You are on page 1of 2

ბერძნული მითოლოგია

ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი


ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ
ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი
საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და
მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს
იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული
ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების
შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების
გამოსაკვლევად[1].
ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით
ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე
გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა
მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ
მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და
სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ
მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების
დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად
ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად
ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული
ლიტერატურიდან არის ცნობილი.
უძველესი ლიტერატურული
წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები,
ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს
მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი
პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს
სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური
მმართველების იერარქიას, ადამიანთა
ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს
და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ.
წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური
ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის
იმპერიის პერიოდის მწერლების,
როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა
ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე,
ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური
მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში
ბერძნებს სწამდათ,რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი
ღმერთები მართავდნენ.ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე
მითები ეწოდება. ძველი ბერძნები მითურ სცენებს
ლარნაკებზე,თასებსა და სხვა ნივთებზე ხატავდნენ.ასე რომ,
მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა.2 000 წლის წინ საბერძნეთი
ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო დამშვენებული
მრავალი ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან
ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

You might also like