრამ მე უკვე მეშინია, ნუთუჩვენ მტრობას, გვიპირებს ბედი, მწუხარებას რამეს


გვიმზადებს, ვინ იცის, ეგებ განშორებას?
შენ უკვე მიხვდი.
თა ვ ა დი

ჩვენ სამუდამოდგანშორება ბედმა გვარგუნა .

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული

ნეტავ ვინ გაგვყრის? ნუთუყველგან თან რომ გამოგყვე და შენთან ვიყო, მე ამისი არა
მაქვს ნება?
ვაჟის ტანსაცმელს გადავიცვამ. სამსახურს ერთგულს გაგიწევ გზაში, ლაშქრობაში,
სადაც იქნები,
თუგსურს ომშიაც, - მე ომისა არმეშინია, მხოლოდშემეძლოს შენ გიცქირო. არა,
არმჯერა . ან ეგებ გინდა, შენ ფიქრები ჩემზე გაიგო,
ან გამომცადო, ან თავს იქცევს და მეხუმრები? თა ვ ა დი
არა, ხუმრობის ხასიათზე მე დღეს არა ვარ, შენი გამოცდა როდი რის ჩემთვის საჭირო;
შორს ქვეყანაში არვაპირებ მე გამგზავრებას
და არც საომრადგალაშქრებას, მე სახლში ვრჩები, მაგრამ ერთმანეთს სამუდამოდუნდა
განვშორდეთ.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული

დაიცა, ახლა ყველაფერი მე უკვე მესმის. . .

შენ ცოლს თხოულობ.

(თავადი დუმს)

ცოლს თხოულობ! თა ვ ა დი
აბა რა ვუყო?

თავადგანსაჯე. თავადებიც, ვითქალიშვილნი,


თავისუფალნი არარიან. გულითარჩეულ

ქალებს ისინი ვერირთავენ, არამედსხვების სარგებლობისა მეოხებითდა ანგარებით.


შენს მწუხარებას დროდა ღმერთი მოჰფენენ ნუგეშს, ნუდამივიწყებ,
ჰა, წაიღე აი ეს ჯიღა

ჩემდა სახსოვრად; დაიცადე, მე თვითმოგარგებ. მე ყელსაბამიც მოგიტნე კიდევ


საჩუქრად,
აჰა, წაიღე. მართლა , კიდევ მამას შევპირდი ეს საჩუქარი. გადაეცი მას იგი ჩემგან.
(გადასცემს ოქროთი სავსე ქისას)

მშვიდობითახლა.

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული

დაიცადე. მინდოდა მეთქვა რაღაც. . . არმახსოვს. . .


თა ვ ა დი

მოიგონე.

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული მზადა ვარშენთვის


რომ ყველაფერი. . . სულსხვას ვამბობ. . . ო, დაიცადე, ვერწარმოვიდგენ, სამუდამოდშენ
მე მტოვებდე. . . ო, არა, არა! ახლაც ისევ სხვას ვლაპარაკობ. . .
ჰო, მართლა. ძლივსღა მომაგონდა: დღეს მე ვიგრძენი. . .

პირველადჩემში. . . შენი ბავშვი გულთან გაინძრა .

თა ვ ა დი
ჰოი, საბრალო! რა უბნდა ჰქნა? თუნდაც იმისთვის თავს მოუარე, გაუფრთხილდი.
უყურადღებოდ
არც შენ, არც შენს ბავშვს არდავტოებ. ვინ იცის, შემდეგ, დრორომ გაივლის, - ეგებ
თავადთქვენს სანახავად
აქ ჩამოვიდე. ნუიდარდებ, ნუდაღონდები. უკანასკნელადმოდი ჩემთნ, შემოგეხვევი.
(მიმავა ლი)
უჰ, ვგონებ მოვრჩი! თითქოს ჩემს სულს ტვირთი მოშორდა,

ველოდი გრიგალს, მაგრამ საქმე მშვიდობიანად დამთავრდა , მგონი.


(მიდის. ქალი უძრავა დდგა ს)

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

(შემოდის)

გთხოვთ, მობრძანდეთ, ბატონოჩემო,

ჩემთან წისქვილში. . . მაგრამ სადღა წავიდა ნეტავ? ჩვენი თავადი, სთქვი, სადარის? ვაჰ!
ვაჰ! როგორი ჯიღა გადგია! სულძვირფასი თვალებითშემკული! ბრწყინავს და იწვის!
ყელსაბამიც! მართალი გითხრა, არის მეფური საჩუქარი. ჩვენომოწყალევ,
ამშენებელო! ეს რაღაა? ქისაა! ფულით?

მაგრამ რას სდუმხარ, არინძრევი, არაფერს ამბობ? სიტყვაც არგინდა , რომ წარმოსთქვა ?
შენ ეგებ ჭკუა სიხარულისგან დაგეკარგა , გამოთაყვანდი,
ან ეგებ დამბლამ გაგაქვავა ?!

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული არა, არმჯერა,


არშემიძლია წამოდგენაც. . . როგორმიყვარდა . ოჰ, ნუთუიგი ნადირია ? ნუთუასეთი
გულბოროტია?
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

მითხარი, ვისზე ლაპარაკობ? მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული


როგორშემეძლოგანრისხება მისი ნეტავი? მშობელოჩემო, მიპასუხე. ან ერთკვირაში
ნუთუსიტურფე ჩემი გაქრა? ან ეგებ ვინმემ მოშხამა იგი, შეულოცა ?
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

რა მოგივიდა?

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული

მშობელოჩემო, ის წავიდა ! ჰე, მიჰქრის ცხენით, და მე, სულელმა, ის გავუშვი,


არდავაკავე,
გაბოროტებითმას კალთები არდავახიე,

და არჩავჭიდე ცხენის აღვირს ორივე ხელი!

დაე, მას ჩემთვის, განრისხებულს, ხმლითმოეკვეთა ხელები ჩემი. დაე, აქვე


შეუბრალებლად
იმის ბედაურს გაეთელა ჩემი სხეული! მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე
შენ, ვგონებ, ბოდავ! მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული
თავადები, თურმე ნუიტყვი,

ვითქალიშვილნი, არარიან თავისუფალნი


ცოლის თხოვაში. . . მაგრამ იმათარვინ უკრძალავს ფიცს, დაპირებას, ცრემლების ღვრას
და მოტყუებას, ან ასეთსიტყებს: ”მე წაგიყვან ჩემს სასახლეში
და მოგათავსებ საიდუმლოკოშკის ოთახში,

მოგრთავ ხავერდითდა შეგმოსავ ალისფერფარჩით”. მათარვინ უშლის, ქალიშვილებს


რომ შეასწავლონ შუაღამისას წამოდგომა დასტვენის ხმაზე, წისქვილის უკან მათთან
ჯდომა გათენებამდე.
მათმოსწონთ, გული თავადური რომ ანებივრონ ჩვენი ჭირითდა უბედობით; შემდეგ, -
მშვიდობით! წადი, მიბრძანდი, გენაცვალე, სადაც მოგწონდეს, და შეიყვარე ვინც
გნებავდეს.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

ახლა გავიგე.

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული

ვინ ჰყავს საცოლედარჩეული? ნეტავ ვიცოდე, ვისზე გამცვალა ? მე გავიგებ მის


ვინაობას,
მე მივალმასთნა , - არამზადა იმ დედაკაცთან, -

და ვეტყვი, თავადს ჩამოშორდს, რადგან ერთხრამში ორი ძუმგელი ვერიცხოვრებს.


მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

შენ ხარსულელი!

ვის შეუძლია, თავადს ხელი რომ შეუშალოს, თუის საცოლეს ამოირჩევს!


ნუთუარგესმის? ხომ მითქვამს შენთვის არა ერთხელ. . .
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული ან როგორშესძლო
ისე, ვითკაცმა გულკეთილმა , გამოთხოვება

და საჩუქრების დატოვება ? ა? როგორმოგწონს? ფულის მოცემაც! სურდა თავი


გამოესყიდა! ცდილობდა ჩემთვის მოვერცხლილი როგორმე ენა, რომ საძრახისი მის
შესახებ არსადთქმულიყო, და ცუდხმას ცოლის ყურებამდე არმიეღწია .
ჰო, მართლა, ახლა გამახსენდა , მან დამავალა ,

ეს ფული შენთვის გადმომეცა , რადგან ქალიშვილს

არუკრძალავდი მასთან ყოფნას, რომ არა მკაცრად მას ეპყრობოდი და უვლიდი. . .


კეთილმოგხმარდეს დაღუპვა ჩემი (გადასცემს ქისას)
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

(თვალცრემლია ნი)

ღმერთოჩემო, რას მოვესწარი!

ეგ რა მომესმა , რა გავიგე! ცოდვაა შენთვის, შენს მშობელმამას ამნაირადუსაყვედურო.


ერთიღა შვილი გამაჩნიხარამ ქვეყანაზე, ერთი ნუგეში და სიამე სიბერის ხანაში.
როგორშემეძლოშემეზღუდა შენი სურვილი? ღმერთმა დამსაჯა იმისათვის, რომ ასე
სუსტად ჩემს ვალს მამობრივს ვასრულებდი.
მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული გული მეხუთვის!
ჩემს კისერს თითქოს ცივი გველი შემოჭდობია . ო, მე მან გველი, გველი,
ნაცვლადმარგალიტისა , ყელს მომახვია .
(ჩამოიგლეჯს მარგა ლიტის ყელსაბამს)

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

გონს, გონს მოდი. . .

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლი ს ა ს ული აი, ასევე


გაგგლეჯდი შენცა , არამზადავ, გველის წიწილავ. წყეულო, ვინც მე დამაშორე გულის
სატრფოსა. შენ ბოდავ, ბოდავ უეჭველად.
(მოიხსნის ჯიღას)

აი, - გვირგვინი,

ჩემი გვირგვინი სამარცხვინო! თურმე ამითი დაგვაქორწინა ჩვენ ეშმაკმა მაშინ, როდესაც
დავგმე, რაც იყოსანუკვარი. განქორწინებას
ჩვენ ახლა ვახდენთ. დაიკარგე, ჩემოგვირგვინო!

(გადისვრის ჯიღას დნეპრში)

ახლა კი მორჩა ყოველივე! (გადავარდება წყალში)

მ ე წ ი ს ქ ვ ი ლე

(ძირს ეცემა)

ოჰ, ვაი, ჩემს თავს!

ს ც ე ნ ა II
თავადის კოშკი

ქორწილი. ნეფე-დედოფალი სუფრაზე სხედან. სტუმრები. ქა ლიშვილთა გუნდი.


მ ა ჭ ან კ ა ლი

ჩვენ ეს ქორწილი მხიარულადგადავიხადეთ. ჩვენოთავადო, გაგიმარჯოს შენი


მეუღლით. ჯანი, თანხმობა, სიყვარული უფალმა მოგცეთ,
ჩვენ კი შეგვეძლოს თქვენთან ხშირადდროს გატარება . ლამაზმანებო, მალხაზებო,
თქვენ რადმიყუჩდით? თეთროგედებო, ბროლის ყელი რადდაადუმეთ? ნუთუსუყველა
იგალობეთსაგალობელი?
ან ეგებ ყელი გამოგიშროთხანგრძლივ სიმღერამ? გ უნ დი
მაჭანკალო, მაჭანკალო, უთვბოლომაჭანკალო!
დავეძებდითცოლადქალსა , - მივადექითბოსტნის კვალსა . დაგვეღვარა კასრი ლუდი, -
ბოსტანს ლუდის სუნი უდის. მივესალმეთჭიშკრის ბოძსა, შევევედრეთპანტის რტოსა,
პანტის რტოო, თუპანტაო, გვითხარ, წავიდე სადაო!
საცოლე გვსურს, სადმე ვნახოთ. მაჭანკალო, მიხვდი ახლა, -
შენი ქისა ასწი მაღლა.

ქისაშია, ვატყობთ, ფული, რომ ახაროს ჩვენი გული.


მ ა ჭ ან კ ა ლი

ეგ რა სიმღერა აირჩიეთთქვენ, კუდრაჭებო! აჰა, წაიღეთ, - ოღონდნურას


მისაყვედურებთ. (ასაჩუქრებს ქალიშვილებს)
ე რთი ხ მ ა

ფერად კენჭებზე, ყვითელქვიშაზე ჩქარი მდინარე მიილტვის, მიჰქრის. ჩქარმდინარეში


ორი პატარა ,
ორი პატარა თევზი სეირნობს. ერთი მეორეს ეტყვის: გსმენია, დაო, ამბავი ჩვენი
მდინარის?
როგორიხრჩობდა თავს ტურფა გუშინ

და დახრჩობის დროს სატრფოს სწყევლიდა ?

მ ა ჭ ა ნ კ ა ლი

მზეთუნახავნო! ეგ როგორი სიმღერა არის? იგი როდია საქორწილო, მე კარგადმესმის,


გამოტყდით, ვინ თქვა ეგ სიმღერა ?
ქ ა ლი შ ვ ი ლე ბ ი

მე ის არმითქვამს. . .

არც მე. . . არც ჩვენა. . .

მაშ, ვინ იყო, სიმღერა რომ თქვა?

(ქალიშვილთა შორის ჩურჩულია)


თა ვ ა დი

მე ვიცან, ვინ თქვა (წამოდგება სუფრიდან და ხმადა ბლა ეტყვის მეჯინიბეს), ის აქ


ჩუმდება შემოპარულა !
დაუყოვნებლივ გაიყვანე, თანაც გამიგე, ვინ შემოუშვა , ვინ გაბედა?
(მეჯინიბე ქალიშვილებთან მივა)

(თავადი დაჯდება თავისთვის)

მას შეუძლია

აურზაური აქ ასტეხოს. ისეთი დიდი,

რომ სირცხვილისგან ვეღარშევძლოთავის დამალვა .

ის მე თავს მომჭრის. მ ე ჯი ნ ი ბ ე
ვერმოვძებნეთ, იგი არსადჩანს.

თა ვ ა დი

ეძიე. ვიცი, ის აქ არის და იმალება ,

ეს მან იმღერა.

ს ტუმ ა რი

ოჰ, სასმელი ეს არის, ესა!

თანაბრადგართმევს, თუდალიე, თავსაც და ფეხსაც. ოდნავ მწარეა : რომ შევატკბოთ,


კარგი იქნება. (ნეფე-დედოფალი კოცნიან ერთმანეთს. ისმის სუსტი კივილი)
თა ვ ა დი

ის არის! მისი გამყივარი კივილი. (მეჯინიბეს) რაო?

მ ე ჯი ნ ი ბ ე

დავძებნე ყველგან, ვერვიპოვე.


თა ვ ა დი

ბრიყვო, სულელო. ძ მ ა დნ ა ფი ც ი
(ზეზე წამოდგება)

ვფიქრობ, დროარის ჩავაბაროთმეუღლე თავადს

და შევაფრქვიოთახალგაზრდებს პეშვებითსვია.

(ყველანი დგებიან)

მ ა ჭ ა ნ კ ა ლი

ცხადია, დროა. მომაწოდეთახლა მამალი.

(ახალგა ზრდებს აჭმევენ შემწვარი მამალის ხორცს, შემდეგ მათსვიას შეაყრია ნ და დასა
ძინებელოთახში მიჰყავთ)
მ ა ჭ ა ნ კ ა ლი

ჩემოძვირფასოქალბატონო, ნუგეშინია,

იყავ მორჩილი, არიტირო.

(ახალგა ზრდები საძინებელოთახში შედიან, სტუმრები, მაჭანკლისა და ძმა დნაფიცის


გარდა , დაიშლებიან)
ძ მ ა დნ ა ფი ც ი

სადარის თასი? მთელღამეს ცხენითსიარული ფანჯრებქვეშ მელის


და ღვინითცოტა რომ შევმაგრდე, ცუდი როდია.

მ ა ჭ ა ნ კ ა ლი

(გაუვსებს ღვინითთა სს)

აჰა, მიირთვი და შეირგე! ძ მ ა დნ ა ფი ც ი


ო, დიდადგმადლობ! ხომ ყველაფერი დაბოლოვდა კარგად, კეთილად?
ქორწილიც იყოჩინებული. მ ა ჭ ა ნ კ ა ლი
ჰო, მადლობა ღმერთს. კარადჩატარდა ყველაფერი, ერთია ცუდი.
ძ მ ა დნ ა ფი ც ი

რა, მაგალითად? მ ა ჭ ა ნ კ ა ლი
სხვა სიმღერა , რაღაც უმსგავსო, რომ უგალობეს. ეგ არარის კარგი ნიშანი.
ძ მ ა დნ ა ფი ც ი

რა გინდა უყოქალიშვილებს! არშეუძლიათ

არიეშმაკონ, არიცელქონ. . . სადგაგონილა ,

რომ ვინმემ განზრახ ჩაუშხამოს თავადს ქორწილი? უკვე დროარის, რომ წავიდე, ცხენს
შემოვაჯდე, მშვიდობით, ჩემონათლიდედავ!
მ ა ჭ ა ნ კ ა ლი

ოჰ, გული მიგრძნობს! გადავიხადეთუდროოდროს ჩვენ ეს ქორწილი.

ს ც ე ნ ა III

დარბაზი

თავადის მეუღლე და მისი გამდელი


თა ვ ა დი ს მ ე უღლე

ჩუ! ვგონებ ისმის საყვირის ხმა; არა, არმოდის. ჩემოგადიავ, როცა საქმროდის
ითვლებოდა , სულჩემთან იყოგანუყრელად, განუშორებლად; მუდამ თვალებში
შემცქეროდა ალერსიანად.
და რაც მითხოვა , ყველაფერი გამოიცვალა,

მზის ამოსვლამდე, დილითადრე გამომაღვიძებს, ბრძანებას გასცემს შეკაზმული


მოართვან ცხენი; არავინ იცის, თუსადარის დაღამებამდე.
როს დაბრუნდება, ალერიანს ეგებ ორსიტყვას თუგაიმეტებს; ეგებ ოდნავ ჩემს პირისახეს
ალერსიანად, სხვათა შორის, ხელს თუშეახებს. გ ა მ დე ლი
მამაკაცები, ქალბატონო, მამლებსა ჰგვანან:

ერთს დასძახებენ ყიყლიყოსა , ფრთებს დაბერტყავენ, მერე მშვიდობით. ქალები კი,


როგორც კრუხები,
შინ უნდა ისხდნენ წიწილების გამოსაჩეკად. ვიდრე გითხოვდეს მამაკაცი, მას
ვერიშორებ,
არსვამს და არჭამს, შემოგცქერის და გულს იღონებს, გითხოვს და მყისვე შეიცვლება ,
რას არიგონებს!
ხან საჭიროა მეზობლები მოინახულოს,

ხან სანადიროდშევარდნებითწასვლას ინდომებს, ხან ლხინში მიდის, ხან საომრადმას


ეჩქარება,
აქეთდა იქით, შინ ყოფნა კი არუხარია.

თა ვ ა დი ს მ ე უღლე
შენ როგორფიქრობ? ხომ არა ჰყავს მას საიდუმლოდ სატრფოგულისა ?
გ ა მ დე ლი

ნურც იფიქრებ, ღმერთს ნუშესცოდებ:

მითხარი, ვისზე შეუძლია შენ მან გაგცვალოს?

ყველაფრითსჭარბობს შენ სუყველას - მშვენიერებით, ზნით, ჩვეულებითდა გონებით.


აბა, მითხარი,
სადშეუძლია მან მონახოს, თუარა შენში ასეთი განძი უძვირფასესი?
თა ვ ა დი ს მ ე უღლე

უფალმა ჩემი ვედრებანი რომ შეიწყნაროს

და მომცეს შვილი! ჩემს მეუღლეს მე მაშინ ისევ მივიზიდავდი ძველებურად. . . ოჰო,


ეზოში
მონადირენი შეკრებილან. მეუღლე ჩემი

დაბრუნებულა. მაგრამ რატომ არა ჩანს იგი?

(შემოდის ბაზიერი)

რაო? თავადი სადღა არის? ბ ა ზი ე რი


თავადმა ყველას

წასვლა გვიბრძანა .

თა ვ ა დი ს მ ე უღლე

თვითსადღა არის? ბ ა ზი ე რი
იქ დარჩა იგი. დნეპრის ნაპირას, უღრან ტყეში, განმარტოებით.
თა ვ ა დი ს მ ე უღლე

როგორგაბედეთ, რომ დატოვეთტყეში.

სულმარტოდმარტო?! რა ერთგულნი თქვენ ხართმსახურნი! ახლავ დაბრუნდით, ამ


წუთშივე მისკენ გაქროლდით!
და მოახსენეთ, რომ ეს იყოჩემი ბრძანება . (ბაზიერი მიდის)
ო, ღმერთოჩემო! ღამითტყეში დაეხეტება ნადირიც, მხეციც და სასტიკი ადამიანიც,
ან კიდევ ქაჯი. განსაცდელი განა შორს არი! წადი ახლავე და სანთელი ხატთან აანთე!
გ ა მ დე ლი

მივალ, მივრბივარ, ჩემომთვარეო. . .

ს ც ე ნ ა IV

დნეპრი. ღამე

ა ლე ბ ი

ცქრიალა გუნდადწყლის ნაპირებზე ამოვცურდებით

და უდარდელადმთვარის შუქზე ვნავარდობთ, ვთბებით. გვიყვარს ღამითკისკისითა


მაღლა ასვლა ფსკერიდან, როცა მთვარე სხივებითა დნეპრს ეფრქვევა ზეციდან.
ჩვენ ერთმანეთს ხელებს ვუწვდით, სივრცე ლურჯადკრიალეს.
მწვანე თმებსა ვიშორებთ, ვუცდით, ვიდრე ცა არიალებს.
ე რთი მ ა თგ ა ნ ი

ჩუმად, ჩუმად! აქაც-იქაც ირხევა ლელიანი.


მ ე ორე

ჩვენს და მთვარეს შორის ვიღაც დადის ადამია ნი.


(იმალებიან)

თა ვ ა დი

ჩემთვის ნაცნობი და მწუხარე მიდამოები!

მე ვცნობ ყველაფერს, რასაც ირგვლივ ამჟამადვხედავ. აი წისქვილი! იგი უკვე


დანგრეულია .
ხმა მხიარული მისი თვალების აღარმოისმის

ქვაც აღარბრუნავს. ჩანს, მოხუციც გარდაიცვალა .

მას არდასცალდა ქალიშვილი დიდხანს ეგლოვა . აქ გზა-ბილიკი გადიოდა, ის


აღარმოსჩანს, მრავალი წელი აქ კაცის ფეხს არგაუვლია .
აქ იყობაღჩა მოაჯირით; ო, ნუთუიგი

ამ მოშრიალე და ხუჭუჭა ტევრადგადიქცა?

აი ის მუხაც სანუკვარი; აქ, ამ მუხის ქვეშ იგი კისერზე მომეხვია, მორცხვადმომენდო. ო,


ნუთუ, ნუთუ?
(უახლოვდება ხეებს. ფოთლები ჩამოცვივლდება )

ეგ რას ნიშნავს? ფოთლები ხისა


სწრაფადგაყვითლდნენ, შეიკუმშნენ, შემდეგ შრიალით შტოებსაც მოსწყდნენ და
ფერფლივითგადამეფრქვივნენ. და მუხა იგი, ისე როგორც ხე დაწყევლილი,
დგას ჩემს წინ შავდ, გაძარცული.

(შემოდის ჩამოხეული, ნახევრადშიშველი მოხუცი)

მ ოხ უც ი

სალამი, სიძევ!

თა ვ ა დი

მითხარ, ვინა ხარ? მ ოხ უც ი


ყორანი ვარმე აქაური.

თა ვ ა დი

ამას რას ვხედავ? მეწისქვილე! მ ოხ უც ი


ვინ მეწისქვილე!

ჭინკებს და ქაჯებს მე მივყიდე ჩემი წისქვილი. ფული კი მივეც ჩემს ქალიშვილს - ალის
გრძნეულსა , რომ შეენახა იგი დნეპრის ფსკერზე - სილაში . ფული იქ არის. მას
ცალთვალა თევზი დარაჯობს.
თა ვ ა დი

გაგიჟებულა ეგ საბრალო! ფიქრები მასში

გაფანტულია , ვითგრიგალის შემდეგ ღრუბლები. მ ოხ უც ი


ნეტავ ვიცოდე, რადარმოხველშენ ჩვენთან გუშინ? მოლხენა გვქონდა , დიდხანს,
დიდხანს გელოდებოდით.
თა ვ ა დი

ვინ მომელოდა მითხარერთი. მ ოხ უც ი


ვინ? ჩემი ქალი. განა არიცი, მე ყველაფერს გულგრილადვუცქერ,
არაფერს გიშლითდა დილამდე გვერდითრომ გეჯდეს, სიტყვას არვიტყვი.
თა ვ ა დი

ჰოი, საბრალომეწისქვილე!

მ ოხ უც ი

ვინ მეწისქვილე! ხომ გითხარი, მე ვარყორანი და არა ვიღაც მეწისქვილე! აი შემთხვევა


გასაოცარი: როცა წყალში (შენ ეს ხომ გახსოვს?) ის გადავარდა , მას
კვალდაკვალგამოვედევნე, იმ კლდიდან ვცადე გადმოხტომა , მაგრამ უეცრად ორი
ფრთა მძლავრი მე ვიგრზენი მოულოდნელად
ჩემს იღილიებთან გამოსხმული. როგორც ფრინველი, ჰაერში ფრთებმა გამაჩერეს. და იმ
დროიდან
ხან აქ, ხან სხვაგან მე დავფრინავ; ზოგჯერაც ვკორტნი ძროხის ლეშს სადმ და ხანდახან
სასაფლაოზე
ვზივარდა ვჩხავი. თა ვ ა დი
გულსაკლავი სურათი არის! მითხარი მაინც, აქ ვინ გივლის?
მ ოხ უც ი
რომ მომივლიდნენ,

ეგ ცუდი როდი იქნებოდა ! მოვხუცდი, თანაც

ცელქი შევიქენ. გმადლობთ. მივლის, პატივს არმაკლებს პატარა ალი.


თა ვ ა დი

ვინ? მ ოხ უც ი
შვილიშვილი. თა ვ ა დი
ო, არძალმიძს

იმის გაგება. შენ, მოხუცო, ამ უღან ტყეში

ან მხეცი შეგჭამს, ან შიმშილითდაიღუპები!

არგინდა ჩემთან წამოხვიდე, კოშკში იცხოვრო, და ჩემთან დარჩე?


მ ოხ უც ი

შენთან კოშკში? ო, არა, გმადლობ!

იქ შემიტყუებ და ვინ იცის, შემდეგში, ალბათ,

დამახრჩობ შენივ ყელსაბამით. აქ ჩემთვის ვცხოვრობ, კმაყოფილი ვარდა მაძღარი.


რმინდა შენთან!
(მიდის)

თა ვ ა დი

და მე ყველაფერის ვარმიზეზი! საშინელია ,

როცა გონებას გადასცდები, სჯობს მას სიკვდილი: პატივისცემითჩვენ


ვუცქერითმიცვალებულსა , ვლოცულობთმისთვის. ათანაბრებს მასთან თვითეულს
ჩვენგან სიკვდილი. მაგრამ როცა ჰკარგავ გონებას, ადამიანი აღარა ხარ.
თვითმეტყველება
ზედმეტი ხდება , რადგან სიტყვას ვეღარფლობს კაცი. ნადირი ტყისა მასში თავის
მოძმეს პოულობს,
ადამიანი მას დასცინის და ღმერთიც არსჯის. ო, ეგ მოხუცი საცოდავი და უბედური!
მისმა დანახვამ სულიერი ჩემი წამება -

სინდისის ქენჯნა საშინელი კვლავ განმიახლა!

ბ ა ზი ე რი

აი აქ არის, ძლივს შევძელითმისი მონახვა!

თა ვ ა დი

აქ რადმოსულხართ? ბ ა ზი ე რი
გამოგვგზავნა თქვენმა მეუღლემ, შიშმა შეიპყრო, თქვენზე სწუხდა.
თა ვ ა დი

ეგ მზრუნველობა

აუტანელი არის ჩემთვის. ნუთუბავშვი ვარ და სადმე წასვლა მე უძიძოდარშემიძლია !


(მიდიან, ალები გამოჩდბიან წყალზე)
ა ლე ბ ი

დებო, მივყვეთ! ჯანღ-ნამქერით გადავფაროთველები.


ზრიალითდა სიცილ-სტვენით ვაფრთხოთმათი ცხენები.
გვიან არის. ცივადხვდება ტალღა დნეპრის ნაპირებს. სადაც არის, გათენდება , მთვარეც
ჩასვლას აპირებს.
ე რთ- ე რთი ა ლი

დავიცადოთ, მთვარე წვება.

მ ე ორე

არა! დგება სოფელი,

გაგვიწყრება უფროსი და -

ალების დედოფალი.

(იმალებიან)

სცენა V

დნეპრის ფსკერი ალების კოშკი

ალები თავიანთდედოფლის გვერდითძაფს ართავენ.

უფრ ო ს ი ა ლი

ძაფის რთვას თავი დაანებეთ. მზე ჩასულია.

მთვარის სხივები ნათელსვეტადთავზე გვადგია . კმარა . აცურდით, ინავრდეთცის ქვეშ,


სხივებში. მხოლოდიცოდეთ, დღეს ნურავის შეახებთხელსა , ნურც მოგზაურსა
შეაშინებთთქვენი ღიტინით,
ნურც მეთევზეებს დაუმძიმებთბალახითბადეს,

ნურც ბავშვებს წყალში შეიტყუებთთქვენი ზღაპრებით, ოქროს თევზებზე მომხიბლავი


ამბის მოყოლით.
(შემოდის პატა რა ალი)

შენ სადიყავი? ა ს ული


მე მიწაზე ვიყავ ასული, ბაბუა ვნახე. არმასვენებს, სულმევედრება
მდინარის ფსკერზე მოვუნახო, ავბოჭოფული, რომელიც თურმე გადაყარა
საკუთარხელით ოდესღაც დნეპრში. გულმოდგინედყველგან ვეძიე, და ვერვიპოვე. მე
არვიცი, რა არის ფული.
ამოვუტანე მაინც ბაბუს პეშვი ავსილი ფერად-ფერადი მოელვარე ნიჟარებითა , მას
მეტისმეტადგაუხარდა.
ა ლი

შეშლილი ძუნწი! დაიცა, შვილო, ყური მიგდე. ამჟამადშენზე


ვამყარებ იმედს. დნეპრის ნაპირს დღეს, ამ საღამოს, ეწვევა კაცი. დაელოდე,
დაუდარაჯდი,
და როცა მოვა, შეეგებე: ახლობელია,

მამაა შენი. ა ს ული


ეგ ის არის, შენ რომ ოდესღაც მარტოდდაგტოვა და შემდეგ სხვა შეირთოცოლად?
ა ლი

სწორედის არის. ნაზადშეხვდი, მოუალერსე და ყოველივე მას უამბე, რაც კი ოდესმე


ჩემგან გსმენია: მოუყევი, თუროგორიშვი; ჩემზე უთხარი ყველაფერი, არდაუფარო!
თუშეგეკითხოს, დამავიწყდა იგი თუმახსოვს,

უთხარ, რომ მუდამ ის მახსოვდა , რომ ახლაც მიყვარს, რომ მას მოველი. ყველაფერი
გასაგებია?
ა ს ული

მესმის, გვიგე.

ა ლი

აბა, წადი.

(მარტო)

შემდეგ იმისა,

რაც უმეცრულადმდინარეში თავი დავიხრჩვე, როგორც გოგონამ უნუგეშომ,


შეუძლებულმა ,
რაც ამ მდინარე დნეპრში ვპოვე თავშესაფარი, და მის წიაღში გამოვფხიზლდი, როგორც
ძლიერი და ცივი ალი, - წელიწადშვიდი გავიდა.
შვიდი წელია, მე ვოცნებობ, შური ვიძიო

და ახლა ვგონებ, მოახლოვდა ნანატრი წამი.

ს ც ე ნ აVI

მდინარის ნაპირი.
თა ვ ა დი

ამ სევდიანი ნაპირისკენ მე უნებლიეთ მოვყავარრაღაც შეუცნობელ, იდუმალძალას. აქ


ყოველივე მომაგონებს შორეულწარსულს -
ჩემი ბრწყინვალე, ეშხითსავსე ახალგაზრდობის ეგზომ საყვარელ, მაგრამ თანაც მწუხარე
ამბავს, მე აქ ოდესღაც სიყვარული მეგებებოდა -
თავისუფალი სიყვარული ვნებითმჩქეფარე. ო, მე უგნური! ბედნიერი ვიყავი მაშინ!
როგორშემეძლოუკუმეგდოეს ნეტარება ? ფიქრები მწარე, ოცნებანი სევდითაღსავსე,
კვლავ გააცოცხლა გუშინდელმა ჩემმა შეხვედრამ. საბრალომამა ! საშინელი სანახავია!
ეგებ ამ ტყეში ხელმეორედმას შევეყარო და დავითანხმომიატოვოს ეს ტყე-უღანი, -
ჩემთან მოვიდეს და იცხოვროს. . .
(პატარა ალი ნაპირზე გამოდის) ამას რას ვხედავ?!
საიდან მოხვალ, მშვენიეროდა ტურფა ბავშვო?

. . . . . . . . . . . . . . .
. . .
ანგელოს ი

ედემის კართან იდგა თავდახრით


ანგელოსი და ბრწყინავდა კენტად.
მეამბოხე და ქუში დემონი
კი ჯოჯოხეთის უფსკულზე ფრენდა.
სული ეჭვის და უარყოფისა
ამ წმინდა სულის დიდებას გრძნობდა
და უნებლიე გულაჩუყებას
პირველ ბუნდოვნად ის შეიცნობდა.
"შემინდე, - თქვა მან, - მე შენ გიხილე,
ამ ბრწყინვით ჩემი მოქცევა გსურდა:
არა ყველაფერს ზეცისას ვგმობდი,
არა ყოველი ამ ქვეყნად მძულდა".

1827

აღორძინება

აქ ბარბაროსი-მხატვარი ფუნჯით
შლის გენიოსის დიდებულ სურათს;
თავის ნახაზი უმსგავსო, ფუჭი
მასზე დახატა მან უსუსურად.

მაგრამ დრო გადის. ცრუ ფერადები


სცვივა ტილოდან ვით ქერცლი ძველი,
ნიჭის ქმნილება მზიურ ნათებით
ბრწყინვალებს, როგორც პირველად მწველი.

ჩემი სულიდან ასე ქრებიან


ყველა მტანჯავი ცდომილებანი,
და მასში ისევ აღიძვრებიან
პირველ უმანკო დღეთა გზნებანი.

1819

ბახჩისარაის შადრეანი

”ჩემსავით სხვებიც მოსულან ამ შადრევ-


ნის სანახავად. ბევრი მათგანი აღარ არის.
დანარჩენები შორს მოგზაურობენ”.
საადი

შუბლშეჭმუხნილი იჯდა გირეი,


ტუჩზე ეკიდა თრიაქის ბოლი
და მის ღიმილზე მონადირენი
კარისკაცების ზვერავდნე თრთოლვით.
შეჰხიზნებოდა დუმილი თაღებს,
ჩაშავებოდათ ფანჯრებს თვალები
და ამკაცრებდა გირეის სახეს
ნიშანი რისხვის და მწუხარების.
აუტანელი და შიშისმგვრელი
წუთები წუთებს მისდევდნენ ნელა
და თავდახრილი გავიდა ყველა,
როს აიქნია გირეიმ ხელი.

იდუმალ ფიქრით შეძრული გული


ეწურებოდა, როგორც მტევანი,
და აღბეჭდვოდა სახეზე სრულად
მღელვარე სისხლის მიმოქცევანი.
ზღვის გამჭვირვალე და წყნარი უბეც
ასე ირეკლავს საავდრო ღრუბლებს.

რას შეუპყრია ამაყი სული?


სამოყვრო ზრახვა ტანჯავს თუ მტრული?
კვლავ რუსეთისკენ იშვერს ჰოროლებს,
თუ ახალ კანონს უწერს პოლონეთს?
თუ შეთქმულებას მიაგნო ისევ
ფარისევლობის ნესტიან ჩრდილში?
ან იქნება ტანჯავს მთილეთა რისხვა
და მელაკუდა გენუას შიში?

არა, მოსწყინდა კიდეც დიდება,


ისვენებს მისი მრისხანე ხელი,
ბასრი მახვილი და ფიცხი ცხენი
შორსაა მისგან, აღარ ჭირება.

თუკი ასეა, იქნება მალულად


ჰარამხანაში შეძვრა ღალატი
და შეარცხვინა ხანის ხალათი
მხევალის ვნებამ და სიყვარულმა?

არა, გირეის მხდალი ცოლები


წყნარად ცხოვრობენ მზის მოშორებით.
სასოწარკვეთილ სიმარტოვეში
თამამად ფიქრსაც ვერ ბედავს ქალი
და იქაც თავზე ადგას ყოველთვის
მკაცრი დარაჯის ფხიზელი თვალი.
იქ წყდება მისი გზაცა და ბედიც,
მის ირგვლივ სევდა მეფობს მარადი
და სარეცელზე იმ უტყვი სევდის
მან არც კი იცის რაა ღალატი.
დილეგის პირქუშ ჩრდილში მცხოვრები,
სითბურის ფერმკრთალ ყვავილს ჰგავს იგი;
და მოსაწყენი ერთფეროვნებით
მიხოხავს გრძელი დღეების რიგი
და შეუმჩნევლად თან მიაქვს მისი
ახალგაზრდობაც და სიყვარულიც -
ამ ბნელ დილეგში გადამალული,
მეტი სინათლის და სივრცის ღირსი.
იქ სიზარმაცე მართავს ცხოვრებას,
ფეხს ითრევს წუთი და იზმორება
და წლიდან წლამდე არ ეკარება
გულს სიხარული და ნეტარება.

თავს იტყუებენ ცოლები ხანის


და არ კარგავენ სიცოცხლის ხალისს,
დღეში ათასჯერ იცვლიან კაბას,
ჰყვებიან ქვეყნის ჭორსა და ამბავს,
ან თამაშობენ, ან მათი გუნდი
აჟღურტულებულ ნაკადის გასწვრივ
სეირნობს ხოლმე. . . და ერთი წუთით
არ ავიწყდება დარაჯი მკაცრი,
მათ შორის მუდამ ჩუმად რომ დადის:
სულის მარწუხი, სიკვდილის ლანდი
და გესლის ბუდე. ეს საჭურისი
თავს არ დაზოგავს ხანის გულისთვის,
მონაა ხანის და იცის ყველამ,
რომ მის ეჭვიან თვალსა და სმენას
ვერ გაექცევა. ყურანზე მეტად
ის იცავს ხანის სურვილს და ნებას,
ყველაფერს ისმენს, ყველაფერს ხედავს,
არ ეკარება მის სხეულს ვნება
და ქანდაკივით გულგრილად იტანს
დაცინვას, თხოვნას, ზიზღსა თუ ქირდვას,
იდუმალ ჩურჩულს, თუ მწარე კვნესას,
მკერდთა ღელვასაც და თვალთა მზესაც.
ის კარგად იცნობს ქალის ბუნებას
და ისიც კარგად იცის ძალიან,
რომ მონობაშიც ქალი ქალია
და ძლიერია მისი ცდუნება.
ის ხანის ცოლებს თავზე ევლება,
მაგრამ ვერ შესძლებს მის აღელვებას
ვერც ჩუმი ცრემლი, ვერც ნაზი ცქერა,
რადგან ქალების მას აღარ სჯერა.
როდესაც სიცხე სხეულებს თენთავს, -
დალალს იშლიან ნაზი თითებით
და საბანაოდ მიდიან ერთად
და ზედ ევლება წყაროს ზვირთბი
მათ სილამაზეს. მათი გართობის
მცველიც იქვეა და საათობით
ზღაპრულ სიშიშვლეს გულგრილად ზვერავს.
ღამით კი, როცა იძინებს ყვლა,
ის მაინც ფხიზლობს და უხმაუროდ
დაცოცავს ბნელში საწოლებს შორის,
ჯალათის სუნთქვის, ოხვრის თუ თრთოლვის,
ის ამ მშვენიერ ძილს ყარაულობს.
არ გააჩნია სხვა საზრუნავი,
ყველაფერს ხარბად ყურს უგდებს იგი:
რა შეირხევა ფარდების იქით,
რას წამოაცდენს მხევალს ბურანი.
და ვაი იმას, ვინც უნებურად
ჩურჩულით გასცა უცხო სახელი,
ან ბიწიერი თავის ზრახვები
გაანდო დობილს, შეყვარებულმა.
რამ ჩააფიქრა, აბა, გირეი?
რის გამო შფოთას? ვისი გულისთვის?
ღიად დარჩენილ კარის დირესთან
გაშეშებული დგას საჭურისი.
და აი, ნელა წამოდგან ხანი,
შეკრთნენ ხალათის ფართე ზოლები,
სურს ინახულოს განცხრომის ვანი
დღემდე ჯერ კიდევ ძვირფას ცოლების.

შადრევნის ირგვლივ ისხდნენ ისინი,


ელოდებოდნენ ხანს უზრუნველნი,
წყალს აბრუებდა მათი სურნელი
და იმსხვრეოდა ქვებზე სიცილით.
ნოხებზე იჯდა ტურფა კრებული
და მარმარილოს ქათქათა ფსკერზე
უთვალთვალებდა ოქროსფერ თევზებს
მართლა ბავშვურად აღტაცებული.
წყალში ისროდნენ მძივს თუ საყურეს
და კრთოდა თევზსის მშიშარა ლანდი,
ხოლო ლანდივით უხმო მსახურობს
ტკბილი შარბათი მოჰქონდა მათთვის.
და მათრობელა შარბათი ტუჩებს
აცახცახებდა იდუმალ ვნებით
და ჰარამხანას მოედო უცებ
გულში ჩამწვდომი სიმღერის ხმები.

თათრული სიმღერა

ცა განგვიქარვებს ცრემლსაც და შხამსაც,


ისაა ჩვენი თანამზრახველი.
და მოსაწყენი სიბერის ჟამსაც
ბედნიერია მექას მნახველი.

ბედნიერია, ვინც თავის სისხლით


გაასპეტაკებს დუნაის ნაპირს:
მის სულს სამოთხის ასული იხსნის,
მას მიაშურებს ქარივით სწრაფი.

მაგრამ ზარემა, ყველაზე მეტად


მაინც ისაა ბედის რჩეული,
ვინც შენს სიტურფეს ყოველდღე ხედავს,
შენგან სიმშვიდეს გადაჩვეული.

ასე მღერიან, მაგრამ ზარემა


სადაა? თვალი ჰარამხანისა,
ტრფობის ვარსკვლავი, ვნება ხანისა,
სად გადამალეს ტურფა ქალებმა?
გაფითრებული უსაზღვრო სევდით,
არც ისმენს იგი დობილთა ქებას,
თვალს უწვავს ცრემლის მდუღარე წვეთი,
უარყოფილი აწამებს ვნება.
ან ვის უცქირონ მისმა თვალებმა,
თუკი გირეის არ ეყვარება?!

უარგყო! . . . მაგრამ შენს სილამაზეს,


ქართველო ქალო, ვინ შეედრება,
ეს მწუხარებაც უფრო განაზებს,
სახეზე ტანჯვის ცეცხლი გედება.
შუბლი შეგიმკო ზეცის ნათელმა,
მზის სიმხურვალეს თვალებში მალავ,
ან ვის ხმასა აქვს ამდენი ზალა
მღელვრე ვნების გამოსათქმელად.
ვერ შეედრება სხვისი ამბორი
შენს გაშმაგებულ და მწარე კოცნას,
ან გული სხვაზე როგორ აბოდებს,
პირთამდე შენით სავსეა როცა?
მაგრამ გირეიმ აქცია ზურგი
შენს სილამაზეს და ადრე თუკი
შენს მიმართ მარად იყო კეთილი,
ახლა ღამეებს ათენებს თეთრად
თავის მჭვუნვარე ფიქრებთან ერთად,
რაც პოლონელი თავადის ქალი
ჰარამხანაში ჰყავს ჩაკეტილი,
არ მოუხუჭავს წამითაც თვალი.

იფურჩქნებოდა ახლახან მშვიდად


ნორჩი მარია მშობელ მხარეში
და აყავევებულ ხესავით იდგა
ქალწული სულის სიანკარეში.
თავს ევლებოდ ჭაღარა მამა
და ამაყობდა ტურფა ასულით,
არ ამადლიდა ზრუნვას და ამგას
სვებედნიერი და ხანდაზმული.
შვილის ბავშვური გატაცებანი
მოხუცისათვის იყო კანონი,
ეწმინდებოდა თვალთა წყარონი,
როდესაც ასულს ჭვრეტდა შეფარვით
მას ჰქონდა მხოლოდ ერთი მიზანი:
ეზრუნა მისი მომავლისათვის,
რომ ყოფილიყო მარიას ბედი
უმსუბუქესი, ვით წვიმის წვეთი,
რომ მწუხარების და სევდის წუთებს
არ დაეჩრდილათ თალხი ჩრდილებით,
რომ გათხოვილსაც, გულაჩვილებულს,
გახსნებოდა ბავშვობის ბუდე
და უზრყნველი განცხრომის ჟამი
კვლავ ანთებოდა ხსოვნაში წამით.
მართლაც უზადო იყო ასული
ქცევით, მიმოხვრით და ხასიათით,
თვალებში ედგა ლურჯი წყვდიადი
ჯერ გაურკვეველ ფიქრში წასული,
და როცა იგი, ნაზი და წყნარი,
გამოდიოდა სტუმრებთან ქნარით -
იხიბლებოდა ყველა სრულებით.
მის ხელს ეძებდა დიდებულების
და უმდიდრესი ვაჭრების ჯარი.
გაუმხელელი ტრფიალის ბრჭყალით
იტანჯებოდა ბევრი ჭაბუკი.
მას არ სწვდებოდა ჯერ ეს ქარბუქი,
ჯერ ვერ ათრობდა ტრფობის სურნელი,
ჯერ ბავშვურ ფიქრებს არ იცილებდა
და ატარებდა დროს დობილებთან,
თავისუფალი და უზრუნველი.

ახლახან იყო ეს ყველაფერი.


მაგრამ პოლონეთს მოედო უცებ
თათართა ურდოს შავი აფრები
და შეურყია ზეცაც და ფუძეც.
ასე ედება ყანას ხანძარი
და ნახანძრალზე რჩება ნაცარი.
სილამაზით და მადლით ქებული
დაობლდა მხარე, აოხრებული.
კვლავ გაველურდა ტყე და სოფელი,
პირვე დაემხო დასამხობელი,
დაცარიელდა ციხე-დარბაზი
და ცეცხლს უყეფდა თათრის ნაგაზი.

გადეფარა ყველაფერს თალხი,


ჩაკვდა, ჩაჩუმდა მარიას სახლი,
სიკვდილს ჩაბარდა მისი ქომაგიც:
ეზოს საყდარში დგას სარკოფაგი,
წმინდა ნაწილნი უწყვია ირგლივ
და ჩრდილი ადგას გერბსა და გვირგვინს.
სასახლეს ძუნწი მემკვიდრე მართავს,
იქ დაიმკივდრა მტარვალმა ბინა,
და სათარეშო სვავთა და ქართა,
ქვეყანა მისი უღლის ქვეშ გმინავს.

დიახ! თავადის ნორჩი ასული


ბახჩისარაის ტყვე არის ახლა,
უცხო კედლებში ზის ფერწასული,
მის ფიქრებს ცრემლი მეგზურად ახლავს,
ხოლო ამ ცრემლმა, ოხვრამ და კვნესამ
თვით გირეისაც მოულბო გული,
მრისხანე ბატონს გაუფთხო რული,
სიმშვიდეს ვეღარ პოულობს ვერსად.
თვით ჰარამხანის მკაცრი კანონიც
შერბილდა წმინდა ცრემლის წყალობით,
ადრე ყველაფრის ნება რომ ჰქონდა,
მოთოკილია ავი დარაჯიც,
ვერ ეკარება მარიას ოთახს,
ვერ იყურება ჭუჭრუტანაშიც,
ვერც სარეცელზე აიყვანს იგი,
როგორც მოითხოვს წესი და რიგი,
აკრძალული აქვს, რომ ეჭვიანი
და ამაზრზენი მიაპყროს თვალი.
მარიას უვლის მოხუცი ქალი,
ისაა შემწე მისი იარის.
და ხანიც თითქოს იმიტომ ცხოვრობს,
რომ დაიფაროს სიმშვიდე მისი,
ჰარამხანაში ისაა მხოლოდ
განმარტოებულ ცხოვრების ღირსი.
იქ დღე და ღამე იწვის სანთელი,
ბევრი რამა აქვს ღმერთთან სათქმელი
და ღვთისმშობელის დიდი თვალები
გზას მიიკვლევენ ცისკენ წვალებით.
იმ სიჩუმეში რწმენასთან ერთად
ცხოვრობს იმედიც უკეთეს დღეთა,
ცრემლად იღვრება ნაზი ქალწული,
ცრემლით ევსება წმინდა ემბაზი,
როს მეტოქენი, წრეგადასულნი,
იძირებიან გიჟურ ვნებაში.
ის კი შესცქერის რიდით და კრძალვით
ხატს, გადარჩენილს ჯადოსნურ ძალით.
ასეა ყველა გზააბნეულიც,
ვისი ცხოვრების ცაც შეილახა,
ბიწიეირების მსხვერპლად ქცეული
ერთ ღვთიურ გრძნობას მაინც ინახავს.

უცებ დაღამდა და პირქუშ ციდან


თავრიდის ველზე დაეშვა ჩრდილი
და ბნელში ჩაფლულ დაფნების მხრიდან
ბულბულის სტვენა მოესმა ტკბილი.
მერე ვარსკვლავებს წამოჰყვა მთვარეც,
შემოდგა ცაზე, ვით ოქროს ბუკი,
და კვლავ გულუხვად ოთხივე მხარეს
მოჰფინა თავის ფერმკრთალი შუქი.
პირახვეულნი თეთრი ჩადრებით
და უჩუმარნი, როგორც ლანდები,
ბახჩისარაის მდუმარე ქუჩებს
თათრის ქლები მოედნვნე უცებ:
დობილს დობილთან სურს საუბარი,
დრო უშოვია თავისუფალი.
სასახლეს სძინავს. ჰარამხანასაც
დასძინებია უშფოთევლ ძილით.
დარაჯმა ყველა კარი ჩარაზა,
მიდამოს ზვერავს ძაღლივით ფრთხილი.
და წვება ისიც. სძინავს და ძილშიც
ათასნაირი ღალატის შიში
სულს უწრიალებს: ხან უცხო ჩქამი
და ხან ჩურჩული ჩაესმის წამით,
ხან კი ყვირილი. . . და ერთხელ კიდევ
მოტყუებული იღვიძებს იგი,
აცახცაცებულ ხელს გულზე იდებს,
ვერაფერს ამჩნევს საეჭვოს ირგვლივ.
მხოლოდ შადრევნის კისკისი ისმის,
ჩვეულებრივად კისკისებს ისიც
და, ვარდზე უღვთოდ შეყვარებული,
ღამის ჩეროებს შეფარებული,
გალობს ბულბული. . . და დაბნეული
კვლავ ძილს ნებდება მცველის სხეული.

კარგია ღამე აღმოსავლური,


რა მდიდრულია და რა მაღალი!
ცხოვრება ნახა მან საამური,
წინასწარმეტყველს ვინც სცა თაყვანი.
რა განცხრომაა მათ წყნარ სახლებში,
მათ ეზოებში და მათ ბაღებში,
მათ საიმედო ჰარამხანებში,
სადაც ბატონობს მხოლოდ ალერსი,
და სადაც დიდი მთავრის წყალობით
გაჟღენთილია ყველა კუნჭული
დიადი ვნების სუთქვით, გალობით,
იდუმალებით, თრთოლვით, ჩურჩულით!. . .

ყველა ცოლს სძინავს. ერთს ღვიძავს მხოლოდ.


სუთქვაშეკრული წამოდგა იგი.
მიდის. გამოსცდა წყვდიადის სოროს.
საჭურისს სძინავს ამ ფარდის იქით.
სძნავს ფხიზელი და მხდალი ძილით
და ღია პირში უბრწყინავს კბილი.
ოხ, იქნებ ტყუის თვალთმაქცობს იქნებ!
ქალი შეჩერდა. ძალ-ღონეს იკრებს.
მაგრამ ვერ სძლია შიშმა სურვილი
და ქალიც უხმოდ მიდის, სულივით.

მის წინ კარია. მთრთოლვარე ხელით


ჩაბღუჯა ცივი საკეტი კარის.
შევიდა. უთრთის სხეული მთელი.
სახატე, სანთლის ცრემლებით სველი,
და სიყვარულის სიმბოლო ჯვარი -
დაუდგა თვალწინ და შეკრთა უცებ,
გული რატომღაც სხვაგვარად უცემს.
ქართველო ქალო, შენს სულშიც თითქოს
რაღაც ნაცნობი და ახლობელი
იღვიძებს ისევ, იბრძვის და ითხოვს,
რომ გაიხსენო მხარე მშობელი
და დავიწყებულ დღეების ენით
კვლავ ამეტყველდეს წარსული შენი.
მის წინ ასული იწვა თავადის,
ღაწვშეფაკლული ქალწულის ძილით,
შუბლზე ეფინა წუხილის ჩრდილი,
წამწამს ეკიდა ცრემლი მარადი.
ყვავილი მოჩანს წვიმაში ასე
დამძიმებული წვიმის წვეთებით,
თითქოს განგების იდუმალ ხმაზე
ჩამოფენილა შვილი ედემის
და ჰარამხანის საბრალო ტყვეზე
ცრემლი უღვრია ანგელოზური.
მაგრამ ზარემას რა სურს? რას ეძებს?
ასე ქურდულად აქ შემოსული.
აი, იჩოქებს წელმოწყვეტილი,
თითქოს ლოცულობს: ”იყავ კეთილი
და სათხოვარზე არ მიკრა ხელი!”
ქალწული, წმინდა ცრემლებით სველი,
იღვიძებს უცებ და უცქერს შიშით
უცნობს, დაჩოქილს საწოლის ჩრდილში.
გონს ვერ მოეგო ქალწული დიდხანს,
მერე ჩაჰკიდა მთრთოლვარე ხელი,
წამოაყენა და უთხრა: ”ვინ ხარ?
აქ რას აკეთებ?” – ”შენა ხარ მხსნელი
ჩემი სიცოცხლის. შენთან მოვედი.
შენა ხარ ახლა ჩემი იმედი.
მე ბედინიერი ვიყავ ყოველთვის,
სიხარუისგან ვერ ვიძინებდი,
როდესაც სხვები იწვოდნენ შურით,
მაგრამ დამთავრდა განცხრომის ჟამი,
თაფლის მაგივრად შემასვეს შხამი.
მე ვიღუპები. დამიგდე ყური:

შორსაა ჩემი მხარე მშობელი,


მაგრამ სახებას გარდასულ დღეთა
მე ახლაც თითქოს თვალნათლივ ვხედავ
და ის ცეცხლია, ჩაუქრობელი.
მე მახსოვს მთბი ცად აზიდული,
მდინარეებით სავსე ხევები,
ტყე გაუვალი და დაბინდული,
სხვა კანონები და სხვა ჩვევები.
და ვერ მივმხვდარვარ, აქ რატომ ვცხოვრობ,
რამ მომიყვანა, ზღვა მახსოვს მხოლოდ
და კაცი ანძის თავზე გასული. . .
ასეთი იყო ჩემი წარსული,
შიში და სევდ და ცრემლის წვეთი
არ არსებობდა იქამდე ჩემთვის.
მერე აქა ვარ. ამ სიჩუმეში
მეც ვიწრთობოდი, როგორც ღუმელში,
და ფიქრში ბროლის კოშკებს ვაგებდი
და სიყვარულის პირველ გაკვეთილს
ველოდებოდი დამჯერე გულით.
ასრულდა კიდეც ჩემი სურვილი,
ხანმა მოიკლა სისხლის წყურვილი,
მობეზრდა ქროლვა ომების ქარში
და ამქვეყნიურ განცხრომის ზღვაში
კვლავ ძველებურად ჩადგა ყელამდი.
მეც სხვა ცოლებთან ერთად ვღელავდი,
როცა ვეახლეთ. ნათელი თვალი
მან მე მომაპყრო, უხილავ ძალით
შემბოჭა თითქოს. მიხმო თავისთან
და იმის მერე, რაც დრო გავიდა,
ერთად ვსუთქავდით ბედნიერებით.
განუწყვეტელი ვნებით მთვრალები
არ დაიქანცნენ ჩვენი ხელები
ხვევნით, ალერსით და ნეტარებით.
ტრფიალი სპობდა ჩვენს შორის მანძილს,
დახუნძლულ ტოტებს გვაწვდიდა ბედი,
ცილისწამება, ეჭვი ან ღვარძლი
არ არსებობდა აქამდე ჩვენთვის.
შენ მოევლინე, მარია, ახლა,
უცხო ასულო! და რაც შენ გნახა,
მთლად შეიცვალა: ერთგული გუშინ,
დღეს ჩემს სიძულვილს ატარებს გულში.
აღარაფერი არ ესმის ჩემი,
არც საუბარი, არც საყვედური,
არც ცრემლთა დენა, არც გულის ცემა, -
მთლი არსებით თითქოს მემდურის.
შენ არ მიგიძღვის ამაში ბრალი,
მაგრამ რად გინდა ცეცხლთან თამაში?
დამიგდე ყური: არც ერთი ქალი
არ შემედრება მე სილამაზით.
საშიში მხოლოდ შენა ხარ ჩემთვის,
მეტოქეობას შენ მიწევ ერთი,
შენ მოგაჩეჩა ბედმა წერილი
და სატანჯველიც ჩემი ეს არის,
მე ვნებებისთვის ვარ გაჩენილი,
შენ კი ვერ შესძლებს ტრფიალს ჩემსავით.
შენ სხვა ხარ. შენი ნაზი ფერებით
ვერ ისაზრდოებს ვნება მარადი
და შენი ცივი მშვენიერებით
რატომ აღელვებ გულს მოღალატის?
დათმე გირეი: ჩემია იგი,
მისი ნაკოცნით მეწვის სხეული,
სიცოცხლეს ვსვამდით ჩვენ ერთი ჭიქით,
საშინელ ფიცით გადახვეულნი.
მე მართლა მომკლავს მისი ღალატი. . .
მე ვტირი. ხედავ? ვიჩოქებ კიდეც
მე შენს წინაშე, რადგან ძალათი
ვერ გაგამტყუნებ, მაღირსე კიდევ
ძველი სიმშვიდე და სიყვარული,
ძველი განცხრომა და სიხარული,
კვლავ დამიბრუნე გირეი ძველი. . .
უარი არ თქვა, არ მიკრა ხელი.
ჩემია იგი. მხოლოდ დროებით
შენ დააბრმავე და რითაც გინდა
ჩამოიშორე გირეი გზიდან:
ზიზღით თუ თხოვნით, თუ სათნოებით.
მაშ, შემომფიცე. . . (თუმცა ყურანმა
და ჰარამხანის ტკბილმა ბურანმა
ხელში სხვა რწმენა შემომაჩეჩა,
მაგრამ იცოდე, რომ დედაჩემსაც
ის ღღმერთი სწამდა, შენ რომ გწამს გულით),
ის დაიფიცე, რომ დამიბრუნებ
გირეის ისევ, როგორც ჩემი წყლული
განიკურნება . . . მე კი მიგულე
შენს უერთგულეს დად და დობილად.
მაგრამ მისმინე: თუკი ზარემას . . .
ოხ, კარგად იცის ხანჯლის ხმარება
კავკასიონის ახლოს შობილმა”.
ეს თქვა და გაქრა. ხოლო მარია
შიშსა და თრთოლვას აუტანია.
პირველად შესძრა ქალწულის სმენა
ასე მტანჯველი ვნებების ენამ.
ხმა კი მის სულში ჩასახლდა თითქოს:
უცნაური და საშიში თანაც.
რა ეშველება? ვის უნდა ჰკითხოს?
აღარც ლოცვისთვის არ შესწევს ძალა.
რა ელოდება? ნუთუ ხასობა
და შერცხვენილი ახალგაზრდობა?
შეგინებული რწმენა, ღირსება?
ოხ, ღმერთო! მაგრამ ხომ შეიძლება,
რომ დაივიწყოს გირეიმ იგი,
ანდა მტანჯველი დღეების რიგი
შეწყდეს უეცრად? მაშინ კი გულით
გაიხარებდა საბრალო მართლა,
გამეფდებოდა სიშვიდე სრული,
სიკვდილს ჩათვლიდა შვებად და მადლად.
რა რჩება ანდა ამ ქვეყანაზე?
მისთვის ხომ ყველა კარი ჩარაზეს?
დროა! მას უკვე ელოდებიან, -
სულები მხოლოდ ცაში ხვდებიან.

მარია მოკვდა ნათლით მოსილი,


ობოლმა სული დალია მალე
და იგი ახალ ანგელოზივით
მიიღო დიდხანს ნანატრმა მხარემ.
რამ ჩაიყვანა კუბოში ნეტავ?
ამ უიმედო ტყვეობის სევდამ?
ავადმყოფობამ თუ სხვა მიზეზმა?
ერთი ცხადია, რომ დაისვენა.
დაცარიელდა სასახლე ვრცელი,
ისევ შეჰყარა გირემი ჯარი,
ისევ მახვილზე დაიდო ხელი,
ისევ ჩაიდგა მუხლებში ქარი,
ისევ მოხვეტა ოქრო და ვერცხლი,
ისევ მრისხანედ შეიკრა კოპი,
გულში კი მაინც ღვიოდა ცეცხლი
უსიხარულო და მწარე გრძნობის.
დაბადებული მეზობლის ჭირად,
სიკვდილს თესავდა ავი თარეშით,
მაგრამ სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც ხშირად
უშეშდებოდა ხმალი ჰაერში,
გაფითრებული და დაბნეული
იხედებოდა უაზროდ ირგვლივ,
უცახცახებდა მთელი სხეული
და ბუტბუტებდა რაღაცას იგი,
ეკარგებოდა ბრძოლის ხალისი
და შეშინებულ მეომრის დარად,
გაუხეშებულ სახეზე ღვარად
ჩამოსდიოდა ცრემლი თავისით.

სევდა გამეფდა ჰარამხანაში


და ბერდებოდა ცოლთა კრებული,
სამარადისოდ დავიწყებული,
შემყურე მარტო ავი დარაჯის.
არ ჩანდა მხოლოდ ქართველი ქალი.
შორს, კავკასიის ცისქვეშ გაჩენილს,
რაც უნდა დიდი სდებოდა ბრალი,
მაინც საზარი ერგო სასჯელი:
შეიპყრეს იგი და სწორედ მაშინ,
როცა მარიამ დალია სული,
გადაისროლეს ლოდივით ზღვაში
და კვლავ დუმილი გამეფდა სრული.
რა მოაოხრა რუსთა სოფლები
და კავკასიი ახლო მხარენი
აავსო სისხლით და ქვრივ-ობლებით, -
კვლავ მოტრიალდე თავრიდში ხანი
და ნიშნად ხსოვის და მწუხარების,
დამშვენებული ჯვრითა და მთვარით, -
აღამართვინა მან შადრევანი,
მარადიული სევდის მტევანი,
დღემდე რომ შერჩა წარწერის კვალი;
დღემდე იმსხვრევა ფიქალზე წყალიც
და მარმალილოს აკვანში ელავს.
მას დიდი გლოვის სიმბოოდ თვლიან,
დიდი წუხილის. . . ასედაც ქვია:
ცმრელის შადრევანს უწოდებს ყველა.

მე, რომ როგორც იქნა, მოვწყდი ჩრდილოეთს,


გამოვექეცი მბრწყინავ ღვინოებს
და ვინახულე, წუხილის მგვრელი,
ბახჩისარაის სასახლე ძველი.
მე დავდიოდი იქ, სადაც წინათ
რისხვად წოდებულ ხანს ედო ბინა,
და სადაც ყოველ თარეშის მერე
ღვინით იბანდა სისხლიან ხელებს
და ეძლეოდა განცხრომას ნეტარს.
აქ თვალი დღესაც გარკვევით ხედავს
ძველი დიდების კვალსა და ნიშანს:
ბაღის ბილიკზე ბრჭყვიალებს ქვიშა,
სვეტს მოხვევია ყურძენი ფრთხილად,
კედლიდან ოქრო მაცდურად ბრწყინავს
და მიკისკისებს ვარდებში წყალი,
როგორც გამდნარი ბროლი თუ ლალი.
მე ვინახულე ის ადგილები,
სადაც უჩუმრად, როგორც ჩრდილები,
დასეირნობდნენ ხანის ცოლები
იდუმალ ვნებით ანათრთოლები.
მე სასაფლაოც ვნახე ხანისა,
ბოლოს სადგური შლეგი ქარისა.
საფლავის სვეტებს ედგათ ჩალმები
მარმარილოსი და ყველა სვეტი
გარდუვალობას გლოვობდა ბედის
და წუთს - მიწასთან გამოსალმების.
შეცოცებოდა ყველაფერს ხავსი,
მარადიული ტანჯადა რული
და მაინც ამით არ იყო სავსე
იმ წუთას ჩემი მღელვარე გული:
სუნთქვა ვარდბის და შადრევნების
თავდავიწყების მხვევდა ბურანში
და მეც სასახლის ბინდში ვცურავდი,
გარდასულ დღეთა კვალის მძებნელი.
ბინდში კი კრთოდა სახება ქალის,
ფრთოსან ჩრდილივით ფრთხილი და მხდალი.

ვინ იყო იგი, ჩუმი და ნაზი?


ვის მიგზავნიდა, ნეტავ, ბურანი?
ვისი აჩრდილი დამდევდა ასე,
მარადიული და გარდუვალი?
იქნებ მარიას სპეტაკი სული
გამომეცხადა შადრევნის მტვერში,
ან იქნებ ეჭვის მტანჯველი წყლულით
ისევ ზარემა დაძრწოდა ბნელში. . .

ისევ მოვწყდები მუზის მწვერვალებს,


გადავივიწყებ ყველა დიდებას
და ისევ შენკენ გამოფრინდება,
სალგირო, ჩემი სული მღელვარე.
ო, ჯადოსნურო მხრევ, თავიდან
შეგსვამენ ჩემი ხარბი თვალები.
ამ სურილს ვერსად დავემალები,
მე უშენობას ვეღარ ავიტან.
სიცოცხლით სუნთქავს მანდ ყველაფერი:
ტყე თუ ქედები, ზღვა თუ აფრები. . .
ფიქრში ჩაფლული სანაპირონი,
ვენახის ქარვა და საფირონი,
ზეცის სინაზე და შეთრთოლება,
წყაროს სიგრილე და ხეთა ჩრდილი
ატყვევებს მგზავრის გულს და გონებას,
როდესაც იგი უშფოთველ დილით,
გულავსებული შვებით და ლხენით,
ნაცნობ ბილიკებს მიჰყვება ცხენით
და აიუ-დაღს აწყდება წყალი.
როგორც ქვესკნელის მრისხანე თვალი.

ბრინჯაოს მხედარი

პოემა
პეტერბურგული მოთხრობა

შესავალი

წყალთა ნაპირას - ქანდაკის მსგავსი -


ის იდგა, დიად ფიქრებით სავსე,
და ველს გასცქერდა. წყალთა გროვებით
რბოდა მდინარე; ზვირთების თავზე
მოსჩანდა ნავი განმარტოებით.
და ნაპირებზე ხავსის ნოხებით
აქა-იქ ჩანდნენ შავად ქოხები -
ჩუხონელთ ბუდე ველურ მხარეში.
და ტყე - ჭაობით განაპოხეი -
ნისლში დაფარულ სხივთა გარეშე
მეფობდა ირგვლივ.

ფიქრობდა იგი:
აქედან მედგრად შევუტევთ შვედელს,
და - ჰკანკალებდეს მტერი სასტიკი -
აქ ამოვიყვანთ ქალაქის კედელს.
თვითონ ბუნებამ აქ აღიარა,
რომ ევროპისკენ გავჭრათ ფანჯარა;
ზღვის პირს დავეყრდნოთ მაგარი ფეხით,
ახალ ტალღების კვალით უტეხით
ჩვენ ვესტუმრება ფლაგთა კრებული
და ვიზეიმებთ გალაღებული.
ას წელმა განვლო, ნორჩი ქალაქი -
ჩრდილო ქვეყნების უცხო მშვენება,
იქ, სადაც იყო ჭაობთ ალაგი,
აზიდულია ამაყ ჩვენებად.
სადაც ფინელი მეთევზე წინათ,
მწირი ბუნების გერი საწყალი,
დაბალ ხავსიან ნაპირთა შინა
ისროდა ბადეს ტალღებში - მკრთალი,
სადაც სუფევდა უდაბნო მწირი,
ჩანს ნაპირების სივრცეზე ხშირი
სასახლეების, კოშკების რიგი,
მწყობრ გიგანტების რკალი სასტიკი,
მოჰქრის ტალღებზე გემი მრავალი
ყოველი მხრიდან აქ მომავალი,
რომ ნავსდგურთან იგემონ წყალი.
შემოსილია გრანიტით ნევა
და წყლებს ხიდები ყველგან ემჩნევა,
ნევის კუძულნი მწვანე ბაღებით
არიან ყველგან განაჩაღები.
უმცროს სატახტო წინაშე თავი
მოხუც მოსკოვმა დაჰხარა ზავით.
ვით ნორჩ დედოფლის წინაშე მკრთალმა
გვირგვინოსანმა ქვრივ დედოფალმა.
პეტრეს ქმნილებავ! მე მიყვარს შენი
მედიდურობით სავსე იერი,
ნევა მეფური და მძლავრი დენით,
ნაპირთ გრანიტი პირმშვენიერი,
შენი გალავნის თუჯი ქსოვილი,
შენ მოდუნებულ ღამეთა სვლაში
სინათლე, არა მთვარით თოვილი,
როცა ვკითხულობს მე ჩემს ოთახში
და ვწერ ულამფოდ, როგორც ლანდები
ჩანან ქუჩები ყრუ გიგანტები,
ირგვლივ სიჩუმე, ნათელი არი
საამირბარო დიდი ისარი.
ცისკარი ცისკარს ცვლის მოკამკამეს,
არ უშვებს წყვდიადს ოქროსფერ ცაზე,
ნახევარ საათს ის უთმობს ღამეს,
რომ კვლავ გამოჩნდეს ღრუბლების გზაზე.
მე მიყვარს შენი მკაცრი ზამთარი,
შენი ყინვები, ჰაერი, ჩრდილი,
ნევის ნაპირას მარხილნი ჩქარი,
და ქალწულთ სახე ვარდისფრად შლილი!
მიყარს ხმაური მბრწყინავ ბალებით
და უცოლოთა ქეიფი მალი,
როცა დუღს ჭიქა აშხრიალებით
და იწვის პუნშის ცისფერი ალი.
მარისის მინდვრებზე ჰხიბლავს ოცნებას
სამხედრო ძალთა მსვლელობა მარდი,
ქვეითი ჯარის და ცხენოსნების
ერთფეროვანი შნო და ნავარდი;
მწყობრად დარხეულ ლაშქართ წყებაში,
ნაბრძოლ, დაფლეთილ დროშათ ფრიალი,
სპილენძიანი ქუდთ კრიალი,
რომ დაცხრილულან ომების წვაში!
მიყვრს, სატახტო ქალაქო, შენი
ციხე-სიმაგრის გრგვინვა და ალი,
როს მეფის ოჯახს - აღსავსეს ლხენით
შესძენს საჩუქრად ვაჟს დედოფალი.
ან თავის მტრების დაძლევის გამო,
რუსეთს ზეიმი აქვს გამარჯვებულს,
ან ტეხავს ნევა ყინულთა კრებულს,
და მიაქვს იგი ზღვისკენ - აგზნებულს
მით, რომ მაისი მოდის საამო.

პეტრეს ქალაქო! იყავ დიდებით,


როგორც რუსეთი მძლავრი, რჩეული,
და შენთან ერთად აწ დამშვიდებით
დაცხრეს სტიქია უკვე ძლეული.
დე, დაივიწყონ მტრობა, გოდება
ფინურ ტალღებმა; გათავდეს დავა!
ამაო არის ურჩობა კვალად
და პეტრეს ძილის აწ შეშფოთება!

დრო იყო ავი და საგანგებო,


ბევრში მეტყველებს იმ დღეთა გრძნობა,
მინდა გიამბოთ, ამხანაგებო,
თქვენ სევდიანი ჩემი მოთხრობა.

ნაწილი პირველი

ნოემბრის სუსხით ზეცა ზრიალებს,


პირქუშ პეტროგრადს თავს დასტრიალებს.
ნევა, როგორც რომ კაცი სნეული,
თავი საწოლში ბორგავს, მძვინვარებს.
და მისი ტალღა ბრაზმორეული
ისევ ასკდება გალავნის კარებს.
გვიანღა იყო. ღამე დგებოდა,
წვიმა ფანჯარას ეხეთქებოდა.
ღმუოდა ქარი სიბრაზით, წყენით.
ამ დროს დაბურნდა სახლში ევგენი.
მაშ ჩვენ დავარქვათ გმირს ეს სახელი,
კარგია მისი გამოძახილი,
მას შეეჩვია ჩემი კალამი,
და ეგებება ძველი სალამით.
ჩვენ არ გვჭირდება იმის გვარი,
თუმა წარსულ დროთა წარსულ არეში
ის იყო მძლავრი და მოთარეშე,
მტერს არაერთხელ დასცა თავზარი,
ის კარამზინის იცნო თხზულებამ,
ვით ჩვენი ქვეყნის დიდი თქმულება,
დღეს კი ეს გვარი, წინათ ქებული,
არის ყველასგან დავიწყებული.
აქვს კალომნაში ევგენის ბინა,
ის სამსახურში ეწევა შრომას,
გაურბის იმას, რაც იყო წინათ,
არ გლოვობს მკვდარდა ნათესაობას,
და არც გარდასულ დროთა ყიჟინას.
როცა ევგენი სახლში დაბრუნდა,
სწრაფად გაიძორ თავის მაზარა,
მას დაძინება ძლიერად უნდა,
მაგრამ სიმშვიდე რამ შეაზარა?
რაზენ ფიქრობდა იგი დავრდომით?
რომ ის ღარიბი იყო და შრომით
უნდა იპოვოს თავის ადგილი,
პატივისცემა, სახელი ტკბილი,
რომ ღმერთს შეეძლო მისთვის მიეცა
მეტი ფული და ჭკუა, რომ ზეცა
ზოგ ბედნიერებს წყალობს ყოველთვის,
რომ მას სიამე სოფლისა ელტვის,
რომ მისი ყოფა მეტად ძნელია,
რომ ის მსახურობს ორი წელია;
კიდევ ფიქრობდა, რომ ეს ავდარი
აღარ ცხრებოდა. მდინარე ჩქარი
სულ მატულობდა, ალბათ ხიდები
მოხსნეს - ნევაზე დანაკიდები,
რომ ქარიშხალი კვლავ ივალალებს,
რორმ ის პარაშას ვერ ნახავს მალე.

ის ატრიალდა ფიქრთა ჯარაში,


და ოცნებობდა იგი მწუხარედ.
- არ ქროდეს ქარი ესოდენ მწარედ,
წვიმა არ სცემდეს ბნელ ფანჯარაში!
ბოლოს თვალები
იმან დახუჭა განაწვალები.
ავდრიან ღამის წყვდიადი ქრება,
დღე გაფითრებულ ნისლად იშლება,
საშინელი დღე!
ნევა იმ ღამით
გარბოდა ზღვისკენ, მაგრამ გრიგალი
მას არ უშვებდა შეურიგალი,
და მოიქანცა ნევა თამამი.
მის ნაპირებზე მეორე დილით
გამოჩნდა ხალხი სწრაფ თავმოყრილი,
წყლებს გახელებულს უცქერდა ყველა,
ცვლის ტალღას ტალღა ვეებერთელა.
მაგრამ უბედან ქარის სვეტებით
გადაღობილი ნევა სიმაღლით
უკან იხევდა დანაფეთები,
და ის კუნძულებს ფარავდა წყალით.
მთლად გატიალდა ამინდი ავი
და გაიბერა ნევა პირშავი,
დუღდა ვით ქვაბში წყალი ღმუილით
გავერანებით, მეტი შხუილით.
უცბად გაცოფდა, გადიქცა მხეცად,
მოულოდნელად თვით ქალაქს ეცა.
მის წინ გაიქცა ყველა მცხოვრები,
ტალღებს ვერავინ ვეღარ აჩერებს,
- ეწვიენ სარდაფთ - შეუპოვრები,
მოაწყდნენ არხნი თვის მოაჯირებს.
წელამდე ფარავს პეტროპოლს წყალი,
ვით ტრიტონი სცურავს ახალი.
ტალღების ალყა! სიბრაზით ხტიან
და ქურდებივით ჩუმად ძვრებიან
ფანჯრებში. საჭით ამტვრევენ მინებს
ნავები. რისხვა ეწვია ბინებს.
ყოველივეა ტალღათ ზვარაკი:
სახურავს, კედლებს იტაცებს ზვირთი,
სცურავს დაშლილი ქოხების ტვირთი,
და საქონელი - ვაჭართ მარაგი,
ღარიბთან მცირე ავლა-დიდება,
მოტაცებული წყალზე ხიდები:
წალეკილ საფლავთ ჩანს კუბოები
ყველგან ქუჩებში. ხედვენ ბრბოები
ღვთის რისხვას ხალხი შიშისაგან გმინავს
ვაი! იღუპვის საზრდო და ბინა!
სადღა ვიშოვით? მართავდა მაშინ
რუსეთს ხელმწიფე განსვენებული,
ის აივანზე გაჩნდა ვნებული.
სთქვა: - ამ ღვთიური რისხვის წინაშე
მეფენი გრძნობენ თავის უძლურობას!
სევდით უცქერის უბედურებას!
და მოედნები იდგნენ ვით ტბები,
და შედიოდნენ მათში ქუჩები
მდინარეებად. სასახლე ჰგვანდა
სევდიან კუნძულს და ობლად ჩანდა.
მეფემ სთქვა სიტყვა და გენერლები
ეწვივნენ ქუჩებს საშიში გზებით,
ტალღებს - ავარდნილს უღრმჯეს ფსკერიდან
ისინი წუთით არ მოერიდნენ, -
შველიან ხალხსა, რომ გმინავს მწარედ,
და იღუპება სახლში და გარეთ.

პეტრეს მოედანს ამკობს ახალი


სახლი რჩეული და ტანმაღალი.
მის აივანზე მუდმივ დარაჯად
აწეულ თათით დგას ორი ლომი,
თითქოს ცოცხალი და დაუდგრომი.
მარმარის მხეცზე სოველ ფარაჯით,
უქუდოდ, გულზე ხელებდაკრეფით
იჯდა ევგენი - ნაცემი შხეფით. . .
ის არ ნანობდა თავსი თავს - მკრთალი,
მას არ ესმოდა, თუ რარიგ წყალი
ბრაზობს და იმის ლანჩას ეხება,
როგორ გრგვინავენ ქარნის მეხებად,
როგორ მოაძრო გრიგალმა ქუდი,
ახსოდა სხვა დრო და სულ სხვა წუთი.
სასოწარკვეთით აღსავსე ცქრა
მხოლოდ ერთ მხარეს მან მიაშტერა.
და ამბოხებულ სიღრმის ზვირთები
კვლავ მოგორავდნენ, ვითარცა მთები.

ქარი ღმუოდა ტალღები ზევით


სახლის ნაფლეთი ჩანდა გარკვევით.
ო, ღმერთო, ღმერთო! წყალთა მეზობლად,
თითქმის უბესთან მდებარე ობლად
პატარა სახლი, ტირიფი, ყორე,
იქ მშვიდად ცხოვრობს არსება ორი:
ქვრივი ასულით. ოცნება შორი -
მისი პარაშა. სიზმრად თუ ხედავს
ყვლაფერ ამას? თუ არის ნეტავ
ჩვენი ცხოვრება - ყალბი ზმანება,
ბედის დაცინვა, ძირს დაქანება?

თითქოს მარმარმა მოჯადოებით


ის დაატყვევა თავისი ცქრით.
ვერ ჩამოსულა! წყლის ურდოები
ირგვლივ და მეტი სხვა არაფერი!
იმისკენ ზურგით შემოქცეული,
ხელშეუხებელ მაღალ მწვერვალზე,
სადაც ბობოქრობს ტალღა წყეული,
ამობოხებული მდინარის წყალზე -
მოჩანს მხედარი ბრინჯაოს რაშით,
ხელით - აწვდილი მაღლა ზეცაში.

ნაწილი მეორე

ნევამ იჯერა გული დარბევით,


და მოქანცულმა მეტ თავხედობით
იბრუნა პირი დანახარბევი,
რომ დატკბეს თავის ველურ ქმედობით. . .
თავის ნადავლი ზიზღით დატოვა
ასე ყაჩაღი, რომელსაც ხროვა
ახლას ავაზაკთ - დაესხმის სოფელს,
ყველაფერს მისცემს მახვილს ულმობელს. . .
ძარცვა, მკვლელობა და კბილთა ღრჭენა. . .
კვნესამ, განგაშმა წაიღო სმენა!
შემდეგ ნაძარცვით დატვირთულები,
დევნისა შიშით დაქანცულები,
ავაზაკები შინ იჩქარიან,
გზაში კარგავენ ნადავლს შარიანს.

წყალმა დაიკლო და ქვაფენილი


ბრწყინავს, უეცრას გამოჩენილი.
ეტრფის მდინარეს ჩვენი ევგენი,
მოცული შიშის ფარული სენით,
მხოლოდ მწუხარე ხმებისა მსმენი.
კიდევ ბრაზობენ ავი ზვირთები,
ზეიმის გრძნობით დანატვირთები,
თითქოს მათ კიდევ ხანძარი სწვავდა
და ქაფიანი ქურქი ფარავდა.
მძიმედ სუნთქავდა ნევა რხეული -
- ცხენი ბრძოლიდან გამოქცეული.
ევგენიმ წყალთან მისვლა გაბედა
და ნავს წააწყდა ის უცაბედად.
იგი მენავეს ახლა ეძახის,
რომელიც თავის უდარდელ სახით
ართმევს უზალთუნს მას გასამრჯელოს,
სჯერა: გაიტანს ტალღების ლელოს.
დიდხანს ებრძოდა მენიჩბე მარდი
ტალღებს - ამღვრეულს და გაბრაზებულს.
ნავი მისდევდა ზვირთების კრებულს,
თავის მგზავრებით მათი ნავარდის
ყოველ წუთს მსხვერპლი რომ გამხდარიყო,
მაგრამ მდინარემ ნავი გარიყა,
აი ნაპირი! საბრალო გარბის
ნაცნობი ქუჩით, უცქერის ხარბი
ადგილებს ჩვეულს და თან გარეულს,
სურათს საშინელს და სიზმარეულს!
და მის წინ ყრია უწესო გროვად,
რაც კი მდინარის რისხვამ დასტოვა.
დაშლილ ფიცრების გამოჩნდა ტევრი,
დანგრეულია სახლები ბევრი;
ზოგიერთები უკუღმა დგანან,
ვით ბრძოლის ველზე ყოველგან ჩანან
დამხრჩვალთ გვამები. მაშინ ევგენი
სასოწარკვეთილ და გიჟურ რბენით
იქ მიჰქრის, სადაც ბედი მარადი
ელის დაბეჭდილ უცხო ბარათით.
და იგი გარბის საოცარ გრძნობით.
უბე. . . სად არის სახლი ნაცნობი?
ზარდაცემული - იგი დგას სვეტად:
უკან დაბრუნდა ის უცაბედად.
ნაცნობ სახლისკენ ისევ იჩქარის,
აი ტირიფი. . . კვალი ჭიშკრის
არ ჩანს და სახლი აღარსად არის,
ის შებოჭილი დარდით, მწუხარე,
ეკამათება თავის თავს ცხარედ.
უცბად მიირტყა მან შუბლზე ხელი
და ახარხარდა. ღამისა ქსელი
მთრთოლვარე ქალაქს მოედვა ბნელი.
მაგრამ მცხოვრებლებს დიდხანს არ სძინავს,
ურთიერთშორის აქვთ საუბარი
გარდასულ დღეზე; დილა კი ბრწყინავს
სატახტოს თავზე - წითელ საფარით
ფარავს წარსული დღის ბოროტებას
და დარბეულთა კვნესა-გოდებას.
კვლავ ყოველივემ სახე ჩვეული
ისევ მიიღო და დარბეული
გამოდიოდა ქუჩაში ხალხი,
მის უგრძნობ სახეს არ აჩნდა თალხი.
კვლავს სამსახურში მოხელე მიდის,
აღებს ვაჭარი - არ მცოდნე რიდის -
მდინარისაგან სარდაფს გაძარცულს
და იმედი აქვს, რომ ზარალს წარსულს
იგი აიღებს მალე სხვებიდან.
ნავებს ზიდავენ ეზოებიდან,
გრაფი ხვოსტოვი კვლავ ლექსებს წერდა
და მირონცხებულ მგოსნის გზებითა
უბედურებას იგი უმღერდა.
მაგრამ საბრალო ჩემი ევგენი . . .
იგი მოიცვა სრულ დაღონებამ.
ვეღარ გაუძლო მისმა გონებამ
საშინელ განცდებს! ტყვექმნილი სმენით
ნევის და ქარის ხმაურს უსმენდა.
უცხო ფიქრებით აღვსილი, - კენტად
ის დადიოდა. რაღაც სიზმარი
მას აწვალებდა წუთი ცისმარი.
და შეპყრობილი საოცარ სენით,
არ ბრუნდებოდა სახლში ევგენი.
როცა გავიდა საკმაო ხანი,
მიაქირავა მისი საკანი
სახლის პატრონმა ხელმოკლე პოეტს.
ევგენი გაჰყვა აშლილ გონებას. . .
არ მიაკითხა თავის ქონებას.
ემალებოდა ბრბოს მიეთ-მოეტს.
დიდი ხანია მან დაგმო ბინა,
და ნავსდგურში ხშირად ეძინა.
ის სამოწყალოს გამოწვდილ ლუკმით
ცხოვრობდა, მუდამ მოხეტე, უქმი.
ბავშვნი ესროდნენ ქვებს იმას - ეულს,
მუდამ უცნაურს და ჩამოხეულს.
გზას არასოდეს ის არ ამჩნევდა,
და სცემდნენ მათრახს მეეტლეები.
ჰქროდნენ უმიზნოდ მისი დღეები,
და სწვავდა რაღა უთქმელი სევდა.
ფარულ განგაშით გაყრუებული,
ის ეწეოდა ყოფას შხამიანს,
და უსახური, მკრთალი, ვნებული
არც ნადირს ჰგავდა, არც ადამიანს.
არც ის და არც ეს, ვით ცოცხალ-მკვარი.
მას ნავსადგურში ერთხელ ეძინა,
და შემოდგომის იყო ავდარი.
ქარმა გასტეხა მდინარის ინა.
ტალღა სწვდებოდა ნაპირს ჩივილით,
საფეხურებთან ის მდუმარებდა,
ვით მომჩივანი გულისტკივილით
ყრუ მსაჯულების სასტიკ კარებტან,
გამოეღვიძა საბრალოს. ქარი
გმინავდა ისე, როგორც აფთარი,
ზეცას მდუღარე ცრემლი სდიოდა,
და შორს გუსაგის ხმა გაჰკიოდა.
უცბად წამოხტა ევგენი, იმას
მთელი წარსული საშინელება,
რაზედაც ფიქრი მას ეძნელება,
კვლავ წარმოუდგა, უსმენდა წვიმას.
ირგვლივ დაიწყო მან ხეტიალი,
სწრაფ შეაჩერა ნაბიჯთ ტრიალი,
თვალი მოავლო მან შიშით არეს,
სახლის სვეტებ ქვეშ ახლა ის არის;
იქ მოდარაჯე იდგნენ ლომები,
აწვდილი თათით, დაუდგრომები.
და მის პირდაპირ საშინელ ლანდად,
ირგვლივ შეზღუდულ და მაღალ კლდეზე,
აპყრობილ ხელით მხედარი ჩანდა,
ამაყად მჯდარი ბრიჯაოს ცხენზე.

ევგენი შეკრთა. მას მოაგონდა


კვლავ ყველაერი: ტალღათ კრებული,
წარღვნის ფართობი გააფთრებული,
სადაც სტიქიას ზეიმი ჰქონდა.
იცნო ლომები, ნისლით ბურვილი,
და ის მხედარი ბრინჯაოს თავიტ,
რომლის ულმობელ ამაყ სურვილით
ზღვასთან ქალაქი დაარსდა ავი.
საშინელია ის ამ წყვდიადში!
შუბლზე ბეჭედი იდუმალ ფიქრის!
ნეტა რა ძალა იმალვის მასში,
როგორი ცეცხლით იწვის ეს რაში?
ამაყო რაშო! შენ საით მიჰქრი,
და სად დაუშვებ ფეხებს გიჟ სვლაში?
სასტიკი ბედის მძლავრო მფლობელო!
განა შენ ასე უფსკრულის თავზე
რკინის აღვირით, ო, ულმობელო,
არ დააყენე რუსეთი ყალყზე?

და კვარცხლბეკს გულის აფრთხუაკებუთ


უვლის შეშლილი, მთლად მოცახცახე.
ის მიაჩერდა გიჟურ თვალებით
ძლევამოსილი მპყრობელის სახეს.
ისევ შეშფოთდა. თავისი შუბლით
ცივ მოაჯირის მიეკრა ფოლადს,
თვალნი აევსო უეცარ ღრუბლით,
და რაღაც ცეცხლმა ის აათრთოლა.
მოაწვა სისხლი. ის დადგა მკვახედ
ამაყ კერპის წინ, ბრაზმორეული,
და კბილთა ღრჭენით, ცოფიან სახით
სთქვა, შეპყრობილმა ძალით გრძნეულით:
"მაშ კარგი, ვნახოთ, აღმშენებელო!. . ."
უცბად გაიქცა განაქანები,
მას მოეჩვენა რაღაც ზმანებით,
რომ მეფის სახე შიშაღმგზნებელი
მისკენ მოიქცა სწრაფ მრისხანებით.
რბის ყრუ მოედნით საბრალო გიჟი,
უკან ხმაური მას ესმის შიშით:
თითქოს დამტვრეულ გრგვინვის გრიალი -
ცხენის თქარუნი - შორით შთენილი,
და უპასუხებს მძიმე ზრიალით
ამბოხებული მას ქვაფენილი.
განათებული ფერმკრთალი მთვარით,
ხელით - აწვდილით მაღლა ზეცაში
იმას ბრინჯაოს მოსდევს მხედარი
გამოჩენებულ და მგრგვინავ რაშით.
და მთელი ღამე საბრალო გიჟი,
სად არ წავიდა, ესმოდა შიშით,
რომ მას მოსდევდა მძიმე ჭენებით
იგი მხედარი მონაჩვენები.
და აის შემდეგ, როს უხდებოდა
იმ მოედანზე გავლა ევგენის,
იმის სახეზე შიში ჩნდებოდა,
ხელს მიიკრავდა ის გულზე ტკენით.
თითქოს აცხრობდა მის ცემას მარადს,
ქუდს გახუნებულს იხდიდა წყნარად,
და მიდიოდა განზე ძუნძულით.
არის პატარა ზღვაზე კუნძული:
ხანდახან მივა იქ ალმაცერად
მეთევზე თავის ღარიბი ფაცერით,
და თვით იკეთებს ის ვახშამს მცირეს;
ანდა მოხელე აქ მოდის კვირას
ნავით. ჩუმია მკვდარი სავანე,
მასზე არ ხარობს ბალახი მწვანე.
აქ წყალდიდობამ უბოროტესმა
მოაგდო ძველი სახლი ოდესმე.
და იგი ჩანდა, ვით ბუჩქი შავი,
და ის გასულ წელს გაზიდეს ნავით;
ის იყო თითქმის მთლად დანგრეული,
იმის კარებთან ევგენი ნახეს.
და მისი გვამი, ცივი, ეული,
ღვთის გულისათვის იქვე დამარხეს.

დავეხეტები ქუჩის ხმაურში

დავეხეტები ქუჩის ხმაურში,


თუ ეკლესიის მესმის ლოცვები,
ან ყმაწვილ კაცტა აურზაურში
ვარ ანთებული ჩემი ოცნებით.

მე ვამბობ, წელტა გრიგალი მიდის,


და თუმცა ირგვლივ ხალხი ბევრია,
ყველას დაგვფარავს სამარის ლოდი
და ალბათ უკვე ვინმეს ჯერია.

დავაკვირდები ახოვან მუხას -


ეს პატრიარქი ტყეების დღესაც
ჩემს საუკუნეს გაუძლებს მწუხარს,
როგორც გაუძლო ჩემ წინაპრებსა.

თუ ბავშვს ვეხები გამოსარჩლებით,


მისთვის მშვიდობის თქმა დამჭირდება:
ვეტყვი - მივდივარ, შენ კი დარჩები,
მე გახრწნა მელის, შენ კი დიდება.

როცა დღე მიდის და წელიც გადის,


ჩემი ფიქრებიც მათთან დადიან,
და სასიკვდილოდ მოსული ვადის
მე გამოცნობა დროში მწადია.

სად მომეწევა სიკვდილი ბნელი?


ომში თუ ზღვაში, თუ წყალთა შინა,
თუ მზეობელად ქცეული ველი
ცივი ცხედარის გახდება ბინა.

ხომ სულ ერთია, უგრძნობელ სხეულს


სამარის ჭია სად შეესია,
მაგრამ მე მაინც მიწას შეჩვეულს
რომ მიმაბარონ, უმჯობესია.

დაე ცხოვრება სამარის კართან


გადაისალოს ცოცხალ ვარდებად,
სადაც გულცივი ბუნების კალთა
უკვდვის ეშხით აელვარდება.

1829

დემონი

როდესაც ჩემთვის იყო ახალი


ყოფნის ყოველი შთაბეჭდილება -
ქალწულთა მზერა, მთები მაღალი,
ღამე ბულბულის ახმატკბილება,
როცა ყოველი დიადი გრძნობა,
თავისუფლება, სახელი, ტრფობა
და შთაგონება ხელოვნებისა
იყო მიზეზი ჩემის გზნებისა, -
მაშინ ბოროტი რაღაც გენია
გახდა ფარულად ჩემი მნახველი,
და იმ წუთებში, რაც მილხენია,
მან შეიტანა შავი ნაღველი.
შეხვედრა ჩვენი იყო მწუხარე:
მისი ღიმილი, თვალების ალი
და მეტყველება გესლით მდუღარე
სულს მიწამლავდა საოცარ ძალით,
იმედისა და რწმენისგან სცლიდა
ცილისწამება მისი გონებას;
მშვენიერებას ოცნებად სთვლიდა
და დასცინოდა ზეშთაგონებას.
თავისუფლებას, სიყვარულს ჰგმობდა,
იყო მქირდავი მიწის და ცისა,
და კურთხევისთვის უღირსად სცნობდა
მთელს ბუნებაში ყველაფერს ისა.
1823

ევგენი ონეგინი

რომანი ლექსად

პატივმოყვარეობით შეპყრობილი, განსა-


კუთრებულად ამაყიც იყო, ამიტომაც ერთ-
ნაირი გულცივობით აღიარებდა თავსი რო-
გორც კეთილ, ასევე უგვან საქციელს -
ასე ჩაგვაგონებს უპირატესობის გრძნობა,
თუნდაც იგი მოჩვენებითი იყოს.
პ ი რ ა დ ი წ ე რ ი ლ ი დ ა ნ (ფრანგ.)

არ ვფიქრობ ამაყ წრის შესაქცევად,


ვეტრფი გულისხმას ტოლ-მეგობართა,
მსუს საწინდარი, პატივისცემად,
შენი ღირსების სწორი მოგართვა.
ღირსსწორი სულის მშვენიერების,
ამხდარი ნატვრის წმინდა სათავის,
ცოცხალ და ნათელ ლექსის ფერების,
მაღალი აზრის და სისადავის.
მაშ ასე იყოს, ჩემგან თვალღებად
მიიღე ფერად თავთა კრებული -
ხან სასაცილო არის ნახევრად
და ხან ნახევრად დარდმორეული,
სრულქმნილ და სადა ხალხურ ჰაგებად
თავშექცევისას შთაგონებული,
უძილობისას სწრაფად ნაწერი,
უმწიფრად დამზრალ წლების ნაფიქრი,
ცივი გონების თვალით ნაზვერი
და მწუხარებად გულზე ნატვიფრი.

თავი პირველი

ცხოვრება ჩქარობს ა
ისწრაფვის კიდეც შეიგრძნოს.
პ. ა. ვ ი ა ზ ე მ ს კ ი

"ბიძაჩემს, განთქმულს აღზრდით, ღირსებით.


როცა ძალღონე აღარ შესწევდა,
წასვლა ენება პატივისცემით
და უკეთესად რაღას შესძლებდა.
მის ქცევას ბევრი სიბრძნედ იწამებს,
მაგრამ, ღმერთმანი, გულს გაგიწყალებს -
ავადმყოფს დღე-ღამ ეჯდე საწოლთან,
არ შორდებოდე წამით საცოდავს!
მონებდე მზაკვრულ ძალას უმდაბლესს,
მომაკვდას სიკვდილს აღარ აცლიდე,
ართობდე, ჭმუნვით წამალს აწვდიდე
და უსწორებდე თავსასთუმალებს.
ოხრავდე და თან გულში ამბობდე:
ეშმაკი ლაგამს როდის ამოგდებს!"

II

ცეტი ჭაბუკი ასე ფიქრობდა


და მტვერს აფენდა ეტლი კელ-მინდვრებს,
ანდერძად ზევსის ლოცვა მიჰქონდა
ნათესავებში ყვლას მემკვიდრს.
ვინც ლუდმილას და რუსლანს აღმერთებთ!
ჩემი რომანის გმირსაც აგრეთვე,
თქვენი ნებართვით, უწინასიტყვოდ,
ახლავე, ამავ წუთში გაიცნობთ.
ონეგინია ჩემი ძმობილი,
ნევის ნაპირთან დაბადებული,
ეგებ ბავშვობა თქვენც იქ გეგულვით,
ანდა ბრწყინავდით ქვეყნად ცნობილი,
ჩემო მკითველო, მეც ის შორეთი
მალხენდა, მაგრამ მწყენს ჩრდილოეთი.

III

სინდისიერად, წრფელად იღწვოდა,


ვალით ცხოვრობდა მისი მშობელი,
ბალს წელიწადში სამჯერ იწვევდა,
ბოლოს გაკოტრდა კეთილშობილი.
ევგენის ბედის ერთობ სწყალობდა,
ჯერ Madame-სგან ანბანს სწავლობდა,
მერმე მან Mansieur-ს გადააბარა,
თავნება, მაგრამ სათნო პატარა.
Monsieur l’Abbe, ფრანგი ღატაკი
არ აწუხებდა ბავშვს და თამაშით
იოლად წვრთნიდა ყველა საგანში,
თავს არ აწყენდა მორალ-არაკით,
ცელქობისათვის ოდნავ ძრახადა
და საზაფხულო ბაღში დაჰყადა.

IV

ჟამი ჭაბუკურ ვნებათაღელვის


როცა ევგენის ენთო სამხილად,
ჟამი იმედის, ტკბილი ნაღველის,
მაშინ გააგდეს Mansieur სხლიდან.
შევებამ აქცია კაცად ყმაწვილი,
ახლა მოდაზე თმადავარცხნილი,
ლონდონელ dandy-ს მსგავსად ჩაცმული
და ბოლოს უკვე ხალხში გასული.
სრულად, უნაკლოდ დაუფლებოდ
ფრანგულ ენაზე წერას, საუბარს;
ლაღად ცეკვავდა იგი მაზურკას,
პირზე ღიმილი არ უქრებოდა;
მეტი რა გნებავთ? დიდებულებმა
უქეს სიბრძნე და ზრდილი ბუნება.

ცოტა რაღაცას ყველა ვსწავლობდით,


როგორც შეგვეძლო, სახელდახელოდ,
ჩვენში არა ჭირს, ღმერთის წყალობით,
თავი იოლად რომ ისახელოთ.
ევგენი იყო (ბევრი მათგანის
მოურიდებელ, მკაცრი ნათქვამით)
განათლებული, ოღონდ პედანტი,
მომადლებული ჰქონდა ტალანტი -
შეეძლო ლაღად სიტყვის თამაში,
ყოველ საგანზე სხარტად მსჯელობა; -
მცოდნეს იერით ემარჯვებოდა
ბრძნული დუმილი ნამდვილ კამათში,
უცბად იწვევდა კეთილ დამების
ღიმილს ცინცხალი ეპიგრამებით.

VI

დღეს ლათინური გადის მოდიდან


და მართალს გეტყვი, ჩემი გაგებით,
მას ძველი ენის ცოდნა ყოფნიდა,
რომ გაერჩია ეპიგრაფები,
ეხსენებინა იუვენალი,
წერილის ბოლოს დაესვა Vale,-
ენეიდადან ენის წვალებით
ზეიპრად ეთქვა ლექსის ბწკარები.
ქვეყნის წარსულზე მცირეოდენი
ცოდნის წყურვიიც კი არ ებადა,
ქრონოლოგიურ მტვერს არ ქექავდა,
მაგრამ მას ძველი ანეკტოდები -
რომულის დროდან დმღედე ნათქვამი,
კარგად ახსოვდა ყველა მათგანი.

VII

დიდი განცდები არ აწამებდა,


რომ მიეტანა მსხვერპლად ლექსამდე, -
იამბს ქორესგან ვერ ანსხვავებდა,
თუმცა სწავლებას ბევრჯერ ვეცადე.
ჰგმობდა ჰომეროსს, თეოკრიტესაც,
მაგრამ ადამ სმიტს ჩაჰკირკიტებდა,
ეკონომიკას კარგად იცნობდა,
მან ესე იგი განსჯა იცოდა:
ქვეყანა რარიგ, როგრო მდიდრდება,
რითი არსებობს, რატომ ან რა გზით
აღარ სჭირდება ოქროს მარაგი,
როცა პროდუქტით არ ღარიბდება. -
მამას უჭირდა ამის გაგება
და მიწებს ვალში აგირავებდა.

VIII

რაც უსწავლია კიდევ ევგენის,


უცბად ჩამოთვლა არ შემიძლია,
მაგრამ რა მადლიც ეცხო გენიის,
უბადლო ცოდნად რაც შეიძინა,
რასაც წამოზრდის დღიდან მონედა,
რაც რჯიდა, სწვავდა, სიამოვნებდა,
რასაც სწირავდა მთელ დღეს მოცლილი,
რა ნაღველითაც იყო მოცული -
მეცნიერება იყო ტრფიალის,
ნაზონმა ხოტბა რასაც შეასხა,
რითაც არყოფნად გარდაესახა
ჟამი ბრწყინვალე, ქარიშხლიანი -
შორს, მოლდავეთის ყრუ ტრამალებში,
იტალიაზე კვნესა-კაეშნი.

IX
. . . . . . . . .

. . . . . . . . .

. . . . . . . . .

რა ადრე შესძლო მან მაცდურობა,


გამჭვალვა იჭვით, ფარულ იმედით,
გადარწმუნება და დარწმუნება,
განგებ მოღუშა ძალუმ მიბნედვით.
რა გულქვაობა იყო და რა მორჩილი,
რა ქედმაღალი და რა გულჩვილი,
ხან სდუმდა იგი, როგორც კედელი,
ხან ქადაგებდა, ვით მჭევრმეტყველი;
უსტარს თამამად წერდა ტრფიალზე,
მაგრამ ერთ ბარათს გულზე იწერდა,
რარიგ შეეძლო თავდავიწყება!
მის მკვირცხლ მზერაში ენთო სინაზე,
კდემა, მორცხოვა, კადნიერება,
ხან ძალად ცრემლი და ცბიერება.

XI

მან რარიგ შესძლო ფერისცვალება,


ხუმრობით ყმაწვილ ქალთა დათრობა,
სასოწარკვეთის შიშით წვალება,
ქათინაურით მათი გართობა,
და გულჩვილობის წამის ჩავლებით,
გრძნობის, გონების ბასრი ბრჭყალებით
უნდობ უმანკოს როცა დასძლევდა,
ალერსს ელოდა, ხან აძალებდა,
ხან სთხოვდა გულწრფელ აღიარებას,
მოსმენას გულის პირველ ჩქამისას,
კვალდაკვალ სდევდა ტფიალს ქალისას,
ბოლოს იდუმალ დაიბარებდა
და ყუჩ ადგილას სუნთქვაგაკმენდილს
დაასწავლიდა ჩუმად გაკევეთილს.
XII

რა ადრე შესძლო მან აღელვება


კეკლუცად ცნობილ ლამაზმანების!
როცა სურვილი გაახელებდა
მას მოლქიშპეთა დასამარების,
რა გესლს ატანდა ლანძღვა-ძაგებას
რარიგ ცდილობდა მახის დაგებას!
თქვენ კი, ნეტარო ქმრებო, განცხრომით
მასთან მეგობრულ სმას განაგრძობდით:
ფობლასის ძველი ნამოწაფარი
თავს ევლებოდა ჭაბუკს ცბიერი,
დეჭვებული ქმარი ხნიერი
და თვით რქოასნთა დიდი მთავარი,
მუდამ აღსავსე კმაყოფილებით,
სადილისა და ცოლის იმედით.

XIII. XIV

. . . . . . . . .

XV

ზოგჯერ საწოლში დილაადრიან


შემოუტანდნენ ჩემს გმირს ბარათებს.
რაო? მიწვევენ? დიახ, ნამდვილად.
სამგან ნადიმი? თავს ვინ გაართმევს?
ერთგან ბალია, სხვაგან ძეობა.
პირველად რომელ სახლს ეწვეოდა?
სულ ერთი იყო საით გასწევდა.
ყველგან ასწრებდა იგი დასწრებას.
და ჯერჯერობით, რომ მოირგებდა
დილის სამოსთან ფართო ბოლივარს,
ჩაუყვებოდა ბულვარს თოვლიანს,
უყვარდა ცხენით გასეირნება,
ვიდრე ბრეგეტის ზარი ხმატკბილი
არ მოუხმობდა: "გიცდის სადილი".

XVI
შებინდდა: მიჰქრის იგი მარხილით,
"გასწის" ძახილი შვენის პეწიანს
და მის საყელოს ფიფქი დაყრილი
ავერცხლისფერებს თახვის ბეწვიანს.
Talon-თან მიდის, სჯერა ნამდვილად
მას კავერინი უცდის ნადიმად.
შედის: საცობი ჭერში შეხტება,
მოჩქეფს "კომეტას" ღვინო შხეფებად,
ორთქლავს როსტ-ბიფი სისხლით ნაცვარი.
დევს ტრიუფელი - ყრმობის ოცნება,
რითაც ფრანგული სუფრა ცოცხლდება,
და სტრასბურგული ცხენი ნამცვარი
შუაში შვენის, როგორც ამალას,
ლიმბურგულ ყველს და ოქროს ანანასს.

XVII

წყურვილი ისევ სასმისს მოითხოვს,


ცხლად რომ ჩარეცხოს ქონი კატლეტის,
მაგრამ ბრეგეტის ზარი მოიხმობს, -
ვინც ტრფიალია ახლა ბალეტის.
სცენის ბოროტი კანონმდებელი, აზრცვალებადი მადიდებელი
მსახიობ ქალთა, მათი გულისთქმა
და საპატიო წევრი კულისთა -
ჩვენი ევგენი მიჰქრის თეატრში,
სადაც თავს იშვებს დიდიც, პატარაც,
უსტვენენ ფერადს და კლეოპატრას,
enterchat-ს1 ნთქავენ ტაშის გრიალში
ვიღაც მოინას უხმობს (ეგების
მზერა მიიპყროს მაყურებელის).

XVIII

ზღაპრული მხარე! სადაც ადრიან


თავისუფლების ოდა წარმტაცი
თქვა ფონვიზინმა - მეფემ სატირთა,
და კნიაჟნინი წერდა წაბაძვით.
სად ოზეროვი, ვით ხარკს უნებურს,
ცრემლებს ხალხისას, ტაშს გახურებულს
სემიონოვის ქალთან იყოფდა;
სად კატენინის ღვაწლით გვიპყრობდა
დიდი კორნელის აღორძინება,
სად შახოვსკოის ენაგესლიან
კომედიათა გუნდი გვესია,
სად ვნახეთ დიდლოს ამობრწყინება,
მეც იმ კულისთა ჩრდილში სიამით
ვქროდი ყმაწვილი ხალისიანი.

XIX

ჩემო ქლღმერთო! სად ხართ? როგორ ხართ?


ყური დამიგდეთ სევდით ანავსებს,
კვლავ ნაზები ხართ? არ გამოცვლილხართ?
ვერ შეუცვლიხართ სულ სხვა ლამაზებს?
თქვენი გუნდის ხმას ისევ მოვისმენ?
რუს ტერფსიქორებს ვნახავ როდესმე -
მათ სულჩაბერილ მაღალ აფრენას?
თუ სევდით მზერა დამეზაფრება,
ოდეს ვერავის გპოვებთ სცენაზე,
ცივად მივაპყრობ ლორნეტს უცნობებს,
დავემსგასები ლხენაუგრძნობელს,
არც შევირხევი მე მათ ცეკვაზე
და განხიბლული, ჩუმი მთქნარებით
ისევ წარსულში გავემგზავრები?

__________
1 ნახტომი (ფრანგ)

XX

ელავს ლოჟები სავსე თეატრში;


ზღვა დუღს პარტერის და სავარძლების;
ქანდარის სულსწრაფ ტაშის გრიალში
ისმის ხმაური ფარდის აწევის.
ბრწყინვალე, როგორც ლაჟვარდსმოჭრილი,
გრძნეულ ქამანის მონა-მორჩილი,
ნიმფების გუნდით გარემოსილი,
დგას ისტომინა ანგელოსივით.
ცალ ფეხს ეყრდნობა ცეკვით სულდგმული
და მეორეთი ბრუნავს ოცნებად,
უცებ ნახტომჯით სცენას მოსწყდება,
ვით ეოლისის ბაგეს ბუმბული.
ტანს ხან მოსალტავს, ხან ტანგაშლილი
ფეხს ფეხზე სწრაფად დაჰკრავს ტაშივით.

XXI

ხალხი არ ცხრება. შედის ევგენი,


სავარძლებს შორის ფეხებს აწყდება,
ლორენტის ცივი თვალი შევლებით
უცნობ დამების ლოჟებს გასცება.
ყველა იარუსს უმზერს შესვლისას,
ყველას ტანსაცმელს, სახეს შენიშნავს,
უკმაყოფილო და უსაშველო
მიესალმება კაცებს გარშემო.
დაბნეულ მზერას აპყრობს ევგენი.
ასწონ-დასწონის სცენას თვალებით,
წამს მობრუნდბა, იტყვის მთქნარებით
"შესაცვლელია ყელა ევგენი;
ბალეტი რაღა სანახავია,
დიდლოც მომბეზრდა კარგახანია".

XXII

ჯერ კიდევ სცენა ქუხს დამათრობლად,


ახტუნებს ქაჯებს, გველებს, ამურებს,
ჯერ კიცევ სძინავთ სადარბაზოსთან
ქურქში გახვეულ, დაღლილ მსახურებს,
დარბაზს ჯერაც სძრავს ციებ-ცხელება;
ცხვირის მოხვინვის ხმა და ხველება
გაისმის ტაშის ხმაში ნარევი,
ჯერ შინ და გარეთ კრთიან ფარნები;
ჯერ შეციებულ ცხენებს ათრთოლებს,
ლაგამ-მოსართავს ვეღარ ითმენენ,
ჯერ მეეტლენი ხელებს იფშვნეტენ
და აგინებენ ცეცხლთან ბატონებს.
ამ დროს სჩვევია ჩვენს გმირს გამოსვლა
და ტანსაცმელის სახლში გამოცვლა.
XXIII

თუ შევძლებ ცხადად დავასურათო


მყუდრო ოთახი ძვირფასნივთება,
სადაც მოდების პირმშო უბადლო
ირთვება, იხდის და კვლავ ირთვება?
რაც ზღვა სურვილის გამო საღდება,
რასაც ლონდონი წვრილმან საგნებად,
ჩვენი ხე-ტყს და ქონის წამღEბი,
გვაწვდის ბალტიკის მღელვარ ტალღებით,
პარიზის ეგზომ ხარბ გემოვნებას,
რაც სასარგებლო შვენის ნაწარმი,
სიამოვნების მგვრელი რაც არის,
რაც ეამება სულს და გონებას,
რაც ფუფუნების საგნად ფოლორცობს -
ჰქონდა თვრამეტი წლის ფილოსოფოსს.

XXIV

ქარვა სტამბოლურს ამკობს ჩიბუხებს,


მოჩანს ბრინჯაო და ფაიფური,
ფაქიზ გრძნობათა მგვრელად იგუბებს
სუნამოს ბოლოს თლილი ჭიქური.
ძევს მაკრატლები: სწორი, გახრილი
და ჯაგრისები დგამზე დაყრილი:
ზოგი ფრჩხუილების, ზოგი კბილების,
იქვეა რვალის წვრილი ქლიბებიც.
რუსოს უკვირდა - როგორ გაბედა.
მასთან (აღვნიშნავ გაკვრით, ზოგადად)
ენაბასრ გიჟთან, დაუზოგავთან
ზვიადმა გრიმმა ფრჩხილის გაწმენდა.
მცველი სიმართლის, თავისუფლების
სწორი არ იყო მაშინ სრულებით.

XXV

საქმიან კაცსაც შვენის, როდესაც


არ ავიწყდება მოვლა ფრჩხილების,
რად გვინდა კიცხვა ჩვენი დროისა?
ჩვევებს მონურად ვემორჩილებით.
ჩადაევს ჰგავდა ჩვენი ევგენიც
და მოშიშარი მწარე ენების
თავს აჩვენებდა ხალხს პედანტივით,
როგორც ამბობენ - ხახვის ფრანტივით.
იგი სამ საათს მაინც არსაით
სარკეს, ტუალეტს არ სცილდებოდა,
გამოსვლა გვიან ახსენდებოდა,
თავქარიანი ვენერასავით;
საოცრად ჰგავდა ქალღმერთს გამოცვლილს
სამასკარადო ვაჟურ სამოსით.

XXVI

ბოლოდროინდელ მოდურ ჩაცმაზე


თქვენს მწყურვალ მზერას რომ ვაჩერდები,
სწავლულთ წინაშე გმირის ტანსაცმელს
აღვწერდი კიდეც მთელი მშვენებით.
შემწევდა ძალა, გაბედულება,
მაგრამ რუსულში არ მეგულება
ფრაკი, ჟილეტი და პანტალონი, '
არ გვაქვს სიტყვანი სხვა საბადლონი,
ვხედავ და წრფელად გებოდიშებით,
ენითაც ღარიბს ეს მენაღვლება -
ლექსი არ მომდევს უფრო ნაკლებად
აჭრელებული უცხო სიტყვებით;
აკადემიურ სიტყვარს ადრევე
თვალყური თუმცა დიდხანს ვადევნე.

XXVII

ახლა სხვა რამე მინდა ჩავითქვა:


გვიჯობს ბალისკენ თუ ავჩქარდებით,
ჩვენი ევგენი უკვე საითაც
მიჰქრის იამსკის სწრაფი კარეტით.
ბნელსახლებიან, მთვლემარ ქუჩაზე
ფარნები წყვილად კრთიან შუქსავსე,
ერთურთს მიჯრილი კარეტებიდან
ცისარტყელები თოვლზე ბნდებიან.
და გარეშემო სახლი ლამაზი
შემოურკალავს მბრწყინავ კანდელეს.
დიდი სარკმლების მიღმა ლანდების
მიმოსვლას აფენს ფართო დარბაზი,
აჩენს პროფილებს ნაზ ქალებისას
და ახალზნიან კავალრებისას.

XXVIII

დაიძრა ჩვენი გმირის კარისკენ;


შვეიცარს გასცდა თავმოწონებით,
გრძელ მარმარილოს კიბეს აიფრენს,
ისარზე სწრაფად, თმების სწორებით;
შედის, დარბაზი სავსე დახვდება,
უკვე დაღლილი უკრავს მუსიკაც,
ხალხი ხმაურში როკავს მაზურკას,
სიმჭიდროვეში ტყდება ტალღებად;
მხედართ დეზების ისმის წკრიალი,
ფრენენ ფეხები ლამაზმანების.
მიისწრაფვიან მან ნაკვალევზე
თვალები - მწველი ცეცხლით მზირალი;
ქალთა ჩურჩულში ჭორად რაც თქმულა -
ვიოლინოთა ხმაში ჩანთქმულა.

XXIX

ბალებს ვეტრფოდი გადარეული,


ქცეული ლხენად და გატაცებად,
მსგავსი ადგილი არსად მეგულვის
სიტყვის, წერილის გადასაცემად.
ო, მეუღლენო, პატივსაცემნო!
თქვენი შველაა საქმე საჩემო;
გთხოვთ შეისმინოთ შეგონებანი:
გირჩევთ, ფრთხილობდეს ყველა თქვენგანი.
დედიკოებო, თვალი ფხიზელი
ქალიშვილთაკენ გეპყრათ ყოველთვის,
სწორედ გეკავოთ თქვენი ლორენტი!
თორემ. . .ო, თორემ. . . ღმერთო გვიხსენი!
ამას რატომ ვწერ, საკითხავია?
არ შემიცოდავს კარგახანია.

XXX

ვაი რომ, დღეებს შეუბრალებლად


ლხინს და გართობას ვანაცვალედი,
თუმცა, ზნე-წესთა შეუბღალველად,
მეყვარებოდა ახლაც ბალები.
ვუმხელ დამთხვეულ ყრმობას სიყვარულს,
დიდ სიახლოვეს, ბრწყინვას, სიხარულს,
და ლაზათიან ქალთა სამოსსაც;
ვეთაყვანები ფეხეს საოცარს;
თუმც მთელ რუსეთში ვერსად შეხვდებით,
ვერ ნახავთ სამ წყვილს სწორ ფეხს ქალისას.
ეჰ, მხოლოდ ერთმა გამიხალისა
დუნე სიცოცხლე თლილი ფეხებით.
არდავიწყება მათი მაწვალებს
და სიზმარშიაც გულს მიფანცქვალებს.

XXXI

რა დრო, რა მხარე, ან რა უდაბნო


გადაგავიწყებს შენსავ გადამრევს?
ნაზო ფეხებო! რომელ უბადლო
ველის ყვევილებს თელავთ ნაადრევს?
გასათუთებდათ აღმოსავლეთი
და ჩრდილოეთის თოვლში არც ერთი
ნაფეხურიც კი არ დაგრჩენიათ,
ლბილ ხალიჩებზე გავლა გჩვევიათ
და ფიანდაზად მათი გაგება.
თქვენს გამო მქონდა მივიწყებული
ქების, დიდების ჟინი გრძნეული,
ჩემი მამული, დატუსაღება?
გაფრენილ იმ წლებს ვინღა შეჰყურებს,
ვით ველზე წაშლილ თქვენს ნაფეხურებს.

XXXII

ო, მეგობრებო, მშვენიერია
დიანას მკერდი, ღაწვნი ფლორასი,
მარგამ რატომღაც მათ მირჩევნია
თლილი ფეხები ტერფსიქორასი.
მზერას წინასწარ იგი უბედბს
ზღაპრულ საჩუქარს ფასდაუდებელს
და სურვილების გუნდი თავნება
მომხიბვლელთაკენ მიექანება.
ჩემო ელვინა, ის მაქვს იმედად
გრძელი სუფრის ქევშ და გაზაფხულის
ბიბინა ველზე ნაზად გართხმული,
ზამთარში - ბუხრის თუჯის კიდესთნა,
ძვირფას პარკეტის მბწყინავ სარკეზე
და ზღვის ნაპირას, ფიქალ სალ კდეზე.

XXXIII

მახსოვს ზღვის ღელვა გაავდრებამდე;


რარიგად მშურდა შმაგი ტალღების:
ნეტავ მის ფერხთა ახლოს ვბედავდე
გაწოლას ტრფობით და გალაღებით.
რარიგ მეწადა ერთად შხეფებთან
წარმტაც ფეხებზე ბაგის შეხება.
არა, აროდეს, იმ ცხრა წუთებში,
ჩემს დაუდუღარ სიჭაბუკეში,
არ მსურვებია მსგავსი განცდებით
არც ბაგეები ნორჩ არმიდების,
არც მკერდი - სავსე კოცნის იმედით
და არც ვარდები მწველი ღაწვების,
არა, ასეთი ღელვა ვნებათა
სულს არასოდეს არ მიბნევდავდა.

XXXIV

ვიხსენებ სულ სხვა დროი სიამეს!


ზოგჯერ სანუკვარ, ტკბილ ოცნებებში
ეგზომ ბედნიერ უზანგს ვაკავებ. . .
და ვგრძნობ იმ ფეხის სითბოს ხელებში,
ისევ დუღილმა წამოსახვისამ,
ისევ შეხებამ ერტი ქალისამ
აღმიგზნო ჩამქრალ გულში ალმური,
მასვა ვარამი და სიყვარული.
მაგრამ მეყოფა ყველა ქედმაღლის
ქება და ყბედი ჩანგის ჟღერება,
მათგან შთანაბერ წრფელ სიმღებად
და გატაცებად ერთიც არა ღირს.
გრძნეულთა მზერა, სიტყვა, დასტური
მათ ფეხთა მსგავსად არის მაცდური.

XXXV

ევგენი რას იქმს? . . . ეტშლი მთვლემარეს


ლოგინი ელის. ბალი დამთავრდა
და სანკტ-პეტერბურგს მარად მღელვარეს
უკვე აღვიძებს დაფი დაფთადფთა.
დგება ვაჭარი, მიდის ბაყალიც,
მეეტლე ბირჟის გზით მიყანყალებს, '
ოხტელი ქალი ქოთნით იჩქარის,
ფეხქვეშ უხვნეშის თოვლი ცისკარის,
ისმი სიფხიზლის ხმები ხალასი,
დარაბებს ხსნიან, კვამლი მილიდან
ლილისფერ სვეტად ამოლივლივდა.
და გერმანელი ზუსტი ხაბაზი,
რომ არ იცილებს ქუდს ქაღალდისას,
ისევ აღებდა თავის "ვასისდას".

XXXVI

ბალის ხმაურით, ცეკვით დაღლილი


და შუაღამედ დილის მსწორები
იწვა საამო ჩრდილში ბალღივით
პირმშო განცხრომის, ლაღი ცხოვრების.
ნაშუადღევზე გაიღვიძებდა,
იგი დილამდე ასე იწყებდა
კვლავ ერთფეროვან და ჭრელ ცხოვრებას,
დღეს გუშინდელის განმეორებას.
მაგრამ ევგენის ანეტარებდა
თავისუფლებით დანამშვენები
წლები, ბრწყინვალე გამარჯვებები,
ყოველდღიური დროის ტარება?
მას ღრეობებში ეცნო ნასაციც
დაუდევრობის და სიჯანსაღის?

XXXVII

არა: ვნებათგან ადრე განელდა,


ადრე მოსძაგდა ქვეყნის გაგანი,
ლამაზებს განა დიდხანს დანებდა
მისი ჩვეული ფიქრის საგანი.
ბევრგზის ღალატმა დაამუნათა,
მობეზრდა ძმობა ძველ მეგობართა,
რადგან სუფრაზე თავგაბრუებულს
ცხელი ბივშტექსის და სტრასბურგული
ნამცხვრის შემდეგ ზოგჯერ უჭირდა
შამპანიურის ბოთლის გამოცლა
და პილპილიან სიტყვის გამოცრა,
თუმც ფიცხი იყო, მკლავიც უჭრიდა.
მაინც მობეზრდა ბოლოს ტიალი
დუელი, ტყვია და ხმლის ტრიალი.

XXXVIII

ავადმყოფობის ერთი სახეა,


რომლის მიზეზის უჭირთ მიგნეა,
ინგლისელების სპილნს ეძახიან,
რუსულად მოკლესდ "ხანდარ" იქნება.
მას სენი იგი ნელა ადნობდა,
და თავის მოკვლა, უფალს მადლობა,
ვერ გადაწყვიტა და მოხუცივით
ცხოვრებისადმი გახდა გულცივი.
Child -Harold-ის მსგავსად მიბნედილ
და ფერმილეულ სტუმარს ქალებიც
ჭორებით, ცეკვით და ვერც თვალების
ნაბვით და ოხვრით მოურიდებლით
ვეღარ ართობდნენ, სევდა დასჩემდა.
ირგვლივ ვერაფერს ვეღარ ამჩნევდა.

XXXIX. XL. XLI


. . . . . . . . .
XLII

თქვენც, მაღალი წრის ბანოვანებო!


იგი ყველაზე ადრე მოგცილდათ;
გითხრათ სიმართლე, ჩვენს დროს, საერთოდ,
ეგზომ მაღალი ტონი მოსწყინდა;
კიდევ ნახავ დიაცს მშვენიერს,
სეის და ბენტამს რომ იშველიებს;
მათი მსჯელობა თუმცა წრფელია,
საერთოდ დიდი სისულელეა.
რარიგ არიან უბიწოები,
რა ჭკვიანები, რა დიადები,
რა წმინდანები, რა ზვიადები,
რარიგ ფრთხილები, რარიგ სწორები,
რა მიუწვდომლად ჩანან კაცებთან,
ნახავთ და სპლინი შემოგაწვებათ.

XL III

თქვენც, ახალგაზრდა ლამაზმანებო,


გვიანღამ ეტლით გაფრენილები
ვინც ლაღობთ, ვისაც საასპარეზოდ
გაქვთ პეტერბურგის ქვაფენილები,
ჩემმა ევგენიმ თქვენც მიგატოვათ,
დასთმო მშფოთქვარე ლხენა, გართობა,
შინ ჩაიკეტა დრონატარები,
ხელი მოჰკიდა კალამს მთქნარებით,
წერა ეწადა, მაგრამ ეძნელა,
სძაგდა სირთულე, შრომა ალალი,
ვერაფერს ქმნიდა მისი კალამი
და მათ ამქარში ვერ ჩაეწერა,
რომელთა მიმარტ აბა რა მეთქმის,
თანამზრაველნი ვართ ერთმანეთის.

XLIV

კვლავ უსაქმობა დასდევს ლანდივით,


ატკივებული სულით იცლება,
და ჯდება იგი - წფელი წადილით
სხვათა აზრების სურს მითვისება.
წიგნებს თაროზე აწყობს დასტებად,
კითხულობს, კითხვით უქმად გაცდება:
ზოგის მოსაწყენ ბოდვებს, სიცრუეს,
ზოგის სინდისს და აზრს არ ირწმუნებს.
ყველას თავისი სძლევს ბორკილები,
სიძველეს ძალავს ძველთაძველობა;
სიძველით ბოდავს დღევანდელობა;
მან ქალებივით დათმო წიგნები
და თაროს, მტვრიან ტომთა სამარეს,
სამგლოვიარო თამთას აფარებს.

XLV

როს შევიცვალე წესი ცხოვრების,


ფუსფუსი მისებრ როს აღვიკვეთე,
დავუმეგობრდი მაშინ ონეგინს,
მომწონდა მისი ბევრი სიკეთე:
ოცნების მონაც ვცანი და მწამდა,
უცნაურობით სხვას არ ბაძავდა,
უჭრიდა მკაცრი, ცივი გონება;
მე რაც მამღვრევდა - მას აღონებდა;
ვნებათ თამაში ერთად მოვლიეთ,
საწუთრომ ორთავ მწარდ გვაცხოვრა,
ორთავეს სისხლმა გვიწყო დაცხრომა
და დაგველოდა გესლი ორივეს
ბრმა ფორტუნის და ადამიანთა,
როდესაც ჩვენმა დილამ ინათა.

XLVI

ვინც სცნო საწუთრო, ის ვერ შეიძლებს


ადამიანთა არშეზარებას,
ვინც განიცადა ისევ შეიგზნებს
დაუბრუნებელ დღეთა ზმანებას.
გრძნობა ხიბლისა აღარ ებადა,
სძრავდა მას გველი გახსენებათა,
გულს სინანულის კვნესა უღრღნიდა
და ყოველივე ეს საუბრიდან
გამოსჭვიოდა მთელი მშვენებით.
ჯერ მიცბუნებდა მასთან კამათი,
მერე მომნუსხა თავისთავადი
მახვილი ენით, მჭევრმეტყველებით,
ლაღ ხუმროაში გესლის გარევით
და ღვარძლიანი ეპიგრამებით.

XLVII

ხშირად, როდესაც ძალზე ნათელი


და გამჭირვალე ღამე ზაფხულის
იდგა ნევაზე ათინათებით,
როცა არ იყო გამოსახული
დიანა წყალის მცინარ მინაზე,
ჩვენ ძველ რომანთა სითბო, სინაზე
გვახსენდებოდ ტრფობად, წარსულად,
ისევე ვთრთოდით ახალგაზრდულად
მგრძნობიარენი და მოლხენილნი,
სუნთქვა ღამისა ჩუმად გვატკბობდა,
და ვით ტუსაღი სატუსაღოდან
სიზმრად ხშირ ტყეში გადმოფრენილი,
ოცნებით ასე ბევრჯერ ჩავეშვით
ჩვენი სიცოცხლის ლუჯრ სათავეში.

XL VIII

სასოწარკვეთით, შუაღამისას
ფიქალ გრანიტზე მკლავდაყრდნობილი
იდგა ევგენი, როგორც თავისთავს
ერთი პიიტი ხატავს ცნობილი.
ყრუ სიჩუმეში, მხოლოდ ხანდახან
ღამის გუშაგნი ერთურთს ხმამაღლა
გადასძახოდნენ და შორს დღოშკებიც
არღვევდნენ დუმილს დროგამოშვებით.
ბაიდა ობლად, ნიჩბების რხევით
მიუყვებოდა მთვლემარე ნევას,
შორს იტაცებდა ჩვენს ყურთასმენას
სალამურით და ლაღი სიმღერით. . .
და მაინც ღამის ჰაგთა მოთავეს
ვეტრფეთ ტორკვატოს ხმატკბილ ოქტავეს
XLIX

ადრიატიკა ცისფერტალღება,
ო, ბრენტა! არა, გნახავთ როდისმე
და შთაგონება კვლავ მეახლება
ოდეს ჯადოსნურ თქვენ ხმას მოვისმენ.
წმინდად რაცხს მოდგმა მას აპოლონის,
ვუმადლი ამაყ ჩანგს ალბიონის,
ის რო გამაცნო, ვით მსობლიური.
და იტალიის ღამე ღვთიური
ამავსებს ტრფობით, ამიხდენს სურვილს, -
ნორჩ ვენეციელ ქალთან დავტკბები,
მის ბაასს და მის დუმილს გვყვები,
გავწევთ იდუმალ გონდოლის ცურვით:
ამიმღერდება მისგან ბაგენი
პეტრარკას ენით - ტრფობის ჰანგებით.

თავისუფლება არ მეღირსება?
დროა მომხედო - მას ვეხვეწები;
ფიქრით ხომალდთა აფრებს ვიზიდავ,
დარს ველი, ზღვისპირ დავეხეტები.
გრიგალმოსხმული, ტალღებსშებმული,
ზღვის მებოძირში გადაშვებული;
განავარდებას როსღა მოვასწრებ?
როსღა გავშორდე ნაპირს მოსაწყენს,
დავთმო სტიქია - ჩემი მოძულე
და შუადღის ზღვის ფრონვით ვილაღო,
ჩემი აფრიკის ცისქვეშ ვინაღვლო
რუსეთი - მრუმე მწუხრით მოცული,
სადაც ვცან ტრფობა და სივაგლახე,
სადაც ტანჯული გული დავმარხე.

LI

ეწადა ჩემთან ერთად ონეგინს


ნახვა, გაცნობა მრავალ ქვეყნისა,
მაგრამ გაგვყარა ბედმა ტოლები.
შეხვედრა დიდხანს აღარ გვეღირსა,
მაშინ მოუკვდა მამა მშობელი,
და მის გარშემო გაუძღომკელი
მევახშეების შემოკრბა რაზმი,
ყველამ გამოთქვა თავისი აზრი;
ევგენი მათთან კი არ დაობდა
თავისი წილ-ხვედრის იყო ყაბული,
დასთმო სამკვიდრო ადგილ-მამული,
დანაკლისს დიდად ან არ დარდობდა
ან წინათგრძნობის ამცნეს წამებმა
მოხუცი ბიძის გარდაცვალება.

LII

და უცებ, მართლაც, ბიძის ამბავი


მოურავისგან მოსდის ონეგინს,
რომ ბერიკაცი წევს მომაკვდავი -
ნატრული მასთან დამშვიდობების.
გადაიკითხავს წერილს მწუხარეს
და ჩემი გმირი ელვის უსწრაფეს
საფოსტო ეტლით გაემგზავრება,
წინასწარ თანგავს გზაზე მთქნარება.
ფულის გულისთვის ელის დღეიდან
ოხვრა-კვნესანი, თვალთმაქცობანი,
(რითაც დავიწყე ჩემი რომანი)
მაგრამ სოფელში როცა შევიდა,
მან მაგიდაზე ცხედარს ბიძისას
დახედა, ვით ხარკს დედამიწისას.

LIII

მას სამზადისის დახვდ სახლკარი;


ცხედრისკენ მძიმედ გამოემარტა
მტერ-მოყვრეთა მთელი ლაშქარი -
ტრფიალი სხვათა განსვენებათა.
როცა დაკრძალეს მიცვალებული,
ხალხი სმა-ჭამას მიძალებული
და მღვდლები ბოლოს ისე წამოდგნენ
თითქოს საქმეზე მიისწრაფოდნენ.
ჩვენი ევგენი გახდა სოფლელი;
ტყეთა, მიწათა, ტბათა, მინდორთა
სრული მფლობელი. ერტ დროს ვიდოდა
ამრევ და მფლანგველ კაცად ცნობილი,
და სიხარულით იყო აღსავსე,
ძველ გზას რომ სცლიდა სხვა რაღაცაზე.

LIV

ორ დღეს სიახლედ ეჩვენებოდა


მყუდრო მინდვრები ცვრით გალუმპული,
მუხნარში გრილი მწუხარი ჩეროთა
და ნაკადულის წყნარი ჟღურტული.
მესამე დღესვე მთის და ჭალაკთა
ნახვის სურვილი გაუჩანაგდა.
მერე ძილს გვრიდა მათკენ მიხედვა,
და ბოლოს იგი მწარედ მიხვდება:
თუმცა აქ სევდის, მოწყენის გარდა,
არც ქუჩებია, არც პალატები.
არც ბანქო, არც ბალმასკარადები.
არც ლექსებია და ძველი ხანდრა
დაჰყვება უკან ადევნებული.
ვით ლანდი ანდა ცოლი ერთგული.

LV

დავბადებულვარ, რომ მშვიდ ცხოვრებას,


სოფლის სიყუჩეს ვთვლიდე ედემად,
სადაც ჩანგის ხმა უფრო ცხოვლდება,
სიზმრებს მიცოცხლებს შემოქმედებად.
ყოვლად უცოდველ მოცლას ვნებდები,
უდაბურ ტბისპირ დავეხეტები,
Far niente1 -ს კანონს კი არ ვივიწყებ,
და ყოველ დილით მისთვის ვიღვიძებ,
რომ ვიტკბო შვება, თავისუფლება.
ცოტას ვკითხულობ - ძილი მინდება,
არ ვდევ წარმავალ სახელ-დიდებას.
და განა ასე სულ უზრუნველად,
სულ უმოძრაოდ ჩრდილში შემდგარნი
არ გაქრენ ჩემი დღენი ნეტარნი?

LVI

სულით მოგბარდით ტრფიალს, განცხრომას,


სოფელს, ყვავილებს, მინდვრებს, ბაღნარებს!
ჩემს და ონეგინს შორის სხვაობას
როცა ამჩნევენ, მუდამ მახარებს,
რომ არც მკითხვეილმა გესლის მთხეველმა,
არც რომელიმე გამომცემელმა
ცილისმწამებელურ შედავებისას,
ჩვენთან სახეთა შედარებისას,
არა თქვას უღვთოდ და ირონიით,
თითქოს ვჯღაბნიდე პორტრეტს საკუთარს.
ვიმეორებდე პოეტს სანუკვარს,
რომ გულგოროზი ბაირონივით,
თითქოსდა ვერ ვწერთ სხვაზე პოემას
და ვხატავთ მხოლოდ ჩვენს პიროვნებას.

LVII

აქვე შევნიშნავ: ყველა პოეტი


შორით ტრფიალის მეგობარია.
ზოგჯერ საყვარელ საგანს ვპოვებდი
სიზმრად და მალულ შემომპარვია
სულში იდუმალ სახედ წვეული.
შემდეგ მუზისგან გაცოცხლებული.
რა უზრუნველად ვწერდი ყველაზე:
მთიელ ასულზე, ჩემს იდეალზე.
სალგირისპირელ ტყედქმნილ ქალებზე.
დღეს მოყვასთაგან ხშირად ჩამესმის:
________
1 უსაქმურობა

"ვისი მონა ხარ, ვისი ალერსის,


შენი წუხილი ვისთვის გალექსეს?
ეჭვიან ქალთა დუნგში რომელი
სცან ღირსად შენი საგალობელის?

LVIII
ზეშთაგონება ვინ აგიღელვა
მზერით და ნაზი მოალერსებით?
ვის აღმერთებდი შენი ლექსებით?"
ვის აღმერთებდი შენი ლქესებით?
ო, მეგობრებო, არვის, ღმერთმანი!
ტრფიალის შმაგი ვნებათკვეთანი
გამომიცდია გაუხარებლად.
ნეტარ არს იგი, ვინც უხამებდა
სიყვარულს რითმებს და გაიორა
მან სიყვარულის წმინდა ბოდვები;
პეტრარკას კვალზე თავგამოდებით
დაგვა გულისა გაიიოლა,
და თან დიდება სცნო სასურველი;
მე ტრფობით ვიყავ მუნჯი, სულელი.

LIX

ტრფიალი გაქრა, მუზა მოფრინდა,


ბნელი გონება მისგან განათდა.
მოცლილს თავშეყრა ისევ მომინდა
გრძნეულ ბგერათა, ფიქრთა, განცდათა;
ვწერ და არ გმინავს გული გვემული,
შეწყვეტილ ლექსთან აზრდაბნეული
აღარ ახატავს წვერი კალმისა
არც ფეხებს, აღარც სახეს ქალისას.
და ვნაღვლობ, ვნაღვლობ ცრემლებგამშრალი;
ჩამქრალი ფერფლი ვეღარ იალებს,
მალე ნაკვალევს ნაქარიშხალევს
სულმთლად წარიშლის სული მაშვრალი:
მაშინ დავიწყებ დაუყოვნებლად
ოცდახუთ ჰანგად ახალ პოემას.

LX

ვიდრე გირს სახელს დავანათლავდი


და გეგმა ვაგე დამაფიქვრელი,
ჩამოვათავე კიდეც მანამდე
ჩემი რომანის კარი პირველი.
გადავიკითხე მკაცრად მაშინვე,
მრავალი ნაკლი აღმოვაჩინე,
მაგრამ სწორება არ მომესურვა.
გავუსწორდები თვითონ ცენზურას;
ჟურნალისტებსაც დარჩი საკვებად,
ნაყოფო, ჩემო ნაღვაწ-ნაშრომო,
გასწი ქმნილებავ, ახალნაშობო,
ნევის ნაპირებს გაჰყევ საქებად
და მომიხვეჭე ღირსი დიდება;
მითქმა-მოთქმა და ლანძვა გინება!

თავი მეორე

O rous!
Ho r.
ო, სოფელო! . .
ჰ ო რ ა ც ი უ ს ი (ლათ.).

ევგენის სადაც ლევდა მოწყენა,


ულამაზესი გახლდათ სოფელი;
ვინც უწყინარი ლხენის მოძმეა
ღმერთს იქ შესწიროს სამადლობელი.
ბატონის სახლი განზე გამდგარი,
რომ იფარავდა მთა ქარსაფარი,
გადასცქეროდა მაღლით მდინარეს,
ველებს ფესანგად ანაბრდღვიალებს.
შორს ოქროსფერი ენთო ყანები,
კრთოდნენ სოფლები და ფშან-მინდორთა
მწვანეზე ჯოგი ძოვით ვიდოდა,
და ხშირი ჩრდილის შემომღამები
ჩანდა ვერანი, ვრცელი ბაღნარი,
მწუხარ დრიადთა თავშესაფარი.

II

ციხე-დარაზი პატივსადები,
როგორც სჩვეოდათ ერთდროს შენება.
მკვიდრად და დინჯად იყო ნაგები,
ბრძნული სიძველის ეცხო მშვენება.
სავანეები ერთობ მაღლები,
სასტუმრო ატლასშემონავლები,
ყველა კედელზე მეფე უფალი,
ღუმელი ჭრელად ნაჩუქურთმალი.
ეს ყოველივე უკვე დაძლევდა,
არ ვიცი მაინც რისი ბრალია;
და ჩემს მეგობარს, რაც მართალია. . .
არ ეპიტნავა მათთან გაძლება.
იგი მთქნარებით ერთად აავსებს
ძველსა და ახალ მოდის დარბაზებს.

III

მან ჭერად მისი ბინა ინება,


სოფლად ცხოვრება ვინც გამოსცადა,
ორმოც წელს ფარეშ ქალს აგინებდა,
მზერდა სარკმელს და ბუზებს ხოცავდა.
სადას და მუხის იატაკიანს
ოთახს, ბუმბულა დივანს, მაგიდას
და წყვილ კარადას, რაც თვალს ხვდებოდა,
მელნის წინწკალიც არ შეხებოდა.
ერთ კარადაში ხარჯის რვეული,
სხვაში მან ნახა ბლომად სასმელი,
სურები ვაშლის წვენით სავსენი
და კალენდარი რვაწლისეული:
ბიძა ოჯახზე ზრუნვას გადაჰყვა,
სხვა წიგნის აღარ სურდა დანახვა.

IV

მამულში მარტო რომ დაემკვიდრა,


გართობის გარდა, რას დაგიდევდათ,
და მან პირველად ეს მოიფიქრა
ახალი წესის დასამკვიდრებლად:
ვით უდაბნოში ბერად შემდგარმა
ბრძენმა ძველი და მძიმე ბეგარა
შესცვალა იოლ გადასახადით,
ბედზე ალოცა მონა ღაღადით;
სამაგიეროდ ის მტრად იხდიდა
გულმწყრალ მეზობელს, ანგარიშიანს,
ვინც მის საქციელს ავად ინიშნავს,
ზოგმა მზაკვრულად ჩაიხითხიტა,
და იგი ერთხმად, შეთანხმებულად
ჩასთვალსეს საშიშ შექანებულად.

ჯერ ხშირად ჰყავდა სახლში სტუმრები,


მაგრამ შინაყმებს მისგან ებარათ,
უკანა კართან მათ ჩვეულებრივ
დონური რაში რომ მოეგვარათ,
რაწამს შარაზე დროგის ხმაურის
ხმას შეიცნობდნენ შორით მსახურნი, -
ნაწყენი ასეთ შეურაცხყოფით,
განზე გაუდგა ყველა ნაცნობი.
- ვიღაც ბრიყვია, გადარეული,
სულ წითელ ღვინოს სვამს ფარმაზონი,
მარტო ჭიქაა მისი ამფსონი.
ხელზე არ კოცნის ქალებს ველური;
"დიახს" ვერ ამბობს "ხოს" იმეორებს.
ერთხმად აღმოხდათ ყოფილ მეგობრებს.

VI

სწორედ იმ ხანად თავის სოფელში


ეტლით მოჭენდა სხვა მებატონეც,
და მისი ქცევაც სამეზობლოში
განსჯის გარეშე არ მიატოვეს.
ვლადიმირ ლენსკი მათთან სახლდება,
გეტინგენელის სრლი სახება,
ლამაზი, თითქმის დაკაცებული,
პოეტი, კანტით გატაცებული.
მან გერმანეთით, ნისლით ნაბურით,
წამოიმძღვარა სიბრძნედ რუსეთში
ლაღად ოცნება, რწმენა, ნუგეში,
სული ფიცხი და თან უცნაური,
სიტყვა - მგზნებარე გულის ძახილი
და შავი თმები მხრებზე დაყრილი.

VII

საწუთროს ცივი, ბილწი შხამგესლით


ჯერ არ მოესწრო ყრმაკაცს დაზრობა,
მოძმის სალამით, ასულთ ალერსით
გაეთბო სულის ახალგაზრდობა.
იყო სათუთი და გაუწვრთნელი,
ასულდგმულებდა რწმენა გულწრფელი;
ქევყნის ბრჭყვიალს და ხმაურს მონებდა
ჯერ კიდევ მრწემი მისი გონება.
და დაეჭვებას გულის მომცარავს
იქრობდა იგი ტკბილი ოცნებით,
მისთვის მიზანი ჩვენი ცხოვრების
ჰგავდა მიმზიდველ, რთულ ამოცანას,
მისთვის იტეხდა თავს განსწავლული,
და მით იეჭვა მან სასწაული.

VIII

მტკიცედ სჯეროდა, სულით ნათესავს


შეიერთედა კეთილ სულივით,
სწამდა - იწოდა წმინდა არსება
მისი ყოველდღე ნახვის სურვილით.
მისი ღირსების გამო ბორკილთა
დებას ირჩევდა გული ძმობილთა,
არ შეკრთებოდა მათი მარჯვენა
ცილისმწამებლის მძიმე სასჯელად.
სწამდა, რომ დგანან ხვედრით რჩეულნი
ადამიანთა წმინდა თავდებად,
რომ მათი კერა, ვით უკვდავება,
თვალისმომჭრელად გაჩაღებული
სხივეს ოდესმე ჩვენც მოგვაშუქებს
და მთელ სამყაროს შვებას აჩუქებს.

IX

მას აღშფოთებამ და სიბრალულმა,


სიკეთისადმი წმინდა ტრფიალმა
და განდიდების ტანჯვამ სალბუნმა
სისხლი ადრევა აუჩქრიალა.
ჩანგით მოხეტეს მაშინ ეღირსა
ცა გოეთესი და შილერისა
თავს დახურვოდა მათთან საერთო,
სული პოეტურ ცეცხლით აენთო
და ხელოვნება სვებედნიერმა
არ შეარცხვინა დიად მუზათა:
შემოუნახავს ზვიადს უზღვავად
მარად მაღალი განცდის სიმღერა.
ძალა სპეტაკი ნატვრით ქროლების
და ბრწყინვა ზვიად უბრალოების.

ტრფიალს უმღერდა ყმა სიყვარულის


და მისი ლექსი იყო ნათელი,
როგორც ფიქრები სათნო ქალწულის,
როგორც სიზმრების გზა ყრმობამდელი,
როგორ მშვიდ ცაზე მთვარე ფერმკრთალი
ხვაშიადის და ოხვრის ღემრთქალი.
უმღერდა იგი გაყრას ნაღვლიანს,
რაღაც ბუნდოვანს, სივრცეს ჯანღიანს.
რომანტიკული ვარდის ტრფიალი
უმღერდა იგი ქვეყნებს შორეულს,
სადაც ხანგრძლივად ცრემლეს მორეულს
ყრუ სიჩუმეში ღვრიტა მტირალი;
სიცოცხლე მჭკნარად ესახებოდა,
ოდეს თვრამეტი წლისა ხდებოდა.

XI

იმ უდაბნოში მარტო ონეგინს


შეეძლო მისი ყადრი სცოდნოდა,
ლენსკის ბუნება ახლო სოფლების
ბატონთა სუფრებს ვერ ეწყობოდა.
არ დარჩენილა მათთან საუბრად,
ბრძნული ბაასი როცა გაუბამთ
თიბვაზე, მწევრთა სადგომ-ბაგებზე,
ღვინოზე, ახლო ნათესავებზე.
და, რა თქმა უნდა, მათი მსჯელობა
არც პოეტური აზრით ცხოველით,
არც ხელოვნებით ერთად ცხოვრების,
არც სიმახვილით განირჩეოდა,
მაგრამ ბაასში მათი ცოლები
იყვნენ მით უფრო საბრალოები.

XII

მდიდარ და ლამაზ ლენსკის იწვევდა,


როგორც სასიძოს, ყველა ხალისით;
სოფელი ადათს არ ივიწყებდა;
ყველას ასული სწამდა თავისი
ნახევრად რუს კაცს რომ გაჰყვებოდა;
მისი შესვლისას ეხერხებოდათ
სიტყვის წარმართვა სულ სხვა რამეზე,
ცალად ცხოვრების სივალალეზე:
სუფრა უხმობდა მათ სამოვარით;
დუნია როცა სასმისს უვსედა
"მიჰხედე!" - ვიღაც ჩასჩურჩულებდა.
ბოლოს გიტარას გასათხოვარი
ზედ დაჰკნავლებდა (ჰოი გამჩენო!):
"წამოდი, ოქროს კოშკი გაჩვენო!. . ."

XIII

მაგრამ არ სურდა, ცხადზე ცხადია,


ლენსკის ცოლქმრული ლაგმის მორგება,
გულწრფელი გრძნობით მოიწადინა
მან ონეგინთან დამეგობრება.
შეხვდნენ ერთმანეთს. ტალღა ტანისგან,
ლექსის პროზისგან, ცეცხლი ყინვისგან
არ იყო მათებრ განსხვავებული
და ჯერ სხვაობის ზღვარგავლებულნი,
ერთურთისათვის მოსაწყენები,
ძლივს შეეთვისნენ, მერე ურყევად,
განუშორებლად და განუყრელად
დასეირნობდნენ ერთად ცხნებით:
და ასე (ცოდვა ახლაც მანაღვლებს)
ხალხს უსაქმობა აამხანაგებს.

XIV

ის მეგობრობა, რაც მათ გააჩნდათ,


დავგმეთ ცრურწმენად, ძველ ჩვეულებად,
ნულებად ვნათლავთ ყველას აშკარად,
და მარტო ჩვენს თავს - ერთეულებად.
თვალს ნაპოლეონს ყველა ვუსწორებთ, '
მილიონობით ორფეხს ვუწოდებთ
პირუტყვებს და ვთვლით ერთ იარაღად,
დავცინით ნამდვილ გრძნობას ამაყად.
ევგენი იყო ბევრზე ფაქიზი,
თუმცა იცნობდა კაცთა სიავეს,
ზიზღით უმზერდა ადამიანებს,
მაგრამ (კანონს აქვს გამონაკლისი)
იცოდა ზოგის ყარდი, ღირსება
და სხვისი გრძნობის პატივისცემა.

XV

ლენსკის უსმენდა იგი მღიმარი.


მგოსნის მსჯელობა ალმოდებული,
გონება ჯერ აზრდაუღვინარი,
და მზერა მუდამ შთაგონებული -
ონეგინისთვის იყო სიახლე;
და არ უნდოდა მისი სილაღე
პირსმომდგარ ცივი სიტყვით ჩაექრო.
ფიქრობდა: ფუჭად რად ვაპაექრო,
არ გავუმწარებ წუთს დალხინების;
ჟამი მოუვა მას უჩემოდაც,
ვიდრე ცოცალი არს, დაე სჯეროდეს
ქვეყნიერების სრულყოფილების,
შერჩეს, ყრმა ვიდრე დავაჟკაცდება,
ყრმული ბოდვები და აღტაცება.
XVI

ცხარე კამათის გასაჩაღებლად


მათ საფიქრალი ჰქონდეთ სამყოფი;
ძველ ტომთა ზავი, გაჩანაგება,
ღვარძლი, სიკეთე, ცოდნის ნაყოფი.
ცრუ რწმენა ბნელი და ასწლოვანი,
საბედისწერო სამაროვანის
იდუმალება, ხვედრი, საწუთრო,
არ ელეოდათ ზღვა სასაუბრო.
პოეტი გზნებით, თავდავიწყებით,
აზრში ურთავდა ზოგჯერ ვნებიან
თავებს ჩრდილოურ პოემებიდან;
ჩვენი ევგენი, მცოდნის ღირსებით,
მის ნათქვამს თუმცა ცოტა უგებდა,
ყურს მაინც მთელი გულით უგდებდა.

XVII

მაგრამ მწველ ვნებებს უფრო მონებდა


გონება ორი მეუდაბნოვის.
და ონეგინი მათ იგონებდა
ნიშნად მშფოთვარე დღეთა გამოვლის
უნებურ ოხვრით და დანანებით;
ნეტარ არს, ვისაც მათი ალები
სწვადა და ბოლოს გვიან გაშორდა;
უნეტარეს არს, ვინც მათ არს სცნობდა,
ვინც ანელებდა ცეცხლს განშორებით,
მტრობას - ძაგებით, თან ამთქნარებდა -
ცოლთან და თავის ამხანაგებთან,
ეჭვი არ კლავდა აღმაშფოთები
და კაპიტალი მამა-პაპათა
ბედოვლათურად არსად გაფანტა.

XVIII

როდესაც ალამს შევეფერებით


კეთილგონივრულ დასვენებისას,
როცა ჩაქრება ცეცხლის ალები
და გაგვაცინებს გახსენებისას
ვნება-თავნება, ნაგრიგალევი
და მასზე ბჭობა ნაგვიანევი, -
სიმშვიდეს ვპოვეთ ბევრის მომსწრენმა,
ახლა ხანდახან გვიყვარს მოსმენა,
მღელვარედ მეტყველ სხვათა განცდების,
მაშინ გვერხევა გული დაცლილი.
ის ხეიბარი ბერიკაცივით,
ვინც ულვაშმწვანე ახალგაზრდების
მონათხრობს უსმენს პირდაბჩენილი,
თავის ძველ ქოხში მწირად შთენილი.

XIX

მაგრამ მგზნებარე ახალგაზრდობაც


ვერასგზით შესძლებს რამის დამალვას,
ტრფიალს, სიხარულს, დარდს, ავკაცობას
უცებ გაამხელს, წამში დალალავს.
ტრფობის ხეიბრად გადაქცეული,
იჯდა ზვიადად თავაწეული,
მშვიდად უსმენდა პოეტს ევგენი;
ვით აღსარების მღაღადებელი.
ჭაბუკი წრფელად და გულახდილად
სხვას ახედებდა თავის ნამუსში,
ევგენიმ მალე მის ნაამბობში
გრძნობათ სიუხვით იცნო ადვილად
ტრფობის ამბავი ახალგაზრდული,
ჩვენთვის ძველი და ჟამგადასული.

XX

ეჰ, მას უყვარდა, რომლის შემცვლელი


დღეს სიყვარული აღარსადაა,
რომლის სამსხვერპლოდ ერთი შეშლილი
სულის პოეტი ახლაც მზადაა.
ყველგან, მარადმჟამს ერთი ოცნება,
ერთი სურვილის შესისხლხორცება,
ერთი სჩვეოდა სევდა ყოველთვის.
ვერც გამთოშავმა სუსხმა შორეთი,
ვეერც უცხოეთის მშვენიერებამ,
ვერც განშორების წლებმა ხანგრძლივმა,
ვერც მუზებისთის დროის განწირვამ,
ვერც ლხინმა და ვერც მეცნიერებამ
შესცვალა მისი მიუსაფარი
სული - სპეტაკი ცეცხლით გამთბარი.

XXI

ჯერ გულუნაღვლო, გამოუცდელი


მოხიბლა იგი ოლგამ ყრმობისას,
თან ახლდა ასულს სათნო, გულწრფელი
მოწმე ბალღური ონავრობისას.
მუხნარის ჩრდილში მასთან დარბოდა,
მასთან ლაღობდა, დანავარდობდა,
მათთვის მეზობლეს, მამებს ენებათ
მალე სწვეოდნენ ბედნიერებას.
კდემამოსილი და სხივოსანი
კრთოდა უღრანის წყნარ სავანეში,
ჰყვაოდა ოლგა მშობლის თვალებში,
ვით ხშირ ბალახში ნაზი სოსანი
ჩუმად, მალულად, შუქის მჩენელი,
პეპლის და ფუტკრის შეუმჩნეველი.

XXII

პოეტს მან უძღვნა ყრმობის საამო


პირველი სიზმრით აღფრთოვანება,
მან შთააგონა მგოსნის სალამურს
პირველი კვნესით ახმოვანება.
და ჰა, ბავშვობის წყდება თამაში!
შეუყვრდება ყრმას ხშირ ჭალაში
განმარტოება და სიჩუმეში
ვარსვლავების და მთვარის ნუგეში.
მთვარის, უსაზღვრო ზეცის კანდელის
შუქს მივუძღვნით ღამის მრავალი
გასეირნება და ის ალალი
ცრემლი - იდუმალ დარდის მფანტეველი. . .
ახლა ჩვენს თვალში მთვარე რა არის?
მხოლოდ შემცვლელი მკრთალი ფანარის.
XXIII

ამკობდა კდება და სათნოება,


დილასებრ იყო სავსე ხალისით,
გულღია, როგორც მგოსნის ცხოვრება,
ვით სიყვარულის კოცნა ხალასი.
ლაჟვარდისფერი ლურჯი თვალები,
ხმა, სელისებრი ზილფ-დალალები,
მიმოხვრა ტანის ჰარეოვანი
ამკობდა ოლგას, მაგრამ რომანი
ჯერ არ შექმნილი, მისი იერის
ქალი რომელმაც არ დაგვიხატა;
მეც ის პორტრეტი ძლიერ მიყვარდა,
მაგრამ, მკითხველო, იმ მშვენიერის
ვტოვებ მოსაწყენ დასურათებას
და ვუთმობ უფროს დას ყურადღებას.

XXIV

ერქვა მის უფროს დას ტატიანა. . .


და ამ სახელით პირვესლ უხდება
ჩემი რომანის ფურცლებს ფრიალას,
როგორც მწადია ისე კურთხევა.
რა უშავს? არის კეთილხმოვანი,
მაგრამ მას, ვიცი, ერთვის ხსოვნანი
შორი წარსულის ან სიქალწულის!
უნდა გამოვტყდეთ, რომ დასაწუნი
გვაქვს სახელებიც და გემოვნებაც,
(ლექსები რაღა სახსენებია):
ჯერ განათლება არ შეხებია
კვალდასამჩნევად ჩვენსავ გონებას,
და მისგან დაგვრჩა ავად საცქერი
პრანჭიაობა, - სხვა არაფერი.

XXV

ამრიგად, ერქვას მას ტატიანა,


იგი რც წითელ ღაწვთა ხასხასით,
არც სიხალისით იყო დისთანა,
არ მოგტაცებდათ თვალს სილამაზით,
მორცხვი, სევდასთან მარტოდ შთენილი,
უტყვი, მშიშარა, მფრთხალი შველივით,
მშობლიურ სახლშიც ფიქრად წასული
გეგონებოდათ სხვისი ასული.
დედ-მამას ტკბილად ვერ უფერებდა;'
არ გაჰყოლია ბავშვებს არასდროს
არც სათამაშოდ, არც სანავარდოდ;
ბავშვი ბავშვობას ვერ იფერებდა.
და ხშირად ტოლებს გრიდებული
სარკმელთან იჯდა გარინდებული.

XXVI

ფიქრიანობა მას აკვნიდანვე


არ შორდებოდა, როგორც დობილი,
სოფლის ცხოვრება უქმად მდინარე
ახლდა ოცნებით შემამკობელი.
უფაქიზეს, ნასათუთევი,
ნემსსშუჩვევი მისი თითები
ვერ აცოცხლებდა სახლში შრომისას
ტილოზე ნაყშებს აბრეშუმისას.
ბავშვს მბრძანებლურინ ყათა ემჩნევა,
როდესაც თავსი მორჩილ ტიკინას
თამაშით აჩვევს ქცევებს რიგიანს,
მაღალ წრის წესებს მასთან ეჩვევა,
მას ზვიადურდ, ენაგაკრეფით
ასწავლის დედის ყველა გაკვეთის.

XXVII

მაგრამ ტანიას ბალღურ ასაკში


ტიკინა ხელში არ ჰკავებია
არ უმართავდა ბაასს: ქალაქში
რა მოდები და რა ამბებია.
ბავშვურ ცეტობას ვეღარ უძლებდა;
გაფაციცებით, ხარბად უსმენდა
საშინელ ამბებს ღამით, ზამთარში,
გული რჩებოდა ნათქვამ ზღაპარში. . .
როცა ოლგასტან სოფლის ბავშვობას
შეკრებდა ძიძა ფართო მდელოზე,
იგი სტოვებდა ტოლ ანგელოზებს,
დაჭერობანას არ თამაშობდა,
თავს აბეზრებდა ბავშვს მხიარული
მათი ხმაურიდა ჟრიამული.

XXVIII

რარიგ უყვარდა მას აივანზე


მზის შეგებება აღმომავალის,
როცა ფერმკრთალი დასალიერზე
წყდება ფერხული ვარსკვლავ ამალის,
როცა ნათელი ხმელეთს შემოსავს,
ქარი გვაუწყებს დილის შემოსვლას
და დღე თანდათან დაიბადება.
ზამთარში, როცა ჩრდილი ადგება
ნახევარსფეროს შავად ნაღვენთი,
ქვეყნის ნაწილი თვლემს სიწყნარეში
და ნისლმოხვეულ მთავარის არილში
ისვენებს ზანტი აღმოსავლეთი.
ჩვეულ დროს, ძილში უცებ კრთებოდა,
იგი სანთლების შუქზე დგებოდა.

XXIX

ადრე იწონებს იგი რომანებს


და სხვას არაფერს აღარ ისურვებს,
თავს შეაყვარებს, აღფთოვანებას
რიჩარდსონის და რუსოს სიცრუეც,
მამამისს კეთილს, სანთო გულისას
და მძევალს წარსულ საუკუნისას,
წიგნეზე ცუდი არ დასცდენია,
თუმცა დრო კითხვით არ გასცდენია,
მათ სათამაშოდ თვლიდა ბავშვთათვის
და არც ეძებდა, თავის ქალიშვილს
რა საიდუმლო ედო ბალიშქვეშ
მთვლემარე ტომი გარიჟრაჟამდის.
ცოლი მეუღლეს სულაც არ ჰგავდა,
რიჩარდსონისთვის ჭკუას კარგავდა.

XXX

შეჰყვარებია ქალს რიჩარდსონი,


არა მისთვის რომ კითხვით გარჯილა
და არა მისთვის, რომ გრანდისონი
რამე ღირსებით ლოვლასს არჩია,
არა! მოსკოვის მკვიდრმა ალვინამ -
თავადის ქალმა დეიდაშვილმა
მათი გარები ბევრჯერ გაბუქა,
როცა ჯერ კიდევ ქმარი არ ერქვა
მის ძალად საქმქროს, როცა თავის დროს
ოხრავდა სხვაზე, როცა გონება
და გული მისი სხვას იწონებდა,
შორით ეტრფოდა იგი გრანდისონს -
გვარდიის სერჟანტს განთქმულს ფრანტობით,
ბანქოს თამაშით, დარდიმანდობით.

XXXI

სატრფოს ბაძავდა მოდურ სამოსით,


მუდამ მშვენივრად, კოხტად ჩაცმული,
მაგრამ არც უთქვამს აზრი თავისი,
დააქორწინეს ხვაზე ქალწული.
მისი წუხილის განსაქარვებლად
ცოლითურთ მალე გამეგზავრება
ჭკვიანი ქმარი თავის სოფელში,
სადაც დასჩემდა ქალს უცნობებში
ცხარე ქვითინი, მოთქმა პირველად,
გაყრა არჩია მეუღლეობას,
ბოლოს მიხედა მეურნეობას,
შეჩვევით იგრზნო კმაყოფილება.
ჩვენც ზენაარის მადლით შეგვრჩება
ბედნიერების ნაცვლად - შეჩვევა.

XXXII

შეჩვევა - მისი სევდის მკურნალი


მოურჩენელსაც შესძლებს მორჩენას,
და დამშვიდდება ქალი სულ მალე,
როცა მიაკვლევს დიდ აღმოჩენას:
უსაქმობის და საქმის შუახანს
ცოლს რაღაც ფანდი გამოუნახავს,
რითაც ესურვა ქმარზე ემეფა
და აღისრულა, რაც მას ენება:
სამუშაოებს მხნედ უძღვებოდა,
ამარილებდა სოკოს ზამთრისთვის.
თავს იცხელებდა ხარჯის დავთრისთვის,
შაბათს აბანოს უნდა სწვეოდა,
მოახლეთ სცემდა გაანჩხლებული,
ქმრის უკითხავად განსჯას ჩვეული.

XXXIII

ნაზ ქალწულებთან ერთ დროს ჰქონია


ალბომში სისხლით წერის უნარი
და პრასკოვიას ხმობდა პოლინად
ამღერებული ხმით მოუბარი. . .
კორსეტსი იყო გამოკვართული
და რუსულ H -ს მსგავსად ფრანგული
N-ის გამოთქმა ცხვირით ძალუძდა,
მაგრამ სულ მალე ყადრი გაუწყდა:
კორსეტს, თავადის ასულს ალინას.
ალბომს, ვნებიან ლექსთა რვეულსაც
ივიწყებს იგი და ძველებურად
ისევ აკულკად ნათლავს სელინას,
და ბოლოს, თუმცა დიდხანს ინახა,
ჯუბა და ჩაჩი ძლივს განიახლა.

XXXIV

მაგრამ ქმარს ცოლი წრფელად უყვარდა,


ქალს გასაქანი მისაც ხალვთი,
მისი ყოველმხრივ სწამდა უნაღვლოდ,
თვითონ ჭამა-სმად იჯდა ხალათით.
სდევდა დინებას მშვიდი ცოვრების
და ხშირად მათთან საღამოებიც
უტარებიათ კეთილ მეზობლებს,
ცერემონიას უჩვევ მეგობრებს;
დარდს იქარვებდნენ, დროს აძაგებდნენ.
სხვათა კილვაში და მასხრობაში
ვიდოდა ჟამი, ამსობაში,
"ოლგა, დაადგი ჩაი", - ბრძანებდნენ,
და ვახშმის შემდეგ, ძილნატრულები
გადაივლიდნენ ეზოს სტურები.

XXXV

წყნარი ცხოვრების გზაზე მშვენიერ '


წარსულის წესებს ვერ ელეოდნენ,
ისინი ყოველ მსუყე ყველიერს
რუსულ ბლინები ეგებებოდნენ;
ყოველ წელს ორჯერ მარხვის ერთგულნი
სუფრულ სიმღერებს ცვლიდნენ ფერხულით,
უყვარდათ მრგვალი საქანელები;
და სამება დღეს მათსოფლელები
როცა უსმენდნენ წირვას მთქნარებით,
ისინი სხივებს განთიადისას
დააპკურებდნე სამ ცრემლს ფაქიზად;
ბურახს ხაფავდნენ მსგავსად ჰაერის,
და მოყვარულნი სტუმართ მიღების
კერძებს აწვდიდნენ ჩინის მიხედით.

XXXVI

სიბერეს ნახეს მათ ერთმანეთის


და ბოლოს ის დღეც დადგა რიგივით,
ქმრის წინ გაიღო კარი შავეთის, '
იხილეს იგი ახალ გვირგვინით.
მან სადილისწინ დასთმო ქვეყანა
და მეზობლებთან ერთად შეყარა
ქალიშვილები, ცოლი ერთგული -
ყველაზე წრფელად ატირებული.
ბატონი იყო გულსმინდოილი
და სადაც მისი ნეშტი ისვნებს,
საფლავის ძეგლი ასე იხსენებს:
ამა ქვის ქვეშე, მწირი ცოდვილი
მონა უფლისა და ბრიგადირი
არს სასუფეველს დმიტრი ლარინი.

XXXVII

თავის მამულში დაბრუნებული


ვლადიმირ ლენსკი ძეგლს მეზობლისას
მოინახულებს და უნებური
ოხვრა დასცდება ნიშნად გლოვისა.
დიდხანს უკვნესდა გული ტკივილით,
ბოლოს Poor Yorick - თქვა სიმძიმილით,
ბევრჯერ ვჭერივარ ხელში, როდესაც
მის მკერდზე მედალს ოჩაკოვისს
ვათამაშებდი ბალღი პატარა;
მე მიბედებდა ოლგას ნეტარი,
მოვესწრებიო იმ დღეს ნეტავი?. . .
და უწმინდესი სევსის ამარა
ლენსკი იმავე წუთში ნაფიქრალს
საფლავის ქვაზე დასწერს მადრიგალს.

XXXVIII

და იგი იქვე ცრემლით დაღარულ


წარწერას უძღვნის დარდით აღსავსე
მშობლების სამარხს პატრიარქალურს. . .
ვაჰ, რომ საწუთროს ნაკვალ-ნახნავზე
წუთით იმკება ყველა თაობა,
რომ იდუმალი გარდუვალობა
მათ ზრდას, მწიფობას, კვდომას აგვარებს,
სხვები მისდევდნენ ძველთა ნაკვალევს
და ჩვენი მოდგმაც ქარიფანტია
იზრედება, ღელავს, დუღს და წრიალებს,
კუბოსკენ ხიზნავს ცოცხალ წინაპრებს.
მალე ჩვენი დროც მოვა, ცხადია.
და შვილთაშვილთა დაიმედებით
წუთისოფლიდან განვიდევნებით!

XXXIX

ჯერ რიგიანად, ტკბილად შეირგეთ,


ძმებო, მსუბუქი ჩვენი ცხოვრება!
არარაობა მისი შევიგნე
და შეგუება მეუცხოება:
ჩვენებებს ვდევნი თვალდახუჭული,
მაგრამ იმედის შორი ჩურჩული
გულს მიფრთხიალებს ზოგჯერ უჩვევად.
წუთისოფლიდან კვალდაუმჩნევლად
წასვლაზე ფიქრი მავსებს ნაღველით.
ვცოცხლობ, ვწერ განა განდიდებისთვის,
მაგრამ მე ჩემი მწარე ხვედრისთვის
მეწადა, ვგონებ, მეტი სახელი,
რომ მხოლოდ ერთი ბგერა წარმტაცი
დამრჩეს ხსენებად, როგორც ძმაკაცი,

XL

ვიღაცას გულზე მაინც მოხვდება


და ქვეყანაზე ბედად შთენილი,
ალბათ, ლეთეში არ აღმოჩნდება
სტროფი ლექსისა ჩემი შექმნილი.
ალბათ (იმედად ესეც ბევრია!),
შემდეგ მოსული იტყვის ხევრია,
შემყურე ჩემი ცნობილ პორტრეტის:
ჰო, მაგრამ მადლი სცხია პოეტის!
მიიღე ჩემის სამადლობელი
ტრფიალო წყნარი ანოიდების,
ვის ხსოვნაშიაც ამოვიზრდები
ჩემი ფრთამალი საგალობლებით,
ვინც გადაუსვამს ხელს და დაიცავს
გვირგვინებს ერთი ბერიკაცისას!

თავი მესამე

ქალწული იყო, შეყვარებული (ფრანგ.)

მ ა ლ ფი ლ ა ტ რ ი

"საით? ჰო, რა ხართ, თქვენ პოეტებო!" -


"ნახვამდის. დროა, წავალ, ონეგინ". -
"არ გიჭერ, მაგრამ თქვი, სად გეძებო,
სად გილხინდება საღამოები?"
"ლარინებთან ვარ". - "ძალზე კარგია,
მაგრამ, გეთაყვა! მძიმე ხარკია
ყველა საღამოს იქ დაღამება?" -
"ოდნავაც არა" - "მიჭირს გაგება.
აქედან მათკენ რომ ვიყურები,
ცხადად ჩანს (გჯერა ჩემი ნათქვამი?)
უბრალო რუსულ ოჯახთაგანი,
სადაც ძალიან უყვართ სტუმრები,
მურაბა, ბჭობა სოფლის ამბებზე,
წვიმაზე, სელზე, ძროხების ბაკებზე. . ."

II

"ეგ ჯერ სიგლახედ არ მიმაჩნია" -


"ძმაო, მოწყენა არის სიგლახე" -
"შემძულდა თქვენი ხალხი მანჭია,
შინაური წრის ვარ მეინახე.
იქ შემიძლია. . ." - "ისევ ეკლოგა!
უფალს გავედრებ, კარგი, გეყოფა!
რა ვუყოთ, მიხვალ, გული მეწვება,
მისმინე, ლენსკი, თუ შეგეძლება
შენი ფილიდა რომ ვინახულოთ,
საგანი სენი ფიქრის, კალამის,
ცრემლის, რითმების და სხვა მრავალი.
მიმგვარე". - "ხუმრობ" - "არა, არ ვხუმრობ".
"წავიდეთ" - "როდის? - "თუნდაც ახლავე
ჩვენი მიღება მათ გაახარებს.

III

გავწიოთ".
ორნი ქროლვით ფიცხელით
მიიჭრენ, სადაც ქეიფს გიძნელებს
ზოგჯერ უზომო გამასპინძლებით
სტუმართმოყვრული ჩვენი სიძველე.
იცავენ სუფრის ცნობილ ადათებს:
დგამენ მურაბით სავსე ლამბაქებს,
ტკბილს - გასანთულული, სავსე ხელადა
მოცვის ნაყინით შემოემატა.
. . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . .

IV

ყველაზე მოკლე გზაზეც ძალუმად


შინ მიაქროლებს ეტლი მეგობრებს,
ახლა დავუგდოთ ყური მალულად,
რას ეუბნება ერთი მეორეს:
"რაო, ამთქნარებ უკვე, ონეგინ?"
"დამჩემდა, ლენსკი". "უფრო ღონდები
ახლა, რატომღაც", - "ვარ სულ ერთგვარად,
თუცა ველს ბინდი გადაეფარა;
ჩქარა, ანდრუშკა, გასწი, მოკურცხლე!
ეს ადგილები რა ვერანია!
მართლაც უბრალო არის ლარინა,
ძალზე კეთილი, კარგი მოხუცი,
მაგრამ მაშინებს მოცვის ნაყენით
არ შემეყაროს რამე საწყენი.

რომელი იყო იქ ტატიანა?" -


"აი სწორედ ის, სევდით მოცული,
დადუმებული, როგორც სვეტლანა,
სარკმელთან დაჯდა გვიან მოსული" -
"ნუთუ ორთაგან გიყვარს უმცროსი?" -
"რაო?" - "მერჩივნა მასზე უფროსი,
შენებრ მგოსნად მქნა, მისთვის ვილოცებ.
აკლია ოლგას სახეს სიცოცხლე,
ვით ვან-დეიკის ნახატ მადონებს:
პირმრგვალი არის, ღაწფვებწითელი,
ვით ეს უაზრო მთვარე ყვითელი
ამ სულელური ცის კაბადონზე".
ჯერ პასუხობდ ლენსკი უნდილად,
მერე მთელი გზა იქცა დუმილად.

VI

და ონეგინის სტუმრად მიღებამ


ლარინებისას შექმნა საერთო
დაუვიწყარი შთაბეჭდილება,
სამეზობლოშიც ყველა გაერთო.
ვარაუდს მოჰყვა ვარაუდები,
ჩუმად მსჯელობდნე და გამუდმებით
ხუმრობდნენ, ბჭობდნენ ენითმცოდველნი,
ვით ტატიანას ბედის მცნობელნი.
ზოგი იძახდა არაეჭვებით,
რომ ქორწინების საქმე მზადაა,
მაგრამ გადასდეს, რადგან მზადაა,
მათთვის ახალი მოდის ბეჭდები.
ხოლო ხალხისგან ლენსკის ქორწილი
ადრევა იყო სვედალოცვილი.

VII

უსმენდა ამგვარ ჭორს ტატიანა,


სწყინდა კიდევაც, მაგრამ ფარული,
შეუცნობელი გრძნობა ეამა.
ანაზდეული სცნო სიხარული.
გაღვივდა ფიქრი გულსჩავარდნილი,
დრო დადგა - მოჰყვა ტრფობა ნამდვილი,
ასევე მარცვალს ხნულში ნასვენეს
გაზაფხულის მზე აღმოაცენებს.
დიდი ხანია მის წარმოსახვას,
რომ სწვავდა სევდა, ნნებიერება,
საბედისწერო საზრდო ენება;
და განიცდიდა განა ცოტახანს
იგი სათუთი გულის გმინასაც.
დიდხანს ელოდა სული. . . ვიღაცას.

VIII
და, ჰა, ეღირსა. . . თვალთ აეხილა,
ქალწულს აღმოხდა: სწორედ ის არის!
მაგრამ მის გულში დღეღამ ცეცხლია
და მარტოობის მწველი სიზმარიც
მისით ევსება, მისთვის ღონდება,
მისნური ძალით ის აგონდება;
ბეზრდება ტკბილი სიტყვის ლამუნი,
მზრუნველ მოახლის მზერა მალული,
ნებდება ნაღველს, დარდით წამებას,
სევდიანდება ნაზი ასული,
სტუმრებს არ უსჯმენს ფიქრში წასული
და სწყევლის იგი მათ მოცალობას,
მათ მოულოდნელ, უცბად სტუმრობას,
მათ ჩამოსხდომას უსასრულობას,

IX

კითხულობს ახლა რა გატაცებით


იგი ტკბილ რომანს გამაბრუებელს,
რა მომხიბლავად, რა დაწაფებით
სვამს ტყუილს ლამაზს და მაცდუნებელს!
ბედნიერ ძალით ლაღმა ოცნებამ
სული შთაბერა გასაცოცხლებლად -
სიყვარულისთვის შექმნა ვოლმარი,
მალეკ-ადელი და დე ლინერი,
ვერტერი შმაგი, გაწამებული,
და გრანდისონი, გმირი, რომელიც
გახლავთ უბადლო,ძილის მომგვრელი, -
ნაზ მეოცნებეს მათი კრებული
ყველა ერთ სახედ ექცა მთლიანად,
ერთ ონეგინში გაერთიანდა.

ქალიშვილს თავი შეყვარებული


მწერლების გმირად წარმოედგინა,
მის სულთან იყვნენ შეხამრებული
თვით იულია, კლარა, დელფინა.
საშიში წიგნით ტყვედ ეხეტება,
წიგნში დაეძებს, წიგნში შეხვდება
თავის იდუმალ წვას და სურვილებს,
გულის სისავსეს ნაყოფს უტკბილესს,
ოხვრით და კვნესით თვისად მიითვლის
სხვის აღტაცებას, სხვის აცრემლებას
და იზეპირებს შეუსვენებლად
წრილს მისაწერს ძვირფას გამირთათვის. . .
მაგრამ ის, გმირი მას ვინც ჰგონია
ნამდვილად განა გრანდისონია.

XI

ერთდროს მგზნებარე მგოსანს ემართა -


მთავარი გმირი მისივ ქმნილების
მაღალფარდოვან ენით ეხატა,
ვითარც ნიმუში სრულყოფილების.
იგი ტრფიალის საგანს უბადლოს
გვაცნობდა, როგორც დევნილს უმართლოდ.
ჭკვიანად, სახესანდომიანად,
სათუთი სულის ადამიანად.
და უწმინდესი განცდით დაზაფრულს
გმირს აღტაცება ძალას მატებდა,
მუდამ მზად იყო თავდასადებად,
და მუდამ ბოლო თავის დასასრულს
ბოროტს ხვდებოდა ხვედირ ძლეულის,
კეთილს - გვირგვინი გამარჯვებულის.

XII

დღეს ბურუსშია ყველას გონება,


ძილს გვგვრის მორალი და განცხომაში
ბიწიერება გულს ეფონება,
უფრო დიდ ზეიმს მართავს როანში.
ბრიტანულ მუზის იგავ-ზღაპრებმა
ქალწულს დაუფრთხო ძილი-ზმანება
და ახლა მისგან კერპადხმობილი
ან ვამპირია გულჩათხრობილი,
ან მელმონტია გზად მოწრიალე,
ბრძენი ურია, ანდა კორსარი
ან ხვაშიადით სავსე სბოგარი.
ლორდ ბაირონის ჟინი ბრწყინვალედ
რომანტიზმისვე ურვას მოასხამს
თვით ეგოიზმის უსასობასაც.

XIII

ძმებო, რას ვპოვებთ აქ სასიკეთოს?


ეგებ მიპირებს ზეცა მაღალი,
რომ პოეტობა მთლად აღმიკვეთოს,
სულს ჩამისახლოს ეშმა ახალი,
და ფების ზავთთა არადჩამგდები,
მდაბალ პროზამდე რომ დავმდაბლდები,
ძველი ყაიდის რომანს ხალისით
განავრცობს დღეთა ჩემთა დაისი.
არა მრისხანე საოცრებანი
და ავკაცობის ტანჯვა ფარული.
მსურს სადად გამცნოთ ჟამგარდასული
რუსული კერის გადმოცემანი,
ჯადო-სიზმარი ძველთ სიყვარულის
და წეს-ადათნი ჩვენი წარსულის,

XIV

მამის ან მოხუც ბიძის ნაუბარს


მოგვითხრობთ ახლა ერთობ უბრალოს,
შვილებს შეხვედრის ადგილს დავუთქვამთ,
სადაც ბერცაცხვეს წყარო უგალობს;
აღვწერ ბედითი ეჭვის კირთებას,
გაყრას, ცრემლიან მათ შერიგებას,
ჯერ წავაჩხუბებ, ბოლოს წყვილები
შეერთდებიან დაქორწინებით.
ისევ სიამით გამახსენდება
მწველი სიტყვები ძველი ტრფიალის,
მათ წარმოვთქვამდი გულის ფრიალით;
უმშვენიერეს სატრფოს ფეხებთან
უთქმელად ერთიც არ დამრჩენია,
ახლა კი ყველას გადავჩვევივარ.

XV
შენსავით დამდის ცხარე ცრემლები,
შენთან ვტირივა, ო, ტატიანა!
შენივე ნებით, შენი სვე-ბედი
ხელ იპყრო ახლა მოდის ტირანმა.
და განწირული, ჯერ იმედების
დამაბრმავებელ ძალით, ვედრებით
უხმობ სიძნელით მოცულ განცხრომას,
სოფლის სიამის ლამობ გაცნობას,
შხამს სვამ ჯადოსნურს და გსიამოვნებს,
ყველგან ოცნება დაგდეს ნებიერს
და წარმოდგენა ყველგან ბედნიერ
მასთან შეხვედრი ადგილს გაგონებს;
ყველგან ის ჩნდება შენთან უცვლელად,
საბედისწერო შემაცდუნებლად.

XVI

ტრფიალის სევდა ძრავს ტატიანას,


და სადარდობლად ბაში შესულმა
უცებ დახარა თვალნი მტირალმა,
ნაბიჯის წადგა აღარ ესურვა.
მკერდი აზიდა - ნაღვლით აღევსო,
ღაწვნი უეცარ ალით აღეგზნო,
სმენა დაეხშო, თვალთ გაუბრწყინდა,
სუთქვაშეკრული ღამეს უცდიდა. . .
ღამეც დადგება, მთვარე გაჰყვება
ცის დასალიერს, როგორც ებგური,
და ბნელ ბაღნარსი გახელებული
ბულბულის ლაღი სტვენა ჩაღდება,
ტატიანასაც ძილი უკრთება
და ძიძას ჩუმად ესაუბრება:

XVII

"არ მეძინება: ოჰ, რა ღამეა,


მცხელა, გააღე, ძიძა, სარკმელი.
გვერდზე მომიჯექ". - "რა გჭირს, ტანია?"
"წარსულზე თქვი რამ დარდის წამგვრელი" -
"რა ვთქვა, გეთაყვა? ძველთა ნათქვამი
ბევრი მახსოვდა ტყუილ-მართალი,
ამბებს ვყვებოდი ხან ავსულებზე,
ხან ალქაჯებზე და ქალწულებზე;
რაიც ვიცოდი, წარსულს მივანდე,
ახლა რას ვხედავ, გარდა სიბნელის
და ჩემი ჯერი სადღაც მიმელის,
დაჩაჩანაკდი". . . - "ძიძა, მიამბე,
თქვენდროინდელი, ძველი რაც არის:
მაშინ ტრფიალით იყავ დამწვარი?"

XVIII

"რა თქვი, ტანია, რას გავბედავდით


იმ დროს ტრფიალის წამით ხსენებას;
რომ გაეგონა საწყალ დედამთილს,
წუთისოფლიდან გამაძევებდა". -
"ვით მოხდა შენი დაქორწინება?" -
"უფალმა, ალბათ, ასე ინება.
ვანია იყო ჩემზე პატარა,
მე კი - ცამეტი წლის კაფანდარა.
ორ კვირას ვლიდა ჩვენთან მაშვალი,
ბოლოს საშველი როცა არ მოგვცა
ჯვარდასაწერად მამამ დამლოცა.
ცხარედ ვტიროდი შიშით გამშრალი,
ჩამომიშალეს ბავშვ ნაწნავები
და საგალობლით საყდარს წავედით.

XIX

და აი, უცხო ოჯახს მიმგვარეს. . .


გატყობ, მოსმენა აღარ გწადია. . ." -
"ოხ, კარგო, ვარამს რა განმიქარვებს,
გული მელევა, ჩემო გადია.
ქვითინი მინდა, მზად ვარ სატირლად".
"ავად ხარ, ჩემო ბალღო, ნამდვილად.
ღმერთო, მოხედე და შეივრდომე.
რა გინდა შვილო? რამე ინდომე. . .
კარგია წმინდა წყალის პკურება,
ერთიან იწვი. . ." "არ ვარ სნეული,
ჩემო ძიძა, ვარ. . . შეყვარებული" -
"ღმერთმა გარიდოს უბედურება!" -
გამდელი მის წინ იქცა ღაღადად
და მიმჭკნარ ხელით პირჯვარს სახავდა.

XX

"მიყვარს", - კვლავ ესმის ძიძას ჩურჩული


და თვალნი ასულს ცრემლით აღევსნენ.
"ჩემო ნუგეშო, გთანგავს უჟმრუი". -
"შეყვრებული ვარ და დამეხსენ".
ამ საუბრისას დისკო მთვარისა
აღვრიდა მიმკრთალ ნათელს ქარვისას
ნაზ ტატიანას ფერმკრთალ მშვენებას,
მხრებზე ჩამოშლილ თმების ჩქერებსაც
წვეთებს ცრემლისას და სკამ-სავარძელს
და იმ ყმაწვილი ქალის პირდაპირ
ჭაღაროსანი, თავსაფრიანი
ბებრის დაბამბულ და გრძელ ტანსაცმელს;
ყოვილმომცველი თვლემდა სიწყნარე
შთამაგონებელ მთვარის წინარე.

XXI

და ტატიანა მთვრის ცქრისას


გულსმინდობილი ცხრა მთას გადევლო. . .
უეცრად, აზრის გაელვებისას,
იტყვის: "დამტოვე მარტო, გამდელო.
მაგიდა ახლოს მოდგა წასვლამდის,
მომეც კალამი, სუფთა ქაღალდიც.
მალე დავწვები. ახლა ნახვამდის".
და, ჰა, მარტოკა მთვარე დაჰნათი. . .
წერს მაგიდაზე მკლავდაბჯენილი,
თავს დასტრიალებს ფიქრით ონეგინს,
ქალწულურ ტრფობის უმანკოებით
ნაუცბათევი სუთქავს წერილი.
კეცავს, ბარათი უკვე მზადაა.
თქვი, კარგო! ვისდა ალერსადაა?
XXII

ვიცნობდი ტურფებს - ხელუკარებლებს,


ცივებს, ვით ზამთარს, და უბიწოებს.
უანგროებს, შეუბრალებლებს,
ჩვენი გონების თვალმიუწვდომლებს.
მათი მოდური უხიაკობა
და ბუნებრივი გულღიაობა
კიდეც მაფრთხობდა, გამოგიტყდებით,
მათ შუბლზე შიშისმგვრელი სიტყვებით
ჯოჯოხეთური დამღა მაკრთობდა:
"სამარადისო დასთმე იმედი".
სიყვარულს გმობდნენ ავბედითები,
შვებას მატებდათ ხალხის დაფრთხობა.
ნევის ნაპირას მათი მსგავსები,
ალბატ, გინახავთ თქვენც ლამაზები.

XXIII

პირმშვენიერთა თაყვანისმცემელთ
წრეშიც ვხდებოდი ქალებს უცნაურს, -
თავმოწონებით, ცივად ისმენდნენ
ვნებიან ოხვრას და ქათინაურს.
და რა შევნიშნე მათ გაოცებით?
ისინი გულგრილ, მკაცრი მოქცევით
ჯერ აშინებდნენ სათუთ სიყვრულს,
მერე, თითქოსდა გრძნობდნენ სინანულს,
ხმაგანაზებით, ლამაზ სიტყვებით
შეეძლოთ გულის მონადირება,
მოჩვენებითი მონანიება.
და ყრმა მიჯნური თავდავიწყებით,
ბრმად აყოლილი მათ სათნოებას
მისდევდა წარმტაც ამაოებას.

XXIV

რა არის ცოდვა ტატიანასი?


ის, რომ არაა ტყუილს ჩვეული
მისი ბუნება ნაღდი, ხალასი
და სწამს ოცნებით გულის რჩეული?
რომ ფანდს ვითარსი სიყვარულისას
არ ცნობს, მორჩილად მისდევს გულისხმას,
რომ არის იგი ასე მიმნდობი,
ღვთისგან აღსავსე მიამიტობით,
წარმოსახვათა ამძვინვარებით,
გონებისა და ნების სილაღით,
თავისებური აზრის სიახლით,
სულის სინაზით და მგზნებარებით?
მას განუსჯელი ეს აღტყინება
ნუთუ არც თქვენგან ეპატიება?

XXV

კეკლუცი ქალი განსჯის გულცივად,


წრფელია ტრფობა ტატიანასი
და მინდობია უხმოდ, უძალოდ
სიყვარულს, როგორც ბავშვი ხალასი.
იგი არასდროს იყტვის: გადავდოთ,
სიყვარულს მეტი ფასი დავადოთ,
ხლართში რომ უფრო ნაღდად გაებას,
ჯერ გავუკენწლავთ თავმოყვარებას
იმედით, მერე სასოწარკვეთით
გულზე წამებად აღვებეჭდებით,
კვლავ გავაცოცხლებთ ამოდ ნათენთი
და ბორკილების მონა მზაკვრი
გამოსასხლტომად მუდამ მზად არი.

XXVI

სხვა სიძნელეთაც ვხედავ წინასწარ:


ქვეყნის ღირსება დაუმცირებლად
უნდა დავიცვა და ტატიანას
წერილი ვთარგმნო აუცილებლად.
რუსულის ცუდად მცოდნე ქალიშვილს
არც ჩაუხედავს ჩვენს ჟურნალებში,
ძალზე უჭირდა მას წინაპართა
ენაზე სწორად აზრის გამართვა.
დიახ, ფრანგულად წერდა ტანია. . .
რა ვქნა! გახსენებთ კვლავ დანანებით:
ჯერაც რუსულად ტრფობა დამების
არ გამოთქმულა, რაც მართალია. . .
ჯერ სიზვიადე ჩვენი ენისა
საფოსტო პროზას ვერ შეეთვისა.

XXVII

ვიცი: ბანოვანთ ძალით აჩვევენ


რუსულად კითხვას. აი საშველი!
მაგრა ვინაა მათში, მაჩვენეთ,
"Благонамеренный-ს" გამშლელი.
ჩემო მგოსნებო! დამემოწმებით:
ხომ მართალია, თქვენი ოცნების
საგანთ შესწირეთ ჩუმად ოდები,
რომ წაგეშალათ ლექსით ცოდვები.
მათ მიუძღვენით გული სამადლოდ,
მათგან მსჯელობდა ყველა რუსულად,
მაგრამ რა ტანჯვით, რა უსუსურად
ამახინჯებდნენ ენას საამოდ,
და უცხო ენა მათდა ბაგეთგან
მშობლიურ ენად არ გადაკეთდა?

XXVIII

ღმერთს ვთხოვ, ბალზე ან ხალხის დაშლისას


ჩემთან შეხვედრა არ გაეფიქროს
სემინარიელს ყვითელშალიანს
ან თალფაქიან აკადემიკოსს.
როგორც ლალისფერ ბაგეთ - უღიმართ,
მე გრამატიკის წესდაურღვევლად
არ ავირჩევდი რუსულს ტრფიალად
და შეიძლება ჩემდა ტიალად
ახალთაობის ლამაზმანებმაც -
ჟურნალთ მუდარის ხმა შეიწყალონ,
რომ გრამატიკა მათგან ვისწავლოთ;
ლექსმა ივარგოს გასახმარებლად.
მე კი. . . მე აბა რა მენაღვლება?
მე და. . . წარსულზე ხელის აღება?!
XXIX

სიტყვა უსწორო, გაუმართავი


და დაუდევრად ატიკტიკება
უწინდებური გულის ფართქალით
მკერდში წარსულად ამიტირდება.
მონანიებით ვერ ვიღაღადებ, -
გალიციზმებსაც ვერ ვუღალატებ,
ყმაწვილურ ცოდვებს ვერ გავექცევით,
ვერც ბოგდანოვიჩს - ტავის ლექსებით.
მაგრამ დამაცათ, ჯერ სათარგმნელად
ჩემი ლამაზის მელის უსტარი,
პირობა დავდე, ახლა უარი
მზადა მაქვს სიტყვის გადასათქმელად.
ვიცი: კალამი ნაზი პარნისა
ახალმა მოდამ იუკადრისა.

XXX

ლხინის და სევდის მგოსნად ცნობილო,


ახლოს რომ მყავდა დღეს სანუკვარი,
შეგაწუხებდი, ჩემო ძმობილო,
მოურიდებელ ხვეწნა-მუდარით.
ეგებ შეგეწყო ჰანგი გრძნეული
ვნებათაღელვად გადაქცეული
ქალწულის უცხო ენით ვალალთან.
სადა ხარ? მოდი მინდა სალამთან
ერთად გამდმოგცე ცემი უფლება. . .
მაგრამ მწუხარე კლდეებს ეული
უმზერს შექებას გადაჩვეული,
თავზე ფინეთის ცა ექუფრება,
დაეხეტება, და მის დაღვრემილ
სულს არ ჩაესმის ჩემი ნაღველი.

XXXI

ხელთ მაქვს წერილი ტატიანასი;


ვივალე მისი წმინდად შენახვა,
ვკითხულობ მალულ დარდით აღსავსე
და გადაკითხვა მინდა ხელახლა.
მან ეს სინაზე ვიშ შეითვისა
ან ეს სილაღე ზარიფ სიტყვისა?
ვინ შთაუნერგა როტვა საამო,
გულსი ღაღადი შეუსაბამო -
ეგზომ წარმტაცი და უკუღმართი?
ვერ გამიგია, მაგრამ მთავრდება
სუსტ და არასრულ ნათარგმანებად
ფერმკრთალი ასლი ცოცხალ სურათის,
ამ მფრთხალ მოწაფე ქალთ დაკარგული
ფრეიშიცივით ხმადაკარგული.

ტატიანას წერილი ონეგინს

წერილს გწერთ, მეტი რა შემეძლება?


სხვა რა სათქმელი მრჩება საშველად?
ახლა კი ვიცი, ნება გეძლევათ -
ზიზღი მოიღოთ ჩემს დასასჯელად.
მაგრამ თუ წამლად მოგეძევებათ
სულ მცირე ცვარიც სიბრალულისა,
არ მიმატოვებთ ბედშავს უღირსად.
თავიდან ჩუმად მოცდა მეწადა;
მერწმუნეთ: ჩემს წვას კდემა-რიდებით
თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებდით,
იმედის სითბო რომ განმეცადა,
თუნდაც კვირაში ერთხელ, ხანდახან,
მრგებოდა ჩვენსას თქვენი დანახვა.
მხოლოდ მესმინა თქვენი სიტყვები,
მეც მეთქვა რამე, მერე დღედაღამ
კვლავ შეხვედრამდე ერთზე მენაღვლა,
ერთზე მეფიქრა თავდავიწყებით.
მაგრამ შევიტყე: არვის კადრულობთ,
გთანგავთ სოფელი სევდის მომგვრელი.
ჩვენ კი. . . ჩვენ რა გვაქვს სასიქადულო,
და მაინც წრფელი გულის მოგელით.
მაშინ რად, რისთვის შემოგვიარეთ?
ყრუდ და ტიალად შთენილ სოფელში
არ ვიგემებდით ტანჯვის სიმწარეს,
არ მეცნობოდით ჩემს სიცოცხლეში,
სული, უჩვევად რომ მაწრიალებს,
დამშვიდდებოდა (მაგრამ ვინ იცის?. . .)
ალბათ, ვპოვებდი გულის მეგობარს,
შევძლედი ნამვილ მეუღლეობას,
გავწევდი დედის ამაგს შვილისთვის.
სხვა ვინმე!. . . არა, მთელს დუნიაზე
გულს ვერავისით ვერ აღვივსებდი,
უზენაესთან ასე იაზრეს. . .
შენი საბედო მე ვარ ღვთის ნებით.
სიცოცხლე ჩემი ექცა საწინდრად
ჩვენს სწორ პაემანს და მწამს მარადის,
განგებამ ჩემთვის ამოგაბრწყინა,
რომ მიმფარველო კუბოს კარამდის.
მომვლინებიხარ ბევრჯერ სიზმარში,
უკვე გეტრფოდი ჯერაც უხილავს,
ვიწამე შენი მზერა წუხილად,
შენი ხმა ჟღერდა სულის სიღრმეში.
ადრე. . . არ იყო, არა, სიზმარი!. . .
შინ შემოსვლისას გიცანი უმალვე,
დავბნდი, მომენტო ალი მხურვალე
და გაილევა ფირმა: ის არის!
ხომ მართალია? შენ სიჩუმეში
გისმენდი ცხადად, განა ოცნებით.
ოდეს ვზრუნავდი ღარიბთ ნუგეში
ან ათრთოლებულ გულს საგულეში
როს ვაბუდებდი ტკბილი ლოცვებით.
და სწორედ იმ დროს, ვით აცხადება,
შენ არ იყავი, ძვირფას ზმანებად
მჭირვალე ბინდში რომ ჩამოეშვი?. . .
ჩემს სასთუმალთან შესდექ უჩუმრად,
შენგან არ მესმის ტრფობის ჩურჩულად
გამხარებელი სიტყვა ნუგეშის?
ვინც ხარ, მზაკვარი და სათაელი,
თუ ანგელოზი ჩემი მფარველი:
გახსენ ეჭვები გადაკვანძული.
ეგებ არაფრად ჩასაგდებია
სულის ცდუნება ახალგაზრდული!
და სხვა წილხვედრი გამმზადებია. . .
რაც მოხდა, მოხდა. ერთი იმედით
ამიერიდან ჩემს ბედს გაბარებ.
შენთან მუდარის ცრემლად ვიღვრები,
მფარველის ფრთებსაც სენ დამაფარებ.
წარმოიდგინე: მარტოდ დარცენილს
გონება მერთმის და მებანგება,
არავის ძალუძს ჩემი გაგება
და ჩუმად სიკვდილს ვერ გადავრჩები.
შენ გიცდი: მხოლოდ ერთი დახედვით
გამიცოცხლებდე ჩამქრალ იმედებს,
ან მძიმე სიზმარს გადამიკვეთდე,
ვაგლახ, საკადრის წამოძახებით.
ვამთავრებ! ვშიშობ კვლავ გადაკითხვას. . .
სირცხვილით ვიწვი და ვიდაგები. . .
მაგრამ თქვენს სინდისს ვენდე განმკითხავს,
და ის იქნება ჩემი თავდები. . .

XXXII

ხან გმინავს და ხან ოხრავს უჩვევად,


უთრთის ტანიას ხელში წერილი.
სიმხურვალისგან პირი უშრება, -
ენა ვარდისფრად აქვს შეფერილი.
გვერდზე დახარა თავი უძლურად,
სიფრი პერანგი ჩამოუცურდა
უმშვენიერეს მხრებზე ქალიშვილს. . .
ჰა, ქრება მთვარის შუქი და ნისლში
ველი თანდათან სახიერედება,
ვერცხლისფერდება შორს ნაკადული
და სალამურის ჰაგნი გაბმული
სოფლის მაღვიძრად ახმიერდება.
ყველა ამდგარა დიდი ხანია,
ტატიანასთვის დილაც ღამეა.

XXXIII

ვეღარ შეხედა შუქს განთიადის,


ზის თავდახრილი და დაქანცული,
თავისი ბეჭდით ჩუქურთმიანით
ჯერ არ აწვება ბარათს ქალწული.
ამდროს კარები ფრთხილად იღება
და თმაჭაღარა ფილიპიევნა
ასულს ლანგარით ჩაის მიართმევს.
"ადექი, ჩემო თვალის სინათლევ:
უკვე მზადა ხარ, ჩემო ხატებავ!
ჩიტი ბუდიდან უცბად ფრინდება!
გუშინ შემზარა შემოღამებამ!
ახლა უკეთ ხარ. უფალს დიდება!
ვერ გამჩნევ ღამის სევდის ნასახსაც,
ყაყაჩოსფერი გშვენის ხასხასა".

XXXIV

"ოჰ დამდე ვალი, ჩემო გადია. . ." -


"ბრძანე, ჭირიმე, თქვი სათხოვარი" -
"ნუ ფიქრობ. . . თითქოს ეჭვი. ნამდვილად . . .
ხომ ხედავ. . ოჰ! არ. . მითხრა უარი".
"ღმერთი გიშველის კეთილ ქალიშვილს".
"მაშ ასე, ჩუმად, შენი ბადიშის
ხელით გაგზავნე ესე უსტარი,
ო. . . ნთან. . . მეზობლად . . . თან დაუბარე
არსად წამოსცდეს რამე ზედმეტი,
არსად მახსენოს, არ გამამხილოს".
"ვისთან გავგზვნო, ჩემო გაზრდილო?
არა მესმის რა, გამოვჩერჩეტდი.
გარშემო ბევრი მეზობელია,
მათი ჩამოთვლაც ეგზომ ძნელია. . ." -

XXXV

"რა მიუმხვდარი რამ ხარ, გადია!" -


"ჩემო კეთილო, ჟამით დაღლილი
დავბერდი, თავი აღარ მაბია,
ერთდროს მიჭირდა აზრი მახვილი,
ერთდროს ბატონის ძალა-უფლებით. . ."
ოჰ, ძიძა, ძიძა, რას მეუბნები?
რა მეკითხება შენი გონების?
წერილს მივაწვდით დღესვე ონეგინს?"
"ჰო, ეგრე გეთქვა, რად გამაწვალე.
უგონო ბებერს ნუ მიცხარდები,
ვეღარ გაგიგე გულის ნადები.
ისევ გაფითრდი, შენ გენაცვალე?"
"არაფერი მჭირს, ძიძა, საშიში.
ოღონდ, გაგზავნე შენი ბადიში".

XXXVI

დღე გადის. ელის პასუხს ქალწული,


მეორე დღესაც უცდის ბოლომდის,
ლანდადქცეული, დილით ჩაცმული
წუხს ტატიანა, უძლეს მოლოდინს.
ხვდებიან ოლგას თაყვანისმცემელს:
"თქვენი მოყვასი აღარ გვიხსენებს,
არც დღეს გვესტურმა, ალბათ გვემდურის?" -
დიასახლისმა თქვა საყვედურით.
შეცბა, ათრთოლდა მთლად ტატიანა.
"იგი დღეისთვის მოსვლას შემპირდა, -
გაეპასუხა ლენსკი შეკითხვას, -
და ალბათ ფოსტამ დააგვიანა".
ტანიას თვალნი ძირს დაეხრება,
თითქოს ჩაესმის კიცხვა-ყვედრება.

XXXVII

ბინდდება. უსმენს სუფრა საღამოს


სამოვრის შიშინს, ზედ რომ ცხელდება
ჩინურ ჩაიდნით ჩაი საამო
და ქვეშ ბოლქვებად ორთქლი ედება.
მუქი ჭავლისფრად გადმონასხური,
ფინჯნებში ოლგას ხელით ჩასხმული
სურნელოვანი ჩაი ქაფქაფებს,
ბიჭი ნაღბიანს აწვდით ლამბაქებს.
დგას ტატიანა განზე - სარკმელთან,
ცივ მინას ორთქლავს თბილი ნასუნთქით,
და მერე იგი - თითებსათუთი
შენისლულ შუშას ხაზავს რკალებად,
ბოლოს ფიქრიან მზერას მოავლებს
თავის სანუკვარ ვენზელს ო-ს და ე-ს
XXXVIII

მას უკვნესოდა სული მაშინაც,


უვსებდა დაღლილ თვალებს ცრემლები,
უცებ თქარუნის ხმამ შეაშინა,
იქვე, ეზოსთან შედგნენ ცხენები.
ევგენი მოდის. "ახ"! - და იმწამსვე
ჩრდილზე მსუბუქად დახტა წინკარზე,
იქიდან იგი ბაღში მოხვდება;
მიჰქრის, აშინებს უკან მოხედვა.
შემოუფრინა გარს ტატიანამ
ტბას, კორდს, ბოგირებს, კორომს, გუბიანს,
ყვავილნარს გულზე გადაურბინა,
იასამანმა გაატიალა.
და ნაკადული სადაც ეგულვის,
იქვე, ზედ სკამზე სუნთქვაშეკრული
XXXIX

დაეცა. . .
- "ჩვენთვან არის . . . ევგენი!
ო, ღმერთო, ნეტავ რა განუზრახავს?" -
და გული სავსე სიმწრით, გვემებით,
იმედის მღვრიე სიზმარს უნახავს.
ქშენს, ტანში ზარავს სიცხით ალეწილს,
უცდის, ის ნახავს? მაგრამ არ ესმის.
ბაღში ბუჩქების კვალს მიჰყვებოდნენ,
კენკრას კრეფდნენ და ძალით მღეროდნენ
მოახლეები (ბრძანეს ზემოდან,
რომ საბატონო ბაღში კრეფისას
მათს ცბიერ ტუჩებს ჭამა კენკრისა
ჩუმად, მალულად არ შესძლებოდათ
დასაქმებულებს ძალად გალობით:
სოფლურ ანგლობის დიდი წყალობით!)

ქალიშვილთა სიმღერა

ხათუნებო, ტურფებო,
დაქალებო, ნანატრო,
იცეკვეთ, ხათუნებო,
დაუარეთ, კარგებო!
წამოიწყეთ სიმღერა,
სიმღერა სანუკვარი,
მოხიბლეთ მზეჭაბუკი,
მოიზიდეთ ფერხულით.
მზეჭაბუკს რომ მოვხიბლავთ,
რომ შევნიშნავთ შორიდან,
გავიფანტოთ, კარგებო,
ერთბაშად დავუშინოთ
მზეჭაბუკს ალუბალი,
ზედ ჟოლოც მივაყოლოთ
და წითელი მოცხარი.
ნუ მოდიხარ სასმენად
სიმღერის სანუკვარის,
ნუ მოდიხარ საცქერად
ხათუნების გართობის.

ასე მღრიან და ხმას წკრიალას


უგულოდ უგდებს ყურს სევდიანი,
თან მოუთმენლად სურს ტატიანას,
რომ დაუწყნარდეს გულის ფრიალი,
რომ გაინელონ ალი ღაწვებმა,
მაგრამ მთრთოლვარე მკერდი არ ცხრება,
აღარც ღაწვების ცეცხლის ნავლდება
და უფრო მეტი გზნებით ალდება. . .
ასე პეპელა კრთება საწყალი,
როცა ფრთებს ჭრელად ანაბდღვიალებს
ცელქი მოწაფის ხელით აფრთხილებს.
კურღელსაც ხნულში იტანს კანკალი
როცა შორიდან უცბად გალანდავს
თოფიან კაცის ბუჩქტან განაბავს.

XI

ბოლოს აღმოხდა ოხვრა ქალიშვილს,


ადგა, სკამიდან წამოიმარტა,
ბილიკს დაადგა და მოსახვევში,
ხეივნის ახლოს ამდროს ინათა
მწველი თვალების შუქმა მის მხარეს,
ევგენი აჩრდილს ჰგავდა მრისხანეს.
როგორც დამწვარი და დახანძრული,
ვეღარ დაიძრა, დადგა ქალწული.
მაგრამ იმედით სავსე შეხვედრის
შედეგის თხრობა ახლა ძნელია,
რაც მითქვამს ისიც ამბად გრძელია.
მკითხველო, მიხმობს დრო შესვენების,
გასეირნების, ძილის დრო მოდის:
მერე როგორმე გეტყვით ბოლომდის. . .

თავი მეოთხე

ზნეობია საგანთა ბუნებაში (ფრანგ).


ნ ე კ ა რ ი.

I, II, III, IV, V, VI. VII

ქალს რაც ნაკლებად ვეტრფიალებით, -


უფრო ძლიერ და ნაზად ვუყვარვრთ
და ვაბამთ უფრო მეტი გაბედვით
მაცთურ მახეში დასაღუპავად.
დრო იყო, სიძვამ, ბიწიერებამ, '
ვით სიყვარულის მეცნიერებამ
ბაქით, ტრაბახით ყველას აცნობა,
რომ უტრფიალო ნებავს განცხრომა.
მაგრამ გართობა ასე, ამგვარად
ბებერ მაიმუნთ უფრო შეფერით, '
ცნობილთ გარდასულ დროთა შექებით;
ლოველასობა წარსულს ჩაბარდა,
როგორც ტარება წითელ ქუსლების
და პარიკები დიდებულების.

VIII

ფარისევლობა ვის არ მობეზრდა,


თქვა ათასგვარად ერთხელ ნათქვამი,
რიხით ამტკიცო, აზრი, რომელიც
ადრევე იცნობს ყველა მათგანი.
უსმენდე ისევ ნაცნობ პასუხებს,
სპობდე ცრუ რწმენას, რაც არ აწუხებს,
რაც არასოდეს არა ჰქონია,
არც აქვს ცამეტი წლის გოგონიას,
ვის არ მოქანცავს ხვეწნა, მუქარა,
ფიცი, ცრუ შიში, ცრემლის ციალი,
წერილი ვრცელი ექვსფურცლიანი,
როტვა ბეჭდები, ჭორი, მუდარა,
დეიდების და დედის თვალთვალი
და ქმრების ძმობა ძნელასატანი.

IX

ასე ფიქრობდა ჩემი ევგენი,


ვინც სიყმაწვილის შმაგ შეცდომათა
და ბობოქარი, მწველი ვნებების
ძალას პირველად დაემონათა.
გალაღებული კეთილ ცხოვრებით
იხიბლებოდა ერთით დროებით,
როს განხიბლული იყო მეორით,
სურვილი ღლიდა ნაირფერობით,
წარმატებებიც ღლიდა თავნებას,
როცა ხმაურში თუ სიჩუმისას
უსმენდა მუდამ დრტვინვას სულისას,
იგი სიცილით სძლევდა მთქნარებას: -
სიცოცხლის ყველა ჟამზე ანკარა
რვა წელიწადი ასე ატარა.

ლამაზი იგი აღარ ეტრფოდა,


მაინც დასდევდა ძალის-ძალათი,
უარს ეტყოდნენ - მალე ცხრებოდა
და სულს უთქვამდა მათი ღალატი.
მათი ძებნისას არ უთრთოლია,
მათი დაკარგვა არ უგლოვია,
მათი ტრფიალი და სიძულვილი
ძლივსღა ახსოდა. ასე გულგრილი
სტუმარი მიდის ვისტზე საღამოს,
ჯდება, თამაში ჩქარა მთავრდება,
მერე ეზოდან გაეგმზავრება,
დაეძინება სახლში საამოდ,
და დილით ადრე ვერც კი გაუწყებს,
გული საღამოს საით გაუწევს.

XI

მაგრამ ტანიას ბარათს ევგენი


გულჩვილად ხვდება, გამოცოცხლდება,
ქალწულის ენით მღაღადებელი
ფიქრებს აუშლის წრფელი ოცნება.
მას ახსენდება ტანჯვით აღსავსე
ფერმკრთალი სახე ტატიანსი
და უმანკოეს, ტკბილი ღრმა ძილით
დაიბანგება, როგორც ყმაწვილი.
ალბათ წარსული გრძნობა ცხოველი
მასში წამიერ მაინც ენთება,
მაგრამ საცდენლად არ ემეტება
სული მიმნდობი და უცოდველი.
ახლა კი ბაღში გადავფრინდებით,
სადაც ორთავე დგას დაფიქრებით.

XII

ორ წუთს ორთავე იდგა მდუმარედ,


მერე მივიდა მასთან ევგენი,
უთხრა: "თქვენ მწერდით, არ იუარებთ,
წერილს გულღია აღსარებებით.
მე წავიკითხე წმინდა, უმანკო
ტრფობის ღაღადი, როგორ უარვყო,
ვარ მოხიბლული თქვენი სიწრფელით,
მისი სითბოთი ღელვა ვიგრძენი
დიდიხანის წინათ მიმქრალ გრძნობების,
მაგრამ არ მინდა თქენი შექება;
სამაგიეროდ შევძლო ეგება,
მსგავსად მაგ თქვენი უბრალოების,
აღსარებითვე ვპოვო საშველი
და თქვენის ხელით დამდოთ სასჯელი.

XIII

თუ მოვისურვე ჩემი ცხოვრების


მყუდრო, შინაურ წრეში მოქცევა,
ხვედრს თუ მამობის, მეუღლეობის
უნდა სიამედ ჩემთვის მოცემა,
თუ დამატყვევებს მხოლოდ სულ ერთი
წამით ოჯახურ ყოფის სურათი.
მაშინ თქვენს გარდა, ცხადზე ცხადია,
საცოლედ არვინ არა მწადია.
არ გეუბნებით წარმტაც მადრიგალს:
თუ დავუბრუნდი ჩემს ძველ იდეალს,
ჩემთა მწუხარე დღეთა იმედად
თქვენს მეგობრობას ვარჩევ ნამდვილად,
საწინდრად ყოველ მსვენიერების
და რაც კი ძალმიძს . . . ბედნიერების!

XIV

მაგრამ შობილი სულ სხვა ქმნილებად


განცხორმისათვის უცხო სული ვარ;
უქმად ვცან თქვენი სრულყოფილება:
არა ვარ მისი ღირსი სრულიად
გწამდეთ (სინდისი მიდგას თავმდებად),
ჩვენი ცოლქმრობა მიჩანს ავბედად.
რომ შეგეჩვევით, გადაგიყარებთ,
ტირილს დაიწყებთ: ცრემლის ღვარები
არ შემითრთოლებს გულს არასოდეს,
პირიქით, უფრო თუ გააცოფებს.
თვითვე განსაჯეთ, რომელ ვარდებით
სურს ჰიმენეის ჩვენი შემკობა
და თან დიდიხნით, როგორც ეტყობა.

XV

რა უნდა იყოს ქვეყნად ოჯახზე


ბედითი, სადაც ცოლი საბრალო
ტირის მეუღლის უმსგავსობაზე
და სულ მარტოა დილას, საღამოს;
სადაც მოსაწყენ ქმარს არ ეშლება
მისი ფასი და არც ბედს ეშვება - ნ
წყევლის მუდამჟამს გაავებული,
გულცივი, იჭვით დანაღვლებული!
ასეთი მე ვარ. ეგეთს ეძებდით,
როცა მაგნაირ უბრალოებით
მგზნებარე სულით, ეგეთ გონებით
მე მწერდით თქვენი მთელი შეგრძნებით?
ნუთუ ასეთი ბედის ღირსი ხართ?
ნუთუ ხვედრს ასე შეურისხიხართ?

XVI

წლებს და ოცნებებს თავს ვერ დავუვლით,


ვერ განახლდება სული ანაზდად. . .
მე თქვენ მიყვარხარტ ძმის სიყვარულით
და, შესაძლოა, უფრო ნაზადაც.
მისმინეთ, ოღონდ ნუ გამიწყრებით,
ყმაწვილი ქალი თავდავიწყებით
ცვლის სხვა ოცნებით მსუბუქ ოცნებას,
როგორც მარადჟამს ხე იმოსება
და ფოთლებს იცვლის ყოველ გაზაფხულს.
როგორც ჩანს, ასე ხდება ღვისძალით
თქვენც შეიყვარებთ, მაგრამ . . . ისწავლით:
ნუ გაამჟღავნებთ უცბად განზრახულს.
სხვა ვერ გაგიგებთ ჩემებრ გულწრფელად;
მარცხი ხვედრია გამოუცდელთა.

XVII

უქადაგებდა ამას ევგენი;


სულის ძლივსმოთქმით, ხისგაუცემლად
და ცრემლთა შორის არასმხედველი
მას ტატიანა დიდხანს უსმენდა.
ხელი აშველა მასი და უბრად
(როგორც ამბობენ მაშინალურად)
მკლაზე დაეყრდნო მას ტატიანა,
მძიმედ დახარა თავი მტირალმა.
შინ გაეშურნენ ბოსნის შემოვლით,
ერთად მივიდნენ იქ, სად ფიქრადაც
მათი დაძრახვა არვინ იკადრა.
სოფელიც შვებად მონიჭებული
თავისუფლებით არის თამამი,
როგორც მოსკოვი ამპარტავანი.

XVIII

ჩემო მკითხველო, დამეთანხმებით,


რომ იგი ძლიერ თბილად მოექცა
ტანიას დაღლილს დარდით, ნაღველით:
მისგან პირველად კი არ მოგვესმა
კეთილშობილურ სულის ღაღადი,
თუმცაღა კაცთა შურით, ღალატით
უღვთოდ გამწარდა მისი ცხოვრება;
მოქიშპეებმა და მეგობრებმა
(ვერ გამოარჩევ ერთს მეორისგან)
ზურგსუკან ბევრჯერ ლანძრეს, აძაგეს.
მტრები ყველას გვყავს ამ ქვეყანაზე,
ღმერთო, გვიხსენი მეგობრებისგან.
ეჰ, მეგობრები, ეს მეგობრები!
არ მყვანან უქმად მოსაგონრები.

XIX

რას ვფიქრობ? რას და . . . მსურს მივაძინო


ფუჭი ოცნება, ფიქრი უთავსი,
მხოლოდ ფრჩხილებში მინდა დავძინო,
რომ არ არსებობს ცილი უხამსი -
სხვენზე მეჭორის მოგონებული,
მაღალწრის ბრბოში მოწონებული,
როლმ არ არსებობს არც უაზრობა,
არც ეპიგრამა რამე ბაზრული,
რაც შენს მეგობარს ღვარძლის გარეშე,
წესიერ ხალხში ღიმილმორევით
შეცდომის ასგზის განმეორებით
არ ეთქვას არამტრულ ანგარიშით:
ისე კი, შენდა ფარად, ის არი:
უყვარხარ. . . როგორც ძმა საფიცარი.

XX

ჰე, ჰე, მკითხველო კეთილშობილო,


ნათესავები ხომ გყავთ ჯანმრთელად?
ნება მიბოძეთ შეგატყობინოთ.
რაც ეგებ მმართებს ახლა სათქმელად.
რაა სახელდობრ ნათესაობა,
რა არის მაინც მათი რაობა:
ჩვენ გვევალება მათ ვუალერსოთ,
გვიყვარდეს, სრული ხათრით ავივსოთ,
და ისე, როგორც ხალხში დაწესდა,
ყოველ შობადღეს უნდა ვეწვიოთ,
ანდ მილოცვა ფოსტით შევწიროთ,
რომ წლის დანარჩენ დროში არცერთმა
აღარ გვიკითხოს, თუნდაც ვკვდებოდეთ. . .
მათ დღეგრძელობა ნუ მოკლდებოდეთ.

XXI

მაგრამ ტრფიალი ნაზი ქალისა


მეგობრობაზე და მოყვრობაზე
სანდოა დ თვით ქარიშხალისას
შენი უფლება გრჩება ტრფობაზე.
ასეა, ოღონდ მოდურ არმურთან
და ბუნებასთან ზნეუცნაურთან
და ხალხის აზრთა ღვარის გუგუნთან
ჩანს ტურფა სქესი მსუბუქ ბუმბულად.
ამასთანავე აზრი მეუღლის
კეთილგონიერ, სათნო ცოლისთვის
კანონი უნდა იყოს ყოველთვის.
ისე კი, წუთით თქვენს უერთგულეს
ქალსაც მხიბლავი გრძნობა აიტანს;
ტრფობით ხუმრობა უყვარს შაითანს.

XXII

ვინღა გიყვარდეს? ვისღა მივენდოთ?


ვინ არ გაგვყიდის ჩვენი არჩივით?
საქმეს და სიტყვას ჩვენს სასიკეთოდ
ვინ ზომავს მხოლოდ ჩვენი არშინით?
ვინ არ გვითესავს ცილისწამებებს?
ვინ არის - ზრუნვით რომ არ გვაწყნარებდეს?
ვინ არის ჩვენსავ ნაკლზე დარდობდეს?
ვინ არ მოგვაწყენს თავს არასოდეს?
მოჩვენებატა მდევრად ქცეულო,
ამაოდ გარჯას ნუღარ იკადრებთ,
თქვენ მარტო თქვენი თავი გიყვარდეთ,
ჩემო მკითხველო პატივცემულო.
უფრო ღირსი და მზრუნველთაგანი
მართლაც სად არის ტრფობის საგანი.

XXIII

რაა შედეგი მათი პაემნის?


ძნელი არ გახლავთ გამოსაცნობად.
ცეცხლი უგონო ტნჯვა-წამების
არ უნელდება წამით საცოდავს
ყმაწვილურ სულში ნაღვლად გაშლილი;
არა, არსაით არ ჩანს საშველი!
წუხს ტატიანა, იწვის საწყალი;
ძილს არ იკარებს მისი საწოლი;
ჯანი, სიცოცხლის ფერი, გართობა,
ქალწულებრივი შვება, ღიმილი
გაუქრა უცებ, შორ ძახილივით
და ქრება მისი ახალგაზრდობა.
ქარბუქიც ასე ბინდით დაჩრდილავს
ქვეყნად ახალი დილის გაჩენას.

XXIV

ეჰ, ტატიანა ჭკნება, იცვლება,


ფერმილეული სდუმს და მწუხარებს,
აღარაფერი ეხალისება,
გულს არაფერი აღარ უხარებს.
მისი შემყურე ხალხი მეზობლად,
რომ აქიცინებს თავს მნიშვნელოვნად,
ჩასჩურჩულებდა ერთურთს: დრო არი,
დროა გათხოვდეს გასათხოვარი!
მაგრამ, კარგებო, დროა ნამდვილდ
გავახალისო წარმოსახვანი,
სვიანი ტრფობა ვნახოთ ახალი.
ღრმა სინანული მბორკავს დარდიანს;
თქვენ მომიტევე, მეც უნებურად
ტანიას ტრფობით გავბრუებულვარ.

XXV

დღითიდღე უფრო იხიბლებოდა


ოლგას მშვენებით ყმაწვილქალურით
და ვლადიმირმა ტკბილი ტყვეობა
შეიგრძნო სულით, ზღვასიყვარულით.
ყოველთვის ერთად ქალის სენაკში
ისხდნენ კუნაპეტ ღამის თევაში,
დასეირნობდნენ ბაღში ერთგულნი
დილიტ ხელიხელჩაკიდებულნი.
მერე რა? კდებით როცა ღელავდა
სიყვარულისგან გახელებული,
ოლგას ღიმილით გამხნევებული
იგი ხანდახან თუ გაბედავდა,
რომ შეხებოდა დალალს ჩამოშლილს
ან დაეკოცნა კალთა სამოსის.

XXVI

ზოგჯერ ის ოლგას წიგნსაც უკითხავს,


დამრიგებლური ართობთ რომანი,
რომლის ავტორი გრძნობს უკეთესად
ბუნებას, ვიდრე შატობრიანი.
ამასობაში ორ, სამ ფურცელსაც
(მტკნარბოდვებიანს, აზრებუმეცარს,
ქალიშვილს რაც არ წაეკითხება)
სტოვეს და იგი წამით წითლდება.
ხან შორს სხდებიან განმარტოებით
ჭადრაკის ძალით შეპყრობილები
და მაგიდაზე დაყრდნობილები
ღრმად ფიქრდებიან თანატოლები.
ბოლოს დაბნეულ ლენსკის მცდარი სვლით
აჰყავს პაიკით ეტლი თავისი.

XXVII

შინ როცა წავა, იგი სახლშიაც


ფიქრებით, ზრუნვით დაფრენს ასულთან,
ალბომის მთროლვარ ფუცლეს არშიად
სურათეს მისთვის ავლებს სათუთად.
ხან ლამაზ ხედებს ხატავს სოფლისს,
კიპრიდას ტაძარს, ქვას საფლავისას,
ხან - მტრედს ლირაზე ობლად შეფრენილს -
კალმით და ფუნჯით ოდნავ შეფერილს.
ზოგ ფურცელს ხსოვნის სვენიდ დაისი,
ქვემოთ კი რიგი ხელმოწრათა;
მან იქ დასტოვა წრფელ ოცნებათა
მდუმარე ძეგლად ლექსი ფაქიზი,
წუთიერ ფიქრის გრძელ ნაკვალევად,
ისევ მრავალი წლის წინ გავლილად.

XXVIII

თქვენ, რა თქმა უნდა ბევრჯერ ნახავდით


ალბომებს მაზრელ ასულებთანაც,
დასვრილს მეგობარ ქალთა ნაჩხაპნით
თავით ბოლომდის და სულერთთავად. . . .
მართლწერის ჯიბრზე, როგორც წესია
მათში უზომო, ძველი ლექსია
მეგობრულ გრძნობით აძგერებული,
შემცირებული, გაგრძელებული.
თან პირველივე გვერდზე დაგხვდებათ.
Qu ecrirer-vous ees tablettes,
და ხელმოწერა: t.a. Annetes:1
________
1 რს დასწერთ ამ ფურცლებზე . . . თქვენი ანეტა (ფრანგ.).
ბოლოსი ასეთ ბწკარებს დახედავთ:
"ვინც ჩემზე მეტს გითანარძნობს,
წერას შემდეგ ის განაგრძნობს".
XXIX

აუცილებლად იქვე შეხვდებით


ნახატს ლამპრისას, წყვილსაც გულისას.
ყვავილთა ახლოს ფიცს შეეყრებით
კუბოს ფიცრამდე სიყვარულისას.
ვიღაც არმიელ პიიტს გაუკრავს
ლექსისთვის ხელი ავაზაკურად.
ასეთ ალბომში, ჩემო ღირსსწონო,
მეც მინდა თავი რომ მოვიწონო.
და გულით მჯერა, გამოგიტყდებით,
ჩემს გამოგონილ ყველა სიცურეს
მოწყალე თვალი ხელად ირწმუნებს,
და ღიმიოლნარევ გაბოროტებით
არ დაიწყებენ მერე განხილვას,
ვცრუობ თუ არა ენამახვილად.

XXX

მაგრამ თქვენ გეტყვით, ცალკე ტომებო,


დაცულნო ქაჯთა წიგნთსაცავებით
და ალბომებო უბადლოებო,
მოდურ რითმოსნებს ვინც აწამებდით.
თქვენ, ვინც ტოლსტოის მარჯვედ წასმული
ჯადოსნურ ფუნჯით ხართ მოკაზმული
ან ბარატინსკის კალმის წვერის ხართ,
ყველა ღვთის ცეცხლით დამიწყევლიხართ!
როცა ღიმილით ქალი ბრწყინვალე
მომაწვდის in-quarto-ს თავისას,
უცებ ბრაზი და ჟრჟოლა ამიტანს,
კვლავ ეპიგრამა ამაწრიალებს
სულის სიღრმეში ნატრიალები,
და მოდი წერე მადრიგალები.

XXXI

განა ვლადიმირს სურს მადრიგალით


ოლგას ალბომის გალამაზება,
მისი კალამი სუნთქავს ტრფიალით,
ცივი ციმციმით არ ალმასდება
რასაც მოუსმენს მას და შეამჩნევს
იგი საწერად მასვე შეარჩევს.
და სინამდვილით არის მდიდარი
ელეგიების სავსე მდინარე.
შენც გული თრთოლვით ეგრე გიმღერის
იაზიკოვო, შთაგონებულო,
ვინ უწყის ვისგან გაოგნებულო;
და მაგ ძვირფასი ელეგიების
ერთად თავმოყრით აღარ გვეღირსა
სრული ამბავი შენი ხვედრისა.

XXXII

მაგრამ ჩუ! გესმით ხმა უმკაცრესი


კრიტიკოსისა? "ჩამოეხსენით
ელეგიათა გვირგვინს გაცრეცილს!"
და ჩვენი ძმანი- სხვა მოლექსენიც '
მის ზავთს უსმენენ: "ტირილს შეეშვით
და ერთფეროვან ყიყინს ლექსებში.
გარდასულ დროზე გლოვა, ვარამი
კმარა, იმღერეთ ახლა სხვა რამე!". . .
"სწორი ხარ. მარტლაც გვირჩევ - განახოთ
ძველი ნიღაბი, ბუკი, ხანჯალი,
აზრთ კაპიტალი დაუხარჯავი
ბრძანებ, ყოველმხრივ რომ განვაახლოთ.
ასე გსურს?" - არა ვით შეგაგონო.
"ოდების წერას გირჩევთ, ბატონო.

XXXIII

როგორც მაქებართ ძალუმ დროების


სჩვეოდათ ძველად ხოტბა ეთნიათ. . ."
"სულ საზეიმო ვწეროთ ოდები!
გვეყოფა ძმაო, ხომ სულერთია?
გახსოვს, რაც უთქვამს ერთ სატირიკოსს!
"უცხო ყაიდის" ეშმაკს ლირიკოსს
უფრო აიტან, ვიდრე ჩვენსავე
მლექსავებს - მუდამ სევდით მკვნესარებს?"
"მაგრამ უმწეოდ ჩანს ელეგია
მიზანუსახო, მიზანსაწყალი,
როცა ოდაა მიზანმაღალი,
კეთილშობილი. . ." აქ შემიძლია
კამათი, მაგრამ რაღაც მაჩუმებს;
ორ საუკუნეს არ წავაჩხუბებ.

XXXIV

დიდებისა და თავისუფლების
თაყვანისცემით ოდებს შეთხზავდა
ლენსკი, ამყოლი შმაგი ფიქრების,
მაგრამ ისინი ოლგას შეზარდა.
სატრფოს წინაშე მგოსნებს ცრემლიანს
ლექსის წაკითხვა თუ გღირსებიათ?
ამბობენ, ქვეყნად სხვარამ საჩუქარს
ვერსად ჰპოვებთო მასზე სანუკვარს.
მართლაც ნეტარარს კდემად ქცეული,
თავის ოცნებას ვინც მას უკითხავს
საგანს ლესისას, სიყვარულისას,
რომ ბნდება ამოდ მინაზებული!
ნეტარარს. . . თუმცა ლამაზს იქნება
იმდროს სრულიად სხვა ეფიქრება.

XXXV

მე კი ოცნების ნაყოფს მადლიანს


და კეთილხმოვან სიტყვათქმედობას
ვუკითხავ მხოლოდ მოხუც გადიას,
ჩემი ბავშვობის ძვირფას მეგობარს,
ან რომ მოვრჩებით სადილს შესაწყენს,
მეზობელს ჩვენთან თვალს თუ შევასწრებ,
ჩავეჭედები იმწამს კალთაზე
და ტრაგედიით მივაფალასებ.
ანდა (ხუმრობით კი არ გაცინებთ),
ჩემს ტბას მარტოკა როცა გარს ვუვლი,
სევდით და რითმით ჩამოქანცული,
გარეულ იხვებს შიშით აცილებთ:
ისინი ტკბილი ჰანგით ფრთხებიან
და ფრინდებიან ნაპირებიდან.
XXXVI. XXXVII

ევგენი რას იქმს? ძმებო, დროული


იყო შეკითხვა. გთხოვთ მოთმინებას,
მისი საქმენი ყოველდღიური
ახლავ წვრილ-წვრილად გეცოდნიებათ.
ცხოვრობდა მსგავსად ანახორეტის
და შვიდ საათზე იგი ყოველთვის
ზაფხულსი, დილის ხალათჩაცმული,
მთისძირ ჩქრიალი წყალთან ჩასული,
ჰგავდა გულნარას გულად ტრუბადურს;
ისიც ჰელესპონტს გადასცურავდა,
მერე შინ თავის ყავას წრუპავდა,
თან თვალს ავლებდა ჟურნალს უბადრუკს
და ტანთ იცვამდა. . .

XXXVIII. XXXIX

გავლა-გამოვლა, კითხვა, ღრმა ძილი,


ჩრდილი ტყისა და მღერა ჭავლისა,
კოცნა ცოცხალი, ჯერ არდაცდილი
თვალებგიშერა ქერა ქალისა.
ცხენი - ფიცხელი, აღვირსნაჩვევი,
სადილი - მუდამ გამოსარჩევი,
ზედ თეთრი ღვინო დასაყოლებლად,
განმარტოება და საყდროვნება:
აი ევგენის წმინდა ცხოვრება;
იგი უგრძნობლად რომ დაბალითდა,
ზაფხულის ნათელ დღEებს არ თვლიდა,
ისე განაცხრო სიამოვნებამ;
არ იხსენებდა ქალაქს, მეგობრებს
და არც მოსაწყენ ზეიმ-ღრეობებს.

XL

ჰგავს ჩრდილოეთის ჩვენი ზაფხული


სამხრეთულ ზამთრის კარიკატურას,
ვიცით, წამს ქრება წამს ჩასახული,
წამით არ ვუმხელთ მაინც სამდურავს.
ცა შემოდგომის უკვე ქშინავდა,
უკვე ბრწყინავდა მზე იშვიათად,
უკვე იკლებდა დღე სასურველი,
იდუმალური ტყის საბურველი,
ხმანაღვლიანად იძარცვებოდა.
ველებს ეფინა ნისლის ბანდები
და ქარავანი მკივან ბატრების
სამხრეთისაკენ იძაგრებოდა.
მალე მოწყენის ჟამი დარეკდა,
იდგა ნოემბრის დარი კარებთან.

XLI

ცივ კუნაპეტში დგება რიჟრაჟი,


მინდვრად შრომის ხმა აღარ გაისმის,
გზაზე გამოდის მგელი წყვდიადში,
მოსდევს მშიერი ძუკნა თავისი.
მათ სუნს დაგეშავს ცხენი სამგზავრო,
დაიფრუტუნებს, მგზავრიც სასწრაფოდ
რაც ძალა შესწევ, გორას აჰყვება.
მწყემსს უთენია არ ენაღვლება
ძროხის გარეკვა, ვით დღე წარსული;
ვერც შუადღისას მისი საყვირით
თავს ვერ მოიყრის სოფლის ნახირი.
ქოხში სიმღერით ართავს ქალწული,
და, მეგობარი ზამთრის ღამეთა.
იწვის, ტკაცუნობს კვარი სარკმელთან.

XLII

და აი, ყინვის ტკაცანს ჰბარდებით,


ველებო, ვერცხლი რომ დაგმჩნევიათ!. . .
(მკითხველი ელის რითმას "ვარდებით",
აჰა, წაიღე ჩქარა. . . შენია!
ახალ პარკეტზე უფრო მოდურად
ბრწყინავს მდინარე, თოშით მორთულა.
მცირეწლოვანი და მხიარული
დაციგურაობს ხალხი ხმაურით.
ბატი მსუქანი, წითელლასტება,
ცურვის სურვილით წყალთან მისულა,
აბიჯებს ფრთხილად, დარბაისლურად,
მაგრამ სხლტება და ყინულს ასკდება.
პირველი თოვლის დაკრთის ნათელი,
ძირს ვარსკვლავებად ცვივა ფანტელი.

XLIII

ამ დროს ყრუსოფლად ხარ უსაქმური,


გაისერნებ? არც ეს გიშველის.
და უნებლიეთ თვალს უსახური
ერთფეროვნება ქანცავს შიშველი.
ტიალ ტრამალზე გინდა ჭენება,
მაგრამ შენს ტაიჭს რა ეშველება -
ყინულს რომ წაკრავს ნალებს გაცვეთილს,
დაუცდი - როდის დაენარცხებით?
გინდა უკაცურ ჭერქვეშ იკითხო
წიგნები პრადტის ან ვალტერ სკოტის?
არ გსურს? დალიე ან გაბოროტდი,
ხარჯის დავთარი არ დაივიწყო.
ხვალაც ასეთი გრძელი საღამო
გავა და გალევ ზამთარს საამოდ.

XLIV

ონეგინს თანგავს ფიქრი, სიზანტე,


სულ ჩაილდ ჰაროლდს ბაძავს ამაში;
გამოიღვიძებს და გაფიცვრამდე
ზის ყინულოვან აბაზანაში.
მერე შინ ფიქრებმოჯარებული,
ხელში ბლაგვკიამომარჯვებული
აღარ შორდება იგი დილიდან
ორბურთულიან ძვირფას ბილიარდს.
როცა სოფელში მწუხრი მოდგება,
თმობს ის ბილიარდს, კიას, მაშინვე,
ბუხართან ხვდება სუფრა გაშლილი;
ევგენი სტუმარს დაელოდება.
ლენსკიც მოაფრენს ეტლს სამცხენიანს;
ჩქარა, სადილი სანამ ცხელია!
XLV

კლიკოს ქვირვის თუ მოეტისაა,


სუფრაზე იმწამს, ზედაშესავით,
გათოშილ ბოთლით პოეტისათვის
შემოაქვთ ღვინო შესანიშნავი.
ჰგავს იგი წყაროს ჰიპოკრენისას,
თამაშობს ქაფის მიმოფენისას;
ერთდროს მხიბლავდა, თავს მაწონებდა,
ლაციცი რაღას არ მაგონებდა.
მისთვის რამდენჯერ (გახსოვთ მეგობართ?)
წვლილი გავიღე უკანაკსნელი.
ზღაპრული ჭავლით უკვდავთ სასმელი
ბადებდა ჩვენში რამდენ შტერობას,
რამდენ ხუმრობას, ლექსებს, სიხარულს,
კამათს და რამდენ სიზმარს მხიარულს!

XLVI

კარგია, ოღონდ არას მარგია,


შუშხუნა ქაფით კუჭს მუხანათობს,
ბორდოს სევეწყე მე მის მაგიერ
კეთილგონიერს და უღალატოს.
აის აღარსმა არ მავალალებს,
აი მახსენებს ლამაზ საყვარელს,
ბრწყინვალეს, ცინცხალს, ამბორდალოცვილს,
მაგრამ თავნებას და გონგამოცლილს.
ძმებო, ბორდოა ჩვენი ძმობილი,
ჭირში საშველად და სამსახურად
ყველგან, ყოველთვის ამხანაგურად
იდგა, ახლაც დგას გულსდანდობილი,
წყნარ მოცალების დროსას იდგება.
მაშ ჩვენს მეგობარ ბორდოს, დიდება!

XLVII

ცეცხლი ჩამქრალა; ძლივს ეფარება


ოქროს ნაკვერჩხალს ნავლი-ნაცარი,
ძლივსშესამჩნევად იწევს რკალებად,
ტრიალებს ბუღი და ალდამცხრალი
ბუხარი სითბოს ძლივსღა გამოსცემს,
ჩიბუხების კვამსლ თვისკენ აცოცებს.
სუფრაზე ბროლის თასი შიშინებს,
მწუხრი იერთებს ჩრდილთა სიხშირეს.
(მიტაცებს ძმურად აყბედებული
სუფრა, ღვინის სმა ტოლ-მეგობრებთან,
მაშინ როდესაც ჟამი მოდგება
მგელს და ძაღსლშუად სახელდებული,
რატომ? არ ვიცი, მეც ვიმეორეგბ!)
დროა დავუგდოთ ყური მეგობრებს.

XLVIII

"სხვა? მესობლები და ტატიანა


როგორ არიან? მითხარ, მაღირსე;
როგორ გყავს შენი ოლგა ცქრიალა?"
"ჭიქა ნახევრად კიდევ ამივსე.
კმარა, გეთაყვა, გაგიხარიან
სალამს გითვლიან, კარგად არიან.
აჰ, ოლგას მხრები, მკერდი რა ნაზად,
რარიგ აევსო!. . . რა გალამაზდა! . . .
რა სულგრძელია! ერთად ოდესმე
მივალთ, მოგხიბლავს დების მშვენება:
თორემ რასა ჰგავს, მათ მოჩვენებად
ორჯერ ეჩვენე და ჩამოეხსენ.
ოჰ, შტერს მღალატობს თავი წყეული:
იმ კვირას მათთან ხარ მიწვეული".

XLIX

"მე?" - დიახ, სწორედ ტატიანასი


შაბათ საღამოს არის დღეობა;
ვერაფრით ახსნი მოუსვლელობას", -
"ხალხი დაგვხვდება იქ უამრავი.
ბრბო მოსაწყენი და გულამრევი", -
"მჯერა, მომსვლელი მათთან არ არის,
შინაურების გარდა, არავინ!. . .
წამო, თუ გინდა ხათრის გაწევა!" -
"მოვალ". - "კარგი ხარ"! - თქვა და მგოსანმა
ჭიქა ასწია, მთლად გამოსცალა
მეზობლის ქალის პატივსაცემად,
და კვლავ ოლგაზე მოჰყვა საუბარს:
ასე სჩვევია ტრფობას სანუკვარს.

LX

ხარობდა. . . ვადამ გაახალისა,


რაც ორი კვირის შემდეგ დგებოდა;
მას ხაშიადი პირველ ღამისა
ტრფობის გვირგვინით ეგებებობა,
ელოდა სიტკბოდ და აღტაცებად.
ჰიმენეს ზრუნვას, ნაღვლით ავსებას,
გულგაციებულ რიგს მთქნარებათა
იგი სიზმარშიც კი არ ხედავდა.
ჰიმენეს მტრისთვის ერთფეროვანი
ცოლქმრულინ ყოფა მუდამ შეიცავს
წყებას შესაწყენ სურათEბისას,
ვით ლაფონტენის თარგის რომანი. . .
საბრალო ლენსკი, გულსმინდობილი
ამ ცხოვრებისთვის იყო შობილი.

LI

უყარდა იგი, ასე ეგონა,


სწამდა და თვლიდა თავს ბედნიერად;
ასგზის ნეტარარს, ვინც დაემონა
რწმენას, და სიტკბოს ნათქვამს ნებიერად
ცივი გონების, ეჭვის გარშე,
ვით მთვრალი მგზავრი ღამის სათევში,
ვით გაზაფხულზე ნაზი პეპელა
სწოვს მათრობელა ყვავილ ნელ-ნელა.
მაგრამ ცოდოა, ვინც წინასწარვე
განჭვრეტს ყველაფერს, თავბრუ არ ესხმის,
და რაც მოძრაობს, სიტყვად რაც ესმის -
გააზრებული სძაგს და ამწარებს.
მის გულს საწუთროს სუსხი მისწვდება
და ეკრძალება თავდავიწყება.
თავი მეხუთ ე

ო, ნურც გეხილოს ის საშინელი,


ბნელი სიზმრები, ჩემო სვეტლანა!
ჟუკოვსკი
I

იმ წელს ავდრებით ვერ გველეოდა,


ვერ სცილდებოდა კარს შემოდგომა:
ბუნება ზამთარს დისხანს ელოდა
და ორ იანვარს ღამით მოთოვა.
გამოიღვიძებს და ადრიანა
სარკმლით შეავლებს თვალს ტატიანა
დათოვლილ ეზოს, თეთრყავრიანებს, '
მსუბუქ არშიებს სარკმლის მინაზე.
ხეებს - ზამთრისგან ვერცხლით დაფერილს,
კაჭკაჭებს ლაღად თოვლზე დაფრენილს,
გორაკებს მოსავს ლბილი სინაზე,
ზედ აფენიათ ნოხი ელვარე,
თეთრად მოურთავს თოვლს არემარე.

II

ზამთარი! გლეხი ამდროს ზეიმობს


და გზას ანახლებს თოვლში მარხილით,
მისი ბეხრეკი ცხენი ზერგვინობს,
ძლივს მიჩაქჩაქბს ჩორთით დაღლილი.
ფაფუკი კვალის ამფეთქებელი
მოქრის კიბიტკა დაფეთებული,
კოფოს მეეტლე უზის წახრილი,
წითლად უელავს ქურქზე სარტყელი.
აი, ციაგზე ცუგო დაუსვამს,
დარბის პატარა ბიჭი მსახურის,
თავი აქვს ცხენად წარმოსახული,
ცელქისთვის ყინვას თითი აუწვავს,
კიდეც სტკივა და კიდეც უხარის,
სარკმლიდან დედა უმზერს მუქარით.
III

მაგრამ იქნება თქვენს ყურადღებას


აღარ იზიდავს ასეთ იერის
ბუნების სადა დასურათება,
ცოტა რამ სცხია მას მშვენიერის:
ღვთისგან გამთბარი ზეშთაგონებით,
მდიდრულ სიტყვებით სულ სხვა პოეტი
გვიხატავს პირველ თოვას ბრწყინვალედ,
ზამთრის სიამის ყველა წვრილმანით.
მის მწველ ლექსებში მოგინადირებთ,
მჯერა, ნამდვილად ასე იქნება,
მარხილით ჩუმად გასეირნება:
მაგრამ ჯერ ბრძოლას როდი ვაპირებ
არც მასთან და არც შენთან. მგოსანო,
ფინელი ყმაწვილქალის მლოცავო!

IV
ტანია (რუსი სულით, შეგრძნებით,
რატომ, თვითონაც როდი იცოდა)
იხიბლებოდა ცივი მშვენებით,
რუსული ზამთრის ტრფობით იწვოდა.
უყვარდა ყინვა, ქროლვა მარხილით,
მზისგულიანი დღე რთვილდაყრილი,
ნაცისკრალს - თოვლის კრთომა ვარდისფრად,
ნათლისღებისს ბინდი დაისთა.
მათი ოჯახი დღესასწაულით
ხვდებოდა ხოლმე ამ საღამოებს,
მარჩილეებად ხმობდნენ მსახურებს,
მათგან ყოველ წელს ჩვენი ქალწულნი
ელოდნენ, ოდენ გასცდნენ ბავშვობას,
მხოლოდ სამხედრო ქმრებს და ლაშქრობას.

ტატიანასაც სწამდა, სჯეროდა


ძველისძველ ხალხურ გადმოცემათა,
სიზმრის, ბანქოთი მარჩიელობის,
მანგით მომავალის ამოცნობათა:
ენიშნებოდა ცუდი ამბავი
და ხვაშიადით ყველა საგანი
მისთვის რაღაცას მოასწავებდა,
წინათგრძნობანი გულს უწამებდა,
ღუმელზე თათით კატა გრეხია
პირს თუ იბანდა და კრუტუნებდა:
მიანიშნებდა გაუმტყუნებლად,
რომ შინ სტუმრები უნდა ეხილა.
ზეცის მარცხენა მხარეს ახალი
მთვარე თუ ჩანდა წყვილრქანაყარი,

VI

მაშინ ის თრთოდა და ფითრდებოდა.


როცა ვარსკვლავი მრუმე ზეციდან
ქვემოთ მოქროდა ად იპნეოდა,
შემკრთალ ტანიას უცებ ეწადა
მისთვის გაძენდო ჩუმად სათქმელი,
ვიდრე ცდომილი ქროდა ნათელი.
ზოგჯერ შემთხვევით ასეც ხდებოდა,
როცა შავოსან ბერს შეხვდებოდა
ან მინდვრებს შუა გზას გადუჭრიდა
კურდღელი სწრაფი, როგორც ისარი,
ის იდგა შიშით ნათილისმარი.
გზაზე ნაბიჯის წარდგმა უჭირდა:
წინათგრძნობებით სავსეს მაშინვე
გული უგრძნობდა რაღაც საშინელს.

VII

მერა რა? ფარულ სიამოვნებას


პოვებდა იგი სასინელებით;
წინაღობანი მოსგამს ბუნებას,
ასე ვართ მისგან გაჩენილები.
შობას მოჰყვება ლხენა, გართობა.
მკითხაობს ცეტი ახალგაზრდობა,
არ ედარდება მას არაფერი.
მის წინ საწუთროს გზაა საცქერი,
თვალმიუწვდენი: ხოლო სიბერე
სათვალეებით უმზერს სიცხადეს,
მკითხაობს თავის კუბოს ფიცარზე,
მისმა დღეებმა შორს გაიგელვე.
დაუბრუნებლად; მაინც იმედი
ატყუებს ბალღურ ატატინებით.

VIII

ცნობისმოყვარე თვალს არ აშორებს,


დასცქერის დამდნარ ცვილს ტატიანა,
უმზერს ჩამოსხმულ ზღაპრულ არშიებს,
მას რომ საოცრად შეეხმიანა.
პირამდე წყალით სავსე3 თეფშიდან
ბეჭდები მწკრივად წამსვე ჩნდებიან:
როცა ერთ ბეჭედს იღებს ასული,
სიმღერა ესმის ჟამგადასული:
"აღთქმულ მხარეში გლეხიც მდიდრდება,
ვერცხლი ნიჩბებით აეხვეტება:
ვისაც ვუმღერით - დაებედება
მხოლოდ სიკეთე,მხოლოდ დიდება!"
მაგრამ ავს ამცნობს მას ხმა მწუხარე,
გულს ფისუნია უფრო უხარებს.

IX

ღაემა. ყინავს. გუნდი მთიებთა


მოწმენდილ ცაზე რარიგ საოცრად,
რარიგ თანაბრად მოედინება
და ტატიანაც ამ დროს გამოჩნდა
ეზოში, შილიფ ხალათჩაცმული,
მთვარეს უმიზნებს სარკეს ქალწული;
მაგრამ სარკეში ობლად მთრთოლვარე
და ნაღვლიანი მოჩანს მთოვარე.
ჩუ. . . თოვლი ხმას ძრავს . . . სადღაც მგზავრია:
ცერებზე დგება, გარბის ასული,
ისი ძახილი ჰანგად დაძრული
ტკბილ სალამურზე ხმანარნარია.
ვინ ხარ? რა გქვია? ხმა გამაგონე!
უცხო პასუხობს: "ვარ აგაფონი".
X

ტანია ძიძის რჩევას მოისმენს,


ღამის მისნობის იწყებს გაცნობას
და ბრძანებს ჩუმად, მხოლოდ ორისთვის
შიგ აბანოში სუფრის გაწყობას.
მაგრამ შემკრთალი თრთის ტატიანა,
მეც მეშიია - ჩემი სვეტლანა
რომ მახსენდება, მაგრამ შევდგებით. . .
მასთან სამისნოდ არ გავჩერდებით.
მოისხნის სარტყელს ყალამქრიშის,
სამოსს გაიხდის, საწოლს გაიშლის,
წვება, გარს უვლის ლელი ქალიშვილს,
სარკეს ბუბულის აწევს ბალიში,
როგორც სიჩუმე - ღამეს მთვარიანს;
სდუმს არემარე, სძინავს ტანიას.

XI

და ხედავს იგი სიზმარს საოცარს:


გზად უძევს ველი თოვლით მოსილი,
მოდის და ინდორს ვეღარ გამოსცა
მწუხარე ბინდით გარემოცული.
ნამქრებს შორის, მის წინ მქუხარებს,
ზვირთებს აზავთებს რისხვით მდუღარე,
ფაფარჭაღარა, ტალღებმოშავო
ღვაი ზამთარში გაუთოშავი.
ორი ლატანი ყინვით შეკრული
მასზე გადებულ ხიდად ირწევა,
იძვრის, ქანაობს საბედისწეროდ,
ღრიალებს ღვარი გაშმაგებული,
და ტატიანა მაშინ შედგება,
აოგნებს მღვრიე საშინელება.

XII

ვით განშორებას დასანანებელს,


ღვარს ტატიანა მდურვას აყრიდა:
არავინ არ ჩანს, დასახმარებელს
გამოუწოდოს ხელი გაღმიდან.
უცებ შეირხა თოვლის გორაკი
და მის ქვეშიდან, როგორც ქომაგი
დათვი გამოძვრა დიდი, ბომბორა,
ტანია კივის, მხეცი მოგორავს,
თათს ტატიანას უწვდის ბღავილით,
თათს ხშირბალნიანს და ბასბრჭყალებას,
ქალწული ბედავს ხელის ჩავლებას:
შიშით, ცახცახით უფსკრულს გაივლის;
გაღმა გადადის, მაგრამ რა ხდება?
ქალიშვილს უკან დათვიც გაჰყვება.

XIII

ჩქარობს, მიჰყვება გზას ტატიანა,


ისწრაფვის უკანმოუხედავად,
მაგრამ ლაქიამ შავბალნიანმა
არ მიატოვა, მისდევს ერთთავად. . .
წინ ტყე გაშლილა, ფიჭვებს ლამაზად
დამძიმებიათ თოვლით შტოები,
დგანან მშვენივრად მოღუშულები.
შიშველ ცაცხვების, არყის ხეების,
თეთრი ვერხვების მაღალ მწვერვალებს
შორის მთიებთა შუქი ელვარებს,
გადასუდრულან ტყისპირ ხევები;
გზები, ბუჩქნარი და ყველაფერი
ღრმად დაფარულა თოვლის ნამქერით.

XIV

ტყეში ტანიას დათვიც შეჰყვება,


თოვლი მუხლამდე სწვდება ქალიშვილს,
უცებ ხან გრძელი როკი ეხლება
კისერზე და ხან ოქროზარიშის
საყურეს სტაცებს, როგორც მძარცველი,
ხან ლამაზ ფეხზე მას ფეხსაცმელი
სძვრება სოველი, ხან ცხვირსახოცი
დაუვრდება ღონეგამოცლილს
და ასაღებად ვერ დასწვდენია,
შიშობს, ფეხის ხმა ესმის დათვისა,
ცდილობს აწევას კაბის კალთისას
მთრთოლვარე ხელით, მაგრამ სცხვენია.
მოსევს ნადირი, ჩქარობს ქალწული
და ვეღარ მირბის ჩამოქანცული.

XV

თოვლში წაიქცა; დათვი ებდღვნება


და გაიტაცებს ასულს ძუნძულით;
ვერც შეირხევა, ისე ნებდება,
ვეღარც კი სუნთქავს უგრძნობ-უძლური.
მას ტყის ბილიკით მიჰყავს ქალწული,
უცებ უღრანში ერთი საყლური,
შორს გარიყული ქოხი შეხვდებათ,
ქვეყნის ნამქერი ზედ რომ ეხვევა.
ბრწყინავს სარკმელი და შიგ გაისმის
ჯოჯოეთური ხმები ნამდვილად.
დათვი ბურდღუნებს: "აქ მყავს ნათლია:
მასთან გათბები, ცოტას დაიცდი!" -
იძახის იგი და ტატიანას
წინკარის ზღურბლზე სტოვებს ტიალად.

XVI

ერკვევა, ახელს თვალს ტატიანა:


დათვი წასულა; ისმის ზღუბლსმიღმა
ზრინვა, გნიასი ჭიქის წკრიალთან.
ვით ხალხმრავალი ჭირის სუფრის ხმა.
სად წევს - გარკვევა უჭირს ტანიას,
შეიჭვირეტს იგი ჭუჭრუტანიდან
და რას შეხედავს: სუფრას სტუმრები
უსხედან ირგვლივ - სულ ურჩხულები
ჩანს სახეძაღლი ერთი რქოსანი,
მეორეს მამლის თავი აბია,
იქვე დგას ჩონჩხი მკაცრი, ავყია,
გვერდზე ქაჯი თხის წვეროსანი,
კუდა ჯუჯასთან სხარტად გახედავს
ნახევრად წეროს, კატას ნახევრად.
XVII

თვალს იგი შემძრავ სურათს შეავლებს:


ბობღავს ობობა კიბოს მზიდველი,
ბატის კისერზე ქალი ტრიალებს,
ზედ დამხობია ჩაჩი წითელი.
ქარის წისქვილი ცეკვავს, ბუქნაობს,
ფრთებს ატკაცუნებს, არხევს უქაროდ;
ისმის ხარხარი, ყეფა, ხმაური,
სიმღერა, კაცთა ხმა, ცხენთა თქარუნი.
ხედავს ტანია, მათთან რომ არის
ის ვინც შორიდან იცნო სტუმრებში,
მისთვის საშიში, მისივ ნუგეში -
მთავარი გმირი ჩვენი რომანის.
ზის ონეგინი და ალმაცერი
მზერით სუფრიდან კარებს გასცქერის.

XVIII

იგი ანიშნებს - ყველა ირჯება;


იგი სვამს - ყველა სხვამს და გიჟდება;
იგი იცინის - ყველა ბჟირდება,
წარბს შეკრავს - ყველა წამში დინჯდება.
იგი ბატონობს მათზე, ეტყობა.
ტატიანასაც უკეთესობა
ემჩნევა, ფრთხილად კარს ხელს შეახებს,
ცნობისმოყვრულად, ოდნავ შეაღებს.
უცებ დაბერავს ქოხში გრიგალი,
ჭაღებს ჩააქრობს და ავსულები
შეშფოთდებიან გალურსულები;
მათ ონეგინი თვალთა ბრიალით
აჰყრის, სუფრიდან გრგვინვით ადგება
და კარებისკენ გაემართეა.

XIX

შიშით ილევა და ტატიანა


მალე გაქცევას ლამობს აკრძალულს,
მოუთმენლობამ ააწრიალა,
კივილი უნდა, მაგრამ არ ძალუძს.
ევგენი აღებს კარებს ხმაურით
და ჯოჯოხეთის მავნე მსახურნი
მოვლენილ ასულს, როგორც მსახვრალნი
ხვდებიან ველურ, ბოროტ ხარხარით.
დაკლაკნილ ენებს, კუდებს ბამბურებს,
ეშვებს, ულვაშებს, თვალებს ანთებულს,
რქებსა და თითებს გადაძვალებულს,
ხორთუმებს ყველა მისკენ აბრუნებს
და ყველას პირი დაუბჩენია,
- ჩემია! - ყველა ყვირის - ჩემია!. . .

XX

ჩემია! - მკაცრად ბრძანა ევგენიმ


და უცებ გაქრა ხროვა ავსულთა,
ბნელ და გაყინულ ქოხს ონეგინი
შერჩა მეგობარ სათნო ასულთან;
მიიყვანს იგი მორჩილ ტანიას
კუთხეში, სადაც კოჭლი სკამია.
ზედ დაასვენებს, მერე იხრება
მისი მკერდისკენ; უცებ იღება
კარი და ხედას - ოლგა ესტუმრათ,
ლენსკიც შემოსდევს; შუქი ენთება,
ონეგინს გულზე ცეცხლი ედება,
ხელს აქნევს, თვალებს ქაჩავს მხეცურად
და ძალად სტუმრებს ლანძღავს ყვირილით,
წევს ტატიანა გარდავლილივით.

XXI

დავა თანდათან უფრო აზავდა,


უცებ გრძელ დანას დასწვდა ევგენი;
ლენსკი დაეცა, და შემზარავად
დაბნელდა; გულის შემქანებელი
კივილისგან ქოხი შეირწა. . .
ტანიას ელდით გამოეღვიძა. . .
ხედავს: ოთხი სუნთქავს სინათლით;
მეწამულ სხივებს ჰფენს განთიადი
გაფიცრულ სარმკმლებს, კარი იღება
და ჩრდილოეთის ცისკრის ციალად,
ფრთამალ მერცხალზე სწრაფი, ცქრიალა
ოლგა შემორბის და ეკითხება:
აბა, ვინაა, თქვი, გამიმხილე,
ის ვინც წუხელის სიზმრად იხილე.

XXII

მაგრამ ვერ ამჩნევს დას ტატიანა,


წევს სასთუმალზე თავმიდებული,
წიგნი უჭირავს და მის შრიალა,
ფურცლებს მიჰყვება გარინდებული.
თუმცა ეს წიგნი არ გადმოსცემდა
არც მგოსნის ფიქრებს, არც ნაოცნებარს,
არც სიბრძნეს და არც სცენებს ლირიულს,
მაგრამ არც რასინს, არც ვირგილიუსს,
არც ლორდ ბაიორონს და არც სენეკას,
არც სკოტს, არც ჟურნალს ქალთა მოდების
ელტვიან მსგავსი თავგამოდებით,
როგორც მას, ძმებო, მარტინ ზადეკას,
სიზმართამომხსნელს, ყოვლის წინამთგრძნობს,
ქალდეველ ბრძენთა ცნობილ წინამძღოლს.

XXIII

ეს ღრმა თხზულება განმარტოებულ


სახლში ქორვაჭარს მოუტანია,
ცალკე მალვინას ძველი ტომებიც
შეუსყიდია მისგან ტანიას
ძლივს, სამ მანეთად და ათ შაურად.
ჩარჩი უსართოდ არ დაჩაგრულა:
გაშორებია წიგნის კარადა
სრული კრებულის ბაზრულ იგავ-არაკთა,
ორ პეტრიადას და ტომს მეასმეს
მარმონტელისას და გრამატიკას. . .
შემდგომ ამისა მარტინ ზადეკას
უმხელს ასული ნაღველს მკვნესარეს,
მას შესციცინებს, მას არ იცილებს,
მასთა წვება და მასთან იძინებს.

XXIV

წუხელ ნანახი ზარავს სიზმარი -


არ უწყის, როგორც ურავს იმალავს:
საშიშ ოცნების ნაგულისხმარის
მალე შეცნობა სურს ტატიანას.
დახედავს მოკლე სარჩევს ასული,
ანბანთა რიგში ხვება: ავსული,
ბინდი, ბურუსი, დათვი, სავალი,
უღრანი, ხიდი და სხვა მრავალი. . .
ვერ განუქარვებს ეჭვებს ზადეკა:
მაგრამ ბოროტი და საზიზღარი
კარგს არ უქადის არას სიზმარი,
გრძნობს, სამწუხარო რაღაც მზადებას. . .
რამდენიმე დღეს არ ასვენებდა,
სიზმარი იგი თავს ახსენედა.

XXV

ცაზე აისი ჩნდება ალისფრად,


თავისი ხელით ფერმეწამულით
დილის ველებზე მზედ და ხალისად
დღეობა მოჰყავს დღესასწაულით.
ლარინთა სახლში ხალხი მოგროვდა
დილიდან, მოდის სამეზობლოდან,
ყველა ოჯახით მოაჯირითებს
ეტლებს, მარხილებს, ბრიჩკებს, კიბიტებს.
დრეფანს მომსვლელთ ტალღა აწყდება,
უცნობებს ერთურთს აცნობს სასტუმრო,
ლეკვთ ყეფა, ქალთა კოცნა მატულობს,
ზღურბლთან ჭედვაა; წუთით არ წყდება
ზრინვა, ხარხარი, სტუმართ სალამი,
გამდელთა, ბავშვით კივილ-ვალალი.

XXVI

მოდის მეუღლით ჩათქვირებულით


პუსტიაკოვი - ცოლზე მსუქანი,
სოფლის მეურნედ ხალხში ქებული
გვოზდინი - ღატაკ გლეხთა უფალი.
ჭაღარა ცოლ-ქმრის სკოტინინების
კვალდაკვალ ჯოგი მოდის შვილების,
ოცდაათი წლის მოსდევს ორწლიან,
ნახავთ პეტუშკოვს მაზრელ კოპწიას
და ჩემს განაყოფ ძმას ბუიანოვს,
ბუმბულით მოსისლ, გრძელკრტუზიანს,
ყველასთვის ნაცნობს, როგორც ტუზიანს,
ნახავთ გადამდგარ მრჩეველ ფლიანოვს -
ბილწ ჭორიკანას, გაქნილ აშაქარს,
მექრთამეს, ხარბს და ტაკიმასხარას.

XVII

ოჯახს პანფილე ხარლიკოვისას


ჩამოჰყვა ახლა და ტამბოვიდან
ოხუნჯი, წითურ პარიკოსანი
მუსიე ტრიკე მათთან მოვიდა. . .
როგორც ჭეშმარიტ ფრანგს თან ეგულვის
ტატიანასთვის გამზადებული
კუპლეტი ბავშვთა ჰანგზე სამღერი:
Revellez vous, belle endormie 1
ძველ ალმანახში იყო მანამდე
ლექსად ნაბეჭდი ესე კუპლეტი.
ვით მიხვედრილი, მარჯვე პოეტი
ტრიკე მას ხელად მკვდრეთით აღადგენს
და იგი ნაცვლად belle Nina2
თამამად ჩაწერს belle Tatiana3.

XXVIII

ახლო დაბიდან მათთან მობრძანდა


___________
1 გაიღვიძეთ, მძინარე მზეთუნახავო.
2 მშვენიერი ნინა.
3 მშვენიერი ტატიანა
როტის უფროსი - დგება სტუმრებში,
კერპი მოწიფულ გასათხოვარტა
და მთელი მაზრის დედათ ნუგეში.
იგი ეწვიათ ნამ,დვილ სიახლეთ,
პოლკის მუსიკის ხმაზე ვილაღებთ!
თვით პოლკოვნიკმა ასე ინება!
ყველას უხარის, ბალი იქნება!
ქალიშვილობა ხტის სულწასული,
მაგრამ საჭმელი მოაქვთ. წყვილებად
სუფრის გარშემო ხალხი მწკრივდება.
ტანიას მხრეს დასხდნენ ასულნი,
კაცნი პირისპირ, პირჯვარს იწერენ
და ბრბოს ბზუილში სუფრას იწყებენ.

XXIX

წუთიერ წყდება ხმები საუბრის:


ჭამა ჩაღდება; აწი იწყება
დანა-ჩანგლის და ჭურჭლის ჩხარუნი
და წვრილ სასმისთა არიწკინება.
მერე ატყდება კვლავ მხიარული
სტუმართ ხმაური და ჟრიამული:
ყურს არ უგდებენ ერთურთს ისინი,
სუფრა კამათობს, ხვნეშის, იცინის,
უცებ იღება კარი ყურთამდის,
შემოუძღვება ლენსკი ონეგინს.
"მადლობა უფალს თქვენის მოვლენით!" -
დიასახლისი ყვირი პურადი.
მისწი-მოსწევენ თეფშებს და სკამებს,
მოსულ მეგობრებს ერთად დასხამენ.

XXX

მათ ტატიანას თვალწინ დასვამენ


და დილის მანგზე ფერგადასული,
მფრთხალი შველივით ტანმოცახცახე,
ზირს ხრის მინისლულ თვალებს ასული.
სუნთქვას უჩქარებს კვეთე ვნებათა,
ბნდება და ორთა მისალმებათაც
ვერ ისმენს, ლამის ცრემლი დაღვაროს,
ლამის წაერთვას გრძნობა საბრალოს,
მაგრამ გონება და ნებისყოფა
დააძლევინებს წამებს გამოცდეის,
იგი ორ სიტყვას ჩუმად გამოსცრის,
თავშეკავების ძალა ეყოფა,
ძალა - უმწარს წუთის დაძლევის
და უსიამო სუფრის გაძლების.

XXXI

ტრაგინერვიულ გამოვლენების,
ქალწულთ გულისყრის, ცრემლის ქალწულთა,
კარგახანია არ სწამს ევგენის,
მათს რაობაში ბევრგზის დარწმუნდა.
თუმცა ესწრებოდა დიდ დარბაზობას,
ეს უხიაკი მაინც ბრაზობდა,
მაგრამ ქალიშვილს თრთოლვა მალული
შენიშნა და ხრის თვალს სინანულით.
წამს გაიფხორა გაჯავრებული
და დაიფიცა მან შურისგება,
ლენსკის გაკენწვლა, გაგულისება.
ახლა წინასწარ გამარჯვებული
გასცქერის სტუმრებს, როგორც ნატურებს
და ფიქრში ხატავს კარიკატურებს.

XXXII

და რა თქმა უნდა, ევგენის გარდა


ტანიას ჭმნვის მოწმე სხვაც არი,
მაგრამ სამზერლად, განსჯის საბაბად
ამჟამად იქაც მსუყე ნამცხვარი. . .
(საუბედუროდ გადამწათხული)
და აი, ბოთლით თავგასანთულილით
მოაქვთ შემწვარს და ბლაან-მანჟეს შუა
ციმლიანკური ღვინო შუშხუნა,
მასთან სასმისნი წვრილნი, მაღალნი,
შენი ნარნარი, ნაზი ტანივით;
ზიზი, მიმზევებ სულს კრისტალივით,
ხარ ჩემთა წმინდა ლექსთა საგანი
და მომხიბლავი ვნებათ ფიალა,
ბევრჯერ დამათრო შენმა ტრფიალმა!

XXXIII

როცა ავარდა სველი საცობი,


ბოთლიდან ღვინომ წამოიჩქეფა;
და აი, რისხით ჩვენი ანცნობი
მუსიე ტრიკე წამოიჭრება,
კუპლეტით დიდხანს გაწამებული.
სმენად იქცევა სტუმართ კრებული;
ცოცხალ-მკვდარივით ზის ტატიანა.
ფურცელი მისკენ მიატრიალა
ტრიკემ, სიმღრით ყალბად მიმართა.
აქუხდა ტაში, ვაშას ზახილი,
ტანიაც შეხვდა მას თავდახრილი.
პოეტმა მორცხვმა, მაგრამ დიადმა
პირველმა ლოცვა უძღვნა გულწრფელი
და მას გადასცა უცბად ფურცელი.
XXXIV

უსმენს მილოცვებს და მისალმებებს,


მათ ტატიანა უხდის მადლობას.
ევგენი ამჩნევს ნაღველს მწამებელს
და როს აპირებს სიტყვით ადგომას,
მის სულში მკრთალი, ჩამოქანცული
სიბრალულს ბადებს სახე ქალწულის.
ქალიშვილს უხმოდ მიესალმება,
ოღონდ სინაზე მისმა თვალებმა,
აელვეს რაღაც თბილი იმედით;
ეგებ გრძნობები მართლა ართობდა
ან კეკლუცობდა ან თამამობდა.
ან უნებლიეთ ანდა სიკეთით,
მან მზერით სიბთო ამოდ გამოსცა,
ტანიას გული გამოაცოცხლა.

XXXV

დგებიან, სკამებს ახმაურებენ;


სასტუმრო უცბად ხალხით ივსება:
ასე ტკბილ სკინდა გულნი ფუტკრების
ველზე ზუზუნით გაიხიზნება.
ქებით სადილის შემამკობელი
მეზობლის ცხვირწინ ქშენს მეზობელი.
ბუხარს უსხედან დასად ქალები,
კუთხეში დგანან ლამაზმანები.
მწვანე მაგიდა ბევრგან გაშლილა;
მოხუთ ბოსტონი უცდიდ ლომბერის.
სულწრაფთ განთქმული ვისტი მოელის.
გვანან ერთმანეთს, რაც თამაშია.
ერთფეროვნებით, მოცვეთილობით
პირმშონი ხარბი მოწყენილობის.

XXXVI

გაითამაშეს ვისტის გმირებმა


მერვე რობერი და მათ ადგილიც
რვაჯერ იცვალეს, ჩაი რიგდება.
დროსი განსაზღვრა მიყვარს სადილით,
ჩაით და ვახშმით, ჩვენ ანგარიში
დროისა ვიცით ჯაფის გარეშე,
არა გვჭირდება გამრჯე ზედმეტი
კუჭია ჩვენი ზუსტი ბრეგეტი.
აქვე ფრჩხილებში უნდა აღვნიშნოთ,
რომ ჩემს სტროფებში ხშირად ვახსნებ
მეჯლისებს, ლხინებს, საჭმელ-სასმელებს,
სუფრებს, საცობებს უანგარიშოდ.
ვით შენ, ღვთიურო დიდო ომირო,
სამი ათასი წლის ოქროპირო!

XXXVII, XXXVIII, XXXIX

ჩაი შემოაქვთ და ლამაზთაგან


ლამბაქთა დინჯად გადმოღებისას,
უცებ ისმენენ ხმას დარბაზიდან
ფლეიტების და ფაგოტებისას.
მუსიკის ჭექა აღაფრთოვანებს,
თმობს პეტუშკოვი ჩაის რომნარევს,
მიდის პარისი დაბა-ქალაქთა
ოლგასთან, ლენსკი - ტატიანასთან;
მუსიე ტრიკე უწყებს ფრანტობას
ძველ შინებარეს ხარლიკოვსისა,
მყის გააქანებს ვალსის ხმობისას
ბუიანოვი პუსტიაკოვას.
მალე დარბაზში ყველა გაცვივდა:
დაწყვილდნენ, ბალი ხელად გაბრწყინდა.

XL

მქონდა რომანი წამოსაწყებად


(ნახეთ პირველი ჩემი რვეული)
პეტერბურგული ბალის აღწერა
ალბანის მსგავსაც ჩაფიქრებული.
მაგრამ გავფრინდი შორს ოცნებებით
და გამიტაცეს მოგონებებით
თლილმა წვივებმა ნაცნობ ქალების.
ამყოლი თქევნი მომცრო კვალების,
წვივებო, კმარა, აღარ შევცდები!
გზა სიყრმის გაცვლით უნდა ვიცვალო,
ნამდვილად დროა - ჭკუა ვისწავლო.
სიტყვის და საქმის მართვას ვეცდები,
და ამ მეხუთე რვეულს უთვალავ
წიაღსვლას კალმით გამოვუკვალავ.

XLI

ერთფეროვანი და დამთხვეული,
ციცხალ სიცოცხლის მსგავსი გრიალით
ქუხს და ტრიალებს ტალღად რხეული,
წყვილებს ალევებს ვალსის გრიგალი.
შურისძიების ჟამი ღვივდება,
ონეგინს ჩუმად ჩაეღიმება,
ოლგასთან იდის, თავს აიცეტებს,
სტუმართა ირგვლივ მასთან იცეკვებს.
მერე ჩამოსვამს სკამზე ქალისვილს,
ათას რამეზე უწყებს საუბარს,
და როცა ვალსი ისევ დაუკრავს,
კვლავ მასთან ცეკვას აღად დაიშლის,
სახტად დარჩება ყველა ამჯერად,
ლენსკის საკუთარ თვალის არ სჯერა.

XLII

მაზურკა გრგვინავს და ჟამს გავხედავ,


ოდეს მაზურკა უცებ ნაფეთქი
ვეებერთელა დარბაზს არყევდა,
და ტკაცუნებდა ქუსლქვეშ პარკეტი
ძრავდა ჩარჩოებს კარს-სარკმელებისას,
ახლა კი, მსგავსად ნაზ ქალებისა
სრიალით ვცვითავთ ფიცართ გალაქულს,
ქალაქში წესებს ვიცავთ ქალაქურს.
მაგრამ გვიფარავს ისევ სოფელი,
შემოუნახავს მას მაზურკაში
ისევ ქუსლები, ხტუნვა, ულაში.
მაზურკაის პეწი პირველყოფილი
არ შებღალულა მტარვალ მოდისგან,
სახადით რუსთა ახალ მოდგმისა.

XLIII- XLIV

ფიცხ ბუიანოვს - ჩემსავ ბიძაშვილს


მოჰყვება ოლგა და ტატიანაც.
ჩვენი რომანის გმირი იმ წამში
ოლგას აცეკვებს ლაზათიანად,
თან დაუდევრად მისდევს სრიალით,
მას ჩასჩურჩულებს პირმომცინარი
რაღაც უშვერ და უზრდელ მადრიგალს,
ხელზე ხელს უჭერს, უბრდღვიალდება
ქალიშვილს სახე ამპარტავნული,
ლენსკი ყველაფერს უმზერს: ენთება,
ეჭვის ალმური გულზე ედება,
წყრება პოეტი თავდაკარგული,
უცდის მაზურკის უცბად ჩახშობას,
კატილიონზე ოლგას თანხმობას.

XLV

მაგრამ უარობს ოლგა. არ ძალუძს?


რა მოხდა? სიტყვა მისცა ონეგინს.
ღმერთო, რას ისმენს?. . . როგორ სასწაულს!
ვით შესძლო?. . . წამი დგას გაოგნების.
მას ჩვილის ჩვრები შარსან გასცლია,
ცეტ და მანჭია ბავშვად გაზრდილა,
შეუსწავლია უკვე მზაკვრობა,
გაცვლა, ღალატი, უკუღმართობა!
ელდის გაძლების ძალა არ დარჩა
და ლენსკი თვალთმაქც ქალთა წყველისას,
გადის, მოითხოვს მოგვრას ცხენისას;
მსწრაფლ გაჭენდება. წყვილი დამბაჩა
და წყვილი ტყვია - სხვა გზა არა ჩანს,
რომ ხვედრის მისი სწრაფად გადაჭრას.

თავი მეექვსე

იქ, სადაც დღენი მოღრუბლულნი და


ხანმოკლენი არიან, იბადება ხალხი, რომე-
ლიც უტკივილოდ კვდება. (იტალ).
პეტრარკა

ნახავს რა ლენსკის ჩუმად გაპარვას,


ონეგინს ისევ დარდი ჩამოღლის,
ოლგასთან ახლოს ურვა დაღარავს
შურისძიების წამით კმაყოფილს,
ევგენის ოლგაც აჰყვა მთქნარებით,
ლენსკის ეძებდა ლამაზ თვალებით,
ავ სიზმარივით მას გულს ულევდა
კატილიონი დაუსრულებლად.
ცეკვა დამთავრდა. ვახშმად გადიან,
წინა კარიდან ქალწულთ ბინამდის
სწოლებს შლიან სტუმრებისათვის, '
სუყველას მშვიდი ძილი სწადიან.
ჩემი ევგენი მათ გასცილდება,
შინ მარტო გასწვს დასაძინებლად.

II
ყველა მილაგდა და სასტუმროში
ხვრინვა გაუდის სქელ პუსტიაკოვს
თავის სქელ ცოლთა. სასადილოსი
სკამებზე სძინავს ჩვენს ბუიანოვს,
პეტუშკოვს, გვოზდინს, სნეულ ფლიანოვს.
ცაჩშელანძღული, თბილსაცვლიანი
მუსიე ტრიკე წევს იატაკზე.
დების სენაკში სძინავთ ლამაზებს.
სარკმელთან ობლად დგას ტატიანა,
აღარ ასვენებს მწარე ნაღველი,
შემოვლებია თავზე ნათელით
შარავანდედის მსგავსად დიანა,
მის თვალზე ძილი არ ისადგურებს
და ბნელით მოცულ არეს გაჰყურებს.

III

მათთან ევგენის უცბად სტუმრებამ,


მის თვალთა თბილმა შუქმა იმედის,
ოლგასთან ქცევის უცნაურობამ
გამსჭვალა იგი სულის სიღრმემდის.
არა, არ ძალუძს მისი გაგება,
იჭვნეულ სევდით ფორიაქდება,
თითქოსდა გულზე ცივ ხელს უჭრენ,
თითქოს უფსკრული თვალებს უჭრელებს,
მის ქვეშ ღრიალებს მღვრიე ღვარცობად. . .
"დავიღუპები, - ამბობს ტანია,
მაგრამ სიკვდილიც მომხიბლავია,
მისგან დაღუპვას ვიღებ განცხრომად.
არ ვდრტვინავ, რად ვიქმ ბედის ყვედრებას?
ვერ მიძღვნის იგი ბედნიერებას".

IV

წინ, წინ, გაუდექ გზას ისტორიავ!


ახალი პრი ახლა გეცნობათ;
ხუთ კილომეტრზე კრასნოგორიდან,
ლენსკის მამულის ახლომეზობლად,
დღემდე დღეგრძელობს მყუდრო სოფელში
ფილოსოფიურ უდაბნოეთში,
ერთ დროს ამრევთა ავან-ჩავანი,
მებანქოეთა ბრბოს ატამანი
ზარეცკი შმაგი, ტრაქტირთ ამკლები,
ახლა კეთილი, სადა, უბრალო,
ოჯახის მამა, მაგრამ უქალო,
წყნარი ბატონი, ძმობის გამგები,
პატიოსნადაც რომ იწოდება:
ეს საუკუნე როგორ სწორდება!

ერთ დროს ქლესა ხალხს მისი ბოროტი


სიმამაცისთვის ქება უძღვნია:
მართლაც მარჯვობდა და პისტოლეტით
ხუთ საჟენიდან ხვრეტდა ტუზიანს.
ამასაც გეტყვით, ველზე რბოლისას,
ნამდვილად მთვრალმა ცხარე ბრძოლისას,
გამოიჩინა თავი მედგრულად.
კალმიკურ ცხენზე ამხედრებულმა
ტალახში სტკუცა თავი ვაგლახად,
ფრანგებს ჩაბარდა: ძვირი მძევალი!
ღირსების ღმერთი, ახალრეგალი,
დასატყვევებლად ახლაც მზად გახლავთ,
რომ კვლავ გაუწყოს სამ ბოთლს სინსილა
ვერისთან1, ყოვლე დილას ნისიად.

VI

ადრე ხუმრობდა ენამახვილი,


ბრიყეს აიგდებდა იგი მასხარად,
გააბრიყვებდა ჭკვიანს ბალღივით,
ხან შემპარავად და ხან აშკარად,
თუმცა ზოგ ოინს ვერ გადაურცა,
ხუმრობდა ბევრჯერ ძვირად დაუჯდა,
ზოგჯერ თვითონაც დამარცხებული
ბრიყვივით დარჩა გამასხრებული.
დავა შეეძლო მას მხიარულად,
ბასრი, ხან ბლაგვი სიტყვის გარევით,
ხან განგებ სდუმდა, ცივ ანგარებით,
ხან წაქეზებით, განგებ, მზაკვრულად,
გაახელებდა, ყმაწვილ მეგობრებს,
მტრად რომ შეყროდნენ ერთიმეორეს.

_________
1 პარიზელი რესტორატორი.

VII

იგი ხან ძალით დააზავებდა


მათ, საუზმეზე დაყოლიებით, -
მერე საქვეყნოდ ამასხარებდა
ლაღი ხუმრობით და ტყუილებით.
Sed alia tempora! და მამაცობა
(ტრფობის სიზმარი ან სხვა ანცობა)
ქრება კვალდაკვალ ყმაწვილკაცობის.
ასე ზარეცკიც, ჩვენი ნაცნობი,
აკაციებს და შოთხვებს იჩრდილებს,
გადარჩენილი გრიგოლ რბოლაში,
ბრძენივით ცხოვრობს და რგავს ბოსტანში
ჰორაციუსის მსგავსად ჩითილებს.
ამრავლებს იხვებს, ბატებს თავისთვის
და ბალღებს ანბანს აჩვევს ხალისით.

VIII

არ იყო ბრიყვი, და ჩემს ევგენის


მისი სიწრფელის არა სჯეროდა,
მოსწონდა მისი მოსაზრებები,
ყოველ საკითხზე საღად მსჯელობა,
მეზობელს იგი ხშირად ხვდებოდა,
მუდამ სიამით ეახლებოდა,
დილით ოდნავაც კი არ გაოცდა,
როცა ზარეცკი მასთან გამოჩნდა.
იგი პირველსავ მისალმებისას
შეაწყვეტინებს ბაასს დაწყებულს,
დაუბრიალებს თვალებს ნაწყენი.
თან მიაწოდებს წერილს ლენსკისას.
ევგენი წუთით ცალკე გადგება
და ჩაიკითხავს ბარათს სარკმელთან.

IX

იყო საამო, კეთილშობილი,


მოკლე გაწვევა, ანუ კარტელი:
მას სთავაზობდა დუელს ძმობილი
სიტყვაფაქიზი და სუსხნათელი.
ევგენიმ დიდხანს არ აცდევინა,
ზედმეტი სიტყვა არ დასცდენია,
ელჩს მიუბრუნდა და დააბარა,
რომ საამისოდ მუდამ მზადაა.
ზარეცკიც მასთან აღარ შეყოვნდა,
უთქმელად ახსნა-განმარტებათა
წამოდგა იგი და გაემართა,
შინ უამრავი საქმე ელოდა.
იდგა ევგენი და თავს საკუთარს
გულით უთვლიდა ათას სამდურავს.

და იგი მართლაც მკაცრი გარჩევით


თავს საიდუმლოდ ასამართლებდა,
მას ბევრ რამეში დასდო სასჯელი:
ჯერ ერთი, ჰკადრა მასხრად აგდება
სიყვარულს სათუთს, წმინდას, რომელსაც
წუხელ უნდილად, ბილწად მოექცა,
მეორეც ის რომ: პოეტს უმრწემესს
და თვრამეტი წლის ყრმაკაცს უწრფელესს
არ აპატია ყრმული ცეტობა,
გულით მისი თუ სწამდა ონეგინს,
რად იქცა ბურთად ცრუ წარმოდგენის,
რად არ აღირსა ბრძნული შენდობა?
ანჩხლი ბიჭივით რამ გააცოფა?
რად ჰყო ღირსება, ჭკუა, კაცობა?

XI

მას ხომ შეეძლო გრძნობის განდობა,


არა ნადირის მსგავსად აჯაგვრა,
ყმაწვილი კაცის გულის გათბობა,
გულის მოგება, არა დაჩაგვრა,
ახლა გვიანღა არის ვალალი,
რადგან ამ საქმის შუამავალი
ძველი ოსტატი გახლავთ დუელის,
ბოროტი ჭორის, ლანძღვის, ტყუილის. . .
და, რა თქმა უნდა, ზიზღის ღირსია
ლაზღანდარული მისი სიტყვებიც.
მაგრამ ხითხითი, ცილი ბრიყვების. . .
ხალხის საერთო თვალსაზრისია!
პატიოსნების ჩვენი ზამბარა!
სამყარო ბრუნავს მის ანაბარა!

XII

მოუთმენელი მტრობით მდუღარე


პოეტი ახლში პასუხს მოელის
და ჰა, ზეიმით, ღრძოდ მოუბარი
დასტურს მიუტანს მას მეზობელი.
იჭვნეულს ძრავდა დღესასწაული!
იგი შიშობდა, ფლიდს რომ მზაკვრული
რამე გზით თავი არ დაეძვრინა,
ხუმრობით ტყვია არ აეცდინა.
განქარვებია ახლა ეჭვები,
აღარც მოქიშპის ფანდი ადარდებს,
წისქვილთან ხვალვე, განთიადამდე
შეხვედრა დათქვეს მათ უეჭველი.
ერთერთის ჩახმახს გასახვრეტელი
ბარძაყი ელის ან საფეთქელი.

XIII

ჯერ გადაწყვიტეს აღარ ეხილა,


ორთაბრძოლამდე აღარ უნდოდა
ლენსკის ენახა ოლგა გრეხია,
უმზერდა მზეს და საათს უნდობლად:
მან ჩაიქნია ხელი ბოლოს და
აღმოჩნდა ისევ სამეზობლოსთან.
გაუფიქრია, როგორც ეტყობა,
უცბად სტუმრობით ოლგას შეკრთობა,
მაგრამ ამაოდ; ნახვა, ეამა
საბრალო მგოსნის მისვლით შეფრინდა,
ოლგამ ისკუპა ძირს დერეფნიდან,
როგორც იმედმა თავქარიანმა,
ისევ უცვლელმა, კეთილმსურველმა,
ცელქმა, ცინცხალმა და უზრუნველმა.

XIV

"რად გაიპარეთ წუხელ ადრიან?" -


ოლგას პირველმა კითხვამ მოღუშა,
ლენსკი ერთიან უცებ აიმღვრა,
მდუმრემ ცხვირი ძირს ჩამოუშვა.
გაქრობა წყენა, ეჭვის ეღირსა
წინარე მისი წრფელი მზერისა,
წინარე სათნო უბრალოების
და თამამ სულის უმანკოების.
მზერა უტკბება, ხდება გულჩვილი,
ხედავს, რომ იგი უყვართ ისევე,
ღრღნის სინანული, ვეღარ ისვენებს,
მობოდიშება სურს და მუნჯივით
თრთოლვით უქრება სიტყვა სათქმელი.
ბედნიერია, თითქმის ჯანმრთელი. . .

XV. XVI. XVII.

და კვლავ ფიქრიანს, ისევ დაღვრემილს


ვლადიმირს ახლა ძალა არ ჰყოფნის,
რომ თავის ოლგას ის წუხანდელი
წუთი უხსენოს შეურაცხყოფის.
ფიქრობს: "ვიქნები მისი დამცველი,
როგორ მოვითმენ - ბილწმა დამწველი
მაცდური ოხვრით, ქათინაურით
შებღალოს გრძნობა ყმაწვილქალური.
ასე შროშანის ღერო საღრღნელად,
შხამის სანთხევად რჩება მადლისა,
ჭკნება ყვავილი ორი დილისა,
ვერ ეღირსება გაშლა ნახევრად".
ეს ყოველივე ნიშნავს, ცხადია,
ლენსკის მოყვასთან სროლა სწადია.

XVIII

მას რომ სცოდნოდა, რა უკურნავი


ჭრილობა უწვავს გულს ტატიანას,
რომ გამოეცნო ასულს გუმანით -
ხვალის დღე როგორ ელდას იმალავს,
რომ ყრუ სამარის გამო მოელის
დილით ლენსკისთან ბრძოლა ონეგინს,
ეჰ, ეგებ მისი ტრფობა-კვეთება
მეგობრებს ახლად შეაერთებდა,
მაგრამ ეს გრძნობა ალალბედადაც
არ გაუცია მათგან არავის,
ევგენი სდუმდა მსგავსად სამარის,
ტანიას ჩუმი ალი ფეფლავდა,
იქნებ სცოდნოდა მხოლოდ დედაბერს,
მაგრამ ვერ მიხვდა ძიძა ვერაფერს.

XIX

მთელი საღამო ლენსკის, დაბნეულს,


ხან ლხენა სძლევდა და ხან წუხილი,
თუმცა მუზისგან სვეგანაზებულს
ყველას ესა სჭირს: წარბშეჭმუხვნილი
კლავიკორდებზე ახლა მარტოდენ
უკრავდა იგი მაღალ აკორდებს,
ხან ჩურჩულებდა ოლგას მზერისას:
ხომ ნამდვილია? ბედი მეღირსა!
მაგრამ წასვლის დრო უკვე დგებოდა,
ეკუმშებოდა მას ნაწვალები
გული, - ქალწულთან გამოსალმების
წუთებში თითქოს ეფლითებოდა.
ოლგამ შეხედა: "რა დაგემართათ?"
"არაფერია". - თქვა და გაემართა.

XX
სახლში მისვლისას სანთლის პარპარში
სინჯას დამბაჩებს, ყუთში ალაგებს,
სამოსგახდილი შილერს გადაშლის,
მას მაინც ერთი ფიქრი განაგებს,
ვეღარ ისვენებს დარდმორეული,
არ უთვლემს გული აბორგებული
და ენით უთქმელ მშვენიერებად
თვალწინ უდგება ოლგა ჩვენებად.
წიგნს ვლადიმირი განზე გადასდებს,
კალამს აიღებს: ლექსის სტროფები
ივსება მისი ტრფობის ბოდვებით
და მათ ხმამაღლა ჰანგზე ღაღადებს
ლირიულ წვით და გზნებით ფერმკრთალი,
როგორც დელვიგი ლხინში შემთვრალი.

XXI

აი, შემთხვევით მისი ლექსები,


შემორჩენილი მართალ გულისხმად:
"სად ხართ, სად მზეობთ, სად გამექცევით.
დღეებო ოქრო-გაზაფხულისავ?
ან ხვალინდელი დღე რას მპირდება?
მას თვალი ჩემი ვერ აკვირდება,
იგი წყვდიადში სუფევს მარადეის.
არც ვეძებ, მჯერა ბედის სამართლის.
თუ დავეცემი ისარგაყრილი,
თუ ჩამიფრინა გვერდზე სიკვდილმა,
ყოველმა მადლმა: ძილმა, ღვიძილმა
იცის თავისი დრო და ადგილი;
კურთხეულია დღე საზრუნველი,
კურთხეულია ღამეც გულბნელი!

XXII

ხვალ გაბრწყინდება სხივით რიჟრაჟი,


დღის შუქ-ნათელი ათამაშებდა;
მე კი იდუმალ და ბნელ ბინაში
არ ამცილდება, ალბათ, ჩაშვება,
და ახალგაზრდა მგოსნის ხსენება
მდორე ლეტაში ჩაესვენება.
ჩემს კვალს ქვეყანა მალე წარიშლის,
მაგრამ მშვენების ნათელ ქალიშვილს
ნუ დაგცურდება ცრემლი ნაადრევ
ურნასთან ფიქრით: როგორ მიყვარდი,
მწარე საწუთროს გზა - განთიადი
შენ ერთს მშფოთვარე როგორ გაგანდე!. . .
(მეგობარი ხარ, შვების მომცემი,
მოდი, ქმარი ვარ, შენი მლოცველი!. . ."

XXIII

ასე წერს დუნედ და ბუნდოვნად


(რასად რომანტიზმს ვარქმევთ სახელად,
ოღონდ რომანატიზმს აქ ოდნავადაც
ვერ ვამჩნევ: მასთან რა გვესაქმება?)
და, ბოლოს, ლენსკი, ღამის დასასრულს,
თავს წასთვლემად დახრის დაქანცულს;
რომ დასწერს მოდურ სიტყვას, "იდეალს",
ძილი ნელ-ნელა მოეკიდება.
მაგრამ სულ მალე თავდავიწყებად
ბურანით მოსილს და გარემოცულს
მის კაბინეტში ჩუმად შემოსულ
სტუმრის ძახილზე გაეღვიზება:
"შვიდი იწყება, - ხმობს მეზობელი, -
დროა, ევგენი უკვე მოგველის.

XXIV

ამ დროს ძილქუში სჭირდა ონეგინს;


რაც მეზობელმა თქვა - ტყუილია.
მიმქრალა ღამე ჩრდილთა მოლევით,
მამალს ცისკრისა დაუყივლია.
ევგენის ისევ სძინავს ღრმა ძილით,
მზე შუბისტარზე ბრწყინავს აწვდილი,
დაქრის ქარბუქი გადმონაფრენი,
ეხვევა ფიფქთა გამონათებით.
მაგრამ ევგენის ძილს რა წარსტაცებს,
თავს დასტრიალებს ახლაც ბურანი,
ბოლოს გაახელს თვალს ნაურვალი
და ფარდის კალთებს ფიცხლად გადასწევს;
გახედავს - ატყობს მაღლა მზერისას -
დრო გარდასულა გამგზავრებისას.

XXV

უცბად დარეკა მან და მსხური


ფრანგი გილიო იმწამს მოვარდა,
ფეხსაცმელები, ხალათსასხმური
და თეთრეული ფიცხლად მოართვა.
ჩქარობს ევგენი, იცვამს სასწრაფოდ,
მსახურს ავალებს, მასთან სამგზავროდ
რომ გაემზადოს, მასთან რომ იყოს,
საბრძოლო ყუთის თან წამოიღოს.
მარხილი უცდით როდისაქეთი. . .
ჩასხდნენ და წისქვილს ელვის უსწრაფეს
მიეჭრნენ. იგი მსახურს უბრძანებს,
რომ ის "ლეპაჟეს~ ლულებს ავბედითს
ზიდავს მის უკან, გარეკს ცხენებსაც
წყვილ ბერმუხასთან შესასვენებლად.

XXVI

ლენსკი ჯებირზე მკლავდაყრდნობილი


იცდის, იოკებს ბოღმას ნაღვივებს,
ზარეცხკი მისი თანასოფლელი
მექანიკოსი, დოლაბს აგინებს.
ბოდიშს მოუხდის მათ ონეგინი.
"სად არის, - კითხავს გაოგნებული
ზარეცკი, - სად გყავთ თქვენ სეკუნდანტი?"
კლასიკურ წესის მონა, პედანტი
დუელს ეტრფოდა იგი გულწრფელად,
უშნოდ კაცისკვლის ნებას არ რთავდა,
ბრძოლას ვერასგზით ვერ წარმართავდა
მკაცრ ხელოვნების წესთ დაუცელად
და უცოდინრად ძველთა წყაროთა.
(რისთვისაც მისი ქება წარმოვთვათ)!
XXVII

"ჩემს სეკუნდანტად? - თქვა ონეგინმა, -


აი ეს ჩემი ახლო ამფსონი
monsieur Guillot წარმოდეგნილა
და არა აქვს რა არმოსაწონი.
ნაღდად სუფთა და სანდო ჯეილი. . .
თუმცა არ გახლავთ გამოჩენილი".
ზარეცკიმ სიმწრით ტუჩზე იკბინა.
"ეგებ დაგვეწყო", - თქვა ონეგინმა.
"დროა, დავიწყოთ", - თავდაჭერილად
მიუგო ლენსკიმ, და გაემართნენ
წისქვილის უკან, ბჭობა გამართეს
ზარეცხკიმ და იმ სანდო ჯეელმა
საყურადღEბო საქმის განხილვით,
იცდიდნენ მტრები თვალებდახრილნი.

XXVIII

მტრები! მათ განა დიდი ხანია


სისხლი წყურვილი რც ანცალკავებს?
დიდი ხანია, რაც გულახდილად
მოცლის ჟამს, ფიქრებს, ტაბლას, საქმეებს
იყოფდნენ ძმურად? დღეს სიძულვილით,
შთამომავლობით გადმოსულივით,
როგორც საშინელ და ბნელ სიზმარში,
ცივად, მდუხარე ჟამის წინაშე
ემუქრებიან ერთურთს არყოფნით.
სჯობს გაიღიმონ აუცილებლად,
ვიდრე მათ ხელი გაუწითლდება,
სჯობს დაზავება კეთილ თანხმობით,
მაგრამ მტრობაა ჩვენში ველური,
ყალბი სირცხვილით შეშინებული.

XXIX

პისტოლეტები უკვე კრთებიან.


ზუმბაზე ჩაქუჩს გააქვს კაკუნი.
შროვან ლულებში ტყვიებს ტენიან,
პირველად დასცდა ჩახმახს ჩხაკუნი.
დენით ნაცრისფერ ჭავლად იცვლება
ფალიას ყბაში და ბასრკბილება
კაჟიც ჩანს სანდოდ დამაგრებული,
კუნძთა გილიო დგას აბნეული.
იქვე მიჰყრიან მტრები ლაბადებს,
და ოცდათორმეთ ნაბიჯს მხედრულად,
ზარეცკი ზუსტას და ჩინებულად
გადათვლის, მერმე მსწრაფლ განალაგებს
საპირისპირო ხაზზე მეგობრებს,
დამბაჩებს იღებს ერთიც. მეორეც.

XXX

"ახლა შეებით", - მტრებმა გულგრილად


და ჯერ მიზანში სროლის ვადამდე
მტკიცე სვლით, დინჯად, ხმისგაუღებლად
ოთხი ნაბიჯი როცა გადადგეს
მოუსავლეთის ოთხ საფეხურად,
მაშინ პირველი, წინდახედულად
თავის დამბაჩას ჩვენი ევგენი
შემართავს ნელა, შეუსვენებლივ.
ხუთ ნაბიჯს ორი ისევ გადათვლის,
ლენსკი მარცხენა თვალს რომ მოჭუტავს,
იწყებს მიზნებას, მაგრამ იმ წუთას
ევგენი ესვრის. რეკავს საათი
აღსასრულისა. . . და სდუმს პოეტი,
უხმოდ ვარდება ძირს პისტოლეტი.

XXXI

ხელს იგი მკერდზე ფრთხილად იფარებს


და ძირს ეცემა. ნანისლ თვალებით
სიკვდილს ასახავს განა სიმწარეს.
ასე მთის კალთას აციალებით
მზეზე მბრწყინავი, მწველნაპერწკლება
ზვავი თოვლისა ნელა ეცლება.
და იმ წამს, ცივ წყალგადასხმულივით,
ევგენი ლენსკის ნახვის წყურვილით
მიეჭრა, უხმობს, მაგრამ ჭაბუკი
გათავებულა. ვინ გაუგონოს?
ყრმა მომღერალი გაქრა უდროოდ.
ასე მშვენიერ ყვავილს ქარბუქი
აზრობს რიჟრაჟი გაუთეველში
და ცეცხლი ქრება სკურთხეველში.

XXXII

უძრავად იწვა და დასჩრდილვოდა


სახე საოცრად მშვიდი, დაღლილი,
მკერდქვეშ გასვლოდა მას ღრმა ჭრილობა,
ორთქლით უჩქეფდა სისხლი დაღვრილი.
ერთი წამის წინ მისი მხნე გული
მკერდში ფეთქავდა შთაგონებული
ტრფობით, იმედით, მტრის სიძულვილით,
სიცოცხლის ეშხით, სისხლის დუღილით.
ახლა, ვით სახლი უკაცრიელი,
ბნელი, დარაბებგადარაზული,
ჩუმი, სარკმლებზე ცარცგადასმული,
სამარადისოდ სდუმს ცარიელი,
დიასახლისიც არ ჩანს, უფალო,
ვინ უწყის, საით გაქრა უკვალოდ.

XXXIII

გაამებთ, ოდეს წინდაუხედავ


მტერს ეპიგრამა ცოფავს მახვილი,
გაამებთ მზერა, ოდეს უტეხად
აქვს მარქენალი რქები დახრილი
და უნებლიეთ სარკეს შესცქერის,
სცხვენია თავსი ცნობა შერცხვენილს.
მეტად გაამებთ, ძმანო, ბრიყვულად
მე ვარო! მა თუ წამოიყმუვლა
უფრო გაამებთ მისთვის დუმილით
პატიოსანი კუბოს მზდება,
მიზნად ფერმკრთალი შუბლის აღება,
შუა მანძილზე, დიდბულივით,
მაგრამ თქვენ, ალბათ, ნათელ მამებთან
მისი გაგზავნა არ გეამებათ.
XXXIV

რას იზამთ, ოდეს თქვენი დამბაჩით


განგმირულს ნახავთ ჭაბუკ მეგობრს,
ვინც სმაში ანდა ცხარე კამათში
თქვენთან იჩენდა დაუდევრობას
უდიერ მზერით, უკმეხ პასუხით
ან გაგამწარათ შეურაცხყოფით,
ანდა თვითონვე დაგრჩათ ნაწყენი,
ორთაბრძოლაში თქვენი გამწვევი,
ბრძოლის დამწყები ფიცხლად, თამამად.
ბრძანეთ, როგორი გრძნობა მოგიცავთ,
როდესაც შუბლზე სიკვდილს მოისხამს
და გაქვავდება იგი თანდათან. '
ოდეს არ ესმის ყრუს, ხმაგაკმენდილს
ძახილი თქვენი სასოწარკვეთის?

XXXV

დგას სულის ქენჯნით გაოგნებული,


ხელში დამბაჩის ტარჩაბღუჯული,
ლენსკის დასცქერის თავს ონეგინი.
"რას იზამ, მოკვდა", - ესმის ჩურჩული.
მოკვდა! შეზარავს ეს გულსაკლავი
სიტყვა ევგენის, იგი კანკალით
განზე გადგება და ხალხს გასძახებს,
საშინელ განძად სახლში წასაღებს
ცხედარს გაყინულს და გაქვავებულს
ზარეცკი ფრთხილად დასდებს მარხილზე.
ცხენებმა მკვდარი იგრძნეს სამხილზე,
გახელდნენ: თრთიან, დუჟს აქაფებულს
რვალის ლაგმებზე ღვრიან ფრუტუნით
და ჰა, გაფრინდნენ, როგორც შურდული.

XXXVI

ძმანო, პოეტი თქვენც გეცოდებათ:


ნათელ იმედით, რწმენით აღსავსეს
ოცნება დარჩა შეუმოსველად,
ოდეს იცვლიდა მრწემის ტანსაცმელს,
დაჭკნა! სადღაა გზნება, ნდომანი,
კეთილშობილურ მიზნით ლტოლვანი
ყმაწვილკაცობის ფიქრთა, გრძნობათა, -
მაღალთა, ნაზთა და უპოვართა?
სად გაქრა შმაგო ტრფობის სურვილო,
წყურვილი შრომის, სიბრძნე-ცოდნისა,
სად ხარ ოცნებავ, დღემიწურვილო,
ლანდო იმიერ ქვეყნის - ედემის,
სიზმრებო წმინდა შემოქმედების.

XXXVII

ეგებ იქ ქვეყნის სიკეთისათვის


და ან დიდების ღირსად შობილა;
ეგებ აწ ჩუმი ჩანგით სიმართლის
უწყვეტ გუგუნად, ხმაშეწყობილად
საუკუნეებს გადასწვდენოდა,
ეგებ პოეტს ხვედრი სწვეოდა
და ღირსებოდა მზით გაჩაებულს
ცხოვრების კიბის მაღალ საფეხურს.
მოწამებრივმა მისმა აჩრდილმა
ეგებ წაიღო თან ხვაშიადი
წმიდა, და ჩქარა ჩვენთვის დიადი,
ცხოველმყოფელი ხმა საფლავს შინა,
სად დროის ჰიმნი ვეღარ მისწვდება.
ვერც თაობათა ლოცვა-დიდება.

XXXVII. XXXIX.

ანდა შესაძლო არის: პოეტსაც


ჩვეულებრივი ხვედრი უცდიდა,
დრო სულ ჭაბუკად არ დასტოვებდა,
გაუნელებდა ცხელ სულს გულცივად.
ყოფა შესცვლიდა მასაც ერთთავად,
მუზებს გაჰყრიდა და ცოლს შერთავდა,
ბედნიერს, რქოსანს - ცოლის ღალატით
ტანთ ეცმევოდა თბილი ხალათი.
სოფლად ცხოვრების ავ-კარგს იწვნევდა,
ორმოცი წლისას ქარი ნიკრისის
დასცდიდა. ჭამით, ჭარბი ღვინისსმით
გასუქდებოდა და მოიწყენდა,
ბოლოს ლოგინის ყმა სულს დალევდა
მტირალ ცოლ-შვილთან და მკურნალებთან.

XL

მაგრამ მკითხველო, რა გზას მოვძებნით,


ვაგლახ! ჭაბუკი შეყვარებული,
პოეტი ფიქრის, მაღალ ოცნების
წევს მეგობრისგან წესაგებული!
და სოფლის მარცხნივ, სადღაც ეღირსა
ცხოვრება პირმშოს შთაგონებისას,
ერთურთს ფესვებით გადახლართული
დგას ორი ფიჭვი. მათ ნაკადული
ახლო ველიდან უვლის ჭავლებით,
იქ დასვენება უყვარს მეგუთნეს,
წყალში წკარუნით ნთქავენ ხელთუნგებს
მოწყურებული მკელი ქალები,
იქ ხშირ ჩდილოში წყარო უგალობს
ქანდაკებიან საფლავს უბრალოს.

XLI

ფიჭვებქვეშ (როცა ცრის გაზაფხულის


წვიმა საყანე ვრცელ ნათესებზე)
მწყემსი თავისი ჭრელი ბანდულის
ბლანდვით უმღერის ვოლგელ მეთევზეთ.
და მონებივრე ყრმა ქალს, ქალაქელს,
ზაფხულსი სოფლად მოაგარაკეს,
ოდეს გაუწევს გული მინდვისკენ,
იგი ჭენებით ძელგთან მიირბენს,
აღვირს ათოკავს, ცხენს დაავანებს,
ქუდის ვუალის მაღლა აწევით
იგი უბრალოდ ქვაზე წარწერილ
ეპიტაფიას თვალს გადაავლებს,
იგრძნობს წუთიერ დაგვას გულისას,
ნაზ თვალებს ცრემლი გადაუნისლავს.
XLII

მისდევდა ტრიალ მინდორს ნელინელ,


ოცნების ტვირთით და გახსენებით,
დიდხანს სტკიოდა ქალს უნებლიეტ
სული ავსილი ლენსკის სვე-ბედით,
ფიქრობდა: "ოლგას რა დაემართა,
გული სიმწრისგან დიდხანს გვემავდა,
თუ ცრემლის წვიმამ მსწრაფლ გადაიღო,
ნეტავი ახლა სას ჰყავს დაიკო?
ამ ქეყნისაგან და კაცთაგან გამდგარი,
აბდლად მავალი ნისლის მობრუვით,
მოდურ ლამაზთა მტერი მოდური,
ჭაბუკი მგოსნის მკვლელი სად არის?"
ცოტა მადროვეთ, არ გაწბილდებით,
გაცნობებთ დინჯად და დაწვრილებით.

XLIII

ოღონდ ჯერ არა. . .თუმცა გულწრფელად


მიყვარს მე ჩემი გირი, ღირსია,
რომ დავუბრუნდე აუცილებლად,
მაგრამ ჯერ მისთვის ვერ მომიცლია.
მკაცრი პროზისკენ წლებით ვიხრები,
წლებს გაუყრია ცეტი რითმები,
და - წმარე ოხრვით გამოგიტყდებით, -
მათ ზოზიალით, ზანტად მივყვები.
კალამს არ ძალუძს ძველი უნარით
ფრთამალ ფუცლებზე მელნის მოცხება,
ახლა სხვაგვარი ცივი ოცნება,
ახლა სასტიკი სხვა საზრუნავი
ქვეყნის ხმაურში და სიჩუმისას
აკრთობს სიმშვიდეს ჩემი სულისას.

XLIV

ხმა შევიცანი სულ სხვა სურვილთა,


ვცანი ახალი სხვა კაეშნები,
ვერ ვანუგეშებ პირველს სრულიად
და ძველ კაეშნებს აღარ ვეშვები.
ჰე, ოცნებანო! გაჰქრა დატკბობა?
და მისი რითმა "ახალგაზრდობა"
ნუთუ დასასრულს მართლა დამჭკნარა
მისი გვირგვინი ცხადად, აშკარად?
ნუთუ ნამდვილად სადღაც დაქანდნენ
უელეგიოდ გამოსახული
დღეები ცემი გამოზაფხულის
(რაზეც ვხუმრობდი ლაღად აქამდე?)
ნუთუ მივყვები მათ სვლას (მარადისს?
ნუთუ ვსრულდები ხვალ ოცდაათის?

XLV

ჩემი შუადღეც დადგა ამჯერად


და ვხედავ, მმართებს ახლა განდობა.
მაშ ჩამომართვი ძმურად მარჯვენა,
მშვიდობით, ჩემო ახალგაზრდობავ,
მადლობა გიხდი სიამეთათვის,
სევდისთვის, უტკბეს სიმწარეთათვის,
ზართა, გრიგალთა გამო, ლხინისთვის
და ყველა, ყველა წყალობისათვის.
მადლობელი ვარ შენი, შენითვე
კიდეც ვდუმდები და კიდევ ვღელავდი.
სიამოვნება ვიგრძენ ყელამდი.
კმარა, სიამე ბევრი შევიტკბე!
ნათელი სულით სხვა გზა მეხსნება,
წარსულისაგან მსურს მოსვენება!

XLVI

ერთსაც მოგხედავ და გაგცილდები


ვერვინ ვანს ჩემი მჩქეფარ დღეების,
აღვსილს ფიქრიან სულის სიზმრებით,
მცონარეობით, ვნებათღელვებით.
შენ კი, ჯერ ჩვილო ზეშთაგონებავ,
ქროდე ხილვათა შემათრთოლებლად,
გამიფხიზლებდე გულსაც მთვლემარეს,
ხშირად სწვეოდე ჩემს არემარეს,
რომ არ გაცივდეს სული პოეტის,
რომ არ გამკაცრდეს, რომ არ გაავდეს,
და ბოლოს იგი რომ არ გაქვავდეს
ამქვეყნიური მკვდრულ სიტკბოებიტ,
რომლის ორევში, დღეს სავალალოდ,
ძმებო, მეც თქვენთან ერთად ვბანაობ.

თავი მეშვიდე

მოსკოვს, რუსეთის საყვრელ ასულს,


დედამიწაზე ვინ გაგიტოლდეს?
დმიტრევი

მშობლიურ მოსკოვს რად არ ვეტრფოდე?


ბატატინსკი
მოსკოვს კიცხავენ! ეს ნიშნავს, ალბათ,
მოუთელიათ ხმელეთი ნაბდათ!
სადა სჯობს ყოფნა? სადაც ჩვენ არ ვართ.
გრიბოედოვი

დევნილი შუქმფენ გაზაფხულისგან


თოვლი გარშემო მთებს რომ დატოვებს,
გადმოჩქეფს მღვრიე ნაკადულებად
და უერთდება ველებს ნატბორევს.
წლის დილას ხვდება ჯერაც მძინარე
ბუნება - ნათელ პირმომცინარე,
ლურჯად კამკამებს ზეცა. ტყეები,
ჯერ გამჭირვალე ვრცელი ტევრები
მწვანით ირთვება და იბუმბლება.
ცვილისგან სენაკს თმობს, გაემართება
ფუტკარი ველთა ხარკის ამკრეფად,
აჭრელებს შემშრალ მინდვრებს ბუნება;
ხმაურობს ჯოგი და ხმა ბუბულის
უკვე დაარღვევს ღამის ყრუ დუმილს.

II
რარიგ ვღონდები, ოდეს მოდგები,
შენ გაზაფხულო! დროვ სიყვარულის!
ოდეს მთენთავი თრთოლვის მომდები
ღელავს ჩემს სულსა და სისხლს დაუვლის!
რა უმძიმესი გრძნობისმორევით
ვნეტარებ სახენაამბორევი
გამოზაფხულზე სიოს მობერვით.
სოფლის წიაღით და მყუდროებით!
ეგებ ვუცხოობ სიამოვნებას,
და რაც გვაცოცხლებს, შვებას იმეტებს,
რაც ბრწყინავს და რაც ზეიმს გვიბედებს,
ჩემს მკვდარ სულს მხოლოდ დაღლას, მოწყენას
ჰგვრის უსიამოდ დიდი ხანია
და ყველაფერი მისთვის ღამეა?

III

ეგებ, არ გვალხენს ჩვენ შემოდგომის


მკვდარი ფოთლების კვლავ დაბრუნება,
მწარე დანაკლისს ხსოვნად მოდენის
ტყეების ახლად აბუბუნება;
ეგებ შემკრთალი ლამობს ოცნება -
დედაბუნების გამოცოცხლება
ჩვენსავ მინავლულ წლებშ შეადაროს.
რაც არ აღსდგება მკვდრეთით არასდროს?
იქნება ზოგჯერ ფიქრად გვიელვებს
პოეტურ სიზმრის მსგავსას ნახული
აწ გარდასული სხვა გაზაფხული
და გულს ცახცახით გვიძრავს, გვიღელვებს
ოცნება უცხო და შორ მხარეზე,
უმშვენიერეს ღამის მთვარეზე. . .

IV

დრო დაგდგომიათ კეთილ ნებივრებს,


ეპიკურელებს - დაბრძენებულებს,
თქვენ, გულარხეინ სვებედნიერებს,
ლევშინის სკოლის ბარტყებს ერთგულებს.
გიხმობთ პრიამნო სოფლის გარემო,
თქენც, ბანოვანნო მგრძნობიარენო,
გიწვევ სოფლისკენ, ვით ბავშვობისას,
დრო ყვავილობის, მზის და შრომისა.
დრო შთაგონებულ სეირნობების
და მაცდუნებელ ღამეთ მონუსხვის.
ძმანო, ვალთაკენ! მალე მოუსვით,
ტვირთით პირთამდე სავსე ფორნებით,
ნელა მარებით ან საფოსტოთი,
დასთმეთ ქალაქის ბჭე და ქოთქოთი.

და თქვენც. მკითხველო კეთილმოსურნევ,


გამოძახებულ თქვენსავ კარეტით
დასთმეთ ქალაქი შფოთით მოცული,
სადაც ზამთარში დროს ატარებდით.
ჩემს თავქეიფა მუზას უსიტყვოდ
გავყვეთ, ბუბუნა მუხნარს ვუსმინოთ
იმ უსახელო ღელის მახლობლად,
სოფლად მოცლილი სადაც ნაღვლობდა
ევგენი მწირი, მიუსაფარი,
სადაც ახლახან სათნო ლამაზთან,
ჩემს მეოცნებე ტატიანასთან
მეზობლად დაჰყო მთელი ზამთარი,
სადაც აღარ ჩანს, დასთმო ყრუ მხრე. . .
სადაც დასტოვა კვალი მწუხარე

VI

მთების ნახევარრკალშემოვლებულ
მხარეს ვეწვიოთ, სად ნაკადული
კლაკვნით ჩაურბენს კორდს ამწვანებულს,
და მდინარისკენ ცაცხვნარს გაუვლის,
სად გაზაფხულის ტრფობით ავსილი
მღერის ბულბული, ჰყვავის ასკილი,
სადაც გაისმის წყაროს გალობა,
სად საფლავის ქვის გარდუვალობა,
მოჩანს ორ ბებერ ფიჭვტან ჩრდილივით,
გზად გამვლელთათვის სადაც სწერია:
"ვლადიმირ ლენსკი აქ ასვენია,
უდროოდ მკვდარი გულადთ სიკვდილით,
ამა და ამ წელს, ამ და ამ წლის.
შენდობა პოეტს, ადრე გარდაცვლილს!"

VII

ფიჭვის ჩამოხრილ ტოტებს ადრიან


ნიავი როცა ნაზად არხევდა,
სიმშვიდით მოსილ ლოდზე დარდიან
იდუმალ გვირგვინს აცახცახებდა.
ხან გვიან, საქმეს როცა რჩებოდა,
ორი ასული გამოჩნდეებოდა
და მთვარიანში ორი დობილი
ტიროდა ერთურთს გადაჭდობილი.
ახლა კი. . . ძეგლი მივიწყებული
ობლად ჩანს, მასთან აღარ მიდიან,
ტოტზე გვირგვინი აღარ ჰკიდია,
მხოლოდ ჭაღარა, მჭლე და სნეული
მწყემსი აკითხავს საფლავს გარიყულს,
მღერის და წაღებს ბლანდას ღარიბულს.

VIII. IX. X

ჩემი საწყალი ლენსკი! ვარამით


მის სატრფოს დიდხანს არ უცრემლია.
ვაგლახ! საცოლის კვნეს ვალალი
განა სანდოა და გულწრფელია?
სხვა წარიტაცებს მის ყურადღებას,
სხვა მიუძინებს ტანჯვა-ვაებას
ტკბილ, სატრფიალო ქათინაურით.
ულანს მიანდობს თავს სიყვარულით.
მას უხმობს გულის მთელი ძახილით. . .
აი, საყდარში მასთან დადგება,
გვირგვინქვეშ მორცხვად გაინაბება
საკურთხეველის წინ თავდახრილი,
ცეცხლოვან თვალთა ამო მიბნედვით,
ბაგეთა ლაღი გამოღიმებით.
XI

საბრალო ლენსკი! მიღმა საფლავის


მრადისობის ყრუ ზღვაერთ მოსავი,
საბედისწერო გაცლის ამბავით
ეგებ შეშფოთდა ურვიტ მგოსანი,
თუ მიეჭინა მთვლემარ ლეტაში
პოეტს -უგრძნობელს ნეტარებაში
და შეშფოთება აქვს აღკვეთილი,
მუნჯ ქვეყნადაა კარჩაკეტილი?
აგერ! გულგრილი გადავიწყება
მიგველის ყველას მიღმა საფლავის.
ხმა მტერ-მოყვრის, ძვირფას საყვარლის
უცებ ჩაქრება და დაიწყება
მამულზე დავა, ურცხვად ხორხოცი
მემკვიდრეობის გულმწყრალ ქოროსი.

XII

სულ მალე ოჯახს ლარინებისს


ოლგას წკრიალა ხმა ჩაუწყდება.
ულანს, მონა-ტვეს თავის ბედისას
მეუღლით პოლკში წასვლა უწევდა.
მოხუც ქალს ცრემლი წასკდა ღვარებად,
ვიდრე ქალიშვილს გაამგზავრებდა
გეგონებოდათ ცოცხალმკვდარია.
არა ტიროდა მხოლოდ ტანია,
მაგრამ იმ ქვეყნის ფერი დაედო
მის მწუხარ სახეს, მაშინ როდესაც
წინკართან იწყო დამშვიდობება,
როცა ფუსფუსი შექმნა საერთო
კარეტის ირგვლივ ხალხმა მტრილმა,
და გააცილებს მათ ტატიანა.

XIII

და დიდხანს, თითქოს ნისლში მიმავალს


გასცქრის იგი ახალ ნაკვალევს. . .
ჰა, მარტოდმარტო დგას ტატიანა
ვაი! გასცლია დას უსაყვარლესს,
შორს წასულს გვერდით ვერ დაიგულებს
და დიდხანს, დიდხანს დას ვერ შეხვდება.
უმიზნო ლანდად დაეხეტება,
ხან გადახედავს ბაღს იავარქმნილს. . .
არსაით იგი შვებას არ ელის,
თან დასდევს დარდი განუქარველი,
საშველს ვერ აძლევს ცრემლებს არდაღვრილს,
ცრემლებს დაძლეულს, სულში ნაბუდევს,
და ლამისაა გული გაუსკდეს.

XIV

და სიმარტვილით განაოგნები
ვნებათა გზნებამ უღვთოდ დაღალა,
მისი მკვნესარე გული ონეგინს
შორის უხმობდა უფრო ხმამაღლა.
აღარ იქნება მისი მხილველი;
მას უნდა სძულდეს თვისი ძმის მკვლელი.
დაღუპულ მგოსანს დარდით, ვარამით
აღარ იხსენებს აწი არავინ;
ისი საცოლე სულ სხვას ჩაბარდა.
პოეტის ხსოვნა ასე გავლილი
წამით გაევლო ცაზე კვამლივით
და შეიერთა ლუჯმა ლაჟვარდმა.
მას ორი გული იქნებ ბოლომდეც
გლოვობდეს. . . მაგრამ რადღა გლოვობდეს?. . .

XV

საღამო იდგა. ცა მქრქალდებოდა,


მდინრე მშვიდად მოშრიალებდა,
ხოჭო ბზუოდა და მთავრდებოდა
ფერხულთა წყება. შორს ბრიალებდა
ცეცხლი წყალგაღმელ მებადურების.
ვერცხლოვან მთვარის ფერნაპკურები
ველი გაშლოდა გზად ტატიანას,
ფიქრში ჩაძირულს, მარტოს მიმავალს. . .
დიდხანს იარა. უცებ მაღლიდან
დახედავს იგი სახლს ბატონისას.
მთის ძირას გაშლილ ჭალას სოფლისას
და ბაღს, ანკარა წყალის ნაპირთან.
ბორცვიდან იგი დიდხანს უცქერდა,
გული ძალუმ და ხშირად უცემდა.

XVI

ჭოჭმანობს ეჭვით შენაცბუნები:


"არავინ მიცნობს. არც ის დამხვდება. . .
შევალ, თუ ახლავ შინ დავბრუნდები?
სახლს ვნახავს, ამ ბაღს მაინც დავხედავ".
აი, ეშვება იგი ბორცვიდან,
ძლივს სუნთქავს, ადგილს ვეღარ მოსწყვიტა
გაოცებული მზერა წამიერ. . .
გაუყვა ეზოს ვერან-ცარიელს.
უცებ მისცვივდნენ ყეფით ძაღლები
და მისი შიშით შეკივლებისას
შვილები ეზოს ერთი კერისა
ზრინვით მოვარდნენ გლეხის ბალღები,
მით მიმოფანტეს ცემით მწევრები,
ქალიშვილს გაჰყვნენ, როგორც მცველები.

XVII

"ბატონის სახლში არ შემიშვებენ?" -


ჰკითხა ტანიამ მათ და ბალღებმა
ანისიასკენ მსწრაფლ გაიჭენეს
გასაღებების წამოსაღებად.
და ანისიაც მოდის იმწამში,
კარი გაიღო ორის წინაშე.
ცარიელ სახლში შედის ტანია,
სადაც არც ისე დიდი ხანია
ცხოვრობდა ჩვენი გმირი კაეშნით.
დარბაზში - თითქოს ვისმეს ელოდა -
კიი ბილიარდს მისვენებოდა.
ძველ ტახტზე შოლტი ეგდო მანეჟის.
მოხუცებულმა თქვა: "ამ ბუხართან
ბატონს მარტოკა ჯდომა უყვარდა".
XVIII

მასტან აქ იჯა, აქ ტრაპეზობდა


ზამთარში ლენსკი, აწგარდაცვლილი,
ცხოვრობდა იგი აქვე, მეზობლად,
ეს კაბინეტი სახლ-კარს გაცლილი
ბატონის გახლავთ, სადაც ყავის სმა,
ძილი, მოსმენა მოურავისა
და დილით წიგნის კითხვა სჩვეოდა.
ძველი ბატონიც აქ ირჯებოდა,
ზოგჯერ კვირაძალს სათვალეებით
უყვარდა მოხუცს აქ, ამ ფანჯრებთან
ჩემტან "დურჩკას" წათამაშება.
უფალმა მის სულს სასუფეველი,
მის ძვლებს სიმშვიდე მადლად აღირსოს
მშობელ მიწაში სამარადისოდ.

XIX

გრძნობით მოავლებს თვალს ტატიანა


და გარეშემო რასაც შეხვდება
ეძვირფასება მას ერთიანად,
სულს ცხოველმყოფელ ძალად ეხება -
წუხილნარევი შვებისმაგვარი:
დგამზე ჩამქრალი ჩანდა ლამპარი,
წიგნით გროვასთან და ძირს, სარკმელთან,
ნოხიან საწოლს ნათელს აკმევდა
მიმწუხრის მთვარე მკრთალი, მორჩილი.
იღვროდა შუქი მსგავსად მირონის,
ჩანდა პორტრეტი ლორდ ბაირონის
და იდგა სვეტი თუჯის თოჯინით,
ქუდქვეშ პირქუში სახე უჩანდა
და ჯვარედინად მკლავებს ბღუჯავდა.

XX

მოდურ სენაკში დგას ტატიანა.


მონუსხულივით ვეღარ გასცლია.
ცივად დაჰქროლა ქარმა გვიანმა,
ველზე დაბნელდა. თვლემამ დასძლია
ჭალა, ნისლიან ლურჯ მდინარესთან.
მთვარე სერს მიღმა უჩინარდება
და ახალგაზრდა პილიტრიმისთვის
დროა გზას გაჰყვეს იქით, პირიქით.
ტანიას ღელვის მალვა ემართა.
მაინც დასცდება ოხვრა ანაზდად.
ვიდრე შინისკენ გაჰყა შარაგზას
გამოითხოვა მხოლოდ ნებართვა,
ვერან სასახლეს რომ სტუმრებოდა,
როდესაც კითხვა მოსწყურდებოდა.

XXI

ჭიშკარის მიღმა მოსამსახურეს


დაემშვიდობა და ადრიანა,
მეორე დღესვე მოინახულებს
თავმინებებულ სახლს ტატიანა.
ყუჩ კაბინეტში განმარტოებით
ქვეყნად ყოველი დასთმო დროებით,
მარტოდშთენილი, ფიქრთა მოჯარვით
დიდხანს ტიროდა გულამომჯდარი.
და შემდეგ იგი მივა წიგნებთან.
ჯერ საკითხავად არა სცალოდა,
მაგრამ ეჩვენა მას უცნაურად
მათი შერჩევა, წიგნებს მინებდა;
კითხვა დაიწყო ხარბად ბედშავმა
და სხვა სამყარო გადაეშალა.

XXII

თუმცაღა ყველამ ვიცით, ონეგინს


გადაუყვარდა კითხვა თავიდან,
მაგრამ მან ზოგი ნაწარმოები
ამოსარიცხავ რისხვას არიდა.
გაიურსა და ჟუანს იწყალებს
და კიდევ ორ-სამ რომანს იწამებს,
რომელიც ახალა ხანას მოიცავს
კაცს წარმოაჩენს ჩვენი დროისას,
დანამდვილებით ხატავს საკმაოდ
სულით უზნეოს, სულით პატარას
სულგამოცარულს და ამპარტავანს,
ოცნებით მქროლავს დაუსაბამოდ,
უმოქმედობის ბორგვასმიცემულს
დ ბოროტებით გონგანრისხებულს.

XXIII

ზედ აჩნდა მრავალ ფუცელს ნაჭდევად,


ნიშნად გასმლი კვალი ფრჩხილისა,
ყველას მათ თვალი უცებ ამჩნევდა
დაკვირვებული ქალიშვილისა.
უმზერდა იგი თრთოლვამორევით,
როგორი ფიქრი ფლობდა ონეგინს
ან რ შენიშვნა ეოცებოდა
ან უხმოდ რა აზრს ემოწმებოდა.
ყოფელ ფურცელზე იგი ზედიზედ
მიჯნურის ფანქრის ნიშანს ხვდებოდა
და უნებლიეტ ისახებოდა
ევგენის სული წიგნის გვერდებზე,
ხან მოკლე სიტყვით, ხან ჯვრის სიშავით
და ხან კაუჭა კითხვის ნიშანით.

XXIV

და ტატიანამ უკვე თანდათან


შესძლო გაგება, კვალის მიგნება.
მადლობა უფალს- იცნობს თვალნათლად
იგი ვისთვისაც ბედმა ინება,
რომ ქცეულიყო კვნესა-წუხილად.
ცნობს დაღვრემილ და ვერაგ უხიაკს,
ჯოჯოხეთის თუ ზეცის ნაშიერს,
ანგელოზს თუ ავ ეშმას საშინელს.
ვინ არის იგი? ნუთუ აჩრდილი
ან წამბაძველი ან მოსკოველი
ტანზე ჰაროლდის ლაბადმოსხმული,
სხვათა ჩვევათა თარგზე აჭრილი.
მოდურ ფრაზებით სავსე სიტყვარი,
თუ პაროდია დასავიწყარი.

XXV

ნუთუ გადასჭრა და გადასწყვიტა?. . .


ნუთუ ქარაგმა ახსნა ტანიამ?
დრო მიჰქრის, ასულს გადაავიწყდა,
შინ რომ ელიან კარგა ხანია,
სად ორ მეზობელს ბჭობა გაუბამს
და განაგრძობენ მასზე საუბარს.
"რა ვქნა? რა ვუყო? განა ბალღია, -
დედაბერს ოხვრა დასცდა ნაღვლიანს. -
ხომ უმცროსია მასზე ოლენკა. . .
დროა, ტანიაც დავაბინავო.
რა ვქნა? რა ვუყო? არვინ მიდაო. . .
ყველა უარით მირეკ-მორეკა,
გულზე ნაღველი მწარედ ედება
და ტყე-ტყე მარტო დაეხეტება".

XXVI

"შეყარებული თუა?" - "ვიღასზე?


მან ბუიანოვს უთხრა უარი,
ივან პეტროვიჩს ეტყვის იმასვე.
პიხტინი გვყავდა სტუმრად - გუსარი.
ჰო, ის ტანიას ეშხმა მოხიბლა,
რა არ იღონა ეშმამ მოქნილმა!
მეგონა: საქმე ჩანს უტყუარი.
მაგრამ რა? მასაც სტკიცა უარი.
რა მოხდა, დაო? შენ და ვალალი?
მოსკოვს არისო სარძლოთ ბაზრობა
წადით, არ ჭირსო საქმროს გაცნობა".
"ძმაო! მცირე მაქვს შემოსავალი" -
"ერთი ზამთრისთვის თუ არ გვეყოფა,
ჩემგან ისესხე, რა გაეწყობა".

XXVII

დედაბერს რჩევა დიდად გაუტკბა,


სიბრძნე შეიცნო მართალ ნათქვამში.
მყისვე ირჩია, ივარაუდა
მოსკოვისაკენ დაძვრა ზამთარში.
და ისმენს ახალ ამბავს ტანია:
მკაცრ სამსჯავროში გასატანია
მისი ნაკვთები, ჭკუა-გონება,
პროვინციული უბრალოება,
მის ტანსაცმელსაც ყავლი გასცლია;
ძველმოდური აქვს წყობა სიტყვათა.
მოსკოველ ფრანტთა და ცირცეათა
მიიპყრობს იგი მზერას დამცინავს!. . .
ო, შიში! არა, ამას არჩევდა
ისევ უსიერ ტყეში დარჩენას.

XXVIII

მზის პირველ შუქთან ზეზე ამდგარი


ველთაკენ წასვლას არ ახანებდა,
ის ახლაც თვალში ცრემლებჩამდგარი
მათ გასცქეროდა და ღაღადებდა:
"მშვიდობით, ველნო ნისლში ნავლებო,
და თქვენც ნაცნობო მთის მწვერვალებო,
და თქვენც ტყეებო, ტკბილმშობლიურო,
და შენც სიტურფევ, სითბოვ ციურო,
მშვიდობით, ლაღო დედაბუნებავ;
ვთმობ ულამაზეს და წყნარ სამყაროს,
ვდევ ქვეყნის გნიასს, ბრწყინვას ამაოს. . .
მშვიდობით, ჩემო თავისუფლებავ?
რისთვის ვისწრაფვი ან რა მიზნამდე?
ტიალი ხვედრი ხვალ რას მიმზადებს?"

XXIX

სერინობანი მისი გრძელდება;


ახლა ხან ბროცხვის, ხან ნაკადულის
ხიბლავს, აჩერებს მშვენიერბა,
მათ უნებლიეთ გვერდს ვერ აუვლის.
ქალიშვილს, როგორც ძველ მეგობრებთან,
თავის ჭალებთან, მწვანე კორდებთან
კვლავ საუბრი სურდა ფიქრიანს,
მაგრამ ზაფხული უცბად მიფრინავს
და შემოდგომა დგება ოქროსფრად,
მთრთოლვარ ბუნებას ფერი წასვლია,
უხვად მორთული მსხვერპლის მსგავსია.
ჰა, ჩრდილოეთის ცაზე მოგროვდა
ქშენით, ღმუილით ღრუბელთ ლაშქარი,
და ჯადოქარი მოდგა ზამთარი.

XXX

მოდგა, განიპნა; მუხებს ჟვერებზე


დაეკიდება თოვლი ფთილებად
და ატალღებულ ნოხად ველებზე,
ბორცვთა გარშემო მოეფინება;
ორთავ ნაპირს და უზრავ მდინარეს
ფაფუკი საბნით აერთიანებს.
ყინვა ბრწყინდება და გვიხარია -
გარეთ კვიმატი ზამთრის დარია.
მას არ შეხარის მარტო ტნია,
არ ეგებება ზამთრის შემოსვლას,
არ სურს ამტვერილ სუსხის შეყნოსვა,
არც პირველ თოვლით განუბანია
სახე, გულმკერდი, მხრები ქალიშვილს,
რადგან ზამთრის გზა ელის საშიში.

XXXI

გამგზავრების დღე გადადებული


გასულა, ბოლო ვადაც მთავრდება,
მივიწყებაში გადაგდებული
საზიდრის იწყებს მართვა, მზადება.
სამი კიბიტკა, მათი აღალიც
დაიტენება ბარგი-ბარხანით.
აწყობენ ქვაბებს, სკამებს, ზანდუკებს,
მურაბის ქილებს, მამლებს ნაბუდებს
წნულ გალიებში, ქოთნებს, ლეიბებს,
ბუმბულებს, ტაშტებს და სხვა ნივთებსაც,
კიდევ მრავალგვარ ავლადიდებას.
და ჰა, მსახურებს შინდარჩენილებს
დამშვიდობების ცრემლი ეღვრებათ,
მოჰყავთ თვრამეტი ცხენი ბეხრეკა.

XXXII

მათ საბატონო ეტლში აბამენ,


მოსდით მზარეულთ ნუზლის შეკვეთა.
კიბიტკებს ბარგის გორებს ადგამენ,
ჩხუბია ქალთა და მეეტლეთა.
იცდის ბეხრეკა ცხენზე შემჯდარი
წვერმოშვებული სეფემხედარი.
ხალხი გამორბის, საქმეს ატოვებს,
ემშვიდობება კართან ბატონებს.
ჩასხდნენ მგზავრები და საპატიო
ეტლი ალაყაფს გასცდა სრიალით.
"მშვიდობით მხარევ, სავსევ სიამით!
სავანევ, მყუდრო და სამარტვილო,
გნახავთ ოდესმე?" . . . და ტატიანამ
ვერ შეიკავა ცრემლი მტირალმა.

XXXIII

როდესაც კეთილგანმანათლებლურ
საზღვრებს გადავწევთ და გავლახავთ,
თანდათანობით (წორ და მართებულ)
ფილოსოფიურ ცხრილის თანახმად
ხუთას წელს შემდეგ ჩვენ სამუდამოდ
მოგვიგარდება გზები უდავოდ.
გზატკეცილები რუსეთს ერთიან
გადაკვეთავენ, შეერთდებიან.
თუჯის ხიდები ფართო რკალებად
მდინარეებზე გადიჭიმება,
არც მთების დაძვრა გაგვიჭირდება,
თაღთა გავლების წყალქვეშ გავბედავთ
და ჩვენს ქვეყანას მირონნაპკურებს
ტრაქტორს მივუდგამთ ყოველ სადგურზე.

XXXIV

ახლა კი ჩვენში გზები ცუდია,


და დამპალ ხიდებს თუ გადაურჩი,
ძილს ვერ მოჰპარავ ერთი წუთითაც
ბაღლინჯოებს და რწყილებს სადგურში.
ტრაქტირთა ნაცვლად ცვი ქოხს იხილავ,
სადაც მაღალი სტილის ნიხრია,
მაგრამ მშიერი, მხოლოდ საცქერლად
ჰკიდია უქმი მადის აღმძვრელად.
სოფლის ციკლოპნი ამ დროს ზრუნავენ
ნელი ცეცხლისპირ, კერის ნაცართან
ევროპის სათუთ, მსუბუქ ნაწარმთაც
რუსულ ჩაქუჩის ცემით კურნავენ,
თან აღუვლენენ ლოცვას მხურვალეს
მშობლიურ თხრილებს და ნაურმალებს.

XXXV

სამაგიეროდ ზამთრის ყინვებიც


საამოს ხდიან სავალს მგზავრისას,
უაზრო ლექსი მოდურ სიმღერის
მოჰგავს გასარკულ შარას ზამთრისას.
ავტომედონნი ჩვენში მარჯვობენ,
ჩვენს მარდ ტროიკებს ვერვინ აჯობებს,
და ვერსის ბოძებს ოდეს შესცქერი,
თვალებში თითქოს კრთოდეს მესერი.
ლარინის ქვრივი გზას, სამწუხაროდ,
ჯახრაკი ეტლით გაჰყვა ნელ-ნელა,
საფოსტოსათვის ხარჯი ეძნელა;
ჩვენი ქალწულიც დატკბა უსაზღვროდ
მოწყენილობით, უმოძრაობით,
შვიდი დღე-ღამის მძიმე მგზავრობით.

XXXVI

აჰა, გამოჩნდა უკვე. . . თეთრქვება


მოსკოვი, მათ წინ მსგავსად ხანძრების,
ოქროს ელვრე ჯვრებით ენთება
და გუმბათებით ძველი ტაძრების.
ეჰ, ძმებო, გული რარიგ შეთრთოლდა,
მაღალ საყდართა და სამრეკლოთა,
ბაღთა და კოშკთა რკალი საოცრად
ჩემს თვალწინ უცებ როცა გმოჩნდა!
რა ხშირად, მწარე განშორებისას,
ხვედრით დევნილი სადაც მივქროდი,
მოსკოვო, შენზე სად არ ვფიქრობდი!
მოსკოვი. . . რა ბევრ სათქმელს შეიცავს
ეს სიტყვა - რუსის გულში ჩაღვრილი!
რა ბევრ ფიქრს აღძრავს გამოძახილით!

XXXVII

აი, მუხნარით შემოგარსული


ჩანს პეტრეს კოშკი, კუშტად, გულცივად
ამაყობს იგი ახლოწარსულით.
ნაპოლეონი უქმად უცდიდა,
დამთვრალი ბოლო ბედნიერებით,
მოსკოვს მუხმოყრილს ხვეწნით, ვედრებით,
გასაღებებით ძველი კრემლისა.
ვერა, ვერ ერგო, ვერ მიეღირსა
მას დაჩოქება ჩემი მოსკოვის!
არა ზიემს და ხარკის გაღებას,
სულსწრაფ გმირისთვის ხანძრის მზადებას
იწყებდა მისი ძლევის მომსპობი. . .
ფიქრში წასულმა სწორედ აქედან
მან უსაშინლეს ალს გადახედა.

XXXVIII

მშვიდობით, მოწმევ ჩამქრალ დიდების,


პეტრეს სასახლევ. აბა! რას დგახარ!
გასწი! კარიბჭე სვეტთა სითეთრით
უკვე გამოკრთა და არახრახდა
ეტლი დაბორცვილ ტვერის ბულვარზე;
გასცდა ჯიხურებს, ქალებს, ბუარლებს,
ბიჭბუჭებს, დუქნებს, ბაღებს, ფანარებს,
ხეივნებს, გლეხებს, ვაჭრებს, დალალებს,
ქოხმახთა რიგებს, ყათრებს ბოსტნისას,
კოშკებს, კაზაკებს, სრასასახლეებს,
აფთიაქების წყებას, მარხილებს,
ქარვასლებს - მომტანს ახალ მოდისას,
აივნებს, ლომებს - თავზე ჭიშკართა
და ჯვრებს - გუნდი რომ აზის ჭილყვავთა.

XXXIX. XL

ამ დამქნცველი ყარიბობისას
ორი საათი რას იკმარებდა. . .
და ჰა, შესახვევს ხარიტონისას
მიადგა ეტლი სახლის კარებთან.
იქ სადაც ოთხ წელს ჭლექით სნეული
დეიდა ცხოვრობს მოხუცებული. . .
ახლა ესტუმრნენ ჩვენი მგზავრები,
მათ გამოუღო ფართოდ კარები
ყალმუხმა ხაფთანშემოფლეთილმა.
ბერიკაცს ხელში ეპყრა წინდა დ
სათვალეები პეწით ბრწყინავდა.
თავადის ქალმა ტახტზე შეჰკივლა,
ერთურთს გადეჭვდნენ და მოხუცები
სასტუმროს რწყავდნენ ცხარე კურცხლებით.

XLI

"კნიაჟნა, mon ange "Pachette"1


"ალინა" -
ვინ იფიქრებდა? ჰო, რა ხანია!
აქ დიდხანს რჩები? ჩემო კუზინა!
დაჯექ, რომ მოხვალ, რა მიხრია. . .
რომანის სცენა არის, ღმერთმანი. . ."
"ჩემს ტატიანას თუ სცნობ? ეს არის".
"აჰ, ახლოს მოდი ჩემთან, ტანია! . . .
სიზმარში ვბოდავ, თუ მართალია?
შენს გრანდისონი დაგამახსოვრდა?"
"ვინ გრანდისონი? ვიღაც ამგვარი
ხო, მახსოვს, მახსოვს, სად აქვს სახლკარი?"
________
1 ჩემო ანგელოზო! - "პაშენკა" (ფრანგ.).
"აქ სიმეონი ტაძრის მახლობლად.
შობის წინ მნახა მადლდალოცვილმა,
ახლახან ვაჟი დააქორწინა.

XLII

ის კი. . . თუმც შემდეგ წვრილად მოვყვებით,


ხომ მართალია? ხვალვე ტანია
უნდა ვანახოთ, ვინც გვყავს მოყვრები,
ყველა ვინც ჩვენი ნათესავია.
ვწუხვარ, მგზავრობა, გავლაც არ ძალმიძს,
თქვენც გატანჯული სჩანხართ ნამგზავრნნი.
წავიდეთ, თქვენთვის ძილი მადლია.
ძალა არ შემწევს, მკერდი დამღლია.
ახლა სალხენიც არ მიხარია,
არა თუ სევდა. . . შენ გენაცვალე,
არად ვარგივარ და ეს მაწვალებს,
სიბერის ჟამი საზიზღარია. . ."
და ბოლოს სულმთლად ქანცმილეულმა
ხველება იწყო აცრემლებულმა.

XLIII

გრძნობს ტატიანა, როგორ მოალხენს,


არ აკლებს ალერსს, სითბოს სნეული,
მაინც ღონდება ახალმოსახლე
თავის ოთახში ყოფნას ჩვეული.
არ ეძინება მოვის ფარდიან
ახალ ლოგინში და მას ადრიან
ადგომას ზართა რეკვა ამცნობდა,
მორბედად დილას სამუშაოთა.
ადრე ადგომა ვერ გადასჩემდა,
მიუჯდებოდა სარკმელს ჩაცმული,
ბინდი ქრებოდა, მაგრამ ქალწული
თავის ველ-მინდვრებს ვეღარ ამჩნევდა.
ჩანდა უცხო და თვალთ საბეზრელი '
ეზო, სამზადი, თავლა, მესერი.

XLIV

და ჰა, ყოველდღე ნათესავებთან


სადილზე სტუმრად მიჰყავთ ასული,
რომ წარადგინონ მოხუც პაპებთან
და დიდედებთან ფიქრდაქსაქსული.
შორის ჩამოსულ თავისიანთან
ალესობს ყველა ხალისიანად,
შეძახილებით და პურმარილით;
არც დიდი ხანი არის განვლილი,
რაც აგიწიე მე შენ ყურები!
მე შენ გარწევდი! როგორ გაზდილხარ!
მე შენ, მგონია, მომინათვლიხარ!
მე შენ გაჭამე თაფლის პურები.
ბოლოს დიდედებს ერთხმად წამოსცდათ:
"მიჰქრიან ჩვენი წლები საოცრად!"

XLV

მაგრამ ცვლილება არცერთს ემჩნევა,


არცერთს შესცვლია ძველი ყაიდა. . .
ლეჩაქ-თავსაბურს ვერ გადეჩვია
თავადის ქალი ელენ მამიდა,
პუდრს ისევ ისვამს ლუკერჲა ლვოვნა,
ისევ ცრულებს ლუბოვ პეტროვნა,
სიმონ პეტროვიჩს კვლავ სჭირს სიძუნწე,
ივან პეტროვიჩს - ჭკუის სისუსტე.
და პელეგია ნიკოლაევნას
ისევ ის შპიცი, ისევ ის ქმარი,
ისევ ის ფრანგი ჰყავს მეგობარი,
კვლავ ორის სამყოფ ჭამას, დალევას
რომ ასწრებს ყრუ და წყნარ ფინმუში
კლუბის წევრობის ძველი ნიმუში.

XLVI

ხელს ხვევენ მათი ქალიშვილები. . .


მოსკოვის ტურფა ახალგაზრდობამ
იგი ჯერ ჩუმაც, თვალის შევლებით,
თავით ფეხამდე აზომ დაზომა.
ჯერ ტატიანა მათ მიაჩნიათ
ერთობ უცნაურ მაზრელ მანჭიად,
ერთობ გამხდარ და ფერმკრთალ ქალწულად
ოღონდ ძალიან ძნელდასაწუნად.
შემდეგ ბუნება სჯაბნის გოგონებს,
მას მეგობრობენ, მას შინ ხვდებიან,
მას კოცნიან და მას ეხვევიან,
მას დაუხვევენ მოდურ ლოკონებს,
მასვე ანდობენ მათი ქალობის
გულის ხვაშიადს და ფიქრს გალობით.

XLVII

სხვის გამარჯვებებს და მის საკუთარს,


იმედს, ცელქობას, ძვირფას ოცნეებს
ჩაურთავს ყველა გულწრფელ საუბარს,
ფერუმარილად ცილსაც მოსცხებენ.
შემდეგ, ტიტინის ვალმოსახდელად,
სთხოვენ გულწრფელად და გულახდილად
მან ხვაშიადი თქვას მათ წინაშე,
მაგრამ ტანია, როგორც სიზმარში
უთანაგრძობდა ისმენს საუბარს,
მათი არ ესმის, კი არ დიდგულობს,
თავის ხვაშიადს, დიდ საიდუმლოს
ცრემლებს და სვებედს და განძს სანუკვარს
ჩუმად ინახავს, უვლის მძინარეც
და სხვას არავის არ უზიარებს.

XLVIII

ყურის დაგდება სურს ტატიანას,


საერთო ბჭობას დრო თუ ეთმობა,
მაგრამ სტუმრობა, სულერთიანად
წილაბოდილას როშვით ერთობა.
მკრთალ, გულგრილ წრეში ყოფნა ძნელია,
მათი ჭორიც კი მოსაწყენია.
მათს უნაყოფო და მშრალ ფრაზებსი
გამოკითხვებში, ნათქვამ ამბებში '
აზრი მთელი დღე თავს ვერ გამოყოფს,
თუნდა განუსჯელად, თუნდ ანაზდეულ
ვერ გააღიმებს გონს განაზებულს,
გულს ვერ შეარხევს, ვერც სალაღობოდ.
ვერც სისულელის თქმა სასაცილო
გჩვევია წრეო სულით დაცლილო!

XLIX

გუნდი არქივის ახალგაზრდობის


ტანიას ცივად, წარბისაწევით
უმზერს და არაკეთილგანწყობით
ლაპარაკობენ ყმაწვილკაცები.
ვიღაც მასხარამ ის აღიარა
იდეალურად და ნაღვლიანმა
კარსმიყრდნობილმა ხელად იკისრა
მისთვის მზადება ელეგიისა.
მოხუც მამიდის სახშლი შეხვდება
და ვიაზემსკი ტატიანასთან
როცა გააბამს ბაას თანდათან,
ამ დროს მოხუცი კაცი შეხედავთ,
მასთან მოუბარ ასულს იწონებს
და კითხვაკითხვით პარიკს ისწორებს.

მაგრამ იქ, სადაც ყალყზე შემდგარი


ჭექს მელპომენე, გაბმით ღრიალებს,
სადაც გულცივ ბრბოს დაუდეგარი
ყალბ წამოსასხამს წინ უფრიალებს,
სადაც ტალია თვლემს და არ ესმის
ძილში მეგობრულ ტაშის ალერსი,
სად ტერფსიქორა ასე იტაცებს
გაუოცებელ ჩვენს ყმაწვილკაცებს
(ასეთი გვახსოვს წლების წარსული
თქვენ და მე - ამთვე წინამორბედებს),
ეჭვით აღსავსე დიაცთ ლორნეტებს
არ იზიდავდა ჩვენი ასული,
მოდურ მცოდნეთა ჭოგრით არ მზერდა
რიგი ლოჟათა და სავარძელთა.

LI
საკრებულოშიც მიჰყავთ ნათესავთ,
სადაც მას ბუღი, ღელვა, ჯახება,
მუსიკის გრგვინვა, ბრწყინვა სანთელთა,
წყვილთა ქროლებით ცეკვა დახვდება.
ლამაზთ სამოსი - ნაზი, ნარნარი,
ხალხის ფესანგი დასი მრავალი,
წყება უამრავ გასათხოვართა
ნახა სტუმარმა და აღფრთოანდა.
ხახვის ფრანტები აქვე აჩენენ
გულგრილ ლორენტს და ჟილეტს ახლებურს
როგორც საქციელს ურცხვს და თავხედურს,
გუსარებს უქმე აქ მოაჭენებს,
აქ იგრგვინებენ, აქ ბრწყინდებიან,
გულებს იპყრობენ და ფრინდებიან.

LII

ბევრ ლამაზ ვარსკვლავს ხედავ ღამეში,


მოსკოვში ბევრი ტურფა ქალია,
მაგრამ იმ ციურ დებთან ჰაერში
მთვარე ლურჯ სივრცის დედოფალია.
ოღონდ ის, ვისაც მე ვერ შევბედავ
შემაწუხებლად ჩანგით შექებას,
ქალთა, ასულთა შორის ეულად,
მთვარე ელვარებს, რა დიდებულად,
რა ზეციურად, რა სიზვიადით
ეხება მიწას, რა ძვირფასია!
მკერდი სიამით რარიგ ავსია!
რარიგ მაოცებს მზერის სინაზით! . .
მაგრამ, ჰო, კმარა; დროა შეჩერდე.
ისიც გეყოფა, რაც იჩერჩეტე.

LIII

უსმენს სალმობას, ხარხარს, ღრიანცელს,


გალოპს, მაზურკას, და ვალსს სტუმარი,
სვეტებთან არვის თვალს არ იტაცებს,
დგას ორ მამიდას შორის მდუმარი.
ხალხის გნიასი სძაგს და აყრუებს,
ვერ ხედავს იგი, რასაც გაჰყურებს,
სული ეხუთვის. . . მისი ოცნება
ქრის ველ-მინდვრებზე, იქ ეცხოვრება;
ქრის სოფლად შთენილ მაშვრალ-მწირებთან,
სადაც სავანე მწვანობს პატრა,
სადაც ამოჩქეფს წყარო ანკარა,
ქრის ყვავილებთან, თავის წიგნებთან,
იქ, სადაც ცაცხვთა ტევრში ბნელოდა,
როდესაც იგი ევლინებოდა.

LIV

შორს გადიქროლა მინდორ-ველები,


ბალს, ხალხს ივიწყებს ფიქრში წასული
და ამ დროს ვიღაც დიდი გენერლის
მზერას ვერ ასცდა ჩვენი ასული.
და მამიდებმა ერთურთს მაშინვე
თვალი ჩაუკრეს, რაღაც ანიშნეს
ქალწულს იდაყვის წაკვრით; უჩუმრად,
შემდეგ ორივემ წაუჩურჩულა:
"მარცხნივ გახედე". - "მარცხნივ? ვინ არის?"
"შეხე, ვინცაა - ნახავ, ჰა, ჩქარა. .
იმ ხალხში ხედავ? წინ რომ ჩამდგარა.
ორი დგას, ორივ მუნდირიანი,
ერთი განს გადგა, ჩაფიქრებული. . ."-
"ის გენერალი, ჩათქვირებული?

LV

მაშ მივულოცოთ ჩემს ტატიანას


გამარჯვება და სხვა გზით გავწიოთ,
რომ არ დავტოვოთ გზაზე ტიალად,
ვისაც ვუმღერი, - არ მიგავიწყოთ.
თან ორი სიტყვის თქმასა მოვასწრებ:
ვწერ ახალგაზრდა ჩემს მეგობარზე,
მის ბევრ უცნაურ ქცევას გადმოგცემთ.
ო, ეპიურო მუზავ, დალოცე,
აკურთხე ჩემი შრომა ხანგრძლივი,
მიბოძე კვერთხი სწორი, მართალი;
წაღმა-უკუღმა მეყო ტანტალი,
კმარა კირთება, ვარ ტვირთახსნილი.
მივცე კლასიციზმს ხარკი თავისი:
თუმც გვიან, მაგრამ გვაქვს დასაწყისი.

თავი მერვე

მშვიდობით, და თუ სამარადისოდ,
მაშ ბედნიერი იყავ. (ინგლ.)
ბ ა ი რ ო ნ ი.

როს უზრუნველად, ლაღად ვყვაოდი


შეზრდილი ბაღებს ლიცეუმისას,
როს აპულეის კითხვით ვხარობდი
და წიგნს არ ვშლიდი ციცერონისას,
მაშინ, იდუმალ ველთა წიაღში,
გაზაფხულისას, გედთა ზრინვაში,
წყნარ მდინარესთან - ცა რომ ვერცხლავდა,
მუზა პირველად გამომეცხადა.
და ჩემს სტუდენტურ სენაკ-ბუდესაც
შუქით უეცრად მან გაუნათა,
ყრმობის ღრეობა მან გაუმრთა,
უმღერა ბალღურ მხიარულებას,
დიდებას ჩვენი მძლე წარსულისას
და ათრთოლებულ სიზმრებს გულისას.

II

მას გაუღიმებს წრე ღირსეული,


ფრთები შეგვესხმის წარმატებისგან,
გვცნობს დერჯავინი მოხუცებული,
გვაკურთხებს შავეთს წაბრძანებისას.
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .

III

და მეც კანონად ვრაცხდი ვნებათა


ერთიან ნდომებს თუ თავნებობებს,
ბრბოსთან ზიარი გრძნობა მებადა;
ვასტუმრე ცეტი მუზა ღრეობებს,
მშფოთვარ კამათებს, შიშს რომ არისხავს
მზვერავ-გუშაგებს შუაღამისას.
და იმ უგუნურ დროსტარებაში
ფეშქაშებს იგი ძღვნიდა ხელგაშლით,
ბაკხელი ქალის მსგავსად ანცობდა
სტუმრებისათვის სმისას მღერალი
და მას დასდევდა გზნებამღელვარი
გარდასულ დღეთა ყმაწვილკაცობა,
და ვამაყობდი ძმებში დამთვრალი
თავქარიანი ჩემი და დაქალით.

IV

მაგრამ გავწყვიტე მათთან კავშირი,


შორს გავიქედი და პირმზიანი
მუზაც წამომყვა, იგი რა ხშირად
მალხენდა მდუმარ გზაზე სიამით,
იდუმალ ამბის თხრობით გრძნეულად!
და კავკასიის მთებში ლენორად,
რა ხშირად, ნათელ ღამის მშვენებად
ცხენს ჩემთან ერთად დააჭენებდა!
რა ხშირად ნაპირთ ბნელ თავრიდისას
ღამით მაცნობდა, მასეირნებდა,
ზღვის ძალუმ დგაფუნს მასმენინებდა,
განუწყვეტ ჩურჩულს ნერეიდისას.
ღრმას, მარადიულ გუნდს ტალღებისას
ჰიმნს ქვეყნისშემქმნელ უკვდავებისას.

გადაივიწყებს იგი შორეულ


დედაქალაქის პეწს და ღრეობებს,
ყრუ მოლდავეთის სევდამორეულ,
მდუმარ კარვებში, როგორც მეგობრებს,
მოხეტიალე ტომებს ეწვევა,
გაველურებას მათგან ეჩვევა,
ღმერთების ენას გასცვლის ენამზე
ღატაკ და ობროდ მეტყველებაზე,
თან ველთა ჰანგით მოელხინება. . .
უცბად იცვლება ყოვლის ცვლილებით
და ჰა, ჩემს ბაღში პროვინციელი
ქალიშვილივით მომევლინება
სევდიან ფიქრით თვალდაზაფრული,
ხელთ ეკავება წიგნი ფრანგული.

VI

და ახლა ჩემი მზუა პირველად


კეთილშობილთა რაუტს ვაწვიე,
ტრამალთ მშვენების გამოვლინებას
იჭვნეულ შიშით თვალს ვერ ვაცილებ.
ვიწრო რიგებში არისტოკრტთა,
სამხედრო ფრანტთა და დიპლომატთა,
ზვიად ბანოვანთ შორის სრიალებს,
ჰა, ჩუმად დაჯდა და ჰგვრის სიამეს
მას სიმჭიდროვე დიდძალ ხალხისა,
კრთომა კამათთა და საუბართა,
ნელინელ ხლება ახალ სტუმართა
მათ ახალგაზრდა დიასახლისთნა
და კაცთა შავი ჩარჩო ტურფათა
წრის გარეშემო, როგორც სურათთან.

VII

იწონებს იგი სწორად წარმართულს


ოლიგარქიულ ბაას-მსჯელობას,
მათს გულგრილობას მშივდს, ამპარტავნულს,
მათს ხარისხთა და ასაკთჭრელობას,
მაგრამ რჩეულთა ბრბოში ვინ არის
უჩუმრად რომ დგას გაუღიმარი?
ეუცხოება იგი სუყველას,
თვალწინ სახეთა რიგი უელავს,
ვით მოსაწყენი მოლანდებები.
რაა, სპლინითი თუ ტანჯვით მოცულა
მისი პირსახე? აქ რად მოსულა?
ვინაა იგი? ნუთუ ევგენი?
ნუთუ ის არის ? ჰო, უეჭველად!
დიდი ხანია რაც ჩვენ გვეჩვენა?

VIII

ისევ ისა ის, თუ დაყუდნდა?


თუ კვლავ კოხტაობს მკვახე მსჯელობით?
მარქვით, რა ყადრით, რარიგ დაბრუნდა?
როგორ გაგვაცნობს თავს ჯერჯერობით?
მოგვევლინება იგი მელმონტად,
კოსმოპოლიტად, თუ პატრიოტად,
ჰაროლდად, გაქნილ ქლესად, კვაკერად,
თუ შეიშნოებს ნიღაბს სხვაფერად;
ეგებ კეთილად იქცეს დასასრულს,
როგორც თქვენ, მე და მთელი მილეთი?
ეგებ მისმინოს რჩევა მცირედი,
მოეშვას იგი მოდას ყავლგასულს.
კმარა, ქვეყანა რაც შეაწუხა. . .
- იცნობთ? ჰოც და არც მესმის პასუხად.

IX

რად ვამბობ ასე, რაა მიზეზი


უთანაგრძნობოდ მისი ხსენების?
იქნება მიტომ, რომ ყველაფერზე
ვდავობთ, ვცოდვილობთ შეუსვენებლივ,
რომ ფიცხ კაცთაგან ჩვენ სულსწრაფობაც
გვაცინებს, ანდა შეურაცხყოფად
რაცხს თავმომწონე არარაობა,
რომ გვავიწროვებს აზრთა ხარბობა,
რომ ძლიერ ხშირად საქმედ ვირწმუნეთ
მხოლოდ ლაქლაქი ფუჭად გაბმული,
რომ სიბრიყვეა ფშუტე, ავგული,
რომ დიდკაცთ მოსდგამთ დიდი სიცრუეც,
რომ საშუალო სვე და ცხოვრება
შეგშვენის და არ გვეუცხოვება?

ნეტარ არს, ვინც ყრმა იყო ყრმობისას,


ნეტარ არს, დროზე ვინც მოწიფულა,
ვინც სუსხს უძლებდა წუთისოფლისას
თმენით, თანდათან, ყოველწლიურად,
ვინც არ სცნობ სიზმართ უცნაურობა,
მაღალი წრის ბრბოსთან უკაცურობა,
ვინც ოცი წლისა ფრანტად დამშვენდა,
ოცდაათისა ცოლით აშენდა,
ვინც ორმოცდაათ წელს მიღწეულმა
პირადი და სხვა ვალი დაფარა,
ვინც მშვიდად ჩინის რიგში ჩამდგარა,
ფულიან, ცნობილ კაცად ქცეულა,
ვინც საუკუნის ქებით აღივსო:
N.N. ბრწყინვალე კაცი არისო.

XI

მაგრამ გვლევს ფიქრი, ოდეს კვალწაშლილ


წყალობად ჩათვლით ახალგაზრდობას,
რომ ვღალატობდით ყოველ საათში,
რომ მიგვატოვა მან დასაზრობად,
რომ უწმინდესი ჩვენი ნდომანი,
ყმაწვილურ ნატვრით ჩვენი ლტოლვანი
დალპნენ უეცარ სენის მოდებით,
ვით შემოდგომის ნესტით ფოთლები.
ვერგასაძლები არის მხოლოდენ
სადილის უგრძეს წყებათ ყურება,
ცხოვრების ჩათვლა წესმსახურებად
და მწყობრად მდინარ ტალღის ბოლომდე
დევნა უჩუმრად, ხმაგაუცემლად,
მასთან განცდათა, მდინარ ტალღისა ბოლომდე
დევნა უჩუმრად, ხმაგაუცემლად,
მასთან განდათა, აზრთ გაუცვლელად.
XII

საგნად განსჯის და აურზაურის


ყოფნა (მერწმუნეთ) არ ღირებულა:
ჭკუადამჯდარი ხალხი ხმაურით
მოგნათლავს თვალთმაქც ახირებულად.
ან დარდმორეულ შექანებულად
ან სახეშეშლილ ეშმაკეულად ,
ან ჩემს დემონად წარმოუდგები.
ევგენი (ისევ მას ვუბრუნდები)
მოკლე რა მოძმე ორთაბრძოლაში,
გარჯას უმიზნო ვერ შეეთვისა,
ისე შესრულდა ოცდაექვსისა,
ჩამოითანგა უძრაობაში,
არც სამსახურში გასვლით, არც ცოლით
და არც რაიმე საქმის გაძღოლით.

XIII

სულის წრიალი მასაც დასჩემდა


და ერთ ადგილზე ვერ მოისვენა.
(თავისი ნებიტ დიდ სატანჯველად
ჯვრის ტვირთებაა ცოტას თვისება);
აღარ გაჩერდა იმ ყრუ სოფელში,
ტყეთა და ველთა სიმყუდროვეში,
სად გასისხლული ლანდი პოეტის
ევლინებოდა თვალწინ ყოველთვის.
მან ხეტიალი იწყო უმიზნოდ,
დაახლოება მხოლოდ გრძნობებთან.
მოგზაურობაც ბოლოს მობეზრდა,
ვით ყველაფერი ქვეყნად უმიზნო:
დაბრუნდა იგი და გზით ხანგრზლივით
მოხვდა გემიდან ბალზე ჩაცკივით.

XIV

შეტორტმანდება ტალღა ბატონთა,


დარბაზს ჩურჩული სწრაფად მოივლის. . .
დიასახლისთან მისულ ბანოვანს
თან გენერალი ახლდა ცნობილი.
ჩქარი არ იყო ის ქალბატონი,
არც ღრჯუ, არც გრზელი ენის პატრონი,
არც ურცხვი ცქერით განირჩეოდა,
არც წარმატების წადისლ ჩემობდა;
ყოველგვარ წვრილმან მანჭვას გაცლილი.
არ კეკლუცობდა სხვათა წაბაძვით,
N.N. ბრწყინვალე კაცი არისო.

XI

მაგრამ გველევს ფიქრი, ოდეს კვლავწაშლილ


წყალობად ჩავთვლით ახალგაზრდობას,
რომ ვღალატობდით ყოველ საათში,
რომ მიგვატოვა მან დასაზრობად,
რომ უწმინდესი ჩვენი ნდომანი,
ყმაწვილურ ნატვრით ჩვენი ლტოლვანი
დალპნენ უეცარ სენის მოდებით,
ვით შემოდგომის ნესტით ფოთლები.
ვერგასაძლები არის მხოლოდენ
სადილის უგრძეს წყებათა ყურება,
ცხოვრების ჩათვლა წესმსახურებად
და მწყობრად მდინარე ტალღის ბოლომდე
დევნა უჩუმრად, ხმაგაუცემლად,
მასთან განცდათა, აზრთ გაუცვლელად.

XII

საგნად განსჯის და აურზაურის


ყოფნა (მერწმუნეთ) არ ღირებულა;
ჭკუადამჯდარი ხალხი ხმაურით
მოგნათლავს თვალთმაქც ახირებულად.
ან დარდმორეულ შექანებულად
ან სახეშეშლილ ეშმაკეულად,
ან ჩემს დემონად წარმოუდგები.
ევგენი (ისევ მას ვუბრუნდები)
მოკლა რა მოძმე ორთაბრძოლაში,
გარჯას უმიზნო ვერ შეეთვისა,
ისე შესრულდა ოცდაექვსისა,
ჩამოითანგა უძრაობაში,
არც სამსახურში გასვლით, არც ცოლით
და არც რაიმე საქმის გაძღოლით.

XIII

სულის წრიალი მასაც დასჩემდა


და ერთ ადგილზე ვერ მოისვენა.
(თავისი ნებით დიდ სატანჯველად
ჯვრის ტვირთებაა ცოტას თვისება);
აღარ გაჩერდა იმ ყრუ სოფელში,
ტყეთა და ველთა სიმყუდროვეში,
სად გასისხლული ლანდი პოეტის
ევლინებოდა თვალწინ ყოველთვის.
მან ხეტიალი იწყო უმიზნოდ,
დაახლოება მხოლოდ გრძნობებთან.
მოგზაურობაც ბოლოს გრძნობებთან.
მოგზაურობაც ბოლოს მობეზრდა,
ვით ყველაფერი ქვეყნად უმიზნო;
დაბრუნდა იგი და გზით ხანგრძლივით
მოხვდა გემიდან ბალზე ჩაცკივით.

XIV

შეტორტმანდება ტალღა ბატონთა,


დარბაზს ჩურჩული სწრაფად მოივლის. . .
დიასახლისთან მისულ ბანოვანს
თან გენერალი ახლდა ცნობილი.
ჩქარი არ იყო ის ქალბატონი,
არც ღრჯუ, არც გრძელი ენის პატრონი,
არც ურცხვი ცქერით განირჩეოდა,
არც წარმატების წადილს ჩემობდა;
ყოველგვარ წვრილმან მანჭვას გაცლილი.
არც კეკლუცობდა სხვათა წაბაძვით,
წყნარი, ყოველმხრივ სადა, წარმტაცი
მოჩანდა იგი ზუსტი ასლივით
Du comme il faut1 (სიშკოვ, შემინდე:
თარგმნა არ ძალმიძს და მოვერიდე).

XV
ბანოვანები გარს ეხვეოდნენ,
ღიმილს იფენდა მცხოვან ქალების,
კაცები მდაბალ სალმით ხვდებოდნენ,
ცქერა სწყუროდათ მისი თვალების;
რიდით ვიდოდნენ მის წინ ქალწულნი;
არ ხრიდა სხვებზე მაღლა აწურვილ
მხრებს გენერალი ცხივარწეული,
იმ ქალთან ერთად სტუმრად წვეული.
ბანოანს ვერვინ მშვენიერებად
ვერ სცნობდით, მაგრამ თავით ფეხამდე
ვერ უპოვნიდით მას, რაც ეხლანდელ
თვითმპყრობელ მოდას შეეფერება,
ლონდონის მაღალ წრეში რაც ჰქვია
სახელად Vuldar 2 (ვერ მითარგმნია. . .

XVI

ეს უცხო სიტყვა მიყვარს ძალიან,


გადმოსაღებად არცთუ მარტივი.
ჯერ იგი ჩვენში სულ ციცხალია
და, ვგონებ, არც კი დასდონ პატივი;
ეგებ ივარგოს ეპიგრამაში. . .)
მაგრამ ბანოვანს შევხვდეთ დარბაზში,
ვინც ენთო ეშხის უზრუნველობად,
ვინც მაგიდასთან ეჯდა მეზობლად
ბრწყინალე ნინა ვორონსკაიას,
ამ კლეოპატრას ნევის ნაპირთა.
და დასტურს დამცემთ თქვენც ჭეშმარიტად,
რომ თვალისმომჭრელ და ბროლმბაკმიანს
ნინას ის ქალი თავის მეზობლად
ვერ დაეჩრდილა, თუმცა მზეობდა.

XVII

”ნუთუ ისაა, - ფიქრობს ევგენი, -


ნუთუ მანდვილად? ჰო, უცილობლად. . .
როგორ! სოფლიდან ტრიალ ველების. . .”
და იგი ლორნეტმოუცილებლად,
მალიმალ უმზერს, ვისმა სახემაც
ახლა ბუნდოვნად, ძლის გაახსენა
ნაკვთები ხსოვნის მიღმა მჩინარი.
________
1 კეთილშობილება (ფრანგ. ).
2 ვულგარული (ინგლ.)

”თავადო, ეგებ მითხრა, ვინ არის


ესპანელ ელჩს რომ ესაუბრება,
ქალი ჟოლოსფერ ბერეტიანი?”
თავადი უმზერს. ”შენ ხეტიალის
შემდეგ არც ეს წრე გეცნაურება.
წარგადგენ, შენთვის ჯერ უცნობია”. –
”მაინც ვინ არის? – ”ჩემი ცოლია”.

XVIII

”ქმარად იქეც? არა გამიგიარა!


როდის?” – ”მეორე წელიწადია”.
”ვინ გყავს?” – ”ლარინა” – ”აჰ, ტატიანა!”
”იცნობ?” – ”მეზობელს ვიცნობ, ცხადია” –
”მაშ, წამომყევი”. მიდის თავადი,
მას ნათესავი და ახლობელი.
თავადის ქალი უმზერს ონეგინს. . .
და სული უცებ რარიგ ძლიერი
განცვიფრებით და მღელვარ განცდებით
შესცბუნებია ელდანაცემი,
არც კი შესცვლია სახის იერი,
არ შერხევია არც ხმა, არც ტონი;
გულმშვიდად შეხვდა მას ქალბატონი.

XIX

ვფიცავ, არათუ მის წინ შეკრთება


ან მკრთალი ან მღვრიე სახეს აგებებს. . .
ბანოვანს წარბიც არ შეერხება,
არც კი მომუწავს წამით ბაგეებს.
თუმცა ძალუმად დააცქერდება,
მაგრამ კვალიც კი არ ახსენდება
მას ადრინდელი ტატიანასი;
ონეგინს სურდა გაბმა ბაასის
და არ ძალუძდა. მას ტატიანამ
ჰკითხა: ”დიდხანს ხართ აქ ან საიდან
გვესტუმრეთ, ეგებ ჩვენი მხარიდან?”
მერე მან ქრმისკენ გადაიტანა
დაღლილი მზერა და მსწრაფლ გაქანდა. . .
ევგენი სახტად დარჩა. გაქვავდა.

XX

ნუთუ ისაა, ნუთუ იგივე


ტატიანაა, რომლის წინაშე,
ჩვენი რომანის დასაწყისშივე,
შორ და მივარდნილ პროვინციაში
კეთილი რჩევაც და შეგონებაც
მას წარმოუთქვამს გზნებით ოდესღაც,
შემოუნახავს მისი ბარათი -
ენაადგმული გულის ღაღადი,
რითაც აშკარად ცხადად მჟღავნდება
ის ქალიშვილი . . . თუ სიზმარია?
ის ქალიშვილი, ვისაც ადრიან
მიეზღო მისგან არად ჩაგდება,
და ნუთუ ახლა მასთან ის არის
ასე გულგრილი და უშიშარი.

XXI

ხალხით გაჭედილ რაუტს დასტოვებს,


ევგენი მიდის შინ ფიქრიანი;
ოცნება ალხენს და ხან აღონებს,
შფოთდება მისი ძილი გვიანი.
გაეღვიძება; მოაქვთ ბარათი:
უმორჩილესად სთხოვს N თავადი
სტუმრად ეწვიოს მათ საღამოზე.
”ვნახავ, მას ვნახავ!. . . ღმერთო, დამლოცე!. . .
ო. მივალ, მივალ!” და ის იმ წამში
წერს თავაზიან პასუხს გაკრულად.
რა სიზმარშია, რა შეფათურდა
ცივ და მოთენთილ სულის წიაღში?
მოუსვენრობა? თუ სინანული?
თუ კვლავ ყრმაკაცთ წვა-სიყვარული?

XXII

ისევ საათებს ითვლის ევგენი,


ისევ მალე სურს დღის დაღამება!
ათმა დარეკა. ეტლის გელვებით
გავარდა იგი. წინკარს აჰყვება;
თავადის ცოლთან ანათრთოლები
შედის და ჯდება განმარტოებით
რამდენიმე წუთს ტატიანასთან,
მაგრამ საუბარს საით წარმართავს,
ვეღარ ახერხებს ხმის ამოღებას.
კუშტად ზის იგი რაღაც აწუხებს
და ძლივძლივობით აწვდის პასუხებს,
ჯიუტი ფიქრი უვსებს გონებას.
ქალი ზის მშვიდად და თავისუფლად,
თვალს არ აცილებს მას გამიზნულად.

XXIII

ქმარი შემოდის, უხერხულობას


წყვეტს უსიამო tete-a tete-სას
წარსულ ოინებს და ძველ ხუმრობებს
იხსენებს იგი ერთმანეთისას.
სიცილში მოვლენ მათთან სტუმრებიც,
მაღალ წრის მლაშე ნართაულებით
შეემატება ბაასს ხალისი.
ბრწყინავს წინაშე დიასახლისი
როშვა მსუბუქად, გაუპრანჭავად,
რასაც შიგდაშიგ ენაცვლებოდა
გაუცვეთლი, სწორი მსჯელობა
პედანტურ თქმათა დაუხარჯავად,
და ყურს არავის არ უფეთებდა,
თამამ და ცოცხალ აზრთა კვთება.

XXIV

მათთან ნახავდით მხოლოდ რჩეულებს,


სატახტო პეწს და მოდის ნიმუშებს,
პირებს - ყოველთვის ყველგან წვეულებს,
აუცილებელ შტერ-ბაიყუშებს,
როკაპ დედაბერს ვარდმიბნეულებს -
თავსაბურიან გვარდიდებულებს.
სახემოღუშულ შინაბერებსაც
ღიმილი რომ არ შეეფერებათ.
დესპანს ნახავდით მოლაპარაკეს
ქვეყნის ამბებზე შეუსვენებლად,
მოხუცს, - ჭაღარას ნელსურნელებას,
რომ მიმოფენდა, ვით ძველ ქარაგმებს,
ხუმრობდა ბრძნულად, სხარტად, იოლად,
რაც ახლა ცოტა სასაცილოა.

XXV

გულღრძო ბატონი ყველას მიაგებს


ღვარძლს და სიბრაზეს ეპიგრამებად;
არც კაცთა ტონი, არც ქალთ სიბლაგვე,
არც ჩაის სიტკბო ეპრიანება;
არც სჯა ბუნდოვან, მოდურ რომანზე;
წყრება ორი დის ვენზელ-ნობათზე,
ჟურნალთ სიცურეს ლანძღავს ასევე,
ომსა და თავის ცოლსაც ახსენებს.
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .

XXVI

იქ პროლასოვიც მოჩანს, სულმდაბალ


კაცად ცნობილი მთელ სატახტოში,
შენს ფანქრებს წვერი ვინც დაუბლაგვა
St. Priest ჯღაბნით ყველას ალბომში.
კართან დიქტატორს ნახავთ ბალისას -
ღაჟღაჟა სურათს ჰგავს ჟურნალისას,
ბზობის ქერუბიმს ბაძავს დიდგული,
უძრავი, უტყვი, ტანაზიდული.
ჩანს მოგზაურიც ჩამოფრენილი,
თავხედი სამოსგახამებული,
სულ ტანზე ზრუნავს დახარბებული,
ხალხის ღიმილის გამომნთებელი;
სტუმრები უხმოდ მზერას გასცვლიან
და მას სასჯელად ხვდება დაცინვა.

XXVII

ჩემი ევგენი მთელი საღამო


არ აშორებდა თვალს ტატიანას,
არა იმ ასულს - ღარიბს, საბრალოს,
მის მოთაყვანეს და მფრთხალს კი არა,
თავადის გულცივ ცოლს - უკარებას,
დიდებულ, მეფურ ნევის ღვთაებას.
ო, ხალხნო! ჰგავხართ ვნებათღელვანჳთ
ჩვენს დედამთავარ ევას ყველანი,
ის არ გიზიდავთ, რაც გაბადიათ,
გველი მოგიხმობთ და გამუდმებით
თავისკენ გიწვევთ, მისით ბრუვდებით,
იდუმალ ხისკენ წასვლა გწადიათ;
თუ არ აკრძალულ ხილის გემება,
ედემიც კი არ გეედემებათ.

XXVIII

რა გამოცვლილი ჩანს ტატიანა!


რა როლი ჰპოვა მტკიცედ თავისი!
რა მსწრაფლ მოირგო ლაზათიანმა
წესები მაღალ წრის საკადრისი.
ვინ შეიცნობდა ნაზ ქალიშვილად
ასეთ ნებიერ, ასეთ იშვიათ
ქალს კანონმდებელს დარბაზებისას?
მისგან კი გულის დაგვას ეღირსა!. . .
მისთვის კუნაპეტ ღამეს ქალწული
ვიდრე მორფინოს მოფრინდებოდა,
უცოდველ სევდას მორჩილდებოდა,
მთვარე უმზერდა თვალმოქანცული;
გადაქცეოდა მასთან ოცნებად
ცხოვრების მშვიდი გზის წარმოწყება.

XXIX

ყველა ასკეტი ტრფობას მონდება,


მაგრამ ყმაწვილურ გულებს მიმნდობელს
კეთილჰყოფს მისი ჩამოქროლება.
ვით გაზაფხულის სუნთქვა მინდორ-ველს.
ისინი ვნებით ქარ-წვიმებისაგან
განახლდებიან და მწიფდებიან
და არის მძლავრი ძალა ყოფისა
მოსხმა ყვავილის და ნაყოფისა.
მაგრამ მოვუხვევთ უშვნი, გვიანნი,
ოდეს გაგვწევენ წლები პირიქით,
ვღონდებით მკვდარი ვნების ბილიკით.
ასე შემოდგეს თქეშნი, გრიგალნი
აჭაობებენ ვალს უსაშველოდ
და აშიშვლებენ ტყეებს გარშემო.

XXX

უდავო არის: ეჰ, ტატიანა


ევგენის უყვარს, ეტრფის ბავშვივით,
დღე-ღამეს ფიქრში ლევს დარდიანად,
სასიყვარულო ვნებებაშილი.
გონს ვეღარც მკაცრი მდურვა უშხამავს
და მისი სახლის წინკარს, შუშაბანდს
იგი ყოველდღე ეტლით ადგება,
ყველგან თან დასდევს, როგორც ლანდება,
ბედნიერია, თუ მოახურავს
მას ბეწვის ბოას მხრებზე, შემთხვევით,
ხელს თუ შეახებს მწველი შეხებით,
თუ გარეშემო ფარეშ-მსახურთა
ჭრელ პოლკს გაარღვევს სწრაფად მის ახლოს,
თუ მიაწოდებს სხარტად ცხვირსახოცს.
XXXI

არა, არ ამჩნევს მას ტატიანა,


ჯვარს ეცვა თუნდაც, არ ჩანს ნუგეში;
შინ იღებს მშვიდად, თავაზიანად,
ორ თუ სამ სიტყვას უგდებს სტუმრებში,
ხან მხოლოდ თავის დაკვრით შხვდება,
ხან არც შეიმჩნევს, არც კი შეხედავს,
მას არა სცხია მანჭვის ნასახიც,
რაც მაღალ წრეში არის საძრახი.
ხმება ევგენი ფერმილეული,
არ ეცოდება ქალს ან ვერ ამჩნევს,
სახეზე ლამის კანი შეაჭკნეს,
ლამის ეგონოთ ჭლექით სნეული,
წამლობას ურჩევს ყველა კეთილი,
წყლებზე გზავნიან ერთხმად ექიმნი.

XXXII

მაგრამ არ მიდის იგი; მზად გახლავთ,


მალე გნახავთო, ამცნოს წინაპრებს;
და ქალიც (ქალურ წესის თანახმად)
არად ჩაგდებით სულს უწრიალებს.
ჯიუტს სიკერპე ჯერ არ ეცლება,
ჯერ იმედოვნებს, ჯერაც ეცდება. . .
ჯანმრთელზე ჯიქურ ბედავს სნეული,
რომ თავადის ცოლს ძალმილეული
ხელი მისწეროს გზნების უსტარი,
თუმცა წერილებს იგი საკმაოდ
მწყრალად უქცერდა, არა ამაოდ,
მაგრამ, როგორც ჩანს, ვნებას გულმკვდარი
ვერ სძლევდა მძიმე განსაცდელივით
და აი ზუსტად მისი წერილიც.

ონეგინის წერილი ტატიანას

წინასწარ ვიცი, ვით შეურაცხგყოფთ


ოდეს ხვაშიადს გიხსნით დარდიანს,
და ზიზღს, ჩემდამი რაც გაბადიათ,
რარიგ ზვიადი მზერით სურათყოფთ.
რომ მომესურვა? ან რა მიზნებით,
რა საწადელით გიღებთ გულის კარს/
ვინ უწყის, ეგებ ვხდები მიზეზი
სხვისი ბოროტი სიხარულისა.
როცა შემთხვევით შეგხვდით ოდესღაც,
თქვენგან სინაზემ რომ გამოკვესა,
ვერ გავბედავდი ამის რწმუნებას,
საკუთარ რწმენას გზა შევუკარი,
ვერ მივუკეტე კარი უარით
ჩემს მობეზრებულ თავისუფლებას.
და კიდევ ერთმა რამ დაგვაცილა. . .
ლენსკი დაეცა ბედით ზვარაკად . . .
რაც რამ გამაჩნდა გულის ნაწილად,
მოვწვიტე გული და იავარყავ.
ყველასთვის უცხო, ჯერ არ გარჯილი
ვფიქრობდი: შვება, ყოფნა უვალო,
ბედნიერებას ცვლის; ო, უფალო!
რარიგ მცდარი ვარ, რარიგ დასჯილი. . .

არა, ყოველწუთს თქვენი შეხედვით,


ყველგან თანხლებით დაიმედება,
ბაგეთ ღიმილის, თვალთ გაელვების
შეყვარებული თვალის დევნება,
თქვენი მოსმენა დიდხანს და რწმენით
თქვენი სრულყოფის ხატად ტარება,
თქვენს წინ განაბვა ტანჯვა-წამებით,
ფერლევა, ქრობა. ჰა ნეტარება!
ვარ მოკლებული ამას თქვენს გამო.
ყველგან ანდეზე დავეხეტები
და მეხარჯება დარდით, ამაოდ
უძვირფასესი ჩემი დღეები -
ხვედრით დათვლილი ყველა მათგანი,
ისედაც უკვე ძნელ ასატანი.
ვიცი, ჩემი დრო მოზომილია,
მაგრამ სიცოცხლეს მაშინ განვაგრძობ,
ოდეს ამყვება რწმანა დილიდან,
რომ დღისით გნახავთ და მითანაგრძნობთ.
ვშიშობ, უდრტვინველ ჩემს ღაღადისში
ვაი თუ მკაცრი თვალით შენიშნავთ
თამაშს საზარელ ცივ ანგარიშით -
და ვისმენ თქვენგან სასტიკ შერისხვას.
ტრფობის წყურვილი, რომ გამიგებდეთ,
რა საშინელი გახლავს წამება;
იწვოდეთ სისხლის დასაწყნარებლად.
მსურდეს დამხობა თქვენსავ მუხლებთან,
თქვენს ფერხთით დაღვრა ცხარე ცრემლებად,
აღსარებებად, საყვედურებად,
ხვეწნად და რისი თქმაც შემეძლება.
ამავ დროს უნდა ყალბი სიცივით
აღვჭურვო ჩემი მზერა, სიტყვები,
გემუსაიფოთ, თან დამშვიდებით
გიცქრითო განგებ თვალთა ციმციმით.

დე, მოსახდენი მოხდეს: დაწყევლილ


თავს ვეღარ დავძლევ, ვერ ვეომები;
გადაწყდა ყველა გადასაწყვეტი:
თქვენს ნებას და ჩემს ხვედრს ვემონები.

XXXIII

პასუხი არ ჩანს. იგი ზედიზედ


მისწერს მეორედ და მესამედაც.
პასუხი არ ჩანს, მას ერთ ზეიმზე
წინ ეფეთება. . . არ ესალმება
ქალი, არ ამჩნევს. . . რა გამწყრალია!
ხმას არ სცემს, მისთვის არა სცალია.
ო, იგი როგორ რისხვას მოუცავს,
გარს ნათლიღების ყინვა მოუსხამს!
მოთოკვა რისხვის, ბრაზის მალულის
რარიგ სურს ქალის ჯიუტ ბაგეებს.
ევგენი მზერას ჯიქურ აგეგებს:
სად არის ძრწოლა? ღვრა სიბრალულის?
არც წვეთი ცრემლის ნიშანწყალია !
მის პირზე მხოლოდ რისხვის კვალია. . .

XXXIV
ეგებ აკრთობდა შიში მალული,
ქმარს არ გაეგო ან ვინიცობა
ხალხს - მისი ცოდვა ჟამმინავლული,
რაც ონეგინმა კარგად იცოდა. . .
გაქრა იმედი! გარბის ევგენი,
მწარედ დასწყევლა თავი რეგვენი!
მწარე ფიქრებში ღრმად ჩაძირულმა
კვლავ დასთმო ყველა თავგანწირულად.
მან კაბინეტის სიმყუდროვეში
დრო გაიხსენა, როცა ავედად
უკან მრისხანე ხანდრა დასდევდა,
ბოლოს ყაყანა ქვეყნის მორევში
სწვდა საყელოში და აუხირდა,
აღარ გაუშვა ბნელი კუთხიდან.

XXXV

კითხვა დაიწყო მან განურჩევლად,


გადაიკითხა რუსო, გიბონი,
Madam de Staël-ი, არ გამორჩება
ჰერდერი, ბიში, ტისო, მენზონი;
გაეცნო შამფორს, სკეპცისს ბელისას,
შემოქმედებას ფონტენელისას,
ჩვენიც იხილა ზოგიერთები,
ყველა დაინდო ზომიერებით,
არ გამოსტოვა მან ჟურნალების,
ალმანახების დარიგებანი,
სადაც მყავს ბევრი მაგინებარი.
და ხან ასეთი მადრიგალებიც
უძღვნიათ, მინდა ზოგს გავაგონო
E sempre bene1. ჩემო ბატონო.

XXXVI

მერე რა? თვალებს წიგნს აკითხებდა,


მაგრამ შორს ქროდა იგი ფიქრებით.
ნაღველს სიღრმეში სული იხვევდა
სავსე ოცნებით, ნდობით, კირთებით.
ნაბეჭდ ბწკარებში მას შთაგონებით
კითხვა შეეძლო სხვა სტრიქოენბის
და სწორედ მათში იყო სავსებით
ჩაღრმვებული მთელი არსებით.
ხან იდუმალი გადმოცემანი
იპყრობდნენ წრფელი, ბნელი წარსულის,
თქმანი, სიზმარნი აზრდაქსაქსულნი,
ზავთნი, წინასწარ ამოცნობანი,
ხან ცრუ და ბრძენი ზღაპრის თილისმა
და ხან წერილი ქალიშვილისა.

XXXVII

დუნდება და ღრმა ძილში ეშვება


მისი აზრი და გრძნობა თანდათან,
ბანქოს ქაღალდად თვალწინ ეშლება
წყება ნაირფერ წარმოსახვათა:
ხან ელანდება თოვლი ფაფუკი
და ზედ უძრავად მწოლი ჭაბუკი,
როგორც მძინარე ღამის სათევში.
მოკვდაო, ესმის აღვსილს კაეშნით!
ხან ხედავს იგი მტრებს მივიწყებულს,
ცილისწამებლებს, ბოროტ გულმხდალებს,
ხან გუნდად ყმაწვილ ქალებს მუხთალებს,
_______
1 ძალიანაც კარგი (იტალ.)

ხან ამხანაგთა წრეს მოძულებულს,


ხან სახლს სოფელში და ფანჯარასთან
მიმჯდარ ქალიშვილს . . . და მას მარადჟამს!. . .

XXXVIII

მათში ჩაკარგვა როცა დასჩემდა,


ცოტაღა აკლდა გააბდალებას,
ლამის აქცია მგოსნად გამჩენმა;
ამით ის მართლაც დაგვავალებდა!
და მაგნეტიზმის ძალით მიზიდვას
რუსული ლექსის მექანიზმისას
ლამის შეიძლება მარად მოცლილი
ჩემი შეგირდი აზრგამოცლილი.
რარიგ ბრწყინავდა იგი პოეტად,
როცა კუთხეში იჯდა მწუხარე,
როცა მცხუნვარე ალით ბუხარი
აკრუსუნებდა: Bendetta -ას
ან Idol mio- ს და უცაბედად
ცეცხლი ხან ჟურნალს, ხან ქოშს სტაცებდა.

XXXIX

დღენი მიჰქროდნენ, შემთბარ ჰაერში


ზამთარი უკვე არეს ტოვებდა;
მაგრამ მას დღეთა დენა არ შეშლის,
არც მოკლავს და არც აქცევს პოეტად.
კვლავ გაზაფხული გამოაცოცხლებს
ზაზუნასავით გამოაცოცებს
ნათელი ზეცა ზამთრის ბინიდან,
და მიატოვებს იგი დილიდან
სახლს გამოკეტილს, ორმაგ სარკმლიანს,
ღუღუნა ბუხარს; გასწევს მარხილით.
მზე ლურჯ ყინულთა ბზარში ჩაღვრილი
ალღობს და ჟურავს ნევის ნაპირას
ქუჩებში დაყრილ თოვლს ტალახიანს.
სად მიაქროლებს ეს გზა ნაღვლიან

XL

ონეგის ახლა? აი გამართლდა


თქვენგან ადრევე ჩაფიქრებული;
კვლავ გაჩნდა თავის ტატიანასთან
ჩემი თავკერძა ახირებული.
შედის ის: ცხედარს უგავს იერი:
წინკარი ხვდება უკაცრიელი;
დარაბზს გაივლის, არ ჩანს არავინ;
კარებს შეაღებს, მაგრამ რა არის,
ასე ზალიან რა განაცვიფრებს?
მის წინ ფერმკრთალი, როგორც ფურცელი,
ზის ქალბატონი ჯერ მოურთველი,
ვიღაცის ბარათს თვალს არ აცილებს
და ჩუმად, ცრემლის ღვარგადმოღვრილი.
კითხულობს მკლავზე ღაწვდაყრდნობილი.

XLI

მის უტყვ წამებას ვინ არ იგრძნობდა


იმ სწრაფ წამის გადატანისას,
იმ ქალბატონში ვინ არ იცნობდა
იმ ძველ ტანიას, საწყალ ტანიას.
უგნურ სინანულს სიმწრით ეძლევა,
ევგენი ფერხთით მის წინ ეცემა,
არც გაოცებით, არც გაოგნებით
უმზერს შემკრთალი ქალი ონეგინს.
დაჩოქებული, მზერამიმქრალი
სახის ვედრება, უხმო ყვედრება
სათქმელს უთქმელად მიახვედრებდა. . .
ოცნებით, გულით ისევ ის ქალი,
უბრალო, როგორც მაშინ ენახა,
აღსდგა, გაცოცხლდა მასში ხელახლა.

XLII

დაჩოქილს ზეზე არ ააყენებს,


ქალი თვალებით მას აცივდება,
წყურვილმოუკვლელ და ხარბ ბაგეებს
უგრძნობი ხელი არა სცილდება. . .
ტყვედ რა ოცნებას ჰყავს ქალბატონი?
კარგახანს ჩუმად დგანან მარტონი.
და ბოლოს ქალმა წყნარად მიმართა:
”კმარა, ადექით, ვალად მემართა
თქვენთან საუბრის გაბმა გულწრფელად:
ონეგინ, ის დრო თუ გახსენდებათ,
როცა შეგვყარა ბაღში სვე-ბედმა
და თქვენს გაკვეთილს ხმის დაუძვრელად
ჩუმად ვისმენდი, სიმწრის ამარა?
ახლა კი თქვენი რიგი დამდგარა!

XLIII

ონეგინ, მაშინ სულ ახალბედა


და უფრო კარგიც ვიყავ მგონია,
წრფელად მიყვარდი, მაგრამ რა მრევდა?
თქვენს გულში აბა რა მიპოვნია?
მხოლოდ სიმკაცრით თუ მპასუხობდით;
ხომ მართლა? თქვენთვის უცნობი
არ იყო ტრფობა მორჩილ გოგოსი,
და ახლა, ღმერთო! თქვენი გოროზი
მზერა რომ მახსოვს და ქადაგება,
საშინელ განცდით სისხლი მეყინვის,
მაგრამ არ გკადრებთ ხვედრდამეხილი
კეთილშობილურ ქცევის ძაგებას,
ჩემთან ხართ სწორი და დამნდობელი,
მეც მთელი გულით ვარ მადლობელი. . .

XLIV

მაშინ, შორ მხარეს - ხომ არ მეშლება?


ყრუ უდაბნოში ობლად გაჭრილი
მწუნობდით ქალწულს, დღეს არ მეშვებით,
კვალდაკვალ დამდევთ, როგორც აჩრდილი.
რად ამომიღეთ ახლა მიზანში? . . .
მისთვის, რომ მაღალ გვამთა წინაშე
ვცხადდები ახლა, როგორც სწორებთან.
რომ შევწვდი სახელს, მდიდრულ ცხოვრებას,
რომ ქმარი ომის მყავს სახიჩარი,
მისთვის გვიფერებს კარი სამეფო
და მომეჭრება თავი საქვეყნოდ,
რომ ჩავიდინო რამ საზიზღარი.
და თქვენ კი, ალბათ,
ჩემი შეცდენა
სახარბიელო პატივს შეგძენდათ?

XLV

ვტირივარ. . . დღემდე თქვენი ტანია


თუ არ მიეცით გადავიწყებას,
მაშ გწამდეთ, რომ თქვენს ლანძღვას, ავ ენას,
გულცივ ლაპარაკს და მკაცრ სიტყვებსაც
მე მხოლოდ ჩემი ნების კარნახით
ვირჩევდი, ვიდრე ვნებას საძრახისს,
ვიდრე ამ წერილთ და ღვარს ცრემლების.
მაშინ ბალღობის წრფელ ოცნებების
თქვენ სიბრალული მაინც გებადათ,
წლებს მაინც რაცხდით პატივსაცემად. . .
ახლა კი ჩემთა ფერხთით დაცემა
რამ გაიძულათ? რა დაგემართათ?
თქვენი გულით და თქვენი გონებით
პაწია გრძნობას რად ემონებით?

XLVI

ოღონდ, ონეგინ, ამ ფუფუნებას,


აბეზარ ყოფის ყალბ სამკაულებს,
ჩემს წარმატებებს დიდებულებთან,
მოდურ სახლს ჩემსას და საღამოებს
განა რამედ ვთვლი? მზად ვარ ამავდროს:
მთელ ამ ძველმანებს სამასკარადოს,
ამ პეწს, ამ ხმაურს და ბურს ვარჩიო
ის წიგნის თარო, ბაღი საჩრდილო,
ის ჩვენი ძველი ბინა საწყლური,
ის სანატრელი მიდამოები,
სადაც პირველად გნახეთ, ონეგინ,
ის სასაფლაო ფიქრში წასული,
ახლა საცოდავ ჩემს ძიძას სადაც
ტოტებსი ჩერო და ჯვარი ადგას.

XLVII

რა ახლო იყო ბედნიერება


და რა შესაძლო. . . მაგრამ ანაზდად
გადაწყდა ჩემი ბედი. ეგება
ავჩქარდი მაშინ მთლად ახალგაზრდა.
ფიცის ცრემლებით მევედრებოდა
დედა და რა ხვედრს შეეყრებოდა -
ერთი ეგონა საწყალ ტანიას. . .
გავთხოვდი. ახლა თქვენი ვალია
დამთმოთ, გამშორდეთ, გთხოვთ, ღვთისნიერო;
ვიცი, თქვენს გულში კვლავ სხივოსნდება
სიამაყე და პატიოსნება.
ისევ მიყვარხართ, რად ვიცბიერო?
მაგრამ სხვისი ვარ აწ და მარადის
და ვუერთგულებ მას სამარემდის,

XLVIII

ქალი წამოდგა. დგას ონეგინი


გამშრალი ელდით, მეხის დაცემით.
რა ქარიშხლოვანს საგონებელით
ევსება გული და რა განცდებით!
და ჩემს გმირს, ასეთ მძიმე წუთებში,
მკითხველო, როგორ მივცე ნუგეში?
ვტოვებ დიდი ხნით. . . სამარადისოდ.
მის გზაზე ქვეყნად ბევრი ვეხეტეთ,
ახლა ნაპირთან ვდგებით, შეხედეთ!
დროა, ერთმანეთს ”ვაშა” ვაღირსოთ,
”ვაშა” მისვლისას რომ გვავალია!
უკვე დრო არის! (ხომ მართალია?)

XLIX

ჩემი ძმა ხარ თუ ჩემი მგმობარი,


მკითხველო ჩემო, ახლა გულმართლად
მინდა დაგშორდე, ვით მეგობარი,
მშვიდობით! რასაც ჩემს გაუმართავ
სტროფებში, აქვე, ამ ნაკვალევზე
გარდასულ დღთა შფოთვას დაეძებ,
თუ შესვენებას გარჯით მოწეულს,
ცოცხალ ნახატს, თუ სიტყვას მოსწრებულს,
თუ გრამატიკულ ხინჯს სათაკილოს,
ღმერთი გწყალობდეთ, ასეთ პაწია
წიგნში, გულისთვის რაც ძვირფასია,
რაც გალხენთ, რაც სურს ჟურნალს საკბილოდ,
რაიმე მარცვალს თუკი იპოვნით.
ამით ვშორდებით ერთურთს, მშვიდობით!

მშვიდობით, შენც გთმობ ობროდ თანამგზავრს,


და შენც უტყუარ ჩემსავ იდეალს,
და შენც მუდმივს და ცოცხალს მარადჟამს.
თუმც მცირ შრომას. თქვენთან კიდევაც
ვცან მგოსანთ შურის გამაღვიძებლად
ქვეყნის მერეხში თავდავიწყება,
ტკბილი ბაასი სწორმეგობრების. . .
ბევრი დღე გაქრა, ოდეს ონეგინს
და მრწემ ტანიას მშფოთვარ სიზმარში
გამოცხადებულს შევხვდი პირველად,
და ჯერ შორეულ დასალიერად
მაგიურ ძალის ჯადო კრისტალში
თავისუფალი ჩემი რომანის
სივრცე მოჩანდა ჯერ ბუნდოვანი.

LI

მაგრამ ვინც მაშინ ტოლ-მეგობრებში


მისმენდა პირველ სტროფებს, სადაა?
ზოგი - შავეთში, ზოგი - შორეთში,
როგორც ოდესღაც ბრძანა საადმა.
სრულვქმენ ევგენი მათ დაუსწრებლად
და რომელ ქალის კვალზეც გულწრფელად
ჩემს იდეალად ვცან ტატიანა. . .
ო, ბედმა ბევრი დასცა ტიალმა.
ნეტარ არს, ვისაც ბოლომდე, დიდხანს
საწუთროს ლხინში არ დაუცდია,
თასი ძირამდე არ დაუცლია,
ვინც უცებ შესძლო ჯერ ჩაუკითხავ
რომანს გასცლოდა ამაოების.
როგორც ვშორდები მე ჩემს ონეგინს.

ელეგია

რა მაგონდება სიხალისე გიჟური წლების,


ვით ნამთვრალევი ვიმღვრევი და უღონოდ ვხდები,
მაგრამ რაც უფრო გადის ჟამი, გულის მდაღველი,
უფრო მაგრდება ღვინოსავით ჩემი ნაღველი
გზა მაქვს მჭუნვარე, საშიშ ზღვაში მერმისის ვრცელის
აწ მარტოოდენ მწუხარება და შრომა მელის.
მაინც არ მინდა დამეფაროს ბნელეთის რიდე,
სიცოხლე მინდა, რომ ვფიქრობდე, ვწვალობდე, ვქმნიდე.
მწამს, ზრუნვით სავსე კაეშნიან დღეთა დინებას
ხანდახან შვების მცირე შუქი დაეფინება:
დავტკბები ხოლმე ჰარმონიის მშვიდი ზვირთებით,
ნაოცნებარი დამაღონებს და ავტირდები,
და ეგებ მწუხრზე სიყვარულმა გზა სიმძიმილის
კვლავ გამინათოს განშორების ნაზი ღიმილით.

1830

ზამთარი

ნო ემბრის 2

დაზამთრდა. . . რა ვქნათ ჩვენ სოფელში? . . . შევხვდები დილით


მსახურს, რომელსაც ჩაი მოაქვს ჩემთან სიფრთხილით,
ასეთი კითხვით: დათბა, ჩადგა ქარი თუ არა?
ან თუ მიდამოს თოვლის ფიფქმა გადაუარა? . . .
მოვსცილდე ლოგინს საჯირითოდ? ველოდო სადილს?
მეზობლის ძველი ჟურნალებით ვიკლავდე წადილს. . .
თოვლია . . . ვდგებით და ცხენებიც უკვე მზად არი,
მივქრით ველებზე, ნათელი დღით გვხვდება ზამთარი;
შოლტები ხელში, მეძებრები მოსდევენ ცხენებს,
თოვლს ვაკვირდებით, ნადირის კვალს თუ მოგვაჩვენებს,
ვწრიალებთ, ვეძებთ, საღამომდე თოვლში ვირევით
და შინ ვბრუნდებით წყვილი კურდღლით, ნანადირევით.
ვილხინეთ ბევრი. . . საღამოა: ქარის ხმა გვესმის,
სანთელი ბჟუტავს, შეხუთული გული კი კვნესის.
მარტოობის შხამს ჩემი ფიქრი წვალებით უძლებს,
ვიკითხო მინდა. . . ვეღარ ვიტან დაბეჭდილ ფურცლებს.
შორსა ვარ ფიქრით, წიგნის კითხვაც მომწყინდა, კმარა,
ავიღებ კალამს, - ვზივარ: თითქოს ძალათი ვპარავ
მთვლემარე მუზას აბურდულ და უაზრო სიტყვებს,
ხმა ხმას გაურბის. . . აღარ მწყალობს და აღარ მიტევს
მსუბუქი რითმა, საოცარი ჩემი მსახური.
და ლექსიც ზანტობს ცივა, ბნელი და უსახური.
უკვე დაღლილმა გავათავე მე ჩანგთან დავა,
მთავარ დარბაზში საუბრისას სასმენად წავალ
შაქრის ქარხანა, არჩევნები სჯის საგანია,
დიასახლისის სახეც ცუდი დარის მგვანია,
ის წინდის ჩხირებს აბზრიალებს როგორც რომ მაქოს,
და მარჩიელობს, გატაცებით გადაშლის ბანქოს. . .
წყეული სევდა. ვინ გაუძლებს ასეთ სამყოფელს? . .
მაგრამ ანაზდად, თუ საღამოს მოწყენილ სოფელს -
მაშინ როდესაც მე პაიკებს ვეთამაშები -
ეწვია ეტლი გამართული რუსულ რაშებით
და ეტლში მოჩანს ბერი ქალი ორთავ ასულით
(ორივე ქერა და ალვასავით შემოხაზული).
როგორი ლხენა დაატყდება ამ მხარეს თავზე!
უცბად ცხოვრება გვეჩვენება ყოველმხრივ სავსე.
ჯერ ალმაცერად ცქერა, სევდა და შეფასება, '
ძუნწი სიტყვები, შემდეგ უკვე გაბაასება,
შემდეგ სიცილი მეგობრული, მღერა, ფერხული,
ცეკვა ხალისით და ჩურჩულით თუნდ უხერხული,
ცელქი სიტყები, ცქერა მთქმელი ვნების, ვედრების,
ვიწრო კიბეზე შეფეთება და შეხვედრები.
უკვე ბინდისას აივანზე მიდის ასული,
სახეს სცემს ქარი, არც გულმკერდი აქვს მას დაცული.
რუსულ ვარდისთვის ქარიშხალიც მართებულია,
ყინვის დროს კოცნა რა ცეცხლივით ანთებულია,
რა ცოცხალია თოვლის მტვერში რუსის ქალწული.

1829

ზამთრის დილა

მზეა და ყინვა, დღე არის სუფთა


შენ კიდევ რულავ, ერთგულო ტურფავ,
ლამაზო, დროა გახსენი-მეთქი
სათუთად ხრილი თვალები მარად
და ცრდილოეთის გარიჟრაჟს შეხვდი,
ჩრდილოეთის ცის ვარსკვავის გვარად.

წუხელის გახსოვს ქარიშხლის ძრწოლა,


მღვრიე ცაზედა წყვდიადის ბრძოლა
და მთვარე, როგორც ცის ლაქა მკრთალი,
ქუშად ყვითლდება ღრუბლის ფარაში;
შენც სევდიანი იჯექი ქალი,
გადაიხედე დღეს ფანჯარაში.

ჭროღა ცის ქვეშ შორს გადაშლილი


მზეზე ელვარებს თოვლი დაფშვნილი
უმშვენიერეს ნოხების გვარად,
მხოლოდ მჭვირი ტყე დამდგარა შავად,
ჭირხალში სიმწვანით გამოკრთის სარო
და ყინულ ქვეშე ბრწყინვალებს წყარო!

მთელი ოთახი ქარვის მსგავს კრიალს


მოურწყავს თითქო, და რა კარგია
ტკაცუნა ცეცხლით ბუხარი ჩვენი,
ფიქრი და წოლა ბუხართან დახრით, -
მაგრამ ხომ იცი? სჯობია მარხილს,
ვბრძანოთ, გაუბან ქურანა ცხენი.
ტურფავ, მოყვასო, დავიწყოთ ქროლა,
დილის თოვლზედა ჩვენ ავყვეთ სრბოლას.
ურა-ცხენის და სრიალის დროსაც
ჩვენ ვესტუმრებით მინდვრებს ტრიალებს
ტყეს ახლო დროში ანაშრიალებს
და ჩემთვის ტურფა სანაპიროსაც.

1829

ზამთრის საღამო

ქამრა გლოვით ცა დაჰფარა,


თოვლის ბუქით ჰაერს ავსებს,
ხან ღრიალებს მხეცის გვარად,
ხან კი ტირის ბავშვის ხმაზე,
ხან კი სახლის თავზე ომობს,
სახურავზე ჩალას არხევს,
ხან ვით მგზავრი უთვისტომო,
ჩვენს ფანჯარას მოაძახებს.
ღარიბული ჩვენი ქოხი
მწუხარებას ვეღარ ასცდა,
ჩემო ძიძა, ჩუმი ოხვრით
რას აკეთებ ფანჯარასთან?

დაღლილობა ქარმა გარგო,


ეგრე მისთვის გაინაზე,
თუ ჩასთვილმე, ჩემო კარგო,
თითისტარის ნანინაზე.

შევსვათ! ვინ მყავს შენი მსგავსი


მეგობარი ბავშვობიდან?
ჩავკლათ დარდი, მომე თასი,
გაგიხარო გული მინდა.

მიმღერე, თუ ჩიტმა როგორ,


ზღვების იქით დასდო ბინა;
როგორ მოხდა, დილით გოგომ
წყაროსთან რომ მიირბინა.

ქარმა ქროლვით ცა დაჰფარა,


თოვლის ბუქით ჰაერს ავსებს,
ხან ღრიალებს მხეცის გვარად,
ხან კი სტირის ბავშვის ხმაზე.

შევსვათ! ვინ მყავს შენი მსგავსი


მეგობარი ბავშვობიდან?
ჩავკლათ დარდი, მომე თასი,
გაგიხარო გული მინდა.

1825

ზამთრისა შარა

მოელვარე ნისლის ზღვაში


მისრიალებს მთვარე ზანტად,
და სევდიან მინდვრებს გაშლილს
მისი შუქი დაეფანტა.
ამ მოსაწყენ ზამთრის შარას
ჩემი ეტლი მისდევს ნელი,
და გაისმის წარამარა
ზარის ჟღერა გულის მკვლელი.

თითქოს სულთან ახლოს არი


ამ მეეტლის გრძელი ჰანგი;
ხან გუგუნი ნაშფოთვარი,
ხან კი სევდა დასადაგი.

არც სინათლე, ქოხიც არსად . . .


მხოლოდ თოვლი. . . ყრუა ველი,
არვინ მოჩანს, გზას კი გარსად
პალოები მისდვს ჭრელი.

დარდი, კვნესა . . . ხვალ კი ნინას


კვლავ ვეწვევი სულზე ტკბილსა,
დავდუმდები ბუხრის წინა. . .
ვუცქერ დიდხანს სახეს მისას. . .

საათზედაც ისრის წვერი


შემოივლის თავის არეს,
მაგრამ ღამეც კუპრის ფერი,
მაინც არსად აგვაჩქარებს. . .

რა ვქნა, ნინა: გზაა მკვდარი,


თან მეეტლეც თვლემს მდუმარე,
სულ ერთ ხმაზე კვნესის ზარი,
იფარება ნისლით მთავრე.
1826

ზვავი

სადაც კლდე არის ჯმუხი და სალი,


მქუხარე შხეფებს აქაფებს წყალი,
და მაღალ ცაში ისმის ზრიალი
მრავალი ქორის.
ბნელში კი მოსჩანს თოვლის კრიალი
მწვერვალთა შორის.
ოდესღაც მოსწყდა ზვავი კლდის ზენა,
მძიმე გრიალით შეხუთა სმენა,
და კდელთა შორის ორივე ფენა
მან შეატბორა.
და თერგის წყალთა ძლიერი დენა
გააპო ორად.

უერცრად თითქოს დაჩუმდა დევი,


თერგი ღრიალა ტალღების მრევი;
მაგრამ ნაკადი მოაწვა რღევით
თოვლიან ზვავსა. . .
და წარღვნილ მიწას მთლიანი ხევი
მან დაამსგავსა.

და დიდხანს იდგა ნაპობი ზვავი,


როგორც მარადი ყინულის ხვავი,
მის ქვეშ კი თერგმა ამოჰყო თავი
და შხეფთა მტვერით
აშხურა დიდხანს ეს დაუძრავი
ყინულის ჭერი.

იმ ზვავზე შარის გაიდო ლარი,


მიჰქონდა ცხენი, მირბოდა ხარი,
და თავის აქლემს ვაჭარი ბარის
უძღოდა წინა,
სადაც დღეს ქარი, ცის ბინდარი,
დაეძებს ბინას.

1829

კავკასიონი

მე გადავცქერი კავკასიონს. და ვდგავარ საშიშ


ნაპრალის პირად - მყინვარების და თოვლის ზევით;
გადაღმა კლდეზე წამოფრინდ არწივი რხევით,
მე გამისწორდა და უძრავად ელვარებს ცაში.
ვხედავ ასტეხა ნიაღვარმა თავის ზვირთები
და პირველ ზვავთა მოძრაობას მე ვაკვირდები.
ქვევით ღრუბლები თითქოს არსად მიიჩქარიან,
მათ ჩანჩქერები ხლეჩავენ და სცვივიან ხრამში;
შიშველი მთები ჩასდგომიან ერთმანეთს მხარში;
სულ ძირს კი ხავსი, ხრიოკი და ეკალნარია;
და სადაც მუხნარს ასე მწვანედ დაუბურია,
ჩიტების სტვენა და ირმების თქარა-თქურია.

მთებში კი, როგორც ბუდები მრავალი ორბის,


სახლები ჩანან. . . კალთებს ცხვირი შემოსევია,
ნათელ მიდამოს აგერ უკვე მწყემსიც სწვევია, '
ჩრდილიან ხევში აწყვეტილი არაგვი მორბის.
ბედკრულ ცხენოსანს მოუნახავს კლდეში კარავი,
განგაშებს თერგი გულზვიადი და შემზარავი.

თამაშობს, ღმუის, როგორც მხეცი, რომელიც ბორგავს,


თუ შეიყნოსა გალიაში საძიძგნი ლეში;
ვეღარ ეტავა თავის ვიწრო საპყრობილეში
და მშიერ ზვირთით გარინდებულ ნაპირებს ლოკავს.
ამაოდ, მისთვის აღარც საზრდო, შველაც როდია,
მისთვის კლდეები შემზღუდველი კალაპოტია.

ასე სილაღეს სულს უხუთავს კანონი ავი.


ასე კირთები ქვეშ ღონდება ველური ტომი,
ასევე ბრაზობს დღეს კავკასი მდუმარედ მდგომი,
ასე სურს უცხო ძალებისგან დაიხსნას თავი.

1829

მეოცნებეს

ვ. კ. კიუხელბეკერს

მწარე ვნებაში შენ ნახულობ სიამოვნებას,


შენ მოგწონს მწარე ცრემლების დენა.
ამაო ცეცხლით, მხურვალებით არ ღლი გონებას
და გულში ბუდობს ნაღვლიანი და ჩუმი ტკენა.
არ გყვარებია, დამიჯერე, უვიცო ბავშვო,
ნეტავი ერთხელ, ცრემლს თვალებზე რომ აღარ აშრობ,
შეგემთხვეს ნამდვილ სიყვარულის შმაგი წამება,
რომ ის შენს სისხლში დატრიალდეს შხამის ალებად,
როცა უძილო ღამის შავმა, გრძელმა წუთება,
ლოგინში ნელა გტანჯოს, მოგცეს გულის ხუთება.
გენატროს ძილი და შებრალება,
ვერც წამწამები შეკრან თვალებმა,
ეხუტებოდე შენ ქვითინით მხურვალე საბანს,
ცოფი გახმობდეს, უნაყოფო სურვილით ჯაბანს,
გჯეროდეს: ვერც კი დაიკვეხებდა
მისდამი ზიანს შენი გონება
დაეცემოდა სატრფოს ფეხებთან
და თვით ღმერთების გასაგონებლად,
გაოგნებული, ფერწასული, აცახცახებით,
რაც კი ძალა გაქვს დაიძახებდი:
”მომეცით, ღემრთნო, დამიბრუნეთ საწყალი გონი,
დამომაშორეთ ეს მაცდური სახის ჩვენება,
დიდხანს მიყვარდა: დამიბურნეთ მე მოსვენება”. . .
მაგრამ ის სახე, სიყვარული ბნელ გულის მქონი,
შენ შეგრჩებოდა მაინც მარად, როგორც ხსენება.

1818

მოცარტი და სალიერი

სცენა I

ოთახი

სალიერი
ამბობენ, ქვეყნად სამართალი არ არსებობსო,
მაგრამ ზეცაშიც არ არსებობს იგი, და ჩემთვის
ეს ნათელია, ვით უბრალო, მარტივი გამა.
მე ხელოვნებამ სიყრმიდანვე შემიძრა გული.
მახსოვს, ჯერ კიდევ ჩვენს აკლებურ ეკლესიში,
როს ხმამაღალი გუგუნებდა მწუხრზე ორღანო,
თავდავიწყებით ვუგდებდი ყურს და უნებურად
მომწყდარი ცრემლი მდუღარებით მილტობდა სხეს.
მე თავიდანვე უარვყავი უქმი გართობა.
მუსიკისათვის უცხო ყვალა დარგი სიბრძნისა
მე შევიძაგე. უკუვრიდე მათ უჯიათი
თავმოთნეობით და მხოლოდღა მუსიკის სწავლას
მივყავი ხელი. ძნელი იყო გზის დასაწყისი
და მოსაწყენი ცდა პირველი, მაგრამ დავძლიე
ის პირვანდელი გასაჭირი და ხელოვნებას
გულმოდგინებით ხელოსნობა ვუქციე ლიბოდ.
ხელოსნად ვიქეც: მე თითების მშრალი სისხარტე
უტყუარ სმენას დავუმონე მისი მორჩილი
გავხადე სრულად. მოვაკვდინე ბგერების სუნთქვა,
ხოლო მუსიკა ცხედარივით განვწვალე. მერე
ალგებრის თარგზე გამოვჭერი მე ჰარმონია.
და მხოლოდ შემდეგ, განსწავლული უკვე საქმეში,
ნეტარი გრძნობით შევუდექი შემოქმედებას.
დავიწყე წერა. ოღონდ ჩუმად, ოღონდ ფარულად,
და ფიქრს სახელის მოხვეჭაზე ვერც კი ვბედავდი.
ხშირად მშიერი, უძილობით გაწამებული,
ორი-სამი დღით ჩაკეტიი ჩემს ყრუ სენაკში,
რა ვიგემებდი შთაგონებით აღფრთოვანებას,
ვწვავდი ჩემს ნაშრომს და პირქუში უხმოდ ვუმზერდი,
როგორ ქრებოდა მსუბუქ ალში დანაცრებული
აზრი და ბგერა, რუდუნებით ნაშობი ჩემგან
რას ვამბობ?! როცა მოგვევლინა სახელგანთქმული
გლუკი და ახლა საიდუმლოდ (ღრმა და ჯადოსნურ,
დამატყვევებელ საიდუმლოდ) ბჭენი განახვნა,
განა არ დავთმე ყველაფერი, რაც კი მიყვარდა
მანამდე ასე, რისიც ასე მხურვალედ მწამდა,
და უდრტვინველად არ გავყევი განა მის ურნატს
ხალისიანი ნაბიჯებით, ვით შეცდომილი
გაჰყვება ხოლმე კაცს, რომელიც გზას მიასწავლი?
შეუპოვარი ძალისხმევით, მედგარი შრომით,
მე როგორც იქნა, ამ უსაზღვრო ხელოვნებაში
უმაღლეს ხარისხს მივაღწიე. მერე სახელმაც
არ დააყოვნა. ხალხის გულში ქმნილებებს ჩემსას
მტკიცედ გაედგა ფესვი, და მე სვებედნიერი
მშვიდად ვტკბებოდი არა მარტო ჩემი ნაღვაწით,
დიდებითა და წარჩინებით, არამედ ღვთიურ
ხელოვნებაში ძმადშეფიცულ ამხანაგების
ნაღვაწითა და წარჩინებით. და არასოდეს
გაჰკარებია ჩემს გულს შური. ო, არასოდეს! –
არც მაშინ, როცა დამთხვეული პარიზელების
უკადრი სმენის დაურვება შესძლო პიჩინიმ,
არც მაშინ, როცა ჩემი გული პირველად შეძრა
იფიგენიის პირველქმნილი ბგერების ზვავმა. . .
ან ვისგან თქმულა, სალიერი ბოროტი შურით
თუნდა ოდესმე ყოფილიყოს დამონებული
და კაცთა მიე გაქექილი იქედნეს მსგავსად
უღონო გესლით გულავსებულს მიწა ელოკოს?
არავისაგან! . . . მაგრამ აწ თვით ვამბობ. შური მაქვს გულში,
მშურს-მეთქი მწარედ, მშურს სასტიკად. ო, ზეცის შუქო!
სადღაა მითხარ სამართალი, როს წმინდა ნიჭი,
უკვდავი მადლი - უანგარო სიყვარულს, შრომას,
გულმოდგინებას, თავდადებას, ლმობას, ვედრებას
კი არა ხვდება მეოხებად, არამედ შლეგის,
უქმადმავლის შუბლის დანათის? . . ო, მოცარტ, მოცარტ!
(შემოდის მოცარტი)
მოცარტი
აჰა, კიდევაც დამინახე! მე კი მინდოდა,
მოულოდნელი ეშმაკობით გაგხუმრებოდი.
ს ა ლ ი ე რი
აქ ხარ? . . კი მაგრამ. . .
მოცარტი
ეს წუთია, მოვედი, - შენთვის
გულით მინდოდა ერთი რამე მეჩვენებია,
მაგრამ დუქანს რომ ჩავუარე, მომესმა უცებ
ვიოლინოს ხმა. . . გეფიცებით, შენ ამის მსგავსი
დაბადებიდან არაფერი მოგისმენია. . .
დუქანში ერთი ბრმა მოხუცი voi che sapete-ს1
________
1 თქვენ, რომელთა უწყით (იტალ.).

უკრავდა , - შენ ვერ წარმოიდგენ, რა სასაცილოდ!


ვერ მოვითმინე, ის მოხუცი აქ მოგიყვანე,
რომ გაზიარო მისი დაკვრის დიდოსტატობას.
შემო!
(შემოდის მოხუცი ვიოლინოთი ხელში)

მოცარტის დაგვიკარი, თუ იცი, რამე!


(მოხუცი უკრავს არიას დონ ჟუანიდან. მოცარტი ხარხარებს)
ს ა ლ ი ე რი
შენ შეგიძლია იხარხარო?
მოცარტი
ო, სალიერი!
ნუთუ შენ თვითონ გულიანად არ გეცინება?
ს ა ლ ი ე რი
არა! სულაც არ მეცინება, როცა უმსგავსი
მღებავის ფუნჯი რაფაელის მადონას თითხნის.
არ მეცინება, როცა ლიზღი ტაკიმასხარა
ცდილობს წაბაძვით შემიგინოს ალიგიერი.
გასწი აქედან, ბერიკაცო!
მოცარტი
მოიცა! აჰა,
დალიე ჩემი სადღეგრძლო.
(მოხუცი გადის)
შენ გუნებაზე
არ უნდა იყო, სალიერი. მე სხვა დროს მოვალ.
ს ა ლ ი ე რი
რაღაც გინდოდა, მგონი, ჩემთვის გეჩვენებინა.
მოცარტი
მაიცნდამაინც არაფერი. ამ წინეებზე
გულს მიწვრილებდა უძილობა ჩვეულებრივად
და უნებლიეთ ორიოდე აზრი მოვჩხრიკე.
დღეს ჩავინიშნე, სალიერის ვაჩვენებ-მეთქი,
ვნახავ, რას მეტყვის. . . მაგრამ გატყობ, შენ საამისოდ
არა გცალია.
ს ა ლ ი ე რი
გულქვა კაცო! ვყოფილვა კია
შენთვის როდისმე მოუცლელი? დაჯექ, მე გისმენ.
მოცარტი
წარმიდგინე. . . ვინ? ვინც გინდა. წარმოიდგინე
თუნდაც მე, ოღონდ ახალგაზრდა ცოტათი უფრო,
შეყვარებული, მაგრამ ისე, ზერელდ, ვითომ
ვზივარ ტურფასთან ან მოყვასთან, ვთქვათ შენთან, გულით
გახარებული. . . უცებ: შავი სამარის მსგავსი
ანაზდეული უკუნეთი. . . და სხვა ამგვარი.
ჯობს მოისმინო.
(უკრავს)
ს ა ლ ი ე რი
როგორ? შენ ეს მოგქონდა ჩემთან
და იმ დუქანთან უსინათლო მევიოლინის
უხამს სიმღერას არხეინად უსმენიდ? ღმერთო!
შენ საკუთარი თავის ღირსი არა ხარ, მოცარტ!
მოცარტი
მოგწონს? ნამდვილად?
ს ა ლ ი ე რი
რა სიმღერა, რა სინატიფე!
ღმერთი ხარ, მოცარტ, მაგრამ თვითონ ვერ ხედავ ამას,
დაბრმავებული შთაგონების ზეგრდმო ნიჭით,
მე კი. . . მე ვხედავ. . .
მოცარტი
ნუთუ მართლა? თუმცა ვინ იცის. . .
მაგრამ იცოდე, რომ ის ღმერთი დამშეულია.
ს ა ლ ი ე რი
ეჰე! ეს საქმე ადვილია მოსაგვარებლად,
წავისადილოთ ”ოქროს ლომში”.
მოცარტი
ძალიან კარგი.
მოხარული ვარ. ოღონდ წუთით შევირბენ სახლში
და გავაფრთხილებ ცოლს სადილა არ დამელოდოს.
ს ა ლ ი ე რი
მე გელოდები! ვინძლო დიდხანს არ მალოდინო. . .
არ ძალმიძს უკვე წინ აღვუდგე ჩემს ბედიწერას:
ჩემი ხვედრია შვაჩერო მისი ზესწრაფვა,
არა და ყველა ჩვენთაგანი დაიღუპება!
მარტო მე, მარტო ჩემს ყრუ სახელს კი არ წარხოცავს
მისი დიდება, ყველა მსახურს ჰარმონიისას
დაღუპავს იგი. ან რს გვარგებს მისი სიცოცხლე,
კიდეც რომ შეწვდეს ხელოვნების ახალ მწვერვალებს?
აამაღლებს კი ის მუსიკას? არამც და არამც!
მისი სიკვდილის შემდეგ იგი კვლავ დაეცემა.
არც შთამომავალს დაგვიტოვებს. მაშ, რად გვარგია?
ვით ქერუბიმმა, საკვირველმა სამოთხის ჩიტმა,
თან მოგვიტანა რამდენიმე საგალობელი,
რათა ჩვენს გულში - ამაოთა გულში - სურვილი
ფრთამოკვეცილი აღეძრა და გაფრენილიყო
კვლავ სამოთხისკენ. მაშ, გაფრინდი! ხელთა მაქვს უკვე
ჩემი იზორას საჩუქარი უკანასკნელი!
თვრამეტი წელი თან დამქონდა ეს საწამლავი,
და იმ დროიდან ხშირად ჩემი სიცოცხლე ჰგავდა
მწარე სატკივარს. ხალისიან ჩემს მეტოქესთან
მე ხშირად ვმჯდარვარ ერთ სუფრაზე გულდარდიანი,
მაგრამ მაცდური ჩურჩულისთვის ყური სულმოკლედ
არდ დამიგდია არასოდეს, თუმც მხდალი არ ვარ,
თუმცა ვატარებ გულში სასტიკ შურაცხყოფას,
თუმცა სიცოცხლე არად მიღირს . . . მე არ ვჩქარობდი.
თვითოვე მსურდა მე სიკვდილი, მწყუროდა, მაგრამ
ვფიქრობდი, ჩემკენ ეს საწუთრო, ვინ იცის, იქნებ
ანაზდეული მოწყალებით მობრუნდეს-მეთქი.
მეწვიოს იქნებ ღვთაებრივი შემოქმედების
აღტკინება და შთაგონება შეუწერელი,
ან იქნებ ახლად მოვლენილმა ჰაიდნმა შექმნას
რამე დიადი - და იმ ჰანგით დამიტკბოს სული. . .
და საძულველი მეინახის პირისპირ მჯდარი
ვფიქრობდი კიდევ. იქნებ ჩემი სასტიკი მტერინ
ვიპოვო ბოლოს. იქნებ თავზე დამატყდეს მაღლით
მოულოდნელი, ქვედამხედი შეურაცხყოფა
და ის - იზორას საჩუქარი დამჭირდეს-მეთქი.
მართალიც ვიყავ! აწ ვიპოვე მე ჩემი მტერი
უბოროტესი. და ახალმა ჰაიდნმა სული
აღფრთოვანებით მე კიდემდის ამივსო უკვე.
დროა! აღთქმულო საჩუქარო სიყვარულისა,
აწ მეგობრობის ფიალაში გადაინაცვლე!

ს ც ე ნ ა II

(დუქნის განცალკევებული ოთახი. ფორტეპიანო.


სუფრას უსხედან მოცარტი და სალიერი)

ს ა ლ ი ე რი
მოღუშული ხარ დღეს რატომღაც.
მოცარტი
მე? არა მგონი.
ს ა ლ ი ე რი
ნამდვილად, მოცარტ! გაწუხებდეს თითქოს რაღაცა.
შენ კი ზიხარ და იჭმუხნები.
მოცარტი
მართალი გითხრა,
დარდი მაქვს ჩემი Reguiem-ის და ის მაწუხებს.
ს ა ლ ი ე რი
ო, Reguiem-ს წერ? ეს მითხარი, როდის დაიწყე?
მოცარტი
იქნება ასე სამი კვირა. არ მიამბნია ?
შემთხვევა იყო საოცარი. . .
არა!
მოცარტი
მაშ, გეტყვი:
ამ სამიოდე კვირის უკან, მე გვიან ღამით
დავბრუნდი სახლში. სასახლეში მითხრეს, ვიღაც უნცობმა
მოგაკითხაო. რა საქმეზე - არვინ იცის.
არ დამეძინა მთელი ღამე, ვფიქრობდი: ნეტა
ვინ არის, ჩემთან რა საქმე აქვს? . . . იმ კაცმა თურმე
მეორე დღესაც მომაკითხა. არც მაშინ დავხვდი.
მესამე დღეს კი, იატაკზე ჩემს ბიჭუნას რომ
ვათამაშებდი, დამიძახეს. გავხედე სტუმარს.
შავად ჩაცმულმა მამაკაცმა თავაზიანად
დამიკრა თავი შემიკვეთა მე Reguiem-ი
და უცბად გაქრა. მე მაშინვე დავჯექი წერად -
ის დღე იყო და ის დღე. მერე შავოსანს ჩემსას
არ მოუკითხავს ჩემთვის, აღარ შემოუვლია.
მიხარის კდიეც: გულს დამწყვეტდა, არ ვიცი რატომ,
მე ამ ნაშრომთან განშორება, თუმც რახანია,
მზადა მაქვს უკვე Reguiem-ი. ამავე დროს კი . . .
ს ა ლ ი ე რი
რა ამავე დროს?
მოცარტი
მე მრცხვენია ეს ვაღიარო . . .
სალიერი
რა ეს, მითხარი!
მოცარტი
არ მასვენებს დღისით და ღამით
ის ჩემი უცხო შავოსანი, ლანდივით დამდევს,
სადაც არ წავალ, თან დამყვება. მე მგონი იგი
ახლაც აქა ზის. აქ, ჩვენს შორის - მესამე კაცად.
სალიერი
კარგი, გეყოფა! ყმაწვილურ შიშს დაუჯაბნიხარ!
ფუჭი აზრები მოიშორე. ბომარშე ზოგჯერ
მეტყოდა ხოლმე: ”სალიერი, ჩემო ძმობილო,
როგორც კი ჩიხში მოგიმწყვდევენ შავი ფიქრები,
გახსენ მაშინვე შამპანურის შუშხუნა ბოთლი,
ანდა ”ფიგაროს ქორწინება” გადაიკითხე”.
მოცარტი
შენ და ბომარშე მეგობრები იყავით აკი!
განა იმისთვის არ დაწერე შენი ტარარა?
კარგი რამ არის. . . იქ მე ერთი მოტივი მახსოვს. . .
ვღიღინებ ხოლმე ხშირად, როცა გუნებაზე ვარ. . .
ტა-რა-რა-რა-რა. . . სალიერი, მითხარი, მართალს
ამბობენ, თითქოს მოეწამლოს ბომარშეს კაცი?
სალიერი
არა მგონია! ის ამგვარი ხელობისათვის
სასაცილოც კი მეჩვენება.
მოცარტი
ის ხომ გენიით
იყო ცხებული, ვით მე და შენ, ხოლო გენია
და ბოროტება ერთმანეთს ვე შეუთავსდება.
სალიერი
შენ ასე ფიქრობ?
(საწამლას უყრის ჭიქაში)
აბა, შესვი!
მოცარტი
შენ სადღეგრძელოს
ვსვამ, სალიერი! ჰარმონიის ერთგულ შვილების-
მოცარტისა და სალიერის უწრფელეს კავშირის
და მეგობრობას გაუმარჯოს. . .
სალიერი
მოიცა! უკვე . . .
უკვე დალიე? ოჰ, სულსწრაფო, უჩემოდ შესვი?
კმარა სმა-ჭამა. (ფორტეპიანოსთან მიდის)
მოუსმინე აწ ჩემს Reguiem-ს. (უკრავს)
ო, სალიერი, შენ ქვითინებ?
სალიერი
პირველად მომდის
მე შვებისა და სატკვარის წმინდა ცრემლები,
თითქოს ტვირთმძიმე მოვიხადე მოვალეობა,
თითქოს დასტაქრის სამკურნალო დანამ მომკვეთა
მტკივანი ასო! ეს ცრემლები, ო მეგობარო. . .
ნუღარ მიყურებ! გააგრძელე. ამივსე სული
მაგ ღვთაებრივი ხმიერებით.
მოცარტი
ო, ჰარმონიის
ძალას რომ ყველა შენებრ გრძნობდეს, შენებრ ფიქრობდეს,
მაგრამ რას ვამბობ?! მაშინ ხომ ეს წუთისოფელი
დაიქცეოდა. და ცხოვრების ქვენა საზრუნავს
ქვეყნად არავინ მიხედავდა. ყოველი კაცი
ხელოვნებისთვის მოიღებდა თავის სიცოცხლეს.
მაგრამ მცირედნი ვართ რჩეულნი. საჭიროების
არად ჩამგდები, ნებიერი უზრუნველობით
მშვენიერების აღსავალთან მდგარი მოგვები.
ასეა! . . . მაგრამ ახლა თითქოს შეუძლოდა ვარ,
დავმძიმდი თითოქს. წავალ, იქნებ გამოვიძინო.
მშვიდობით ძმაო.
სალიერი
აბა, კარგად
(მარტო)
შენ დაიძინებ
დიდი ხნით, მოცარტ! მაგრამ ნუთუ ჭეშმარიტი თქვა
და მე არა ვარ გენიოსი? გენიის მადლი
და ბოროტება ერთმანეთს ვერ უთავსდებაო. . .
არ არის სწორი! მას, ვინ იყო ბუონაროტი?
თუ ეს უხამსი, უბადრუკი მონაჭორია
და ვატიკანის ამგებელი არ იყო მკვლელი?

ნერეიდა

მწვანე ტალღებში, ხმაურით რომ ეხლება თავრიდს,


გამთენიისას ნერეიდას მოვკარი თვალი.
ოდნავი სუნთქვით მყუდროებას არც კი ვარღვევდი,
ვუცქერდი, როგორ ნებივრობდა თითქმის ქალღმერთი,
გედივით გულმკერდს ზღვის ტალღებზე ამღელვარებდა
და თმებისაგან ქაფს წურავდა უცხო ღვარებად

1820
ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო

ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო,


შენ საქართველოს სევდიან ხმაზე,
მე მაგონდება, როცა შენ ჰგალობ,
სხვა ცხოვრება და სხვა სილამაზე.

რა ვქნა, თუ შენი სასტიკი ქნარი


ერთს მოგონებას შორეულს არხევს,
მე ვხედავ ღამეს, ველებს და მთვარით
აითებულ ქალის წამებულ სახეს.

ძვირფას ჩვენებას, საბედისწეროს


ვივიწყებ, როცა გიყურებ თვალში,
და როცა ჰგალობ, იმისი ჩერო
წარმომიდგება უეცრად მაშინ.

ნუ იმღერ ჩემთან, ლამაზო ქალო,


შენ საქართველოს სევდიან ხმაზე,
მე მაგონდება, როცა შენ ჰგალობ,
სხვა ცხოვრება და სხვა სილამაზე.

1828

პასუხი ფ. ტ.-ს

იგი ჩერქეზის ქალი არ არის::


საქართველოში ალბათ აროდეს
არ უნახიათ, ქალი ამგვარი
ყაზბეგის მწვერვალს გამოჰპარვოდეს.
გიშერი არ აქვს, მაგრამ მე მჯერა -
აღმოსავლეთის ყველა საუნჯეს
მისი თვალების შუადღის მზერა
ფერს დაუკარგავს და დაამუნჯებს.

1826
პოეტი და ბრბო
Procul este provani

პოეტის ჩანგი შთაგონებული


არა გულდასმულ შეხებით ჟღერდა.
იგი მღეროდა. . . გაოგნებული,
ცივი, უვიცი ხალხის კრებული
აზრდაბნეული უსმენა ერთად.
და ასე სჯიდა ბრბო უმეცარი:
"ნეტა რად მღერის ტკბილად ძალიან?
სმენას აოცებს ხმა უეცარი,
მაგრამ აქ ჩვენთვის რა მიზანია?
რას აფანტურებს - ცოდნას გვაძალებს?
გულს რად აღელვებს, ან რად აწვალებს,
ვით ჯადოსანი დაღის დამჩენი?
მისი ხმა ლაღი ქარის დარია,
მაგრამ ქარივით ნაყოფ მკვდარია
და ჩვენთან ნაკლებ გამოსაჩენი".

პოეტი

ხმა ჩაიკმინდე, უგნურო ხალხო,


ვარამის, ჭირის მონა ვალგახო,
მძაგს შენი სფოთვა და შედავება,
მატლი ხარ მიწის, სხივის არმქონი,
სარგებელს ელი - სასწორზე სწონი
შენ ბელვედერის უკვავ ღვთაებას.
შენ გამორჩენა აქაც გჭირია,
თუმცა ღმერთია ეს ქანდაკება,
შენთვის ქოთანი უფრო ძვირია,
საჭმლის სახარშად გამოგადება.

ბრბო

არა, თუ შენ ხარ ზეცის რჩეული


ღვთის ელჩი, მიწას შემორჩვეული,
ხალხს მოახმარე მადლი ცხოებული,
გაჰკურნე გული გაცეცხლებული,
სულმდაბალი ვართ, შურით ძლიერი,
ბოროტი, ურცხვი, არმადლიერი,
საჭურისივით გულის მქონები,
მაბეზღარი და ბრიყვი მონები.
ჩვენ მრავალ ცოდვით ვართ უბედური
ცოდვა მოყვასის - გულის მწველია,
მოგვეცა სწავლა ჩვენ გაბედული
და ჩვენ მოგისმენთ უეჭველია.

პოეტი

შორს გამეცალეთ - რა ესაქმება


თქვენდამი პოეტს - მშვიდობის მთესველს.
გარყვნილებაში ქცეულნო ქვებად
ვერ გაცოცხლდებით ვერც ჩანგის ხმაზე.
სულს სძულხართ როგორც კუბოს ფიცარი,
ღვარძლის, სირეგვნის საქმე ის არი,
რომ თქვენ ხართ წელში გამართულები
შოლტით, ნაჯახით და ურდულებით.
მაინც მონებო, დადუმდით, კმარა! . . .
თქვენს ქალაქების ქუჩებში მარად
მტვერს ჰგვიან - შრომა მართლაც კარგია,
მაგრამ ქურუმეს ჯერ თავის დღეში
წირვა-ლოცვა არ დაუკარგავთ,
რომ თქვენი ცოცხი აეღოთ ხელში.
არა ცხოვრების ღელვით ხმობილი,
არც ანგარების და ომის მცველად,
შთაგონებისთვის ჩვენ ვართ შობილი,
წმინდა ხმებისთვის და სალოცველად.

1828

პოეტი

სანამ არ იხმობს წმინდა ზვარაკად


თვით აპოლონი პოეტს სრულიად,
ის სულმდაბალი, რჩეულს არა ჰგავს,
ფუქსავატ ხალხში ჩაძირულია.
სდუმს მისი ჰანგი ღვთაებრივ სწორი,
სულში სიცივე ჩაუთესია,
და ქვეყნის მცირე შობილთა შორის
იქნებ ყველაზე უმცირესია.
მაგრამ რა წამსაც ღვთიური ხმებით
მახვილი სმენა შეიგარსება,
პოეტის სული გაშლილი ფრთებით
გაღვიძებულ ორბს დაემსგავსება.
იღლება იგი ქვეყნის გმინვაში,
ადამიანთა ხმას ერიდება,
და ხალხის მაღალ კერპის წინაშე
ქედს არ მოიხრის ურჩი დიდება.
გარბის ველური, გამკაცრებული,
და ღელვით სავსე მღერა სწყურია,
სადაც დგას ფართო ხეთა კრებული,
ანდა ზვირთები უდაბურია.

1827

პოეტს

ნუ გიღირს ძვირად სიყვარული ხალხისა. ვიცი,


გავა ხმაური აღტაცებულ დიდების დიდის
და გაიგონებ სულელთა მსჯავრს, ცივი ბრბოს სიცილს,
მაგრამ დარჩი ისე მტკიცე, პირქუში, მშვიდი.

შენ ხარ მეფე: იყავ მარტო. გაჰყევი რწმენით


თავისუფლების გზას, საითაც გონება გიხმობს.
სრულყავ ნაყოფი საყვარელი ფიქრების შენის
და ჯილდოს კეთილ საქმეთათვის ნურასდროს ითხოვ.

ნუ ითხოვ, რადგან შენ თვითონ ხარ მისი მფლობელი, -


შენივ მსაჯული უმაღლესი და ულმობელი.
მოგწონს თუ არა, რაც შეჰქმენი წვითა და ლხენით?

თუ მოგწონს, მაშინ დაე გლანძღოს უგუნურმა ბრბომა,


დაე მან ზიზღით მიაფურთხოს შენს წმინდა შრომას
და საკურთხეველს, სადაც ცეცხლი ანთია შენი. . .
1830 წ.

პოლტავა

პოემა

პირველი სიმღერა

მრავალ სიმდიდრეს ფლობს კოჩუბეი,


საქვეყნოდაა იგი ცნობილი,
სკივრებში ბლომად აქვს ჩაწყობილი
ატლასისა და ბეწვის ჯუბები.
უსასრულოა მისი ბაღები,
დაუთვლელია მისი ჯოგები,
მუდამ სავსეა მისი კოკები
თაფლით და ღვინით, რძით და ნაღებით.
მაგრამ არც ფაფარდაწნული ცხენით,
არც ყირიმელთა ხარკით და ძღვენით,
არც ბაღ-ვენახთა უწყვეტი რიგით,
არც თვალუწვდენელ მინდორ-ველებით,
არამედ შვილის მშვენიერებით
და სიქალწულით ამაყობს იგი.

მართალიცაა. მთელს პოლტავაში


და არა მხოლოდ მთელს პოლტავაში,
არაფერია მარიას ფასი,
მარიასავით ნორჩი და ანზი.
ტანწერწეტაა, როგორც ჩინარი,
კიევის მაღალ გორაკზე მდგარი,
წელის ტარებას ასწავლის ქარი,
მკერდის ტარებას - ზვირთი მდინარის.
ხან, როგორც გედი უკაცურ ტბაზე,
ოცნებითაა იგი გართული
და გაურკვეველ ფიქრებით სასე
ხან ირემივით დგას შემართული.
მის მაღალ შუბლზე შავი თმის ჩქერი
გადმოწოლილა, როგორც ღრუბელი,
ხოლო თვალებში ვარსკვლავი მღერის,
შვების მომგვრელიც და დამღუპველიც.
მაგრამ მთავარი ისაა მაინც,
რომ ამ მშვენიერ და უცხო ყვავილს,
აურჩევია სულის სათავედ
გონიერება და სისადავე.
ამიტომ ბევრის ფიქრია იგი,
ბევრის წყლულია და ავდარია,
მაგრამ ხუნდივით გაურბის გვირგვინს,
უარით ხვდება ყველას მარია.
სასიძოებიც ცვლიან ერთმანეთს
და აი, მაშვალს გზავნის გეტმანიც.
ის მოხუცია. დატვირთეს წლებმა,
ომების სისხლის შეახმა ირზე,
მაგრამ ჯერ კიდევ ბობოქრობს ვნება
და მისი ტყვეა მაზეპაც ისევ.

ცვალებადია ყმაწვილის გული,


უცებ ინთება და აუცებ იწვის,
იგი გრძნობებსც ყოველდღე იცვლის,
უცხოა მისთვის ტანჯვა და წყლული.
მოხუცს კი გული სხვაგვარად უცემს,
გაქვავებული განვლილი წლებით,
ის არ ინთება წარმავალ ვნებით
ასე იოლად და ასე უცებ.
გამობრძმენდილი ვნებათა ცეცხლში,
ერთხელ არჩეულ გზას აღარ შეცვლის,
რადგან ეს ცეცხლი, რას ნიშნავს, იცის
და მასთან ერთად ჩაქრება ისიც.
ვეღარ პოულობს მარია ადგილს,
თავის ოთახში უაზროდ დადის,
მშობლების პასუხს ცახცახით ელის,
ვით არწივისაგან დამფრთხალი შველი.

აღშფოთებული შემოდის დედა,


იხუტებს ასულს მთრთოლვარე ხელით,
ჩასწითლებია თვალები სველი
და ამბობს: ”ბილწი! ან როგორ ბედავს!
მაგრამ ნურაფრის გექნება შიში,
სანამ მე სული მიდგია პირში.
არასდროს! ისე იხაროს ღმერთმა,
როგორც ვერ ნახოს მან ჩემი ქალი.
სად გაგონილა ნათლულის შერთვა,
განა ესაა ნათლიის ვალი”?
მარია შეკრთა. სახეზე უცებ
გადაეფარა სამარის ფერი,
გამოეცალა საბრალოს ფუძე,
დაუბზრიალდა თვალებში ჭერი,
გადაუვარდა უმწეოდ თავი,
ვეღარ შეაბეს მის დუმილს კარი,
ვერ გაუდევნეს უჟმური ავი,
სარეცლის თავთან ჯიუტად მდგარი.
და როცა გონზე მოეგო ოდნავ,
აღარც ესმოდა და აღარც გრძობდა
მშობლების ნუგეშს, ვაის და ვიშის,
მისჩერებოდა თვალებში შიშით.
სულს იბრუნებდა ცრემლით და კვნესით,
აჩრდილად იქცა ლამაზი ქალი,
არ მოუხუჭავს ორი დღე თვალი,
არ უგემია ორი დღე ხემსიც.
ორი დღე, ხოლო მესამე დილით
ვეღარ იპოვეს მშობლებმა შვილი.

ვერავინ ვერ თქვა: საით ან როდის


წავიდა იგი, ალუბლის ტოტი,
მხოლოდ მებადურს გაეგო ღამით
ქალის ჩურჩული და ცხენის ჩქამი.
დილით კი ნახეს საკუთარ თვალით
ცვრიან ბალახზე რვა ნალის კვალი.

ოხ, არა მხოლოდ პირველი ღინღლი


და კულულები ყმაწვილი კაცის,
არმედ ზოგჯერ: კუშტი და მკაცრი
მოხუციც, შუბლზე კოპებს რომ იყრის,
ნაოჭისა და ჭრილობის ხაზი
შლეგი ცხოვრების დაღად რომ აზის,
აავსებს ხოლმე ვნებიან ფიქრით
სულს და გონებას ლამაზი ქალის
და სულ არ არის ეს მისი ბრალი.
კოჩუბეიმაც გაიგო მალე,
რომ მისი გულის მზემ და ოცნებამ
ფეხქვეშ აგიგო პატიოსნება
და ავაზაკის მინებდა მკლავებს.
ოი, სირცხვილო! ალბათ, არავის
არ დასცემია ამგვარი ზვავი,
ვეღარ დამალა სიმართლემ თავი,
შეუმოსავი და შემზარავი.
უკვე ნათელი გახდა ყველასთვის,
თუ რა ქარცეცხლში მდგარა ყელამდის
მარიას სული, ოჯახურ ბორკილს
რად გაურბოდა, უჩინარ თოკით
ვინ მიითრევდა, გულს რა ულევდა,
რა ნისლით იყო თავშებურვილი,
რატომ ხვდებოდა და ისტუმრებდა
თაყვანისმცემლებს მკაცრი დუმილით;
რატომ უსმენდა გეტმანს ბავშვივით
აღტაცებული და აღგზნებული,
როცა მათ სახლში, მართლაც მეფური,
სუფრა თვეობით იყო გაშლილი;
ან მის სიმღერებს რატომ მღეროდა,
შეთხზულთ ღარიბულ სიჭაბუკეში,
ჯარის ჩამოვლას რატომ ელოდა
და ბობღანების ღრიალს შუკებში;
დროშების ქარსა და ფეხთა მტვერში
რად ევსებოდა სიამით მკერდი,
როცა ბრწყინავდა გურზი და კვერთხი
მალოროსიის ბატონის ხელში.

კოჩუბეისაც ჰყავს მეგობრები,


მასაც ხმლის ტარზე უდევს მარჯვენა,
მისი სახელის გადასარჩენად
მთელი პოლტავის დაბა-სოფლები
წარმოდგებიან და შეიძლება ისიც,
რომ შეიღბოს მტარვალის სისხლით,
შეგინებული მამის სახელით
გაუპოს . . . მაგრამ სხვა განზრახვებით
შეპყრობილია ამ წუთას იგი,
უბედურებამ გაუწვრთნა ფიქრი.

ეს ის დრო იყო, როდესაც რუსეთს


ომების ცეცხლი ეკიდა გულზე,
როდესაც მისი დიდების სისხამს
და გულში წლობით დაგროვილ რისხვას
ავაჟკაცებდა პეტრეს გენია.
მას ბევრი სილა მოუთმენია,
ბევრი სიმწარე აგემა ბედმა
და ბევრი მახე დაუგო შვედმაც.
ბოლოს თვითონაც ისწავლა ბრძოლა
და გამოვიდა დიდების გზაზე.
ასეა: ურო შუშას კი ამსხვრევს,
მაგრამ ათმაგად ამაგრებს ფოლადს.

უკვე ფერწასულ დიდებით მოსილს


უფსკრულზე ფეხი უცურდა კარლოსს,
მოსკოვს ეძებდა ზარბაზნის ბოლში,
რუსთა სალეწად დაედგა კალო.
ქება-დიდებით გულგაბერილი
მიიხვეტავდა ჩვენს ჯარს მტვერივით,
მაგრამ იმ გზაზე ვიდოდა ისიც,
რომლითაც ჩვენი ახალი მტერი,
აწ მარტოოდენ ფერფლი და მტვერი,
ვერ გახდა დაფნის და ხოტბის ღირსი.

უკრაინა კი ღელავდა უკვე


და ედებოდა შუკიდა შუკებს
გაღვივებული იმედის ალი
და ყველას გზისკენ ეჭირა თვალი:
კარლოსისაგან ელოდნენ შველას,
სახალხო ომი სწყუროდა ყველას,
რომ გაქცეოდნენ რუსეთის ბორკილს,
მოუშორებელს, გამძლეს და მოქნილს.
ვერ ივიწყებდნენ სისხლიან წარსულს
და გაჰყვიროდნენ: ”გათავდა! არ გვსურს!
დროა! ახლა კი დროა! ღმერთმანი!
გეტმანო!” - მაგრამ დუმდა გეტმანი
და ისევ პეტრეს მხარეზე იდგა,
უკრაინასაც მართავდა მშვიდად
და ძველებურად ილხენდა იგი,
თითქოს ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ.

ხალხი ღელავდა. ყველაზე მეტად


ახალგაზრდობა კიცხავდა გეტმანს:
”რაღაა, წლებმა უკვე ჩაუქრეს
ძველი სიმტკიცეც და სიჩაუქეც.
რად უნდა, ნეტავ, კვერთხს რომ დაათრევს?
უკანალს რატომ ში არ დაატევს?
დღს შეგვიძლია, თანხმობა თუა,
იმ ბინძურ მოსკოვს ვასწავლოთ ჭკუა.
ძალაუფლება რომ მისცა ახლა
სამოილოვიჩს ან დორაშენკოს,
ანდა პალეის და გორდეენკოს,
ჩვენც აგვეწია, იქნება, მაღლა
ჩვენი დროშები და უცხო მხარეს,
მშობლიურ კერის და კედლის გარეთ
არ ჩავლპობოდით ჩვენს კაზაკობას,
მინდობილს რუსის ფიცს და მზაკვრობას”.
თავისუფლების ჟინს აყოლილი
ახალგაზრდობა მსჯელობდა ასე,
დავიწყებოდა მკერდშებოლილი
წარსული, სისხლით და ცრემლით სავსე,
დავიწყებოდა ძველი ტყვეობა,
უუფლებობა და უმზეობა,
ბოგდანის შებმა და შეჭიდება,
მამა-პაპათა დროშის დიდება.
მაგრამ სიბერე გზებს დიდხანს ეძებს,
ეჭვის თვალია მეგზური მისი,
რა შეუძლია და რას ვერ შეძლებს,
მან სხვებზე ადრე და უკეთ იცის.
როგორ იხილავს ზღვის წიაღს თვალი,
თუკი ზღვას პირი შეუკრავს ყინვით?
ვინ გახდა ღირსი გონების ძალით
სულში ჩაღწევის, ჩაწვდომის, ხილვის?
ვერავინ! ბნელში ჩაფლულა ფიქრი,
როგორც ნაყოფი დათრგუნვილ ვნების
და შეიძლება, რომ მტკიცე ნებით
ისევ ძველ ზრახვას ამწიფებს იგი.
ვინ იცის? მაგრამ მაზეპას ახლა
უფრო თამამად ეჭირა თავი,
ამოდიოდა თანდათან მაღლა
სულის ფსკერიდან განზრახვა ავი.
უბრალო იყო, გულისხმიერი
და მოთაფლული ხმით და იერით
შეეძლო ეთქვა სხვათა სათქმელიც,
ის იყო ყველა გზის წარმმართველი.
მოხუცთან წარსულს ტიორად ისიც,
თვითონ სდიოდა ცრემლები სხვისიც
და თოფშიც თვითონ უდებდა ტყვიას
თავისუფლების მძებნელს და ტრფიალს;
დაჩაგრულს გულში იკრავდა ძმურად
და საუბრობდა სულელთა ბრძნულად.
და, ალბთ, ბევრმა არც კი იცოდა,
მაზეპას გული რითი იწვოდა,
როგორ მალავდა ვერაგულ ზრახვას
და თან განკითხვის ლესავდა ზრახვას
მოულოდნელად რომ აღემართა,
და თუკი ვინმეს ჯავრი ემართა,
გადაეხადა. ჯავრი კი ჰქონდა
და მისი გული სიამით თრთოდა,
როცა იმ წუთებს წარმოიდგენდა,
სხვას აღარაფერს არ დაგიდევდათ.
არ არსებობდა სიწმინდე მისთვის
და არც სიკეთეს იმახსოვრებდა,
ვერ შეეხედა თვალებში მზისთვის,
უსიყვარულოდ განვლო ცხოვრება,
მაგრამ მზად იყო სისხლი ეღვარა,
სისხლში ჩაეხრჩო მთლი ქვეყანა,
შორიდა ბოღმით უბღვერდა რუსეთს
და არც სამშობლო ეხატა გულზე.

არც კოჩუბეი არ მჯდარა უქმად,


გამწარებოდა იმასაც ლუკმა.
აკრაჭუნებდა სიბრაზით კბილებს:
„დავინდობ ჩემი ასულის დილეგს
და ცეცხლს არ მივცემ შენს სახლს, წყეულო,
მგელო ცხვრის ტყავში გამოხვეულო.
არა და არა, შენს სისხლში გასვრა
არ ეკადრება კაზაკის ხმალსაც.
მოსკოველ ჯალათს უნდა მიგგვარო,
დე, ჩემი ჯავრი იმან იყაროს,
რას ნიშნავს მისთვის, შენც კარგად იცი,
თავის მართლება, ხვეწნა და ფიცი.
იქ, სარეცელზე ტანჯვის და გვემის,
კვლავ გაიხსენე სიკეთე ჩემი,
პატივისცემაც და მასლაათიც,
რათა დასწყევლო დღე და საათი,
როცა, ვერაგო, შვილს მინათლავდი;
და ლხინიც, კერძს რომ თვითონ გირჩევი,
პატიოსნების თასს რომ გივსებდი;
და ღამეც, ჩემი სულის ნაჭერი,
რომ დამიძიძგნე ბასრი კლანჭებით”.

იყო დრო, როცა ის და მაზეპა


შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალში,
ერთ ხმად, ერთ სუნთქვად და ერთ არსებად
იდგნენ საერთო ცეცხლსა და ქარში.
როგორც მარილი, პური, მირონი,
საერთო იყო მათი გრძნობებიც,
ერთ მხარეს ქუხდნენ მათი თოფები,
საქმენიც, ქველნი და საგმირონი.
გაგრძელებიათ მეგობრებს ლხინიც
და გულითადი სჯა და ჩურჩულიც
და მაზეპასაც, ხარბი და ფრთხილი
და მეამბოხე სულის კუნჭულიც
გამოუხვეტავს და დაჩაგრულის
გულისტკივილზე, კბილთა ღრჭიალზე
და მოსალოდნელ ორმოტრიალზეც
გადაუკრია სიტყვა მზაკვრული.
ამგვარი ნდობა სუფევდა მაშინ,
გამობრძმენდილი ბრძოლების კვამლში
და ჰაერივით გაუბზარავი.
დღეს კი. . . არ ძალუძს, ალბათ, არავის
ასეთი ზიზღი და სიძულვილი.
დღეს კოჩუბეის ერთი სურვილი
აცოცხლებს მხოლოდ, ის აძლევს სითბოს,
მან აუღელვა სისხლიც ბებერი,
რომ მისი შვილის შემგინებელი
დაამხოს, ანდა დაემხოს თვითონ.

მაგრამ ჯერ მალავს თავის სიძულვილს,


ბედის განაჩენს დანებდა თითქოს
და ვითომ მხოლოდ სიკვდილზე ფიქრობს,
უკვე სამარის კართან მისული.
ის მაზეპაზე არ ბრაზობს, არა,
დამნაშავეა მისი ასული,
ღმერთთანაც თვითონ აგოს პასუხი,
მას კი თავს ზევით არა აქვს ძალა.
მან დაივიწყა ზეცაც და წესიც,
მანვე ჩააგდო ამ მწარე დღეში.

სინამდვილეში ბებერი მელა


თანამზრახველებს ეძებს და ზვერავს,
ამგვარ საქმეში წინდახედულებს.
მოუსყიდველებს და გაბედულებს,
ცოლსაც გაანდო თავისი ფიქრი:
რომ დაბეზღების მრისხანე წერილს
დიდი ხანია ამზადებს იგი,
რომ დიდხანს ვეღარ იხარებს მტერი.
და სულწასული მეუღლე მისი,
ყელამდე სავსე ქალური რისხვით,
შურისძიების მწარე სურვილით
მთლად ატანილი, ავი სულივით
ესისინება, ტირის, აქეზებს,
ცეცხლზე ნავთს უსხამს, კიცხავს, აკვნესებს,
ვერ გაუძლია, ირევა, იწვის,
შემონთბია ცეცხლი დიადი
და კოჩუბეიც ღამის წყვდიადში
თავის განზრახვას ანმტკიცებს ფიცით.

აჰა, გამოჩნდა თანამზრახველიც,


მას ისკრა ჰქვია, მისი სახელი
სიმამაცესთან არის ჩაწნული.
უკვე ახლოა მტრის აღსასრული,
მაზეპასათვის დადგა ავდარი, -
ასე ფიქრობენ, - მაგრამ სად არის,
სად გამონახონ ისეთი კაცი,
ამ დიდ საქმისთვის სულსაც რომ დალევს
და მაღალ პეტრეს, გეტმანის მფარველს,
მათ ნამოღვაწარს დაუდებს თვალწინ?

მაშინ პოლტაველ კაზაკთა შორის


ყვლაზე მეტად კვდებოდა ერთი
მარიასადმი ტრფობით და თრთოლვით,
ის იყო მისი მზეცა და ღმერთიც.
დილა იყო თუ საღამოს პირი,
მდინარესთან თუ წაბლების ჩრდილში
მის გამოჩენას უცდიდა შიშით,
ის იყო მისი დარდიც და ჭირიც.
და თუ მოკრავდა თვალს ერთი წამით,
უშუშდებოდა მტანჯველი წყლული
და ევსებოდა პირამდე გული
ბედნიერების თაფლით და შხამით.
მას უიმედოდ უყვარდა იგი,
უარს ერჩია, მოეკლა თავი
და განზე იდგა, როცა მის ყვავილს
სასიძოები ეხვია ირგვლივ.
და როცა ხალხშიც გავრცელდა სწრაფად,
როცა ბოროტი და მწარე ხმები
მასხრად იგდებდნენ მარიას ამბავს,
მას პირვანდელი ძალით და ვნებით
უყვარდა მაინც, მაგრამ შემთხვევით
თუ ახსენებდნენ მაზეპეს სახელს,
ეკვეთებოდა საწყალს ფეხები,
ეღრიცებოდა სიბრაზით სახე.

ვინ მიაჭენებს ცხენს ასე გვიან?


მთვაის დალალი ვის მხრებზე ყრია?
ვინ დაუფეთა ვარსკვლავებს ფიქრი?
ვისი ცხენია, ასე რომ მიქრის?

ჩრდილოეთისკენ უჭირავს გეზი


და მიწკრიალებს კაზაკი დეზი.
არ შეყოვნდება არც ერთი წამით,
ვერ შეაფერხებს ხევი თუ ხრამი.

ბნელში მახვილი ავად ბრჭყვიალებს,


უბეში სავსე ქისა ჩხრიალებს
და უბორძიკოდ მიფრინავს რაში,
ფაფარგაშლილი ტრამალის ქარში.

კაზაკს ყოველთვის ჭირდება ქისა,


ფეხმარდი ცხენის და ბასრი ხმლისა,
მოტრფიალეა და მაინც ქუდი
ამწუთას მისთვის ყვლაფერს უდრის.

ქუდისთვის დათმობს ხმალსა და ოქროს


და ერთგულ ცხენსაც გასწირავს, ოღონდ
ქუდში ნურავინ შეეცილება,
თორემ თვითონაც შეეწირება.

რად უფრთხილდება ქუდს ასე, ნეტავ?


მიტომ, რომ ქუდში აქვს ჩაკერილი
მას კოჩუბეის მკაცრი წერილი,
იგი პეტრესთნა აბეზღებს გეტმანს.

მაგრამ მაზეპა ვერც კი გრძნობს ხიფათს,


მას მომავალი ბრძოლები ხიბლავს,
ზალენსკიც გეგმას უხაზავს გეტმანს
და უკვე ტახტზე მჯდომარეს ხედავს.
თვლიან, წონიან, გლეჯენ, ლესავენ
და ამრავლებენ უნივერსალებს.
გეტმანსაც სჯერა, მოსწონს, იფარებს,
და შეჩვეული ღამის სიბნელეს,
ფუსფუსებს, იღწვის შეთქმულთა ხროვა,
სახალხო ჯანყი! გადაწყდა! დროა!
მეფის თავითაც ვაჭრობენ უკვე,
ვასლებს პირში უთვლიან ლუკმებს,
ორლიკსაც უკვე გაუბამს ქსელი,
მისი გაწვრთნილი ენა და ხელი
ყველგან აწვეთებს შხამსა და ბოღმას,
კაცმა არ იცის, საიდან მოჰყავს,
ან რას ჩურჩულებს გეტმანთან გლახა,
ორლიკს ყოველთვის გვერდით რომ ახლავს.
ან ამდენ საქმეს როგორ ახერხებს:
იქით ბულავინს უშლის საღერღელს,
აქეთ დნეპრელებს უღვივებს რისხვას
და კაზაკობაც იარაღს ისხამს,
რომ გაიხსენოს ძველი ხელობა
და მოსპოს პეტრეს თვითმპყრობელობა.
არა, არ იჯდა მაზეპა უქმად,
ჩაჰკირკიტებდა ჯიუტად რუკას:
არ ივიწყებდა იგი არავის,
ემუქრებოდა ბახჩისარაის
და ისევ რუსთა სოფლებს უსევდა,
მას ვარშავში მეფე უსმენდა
და ოჩაკოვოს კედლებში - ფაშა,
რუსეთის ჯავრი ტანჯავდა მასაც.
ხოლო კარლოსი ბანაკად იდგა
და პეტრეს უკვე თავის ტყვედ თვლიდა.
ვერ ისვენებდა მაზეპას სული,
ვერ იოკებდა ჟინდა და სურვილს,
მარჯვენის ქავილს და კბილთა ღრჭიალს
და აუცდენელს ასხამდა ტყვიას.

მაგრამ გენახათ, რა მოუვიდა,


რა ხმა აღმოხდა ვერაგს გულიდან,
როდესაც რუსმა დიდებულებმა
გამოუგზავნეს დასმენის წიგნი;
მაშინ კი მართლა დაიბნა იგი,
მთლად მოუშხამა შიშმა გუნება.
თუმცა ღირსეულ სასჯელის ნაცვლად,
როგორც ღმერთთან და მეფესთან მართალს,
კვლავ აფარებდნენ წყალობის კალთას,
თვალში თვითონვე იყრიდნენ ნაცარს.
და თვითონ მეფეც, ქვეყნის მპყრობელი,
ამჟამად ომის ტვირთში შებმული,
მაგრამ გულწრფელად აღშფოთებული
და უყოყმანოდ უარმყოფელი
ცილისწამების, სიტყვას აძლევდა,
რომ ყველას თავის კუთვნილს აწვნევდა
და მოხედავდა ამ ბოროტებას,
როგორც კი მთავარ მტერს აოტებდა.

და აკრუსუნდა მაზეპაც წამსვე,


მეფეს წუხილით შესჩივლა ასე:
”ღმერთმა ხომ იცის და ხედავს ყველა,
რომ ჩემი გული მეფისთვის ღელავს,
ოცი წელია მის ჩრდილში ვდგავარ
და ერთგულების შარაზე მავალს
მავსებს, მამაღლებს მისი წყალობა. . .
ოხ, ბოროტება მართლაც ბეცია!
შემეძლო, ზურგი რომ შემექცია
დიდებისათვის და სხვა გალობა
მესწავლა ახლა, სამარის კართან?
კეთილშობილი სახელის გარდა
არავითარი არა მაქვს ძალა.
სტანისლავს ხელი მივეცი განა?
ან უკრაინის ტახტზეც თავიდან
არ ვთქვი უარი, როგორც უღირსმა?
განა ავყევი სხვათა ბუკის ხმას
და შეთქმულების ბნელი კარვიდან
ყველა ბარათი თუ შეთანხმება
თქვენ არ მოგართვით? დღეს კი რა ხდება?
მას, ვინც არ აჰყვა ხანსა და სულთანს
და ვისაც მხოლოდ სიკეთე სურდა
თეთრი მეფისთვის და ვინც მის მტრებთან
მართლაც ერთგული ძაღლივით ყეფდა,
დღეს ღალატს წამებს ბოროტი ენა
და თანაც ვისი? ხომ იცის ზენამ,
იგი ორივეს მეგობრად თვლიდა. . .”
ასე შესტირა ხელმწიფეს ფლიდმა
და მაინც გახსნა სული ბოლომდის:
ორივეს დასჯას ითხოვს, ბოროტი.
მერე ვის დასჯას? ვისი ასულიც
ბებერ მკლავებში ჰყავს მომწყვდეული,
მაგრამ არ ჰყვება გრძნობებს, წყეული,
გულის კარი აქვს გადარაზული.
”თავს დააბრალე, - ამბობს გეტმანი, -
ბრიყვი ყოფილხარ სულმთლად, ღმერთმანი,
თურმე ზურგსუკან მალავდი დანას,
თავისუფლებას ეტრფოდი თანაც.
მაინც რა გეცა? რას აპირებდი?
საით გარბოდი? ვის იმედებით?
ან იქნებ. . . არა, ვეღარც ეგ გიხსნის,
სიცოცხლეს შვილიც ვეღარ გაჩუქებს,
ახლა გრძნობები უნდა გაჩუმდნენ,
რომ არ დაიქცეს გეტმანის სისხლი”.

ოხ, უბედურო! ოი, მარია!


ჩერკესელ ქალთა მზევ და მშვენებავ,
თუ იცი შენს თავს რა ავდარია?
რა გელოდება? რა გეშველება?
შენს ძუძუ-მკერდზე გველს უდევს თავი,
გველს მინდობიხარ უმწეო კრავი,
მისმა გარყვნილმა და მკაცრმა სულმა,
გაურკვევლობის და ვნების რულმა
მთლად ჩაგითრია და ახლა შენთვის
ისაა პურიც, წყალიც და ღმერთიც,
მისმა ჭაღარამ, მისმა ცბიერმა
და მომნუსხველმა ხმამ და იერმა
გადაგავიწყა მშობელი დედაც,
არად ჩააგდე არც მამის ელდა,
მაინც გაბედე, მაინც შესძელი
და ამჯობინე ეს სარეცელი
მშობლიურ კუთხეს, ზრუნვას და ალერსს,
მაგრამ მოტყუვდი და იგრძნობ მალე,
რომ მან, ვერაგი ბებრის სიდინჯით,
სიდარბაისლით და სიამაყით
აგიბიბინა ყალბი ბალახი
და მიაძინა შენი სინდისი.
შენც შესციცინებ თვალში ბავშვივით,
გულავსებული შვებით და ლხენით,
თავზე ევლები გრძნობააშლილი
და გსიამოვნეს შერცხვენა შენი;
და უფრო მეტიც: ამაყობ კიდეც,
ვით ამაყობდი უმანკოებით,
შენ ჩამოგლიჯე სიმორცხვეს რიდე
და შეამტვრიე ნაზი რტოები.
მაგრამ სირცხვილი რაა, ნეტავი?
ან რას დააკლებს ენები ავი?
თუკი მოხუცი ამაყი თავი
მუხლებზე უდევს, თუკი გეტმანი
ვერაფეს ამჩნევს, მის გარდა, ირგვლივ
და ავიწყდება მშფოთვარე ბედიც
ამ მშვენიერი არსების გვერდით.
არა, არაფერს არ დარდობს იგი
და მაინც მკრთალი ღრუბელი სევდის
ჩაწვება ხოლმე მარიას სულში,
როს ელანდება ტირილი დედის
და მამის სახე, მკაცრი და კუშტი.
მაშინ მარია თვითონაც ტირის,
ოხრავს და კვნესის, ღელავს და იწვის,
ჯერ კი არ იცის მთავარი წირი,
რაც უკვე მთელმა ქვეყანამ იცის.

მეორე სიმღერა

მაზეპეს გულში ისევ ქარია,


ისევ მოაგნეს ჭმუნვის ღრუბლებმა
და აღარც ესმის, ახლა მარია
თვალებით რასაც ესაუბრება.
ის სხვაგანაა, შორეულ მხარეს,
სხვა მიწაზე დგას, სხვა ცის ქვეშ ცხოვრობს
და საწყალ ქალის ჩურჩულს და ალერსს
მკაცრი დუმილით პასუხობს მხოლოდ.
დამცირებული და დაბნეული,
მარია ფეხზე წამოდგა წამსვე,
აუცახცახდა ბრაზმა სხეული
და მიახალა მაზეპეს ასე:
”გამოიხედე, გეტმანო, წუთით!
და მეც დამიგდე ცოტახანს ყური,
შენ შემოგწირე უსიტყვოდ, გულით,
რაც კი მებადა, კარგიც და ცუდიც.
სანაცვლოდ მხოლოდ სიყვარულს გთხოვდი,
არც მდომებია სხვა არაფერი
და სიყვარულის ცასი ნაფრენი
თავს ბედნიერად ამითაც ვგრძნობდი.
არ მენანება ვინმე ან რამე,
მაგრამ ხომ გახსოვს ის ჩუმი ღამე,
როცა პირველად შემახე ხელი?
სად გაქრა ახლა ის ვნება, მწველი?
ან იქნებ აღარ გიყვარვარ? მაშინ. . .

მ ა ზე პ ა

ჩემო ძვირფასო, ბავშვი ხარ, ბავშვი


და უსამართლოც. მალე ეჭვები
სულმთლად შეგჭამენ. ნუ შეეჭმევი,
ნუ დაუჯერებ, რადგან შენს მეტი
არავინ არ მყავს, ხოლო შენს გვერდით
ბედნიერბით მევსება გული,
ძალაუფლებაც, დიდებაც, ფულიც
უფერულდება.

მარია

თვალთმაქცობ ისევ,
ისევ მატყუებ და თუკი გისმენ,
მხოლოდ იმიტომ, რომ მივხვდე იქნებ,
რა დაგემართა, რა გიმღვრევს ფიქრებს.
მივარდებოდი გუშინ თვალებში,
დღეს კი გაბრაზებს ჩემი ალერსი,
არც მე გახსოვარ, აღარც სახლისთვის
აღარ გცალია და ვიღაც გლახის,
თუ ვიღაც ლოთი მამასახლისის
და ჩემთვის დღემდე უცნობი ხალხის
წრეში ტრიალებ და დაქეიფობ,
მე კი, ოხ, თითქოს მართლა ტყვე ვიყო,
ჩემს ოთახში ვარ გამოკეტილი,
ყველაფერსა აქვს ქვეყნად წერტილი.
ან ის ვიღაა, დულსკოის ქალი,
იმ დღეს ხოტბას რომ ასხამდი მთვრალი?

მაზეპა
ეჭვიანიც ხარ: განა შემფერის
მე, ჩემს ასაკში, ქალების დევნა
და უსაფუძვლო ოხვრა და ხვევნა?
ან ვის რად უნდა კუროდ ბებერი?
ეს ყმაწვილების საქმეა მხოლოდ,
რომ თვალთმაქცობით, ბოლოს და ბოლოს,
აცდუნონ ხოლმე სხვათა ცოლები,
ყალბი გრძნობებით ანათრთოლები.

მარია

არა, ჩემს კითხვას თავს ნუ არიდებ


და მიპასუხე გარკვევით, სადად.

მაზეპა

ყველაფერს გეტყვი, ყური დამიგდე,


ამოიწურა დუმილის ვადაც.
დიდი ხანია, რაც განვიზრახეთ
ჩვენ ეთი საქმე და აი, უკვე
დარეკავს ჟამი და დაგვიძახებს,
აგვიღრიალებს საომარ ბუკებს.
დიდხანს ვითმენდით მონობის პატივს
და თავდახრილნი ვიდექით ჩრდილში
ვითომ მფარველი ვარშავის ხათრით,
თუ თვითმპყრობელი მოსკოვის შიშით.
ახლა კი დროა, რომ უკრაინაც
თავისუფალი ქვეყანა იყოს
და არ უსმინოს სხვების დაირას,
თავის დაირა არ ჰქონდეს თითქოს.
ორივა მეფე თათბირობს ჩემთან,
უკვე მზადა ვართ და, ალბათ, მალე
ვიჭექებთ პეტრეს მეხად და ელდდ
და გამოვიტანთ ჩვენს დროშებს გარეთ
და იქნებ მართლა დავიდგა ტახტი,
გარს მახვევია ერთგული ხალხი:
დულსკაია, გლახა, იეზუიტი,
მაგრამ სენ მაინც ნურსად ნუ იტყვი;
თანამზრახველთა ხმა და ბარათი
მათი წყალობით აღწევს ჩემამდი,
აი, აქამდე რითი ვღელავდი,
ეს იყო, დღემდე რომ გიმალადი.
დამშვიდდი ახლა? შენი ფიქრები
ხომ განიფანტნენ?

მარია

მეფე იქნები?
შენი მშობელი ცისა და მიწის?

მაზეპა

შენი მტკაველით
ნუ ზომავ ხოლმე. იქნებ რა მელის,
იქნება გულში რას ფიქრობს ღმერთი.

მარია

არაფრის შიში არ მაქვს შენს გვერდით


და ვიცი კიდეც, რომ ტახტი უცდის
შენს ძლიერბას.

მაზეპა

ან იქნებ კუნძი?

მარია

მაშინ მეც კუნძზე, მეც შენთან ერთად!


თუმცა რას ვამბობ? გარკვევით ვხედავ
შენს მაღალ შუბლზე დიდების ნიშანს.

მაზეპა

შენ თუ გიყვარვარ?

მარია
ეგ რაღას ნიშნავს?

მაზეპა

ვინ გირჩევნია: მამა თუ ქმარი?


თქვი გულახდილად.

მარია

ოი, უფალო!
რად მეკითხები? ტყუილუბრალოდ
სულს რად მიწეწავ? ნუ ვიტყვით, არ ღირს,
მე ხომ უბედურ მშობლების სახლი
ხალხს სალანძღავად ჩავუგდე პირში
და, ალბთ, უკვე (ვერც მითქვამს შიშით)
დაწყევლილიც ვარ, რომ მექცეს შხამად
ეს სიყვარული. . . .

მაზეპა

ქმარი თუ მამა?
რატომ გაჩუმდი?

მარია

ფიქრიც კი მზარავს.

მაზეპა

მითხარი მეთქი!

მარია

გეყოფა! კმარა!

მაზეპა

ყური დაიგდე: ვთქვათ, გაწყრა ღმერთი


და მოხდა ისე, რომ ორში ერთი
უნდა გაწირო, ორივე ბედის,
ორივე სული შენ ხარ მსაჯული,
შენი ბრძნაებით ვართ მიჯაჭვულნიც
განკითხვის სკამზე. რას იზამ მაშინ?
რომელს დაინდობ? ვის სახელს წაშლი?

მარია

ნუ ხარ მაცდური და გთხოვ ძალიან,


ნუღა მაწვალებ ასე. . .

მაზეპა

მარია!

მარია

რატომ გაფითრდი? რა მოგივიდა?


ნუ მიბრაზდები: მსხვერპლად მივიტან
შენთვის ყველაფერს, არც დავფიქრდები,
მაგრამ მაშინეს შენი სიტყვები,
აზრიც არა აქვთ არავითარი.

მაზეპა

არ დაივიწყო, რაც დღეს მითხარი.


წყნარი ღამეა, უკრაინული,
კრიალებს ზეცა, როგორც ყინული,
ბრჭყვიალებს, ფეთქავს ვარსკვლავთა რემა,
ვერ მორევია ჰაერი თვლემას
და ვერცხლისფერი ფოთლები ალვის
სულ ოდნავ თრთიან. ციდან კი კრძალვით
დაჰყურებს მთვარე თეთრ ეკლესიას
და გეტმანების დიდებულ ბაღებს
და ძველ ციხესაც ბურანში ახვევს,
და სიჩუმეა, როგორც წესია.
ციხე კი შფოთავს, ჩურჩულებს ისევ,
მის ერთ-ერთ კოშკში პატივაყრილი
ზის კოჩუბეი, დარდით დაღლილი
და სიმწრის ოფლი გადასდის პირზე.
დილით დასჯიან. დე, იყოს დილით!
ზოგჯერ სიკვდილიც, თურმე, ტკბილია,
რაა სიკვდილი? ნანატრი ძილი.
არა, არც დარდობს, არც ეშინია.
მზადაა ჩაწვეს კუბოში იგი,
რაკი ბოროტი ბობოქრობს ირგვლივ,
მაგრამ ამქვეყნად ხომ არის ღმერთიც?
როგორ დაემხოს ბოროტის ფერხთით
ასე უსიტყვოდ, როგორც ცხოველი,
და ასე როგორ დათმობს ყოველი:
სულიც, სახელიც და მეგობრებიც,
მისთვის მარადჟამს დაუდგრომლები
და დაღუპულნი მისი მიზეზით;
როგორ დაუდოს ნაჯახს კისერი,
როგორ დალიოს სული ბებერი
და მტრის ზეიმი, დაუფარავი,
ვით აიტანოს, თუკი არავინ
არ რჩება შურის მაძილებელი.

და გაახსენდა ტკბილი წარსული,


პოლტავის ზეცა და სანახები,
შინაურები, ამხანაგები
და სიმღერები ნაზი ასულის;
და ძველი სახლიც, სადაც ის გაჩნდა,
სადაც სიცოცხლე ზეიმით ხარჯა,
სადაც იგემა შვებაც და დარდიც,
განცხრომის სიტკბოც და შრომის მადლიც;
და ყველაფერი, რაც დღემდე ნახა,
ნებაყოფლობით რომ დათმო ახლა,
და თანაც ვისთვის? –
მაგრამ ჟღრიალებს
ჟანგით შეჭმული ბოქლომი კარზე,
ის უბედურიც ფხიზლდება წამსვე,
გული ელევა და უფრიალებს
და ფიქრობს: აჰა, მოვიდა ისიც,
მოძღვარი ჩემი სულის და სისხლის,
ჭმუნვის ექიმი და ჯვრის მტვირთველი,
მიმტევებელი და გამკითხველი,
ჩვენგან მოკლული და დამარხული,
ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მსახური,
მომტანი მისი სისხლის და ხორცის
და ნეტარების მომგვრელი ლოცვის,
რომ მათი მადლით ნაზიარები
მშვიდად მივაპყრო სიკვდილს თვალები.
აჰა, მზადაა, რომ ყოვლისშემძლეს
დახვდეს მორჩილი და მოღიმარი,
გაანდოს დარდი და სატკივარი
და მიეხუტოს ბავშვივით მკერდზე,
მაგრამ ნანატრი მოძღვარის ნაცვლად
ბილწი ორლიკი სწვევია სტუმრად,
ისიც მიწაზე დაეშვა უმალ
და მიახალა შემოსულს მკაცრად:
”ისევ შენა ხარ? რა სურს მაზეპას?
რომ წამიბილწოს ბოლო ლამპარიც?
რომ ჩემი ბოლო თავშესაფარიც
დააგესლინოს შენს ბილწ არსებას?
რისთვის მოხველი?”

ორლიკი

შენს დასაკითხად.

კოჩუბეი

აკი დამკითხე, მეტი რა გინდა ?


შემეშვი

ორლიკი

არა. გეტმანმა ბრძანა,


არ დავიშუროთ თავი და ძალა
და გათქმევინო.

კოჩუბეი

კი მაგრამ, რაღა?
მე ვთქვი და მოვრჩი და ვიტყვი ახლაც,
რაც გუშინ ვიყავ, ისა ვარ დღესაც:
მზაკვარიც, ბილწიც, ვერაგიც, ქლესაც,
ბოროტი სულიც. . . და რაც კი გინდათ;
ხოლო გეტმანი წმიდაა, წმინდა,
ცამდე მართალი. . .

ორლიკი

გეყოფა, კმარა!
დიკანკაში რომ ოქროებს მალავ,
ის მიგვასწავლე. შენი მამულიც
და რაც რამე გაქვს გადამალული,
გადაეცემა ჯარის ხაზინას.
ასეა წესი, კანონის ძალით
შენც აღასრულე ეს ბოლო ვალი:
რაც შენმა ხელმა გაახაზირა
და გადამალა, გვიჩვენო უნდა,
რომ ამ ქვეყნიდან წახვიდე სუფთად.

კოჩუბეი

მართალსა ბრძანებ: მე სამი განძი,


დაცული გულის მიწით და ნაცრით,
მქონდა ამქვეყნად, სამი ოცნება!
ერთს ერქვა შვილის პატიოსნება,
ბედნიერბის მზით რომ მავსებდა,
მაგრამ მომპარა იგი მაზეპამ.
მეორეს ერქვა ჩემი ღირსება
და მამდიდრებდა, მდიდარს ისედაც,
მაგრამ წამართვა ისიც წამებამ,
უბედურებამ და მწუხარებამ.
და ახლა მხოლოდ ერთიღა დამრჩა,
ისაა ჩემი ოქროც და ფარჩაც:
შურისძიების სურვილი წმინდა!
მას თან წავიღებ, ღმერთისთვის მინდა.

ორლიკი

ბებერო, კმარა ფუჭი ყბედობა,


ღმერთს, გირჩევნია, თხოვე შენდობა,
განთიადს შენი სიკვდილი მოაქვს,
რა გეხუმრება? ხუმრობის დროა?
სად გადამალე, მითხარი, გისმენ,
თორემ ჯალათი კართან დგას ისევ.

კოჩუბეი

ბოროტო მონავ, რაღას მაწვალებ!


სულის ამოსვლა მაინც მაცალე,
კუბოში მაინც ჩამდეთ, ჩამაგდეთ,
ჯერ გულზე ლოდი მაინც დამადეთ,
და თუკი თქვენი გულიც გაძღება,
მერე გაქექეთ შენ და მაზეპამ
ჩემი სკივრები და სარდაფები,
ჩაიმხეთ ფაშვში ჩემი ჩაფები,
დასწვით, აჩეხეთ ეზოც და კარიც
და გაიყოლეთ თან ჩემი ქალიც:
მარილის კენჭი და მატყლის ფთილა -
სად რა დევს, გეტყვით ყველაფერს წვრილად.
ახლა კი მართლა იწამე ღმერთი,
მარტო მამყოფე სიკვდილის გვერდით.

ორლიკი

ფული სადა გაქვს, თვალთმაქცო, ფული?


თქვი, თორემ ბრაზით გასივდა გული,
ან რა აზრი აქვს ხელს რომ აფარებ?
იცოდე, უფრო იფუჭებ საქმეს,
მე მითქვამს, შენ კი თავს დააბრალე.
ამბობ თუ არა? ჯალათო, აქეთ!

რაღა ჯალათი უნდოდა, ბეჩავს!


ოხ, ტანჯვის ღამევ, ქვესკნელის ხატო!
მაგრამ გეტმანი სად არის ამდროს,
სად ემალება სინდისი ქეჯნას?
ის მიჯდომია მძინარე ნათლულს,
მარიას სძინავს უზრუნველ ძილით,
ის კი დასცქერის და ფიქრში გართულს
სახეზე ადგა წუხილის ჩრდილი.
ზის თავდახრილი და მოღუშული
და ერთმანეთზე მწარე ფიქრები
სულს უწეწავენ: ”რაღას ვუშველი!
მაგრამ რაც უფრო მკაცი ვიქნები,
მით უფრო კრძალვით შემხედავს მტერი.
სხვა გზა არ არის, დამსმენის მტვერი
ქარს უნდა მივცე”. მაგრამ მაშინვე
ახალი ფიქრი ეხვევა გულზე,
ახლა მარიას ბედი აშინებს,
როცა მის ნეტარ განცხრომას უმზერს:
”ოხ, ღმერთო, ამას რა ეშველება,
ვერც გადაიტანს, საბრალო, ალბათ;
ქვეყანას მოსდეს უკვე ენებმა,
ან ვინ დამალავს ამხელა ამბავს.
დილით კი ბასრი ნაჯახის ელვა
მოეფინება მთელს უკრაინას,
რითი ჩავახშო, ან რანაირად
ხალხის ყაყანი, შფოთი და ღელვა.
მე ახლა მივხვდი, მე ახლა ვხედავ,
რომ ვინც ჩემსავით გასწირა ბედმა
და ვინც სიმშვიდე არ მიიკარა,
ის მარტო უნდა დახვდეს გრიგალსაც,
მას ცოლის შერთვის არა აქვს ნება,
სად გაგონილა ერთ ეტლში შებმა
ცხენის და ირმის? ეს დამავიწყდა,
ამ გზაზე ფეხი მაინც დამიცდა
და ახლა უნდა ვუხადო ხარკი
ამ სიგიჟესაც . . . ამქვეყნად კარგი
რაც კი არსებობს და რასაც ფასი
არ დასდბია, ცხოვრების თასი
რითაც ტკბილდება - ამ საცოდვამა
მე შემომწირა, მე კი ოდნავაც
არ ვზოგავ ახლა და ახლაც ვძარცვავ
და შხამს ვუმზადებ, მადლობის ნაცლად”.
ის ასე ფიქრობს, ხოლო მის გვერდით
მარიას სძინავს უზრუნველ ძილით,
ბაგე გახსნია და უთრთის მკერდი.
მშვიდად, თანაბრად. . . მაგრამ ხვალ დილით. . .
მაზეპა შეკრთა, წამოდგა წამსვე,
მძინარეს ძალით მოსწყვიტა თვალი,
სიზმრებთან მარტო დატოვა ქალი
და კვლავ მტანჯველი ფიქრებით სავსე,
ბაღის ხეივანს დაუყვა ფრთხილად.
საბეიდწერო ახლოა დილა!

წყნარი ღამეა, უკრაინული,


კრიალებს ზეცა, როგორც ყინული,
ბრჭყვიალებს, ფეთქავს ვარსკვლავთა რემა,
ვერ მორევია ჰერი თვლემას
და ვერცხლისფერი ფოთლები ალვის
სულ ოდნავ თრთიან, ციდან კი კრძალვით
მიდამოს ზვერავს ფერმკრთალი მთვარე,
მაგრამ მაზეპას ფიქრკი კვლავ მწარე:
ვით ბრალმდებელთა მკაცრი თვალები
უტრიალდებენ სულს ვარსკვლავებ ი,
მსაჯულებივით იქნევენ თავებს
ალვის ხეებიც, მათი ჩურჩულით
სავსეა ბაღის ყველა კუნჭული;
და ჩახუთულა ზაფხულის ღამე.

უეცრად. . . სუსტი კივილი. . . ოხვრა. . .


ნიავს ციხიდან აქამდეც მოჰყვა.
ის ხმა ნადირის ყმულისაც ჰგავდა
და მიკიოტის გაბმულ ტირილსაც,
ტანჯული კაცის კვნესასაც, ანდა
გონება ისე გადაინისლა,
რომ ნაფიქრალი წარმოიდგინა.
მაგრამ აქამდე თუკი ითმინა,
ვეღარ გაუძლო მაზეპამ ახლაც,
ვეღარ მოთოკა წუხილის ტალღა
და დაიყვირა იმ ხმით თვითონაც,
რა ხმითაც ომის ცეცხლში ვიდოდა
და აყრუებდა ცას და ქვეყანას,
რათა მტრის ჯავრი ამოეყარა,
როცა ქარივით გასული მინდვრად
მიაგელვებდა ცხენს გამალებით,
როცა ზაბელა და გამალეი
და. . . კოჩუბეიც მის გვერდით იდგა.
დაიძრა ბინდი და განთიადმა
ცის ტატნობს ოქროს კიბე მიადგა.
გაბრწყინდა ველი, ყანა და მთები,
მდინარის ზვირთმაც ცისფრად იალა,
გაისმა დილის ჟღურტულა ხმები
და გაიღვიძა ადამიანმა.

მაგრამ მარიას ჯერ კიდევ სძინავს


და ძილში ესმის, რომ ვიღაც ფრთხილად
მიუახლოვდა და მორიდებით
მოუთატუნა ფეხზე თითები.
გამოეღვიძა, მაგრამ თვალები
მოაჭუტვინა მზის სხივმა წამსვე
და საამური განცხრომით სავსემ
წაიჩურჩულა ზანტად, მთქნარებით:
"მაზეპა, შენა?. . ." მაგრამ მარიას
სულ სხვა ხმა ესმის, ფხიზლდება უმალ.
ოხ, ღმერთო ჩემო! რა ამბავია?
დედა დგას მის წინ. . .

დედა

მარია, ჩუმად!
მთლად ნუ დაგვღუპავ, თხოვნა მაქვს ერთი,
ცრემლებითა გთხოვ, იწამე ღმერთი!
დღესაა დასაჯა, შენ შესძლებ მხოლოდ,
რომ შეუბორკო ხელები ბოროტს.
უშველე მამას.

შ ვ ი ლ ი (შეძრწუნებული)

მამას? ვის მამას?


ვის სჯიან? რატომ?

დედა

სადა ხარ? ვინ ხარ?


სასახლეში ხარ თუ ჭურში ზიხარ?
უნდა იცოდე შენ სხვებზე მეტად,
ქვეყანა როგორ შესტირის გეტმანს;
უნდა იცოდე, რომ მისმა რისხვამ
გაუთავებელ ცრემლად და სისხლად
გადაგვიქცია სიცოცხლე ყველას,
ვიღას მივადგეთ? ვის ვთხოვოთ შველა?
მეფეც მფარველობს. . . მაგრამ შენს დედას
ნუ გააწბილებ. . . თუმცა მეც ვხედავ,
მაზეპა ოჯახს რომ გირჩევნია.
ვითომ მშობლები მოგირჩენია,
ნებივრობ მშვიდად, როცა ჩვენს თავზე,
შურისძიების სურვილით სავსე,
კითხულობს იგი სასტიკ განაჩენს
და აღრიალებს განკითხვის ბუკებს,
მამაშენი კი კუნძთან დგას უკვე, '
გონს მოდი, შველა უნდა მამაშენს!
გონს მოდი-მეთქი! ექმენ მფარველად,
ჯერ კიდევ დროა, მარია, ჩქარა!
წადი, ემთხვიე მუხლებზე მტარვალს,
შესაგინებლად და დასალევად
ნუ მისცემ მის სისხლს. . . ოხ, ღმერთი თუა,
შენ როგორ გეტყვის გეტმანი უარს,
შენ ხომ გაწირე დედის ალერსიც,
ღირსებაც, ღმერთიც. . .

შვილი

ღმერთო, რა მესმის!
მამა. . . მაზეპა. . . და სათხოვნელად
საკუთარ შვილთან მოსული დედა.
მართლა გავგიჟდი, თუ მძინავს, ნეტავ?

დედა

არ გძინავს, არა! არც დაყოვნება


არ შეიძლება! არ უთქვამთ შენთვის,
მამაშენმა რომ გასცა გეტმანი?
(შენი გულისთვის გასცა, ღმერთმანი,
ვერ აიტანა საწყალმა მეტი).
მაგრამ თვითონვე დასწამეს ცილი,
თავს მოახვიეს ახალი ჭირი,
გადააბრალეს მზაკვრული ფიქრი,
ამოუდაღეს სასა და ყელი
და აიძულეს წამებით იგი,
რომ სიმართლეზე აეღო ხელი.
ხელმწიფეც შეცდა და მისი თავი
მტერს მისცა ხელში. . . ნუთუ არ იცი,
რომ დღეს საქვეყნოდ, მთელი ჯარის წინ
უნდა აღსრულდეს განზრახვა ავი,
როს აიწევა გეტმანის გურზი. . .
ჯერ კი საბრალო ციხეში უზით.

შვილი

ოხ, ღმერთო, ღმერთო! დღეს. . . მამაჩემი. . .


ჩემი სიცოცხლე. . . ჩემი გამჩენი. . .

და კოჩუბეის ტურფა ასული


დედის ფეხებტან წევს გულწასული.
ეჯიბრებიან დოლებს ბუკები,
ჭრელი ქუდების ტორგმანებს ტბორი,
ეწყობა ჯარი და მწკრივებს შორის
დაჰქრიან სწრაფი სერდიუკები.
ბრბო კი გროვდება, ყაყანებს, ხვნეშის,
ფანცქალებს გული, დიდდება თვალი,
გზა, გაჭედილი კაცით და ქალით,
მიიკლაკნება გველივით მტვერში.
შუა მინდორში დგას ეშაფოტი,
ირგვლივ ახალი ყრია ნაფოტი
და ეშაფოტზე, როგორც ხნძარი,
დაძრწის ჯალათი, გაუმაძღარი.
აჩქარებს ხარბი და ბილწი სული,
სანათრელ მსხვერპლის მოელის მოსვლას
და ხან ლაყბობით თავს იქცევს ბრბოსთან,
ხან კი სიმძიმეს ამოწმებს ცულის.
უცებ ბუზღუნიც, ოხვრაც, ყაყანიც,
ქალის კივილიც, სიცილ-ხარხარიც -
ჩაჩუმდა, ჩაკვდა. გალურსულ ველზე
ფლოქვთა თქარუნი ისმოდა მხოლოდ,
თვითონ გეტმანიც გამოჩნდა ბოლოს,
ამხედრებული ყორნისფერ ცხენზე.
გარემოცული ერთგულ ამალით
მოქროდა მისი რაში, ფრთამალი.
ხოლო ფორანი კიევის გზაზე
მიჭრიალებდა და ყველამ წამსვე
მისკენ მიაპყრო შემკრთალი თვალი:
იქ, იმ ფორანში, ბოროტი ძალის
უარმყოფელი და გადამტანი,
ზის კოჩუბეი, ალალ-მართალი;
და ისკრაც, მშვიდი და დიდებული,
ბედს ბატკანივით შერიგებული.
ფორანი შედგა. ამღერდა დასი,
წამოიზლაზნა საკმევლის ბოლი,
მხურვალე ცრემლით და გულის თრთოლვით
გზას ულოცვავენ ტანჯულსებ ცაში,
ხოლო ისინი მტრისთვის გოდებენ,
ღმერთს ავედრებენ და აცოდებენ.
გაქვავებული ხალხი, დიდძალი,
და უნებურად მზერას არიდებს
ბრჭყვიალა ნაჯახს. აჰა, ავიდნენ
და კოჩუბეიმ ბოლოს პირჯვარიც
გადაიწერა და გაწვა კუნძზე,
ბასრი ნაჯახიც გაბრწყინდა უცებ,
გაგორდა თავი. . . აჰა, მეორეც.
არც უბრალო ხალხს და არც მეომრებს
არ ადევთ ფერი. ხოლო ჯალათმა,
სიხარულს ახლაც რომ ვერ მალავდა,
თავებს ქოჩრებში დასტაცა ხელი,
და ბოლოს ცრემლით და სისხლით სველი,
მაღლა ასწია - ბრბოს დასანახად.
დასაშინებლად და გასალახად.

დამთავრდა დასჯა. გულგრილი ხალხი


უკვე იშლება, შინ მიიჩქარის,
ყველას თავისი ადარდებს სახლი,
ყველას თავისი - ეზო-ჭიშკარი.
დაცარიელდა მინდორი კიდეც,
აქა-იქ თითო-ოროლად იდგნენ,
როდესაც ორმა დაღლილმა ქალმა
ოხვრით, ბორძიკით გადმოსჭრა შარა;
ჩამოხეოდა ორივეს კაბა,
სეირის ხილვას ჩქარობდნენ, ალბათ.
"დაგაგვიანდათ", - უთხრეს და თანაც
შუა მინდვრისკენ ანიშნეს ხელით:
გუდა-ნაბადი აეკრა ჯალათს,
დაფარფატებდა მის ნაცვლად მღვდელი,
მუხის კუბოში ჩაჭედილ ცხედარს
ორი კაზაკი ფორანზე დებდა.

ილტვოდა იგი, რისხვად ქცეული,


თავზარდამცემი ედო იერი
და საშინელი სიცარიელით
ეგვემებოდა მთელი სხეული.
გამობერვოდა ძლიერი მკერდი,
ოფლში ცურავდა მისი მერანი,
სიტყვა ვერ უთხრეს გეტმანს ვერავინ,
არ გაიკარა არავინ გვერდით.
ტანჯავდა ეჭვი გულსჩასახული
და შინ მისულმა იკითხა წამსვე
მარია, მაგრამ წუხილით სავსე,
შეცბა, დაიბნა, დაფრთხა მსახური.
ჯიუტი ეჭვი ტანჯავს, აშინებს,
მარიას ოთახს ეცა მაშინვე,
სიცარიელეს წააწყდა თვალი,
ვერც ბაღში ნახა მარიას კვალი,
ბუჩქებს ტყუილად ქექავდა იგი,
სიცარიელე სუფევდა ირგვლივ.
წასულა! ჩქარა! - და აი, უკვე
მიამტვერებენ გზებსა და შუკებს
მისი ერთგული სერდიუკები.
დიდი ხნით გაქრნენ მტვერში შუკები
და ღობე-ყორეს დამაქცევარი
ველურ ყიჟინით მიქრის მდევარი
ოთხივე მხარეს და მთელი ძალით,
ცხენებს მუხლებში ჩაუდგათ ქარი.

ყველას დააწვა წუხილის ლოდი,


არ ჩანს მარია, მისი გზა-კვალი
კაცმა არ იცის: რატომ ან როდის
გაიქცა იგი. გულის კანკალით
გზას გასცქერიან. წამს მისდევს წამი
და მაზეპასაც ერევა შხამი,
გარინდებულა წუხილის ჩრდილში,
მსახურებს გული უსკდებათ შიშით;
ჩაკეტილია იგი ოთახში,
ზის სარეცელთან და საცოდავი
უხმობს მარიას ხვეწნით და ფიცით
და ჯოჯოხეთურ კოცონზე იწვის.

დილით მობრუნდა უკან მდევარი


და გუშინდელი მედიდურობის,
რიხის, სიმკვირცხლის და მორთულობის
არ მოჰყოლია არც ნახევარი.
ჩამოფლეთილნი იყვნენ ყველანი,
მტვერსა და ოფლში იდგნენ ყელამდი,
მაგრამ ამბავი ვერ თქვა ვერავინ,
ვერ უნახიათ მარიას კვალიც,
მიწამ ჩაყლაპა საბრალო ქალი.

მესამე სიმღერა

ვერავითარი სევდა და დარდი


ვერ შეაჩრებს გეტმანის ლტოლვას.
ის ისევ ძველი ბილიკით დადის,
გადასახდელი აწუხებს ბრძოლა.
ისევ ჩურჩულებს კარლოსთან იგი,
ჯერ მისი რწმან არ დანგრეულა,
ხალხში კი თავი მოაქვს სნეულად
და სასიკდილო სარეცლის ირგვლივ
იკრებს მკურნალებს, ოხრავს და კვნესის,
რათა არიოს კვალი და გეზი.
ათასმა შფოთმა, ვნებამ თუ სენმა,
სევდის ჭიამ თუ სიბერის მტვერმა
დაუბეჩავა ხორცი და სისხლი
და აღსასრულის კართან დგას ისიც;
ბოლოს ლოგინად ისიც ჩავარდა,
სძლიეს ცოდვებმა და იარებმა,
განმარტოება სურს მღვდელმთავართან,
სთხოვს აღსარებას და ზიარებას.
სურს აღასრულოს მან ყველა წესი,
რომ ღმერთს სპეტაკი ჩაბარდეს ხელში,
რომ საიდუმლო და წმინდა ზეთით
გაიმსუბუქოს სული და ბედი.

დრო კი მიქროდა. მოსკოვის თრთოლვით


და მოუთმენლად იფშვნეტდა ხელებს
და ძველტა მტერთა საფლავებს შორის
შვედს პირდებოდა დიდებულ ქელეხს.
მაგრამ კარლოსის ზარბაზნის ბოლი
მალოროსიის მოედო ველებს.
აჰა, აღსრულდა! მაზეპა წამსვე
ფეხზე წამოდგა ჯან-ღონით სავსე,
გუშინდელ ბეჩავს და მიხრწნილ ბებერს
სადღა სცალია დღეს სასიკვდილოდ,
ჯერ მტრების სისხლმა უნდა იდინოს!
ვერაგი მტერი ჰყოლია მეფეს.
კვლავ ძველებურად ამხნევებს მხედრებს,
კვლავ სიამაყით უბრწყინავს თვალი,
კისკისებს მისი მშიერი ხმალი,
ძლიერი მტერი ჰყოლია პეტრეს.
ვერც სიმარდეში ჯობნის ვერავინ,
დესნასკენ მიქრის მისი მერანი.
იმ კარდინალს ჰგავს, რომის ტიარამ
რომ მოურჩინა სულის იარა,
სიბერის კუზიც რომ მოაცილა,
სიბერის კუზიც რომ მოაცილა,
კვლავ რომ აქცია ჯანსაღ ყმაწვილად.

უკრაინას კი ცეცხლი ედება,


უკრაინაში შფოთი გრძელდება:
„მან უღალატა, კარლოსის ფერხთით
დადო მორჩილი ხმალი და კვერთხი“.
ერთმანეთს ცდიან, ზვერავენ ფრთხილად
და სისხლიანი თენდება დილა
სახალხო ომის.
ძნელია დღესაც,
აღწერო მეფის რისხვა და წყრომა,
ტაძარი წყევლის მაზეპას ხროვას,
ჯალათი ნაჯახს წინასწარ ლესავს.
რადაც ბობოქრობს და უფრო მკაცრად
სხვა გეტმანს ითხოვს, მაზეპას ნაცვლად;
და ენისეის ნაპირებიდან
ისკრას სახლობა პეტრესთან მოჰყავთ,
ცრემლსა ღვრის პეტრე, ბოდიშობს, ოხრავს
და რასაც ადრე დაპირებია
დასჯილთ ათმაგად უსრულებს ახლა,
ისევ დიდების კვარცხლბეკზე აჰყავს
უკვე მოხუცი პალეიც, ვისც
მაზეპას მტრობა უფრთხობდა ძილსაც.
გადასახლების ავიწყებს წყვდიადს,
საქმეს ავალებს ძნელსა და დიადს
და მასაც, რაკი მეფე ენდობა,
უკრაინისკენ მიჰყავს მხედრობა.
მძვინვარებს ჯანყი, დამაქცევარი,
ძვირდება ხმალი და სატევარი.
დაიწყე! მიდი! აქ ვართ! მზადა ვართ!
ჯალათის ხელში ნაჯახი წვეთავს:
თავს კვეთენ ჩეჩელს და მასთან ერთად
ზაპოროჟელთა გულად ატამანს.
შენც, მოტრფიალევ ხმლისა და სისხლის,
გვირგვინის ნაცვლად ჩაფხუტს რომ იდგამ,
ტყუილად წვალობ, ვეღარც ის გიხსნის,
ვერ იბოგინებ ამქვეყნად დიდხანს.

და დასძრა მეფემ თავისი ჯარი,


გახშირად დოლი და გულთა ძგერა,
პოლტავის ველზე პირისპირ მდგარი
ორი ბანაკი ერთმანეთს ზვერავს:
ადრე მრავალგზის უკუქცეულმა
მებრძოლმა, მკაცრამა და ღირსეულმა,
ისევ მიაპყრო მეტოქეს თვალი,
დასაქცევ სისხლით წინასწარ მთვრალი.
მტერს უთვალთვალებს კარლოსიც მკაცრად
და გულს უმძიმებს ბოღმა და სევდა,
როდესაც ნარველ ლტოლვილთა ნაცვლად
რუსთა დიდებულ მხედრობას ხედავს.
დამჯერი, მშვიდი, მოქნილი, სწრაფი -
ველზე გაწვრთნილი პოლკები დგანან
და აზიდულა საავდროს წარბი,
გარინდებულა მრისხანე ძალა.
კარლოსმა ბრძოლა დილისთვის ბრძანა.
ღრმა ძილით სძინავს შვედების ბანაკს,
მხოლოდ ერთ კარავს ვერ იპყრობს ძილი,
ჩურჩული ისმის კარვიდან ფრთხილი.

„არა, ავჩქარდეთ, ახლა მეც მჯერა,


რომ ვერ გავზომეთ რაღაცა კარგად,
რაც ჩვენ გვინდოდა, ეს იმას არ ჰგავს,
ვერ ვიხეირებთ, ორლიკო, ვერა.
რაღა თქმა უნდა, შევცდი ძალიან,
მაგრამ რას იზამ! ჩემი ბრალია
და რაც მომივა მართლაც ახია,
ამიყოლია ბებერი ბალღმა,
ასე არაა? ის ხომ ბალღია?
ადრეც ვამბობდი და ვიტყვი ახლაც:
ერთი გულადი, მარჯვე ბიჭია,
და ნიჭიცა აქვს, ისიც ნიჭია,
რომ ერთი-ორი მოიგო ბრძოლა,
რომ მტერს მოჰგვარო შიში და ძრწოლა,
რუს ჯარისკაცზე მარდად და ფრთხილად
თავზე უეცრად დაატყდა ჭირად,
დაიჭრა კიდეც და სხვებიც დასჭრა,
მოსისხლეს სტუმრად ეწვიო ვახშმად
და გაეხუმრო ყუმბარის ღრიალს;
ხვალინდელ დღეს კი განკითხვა ჰქვია,
თავს ნუ იწუხებს, ხმალს ნუღარ ლესავს,
ბდღვნად არ ეყოფა თვითმპყრობელ ვესაპს.
მას სურს პოლკივით წარმართოს ბედიც,
ანდა ხმალივით წელზე შეიბას,
ბრმაა, ჯიუტი, სულსწრაფი, ცეტი,
ყოყოჩიცაა და თავქეიფაც.
მტერს ალღო უნდა აუღო დროზე,
უნდა არჩევდე ძველსა და ახალს;
რქა არ შერჩება მოჩხუბარ მოზვერს,
მოიტეხს კიდეც, თვითონაც ნახავ.
ქვეყნად არ არის ახლა სხვა ძალა,
მტვრად რომ არ იქცეს პეტრეს ხელებში
და მეც მრცხვენია, რომ სიბერეში
ასე ავყევი ამ მაწანწალას,
რომ დამაბრმავა მისმა გმირობამ
და ერთგულების მივეც პირობა,
ქალიშვილივით. . .“

ორლიკი

ნუ ავჩქარდებით,
ხვალ გამოჩნდება გზა უკეთესად.
თუ გვენდომება, მე ვარ თავდები,
რომ კვლავ აღვადგენ კავშირს პეტრესთან.
ჩვენგან ზლეული, გონება თუ აქვს,
შერიგებაზე ვერ იტყვის უარს.

მაზეპა

ღმერთიც ვერ შესძლებს ჩვენს შერიგებას:


ქვიშაზე ცხიე არ აიგება.
ბედს სურდა ასე და ასეც მოხდა,
დიდიხანია გულს მიწვავს ბოღმა,
დიდიხანია. . . ერთხელ აზოვთან
მეფის კარავში ვღრეობდით დიდხანს,
აღარაფერი აღარ გვახსოვდა,
დუღდა თასებიც, სისხლიც და სიტყვაც.
უღმერთოდ სვამდა მეფის ამალა,
ღვინო კი თასებს ისევ ავსებდა,
რაღაც ვუთხარი მეფეს თამამად,
პირი დააღეს ახალგაზრდებმა.
გაცეცხლდა მეფე, დააგდო თასი
და ჩემს ულვაშზე იყარა ბრაზი,
მუქარით მტაცა ულვაშზე ხელი,
ჩამაყლაპვინა ცრემლები ცხელი,
მომათოკინა რისხვაც და ელდაც,
მაგრამ მაშინვე მივეცი ჩემს თავს
შურისძიების ურყევი ფიცი,
შურისძიების კოცონზე ვიწვი,
მის აღსულებას ვნატრობ და ვუცდი,
თან დავატარებს, ვით დედა მუცლით
ჩვილს დაატარებს. აჰა, აღსრულდა,
ხვალ გაირკვევა, უფალს რაც სურდა,
მაგრამ ისედაც ჩემი ცხოვრება
პეტრეს ბოლომდე ემახსოვრება.
გაჩენილი ვარ მე პეტერს ჭირად,
მე მის გვირგვინში ამოველ ეკლად
და ისიც დასთმობს ყველაფერს ქვეყნად,
ოღონდ მაზეპა, ისე ვით წინათ,
ულვაშით ჰყავდეს დაბმული ახლაც.
დილა გაარკვევს ყველაფერს, ვნახავთ,
დიდების სიხივი ვისკენ მიცურავს,
ჯერ იმედს ნურც ჩვენ გადავიწურავთ.

გაჩნდა თუ არა სინათლის ზოლი,


ყველა ქვემეხი ერთხმად აყეფდა
და მეწამული მტვერი და ბოლი
ცისკენ დაიძრა მზის შესახვედრად.
ამჭიდროებენ პოლკები რიგებს,
მსროლელთა რაზმი საფრდება იქვე,
მოფრინავს ჭურვი, სისინებს ტყვია,
მინდორზე უკვე გმირები ყრია.
ცეცხლი ედეგბა სანგრებს და თხრილებს
და გამარჯების საყვარელ შვილებს
ბასრი ხიშტებით სიკვდილი მოაქვთ,
ღრიალებს ბუკი, შეტევის დროა,
დაუქანცავი, ამტანი, მყარი,
აჰა, დაიძრა ქვეითი ჯარიც,
ზურგი რომ მისცეს კავალერიას,
ყველგან ცეცხლია, ყველგან მტვერია,
მაგრამ ცხადია, რომ ბრძოლის ბედი
ჩვენსკენ იხრება, იხრჩობა შვედი,
ირევა, ილტვის და ითელება,
ამოისუნთქეს ცოტა ჩვენებმაც.
როზენს სიბრაზის ცეცხლი ედება
და შლიპენბახი უკვე გვნებდება.
აჰა, გაქცევაც იკადრა შვედმა,
წყალობის თვალი მოგვაპყრო ღმერთმა.
"გვვარავდეს ღმერთი!" - ბრძანა პეტრემაც
და გამოვიდა კარვიდან სწრაფად.
ცხენი მოართვეს მეფეს მხედრებმა,
მუხლზე იცემდა მერანი ფაფარს.
ერთ რამედ ღირს ხელმწიფის ხილვა,
მისი მრისხანე თვალების ბრწყინვა,
მისი მიმოხვრა და წარბთა შეყრა, -
ღვთის რისხვასა ჰგავს ჩამოსულს ქვეყნად.
მორჩილად უცდის ერთგული ცხენი,
ათრთოლებს ომის სურნელი ცხელი,
იბრუნეს კისერს და აღვირს ღეჭავს.
აჰა, მივიდა, შეეხო, შეჯდა,
მიქრის, დაჭრილთა აცოფებს კვნესა,
ეამაყება მხედარი ცხენსაც.

უკვე ახლოა შუადღის ხვატი,


მიწას ალმური ცახცახით ასდის,
ვით მიწის მუშა, ისვენებს ჯარი,
ჩადგა საომარ მუსიკის ქარი,
აღარ ყეფს მშიერ ზარბაზნის ხახა,
დაცხრა, დამშვიდდა გრიგალის ტალღა,
სისხლის მდინარე დატბორდა, დაშრა
და მღელვარების დასაოკებლად
უცებ რუსულმა იჭექა ვაშამ, -
პეტრეს შეასწრეს თვალი პოლკებმა.

და აი, პეტრეც პოლკების გასწვრივ


მიქრის დიადი, შემძლე და მკაცრი,
ლაჩართა რისხვა, გმირთა შემქები;
და მოჰყვებიან უკან ლეკვები,
პეტრეს ბუნაგში გამოზრდილები,
ჭირსა და ლხინში გამოწვრთნილები,
ამხანაგები, ძმები, შვილები,
გული რომ მისცათ პეტრემ ლომური,
მკლავი რომ მისცათ მხნე და შემტევი,
აგერ ბრიუსი, აგერ ბოური,
რეპნინიცა დაშერემეტევიც.

ჩამწკრივებულან პოლკები ლურჯად,


მისჩერებიან განსაცდელს ურჩად.
ატატებული მოჰყავთ კარლოსი,
ომის სასწორზე სულსი დამდები,
გარემოცული მთავარსარდლებით
და ჩაძირული ტანჯვის ხაროში;
დაუფეხვია ჭრილობას იგი,
თვალებს უაზროდ აცეცებს ირგვლივ,
თითქოს დასაყრდენს დაეძებს წერტილს,
ნანატრი ბრძოლის აღელვებს ბედი.
ჯარი კი ისევ მის ნიშანს ელის
და გაიშვირა კარლოსმაც ხელი.

მაშინ რუსებმაც იშიშვლეს ხმალი,


ამოანთხია ქვემეხმა ალი
და ატყდა ომი, პოლტავის ომი!
გააფთრებული ლომს ეცა ლომი,
გადათელილი ცოცხალი კედლით
ხორცი და ძვალი დაზვინდა მხედრის,
რიგს ენაცვლება ახალი რიგი,
თუჯის ბირთვები დახტიან ირგვლივ,
სკდებიან, გლეჯენ, ანგრევენ, თხრიან,
გვამებზე ისევ გვამები ყრია,
ბრჭყვიალებს ხიშტი, მახვილი, შუბი,
ღმუის ქვემეხი, იპობა შუბლი,
გუგუნებს დოლი. იხევა მკერდი
შვედის და რუსის, რუსის და შვედის,
ოხვრა, თქარუნი, ჭიხვინი, კვნესა,
ჭირის დღე ადგას კაცსაც და ცხენსაც,
კბილდაკრეჭილი და ფერმიხდილი
ოთხივე მხრიდან მოდის სიკვდილი.

ხოლო სარდლები ფხიზლად და მშვიდად


უთვალთვალებენ ომის მსვლელობას,
წინასწარ ჭვრეტენ მარცხსა და ხიფათს,
რადგან ესაა მათი ხელობა.
მაგრამ ის ვინ დგას ხელმწიფის გვერდით?
უძლური ჟინით ვის ეწვის მკერდი?
ვისი ჭაღარის შუქი დგას ირგვლივ?
ორ კაზაკს ფრთხილად უჭირავს იგი
და გამოცდილი მეომრის მზერა
ბრძოლის ველს ორბის სიხარბით ზვერავს.
მისი ოცნება აღარ ახდება,
ცხენს ძველებურად ვერ მოახტება,
გმირი პალეი ლანდად ქცეულა,
გადასახლებამ დაასნეულა
და უკვე მისულს სამარის კართან
ბოღმა და ბრაზი, ვით ღამის კალთა,
რად აფარია სახეზე ნეტავ?
იქნება იგი მაზეპას ხედავს?
იქნება ომის ცეცხლსა და კვამლში
მოსისხლე იცნო და სწორედ მაშინ
უსუსურობამ და უძლურობამ
მთლად მოუშხამა მოხუცს გუნება.
მაზეპა იდგა ჩაფიქრებული,
უთვალთვალებდა ბრძოლის ველს იგი,
თანამზრახველთა მთელი კრებული
და ახლობლები ეხვია ირგვლივ.
უცებ ისროლეს და სროლის ხმაზე
შემოტრიალდა მაზეპა წამსვე:
მუშკეტის ლულა ისევ ბოლავდა
ვოინაროვსკის უტყუარ ხელში
და ორ ნაბიჯზე ვიღაც გორავდა
საკუთარ სისხლში, ოფლსა და მტვერსი,
ხოლო მომაკვდავ კაზაკის ცხენი
ველზე მიქროდა დაფეთებული,
კაზაკს კი ხმლისთვის ჩაევლო ხელი
და სიძულვილით გაფითრებული
მაზეპასაკენ იწევდა ისევ,
ზიზღი ეხატა მომაკვდავს პირზე.
მიუახლოვდა მაზეპა ნელა,
მაგრამ უცნობი კაზაკის სახე
უკვე ქრებოდა და მისი ენაც
ძლივსღა ამბობდა მარიას სახელს.

უკვე ახლოა, ახლოა წუთი


გამარჯვებისა! გავღუნეთ შვედი!
ო, დიდო წუთო! ეს წუთი უდრის
მთელ საუკუნეს! ბიჭებო, ერთიც!
და აჰა, გარბის მტერი, ძლეული,
ფეხდაფეხ მისდევს, რისხვად ქცეული,
ჩვენი მხედრობა, გაცოფდნენ ხმლები,
აღარ ეტევა მინდორზე მკვდრები.
ზეიმობს პეტრე, მხნე და ამაყი,
გაბრწყინებია დიდებით სახე.
თასებში უკვე ბორგავს არაყი,
უკვე სიმღერაც გაისმის მჭახე.
თავის კარავში ღებულობს იგი
საკუთარსა და შეპყრობილ სარდლებს,
ტყვეებს წყალობის აფარებს კალთებს
და ადღეგრძელებს თავმოდგმულ ჭიქით.

მაგრამ მთავარი არ ჩანს სტუმარი,


ჩვენი მრისხანე მასწავლებელი.
სად ილტვის ახლა, ბედის მძებნელი?
ახლა სად უდევს ქვის სასთუმალი?
ანდა მაზეპა სადღაა, ნეტავ?
მისი ძაღლები დღეს საით ყეფენ?
რატომ ვერ ვხედავთ ცულის ქვეშ გეტმანს?
სტუმრებში რატომ ვერ ვხედავთ მეფეს?

სტეპში მიქრიან ახლა ისინი,


ფეხდაფეხ მისდევთ ტურის სიცილი.
დააკავშირათ წყეულმა ბედმა, '
დღეს ერთი გზა აქვს კარლოს და გეტმანს.
საფრთხე და ბოღმა ამხნევებს კარლოსს,
ცხენს მიაჭენებს, მიფრინავს, ჩქარობს,
დავიწყებია ჭრილობაც მძიმე,
თავჩაქინდრული მიჰყვება იმედს.
ასდევნებია ამალაც ძრწოლვით,
რუსებისაგან ძლეულს და ლტოლვილს.

კარლოსის გვერდით მიქრის გეტმანიც,


თან თვალი ფხიზლად უჭირავს გზაზე.
აგე, ხუტორი. . . მაგრამ ნეტავი,
რამ შეაშინა მაზეპა ასე?
რად ააჩქარა მაზეპამ ცხენი?
რად აუქცია უსიტყვოდ გვერდი?
მიტოვებული და სევდის მგვრელი
ეს ღობე-ყორე, კარი და სვეტი,
იქნება რამე ამბავს გახსენებს?
თქვი, რა გაწუხებს და არ გასვენებს?
ბედნიერების და მყუდროების
და შეგინებულ უმანკოების
იცანი განა ძველი სავანე,
შენ რომჯ მოსპე და დაასამარე?
ადრე, ოდესღაც, დიდი ხნის წინათ
შენც ხომ მრავალჯერ მჯდარხარ აქ ლხინად
და გიყნოსია სუფრის ვარდები, '
გულგამთბარს ღვინით და ყურადღებით.
ბაღიც ხომ გახსოვს? წყაროს ჟღურტულიც?
და მოგოგმანე ნაზი ციცარიც?
შენ ის ციცარი ღამით, ქურდულად,
რომ გაიტაცე . . . გახსოვს იცანი!

ღამის ჩრდილებში ჩაფლულა სტეპი,


ცახცახებს დნეპრის ცისფერი ზოლი
და დნეპრის პირას, ქარაფებს შორის,
თვალს ატყუებენ რუსეთის მტრები.
ძილს მისცემია გულმშვიდი გმირი,
პოლტავის აღარც ახსოვს ზარალი,
მაგრამ სულ სხვაა მაზეპას ჭირი,
განუკურნელი და შემზარავი.
არ მოეკიდა არაფრით რული,
ვერ გაიყუჩა მწუხარე სული
და აი, დაფრთხა დუმილი ღამის:
ვიღაც ეძახის! ჩათვლემილს წამით
კვლავ დაურუნდა სიფხიზლე წამსვე:
წამოდგომია ვიღაცა თავზე,
ხელს უქნევს ტანაც. . . და შეკრთა უცებ,
ვით ეშაფოტზე, ცულის ქვეშ, კუნძზე.
მის წინ დგას იგი, ჩამოხეული,
თვალანთებული, ლანდად ქცეული,
თმაგაწეწილი ტრამალის ქარით,
განათებული ტანჯვით და მთვარით. . .
"თუ სიზმარია?. . . მარია. . . შენა?"

მარია

ჩუმად, ძვირფასო! ისედაც ვღელავ. . .


მხოლოდ ახლახან დახუჭეს თვალი
ჩემმა მშობლებმა . . . საწყალი ქალი. . .

მაზეპა

ოხ, უბედურო! ღმერთო! მარია!


ეს რა მოგსვლია, რა ამბავია?

მარია

ყური დამიგდე: რა მოიგონეს!


უკეთეს ამბავს სად გაიგონებ?
ეშმაკის ფეხი! ბოროტი! ავი!
ვითომ მამაჩემს მოკვეთეს თავბი,
მაჩვენა კიდეც, მაგრამ ღმერთმანი,
მგლის თავი იყო, მგლისა! . . . ნეტავი,
რა უნდა ჩემგან, რატომ მაწვალებს?
ალბათ, იმიტომ, რომ ვანაცვალე
შენს თავს ყველანი. . . რომ არ გავიქცე
დღეს შენთან ერთად . . . რატომ მამიწებს?
რა უნდა ჩემგან?"
მაზეპას ჩუმად
ეგლიჯებოდა ხორცი და ძვალი,
მაგრამ უაზრო ფიქრებმა უმალ
კვლავ გაიტაცეს საბრალო ქალი:
"თუმცა მეც ვახლდი ზეიმზე დედას,
ის ველიც მახსოვს, ბრობცა და გვამიც. . .
შენ კი არ ჩანდი. . . რას დავძრწი ნეტავ,
რა მინდა მარტოს მინდორში ღამით?
შინ წამიყვანე, ჩქარა! წამოდი!
რა სულელი ვარ! ღმერთო, რა მომდის,
სხვას მიგამსგავსე, მოხუცო, ბნელში,
რა გინდა ჩემგან, შენ რაღას მერჩი,
გამიშვი-მეთქი, გამიშვი ხელი,
არ მომწონს შენი თვალები ბნელი
და დამცინავი. . . სხვა იყო იგი. . .
მახინჯიცა ხარ, ხოლო მის ირგვლივ
შუქი ეფინა. . . სხვა იყო იგი. . .
სიმები თრთთოდა, თბილი და ნაზი.
თოვლზე თეთრია ულვაში მისი,
შენს ულვაშზე კი შემხმარა სისხლი".
აჭყივლებული სიგიჟის შხამით,
ჯერიანივით მკვირცხლი და მარდი,
გაიქცა იგი და მისი ლანდი
უცებ ჩაყლაპა წყვდიადმა ღამის.

მოწყდა, დაიძრა წყვდიადის ზვავი,


ცაზე პირველი სხივი იცინის, '
კაზაკთა ცეცხლმაც წამოყო თავი,
ხორბალს ხარშავენ ცეცხლზე ისინი.
იშორებს ძილის საბანს ბუნება,
ჩრდილებს აფრთხობენ ცეცხლის ენები,
ხოლო დარბანტებს დასარწყულებლად
ჩაუყვანიათ დნეპრში ცხენები.
გამოეღვიძა კარლოსს: "ერიჰა!
გათენებულა მაზეპა, ჩაქარა!
რა დროს ძილია, ქვეყნის მტერი გვყავს!"
მაგრამ მაზეპას არ სძინას, არა.
სევდით გამძღარა, მტანჯველი სევდა
უხუთავს სუნთქვას, ცხენს უხმოდ კაზმავს
და მიქრის ლტოლვილ მეფესთან ერთად
და უბრჭყვიალებს თვალები მკაცრად,
მშობლიურ ქვეყნის საზღვარს რომ ხედავს.

ასი წელია მას შემდეგ, - წლებმა


ქვეშ მოიყოლეს, მოსპეს, დამარხეს
თავგანწირული ფიქრიც და ვნებაც,
ის სითამამეც და სიამაყეც.
გარდასულია თაობა მათი
და წაშლილია კვალიც და ლანდიც,
სულის ნამცეციც და სისხლის წვეთიც. . .
ყველანი მიწამ დათრგუნა ბოლოს.
პოლტავის გმირო, შენ შესძელ მხოლოდ
დიადი ძეგლის აღმართვა შენთვის.
იქ, სადაც ფრთიან წისქვილთა რიგი
მინდვრებს ჯებირად არტყია ირგვლივ
და კამეჩების ზოზინა ტბორი
ბალახობს გმირთა საფლავებს შორის, -
საბრალო ნანგრევს იხილას მხოლოდ,
დახავსებული კიბე და ორმო
კარლოსის გამქრალ დიდებას ყვება. . .
მაგრამ ამაოდ დაუწყებს ძებნას
მაზეპას საფლავს, მისი სახელი,
ბევრი ტანჯვის და ცეცხლის მნახველი,
აღარც კი ახსოვთ. მხოლოდ ტაძარი
ყოველ წელიწადს ზარით, ზანზარით
დასწყევლის ხოლმე და შეაჩვენებს.
სამაგიეროდ ბევშვიც გაჩვენებთ
ორი ტანჯულის მწუხარე საფლავს,
სათუთად მოვლილს, ხოლო მათ ამბავს
დიკანკის ძველი მუხნარი ყვება,
მისი შრიალი ქვეყანას წვდება.
მაგრამ მარია სად გაქრა, ნეტავ?
რა დააწია, საბრალოს, ელდამ?
თქმულებებს პირი შეუკრავთ თითქოს,
ხმას არ იღებენ და ვიღას ვკითხოთ?
მისი წამება და მისი ბედი
წყვდიადითაა მოცული ჩვენთვის.
და როცა სოფლად, მინდვრად თუ გზებზე,
ბრმა მეფანდურე, წვითა და დაგვით,
ამღერებს ხოლმე გეტმანის ლექსებს,
ის მარიასაც ახსენებს გაკვრით.

პორტრეტი

მთელი აგზნებით და მღელვარებით


ქარიშხლიანი მდომი ბედისა,
ხანდახან მოსჩანს ის ელვარებით
თქვენს შორის, ქალნო ჩრდილოეთისა!

ის ჩვეულ წესებს არ გაეტოლა,


მიექანება უცხო მხარეში,
როგორც ცთომილი კომეტის სრბოლა
მწყობრად განზომილ მნათობთა წრეში.

1828

პროზაიკოსი და პოეტი

პროზაიკოსო, რა გტანჯავს ნეტავ?


მომეცი აზრი, რომელიც გნებავს:
მე აზრებს ბოლოს წავუთლი მხოლოდ,
ფრთიან რითმებით შევამკობ ბოლოს.
შემდეგ კი გავდებ დაჭიმულ ლარზე,
მორჩილ მშვილდ-ისარს მოვდრეკავ რკალად
და ალალბედზე გავუშვებ აზრებს
და ჩვენი მტერი იგრძნობს ჩვენს ძალას.

1825

ჟუკოვსკისადმი

როს საოცნებო სამყაროსაკენ


ამაღლებული სული გეწევა,
ქნარი, რომელიც ღმერთებს მოსტაცე,
შენი თითების ელის ხელწერას.
როცა ჩვენებებს ვერ მოიცილებ,
სიბნელის ჯადო სიზმარს გავიწყებს,
როს შთაგონების სწრაფის სიცივე
გეახლება და თმებს გადაგიწევს.
შენ ქმნი სხვათათვის,
მუცლითმეზაღპრეთ განუდექ გვერდზე,
შენ მიმბაძველებს ხალხად არა თვლი,
შენ ტალანტების მეგობრებს ეძებ.
ყველას როდი აქვს ბედნიერება,
დიდებას ყველა ვერ შევესწრებით,
ნეტარ არიან, ვინც იგრძნო ვნება
დიდი აზრების, დიდი ლექსების, -
ვინც მშვენიერი, ხმა სანატრელი,
აღანთო თრობის სათნო წამებად,
ვინც მგზნებარება შენი ნათელის,
შეიგრძნო, როგორც აღფრთოვანება.

1818

რუსლანი და ლუდმილა

პოემა

ზღვისპირაა მწვანე მუხა შრიალებს,


მას ოქროს ჯაჭვი ჰკიდია მკერდზე.
და ბრძენი კატა, კაცზე ჭკვიანი,
თითქოს იმ ჯაჭვზე რაღაცას ეძებს.
ხან მღერის მშვიდად, ხან თვალებს ნაბავს
და ყვება რამე უცნაურ ამბავს.

სასწაულები ხდება იმ ტყეში:


ბარდებში ელავს ეშმაკის ეშვი.
ტოტებზე ზის და კისკისებს ალი
და არნახლი მხეცების კვალი
უცნობ ბილიკებს აზის დაღივით,
ქარი კი მწარედ კვნესის დაღლილი.
და იქვე ქოხი დგას, მარტოსული,
ოჩოფეხებით ტყეში მოსული
და იმ წყვდიადში ძლივს გადარჩენილს
არც კარები აქვს და არც ფანჯრები.
გარინდულ ქვებზე შიშინებს ქაფი
და აწყდებიან უკაცურნ ნაპირს
განთიადისას თეთრი ტალღები.
და ოცდათი რაინდი მშვიდად
აბჯარასხმული ამოდის წყლიდან
ზღვაში შეძენილ ბიძის თანხლებით.
იქ უფლისწული, გზად მიმავალი,
აყტვევებს მეფეს მთელი ამალით.
ხოლო გრძნეული, ქარზე ფრთამალი,
ტყეების ზემოთ გარინდულ ცაზე
მიაფრენს დევგმირს, წუხილით სავსეს.
სიმარტოვეში სწუხდ დედოფალიც
და რუხი მგელი, ვით მეგობარი,
ემსახურება, დაუზარელი.
და კუდიანის მძიმე როდინი,
კლდიდან მოგლეჯილ შავი ლოდივით,
დაბორიალობს ბნელში წვალებით.
ხოლო კაშეი, წყვდიადის მეფე,
სიზმარში ხედავს კვლავ ოქროს შხეფებს,
გულში იხუტებს ოქროს ფიალებს. . .
იქაც რუსული სული ტრიალებს.
მეც მიგემია იმ კუთხის ქარი,
მუხაც მინახავს ზღვის პირას მდგარი,
დამილევია წყალიც და თაფლიც
და იმ ბრძენ კატას უთვალავ ზღაპრით
მეც გავურთივა. თუმცაღა ერთი
დამამახსოვრდა, მკითველო, შენთვის.

პირველი სიმღერა

თუმრე ძალიან დიდი ხნის წინათ


დიდი თავადი მზე - ვლადიმირი
იხდიდა ქორწილს და იჯდა ლხინად
გაბრწყინებული მზით და ღიმილით.
ის ათხოვებდა უმცროს ქალიშვილს
თავად რუსლანზე და თან ხალისით
გზას ულოცავდა ნეფე-დედოფალს,
ამწყალობებდა ასულს დედობას.
ხოლო წინაპრებს სმაცა და ჭამაც
დინჯი უყვარდათ და ვერცხლის თასებს
ცვლიდნენ ვეება თიხის ჯაები, -
ქაფქაფა ლუდით თუ ღვინით სავსე.
ლხინი კი დუღდა და მთელი ღამე
იტვირთებოდა ხორაგით ტაბლა.
მსახური უხმოდ ავსებდა ჯამებს
და თავს უკრავდა მაგიდას მდაბლად.

გამხიარულდა თანდათან ლხინი.


თანდათან ყველას გაეხსნა ენა.
უცებ სიმღერა გაისმა, ტკბილი,
და მომღერლისკენ მობრუნდა ყველა.
ხმა კი ირხევა მწვანე რტოსავით
და ბაიანი, ტკბილი მგოსანი,
ნეფე-დედოფალს აქებს და ლოცავს,
ვარდი ამოსდის ყელიდან მგოსანს.

ხოლო რუსლანი ცახცახებს ვნებით.


ვერ ილხენს, როგორც ილხენენ სხვები.
ნაზი მეგობრის სურვილით იწვის.
ოხრავს და ბრაზობს და აღარ იცის,
ვით შეიკავოს ვნება ძლიერი
და დაბნეული კაცის იერით
იწიწკნის ულვაშს და წუთებს ითვლის,
გამოლევია ძალ-ღონე თითქმის,
ზის მაგიდასთან სამი ჭაბუკი,
სამი რაინდი - სამი ქარბუქი,
ზის მაგიდასთან დამწუხრებული,
დავიწყებიათ სავსე თასებიც
და დიდებულთა ლაღი კრებულიც,
აღარ იტაცებთ ლხინი სავსებით.
არც ბაიანის ხმა ეყურებათ,
მთლად მოწამლულა მათი გუნება
სიძულვილის და ტრფიალის შხამით.
სამი მეტოქე შფოთავს რუსლანის,
დრო კი მიხოხავს ისევ კუსავით,
წელიწადივით გრძელდება წამი.
და მოღუშული ზის სამეული:
ერთი - როგდაი, გმირი რჩეული,
ხმალს მინდობილი მთელი არსებით,
მან გაუზარდა კიევს საზღვრები.
მეორე რაინდს ჰქვია ფარლაფი,
იგი როგდაის არ ჰგავს არაფრით,
ვერ არის ხმალში კარგი სარდალი,
მაგრამ ქეიფში არ ჰყავს ბადალი.
ხოლო მესამეს რატმირი ჰქვია,
მთლად ყმაწვილია ხაზართან ხანი
და როცა სხვები სასმისებს ცლიან,
მას ლუდმილასკენ გაურბის თვალი.
და ვნებიანი ფიქრებით სავსეს
მწუხრის ღრუბელი აწვება თავზე.
სამივეს ფარავს იმ ღრუბლის ჩრდილი,
გამწარებია სამივეს ლხინი.

და, როგორც იქნა, დამთავრდა ისიც,


ხმა მოემატა ხორხოცს და სიცილს.
ლუდმილამ მორცხვად დახარა თავი.
ხოლო რუსლანმა სანატრელ ყვავილს
აღტაცებული შეავლო თვალი
და კვლავ მოედო ტრფიალის ალი.
ბნელმა მოიცვა შემოგარენი,
ზეციდან მოწყდა წყვდიადის ზვავი,
და თაფლით მთვრალმა ბოიარებმა
მასპინძელს მდაბლად დაუკრეს თავი.
სიძე ზეიმობს, ბედის მლოცველი,
ვნებით დამწვარი და დაქანცული
და ეფერება უკვე ოცნებით
სიმშვენიერეს მორცხვი ქალწულის.
ხოლო თავადმა ფარული სევდით
მამაშვილურად დალოცა წყვილი,
მკერდზე მიიკრა სიძეც და შვილიც,
სხვა არაფერი არ უთქვამს მეტი.
და აი, რუსლანს ლამაზი ცოლი
საწოლზე აჰყავს მთრთოლვარე ხელით.
ჩააქრეს ცეცხლი, გაფრინდა ბოლი,
და ღამის სანთლებს აჩაღებს ლელი.
აჰა, ასრულდა იმედი ტკბილი,
სიყვარულს მოაქვს თავისი ძღვენი
და ეჭვიანი სამოსი ფრთხილად
ეცემა ნოხზე. გული კი მღერის.
ყური დაუგდეთ, იქნებ თქვენც გესმით,
როგორ იზრდება კოცნა ფიცივით,
თანდათან როგორ სუსტდება კვნესა
ბოლო სიმორცხვის. . . აი, ისინი
მინებდნენ ვნებას. და სწორედ მაშინ
გამოჩნდა ელვის ცახცახა თითი,
იჭექა მეხმა და შემკრთალ სახლში
გადაეფარა ყველაფერს ბინდი.
მოწყდნენ ღრუბლები, როგორც მხედრები,
შიშით ათრთოლდნენ სახლის კედლებიც
და გაირინდა ბნელში რუსლანიც,
თვალს არ აჭყეტდა მთვარე ბუსავით.
უცებ დაბნელდა, როგორც ღუმელში,
ჩაკვდა ყოველი, შეწყდა ხმაური,
და იმ წყვდიადში და სიჩუმეში
ორჯერ გაისმა ხმა უცნაური.
და უცებ, კვამლში გამოხვეული,
წამით გამოჩნდა შავი სხეული. . .
და ყველაფერი დაწყნარდა ისევ,
რუსლანს კი ოფლმა დაასხა პირზე.
ხელს აფათურებს წყვდიადში თრთოლვით,
ოფლი ჩამოსდის შემკრთალს წურწურით.
საწოლი მოჩანს, როგორც კუნძული.
მაგრამ . . . ოხ, ღმერთო! ლამაზი ცოლი
მოუტაციათ და როგორც კვამლი
გამქრალა მისი გზაცა და კვალიც.
მოუტაცია უჩინარ ძალას,
სარკმელში მხოლოდ ხეები ჩანან.

ოხ, მეგობრებო, მართლა ძნელია,


როდესაც ვიწვით ამაო ვნებით.
ცხოვრებაც თუმცა მოსაწყენია,
მაინც ვარსებობთ ბუნების ნებით.
მაგრამ მე სიკვდილს ვარჩევდი ისევ,
თუ ჩემი ცრემლის და სევდის მიზეზს
ამდენი ტანჯვის და ძებნის მერე
ბოლოს და ბოლოს მოვხვევდი ხელებს,
მაგრამ მაშინვე თუ დავკარგავდი
მას, რაც ოცნება იყო აქამდის,
ოხ, მეგობრებო, მაშინ უდაოდ
მეც დავხუჭავდი თვალს სამუდამოდ.

ხოლო რუსლანი კვლავ ცოცხალია,


თუმცა სიკვდილი უნდა ძალიან.
მთელი სასახლე ფეხზე დამდგარა,
კრიჭა შეკვრია დიდს თუ პატარას.
"სად არის ჩემი ლუდმილა, სადა?"
ყვირის თავადი და სიძის გარდა
მთელ ეზოს ესმის. "შვილებო, ძმებო!
სინდისი ახლაც არ მოგცემთ ნებას,
რომ მომიწამლოთ ბებერს გუნება,
ნუ დაივიწყებთ ძველ ერთგულებას,
თქვით, ვინ იქნება თქვენში მდევარი,
ვის გიჭრით თვალი და სატევარი.
და რადგან ქმარმა ვერ მოუარა,
მე ჩემს ლუდმილას, ვნახავ თუ არა,
კვლავ ვაქორწილებ და ახალ სიძეს
ჩემი მამულის ნახევარს მივცემ.
შვილებო, ძმებო, ჩქარა მდევარი!
ვის გიჭრით თვალი და სატევარი!"
"მეო!“ - რუსლანმა თქვა, სევდით სავსემ.
"მეცო!" - სამივემ იყვირეს წამსვე
და აუყვავდა იმედის ვარდი
ტანბრგე როგდასის, ფარლაფს და რატმირს:
"ახლავე ცხენებს მოვახტებითო,
ჩვენი სურვილით, ჩვენი ნებითო,
ნუ დამიბრმაებ ცრემლითო თვალებს
თავადის ქალსო მოგვრითო მალე".
თავადს იმედი მიეცა ისევ,
გადაეფარა სინათლე პირზე
და იდგა მათკენ ხელგაშვერილი,
ასე უძრავად იდგა ძელივით.

ოთხივე ცხენებს მოახტნენ მყისვე,


ხოლო დაბნეულ რუსლანს კი ისევ,
უცებ დაკარგულ სატრფოზე ფიქრი
უჯიჯგნის სხეულს და უხმოდ მიჰქრის.
ფიცხი ცხენები მიჰქრიან მტვერში,
ცხენების ფეხქვეშ მინდორი ხვნეშის.
მიჰქრიან დნეპრის ნაპრის გასწვრივ,
უჩინარდება ცხენიც და კაციც
და აღარც ჩანან უკვე სრულებით,
მაგრამ თავადი ისევე იცდის
და თავის თავიც იქ ეგულება,
ფიქრით რაინდებს მიჰვება ისიც.
გაოგნებული და დაბნეული
რუსლანი სმენად იყო ქცეული.
ფარლაფი რუსლანს უკან მისდვდა
და თუმცა ხეპრე იყო ისედაც.
მთლად ამრეზილი უცქერდა ახლა.
მტვრით ჰქონდა სავსე ცხვირიც და ხახაც
და თან ამბობდა: "როგორ გგონიათ,
მალე შევხვდები, ნეტავ, გოლიათს?
მაშინ იქნება აბა, სეირი,
სისხლი დადგეა ველზე ტბორებად.
ჩემო ქურანავ, ჯერ არხეინად
ირბინე, გზები ნუ გეშორება".
რატმირს იმედით გული ევსება
და ფიქრში უკვე ეალერსება
ლამაზ ლუდმილას და მთვრალმა ამით
უნაგირზედაც იცეკვოს ლამის.
ჯერ ყმაწვილია ხაზართა ხანი,
არ ყოფნის ქვეყნის სიგრძე და განი.
ხან ოთხით მიჰყავს ფეხმარდი ცხენი,
ხან ერთ ადგილზე აწვალებს დაღლილს,
ყალყზე აყენებს ძლიერი ხელით,
უფრო და უფრო უმოკლებს აღვირს,
მერე კი მისი ულაყი, სწრაფი,
ქედებზე ისევ ქარივით გარბის.
ხოლო როგდაი მოღუშულია,
ფიქრს ისცემია იგი სრულიად,
აფიქრებს ბნელის მოცული ბედი,
მისჩერებია სივრცეში წერტილს.
კვლავ მორევია ეჭვი და შხამი
და თავადისკენ გაურბის წამით
ზიზღით და რისხვით აღვსილი თვალი,
სახეზეც აზის წუხილის კვალი.
მთელი დღე ერთად მიდიან ასე
ერთი გზის მგზავრნი და მეტოქენი.
გამუქდა დნეპრის ცისფერი ხაზი,
ბინდმა აავსო ღრულბის დოქები,
უკვე წყვდიადი გამეფდა სრული.
და აი, ძველი და გაცვეთილი
გამოჩნდა კიდეც გზაჯვარედინი.
"აქ გავიყაროთ და ყველამ ჩვენთვის
ვეძებოთ ჩვენი გზაცა და ბედიც".
თქვეს და ცხენებმაც მეტი ხალისით
ამოირჩიეს გზები თავისით.
რუსლან, რას ფიქრობ, ან რას მოელი
ამ სიჩუმეში და სიბნელეში?
ვერ მოიმწყვდიე ბედი ხელებში,
იქნებ სიზმარი იყო ყოველი.
ისწორე ჩაჩქანს, მაგარს და მძიმეს,
და ხელზე იხვევ მოშვებულ აღვირს,
სულში კი ცეცხლი უქრება იმედს,
რწმენაც გამქრალა და უკვე დაღლილს
ნაბიჯით მიგყავს მინდორზე ცხენი.

მაგრამ უეცრად განათდა ბნელი,


გამოჩნდა მღვიმე და ტინის თაღი,
ბუნების გამრჯე ხელით ნაკვეთი,
თავზე დაადგა სასოწარკვეთილს.
და მან შენიშნა ჯერ სანთლის ალი,
მერე კი მოხუცს შეასწრო თვალი.
წიგნს კითხულობდა მოხუცი იგი,
წინ ედო დიდი და ძველი წიგნი.
თვითონ კი, ჩუმი და წვეროსანი,
ზღაპრული იყო გარემოსავით.
"მობრძანდი შვილო! - მოხუცმა რუსლანს
ასე მიმართა. ხმა ჰქონა თბილი. -
წელს ოცი წელი შესრულდა ზუსტად
რაც აქ ვარ, მაჭკნობს სიბერის ჩრდილი.
მაგრამ გავძელი და შენდა ბედად
ასრულდა, რასაც მიგრძნობდა გული.
ჩვენ მხოლოდ ბედმა შეგვყარა ერთად,
დაჯექ და კარგად დამიგდე ყური.
ჩვენ ერთნაირი გვქონია ბედი,
არც შენ ყოფილხარ მთლად ბედნერი,
შეგცვლია სულიც, ხმაც და იერიც,
რადგან ლუდმილა აღარ გყავს გვერდით.
მაგრამ სიცოცხლეს ნუ ეთხოვები,
ბედა გიმუხთლა მხოლოდ დროებით.
რაც გწამდა, ისევ იწამე იგი,
და შენი მძლავრი ხმლითა და მკერდით
გააპე ბნელი და წყვდიადს იქით
იხილე შენი კუთვნილი ბედი.

შენი შერცხვენა, ჩემო რაინდო,


ავი გრძნეულის ბრალია მხოლოდ.
ის თვალშეუწყვდომჯ კლდეებსი ცხოვრობს
და, რა თქმა უნდა, არც შენ დაგინდობს.
სადმე ლამაზი ქალი თუ ნახა,
თავის საზარელ კლდეებში აჰყავს.
ჩერნომორია მისის სახელი,
მისი მომრევი ანდა მნახველი
ჯერ არ მინახავს, მაგრამ შენ ბოლოს
ნახავ იმ ბებერ ჯადოქრის სოროს
და შენი ხელით მოკვდება ისიც.
მეტს კი არ გეტყვი, თუმცა რაც იცი -
საკმარისია. და ნუ გადადებ,
შენ გაბარია ბედის სადავე".

ჩვენი რაინდი მოხუცის ფეხთით


გახარებული დაეცა მყისვე.
გულიც გაცოცხლდა და ლაღად შეხტა,
მზე ამოვიდა თვალებში ისევ.
მოითქვა სული, მაგრამ მასინვე
სევდის ღრუბელი მოაწვა თვალებს. . .
"მე ვიცი, შვილო, შენ რაც გაშინებს,
მაგრამ მაგასაც მოგირჩენ მალე, -
თქვა და განაგრძო მოხუცმა ისევ:
მე მივხვდი შენი შეკრთობის მიზეზ,
შენ შეგაძრწუნა გრძეულის ვნებამ,
მაგრამ, ძვირფასო, მომეცი ნება,
რომ დაგამშვიდო, რადგან სრულიად
ის ამ საქმისთვის უსუსურია.
მას შეუძლია ჩაყლაპოს ქარი,
ისე დაუსტვენს, რომ თვითონ მთვარეც
აცახცახდება. მაგრამა ბუნება
ყველა გრძნეულზე უფრო მკაცრია.
ისიც ამაოდ ედიდგულება,
რადგან ცვედანი რაღა კაცია.
რა შეუძლია ჭაღარა ცვედანს
ეჭვის და შურის და ზიზღის გარდა,
და ისიც ბრაზით ცახცახებს კართან,
თავის მშვენიერ ტყვეებს რომ ხედავს.
ის არის მხოლოდ მტანჯველი მათი. . .
მაგრამ, ძვირფასო, ეს ღამეც გადის
და ამ საუბარს ჯობია ძილი,
რომ საბრძოლველად მზად იყო დილით".

რუსლანი ხავსზე გულაღმა წვება


ჩაფერფლილ ცეცხლთან და ცდილობს ძილში
გადაივიწყოს განცდილი შიში,
მაგრამ რაღაცა არ აძლევს ნებას.
ამაოდ წვალობს, ბორგავს და შფოთავს,
ბოლოს კი ამბობს: "იქნება ვცოდავ,
მაგრამ არაფრით არ მეძინება
და, თუკი შენმა გულმაც ინება,
მომეცი ნება, რომ კვლავ ავუბა
გული და სული შენს ტკბილ საუბარს.
და თუ შემინდობ კადნიერ კითხვას,
ისიც მითხარი, რაც ჯერ არ გითქვამს.
რა გქვია, ვინ ხარ ასე კეთილი,
ან რატომა ხარ გამოკეტილი
ამ ბნელ მღვიმეში, ან უდაბნოში
ვისი ან რისი ნებით აღმოჩნდი".

ამოიოხრა მოხუცმა მწარედ


და სთქვა: "არსებობს პირქუში მხარე
და მას სახელად ჰქვია ფინეთი,
შორსაა იგი და არც იმედი
აღარ მაქვს მისი ხელახლა ნახვის,
იქ იყო ჩემი ზეცაც და სახლიც.
იქ ფეხშიშველა ვმწყევსავდი ნახირს
და ჩემი იყო მუხრანის ჩრდილიც
და ნაკადულიც, სუფთა და გრილი. . .
უაკ დამდევდა ქარი მწივანი
და სიღარიბის ყველა წვრილმანი
იქ განივცადე. მიწის ალერსიც
იქ განვიცადე ყველაზე მეტი.
მაგრამ ცხოვრება იმ სიწყნარეში
ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემთვის.

ერთ ჩვეულებრივ სოფელში მაშინ


ცხოვრობდა ნაზი გოგო ნაინი, -
ვით სიმარტოვის უცხო ყვავილი,
ოცნებასავით ცხოვრობდა ხალხში.
და ერთხელ, როცა ისევ მთელი დღით
მივდევდი ნახირს და მივდენიდი, -
მიშრილადებდა ჩემს წინ ნაკადი, -
მე ის დღე ნათლად მახსოვს აქამდის.
მდინარის პირად იჯდა ლამაზი
და გვირგვინს წნავდა თვალმშვენიერი.
ბიძგი ვიგრძენი გულში ზლიერი
და მოვინდომე მზესთნ თამაში.
ნაინი იყო ის ტურფა ქალი,
ვეღარ მოვწყვიტე თავხედი თვალი,
ფერი არ ჰქონდა მის ხელში ყვავილს
და სამუდამოდ დავღუპე თავი.
სამაგიეროდ სულით ვიცანი
გრძნობა დიადი და საფიცარი.
სულში გაჩაღდა ვარსკვლავთ კრებული
და სამუდამოდ დამედო ჯაჭვი:
სიხარულით და მზით დაწყებული,
დამთავრებული დარდით და ტანჯვით.

ასე გავიდა წლის ნახევარი.


ვთვალე წუთები და საათები.
ვერ მომირჩენდა ტკივილს ვერავინ
და მეც გავანდე გულში ნადები.
მან მოუსმინა ჩემს შემკრთალ ტკივილს,
მაგრამ ამაყი იყო ბუნებით,
თავს იღმერთებდა და მითხრა ცივად:
”მე არ მიყვარხარ, მწეყმსო, სრულებით!”

გამიველურა სული წუხილმა,


წაღმა დაბრუნდა ჩემი ბორბალი.
ვეღარ მშველოდნენ ძველი მუხები
და ვერც მწყემსური თამაშობანი.
მე გულს მიჭკნობდა სევდის ნაღველი
და გადავწყვიტე დამეგდო მალე
ჩემი მშობელი კუთხე და მხარე,
მისი მინდვრები და სანახები.
გადამეცურა ზღვათა მორევი,
შემომეკრიბა გარს მეომრები,
შემეკრა რაზმი მძლავრი და ძმური
და მუხთალ ბედთან არ დარიდებით
შემემკო თავი გმირის დიდებით
და მომეხიბლა ნაინის გული.
ბევრი აღმოჩნდა ხალხში ჩემფერი,
ხიფათისა და ოქროს მძებნელი.
სისხლმოწყურებულ ხმალთა ჟღრიალი
და თავაწყვეტიულ ნავის ჭრიალიც
პირველად მაშინ გაისმა ჩვენში.
კვლავ დამიბრუნდა იმედის შუქი.
ავხსენით ღუზა. ჩავბერეთ ბუკი
და ზღვაც დაგვნებდა ოხვრით და ხვნეშით.
ჩვენ ათი წელი ვიქნიეთ ხმალი,
მტრის სისხლით ვღებეთ თოვლი და წყალი.
ხმა ირხეოდა, რომ ჩემი შიშით
ძრწოდნენ მეფენი ტახტების ჩრდილში.
და ყოყლოჩინა მათი რამზებიც
თავგზას კარგავდნენ ჩვენთან სავსებით.
ჩვენ კი ვიბრძოდით ლაღად და გულით,
ძღვენსა და ნადავლს ზუსტად ვიყოფდით,
დამარცხებულებს ვიღებდით ძმურად,
გვერდით ვისვამდით და ვქეიფობდით.
მაგრამ ეს სული, ნაინით სავსე,
ღრეობისა თუ ბრძოლის ღრიალშიც
ჩუმად ნაღვლობდა მშობლიურ ცაზე,
იტანჯებოდა ტრფობის იარით.
და ვთქვი: გვეყოფა, ნუღა დავრჩებით,
სხვებსაც ვაკმაროთ სისხლი და შიში
და ჩამოვკიდოთ მძიმე აბჯრები
ჩვენი ქოხების სანატრელ ჩრდილში.
ვთქვი და აჟღერდნენ წამსვე ნიჩბები,
წამოიშალნენ ჩემი ბიჭები
და სიხარულით გულდაშხეფილნი
მშობელ ყურეში ლაღად შევრფინდით.
დასრულდა ბევრი მშფოთვარე ღამე,
სხეული გაძღა გზით და იარით
და პაემანის ნანატრი წამი
ჩემთვისაც დადგა გულის ფრიალით.
სანატრელს ფერხთით დავუგდე ხმალი,
რომელსაც ადრე ძვლებზე ვლესავდი,
მივართვი ოქრო, ვერცხლი და ლალი,
მე კი, სურვიით და ვნებით მთვრალი,
მის წინ ვიდექი მორჩილ ტყვესავით.
შურით დაბერდნენ სოფლის ქალები,
მთლად დაებრიცათ საწყლებს თვალები,
ის კი ამაყი იყო ბუნებით,
დაძლია ყველა ფანდი ცდუნების
და საკუთარი სინათლით სავსემ
ისევ უგულოდ მომიგო ასე:
”მე არ მიყვარხარ, გმირო, სრულებით!”

რუსლან, უცხოა შენთვის ტრფიალი


უარყოფილი და განდევნილი.
ათვალწუნების მკაცრი იარა
სულში ფათურობს ტლანქი ხელივით.
შენ კი ნამდვილად გქონია ბედი:
მასაც უყვარხარ, - რა გინდა მეტი.
მოყოლის თავი აღარ მაქვს, შვილო,
ანდა რა გითხრა მე ამის გარდა.
ახლაც კი, თუმცა ჩრდილი ვარ, ჩრდილი,
უკვე მისული სამარის კართან,
იმ სატანჯველით ვცხოვრობ აქამდის
და როცა წარსუსლ ვიხსენებ ხოლმე,
ჩემი ცხოვრების დამღლელს და მომრევს,
წვერებზე დამდის ცრემლის ნაკადი.

მაგრამ მისმინე: ჩემს სამშობლოში,


ზღვისა და ქარის ცივ საუფლოში,
მეცნიერება არსებობს ერთი.
იქ მარადიულ სიჩუმეს ერთვის
ტყეთა წყვდიადი, ქარი კი ხვნეშის
და ისმის დამპალ ნეშოს სისინი.
კუდიანები ცხოვრობენ ტყეში,
ეუფლებიან სიბრძნეს ისინი,
დაფარფატებენ, როგორც ჩრდილები,
სმენა გახსნილნი და თვალსწრაფები.
და მათ სურვილებს ემორჩილება
გულიც და კუბოც და ყველაფერი.

და უარყოფილ ვნებებით სავსემ


მეც გადავწყვიტე, რომ ჯადოქრობით
გამეხსნა სატრფოს გულის ბოქლომი
და მიმეღწია მიზნისთვის ასე.
მეც მივაშურე ტყეების წყვდიად,
ქვეყნის სულივით ვრცელსა და დიადს.
სხვა ყველაფერზე ავიღე ხელი
და ჯადოქრების კერიის ბოლით
მეც გავიმურე და ბევრი წელი
ვმეცადინეობდი ჯადოქრებს შორის.
და აი, დადგა ნანატრი წამიც,
მკაცრ საიდუმლოს ჩავწვდი ბუნების,
გამომეცვალა ხმაც და გუნებაც,
შევიგრძენ ძალა წყევლის და შხამის,
ნაინი, უკვ ჩემი ხარ, ჩემი!
ასე ვფიქრობდი და გულის ცემით
ჩემს დიდ სიყვარულს ვადგამდი გვრიგვინს,
მაგრამ მაცდური აღმოჩნდა იგი.
წამიერ შვებით განთებული
მივნებდი სურვილს მთლი სხეულით,
მაგრამ ნამდვილად გამარჯვებული
კვლავ ბედისწერა იყო, წვეული.

და ისევ მთვრალი ჩეი ოცნებით,


აღტაცებული განსაცდელ ტრფობით,
ვეძახდი სულრებს და ვერც კი ვგრძნობდი,
რას მიმზადებდნენ ეს შელოცვები.
მე ვბუტბუტებდი ლოცვად ქცეული,
ნამდვილ კუდიანს როგორც შეჰფერის.
მეც გავხდი მკაცრი და მტაცებელი
და ჩერნომორის ძმა ღირსეული.
მაგრამ ჩავუთქვი ფიქრი თუ არა,
ტყეებს ქუხილმა გადაურა,
ქარბუქმა მორთო ვაი და ვიში
და ფეხქვეშ მიწაც ათრთოლდა შიშით,
გაჩნდა გრიგალიც, ზღვებზე ნარბენი,
და დამისკუპდა წინ დედაბერი.
ძლივს უფარავდა ტანს ძონძეული,
თვითონაც ლანდად იყო ქცეული,
ზურგზე მოეგდო ვეება კუზი,
ცივი თვალებით ჩამხედა სულში.
შიშის მომგვრელი იყო სურათი,
მეც უკვე სიმწრის ოფლში ვცურავდი.
და ვაცეცებდი თვალს აქეთ იქით, -
ნაინი იყო, რაინდი, იგი.
ისევ გამეფდა სულში წყვდიადი,
ავთრთოლდი, როგორც ქარში ფურცელი,
თან არ მჯეროდა, როცა ვუცქერდი,
მერე ავტირდი და ავღრიალდი.
ოხ, ნუთუ შენ ხარ ჩემი ნაინი,
მიუწვდომელი და მშვენიერი!
რომელმა ძალამ ან რანაირად
დაგიმახინჯა ასე იერი.
ნუთუ ამდენი წელი გავიდა,
რაც ამოვიგდე შფოთი თავიდან,
და ჩემი ვნების უარმყოფელი
დავტოვე სატრფო, მზე და სოფელი.
”ბევრიო?. . . თუმცა ადვილად ითქმის,
უკვე ორმოცი წელია თითქმის. –
თქვა დედაბერმა ღვარძლით და გესლით, -
სამოცდაათი წლისა ხარ, გესმი?
ასე ერთბაშად გაფრინდნე წლები,
ჩამოჭკნენ ჩვენი გაზაფხულები
და ჩვენც დავბერდით ბუნების ნებით,
მაგრამ არ ვდარდობ მაინც სრულებით.
მე, რა თქმა უნდა, ის აღარა ვარ,
შენ ვისი ჩრდილიც გედგა კარავად.
ის აღარა მაქვს, რაც ადრე მქონდა,
და კუზიანიც ვარ, ალბათ, ოდნავ.
მე აღარ შემრჩა უცხო თვალისთვის
არც სილამაზე და არც ხალისი.
სამაგიეროდ, უჩუმრად გეტყვი,
კუდიანი ვარ, წყვდიადის ეტლი!”

და ასეც იყო, რად გინდა ფიცი,


მხოლოდ სიკვდილის ვიყავ მსურველი,
და მთლი ჩემი ჭკუით და სიბრძნით
მის წინვიდექი, როგორც სულელი.
და რატომ მოხდა ახლაც არ ვიცი,
მისნობამ მაინც შეძლო თავისი.
სულ არ გამეგო იგი ნეტავი,
რადგან ჭაღარა ღვთაება უკვე
ვნებით აღვსილი იყო ჩემდამი
და მიშტერებდა გაყინულ გუგებს.
ხმა გათოშილი სამარის თოვლით,
მეფიცებოდა სიყვარულს თრთოლვით,
მე კი ვიდექი გაოგნებული,
სულს მიკაწრავდა ხრინწი ბებრული,
კალთას მიჭერდა ხმელი ხელებით
და თან თავისას ფქვავდა ხველებით:
”პირევლად ახლა ვიგრძენი გული,
ჩემო ერთგულო, და მწამს, რომ ისიც
სიყვარულისთვის ფეთქავს და იცის
ტრფიალის ფასი, და ტრფობის წყლული
მასაც აწვება, ვით მძიმე ლოდი.
მიშველე, ჩემო ძვირფასო, მოდი!”
გადმომიშალა გულში ნადები,
ჩამომახია ჯუბის კალთები
და თან, მიწიერ ალერსს უჩვევი,
კოცნას ცდილობდა მყრალი ტუჩებით.
შიშმა დამიხშო სმენაც და თვალიც,
გულში გამიქრა იმედის კვალი,
და რომ ვერ შევძელ მეტის ატანა,
გამოვექეცი ბებერ სატანას.
გამომეკიდა ფეხდაფეხ ისიც.
ქვეყანა შესძრა წყევლით და რისხვით:
”ჰოი, უღირსო, მიჯნურად გთვლიდი,
შენ შემიშფოთე სამყარო მშვიდი,
შენ შეაშფოთე ჩემი სანთელიც
და სიქალწულის ზეცაც, ნათელი.
გაზიდე ჩემი სულის მადანი
და ახლა ვნების ქარით ანცემი
აღარ გინდივარ? - აი, კაცები,
ღალატით სუნთქავს ყველა მათგანი,
შენ შემაცდინე უმანკო კრავი
და მეც შენს ნებას მივანდე თავი.
მაგრამ აქამდე თუ მაწვალებდი,
ახლა მიფრთხილდი! ქურდო ქალების!”

ასე დავშორდით და იმის მერე


ვცხოვრობ ამ მტანჯველ სიმარტოვეში,
და ამქვეყნიურ ხმებსა და ფერებს
დიდიხანია უკვე მოვეში
უკვე მეძახის ჩემი საფლავიც,
მთავრდება ჩემი მწარე ამბავი.
მაგრამ დედაბერს იმ ძველი გრძნობის
სულსი აქამდე შემორჩა კვალი,
და სიყვარულის ნათელი ალი
ბოლოს შეცვალა ზიზღით და მტრობით.
შენც მოერიდე იმ გრძნეულს ყველგან
და მეტს, ძვირფასო, ნურაფერს მკითხავ.
წუხილიც წავა როდისმე ჩვენგან,
ქვეყნად წუხილიც არ რჩებ დიდხანს”.
ჩვენი რაინდი ისმენდა ხარბად
კეთილ მოხუცის მწუხარე ამბავს.
არ აშორებდა თვლებს შუქიანს
და ღამის წასვლა არც გუგია.
და აი, ისევ ბრჭყვიალებს დილა,
მზეც ამოსულა და უკვე თბილა,
მთლად გამოცვლილა ქვეყნის იერი. . .
რაინდიც ადგა და მადლიერი
მოხუც ჯადოქარს გადაეხვია.
მერე უნაგირს, მკვრივს და კეხიანს,
მოახტა სწრაფად და დაუსტვინა,
და ცხენიც თითქოს პატრონს უცდიდა,
ჭენებ-ჭენებით გავიდა ველზე,
მზემ კი სხივები ჩაკიდა დეზებს
და წამოწია თავი ბექობმა,
ხოლო მოხუცმა ჭაბუკ მეგობარს
ხმა დაადევნა: ”გზა მშვიდობისა!
შენი სიმართლე ატარე ფარად
და შენი ცოლი გიყვარდეს მარად”.

მეორე სიმღერა

მოტრიფალენო შულის და ომის


ვეღარასოდეს ვერ მორიგდებით.
მტრობით მთვრალები ერთმანეთზ ზომავთ
და მხრებს იმძიმებთ მკაცრი დიდებით.
და თუ ქვეყანას ისვ აშეშებს
თქვენი ზეიმის ხმა შემზარავი,
მაინც არა გყავთ ხელის შემშლელი,
გულიც არ წყდება თქვენზე არავის.
თქვენ კი, პარნასის მთების არწივნო,
რომლებმაც კალმით შეცვალეთ შუბი,
ეცადეთ ხალხი არ გააცინოთ
გაუთავებელ შფოთით და ჩხუბით.
თქვენ კი, მიჯნურნო, რგად გახსოვდეთ,
რომ ბრაზი დიდი ცოდვა თქვენთვის.
იცხოვრეთ მშვიდად და არასოდეს
არ მოუღეროთ ერთმანეთს კეტი.
და ვისაც ბედი არგუნებს ბოლოს
ტურფა ასულის გულს და სინაზეს, -
ის მშვენიერი იქნება მხოლოდ
ყველაფრისა და ყველას ჯინაზე.

ბრმა წინათგრძნობით გაოგნებული


როგდაი ნელა მისდევდა ბილიკს.
ტყეში დუმილი იდგა მეფური,
ხეებს ეძინათ ხანგრძლივი ძილით.
ის კი ღრმა ფიქრებს მისდევდა ისევ,
კვლავ მრისხანება ეხატა პირზე.
უსისინებდა ბოროტი სული
და აყოლილი უცნაურ სურვილს
მიბუტბუტებდა თავისთვის ასე:
„მოგკლავ!. . . ყველაფერს დავიმხობ გზაზე. . .
რუსლან! . . . ჩემს ძალას გაიგებ მალე. . .
ცრემლით დაითხრის ლამაზი თვალებს. . . “
და რაკი აჰყვა ზრახვას საშინელს,
შემოაბრუნა ცხენიც მაშინვე.

ამასობაში ჩვენს მამაც ფარლაფს


ერთი პირობა ეძინა უკვე
და ახლა გზისთვის იკრეფდა ძალას,
ზედიზედ ნთქავდა ვეება ლუკმებს.
წყაროსთან იჯდა და წყლის ხმაურზე
შეექცეოდა მსვიდდ საუზმეს.
უცებ, რას ხედავს: ვიღაცა მისკენ
ცხენს მოაგელვებს. და ფარლაფს მყისვე
თავზარი დასცა უცხო მხედარმა.
დასთმო აბჯარიც და პურ-მარილიც,
ცხენი გააკრა მიწას ქარივით,
გაკურცხლა უკან მოუხედავად.
მაგრამ ფეხდაფეხ მოჰყვება ისიც
და მოღრიალებს, როგორც ნასვამი:
”თუ გავხდი შენთან შეხვედრის ღირსი
წაგაგდებინებ თავს გოგრასავით”.
უცნობი მოსძახის ასე
და მან როგდაი შეიცნო ხმაზე.
და მთლად გაფუჭდა საბრალო მაშინ,
სიკვდილის სუსხი გაუჯდა ტანში.
ასე კურდღელი გაურბის მწევარს,
თავის ყველაზე საშინელ მდევარს.
ზურგზე დაიწყობს, საწყალი, ყურებს
და მწევარს ტყეში ნაკვალევს ურევს.
მზე იყო უკვე საკმაოდ ცხელი
და სადაც თოვლი იდო აქმდე,
იქ გამდნარ თოვლის მღვრიე ნაკადებს
გადაესერათ ხრამებით ველი.
ქურანაც ხრამთან შეჩერდა წუთით,
ქარს მოუქნია თამამი კუდი,
ერთხელ გაღეჭა რკინის აღვირი
და გადაფრინდა ხმრამზე, დაღლილი.
ხოლო მშიშარა მხედარი ხრამში
თავქვე ჩაეშვა ჩაშლილ ხიდივით
და საბოლოოდ დარწმუნდა მაშინ,
რომ გარდუვალი იყო სიკვდილი.
ხმრამთან მოაგდო როგდაიმ ცხენი,
მახვილიანი აღმართა ხელი,
”მოკვდი, ლაჩარო!” - შსძახა მჭახედ
და რა იხილა ფარლაფის სახე,
ჩამოუვარდა ხელი თავისით,
უცებ წაუხდა ბრძოლის ხალისი
და ამ საოცარ სურათის მნახველს
მთლად დაუღრიჯა სიბრაზით სახე.
გაოცებული დ რისხვით სავსე
კვლავ გაიტყუა იგი მინდორმა,
გულზე სკდებოდა, მაგრამ თვითონაც
ეცინებოდა საკუთარ თავზე.
მერე ის მთასთან დედაბერს შეხვდა,
ნაომარს ყველა ქართან და მეხთან.
გზა მოეჭამა მას თავის წილი
დ ახლა სული ეჭირა კბილით.
სიბერის კუზით მიწამდე მოხრილს
ხელში ეკავა ცახცახა ჯოხი, -
ჩრდილოეთისკენ მიმართა იგი
და სთქვა ჩიფჩიფით: ”ეძიე იქით”.
ხოლო როგდაი აღელდა ისევ
და ხიფათისკენ გაიჭრა მყისვე.

ისევ ხრამშია ფარლაფი ამ დროს,


არ ელის საშველს და ვეღარც ნატრობს.
ტალახში წევს და ფიქრობს თავისთვის:
რა მემართება, სად ვარ, არ ვიცი. . .
ნუთუ კვლავ მხრებზე მაბია თავი?
სად გქრა ჩემი მეტოქე, ავი?
და ამ ფიქრებით დაღლილს და სავსეს
უცებ ვიღაცა წაადგა თავზე.
”ადექ, ჭაბუკო, - სთქვა დედაბერმა, -
უკვე მშვიდობის ქარმა დაბერა.
ჰა, ჩამომართვი შენი მერანი,
ხელს ვეღარ გახლებს ახლა ვერავინ”.

ხოხვით ამოძღვარა ფარლაფი მაღლა,


მაგრამ საკმაოდ ფრთხილობდ ახლაც.
ტალახზე მუცლის დატოვა კვალი,
გარემოს მორცხვად მოავლო თვალი,
კვლავ დაუბრუნდა ახალგაზრდობა
და გაუგზავნა უფალს მადლობა.
”მერწმუნე, - ისევ სთქვა დედაბერმა, -
ჭკვიანურია ლუდმილას ძებნა,
მაგრამ მე და შენ არა გვაქვს ნება,
ვერც შევძლებთ ასე მაღლა აფრენას.
სახიფათოა გზებზე წანწალიც,
საკუთარ თავზეც ხომ გაქვს ნასწავლი,
ამიტომ კარგად დამიგდე ყური,
გადაივიწყე დროებით წყლული
და შინისაკენ გაბრუნდი უმალ,
შენს ტკბილ მამულში მოყუჩდი ჩუმად,
სხვა ნურაფერი ნუ გეფიქრება,
ლუდმილაც მალე ჩვენი იქნება.
სთქვა და მაშივნე უკვალოდ გაქრა.
ჩვენი ფარლაფი გაოცდა, მაგრამ
წინდახედულად მოიქცა ისევ:
შეეშვა თავის მგზავრობის მიზეზს,
დათმო ცხოვრება ხიფათით სავსე
და სანატრელი თავადის ქალიც
გადაივიწყა გულწრფელად წამსვე
და ოცნებაში შეავლო თვალი
თავის მამულის დიდებულ მუხნარს,
ჩიტებით სავსეს, მშვიდსა და უღრანს.

ამასობაში რუსლანი ისევ


შეუსვენებლად თავის გზას მისდევს
და შეჩვეული ფიქრებით ელტვის
ამ შორი გზების ერთადერთ წერტილს.
თან ამბობს: ”ნუთუ წყლულს ვერ შევუხვევ
ჩემი დაღლილი სულის მეუღლეს?
ნუთუ ვერ ვიგრძნობ შენს ნათელ მზერას,
ნუთუ ვერასდროს დამიტკბობ სმენას?
იქნებ გრძნეულის მუდმივი ტყვე ხარ
და ვეღარ გნახავ, ვეღარ და ვეღარ.
იქნებ იქ დაჭკნეს შენი ქალობა,
იქნებ იქ შეწყდეს შენი გალობა,
იქნებ მეტოქემ მომასწროს მოსვლა,
ძვირფასო, იქნებ ყვლაზე შორს ვარ?
არა და არა! . . . ჯერ მიჭრის თვალი
და ხელთ მიპყრია ერთგული ხმალი”.

ერთხელ ჩვენს რაინდს, საღამო ჟამზე,


მდინარის პირას მიჰყავდა ცხენი.
სდუმდა მიდამო ჩრდილებით სავსე,
ცაც ძველებურად ვერ იყო ვრცელი.
გაიზუზუნა ისარმა უცებ,
გამოაცალა სიჩუმეს ფუძე
და საომარი აბჯრის ზრიალით
ვიღაც მხედარი გამოჩნდა ველზე.
ხელში ეჭირა შუბი ფრთიანი
და ცხენს ფერდებში აჭერდა დეზებს.
”შესდექო!” - რუსლანს შესძახა მჭახედ.
ვერ გაარჩია რუსლანმა სახე.
ხმალზე დაიდო ძლიერი ხელი
და მოაბრუნა სტუმრისკენ ცხენი.
ის კი ყვიროდა: ”ხომ დაგეწიე!
სად არ ვიყავი, სად არ გეძიე.
ბევრი მწუხარე წუთები ვთვალე
და ბევრი დღე და ღამე ვასწორე.
ახლა კი მიწას გაგაკრავ მალე
და იქ ეძებე შენი საცოლეც”.
რუსლანი უცებ ათრთოლდა ბრაზით:
მაშინვე იცნო მომხდური ხმაზე.

ჩემო მკითხველო, ის რაინდები


ცოტა ხასნ მარტო დავტოვოთ ასე.
შენც დაგეღალა კითხვისგან თვალი
და საათებიც სწრაფად მიჰქრიან,
მაგრამ საბრალო თავადის ქალზე
დიდი ხანია არ გვიფიქრია.

მე მოგიყევი, თუ იმ ბნელ ღამით,


როდესაც ერთი წამით ინათა,
ნაზი ლუდმილა, ვით ფოთლის ჩქამი,
წყვდიადში როგორ გაუჩინარდა.
როცა გრძნეულმა საბრალო ქალო
წმინდა სარეცელს მოწყვიტა ძალით
და გახვეულმა ნისლში და კვამლში
თავის საზარელ მთებს მიაშურა,
ლუდმილამ გრძნობა დაკარგა მაშინ,
გრძნეულს მიადო თავი ბავშვურად
და წამის მერე ნაზი ასული,
ათრთოლებული და ფერწასული
და მოწყვეტილი ქმარსა და მიწას,
უკვე გრძნეულის ციხეში იწვა.

ვიდრე ამ ამბავს ლექსად დავწერდი,


ერთხელ სურათი ვნახე ასეთი:
მხდალი საქათმის მამამთავარი
და სულთანივით ამპარტავანი,
დედალს დასდევდა ჩემი მამალი.
თავის სანატრელს დასდევდა მზეში,
მოიგდო კიდეც ვნებიან ფრთებში
და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქორი,
თურმე ჩვენს ეზოს ზვერავდა შორით.
და ქათმის ძვლებზე კლანჭის მლესავი
დააცხრა საწყალ მსხვერპლს ელვასავით.
მერე კი ისევ შეკრა კამარა
და საკუთარი ბედის ამარა
ცაში აღმოჩნდა უცებ დედალი.
და ამ საზარელ დღის შემხედვარი
სულ უშედეგოდ სწუხდა მამალიც.
უმწეო მოდგმის შთამომავალი.
და სიმწრის ოფლით მთლად გალუმპული
ქარმა წაიღო ჭრელი ბიუმბულიც.

უგრძნობლად იწვა თავადის ქალი,


ვერ გაახილა ვერაფრით თვალი,
ვერ მოიბრუნა ვერაფრით გონი,
ჩაბნელებული წყვდიადის ბოლით.
დილამდე იწვა, საბრალო, ასე,
დილით კი გონზე მოეგო ისევ
და გაურკვეველ წუხილთ სავსეს
გადაუარა სინათლემ პირზე.
და სიზმრებიდან გამოქცეული,
ქმრისკენ მიიწევს ნაზი სხეულით.
სულს სასურველი წყურვილი უვსებს,
”სადა ხარ?” - ჩურჩულებს და გული უცემს,
მაგრამ შიშისგან ქვავდება უცებ:
ვერ ცნობს დარბაზის ჭერსა და ფუძეს,
სხვაა საწოლიც და სასთუმალიც. . .
და ამ უცნაურ სახლის სტუმარი
თვალებს აცეცებს გაოცებული.
ირგვლივ სიმდიდრე ბრწყინავს მეფური:
საწოლზე ყრია ყუთებალიშები,
მოხატულები უცხო ნიშნებით,
და იაგუნდით მოჭედილ კართან
კიდია ნაზი ბუმბულის ფარდა.
და სასაკმევლე თასების წყება
საკუთარ ბოლში ჩნდება და ქრება. . .
მაგრამ, მკითხველო, თუ მომცემ ნებას,
ამ მდიდრულ სურათს დავუსვამ წრტილს.
ან რა ფასი აქვს სიმდიდრეს ჩვენთვის,
თუ მეგობარი აღარ გყავს გვერდით.
ხოლო ლამაზი ქალწული ჩვენი,
იდუმალ ტყეთა შემკრთალი შველი,
ყველა სახოტბო სიმღერის ღირსი
და ყველა სულის თროთლვა და რხევა, -
ჩაცმული იყო იმ ღამეს ისე,
ვით ჩვენი დიდი ბებია ევა.
თვალმშვენიერი და საამური,
ჩაცმული იყო, როგორც ამური,
ჩაცმული იყო, როგორც ბუნება
და აჭარბებდა ყველა ცდუნებას.
ასე იცვამდა ხალხი ოდითგან
და ნუ გამიგებს ვინმე ხუმრობად,
თუკი მე მართლა მწყინს, რომ მოდიდან
მთლად გამოდევნეს ეს ჩაცმულობა.
უცებ თავადის ქალის წინაშე,
როგორც ჯადოსნურ სარკის მინაზე,
გამოჩნდა სამი ნაზი ასული,
პირმშვენიერი და თმადაწნული.
სამივე ჯობდა სიტურფით ყვავილს,
სამივემ მდაბლად დაუკრა თავი.
მერე კი ერთმა ნიავზე ჩუმად
უცხო ქვეყნიდან მოფრენილ სტუმარს
ოქროს დალალი დაუწნა უმალ
და მიწიერი სინათლით სავსეს
ლალის გვირგვინი დაადგა თავზე.
მერმე ეახლა მეორე ქალი,
ვერ გაუსწორა იმანაც თვალი,
ლაჟვარდისფერი მიართვა კაბა
და მიეტმასნა ქსოვილი ხარბად
სიმშვენიერეს ცათა შესაფერს.
თხელი მანდილი მოაქვს მესამეს,
აუტანია მანდილიც ვნებას
და შემკრთალ მკერეზე ცახცახით წვება.
ხოლო ქოშბი, მონების მსგავსად,
ყველაზე უფრო დიდ საოცრებას,
ყველაზე უფრო მტანჯველ ოცნებას, -
ლუდმილას ფეხებს კოცნიან ნაზად.
და სანამ რთავენ ლუდმილას ასე,
ვიღაცა მღერის მხიარულ ხმაზე,
მაგრამ ვერაფრით ვერ აღწევს მიზანს,
რადგან ლუდმილას არც კაბა უნდა,
არც იაგუნდის თუ მარჯნის გუნდა
და არც მძივები ძვირფასი ქვისა.
მაცდური სარკეც ამაოდ ხატავს
მის სილამაზეს და მორთულობას,
მაინც არ ჰყვება იგი ცდუნებას,
არავინ არ სურს სიკვდილის გარდა.
ვინც ამ საქმეში ჩახედულია,
დამეთანხმება, ალბათ, სრულიად,
რომ მართლა ცუდად ყოფილა საქმე,
თუკი ასეთმა ლამაზმა ქალმა,
თუნდაც ამხელა წუხილით მთვრალმა,
ასე გულცივად გადადო სარკე.

აი, ლუდმილა კვლავ მარტო დარჩა.


არ იცის რა ქნას, საშველი არ ჩანს.
სად არის, ნეტავ, ან რა მოელის,
დუმილს მოუცავს ირგვლივ ყოველი.
სარკმლიდან თეთრი მინდორი ჩანდა,
ქვეყანა თოვლში ჩაძირულს ჰგავდა,
და მოსაწყენად ერთფეროვანი
წყვდიადში თვლემდა მთები კლდოვანი.
არ ცახცახებდა კერიის კვამლი,
არ ეტყობოდა თოვლს კაცის კვალი,
არც მონადირის თამამი ბუკი
არ ღრიალებდა გარინდულ მთებში.
მხოლოდ ხანდახან დაღლილი ქარი,
სიჩუმითა და სიცივით მთვრალი,
გადაირბენდა მინდორზე ხვნეშით,
აეშლებოდა თოვლს თეთრი ბეწვი,
აღმოხდებოდა ოხვრა ხეობას
და გაძარცული ტყე ირხეოდა
დასალიერთან ჭაღარა ზეცის.

კვლავ აიფარა ხელები თვალზე


შეშინებულმა ლუდმილამ წამსვე
და მიაშურა გარინდულ კარებს,
დე, ყველაფერი დამთავრდეს ბარემ!
კარი სიმღერით გაიღო უმალ
და დიდებული წალკოტი სტუმარს
შემოეხვია მწვანე რტოებით,
სავსე სინათლით და მყუდროებით.
უფრო მდიდრული და უფრო ვრცელი,
ვიდრე არმიდას ბაღები ძველი,
უფრო ლამაზი, სავსე და ლაღი,
ვიდრე თავრიდის თავადის ბაღი.
ხასხასებს მოლი ჯერ ხელუხლები
და შრიალებენ მშვიდი მუხები,
მზეზე ბრჭყვიალებს პალმა და დაფნა,
ბორგავს ჭადარი და როგორც აფრა
მიუშვერია ქარისთვის ტოტი.
და ფორთოხალი, ვით ოქროს ზოდი,
მწვანე ფოთლებში მაცდურად ელავს,
და გაზაფხულის სილაღი ღელავს,
ვრცელი ჭალაკიც, ბორცვის და მოლიც,
და ყვავილების ფერადი ბოლი
მშვიდად ირხევა მაისის ქარში.
სივრცეს ედება ფოთლების ტაში.
ხმას უკანკალებს გრძნობა დიადი
და ათრთოლებულ რტოთა წყვდიადში
თავის სიყვარულს გალობს ბულბული.
და შადრევნები მშვიდი დუდუნით
ებჯინებიან ღრულბლებს კისრებით
და ბრჭყვიალებენ მარად ფხიზლები.
განბანილები გრილი შხეფებით,
შადრევნის ირგვლივ დგანან კერპები.
თვით ფიდიასიც, ვისი სახელიც
ბრწყინავს ყველაზე მყარი დიდებით,
გაოცდებოდა მათი მნახველი
და ჩაქინდრავდა თავს მორიდებით,
მარმარილოზე ბორგავს ჩანჩქერი
და თვალჩაუწვდომ უფსკრულს ჩასცქერის,
და მარგალიტის ნათლი შხეფით
იტვირთებიან მდუმარე ქვები.
ჩრდილში ფეთქავენ, როგორც გულები,
რულმორეული ნაკადულები
და ყოველ მხარეს გაფანტულები
გამვლელს უხმობენ ფანჩატურები,
და მოცურავენ მწვანე აფრებით
სიგრილის მყუდრო თავშესაფრები.
დაქრის ნიავი ნაზი და თბილი,
ირგვლივ დუმილი მეფობს უჩვევი
და აწყდებიან ვარდის ბუჩქები
ალმასის სილით მოფენილ ბილიკს.
მაგრამ ზღაპრულად მდიდარი ბაღი
უფერულდება ლუდმილას თვალში
და ყვავილებით დატვირთულ ქარში
მიჰყვება სულის იდუმალ ძახილს.
ამაზრზენია სიმდიდრე მისთვის,
ვერ შეუხედავს საბრალოს მზისთვის,
არც ფოთლის ესმის და აღარც ჩიტის
და მიდის ასე, მიდის და მიდის.
სახეზე დასდის ცრემლები მწარე.
საით წავიდეს ან რომელ მხარეს,
და მწუხარებით მოღრუბლულ თვალებს
უგულოდ ცისკენ აღაპყრობს ხოლმე.
უცებ მიადგა ბობოქარ მორევს.
მორევზე იდო მაღალი ხიდი.
ლუდმილამ ტუჩზე მიიდო თითი,
თითქოს განზრახვა გაუჩნდა უცებ.
აჩქარდა, გულიც ხმამაღლა უცემს.
ხიდის ქვეშ ქვებზე იმსხვრევა წყალი,
წყალს გადაჰყურებს საბრალო ქალის,
თავის დახრჩობას აპირებს, ალბათ,
თავბრუ ეხვევა და სუნთქვას ხარბად
და გულზე მჯიღებს ქვითინით იცემს.
ბოლოს კი. . . გზაზე გამოდის ისევ.
გამოელია ლუდმილას ძალა,
დიდხანს ირბინა საბრალომ მზეზე.
მოთენთა სიცხემ და აღარც მალავს,
”დროაო!” - ამბობს და ჩეროს ეძებს.
ჩამოჯდა კიდეც. არ ჩანს არავინ.
და უცებ ჩრდილი დაეცა თავზე
და აღიმართა დიდი კარავი,
შრიალითა და სიგრილით სავსე.
წინ გაეშალა სუფრა მდიდრული,
მზეზე გაბრწყინდა ბროლის ფიალა
და უჩინარმა ქნარმა მიდამო
ათასნაირად ააწკრიალა.
გაოცდა ჩვენი თავადის ქალი,
მდიდრულმა სუფრამ მოსტაცა თვალი,
მაგრამ ცდუნება დასძლია უმალ
და გაიფიქრა თავისთვის ჩუმად:
”თუკი სასურველს ვერაფერს ვხედავ,
თავი რიღასთვის ვიცოცხლო ნეტავ?
წყეული იყოს გრძნეული ვნება,
რამაც ჩამაგდო ამ მტანჯველ ცეცხლში.
ლუდმილას მხოლოდ სიკვდილი შეცვლის,
მტკიცეა მისი გულიც და ნებაც.
რაში მჭირდება მე ეს კარავი,
ან ეს სიმღერა გულის მზარავი.
დე, ეს სადილიც ქცეულა შხამად”.
გაიფიქრა და . . . შეუდგა ჭამას.

ადგა თუ არა თავადის ქალი,


კარავიც, სუფრაც და ტკბილი ქნარიც
მაშინვე გაქრა. . . და ძველებურად
ისევ დადუმდა ბაღი მეფურად.
ლუდმილა ბაღში მარტოა ისევ,
ჩიტების ბოლო სიმღერას ისმენს,
ნაზი ჭალების ცქერით ერთობა,
დავიწყებია კარგიც და ავიც.
და აი, მთვარეც! ღამის დედოფალს
ღრუბლიდან ფრთხილად გამოჰყავს ნავი
გამოარღვია წყვდიადი მთვარემ
და ბორცვზე მიდო ბრჭყვიალა თავი.
უკვე ლუდმილაც ძლივს ახელს თვალებს,
გამოლევია ძალ-ღონე ყვავილს.
და უცებ იგი ვიღაცის ხელმა
მაღლა ასწია, ნელა და ნელა,
და მართლა დაღლილ ყვავილის მსგავსად
სასახლისაკენ წაიღო ნაზად.
და აი, უკვე სასახლეც ბრწყინავს
და ის საწოლზე ეშვება ფრთხილად,
ხოლო საწოლი ცრემლის და დარდის
მოფენილია საღამოს ვარდით.
ისევ გამოჩნდა სამი ასულიც,
თვალმშვენიერი და თმადაწნული,
და ამ ჯადოსნურ სასახლის სტუმარს
ძვირფასი კაბა გახადა უმალ.
ოღონდ ამ ენაწართმეულ ქალებს,
სევდით დაღლილებს და ბედზე მწყრალებს,
უჩირაღდნებდა თვალს სიბრალული
და თანაგრძნობის სხივი მალული.
ლუდმილა ღამის პერანგში დარჩა
და მიეხუტა ბალიშის ფარჩას.
ქალებმაც თავი დაუკრეს უმალ
და გაიკეტეს კარები ჩუმად.
მაგრამ ლუდმილას დაუფრთხა ძილი,
კვლავ წამოდგა წუხიის ჩრდილი,
მთლად გაეყინა შიშით ხელები,
მართლაც არავინ არ ჰყავს მშველელი.
უფრო დაძაბა თვალიც და სმენაც,
იკავებს სუნთქვას და გულის ცემას
და მოლოდინით დაბნეულ თვალებს
ვეღარ აშორებს საზარელ კარებს.
და აი, მართლაც გაიღო კარი,
გამოჩნდა მკაცრი ზანგების ჯარი,
მოაბიჯებენ და როგორც ძღვენი
ბალიშით მოაქვთ ჭაღარა წვერი.
კუზით მოხრილი და ერთი მუჭა,
ბალიშს ამაყად მოჰყვება ჯუჯა.
მშვენიერ ტყვისკენ მოდის და ჩქარობს
გონჯი და ჩია და კრუხის პალო.
მასვე ეკუთვნის ეს დიდი წვერი.
ტყვესთან საამურ შეხვედრას ელის
და განსაცდელის სიამით სავსეს
წოწოლა ჩაჩი ახურავს თავზე.

აი, სარეცელს მიაპყრო თვალი,


მაგრამ წამოხტა თავადის ქალი
და დაიკივლა ისეთი ძალით,
რომ მსახურების ზვიადი ჯარი
დამფთხალ ჯოგივით არივ-დარია.
და თვით გრძნეულიც, ქალიპარია,
უკვე გაქცევას ცდილობს და ხვნეშის,
მაგრამ გაება საკუთარ წვერში
და დაახეთქა იატაკს კეფა,
ხოლო ზანგების წყება და წყება
მრისხანე ბატონს ფეხებით თელავს,
გაოგნებული შიშისგან ყველა.
დარბიან, კედლებს ეხეთქებიან,
ძირს ეცემიან და ძლივს დგებიან.
ბოლოს შიშისგან მთლად დალეული
ჯუჯა ბატონის უშნო სხეული
შავ იღლიებში ამოიჩარეს,
გადააჭარბეს ქარის სიჩქარეს,
მიაწყდნენ ვერცხლით მოჭედილ კარებს
და გამოცვივდნენ ღრიალით გარეთ.
შიშმა ყველანი გააუნდილა,
ჩაჩი კი ხელში შერჩა ლუდმილას.

ჩვენ კი რაიდნებს მივხედოთ ახლა,


ხომ გახსოვთ, როგორ შეხვდნენ ისინი?
უკვე ბნელოდა და სადღაც ახლოს
ისმოდა მხოლოდ ტალღის სიცილი.
ორლოვსკი, ფანქარს მოკიდე ხელი
და ხელჩართული ბრძოლა დახატე.
ცხენების ფეხქვშ ბობოქრობს ველი,
გაგრძელებულა ბრძოლა აქამდე.
გადაუყრიათ უკვე შუბები,
დაკოჟრებიათ ბრაზით შუბლები.
აბჯრებზე ელავს ოფლი და სისხლი
და ეწურებათ გულები რისხვით.
გადამსხვრეულან ხმლებიც ვადაში
და ამ მრისხანე ბრძოლის ღადარში
მთლად დაბზარულან მძიმე ფარები.
და ერთმანეთზე გადახვეულნი
ახლა ერთმანეთს ჭამენ თვალებით.
შეერთებია სხეულს სხეული,
გადაჭდობია ხელებს ხელები.
მტვერში ცქმუტავენ ფიცხი ცხენები,
დაჭიმულია ძარღვი და კუნთი.
წელიწადივით გრძელდება წუთი.
მეტოქის მკერდზე ცახცახებს მკერდი.
დღეს გადაწყდება ორივეს ბედი.
ერთ-ერთმა, მისი კეთილმყოფელი,
აქ უნდა დასთმოს წუთისოფელი.
და აი, ჩვენმა რაინდმა მაშინ
მეტოქეს ხელი ჩაჭიდა მხარში
და ააგლიჯა უნაგირს ძალით
და გალახული ხორცი და ძვალი
გადაისროლა ღრიალა ხრამში.
”მოკვდიო!” - თანაც ჩასძახა ასე
მისდამი შურით და ღვარძლით სავსეს.

ჩემო მკითხველო, შენც მიხვდი, ალბათ,


ვინ იყო ჩვენი რუსლანის მსხვერპლი,
ვინ შეუერთდა წყვდიადს და ზღაპარს,
ვინ დაიფარა მტვრითა და ფერფლით.
როგდაი იყო, მკითხველო, იგი,
შეუპოვარი და შლეგი ჯიქი.
ხიფათისა და სისხლის მძებნელი,
ნამდვილ მეომფარს როგოც შეჰფერის.
კიევლების დიდი ნუგეში
ასე დამთავრდა სიჭაბუკეში.
მან დიდხანს ძებნა რუსლანის კვალი,
გზადაგზა დიდხანს აცეცა თვალი,
მაგრამ ჭიდილი შურის და რისხვის
საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის.
ხრამში ბორგავდა მდინარის წყალი,
ხოლო იმ წყალში ცხოვრობდა ალი
და მან მიიღო როგდაის გვამი,
კოცნით მოწმინდა შუბლიდან შლამი,
გამოაფხიზლა წყალთა სიცივით
და ჩაითრია ფსკერზე სიცილით.
და ამის მერეც, ძალიან ხშირად,
ხალხი შიშისგან ვერ ჭამდა სადილს,
თუ გაივლიდა მდინარის პირას
უზარმაზარი რაინდის ლანდი.

მესამე სიმღერა

ჩემო ლექსებო! ნუ ემალებით


კეთილის მსურველ მეგობრებს ჩრდილში,
მაინც მოგაპყროთ შურმა თვალები,
გადიდებული ღვარძლით და შიშით.
მე, რა თქმა უნდა, კამათი არ მსურს,
არც გავამჟღავნებ ამ ამბავს არსად,
თუ რად ვეძახი ლუდმილას ქალწულს
და ამავე დროს - თავადის ქალსაც.
რა ვუპასუხო, არ ვიცი თვითონ,
შურით და ღვარძლით სავსე კრიტიკოსს.
ის ჩემს შეცდომებს განიცდის თითქოს
და სურს, რომ ცოცხლად გამომიტიროს.
შენ კი, მკითხველო, თუკი თვალი გაქვს,
ყველაფერს თვითონ შეამჩნევ უმალ.
მე ისიც მყოფნის, რომ მართალი ვარ
და ვცხოვრობ ჩემთვის, ცალკე და ჩუმად.
და შენც გამიგებ, ალბათ, კლიმენა,
შენ ხომ ყოველთვის გესმოდა ჩემი,
შენც ხომ გიმსხვერპლა მკაცრმა ჰიმენემ. . .
და აი, ისევ ეცემა ცრემლი
ჩემს ცოდვილ ლექსებს. . . და ოხრავ ისევ,
სიმორცხვის ალი გედება პირზე
შენ კი ეჭვების ბუდევ დ დედავ,
ელოდე რისხვას, ახლოა იგი
და სინანული ამურთან ერთად
შურისძიების გიმზადებს გვირგვინს.

ქედებზე უკვე ბრწყინავდა დილა,


ქვეყანა თვალებს ახელდა ფრთხილად.
მაგრამ სასახლე ჯერ სდუმდა ისევ,
თითქოს ბოქლომი დაედო პრიზე.
ჯუჯასაც კრიჭა შეჰკვროდა ბრაზით,
ირგვლივ ეხვია მონათა დასი
და უვარცხნიდნენ მუნჯი კაცები
წვერსა და ულვაშს ძვლის სავარცხლებით.
და როგორც ნამდვილ ბატონს შეჰფერის,
აფაქიზებდნენ ნელსაცხებლებით.
მხრებზე მოეგდო დილის ხალათი,
ბრაზს იკავედა ძალისძალობით,
უქუდოდ იჯდა და რისვხით სავსეს
სხივი დაცა მოტვლეპილ თავზე.
უცებ, ყველასთვის მოულოდნელად,
ფრთიანი გველი, კაცის ოდენა,
ღია სარკმელში შემოჟღრიალდა
და ჩერნომორის საწოლს მიადგა.
მერე დაბნეულ დამხვედურთ თვალწინ
ნაინად იქცა ურჩხული მკაცრი.
”გესალმებიო, - მიმართა ბატონს, -
თაყვანს გცემდიო ჩემს ძმასო მარად,
დღემდე სახელით გცნობდიო მარტო,
ვატარებდიო შენს სახელს ფარად.
დღეს კი ხიფათმა შეგვაერთაო,
შენს თავზე რისხვის ღრულბეს ვხედავო,
გაგვჩენიაო სერთო მტერი,
გავუმართოდო ერთმანეთს ხელი.
შენს შეგინებულ და ტანჯულ დასო
შურისზიების წყურვილი მკლავსო”.

აუციმციმდა ჩერნომორს თვალი,


ტკბილი ღიმილით მოთაფლა ქალი.
ხელიც კი მისცა და უთხრა მშვიდად:
”ჩემო ნაინი, მეც ძლიერ მინდა,
რომ ვიმეგობროთ ყოველთვის ასე,
ეს მეგობრობა მე ძალით მავსებს
და იმ ყრუჩუნა და ჩერჩეტ ფინელს
დავაკრეჭინებ სიმწრისგან კბილებს.
არ გაჩენილა ჩემი მომრევი,
ყველას ამოვდებ რკინის სადავეს
და შენც იცოდე, რომ ჩერნომორი
ამ წვერს ვინმე არ მომჭრის ძირში
არ შემაწუხებს არაფრის შიში,
არც არაფერი არ მეფიქრება,
ლუდმილა მარად ჩემი იქნება,
რუსლანს კი მხოლოდ სამარე ელის”.
და კუდიანმაც დაუკრა კვერი:
”სამარე ელის! სამარე ელის!”
მერე კვლავ ზიზღი აიკრა პირზე
და სამჯერ დაჰკრა იატაკს ფეხი.
და უცნაური მანჭვით და გრეხით,
გველად ქცეული, გაფრინდა ისევ.

დროზე ეწვია გრძნეულს გრძნეული,


კვლავ დაუბრუნდა ჯუჯას ხალისი,
კვლავ აუთრთოლდა ვნებით სხეული
და გაეღიმა კიდეც თავისთვის.
თითქოს უეცრად მოეხნა ტვირთი
და მოუშუშდა მტანჯველი წყლული. . .
და გადაწყვიტა: მშვენიერ ტყვისთვის
ფეხქვეშ გაეგო წვერიც და გულიც.
და საზეიმოდ მორთულმა ჯუჯამ
კვლავ ლუდმილასკენ გასწია ურჩად.
ჩამოაყოლა ოთახებს თვალი,
ვერსად ვერ ნახა თავადის ქალი.
მერე კი ბაღში გავიდა იგი,
გადაიხედა მესერის იქით,
გაჩხრიკა ყველა კუთხე და ტევრი
და აღმა-დაღმაც ირბინა ბევრი.
დიდხანს აცეცა დამფრთხალი თვალი,
ვერც ქალი ნახა, ვერც მისი კვალი.
ვერ აღწერს ენა მის შეძრწუნებას,
მთლად მოეშხამა გრძნეულს გუნება
და როგორც ქარი ათრთოლებს ფოთოლს,
ისე ათრთოლდა და აკანკალდა,
დარბოდა, მაგრამ ცოცხალს არ ჰგადა,
მერე კი უცებ ღრიალი მორთო:
”მონებო აქეთ, მონებო, ჩქარა!
ახლა მჭირდება მე თქვენი შველა.
ან მომინახეთ თავადის ქალი,
ანდა ამ წვერით მოგახრჩობთ ყველას!”

ჩემო მკითხველო, ახლა კი გეტყვი,


სად გაქრა ჩვენი თავადის ქალი.
ბავშვივით გულწრფელს, ნაზსა და კეთილს,
არ მოუხუჭავს იმ ღამეს თვალი.
გრძნეულის ქუდი მიეკრა მკერდზე
და მომხდარ ამბის ახსნას ცდილობდა,
და მთლი ღამე საკუთარ ბედზე
ხან იცინოდა და ხან ტიროდა.
მას აცინებდა ყველაზე მეტად
ჯუჯა ბატონის მხდალი ბუნება,
ხოლო სიცილი და შეძრწუნება
ვერ თავსდებიან ვერასდროს ერთად.
მაშინვე ადგა თავადის ქალი,
როგორც კი სხივი მოადგა სარკმელს,
და უნებურად მოსტაცა თვალი
კედელთან მდგარმა მაღალმა სარკემ.
სულ უნებურად მისწვდა დალალებს,
რომლებიც შიშველ მხრებს უმალავდნენ.
გამოიჩინა შროსანა მხრები
და უნებურად დაიწნა თმებიც.
მერე კი სკამზე, საწოლის გვერდით,
გუშინდელ კაბას შეასწრო თვალი.
ჩაიცვა. ოხვრა აღმოხდა სევდის
და კვლავ ატირდა თავადის ქალი.
ოღონდაც სარკეს, წუხილით სავსე,
არ შორდებოდა არც ერთი წუთით
და უნებურად მოირგო თავზე
ჯუჯა გრძნეულის წოწოლა ქუდიც.
რა უნდა მოხდეს ბოლოს და ბოლოს,
ან როგორ უნდა გასთქვან კედლებმა. . .
ის კი ჩვიდმეტი წლისაა მხოლოდ,
რომელი ქუდი არ დაამშვენდება.
და დაბზრიალდა ლუდმილა უცებ,
ქუდმა დაიპყრო იგი მთლიანად:
გვერდზე მოიგდო, კეფაზეც, შუბლზეც
და მერმე წაღმა შეატრიალა.
უცებ ლუდმილა სარკიდან გაქრა.
შეკრთა საწყალი, არ იცის, რა ქნას.
შეატრიალა ქუდი და ისევ
გამოჩნდა სარკის კრიალა პირზე.
კვლავ შეაბრუნა - კვლავ გაქრა სადღაც,
მოიძრო - ისევ სარკის წინ დადგა.
”ძალიან კარგი, ჩემო ბატონო,
ახლა ჩემს ნახვას ნუღარც ნატრობო.
აქიცინე წვერიც და კუდიც,
მე კი ვიძინებ მშვიდადო ამ ღამ. . .”
სთქვა და გრძნეულის წოწოლა ქუდი
ჩამოიფხატა მაშინვე წაღმა.

ახლა კი რუსლანს მივხედო ისევ,


მარად შემართულს, მხნესა და ფხიზელს.
გადაივიწყე, მკითხველო, წუთით
ავი გრძნეულის წვერიც და ქუდიც.
ჩემმა რაინდმა იმ ბრძოლის მერე
ტყე გაიარა ჩუმი და ბნელი
და როცა გასცდა ჩათვლემილ ტევრებს,
ბრჭყვიალა ცის ქვეშ გამოჩნდა ველი.
ველი სავსეა ყვითელი ძვლებით:
ლავიწის, ბეჭის, კეფის თუ ყბების. . .
უკვე დამცხრალა ბრძოლის ხანძარი
და რიყესავით ბრყინავს აბჯარი.
გაჟანგულ ფარზე დამჯდარა ყვავი
და მუზარადში ჩამპალა თავი,
ხმალს შერჩენია უხორცო ხელი.
იქით აღვირი აგდია ცხენის,
აქეთ სველ მიწას კაპარჭი კოცნის
და გოლიათის მთლიანი ჩონჩხი
ბორცვს შერჩენია, როგორ ღრუბელი,
და ხეებივით დგნან შუბები,
შემოხვევიათ ფათალოს ხელი.
დუმილს მოუცავს სიკვდილის ველი.
ჩქამიც არ ისმის არავითარი.
საღათას ძილით სძინავს მიდამოს.
მზე კი ამ სურათს დასცქერის მშვიდად
გაჩახჩახებულ და მაღალ ციდან.

ამოიოხრა რაინდმა მწარედ,


ჩონჩხებს მოავლო მწუხარე თვალი.
”მითხარ, მინდორო, რომელმა ქარმა
შემოგაჩეცა ამდენი ძვალი?
ვისმა მერანმა გაგთელა ასე?
ვისი ვარსკვლავი ჩაბნელდა ცაზე?
ვინ მოიპოვა სახელი გმირის?
ვინ შეირცხვინა სიკვდილით პირი?
მინდორო, ახლა რაღად ხარ ჩუმად,
ამდენი რამე თუ გაქვს ნანახი,
რად მოგიშვია მკერდზე დუმილის
და დავიწყების მკაცრი ბალახი?
იქნებ მეც საშველს ტყუილად ვეძებ,
იქნებ ტყუილად მივყვები ფიქრებს
და უსახელო ბორცვზე ან ველზე
რუსლანის კუბოც დაიდგეს იქნებ.
და იქ ასრულდეს მისი იმედიც,
მისი სურვილიც, გზაც და სანთელიც. . .
და ბაიანის მქუხარე სიმებს
სიტყვაც არ ჰქონდათ მასზე სათქმელი?

მაგრამ რაინდებს ჭირდეგათ ხმალი,


მკვრივი აბჯარი და მუზარადი.
რუსლანიც ეძებს და მისი თვალი
აბჯრის გორებზე ნელა გადადის.
იმ უკანასკნელ ბრძოლაში იგი
უიარაღოდ დარჩა სრულებით,
ამიტომ დროზე შეწყიტა ფიქრი,
თვალით მოსინჯა ორლესულები.
ველს გაეღვიძა, ატყდა ჟღრიალი,
რკინას მიაწყდა რკინა მტვრიანი, -
ისევ გაცოცხლდა თითქოს ლაშქარი.
ფარიც იპოვა, ბუკიც, ჩაჩქანიც,
და თუმცა ხმლებში იდგა ყელამდი,
ვერ შეარჩია მაინც ვერაფრით:
ამ ტრიალ ველზე სივკდილმისჯილებს
ზოგს სიგრძე აკლდა და ზოგს სიმძიმე.
ის კი არ იყო დონდლო და ზანტი
და არც დღევანდელ რაინდებს ჰგავდა,
მოჩხრიკა ყველა ბუჩქი და ბარდი,
ბევრი ეძება და ბევრი სცადა.
დიდხანს იარა რაინდმა ასე,
მერე კი თორი მოირგო ტანზე,
ფოლადის შუბიც აიღო გრზელი
და მიატოვა მდუმარე ველი.

ამასობაში დაღამდა კიდეც,


გადაეფარა მიდამოს ბინდი.
თანდათან ფერი წაერთვა მინდვრებს,
გამოჩნდა მთვარეც, თეთრი და მშვიდი.
გამოჩნდა მთვარე, მშვიდი და მორცხვი
და ჩვენმა გმირმა შენიშნა ბორცვი,
ბორცვზე კი თითქოს ვიღაცას სძინავს,
სძინავს და ძილში საზარლად ხვრინავს.
არ დაბნეულა გმირი სრულებით,
ბორცვს დაკვირვებით შეავლო თვალი.
ცხენმა კი შიშით ცქვიტა ყურები
და ერთ ადგილზე აცქმუტდა მხდალი.
და მთვარის მშვიდი შუქით ნაბანი
ყალყზე დაუდგა თეთრი ფაფარი.
არ აშორებდა დიდი მანძილი, -
ბორცვი ხვრინავდა ბნელში კაცივით.
გამოიკვეთა თანდათან ბორცვი,
ფერკმრთალმა მთვარემ შეასხა ხორცი.
აღწრა მიჭირს და მაინც ვბედავ,
რუსლანი ნამდვილ სასწაულს ხედავს:
ჩვენი გულადი თავადის თვალწინ
უზარმაზარი თავი დევს კაცის.
ცხენი ადგილზე გაქვავდა შიშით,
იმ თას კი სძინავს და ხვრინავს ძილში.
დამდგარა, როგორც ზვინი ზვიადი,
გარემოცული მუნჯი წყვდიადით
და მუზარადის ცახცახა წვერით
ცას ებჯინება მინდვრების მცველი.
შეფიქრიანდა მისი სტუმარი,
უცებ გამოტყვრა, ახალი ჭირი
და სურს, როგორმე დააფრთხოს ძილი,
გაურკვეველი და იდუმალი.
შემოუარა თავს ყოველ მხრიდან,
ათვალიერა დიდხანს და მშვიდად.
მერე ნესტოში შეუყო შუბი
და შეიჭმუხნა მძინარეს შუბლი.
გამწარებულმა და აცრემლილმა
ერთი ისეთი დააცემინა,
რომ არ გსმენიათ არსად იმგვარი.
დაცემინებას მოჰყვა გრიგალი,
ათრთოლდა ველი, ხოლო მთებიდან
ღრიალით მოწყდნენ მძიმე ლოდები,
ულვაშებიდან და წარბებიდან
წამოიშალნენ ბუკიოტები,
გამოეღვიძათ ჩათვლემილ ჭალებს,
მიაწყდა ეხო ოთხივე მხარეს,
ცხენმა ჭიხვინი მორთო გაბმული
და გვერდზე გახტა მკერდგაქაფული
დაფეთდა, როგორც გაუხედნავი,
ძირს გადმოაგდო ლამის მხედარი.
და უცებ თავმა შესძახა რაინდს:
”საით მოდიხარ, სულელო, საით!
დაუფიქრებლად გაბრუნდი უკან,
არც კი მეყოფი, თავხედო, ლუკმად”.
მაგრამ ამაყად მოხედა გმირმა
და გააქვავა ადგილზე ცხენი.
”შენ ხომ არ იცი, რაიდნო, ვინ ვარ,
არ მოგიწვდება ჩემამდე ხელი”. –
განრისხებული ბრდღვინავდა თავი, -
”რას დაწანწალებ მინდორში ღამით.
აბა, აქედან მოცოცხე მალე,
ხომ ხედავ ძილი მიხუჭავს თვალებს”
მოკრა თუ არა ამ სიტყვებს ყური,
ბრაზით ათრთოლდა რუსლანის გული
და მედიდურად მიუგო მაშინ:
”თუმცა მინდორზე მთასავით დგახარ,
ტვინის ნასახიც არ გიდევს თავში.
მე არ ვტრაბახობ და თვითონ ნახავ,
რომ არ დავრჩები არავის ვალში”.
მთლად გაიბერა ის თავის რისხვით,
თვალებში უცებ მოაწვა სისხლი,
შუბლზე აუხტა ორივე წარბი,
პირზე მოადგა დორბლი და ქაფი.
ვერ მოერია ბრაზსა და წუხილს,
გამოუვარდა ყურიდა ბუღი
და, როგორც ავდრის შავმა ღრუბელმა,
გაბერა ყბები და შეუბერა.
ატყდა გრიგალი, გავარდა მეხი,
დაეშვა წვიმის და სეტყვის სვეტი.
წინ ვეღარ წარდგა მერანმა ფეხი,
დახარა თავი, დაძაბა მკერდი.
ვერ მიაწვდინა რუსლანმაც ხელი,
ირგვლივ წყვდიდი გამეფდა სრული
და გაარიდა ქარიშხალს ცხენი,
რომ ოდნავ მაიც მოეთქვა სული.
კვლავ შეუტია და კვლავ ამაოდ,
ქარში მიიწევს და მიქანაობს,
ვერ მიაკარა ვერაფრით თითიც,
გადაეწურა იმედი თითქმის.
სამაგიეროდ თავი ხარხარებს,
უთანასწორო ბრძოლა ახარებს:
”რაინდო, საით? მოიწი აქეთ.
რა მოგივიდა, რაშია საქმე.
ნუ გადაყვები მწუხარე ფიქრებს,
როგორმე რთი შემომკრა იქნებ
და გამახარო ეს ბერიკაცი,
სანამ შენს მერანს გასძვრება ქანცი”.
თან კი უყოფდა საზარელ ენას.
რუსლანს წაერთვა თვალიც და სმენაც,
სულში ჩაუდგა ღრუბელი ქუფრი
და დაემუქრა შორიდა შუბით.
მერე კი სტყორცნა და, როგორც სხივი,
ბნელში გაბრწყინდა ფოლადი ცივი,
ეძგერა ენას და შავმა სისხლმა
მდინარესავით იფეთქა უცებ
და შეურყია ტრაბახას ფუძე,
ხოლო ტკივილმა, ბრაზმა და რისხვამ
გამოაშტერა თავი მთლიანად,
გონი წაართვა მწარე იარამ,
ლანძღვის ხალისიც წაუხდა უმალ
და მიაჩერდა ჩვენს რაინდს ჩუმად.
ასეთი რამე ახლაც, წინათაც
მე ჩვენს სცენაზე ბევრჯერ მინახავს,
გონებას ასე კარგავს სტვენისგან
ცუდი შეგირდი მელპომენისა.
მას არაფერი არ ახსოვს მაშინ
და გოგნებულს დაცინვის ტაშით
ენა ებმება და თავდახრილი
ხალხის წინაშე დგება ბალღივით.
რუსლანიც ამას უცდიდა მხოლოდ,
მოესწრო კიდეც, ბოლოს და ბოლოს,
ქორივით წამსვე მისკენ გავარდა,
თათმანიანი ხელი გამართა
და ერთი ისე შემოჰკრა ყბაში,
რომ ვარსკვლავები ათრთოლდნენ ცაში.
საბრალო თავიც უცებ გაბრუვდა,
გადაბანცალდა და გადაბრუნდა
და მის ნადგომზე გამოჩნდა ხმალი,
ააბრჭყვიალა ფოლადის თვალი.
და გაუხარდა რუსლან ბავშვურად,
წამსვე დასტაცა სანატრელს ხელი,
შემართა კიდეც და ფრენა-ფრენით
კვლავ დაგორებულ თავს მიაშურა.
სურს მოასხიპოს ყური და ცხვირი,
გადააჩვიოს ლანძღვას და ყვრილის.
მაგრამ უეცრად მოესმა კვნესა,
აატირებდა ის კვნესა კლდესაც.
და მან ნელ-ნელა დაუშვა ხმალი;
უცებ გაუქრა სიბრაზის კვალიც,
გაუქრა ბრძოლის ჟინიც და ვნებაც,
ასე მინდორში ყინული ქრება,
როდესაც ცხელი სხივებით სავსე
მზე დააცხრება საბრალოს თავზე.

- ”შენ გამინათე გონება, გმირო, -


თავს შეეცვალა ხმაცა და კილოც, -
შენმა მარჯვენამ მაჩვენა ნათლად,
რომ დამნაშავე ვიყავი მართლა.
და დღეის იქით მონა ვარ შენი,
რაინდს კი სუსტის შენდობა შვენის
და შენც, რაინდო, იყავს სულგრძელი,
შენ არც კი იცი, რას გავუძელი.
ერთ დროს, ძმობილო, მეც ვრაინდობდი,
მამაცი ვიყავ, მტერს არ ვინდობდი,
ქათმებში შეჭრილ მიმინოს ვგავდი,
მართლაც არ მყავდა ტოლი და ფანდი.
და სანამ ჩემი ძმა გაჩნდებოდა,
მე დავცქეროდი ყველას ზემოდან.
ოხ, ჩერნომორის ბრალია მხოლოდ
ამ სატანჯველის თავიც და ბოლოც.
მან შეარცხვინა ოჯახი ჩვენი.
დედის მუცლიდან გამოჰყვა წვერი
და დაბადებით ჯუჯას და ჩიას
ჩემი სიმაღლე ახრჩობდა შურით.
მე შევხაროდი ქვეყანას მზიანს,
რადგან უბრალო ვიყავი სულით.
ის კი ჭკვიანი იყო ქაჯივით
და სული ღვარძლით ჰქონდა დაჭრილი.
ბრაზით იმტვრევდა წყეული თითებს,
ბოლოს და ბოლოს შევჯავრდი კიდეც.
საუბედუროდ, იმ ქაჯს და შეშლილს
საბედისწერო ძალა აქვს წვერში.
იმ წვერს ატარებს წყეული ფარად,
ვერც ეკარება ვერავინ შიშით
და უვნებელიც დარჩება მარად,
თუ არ შეაჭრის ის წვერი ძირში.
და აი, ერთხელ, ერთ წყეულ დილას
გამიხმო გვერდზე და მითხრა ფრთხილად:
აღმოსავლეთში, წყნარი ზღვის პირას,
ჯურღმულიაო და ჩვენდა ჭირად
ლოდი ადევსო იმ ჯურღმულს თავზე
შავმა წიგნებმა მითხრესო ასე,
რომ იმ ჯურღმულში მახვილი დევსო,
ის ჩაგვიქრობსო ორივეს მზესო,
ასე უნდაო ჩვენს წყეულს ბედსო.
ვიღუპებითო შენცა და მეცო,
აღარ ვარგივართ დარდით და შიშით,
შენ თავს მოგჭრისო ის ხმალი ძირში,
მე კი - წვესაო. და ვითონ თქვიო,
თუკი მოსმენილს ზღაპრად არ თვლიო,
იმ ხმლის ჩაგდება გსურს თუ არაო,
ოღონდ სიმართლეს ნუ დამალავო.
”წავედით ძმაო საითაც გინდა, -
ჯუჯას მაშინვე მივუგე მშვიდად, -
გული ტყუილა გიწუხს და გტკივა,
თუ გინდა ქვეყნის კიდემდე მივალ”.
ვეება ნაძვი გავიდე მხარზე
და მაშინათვე გაველი გზაზე.
მეორე მხარზე ჯუჯა შევისვი,
თან წავიყვანე ისიც რჩევისთვის.
ძმა მაჩქარებდა და მეც ვჩქარობდი
და ჩემი ძმის თუ ღმერთის წყალობით
პირველად კარგად წავიდა საქმე:
მე მივადექი ჯურღმულის სარქველს,
მახვილსაც მივწვდი და ამოვიღე,
მაგრამ მოგვინდა იგი ორივეს.
მოსხდენელი მოხდება ისეც
და ჩვენში შუღლი ჩავარდა მყისვე.
საჩხუბარი კი გვქონდა ნამდვილად,
ვერ დავცხრებოდით ასე ადვილად.
აყვირდა ჯუჯა, მეც მაგრა დავხვდი,
ვექაჩებოდით ორივე მახვილს,
ორივე მუშტებს ვიცემდით გულზე,
მერე კი ჯუჯა დაწყნარდა უცებ.
მთლად გაისაწყლა წყეულმა სახე
და სწორედ მაშინ დამიგო მახე.
უჩუმრა იჯდა და მითხრა ბოოს:
”ეს უსარგებლო შფოთიან მხოლოდ.
ჩვენი კავშირი სუსტდება ამით,
ამიტომ ყური დამიგდე წამით.
ჯობია ბედმა განსაზღვროს თვითონ,
თუ ეს მახვილი რომელმა ვზიდოთ.
ორივემ მიწას დავადოთ ყური,
(რას არ იფიქრებს ბოროტი სული)
და ვინც პირველად გაიგებს რეკვას,
ამ ხმალსაც მისი სახელი ერქვას”.
თქვა და მაშინვე გაწვა მიწაზე.
მეც გავსულელდი, მართლა ვიწამე.
ვწევარ და ვუცდი, ვუცდი და ვუსმენ.
მოვატყუებო, ვიფიქრე უცებ,
მაგრამ თვითონვე მოვტყუვდი მწარედ.
არც გამიხედავს წყეულის მხარეს,
ის კი, ბოროტი ზრახვებით სავსე,
წამომპარვია უკნიდან თავზე.
ხელსი მოირგო მახვილი უკეთ
(არ მოვსწრებოდი იმ დღეს ნეტავი)
და სანამ მისკენ მივიხედავდი,
თავი მიწაზე გორავდა უკვე.
თავში ჩასახლდა ცხოვრების სული,
გვამს კი მოედო ხავსი და წყლული
და ცხრა მდინარის და ცხრა მთის იქით
დაუმარხავად ლპებოდა იგი.
მე კი გრძნეულმა ჩამავლო ხელი,
წამომათრია და ძმას საკუთარს
მაყლაპა ბევრი ტრამალის მტვერი
და ამ ხმლი მცველად აქ დამაყუდა.
ალალი იყოს ეს ხმალი შენთვის,
წაიღე იგი, - გფარავდეს ღმერთი.
იქნებ შენს გზაზე, ჩემო რაინდო,
სადმე ჯუჯასაც შეასწრო თვალი,
გადაუხადე და არ დაინდო,
არ ჩამაყოლო საფლავში ვალი.
თუ გამითენებ ამ ნანატრ დილას,
მეც კმაყოფილი ვიქნები სოფლის
და დავივიწყებ შენს მწარე სილას,
შენდამი დიდი მადლობის გრძნობით. ”

მეოთხე სიმღერა

მე ყოველ დილით, როგოც კი ვდგები,


უფალს გულწრფელად მადლობას ვწირავ,
რადგან ჯადოქრებს დღეს აღარ ვხვდებით,
ან უფრო სწორად: არ ვხვდებით ხშირად.
ახლა თამამად იხდიან ქორწილს,
წყვდიადს ჩაბარდა, რაც იყო წინათ,
ქმარიო მეუღლეს თამამად კოცნის,
და უფრო მეტიც: თამამად სძინავს.
მაგრამ არიან სხვა ჯადოქრებიც:
ნაზი ღიმილი, ლურჯი თვალები
და ხმა ხავერდის. . . ოხ, მეგობრებო,
მათაც ნურასდროს მიეკარებით.
ნუ დაუჯერებთ, ნუ მიენდობით,
და გეშიოდეთ ამ ტკბილი შხამის,
თუ გსურთ, რომ ბოლოს გითხრან შენდობა,
ახლა კი მშვიდად გეძინოთ ღამით.

მთრთოლვარე სულის მგოსანო დიდო,


წუთისოფლის და სამოთხის მკვიდრო,
ვარდების შლავ და ფოთლების ცვენავ,
სიყვარულის და ოცნების ენავ,
ცასავით მშვიდო, სუფთავ და ვრცელო,
ჩემი მუზების ძიძავ და მცველო,
შენ მომიტევე, ლექსის მშობელო,
ნუ შეიჭმუხნი სიბრაზით სახეს,
თუ ჩრდილოეთის ხმატკბილ ორფეოსს
მე ერთ მშვენიერ ტყუილში გამხელ.
ჩემო მკითხველო, შენც იცნობ ალბათ,
იმ უკეთურის უცნაურ ამბავს,
ეშმაკს რომ მშვიდად მიჰყიდა სული
ჯერ თავისი და მერე შვილების,
მერე ცოდვამ რომ დაუფრთხო რული,
და უთვალავი შენაწირებით,
ლოცვებით, რწმენით, გვემით და მარხვით
ჰპოვა მფარველი წმინდანის სახით.
შენ ალბათ მისი სიკვდილიც გახსოვს,
მისი თორმეტი ასულის ძილიც.
ჩვენც წარგვკვეთია წუხილით სასო,
ჩვენც დაგვცემია იმ ციხის ჩრდილი.
ძლიერი იყო ის განცდა ჩვენთვის,
მას ბევრი ნაზი გული მინებდა.
გულღრძო ეშმაკი და მკაცრი ღმერთი
და იმ უბიწო ასულთა ხვედრი
ჩვენც გვატყვევებდა და გვაშინებდა.
თავს ტყვეობაში ვგრძნობდით ყველანი,
ერთად ვტიროდით იმ დების შველა,
რადგან გულწრფელად გვიყვარდა ყველას
ჩვენ გვწვავდა მათი ცრემლი და დარდი,
ჩვენც მათთან ერთად ვეძახდით ვადიმს
და მშვიდ მონაზვნებს, როგორც ჩრდილები,
მამის საფლავზე მივაცილებდით.
მაგრამ ტყუილი იკყო ყოველი!
მე კი არ ვიცი, ჯერ რა მომელის.
იქნებ არ მეყოს მე სითამამე,
მაგრამ სიმართლე მთხოვს და მავალებს
გამომჟღვნებას და ვიწყებ წერას,
როგორც მგონია და როგორც მჯერა.

ამ დროდ რატმირი, ხაზართა ხანი,


სამხრეთისაკენ მიქროდა ისევ.
საამო ვნებით უთრთოდა ტანი
და ამ საამო ვნებათა მიზეზს
უკვე საკუთარ მეუღლედ თვლიდა.
მაგრამ საღამო დაეშვა ციდან,
ჩრდილებით და დუმილით სავსე
უცებ დაეშვა უგუ ზენიდან.
ხოლო გარინდულ ფიჭვნარის თავზე
უკანასკნელი სხივი ქრებოდა.
სიმღერაც შეწყდა მინდვირს მგოსანთა,
აღარაფერი აღარ მოჩანდა,
ქვეყანას ღამე დააწვა მკერდზე.
რატმირიც ღამის გასათევს ეძებს.
უეცრად ციხე შენიშნა მთაზე.
ციხის დაკბილულ და მაღალ კედელს
მიმოეფინა ჩრდილები ცაზე
და კუთხეებში კოშკები თვლემდნენ.
კედელზე ქალი დადის და მღერის,
მოუღერია გედივით ყელი
და მისი წყნარზე წყნარი სიმღერა
ციხის კედლიდან შუქად იღვრება.

"ქვეყანა უკვე წყვდიადში შედის,


ქარს აეშალა ცივი ფაფარი,
მაგრამ ჭაბუკო, ეს კოშკი შენთვის
იქნება მსვიდი თავშესაფარი.

ღამით აქ ტკბილი განცხრომა გელის,


დღისით კი სუფრა, ლხინი და შფოთი.
მიიღე ჩვენი გული და ხელი,
ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.

შენ აქ იხილავს მშვენიერ ქალებს,


დაგავიწყდება, სხვაზე თუ თრთოდი.
ჭაბუკო, მალე, მალე და მალე,
ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.
გზას დაგილოცავთ ყვლანი ბოლოს
სავსე თასებით და დაფნის ტოტით.
ჩვენ სამშვიდობთ გეძახით მხოლოდ,
ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.
ქვეყანა უკვე წყვდიადში შედის,
ქარს აეშალა ცივი ფაფარი,
მაგრამ, ჭაბუკო, ეს კოშკი შენთვის
იქნება მშვიდი თავშესაფარი".

ასე მღერის და ანიშნებს ქალი


და უკვე კედელს მიადგა ხანიც.
შემოეგებნენ კართან ქალები,
უციმციმედათ ტურფებს თვალები.
ჯერ ჩამოართვეს დაღლილი ცხენი,
მერე კი ნაზად მოხვიეს ხელი
და შეიყვანეს კოშკში ჭაბუკი,
გაბრუებული ვნების ქარბუქით.
ერთმა ჩაჩქანი მოხადა სტუმარს,
მეორემ - ხმალი, მესამემ - თორი,
მძიმე აბჯრისგან განტვირთეს უმალ,
გამოუჩინეს გულმკერდის ბროლი.
მაგრამ ჯერ რატმირს აბანო ელის,
ნაღდი რუსული აბანო, ცხელი.
ვერცხლის კასრებში ბუყბუყებს წყალი
და იბინდება ოხშივრით თვალი.
ძვირფასი ნოხი დაუგეს სტუმრს
და გააწვინეს იმ ნოხზე უმალ
თავზე დაადგა ორთქლი და ბუღი,
ავიწყებს განვლილ დაღლას და წუხილს.
და უთვალთვალებს მშვენიერ ქალებს
თავის უენო საქმით გართულებს,
ნახევრად შიშვლებს და დახატულებს
ვერაფრით ვეღარ აშორებს თვალებს.
ჰაერს უგრილებს ტოტებით ერთი,
მეორე ვარდის საამურ ზეთით
კუნთებს უზილავს და უხალისებს.
ახლა მესამეს მიჰყავს თავისკენ
და აბანავებს ყვავილთა წვენში,
მეოთხეს კათხა უჭირავს ხელში.
და ამ დიდებულ სურათით მთვრალი
ნეტარ განცხრომას ეძლევა ხანი.
გადაავიწყდა ლუდმილაც უცებ
და გული უკვე სხვა ხმაზე უცემს.
მთლად გაუწვრილა სურვილმა გული,
აცეცხებს თვალებს და აღარ იცის,
რა მოუხერხოს ამ მტანჯველ სურვილს,
ვნების უჩინარ კოცონზე იწვის.
და აბანოდან გამოდის ხანი,
შეუმოსია ხავერდით ტანი.
ახლა კი სუფრა ეძახის რატმირს
სავსე ხორაგის და ღვინის მადლით.
მე ჰომეროსი არა ვარ, ძმებო,
არა ვარ მისი უბრალო ჩრდილიც
და თქვენც სულგრძელად მომეცით ნება,
რომ არ აღვწერო ის ლაღი ლხინი.
მე მირჩევნია, რომ ჩემმა ქნარმა,
დაუდევარმა და ვნებით მთვრალმა,
აქოს სიშიშვლე ნაზი სხეულის,
კოცნაზეც სმენად იყოს ქცეული.
მე ახლა ვხედავ მძინარე რატმირს,
სძინავს და გული ხმამაღლა უცემს
და, რა თქმა უნდა, რომ აღარ უსმენს
მთვარის და კოშკის იდუმალ თათბირს.
სძინას და კვნესის საბრალო მწარედ
და საიდუმლო მიჯნურის ალერსს
გახურებული ტუჩებით ეძებს,
თუმცაღა საბანს იხუტებს მკერდზე.
და აყოლილი ვნებიან სიზმრებს
წრიალებს, კვნესის და ოხრავს ისევ.
და აი, უცებ გაიღო კარი
და მთვარის შუქზე გამოჩნდა ქალი.
გამოეღვიძა იატაკს წამით
და ქალის ფეხქვეშ გაიღო ჩქამი.
აქ აღარ არის სიზმრის ადგილი,
უნდა აღსრულდეს გულის წადილი.
გამოიღვიძე - ნუ კარგავ წამებს!
გამოიღვიძე - შენია ღამე!
მიუახლოვდა სარეცელს ქალი,
მძინარე რაინდს შეავლო თვალი.
ჩაცურებია საბანი გვერდით,
გაშიშვლებია ავხორცი მკერდი.
სუნთქავს ხმამაღლა და ვნებიანად,
მთლად მინდობილი მაცდურ მირაჟებს,
ქალი კი შედგა, როგორც დიანა,
თავის მშვენიერ მწყემსის წინაშე.
მერე კი საწოლს დაეყრდნო მუხლით,
აჰყვა ვნებათა ღელვას და დუღილს,
იღბლიანს ძილი დაუფრთხო კოცნით
და შეუერთა სული და ხორცი. . .

მაგრამ ჩუმდება უმანკო ქნარი,


ჩემი ხმაც წყდება ზედმეტად მორცხვი.
ამიტომ ასე დავტოვოთ ხანი,
თავის საამო განცდებით მთვრალი.
ჩვენ კი რუსლანთა მივბრუნდეთ ისევ,
ის კიდევ მრავალს მოუგრეხს კისერს
და ძალაც კიდევ დიდხანს ეყოფა
უმაგალითო გმირს და მეგობარს.
ახლა კი, თავთან ჭიდილით დაღლილს,
სძინავს და მკერდი თანაბრად უცემს.
მაგრამ თენდება და ზეცის თაღი
თბილი სხივებით ივსება უცებ.
გამოჩნდა სივრცე, ათრთოლდა ველი.
სახე მიეცა ყველაფერს ირგვლივ.
რუსლანიც ადგა და მისცა ცხენი
მინდორზე უკვე ქარივით მიქრის.

დრო მგზავრობაში გავიდა ასე.


შავი ღრუბლები მომრავლდნენ ცაზე.
გაყვითლდა ყანა და ფრთოსან მგოსნებს
მინდვრებზე ქარი წივილით მოსდევს.
ცვივა ფოთოლი და შიშველ ქედებს
ეხვევა ცივი და მძიმე ნისლი,
ეცემა ზამთრის პირველი წვეთი
და დანარჩენთა სიმღერაც ისმის.
მაგრამ რუსლანი გზაშია ისევ,
თავის საფიქრალს მისდევს და მისდევს.
და ხიფათებით გაჭედილ გზაზე
კვლავ ერთადერთი მიზანი ავსებს.
ვინ არ შემოხვდა: დევი თუ ქაჯი. . .
ბევრჯერ შეაქო ხმალიც და ჯაჭვიც.
ხან კი მთვარიან ღამით ალები,
გარემოცულნი ჭაღარა ნისლით,
მაცდური ცეცხლით სავსე თვალებით,
მაცდურ სიმღერებს მღეროდნენ მისთვის.
ის კი არავის არ უყურებდა
და ლუდმილაზე ფიქრობდა მარტო
და ხელს უწყობდა თვითონ ბუნებაც
ამ თავგანწირულ რაინდს და სატრფოს.

ახლა კი ვნახოთ, რას ფიქრობს, ნეტავ,


ან რა დღეშია ჩვენი ქალწული.
არ ჩანს და თვითონ ყველაფერს ხედავს
ავი გრძნეული ქუდით დაცული.
გაფითრებია წუხილით ლოყა,
ვეღარ იშორებს მეგობრის აჩრდილს
და მხოლოდ მასზე ფიქრობს და ოხრავს
და მოწყენილი სეირნობს ბაღში.
ხან უბრუნდება ლაღი ოცნებით
კიევის მინდვრებს, მშვიდსა და ლამაზს,
ეზოშიც შერბის და ნაზად კოცნის
თავის საყვარელ ძმებსა და მამას.
ბედნიერებით ახლად შობილი
ხელს უქნევს თავის კეთილ დობილებს,
ან ეფერება მოხუც გადიებს
და სიხარულის ცრემლით ატირებს.
მაგრამ ოცნებაც უკვალოდ ქრება
და ისიც ბედის წინაშე რჩება.
ამასობაში ჯუჯას მონები
კვლავ დაეძებენ გამქრალ მშვენებას,
მთლად არევიათ შიშით გონება,
არც ჭამა ახსოვთ, არც დასვენება.
ვერ მიაკვლიეს ვერაფრით კვალი,
მიწამ ჩაყლაბა თავადის ქალი.
ხოლო ლუდმილა ერთობა ამით,
გამოდის გზაზე და ჩნდება წამით.
თან კი ეძახის: "აქა ვარ, აქა!"
მონების მისკენ გარბიან წამსვე,
ის კი კვლავ ქრება და შვებით სავსე
ისმენს დაქანცულ მონების ქაქანს.
ჩემი ლუდმილა დიდხანს ლაღობდა,
დასეირნობდა ჭალებში მშვიდად
და ყველა ჯურის მწიფე ნაყოფი
ხშირად ქრებოდა შრიალა ხიდან.
ხან ხეივნიდან ოხვრაც ისმოდა,
ხან შეკრთებოდა წყაროში წყალი
და სასახლეში ყველამ იცოდა,
რას აკეთებდა თავადის ქალი.
ხეზე ძვრებოდა ლუდმილა ღამით
და თუ ეძინა, დაბნეულ ძილშიც
ქმარს ეძახოდა და სუსტი ჩქამიც
გულს უხეთქავდა საბრალოს შიშით.
და დაძინებას აღარც ცდილობდა,
კვლავ მთქნარება და უძილობა,
მხოლოდ რიჟრაჟზე ჩასთვლემდა ფრთხილად
და როცა თვალებს ახელდა დილა,
ის ადგილს ჩიტებს უთმობდა ხეზე
და პირს იბანდა ჩანჩქერის ჩქერზე.
ჯუჯამაც ბევრჯერ შესწრო თვალი,
როცა ზვერავდა წალკოტს ზემოდან,
როგორ ბრწყინავდა და იმსხვრეოდა
უჩინარ ხელზე ჩანჩქერის წყალი.
და გადიოდა კვირაზე კვირა,
გადაელია გული ფერიას
და სასახლეში, ძალიან ხშირად,
მისი ტკბილი ხმაც მოუსმენიათ,
ვნებით იწვოდა, ჯუჯა ავხორცი,
ხოლო ყველაზე შორი ჭალიდან
მსხურს მოჰქონდა ხან ცხვირსახოცი,
ხან ნაკუწები სპარსული შალისა,

მთლად დაეგლიჯა ჯუჯას სხეული,


გამწარებული ოხრავს და ხვნეშის.
მაგრამ გათავდა! ახლა გრძნეული
მალე ჩაიგდებს ლუდმილას ხელში.
ჯადოქარს ვნების ცეცხლი ედება,
ძალით იგემოს უნდა ალერსი.
ასე ჰეფესტომ, კოჭლმა მჭედელმა,
გააბა ცოლი რკინის ბადეში.
ბადე წინასწარ მზად ჰქონდა მჭედელს,
როცა ეწვია ცოლს მეგობარი.
და დაანახვა დამცინავ ღმერთებს
კიპრიდას ნაზი თვალთმაქცობანი.

ჩვენი ლამაზი თავადის ქალი


გრილ ფანჩატურში იჯდა და წუხდა,
ყვავილებისთვის მიეპყრო თვალი
და ბედს გლოვობდა მწარეს და მუხთალს.
უცებ რუსლანის ხმა გაიგონა
და დაინახა მერე თვითონაც.
მაშინვე იცნო ძვირფასი ქმარი,
დაღლილი გზების მტვრითა და ქარით.
ფერი წასვლოდა რუსლანს მთლიანად
და მკერდზე აჩნდა დიდი იარა.
სწრაფად წამოხტა თავადის ქალი,
ბედნიერების ნექტარით მთვრალი
მისკენ გაქანდა, როგორც ისარი.
„რუსლანი . . . ღმერთო. . . მართლა ის არის. . .
ვინ დაგჭრა, ვინა. . .“ ჩურჩულებს ასე
და სიხარულით ტალღებით სავსეს
ნეტარი ცრემლი უსველებს თვალებს.
ჩაეხუტება სანატრელს მალე,
აღარაფერი აღარ აშინებს.
მაგრამ. . . ჩვენება ქრება მაშივნე.
ოხ, ღმერთო! შიშით ნირწამხდარი მართვეს
შემოეხვია უცრად ბადე
თავბრუ დაეხვა საბრალოს წუთით,
მოძვრა გრძნეულის წოწოლა ქუდიც.
"ჩემია, ჩემი! - მოესმა უცებ.
შიშით შეერყა გულიც და ფუძეც
და ფეხქვეშ მიწა გამოეცალა.
და როცა მახინჯს, ბილწს და შემზარავს
ჯუჯასაც თვალი შეასწრო იქვე,
გონდაკარგული დაეცა პირქვე.

ჯუჯა უკოცნის ყელსა და კისერს,


დალოშნა მხრებიც და ნორჩი მკერდიც.
ნუთუ მიაღწევს გრძნეული მიზანს,
ნუთუ გადაწყდა ლუდმილას ბედი!
მოიცა! . . გესმის? - აყვირდა ბუკი,
ბრძოლაში იწვევს ვიღაცა ჯუჯას.
გრძნეული დაფრთხა. ბუკის ხმა უკვირს,
ბუკი კი ისევ ღრიალებს ურჩად.
აუცახცახდა ჯუჯას სხეული,
სულიც დაუფრთხა ბილწი და მრუდი.
გაოგნებულმა და დაბნეულმა
კვლავ დაახურა ლუდმილას ქუდი.
მხარზე გადიდო ვეება წვერი
და მომხდურისკენ გასწია ფრენით.
მეხუთე სიმღერა

მე ზლიერ მომწონს თავადის ქალი,


მგრძნობიარეა, სადა და წყნარი.
ქმარს არ ივიწყებს არც ერთი წამით,
მძინარეც მასზე ფიქრობს და ბოდავს
და ქარაფშუტაც თუ არის ოდნავ, -
რა მოხდა? - უფრო მშვენდება ამით.
სიციცხლე ფეთქავს ლუდმილას ირგვლივ
და ჩემი გულიც შვებით ივსება
და თვითონ სთქვით: თუ შეიძლება,
ლუდმილა ყველას უყვარს და მოსწონს,
დაიპყრო ყველას გული და თვალი.
მისი ღიმილი, ნაზი და მკრთალი,
ჩემს სულშიც ანთებს ტრფიალის კოცონს.
მეც ამ საამურ განცებით ვცხოვრობ
და მეცხრე ცაზე დავფრინავს უფრთოდ.
ხოლო დელფირა ჰუსარს ჰგავს უფრო,
ბაკენბარდები აკლია მხოლოდ.
ბედნიერია მოკვდავთა შორის,
ვისაც ლუდმილამ დაუდო ტოლი,
ვისაც ლუდმილა უცდის და ნატრობს
და ვისაც გულის ეძახის სატრფოს.
მაგრამ დელფირას ვინც გაექცევა,
მერწმუნეთ, ისიც შვებას ეწვევა.
ახლა კი ვნახოთ: ვინ უხმობს ჯუჯას,
ვისი ნაღარა ღრიალებს ურჩად,
ვინ აუთრთოლა გული ჩიტივით
და გაუბედა გრძნეულს ჭიდილი.
ეს რუსლანია, იმედის შუქით
გულმიცემული. და მისი ბუკი
ქარიშხალივით ღრიალებს ისევ,
რისხვის ღრუბელი გადასდის პირზე
და ცხენიც, მისი ერთგული მუდამ.
მუხლამდე თოვლში ბორგავს და ცქმუტავს.
თავადი გრძნეულს უხმობს და ელის,
შმფოთვარე გული ხმამაღლა უცემს
და სწორედ ამ დროს ძლიერი ხელი
ჩაჩქანზე დაჰკრა ვიღაცამ უცებ.
მაღლა აღაპრყო რუსლანმა თვალი
და დაინახა, რომ მთელი ზალით
მისკენ მოჰქროდა ჯუჯა ნგრძნეული,
სიბრაზისაგან მეხად ქცეული.
ღრუბელს უგავდა ვეება კუზი,
ხელში ეჭირა მრისხან გურზი,
უკან წივილით მოსდევდა ქარი
და აიფარა რუსლანმა ფრი.
მაგრამ მოქაჩა გმირმა აღვირი
და მოუქნია გრძნელს მახვილი,
მაგრამ გრძნეული აფრინდა მაღლა,
რაინდის რისხვას გადურჩა ახლაც,
გაუჩინარდა წამით და ისევ
აურზაურით დაეშვა მისკენ.
გმირმა კი გვერდზე გააგდო ცხენი
და მოეცარა ჩერნომორს ხელი,
ვერ შეიკავა თავი ვერაფრით
და თოვლის ზვინში ჩაჯდა ყელამდის.
ჩამოქვეითდა რუსლანიც წამსვე,
დაბნეულ ჯუჯას წაადგა თავზე
და მძლავრი ხელი ჩაჰკიდა წვერში.
ჯუჯაც ამაოდ წვალობს და ხვნეშის,
თოვლით გაევსო დამჭკნარი პირი,
უცებ აფრინდა და ჩვენი გმირიც
თან აიყოლა გარინდულ ცაში
და მარტო დარჩა მინდორზე რაში.
უკვე გამოჩნდა ღრუბლების ჯარი,
სისინებს ცივი და სველი ქარი.
გადაუქროლეს მოწყენილ ტყეებს,
გადაუქროლეს გარინდულ კლდეებს,
ქვემოდან ისმის ტალღის დგაფუნი.
გმირი კი მაინც კიდია წვერზე,
გაშეშებული და დაძაბული.
ჯუჯა თანდათან სუსტდება ცაში,
რუსული ზალით გაოცებული,
უკვე დაკარგა რიხი მეფური
და უკვე შიშიც დაეტყო ხმაში.
და ეუბნება ჩვენს რაიდს ასე:
"რაინდო, კარგად დამიგდე ყური.
რას დავწანწალებ, ნეტავი, ცაზე,
გადავივიწყოთ მტრობა და შური.
მე გაპატიებ ყველაფერს უმალ,
როგორც ღირსეულ რაინდს და სტუმარს.
ქების ღირსია შენი გმირობა,
მაგრამ ჯერ უნდა მომცე პირობა. . . "
"ჩუმად, ვერაგო! - რუსლანმა წამსვე
გააწყვეტინა ჯადოქარს სიტყვა -
ვერ მოვრიგდებით მე და შენ ასე,
უნდა აღსრულდეს, რაც ერთხელ ითქვა.
რუსლანი თავის ცოლის მტანჯველთან
ვერ მორიგდება ვეღარასოდეს
და შენც, ბოროტო, კარგად გახსოვდეს,
რომ წვერს მოგაჭრის მისი მარჯვენა".
შიშმა შეიპყრო ჯუჯა გრძნეული,
აუცახცახდა გონჯი სხეული,
მთლად დაეღრიჯა სიმწრისგან სახე,
ვეება წვერსაც ამაოდ არხევს:
ღონივრად უჭერს რუსლანი თითებს
და ღერა-ღერა აწიწკნის კიდეც.
ორ დღეს ატარა გრძნეულმა გმირი.
ვერ მოიშორა ვერაფრით ჭირი.
ოფლი და ხვათქი გადასდის პრიზე . . .
მესამე დღეს კი შესჩივლა ისევ:
„ნუღარ მაწვალებ, რაინდო, კმარა.
იწამე ღმერთი და შემიცოდე.
შემინარჩუნე ოღონდ სიცოცხლე
და შენი ონა ვიქნები მარად.
მიბრძანე, წავალ საითაც გინდა. . .“
ხოლო რუსლანმა მიუგო მშვიდად:
„რაკი იწამე რუსული ძალა,
ლუდმილასაკენ გაფრინდი ჩქარა“.

ჯუჯამ მორჩილად მოკუმა პირი,


ჩაქინდრა თავი და სევდით სავსემჯ
სახლს მიაშურა და ჩვენი გმირიც
საზარელ მთებში აღმოჩნდა წამსვე.
მაშინ რუსლანმა შემართა ხმალი,
ჯუჯას მიაპყრო მრისხანე თვალი
და მთლად დალეულს დარდით და შიშით
წვერი წნელივით შეაჭრა ძირში.
„ჩვენც გვიცნობდეო, - შესძახა თანაც. -
რაო, ყაჩაღო, არ მოგწონს განა?
რა იქნა შენი ეშხი და ძალა?“
სთქვა და ჩაჩქანზე შეიბა წვერი
და მერანს უხმო გაბმული სტვენით.
მერანიც მხოლოდ ამას ნატრობდა,
მკვირცხლად მოფრინა თავის პატრონთან.
რუსლანმა ჯუჯა გუდასი ჩასვა
და უნაგირზე დააკრა მაგრა.
თვითონ კი წამსვე, გრიგალის მსგავსად,
მწვერვალისაკენ გაქანდა, გაჰკრა.
და სულმა წამით კვლავ მოილხინა,
ჯუჯას სასახლე როცა იხილა.
წვეროსან ჩაჩქანს შეასწრეს თვალი
და აირია კაცი და ქალი:
ვრცელ პალატებში გამოჩნდა წუთით
მხდალი მხევლების დამფრთხალი გუნდი.
თავზე დაატყდათ რისხვა განგების
და საზარელი ჯოგიც ზანგების
ლანდივით სადღაც გაუჩინარდა. . .
ხოლო რუსლანი კარებს მივარდა,
ჩამკვდარ დარბაზებს მიჰყვება მარტო,
ეძახის თავის ცოლსა და სატრფოს
და მხოლოდ ჩუმი და ვრცელი ბაღი
აბრუნებს ექოდ რუსლანის ძახილს.
ახლა ბაღისკენ გავარდა იგი,
იქაც დუმილი მეფობდა ირგვლივ.
მიდის და მიდის, მაგრამ ამაოდ,
უბრალო ჩრდილიც კი არ ქანაობს.
ჩამკვდარა ბაღი. ჭალაკებს სძინავთ.
ცარიელია ფანჩატურებიც.
არც ხეივანში, არც წყაროს პირას
კვალის ნასახიც არ ჩანს სრულებით.
უეცრად სუნთქვა შეეკრა თავადს,
მთელი ქვეყანა ეჩვენა შავად,
აჰყვა საზარელ და მტანჯველ ფიქრებს:
„ტყვეობა. . . ტანჯვა. . . ვინ იცის . . . იქნებ. . .
წუთის საქმეა . . .ტალღები. . .“ - ასე
ფიქრობს რაინდი და სევდით სავსეს
მთლად დაუბნელა შიშმა გონება
გაშეშდა. მკვდარი ქვა გეგონებათ.
ტანზე ედება ველური ცეცხლი
ავი ფიქრებით მკვდარსა და შეცვლილს.
მაგრამ რაინდის მთრთოლვარე ტუჩებს
თითქოს ლუდმილა შეეხო უცებ.
ისიც მძვინვარე და შემზარავი
ბაღში შლეგივით გავარდა ისევ:
დაამხო ჩრდილით მშვიდი კარავი,
ყველაფერს სახე უცვალა მყისვე.
დაამხო ხეთა შრიალი თარი,
წამში უდაბნოდ აქცია ბაღი.
უწყალოდ ჩეხავს მრისხანე ხმალი
და მსხვერპლს დაეძებს რაინდის თვალი.
მთლად გაპარტახდა წალკოტი მშვიდი,
წყალმა წაიღო ლამაზი ხიდიც,
ფანჩატურებიც დაემხვნენ პირქვე,
ხოლო რუსლანი ხმალს მაინც იქნევს
და სწორედ მაშინ რუსლანის ხმალმა
ლუდმილას ქუდი მოხადა უცებ.
ჯადომ მაშინვე დაკარგა ძალა -
რუსლანი თავსი სანატრელს უცქერს. . .
აღარ უჯერებს თავადი თვალებს,
ტანჯვისთვის გულიც აღარ ეყოფა.
ეცემ ფერხთით და შვებით მთვრალი
ეხვევა თავის ერთგულ მეგობარს.
ხელებს უკოცნის და აგლეჯს ბადეს,
მეუღლის ხილვა კვლავ ძალს მატებს.
ეძახის, მაგრამ ლუდმილას სძინავს
და ყვავილივით ფეთქავს და ფშვინავს,
ძილი უმძიმებს თვალსა და ჰანგებს.
რუსლანს კი ჩრდილი დაადგა თავზე
და გულიც ისევ წუხილით უცემს,
მაგრამ ნაცნობი ხმა ესმის უცებ
და იმ მადლიან ფინელს ცნობს ხმაზე:
"თავადო, ახლაც გმართებს მხნეობა,
გამბედაობა და გამძლეობა.
თან წაიყვანე მძინარე ცოლი,
შენი ერთგული და სულის ტოლი.
შენ ახლა მეტი ძალა გჭირდება,
არ უღალატო ბედს და ღისებას
ღვარძლი კი მისას იწვნევს ისედაც,
მას ზეცის რისხვა არ ასცილდება.
შენ კი შინისკენ იჩქარე მალე
და იქ გაახელს ლუდმილა თვალებს".

რუსლანის გულში გათენდა დილა,


კვლავ გამოცოცხლდა და ნაზი ცოლი
მიიკრა მკერდზე და სულის თრთოლვით
მწვერვალებიდან დაშვა ფრთხილად.
კვლავ გზას დაადგა ცხენი ნავარდით,
შინისკენ ჩქარობს ჩვენი თავადი.
ხელში უჭირავს ძვირფასი ტვირთი
და კიევისკენ ხალისით მიდის.
და დილასავით ნორჩსა და სავსეს,
ლუდმილას სძინავს დევგმირის მხარზე.
და მის დალალებს ნიავი არხევს,
ლოყაზე ცრემლის უბრწყინავს წვეთი,
ხან ხშირი სუნთქვით უღელავს მკერდი,
ხან ეფერება ვარდისფრად სახე.
თვალწინ რუსლანი უდგა მძინარეს,
გულზე გადასდის ვნების მდინარე
და იმეორებს საყვარელს სახელს.
თავდავიწყებას ეძლევა გმირიც,
თავბრუდამხვევი სიამით სავსე
და ერთგულ მცველად ადგია თავზე
ნაზი მეუღლის ცრემლსა და ღიმილს.

შეუსვენებლად მიდის რაინდი,


ვერც გზა აფერხებს და ვერც ამინდი.
დღისით თუ ღამით, ველზე თუ მთაზე
ჩაუმუხლავად მიიწევს ასე.
ქალწულს კი სძინავს, მაგრამ თავადი
მოწოლილ ვნებას იკლავს ძალათი,
ბედისგან მარად ტანჯულს და დევნილს
სხვაგვარად არც კი უხლია ხელი.
ის მხოლოდ იცავს მძინარე სატრფოს,
გაზიარებულ სიყვარულს ნატრობს,
წმინდაა მისი სულიც და ფიქრიც,
უბიწო ფიქრში ნეტარებს იგი.
ბერიც თამამად ამტკიცებს ამას,
მე კი ვუჯერებ იმ წმინდა მამას,
ვინც იყო ჩვენზე ბევრის მნახველი
და ჩვენც გადმოგვცა გმირის სახელი.
მეც მჯერა, რადგან ცალმხრივი ვნება
სულში ქვასავით უხეშად წვება.
მწყემსო ქალებო, ლუდმილას ძილი
არ იყო თქვენი ძილივით ტკბილი,
როცა მდელოზე წვებით ქალწულნი,
მაისის ცხელი მზით მოქანცულნი.
მეც მახსოვს ერთი პატარა ველი,
დამძიმებული არყნარის ჩრდილით,
მეც მახსოვს ერთი საღამო ბნელი
და მახსოვს ლიდას მაცდური ძილიც. . .
მე ახლაც მახსოვს, როგორ ვღელავდი,
როცა პირველად ვაკოცე მორცხვად,
მაგრამ მთრთოლვარე და მხდალმა კოცნამ
ვერ გააღვიძა ლიდა ვერაფრით.
თუმცა, რას ვბოდავ! იმ სიყვარულმა
უკვე სხვა გულში დაიდო ბინა,
მისი ტკივილიც და სიხარულიც
გადავივიწყე დიდი ხნის წინათ.
ჩემს გულში ჩქარა იმ ტრფობის ალი
და ჩემთვის ახლა სულ სხვა დროს მოდის,
მე დღეს მიტაცებს თავადის ქალი,
მისი რაინდი და ჩენრომორი.

ერთ გზას ადგანან ახლა ყველანი,


ერთად მისდევენ გარინდულ მინდვრებს.
და აი, უკვე გამოჩნდა კიდეც
მრისხანე ბორცვის მრგვალი მწვერვალი.
მაშინვე იცნო რუსლანმა თავი
და ფიცხი ცხენიც აჩქარდა უცებ.
გაშეშებია სასწაულს თვალი
და თმა ტყესავით აშლია შუბლზე.
ჩამოვარდნია ვეება ტუჩი,
ჩამოფხატვია ყვრიმალზე ზუჩი,
მთლად წართმევია სიცოცხლის ფერი,
ამოგანგვლია მიწაში წვერი,
დაუკრეჭია კბილები მწარედ,
დანებებია სიკვდილის ქარებს,
მაინც თავისი უთქვამს ბუნებას,
სიკვდილითა და სიცოცხლით სავსეს.
და აი, უკვე მომაკვდავ თავზეც
უკანასკნელი დღე იწურება.
მის წინ შეჩერდა მამაცი გმირი
ლუდმილასთან და ჯუჯასთან ერთად
და დაუძახა: "სალამი შენდა!
არ შეირცხვინა რუსლანმა პირი.
უკვე მიეზღო ბოროტს სასჯელი,
აჰა, იხილე შენი მტანჯველი!"
კვლავ გამოერკვა თავი დროებით,
გამოაცოცხლა რაინდის სიტყვამ,
სიცოცხლის ფრთები კვლავ გამოება
და უყურებდა მოსულებს დიდხანს.
ააცმაცუნა ვეება პირი,
როდესაც იცნო ამაყი გმირი
და შემზარავი აღმოხდა კვნესა,
როცა ძმაც იცნო, ბილწი და ქლესა.
და სიბრაზისგან გაბერილ პირზე
გადაუარა სიწითლემ ისევ,
კვლავ გაიბრძოლა ძარღვებში სისხლმა.
კვლავ მოწყდა კვნესა მთრთოლვარე ტუჩებს
და უსიცოცხლო თვალებში უცებ
უკანასკნელად იელვა რისხვამ.
კვლავ აუმღვრია ცოფმა თვალები,
გაასავსავა ენა წვალებით
და ძმა, ბოროტი და უკეთური,
აავსო ლანძღვით და საყვედურით.
მერე ყინული ჩაუგდო ხმაში,
გაშეშდა მკაცრი და ფერმიხდილი,
და ჩვენი გმირიც დარწმუნდა მაშინ,
რომ დაეუფლა საწყალს სიკვდილი.
ჯუჯა კი შიშმა დააფრთხო უმალ,
აუცახცახა გონჯი სხეული
და ლოცულობდა გუდაში ჩუმად,
გაოგნებული და დაბნეული.

ერთ უსახელო მდინარის პირას


ფერდობზე იდგა პატრა ქოხი,
ირგვლივ ეფინა ხასხასა ნოხი
და შრიალებდა ნაძვნარი ფრთხილად.
გრილი მდინარე თეთრად ელავდა
და მოდიოდა ვრცელი და წყნარი
და თუ ნიავი დაუბერავდა,
ლერწმის ღობესთან მღეროდა წყალი.
ველზე რიჟრაჟი წვებოდა ციდან
და არაფერი არ ხმაურობდა,
და თითქოს ქვეყნის გაჩენის დღიდან
დუმილს დაეპყრო აქაურობა.
უშფოთველ სივრცეს მოავლო თვალი
და შეაჩერა რუსლანმა ცხენი:
პირველყოფილი, ჩუმი და წყნარი
დილის ბურუსში ელავდა ველი.
რუსლანმა მოლზე ჩამოსვა ცოლი,
თვითონაც ახლოს მიუჯდა თრთოლვით.
ბაგეს უცოცხლებს სატრფოს სახელი
და გულზე აწევს ტკბილი ნაღველი.
უცებ იალქანს შეასწრო თვალი, -
გამოდიოდა ღრუბლის ჩეროდან,
ნავს მდინარეზე გაევლო კვალი
და მებადური ტკბილად მღეროდა.
გადაეფინა ტალღებზე ბადე,
გამოსცდა ნისლის შრიალა ფარდებს.
ქარს მიუშვირა ხუჭუჭა თავი
და მოაყენა ნაპირთან ნავი.
ხოლო ქოხიდან გამორბის ქალი,
გამბრწყინებია ბაგე და თვალი,
გაშიშვლებია მკედი და მხრები
და დაუდევრად დაშლია თმები.
ყველა მიწიერ სიამის ღირსი,
უნაკლი იყო მშვენების მისი.
აი, ისინი, გადახვეულნი,
სხდებიან გრილი მდინარის პირას,
მიტმასნებია სხეულს სხეული
და სიყვარულში დრო გადის ტკბილად
და უზრუნველი თავისუფლებით
მშვიდად სუნთქავენ, როგორც ღრუბლები.
მაგრამ თუ იცით ჩვენმა თავადმა,
გაოცებულმა ამით თავადაც.
იმ მებადურში ვინ იცნო მაშინ? -
მისი ძლიერი მეტოქე ხმალშიც
და სიყვარულშიც - ხაზართა ხანი.
ბედნიერების ნექტარით მთვრალი
ის ტურფა ასულს, ოქროს თმებიანს,
დაწყვილებია გზითა და ბედით
და ამ მშვენიერ მეგობრის გვერდით
სხვა ყვლაფერი დავიწყებია.

ახლოს მივიდა რუსლანი კიდევ.


რატმირმაც იცნო რუსლანი უმალ.
წამოხტა, მოქრის, შეჰკივლა კიდეც
და ჩაეხვია უეცრად სტუმარს.
"ამას რას ვხედავ? - შესძახა გმირმა, -
აქ რას აკეთებს ხაზართა ხანი,
რად მოარიდა ცხოვრებას პირი,
რა იქნა მისი განთქმული ხმალი".
"ჩემო ძმობილო, - სთქვა მებადურმა, -
ადრე დიდების ძებნით გართულმა
დღეს დავთმე იგი, როგორც ღრუბელი
გამოფიტული და დამღუპველი.
მერწმუნე: უფრო ახლოა გულთან
ეს სიყვარული, ნაზი და სუფთა.
გულს არ ჭირდება სხვა მეგობარი,
სხვა გართობანი და სხვა გრძნობანი.
აღარ მიტაცებს ცხენთა ჭენებაც,
ხმალთა ცემაში ვერაფერს ვხედავ,
სამაგიეროდ: ბედნიერბით
დღეს მდიარი ვარ ყველაზე მეტად.
მთლად დავივიწყე ჩემი წარსული
და თვით თავადის ნაზი ასულიც".
"მოხარული ვარ, - უთხრა რაინდმა, -
კვლავ ჩემთან არის თავადის ქალი".
და გამოცოცხლდა ხაზართა ხანის :
- ღმერთო, რა მესმის! . . . როგორ? . . . საიდან?
თუ შეიძლება . . . მაჩვენე ჩქარა.
თუმცა არ მინდა, არა და არა.
ვერ ვუღალატებ მე ჩემს მეგობარს,
მე მისი ნაზი შუქიც მეყოფა.
მე შევიყვარე ის სულზე მეტად,
გვიადვილდება სიცოცხლე ერთად.
ჩემი გარდაქმნის და შეცვლის მიზეზს
ია და ვარდი ასხია პირზე.
მე სხვას ვერაფერს ვეღარ ვინატრებ, -
მან დაუბრუნა ჩემს სულს თავიდან:
დიდი სიშვიდე და მზის სინათლე
და დროც, რომელიც შფოთში გავიდა.
მე თორმეტ ასულს ვუყვარდი ერთად,
თავბრუს მახვევდა მათი სიცილი,
მაგრამ დავლძიე და ჩემდა ბედად
ამის გულისთვის დავთმე ისინიც.
დავთმე გნცხრომის კოშკი ზღაპრული,
მთვარის მთრთოლვარე შუქში ჩაფლული.
ხელი ავიღე ხმალზეც და ფარზეც,
მტრებსაც შევეშვი და ვცხოვრობ ასე
და ამ სიმშვიდით ვარ ბედნიერი,
ვიპოვე ჩემი ფუძე და ჭერი
შენთან, ძვირფასო და მშვენიერო,
სულის სინათლევ, შენთან და შენით".

გაღიმებული უსმენდა ქალი


ძვირფას მეგობარს და უცხო სტუმარს.
ხანისთვის მშვიდი მიეპყრო თვალი
და ხან თავისთვის ოხრავდა ჩუმად.

ჩემი რაინდი და მებადური


გვიანობამდე ისხდნენ ნაპირთან,
ტკბილი საუბრით იყვნენ გართული
და ვერც გაიგეს, დღე რომ გაფრინდა.
გაშავდა მთები. დადუმდა არე,
ტალღებმაც ღელვას და შრიალს უკლეს.
ფეხზე წამოდგა ფერმკრთალი მთვარეც,
რუსლანის წასვლის დროცაა უკვე.
გადააფარა მძინარე ასულს
წამოსასხამი და შეჯდა ცხენზე.
რატირიც სულით თან მისდევს წასულთ,
მონატრებია ნავარდი ველზე.
გზას და მომავალს ულოცას იგი,
თან თვალი რჩება მეგობრის გზისკენ
და სევდიანად იღვიძებს ისევ
ამაყი წლების მღელვარე ფიქრი.

რა იქნებოდა, რომ ჩემი ქნარი,


ოცნებითა და სიმღერით მთვრალი
და სიყვარულში მდგარი ყელამდის, -
ხოტბას ასხამდეს მხოლოდ გმირობას
და მასთან ერთად (უცხოს ყველასთვის)
ძველ მეგობრობას და გულტკბილობას.
რატომ მაძალებს ეს ბედი მკაცრი,
რომ შევურიო სევდა გალობას
და დღევანდელი მანკი და ღვარძლი
გამოვუჩინო შთამომავლობას.

თავადის ქალის ხელის მძებნელი


ნაინს უცდიდა ამ დროს ფარლაფი,
ხმალს არ იღებდა ხელში არაფრით,
როგორც მისთანა რაინდს შეჰფერის.
თავს არ იკლავდა წუხილით დიდად
და იჯდა თავის მამულში მშვიდად.
და აი, დადგა ნანატრი წამი:
არც გაუღია ჯადოქარს ჩქამი,
ისე უჩუმრა წაადგა თავზე,
გამოეცხადა და უთხრა ასე:
"შეკაზმე ცხენი. ხომ იცი, ვინც ვარ?
აბა, მომყევი!" - და კატად იქცა.
ფარლაფმაც ცხენი შეკაზმა წამსვე
და მიჰყა კატას იმედით სავსეს.
მიდამო უკვე წყვდიადში თვლემდა,
მიწას ზვერავდა მთვარე ზემოდან
და შავ ყორღანებს სინათლეს ფენდა,
როდესაც ღრუბლებს გამოსცდებოდა.
რუსლანიც იქვე, ლუდმილას გვერდით,
იჯდა მდუმარე და მოწყენილი
და შეჩვეული დარდი და სევდა
კვლავ გულზე ედო მძიმე ხელივით.

ფირებს დაეპყრო იგი მთლიანად,


იჯდა უამრავ ფიქრებით სავსე
და ძილი გრილი ფრთების შრიალით
ფეხაკრეფილი წაადგა თავზე.
რულმორეული თვალებით კიდევ
დახედა ქალწულს; მძინრე ყვავილს,
და მერე სატრფოს ფეხებთან მიდო
ათასგვარ ფიქრით დაღლილი თავი.

საზარელ სიზმარს ხედავდა გმირი:


თითქოს თავადის ნაზი ასული
იდგა უძირო უფსკრულის პირას,
გაშეშებული და ფერწასული.
უცებ ლუდმილა უფსკრულში გაქრა.
ისიც უფსკრულთან მივარდა, მაგრამ
არ იცის, რა ქნას . . . და ცხადად ესმის,
მეუღლე როგორ უხმობს და კვნესის.
და გადაეშვა უფსკრულში ისიც,
რა შეემთხევა, ეშმაკმა იცის. . .
მაგრამ რას ხედავს, გაოცებული:
გამოჩნდა ჭარმაგ გმირთა კრებული.
დიდებულები სწვევია სტუმრად
და თორმეტივე ვაჟის თანხლებით
ზის ვლადიმირი სუფრასთან ჩუმად,
კაცი არ არის სიტყვის გამღები.
ვლადიმირს რისხვით შეეკრა შუბლი,
წინანდებურად მკაცრია იგი.
მხიარულება ჩამკვდარა სუფრის,
უძრავად სხედან მაგიდის ირგვლივ.
წუხილის ჩრდილი აწვებათ თავზე,
დაუკარგია ქეიფსაც ეშხი
და აღარც თასი, მრგვალი და სავსე,
აღარ გადადის ხელიდან ხელში.
და უცებ ამჩნევს ჩვენი თავადი,
რომ ძველებურად მხნე და ტანადი
მკვდარი როგდაიც მოსულა სტუმრად,
და თუკი სხვები დამსხდარან ჩუმად,
ის აბრიალებს ვეება თვალებს,
წაკიდებია სასმელის ალი
და გაოცებულ რუსლანის მხმრეს
არც იხედება, ლაღი და მთვრალი.
მერე რატმირსაც შეასწრო თვალი,
აქ მოუყრია სუყველას თავი.
და ბიანიც ამღერდა უცებ
და სხვებთან ერთად რუსლანიც უსმენს
გულთმისან მგოსნის ხმატკბილ სიმღერას.
ამ დროს დარბაზის კარი იღება:
ნაზი ლუდმილა შემოჰყავს ფარლაფს,
მაგრამ მოხუცი სიხარულს მალავს,
არც შეუხედავს, არც განძრეულა.
სტუმრებიც თითქოს ქვებად ქცეულან,
მისჩერებიან ერთმანეთს ჩუმად.
მერე ყველანი ქრებიან უმალ. . .
და სიმწრის ოფლში დაცურავს გმირი,
წრიალებს, შფოთავს, ოხრავს და ტირის.
დაუფელბია მტანჯველი შიში
მძიმე ლოდივით ჩაძირულს ძილში.
სიზმარიაო, - ფიქრობს და თანაც
სიბრაზე ახრჩობს, ძილს რომ დანებდა,
მაგრამ არაფრით არ ყოფნის ძალა,
რომ მოიშოროს ავი ზმანება.
ოდნავ ანათებს ფერმკრთალი მთვარე,
წყვდიადი მეფობს ოთხივე მხრეს
და სიჩუმეა გარშემო მკაცრი. . .
ცხენს მოაჭენებს უპირო კაცი.

მის წინ მდუმარე მინდორი ბზინავს,


ყორღანიც ბზინავს და ხედავს იგი,
რომ რუსლანს ცოლის ფეხებთან სძინას,
ცხენი კი დადის ყორღანის ირგვლივ.
მაშინვე ბნელში გაქრა გრძნეული,
ფარლაფს კი შიშით უთრთის სხეული,
ვეღარ უჭირავს ხელში აღვირი,
შეეკრა სუნთქვა და თრთის ბალღივით.
ბოლოს კი ფრთხილად დააძრო ხმალი
(აუციმციმდა ხმალს ბასრი პირი)
და ემზადება, რომ მთელი ძალით
ორად გააპოს მძინარე გმირი.
მიუახლოვდა და გმირის რაში
აჭიხვინდა და ადუღდა მაშინ,
მაგრამ ამაოდ, ჩემს რაინდს სძინას,
ვერ გრძნობს ვერაფერს და, როგორ რკინა,
გულზე აწვება მტანჯველი ძილი,
ხოლო ფარლაფი, მხდალი და ფრთხილი,
თავზე წაადგა და ცივი ხმალი
სამჯერ ჩაასო მკერდში მძინარეს,
და მთლად დაფეთდა, ისედაც მხდალი,
როცა იფეთქა სისხლის მდინარემ.
მერ კი ძვირფას ნადავლით ხელში
შეშინებულმა მოკურცხლა ბნელში.
მთელ ღამეს ეგდო რუსლანი ასე,
ვიდრე არ ჩაქრა ვარსკვლავი ცაზე.
ვიდრე არ გაქრა პურქუშ მთებიდან
გაუკვალავი და მძიმე ნისლი, -
მას პირდაღებულ ჭრილობებიდან
მდინარესავით სდიოდა სისხლი.
დილით კი ოდნავ გააღო თვალი,
ამოიკვნესა და ძალისძალით
წამოიწია კიდეც და მყისვე
სულწართმეული დაეცა ისევ.

მეექვსე სიმღერა

ძვირფასო, რატომ მაძალებ ასე,


რომ დაუდევარ სიმების ხმაზე
ძველი ამბები ვიმღერო ისევ
და ერთგულ მუზას მთლიანად მივცე
თავისუფალი დროც და გონებაც. . .
მე კი მომბეზრდა უკვე ჭორები
და ნეტარებით მთვრალმა, სრულიად
გადავივიწყე ფიქრიც და შრომაც,
წყნარი სიმების ხმატკბილი კრთომაც
და ახლა მხოლოს ლხინი მწყურია.
ადრე ცხოვრებას რითაც ვზომავდი,
დღეს ის საზომი აღარ მჭირდება.
დღეს შენით ვსუნთქავ და განცხრომაში
არც მესმის, როგორ მიხმობს დიდება.
უცებ ჩამიქრა ცეცხლი მალული.,
გამოგონების გაქრა გენიაც,
მაგრამ სურვილი და სიყვარული
სულს ძველებურად შემორჩენია.
შენ კი მაძლაებ, რადგან მოგწონდა
ის, რასაც ადრე ვყვებოდი შენთვის,
და მოგონების მაღალ კოცონთან
შენც გათრთოლედა მიჯნურთა ბედი.
რაც მომხდრიყო დიდი ხნის წინათ,
ის შენს ფიქრებში იდებდა ბინას
და შენც გიპყრობდა ზღაპრულის ძალით
ჩერნომორი და გრძნეული ქალი.
ბრძენი ფინელიც და ვლადიმირიც. . .
და გიბრწყინავდა სახე ღიმილით,
ჩემს მსუბუქ ლაყაფს ისმენდი როცა,
თუმცა ხანდახან ნაზი თვალებით,
ფარული სევდით და დანანებით
და თანაგრძნობით მიცქერდი მგოსანს.
ამიტომ ვბედავ. შენ მაძლევ იმედს
და კვლავ ვაღვიძებ ჩათვლემილ სიმებს,
შენს ფეხთით ვჯდები და ისევ ისე
ჭაბუკ რაინდზე სიმღერას ვიწყებ.

მაგრამ რას ვამბობ? სად არის იგი?


ტრიალ მინდორში აგდია მკვდარი.
ულვაშს და ქოჩორს უწეწავს ქარი.
და უტრიალებს ყორანი ირგვლივ.
დადუმებულა ნაღარა ურჩი,
უძრავად გდია მინდოზე ზუჩიც.
თავს დასდგომია ერთგული ცხენი,
ჩაუქინდრია ამაყი თავი,
დასცქერის სისხლის ხასხასა ყვავილს,
და ელის ასე, ელის და ელის.
აღარ უბრწყინავს ისე, ვით წინათ,
ფაფარი, ოქროს ჩანჩქერის დარი.
ხოლო მის პატრონს სხვა ძილით სძინავს,
ვერ დაიქუხებს ჯერ მისი ფარი.

ჯუჯა სადღაა? - ის კვლავ გუდაში


ზის ნაინისგან დავიწყებული,
ისევ ჩიფჩიფებს ბნელში ბებრულად
და ყველას ერთად წყევლის გულდასმით.
მან არ იცოდა, რა მოხდა გარეთ,
იგინებოდა თავისთვის მწარედ.
ბოლოს გაბედა და მხოლოდ თვალი
გამოაპარა გუდიდან ჩუმად
და როს რუსლანი იხილა მკვდარი,
კვლავ დაუბრუნდა იმედი უმალ.
სისხლის გუბეში აგდია მტერი, -
მალე შინისკენ! ჰერი და ჰერი!
არც ლუდმილა ჩანს, რა გინდა მეტი, -
თავისი ფეხით მოსულა ბედი.
სიხარულისგან უთრთის სხეული,
მაგრამ კვლავ მწარედ ცდება წყეული.

ამასობაში ძვირფას ალაფით


და ნაინისგან გზადალოცვილი,
კიევისაკენ მიქრის ფარლაფი
და უნაგირზე ზის აწოწილი.
მიქრის იმედის და შიშის გზაზე
და მის წინ, დნეპრის შრიალით სავსე,
უკვე გამოჩნდნენ მშვიდი მინდვრები.
ფარლაფი მიქრის და ფიქრს მიდენის.
აი, ქალაქიც გამოჩნდა უკვე
და აი, უკვე ქალაქში იქრის
და ხალხით შავსე ქუჩებს და შუკებს
მართლა რაინდი გონიათ იგი.
გახარებული მხაურობს ხალხი.
მოსდევენ მხედარს ჭენებით დაღლილს,
გარბიან, რათა მამას ახარონ
და გაუნათონ ისევ სამყარო.

ისევ ტანჯავდა წუხილის ტვირთი,


ისევ ტკიოდა ძველი ტკივილი,
მისდევდა ნაცნობ ფიქრების ზვირთეს
და კოშკში იჯდა მზე-ვლადიმირი.
მის ირგვლივ ისხდნენ, ქვაზე მსვიდები,
ბოიარები და რაინდები.
უცებ ხმაური გაისმის გარეთ,
ხალხის ყაყანი მოაწყდა კარებს,
გაიღო კარი და რას ხედავენ:
შემოდის ვიღაც უცხო მხედარი.
ჯერ მიაჩერდნენ უეცარ სტუმარს,
მერე ხმაურით წამოდგნენ უმალ,
"ფარლაფი? . . . როგორ, რომელი ძალით ?. . .
ნუთუ დაბრუნდა თავადის ქალი. . ."
თავადის ფეხზე წამოდგა ნელა,
მძიმე ნაბიჯით შვილისკენ მიდის,
უბედურ ასულს უცქერს და ღელავს,
გულს სიხარული სწვევია დიდი.
სურს მამას ხელი მოხვიოს ფრთხილად,
მიიკრ, ნაზი და დაქანცული,
მაგრამ ვერაფერს ვერ გრძნობს ქალწული
და მკვლელის ხელში გულმშვიდად სძინავს,
მისჩეერებიან თავადს ყველანი
და მოლოდინში ჩუმად ღელავენ.
მოხუცს ღიმილი შეაშრა პირზე
და თვალი რაინდს მიაპყრო ისევ.
ფარლაფმა ტუჩზე მიიდო ტითი
და გაუსწორა თვალები ფლიდი,
ბოლოს კი უთხრა: "ლუდმილას სძინავს,
ასე ვიპოვე ცოტა ხის წინათ.
ტყის კაცს ჰყლია თავადის ქალი,
გამოვაგლიჯე ხელიდან ძალით.
ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა ბედი:
სამ დღეს ვულეწეთ ერთმანეთს მკერდი,
სამჯერ დაგვხედა ფერმკრთალმა მთვარემ,
ვიდრე ჭიდილი დამთავრდა ცხარე.
ბოლოს კი ვძლიე, მაგრამ ასული
დამხვდა მზინარე და გულწასული.
როდის გაახელს ასული თვალებს?
ვის ვთხოვოთ შველა ან რომელ ძალებს?
არ ვიცი - მკაცრი კანონის ბედის
წყვდიადითაა მოცული ჩემთვის.
ღმერთი უშველის, თუ კი ინება,
ჩვენ კი ცდა გვმართებს და მოთმინება!

მალე გავრცელდა ქალაქში ცნობა


საბედისწერო და გულსაკლავი.
ხალხმა ქუჩებში გამართა ბჭობა,
ჩამოუვარდათ გმირებს მხარ-მკლავი.
ქალაქის თავზე ცა იქუფრება
და მოედანი დუღს და მქუხარებს,
გაღებულია კოშკი მწუხარე
და ყველასა აქვს შესვლის უფლება.
და მოდის ხალხის ჭრელი ნაკადი,
აღელვებული მოიწევს ძალით
კოშკისკენ, სადაც თავადის ქალი
ფარჩებზე წევს და სძინავს აქამდის.
ძილს დაუპყრია მთლიანად იგი,
ხოლო რაინდებს სარეცლის ირგვლივ
ჩაუქინდრიათ მკაცრი თავები.
აზანზარებენ ცას საკრავები:
ღრიალებს ბუკი, ნაღარა, დაფი,
მაგრამ მძინრეს არ უთრთი წარბიც,
არც ბუკის ესმის და არც ნაღარის,
ხოლო თავადი, თვალცრემლიანი,
გაწამებული სევდის იარით,
ასულის ფეხებს ეკვრის ჭაღარღით.
და მოხუცს გვერდით უდგას ფარლაფი,
ადრინდელ ფარლაფს არ ჰგავს არაფრით,
შემოწოლია მკვლელს სინანული
და სულს უწეწავს ჯავრი ფარული.

დაღამდა კიდეც. მაგრამ ქალაქში


არ მოუხუჭავს თვალი არავის.
იდნენ, იცდიდნენ და ლაპარაკში
გაუგონარი და შემზარავი
ამბავს ამბავი მოჰყვა მრავალი
და გაახსენდა მავანს მავანი,
ყვალამ აუბა საუბარს მხარი,
ცოლს ივიწყებდა ჭაბუკი ქმარი.
და როცა მთვარემ იბრუნა პირი,
ქალაქს დაატყდა ახალი ჭირი.
ფეხზე წამოდგა კიევი მთელი,
ქალაქი ახალ განსაცდელს ელის.
და როცა ზეცის განათდა თაღი
ქალქის კედელს მიაწყდა ხალხი.
და რას ხედავენ: მდინარის იქით
თეთრად ცახცახებს კარვების რიგი.
წამოუშლიათ ცხენოსნებს მტვერი,
ბრჭყვიალებს ფარი და შუბის წვერი.
მთელი მინდორი ბორგავს და ღელავს
და საომარი ფორნები ნელა
მოზოწინობენ მტვერში ჭრიალით.
ქედებზე კოცონს გააქვს ბრიალი,
ალბთ ხტიან, როგორც ჭინკები.
ამხედრებულან პაჭანიგები!

ამასობაში ბრძენი ფინელი


მომავალს უკვე წვდება ფიქრებით
და უდაბნოში უცდიდა იგი
ადრე განჭვრეტილ დღეს მოთმინებით.
შორს, სტეპებს იქით და მთებს გადაღმა,
სადაც მიდამო სიცხით გადახმა,
სადაც ქარებმა დაიდეს სბინა,
სადაც მქუხარე ქარიშხლებს სძინავთ,
და სადაც ღამით, მარჯვე და ქლესა,
ვერც კუდიანი ვერ ბედავს შესვლას, -
იქ მშვენიერი ველია ვრცელი
ორი პატარა წყაროს წყლით სველი.
ერთში მოღელავს ცოცხალი წყალი
ხოლო მეორე წყაროში - მკვდარი.
გამეფებულა ირგვლივ დუმილი.
არ ირხევიან მწკრივები ხეთა.
როგორც არ უნდა კლავდეს წყურვილი,
მხდალი ირემი მაინც ვერ ბედავს
იმ წყაროს წყალი დალიოს წმინდა,
რადგან სულები უხსოვარ დღიდან
მთვლემარე ნაპირს უდგანან მცველად
და მათი შიში აკავებს ყველას.

უცებ წყაროებს დაეცა ჩრდილი


და განდეგილი წაადგა თავზე.
სულებს დაუფრთხათ ხანგრძლივი ძილი,
შეშინებული აფრინდნენ ცაზე.
მან კი აავსო ხელადა ორი,
გამოაღვიძა კამკამა წყალი
და გაქრა წამსვე, ქარივით მალი,
ასწლოან ნაძვებს და ბორცვებს შორის.
რუსლანთან გაჩნდა მოხუცი წამში, -
თავს დასდგომოდა ერთგული რაში,
თვითონ კი სისხლით დაელბო მიწა
და ღია ცის ქვეშ უძრავად იწვა.
მოხუცი თავზე დაადგა ჩუმად,
ჯერ მკვდარი წყალი აპკურა მკერდზე
და ჭრილობები გაბრწყინდნენ მზეზე,
გვამიც სინათლით გაივსო უმალ
მედრე აპკურა ცოცხალი წყალი
და გაახილა რინდმა თვალი,
სიცოცხლითა და ჯანღონით სავსე
რუსლანი ფეხზე წამოდგა წამსვე.
დღეს მიაჩერდა ხარბი თვალებით
და ნაშთიც განვლილ ტანჯვა-წვალების
მოშორდა, როგორც უჟმური ძილი,
უკვალოდ, როგორც უმწეო ჩრდილი.
მაგრამ ლუდმილა სადღაა? ღმერთო!
რუსლანს კვლავ ოფლმა დაასხა პირზე.
შეეკრა სუნთქვა და ჩქარა ისევ
ცეცხლი, რომელიც მის გულში ენთო.
უცებ, ბრძენი და გულთამხილველი,
გადაეხვია რუსლანს ფინელი
და სიყვარულით ჩაიკრა მკერდში:
"გათავდა, შვილო, შენ აღარ გერჩის
მუხთალი ბედი და დღეის იქით
იქუხებს შენი მრისხანე ხმალი,
კიევსს მშვიდობას მოუტანს იგი
და იქ დაგხვდება თავადის ქალიც.
შენ ეს ბეჭედი მიადე შუბლზე
და ჯადო ძალას დაკარგავს უცებ.
გაბითურდება მტრი და ღვარძლიც
თვალს ამოივსებს მიწით და ნაცრით.
თქვენ კი სიმართლე შეგრჩებათ ფარად
და ბენდიერნი იქნებით მარად.
ახლა მშვიდობით. . . ღმერთი გფარავდეს.
ვეღარ შევხვდებით კუბოს კარამდე"
თქვა და მაშინვე უკვალოდ გაქრა.
და სიხარულით სავსე და მთვრალი
რუსლანი ეძებს მეგობარს, მაგრამ
ვერ მიაწვდინა ვერაფრით თვალი.
არც ჩამიჩუმი არ ისმის ირგვლივ,
ტრიალ მინდორსი მარტოა იგი.
რაკი პატრონი ფეხზე იხილა,
კვლავს დაიქნია ფაფარი ცხელი
და ერთ ადგილზე ხტის და ჭიხვინებს
და ანჯღრევს ჯუჯას რუსლანის ცხენი.
აი, მზადაა უკვე თავადიც,
არ ეპუება დროსა და მანძილს
და გარინდებულ ტყეების გასწვრივ
ფიცხი მერანი მიჰყავს ნავარდით.

მაგრამ რა მწარე სანახავია


კიევი მტრებით გარემოცული.
ქალაქის თავზე ზეცაც შავია
და ლაღობს მტერი კართან მოსული.
მტერს დარჩენია ყანაც და ბაღიც.
ცაში მზადდება ჭექა-ქუხილი
და გალავანზე გასული ხალხი
ყანებს და ბაღებს უცქერს წუხილით.
გახშირებულა ოხვრა და ვიში.
გამეფებულა ქალაქში შიში.
ხოლო მძინარე ასულის გვერდით,
შეშფოთებული ქალაქის ბედით,
ლოცვად დამდგარა დიდი თავადი.
კვლავ ძველებურად ჩუმი და მკაცრი, -
ბრძოლისვის უკვე მზადაა იგი.
დევგმირთა გუნდი არტყია ირგვლივ
და დიდებულთა ერთგული რაზმი.
ბრძოლის დღეც დადგა. ავარდა მტვერი
და ქალაქისკენ დაიძრა მტერი.
ჯარმა აავსო ველი სავსებით,
რაზმებს მოსდევენ შლეგი რაზმები.
და აღრიალდა ქალაქში ბუკი,
დღეს მიემატა ფოლადის შუქი.
მაშინ ამხედრდნენ კიეველებიც
და გაემართნენ მტრისკენ ჭენებით.
გაჩაღდა ომი. გაცოფდა რვალი
და აჟღრიალდა ჯავშანზე ხმალი,
ჩაჩქანზე კეტი და ფარზე ცული.
ცხენებმაც იგრძნეს სიკვდილის სუნი.
სტვენით მიფრინავს ისრის ღრუბელი, -
ქვეყნის დამქცევი და დამღუპველი.
შემოიქინია სიკვდილმა ცელი,
სისხლით დაფარა მინდორი ვრცელი.
თავქვე ცვივიან მკვდარი მხედრები,
ემალებიან მახვისლ დედლები.
რაზმი ყიჟინით შეიჭრა რაზმში,
უმხედროთ მიქრის დამფრთხალი რში.
ჯერ ომის ბედზე ფიქრიც შორს არი.
ცხენოსანს ებრძვის იქ ფეხოსანი.
გათელილ რიგზე დგება სხვა რიგი.
იქ რუსი კვდება, აქ პაჭანიგი.
გურზს გაუპია ერთისთვის შუბლი,
გულს დასობია მეორეს შუბი,
გაუჭყლეტიათ მესამე ფარით,
ცხენის ფლოქვებში აგდია მკვდარი.
დაღამებამდე გაგრძელდა ასე.
ვერც ერთმა მხარემ ვერ ძლია მტერი.
დადუმდა ველი, გვამებით სავსე,
ქვასა და ბალახს ეცვალა ფერი.
ძაძა ჩაიცვა თითქოს ბუნებამ.
თითქოს მინდორსაც დაესხა რეტი
და მეომრებმაც, დაქანცულებმა,
მიდეს თავები გვამების გვერდით.
ღრმად ჩაეძინათ დაღლილ მეომრებს,
აღარც ახსოვდა ერთი მეორეს.
მხოლოდ ხანდახან ისმოდა კვნესა
ან რუსის ლოცვა წვდებოდა ზეცას.
იფანტებოდა წყვდიადი მხდალი,
ჩრდილები ადილს იცვლიდნენ ფრთხილად,
უკვე ვერცხლისფრად ბრწყინავდა წყალი
და თენდებოდა საეჭვო დილა.
იკვეთეოდა ტყე და ქედები,
ცა იღვიძედა, ჩუმი დ ვრცელი,
მაგრმ ჯერ კიდევ თვლემდნენ მხედრები
და მშვიდად თვლემდა ჯერ ბრძოლის ველიც,
მაგრამ უეცრად მტრების ბანაკში
ყურისწამღები ატყდა განგაში,
ცხენები ადგილს მოწყდნენ ჭენებით
და წამოცვივდნენ კიეველებიც.
გაოგნებული დარბიან ველზე
და რას ხედავენ: ვიღაცა ცხენზე
ამხედრებულა და მტრის რიგებში
მეხივით დაქრის, ჩეხავს და ანგრევს,
იღუპებიან პაჭანიგტები,
ცუდად წასულა ურჯულოს საქმე.
ღრიალებს უცხო რაინდის ბუკი,
ცეცხლივით ადგას ფარ-აბჯრის შუქი.
ურჯულოების რისხვა და ჭირი
რუსლანი იყო ის უცხო გმირი.
დაჯირითობდა თამაშ-თამაშით
პაჭანიგების დამფრთხალ ბანაკში.
სადაც კი მიწვდა მრისხანე ხმალი,
სადაც გამოჩნდა მისი მერანი,
იქ ზვინად დადგა ხორცი და ძვალი,
პირქვე დაემხვნენ წამსვე ყველანი.
უცებ გაივსო მინდორი ვრცელი
სისხლში მოსვრული გვამების ჯარით,
მთებად დახვავდა კაცი და ცხენი,
შუბი, ისარი, ხმალი და ფარი.
და ბუკი ხმაზე სლავი მხედრებიც
მტერს დაეჯახნენ რკინის მკერდებით.
გაათამამა გმირმა ისინიც
და გმირს ფეხდაფეხ მიჰყვნენ ყიჟინით.
მაშინ კი დაფრთხენ პაჭანაგები,
მოტრფიალენი რბევა-თარეშის.
მოახტნენ ცხენებს და სიჩქარეში
მიაწყდნენ დამფთხალ რიგებს რიგები.
ეყოფათ, ადრე რაც უჩხუბიათ,
არ შერჩათ ბრძოლის თავი სრულებით
და კიეველთა ხმლებს გაურბიან
საჯოჯოხეთოდ განწირულები.
მათ გუნდებს ჩეხას რუსული ხმალი.
ხარობს კიევი. . . დამშვიდდა თვალი,
ისმის სიმღერა და შეძახილი.
ქარს გაუფანტავს მწუხარე ფიქრი.
გმირი კი უკვე ქალაქში მიქრის,
ხელში უჭირავს ბასრი მახვილი,
განათებია იმედით შუბლი,
მოშორებია გულიდან ნისლი,
ვარკვლავის დარად ციმციმებს შუბი,
აბჯრიდან წვეთავს ურჯულის სისხლი.
წვერსა და ულვაშს უთეთრეს მტვერი
და მუზარადზე ერხევა წვერი.
ხალხს დაუფარავს მიწაყრილები,
ქალაქისა და ციხის კედლები,
სახლის ბანებიც და მოედნებიც, -
ხვდებიან ლაღი შეძახილებით.
და აი, კოშკში შევიდა იგი,
გამეფებულა დუმილი ირგვლივ,
ლუდმილას ისევ სძინავს შველივით,
დაუფლებია ძილი ზღაპრული
და ვლადიმირი, ფიქრში ჩაფლული,
შვილის ფეხებთან დგას მოწყენილი.
ისევ სეეკრა მკაცრი კოპები,
ისევ წუხილში იდგა ყელამდის
და მარტო იყო, რადგან ყველანი,
მისი შვილებიც და მეგობრებიც,
საომრდ იყვნენ ველზე გასული.
მხოლოდ ფარლაფი იდგა კარებთან,
მტერს აგინედა და კანკალებდა
გულაჩრებული და ფერწასული.
მთლად დაეღრიჯა სიმწრისგან პირი,
როგორც კი იცნო, ბოროტმა, გმირი.
ვეღარ გაუძლო შიშსა და წუხილს
და მოეკვეთა, გონწასულს, მუხლი.
ღირსეულს სასჯელს უცდის ღალატი!
მაგრამ სატრფოსკენ მირბის თავადი,
აუციმციმა შუქმა თვალები,
ახსოვს ფინელი დანაბარები,
ბეჭდისგან ნამდვილ სასწაულს ელის.
აი, შეახო მათრთოლვარე ხელი. . .
და სასწაულის გახდა მხილველი:
ძილი, ხანგრძლივი და საკვირველი,
დაირღვა უცებ, გააღო თვალი
და გამოფხიზლდა თავადის ქალი.
უძრავად იჯდა ლუდმილა წამით,
გაოცებული ამსიგრძე ღამით,
უძრავად იჯდა, როგორც სტუმარი,
გამოყოლილი და იდუმალი
გულს უწვრილებდა თითქოს სიზმარი.
ბოლოს კი იცნო: - ღმერთო, ის არის!
და ნაზ ხელებში აღოჩნდა გმირი,
მთლად დაავიწყდა განვლილი ჭირი,
გაქრა წუხილის და სევდის ჩრდილიც,
გაქრა ტკივილიც ყველა იარის
და ვლადიმირიც საყვარელ შვილებს
გადაეხვია თვალცრემლიანი.
ჩემო ძვირფასო, შენც ხვდები, ალბათ
რით დავამთავრებს მე ამ გრძელ ამბავს:
ვლადიმირს რისხვა გაუქრა წამსვე,
უმართებულო და უსამართლო.
ჯუჯას შეუნდეს, წუხილით სავსეს,
და დაიტოვეს კოშკში სამადლოდ.
ხოლო ფარლაფმა ბოლომდე გახსნა
თავის ბოროტი სული და სახე
და აპატია რუსლანმა მასაც.
და ამ ბედნიერ სურათის მნახველს,
კვლავ მოუბრუნდა გული ვლადიმირს
და ძველებურად ლაღად და მხნედა,
თავის საყვარელ ოჯახთან ერთად
გადაიხადა დიდი ნადიმი.

ასე მთავრდება თქმულება ძველი,


მას მერე ბევრი გაფრინდა წლები.

ეპილოგი

ფუჭი დუმილის წიაღში მჯდარი,


ქვეყნის გულგრილი მცხოვრები ერთი,
ჩემი დამჯერი და მშვიდი ქნარით
ძველისძველ ამბებს ვმღეროდი ჩემთვის.
და ვივიწყებდი დროსა და ღალატს,
მავიწყდებოდა ჭორიც და შურიც
და სიმღერებში ფეთქავდა წყნარად
ბედის სიბრმავით დაჭრილი გული.
გამონაგონის ფრთების წყალობით
მე ქვეყის კიდეს ვცდებოდი უმალ,
მაგრამ ხიფთიც მოიჩქაროდა
და გროვდებოდა ჩემს თავზე ჩუმად.
ვიღუპებოდი. . . წმინდა მფარველო
ახალგაზრდობის მშფოთავარე წლების,
დამაცხრობელო და საყვარელო
დასნეულებულ სულის და ვნების, -
შენ ამარიდე შავი ღრუბლები,
გულში ჩამხედე მშვიდობის სანთლით
და დამიბრუნე თავისუფლებაც,
ყმაწვილკაცობის კერპი და ხატი.
დღეს შორეული გზები ღელავენ
და ნევის ნაპირს მოშორებული
კავკასიონის ვუცქერ მწვერვალებს
და მიპყრობს მათი ბრწყინვა მეფური.
სალი კლდეებით და ხეობებით
დასერილია სივრცე სრულებით
და მეც სავსე ვარ მუნჯი გრძნობებით
და სურათებით ველურ ბუნების.
და სულიც ისევ სავსეან ფიქრით,
რომელსაც უკვე ვერავის შეცვლის.
აღტაცებათა მოკლე დღე მიქრის
და პოეზიის ჩამქრალა ცეცხლი.
წავიდა იგი, ლექსების ჟამი,
ჟამი გართობის და სიყვარულის.
ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა წამი, -
გაქრა და დარჩა სევდა ფარული.
თუ ადრე მისი ცეცხლი მებარა
და სხვა ყველაფრის ვიყავ მგმობელი,
დღეს სამუდამოდ თვალს მიეფარა
ქალღმერთი წყნარი და საგალობლების.
რუსლანი და ლუდმილა

ზღვისპირაა მწვანე მუხა შრიალებს, მას ოქროს ჯაჭვი ჰკიდია მკერდზე. და ბრძენი კატა, კაცზე
ჭკვიანი,
თითქოს იმ ჯაჭვზე რაღაცას ეძებს.

ხან მღერის მშვიდად, ხან თვალებს ნაბავს და ყვება რამე უცნაურამბავს.

სასწაულები ხდება იმ ტყეში: ბარდებში ელავს ეშმაკის ეშვი. ტოტებზე ზის და კისკისებს ალი და
არნახლი მხეცების კვალი უცნობ ბილიკებს აზის დაღივით,
ქარი კი მწარედკვნესის დაღლილი. და იქვე ქოხი დგას, მარტოსული, ოჩოფეხებითტყეში
მოსული
და იმ წყვდიადში ძლივს გადარჩენილს არც კარები აქვს და არც ფანჯრები. გარინდულქვებზე
შიშინებს ქაფი
და აწყდებიან უკაცურნ ნაპირს განთიადისას თეთრი ტალღEბი. და ოცდათი რაინდი მშვიდად
აბჯარასხმული ამოდის წყლიდან ზღვაში შეძენილბიძის თანხლებით.
იქ უფლისწული, გზადმიმავალი,

აყტვევებს მეფეს მთელი ამალით. ხოლოგრძნეული, ქარზე ფრთამალი, ტყეების


ზემოთგარინდულცაზე
მიაფრენს დევგმირს, წუხილითსავსეს. სიმარტოვეში სწუხდდედოფალიც
და რუხი მგელი, ვითმეგობარი, ემსახურება , დაუზარელი.
და კუდიანის მძიმე როდინი, კლდიდან მოგლეჯილშავი ლოდივით, დაბორიალობს
ბნელში წვალებით. ხოლოკაშეი, წყვდიადის მეფე,
სიზმარში ხედავს კვლავ ოქროს შხეფებს, გულში იხუტებს ოქროს ფიალებს. . .
იქაც რუსული სული ტრიალებს. მეც მიგემია იმ კუთხის ქარი,
მუხაც მინახავს ზღვის პირას მდგარი, დამილევია წყალიც და თაფლიც
და იმ ბრძენ კატას უთვალავ ზღაპრით მეც გავურთივა . თუმცაღა ერთი
დამამახსოვრდა , მკითველო, შენთვის.

პირველი სიმღერა

თუმრე ძალიან დიდი ხნის წინათ


დიდი თავადი მზე - ვლადიმირი იხდიდა ქორწილს და იჯდა ლხინად გაბრწყინებული
მზითდა ღიმილით. ის ათხოვებდა უმცროს ქალიშვილს თავადრუსლანზე და თან
ხალისით გზას ულოცავდა ნეფე-დედოფალს,
ამწყალობებდა ასულს დედობას. ხოლოწინაპრებს სმაცა და ჭამაც დინჯი უყვარდათდა
ვერცხლის თასებს ცვლიდნენ ვეება თიხის ჯაები, -
ქაფქაფა ლუდითთუღვინითსავსე. ლხინი კი დუღდა და მთელი ღამე იტვირთებოდა
ხორაგითტაბლა. ' მსახური უხმოდავსებდა ჯამებს
და თავს უკრავდა მაგიდას მდაბლად.

გამხიარულდა თანდათან ლხინი. თანდათან ყველას გაეხსნა ენა. უცებ სიმღერა გაისმა,
ტკბილი,
და მომღერლისკენ მობრუნდა ყველა .

ხმა კი ირხევა მწვანე რტოსავით და ბაიანი, ტკბილი მგოსანი, ნეფე-დედოფალს აქებს


და ლოცავს,
ვარდი ამოსდის ყელიდან მგოსანს.
ხოლორუსლანი ცახცახებს ვნებით. ვერილხენს, როგორც ილხენენ სხვები. ნაზი
მეგობრის სურვილითიწვის. ოხრავს და ბრაზობს და აღარიცის, ვითშეიკავოს ვნება
ძლიერი
და დაბნეული კაცის იერით

იწიწკნის ულვაშს და წუთებს ითვლის, გამოლევია ძალ-ღონე თითქმის,


ზის მაგიდასთან სამი ჭაბუკი, სამი რაინდი - სამი ქარბუქი, ზის მაგიდასთან
დამწუხრებული, დავიწყებიათსავსე თასებიც
და დიდებულთა ლაღი კრებულიც, აღარიტაცებთლხინი სავსებით. არც ბაიანის ხმა
ეყურებათ, მთლადმოწამლულა მათი გუნება
სიძულვილის და ტრფიალის შხამით. სამი მეტოქე შფოთავს რუსლანის, დროკი
მიხოხავს ისევ კუსავით, წელიწადივითგრძელდება წამი.
და მოღუშული ზის სამეული: ერთი - როგდაი, გმირი რჩეული,
ხმალს მინდობილი მთელი არსებით, მან გაუზარდა კიევს საზღვრები. მეორე რაინდს
ჰქვია ფარლაფი,
იგი როგდაის არჰგავს არაფრით, ვერარის ხმალში კარგი სარდალი, მაგრამ ქეიფში
არჰყავს ბადალი. ხოლომესამეს რატმირი ჰქვია, ' მთლადყმაწვილია ხაზართან ხანი და
როცა სხვები სასმისებს ცლიან, მას ლუდმილასკენ გაურბის თვალი. და ვნებიანი
ფიქრებითსავსეს მწუხრის ღრუბელი აწვება თავზე.
სამივეს ფარავს იმ ღრუბლის ჩრდილი, გამწარებია სამივეს ლხინი.

და, როგორც იქნა, დამთავრდა ისიც, ხმა მოემატა ხორხოცს და სიცილს. ლუდმილამ
მორცხვადდახარა თავი. ხოლორუსლანმა სანატრელყვავილს აღტაცებული
შეავლოთვალი
და კვლავ მოედოტრფიალის ალი. ბნელმა მოიცვა შემოგარენი, ზეციდან მოწყდა
წყვდიადის ზვავი, და თაფლითმთვრალმა ბოიარებმა
მასპინძელს მდაბლადდაუკრეს თავი. სიძე ზეიმობს, ბედის მლოცველი,
ვნებითდამწვარი და დაქანცული
და ეფერება უკვე ოცნებით
სიმშვენიერეს მორცხვი ქალწულის. ხოლოთავადმა ფარული სევდით
მამაშვილურადდალოცა წყვილი, მკერდზე მიიკრა სიძეც და შვილიც, სხვა არაფერი
არუთქვამს მეტი.
და აი, რუსლანს ლამაზი ცოლი

საწოლზე აჰყავს მთრთოლვარე ხელით. ჩააქრეს ცეცხლი, გაფრინდა ბოლი,


და ღამის სანთლებს აჩაღებს ლელი. აჰა, ასრულდა იმედი ტკბილი, სიყვარულს მოაქვს
თავისი ძღვენი და ეჭვიანი სამოსი ფრთხილად ეცემა ნოხზე. გული კი მღერის.
ყური დაუგდეთ, იქნებ თქვენც გესმით, როგორიზრდება კოცნა ფიცივით,
თანდათან როგორსუსტდება კვნესა ბოლოსიმორცხვის. . . აი, ისინი მინებდნენ ვნებას.
და სწორედმაშინ გამოჩნდა ელვის ცახცახა თითი, იჭექა მეხმა და შემკრთალსახლში
გადაეფარა ყველაფერს ბინდი. მოწყდნენ ღრუბლები, როგორც მხედრები,
შიშითათრთოლდნენ სახლის კედლებიც
და გაირინდა ბნელში რუსლანიც,

თვალს არაჭყეტდა მთვარე ბუსავით.


უცებ დაბნელდა , როგორც ღუმელში, ჩაკვდა ყოველი, შეწყდა ხმაური, და იმ
წყვდიადში და სიჩუმეში ორჯერგაისმა ხმა უცნაური.
და უცებ, კვამლში გამოხვეული, წამითგამოჩნდა შავი სხეული. . . და ყველაფერი
დაწყნარდა ისევ, რუსლანს კი ოფლმა დაასხა პირზე.
ხელს აფათურებს წყვდიადში თრთოლვით, ოფლი ჩამოსდის შემკრთალს წურწურით.
საწოლი მოჩანს, როგორც კუნძული.
მაგრამ . . . ოხ, ღმერთო! ლამაზი ცოლი მოუტაციათდა როგორც კვამლი
გამქრალა მისი გზაცა და კვალიც. მოუტაცია უჩინარძალას,
სარკმელში მხოლოდხეები ჩანან.

ოხ, მეგობრებო, მართლა ძნელია , როდესაც ვიწვითამაოვნებით. ცხოვრებაც თუმცა


მოსაწყენია ,
მაინც ვარსებობთბუნების ნებით.

მაგრამ მე სიკვდილს ვარჩევდი ისევ, თუჩემი ცრემლის და სევდის მიზეზს


ამდენი ტანჯვის და ძებნის მერე ბოლოს და ბოლოს მოვხვევდი ხელებს,
მაგრამ მაშინვე თუდავკარგავდი მას, რაც ოცნება იყოაქამდის,
ოხ, მეგობრებო, მაშინ უდაოდ

მეც დავხუჭავდი თვალს სამუდამოდ.

ხოლორუსლანი კვლავ ცოცხალია, თუმცა სიკვდილი უნდა ძალიან. მთელი სასახლე


ფეხზე დამდგარა , კრიჭა შეკვრია დიდს თუპატარას. "სადარის ჩემი ლუდმილა ,
სადა?" ყვირის თავადი და სიძის გარდა მთელეზოს ესმის. "შვილებო, ძმებო! სინდისი
ახლაც არმოგცემთნებას, რომ მომიწამლოთბებერს გუნება,
ნუდაივიწყებთძველერთგულებას,

თქვით, ვინ იქნება თქვენში მდევარი, ვის გიჭრითთვალი და სატევარი.


და რადგან ქმარმა ვერმოუარა,

მე ჩემს ლუდმილას, ვნახავ თუარა, კვლავ ვაქორწილებ და ახალსიძეს ჩემი მამულის


ნახევარს მივცემ. შვილებო, ძმებო, ჩქარა მდევარი! ვის გიჭრითთვალი და სატევარი!"
"მეო! - რუსლანმა თქვა , სევდითსავსემ. "მეცო!" - სამივემ იყვირეს წამსვე
და აუყვავდა იმედის ვარდი

ტანბრგე როგდასის, ფარლაფს და რატმირს: "ახლავე ცხენებს მოვახტებითო,


ჩვენი სურვილით, ჩვენი ნებითო,

ნუდამიბრმაებ ცრემლითოთვალებს თავადის ქალსომოგვრითომალე". თავადს იმედი


მიეცა ისევ,
გადაეფარა სინათლე პირზე

და იდგა მათკენ ხელგაშვერილი, ასე უძრავადიდგა ძელივით.

ოთხივე ცხენებს მოახტნენ მყისვე, ხოლოდაბნეულრუსლანს კი ისევ, უცებ


დაკარგულსატრფოზე ფიქრი უჯიჯგნის სხეულს და უხმოდმიჰქრის. ფიცხი ცხენები
მიჰქრიან მტვერში,
ცხენების ფეხქვეშ მინდორი ხვნეშის. მიჰქრიან დნეპრის ნაპრის გასწვრივ, უჩინარდება
ცხენიც და კაციც
და აღარც ჩანან უკვე სრულებით, მაგრამ თავადი ისევე იცდის
და თავის თავიც იქ ეგულება,

ფიქრითრაინდებს მიჰვება ისიც.

გაოგნებული და დაბნეული
რუსლანი სმენადიყოქცეული.

ფარლაფი რუსლანს უკან მისდვდა და თუმცა ხეპრე იყოისედაც. მთლადამრეზილი


უცქერდა ახლა.
მტვრითჰქონდა სავსე ცხვირიც და ხახაც და თან ამბობდა: "როგორგგონიათ,
მალე შევხვდები, ნეტავ, გოლიათს? მაშინ იქნება აბა, სეირი,
სისხლი დადგეა ველზე ტბორებად. ჩემოქურანავ, ჯერარხეინად ირბინე, გზები
ნუგეშორება ".
რატმირს იმედითგული ევსება და ფიქრში უკვე ეალერსება
ლამაზლუდმილას და მთვრალმა ამით უნაგირზედაც იცეკვოს ლამის. ჯერყმაწვილია
ხაზართა ხანი,
არყოფნის ქვეყნის სიგრძე და განი. ხან ოთხითმიჰყავს ფეხმარდი ცხენი, ხან
ერთადგილზე აწვალებს დაღლილს, ყალყზე აყენებს ძლიერი ხელით, უფროდა
უფროუმოკლებს აღვირს, მერე კი მისი ულაყი, სწრაფი,
ქედებზე ისევ ქარივითგარბის. ხოლოროგდაი მოღუშულია,
ფიქრს ისცემია იგი სრულიად,
აფიქრებს ბნელის მოცული ბედი, მისჩერებია სივრცეში წერტილს. კვლავ მორევია ეჭვი
და შხამი
და თავადისკენ გაურბის წამით ზიზღითდა რისხვითაღვსილი თვალი, სახეზეც აზის
წუხილის კვალი. მთელი დღე ერთადმიდიან ასე
ერთი გზის მგზავრნი და მეტოქენი. გამუქდა დნეპრის ცისფერი ხაზი, ბინდმა
აავსოღრულბის დოქები, უკვე წყვდიადი გამეფდა სრული.
და აი, ძველი და გაცვეთილი

გამოჩნდა კიდეც გზაჯვარედინი.

"აქ გავიყაროთდა ყველამ ჩვენთვის ვეძებოთჩვენი გზაცა და ბედიც".


თქვეს და ცხენებმაც მეტი ხალისით ამოირჩიეს გზები თავისით.
რუსლან, რას ფიქრობ, ან რას მოელი ამ სიჩუმეში და სიბნელეში? ვერმოიმწყვდიე
ბედი ხელებში,
იქნებ სიზმარი იყოყოველი.

ისწორე ჩაჩქანს, მაგარს და მძიმეს, და ხელზე იხვევ მოშვებულაღვირს, სულში კი


ცეცხლი უქრება იმედს, რწმენაც გამქრალა და უკვე დაღლილს
ნაბიჯითმიგყავს მინდორზე ცხენი.

მაგრამ უეცრადგანათდა ბნელი, გამოჩნდა მღვიმე და ტინის თაღი, ბუნების გამრჯე


ხელითნაკვეთი, თავზე დაადგა სასოწარკვეთილს. და მან შენიშნა ჯერსანთლის ალი,
მერე კი მოხუცს შეასწროთვალი. წიგნს კითხულობდა მოხუცი იგი, წინ ედოდიდი და
ძველი წიგნი. თვითონ კი, ჩუმი და წვეროსანი, ზღაპრული იყოგარემოსავით.
"მობრძანდი შვილო! - მოხუცმა რუსლანს ასე მიმართა . ხმა ჰქონა თბილი. -
წელს ოცი წელი შესრულდა ზუსტად

რაც აქ ვარ, მაჭკნობს სიბერის ჩრდილი. მაგრამ გავძელი და შენდა ბედად


ასრულდა, რასაც მიგრძნობდა გული. ჩვენ მხოლოდბედმა შეგვყარა ერთად, დაჯექ და
კარგადდამიგდე ყური. ჩვენ ერთნაირი გვქონია ბედი,
არც შენ ყოფილხარმთლადბედნერი, შეგცვლია სულიც, ხმაც და იერიც,
რადგან ლუდმილა აღარგყავს გვერდით. მაგრამ სიცოცხლეს ნუეთხოვები,
ბედა გიმუხთლა მხოლოდდროებით. რაც გწამდა , ისევ იწამე იგი,
და შენი მძლავრი ხმლითა და მკერდით გააპე ბნელი და წყვდიადს იქით იხილე შენი
კუთვნილი ბედი.

შენი შერცხვენა, ჩემორაინდო, ავი გრძნეულის ბრალია მხოლოდ.


ის თვალშეუწყვდომჯკლდეებსი ცხოვრობს და, რა თქმა უნდა, არც შენ დაგინდობს.
სადმე ლამაზი ქალი თუნახა,
თავის საზარელკლდეებში აჰყავს. ჩერნომორია მისის სახელი,
მისი მომრევი ანდა მნახველი

ჯერარმინახავს, მაგრამ შენ ბოლოს ნახავ იმ ბებერჯადოქრის სოროს


და შენი ხელითმოკვდება ისიც. მეტს კი არგეტყვი, თუმცა რაც იცი - საკმარისია . და
ნუგადადებ,
შენ გაბარია ბედის სადავე".

ჩვენი რაინდი მოხუცის ფეხთით გახარებული დაეცა მყისვე.


გულიც გაცოცხლდა და ლაღადშეხტა,

მზე ამოვიდა თვალებში ისევ.


მოითქვა სული, მაგრამ მასინვე სევდის ღრუბელი მოაწვა თვალებს. . . "მე ვიცი,
შვილო, შენ რაც გაშინებს, მაგრამ მაგასაც მოგირჩენ მალე, - თქვა და განაგრძომოხუცმა
ისევ:
მე მივხვდი შენი შეკრთობის მიზეზ, შენ შეგაძრწუნა გრძეულის ვნებამ, მაგრამ,
ძვირფასო, მომეცი ნება, რომ დაგამშვიდო, რადგან სრულიად ის ამ საქმისთვის
უსუსურია.
მას შეუძლია ჩაყლაპოს ქარი,

ისე დაუსტვენს, რომ თვითონ მთვარეც აცახცახდება. მაგრამა ბუნება


ყველა გრძნეულზე უფრომკაცრია .

ისიც ამაოდედიდგულება,

რადგან ცვედანი რაღა კაცია.

რა შეუძლია ჭაღარა ცვედანს ეჭვის და შურის და ზიზღის გარდა,


და ისიც ბრაზითცახცახებს კართან, თავის მშვენიერტყვეებს რომ ხედავს. ის არის
მხოლოდმტანჯველი მათი. . . მაგრამ, ძვირფასო, ეს ღამეც გადის
და ამ საუბარს ჯობია ძილი,

რომ საბრძოლველადმზადიყოდილით".
რუსლანი ხავსზე გულაღმა წვება

ჩაფერფლილცეცხლთან და ცდილობს ძილში გადაივიწყოს განცდილი შიში,


მაგრამ რაღაცა არაძლევს ნებას.

ამაოდწვალობს, ბორგავს და შფოთავს, ბოლოს კი ამბობს: "იქნება ვცოდავ, მაგრამ


არაფრითარმეძინება
და, თუკი შენმა გულმაც ინება, მომეცი ნება, რომ კვლავ ავუბა გული და სული შენს
ტკბილსაუბარს. და თუშემინდობ კადნიერკითხვას,
ისიც მითხარი, რაც ჯერარგითქვამს. რა გქვია, ვინ ხარასე კეთილი,
ან რატომა ხარგამოკეტილი

ამ ბნელმღვიმეში, ან უდაბნოში ვისი ან რისი ნებითაღმოჩნდი".

ამოიოხრა მოხუცმა მწარედ

და სთქვა : "არსებობს პირქუში მხარე და მას სახელადჰქვია ფინეთი, შორსაა იგი და


არც იმედი
აღარმაქვს მისი ხელახლა ნახვის, იქ იყოჩემი ზეცაც და სახლიც.
იქ ფეხშიშველა ვმწყევსავდი ნახირს და ჩემი იყომუხრანის ჩრდილიც
და ნაკადულიც, სუფთა და გრილი. . .

უაკ დამდევდა ქარი მწივანი

და სიღარიბის ყველა წვრილმანი იქ განივცადე. მიწის ალერსიც იქ განვიცადე ყველაზე


მეტი.
მაგრამ ცხოვრება იმ სიწყნარეში

ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემთვის.

ერთჩვეულებრივ სოფელში მაშინ ცხოვრობდა ნაზი გოგონაინი, - ვითსიმარტოვის


უცხოყვავილი, ოცნებასავითცხოვრობდა ხალხში. და ერთხელ, როცა ისევ მთელი
დღით მივდევდი ნახირს და მივდენიდი, - მიშრილადებდა ჩემს წინ ნაკადი, -
მე ის დღე ნათლადმახსოვს აქამდის. მდინარის პირადიჯდა ლამაზი
და გვირგვინს წნავდა თვალმშვენიერი. ბიძგი ვიგრძენი გულში ზლიერი
და მოვინდომე მზესთნ თამაში. ნაინი იყოის ტურფა ქალი,
ვეღარმოვწყვიტე თავხედი თვალი, ფერი არჰქონდა მის ხელში ყვავილს და
სამუდამოდდავღუპე თავი.
სამაგიეროდსულითვიცანი
გრძნობა დიადი და საფიცარი.

სულში გაჩაღდა ვარსკვლავთკრებული და სამუდამოდდამედოჯაჭვი:


სიხარულითდა მზითდაწყებული,

დამთავრებული დარდითდა ტანჯვით.

ასე გავიდა წლის ნახევარი. ვთვალე წუთები და საათები.


ვერმომირჩენდა ტკივილს ვერავინ და მეც გავანდე გულში ნადები.
მან მოუსმინა ჩემს შემკრთალტკივილს, მაგრამ ამაყი იყობუნებით,
თავს იღმერთებდა და მითხრა ცივად:

”მე არმიყვარხარ, მწეყმსო, სრულებით!”

გამიველურა სული წუხილმა ,

წაღმა დაბრუნდა ჩემი ბორბალი. ვეღარმშველოდნენ ძველი მუხები და ვერც


მწყემსური თამაშობანი.
მე გულს მიჭკნობდა სევდის ნაღველი და გადავწყვიტე დამეგდომალე
ჩემი მშობელი კუთხე და მხარე, მისი მინდვრები და სანახები. გადამეცურა ზღვათა
მორევი, შემომეკრიბა გარს მეომრები,
შემეკრა რაზმი მძლავრი და ძმური და მუხთალბედთან არდარიდებით შემემკოთავი
გმირის დიდებით
და მომეხიბლა ნაინის გული. ბევრი აღმოჩნდა ხალხში ჩემფერი, ხიფათისა და ოქროს
მძებნელი.
სისხლმოწყურებულხმალთა ჟღრიალი და თავაწყვეტიულნავის ჭრიალიც
პირველადმაშინ გაისმა ჩვენში. კვლავ დამიბრუნდა იმედის შუქი.
ავხსენითღუზა. ჩავბერეთბუკი

და ზღვაც დაგვნებდა ოხვრითდა ხვნეშით. ჩვენ ათი წელი ვიქნიეთხმალი,


მტრის სისხლითვღებეთთოვლი და წყალი. ხმა ირხეოდა, რომ ჩემი შიშით ძრწოდნენ
მეფენი ტახტების ჩრდილში.
და ყოყლოჩინა მათი რამზებიც

თავგზას კარგავდნენ ჩვენთან სავსებით. ჩვენ კი ვიბრძოდითლაღადდა გულით,


ძღვენსა და ნადავლს ზუსტადვიყოფდით, დამარცხებულებს ვიღებდითძმურად,
გვერდითვისვამდითდა ვქეიფობდით.
მაგრამ ეს სული, ნაინითსავსე, ღრეობისა თუბრძოლის ღრიალშიც ჩუმადნაღვლობდა
მშობლიურცაზე,
იტანჯებოდა ტრფობის იარით.

და ვთქვი: გვეყოფა , ნუღა დავრჩებით, სხვებსაც ვაკმაროთსისხლი და შიში და


ჩამოვკიდოთმძიმე აბჯრები ჩვენი ქოხების სანატრელჩრდილში.
ვთქვი და აჟღერდნენ წამსვე ნიჩბები, წამოიშალნენ ჩემი ბიჭები
და სიხარულითგულდაშხეფილნი მშობელყურეში ლაღადშევრფინდით. დასრულდა
ბევრი მშფოთვარე ღამე, სხეული გაძღა გზითდა იარით
და პაემანის ნანატრი წამი ჩემთვისაც დადგა გულის ფრიალით.
სანატრელს ფერხთით დავუგდე ხმალი, რომელსაც ადრე ძვლებზე ვლესავდი,
მივართვი ოქრო, ვერცხლი და ლალი,
მე კი, სურვიითდა ვნებითმთვრალი, მის წინ ვიდექი მორჩილტყვესავით.
შურითდაბერდნენ სოფლის ქალები, მთლადდაებრიცათსაწყლებს თვალები, ის კი
ამაყი იყობუნებით,
დაძლია ყველა ფანდი ცდუნების და საკუთარი სინათლითსავსემ ისევ
უგულოდმომიგოასე:
”მე არმიყვარხარ, გმირო, სრულებით!”
რუსლან, უცხოა შენთვის ტრფიალი უარყოფილი და განდევნილი.
ათვალწუნების მკაცრი იარა

სულში ფათურობს ტლანქი ხელივით. შენ კი ნამდვილადგქონია ბედი: მასაც


უყვარხარ, - რა გინდა მეტი. მოყოლის თავი აღარმაქვს, შვილო, ანდა რა გითხრა მე
ამის გარდა.
ახლაც კი, თუმცა ჩრდილი ვარ, ჩრდილი, უკვე მისული სამარის კართან,
იმ სატანჯველითვცხოვრობ აქამდის და როცა წარსუსლვიხსენებ ხოლმე,
ჩემი ცხოვრების დამღლელს და მომრევს, წვერებზე დამდის ცრემლის ნაკადი.

მაგრამ მისმინე: ჩემს სამშობლოში, ზღვისა და ქარის ცივ საუფლოში, მეცნიერება


არსებობს ერთი.
იქ მარადიულსიჩუმეს ერთვის ტყეთა წყვდიადი, ქარი კი ხვნეშის და ისმის
დამპალნეშოს სისინი. კუდიანები ცხოვრობენ ტყეში, ეუფლებიან სიბრძნეს ისინი,
დაფარფატებენ, როგორც ჩრდილები,
სმენა გახსნილნი და თვალსწრაფები. და მათსურვილებს ემორჩილება გულიც და
კუბოც და ყველაფერი.

და უარყოფილვნებებითსავსემ

მეც გადავწყვიტე, რომ ჯადოქრობით გამეხსნა სატრფოს გულის ბოქლომი და მიმეღწია


მიზნისთვის ასე.
მეც მივაშურე ტყეების წყვდიად,

ქვეყნის სულივითვრცელსა და დიადს. სხვა ყველაფერზე ავიღე ხელი


და ჯადოქრების კერიის ბოლით მეც გავიმურე და ბევრი წელი
ვმეცადინეობდი ჯადოქრებს შორის. და აი, დადგა ნანატრი წამიც,
მკაცრსაიდუმლოს ჩავწვდი ბუნების, გამომეცვალა ხმაც და გუნებაც, შევიგრძენ ძალა
წყევლის და შხამის, ნაინი, უკვ ჩემი ხარ, ჩემი!
ასე ვფიქრობდი და გულის ცემით

ჩემს დიდსიყვარულს ვადგამდი გვრიგვინს, მაგრამ მაცდური აღმოჩნდა იგი.


წამიერშვებითგანთებული მივნებდი სურვილს მთლი სხეულით, მაგრამ
ნამდვილადგამარჯვებული
კვლავ ბედისწერა იყო, წვეული.

და ისევ მთვრალი ჩეი ოცნებით,

აღტაცებული განსაცდელტრფობით,

ვეძახდი სულრებს და ვერც კი ვგრძნობდი, რას მიმზადებდნენ ეს შელოცვები.


მე ვბუტბუტებდი ლოცვადქცეული,

ნამდვილკუდიანს როგორც შეჰფერის. მეც გავხდი მკაცრი და მტაცებელი


და ჩერნომორის ძმა ღირსეული. მაგრამ ჩავუთქვი ფიქრი თუარა, ტყეებს ქუხილმა
გადაურა ,
ქარბუქმა მორთოვაი და ვიში

და ფეხქვეშ მიწაც ათრთოლდა შიშით, გაჩნდა გრიგალიც, ზღვებზე ნარბენი, და


დამისკუპდა წინ დედაბერი.
ძლივს უფარავდა ტანს ძონძეული, თვითონაც ლანდადიყოქცეული, ზურგზე
მოეგდოვეება კუზი, ცივი თვალებითჩამხედა სულში. შიშის მომგვრელი იყოსურათი,
მეც უკვე სიმწრის ოფლში ვცურავდი. და ვაცეცებდი თვალს აქეთიქით, - ნაინი იყო,
რაინდი, იგი.
ისევ გამეფდა სულში წყვდიადი,
ავთრთოლდი, როგორც ქარში ფურცელი, თან არმჯეროდა, როცა ვუცქერდი, მერე
ავტირდი და ავღრიალდი.
ოხ, ნუთუშენ ხარჩემი ნაინი, მიუწვდომელი და მშვენიერი! რომელმა ძალამ ან
რანაირად დაგიმახინჯა ასე იერი. ნუთუამდენი წელი გავიდა,
რაც ამოვიგდე შფოთი თავიდან, და ჩემი ვნების უარმყოფელი
დავტოვე სატრფო, მზე და სოფელი. ”ბევრიო?. . . თუმცა ადვილადითქმის, უკვე
ორმოცი წელია თითქმის. –
თქვა დედაბერმა ღვარძლითდა გესლით, -

სამოცდაათი წლისა ხარ, გესმი? ასე ერთბაშადგაფრინდნე წლები, ჩამოჭკნენ ჩვენი


გაზაფხულები
და ჩვენც დავბერდითბუნების ნებით, მაგრამ არვდარდობ მაინც სრულებით. მე, რა
თქმა უნდა, ის აღარა ვარ,
შენ ვისი ჩრდილიც გედგა კარავად. ის აღარა მაქვს, რაც ადრე მქონდა , და კუზიანიც
ვარ, ალბათ, ოდნავ.
მე აღარშემრჩა უცხოთვალისთვის არც სილამაზე და არც ხალისი.
სამაგიეროდ, უჩუმრადგეტყვი, კუდიანი ვარ, წყვდიადის ეტლი!”

და ასეც იყო, რადგინდა ფიცი, მხოლოდსიკვდილის ვიყავ მსურველი, და მთლი ჩემი


ჭკუითდა სიბრძნით მის წინვიდექი, როგორც სულელი.
და რატომ მოხდა ახლაც არვიცი, მისნობამ მაინც შეძლოთავისი. სულარგამეგოიგი
ნეტავი,
რადგან ჭაღარა ღვთაება უკვე ვნებითაღვსილი იყოჩემდამი
და მიშტერებდა გაყინულგუგებს. ხმა გათოშილი სამარის თოვლით, მეფიცებოდა
სიყვარულს თრთოლვით, მე კი ვიდექი გაოგნებული,
სულს მიკაწრავდა ხრინწი ბებრული, კალთას მიჭერდა ხმელი ხელებით
და თან თავისას ფქვავდა ხველებით: ”პირევლადახლა ვიგრძენი გული,
ჩემოერთგულო, და მწამს, რომ ისიც სიყვარულისთვის ფეთქავს და იცის ტრფიალის
ფასი, და ტრფობის წყლული მასაც აწვება, ვითმძიმე ლოდი. მიშველე, ჩემოძვირფასო,
მოდი!”
გადმომიშალა გულში ნადები, ჩამომახია ჯუბის კალთები
და თან, მიწიერალერსს უჩვევი, კოცნას ცდილობდა მყრალი ტუჩებით. შიშმა
დამიხშოსმენაც და თვალიც, გულში გამიქრა იმედის კვალი,
და რომ ვერშევძელმეტის ატანა ,

გამოვექეცი ბებერსატანას. გამომეკიდა ფეხდაფეხ ისიც.


ქვეყანა შესძრა წყევლითდა რისხვით: ”ჰოი, უღირსო, მიჯნურადგთვლიდი,
შენ შემიშფოთე სამყარომშვიდი, შენ შეაშფოთე ჩემი სანთელიც
და სიქალწულის ზეცაც, ნათელი. გაზიდე ჩემი სულის მადანი
და ახლა ვნების ქარითანცემი აღარგინდივარ? - აი, კაცები,
ღალატითსუნთქავს ყველა მათგანი, შენ შემაცდინე უმანკოკრავი
და მეც შენს ნებას მივანდე თავი. მაგრამ აქამდე თუმაწვალებდი,
ახლა მიფრთხილდი! ქურდოქალების!”

ასე დავშორდითდა იმის მერე ვცხოვრობ ამ მტანჯველსიმარტოვეში,


და ამქვეყნიურხმებსა და ფერებს დიდიხანია უკვე მოვეში
უკვე მეძახის ჩემი საფლავიც, მთავრდება ჩემი მწარე ამბავი.
მაგრამ დედაბერს იმ ძველი გრძნობის სულსი აქამდე შემორჩა კვალი,
და სიყვარულის ნათელი ალი

ბოლოს შეცვალა ზიზღითდა მტრობით. შენც მოერიდე იმ გრძნეულს ყველგან


და მეტს, ძვირფასო, ნურაფერს მკითხავ. წუხილიც წავა როდისმე ჩვენგან,
ქვეყნადწუხილიც არრჩებ დიდხანს”. ჩვენი რაინდი ისმენდა ხარბად კეთილმოხუცის
მწუხარე ამბავს.
არაშორებდა თვლებს შუქიანს და ღამის წასვლა არც გუგია.
და აი, ისევ ბრჭყვიალებს დილა,

მზეც ამოსულა და უკვე თბილა,

მთლადგამოცვლილა ქვეყნის იერი. . .

რაინდიც ადგა და მადლიერი მოხუც ჯადოქარს გადაეხვია .


მერე უნაგირს, მკვრივს და კეხიანს, მოახტა სწრაფადდა დაუსტვინა ,
და ცხენიც თითქოს პატრონს უცდიდა,

ჭენებ-ჭენებითგავიდა ველზე,
მზემ კი სხივები ჩაკიდა დეზებს და წამოწია თავი ბექობმა , ხოლომოხუცმა ჭაბუკ
მეგობარს ხმა დაადევნა : ”გზა მშვიდობისა! შენი სიმართლე ატარე ფარად
და შენი ცოლი გიყვარდეს მარად”.

მეორე სიმღერა

მოტრიფალენოშულის და ომის ვეღარასოდეს ვერმორიგდებით.


მტრობითმთვრალები ერთმანეთზზომავთ და მხრებს იმძიმებთმკაცრი დიდებით.
და თუქვეყანას ისვ აშეშებს

თქვენი ზეიმის ხმა შემზარავი,

მაინც არა გყავთხელის შემშლელი, გულიც არწყდება თქვენზე არავის.


თქვენ კი, პარნასის მთების არწივნო, რომლებმაც კალმითშეცვალეთშუბი,
ეცადეთხალხი არგააცინოთ
გაუთავებელშფოთითდა ჩხუბით.

თქვენ კი, მიჯნურნო, რგადგახსოვდეთ, რომ ბრაზი დიდი ცოდვა თქვენთვის.


იცხოვრეთმშვიდადდა არასოდეს
არმოუღეროთერთმანეთს კეტი. და ვისაც ბედი არგუნებს ბოლოს
ტურფა ასულის გულს და სინაზეს, - ის მშვენიერი იქნება მხოლოდ ყველაფრისა და
ყველას ჯინაზე.

ბრმა წინათგრძნობითგაოგნებული როგდაი ნელა მისდევდა ბილიკს. ტყეში დუმილი


იდგა მეფური, ხეებს ეძინათხანგრძლივი ძილით.
ის კი ღრმა ფიქრებს მისდევდა ისევ, კვლავ მრისხანება ეხატა პირზე. უსისინებდა
ბოროტი სული
და აყოლილი უცნაურსურვილს მიბუტბუტებდა თავისთვის ასე:
”მოგკლავ!. . . ყველაფერს დავიმხობ გზაზე. . . რუსლან! . . . ჩემს ძალას გაიგებ მალე. . .
ცრემლითდაითხრის ლამაზი თვალებს. . . ”
და რაკი აჰყვა ზრახვას საშინელს, შემოაბრუნა ცხენიც მაშინვე.

ამასობაში ჩვენს მამაც ფარლაფს ერთი პირობა ეძინა უკვე


და ახლა გზისთვის იკრეფდა ძალას, ზედიზედნთქავდა ვეება ლუკმებს.
წყაროსთან იჯდა და წყლის ხმაურზე შეექცეოდა მსვიდდსაუზმეს.
უცებ, რას ხედავს: ვიღაცა მისკენ ცხენს მოაგელვებს. და ფარლაფს მყისვე თავზარი
დასცა უცხომხედარმა .
დასთმოაბჯარიც და პურ-მარილიც, ცხენი გააკრა მიწას ქარივით,
გაკურცხლა უკან მოუხედავად.

მაგრამ ფეხდაფეხ მოჰყვება ისიც და მოღრიალებს, როგორც ნასვამი:


”თუგავხდი შენთან შეხვედრის ღირსი წაგაგდებინებ თავს გოგრასავით”. უცნობი
მოსძახის ასე
და მან როგდაი შეიცნოხმაზე.

და მთლადგაფუჭდა საბრალომაშინ, სიკვდილის სუსხი გაუჯდა ტანში.


ასე კურდღელი გაურბის მწევარს, თავის ყველაზე საშინელმდევარს.
ზურგზე დაიწყობს, საწყალი, ყურებს და მწევარს ტყეში ნაკვალევს ურევს. მზე
იყოუკვე საკმაოდცხელი
და სადაც თოვლი იდოაქმდე,

იქ გამდნართოვლის მღვრიე ნაკადებს გადაესერათხრამებითველი.


ქურანაც ხრამთან შეჩერდა წუთით,
ქარს მოუქნია თამამი კუდი, ერთხელგაღეჭა რკინის აღვირი
და გადაფრინდა ხმრამზე, დაღლილი. ხოლომშიშარა მხედარი ხრამში
თავქვე ჩაეშვა ჩაშლილხიდივით და საბოლოოდდარწმუნდა მაშინ, რომ გარდუვალი
იყოსიკვდილი. ხმრამთან მოაგდოროგდაიმ ცხენი, მახვილიანი აღმართა ხელი,
”მოკვდი, ლაჩარო!” - შსძახა მჭახედ და რა იხილა ფარლაფის სახე,
ჩამოუვარდა ხელი თავისით, უცებ წაუხდა ბრძოლის ხალისი
და ამ საოცარსურათის მნახველს მთლადდაუღრიჯა სიბრაზითსახე. გაოცებული
დრისხვითსავსე კვლავ გაიტყუა იგი მინდორმა ,
გულზე სკდებოდა, მაგრამ თვითონაც ეცინებოდა საკუთართავზე.
მერე ის მთასთან დედაბერს შეხვდა, ნაომარს ყველა ქართან და მეხთან. გზა მოეჭამა
მას თავის წილი
დახლა სული ეჭირა კბილით. სიბერის კუზითმიწამდე მოხრილს ხელში ეკავა ცახცახა
ჯოხი, -
ჩრდილოეთისკენ მიმართა იგი

და სთქვა ჩიფჩიფით: ”ეძიე იქით”. ხოლოროგდაი აღელდა ისევ


და ხიფათისკენ გაიჭრა მყისვე.

ისევ ხრამშია ფარლაფი ამ დროს,

არელის საშველს და ვეღარც ნატრობს. ტალახში წევს და ფიქრობს თავისთვის: რა


მემართება , სადვარ, არვიცი. . . ნუთუკვლავ მხრებზე მაბია თავი?
სადგქრა ჩემი მეტოქე, ავი?

და ამ ფიქრებითდაღლილს და სავსეს უცებ ვიღაცა წაადგა თავზე.


”ადექ, ჭაბუკო, - სთქვა დედაბერმა , -

უკვე მშვიდობის ქარმა დაბერა.

ჰა, ჩამომართვი შენი მერანი,

ხელს ვეღარგახლებს ახლა ვერავინ”.

ხოხვითამოძღვარა ფარლაფი მაღლა, მაგრამ საკმაოდფრთხილობდახლაც. ტალახზე


მუცლის დატოვა კვალი,
გარემოს მორცხვადმოავლოთვალი, კვლავ დაუბრუნდა ახალგაზრდობა და გაუგზავნა
უფალს მადლობა.
”მერწმუნე, - ისევ სთქვა დედაბერმა , -
ჭკვიანურია ლუდმილას ძებნა,

მაგრამ მე და შენ არა გვაქვს ნება, ვერც შევძლებთასე მაღლა აფრენას. სახიფათოა
გზებზე წანწალიც,
საკუთართავზეც ხომ გაქვს ნასწავლი, ამიტომ კარგადდამიგდე ყური,
გადაივიწყე დროებითწყლული და შინისაკენ გაბრუნდი უმალ,
შენს ტკბილმამულში მოყუჩდი ჩუმად, სხვა ნურაფერი ნუგეფიქრება , ლუდმილაც
მალე ჩვენი იქნება.
სთქვა და მაშივნე უკვალოდგაქრა. ჩვენი ფარლაფი გაოცდა, მაგრამ
წინდახედულადმოიქცა ისევ: შეეშვა თავის მგზავრობის მიზეზს, დათმოცხოვრება
ხიფათითსავსე
და სანატრელი თავადის ქალიც

გადაივიწყა გულწრფელადწამსვე და ოცნებაში შეავლოთვალი


თავის მამულის დიდებულმუხნარს, ჩიტებითსავსეს, მშვიდსა და უღრანს.

ამასობაში რუსლანი ისევ შეუსვენებლადთავის გზას მისდევს და შეჩვეული


ფიქრებითელტვის
ამ შორი გზების ერთადერთწერტილს.

თან ამბობს: ”ნუთუწყლულს ვერშევუხვევ ჩემი დაღლილი სულის მეუღლეს?


ნუთუვერვიგრძნობ შენს ნათელმზერას, ნუთუვერასდროს დამიტკბობ სმენას?
იქნებ გრძნეულის მუდმივი ტყვე ხარ და ვეღარგნახავ, ვეღარდა ვეღარ. იქნებ იქ
დაჭკნეს შენი ქალობა,
იქნებ იქ შეწყდეს შენი გალობა,

იქნებ მეტოქემ მომასწროს მოსვლა , ძვირფასო, იქნებ ყვლაზე შორს ვარ? არა და არა! . .
. ჯერმიჭრის თვალი
და ხელთმიპყრია ერთგული ხმალი”.

ერთხელჩვენს რაინდს, საღამოჟამზე, მდინარის პირას მიჰყავდა ცხენი. სდუმდა


მიდამოჩრდილებითსავსე,
ცაც ძველებურადვერიყოვრცელი. გაიზუზუნა ისარმა უცებ,
გამოაცალა სიჩუმეს ფუძე

და საომარი აბჯრის ზრიალით ვიღაც მხედარი გამოჩნდა ველზე. ხელში ეჭირა შუბი
ფრთიანი
და ცხენს ფერდებში აჭერდა დეზებს. ”შესდექო!” - რუსლანს შესძახა მჭახედ.
ვერგაარჩია რუსლანმა სახე. ხმალზე დაიდოძლიერი ხელი
და მოაბრუნა სტუმრისკენ ცხენი. ის კი ყვიროდა: ”ხომ დაგეწიე! სადარვიყავი,
სადარგეძიე. ბევრი მწუხარე წუთები ვთვალე
და ბევრი დღე და ღამე ვასწორე. ახლა კი მიწას გაგაკრავ მალე და იქ ეძებე შენი
საცოლეც”.
რუსლანი უცებ ათრთოლდა ბრაზით: მაშინვე იცნომომხდური ხმაზე.

ჩემომკითხველო, ის რაინდები ცოტა ხასნ მარტოდავტოვოთასე. შენც დაგეღალა


კითხვისგან თვალი და საათებიც სწრაფადმიჰქრიან, მაგრამ საბრალოთავადის ქალზე
დიდი ხანია არგვიფიქრია .

მე მოგიყევი, თუიმ ბნელღამით, როდესაც ერთი წამითინათა,


ნაზი ლუდმილა, ვითფოთლის ჩქამი, წყვდიადში როგორგაუჩინარდა . როცა
გრძნეულმა საბრალოქალო წმინდა სარეცელს მოწყვიტა ძალით
და გახვეულმა ნისლში და კვამლში თავის საზარელმთებს მიაშურა, ლუდმილამ
გრძნობა დაკარგა მაშინ, გრძნეულს მიადოთავი ბავშვურად და წამის მერე ნაზი
ასული,
ათრთოლებული და ფერწასული

და მოწყვეტილი ქმარსა და მიწას, უკვე გრძნეულის ციხეში იწვა.

ვიდრე ამ ამბავს ლექსადდავწერდი, ერთხელსურათი ვნახე ასეთი:


მხდალი საქათმის მამამთავარი და სულთანივითამპარტავანი, დედალს დასდევდა
ჩემი მამალი.
თავის სანატრელს დასდევდა მზეში, მოიგდოკიდეც ვნებიან ფრთებში
და სწორედამ დროს გამოჩნდა ქორი, თურმე ჩვენს ეზოს ზვერავდა შორით. და ქათმის
ძვლებზე კლანჭის მლესავი
დააცხრა საწყალმსხვერპლს ელვასავით. მერე კი ისევ შეკრა კამარა
და საკუთარი ბედის ამარა

ცაში აღმოჩნდა უცებ დედალი.

და ამ საზარელდღის შემხედვარი სულუშედეგოდსწუხდა მამალიც.


უმწეომოდგმის შთამომავალი.

და სიმწრის ოფლითმთლადგალუმპული ქარმა წაიღოჭრელი ბიუმბულიც.

უგრძნობლადიწვა თავადის ქალი, ვერგაახილა ვერაფრითთვალი, ვერმოიბრუნა


ვერაფრითგონი, ჩაბნელებული წყვდიადის ბოლით. დილამდე იწვა, საბრალო, ასე,
დილითკი გონზე მოეგოისევ
და გაურკვეველწუხილთსავსეს გადაუარა სინათლემ პირზე.
და სიზმრებიდან გამოქცეული,

ქმრისკენ მიიწევს ნაზი სხეულით. სულს სასურველი წყურვილი უვსებს,


”სადა ხარ?” - ჩურჩულებს და გული უცემს, მაგრამ შიშისგან ქვავდება უცებ: ვერცნობს
დარბაზის ჭერსა და ფუძეს, სხვაა საწოლიც და სასთუმალიც. . .
და ამ უცნაურსახლის სტუმარი თვალებს აცეცებს გაოცებული.
ირგვლივ სიმდიდრე ბრწყინავს მეფური: საწოლზე ყრია ყუთებალიშები,
მოხატულები უცხონიშნებით, და იაგუნდითმოჭედილკართან
კიდია ნაზი ბუმბულის ფარდა.

და სასაკმევლე თასების წყება

საკუთარბოლში ჩნდება და ქრება. . . მაგრამ, მკითხველო, თუმომცემ ნებას, ამ


მდიდრულსურათს დავუსვამ წრტილს.
ან რა ფასი აქვს სიმდიდრეს ჩვენთვის, თუმეგობარი აღარგყავს გვერდით.
ხოლოლამაზი ქალწული ჩვენი,
იდუმალტყეთა შემკრთალი შველი, ყველა სახოტბოსიმღერის ღირსი
და ყველა სულის თროთლვა და რხევა, - ჩაცმული იყოიმ ღამეს ისე, ვითჩვენი დიდი
ბებია ევა.
თვალმშვენიერი და საამური, ჩაცმული იყო, როგორც ამური, ჩაცმული იყო, როგორც
ბუნება
და აჭარბებდა ყველა ცდუნებას. ასე იცვამდა ხალხი ოდითგან
და ნუგამიგებს ვინმე ხუმრობად, თუკი მე მართლა მწყინს, რომ მოდიდან
მთლადგამოდევნეს ეს ჩაცმულობა. უცებ თავადის ქალის წინაშე,
როგორც ჯადოსნურსარკის მინაზე, გამოჩნდა სამი ნაზი ასული, პირმშვენიერი და
თმადაწნული.
სამივე ჯობდა სიტურფითყვავილს, სამივემ მდაბლადდაუკრა თავი. მერე კი ერთმა
ნიავზე ჩუმად უცხოქვეყნიდან მოფრენილსტუმარს ოქროს დალალი დაუწნა უმალ
და მიწიერი სინათლითსავსეს

ლალის გვირგვინი დაადგა თავზე. მერმე ეახლა მეორე ქალი,


ვერგაუსწორა იმანაც თვალი, ლაჟვარდისფერი მიართვა კაბა
და მიეტმასნა ქსოვილი ხარბად სიმშვენიერეს ცათა შესაფერს. თხელი მანდილი მოაქვს
მესამეს, აუტანია მანდილიც ვნებას
და შემკრთალმკერეზე ცახცახითწვება .

ხოლოქოშბი, მონების მსგავსად, ყველაზე უფროდიდსაოცრებას, ყველაზე


უფრომტანჯველოცნებას, - ლუდმილას ფეხებს კოცნიან ნაზად. და სანამ რთავენ
ლუდმილას ასე, ვიღაცა მღერის მხიარულხმაზე,
მაგრამ ვერაფრითვერაღწევს მიზანს, რადგან ლუდმილას არც კაბა უნდა,
არც იაგუნდის თუმარჯნის გუნდა და არც მძივები ძვირფასი ქვისა.
მაცდური სარკეც ამაოდხატავს მის სილამაზეს და მორთულობას, მაინც არჰყვება იგი
ცდუნებას,
არავინ არსურს სიკვდილის გარდა.

ვინც ამ საქმეში ჩახედულია ,

დამეთანხმება , ალბათ, სრულიად, რომ მართლა ცუდადყოფილა საქმე, თუკი ასეთმა


ლამაზმა ქალმა , თუნდაც ამხელა წუხილითმთვრალმა , ასე გულცივადგადადოსარკე.

აი, ლუდმილა კვლავ მარტოდარჩა.

არიცის რა ქნას, საშველი არჩანს. სადარის, ნეტავ, ან რა მოელის, დუმილს მოუცავს


ირგვლივ ყოველი. სარკმლიდან თეთრი მინდორი ჩანდა , ქვეყანა თოვლში ჩაძირულს
ჰგავდა , და მოსაწყენადერთფეროვანი
წყვდიადში თვლემდა მთები კლდოვანი. არცახცახებდა კერიის კვამლი,
არეტყობოდა თოვლს კაცის კვალი, არც მონადირის თამამი ბუკი
არღრიალებდა გარინდულმთებში. მხოლოდხანდახან დაღლილი ქარი, სიჩუმითა და
სიცივითმთვრალი,
გადაირბენდა მინდორზე ხვნეშით, აეშლებოდა თოვლს თეთრი ბეწვი,
აღმოხდებოდა ოხვრა ხეობას და გაძარცული ტყე ირხეოდა დასალიერთან ჭაღარა
ზეცის.

კვლავ აიფარა ხელები თვალზე შეშინებულმა ლუდმილამ წამსვე და მიაშურა


გარინდულკარებს,
დე, ყველაფერი დამთავრდეს ბარემ! კარი სიმღერითგაიღოუმალ
და დიდებული წალკოტი სტუმარს შემოეხვია მწვანე რტოებით,
სავსე სინათლითდა მყუდროებით. უფრომდიდრული და უფროვრცელი, ვიდრე
არმიდას ბაღები ძველი, უფროლამაზი, სავსე და ლაღი, ვიდრე თავრიდის თავადის
ბაღი. ხასხასებს მოლი ჯერხელუხლები და შრიალებენ მშვიდი მუხები,
მზეზე ბრჭყვიალებს პალმა და დაფნა, ბორგავს ჭადარი და როგორც აფრა მიუშვერია
ქარისთვის ტოტი.
და ფორთოხალი, ვითოქროს ზოდი, მწვანე ფოთლებში მაცდურადელავს,
და გაზაფხულის სილაღი ღელავს, ვრცელი ჭალაკიც, ბორცვის და მოლიც, და
ყვავილების ფერადი ბოლი
მშვიდადირხევა მაისის ქარში. სივრცეს ედება ფოთლების ტაში. ხმას უკანკალებს
გრძნობა დიადი და ათრთოლებულრტოთა წყვდიადში
თავის სიყვარულს გალობს ბულბული. და შადრევნები მშვიდი დუდუნით ებჯინებიან
ღრულბლებს კისრებით და ბრჭყვიალებენ მარადფხიზლები. განბანილები გრილი
შხეფებით,
შადრევნის ირგვლივ დგანან კერპები. თვითფიდიასიც, ვისი სახელიც ბრწყინავს
ყველაზე მყარი დიდებით, გაოცდებოდა მათი მნახველი
და ჩაქინდრავდა თავს მორიდებით, მარმარილოზე ბორგავს ჩანჩქერი
და თვალჩაუწვდომ უფსკრულს ჩასცქერის, და მარგალიტის ნათლი შხეფით
იტვირთებიან მდუმარე ქვები.
ჩრდილში ფეთქავენ, როგორც გულები, რულმორეული ნაკადულები
და ყოველმხარეს გაფანტულები

გამვლელს უხმობენ ფანჩატურები,


და მოცურავენ მწვანე აფრებით სიგრილის მყუდროთავშესაფრები. დაქრის ნიავი ნაზი
და თბილი, ირგვლივ დუმილი მეფობს უჩვევი და აწყდებიან ვარდის ბუჩქები
ალმასის სილითმოფენილბილიკს. მაგრამ ზღაპრულადმდიდარი ბაღი უფერულდება
ლუდმილას თვალში
და ყვავილებითდატვირთულქარში მიჰყვება სულის იდუმალძახილს. ამაზრზენია
სიმდიდრე მისთვის,
ვერშეუხედავს საბრალოს მზისთვის, არც ფოთლის ესმის და აღარც ჩიტის
და მიდის ასე, მიდის და მიდის. სახეზე დასდის ცრემლები მწარე. საითწავიდეს ან
რომელმხარეს,
და მწუხარებითმოღრუბლულთვალებს უგულოდცისკენ აღაპყრობს ხოლმე. უცებ
მიადგა ბობოქარმორევს. მორევზე იდომაღალი ხიდი.
ლუდმილამ ტუჩზე მიიდოთითი, თითქოს განზრახვა გაუჩნდა უცებ. აჩქარდა , გულიც
ხმამაღლა უცემს.
ხიდის ქვეშ ქვებზე იმსხვრევა წყალი, წყალს გადაჰყურებს საბრალოქალის,
თავის დახრჩობას აპირებს, ალბათ, თავბრუეხვევა და სუნთქვას ხარბად და გულზე
მჯიღებს ქვითინითიცემს. ბოლოს კი. . . გზაზე გამოდის ისევ. გამოელია ლუდმილას
ძალა,
დიდხანს ირბინა საბრალომ მზეზე. მოთენთა სიცხემ და აღარც მალავს, ”დროაო!” -
ამბობს და ჩეროს ეძებს. ჩამოჯდა კიდეც. არჩანს არავინ.
და უცებ ჩრდილი დაეცა თავზე და აღიმართა დიდი კარავი, შრიალითა და
სიგრილითსავსე. წინ გაეშალა სუფრა მდიდრული,
მზეზე გაბრწყინდა ბროლის ფიალა და უჩინარმა ქნარმა მიდამო
ათასნაირადააწკრიალა.

გაოცდა ჩვენი თავადის ქალი, მდიდრულმა სუფრამ მოსტაცა თვალი, მაგრამ ცდუნება
დასძლია უმალ
და გაიფიქრა თავისთვის ჩუმად: ”თუკი სასურველს ვერაფერს ვხედავ, თავი
რიღასთვის ვიცოცხლონეტავ? წყეული იყოს გრძნეული ვნება,
რამაც ჩამაგდოამ მტანჯველცეცხლში. ლუდმილას მხოლოდსიკვდილი შეცვლის,
მტკიცეა მისი გულიც და ნებაც. რაში მჭირდება მე ეს კარავი,
ან ეს სიმღერა გულის მზარავი. დე, ეს სადილიც ქცეულა შხამად”. გაიფიქრა და . . .
შეუდგა ჭამას.

ადგა თუარა თავადის ქალი,

კარავიც, სუფრაც და ტკბილი ქნარიც მაშინვე გაქრა. . . და ძველებურად ისევ დადუმდა


ბაღი მეფურად. ლუდმილა ბაღში მარტოა ისევ, ჩიტების ბოლოსიმღერას ისმენს,
ნაზი ჭალების ცქერითერთობა,

დავიწყებია კარგიც და ავიც.

და აი, მთვარეც! ღამის დედოფალს ღრუბლიდან ფრთხილადგამოჰყავს ნავი


გამოარღვია წყვდიადი მთვარემ
და ბორცვზე მიდო ბრჭყვიალა თავი. უკვე ლუდმილაც ძლივს ახელს თვალებს,
გამოლევია ძალ-ღონე ყვავილს.
და უცებ იგი ვიღაცის ხელმა მაღლა ასწია, ნელა და ნელა,
და მართლა დაღლილყვავილის მსგავსად სასახლისაკენ წაიღონაზად.
და აი, უკვე სასახლეც ბრწყინავს
და ის საწოლზე ეშვება ფრთხილად, ხოლოსაწოლი ცრემლის და დარდის მოფენილია
საღამოს ვარდით. ისევ გამოჩნდა სამი ასულიც,
თვალმშვენიერი და თმადაწნული,

და ამ ჯადოსნურსასახლის სტუმარს ძვირფასი კაბა გახადა უმალ. ოღონდამ


ენაწართმეულქალებს,
სევდითდაღლილებს და ბედზე მწყრალებს, უჩირაღდნებდა თვალს სიბრალული
და თანაგრძნობის სხივი მალული. ლუდმილა ღამის პერანგში დარჩა და მიეხუტა
ბალიშის ფარჩას.
ქალებმაც თავი დაუკრეს უმალ და გაიკეტეს კარები ჩუმად.
მაგრამ ლუდმილას დაუფრთხა ძილი, კვლავ წამოდგა წუხიის ჩრდილი,
მთლადგაეყინა შიშითხელები,
მართლაც არავინ არჰყავს მშველელი. უფროდაძაბა თვალიც და სმენაც,
იკავებს სუნთქვას და გულის ცემას და მოლოდინითდაბნეულთვალებს ვეღარაშორებს
საზარელკარებს.
და აი, მართლაც გაიღოკარი,

გამოჩნდა მკაცრი ზანგების ჯარი,


მოაბიჯებენ და როგორც ძღვენი ბალიშითმოაქვთჭაღარა წვერი. კუზითმოხრილი და
ერთი მუჭა, ბალიშს ამაყადმოჰყვება ჯუჯა.
მშვენიერტყვისკენ მოდის და ჩქარობს გონჯი და ჩია და კრუხის პალო.
მასვე ეკუთვნის ეს დიდი წვერი. ტყვესთან საამურშეხვედრას ელის და განსაცდელის
სიამითსავსეს წოწოლა ჩაჩი ახურავს თავზე.

აი, სარეცელს მიაპყროთვალი, მაგრამ წამოხტა თავადის ქალი და დაიკივლა ისეთი


ძალით,
რომ მსახურების ზვიადი ჯარი დამფთხალჯოგივითარივ-დარია.
და თვითგრძნეულიც, ქალიპარია , უკვე გაქცევას ცდილობს და ხვნეშის, მაგრამ გაება
საკუთარწვერში
და დაახეთქა იატაკს კეფა,

ხოლოზანგების წყება და წყება მრისხანე ბატონს ფეხებითთელავს, გაოგნებული


შიშისგან ყველა.
დარბიან, კედლებს ეხეთქებიან, ძირს ეცემიან და ძლივს დგებიან.
ბოლოს შიშისგან მთლადდალეული ჯუჯა ბატონის უშნოსხეული
შავ იღლიებში ამოიჩარეს,

გადააჭარბეს ქარის სიჩქარეს,

მიაწყდნენ ვერცხლითმოჭედილკარებს და გამოცვივდნენ ღრიალითგარეთ. შიშმა


ყველანი გააუნდილა ,
ჩაჩი კი ხელში შერჩა ლუდმილას.

ჩვენ კი რაიდნებს მივხედოთახლა, ხომ გახსოვთ, როგორშეხვდნენ ისინი? უკვე


ბნელოდა და სადღაც ახლოს ისმოდა მხოლოდტალღის სიცილი. ორლოვსკი, ფანქარს
მოკიდე ხელი
და ხელჩართული ბრძოლა დახატე. ცხენების ფეხქვშ ბობოქრობს ველი,
გაგრძელებულა ბრძოლა აქამდე.
გადაუყრიათუკვე შუბები,

დაკოჟრებიათბრაზითშუბლები.

აბჯრებზე ელავს ოფლი და სისხლი და ეწურებათგულები რისხვით.


გადამსხვრეულან ხმლებიც ვადაში და ამ მრისხანე ბრძოლის ღადარში
მთლადდაბზარულან მძიმე ფარები. და ერთმანეთზე გადახვეულნი
ახლა ერთმანეთს ჭამენ თვალებით. შეერთებია სხეულს სხეული,
გადაჭდობია ხელებს ხელები. მტვერში ცქმუტავენ ფიცხი ცხენები, დაჭიმულია ძარღვი
და კუნთი. წელიწადივითგრძელდება წუთი.
მეტოქის მკერდზე ცახცახებს მკერდი. დღეს გადაწყდება ორივეს ბედი.
ერთ-ერთმა, მისი კეთილმყოფელი, აქ უნდა დასთმოს წუთისოფელი.
და აი, ჩვენმა რაინდმა მაშინ მეტოქეს ხელი ჩაჭიდა მხარში და ააგლიჯა უნაგირს
ძალით
და გალახული ხორცი და ძვალი გადაისროლა ღრიალა ხრამში.
”მოკვდიო!” - თანაც ჩასძახა ასე მისდამი შურითდა ღვარძლითსავსეს.

ჩემომკითხველო, შენც მიხვდი, ალბათ, ვინ იყოჩვენი რუსლანის მსხვერპლი, ვინ


შეუერთდა წყვდიადს და ზღაპარს, ვინ დაიფარა მტვრითა და ფერფლით. როგდაი იყო,
მკითხველო, იგი,
შეუპოვარი და შლეგი ჯიქი.

ხიფათისა და სისხლის მძებნელი,


ნამდვილმეომფარს როგოც შეჰფერის. კიევლების დიდი ნუგეში
ასე დამთავრდა სიჭაბუკეში.

მან დიდხანს ძებნა რუსლანის კვალი, გზადაგზა დიდხანს აცეცა თვალი,


მაგრამ ჭიდილი შურის და რისხვის საბედისწეროაღმოჩნდა მისთვის. ხრამში
ბორგავდა მდინარის წყალი, ხოლოიმ წყალში ცხოვრობდა ალი
და მან მიიღოროგდაის გვამი, კოცნითმოწმინდა შუბლიდან შლამი, გამოაფხიზლა
წყალთა სიცივით
და ჩაითრია ფსკერზე სიცილით. და ამის მერეც, ძალიან ხშირად,
ხალხი შიშისგან ვერჭამდა სადილს, თუგაივლიდა მდინარის პირას
უზარმაზარი რაინდის ლანდი.

მესამე სიმღერა

ჩემოლექსებო! ნუემალებით

კეთილის მსურველმეგობრებს ჩრდილში, მაინც მოგაპყროთშურმა თვალები,


გადიდებული ღვარძლითდა შიშით.

მე, რა თქმა უნდა, კამათი არმსურს,


არც გავამჟღავნებ ამ ამბავს არსად, თურადვეძახი ლუდმილას ქალწულს
და ამავე დროს - თავადის ქალსაც. რა ვუპასუხო, არვიცი თვითონ,
შურითდა ღვარძლითსავსე კრიტიკოსს. ის ჩემს შეცდომებს განიცდის თითქოს და
სურს, რომ ცოცხლადგამომიტიროს. შენ კი, მკითხველო, თუკი თვალი გაქვს,
ყველაფერს თვითონ შეამჩნევ უმალ.
მე ისიც მყოფნის, რომ მართალი ვარ

და ვცხოვრობ ჩემთვის, ცალკე და ჩუმად. და შენც გამიგებ, ალბათ, კლიმენა ,


შენ ხომ ყოველთვის გესმოდა ჩემი,

შენც ხომ გიმსხვერპლა მკაცრმა ჰიმენემ. . .

და აი, ისევ ეცემა ცრემლი

ჩემს ცოდვილლექსებს. . . და ოხრავ ისევ, სიმორცხვის ალი გედება პირზე


შენ კი ეჭვების ბუდევ დდედავ, ელოდე რისხვას, ახლოა იგი
და სინანული ამურთან ერთად შურისძიების გიმზადებს გვირგვინს.

ქედებზე უკვე ბრწყინავდა დილა,

ქვეყანა თვალებს ახელდა ფრთხილად. მაგრამ სასახლე ჯერსდუმდა ისევ,


თითქოს ბოქლომი დაედოპრიზე. ჯუჯასაც კრიჭა შეჰკვროდა ბრაზით, ირგვლივ ეხვია
მონათა დასი
და უვარცხნიდნენ მუნჯი კაცები

წვერსა და ულვაშს ძვლის სავარცხლებით. და როგორც ნამდვილბატონს შეჰფერის,


აფაქიზებდნენ ნელსაცხებლებით. მხრებზე მოეგდოდილის ხალათი, ბრაზს იკავედა
ძალისძალობით, უქუდოდიჯდა და რისვხითსავსეს სხივი დაცა მოტვლეპილთავზე.
უცებ, ყველასთვის მოულოდნელად, ფრთიანი გველი, კაცის ოდენა, ღია სარკმელში
შემოჟღრიალდა
და ჩერნომორის საწოლს მიადგა. მერე დაბნეულდამხვედურთთვალწინ ნაინადიქცა
ურჩხული მკაცრი. ”გესალმებიო, - მიმართა ბატონს, -
თაყვანს გცემდიოჩემს ძმასომარად, დღემდე სახელითგცნობდიომარტო,
ვატარებდიოშენს სახელს ფარად. დღეს კი ხიფათმა შეგვაერთაო,
შენს თავზე რისხვის ღრულბეს ვხედავო, გაგვჩენიაოსერთომტერი,
გავუმართოდოერთმანეთს ხელი.
შენს შეგინებულდა ტანჯულდასო შურისზიების წყურვილი მკლავსო”.

აუციმციმდა ჩერნომორს თვალი, ტკბილი ღიმილითმოთაფლა ქალი. ხელიც კი მისცა


და უთხრა მშვიდად: ”ჩემონაინი, მეც ძლიერმინდა, რომ ვიმეგობროთყოველთვის ასე,
ეს მეგობრობა მე ძალითმავსებს და იმ ყრუჩუნა და ჩერჩეტფინელს
დავაკრეჭინებ სიმწრისგან კბილებს. არგაჩენილა ჩემი მომრევი,
ყველას ამოვდებ რკინის სადავეს და შენც იცოდე, რომ ჩერნომორი
ამ წვერს ვინმე არმომჭრის ძირში არშემაწუხებს არაფრის შიში,
არც არაფერი არმეფიქრება , ლუდმილა მარადჩემი იქნება, რუსლანს კი მხოლოდსამარე
ელის”. და კუდიანმაც დაუკრა კვერი:
”სამარე ელის! სამარე ელის!” მერე კვლავ ზიზღი აიკრა პირზე და სამჯერდაჰკრა
იატაკს ფეხი. და უცნაური მანჭვითდა გრეხით, გველადქცეული, გაფრინდა ისევ.
დროზე ეწვია გრძნეულს გრძნეული, კვლავ დაუბრუნდა ჯუჯას ხალისი, კვლავ
აუთრთოლდა ვნებითსხეული და გაეღიმა კიდეც თავისთვის. თითქოს უეცრადმოეხნა
ტვირთი
და მოუშუშდა მტანჯველი წყლული. . .

და გადაწყვიტა: მშვენიერტყვისთვის ფეხქვეშ გაეგოწვერიც და გულიც.


და საზეიმოდმორთულმა ჯუჯამ

კვლავ ლუდმილასკენ გასწია ურჩად. ჩამოაყოლა ოთახებს თვალი,


ვერსადვერნახა თავადის ქალი. მერე კი ბაღში გავიდა იგი,
გადაიხედა მესერის იქით,

გაჩხრიკა ყველა კუთხე და ტევრი და აღმა-დაღმაც ირბინა ბევრი.


დიდხანს აცეცა დამფრთხალი თვალი, ვერც ქალი ნახა, ვერც მისი კვალი. ვერაღწერს
ენა მის შეძრწუნებას, მთლადმოეშხამა გრძნეულს გუნება და როგორც ქარი
ათრთოლებს ფოთოლს, ისე ათრთოლდა და აკანკალდა ,
დარბოდა, მაგრამ ცოცხალს არჰგადა,

მერე კი უცებ ღრიალი მორთო:


”მონებოაქეთ, მონებო, ჩქარა !

ახლა მჭირდება მე თქვენი შველა.

ან მომინახეთთავადის ქალი,

ანდა ამ წვერითმოგახრჩობთყველას!”

ჩემომკითხველო, ახლა კი გეტყვი, სადგაქრა ჩვენი თავადის ქალი.


ბავშვივითგულწრფელს, ნაზსა და კეთილს, არმოუხუჭავს იმ ღამეს თვალი.
გრძნეულის ქუდი მიეკრა მკერდზე
და მომხდარამბის ახსნას ცდილობდა,

და მთლი ღამე საკუთარბედზე ხან იცინოდა და ხან ტიროდა. მას აცინებდა ყველაზე
მეტად ჯუჯა ბატონის მხდალი ბუნება, ხოლოსიცილი და შეძრწუნება
ვერთავსდებიან ვერასდროს ერთად. მაშინვე ადგა თავადის ქალი, როგორც კი სხივი
მოადგა სარკმელს, და უნებურადმოსტაცა თვალი კედელთან მდგარმა მაღალმა სარკემ.
სულუნებურადმისწვდა დალალებს,
რომლებიც შიშველმხრებს უმალავდნენ. გამოიჩინა შროსანა მხრები
და უნებურადდაიწნა თმებიც.
მერე კი სკამზე, საწოლის გვერდით, გუშინდელკაბას შეასწროთვალი. ჩაიცვა . ოხვრა
აღმოხდა სევდის
და კვლავ ატირდა თავადის ქალი. ოღონდაც სარკეს, წუხილითსავსე, არშორდებოდა
არც ერთი წუთით
და უნებურადმოირგოთავზე ჯუჯა გრძნეულის წოწოლა ქუდიც.
რა უნდა მოხდეს ბოლოს და ბოლოს,

ან როგორუნდა გასთქვან კედლებმა . . . ის კი ჩვიდმეტი წლისაა მხოლოდ, რომელი


ქუდი არდაამშვენდება .
და დაბზრიალდა ლუდმილა უცებ, ქუდმა დაიპყროიგი მთლიანად:
გვერდზე მოიგდო, კეფაზეც, შუბლზეც და მერმე წაღმა შეატრიალა .
უცებ ლუდმილა სარკიდან გაქრა. შეკრთა საწყალი, არიცის, რა ქნას. შეატრიალა ქუდი
და ისევ
გამოჩნდა სარკის კრიალა პირზე.

კვლავ შეაბრუნა - კვლავ გაქრა სადღაც, მოიძრო- ისევ სარკის წინ დადგა.
”ძალიან კარგი, ჩემობატონო,

ახლა ჩემს ნახვას ნუღარც ნატრობო. აქიცინე წვერიც და კუდიც,


მე კი ვიძინებ მშვიდადოამ ღამ. . .” სთქვა და გრძნეულის წოწოლა ქუდი ჩამოიფხატა
მაშინვე წაღმა.

ახლა კი რუსლანს მივხედოისევ,

მარადშემართულს, მხნესა და ფხიზელს. გადაივიწყე, მკითხველო, წუთით


ავი გრძნეულის წვერიც და ქუდიც. ჩემმა რაინდმა იმ ბრძოლის მერე ტყე გაიარა ჩუმი
და ბნელი
და როცა გასცდა ჩათვლემილტევრებს, ბრჭყვიალა ცის ქვეშ გამოჩნდა ველი. ველი
სავსეა ყვითელი ძვლებით:
ლავიწის, ბეჭის, კეფის თუყბების. . .

უკვე დამცხრალა ბრძოლის ხანძარი და რიყესავითბრყინავს აბჯარი. გაჟანგულფარზე


დამჯდარა ყვავი და მუზარადში ჩამპალა თავი,
ხმალს შერჩენია უხორცოხელი. იქითაღვირი აგდია ცხენის,
აქეთსველმიწას კაპარჭი კოცნის და გოლიათის მთლიანი ჩონჩხი ბორცვს შერჩენია ,
როგორღრუბელი, და ხეებივითდგნან შუბები, შემოხვევიათფათალოს ხელი.
დუმილს მოუცავს სიკვდილის ველი. ჩქამიც არისმის არავითარი.
საღათას ძილითსძინავს მიდამოს.

მზე კი ამ სურათს დასცქერის მშვიდად გაჩახჩახებულდა მაღალციდან.

ამოიოხრა რაინდმა მწარედ, ჩონჩხებს მოავლომწუხარე თვალი. ”მითხარ, მინდორო,


რომელმა ქარმა შემოგაჩეცა ამდენი ძვალი? ვისმა მერანმა გაგთელა ასე?
ვისი ვარსკვლავი ჩაბნელდა ცაზე? ვინ მოიპოვა სახელი გმირის?
ვინ შეირცხვინა სიკვდილითპირი? მინდორო, ახლა რაღადხარჩუმად,
ამდენი რამე თუგაქვს ნანახი, რადმოგიშვია მკერდზე დუმილის და დავიწყების მკაცრი
ბალახი?
იქნებ მეც საშველს ტყუილადვეძებ, იქნებ ტყუილადმივყვები ფიქრებს და
უსახელობორცვზე ან ველზე რუსლანის კუბოც დაიდგეს იქნებ.
და იქ ასრულდეს მისი იმედიც,

მისი სურვილიც, გზაც და სანთელიც. . .

და ბაიანის მქუხარე სიმებს


სიტყვაც არჰქონდათმასზე სათქმელი?

მაგრამ რაინდებს ჭირდეგათხმალი, მკვრივი აბჯარი და მუზარადი. რუსლანიც ეძებს


და მისი თვალი
აბჯრის გორებზე ნელა გადადის. იმ უკანასკნელბრძოლაში იგი უიარაღოდდარჩა
სრულებით,
ამიტომ დროზე შეწყიტა ფიქრი, თვალითმოსინჯა ორლესულები. ველს გაეღვიძა ,
ატყდა ჟღრიალი,
რკინას მიაწყდა რკინა მტვრიანი, - ისევ გაცოცხლდა თითქოს ლაშქარი. ფარიც იპოვა,
ბუკიც, ჩაჩქანიც,
და თუმცა ხმლებში იდგა ყელამდი, ვერშეარჩია მაინც ვერაფრით:
ამ ტრიალველზე სივკდილმისჯილებს ზოგს სიგრძე აკლდა და ზოგს სიმძიმე. ის კი
არიყოდონდლოდა ზანტი
და არც დღევანდელრაინდებს ჰგავდა , მოჩხრიკა ყველა ბუჩქი და ბარდი, ბევრი ეძება
და ბევრი სცადა.
დიდხანს იარა რაინდმა ასე, მერე კი თორი მოირგოტანზე, ფოლადის შუბიც
აიღოგრზელი
და მიატოვა მდუმარე ველი.

ამასობაში დაღამდა კიდეც, გადაეფარა მიდამოს ბინდი.


თანდათან ფერი წაერთვა მინდვრებს, გამოჩნდა მთვარეც, თეთრი და მშვიდი.
გამოჩნდა მთვარე, მშვიდი და მორცხვი და ჩვენმა გმირმა შენიშნა ბორცვი, ბორცვზე კი
თითქოს ვიღაცას სძინავს,
სძინავს და ძილში საზარლადხვრინავს. არდაბნეულა გმირი სრულებით,
ბორცვს დაკვირვებითშეავლოთვალი. ცხენმა კი შიშითცქვიტა ყურები
და ერთადგილზე აცქმუტდა მხდალი. და მთვარის მშვიდი შუქითნაბანი ყალყზე
დაუდგა თეთრი ფაფარი.
არაშორებდა დიდი მანძილი, - ბორცვი ხვრინავდა ბნელში კაცივით. გამოიკვეთა
თანდათან ბორცვი,
ფერკმრთალმა მთვარემ შეასხა ხორცი. აღწრა მიჭირს და მაინც ვბედავ, რუსლანი
ნამდვილსასწაულს ხედავს: ჩვენი გულადი თავადის თვალწინ
უზარმაზარი თავი დევს კაცის. ცხენი ადგილზე გაქვავდა შიშით,
იმ თას კი სძინავს და ხვრინავს ძილში. დამდგარა, როგორც ზვინი ზვიადი,
გარემოცული მუნჯი წყვდიადით და მუზარადის ცახცახა წვერით
ცას ებჯინება მინდვრების მცველი. შეფიქრიანდა მისი სტუმარი,
უცებ გამოტყვრა, ახალი ჭირი

და სურს, როგორმე დააფრთხოს ძილი, გაურკვეველი და იდუმალი.


შემოუარა თავს ყოველმხრიდან, ათვალიერა დიდხანს და მშვიდად. მერე ნესტოში
შეუყოშუბი
და შეიჭმუხნა მძინარეს შუბლი. გამწარებულმა და აცრემლილმა ერთი ისეთი
დააცემინა,
რომ არგსმენიათარსადიმგვარი. დაცემინებას მოჰყვა გრიგალი,
ათრთოლდა ველი, ხოლომთებიდან ღრიალითმოწყდნენ მძიმე ლოდები,
ულვაშებიდან და წარბებიდან
წამოიშალნენ ბუკიოტები,

გამოეღვიძათჩათვლემილჭალებს, მიაწყდა ეხოოთხივე მხარეს, ცხენმა ჭიხვინი


მორთოგაბმული
და გვერდზე გახტა მკერდგაქაფული
დაფეთდა, როგორც გაუხედნავი, ძირს გადმოაგდოლამის მხედარი. და უცებ თავმა
შესძახა რაინდს: ”საითმოდიხარ, სულელო, საით! დაუფიქრებლადგაბრუნდი უკან,
არც კი მეყოფი, თავხედო, ლუკმად”. მაგრამ ამაყადმოხედა გმირმა
და გააქვავა ადგილზე ცხენი. ”შენ ხომ არიცი, რაიდნო, ვინ ვარ, არმოგიწვდება
ჩემამდე ხელი”. –
განრისხებული ბრდღვინავდა თავი, - ”რას დაწანწალებ მინდორში ღამით. აბა, აქედან
მოცოცხე მალე,
ხომ ხედავ ძილი მიხუჭავს თვალებს” მოკრა თუარა ამ სიტყვებს ყური,
ბრაზითათრთოლდა რუსლანის გული
და მედიდურადმიუგომაშინ:

”თუმცა მინდორზე მთასავითდგახარ, ტვინის ნასახიც არგიდევს თავში.


მე არვტრაბახობ და თვითონ ნახავ, რომ არდავრჩები არავის ვალში”. მთლადგაიბერა
ის თავის რისხვით, თვალებში უცებ მოაწვა სისხლი, შუბლზე აუხტა ორივე წარბი,
პირზე მოადგა დორბლი და ქაფი.
ვერმოერია ბრაზსა და წუხილს, გამოუვარდა ყურიდა ბუღი
და, როგორც ავდრის შავმა ღრუბელმა,

გაბერა ყბები და შეუბერა .

ატყდა გრიგალი, გავარდა მეხი,

დაეშვა წვიმის და სეტყვის სვეტი. წინ ვეღარწარდგა მერანმა ფეხი, დახარა თავი,
დაძაბა მკერდი. ვერმიაწვდინა რუსლანმაც ხელი, ირგვლივ წყვდიდი გამეფდა სრული
და გაარიდა ქარიშხალს ცხენი,
რომ ოდნავ მაიც მოეთქვა სული. კვლავ შეუტია და კვლავ ამაოდ, ქარში მიიწევს და
მიქანაობს, ვერმიაკარა ვერაფრითთითიც, გადაეწურა იმედი თითქმის.
სამაგიეროდთავი ხარხარებს, უთანასწორობრძოლა ახარებს: ”რაინდო, საით? მოიწი
აქეთ. რა მოგივიდა, რაშია საქმე.
ნუგადაყვები მწუხარე ფიქრებს, როგორმე რთი შემომკრა იქნებ
და გამახაროეს ბერიკაცი,

სანამ შენს მერანს გასძვრება ქანცი”. თან კი უყოფდა საზარელენას.


რუსლანს წაერთვა თვალიც და სმენაც, სულში ჩაუდგა ღრუბელი ქუფრი
და დაემუქრა შორიდა შუბით.

მერე კი სტყორცნა და, როგორც სხივი, ბნელში გაბრწყინდა ფოლადი ცივი, ეძგერა ენას
და შავმა სისხლმა მდინარესავითიფეთქა უცებ
და შეურყია ტრაბახას ფუძე, ხოლოტკივილმა , ბრაზმა და რისხვამ გამოაშტერა თავი
მთლიანად,
გონი წაართვა მწარე იარამ,

ლანძღვის ხალისიც წაუხდა უმალ და მიაჩერდა ჩვენს რაინდს ჩუმად. ასეთი რამე
ახლაც, წინათაც
მე ჩვენს სცენაზე ბევრჯერმინახავს, გონებას ასე კარგავს სტვენისგან ცუდი შეგირდი
მელპომენისა .
მას არაფერი არახსოვს მაშინ

და გოგნებულს დაცინვის ტაშით ენა ებმება და თავდახრილი


ხალხის წინაშე დგება ბალღივით. რუსლანიც ამას უცდიდა მხოლოდ, მოესწროკიდეც,
ბოლოს და ბოლოს,
ქორივითწამსვე მისკენ გავარდა ,

თათმანიანი ხელი გამართა


და ერთი ისე შემოჰკრა ყბაში,

რომ ვარსკვლავები ათრთოლდნენ ცაში. საბრალოთავიც უცებ გაბრუვდა,


გადაბანცალდა და გადაბრუნდა

და მის ნადგომზე გამოჩნდა ხმალი, ააბრჭყვიალა ფოლადის თვალი.


და გაუხარდა რუსლან ბავშვურად, წამსვე დასტაცა სანატრელს ხელი, შემართა კიდეც
და ფრენა-ფრენით კვლავ დაგორებულთავს მიაშურა. სურს მოასხიპოს ყური და
ცხვირი, გადააჩვიოს ლანძღვას და ყვრილის. მაგრამ უეცრადმოესმა კვნესა,
აატირებდა ის კვნესა კლდესაც. და მან ნელ-ნელა დაუშვა ხმალი; უცებ გაუქრა
სიბრაზის კვალიც,
გაუქრა ბრძოლის ჟინიც და ვნებაც, ასე მინდორში ყინული ქრება, როდესაც ცხელი
სხივებითსავსე მზე დააცხრება საბრალოს თავზე.

- ”შენ გამინათე გონება, გმირო, - თავს შეეცვალა ხმაცა და კილოც, - შენმა მარჯვენამ
მაჩვენა ნათლად, რომ დამნაშავე ვიყავი მართლა.
და დღეის იქითმონა ვარშენი,

რაინდს კი სუსტის შენდობა შვენის და შენც, რაინდო, იყავს სულგრძელი, შენ არც კი
იცი, რას გავუძელი.
ერთდროს, ძმობილო, მეც ვრაინდობდი,

მამაცი ვიყავ, მტერს არვინდობდი, ქათმებში შეჭრილმიმინოს ვგავდი, მართლაც


არმყავდა ტოლი და ფანდი. და სანამ ჩემი ძმა გაჩნდებოდა ,
მე დავცქეროდი ყველას ზემოდან. ოხ, ჩერნომორის ბრალია მხოლოდ
ამ სატანჯველის თავიც და ბოლოც. მან შეარცხვინა ოჯახი ჩვენი. დედის მუცლიდან
გამოჰყვა წვერი და დაბადებითჯუჯას და ჩიას ჩემი სიმაღლე ახრჩობდა შურით.
მე შევხაროდი ქვეყანას მზიანს, რადგან უბრალოვიყავი სულით. ის კი ჭკვიანი
იყოქაჯივით
და სული ღვარძლითჰქონდა დაჭრილი. ბრაზითიმტვრევდა წყეული თითებს, ბოლოს
და ბოლოს შევჯავრდი კიდეც. საუბედუროდ, იმ ქაჯს და შეშლილს
საბედისწეროძალა აქვს წვერში. იმ წვერს ატარებს წყეული ფარად,
ვერც ეკარება ვერავინ შიშით და უვნებელიც დარჩება მარად, თუარშეაჭრის ის წვერი
ძირში.
და აი, ერთხელ, ერთწყეულდილას

გამიხმოგვერდზე და მითხრა ფრთხილად: აღმოსავლეთში, წყნარი ზღვის პირას,


ჯურღმულიაოდა ჩვენდა ჭირად
ლოდი ადევსოიმ ჯურღმულს თავზე შავმა წიგნებმა მითხრესოასე, რომ იმ
ჯურღმულში მახვილი დევსო, ის ჩაგვიქრობსოორივეს მზესო,
ასე უნდაოჩვენს წყეულს ბედსო. ვიღუპებითოშენცა და მეცო,
აღარვარგივართდარდითდა შიშით, შენ თავს მოგჭრისოის ხმალი ძირში, მე კი -
წვესაო. და ვითონ თქვიო, თუკი მოსმენილს ზღაპრადართვლიო, იმ ხმლის ჩაგდება
გსურს თუარაო, ოღონდსიმართლეს ნუდამალავო.
”წავედითძმაოსაითაც გინდა, - ჯუჯას მაშინვე მივუგე მშვიდად, - გული ტყუილა
გიწუხს და გტკივა,
თუგინდა ქვეყნის კიდემდე მივალ”. ვეება ნაძვი გავიდე მხარზე
და მაშინათვე გაველი გზაზე.
მეორე მხარზე ჯუჯა შევისვი,

თან წავიყვანე ისიც რჩევისთვის. ძმა მაჩქარებდა და მეც ვჩქარობდი და ჩემი ძმის
თუღმერთის წყალობით პირველადკარგადწავიდა საქმე:
მე მივადექი ჯურღმულის სარქველს, მახვილსაც მივწვდი და ამოვიღე, მაგრამ
მოგვინდა იგი ორივეს. მოსხდენელი მოხდება ისეც
და ჩვენში შუღლი ჩავარდა მყისვე. საჩხუბარი კი გვქონდა ნამდვილად,
ვერდავცხრებოდითასე ადვილად.
აყვირდა ჯუჯა, მეც მაგრა დავხვდი, ვექაჩებოდითორივე მახვილს, ორივე მუშტებს
ვიცემდითგულზე, მერე კი ჯუჯა დაწყნარდა უცებ. მთლადგაისაწყლა წყეულმა სახე
და სწორედმაშინ დამიგომახე. უჩუმრა იჯდა და მითხრა ბოოს:
”ეს უსარგებლოშფოთიან მხოლოდ. ჩვენი კავშირი სუსტდება ამით, ამიტომ ყური
დამიგდე წამით.
ჯობია ბედმა განსაზღვროს თვითონ, თუეს მახვილი რომელმა ვზიდოთ. ორივემ მიწას
დავადოთყური,
(რას არიფიქრებს ბოროტი სული)

და ვინც პირველადგაიგებს რეკვას, ამ ხმალსაც მისი სახელი ერქვას”. თქვა და მაშინვე


გაწვა მიწაზე. მეც გავსულელდი, მართლა ვიწამე. ვწევარდა ვუცდი, ვუცდი და ვუსმენ.
მოვატყუებო, ვიფიქრე უცებ,
მაგრამ თვითონვე მოვტყუვდი მწარედ. არც გამიხედავს წყეულის მხარეს,
ის კი, ბოროტი ზრახვებითსავსე, წამომპარვია უკნიდან თავზე. ხელსი
მოირგომახვილი უკეთ
(არმოვსწრებოდი იმ დღეს ნეტავი) და სანამ მისკენ მივიხედავდი, თავი მიწაზე
გორავდა უკვე.
თავში ჩასახლდა ცხოვრების სული, გვამს კი მოედოხავსი და წყლული
და ცხრა მდინარის და ცხრა მთის იქით დაუმარხავადლპებოდა იგი.
მე კი გრძნეულმა ჩამავლოხელი, წამომათრია და ძმას საკუთარს
მაყლაპა ბევრი ტრამალის მტვერი და ამ ხმლი მცველადაქ დამაყუდა. ალალი იყოს ეს
ხმალი შენთვის,
წაიღე იგი, - გფარავდეს ღმერთი.
იქნებ შენს გზაზე, ჩემორაინდო, სადმე ჯუჯასაც შეასწროთვალი, გადაუხადე და
არდაინდო,
არჩამაყოლოსაფლავში ვალი.

თუგამითენებ ამ ნანატრდილას, მეც კმაყოფილი ვიქნები სოფლის


და დავივიწყებ შენს მწარე სილას, შენდამი დიდი მადლობის გრძნობით. ”

მეოთხე სიმღერა

მე ყოველდილით, როგოც კი ვდგები, უფალს გულწრფელადმადლობას ვწირავ,


რადგან ჯადოქრებს დღეს აღარვხვდებით, ან უფროსწორად: არვხვდებითხშირად.
ახლა თამამადიხდიან ქორწილს, წყვდიადს ჩაბარდა , რაც იყოწინათ, ქმარიომეუღლეს
თამამადკოცნის, და უფრომეტიც: თამამადსძინავს. მაგრამ არიან სხვა ჯადოქრებიც:
ნაზი ღიმილი, ლურჯი თვალები
და ხმა ხავერდის. . . ოხ, მეგობრებო, მათაც ნურასდროს მიეკარებით.
ნუდაუჯერებთ, ნუმიენდობით,

და გეშიოდეთამ ტკბილი შხამის,


თუგსურთ, რომ ბოლოს გითხრან შენდობა,

ახლა კი მშვიდადგეძინოთღამით.

მთრთოლვარე სულის მგოსანოდიდო, წუთისოფლის და სამოთხის მკვიდრო,


ვარდების შლავ და ფოთლების ცვენავ, სიყვარულის და ოცნების ენავ,
ცასავითმშვიდო, სუფთავ და ვრცელო, ჩემი მუზების ძიძავ და მცველო,
შენ მომიტევე, ლექსის მშობელო, ნუშეიჭმუხნი სიბრაზითსახეს,
თუჩრდილოეთის ხმატკბილორფეოსს მე ერთმშვენიერტყუილში გამხელ.
ჩემომკითხველო, შენც იცნობ ალბათ, იმ უკეთურის უცნაურამბავს,
ეშმაკს რომ მშვიდადმიჰყიდა სული ჯერთავისი და მერე შვილების, მერე ცოდვამ რომ
დაუფრთხორული, და უთვალავი შენაწირებით,
ლოცვებით, რწმენით, გვემითდა მარხვით ჰპოვა მფარველი წმინდანის სახით.
შენ ალბათმისი სიკვდილიც გახსოვს, მისი თორმეტი ასულის ძილიც.
ჩვენც წარგვკვეთია წუხილითსასო, ჩვენც დაგვცემია იმ ციხის ჩრდილი.
ძლიერი იყოის განცდა ჩვენთვის, მას ბევრი ნაზი გული მინებდა . გულღრძოეშმაკი და
მკაცრი ღმერთი და იმ უბიწოასულთა ხვედრი
ჩვენც გვატყვევებდა და გვაშინებდა . თავს ტყვეობაში ვგრძნობდითყველანი,
ერთადვტიროდითიმ დების შველა,
რადგან გულწრფელადგვიყვარდა ყველას ჩვენ გვწვავდა მათი ცრემლი და დარდი,
ჩვენც მათთან ერთადვეძახდითვადიმს
და მშვიდმონაზვნებს, როგორც ჩრდილები, მამის საფლავზე მივაცილებდით.
მაგრამ ტყუილი იკყოყოველი!

მე კი არვიცი, ჯერრა მომელის. იქნებ არმეყოს მე სითამამე,


მაგრამ სიმართლე მთხოვს და მავალებს გამომჟღვნებას და ვიწყებ წერას, როგორც
მგონია და როგორც მჯერა.

ამ დროდრატმირი, ხაზართა ხანი, სამხრეთისაკენ მიქროდა ისევ.


საამოვნებითუთრთოდა ტანი
და ამ საამოვნებათა მიზეზს უკვე საკუთარმეუღლედთვლიდა. მაგრამ საღამოდაეშვა
ციდან,
ჩრდილებითდა დუმილითსავსე უცებ დაეშვა უგუზენიდან.
ხოლოგარინდულფიჭვნარის თავზე უკანასკნელი სხივი ქრებოდა.
სიმღერაც შეწყდა მინდვირს მგოსანთა ,

აღარაფერი აღარმოჩანდა ,

ქვეყანას ღამე დააწვა მკერდზე. რატმირიც ღამის გასათევს ეძებს. უეცრადციხე შენიშნა
მთაზე. ციხის დაკბილულდა მაღალკედელს მიმოეფინა ჩრდილები ცაზე
და კუთხეებში კოშკები თვლემდნენ. კედელზე ქალი დადის და მღერის, მოუღერია
გედივითყელი
და მისი წყნარზე წყნარი სიმღერა ციხის კედლიდან შუქადიღვრება.

"ქვეყანა უკვე წყვდიადში შედის, ქარს აეშალა ცივი ფაფარი,


მაგრამ ჭაბუკო, ეს კოშკი შენთვის იქნება მსვიდი თავშესაფარი.

ღამითაქ ტკბილი განცხრომა გელის, დღისითკი სუფრა, ლხინი და შფოთი. მიიღე


ჩვენი გული და ხელი,
ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.

შენ აქ იხილავს მშვენიერქალებს, დაგავიწყდება, სხვაზე თუთრთოდი. ჭაბუკო, მალე,


მალე და მალე,
ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.

გზას დაგილოცავთყვლანი ბოლოს სავსე თასებითდა დაფნის ტოტით.


ჩვენ სამშვიდობთგეძახითმხოლოდ, ჭაბუკო, მოდი, მოდი და მოდი.

ქვეყანა უკვე წყვდიადში შედის, ქარს აეშალა ცივი ფაფარი,


მაგრამ, ჭაბუკო, ეს კოშკი შენთვის იქნება მშვიდი თავშესაფარი".

ასე მღერის და ანიშნებს ქალი და უკვე კედელს მიადგა ხანიც. შემოეგებნენ კართან
ქალები,
უციმციმედათტურფებს თვალები. ჯერჩამოართვეს დაღლილი ცხენი, მერე კი
ნაზადმოხვიეს ხელი
და შეიყვანეს კოშკში ჭაბუკი, გაბრუებული ვნების ქარბუქით.
ერთმა ჩაჩქანი მოხადა სტუმარს, მეორემ - ხმალი, მესამემ - თორი, მძიმე აბჯრისგან
განტვირთეს უმალ, გამოუჩინეს გულმკერდის ბროლი.
მაგრამ ჯერრატმირს აბანოელის, ნაღდი რუსული აბანო, ცხელი.
ვერცხლის კასრებში ბუყბუყებს წყალი და იბინდება ოხშივრითთვალი.
ძვირფასი ნოხი დაუგეს სტუმრს და გააწვინეს იმ ნოხზე უმალ თავზე დაადგა ორთქლი
და ბუღი,
ავიწყებს განვლილდაღლას და წუხილს. და უთვალთვალებს მშვენიერქალებს
თავის უენოსაქმითგართულებს,

ნახევრადშიშვლებს და დახატულებს ვერაფრითვეღარაშორებს თვალებს. ჰაერს


უგრილებს ტოტებითერთი, მეორე ვარდის საამურზეთით კუნთებს უზილავს და
უხალისებს.
ახლა მესამეს მიჰყავს თავისკენ და აბანავებს ყვავილთა წვენში, მეოთხეს კათხა
უჭირავს ხელში. და ამ დიდებულსურათითმთვრალი ნეტარგანცხრომას ეძლევა ხანი.
გადაავიწყდა ლუდმილაც უცებ
და გული უკვე სხვა ხმაზე უცემს. მთლადგაუწვრილა სურვილმა გული, აცეცხებს
თვალებს და აღარიცის,
რა მოუხერხოს ამ მტანჯველსურვილს, ვნების უჩინარკოცონზე იწვის.
და აბანოდან გამოდის ხანი, შეუმოსია ხავერდითტანი.
ახლა კი სუფრა ეძახის რატმირს

სავსე ხორაგის და ღვინის მადლით. მე ჰომეროსი არა ვარ, ძმებო,


არა ვარმისი უბრალოჩრდილიც

და თქვენც სულგრძელადმომეცითნება,

რომ არაღვწეროის ლაღი ლხინი.

მე მირჩევნია , რომ ჩემმა ქნარმა , დაუდევარმა და ვნებითმთვრალმა, აქოს სიშიშვლე


ნაზი სხეულის, კოცნაზეც სმენადიყოს ქცეული.
მე ახლა ვხედავ მძინარე რატმირს, სძინავს და გული ხმამაღლა უცემს და, რა თქმა
უნდა, რომ აღარუსმენს
მთვარის და კოშკის იდუმალთათბირს. სძინას და კვნესის საბრალომწარედ და
საიდუმლომიჯნურის ალერსს
გახურებული ტუჩებითეძებს,

თუმცაღა საბანს იხუტებს მკერდზე.


და აყოლილი ვნებიან სიზმრებს

წრიალებს, კვნესის და ოხრავს ისევ. და აი, უცებ გაიღოკარი


და მთვარის შუქზე გამოჩნდა ქალი. გამოეღვიძა იატაკს წამით
და ქალის ფეხქვეშ გაიღოჩქამი. აქ აღარარის სიზმრის ადგილი, უნდა აღსრულდეს
გულის წადილი.
გამოიღვიძე - ნუკარგავ წამებს! გამოიღვიძე - შენია ღამე!
მიუახლოვდა სარეცელს ქალი, მძინარე რაინდს შეავლოთვალი. ჩაცურებია საბანი
გვერდით,
გაშიშვლებია ავხორცი მკერდი. სუნთქავს ხმამაღლა და ვნებიანად,
მთლადმინდობილი მაცდურმირაჟებს, ქალი კი შედგა, როგორც დიანა,
თავის მშვენიერმწყემსის წინაშე. მერე კი საწოლს დაეყრდნომუხლით, აჰყვა ვნებათა
ღელვას და დუღილს, იღბლიანს ძილი დაუფრთხოკოცნით და შეუერთა სული და
ხორცი. . .

მაგრამ ჩუმდება უმანკოქნარი,

ჩემი ხმაც წყდება ზედმეტადმორცხვი.


ამიტომ ასე დავტოვოთხანი,

თავის საამოგანცდებითმთვრალი. ჩვენ კი რუსლანთა მივბრუნდეთისევ, ის კიდევ


მრავალს მოუგრეხს კისერს და ძალაც კიდევ დიდხანს ეყოფა
უმაგალითოგმირს და მეგობარს.

ახლა კი, თავთან ჭიდილითდაღლილს, სძინავს და მკერდი თანაბრადუცემს. მაგრამ


თენდება და ზეცის თაღი თბილი სხივებითივსება უცებ.
გამოჩნდა სივრცე, ათრთოლდა ველი. სახე მიეცა ყველაფერს ირგვლივ. რუსლანიც
ადგა და მისცა ცხენი მინდორზე უკვე ქარივითმიქრის.

დრომგზავრობაში გავიდა ასე.

შავი ღრუბლები მომრავლდნენ ცაზე.

გაყვითლდა ყანა და ფრთოსან მგოსნებს მინდვრებზე ქარი წივილითმოსდევს. ცვივა


ფოთოლი და შიშველქედებს ეხვევა ცივი და მძიმე ნისლი,
ეცემა ზამთრის პირველი წვეთი

და დანარჩენთა სიმღერაც ისმის. მაგრამ რუსლანი გზაშია ისევ,


თავის საფიქრალს მისდევს და მისდევს.
და ხიფათებითგაჭედილგზაზე

კვლავ ერთადერთი მიზანი ავსებს. ' ვინ არშემოხვდა : დევი თუქაჯი. . .


ბევრჯერAშეაქოხმალიც და ჯაჭვიც. ხან კი მთვარიან ღამითალები,
გარემოცულნი ჭაღარა ნისლით,

მაცდური ცეცხლითსავსე თვალებით,

მაცდურსიმღერებს მღეროდნენ მისთვის. ის კი არავის არუყურებდა


და ლუდმილაზე ფიქრობდა მარტო

და ხელს უწყობდა თვითონ ბუნებაც

ამ თავგანწირულრაინდს და სატრფოს.

ახლა კი ვნახოთ, რას ფიქრობს, ნეტავ, ან რა დღეშია ჩვენი ქალწული.


არჩანს და თვითონ ყველაფერს ხედავს ავი გრძნეული ქუდითდაცული.
გაფითრებია წუხილითლოყა,

ვეღარიშორებს მეგობრის აჩრდილს

და მხოლოდმასზე ფიქრობს და ოხრავს და მოწყენილი სეირნობს ბაღში.


ხან უბრუნდება ლაღი ოცნებით

კიევის მინდვრებს, მშვიდსა და ლამაზს, ეზოშიც შერბის და ნაზადკოცნის


თავის საყვარელძმებსა და მამას.
ბედნიერებითახლადშობილი

ხელს უქნევს თავის კეთილდობილებს, ან ეფერება მოხუც გადიებს


და სიხარულის ცრემლითატირებს. მაგრამ ოცნებაც უკვალოდქრება და ისიც ბედის
წინაშე რჩება.
ამასობაში ჯუჯას მონები

კვლავ დაეძებენ გამქრალმშვენებას, მთლადარევიათშიშითგონება,


არც ჭამა ახსოვთ, არც დასვენება. ვერმიაკვლიეს ვერაფრითკვალი, მიწამ ჩაყლაბა
თავადის ქალი. ხოლოლუდმილა ერთობა ამით,
გამოდის გზაზე და ჩნდება წამით. თან კი ეძახის: "აქა ვარ, აქა!" მონების მისკენ გარბიან
წამსვე,
ის კი კვლავ ქრება და შვებითსავსე ისმენს დაქანცულმონების ქაქანს. ჩემი ლუდმილა
დიდხანს ლაღობდა,
დასეირნობდა Qჭალებში მშვიდად და ყველა ჯურის მწიფე ნაყოფი ხშირადქრებოდა
შრიალა ხიდან. ხან ხეივნიდან ოხვრაც ისმოდა, ხან შეკრთებოდა წყაროში წყალი
და სასახლეში ყველამ იცოდა,
რას აკეთებდა თავადის ქალი. ხეზე ძვრებოდა ლუდმილა ღამით და თუეძინა ,
დაბნეულძილშიც
ქმარს ეძახოდა და სუსტი ჩქამიც გულს უხეთქავდა საბრალოს შიშით. და დაძინებას
აღარც ცდილობდა, კვლავ მთქნარება და უძილობა,
მხოლოდრიჟრაჟზე ჩასთვლემდა ფრთხილად და როცა თვალებს ახელდა დილა,
ის ადგილს ჩიტებს უთმობდა ხეზე

და პირს იბანდა ჩანჩქერის ჩქერზე. ჯუჯამაც ბევრჯერშესწროთვალი, როცა ზვერავდა


წალკოტს ზემოდან, როგორბრწყინავდა და იმსხვრეოდა უჩინარხელზე ჩანჩქერის
წყალი.
და გადიოდა კვირაზე კვირა,

გადაელია გული ფერიას

და სასახლეში, ძალიან ხშირად, მისი ტკბილი ხმაც მოუსმენიათ, ვნებითიწვოდა, ჯუჯა


ავხორცი, ხოლოყველაზე შორი ჭალიდან
მსხურს მოჰქონდა ხან ცხვირსახოცი, ხან ნაკუწები სპარსული შალისა,

მთლადდაეგლიჯა ჯუჯას სხეული,


გამწარებული ოხრავს და ხვნეშის. მაგრამ გათავდა! ახლა გრძნეული მალე ჩაიგდებს
ლუდმილას ხელში. ჯადოქარს ვნების ცეცხლი ედება, ძალითიგემოს უნდა ალერსი.
ასე ჰეფესტომ, კოჭლმა მჭედელმა ,

გააბა ცოლი რკინის ბადეში.

ბადე წინასწარმზადჰქონდა მჭედელს, როცა ეწვია ცოლს მეგობარი.


და დაანახვა დამცინავ ღმერთებს კიპრიდას ნაზი თვალთმაქცობანი.

ჩვენი ლამაზი თავადის ქალი გრილფანჩატურში იჯდა და წუხდა, ყვავილებისთვის


მიეპყროთვალი
და ბედს გლოვობდა მწარეს და მუხთალს. უცებ რუსლანის ხმა გაიგონა
და დაინახა მერე თვითონაც.

მაშინვე იცნოძვირფასი ქმარი,

დაღლილი გზების მტვრითა და ქარით. ფერი წასვლოდა რუსლანს მთლიანად და


მკერდზე აჩნდა დიდი იარა.
სწრაფადწამოხტა თავადის ქალი, ბედნიერების ნექტარითმთვრალი მისკენ გაქანდა,
როგორც ისარი.
"რუსლანი . . . ღმერთო. . . მართლა ის არის. . .

ვინ დაგჭრა, ვინა. . ." ჩურჩულებს ასე და სიხარულითტალღებითსავსეს


ნეტარი ცრემლი უსველებს თვალებს. ჩაეხუტება სანატრელს მალე,
აღარაფერი აღარაშინებს.

მაგრამ. . . ჩვენება ქრება მაშივნე.

ოხ, ღმერთო! შიშითნირწამხდარი მართვეს შემოეხვია უცრადბადე


თავბრუდაეხვა საბრალოს წუთით, მოძვრა გრძნეულის წოწოლა ქუდიც. "ჩემია, ჩემი! -
მოესმა უცებ. შიშითშეერყა გულიც და ფუძეც
და ფეხქვეშ მიწა გამოეცალა.

და როცა მახინჯს, ბილწს და შემზარავს ჯუჯასაც თვალი შეასწროიქვე,


გონდაკარგული დაეცა პირქვე.

ჯუჯა უკოცნის ყელსა და კისერს,

დალოშნა მხრებიც და ნორჩი მკერდიც. ნუთუმიაღწევს გრძნეული მიზანს,


ნუთუგადაწყდა ლუდმილას ბედი! მოიცა! . . გესმის? - აყვირდა ბუკი, ბრძოლაში
იწვევს ვიღაცა ჯუჯას.
გრძნეული დაფრთხა . ბუკის ხმა უკვირს,
ბუკი კი ისევ ღრიალებს ურჩად. აუცახცახდა ჯუჯას სხეული,
სულიც დაუფრთხა ბილწი და მრუდი. გაოგნებულმა და დაბნეულმა
კვლავ დაახურა ლუდმილას ქუდი. მხარზე გადიდოვეება წვერი
და მომხდურისკენ გასწია ფრენით.

მეხუთე სიმღერა

მე ზლიერმომწონს თავადის ქალი, მგრძნობიარეა , სადა და წყნარი.


ქმარს არივიწყებს არც ერთი წამით, მძინარეც მასზე ფიქრობს და ბოდავს და
ქარაფშუტაც თუარის ოდნავ, -
რა მოხდა? - უფრომშვენდება ამით. სიციცხლე ფეთქავს ლუდმილას ირგვლივ და ჩემი
გულიც შვებითივსება
და თვითონ სთქვით: თუშეიძლება , ლუდმილა ყველას უყვარს და მოსწონს,
დაიპყროყველას გული და თვალი. მისი ღიმილი, ნაზი და მკრთალი,
ჩემს სულშიც ანთებს ტრფიალის კოცონს. მეც ამ საამურგანცებითვცხოვრობ
და მეცხრე ცაზე დავფრინავს უფრთოდ.
ხოლოდელფირა ჰუსარს ჰგავს უფრო, ბაკენბარდები აკლია მხოლოდ. ბედნიერია
მოკვდავთა შორის, ვისაც ლუდმილამ დაუდოტოლი,
ვისაც ლუდმილა უცდის და ნატრობს და ვისაც გულის ეძახის სატრფოს. მაგრამ
დელფირას ვინც გაექცევა, მერწმუნეთ, ისიც შვებას ეწვევა.
ახლა კი ვნახოთ: ვინ უხმობს ჯუჯას, ვისი ნაღარა ღრიალებს ურჩად,
ვინ აუთრთოლა გული ჩიტივით და გაუბედა გრძნეულს ჭიდილი. ეს რუსლანია ,
იმედის შუქით გულმიცემული. და მისი ბუკი
ქარიშხალივითღრიალებს ისევ, რისხვის ღრუბელი გადასდის პირზე და ცხენიც, მისი
ერთგული მუდამ.
მუხლამდე თოვლში ბორგავს და ცქმუტავს. თავადი გრძნეულს უხმობს და ელის,
შმფოთვარე გული ხმამაღლა უცემს
და სწორედამ დროს ძლიერი ხელი ჩაჩქანზე დაჰკრა ვიღაცამ უცებ. მაღლა
აღაპრყორუსლანმა თვალი და დაინახა , რომ მთელი ზალით
მისკენ მოჰქროდა ჯუჯა ნგრძნეული,
სიბრაზისაგან მეხადქცეული. ღრუბელს უგავდა ვეება კუზი, ხელში ეჭირა მრისხან
გურზი, უკან წივილითმოსდევდა ქარი და აიფარა რუსლანმა ფრი.
მაგრამ მოქაჩა გმირმა აღვირი და მოუქნია გრძნელს მახვილი,
მაგრამ გრძნეული აფრინდა მაღლა, რაინდის რისხვას გადურჩა ახლაც, გაუჩინარდა
წამითდა ისევ
აურზაურითდაეშვა მისკენ. გმირმა კი გვერდზე გააგდოცხენი და მოეცარა ჩერნომორს
ხელი, ვერშეიკავა თავი ვერაფრით
და თოვლის ზვინში ჩაჯდა ყელამდის. ჩამოქვეითდა რუსლანიც წამსვე,
დაბნეულჯუჯას წაადგა თავზე

და მძლავრი ხელი ჩაჰკიდა წვერში. ჯუჯაც ამაოდწვალობს და ხვნეშის,


თოვლითგაევსოდამჭკნარი პირი, უცებ აფრინდა და ჩვენი გმირიც
თან აიყოლა გარინდულცაში

და მარტოდარჩა მინდორზე რაში. უკვე გამოჩნდა ღრუბლების ჯარი, სისინებს ცივი და


სველი ქარი.
გადაუქროლეს მოწყენილტყეებს, გადაუქროლეს გარინდულკლდეებს, ქვემოდან ისმის
ტალღის დგაფუნი. გმირი კი მაინც კიდია წვერზე,
გაშეშებული და დაძაბული.

ჯუჯა თანდათან სუსტდება ცაში, რუსული ზალითგაოცებული,


უკვე დაკარგა რიხი მეფური

და უკვე შიშიც დაეტყოხმაში. და ეუბნება ჩვენს რაიდს ასე:


"რაინდო, კარგადდამიგდე ყური. რას დავწანწალებ, ნეტავი, ცაზე,
გადავივიწყოთმტრობა და შური.
მე გაპატიებ ყველაფერს უმალ, როგორც ღირსეულრაინდს და სტუმარს. ქების ღირსია
შენი გმირობა,
მაგრამ ჯერუნდა მომცე პირობა. . . " "ჩუმად, ვერაგო! - რუსლანმა წამსვე გააწყვეტინა
ჯადოქარს სიტყვა - ვერმოვრიგდებითმე და შენ ასე, უნდა აღსრულდეს, რაც
ერთხელითქვა. რუსლანი თავის ცოლის მტანჯველთან ვერმორიგდება ვეღარასოდეს
და შენც, ბოროტო, კარგადგახსოვდეს, რომ წვერს მოგაჭრის მისი მარჯვენა ".
შიშმა შეიპყროჯუჯა გრძნეული, აუცახცახდა გონჯი სხეული,
მთლადდაეღრიჯა სიმწრისგან სახე, ვეება წვერსაც ამაოდარხევს: ღონივრადუჭერს
რუსლანი თითებს
და ღერა-ღერა აწიწკნის კიდეც. ორდღეს ატარა გრძნეულმა გმირი. ვერმოიშორა
ვერაფრითჭირი.
ოფლი და ხვათქი გადასდის პრიზე . . . მესამე დღეს კი შესჩივლა ისევ:
"ნუღარმაწვალებ, რაინდო, კმარა . იწამე ღმერთი და შემიცოდე.
შემინარჩუნე ოღონდსიცოცხლე და შენი ონა ვიქნები მარად.
მიბრძანე, წავალსაითაც გინდა. . ."

ხოლორუსლანმა მიუგომშვიდად: "რაკი იწამე რუსული ძალა, ლუდმილასაკენ


გაფრინდი ჩქარა ".

ჯუჯამ მორჩილადმოკუმა პირი,

ჩაქინდრა თავი და სევდითსავსემჯ სახლს მიაშურა და ჩვენი გმირიც


საზარელმთებში აღმოჩნდა წამსვე. მაშინ რუსლანმა შემართა ხმალი, ჯუჯას
მიაპყრომრისხანე თვალი
და მთლადდალეულს დარდითდა შიშით წვერი წნელივითშეაჭრა ძირში.
"ჩვენც გვიცნობდეო, - შესძახა თანაც. -

რაო, ყაჩაღო, არმოგწონს განა? რა იქნა შენი ეშხი და ძალა?" სთქვა და ჩაჩქანზე შეიბა
წვერი
და მერანს უხმოგაბმული სტვენით. მერანიც მხოლოდამას ნატრობდა,
მკვირცხლადმოფრინა თავის პატრონთან. რუსლანმა ჯუჯა გუდასი ჩასვა
და უნაგირზე დააკრა მაგრა.

თვითონ კი წამსვე, გრიგალის მსგავსად, მწვერვალისაკენ გაქანდა , გაჰკრა .


და სულმა წამითკვლავ მოილხინა, ჯუჯას სასახლე როცა იხილა. წვეროსან ჩაჩქანს
შეასწრეს თვალი და აირია კაცი და ქალი:
ვრცელპალატებში გამოჩნდა წუთით მხდალი მხევლების დამფრთხალი გუნდი. თავზე
დაატყდათრისხვა განგების
და საზარელი ჯოგიც ზანგების

ლანდივითსადღაც გაუჩინარდა . . .

ხოლორუსლანი კარებს მივარდა ,

ჩამკვდარდარბაზებს მიჰყვება მარტო, '

ეძახის თავის ცოლსა და სატრფოს '


და მხოლოდჩუმი და ვრცელი ბაღი

აბრუნებს ექოდრუსლანის ძახილს. ახლა ბაღისკენ გავარდა იგი,


იქაც დუმილი მეფობდა ირგვლივ. მიდის და მიდის, მაგრამ ამაოდ, უბრალოჩრდილიც
კი არქანაობს.
ჩამკვდარა ბაღი. ჭალაკებს სძინავთ. ცარიელია ფანჩატურებიც.
არც ხეივანში, არც წყაროს პირას კვალის ნასახიც არჩანს სრულებით. უეცრადსუნთქვა
შეეკრა თავადს, მთელი ქვეყანა ეჩვენა შავად,
აჰყვა საზარელდა მტანჯველფიქრებს: "ტყვეობა. . . ტანჯვა. . . ვინ იცის . . . იქნებ. . .
წუთის საქმეა . . .ტალღები. . ." - ასე
ფიქრობს რაინდი და სევდითსავსეს მთლადდაუბნელა შიშმა გონება
გაშეშდა. მკვდარი ქვა გეგონებათ. ტანზე ედება ველური ცეცხლი
ავი ფიქრებითმკვდარსა და შეცვლილს. მაგრამ რაინდის მთრთოლვარე ტუჩებს
თითქოს ლუდმილა შეეხოუცებ.
ისიც მძვინვარე და შემზარავი ბაღში შლეგივითგავარდა ისევ:
დაამხოჩრდილითმშვიდი კარავი,
ყველაფერს სახე უცვალა მყისვე. დაამხოხეთა შრიალი თარი,
წამში უდაბნოდაქცია ბაღი.

უწყალოდჩეხავს მრისხანე ხმალი

და მსხვერპლს დაეძებს რაინდის თვალი. მთლადგაპარტახდა წალკოტი მშვიდი,


წყალმა წაიღოლამაზი ხიდიც,
ფანჩატურებიც დაემხვნენ პირქვე, ხოლორუსლანი ხმალს მაინც იქნევს და
სწორედმაშინ რუსლანის ხმალმა ლუდმილას ქუდი მოხადა უცებ.
ჯადომ მაშინვე დაკარგა ძალა -

რუსლანი თავსი სანატრელს უცქერს. . .

აღარუჯერებს თავადი თვალებს, ტანჯვისთვის გულიც აღარეყოფა. ეცემ ფერხთითდა


შვებითმთვრალი ეხვევა თავის ერთგულმეგობარს.
ხელებს უკოცნის და აგლეჯს ბადეს, მეუღლის ხილვა კვლავ ძალს მატებს. ეძახის,
მაგრამ ლუდმილას სძინავს
და ყვავილივითფეთქავს და ფშვინავს, ძილი უმძიმებს თვალსა და ჰანგებს. რუსლანს
კი ჩრდილი დაადგა თავზე
და გულიც ისევ წუხილით უცემს, მაგრამ ნაცნობი ხმა ესმის უცებ
და იმ მადლიან ფინელს ცნობს ხმაზე: "თავადო, ახლაც გმართებს მხნეობა , გამბედაობა
და გამძლეობა .
თან წაიყვანე მძინარე ცოლი, შენი ერთგული და სულის ტოლი. შენ ახლა მეტი ძალა
გჭირდება, არუღალატობედს და ღისებას
ღვარძლი კი მისას იწვნევს ისედაც, მას ზეცის რისხვა არასცილდება . შენ კი შინისკენ
იჩქარე მალე
და იქ გაახელს ლუდმილა თვალებს".

რუსლანის გულში გათენდა დილა,

კვლავ გამოცოცხლდა და ნაზი ცოლი მიიკრა მკერდზე და სულის თრთოლვით


მწვერვალებიდან დაშვა ფრთხილად. კვლავ გზას დაადგა ცხენი ნავარდით, შინისკენ
ჩქარობს ჩვენი თავადი. ხელში უჭირავს ძვირფასი ტვირთი
და კიევისკენ ხალისითმიდის.

და დილასავითნორჩსა და სავსეს, ლუდმილას სძინავს დევგმირის მხარზე. და მის


დალალებს ნიავი არხევს,
ლოყაზე ცრემლის უბრწყინავს წვეთი, ხან ხშირი სუნთქვითუღელავს მკერდი,
ხან ეფერება ვარდისფრადსახე. თვალწინ რუსლანი უდგა მძინარეს, გულზე გადასდის
ვნების მდინარე და იმეორებს საყვარელს სახელს. თავდავიწყებას ეძლევა გმირიც,
თავბრუდამხვევი სიამითსავსე
და ერთგულმცველადადგია თავზე ნაზი მეუღლის ცრემლსა და ღიმილს.

შეუსვენებლადმიდის რაინდი,

ვერც გზა აფერხებს და ვერც ამინდი. დღისითთუღამით, ველზე თუმთაზე


ჩაუმუხლავადმიიწევს ასე.

ქალწულს კი სძინავს, მაგრამ თავადი მოწოლილვნებას იკლავს ძალათი, ბედისგან


მარადტანჯულს და დევნილს სხვაგვარადარც კი უხლია ხელი.
ის მხოლოდიცავს მძინარე სატრფოს, ' გაზიარებულსიყვარულს ნატრობს, ' წმინდაა
მისი სულიც და ფიქრიც, უბიწოფიქრში ნეტარებს იგი.
ბერიც თამამადამტკიცებს ამას, მე კი ვუჯერებ იმ წმინდა მამას,
ვინც იყოჩვენზე ბევრის მნახველი

და ჩვენც გადმოგვცა გმირის სახელი.


მეც მჯერა, რადგან ცალმხრივი ვნება სულში ქვასავითუხეშადწვება . მწყემსოქალებო,
ლუდმილას ძილი
არიყოთქვენი ძილივითტკბილი, როცა მდელოზე წვებითქალწულნი, მაისის ცხელი
მზითმოქანცულნი. მეც მახსოვს ერთი პატარა ველი, დამძიმებული არყნარის
ჩრდილით, მეც მახსოვს ერთი საღამობნელი
და მახსოვს ლიდას მაცდური ძილიც. . . მე ახლაც მახსოვს, როგორვღელავდი, როცა
პირველადვაკოცე მორცხვად,
მაგრამ მთრთოლვარე და მხდალმა კოცნამ ვერგააღვიძა ლიდა ვერაფრით.
თუმცა, რას ვბოდავ! იმ სიყვარულმა უკვე სხვა გულში დაიდობინა, მისი ტკივილიც
და სიხარულიც
გადავივიწყე დიდი ხნის წინათ. ჩემს გულში ჩქარა იმ ტრფობის ალი
და ჩემთვის ახლა სულსხვა დროს მოდის, მე დღეს მიტაცებს თავადის ქალი,
მისი რაინდი და ჩენრომორი.

ერთგზას ადგანან ახლა ყველანი,

ერთადმისდევენ გარინდულმინდვრებს.
და აი, უკვე გამოჩნდა კიდეც

მრისხანე ბორცვის მრგვალი მწვერვალი. მაშინვე იცნორუსლანმა თავი


და ფიცხი ცხენიც აჩქარდა უცებ. გაშეშებია სასწაულს თვალი
და თმა ტყესავითაშლია შუბლზე. ჩამოვარდნია ვეება ტუჩი,
ჩამოფხატვია ყვრიმალზე ზუჩი, მთლადწართმევია სიცოცხლის ფერი, ამოგანგვლია
მიწაში წვერი,
დაუკრეჭია კბილები მწარედ, დანებებია სიკვდილის ქარებს,
მაინც თავისი უთქვამს ბუნებას, სიკვდილითა და სიცოცხლითსავსეს. და აი, უკვე
მომაკვდავ თავზეც
უკანასკნელი დღე იწურება .

მის წინ შეჩერდა მამაცი გმირი ' ლუდმილასთან და ჯუჯასთან ერთად და დაუძახა:
"სალამი შენდა!
არშეირცხვინა რუსლანმა პირი. უკვე მიეზღობოროტს სასჯელი, აჰა, იხილე შენი
მტანჯველი!"
კვლავ გამოერკვა თავი დროებით, გამოაცოცხლა რაინდის სიტყვამ, სიცოცხლის
ფრთები კვლავ გამოება
და უყურებდა მოსულებს დიდხანს. ააცმაცუნა ვეება პირი,
როდესაც იცნოამაყი გმირი

და შემზარავი აღმოხდა კვნესა, როცა ძმაც იცნო, ბილწი და ქლესა . და სიბრაზისგან


გაბერილპირზე გადაუარა სიწითლემ ისევ,
კვლავ გაიბრძოლა ძარღვებში სისხლმა . კვლავ მოწყდა კვნესა მთრთოლვარე ტუჩებს
და უსიცოცხლოთვალებში უცებ
უკანასკნელადიელვა რისხვამ. კვლავ აუმღვრია ცოფმა თვალები, გაასავსავა ენა
წვალებით
და ძმა, ბოროტი და უკეთური,

აავსოლანძღვითდა საყვედურით. მერე ყინული ჩაუგდოხმაში,


გაშეშდა მკაცრი და ფერმიხდილი,

და ჩვენი გმირიც დარწმუნდა მაშინ, რომ დაეუფლა საწყალს სიკვდილი. ჯუჯა კი


შიშმა დააფრთხოუმალ,
აუცახცახა გონჯი სხეული

და ლოცულობდა გუდაში ჩუმად, გაოგნებული და დაბნეული.

ერთუსახელომდინარის პირას
ფერდობზე იდგა პატრა ქოხი, ირგვლივ ეფინა ხასხასა ნოხი
და შრიალებდა ნაძვნარი ფრთხილად. გრილი მდინარე თეთრადელავდა
და მოდიოდა ვრცელი და წყნარი და თუნიავი დაუბერავდა ,
ლერწმის ღობესთან მღეროდა წყალი. ველზე რიჟრაჟი წვებოდა ციდან
და არაფერი არხმაურობდა ,

და თითქოს ქვეყნის გაჩენის დღიდან დუმილს დაეპყროაქაურობა .


უშფოთველსივრცეს მოავლოთვალი
და შეაჩერა რუსლანმა ცხენი: პირველყოფილი, ჩუმი და წყნარი დილის ბურუსში
ელავდა ველი. რუსლანმა მოლზე ჩამოსვა ცოლი, თვითონაც ახლოს მიუჯდა
თრთოლვით. ბაგეს უცოცხლებს სატრფოს სახელი და გულზე აწევს ტკბილი ნაღველი.
უცებ იალქანს შეასწროთვალი, -
გამოდიოდა ღრუბლის ჩეროდან, ნავს მდინარეზე გაევლოკვალი და მებადური
ტკბილადმღეროდა. გადაეფინა ტალღებზე ბადე,
გამოსცდა ნისლის შრიალა ფარდებს.
ქარს მიუშვირა ხუჭუჭა თავი და მოაყენა ნაპირთან ნავი.
ხოლოქოხიდან გამორბის ქალი, გამბრწყინებია ბაგე და თვალი, გაშიშვლებია მკედი და
მხრები და დაუდევრადდაშლია თმები. ყველა მიწიერსიამის ღირსი, უნაკლი
იყომშვენების მისი.
აი, ისინი, გადახვეულნი,

სხდებიან გრილი მდინარის პირას, მიტმასნებია სხეულს სხეული '


და სიყვარულში დროგადის ტკბილად და უზრუნველი თავისუფლებით
მშვიდადსუნთქავენ, როგორც ღრუბლები. მაგრამ თუიცითჩვენმა თავადმა ,
გაოცებულმა ამითთავადაც.

იმ მებადურში ვინ იცნომაშინ? -

მისი ძლიერი მეტოქე ხმალშიც

და სიყვარულშიც - ხაზართა ხანი. ბედნიერების ნექტარითმთვრალი ის ტურფა ასულს,


ოქროს თმებიანს, დაწყვილებია გზითა და ბედით
და ამ მშვენიერმეგობრის გვერდით სხვა ყვლაფერი დავიწყებია .
ახლოს მივიდა რუსლანი კიდევ. რატმირმაც იცნორუსლანი უმალ.
წამოხტა , მოქრის, შეჰკივლა კიდეც და ჩაეხვია უეცრადსტუმარს.
"ამას რას ვხედავ? - შესძახა გმირმა, -

აქ რას აკეთებს ხაზართა ხანი, რადმოარიდა ცხოვრებას პირი,


რა იქნა მისი განთქმული ხმალი". "ჩემოძმობილო, - სთქვა მებადურმა , - ადრე
დიდების ძებნითგართულმა
დღეს დავთმე იგი, როგორც ღრუბელი გამოფიტული და დამღუპველი. მერწმუნე:
უფროახლოა გულთან
ეს სიყვარული, ნაზი და სუფთა.

გულს არჭირდება სხვა მეგობარი, სხვა გართობანი და სხვა გრძნობანი. აღარმიტაცებს


ცხენთა ჭენებაც,
ხმალთა ცემაში ვერაფერს ვხედავ, სამაგიეროდ: ბედნიერბით
დღეს მდიარი ვარყველაზე მეტად. მთლადდავივიწყე ჩემი წარსული და თვითთავადის
ნაზი ასულიც".
"მოხარული ვარ, - უთხრა რაინდმა , - კვლავ ჩემთან არის თავადის ქალი". და
გამოცოცხლდა ხაზართა ხანის :
- ღმერთო, რა მესმის! . . . როგორ? . . . საიდან? თუშეიძლება . . . მაჩვენე ჩქარა.
თუმცა არმინდა, არა და არა. ვერვუღალატებ მე ჩემს მეგობარს, მე მისი ნაზი შუქიც
მეყოფა .
მე შევიყვარე ის სულზე მეტად, გვიადვილდება სიცოცხლე ერთად.
ჩემი გარდაქმნის და შეცვლის მიზეზს ია და ვარდი ასხია პირზე.
მე სხვას ვერაფერს ვეღარვინატრებ, - მან დაუბრუნა ჩემს სულს თავიდან: დიდი
სიშვიდე და მზის სინათლე
და დროც, რომელიც შფოთში გავიდა. მე თორმეტასულს ვუყვარდი ერთად, თავბრუს
მახვევდა მათი სიცილი, მაგრამ დავლძიე და ჩემდა ბედად
ამის გულისთვის დავთმე ისინიც.

დავთმე გნცხრომის კოშკი ზღაპრული, მთვარის მთრთოლვარე შუქში ჩაფლული.


ხელი ავიღე ხმალზეც და ფარზეც, მტრებსაც შევეშვი და ვცხოვრობ ასე და ამ
სიმშვიდითვარბედნიერი, ვიპოვე ჩემი ფუძე და ჭერი
შენთან, ძვირფასოდა მშვენიერო, სულის სინათლევ, შენთან და შენით".
გაღიმებული უსმენდა ქალი

ძვირფას მეგობარს და უცხოსტუმარს. ხანისთვის მშვიდი მიეპყროთვალი


და ხან თავისთვის ოხრავდა ჩუმად.

ჩემი რაინდი და მებადური

გვიანობამდე ისხდნენ ნაპირთან, ტკბილი საუბრითიყვნენ გართული


და ვერც გაიგეს, დღე რომ გაფრინდა.

გაშავდა მთები. დადუმდა არე,

ტალღებმაც ღელვას და შრიალს უკლეს. ფეხზე წამოდგა ფერმკრთალი მთვარეც,


რუსლანის წასვლის დროცაა უკვე. '
გადააფარა მძინარე ასულს

წამოსასხამი და შეჯდა ცხენზე.

რატირიც სულითთან მისდევს წასულთ, მონატრებია ნავარდი ველზე.


გზას და მომავალს ულოცას იგი,

თან თვალი რჩება მეგობრის გზისკენ და სევდიანადიღვიძებს ისევ


ამაყი წლების მღელვარე ფიქრი.

რა იქნებოდა , რომ ჩემი ქნარი, ოცნებითა და სიმღერითმთვრალი


და სიყვარულში მდგარი ყელამდის, -

ხოტბას ასხამდეს მხოლოდგმირობას

და მასთან ერთად(უცხოს ყველასთვის) ძველმეგობრობას და გულტკბილობას. რატომ


მაძალებს ეს ბედი მკაცრი,
რომ შევურიოსევდა გალობას

და დღევანდელი მანკი და ღვარძლი გამოვუჩინოშთამომავლობას.

თავადის ქალის ხელის მძებნელი ნაინს უცდიდა ამ დროს ფარლაფი, ხმალს არიღებდა
ხელში არაფრით,
როგორც მისთანა რაინდს შეჰფერის. თავს არიკლავდა წუხილითდიდად
და იჯდა თავის მამულში მშვიდად. და აი, დადგა ნანატრი წამი:
არც გაუღია ჯადოქარს ჩქამი, ისე უჩუმრა წაადგა თავზე, გამოეცხადა და უთხრა ასე:
"შეკაზმე ცხენი. ხომ იცი, ვინც ვარ? აბა, მომყევი!" - და კატადიქცა.
ფარლაფმაც ცხენი შეკაზმა წამსვე და მიჰყა კატას იმედითსავსეს.

მიდამოუკვე წყვდიადში თვლემდა ,


მიწას ზვერავდა მთვარე ზემოდან

და შავ ყორღანებს სინათლეს ფენდა, როდესაც ღრუბლებს გამოსცდებოდა. რუსლანიც


იქვე, ლუდმილას გვერდით, იჯდა მდუმარე და მოწყენილი
და შეჩვეული დარდი და სევდა კვლავ გულზე ედომძიმე ხელივით.

ფირებს დაეპყროიგი მთლიანად, იჯდა უამრავ ფიქრებითსავსე


და ძილი გრილი ფრთების შრიალით ფეხაკრეფილი წაადგა თავზე. რულმორეული
თვალებითკიდევ
დახედა ქალწულს; მძინრე ყვავილს, და მერე სატრფოს ფეხებთან მიდო
ათასგვარფიქრითდაღლილი თავი.

საზარელსიზმარს ხედავდა გმირი: თითქოს თავადის ნაზი ასული


იდგა უძიროუფსკრულის პირას, ' გაშეშებული და ფერწასული. უცებ ლუდმილა
უფსკრულში გაქრა.
ისიც უფსკრულთან მივარდა , მაგრამ

არიცის, რა ქნას . . . და ცხადადესმის, მეუღლე როგორუხმობს და კვნესის.


და გადაეშვა უფსკრულში ისიც, რა შეემთხევა , ეშმაკმა იცის. . . მაგრამ რას ხედავს,
გაოცებული:
გამოჩნდა ჭარმაგ გმირთა კრებული. დიდებულები სწვევია სტუმრად
და თორმეტივე ვაჟის თანხლებით ზის ვლადიმირი სუფრასთან ჩუმად, კაცი არარის
სიტყვის გამღები. ვლადიმირს რისხვითშეეკრა შუბლი, წინანდებურადმკაცრია იგი.
მხიარულება ჩამკვდარა სუფრის, უძრავადსხედან მაგიდის ირგვლივ. წუხილის
ჩრდილი აწვებათთავზე, დაუკარგია ქეიფსაც ეშხი
და აღარც თასი, მრგვალი და სავსე, აღარგადადის ხელიდან ხელში.
და უცებ ამჩნევს ჩვენი თავადი, რომ ძველებურადმხნე და ტანადი მკვდარი როგდაიც
მოსულა სტუმრად, და თუკი სხვები დამსხდარან ჩუმად, ის აბრიალებს ვეება
თვალებს,
წაკიდებია სასმელის ალი

და გაოცებულრუსლანის მხმრეს არც იხედება, ლაღი და მთვრალი.


მერე რატმირსაც შეასწროთვალი,
აქ მოუყრია სუყველას თავი. და ბიანიც ამღერდა უცებ
და სხვებთან ერთადრუსლანიც უსმენს გულთმისან მგოსნის ხმატკბილსიმღერას. ამ
დროს დარბაზის კარი იღება:
ნაზი ლუდმილა შემოჰყავს ფარლაფს, მაგრამ მოხუცი სიხარულს მალავს, არც
შეუხედავს, არც განძრეულა .
სტუმრებიც თითქოს ქვებადქცეულან, მისჩერებიან ერთმანეთს ჩუმად. მერე ყველანი
ქრებიან უმალ. . .
და სიმწრის ოფლში დაცურავს გმირი, წრიალებს, შფოთავს, ოხრავს და ტირის.
დაუფელბია მტანჯველი შიში
მძიმე ლოდივითჩაძირულს ძილში. სიზმარიაო, - ფიქრობს და თანაც სიბრაზე
ახრჩობს, ძილს რომ დანებდა , მაგრამ არაფრითარყოფნის ძალა,
რომ მოიშოროს ავი ზმანება .

ოდნავ ანათებს ფერმკრთალი მთვარე, წყვდიადი მეფობს ოთხივე მხრეს


და სიჩუმეა გარშემომკაცრი. . .

ცხენს მოაჭენებს უპიროკაცი.

მის წინ მდუმარე მინდორი ბზინავს,


ყორღანიც ბზინავს და ხედავს იგი, რომ რუსლანს ცოლის ფეხებთან სძინას, ცხენი კი
დადის ყორღანის ირგვლივ. მაშინვე ბნელში გაქრა გრძნეული,
ფარლაფს კი შიშითუთრთის სხეული, ვეღარუჭირავს ხელში აღვირი, შეეკრა სუნთქვა
და თრთის ბალღივით. ბოლოს კი ფრთხილადდააძროხმალი
(აუციმციმდა ხმალს ბასრი პირი) და ემზადება , რომ მთელი ძალით ორადგააპოს
მძინარე გმირი. მიუახლოვდა და გმირის რაში
აჭიხვინდა და ადუღდა მაშინ,

მაგრამ ამაოდ, ჩემს რაინდს სძინას, ვერგრძნობს ვერაფერს და, როგორრკინა, გულზე
აწვება მტანჯველი ძილი,
ხოლოფარლაფი, მხდალი და ფრთხილი, თავზე წაადგა და ცივი ხმალი
სამჯერჩაასომკერდში მძინარეს, და მთლადდაფეთდა, ისედაც მხდალი, როცა იფეთქა
სისხლის მდინარემ. მერკი ძვირფას ნადავლითხელში შეშინებულმა მოკურცხლა
ბნელში. მთელღამეს ეგდორუსლანი ასე, ვიდრე არჩაქრა ვარსკვლავი ცაზე.
ვიდრე არგაქრა პურქუშ მთებიდან გაუკვალავი და მძიმე ნისლი, -
მას პირდაღებულჭრილობებიდან მდინარესავითსდიოდა სისხლი. დილითკი ოდნავ
გააღოთვალი,
ამოიკვნესა და ძალისძალით წამოიწია კიდეც და მყისვე სულწართმეული დაეცა ისევ.

მეექვსე სიმღერა

ძვირფასო, რატომ მაძალებ ასე, რომ დაუდევარსიმების ხმაზე ძველი ამბები


ვიმღეროისევ
და ერთგულმუზას მთლიანადმივცე თავისუფალი დროც და გონებაც. . . მე კი
მომბეზრდა უკვე ჭორები
და ნეტარებითმთვრალმა, სრულიად გადავივიწყე ფიქრიც და შრომაც,
წყნარი სიმების ხმატკბილი კრთომაც და ახლა მხოლოს ლხინი მწყურია .
ადრე ცხოვრებას რითაც ვზომავდი, დღეს ის საზომი აღარმჭირდება.
დღეს შენითვსუნთქავ და განცხრომაში არც მესმის, როგორმიხმობს დიდება.
უცებ ჩამიქრა ცეცხლი მალული., გამოგონების გაქრა გენიაც, მაგრამ სურვილი და
სიყვარული სულს ძველებურადშემორჩენია .
შენ კი მაძლაებ, რადგან მოგწონდა ის, რასაც ადრე ვყვებოდი შენთვის, და მოგონების
მაღალკოცონთან შენც გათრთოლედა მიჯნურთა ბედი. რაც მომხდრიყოდიდი ხნის
წინათ, ის შენს ფიქრებში იდებდა ბინას
და შენც გიპყრობდა ზღაპრულის ძალით ჩერნომორი და გრძნეული ქალი. ბრძენი
ფინელიც და ვლადიმირიც. . .
და გიბრწყინავდა სახე ღიმილით, ჩემს მსუბუქ ლაყაფს ისმენდი როცა, თუმცა
ხანდახან ნაზი თვალებით,
ფარული სევდითდა დანანებით

და თანაგრძნობითმიცქერდი მგოსანს. ამიტომ ვბედავ. შენ მაძლევ იმედს


და კვლავ ვაღვიძებ ჩათვლემილსიმებს, შენს ფეხთითვჯდები და ისევ ისე
ჭაბუკ რაინდზე სიმღერას ვიწყებ.

მაგრამ რას ვამბობ? სადარის იგი? ტრიალმინდორში აგდია მკვდა რი.


ულვაშს და ქოჩორს უწეწავს ქარი. და უტრიალებს ყორანი ირგვლივ. დადუმებულა
ნაღარა ურჩი,
უძრავადგდია მინდოზე ზუჩიც. თავს დასდგომია ერთგული ცხენი, ჩაუქინდრია ამაყი
თავი,
დასცქერის სისხლის ხასხასა ყვავილს, და ელის ასე, ელის და ელის.
აღარუბრწყინავს ისე, ვითწინათ, ფაფარი, ოქროს ჩანჩქერის დარი.
ხოლომის პატრონს სხვა ძილითსძინავს, ვერდაიქუხებს ჯერმისი ფარი.

ჯუჯა სადღაა ? - ის კვლავ გუდაში ზის ნაინისგან დავიწყებული,


ისევ ჩიფჩიფებს ბნელში ბებრულად

და ყველას ერთადწყევლის გულდასმით. მან არიცოდა, რა მოხდა გარეთ, იგინებოდა


თავისთვის მწარედ.
ბოლოს გაბედა და მხოლოდთვალი გამოაპარა გუდიდან ჩუმად
და როს რუსლანი იხილა მკვდარი, კვლავ დაუბრუნდა იმედი უმალ. სისხლის გუბეში
აგდია მტერი, - მალე შინისკენ! ჰერი და ჰერი!
არც ლუდმილა ჩანს, რა გინდა მეტი, -

თავისი ფეხითმოსულა ბედი. სიხარულისგან უთრთის სხეული,


მაგრამ კვლავ მწარედცდება წყეული.

ამასობაში ძვირფას ალაფით და ნაინისგან გზადალოცვილი, კიევისაკენ მიქრის


ფარლაფი და უნაგირზე ზის აწოწილი.
მიქრის იმედის და შიშის გზაზე

და მის წინ, დნეპრის შრიალითსავსე, უკვე გამოჩნდნენ მშვიდი მინდვრები. ფარლაფი


მიქრის და ფიქრს მიდენის.
აი, ქალაქიც გამოჩნდა უკვე და აი, უკვე ქალაქში იქრის
და ხალხითშავსე ქუჩებს და შუკებს მართლა რაინდი გონიათიგი.
გახარებული მხაურობს ხალხი. მოსდევენ მხედარს ჭენებითდაღლილს, გარბიან, რათა
მამას ახარონ
და გაუნათონ ისევ სამყარო.

ისევ ტანჯავდა წუხილის ტვირთი, ისევ ტკიოდა ძველი ტკივილი, მისდევდა ნაცნობ
ფიქრების ზვირთეს
და კოშკში იჯდა მზე-ვლადიმირი.

მის ირგვლივ ისხდნენ, ქვაზე მსვიდები, ბოიარები და რაინდები.


უცებ ხმაური გაისმის გარეთ,

ხალხის ყაყანი მოაწყდა კარებს, გაიღოკარი და რას ხედავენ: შემოდის ვიღაც


უცხომხედარი. ჯერმიაჩერდნენ უეცარსტუმარს, მერე ხმაურითწამოდგნენ უმალ,
"ფარლაფი? . . . როგორ, რომელი ძალით?. . .

ნუთუდაბრუნდა თავადის ქალი. . ." თავადის ფეხზე წამოდგა ნელა, მძიმე


ნაბიჯითშვილისკენ მიდის, უბედურასულს უცქერს და ღელავს, გულს სიხარული
სწვევია დიდი.
სურს მამას ხელი მოხვიოს ფრთხილად, მიიკრ, ნაზი და დაქანცული,
მაგრამ ვერაფერს ვერგრძნობს ქალწული

და მკვლელის ხელში გულმშვიდადსძინავს, მისჩეერებიან თავადს ყველანი


და მოლოდინში ჩუმადღელავენ. მოხუცს ღიმილი შეაშრა პირზე
და თვალი რაინდს მიაპყროისევ. ფარლაფმა ტუჩზე მიიდოტითი
და გაუსწორა თვალები ფლიდი,
ბოლოს კი უთხრა: "ლუდმილას სძინავს, ასე ვიპოვე ცოტა ხის წინათ.
ტყის კაცს ჰყლია თავადის ქალი, გამოვაგლიჯე ხელიდან ძალით.
ჩემს სასარგებლოდგადაწყდა ბედი:

სამ დღეს ვულეწეთერთმანეთს მკერდი,

სამჯერდაგვხედა ფერმკრთალმა მთვარემ, ვიდრე ჭიდილი დამთავრდა ცხარე.


ბოლოს კი ვძლიე, მაგრამ ასული დამხვდა მზინარე და გულწასული. როდის გაახელს
ასული თვალებს?
ვის ვთხოვოთშველა ან რომელძალებს? არვიცი - მკაცრი კანონის ბედის წყვდიადითაა
მოცული ჩემთვის. ღმერთი უშველის, თუკი ინება,
ჩვენ კი ცდა გვმართებს და მოთმინება !

მალე გავრცელდა ქალაქში ცნობა საბედისწეროდა გულსაკლავი.


ხალხმა ქუჩებში გამართა ბჭობა,

ჩამოუვარდათგმირებს მხარ-მკლავი. ქალაქის თავზე ცა იქუფრება


და მოედანი დუღს და მქუხარებს, გაღებულია კოშკი მწუხარე
და ყველასა აქვს შესვლის უფლება.
და მოდის ხალხის ჭრელი ნაკადი, აღელვებული მოიწევს ძალით კოშკისკენ, სადაც
თავადის ქალი
ფარჩებზე წევს და სძინავს აქამდის. ძილს დაუპყრია მთლიანადიგი, ხოლორაინდებს
სარეცლის ირგვლივ
ჩაუქინდრიათმკაცრი თავები. აზანზარებენ ცას საკრავები: ღრიალებს ბუკი, ნაღარა ,
დაფი,
მაგრამ მძინრეს არუთრთი წარბიც, არც ბუკის ესმის და არც ნაღარის, ხოლოთავადი,
თვალცრემლიანი,
გაწამებული სევდის იარით,

ასულის ფეხებს ეკვრის ჭაღარღით. და მოხუცს გვერდითუდგას ფარლაფი,


ადრინდელფარლაფს არჰგავს არაფრით, შემოწოლია მკვლელს სინანული
და სულს უწეწავს ჯავრი ფარული.

დაღამდა კიდეც. მაგრამ ქალაქში არმოუხუჭავს თვალი არავის. იდნენ, იცდიდნენ და


ლაპარაკში გაუგონარი და შემზარავი
ამბავს ამბავი მოჰყვა მრავალი და გაახსენდა მავანს მავანი,
ყვალამ აუბა საუბარს მხარი, ცოლს ივიწყებდა ჭაბუკი ქმარი. და როცა მთვარემ იბრუნა
პირი, ქალაქს დაატყდა ახალი ჭირი. ფეხზე წამოდგა კიევი მთელი,
ქალაქი ახალგანსაცდელს ელის. და როცა ზეცის განათდა თაღი
ქალქის კედელს მიაწყდა ხალხი. და რას ხედავენ: მდინარის იქით
თეთრადცახცახებს კარვების რიგი. წამოუშლიათცხენოსნებს მტვერი, ბრჭყვიალებს
ფარი და შუბის წვერი. მთელი მინდორი ბორგავს და ღელავს და საომარი ფორნები
ნელა მოზოწინობენ მტვერში ჭრიალით.
ქედებზე კოცონს გააქვს ბრიალი, ალბთხტიან, როგორც ჭინკები.
ამხედრებულან პაჭანიგები!

ამასობაში ბრძენი ფინელი

მომავალს უკვე წვდება ფიქრებით და უდაბნოში უცდიდა იგი


ადრე განჭვრეტილდღეს მოთმინებით.

შორს, სტეპებს იქითდა მთებს გადაღმა ,


სადაც მიდამოსიცხითგადახმა ,

სადაც ქარებმა დაიდეს სბინა,

სადაც მქუხარე ქარიშხლებს სძინავთ, და სადაც ღამით, მარჯვე და ქლესა , ვერც


კუდიანი ვერბედავს შესვლას, - იქ მშვენიერი ველია ვრცელი
ორი პატარა წყაროს წყლითსველი. ერთში მოღელავს ცოცხალი წყალი ხოლომეორე
წყაროში - მკვდარი. გამეფებულა ირგვლივ დუმილი.
არირხევიან მწკრივები ხეთა. როგორც არუნდა კლავდეს წყურვილი, მხდალი ირემი
მაინც ვერბედავს
იმ წყაროს წყალი დალიოს წმინდა ,

რადგან სულები უხსოვარდღიდან მთვლემარე ნაპირს უდგანან მცველად და მათი


შიში აკავებს ყველას.

უცებ წყაროებს დაეცა ჩრდილი და განდეგილი წაადგა თავზე.


სულებს დაუფრთხათხანგრძლივი ძილი, შეშინებული აფრინდნენ ცაზე.
მან კი აავსოხელადა ორი, გამოაღვიძა კამკამა წყალი
და გაქრა წამსვე, ქარივითმალი,
ასწლოან ნაძვებს და ბორცვებს შორის. რუსლანთან გაჩნდა მოხუცი წამში, -
თავს დასდგომოდა ერთგული რაში, თვითონ კი სისხლითდაელბომიწა და ღია ცის
ქვეშ უძრავადიწვა. მოხუცი თავზე დაადგა ჩუმად,
ჯერმკვდარი წყალი აპკურა მკერდზე და ჭრილობები გაბრწყინდნენ მზეზე, გვამიც
სინათლითგაივსოუმალ მედრე აპკურა ცოცხალი წყალი
და გაახილა რინდმა თვალი, სიცოცხლითა და ჯანღონითსავსე რუსლანი ფეხზე
წამოდგა წამსვე. დღეს მიაჩერდა ხარბი თვალებით
და ნაშთიც განვლილტანჯვა -წვალების მოშორდა, როგორც უჟმური ძილი,
უკვალოდ, როგორც უმწეოჩრდილი. მაგრამ ლუდმილა სადღაა? ღმერთო!
რუსლანს კვლავ ოფლმა დაასხა პირზე. შეეკრა სუნთქვა და ჩქარა ისევ ცეცხლი,
რომელიც მის გულში ენთო. უცებ, ბრძენი და გულთამხილველი,
გადაეხვია რუსლანს ფინელი

და სიყვარულითჩაიკრა მკერდში: "გათავდა, შვილო, შენ აღარგერჩის


მუხთალი ბედი და დღეის იქით იქუხებს შენი მრისხანე ხმალი,
კიევსს მშვიდობას მოუტანს იგი და იქ დაგხვდება თავადის ქალიც. შენ ეს ბეჭედი
მიადე შუბლზე
და ჯადოძალას დაკარგავს უცებ. გაბითურდება მტრი და ღვარძლიც
თვალს ამოივსებს მიწითდა ნაცრით. თქვენ კი სიმართლე შეგრჩებათფარად და
ბენდიერნი იქნებითმარად.
ახლა მშვიდობით. . . ღმერთი გფარავდეს. ვეღარშევხვდებითკუბოს კარამდე"
თქვა და მაშინვე უკვალოდგაქრა. და სიხარულითსავსე და მთვრალი რუსლანი ეძებს
მეგობარს, მაგრამ ვერმიაწვდინა ვერაფრითთვალი. არც ჩამიჩუმი არისმის ირგვლივ,
ტრიალმინდორსი მარტოა იგი.
რაკი პატრონი ფეხზე იხილა,

კვლავს დაიქნია ფაფარი ცხელი

და ერთადგილზე ხტის და ჭიხვინებს და ანჯღრევს ჯუჯას რუსლანის ცხენი. აი,


მზადაა უკვე თავადიც,
არეპუება დროსა და მანძილს

და გარინდებულტყეების გასწვრივ
ფიცხი მერანი მიჰყავს ნავარდით.

მაგრამ რა მწარე სანახავია კიევი მტრებითგარემოცული. ქალაქის თავზე ზეცაც შავია


და ლაღობს მტერი კართან მოსული. მტერს დარჩენია ყანაც და ბაღიც. ცაში მზადდება
ჭექა-ქუხილი
და გალავანზე გასული ხალხი

ყანებს და ბაღებს უცქერს წუხილით. გახშირებულა ოხვრა და ვიში.


გამეფებულა ქალაქში შიში. ხოლომძინარე ასულის გვერდით, შეშფოთებული ქალაქის
ბედით, ლოცვადდამდგარა დიდი თავადი.
კვლავ ძველებურადჩუმი და მკაცრი, - ბრძოლისვის უკვე მზადაა იგი. დევგმირთა
გუნდი არტყია ირგვლივ
და დიდებულთა ერთგული რაზმი. ბრძოლის დღეც დადგა . ავარდა მტვერი და
ქალაქისკენ დაიძრა მტერი.
ჯარმა აავსოველი სავსებით,

რაზმებს მოსდევენ შლეგი რაზმები. და აღრიალდა ქალაქში ბუკი,


დღეს მიემატა ფოლადის შუქი.
მაშინ ამხედრდნენ კიეველებიც

და გაემართნენ მტრისკენ ჭენებით. გაჩაღდა ომი. გაცოფდა რვალი


და აჟღრიალდა ჯავშანზე ხმალი, ჩაჩქანზე კეტი და ფარზე ცული.
ცხენებმაც იგრძნეს სიკვდილის სუნი. სტვენითმიფრინავს ისრის ღრუბელი, - ქვეყნის
დამქცევი და დამღუპველი. შემოიქინია სიკვდილმა ცელი, სისხლითდაფარა მინდორი
ვრცელი.
თავქვე ცვივიან მკვდარი მხედრები, ემალებიან მახვისლდედლები.
რაზმი ყიჟინითშეიჭრა რაზმში, უმხედროთმიქრის და მფრთხალი რში. ჯერომის
ბედზე ფიქრიც შორს არი. ცხენოსანს ებრძვის იქ ფეხოსანი. გათელილრიგზე დგება
სხვა რიგი. იქ რუსი კვდება , აქ პაჭანიგი. გურზს გაუპია ერთისთვის შუბლი, გულს
დასობია მეორეს შუბი,
გაუჭყლეტიათმესამე ფარით, ცხენის ფლოქვებში აგდია მკვდარი. დაღამებამდე
გაგრძელდა ასე.
ვერც ერთმა მხარემ ვერძლია მტერი. დადუმდა ველი, გვამებითსავსე,
ქვასა და ბალახს ეცვალა ფერი. ძაძა ჩაიცვა თითქოს ბუნებამ. თითქოს მინდორსაც
დაესხა რეტი და მეომრებმაც, დაქანცულებმა ,
მიდეს თავები გვამების გვერდით. ღრმადჩაეძინათდაღლილმეომრებს, აღარც ახსოვდა
ერთი მეორეს. მხოლოდხანდახან ისმოდა კვნესა
ან რუსის ლოცვა წვდებოდა ზეცას. იფანტებოდა წყვდიადი მხდალი,
ჩრდილები ადილს იცვლიდნენ ფრთხილად, უკვე ვერცხლისფრადბრწყინავდა წყალი
და თენდებოდა საეჭვოდილა.
იკვეთეოდა ტყე და ქედები, ცა იღვიძედა , ჩუმი დვრცელი,
მაგრმ ჯერკიდევ თვლემდნენ მხედრები

და მშვიდადთვლემდა ჯერბრძოლის ველიც, მაგრამ უეცრადმტრების ბანაკში


ყურისწამღები ატყდა განგაში,
ცხენები ადგილს მოწყდნენ ჭენებით და წამოცვივდნენ კიეველებიც.
გაოგნებული დარბიან ველზე

და რას ხედავენ: ვიღაცა ცხენზე ამხედრებულა და მტრის რიგებში


მეხივითდაქრის, ჩეხავს და ანგრევს,
იღუპებიან პაჭანიგტები, ცუდადწასულა ურჯულოს საქმე. ღრიალებს უცხორაინდის
ბუკი,
ცეცხლივითადგას ფარ-აბჯრის შუქი. ურჯულოების რისხვა და ჭირი
რუსლანი იყოის უცხოგმირი. დაჯირითობდა თამაშ-თამაშით
პაჭანიგების დამფრთხალბანაკში. სადაც კი მიწვდა მრისხანე ხმალი, სადაც გამოჩნდა
მისი მერანი,
იქ ზვინადდადგა ხორცი და ძვალი, პირქვე დაემხვნენ წამსვე ყველანი. უცებ
გაივსომინდორი ვრცელი სისხლში მოსვრული გვამების ჯარით, მთებადდახვავდა
კაცი და ცხენი, შუბი, ისარი, ხმალი და ფარი.
და ბუკი ხმაზე სლავი მხედრებიც მტერს დაეჯახნენ რკინის მკერდებით. გაათამამა
გმირმა ისინიც
და გმირს ფეხდაფეხ მიჰყვნენ ყიჟინით. მაშინ კი დაფრთხენ პაჭანაგები, მოტრფიალენი
რბევა-თარეშის.
მოახტნენ ცხენებს და სიჩქარეში

მიაწყდნენ დამფთხალრიგებს რიგები. ეყოფათ, ადრე რაც უჩხუბიათ,


არშერჩათბრძოლის თავი სრულებით და კიეველთა ხმლებს გაურბიან
საჯოჯოხეთოდგანწირულები.

მათგუნდებს ჩეხას რუსული ხმალი. ხარობს კიევი. . . დამშვიდდა თვალი, ისმის


სიმღერა და შეძახილი.
ქარს გაუფანტავს მწუხარე ფიქრი. გმირი კი უკვე ქალაქში მიქრის, ხელში უჭირავს
ბასრი მახვილი, განათებია იმედითშუბლი, მოშორებია გულიდან ნისლი,
ვარკვლავის დარადციმციმებს შუბი, აბჯრიდან წვეთავს ურჯულის სისხლი. წვერსა და
ულვაშს უთეთრეს მტვერი და მუზარადზე ერხევა წვერი.
ხალხს დაუფარავს მიწაყრილები, ქალაქისა და ციხის კედლები,
სახლის ბანებიც და მოედნებიც, -

ხვდებიან ლაღი შეძახილებით. და აი, კოშკში შევიდა იგი,


გამეფებულა დუმილი ირგვლივ, ლუდმილას ისევ სძინავს შველივით, დაუფლებია
ძილი ზღაპრული
და ვლადიმირი, ფიქრში ჩაფლული, შვილის ფეხებთან დგას მოწყენილი.
ისევ სეეკრა მკაცრი კოპები, ისევ წუხილში იდგა ყელამდის
და მარტოიყო, რადგან ყველანი, მისი შვილებიც და მეგობრებიც, საომრდიყვნენ
ველზე გასული. მხოლოდფარლაფი იდგა კარებთან, მტერს აგინედა და კანკალებდა
გულაჩრებული და ფერწასული.
მთლადდაეღრიჯა სიმწრისგან პირი, როგორც კი იცნო, ბოროტმა , გმირი.
ვეღარგაუძლოშიშსა და წუხილს
და მოეკვეთა , გონწასულს, მუხლი. ღირსეულს სასჯელს უცდის ღალატი! მაგრამ
სატრფოსკენ მირბის თავადი, აუციმციმა შუქმა თვალები,
ახსოვს ფინელი დანაბარები, ბეჭდისგან ნამდვილსასწაულს ელის. აი,
შეახომათრთოლვარე ხელი. . .
და სასწაულის გახდა მხილველი: ძილი, ხანგრძლივი და საკვირველი, დაირღვა უცებ,
გააღოთვალი
და გამოფხიზლდა თავადის ქალი. უძრავადიჯდა ლუდმილა წამით, გაოცებული
ამსიგრძე ღამით, უძრავადიჯდა, როგორც სტუმარი,
გამოყოლილი და იდუმალი

გულს უწვრილებდა თითქოს სიზმარი. ბოლოს კი იცნო: - ღმერთო, ის არის! და


ნაზხელებში აღოჩნდა გმირი, მთლადდაავიწყდა განვლილი ჭირი, გაქრა წუხილის და
სევდის ჩრდილიც, გაქრა ტკივილიც ყველა იარის
და ვლადიმირიც საყვარელშვილებს გადაეხვია თვალცრემლიანი.
ჩემოძვირფასო, შენც ხვდები, ალბათ რითდავამთავრებს მე ამ გრძელამბავს:
ვლადიმირს რისხვა გაუქრა წამსვე,
უმართებულოდა უსამართლო.

ჯუჯას შეუნდეს, წუხილითსავსეს, და დაიტოვეს კოშკში სამადლოდ. ხოლოფარლაფმა


ბოლომდე გახსნა თავის ბოროტი სული და სახე
და აპატია რუსლანმა მასაც.

და ამ ბედნიერსურათის მნახველს, კვლავ მოუბრუნდა გული ვლადიმირს და


ძველებურადლაღადდა მხნედა , თავის საყვარელოჯახთან ერთად გადაიხადა დიდი
ნადიმი.

ასე მთავრდება თქმულება ძველი,


მას მერე ბევრი გაფრინდა წლები.

ე პ ი ლოგ ი

ფუჭი დუმილის წიაღში მჯდარი,

ქვეყნის გულგრილი მცხოვრები ერთი, ჩემი დამჯერი და მშვიდი ქნარით


ძველისძველამბებს ვმღეროდი ჩემთვის. და ვივიწყებდი დროსა და ღალატს,
მავიწყდებოდა ჭორიც და შურიც

და სიმღერებში ფეთქავდა წყნარად ბედის სიბრმავითდაჭრილი გული. გამონაგონის


ფრთების წყალობით
მე ქვეყის კიდეს ვცდებოდი უმალ, მაგრამ ხიფთიც მოიჩქაროდა
და გროვდებოდა ჩემს თავზე ჩუმად. ვიღუპებოდი. . . წმინდა მფარველო
ახალგაზრდობის მშფოთავარე წლების, დამაცხრობელოდა საყვარელო
დასნეულებულსულის და ვნების, -

შენ ამარიდე შავი ღრუბლები,

გულში ჩამხედე მშვიდობის სანთლით და დამიბრუნე თავისუფლებაც,


ყმაწვილკაცობის კერპი და ხატი. დღეს შორეული გზები ღელავენ
და ნევის ნაპირს მოშორებული

კავკასიონის ვუცქერმწვერვალებს

და მიპყრობს მათი ბრწყინვა მეფური. სალი კლდეებითდა ხეობებით


დასერილია სივრცე სრულებით

და მეც სავსე ვარმუნჯი გრძნობებით და სურათებითველურბუნების.


და სულიც ისევ სავსეან ფიქრით, რომელსაც უკვე ვერავის შეცვლის. აღტაცებათა მოკლე დღე
მიქრის
და პოეზიის ჩამქრალა ცეცხლი. წავიდა იგი, ლექსების ჟამი,
ჟამი გართობის და სიყვარულის. ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა წამი, - გაქრა და დარჩა სევდა
ფარული.
თუადრე მისი ცეცხლი მებარა

და სხვა ყველაფრის ვიყავ მგმობელი, დღეს სამუდამოდთვალს მიეფარა


ქალღმერთი წყნარი და საგალობლების.
საქართველოს მთებზე

საქართველოს მთებს ღამის ბინდი შემოჰფენია,


ხმაურობს ხევი არაგვის ხმაზე.
ჩემი მოწყენაც იოლია, ის ნათელია -
შენის მშვენებით და შუქით სავსე.

აღსავსე შენით, მხოლოდ შენით, სიჩუმე დადგა


და აღარავინ მიღვიძებს დარდებს,
და ისევ იწვის ჩემი გული და უყვარს, რადგან
არ შეუძლია, რომ არ უყვარდეს.

1829

სიმღერა გრძნეულ ოლეგზე

ახლა ოლეგი ემზადება ლაშქრობისთვის,


რომ გადუხადოს უგნურ ხაზარებს.
მათი სოფლები და ყანები თავდასხმისათვის
უნდა შსწიროს ხმლებს და ხანძრებს.
მჯდარი ტაიჭზე მობრძანდება თავადი ჯარით,
დამშვენებული ცარეგრადის მძიმე აბჯარით.
დაბურულ ტყიდან გამოვიდა მძლე ჯადოსანი;
მომავალ წლების იცის მხილება.
არის აღვსილი შთაგონებით ჭაღაროსანი,
და მხოლოდ პერუნს ემორჩილება.
მან მისნობაში გაატარა თავისი დღენი,
და მის წინაშე შეაჩერა თავადმა ცხენი.

- დიდო მისანო! შენ ღმერთების ქურუმი გქვიან.


სთქვი, რას მიქადის ბედი მფლობელი?
გასახარბლად მტრებისათვის - ადრე თუ გვიან
დამფარავს მიწა დაუნდობელი?
ნუ გეშინია, და მითხარი სიმართლე ნაღდი,
ცხენი საჩუქრად აირჩიე თავისი რახტით.

”ჩვენ ძლევამოსილ მეფეების არ ვართ მონები,


და საჩუქარი მათი არ გვინდა,
სიტყვას ჭეშმარიტს ვლაპარაკობთ ზეშთაგონებით,
და ჩვენთან არის განგება წმინდა,
დაფარულია მომავალი შავბნელი ღრუბლით,
მაგრამ შენს იღბალს მიკარნახებს შენივე შუბლი.
დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა მოურიდები:
მუდამ იმარჯვებ ვით მეომარი,
შენი სახელი შემოსილი არის დიდებით,
ცარგრადის ბჭეზე დაჰკიდე ფარი.
ზღვა და ხმელეთი დაიურვე შენ ბრწყინვალებით,
მტერი გიცქერის სისხლიანი შურის თვალებით.

თავის ტალღებით არ გღალატობს ზღვა კადნიერი,


როცა იმსხვრევა ზეცა მეხებად;
მკვეთრი შურდული და ხანჯალი მუდამ ცბიერი
შენ არასოდეს არ შეგეხება.
შენ, ჯავშნიანი, იარაღებით არ ითანგები,
თითქოს გინახავს უხილავი ძალა განგების.

ვერ შეაჩერებს შენს გაფრენილ მერანს ვერავინ;


თუ დააკავებს შენი ბრძანება,
ვერ შეაჩერებს მას ისარი მკერდგამსერავი,
და ბრძოლის ველზე მიექანება.
მისთვის ერთია ნიავი და ბრძოლის ხმაური,
მაგრამ დაგღუპავს სამუდამოდ ეს ბედაური”.

ოლეგის სახე დაიჩრდილა თითქოს სიბნელით,


რა გამოიყვანს გულს ამ გლოვიდან?
დადუმებული ის დაეყრდნო უნაგირს ხელით -
ცხენიდან დაბლა ის ადმოვიდა.
უკანასკნელად ეთხოვება თავის ამხანაგს,
მისი მერანი ვეღარ ნახავს სამხედრო ბანაკს!

- ჩემო ფეხმარდო მეგობარო, მებრძოლო ცემებრ,


დღეს განშორების დაგვიდგა ჟამი,
შენს ოქროს უზანგს ვერასოდეს ვეღარ ვიგემებ,
ო, დაისვენე ახლა სიამით!
აწ კი მშვიდობით და გახსოვდეს პატრონი შენი,
თქვენ, ჭაბუკებო, წაიყვანეთ ერთგული ცხენი.
იგი ხალიჩით დაამშვენეთ და ბეწვეულით,
ის აბალახეთ მინდვრებსი მარად.
დაბანეთ ხშირად, მიაწოდეთ ქერი რჩეული
და წყაროს წყალი ასვით ანკარა.
სწრაფ ჭაბუკებმა წაიყვანეს ცხენი ვერანი,
და სხვა მიჰგვარეს იმ წუთშივე თავად მერანი.

ნადიმობს რაზმით ფალავანი და მოწინავე,


ხმაურობს ჭიქა ხალისით სავსე.
დილის თოვლივით მათი თმები ახლა ბრწყინავენ
იქ, სახელოვან გორაკის თავზე.
ისინი წარსულს იგონებენ დღეს ათრთოლებით
და ამაყობენ გადახდილი ძველი ბრძოლებით.

”სად არის ჩემი ამხანაგი, ამბობს თავადი,


სად არის ცხენი - ცეცხლის მფრქვეველი?
ხომ არ დადუმდა ფრთაშესხმული მისი ნავარდი -
დიდ სივრცეებზე დაუტეველი?”
ისმის პასუხი: - ერთ მაღლობზე ახლა ის არი,
და მარად ძილით განისვენებს - გაუღვიძარი.

უძლეველ ოლეგს სევდიანი შეიპყრობს გრძნობა,


და იგი ფიქრობს მწველ დანანებით.
”გიჟო ბებერო! არ გამართლდა შენი მისნობა,
გამოწვეული ყალბი ზმანებით.
ცხენი აქამდე იქნებოდა ჩემი თანმხლები”.
და თავად უნდა ინახულოს მეგობრის ძვლები.

აი ოლეგი გამობრძანდა დიდ სასახლიდან,


მასთან იგორი, სტუმართ კრებული.
იქ, სადაც ბორცვი იხედება დნეპრში მაღლიდან,
აწყვია ძვლები გაყვითლებული.
მათ წვიმა რეცხავს და ჩურჩულით ეკვრის ბალახი,
მათ ფარავს ქვიშა და უცქერის ცის იალაღი.
მეგობრის ნაშთებს აკვირდება თავადი ნელა.
მან ცხენის ქალას დაადგა ფეხი.
”შენი პატრონი ჯერ სიკვდილმა ვერ მოინელა,
მაგრამ ახლოა ჩემი ქელეხი.
თავმოკვეთილი არ გაჰყვები შენ შენსა მხედარს,
და ცხელი სისხლით არ გააძღებ შენ ჩემსა ცხედარს”.

”აი, სად არის დამარხული ისარი მკვლელი,


სიკვდილით ძვალი მემუქრებოდა!”
ცხენის თავიდან საზიზღარი საფლავის გველი
ამ დროს სისინით, გრეხით ძვრებოდა
როგორც არშია მოეხვია ფეხებს მდუმარედ,
და დაიკივლა მოშხამულმა თავადმა მწარედ.

დადიან ირგვლივ სასმისები აქაფებული -


გლოვობენ თავადს ქელეხით, ლხინით.
სხედან გორაკზე იგორი და ოლგა კრებულით.
ილხენს ლაშქარი ადრინდელ ჟინით.
ისინი წარსულს იგონებენ დღეს ათრთოლებით,
და ამაყობენ გადახდილი ძველი ბრძოლებით.

1822

სონეტი

ჰე, კრიტიკოსო, ნუ გძულს სონეტი (ინგლ.)


ვ ო რ დ ს ვ ო რ ტ ა.

მრისხანე დანტემ არ უარჰყო სონეტის ჭედა.


ჰეტრარკამ აქვე სიყვარულის დაანთო ალი,
მაკბეტის ოსტატს მისი წყება უყვარდა მეტად,
და კამოენსმა მწუხრებას აქ მისცა ძალი.

იგი ჩვენს დროში პოეტისთვის გამხდარა სვეტად,


ვორდსვორტმაც სონეტს დააკისრა მაღალი ვალი,
ოდეს მდაბიო ცხოვრებიდან გასულმა კენტად,
დიდი ბუნების დაგვისახა ჩვენ იდეალი.

მთების ჩეროში შეხიზნულმა ლიტვის მგოსანმა,


თავის სამშობლოს უკვდავების ხმით შემმოსავმა,
მრავალ ოცნებას შემოავლო სონეტი რკალი.

ჯერ მისი ბგერა არ სმენიათ ჩვენებურ ქალებს,


როცა დელვიგმა გამოჰკვეთა იგი, ვით ხმალი,
და ჰეგზამეტრსაც უხუჭავდა ღვთაებრივ თვალებს.

1830

სოფელი

სალამი შენდა, მხარე ჩემო და უდაბურო,


სავანე შრომის, სიმშვიდის და შთაგონებისა,
სადაც დღეების დენამ უნდა დაისადგუროს
ჩემს მარტვილ ბედთან ჩაკონებითა.
შენი ვარ: დავთმე გარყვნილების სახლი მეფეთა,
ძვირფასი ლხინი, დროს ტარება, გზაც აბურდული
და ვამჯობინე მუხრანის ხმა, სიჩუმე ველთა,
სადაც ვიფიქრებ მარტოობით შემოსუდრული.
შენი ვარ: მიყვარს ჩრდილები ბაღის,
ვყნოსავ ყვავილებს გულმოდგინებით.
მიყვარს მინდორი, მოფენილი სურნელ ზვინებათ,
და წმინდა წყარო, ბუჩქებში რომ მიჰქრის სილაღით.
ყოველ სურათის მოძრაობა მახარებს ცალკე:
ვხედავ ორი ტბის ლაჟვარდოვან, გაფენილ სარკეს,
სად ხშირად მოჩანს მებადურის აფრა ტიალი,
იქ ბორცვებია და ყანები გამოხატული,
შორს სჩანს ქოხები მიმოფანტული,
ცვრიან ნაპირზე ჯოგის ძოვა და ხეტიალი.
ქარის წისქვილებს აკრავს ხორბლით სავსე ფარდული,
სჩანს ყველგან შრომის ორომტრიალი.
ამაოების ბორკიები დავტოვე, მინდა
ჭეშმარიტების ძიებაში სიამე ვნახო,
თავისუფალ სულს მიაჩნია კანონი წმინდად,
ბრბოს არ ვუსმინო, თუნდ ხმამაღლა გოდებით მძრახოს,
ხოლო ვედრება მორცხვი იყოს სულისთვის ახლოს
და არ შემშურდეს, არასდროს ბედი
ყალბი დიდებით შემოსილი ვერაგის, ყბედის.
საუკუნეთა ქადაგებო, თქვენ გეკითხებით!
განმარტოების სიდიდეში
მე უფრო მესმის თქვენი სიტყვები:
ეგ ხმაა მტერი ჩემი სიზანტისა,
ჩემში შრომისთვის ცხელ სურვლს ჰბადებს,
და მოვლინება თქვენი მადლისა
სულის სიღრმეში ნაყოფს ამზადებს. . .
მაგრამ სასტიკი მოფიქრბა ახალ კვალს მაჩენს
მწიფე ყანისა და მაღლობთა შორის,
კაცობრიობის მეგობარი დაღვრემით ამჩნევს,
რომ ყველგან მეფობს ჩამორჩენის, სირცვილის შმორი:
იღვრება ცრემლი, გაისმის კვნესა,
განგებამ ხალხს რომ მიუჩინა და მიაკუთვნა;
მაგრამ გულცივ და უსამართლო ბატონებს დღესაც
არ ესმით ხალხის. . . მებატონემ დაისაკუთრა
შრომა, სახლ-კარი, დრო და ოფლი მიწის მონისა.
სხვის გუთანს მისდევს მათრახებით წინ გაგდებული
ბრბო მონების, რომ ყანა ხნას - გამდიდრებული,
გულდახურული მებატონისა.
მძიმე უღლის ქვეშ მშრომელები სიკვდილს ხვდებიან,
იმედს და სწრაფვას გადაექცა გული საფლავად.
აქ ქალწულები იფურჩნებიან
გარყვნილ ვერაგის ჟინმოსაკლავად.
მოხუც მამების ვაჟიშვილები
სახლის იმედად გამოზრდილები,
სოტვებენ კერას და მიდიან ახალ წვალებად -
სასახლის კართან ჩუმ მონების გასამრავლებლად.
ნეტავ ხმამ შესძლოს გულთ ანთება, აგრიალება . . .
რად არის მკერდში უნაყოფო ალმურის დენა,
რად არ მერგუნა მრისხანებით მეტყველი ენა!. . .
ვიხილავ განა, მეგობრებო, ხალხს დაუჩაგვრელს,
რომ მეფის ნებით აღარ იქნეს მონობა მეტი,
რომ სამშობლოში ბოლოს მაინც სხივებად ჩადგეს
თავისუფალი განათლების ძვირფასი სვეტი.

1819

ტუსაღი

ვზივარ მე შერკინებულ სიბნელის შმორში,


საკანში აღზრდილი არწივი ნორჩი,
ჩემი ამხანაგი ზის ფრთების რხევით
და ლეშით ერთობა სარკმელის ქვევით.

გაძიძგნის საკვებს და უცქერის სარკმელს,


ნამდვილად მიმიხვდა სულიერ სათქმელს;
მიცქერს და ძახილით ირხევა არე
სურს გამაგებინოს: ”გავფრინდეთ ბარემ”.

”ჩვენ ვართ ფრინველები; გავშალოთ ფრთები,


ხომ ხედავ ღრუბლებში გამოჩნდნენ მთები,
გავფრინდეთ ზღვისკენ და ლაჟვარდის ფერთან,
სად მე და ნიავი ვსეირნობდთ ერთად”. . .

ქანდაკება ცარსკოე სელოში

ლარნაკი ხელიდან გავარდნია ქალწულს და ტინზე გასტეხია,


დამჯდარა მოწყენილი ქალწული, ხელთ ჭურჭლის ნატეხი უპყრია.
მაგრამ არ თავდება წყალი - გადმოჰქუხს გატეხილი ჭურჭლიდან.
ზის ტურფა მარადიულ ნაკადულთან, სამარადისოდ მოწყენილი.

ქვის სტუმარი

სცენა I

დ ო ნ ჟ უ ა ნ ი და ლ ე პ ო რ ე ლ ო

დონ ჟუანი
აქ დაველოდოთ შეღამებას. მადრიდის კარებს
მადლობა უფალს მოვაღწიეთ. კიდევ ცოტაც და
ნაცნობ ქუჩებში ძველებურად გავინავარდებ.
პირს მოსასხამით მოვიბურავ, შუბლს თავსაბურავით,
შენ როგორ ფიქრობ? ჩემი ცნობა გაუჭირდებათ.
ლეპორელო
რაღა თქმა უნდა! დონ ჟუანის ცნობა ძნელია,
ათას კაცში ვერ გამოარჩევ.
დონ ჟუანი
შენ ხუმრობ,მაგრამ
ვინ უნდა მიცნოს, შენი აზრით?
ლეპორელო
ვინ? პირველმავე
ღამის გუშაგმა, მემუსიკემ, თუ გინდა, მთვრალმა,
სულაც, ჩვენმა ძმამ - თავგასულმა კაბალიერომ,
მოსასხამის ქვეშ მხარიღლივ რომ ჰკიდია ხმალი.
დონ ჟუანი
რა მენაღვლება, დაე, მიცნონ, ღამეულ გზაზე
ოღონდ ჩვენს პატრონს - თვითონ მეფეს არ შევეფეთო.
თუმცა მადრიდში მე არავის არ მეშინია.
ლეპორელო
კარგად ბრძანეთ! მაგრამ ხვალვე იმის ყურამდე
მიაღწევს ხმა, რომ დონ ჟუანი თავისი ნებით,
დაუკითხავად ჩამოვიდა ქალაქსო, - მაშინ,
მითხარით, რა დღე დაგადგებათ, რას გიზამთ მეფე?
დონ ჟუანი
არაფერს. უკან გამაგზავნის და ეს იქნება.
რა უნდა მიყოს უარესი! თავს არ მომკვეთენ,
ეს ცხადია და ჭეშმარიტი. მე ხომ საქვეყნო
დანაშაული არაფერი ჩამიდენია.
ისევ ჩემდამი სიყვარულის გამო პატრონმა
განმიშორა მე, რომ მოკლულის ნათესაობას
და ოჯახს სისხლი არ აეღო. . .
ლეპორელო
ჰოდა, ის ჯობდა
განრიდებოდით მესისხლეთა შურისძიებას!
დონ ჟუანი
მონავ უბირო, აკი ნახე საკუთარ თვალით,
მოწყენისაგან კინაღამ რომ ამომხდა სული!
მაინც რა მკვდარი ქვეყანაა! ან რა ხალხია?
ცა, - ცა რასა ჰგავს გაკვამლული? ქალები? არ,
ანდალუზიის უკანასკნელ გლეხის გომბიოს -
ჩემო ერთგულო ლეპორელო, შენ ეს იცოდე, -
ყველა იქაურ მზეთუნახავს ვანაცვალებდი.
ჯერ კი მხიბლადნენ მე ისინი. მისაკუთრებდნენ
კანის სითეთრით და ცისფერი თვალების ნაბვით,
და კიდევ კდემამოსილებით, უფრო კი - გეტყვი -
სიახლით, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მალედვე მივხვდი,
რომ ცოდვაც კია მათი ხვევნა, - მკვდართან ხარ თითქოს,
თითქოს ცვილისგან გამოძერწილ თოჯინებს ჰკოცნი.
სხვა სიცოცხლე აქვთ ჩვენს დიაცებს!. . მაგრამ მოიცა,
ეს მიდამო და ჭალა რაღაც მეცნაურება.
ჩვენ აქ ვყოფილვართ. . . გაგახსენო? ზაფხულში, ერთხელ. . .
ლეპორელო
წმინდა ანტონის მონასტერი! ზაფხულში, დიახ,
აქეთ ინებეთ, კარგად მახსოვს, წამობრძანება.
ცხენები აგერ, იმ ჭალაში გვეყენა, ქვევით.
სამსახური მაქვს უბედური, დროს აქ, - მერწმუნეთ,
თქვენ ატარებდით ჩემზე უკეთ.
დონ ჟუანი
(დაფიქრებულია)
ჩემი ინეზე!
როგორ მიყვარდა! აღარაა ამ ქვეყნად უკვე.
ლეპორელო
ინეზა! მახსოვს, შავთვალწარბა. . . დიდად მოგწონდათ,
სამი თვე სდიეთ, გასაქანი აღარ მიეცით
და ბოლოს ეშმას შემწეობით დაიყოლიეთ.
დონ ჟუანი
ივლისში. . . ღამით. რაღაცნაირ მწველ სიტკბოებას
და ნეტარებას მგვრიდა მისი მწუხარე მზერა
და მიწისფერი ტუჩები. - ეს უცნაურია.
არც შენ მიგაჩნდა ის ლამაზად მაინცდამაინც
და მართლაც, მასში ცოტა იყო ამაღლებული
და ჭეშმარიტად მშვენიერი; თვალები მხოლოდ,
შავი თვალების გამოხედვა. . . ასეთი მზერა
მეტად არასდროს შემხვედრია, აღარ მინახავს.
ხმაც საოცარი ჰქონდა, ყრუ და სუსტი, ვით სნეულს, -
ქმარი ჰყოლოდა გარეწარი, გულღვარძლიანი,
გვიან შევიტყო. . . ო, საწყალი, საბრალო ქალი!
ლეპორელო
რას იზამ! მერე სხვა გამოჩნდა. . .
დონ ჟუანი
ვერაფერს ვიტყვი.
ლეპორელო
კარგად ვიყოთ და იმათ კიდევ სხვები მოჰყვება.
დონ ჟუანი
სწორია ეგეც, რა უნდა ვთქვა. . .
ლეპორელო
მადრიდში ახლა
ვის მივადგებით ამ საღამოს?
დონ ჟუანი
ვის და ლაურას!
ახლა პირდაპირ იქ მივდივარ.
ლეპორელო
დიდებულია!
დონ ჟუანი
უეცრად მინდა თავს წავადგე, მაგრამ თუ სტუმრად
ვინმე ჰყავს, - უჯობს გაისტუმროს თუნდა ფანჯრიდან.
ლეპორელო
კარგია! ხედავ, გულს დარდი გადაგვყრია!
მიცვალებულნი გულს დიდიხნით ვერ გვიშფოთებენ.
აქეთ ვინ მოდის? (შემოდის ბერი)
ბერი
ახლა აქეთ მოეშურბა
იგი. თქვენ იქნებ მხლებელნი ხართ დონა ანასი?
ლეპორელო
არა, მამაო, თავადები გახლავართ თავად
და გულის ნებით აქ ვსეირნობთ.
დონ ჟუანი
თქვენ ვისღა ელით?
ბერი
ახლა აქ მოვა დონა ანა, მოსახილველად
თავის მეუღლის აკლდამისა.
დონ ჟუანი
ო, დონა ანა
დე-სოლვა? როგორ! კომანდორის თანამეცხედრე?
რომელიც მოჰკლა. . . ვინ, - არ მახსოვს?
ბერი
ყოვლად გახრწნილმა,
ურცხვმა, უღმრტო დონ ჟუანმა.
ლეპორელო
ნუ დაუჯერებ
თუ გინდ ყურებს! უმყუდროეს მონასტერშიც კი
ისმის სახელი დონ ჟუანის. საკვირველია!
და განდეგილნი უგალობენ ქებათა ქებას.
ბერი
იცნობდით იმ კაცს?
ლეპორელო
რასა ბრძანებთ! არც კი გვინახავს!
სად არის ახლა, ხომ ვერ გეტყვით?
ბერი
გადაასახლეს
შორეულ მხარეს.
ლეპორელო
მადლობა ღმერთს! რაც შორს იქნება,
მით უკეთესი! მემრუშეებს სუყველას ერთად
თავს მოვუყრიდი და მორევში გადვუძახებდი.
რას როშავ, ბრიყვო!
ხმა გაკმინდეთ: ყასიდად ვამბობ. . .
დონ ჟუანი
მაშასადამე, კომანდორი აქ მარხია?
ბერი
დიახ. მეუღლემ აღმართა ქვის ქანდაკება
და ყოველდღე აქ მობრძანდება, რომ მისი სულის
მოსახსენებლად მოილოცოს ადგილი ესე
და დაიტიროს.
დონ ჟუანი
უცნაური ქვირივ ყოფილა!
ლამაზიცაა?
ბერი
სილამაზე დედათა ჩვენთვის,
მონაზონთთვის, ამაო და ფუჭი სიტყვაა:
მაგრამ სიცრუით ვერ შევცოდავ, არავის ძალუძს
მისი მშვნება საოცარი არ აღიარო.
დონ ჟუანი
მიტომაც იყო ეჭვიანი განსვენებული
და დონა ანა ჩაკეტილში მიტომაც ჰყავდა.
აკი ჩვენთაგანს არასოდეს უხილავს იგი.
ორიოდ სიტყვას ვეტყოდი მე. . .
ბერი
ო, დონა ანა
მამაკაცებთან არ საუბრობს. არც არასოდეს
უსაუბრია.
დონ ჟუანი
ხოლო თქვენთან, მამაო?
ბერი
ჩემთან
სულ სხვა საქმეა. მე არა ვარ სოფლის კაცი.
აგერა ისიც.
(შემოდის დონა ანა)
დონა ანა
ო, მამაო, გამიღეთ კარი!
ბერი
ახლავე, შვილო. მე თქვენს მოსვლას ველოდებოდი.
(დონა ანა თან მიჰყვება ბერს)
ლეპორელო
ჰა, როგორია?
ვერაფერი ვერ გავარჩიე
ქვირივ ძაძების და ამ შავი მოსაუბრის ქვეშ,
მხოლოდ პატარა, ბუდეშური ფეხი შევნიშნე.
ეგეცა კმარა, ხვაშიადი რომ ვიცი თქვენი;
დანარჩენს ყოველს წარმოსახვა დაგისურათებთ
გამჭრიახი და მხატვრისაზე უფრო ცხოველი.
ხომ სულერთია თქვენთვის, თხემით დაჰყვებით დაბლა
თუ კოჭებიდან აუყვებით.
დონ ჟუანი
შენ, ლეპორელო,
ყური დამიგდე, - მე ამ ქალის გაცნობა მინდა.
ლეპორელო
რაღა თქმა უნდა, გენდომებათ! ქმარი მოუკლა
და ახლა, რა ქნას, მოენატრა ქვრივის ცრემლები.
შეხედავს მარტო. უსინდისო!
დონ ჟუანი
ამასობაში
შეღამდა კიდეც. ვიდრე მთვარე არ ამოსულა
და მწუხრი ნათელ საღამოდ არ გადაქცევია,
შევიდეთ ქალაქს.
ლეპორელო
ღამეს ელის და მთვარიანში
სიარულს უფრთხის ესპანელი გრანდი! - ო, ღმერთო,
რა ცხოვრება მაქვს. ან როდემდე უნდა ვეწვალო
ამ დამთხვეულის გადამკიდე!. . .

ს ც ე ნ ა II

(ოთახი. ლაურასთნა ვახშამია)

პირველი სტუმარი
თავს გეფიცები, არასოდეს გითამაშნია,
ჩემო ლაურა, - ესოდენი სრულყოფილებით.
რა სწორად გქონდა შენი როლი ამოცნობილი!
მეორე
და მერე როგორ, რა ბრწყინვალედ განავითარე!
მესამე
რა საოცარი ხელოვნებით!
ლაურა
გამომდიოდა
დღეს თითეული მიხრა-მოხრა რაღაცნაირად.
თავდავიწყებით ვეძლეოდი მე შთაგონებას
და სიტყვა ისე მომდიოდა, თითქოს მას შობდა
არა მონური მახსოვრობა, არამედ გული.
პირველი
თვალები ახლაც შთაგონებით გიბრწყინავს, სახე
წითლად გიღუის და არ გტოვებს აღფრთოვანება,
ნუ გააცივებ მას ამაოდ! ლაურა, მოდი,
გვიმღერე რამე.
ლაურა
მომაწოდეთ, აბა გიტარა!
(მღერის)
ყველანი ერთხმად
დიდებულია! ბრწყინალეა! გადასარევი!
პირველი
მადლობას გწირავთ, ჯადოქარო. შენ უცნაური
ხმით გვაჯადოვებ. წუთისოფლის სიამეთაგან
მუსიკა მხოლოდ სიყვარულის წინაშე იხევს,
თუმცა სიყვარულიც მუსიკაა. . . შეხედეთ, თვითონ
შენს პირქუშ სტუმარს, დონ კარლოსსაც შეუძრა გული.
მეორე
რა სიმღერაა! რა გრძნობაა შიგ ჩაქსოვილი!
ლაურა, ლექსი ვის ეკუთვნის?
ლაურა
დონ ჟუანს.
დონ კარლ ოსი
ვისო?
ლაურა
დონ ჟუანს. ლექსი დამიწერა ოდესღაც ჩემმა
თავქარიანმა საყვარელმა, სანდო მოყვარემ.
დონ კარლ ოსი
გარეწარი და ღვთის პირიდან გავარდნილია
ეგ შენი სანდო მეგობარი.
ლაურა
დაჰკარგა ჭკუა?
მსახურთ ვუხმობ და შენს თავს ახლავე ავაკუწვინებ,
თუმცა ქედმაღალი ესპანელი გრანდი ხარ.
დონ კარლ ოსი
უხმე!
პირველი
ჩემო ლაურა, გულისწყრომა დაიცხრე, შენ კი
ნუ ფიცხობ, კარლოს, ჩვენს მასპინძელს არ ახსოვს ალბათ. . .
ლაურა
რა? - რომ დონ ჟუანს პატიოსან ორთაბრძოლაში
მაგის ღვიძი ძმა შემოაკვდა? რატომ თვითონ ეგ
არ წარუმძღვარა!
დონ კარლ ოსი
ვნანობ უკვე ჩემს გულფიცხობას.
ლაურა
აჰა, ხომ ნანობ! უგუნურო! კარგი, შევრიგდეთ,
რაცკი თვითონაც აღიარებ.
დონ კარლ ოსი
ჰო, მომიტევე.
დამნაშავე ვარ. შენ ხომ იცი, ჩემს უნებურად
სისხლი მემღვრევა ამ სახელის გაგონებაზე.
ლაურა
მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ მე წამდაუწუმ
მაინცდამაინც ეგ სახელი მადგება პირზე?
კარგი, შერიგდით და ნიშნად ამ შერიგებისა,
ლაურა, ერთი სიმღერაც თქვი.
ლაურა
დროც არი უკვე -
შუაღამეა. რა გიმღეროთ გამოსათხოვრად?
ჰო, - მაშ, მისმინეთ. (მღერის)
ყველანი
ბრწყინვალეა! დიდებულია!
ლაურა
აბა, ნახვამდის, ბატონებო.
ღამე მშვიდობის.
(გადიან. ლაურა დონ კარლოსს შეაჩერებს)
ლაურა
შენ დარჩი, შმაგო! დღეს როგორღაც მომინადირე
შენი უგონო საქციელით, სიტყვის უკმეხი
შემობრუნებით და კბილებით ღრჭენით, უეცრად,
დონ ჟუანი რომ მომაგონე.
დონ კარლ ოსი
ოჰ, ბედნიერი!
მართლა გიყვარდა? თუ . . .
(ლაურა დასტურის ნიშნად თავს უქნევს)
ძალიან?
ლაურა
ძალიან, - მართლა!
დონ კარლ ოსი
და ახლაც გიყვარს?
ლაურა
ახლა, ამ წუთას? მე სიყვარული
ერთბაშად ორი მამაკაცის არ შემიძლია.
ახლა შენ მსურხარ.
დონ კარლ ოსი
ო, ლაურა, კითხვას აუგად
ნუ ჩამომართმევ, - რა ხნისა ხარ?
ლაურა
თვრამეტის გავხდი.
დონ კარლ ოსი
ახალგაზრდა ხარ. . . ახალგაზრდა იქნები კიდევ
ხუთ-ექვს წელიწადს. შენს ნადიმზე კიდევ ცოტა ხანს
ივლის ეს ხლხი, ხელის გულზე გატარებს გულით,
საჩუქრებს გიძღვნის, მუხლს მოგიყრის, მოგეფერება,
არ მოგასვენებს ღამღამობით სერენადებით
და ისევ შენთვის ერთმანეთთან წაკიდებულნი
გზაჯვარედინზე გაუყრიან ერთმანეთს მახვილს.
მაგრამ მოვა დრო, - შენი ჟამიც მიიწურება.
თვალებში ცეცხლი ჩაგიქრება, ჩაგიღამდება
ღრმა ნაოჭებით უპეები და შენ, - ჭაღარას
და წელსი მოხრილს, - უშნო ბებერს დაგიძახებენ.
რას იტყვი მაშინ, რაღასა იქმ?
ლაურა
განა ამაზე
ღირს თავისტეხა წინდაწინვე? საკითხავია
ასეთი რამე? მოიშორე პირქუში ფიქრი.
მოდი, გავიდეთ აივანზე. . . რა მყუდრო ცაა.
ვერხვის ფოთოლიც კი არ იძვრის და სუნი ასდის
ღამეს დაფნის და ლიმონისა, ცის კამარაზე
დინჯად მიცურავს ვეებერთელა სადაფის მთვარე
და გუშგების დაძახილი ისმის: დარია. . .
ხოლო იქით, შორს, ჩრდილოეთით, მთების გადაღმა
ნისლია ალბათ, ღრუბლებითაა ცა მოგრაგნილი,
უჟმურად წვიმს და უპირქუბო ქარი უბერავს.
თუმცაღა ჩვენ რა გვენაღვლება? მომხედე, კარლოს,
მე ღიმილსა და სულ სხვა სიტყვებს მოველი შენგან. . .
ჰო, - ეგრე.
დონ კარლ ოსი
ჩემო სასურველო!
დონ ჟუანი
ჰაუ, ლაურა!
ლაურა
ვინ არის ნეტა, ვისი ხმაა?
კარი გამიღე!
ლაურა
ო, ღმერთო! ნუთუ. . .
(კარს აღებს. შემოდის დონ ჟუანი)
დონ ჟუანი
გამარჯობა!. . .
ლაურა
შენ ხარ, დონ ჟუან!
(ლაურა მკლავებში უვარდება დონ ჟუანს)
დონ კარლ ოსი
დონ ჟუანიო!. . .
დონ ჟუანი
საყვარელო ჩემო, ლაურა. . . (კოცნის)
ვინ არის შენთან, ჩემო კარგო?
დონ კარლ ოსი
მე ვარ - დონ კარლოს,
შენი მტერი და სულთამხდელი!
დონ ჟუანი
აი, შეხვედრაც
ამასა ჰქვია! ხვალვე მზადა ვარ შენ სამსახურად.
დონ კარლ ოსი
არა, ახლავე მოემზადე!
ლაურა
დონ კარლოს, გეყოთ,
რაა, ქუჩაში ხომ არა ხრთ, ჩემთან ხართ, სახლში,
თუ ჩხუბი გინდათ, გთხოვთ მიბრძანდეთ!
დონ კარლ ოსი
(ყურადღებას არ აქცევს)
მე გელოდები!
დონ ჟუანი
ხმალი თანა გაქვს - იმედია. . .
ხმლის დარდი ნუ გაქვს,
არ დაგაყოვნებ, რაკი ჩქარობ. ჰა!. . . (იბრძვიან)
ლაურა
რასა შვრებით!
(საწოლზე პირქვე ემხობა. დონ კარლოსი ეცემა)
დონ ჟუანი
ადე, ლაურა, მოვუთავე ხელი . . .
ლაურა
რას ამბობ?
მოჰკალი? ღმერთო! მერე სადა? ჩემთან, ოთახში!
რაღა ვქნა ახლა! უტირარო, სატანის წილო!
სად გადავმალო მე ეს გვამი?
დონ ჟუანი
იქნებ ჯერ კიდევ
სულს არ გაჰყრია.
ლაურა
არ გაჰყრია! შეხედე, ლეგო,
შიგ გულში მაინც არ დაგეცა მახვილი, თუმცა
რას ააცდენტი. დაიცალა სისხლისგან უკვე
და აღარ სუნთქავს, - როგორია?
დონ ჟუანი
აკი თვითონვე
ინდომა ეგრე. სხვა არც მქონდა გამოსავალი.
ლაურა
კარგი, იყუჩე თუ ღმერთი გწამს, რას არ ჩადიხარ
და ბრალი მაინც არ გედება . . . დიდი ხანია,
რაც ჩამოხვედი?
დონ ჟუანი
ეს-ეს არი, მაგრამ ფარულად.
ჯერ მეფისაგან ხომ შეწყალება არ მიმიღია.
ლაურა
ჩამოხვედი და იმ წუთასვე მე მომაშურე
სულმოუთქმელად , ხომ ასეა? ვერ დაგიჯერებ!
შენ მიდიოდი შენი გზით და ალბათ უეცრად
თვალი მოჰკარი ჩემს კარიბჭეს.
დონ ჟუანი
არა, ლაურა,
თუ გინდა, ჰკითხე ლეპორელოს! მე ქალაქგარეთ
დავიდე ბინა, იმ უბადრუკ ფუნდუკში და აქ,
მადრიდში შენთვის ჩამოვედი. (კოცნის)
ლაურა
ჭირიმე შენი!. . .
მაცალე, კარგი. . . მკვდარს რა ვუყოთ, რა მოვუხერხოთ?
დონ ჟუანი
მოეშვი მაგას! დილით ადრე, გამთენიისას,
თავის საკუთარ მოსასხამში გახვეულს გარეთ
გზაჯვარედინზე დავდებ სადმე.
ლაურა
მაგრამ იცოდე,
ფრთხილად იყავი, გზად არავის არ შეეჩეხო. . .
მაინც რა დროზე მომაკითხე! წუთით ადრე რომ
მოსულიყავი, - ჩემთნა ვახშმად შენი ნაცნობი
გრანდები ისხდნენ. ის-ის იყო დამემშვიდობენ. .
დონ ჟუანი
დიდი ხანია, რაც ეს კაცი გიყვარს, ლაურა?
ლაურა
ბოდავ თუ. . . ვისზე მეუბნები?
დონ ჟუანი
ერთსაც გკითხავ და
ნუ დამიმალავ: მითხარი, ჩემს აქ არყოფნაში,
სხვებთან რამდენჯერ მიღალატე?
ლაურა
შენ, - უტიფარო?
დონ ჟუანი
გამოტყდი!. . . თუმცა, მერე, - სხვა დროს ვილაპარაკოთ.

ს ც ე ნ ა III

(კონმანდორის ძეგლი)

დონ ჟუანი
საქმე ამეწყო: დონ კარლოსი მე უცბად
რომ შემომაკვდა, მონაზონად შემოპარულმა
აქ შევაფარე თავი, და აქ ყოველდღ ვუჭვრეტ
უმშვენიერესს ჩემს ქვირვს და მგონი მისგანაც
ვარ შენიშნული. დღემდე დიდად ვერიდებოდით
ეთმანეთს, უბრად გვერდს ვუვლიდით, ამ საღამოს კი
დროა ხმა გავცე, რამე ვუთხრა, გავესაუბრო.
რითი დავიწყო? ”სინიორა”. . . ანდა: ”უკეთუ
ნებას მიბოძებთ”. . . უჰ, რას ვამბობ! მოუმზადებლად,
ვით სამიჯნურო სიმღერის და ლექსის მომგონი,
უეცრად თავში რაც მომივა, იმ სიტყვას ვეტყვი. . .
დროც არი უკვე, რომ გამოჩნდეს. უიმისოდ, ვხედავ,
მოწყენილია კომანდორი. რა ბუმბერაზი
ძეგლი დაუდგამს, გეგონება ჰრკულესია, -
რა მხარბეჭი აქვს, რა სიმაღლე! . . . სინამდვილეში
განსვენებული დაბალი და ძაბუნი იყო
და აქვე, ფეხის წვერებზე რომ შემართულიყო,
მარჯვენას თავის საკუთარ ცხვირს ვერ მიუწვდენდა.
ესკურიალთან როცა შევხვდით ორთაბრძოლაში,
მკერდით ჩემს მახვილს წამოეგო და გაინაბა
ნემსზე აგებულ კალიასებრ, - ისე კი იყო
გამბედავი და ქედმაღალი, - და სულიც ჰქონდა
პირქუში, მკაცრი. . . ოჰო, მოდის.
დონ ანა
ისევ აქა ზის!
მე მგონი, ხელი შევუშალე თქვენს ფიქრს, მამაო,
გთხოვთ, მომიტევოთ.
დონ ჟუანი
მოტევებას მე უნდა გთხოვდეთ,
ეგების თვითონ მე ვაბრკოლებ მგოლვიარებით
ავსილი გულის მოოხებას. . .
დონ ანა
არა, მამაო,
უკურნებელი ჩემი ჭირი ჩემსავ მწუხარე
გულში ღვივის და ცათა მიმართ ლოცვები ჩემი
სხვათა წინაშე აღიკმევა, მე გთხოვთ, მამაო,
ამ ჩემს ვედრებას შეუერთოთ თქვენი კურთხევა.
დონ ჟუანი
ჩემი კურთხევა შევუერთო ვედრებას თქვენსას?
ო, დონა ანა, მე ამ ხვედრის ღირსი არა ვარ.
ვით შეურაცხყო მე, ცოდვილმა, ბიწიერი ხმით
თქვენი ლოცვები, უწმინდესი გულით ნათქვამი?
მე მხოლოდ შორით, მოწიწებით და მოკრძალებით
გადევნებთ თვალყურს, როცა უხმოდ თავმოდრეკილი
ფერწასულ და ცივ მარმარილოს მოაბნევთ ხოლმე
მაგ შავ კულულებს, - და მგონია, აკლდამა ეგე
ცით მოვლენილმა ანგელოსმა მოინახულა.
და აღარ ძალუძს შეძრწუნებულ გულს მოიძიოს
კურთხევის სიტყვა. მდუმარე და განცვიფრებული
ვდგავარ და ვფიქრობ: ბედნიერი იგია, ვისაც
მისი ციური ამოსუნთქვა უთბობს აკლდამას
და ვისაც მისი სიყვარულის ცრემლი ეცემა. . .
დონ ანა
რა უცნაური სიტყვებია!
დონ ჟუანი
ო, სინიორა!
დონ ანა
თქვენ გავიწყდებათ. . .
დონ ჟუანი
მავიწყდება, რომ მე უღირსი
განდეგილი ვარ? რომ ჩემი ხმა ამ თაღების ქვეშ
მკრეხელობაა და უცნაურ რასმე ღაღადებს?
დონ ანა
მე ვერ გავიგე, მე მეგონა. . . მე მომეჩვენა. . .
დონ ჟუანი
ო, ვხედავ, ვხედავ! თქვენ ყველაფერს მიმიხვდით, დონა.
დონ ანა
მაინც რას უნდა მივმხვდარიყავ?
დონ ჟუანი
იმას, რომ არ ვარ
მე განდეგილი. . . და თქვენს ფერხთით აწ სიკვდილს ველი.
დონ ანა
ღმერთო! . . ადექით, წამოდექით. . . ვინა ხართ, ბრძანეთ!
დონ ჟუანი
უნუგეშო და უიმედო გულისთქმის მსხვერპლი!
დონ ანა
ო, ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის ამ აკლდამასთნა.
წა, უკუდექით!
დონ ჟუანი
ერთი წუთი, ო, დონა ანა,
მადრევით მხოლოდ ერთი წუთი!
შემოვა ვინე . . .
დონ ანა
ჩაკეტილია ბაღის კარი. სულ ერთი წუთი!
ჰო, კარგი, ბარემ თქვით, რაც გინდათ! რას ითხოვთ?
დონ ჟუანი
სიკვდილს!
ო, მოვკვდე ნეტავ, მე თქვენს ფერხთით ამ წუთას, ახლავე,
და ჩემი ნეშტი უბედური აქვე დამარხონ, -
თქვენთვის ძვირფასი საგოდებლის გვერდით კი არა,
ან აქვე სადმე, - ახლომახლო, - არამედ იქით,
ამ აკლდამისგან მოშორებით, შემოსასვლელთან,
რომ უბედურის საფლავის ქვას ხანდახან მაინც
მსუბუქი ფეხი დააკაროთ ან სამოსელით
მიესალბუნოთ, როცა აქეთ, თქვენი მეუღლის
სულის საოხად, თავდახრილი გამოსწევთ ხოლმე.
დონ ანა
შმაგის, უცნობოს ნაუბარს ჰგავს ეგ სიტყვა!
დონ ჟუანი
იქნებ
მართლა სიშმაგის ნიშანია სიკვდილის ნატვრა?
შმაგი რომ ვიყო და უცნობო, ცოცხლად დარჩენას
მოვინდომებდი. მექნებოდა კიდევ იმედი,
რომ უნაზესი სიყვრულით გულს შეგიძრავდით.
შმაგი რომ ვიყო, ღამეს თეთრად გავათენებდი
თქვენს აივანთან, აგიკლებდით სერენადებით,
ლექსით, სიმღერით, არ მოგცემდით გასაქანს, ყველგან
წამოგყვებოდით აჩრდილივით, შმაგი რომ ვიყო,
გადაგიშლიდით გულს მდუარეს. . .
დონ ანა
თქვენ აგრე დუმხართ?
დონ ჟუანი
შემთხვევამ, მენდეთ, დონა ანა, მხოლოდ შემთხვევამ
ამიყოლია უნებურად, თორემ ნაღვლიან
ჩემს საიდუმლოს ვერასოდეს ვერ გაიგებდით.
დონ ანა
და უკვე დიდი ხანია, რაც გულს ჩაგივარდეთ?
დონ ჟუანი
დიდი ხანია თუ მცირედ, არ ვიცი თვითონ.
ის ვიცი მხოლოდ, რომ იმ დღიდან გავიგე ფასი
წუთისოფელისა, რომ იმ დღიდან ვიგემე კრულმა
თუ რაა ქვეყნად ჭეშმარიტი ბედნიერება.
დონ ანა
გამშორდით, წადით! თქვენ საშიში კაცი ყოფილხართ!
დონ ჟუანი
საშიში? რატომ?
დონ ანა
მე მაშინებს თქვენი სიტყვები.
დონ ჟუანი
მე დავდუმდები, ოღონდ იმ კაცს ნუ განიშორებთ,
ვისაც ამ ქვეყნად მხოლოდ თქვენი ნახვა აცოცხლებს.
მე კადნიერი იმედები არა მაქვს გულში
და ღმერთმა იცის, არც არაფერს მოვითხოვ თქვენგან,
მაგრამ ნახვით კი უნდა გნახოთ, რაკი სიკვდილი
არ მომესაჯა.
დონ ანა
კარგი, წადით, მომეშვით-მეთქი!
ასეთი ქცვა არ შეშვენის ამ მწუხარ ადგილს.
ხვალ მოდით ჩემთან. . .თუკი მომცემთ რაინდულ სიტყვას,
რომ მომეპყრობით ასეთი პატივით, - მოდით. . .
მე თქვენ მიგიღებთ, ოღონდ გვიან, შეღამებულზე.
მას შემდეგ ქმარი რაც დავკარგე, არ გამიცია
ხმა კაცისათვის. . .
დონ ჟუანი
დონა ანა, ანგელოზი ხართ!
და ისემც ღმერთი განუგეშებთ, როგორც ამ წუთას
თქვენ ანუგეშეთ უბედურის ტანჯული გული!
დონ ანა
ახლა კი წადით!
დონ ჟუანი
კიდევ ერთი, სულ ერთი წუთი!
დონ ანა
აჯობებს, თვითონ გაგეცალოთ. . . ვედრების სიტყვაც
არ მომდევს რაღაც, გამაბრუეთ თქვენ საამსოფლო
ენამჭევრობით; უკვე დიდი, დიდი ხანია,
გადაეჩვია ჩემი ყური ამგვარ საუბარს.
აბა, ხვალამდე.
დონ ჟუანი
დაჯერება მიმძიმს ჯერ კიდევ!
ჯერ ნეტარების განცდა სრულად არ შემიზლია. . .
მაშ, ხვალ გიხილავთ! თქვენსავ სახლში, დაუფარავად!
ღმერთო ძლიერო! . . .
დონ ანა
ხვალ საღამოს დაგელოდებით
თქვენი სახელი
დონ ჟუანი
დონ . . . დიეგო, დიეგო, - დიახ.
აბა, ნახვამდის, დონ დიეგო. (მიდის)
დონ ანა
ჰე, ლეპორელო!
(შემოდის ლეპორელო)
ლეპორელო
აქ ვარ, ბატონო, რს მიბრძანებთ?
დონ ჟუანი
ო, ლეპორელო,
ვერ წარმოიდგენ თუ რაოდენ ბედნიერი ვარ!. . .
ხვალო, შენ გესმის? საღამოს, მოგვიანებით. . .
გული ბალღივით მიფანცქალებს!
ლეპორელო
კომანდორის ქვრივს
ემუსაიფეთ? ორიოდე გულის მოსაფხან
სიტყვას გეტყოდად, თავმოდრეკით გაგიღიმებდათ
თუ ის დალოცეთ და. . .
დონ ჟუანი
ოჰ, არა! მან პაემანი, -
გესმის, სულელო, - პაემანი დამინიშნა მე!
ლეპორელო
ო, ქვრივო, ასე სულმოკლენი იქნებით მუდამ!
დონ ჟუანი
დიდად მიხარის და მზადა ვარ მთელი ქვეყანა
გულში ჩავიკრა მეტისმეტი სიხარულისგან.
ლეპორელო
მაგრამ რას იტყვის კომანდორი?
დონ ჟუანი
რისი თქმა გინდა?
იეჭვიანებს, ვითომ?. . . მუდამ ჭკვიანი იყო, -
სიკვდილის შემდეგ ყიფი უფრო დაუცხრებოდა.
ლეპორელო
არა მგონია! ქანდაკებას შეხედეთ, აბა!
დონ ჟუანი
ჰო, რაა?
ლეპორელო
კუშტად დაგცქერით და გიწყრებათ თითქოს. . .
დონ ჟუანი
მიდი ახლავე, ლეპორელო, და ქანდაკებას
სთოხვე მეწვიოს! . . . თუმცა არა. . . მოიპატიჟე
დონა ანასთან, მობრძანდით-თქო, ხვალ საღამოთი.
ლეპორელო
ეგ რაა! სტუმრად ქანდაკება მოვიპატიჟო?
კი მაგრამ რისთვის?
დონ ჟუანი
რა თქმა უნდა, იმისთვის არა,
რომ მთელი ღამე ღვინო ვსვათ და ვიმასლაათოთ.
სთხოვე მოვიდეს ხვალ საღამოს, მოგვიანებით,
დონა ანასთან და კარებთან გვიყარაულოს.
ლეპორელო
ეგ ვერაფერი ხუმრობაა. . .
დონ ჟუანი
გასწი, ახლავე!
ლეპორელო
მაგრამ, ბატონო. . .
დონ ჟუანი
გასწი-მეთქი, რომ გეუნები!
ლეპორელო
დიდად განთქმულო, ღირსეულო. . . რა მემართბა!. . .
ჩემი ბატონი დონ ჟუანი უმორჩილესად
გთხოვთ, ხვალ საღამოს. . . თავსა ვფიცავ, არ შემიძლია!
შიშისგან ლამის სული გამძვრეს!
დონ ჟუანი
მხდალო, ჯაბანო!
ლეპორელო
ჩემი ბატონი დონ ჟუანი გთხოვთ, ხვალ ეწვიოთ
მოგვიანებით დონა ანას, მეუღლეს თქვენსას
და კართად დადგეთ. . .
(ქანდაკება თანხმობის ნიშნად თავს უქნევს)
ო, მიშველეთ!. . .
დონ ჟუანი
რა ამბავია!
ლეპორელო
მიშველეთ, ვკვდები!
დონ ჟუანი
ხმა, - სულელო! რა მოგივიდა?
ლეპორელო
ოჰ, ქანდაკება. . . (თავს აქნევს)
დონ ჟუანი
რა თავს აქნევ?
ლეპორელო
თავს მიკატუნებს. . .
დონ ჟუანი
რას როშავ ნეტა, უკეთურო!
ლეპორელო
თვითონვე ნახეთ.
დონ ჟუანი
მიყურე კარგად! კომანდორო, მე გთხოვ შენს ქვრივთან
მიხვიდე, სადაც ხვალ საღამოს მეც დაგიხვდები, -
და კართან დადგე ყარაულად . მოხვალ თუ არა?
(ქანდაკებ თვს უქნევს)
ო, ღმერთო ჩემო!
ლეპორელო
რა მითხარი?
დონ ჟუანი
წავიდეთ ჩქარა.

ს ც ე ნ ა IV

(დონა ანას ოთახი)

დო ნ ჟ უ ა ნ ი დ ა დ ო ნ ა ა ნ ა !

დ ო ნ ანა
მე თქვენ მიგიღეთ, დონ დიეგო, ოღონდ მაშინებს
ის, რომ ნაღვლიან მუსაიფით საბრალო ქვრივი
დაგაღონებდ და თავს შეგაწყენთ, მე ხომ ნიადაგ
იმ ჩემს უბედურ დღეს მივსტირი და აპრილივით
გაღიმებულსაც ცრემლითა მაქვს თვალები სავსე.
რატომ არაფერს მეუბნებით?
დონ ჟუანი
მდუმარედ ვტკბები
უმშვენიერეს, ულამაზეს დონა ანასთან
სასწაულებრივ მარტოყოფნით. აკი მე გხედავთ
აქ და არა იქ, სვებედნიერ ქვის მეუღლესთან
უხმოდ, უსასოდ მუხლმოდრეკილს.
დონ ანა
ო, დონ დიეგო,
თქვენ ეჭვიანი კაცი ჩანხართ, ჩემი მეუღლე
კუბოშიც რომ არ გასვენებთ.
დონ ჟუანი
ეჭვიანობის
მე რა ნება მაქვს. ის ხომ თქვენი რჩეული იყო.
დონ ანა
სცდებით! დონ ალვარს დედაჩემის ნებით გავყევი,
რაკი სიმდიდრით მოქადული თავადი იყო.
დონ ჟუანი
რა ბედს ეწია! მან ქალღმერთის ფერხთით უღირსი,
ფუჭი საუნჯე მოიღო და სამაგიეროდ
იგემა ცათა ნეტარება. მე უწინარეს
რომ გამეცანით, ჩემს ღირსებას, მთელ ჩემს ქონებას,
რაც მაბადია, ყოველივეს, რა სიხარულით
ვანცვალებდი ლმობით სავსე თქვენს გამოხედვას.
მე ხელის გულზე გატარებდით, მე ვიქნებოდი
მარტოდენ მონა უწმინდესი თქვენი სურვილის.
წარბის ახრა და მე უმალვე გამოვიცნობდი
თქვენს სულ უბრალო ახირებას, რომ ყოფილიყო
ცხოვრება თქვენი სასწაული განუწყვეტელი.
მაგრამ ვაი, რომ ბედისწერა სხვას მიმზადებდა!
დონ ანა
გეყოთ, დიეგო: ყურს რომ გიგდებთ, ცოდვას ჩავდივარ,
მე ნება არ მაქვს შეგიყვაროთ, თავის მეუღლეს
კუბოშიც უნდა უერთგულოს საბრალო ქვრივმა.
ო, რომ იცოდეთ, რა უსაზღვრო გრძნობით ვუყვარდი
მეუღლეს ჩემსას. არასოდეს არ მიიწვევდა
შეყვარებულ ქალს დონ ალვარი, დაქვრივებულიც
რომ ყოფილიყო. სამუდამოდ უერთგულებდა
ცოლქმრულ სარეცელს იგი. . .
დონ ჟუანი
მე გთხოვთ უმორჩილესად,
ო, დონა ანა, გულს ნუ მიკლავთ თქვენი მეუღლის
ესოდენ ხშირი გახსენებით, რაც დავისაჯე
მეკმაროს იგი, თუმცა სასჯელი დავიმსახურე.
დონ ანა
სასჯელი? რითი? უწმინდესი კავშირით აკი
შეუღლებელი არა ხართ და მაშასადამე,
ბრალიც არა გაქვთ არც ღვთისა და არც ჩემს წინაშე.
დონ ჟუანი
ღვთისა არა, მაგრამ. . . თქვენს წინაშე. . .
დონ ანა
ნუთუ რაიმე
ბრალი მიგიძღვით ჩემს წინაშე? მითხარით!
დონ ჟუანი
არა!
ვერ გეტყვით. . .
დონ ანა
მაგრამ, დონ დიეგო, როგორ გავიგო,
თქვენ ჩემს წინაშე ბრალი გაქვთ და არა გსურთ მითხრათ?
დონ ჟუანი
დიახ, ვერ გეტყვით მე. . . ვერაფერის დიდებით!
დიდად
დონ ანა
მაოცებს მე ეგ. . . დონ დიეგო, მე გთხოვთ, მოვითხოვ!
დონ ჟუანი
ოჰ, არა, არა.
დონ ანა
მაშ, ამგვარად მისრულებთ ნებას!
თუ აღარ გახსოვთ, რას ამბობდით აგერ ამ წუთას:
მარტოდენ მონა ვიქნებიო თქვენი სურვიის.
მითხარით, თორემ მე გავწყრები, ნუ აგვიანებთ,
რა დააშავეთ ჩემს წინაშე?
დონ ჟუანი
ვერა, ვერ გეტყვით,
განმირისხდებით, შემიძულებთ.
დონ ანა
არამც და არამც!
მე წინდაწინვე მიგიტყევეთ შეცოდებანი.
მითხარით-მეთქი, ოღონდ ჩქარა. . .
დონ ჟუანი
რად გსურთ, იცოდეთ
თავზარდამცემი საიდუმლო!
დონ ანა
თავზარდამცემი?
ნუღარ მაწვალებთ, დონ დიეგო, გემუდარებით,
ლამის შემშალოს უცნაურმა ცნობისწადილმა, -
რა მოხდა მაინც? შეურაცხი რა ჩაიდინეთ,
თქვით, ჩემდა მიმართ? საქმე თქვენთან მე არ მქონია,
მტრები კი არ მყავს, არც მყოლია, ერთიღა - ჩემი
მეუღლის მკვლელი თუ იქნება.
დონ ჟუანი
(თავისთვის) იხსნება საქმე!
იცნობდით ნეტა, იმ უბედურ დონ ჟუანს?
დონ ანა
არა!
თვალითაც კი არ დამინახავს!
დონ ჟუანი
მისდამი შავი
მტრობა გაქვთ გულში?
დონ ანა
წესისამებრ. . . მე ვალი მაწევს. . .
მაგრამ თქვენ სიტყვას ბანზე მიგდებთ. მითხარით ჩქარა.
დონ ჟუანი
რას იზამთ, უცებ დონ ჟუანს რომ გადაეყაროთ?
დონ ანა
გულში ჩავცემდი არამზადას მახვილს.
დონ ჟუანი
მახვილი!. . .
სად გაქვს მახვილი, დონა ანა? ჰა, ჩემი გული!
დონ ანა
დიეგო! . . .
დონ ჟუანი
არა! თქვენს წინაშე დონ ჟუანია.
დონ ანა
ო, ღმერთო ჩემო, გონზე მოდით, რას მეუბნებით!
დონ ჟუანი
დონ ჟუანი ვარ. . .
დონ ანა
ტყუილია!
დონ ჟუანი
დიახ, მე მოვკალ
შენი მეუღლე! მე მოვკალი და არცა ვნანობ
და გულშიც არ მაქვს სინანული. . .
დონ ანა
რა მესმი, ღმერთო!
დონ ჟუანი
დონ ჟუანი ვარ და მიყვარხართ თავდავიწყებით!
დონ ანა
სად ვარ. . . სადა ვარ? გული მიმდის. . . მიშველეთ. . .
დონ ჟუანი
ღმერთო!
რა გემართებათ, დონა ანა, გამოიფხიზლეთ,
ადექით, თვალი გაახილეთ, ცნობას მოეგეთ,
თქვენს ფერხთითაა მუხლმოყრილი თქვენი დიეგო.
დონ ანა
(მისუსტებული)
მომშორდი, წადი! ჩემი მტერი ყოფილხარ თურმე,
გაგიწირივარ სამუდამოდ. . .
დონ ჟუანი
ო, საყვარელო!
მზად ვარ ახლავე ყველაფერი გამოვისყიდო,
შენივე ფერხთით ველოდები მე განჩინებას,
მიბრძანე ოღონდ და მოვკვდები, არადა შენთვის
დავრჩები ქვეყნად. . .
დონ ანა
დონ ჟუანი ეს არი, აბა!
დონ ჟუანი
არაფერია საშინელი, ხომ მართალია!
ვინ იცის, ჩემზე რა არ გითხრეს. . . რას არ იტყოდნენ:
ბოროტიაო და ულმხეცი, ო, დონა ანა,
იქნებ მთლად ფუჭიც არ გამოდგეს ასეთი სიტყვა, -
სინდისს ნათრევს და უკვე დაღლილს იქნებ სიავეც
ბევრი ამძიმებს, - მე სიმრუშეს, გულარძნილოაბს
დიდხანს ვუდექი უერთგულეს მსახურად, მაგრამ
მას შემდეგ, რაც თქვენ დაგინახეთ, ასე მგონია,
თითქოს მეორედ დავიბადე, მეორედ ვიშევ.
განა თქვენდამი სიყვარულმა არ შემაყვარა
მე სათნოება და პირველად ჩემს სიცოცხლეში
არ დამაჩოქა მის წინაშე მორჩილი გულით?
დონ ანა
ო, ვიცი, ვიცი, გამიგია, ენაწყლიანი
კაცი არისო დონ ჟუანი, დიდი მაცდურიც.
თქვენზე ამბობენ, რომ უღმერთო მექალთანე ხართ
და დიდად მრუში პიროვნება. რამდენი ქალი
გყავთ დაღუპული, თქვით, გამოტყდით!
დონ ჟუანი
მაგრამ არც ერთი
არ მყვარებია არასოდეს!
დონ ანა
და სწორედ ახლა,
პირველად არის დონ ჟუანი შეყვარებული?
და ჩემში ახალ მსხვერპლს არ ეძებს? - ვერ დავიჯერებ!
დონ ჟუანი
მე თვალთმაქცობა რომ მდომებოდა, გეტყოდით განა
ჩემს სახელს, სახელს იმ კაცისას, ვისი მარტოდენ
გახსენებაც კი სულს გიშფოთებთ? ამას ეძახით
თქვენ მაცდურობას, ვერაგობას, ქვებუდანობას?
დონ ანა
მაგრამ ვინ იცის, გულში რა გაქვთ?. . . მოვეშვათ ამას, -
გამაგებინეთ, თუ ღმერთი გწამთ, აქ როგორ გაჩნდით?
არ აგცდებოთად ხო სიკვდილი, ვინმეს რომ ეცნეთ.
დონ ჟუანი
რაა სიკვდილი? პაემანზე თქვენთან შეხვედრის
ერთ ნეტარ წამში უდრტვნინველად დავთმობ სიცოცხლეს.
დონ ანა
მაგრამ აქედან როგორ გახვალ, შეუპოვარო?
დონ ჟუანი
(ხელზე კოცნის)
და თქვენ ბდშავი დონ ჟუანის ბედი გაწუხებთ?
მაშ, ჩემდა მიმართ, დონა ანა, თქვენს ციურ სულში
აღარ ბოგინებს სიძულვილი?
დონ ანა
ოჰ, რომ შემეძლოს
მე გულით თქვენი შეძულება. . . ახლა კი დროა
დაგემშვიდობოთ.
დონ ჟუანი
როდის შევხვდეთ?
დონ ანა
არ ვიცი. ვნახოთ.
დონ ჟუანი
ხვალვე რომ გნახოთ, რა იქნება?
დონ ანა
მაგრამ სად?
დონ ჟუანი
აქვე.
დონ ანა
ხედავთ, როგორი დამყოლი ვარ!
დონ ჟუანი
საწინდრად ერთი
მშვიდობიანი კოცნა. . . ნიშნად პატიებისა.
დონ ანა
ნახვამდის, კარგი!
დონ ჟუანი
საწინდარი? - ცივი, უბრალო. . .
დონ ანა
ო, რა კაცი ხარ, - აბეზარი. აჰა! . . . ნახვამდის.
რა ხმაა? ჩქარა, დაიმალე სადმე, დონ ჟუან!
დონ ჟუანი
ჩემო ძვირფასო მეგობარო, მშვიდობით იყავ.
(გადის და უკან შემორბის)
ოჰ, ოჰ!. . .
დონ ანა
რა იყო? . . .
(შემოდის კომანდორის ძეგლი. დონა ანა ძირს ეცემა)
ძეგლი
მომიწვიე და მეც მოვედი.
დონ ჟუანი
ღმერთო, ეს რაა? . . . დონა ანა!
ძეგლი
თავი ანებე!. . .
აწ ვერ გიშველის ვერაფერი. შენ თრთი, დონ ჟუან!
დონ ჟუანი
მე? სულაც არა. მე გეძახდი და მიხარია
რომ შემისრულე სათხოვარი. . .
ძეგლი
მაშ, მომე ხელი!
დონ ჟუანი
აჰა. . . რა მძიმე მარჯვენა აქვს! ლოდივით ცივი
თითებით მიჭერს. . . ლამის მაჯა გადამიმტვრიოს.
გამშორდი! თავი დამანებე! გამიშვი ხელი!. . .
გამიშვილი-მეთქი! ვიღუპები! ო, დონა ანა!

ყვავილი

ყვავილი მხმარი, სუნმიღებული


წიგნს იდვა სრულად დავიწყებული.
მისმან დანახვამ მყისად აღმივსო
მიმოგონებით გული ვნებული.

ნეტარ ეს მდელო სად ყვავებულა,


დიდხანამც შლილა, როდი მორთულა?
უცხოს თუ მცნობის ვისიმე ხელით,
და რას მიზეზით აქ შთადებულა?

საგონად ტკბილის ერთის შეყრისა,


თუ ნიშნად მწარის მოშორვებისა:
თუ მყუდროთ ველთა და გრილთ ტყეთა შინა,
სახსოვრად მარტოდ რონინებისა?

ნეტა არიან სადმე ცოცხალი


ამის მომწყვეტი კაცი და ქალი?
თუ, გლახ, ისინიც ესრეთვე მჭკნარან.
როგორც ეს მდელო არის მიმქრალი?

1828

ყორანმა ყორანი ნახა

ყორანმა ყორანი ნახა,


ყორანს ყორანმა შესძახა:
ჰე, ყორანო, გვშიან მეტად,
ვინ გამართავს სადილს ნეტა.

ყორანმა ყორანს ხმა გასცა:


ვიცი სუფრას გავშლით საცა,
ხის ქვეშ, მინდვრის პირს რომ არი,
გდია მკვდარი მეომარი

ვინ მოკლა, ან მოკლა რისთვის,


შევარდენმა მისმა იცის,
მისმა ცხენმა, ყორნის ფერმა,
პატარძალმა მშვენიერმა.

შევარდენი დაჯდა ხეზე,


მტერი იჯდა მკვდარის ცხენზე,
პატარძალი ელის რჩეულს
ცოცხალს, არა გულჩანგრეულს.

1828

შემოდგომა

(ნაწყვეტი)

I
უკვე ჩამოდგა ოქტომბერი; ტყემ უკვე მწრედ
ჩამოიბერტყა შერჩენილი ფოთოლი ტანზე,
გზა გაყინულა . . . დატრიალდა სიცივე გარედ,
ჯერ კიდევ ღელე მოჩხრიალებს წისქვილის ფშანზე.
ტბა კი შეკრულა . . . მეზობელი გაჭრილი არედ
ნადირობისთვის გამზადებული დამდგარი გზაზე,
აოხრებს ყანებს ნადირობის გიჟი ამბავი
და ტყეს აღვიძებს ძაღლის ყეფა აულაგმავი.

II

ეს ჩუმი დროა: გაზაფხულის არ მიყვარს წესი,


მომწყინდა სითბო. . . გაზაფხულზე მე ვხდები ავად,
იმღვრება სისხლი. . . გრძნობა-გონი მწუხარედ კვნესის,
ავი ზამთარი მირჩევნია მე თავისთავად.
კარგია თოვლი დაპენტილი . . . მთვარის ალერსი,
რჩეულთან ერთად ჩქარ მარხილით საქროლად წავალთ.
მას ტკბილად ათბობს მოსასხამი ბრწყინვალე ბეწვის,
მეხება ხელით, ცხელი ვნებით სხეული ეწვის.

III

ზამთარში ჩექმას ამოაკრავ გალესილ რკინას


და გაიჯერებ გულს გაყინულ სარკეზე ქროლვით,
დღესასწაულიც მოულოდნელ განგაშით ბრწყინავს,
მაგრამ კმარა კი; - ექვსი თვეა თოვლი და თოვლი.
ასე ყოფაში თავის უკვე მოსაწყენ ბინას
დატოვებს დათვიც. . . დასრულდება ცხოვრება გლოვით,
თუ არ დაეხსენ მარხილს ლამაზ ქალების წერეში,
ან თუ ბუხართან იჯექ მუდამ მოხრილი წელში.
IV

ლალის ზაფხულო! იქნებოდა ყოველმხრივ კარგი,


მაგრამ ვერ ვიტანთ ხვატს, მტვერს, კოღო-ბუზების კბენას,
გვაწამებს დიდად. . . იჩლუნგება ყოველი დარგი.
ვით მინდორს წვიმა, ენატრება წყალი მშრალ ენას,
მხოლოდ მას ვფიქრობ, სად მოვნახო სიგრილის მარგი,
მცხოვან ზამთარსაც მოვიგონებთ მოგვეცა ლხენა,
ის გავაცილეთ ცხელ ბლინებით, მჩქეფარე ღვინით
და ახლა აღაპს ბებრუხანას ვუხდით ნაყინვით.

ბევრს ეჯავრება შემოდგოის დღეების დათვლა,


მაგრამ, მკითველო, ჩემთვის იგი მშვენიერია,
ჩუმ სილამაზით შემოსილი ელვარებს ნათლად,
ხშირად ოჯახში ბავშვს დევნიან, თითქოს გერია,
მე კი ასეთი ბავშვი მიყვარს. - და ასე მართლა
წლის ყველა დროში Dშემოდგომა გულში წერია.
არის კეთილი - სიმაყე არა სჩვევია,
ჯიუტი ფიქრით მე მხოლოდ ის ამირჩევია.

VI

როგორ აგიხსნათ. იგი მომწონს ისევე სწორედ,


როგორც თქვენ ალბათ ჭლექიანი ვინმე ასული
ხანდახან მოგწონთ . . . ამართულა საფლავის ყორე -
თავის ბედს ელის სასიკვდილოდ შემოგარსული,
ოდნავ ღიმილი სახეს ისევ თუ შეასწორებს
და ვერ მიმხვდარა, რომ სამარე ელის ავსული,
სახეზე ვარდი სათამაშოდ შემოპარვია, -
მაგრამ დღეს ცოხცლობს და დილაზედ უკვე მკვდარია

VII

ნაღვლიანო დრო შემოდგომის, თავალთა მშვენება,


მე მომწონს შენი სილამაზე ყოველთვის ნაზი,
მიყვარს ბუნების ჭკნობა, ნელი გადაშენება,
მეწამულ ოქროსფრად მორთული ტყეების რამზი.
ტყის გრილი სუნთქვა, შემდეგ ქარის აღმოცენება,
მღელვარე ბურით დაფარული ცის ბნელი თასი;
ძუნწად მზის სხივის გამოჩენა, პირველი ყინვა,
დაშორებული თეთრი ზამთრის მუქარით გმინვა.

VIII

შემოდგომაზე აყვავდება კვლავ ჩემი გული;


მარგებელია ჩემთვის რუსული ყინვების ჰავა,
შეჩვეულ ყოფას ვუბრუნუდები ძველ სიყვარულით,
დამხევის, ძილის ვადა მოდის და ისევ წავა;
სხეულში სისხლი სიხალისით გადაღვარული
აღვიძებს სურვილს. . . სიჭაბუკე იღვიძებს მწვავედ,
გამოცოცხლება თვისებაა ხომ ორგანიზმის
(ბოდიში თქვენთან, პროზაულად ეს სიტყვა ისმის).

IX

ცხენს შემომგვრიან: საჯირითოს ვერ სწყდება თვალი,


ფაფარაყრილი მიმაქროლებს მინდობილ მხედარს,
ყინულზე თქრიალს გააჩაღებს ფოლადის ნალი,
ყინული სკდება, ბედაურის ვერ უძლებს ხედნას. . .
დღე დაიჭურა. მივიწყებულ ბუხარში ალი
ხან აინთება, ხან ჩაქრება - მუგუზალს ვხედავ,
და შემდეგ ბავშვურ გატაცებით ვკითხულობ რამეს,
ანდა ფიქრების გრძელ ქარავანს მივანდობ ღამეს.

და მავიწყდება ეს ქვეყანა. . . ტკბილ სიჩუმეში


ნეტარი აზრით განათდება ჩემი გონება,
გამოიღვიძებს პოეზია, ჩემი ნუგეში,
გულს ლირიული მღელვარება ეპატრონება:
დაფათურდება, აჟღერდება გულის უბეში
და დაიცლება თავისუფლად დიდ შთაგონებად,
გაჩნდება ამ დროს უხილავი სტუმრების ჯარი,
ჩემი ოცნების ასპარეზის კარებთან მდგარი.

XI

მაშინ გონება მღელვარებას განიცდის მაღალს,


მარდი რითმების შესამკობლად ფიქრებს ელიან,
პოეტის ხელი ელტვის კალამს, კალამი ქაღალდს,
წუთი და ლექსთა შეჩერება უკვე ძნელია.
ასეა, როცა სთვლემს ხომალდი ჩუმ ზღვაში ლაღად,
მაგრამ უეცრად მატროსები ამინდს შველიან,
დახსნეს თოკები - დაიწყებენ აფრები ჟღერას,
დაიძრა გემი, მქუხარ ტალღებს ზედიზედ სერავს.

1833

ჩაადაევს

იმედის, ტრფობის, ამაყ სახელის


დიდხანს გვართობდა თურმე თილისმა
გაქრა ბავშვობა დაუძრახველი,
ვით კვამლი, როგორც ნისლი დილისა.
მაგრამ სურვილი სდუმს ჩვენში ისევ,
თუმცა მოგვღუნა ბედკრულმა ძალამ,
და მოუთმენელ სულითაც ვისმენთ,
ჩვენმა სამშლობლომ რაც დაგვავალა.
ველით, ლოდინით გაფითრებული
ხსნის უწმინდესი ცეცხლის მოდებას,
ვით ახალგაზრდა შეყვარებული
ნეტარ პაემანს მოელოდება.
და სანამ შვების სინათლით ვიწვით
და სინდისს გული ცოცხლად ინახავს,
ჩვენ ჩვენს სამშობლოს შევწირავთ ვიცით
ძვირფასს და წმინდა სულიერ ზრახვას.
შენც, ამხანგაგო! გჯეროდეს მოვა
სხივდანთებული ბედნიერება,
რუსეთს დასტოვებს ძილი და გლოვა,
თვითმპყრობელობის ნამსხვრევთა გროვას
ჩვენი სახელი დაეწერება.

ციკლოპი

მე თქვენ შეგყურებთ
იმ ერთი თვალით,
რაიც მრგებია განგების ძალით -
სამდურავს მაინც ვერ ვეტყვი არსს. . .
რომ ყოფილიყო
მოწყალე ღმერთი
და ასი თვალი
მოეძღვნა ჩემთვის,
თქვენ მოგაპყრობდით
ასივე თვალს!
1830

ციმბირში დეკაბრისტებს

ბნელი ციმბირის წიაღში ბუდობს


უდრეკი თმენა შხამით ნალესი,
ნურც თქვენი შრომა, ნუ გაიმრუდოს,
ნურც მისწრაფება უმხურვალესი.

უბედურების ერთგული ტოლი -


იმედი გახსნის თქვენს ცივ მაღაროს,
რომ სიხრული, ვით ზეცის ბროლი, '
თქვენს ამაყ თავებს გადმოაყაროს.

გეწვევათ ძმობა, მას თავის დღეში


ვერ შეაჩერებს ციხის ურდული,
ისე, ვით თქვენი კატორღის ხვრელში,
ჩემი ხმა მოდის როგორც შურდული.

ბორკილის მტვრევა ჩვენ მოგვიხდება,


დაირღვევიან ციხის კარები,
თავისუფლება წინ დაგიხვდებათ
და ძმები მახვილს ჩაგაბარებენ!

1827

ძეგლი

Exegri monumentum!
ჰორაციუსი
ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი, მარად უკვდავი,
მას მიაწყდება ხალხის დენა ახალ-ახალი.
მიემართება ზეცისაკენ უდრეკი თავით,
ალექსანდრიის სვეტზე მაღალი.

არა, მთლიანად არ მოვკვდები, ჩანს ჩემი სული


შერჩეს, აცილდეს გახრწინლების დაღის დაჩენა:
მე მადიდებენ, სანამ ქვეყნად, როგორც სულდგმული,
ერთი პოეტი მაინც დარჩება.

ჩემის სახელით აივსება დიდი რუსეთი,


ყოველი ერთი შემინახავს დამახსოვრებით,
სლავთა მემკვიდრე და ფინელი, და ტუნგუსელი,
ყალმუხი, ტრამალ ველთა მცხოვრები.

მოყვარულ ხალხში არ მოკვდება ჩემი სუფევა,


რადგან სიკეთეს უგალობდა ჩემი ჩანგური,
რადგან ვადიდე ჩვენს სასტიკ დროს თავისუფლება
და შევივრდომე ყველა ჩაგრული.

დაემორჩილე, ჩემო მუზავ, მაღალ განგებას,


ნუ შიშობ წყენას, ნურც მოელი გვირგვინს ანთებით,
გულცივად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას
და რეგვენ კაცს ნუ ეკამათები.
1836

ძუნწი რაინდი

სცენა I

ციხე-დარბაზი

ალბერი და მსახური

ალბერი
ასპარეზობას, ქვეყანა რომ დაიქცეს, მაინც
ვერ დავაკლდები, აბა, ერთი მაჩვენე კიდევ
ეგ მუზარადი. . . (მსახურს მოაქვს მუზარადი)
რა დარტყმაა! გახვრეტილია
ერთი მოქნევით, არა, მაგის თავზე დახურვა
აღარ იქნება, გრაფო დელორჟ, წყეულიმც იყავ!
მსახური
მაგრამ თქვენც კარგად გადაუხადეთ, უზანგებიდან
რომ გააფრინეთ და მიწა რომ მოალოკინეთ.
მკვდარივით იწავ მთლი ღამე და საეჭვოა
გამომჯობინდეს.
ალბერი
მაგრამ თორი ხომ მთლი შერჩა,
არ იზარალა სამკერდული ვენეციური,
მკერდი კი იმას, საკუთარი, არაფრად უღირს,
არ დასჭირდება ახლის ყიდვა. რატომ იქავე
თავს არ ავხადე მუზარადი. მაგრამ ჰერცოგის,
სეფექალების მომერიდა, რაღას ვიზამდი.
ნეტავი თავი გეეხვრიტა ჩემთვის იმ წყეულს!
ჯუბაც არა მაქს, მჭირდება კი. უკანასკნელად
იქ რომ ვიყავი სადარბაზოდ, რაინდებს - ყველას
ოქსინო ეცვათ და ხავერდი, ჰერცოგის სუფრას
მარტო მე ვუჯექ თორაბჯარში. სხვა რა გზა მქონდა:
შემთხვევით მოვხვდი კარზე-მეთქი, მოვიმიზეზე.
რით გავიმართლო ახლა თავი, ო, სიღარიბევ.
როგორ ამცირებს შენი სუსხი რაინდის ყოფას!
როცა კისკასად ჩამიქროლა გვერდით დელორჟმა
და მუზარადი გადმომიგდო მძიმე ჰოროლით,
მე დეზი ვკარი ჩემს ამირას, ქარაშოტივით
ვეძგერე გრაფს და პირშიშველა მორკენალივით
ძირს დავანარცხე. რა უეცრად წამოშალნენ
ადგილებიდან სეფექალნი! თვითონ კლოტიდამ
თვალებზე ხელი აიფარა და უნებურად
შეჰკივლა. ხოლო ჰეროლდები მიქებდნენ დარტყმას.
რაინდთა შორის ჩემს უცნაურ ძალმოჭარბებას
და გულფიცხობას მაშინ ვერვინ მიუხვდა მიზეზს.
გაშმაგებული ვიყავ ჩემი მუზარადისთვის:
რა იყო ძირი გამირობისა, როგორ გგონია?
სიძუნწე, დიახ! მამაჩემის ციხე-დარბაზში
ძნელი არაა ზნე და ფერი იცვალოს კაცმა. . .
ამირას ფეხი როგორა აქვს?
მსახური
კოჭლობს საწყალი.
ჯერხნობით მასზე ვერ შეჯდებით.
ალბერი
ისევ ქურანა
უნდა ვიყიდო, სხვა არა მაქვს გამოსავალი.
ბევრსაც არ მთხოვენ.
მსახური
მაგრამ ფული, ფული სად არი?!
ალბერი
ის უმაქნისი სოლომონი რას ამბობს ნეტა?
მსახური
იმას ამბობს, რომ ამას აქეთ არ შეუძლია
გვასესხოს ფული, თუ გირაოს არ ჩავაბარებთ.
ალბერი
მაგრამ, რჯულძაღლო, ეს გირაო სად ვიშოვნო-თქო?
მსახური
მეც ეს ვუთხარი.
ალბერი
მერე?
მსახური
კუთავს და იგრიხება.
ალბერი
კი მაგრამ გეთქვა, სხვათა შორის, რომ მამაჩემი
ურიასავით მდიდარია, ადრე თუ გვიან
მე რომ დამრჩება მამაჩემის საბადებელი.
მსახური
ვუთხარი.
ალბერი
მერე?
მსახური
კუთავს ისევ და იგრიხება.
ალბერი
ო, რა დღეში ვარ!
მსახური
ასე მითხრა, გამოვივლიო.
მადლობა უფალს! უსასყიდლოდ ვერც გადმირჩება.
(კარზე აკაკუნებენ)
ვინ არის, - შემო!
ურია
მე ვარ, თქვენი მონა-მორჩილი.
ალბერი
ა-ა, სოლომონ!. . . აქეთ მოდი! . . . წყეულო ჩარჩო,
ურიავ სინდისგარეცხილო, ნისიას უკვე
აღარ მენდობი?
ურია
მოწყალეო თავადიშვილო,
თქვენი მაღალი ნუ გამიწყრება, გამატიალა
მე რაინდების სამსახურმა, სადა მაქვს ფული?
არავი მიხდის ვალს, მე თვითონ სათხოვარად მოველ,
ვინძლო ნაწილი დამიბრუნოთ, ვინძლო. . .
ალბერი
ყაჩაღო!
ფული რომ მქონდეს, როგორ ფიქრობ, გაგიყადრებდი
თავს, უკუღმართო! ნუღა ოჩნობ, სოლომონ ჩემო,
დამყევი ნებას, სანამ შენ თავს გავაჩხრეკინებ.
სულ რაღაც ასი ოქრო მინდა.
ურია
ასიო? ღმერთო!
ერთი მარჩილიც რომ გამაჩნდეს!. . .
ალბერი
ნუთუ სინდისი
გადაიწურეს სულ მთლად, შენი მეგობრის დახსნა
რომ აღარ გინდა?
ურია
თავსა ვფიცავ. . .
ალბერი
ჰო, კარგი, მორჩი.
გირაო გინდა, - ხომ ასეა? მაგრამ იფიქრე,
რა უნდა მოგცე გირაოში, თქვი, ღორის ტყავი?
მოსაცემი რომ რამე მქონდეს, დიდი ხანია
გზას ვუჩვენებდი. ანდა იქნებ რაინდის სიტყვას,
შე მართლა ღორო, აღარაფერად არ აგდებ?
ურია
სანამ
ცოცხალსა გხედავთ, დიახაც რომ ოქროდა ფასობს
ეგ თქვენი სიტყვა, ფლამანდიის ყველა საგანძურს
და ოქროებით გამოტენილ ზანდუკებს იგი
თილისმასავით გახსნის მუდამ, მაგრამ თუკი მას
მე ჩამაბარებთ, გაკოტრებულ, საწყალ ებრაელს,
ამ დროს კი (ღმერთმა დაგიფროთ) მოკვდებით, მაშინ
უძირო ზღვაში გადაგდებულ ზარდახშის კლიტეს
დაემსგავსება იგი. . .
ალბერი
ნუთუ მე მამაჩემზე
ადრე მოვკვდები?
ურია
ვინ რა იცის? ულმობელია
განგების ხელი! აგერ გუშინ ვარსკვლავს რომ წყვეტდა,
იმ ჭაბუკს ოთხი ბერიკაცი წელში მოხრილი
დღეს საფლავისკენ მიასვენებს. ღმერთმა ინებოს,
ბარონმა კიდევ ოცი წელი და ოცდაათიც
რომ იდღეგრძელოს.
ალბერი
თავს ნუ იგდებ, რა - ოცდაათი!
ოცდაათი წლის შემდეგ მე ხომ ორმოცდაათი
მომიკაკუნებს და მაშინ ფულს რა თავში ვიხლი?
ურია
ფულსო? ო, ფული საჭიროა ყველა ასაკში,
მაგრამ ჭაბუკი მას იყენებს ფეხმარდ მსახურად
და უმოწყალოდ აქეთ-იქით დაარბენინებს.
ბერიკაცი კი მასში ერთგულ მეგობარს ხედავს
და უფრთხილდება ამიტომაც თვალისჩინივით.
ალბერი
არა! მამაჩემს არც მეგობრად და არც მსახურად
არ მიაჩნია იგი, მისთვის კერპია ფული.
ემსახურება მას თვითონვე, და მერე როგორ?
როგორც უხამსი მონა, როგორც ჯაჭვზე დაბმული
ნაგაზი. აკი ზამთარ-ზაფხულ თავის ხუხულას
არა შორდება. ხმელ პურზე და წყალზე გადადის.
თვალს არა ხუჭავს მთელი ღამე. ყეფს და წრიალებს.
ზანდუკებში კი უდრტვინველად სძინავთ ოქროებს . . .
ხმა-მეთქი! ჩემი დღეც დადგება და იმ ოქროებს
დაავიწყდებათ მშვიდი ძილი.
ურია
ჭეშმარიტს ბრძანებთ!. . .
ბარონის სიკვდილს ცრემლზე მეტად ფული იტირებს. . .
ღმერთმა ქნას, მალე ჩაიბაროთ მემკვიდრეობა.
ალბერი
Amen!
ურია
ან იქნებ. . .
ალბერი
რაო, იქნებ?
ურია
არი სხვაგვარი
გამოსავალიც. . .
ალბერი
ჰო, როგორი, აბა!
ურია
ისეთი. . .
ერთი ნაცნობი ებრაელი ბებერი ვიცი,
აფთიაქარი. . .
ალბერი
მევახშეა შენსავით გლისპი
და უკეთური, თუ ცოტათი პატიოსანი?
ურია
არა, ტობიას დახლი უდგას სულ სხვანაირი -
წვეთებს აზავეს. . . გაგაოცებთ მათი ძალუმი
ზემოქმედება.
ალბერი
კი მაგრამ, მე რაში მარგია?
ურია
სამიოდე წვეთს გააზავებთ ერთ ჭიქა წყალში. . .
არც გემოს მისცემს და არც ფერი არ დააჩნდება.
კაცი კი ამ დროს მუცლის გვრემის, პირის საქმების,
კრუნჩხვის გარშე სულს ეყრება.
შენი ბებერი
ალბერი
აფთიაქარი, როგორცა ჩანს, საწამლავს ყიდის.
ურია
ჰო, საწამლავსაც. . .
ალბერი
მერე რაო, რას ამბობ მაბით.
ფულის მაგივრად საწამლავის ორასი შუშა
გინდა მომართვა, თითო ოქროდ? ამას მპირდები?
ურია
დამცინით ალბათ, გაიხარეთ! . . . მე . . . მე ვფიქრობდი. . .
იქნება თქვენ გსურდათ. . . მე მგონია, დრო არის უკვე
ბარონმა სული მიაბაროს მამაზეციურს.
როგორ! მოვწამლო საკუთარი მამა? შე წუწკო,
ალბერი
როგორ მიბედავ! . . . ო, ასპიტო, პირგესლიანო! (მსახურს)
შეჰკარ ახლავე, არ გაუშვა! იცი თუ არა,
რომ ამ წუთსავე ჩამოგკიდებ ჩემს კარიბჭეზე
და ვერაფერი ვერ გიშველის?
ურია
ო, მაპატიეთ,
დამნაშავე ვარ. . . მე გეხუმრთ. . .
ალბერი
შეჰკარი-მეთქი!
ურია
ო, მე. . . გეხუმრეთ, მე ფული მაქვს წამოღებული. . .
ალბერი
თავიდან მომწყდი, უკეთურო!
(სოლომონი გადის. მიმართავს მსახურს)
აი, სადამდე
მივყავარ ჩემივ საკუთარი მამის სიძუნწეს.
ხედავ, ურიამ, მაგ ურჯულომ, რა გამიბედა?
ღვინო დამისხი ერთი ჭიქა! სიბრაზისაგან
ვკანკალებ სულ მთლად. . . მაგრამ ფული, რომ მაინც მინდა!
წადი იმ წყეულს დაეწიე და რაც ოქრო აქვს
წაართვი ბარემ. . . მომიტანე საწერ-კალამიც,
რომ ხელწერილი დავუწერო. ნუ შემოიყვან
ოღონდ ოთახში, მაგ იუდას ნუ დამანახვებ!
თუმცა მოიცა, მისი ოქროებს მისივ წინაპრის
ვერცხლივით ალბათ საწამლავის სუნი აუვა. . .
ღვინო დამისხი, რა გითხარი!
მსახური
რომ აღარა გვაქვს!
ალბერი
ის რაღა იქნა, რემონმა რომ გამომიგზავნა
ესპანეთიდან?
მსახური
ის გუშინღამ - უკანსკნელი
ბოთლი - ავადმყოფ მჭედელს მივე.
ალბერი
ჰო, მახსოვს, კარგი. . .
მაშ, წყალი მომე. რა ვუთხარი ასეთ ცხოვრებას~
არა, გადაწყდა, სამართალი უნდა ვეძიო
ჰერცოგთან. მივალ, აიძულოს იქნებ ბარონი
მომეპყროს ისე, ვით შეჰფერის ძეს მხოლოდშობილს
და არა ვირთხას ჯურღმულისას.

ს ც ე ნ ა II

საგანძურში

ბარონი
ვით ქარაფშუტა ახალგაზრდა ელის პაემანს
მემრუშე ქალთან, ან ცრუ სიტყვით დაბმულ დიაცთან,
და შული მისდის, ეგრეც მეც სულმოუთმენლად
ამ წუთს ველოდი მთელი კვირა, სანამ იდუმალ
ჩემს საგანძურში ამ ზანდუკებს არ მოვაკითხე.
სვიანი დღ მაქვს! დღეს ჩემს ზანდუკს რიგით მეექვსეს
(ზანდუკს ჯერ ნაკლულს) ერთი მუჭა ოქრო შევმატე.
ცოტაა იქნებ? მაგრამ თქმულა: თითო წვეთობით
აივსებოდა ზღვის უფსკრული. წაკითხული მაქვს:
ხელმწიფეს ერთხელ თავის სპისთვის უბრძანებია
წაეღოთ მიწა თითო მუჭა და დაეყარათ
დანიშნულ ადგილს, სადაც მიწა ჯერ აიბორცვა,
მერე კი იქცა ქედამართულ გორაკად და ის
ხელმწიფე თურმე იმ ქედიდან გადასცქეროდა
თეთრი კარვებით გადაპენტილ მინდოს და ზღვასაც,
ზედ მოსრიალე გემებით და ხომალდებითურთ.
მეც ყოველ კვირა თითო მუჭა ხარკის მოტანით
აქ, საგანძურში ავამაღლე თანდათანობით
ჩემი გორაკი და მაღლიდან დავსცქერი ახლა
ყველაფერს, რაც ჩემს ხელმწიფებას ემორჩილება.
რაღა არ არის ჩემს ხელქვეით? მე შემიძლია,
გამრიგე ვიყო წუთისოფლის ამიერიდან!!
მოვისურებ და პალატები აღიმართბა,
უმშვენიერეს ბაღნარებში ჩემს დაძახილზე
უცბად მოირბენს ულამაზეს ნიმფების გუნდი.
მუზები ჩემს წინ მოიღბენ თავიანთ ალაფს,
თვით ქედუხრელი გენიაც კი დამემონება
და სათნოება, და გარჯილი, უძილო შრომაც
ისევ ჩემს ჯილდოს და საჩუქარს დაელოდება.
დავუსტვენ მხოლოდ და მრჩილი ზმუილით ჩემკენ
სისხლით მოთხვრილი ბოროტება მოიზლაზნება,
მოვა და ხელებს დამილოშნის, თვალებში მუნჯად
მომაშტერდება, რომ გაიგოს ჩემი გულისთქმა.
ჩემს მეუფებას მონებს ყველა, გულითუძრავი,
მარტო მე არვის ვემონები ამ საწუთროში,
ყველაზე მაღლა მაქვს საუფლო, ყველაფრის ზევით!
ვიცი, რა ძალით ვარ მორჭმული და მაშოშმინებს
მარტოოდენ ამის გაფიქრებაც. . .
(დასცქერის თავის ოქროებს)
ცოტაა თითქოს,
მაგრამ განა არ აიწონის მათ სიმძიმე
კაცთა ზრუნვას და სიდუხჭირეს, ჭირსა და ვარამს,
წყევლას, ვედრებას, უბედობას, მუხანათობას?
აქ არის სადღაც ძველებური დრაჰკანი. . . აგერ!
ქვრივმა გადმომცა ეს დრაჰკანი, მაგრამ მანამდე
ჭიშკართან, ჩემი ფანჯრების წინ, სამი ბალღითურთ
მუხლებზე იდგა და მთლი დღე ღმუოდა. წვიმამ
ამასობაში გადაიღო, გაწვიმდა ისევ,
ის კი, თვალთმაქცი, არ იძვროდა. შემეძლო მისი
გაგდება, მაგრამ წინდაწინვე მიგრძნობდა გული,
რომ მოტანილი ექნებოდა თავის ქმრის ვალი
და ხვალ ციხეში წაბრძანებას არ ისურვებდა.
ხოლო ეს? ეს მე მომიტანა უქნარა ტიბომ,
ნეტა საიდან გამოჩხრიკა ჩიტირეკიამ?
მოიპარავდა უსათუოდ! თუმცა, ვინ იცის?
იქნება სადმე შარაგზაზე, ღამით, ჭალაში. . .
ასეა! რაც აქ საუნჯეა გადანახული,
მისთვის დაღვრილი ყველა ცრემლი, სისხლი და ოფლი,
ერთბაშად მიწის გულიდან რომ ამომსკდარიყო,
წარღვნიდა სისხლის ნიაღვარი ქვეყანას და მეც
ჩემს ზანდუკებთნ დამახრჩობდა. . . ახლა კი დროა.
(ზანდუკის გაღებას აპირებს)

ყოველთვის, როცა დავუპირებ ზანდუკს გაღებას,


ცხრო მომივლის და უცნაური თრთოლა ამიტანს,
კი არა ვშიშობ (მეშინოდეს ვისმე? რატომ?
მახვილი მახლავს და მტერს პასუხს იგი მიაგებს
საკადრისს), მაგრამ მეწურება როგორღაც გული
ამოუხსნელი წინათგრძნობით. . . არისო ხალხი,
მედიკოსები გვარწმუნებენ, კაცის კვალში რომ
უცნაურ შვებას ნახულობენ. როდესაც ბოქლომს
გასაღბს ვურიგებ, მე თავად ვგრძნობ, რას უნდა გრძნობდნენ
ისინი, როცა თავიანთ მსხვერპლს დანას უყრიან:
საშინელებს და უცნაურ შვებას. . .
(აღებს ზანდუკს)
ჩემი შვება და ნეტარება! (შიგ ყრის ოქროს)
გეყოთ წანწალი
კაცთა ვნებების სამსახურად! აქ დაისვენეთ,
და კაცთა შორის მიძინებულ ღმერთების მსგავსად,
თქვენც მიიძინეთ მაგარი და ნეტარი ძილით. . .
მინდა დღს ჩემთვის მოვილხინო: სანთელს დავუნთებ
თვითეულ ზანდუკს და მათ შორის უხმოდ ჩამდგარი
თავდახრილ ოქროს დავაცხრები თავალდამშეული.
(მიყოლებით ხსნის ზანდუკებს და სანთლებს უნთებს)
მე მაქვს მეფბა ამ ჯადოქრულ ოქროზე! მე ვარ
მისი პატრონი და უფალი ამ ქვეყანაზე,
ბედნიერებით და ღირსებით მორჭმული მისგან
დავიარები!. . . მაგრამ შემდეგ, ჩემ შემდეგ მასზე
ვის უნდა დარჩეს ხელმწიფება? მემკვიდრეს ჩემსას,
ამ შლეგს და მფლანგველს, მემრუშეთა უბადრუკ არიფს? . . .
გაცივებასაც არ დამაცლის, როცა მოვკვდები.
ის, ის - უგვანი! აქ ამ მყუდრო თაღების ჩრდილში
შემოიჭრება მოქეიფე კარისკაცების
და უტიფარი როსკიპების მთვრალი ამალით,
წამგლეჯს გასაღებს და უშვერი სიცილ-ხარხარით
დახსნის ზანდუკებს! და ეს ჩემი ნაწვავ-ნადაგი
იმათ გახვრეტილ ჯიბეებში ჩაჩხრიალდება.
ოქროს ბარძიმებს იავარყოფს, დალეწავს თასებს,
სამეუფეო ზეთით მიწას გააძღობს, ყოველს -
გაფლანგავს, გასცემს, ქარს გაატანს, გააპარტახებს! . . .
მაგრამ ვიკითხოთ, რა უფლებით? ყველაფერი ეს
მე განა ქარმა მომიტანა, ან კიდევ ციდან
ჩამომივარდა! არა, ოქრო ყომარბაზივით
კამათლის ერთი გადაყრით არ მომიხვეტია!
ვინ დაიჯერებს, თუ რამდენი უძილო ღამის,
დაოკებული ვნების, მწარე თავშეკავების,
ფიქრის და ზრუნვის ფასად მიღირს ეს ყველაფერი?
ან იქნებ მეტყვის ჩემი ძე, რომ ხავსი მომედო,
რომ გული ვნებით არასოდეს ამძგერებია,
ან არასოდეს განმიცდია სინდისის ქეჯნა?
სინდისი! - გულში მოწრიალე პატარა მხეცი,
ღამის სტუმარი აბეზარი, ტლანქი მევალე,
ეს მაძახურა კუდიანი, რომელიც მთვარეს
აბნელებს ხოლმე, რომ საფლავში აჭრილი მკვდრები
დედამიწაზე ამორკოს. . . არა! ჯერ იგრძენ,
იწვნიე, თვითონ გამოსცადე სიმწარე ჩემი
და მერე ვნახოთ ჭირნახული როგორ გაფანტავ
იმას, რაც სისხლით გიშოვნია. . . ნეტა შემეძლოს
ამ საგანძურის გადამალვა ავი თვალისგან!
ნეტა შემეძლოს საფლავიდან აქ მობრუნება,
რომ ზანდუკებზე აჩრდილივით წამოსკუპულმა
ცოცხლებისაგან დავიფარო ეს ჩემი განძი,
როგორც აქამდე ვიფარავდი!. . .

ს ც ე ნ ა III

სასახლეში

ა ლ ბ ე რი დ ა ჰ ე რ ც ო გ ი

ალბერი
მერწმუნეთ, თქვენო მეუფებავ, დიდხანს ვითმენდი
ხელმოკლეობი მწარე სირცხვილს და მეტისმეტად
რომ არ მიჭირდეს, საჩივრით თავს არ შეგეწყენდით.
ჰერცოგი
მჯერა, დიახაც; თქვენისთანა კეთილშობილი
რაინდი მამას ბრალს არ დასდებს, არ გაამტუნებს,
თუ უსაშველო ჭირი არ სჭირს. თუმცა არიან
გულარძნილების . . . ნუღა ჯავრობთ, მამათქვენს ცალკე
გავუწევ თათბირს, დავტუქსავ და დავიყოლიებ.
მას ველოდები ახლა სწორედ, დიდი ხანია
აღარ მინახავს. მეგობრობდა პაპაჩემს წინათ,
ჩემს ბავშვობაში, ცხენზე ბევრჯერ შვუჯენივარ,
თავის მუზარადს დამხურავდა ხოლმე საომარს -
მძიმე ზარივით უზარმაზარს.
(ფანჯარაში იცქირებოდ) ის არის, მგონი.
ალბერი
გახლავთ!
ჰერცოგი
მიბრძანდით იმ ოთახში. მე დაგიძახებთ
(ალბერი გადის. შემოდის ბარონი)
უფალმა მოგცეთ მზეგრძელობა! მიხარის დიდად
გულმხნედ რომ გხედავთ და ჯანმრთელად!
ბარონი
ჩემო პატრონო,
ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ბრძანებისამებრ
გხლებოდით კარზე.
ჰერცოგი
დიდი ხანი გავიდა უკვე,
რაც არ გვინახავს ერთმანეთი. მე თუ გახსოვართ?
ბარონი
თუ მახსოვხართო? ცხადად, თითქოს ახლა გხედავდეთ,
ცოცხალი ბავშვი ბრძანდებოდით. ჰერცოგი ხშირად
მეტყოდა ხოლმე ცხონებული. ფილიპე ჩემო
(ის მე ფილიპეს მეძახოდა მუდამ), ხომ ხედავ?
ოცი წლის შემდეგ ეს რას იზამს? მე და შენ ალბათ
შუმ ტუტუცებად გამოვჩნდებით ამ ბალღის გვერდით,
ამ ბალღის ანუ . . . თქვენ წინაშე. . .
ჰერცოგი
ეს მახლობლობა
ჩვენ კვლავაც უნდა ღვადგინოთ. სულ დაივიწყეთ თქვენ ჩემი კარი.
ბარონი
დავბერდი მე, ჩემო პატრონო,
რაღა დროს ჩემი კარს ყოფნაა, თქვენ გაიხარეთ
ასპარეზობით, დარბაზობით, ჟამი თქვენია.
მე გარდავსულვარ! ღმერთმა ომი თუკი ინება,
კიდევ მივათრევ ჩემს ბებერ ძვლებს ცხენის ზურგამდის,
კიდევ მეყოფა მკლავში ძალა ხმლის მოსაქნევად,
მამულისა და თქვენი მტერი რომ დავიფრინო.
ჰერცოგი
თავადო, თქვენი ერთგულება გვეთნევა ფრიად.
თქვენ მეგობრობდით ჩემს დიდ პაპას, მამაჩემი კი
ვაჟკაცობისთვის გაფასებდათ, და მეც ყოველთვის
მიმაჩნდით ერთგულ, თავდადებულ, მამაც რაინდად.
მაგრამ ცოტახანს დავიმუხლოთ. . . შვილები თუ გყავთ?
ბარონი
ვაჟი მყავს ერთი.
ჰერცოგი
სასახლეში ვერ ვხედავ რაღაც!
თქვენ კარმა თავი მოგაბეზრათ, მაგრამ მის ხანში,
მისი წოდების ჭაბუკს მართებს გვეახლოს კარზე.
ბარონი
ჩემს ძეს არ ხილბავს სეფექალთა შორის ტრიალი,
უხიაგია და პირქუში. უცნაური ზნე
დასჩემდა, ტყეში ღამღამობით მარტოკა დაძრწის,
როგორც ირემი მარტოხელა
ჰერცოგი
საკადრისია
გატყიურება, თქვით, ასეთი? ჩვენ მოვარჯულებთ
მას სახიობით, დარბაზობით, ასპარეზობით.
გამომიგზავნეთ უსათუოდ! შვილს დაუნიშნეთ
თავის წოდების შესაფერი ხელის სახარჯო. . .
ბარონი
თქვენ იღუშებით. გზა დაგღლიდათ, თუმცა ამაში
არაფერია გასაკვირი. . .
თქვენ გააწბილეთ
მოხუცი, თქვენო მეუფებავ, მე არ მინდოდა
შვილის ამბავი გამემხილა. თქვენ მაიძულებთ
გამოგიცხადოთ დაფარული: საუბედუროდ,
ჩემი ზე თქვენი არც წყალობის, არც ყურადღების
ღირსი არ არის. ბიწიერ და უმსგავს ქეიფში
ატარებს იგი სიჭაბუკეს. . .
ჰერცოგი
მარტოდმარტოა
და ეს იმიტომ მოსდის ალბათ, მოცალეობით
გალაღებული სიმარტოვე ღუპავს ჭაბუკებს.
გამომიგზავნეთ! მიყრუებულ ციხე-დარბაზის
ველური ზნე აქ, სასახლეში დაავიწყდება.
ბარონი
რა გითხრათ. . . თქვენო მეუფებავ, მომიტევეთ მე,
ვერ დამითანხმებთ მაგ საქმეზე.
ჰერცოგი
კი მაგრამ, რატომ?
ბარონი
გთხოვთ დამითხოვოთ ბერიკაცი. . .
ჰერცოგი
მე კი მოვითხოვ
გამაგებინოთ ამ უარის მიზეზი.
ბარონი
შვილზე
მე გამწყრალი ვარ.
ჰერცოგი
მაგრამ რატომ?
ბარონი
გულში ჩემდამი
ავი ზრახვა აქვს და იმიტომ.
ჰერცოგი
რა ავი ზრახვა?
ბარონი
გთხოვთ, დამითხოვოთ. . .
ჰერცოგი
უცნაური ამბავი ხდება -
იქნებ გრცხვენიათ მის მაგივრად?
ბარონი
მრცხვენია, დიახ.
ჰერცოგი
არ მეტყვით, რა ჰქნა მან ასეთი?
ბარონი
მას. . . ჩემი მოკვლა
უნდოდა. . .
ჰერცოგი
მოკვლა? მაშ, სამსჯავროს გავუჩენ ახლავ,
როგორც გულბოროტ დამნაშავეს.
ბარონი
მე ვერ დავიწყებ
ამის მტკიცებას, თუმცა ვიცი დანამდვილებით,
რომ სიკვდილს ნატრობს იგი ჩემსას, თუმცა უტყუარად
მე ის ვიცი, რომ აპირებდა . . .
ჰერცოგი
რას?
ბარონი
ჩემს გაქურდვას.
(დარბაზში ალბერი შემოვარდება)
ალბერი
ცრუობთ, თქვენ ცრუობთ!
ჰერცოგი
როგორ ბედავთ!. . .
ბარონი
ო, მაშ, აქა ხარ!
შე უმადურო! და მამაშენს ამას უბედავ?!
ვცრუობ, ხომ! მერე სად? ჰერცოგის წინაშე? არა,
აღარ ვყოფილვარ მე რაინდი!. . . და შენ უძღებო. . .
ალბერი
სიცრუეს ამბობთ!
ბარონი
ო, ცა რატომ თავს არ მენგრევა. . .
მაშ, ხმალმა, ხმალმა გაგვასწოროს!
(ხელთათმანს ესვრის ალბერს. იგი სწრაფად იღებს ხელთათმანს)
ალბერი
დიდი მადლობა!
აი, პირველი საჩუქარი მშობელი მამის!
ჰერცოგი
ღმერთო, რა ხდება! ეს რა ნახაეს ჩემმა თვალებმა?
მოხუცი მამის გამოწვევა მიიღო შვილმა. . .
რა დროს ვიტვირთე ჰერცოგობა! გეყოფათ-მეთქი,
დადუმდით, შლეგნო! შენც გულბნელო მოხუცო და შენც
ლომის ბოკვერო! მომეცი აქ ეგ ხელთათმანი!. . .
(ართმევს ხელთათმანს)
ალბერი
დიდად ვწუხვარ.
ჰერცოგი
ჩაჰფრენია ბრჭყალებით! მხეცო!
გასწით და სანამ არ მოგიხმობთ, არ დამენახოთ
თვალით! (ალბერი გადის)
თქვენ კი. . . თქვენ, უგუნურო მოხუცო, ნუთუ
არა გრცხვენიათ?
ბარონი
მომიტევეთ, ბატონო, მაგრამ. . .
ვეღარ ვერევი თავს. . . მუხლები მღალატობს თითქოს. . .
სუნთქვა მეკვრება. . . ვიხუთბი! . . . ოჰ, გასაღები! . . .
სადაა ჩემი გასაღები! . . .
ჰერცოგი
გათავდა! ღმერთო,
რა საშინელი დრო დაგვიდგა, რას მოვესწარით?!

წიგნის გამყიდველის საუბარი


პოეტთან

წიგნის გამყიდველი

თქვენი ლექსები გასართობია, -


ერთი რომ დასხდეთ, სრულიად კმარა.
სახელის ხვეჭას რაღა სჯობია -
ცნობას საამო გავრცელდა ჩქარა:
დაასრულაო პოეტმა ვრცელი,
შესანიშნავი უცხო თქმულება.
მაშ გადასწყვიტეთ; მე პასუხს ველი:
თავად მაუწყეთ ღირებულება.
მაღალ მუზებს და ლამაზ გრაციებს
აურჩევიხართ ლექსების მთხზველად;
დასტად დაწყობილ ასიგნაციებს,
ფურცლების ნაცვლად მიიღებთ ხელად.
ამოიოხრეთ - რაშია საქმე?

პოეტი

სულ არ ვიყავი ამ წუთში აქ მე,


გული იმ დროთა ნატვრას მინებდა,
როცა იმედი გამაჩნდა სრული,
როდესაც ლექსებს მაწერინებდა
ზეშთაგონება და არა ფული.
თვალი შეჩერდა კლდეებზე, ტინზე,
კვლავაც ვიხილე ბინა მდუმარი
იქ, სადაც ხშირად ოცნების ლხინზე
მუზა ყოფილა ჩემი სტუმარი.
მქონდა იქ მეტი შარბათი ხმაში,
და აჩრდილების რაზმი დიადი
თავზე შრიალით დამფრენდა მაშინ,
როცა განცედების უძირო ზღვაში
შემაცურებდა ღამის წყვდიადი.
რით არ ღელავდა გონება ნაზი:
მწვანე მინდვრებით, სავსე მთვარითა,
ამოვარდნილი ქარბუქის ბრაზით,
მოხუცებულის ნაუბარითა.
რაღაც დემონი დაუფლებოდა
ჩემი მოცლის და გართობის ჟამსა.
იგი მე მუდამ თან დამყვებოდა
საოცარ ხმებით სმენა თვრებოდა,
და თითქოს თავში უმძიმეს შხამსა
გაჰქონდა ირგვლივ სხივების ფენა.
ფეთქავდა მასში აზრი შობილი,
იყო ხმოვანი და შეწყობილი
ჩემი მორჩილი სიტყვების დენა,
დასრულებული რითმათა ზარით.
ჰარმონაიში მე ჩამომგავდა
ტყე მოშრიალე, მქუხარე ქარი,
ამღერებული ჩიტების ჯარი,
ზღვა ბნელ ღამეში როცა ბორგავდა,
ანდა ნაკადის დუდუნი წყნარი.
სიმარტოვეში მყუდრო მშრომელი,
მე არ ვიყავი მაშინ მდომელი
გამეყო ბრობსთვის ღვთიური ცეცხლი,
საუნჯე მისთვის მიუწვდომელი,
და სასყიდელად მიმეღო ვერცხლი.
მე ამ საუნჯი მიყვარდა მალვა,
ამნაირადვე ეჭვით ვნებულმა,
გულდახურულმა შეყვარებულმა
იცის მუდმივი რიდი და კრძალვა
ფარისევლების თვალთა წინ ჩენის
ნორჩ მიჯნურისგან მიღებულ ძღვენის.

წიგნის გამყიდველი

მაგრამ გეწვიათ ახლა დიდება,


გიზღოთ მან იგი ფარული ლხენა;
აწ ზედმეტია მის გამო წყენა
და გარდასულის გამოკიდება.
აბა შეხედეთ წიგნებს მტვრიანსა -
ლექსის და პროზის გაწვდილა რიგი;
ელის ამაოდ მკითხველებს იგი
და მათ შექებას თავქარიანსა.

პოეტი

ბედნიერია, სხვების თვალთაგან


ვინაც დამალა მაღალი ზრახვა,
ვისაც კაცთაგან, ვით საფლავთაგან,
არ უძებნია სარგებლის ნახვა!
ნეტა იმ უცნობს და უდაფნოსა,
მხოლოდ თავისთვის პოეტად მყოფელს!
ვინც უსახელოდ ვით უდაბნოსა
ბრბოს მოწყვეტილი მოსცილდა სოფელს!
მტკნარი უმეტეს, ვიდრე ზმანება,
რაა სახელი? მკითხველთა ჩქამი?
ცოფმორეული უმეცრის შხამი?
თუ მოსულელოს აღფრთოვანება?

წიგნის გამყიდველი

ლორდ ბაირონის ამ აზრის იყო,


ჟუკოვსკისგანაც ეს იყო თქმული:
მაგრამ მათ წიგნებს ბრბომ ხელი მიჰყო
და ტკიბილ ხმათათვის გაიღო ფული.
ვალი მაღალი გაქვთ ნაკისრები:
პოეტი სჯის და პოეტი სწყალობს.
გულდაცხრილული მისი ისრებით
დროთა სიღრმეში სიმხეცე წვალობს.
მას ხმაზე გმირი სალდება მკერდით.
კითერის ტახტზე კორინას გვერდით
თავისი აჰყავს მას სიყვარული.
ხოლო თუ ქება, თქვენზევე თქმული,
თქვენთვის ყოფილა შესაზარელი -
ქებას მოითხოვს ქალების გული.
სწერეთ იმათთვის; გაჰფანტეთ დარდი
მშვენიერის და თავმომწონისა”
სიჭაბუკეში გვერჩიოს ვარდი,
ვიდრე დაფნები ჰელიკონისა.

პოეტი

ო, გაქანება ოცნების ფრთაზე


და ჭაბუკური ცეცხლის ვნებისა!
მსურდა მოხვეჭა ცხოვრების ზღვაზე
მეც სილამაზის ყურადღებისა.
თვალი ტურფანი, გულთამდაგენი,
მე მკითხულობდნენ ტრფიალის ჩენით;
მევე მხიბლავდნენ ტკბილნი ბაგენი
ჩემგან შექმნილი ბგერების დენით.
კმარა! მათთვის მე უკვე აროდეს
თავისუფლებას არ დავთმობ კვალად.
დაე, ჭაბუკი მათ შეჰხაროდეს
და კისრულობდეს მათ ქებას ვალად.
მე კი - მშვიდობით! აქ, ყრუ მხარეში,
მდინარებს ჩემი ცხოვრების წყნარი;
აწ მათ ლხინში თუ სიმწუხარეში
არ აჟღერდება ერთგული ქნარი.
მეტად მჩატეა მათი გონება,
წაბილწულია იმათი სული,
და ღვთის ნიშანი, ზეშთაგონება
აცინებთ, როგორც სიგიჟე სრული.
ხშირად, როდესაც მომაგონდება,
თუ რასა ვწერდი თაყვანისმცემი,
გული სირცხვილით შემიღონდება -
მევე მზარავენ კერპები ჩემი.
რას ვესწრაფოდი ნეტა საბრალო?
რად დავამდაბლე მაღალი ზრახვა?
სათაყვანებლად იმათი სახვა
რა გადარევას გადავაბრალო?

წიგნის გამყიდველი

მიყვარს, პოეტო, მე თქვენი რისხვა!


წყენის მიზეზებს ვარიდებ თვალებს,
მაგრამ თქვით, ნუთუ ამგვარი კიცხვა
არ ასცილდება ზოგიერთ ქალებს?
ნუთუ ერთიც კი არ გეჩვენებათ
კიდევ რომ ღირდეს ოცნებად, ვნებად?
რომ ყოვლადშემძლე თვის მშვენება
გახადოს თქვენი სიმღერის მცნებად?
თქვენ ხმას არ იღებთ.

პოეტი

რისთვის მჭირდება,
რომ დავარღვიო სულის ღრმა რული?
რისთვის ვაწამო ხსოვნა ფარული?
აწ ნუღარავინ ნუ მაკვირდება:
მოვცილდი ყველას. იკითხავთ - გულში
ჩამრჩა მე კიდევ ძვირფასი სახე?
ბედნიერება ტრფიალში ვნახე?
ან თუ მყოფელმა ტანჯვაში კრულში
ვმალე ცრემლები განკერძოებით?
სად იყო იგი, ვისი თვალებით,
ვით ცის მშვენებით და სათნოებით,
ვიყავ მე დიდხანს შენამსჭვალები?
. . . . . . . .
მერმე? მოკლული ტრფიალის კვნესა,
ჩემი სიტყვები მოგესმა დღესა,
როგორ შეშლილის დრტვინვა ხმიერი.
მათ მხოლოდ ერთი გაიგეს გული
და დაჩნეულიც ექნება წყლული.
ეს შერისხვაა ბედისმიერი.
ო, მასზე ფიქრი დაჭკნობილ გულსა
კვლავ სიჭაბუკეს განაცდევინებს,
ის პოეზიას დაურღვევს რულსა
და კვლავინდებურ ხმებს აფრქვევინებს!
ეჩვენებოდა მხოლოდ მას ნათლად
ჩემი ლექსები გაურკვეველი;
ის იქნებოდა ზეციურ მადლად
ჩემს დაღლილ სულში ღამისმთეველი.
ვაგლახ, მაღელვებს მტკნარი ზმანება,
მან არ შეხედა ცრემლების წვიმას,
ხვეწნის მოსმენას თავი ანება . . .
ჩანს, მიწიერი აღფრთოვანება,
როგორც ღვთაებას, არ უნდა იმას.

წიგნის გამყიდველი

მაშ ასე, ტრფობით ძალმილეული,


გაბეზრებული მდაბალის ჭორით,
ზეშთაგონებულ ხმებს შეჩვეული
ქნარს გაუქმებულს ვუცქერით შორით.
როცა აგცილდათ ხალხისგან რბევა,
როცა წაართვით მუზას უფლება,
რაღა გსურთ ახლა?

პოეტი

თავისუფლება!

წიგნის გამყიდველი

კარგია. მხოლოდ ისმინეთ რჩევა,


ამ საუკუნის გაიგეთ სული:
იგი უთუოდ დიდი ჩარჩია;
თავისუფლება ბევრმა არჩია,
მაგრამ იმასაც სჭირდება ფული.
რაა სახელი? ნაკერი ჭრელად
პოეტის ტანზე სამოსი ძველი.
სახლი ოქროსთვის აქციეთ ხვრელად,
იყავით მისი მუდმივი მცველი.
ვიცი, ნათქვამი ალბათ მწარეა
და სახეზედაც გემჩნევათ წყენა.
ეჰ, პატონებო, მე გიცნობთ თქვენა:
თქვენთვის ქმნილება სანუკვარია,
ვიდრე შრომაში გრძნობა ხელდება,
ვიდრე ოცნება ამჟღავნებს დუღილს,
მაგრამ როდესაც ის განელდება,
აღარა გჯერათ, მცირედიც თუ ღირს.
უნდა მარტივად სჯიდეს გონება, -
აი თქმა მინდა თქვენთვის მე რისა:
არ იყიდება ზეშთაგონება -
ძალგიძთ გაყიდვა ხელნაწერისა.
რას აგვიანებთ? მკითხველნი ჯარად,
ჯურნალისტბიც მეტად მწყრალები
და ჩამომხმარი მომღერალები -
ყველანი კარზე მადგიან მარად.
ზოგს სატირისთვის აკლია ნარი,
ზოგიც გასართობს დაეძებს მშვიდსა,
და, გაგიტყდებით, აქ თქვენი ქნარი
გულში იმედებს მინერგავს დიდსა.

პოეტი

თქვენ სრულიად მართალი ხართ. აჰა


ჩემი ხელნაწერი. შევთანხმდეთ.

1924

წინასწარმეტყველი

რა დავდიოდი ბნელ უდაბნოსა,


სასულიერო სურვილი მწვადა,
და სერაფიმი ჯვარედი გზასა
მე ექვსფრთიანი გამომეცხადა.
თითებით მჩატით, ვითა სიზმარი,
ჩემსა თვალებსა შეეხო ისა,
გამეხსნეს წინამხედველნი თვალნი,
ვით შეშინებულ დედა არწივსა.
მერედ ჩემთ ყურთ შეეხო ისა, -
ბგერით, გუგუნით აღმევსენ ყურნი:
და მსწრაფლ მომესმა მე თრთოლა ცისა,
ანგელოზების ფრენა ციურნი,
აღმოცენება ველზე ვაზისა,
და ზღვის ქვემოძრომთა წყლის ქვეშე დენა.
ჩემთა ბაგეთა შეეხო ისა
და ამომგლიჯა ცოდვილი ენა,
ენა ბოროტი, უქმი, მეტყველი,
და ბრძენ გველისა მე საქეჯნელი
დალოცვილ ხელით შთამიდგა მანა
ცემ გასისხლებულ ბაგეთა შინა.
მერე განმიპო მკერდი მახვილით
და ამოიღო მთრთოლვარე გული,
და ნაღვერდალი ცეცხლის ალივით
შთადვა ჩემ მკერდში მან ანთებული.
და როგორც მკვდარი უდაბნოს ვიწექ,
და აღმიძახნა უფლის ხმამ: ”აღსდექ,
წინასწარმეტყველო! სჭვრიტდე, ისმენდე,
ჩემის ნებითა აღივსებოდე
და, მოივლიდე რა ხმელთ და ზღვათა,
სიტყვითა გულებს უნთებდე კაცთა”. . .

1826

წყალში დამხვრჩალი

შემოცვივდა ქოხში ცეტი


დაფეთებულ ბავშვთა ჯარი:
"მამა, მამა, ბადემ ერთი
მოათრია ვინმე მკვდარი." . .
"სტყუით, სტყუით, თქვე ჭინკებო",
ეტყვის ბავშვებს გულგამსკდარი,
და ბურტყუნით ამბობს მამა:
"ვისი მკვდარი, რისი მკვდარი",

"სასამართლო უმოწყალო
მოვა - უნდა ვივაგლახო:
მომახურე რამე, ქალო,
იქნებ მართლაც - წავალ ვნახო.
აბა "მკვდარი". - "აგერ გდია".
მოსდებია ქვიშას ნამი
და ბადეზე თვალებ ღია
მკვდარი კაცის გდია გვამი.

საშინელი ეგდო მარო,


გასიებულ, გალურსული,
და ბედისგან უკუღმართმა
წაიწყმიდა ასე სული.
მებადური არის კრული,
თუ ვაჟკაცი ნალოთარი,
თუ შარაზედ გაქურდული
ვინმე ბრიყვი სოვდაგარი.

აბა გლეხის რა ცალია,


გვამს ჩაავლო ფეხში ხელი.
საყოყმანოდ არ სცალია
მოიმარჯვა ჯოხი გრძელი.
გადისროლა წყალში ხელად
და სახლისკენ მიდის ჩქარი. . .
ცხედარი კი სცურავს ნელა,
რომ სავანის ნახოს კარი.

კვლავშეუდგა ცხედარს წყალი,


ტორტმანობდა საცოვდავი.
გააყოლა თანაც თავი.
უთხრა ბავშვეს: "სახლში ჩქარა
დაგიცხვებათ თითო კვერი,
ოღონდ სიტყვა არსად არა,
თუ არ გინდათ გცემოთ ბევრი".

ღამით დადგა ცუდი დარი,


მდინარემაც დაიგმინა.
დაბჟუტულა გლეხის კვარი
ავსებულა კვამლით ბინა,
ბავშვებს სძინავთ, ცოლი კვნესის,
ეთვლიმება ტახტზე ქმარსა.
ქარი ღმუის. . . გლეხს კი ესმის
უბრახუნებს ვიღაც კარსა.

'"ვინ ხარ"? "ჰეი, მასპინძელო".


"რა წელკავი დაგმართია.
რას დაბორგავ კაინ-მკვლელო?
რა ეშმაკმა მოგათრია.
ავი სული მოგიტანდა,
სად მოვნახო ახლა კვარი"?
გამოცურდა გლეხი ზანტად
და შეაღო ბინის კარი.

ღრუბელთ შორის მთვარე სცურავს,


კარში მკვდარი დგას საწყალი,
წვერსა წყალი დაუწურავს,
დარჩენილა ღიად თვალი,
მდუმარება ირგვლივ აკრავს,
ხელებიდან სწვეთავს წყალი,
გასიებულ ხორცში მაგრად
ჩასჭედია კიბორჩხალი. . .

მიაჯახა გლეხმა კარი


მიაძახა - გასკდი ბარემ
კარგად იცნო ის სტუმარი
მთელის ტანით მოზზანზარემ.
ვერ მოვიდა თავის გონზე,
აიტანა სიცივემა,
და ესმოდა ალიონზე
ფანჯარის და ჭიშკრის ცემა.
ხმა გავარდა ხალხში ავი:
როცა წელსა შეცვლის წელი,
თურმე გლეხი საცოდავი
აღთქმულ დროზე სტუმარს ელის.
დღე იცვლება დილიდანვე,
მოვარდება ღამით ბუქი,
და ჭიშკარტან მთელი ღამე
ისმის მკვდარის რაკარუკი.

1828

ჭეშმარიტება

ამას წინადა ბრძენნი ეძებდნენ


ჭეშმარიტების დავიწყებულ კვალს,
დიდხანს და დიდხანს იგინი ხსნიდნენ
მოხუცებულთა უწინდელთა აზრს.
და მას ამბობდნენ: ჭეშმარიტება
შიშველი ჭაში ჩვენ გვემალება.
ბეჯითად სვამდენ რა ისინი წყალს,
ჰყვიროდნენ: აბა, აქ ვიპოვით მას.
და ვიღაცამ კაცთ კეთილმყოფელმა,
ვგონებ, რომ კიდეც ბრძენმა სილენმა,
მათ სისულელის დიდის მხილველმა,
წყლით და ყვირილით მობეზრებულმა,
ის უცილავი დაანება მათ. . .
პირველმა ღვინო ღრმად განიხილა,
და რა დასწურა სავსე ჯამი მთლად,
ჭეშმარიტება ძირში იხილა.

You might also like