You are on page 1of 165

1

გახსენით ლინკი და მოიწონეთ გვერდი

https://www.facebook.com/eExistentialCrisisA1/

ო.ჰენრი

კომბოსტო და მეფეები
2

Contents
ო.ჰენრი .................................................................................................................................................... 1

კომბოსტო და მეფეები .............................................................................................................................. 1


* * * ............................................................................................................................................................... 2
I. „მელა განთიადისას“ .............................................................................................................................. 6
II. ლოტოსი და ბოთლი .......................................................................................................................... 14
III. სმითი ................................................................................................................................................... 23
IV. დაიჭირეს! ........................................................................................................................................... 33
V. კუპიდონის კიდევ ერთი მსხვერპლი .............................................................................................. 43
VI. თამაში და გრამოფონი ...................................................................................................................... 48
VII. ფულის ციებ-ცხელება ..................................................................................................................... 59
VIII. ადმირალი ........................................................................................................................................ 67
IX. იშვიათი დროშა .................................................................................................................................. 75
X. სამყურა და პალმა................................................................................................................................ 83
XI. ღირსების კოდექსის ნარჩენები ....................................................................................................... 98
XII. ფეხსაცმელები ................................................................................................................................. 107
XIII. გემები .............................................................................................................................................. 115
XIV. ხელოვანები .................................................................................................................................... 124
XV. დიკი .................................................................................................................................................. 136
XVI.Rouge et Noir .................................................................................................................................. 147
XVI. ორი გადადგომა ............................................................................................................................. 154
XVIII. ვიტაგრაფოსკოპი ........................................................................................................................ 163

***
ანჩურიაში გეტყვიან, რომ ამ მუდმივი რევოლუციების რესპუბლიკის პრეზიდენტმა
მირაფლორესმა თავი მოიკლა სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ კორალიოში, რომ
სწორედ იქ გაიქცა კარს მომდგარი რევოლუციის უბედურებებისგან თავის
დასაღწევად და, რომ ხაზინის ფული, ასი ათასი დოლარი, რომელიც ამერიკული
ტყავის საკვოიაჟით თან გაიყოლა თავისი პრეზიდენტობის მშფოთვარე წლების
სამახსოვროდ, ვეღარასოდეს იპოვეს.
3

სულ რაღაც ერთი რეალისთვის ნებისმიერი ბიჭი გიჩვენებთ პრეზიდენტის საფლავს.


ის ქალაქის განაპირას მდებარეობს, პატარა ხიდთან, მანგოს ხეებით გაბარდულ
ჭაობში. საფლავზე, თავის მხარეს, უბრალო ხის მორი დევს. მასზე ვიღაცას
გავარვარებული რკინით ამოუშანთავს:
Ramon Angel De Las Cruzes Y Miraflores
Presidente De La Republica De Anchuria Que
Sea Su Jues Dios[1].

წარწერაში ამ ხალხის ხასიათი ჩანს – უბრალო და უბოროტო – მიცვალებულს


საფლავში რომ აღარ ჩაჰყვებიან: «დაე, უფალმა განსაჯოს». ასი ათასი დოლარის
დაკარგვის შემდეგაც კი, რასაც დღემდე ჯავრობენ, ფულის გამტაცებლის მიმართ
მტრული გრძნობები არ გასჩენიათ.

უცხოს ან სტუმარს კორალიოს მცხოვრებნი თავიანთი ყოფილი პრეზიდენტის


ტრაგიკული აღსასრულის შესახებ უამბობენ – იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ის
რესპუბლიკიდან გაქცევას ხაზინის ფულით დონა იზაბელ გილბერტთან,
ახალგაზრდა ამერიკელ მომღერალთან ერთად და როგორ ამჯობინა, თავში ტყვია
ეხალა, ვიდრე ფულს და სენიორიტა გილბერტს განშორებოდა, როცა კორალიოში
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს ჩაუვარდა ხელში. მერე მოუყვებიან,
რომ დონა იზაბელმა, როცა იგრძნო, რომ მისი ბედის ორჩხომელი მეჩეჩზე შეჯდა, რომ
ვეღარც სახელოვან თაყვანისმცემელს შეინარჩუნებდა და ვეღარც ასიათასდოლარიან
სუვენირს, სანაპიროს დამდგარ წყალში ჩაუშვა ღუზა მომავალი მოქცევის
მოლოდინში.

კორალიოში იმასაც გიამბობენ, რომ ქალი მალე სწრაფმა და სასურველმა დინებამ


გაიტაცა ამ ქალაქის დიდი ხნის მკვიდრის, ამერიკელი ფრენკ გუდვინის სახით,
ინვესტორისა, რომელიც ადგილობრივი პროდუქტებით ვაჭრობით გამდიდრდა. ის
იყო ბანანების მეფე, კაუჩუკის პრინცი, სარსაპარილის, ინდიგოსა და მაჰაგონის
ბარონი. გეტყვიან, რომ სენიორიტა გილბერტი სენიორ გუდვინს პრეზიდენტის
სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ გაჰყვა ცოლად და, სწორედ იმ დროს, როცა
ფორტუნა აღარ უღიმოდა, ამ ქალღმერთს წართმეული ნადავლის სანაცვლოდ ახალი,
კიდევ უფრო ფასეული საჩუქარი წაჰგლიჯა.

ამერიკელ გუდვინსა და მის ცოლზე აქაურებს კარგის მეტი არაფერი ეთქმით. დონ
ფრენკი დიდხანს ცხოვრობდა მათ შორის და დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა.
მისი ცოლი სრულიად ძალდაუტანებლად იქცა დედოფლად იქაური მაღალი
საზოგადოებისა, თუკი ასეთი საერთოდ არსებობს ამ უწყინარი სანაპიროების
მიდამოებში. თვით მხარის გუბერნატორის მეუღლეც კი, საამაყო კასტილიური გვარის
– მონტელეონ ი დოლოროზა დე ლოს სანტოს ი მენდესის – შთამომავალი, პატივად
მიიჩნევს, ბეჭდებით შემკული ზეთისხილისფერი ხელით ხელსახოცი გაშალოს
სენიორა გუდვინის სუფრასთან. თუ თქვენში ისევ ცოცხლობს ჩრდილოური
ამპარტავნება და შეეცდებით, ქარაგმულად მიანიშნოთ მისის გუდვინის არცთუ
შორეულ მჩქეფარე წარსულზე, იმ დროზე, როცა ის ოპერის დივა იყო და თამამი და
ხალისიანი ქცევით ხანში შესული პრეზიდენტის გულს დაეუფლა, თუ შეეცდებით იმ
4

როლზე დაძრათ სიტყვა, რომელიც მან ითამაშა ამ სახელმწიფო მოღვაწის


სამსახურებრივ შეცოდებებსა და დაღუპვაში, კორალიოს მცხოვრებნი, როგორც
ჭეშმარიტი ლათინოსები, მხოლოდ მხრებს აიჩეჩავენ და ეს იქნება მათი ერთადერთი
პასუხი. თუკი ახლა კორალიოში სენიორა გუდვინის შესახებ მიკერძოებული აზრი
არსებობს, ის მთლიანად მის სასარგებლოდ მეტყველებს, მიუხედავად იმისა, თუ
როგორი იყო ეს აზრი წარსულში.

გეგონება, თითქოს ეს ჩემი ამბის დასასრულია და არა დასაწყისი. ტრაგედია


მომხდარია, რომანტიკულმა ისტორიამ თავის აპოგეას მიაღწია და მოსაყოლიც
აღარაფერია. მაგრამ

მკითხველისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ დაუკმაყოფილებია ცნობისმოყვარეობა,


ის ერთგვარ სტიმულად იქცევა, საიმისოდ, რომ თვალი გაადევნოს იმ ძაფებს,
მომხდარის რთული ქსოვილის მოზაიკას რომ ქმნის.

მორს, რომელზეც პრეზიდენტის სახელია ამოშანთული, ყოველდღე ქვიშით და საპნის


ხის ქერქით ხეხავენ. ამ საფლავს მოხუცი მეტისი უვლის ისე საგულდაგულოდ,
როგორც ეს უქნარად დაბადებულებს ახასიათებთ. დიდი ესპანური დანით ჭრის
სარეველა მცენარეებს და ფაფუკ, წვნიან ბალახს. თავისი გაუხეშებული თითებით
ჩიჩქნის და აშორებს ჭიანჭველებს, მორიელებს და ხოჭოებს, ყოველდღე მიდის
ქალაქის მოედანზე და შადრევნიდან წყალი მოაქვს კორდზე მოსასხურებლად. არსად
მსოფლიოში არც ერთ საფლავს ასე გულმოდგინედ არ უვლიან.

თუ ამ საიდუმლო ძაფებს გაადევნებთ თვალს, მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რატომ


იღებს ეს მოხუცი ინდიელი გალვესი საიდუმლოდ ხელფასს თავისი უბრალო
სამუშაოსათვის და რატომ უხდის მას ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი
მირაფლორესი არც ცოცხალი უნახავს არასოდეს და არც მკვდარი. ან რატომ არის, რომ
შებინდებისას ეს პიროვნება ხშირად მოდის აქ და შორიდან მწუხარე, სევდიან მზერას
ავლებს ნაძრახ სამარხის ბორცვს.

იზაბელ გილბერტის უსწრაფესი კარიერის შესახებ კორალიოს გარდა ყველგან


გეტყვიან. ახალმა ორლეანმა შვა ის და იმ შერეულმა ესპანურ-ფრანგულმა სისხლმა,
რომელმაც მის სულში ამდენი გზნება და მღელვარება შეიტანა. განათლება თითქმის
არ მიუღია, მაგრამ ინსტინქტით როგორღაც ისწავლა, როგორ შეეფასებინა მამაკაცები
და იმ მამოძრავებელ მოტივებსაც ჩასწვდა, რომლებიც მათ ქცევას წარმართავენ.
ძლიერი ლტოლვა თავგადასავლების, საფრთხეებისა და ცხოვრებით ტკბობისადმი
მასში უფრო მკვეთრად იყო გამოხატული, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ქალს ახასიათებს.
მისი სული დაბრკოლებებს არ ცნობდა. ის გახლდათ ევა, რომელსაც უკვე ეგემა
აკრძალული ხილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ განეცადა სიმწარე, მას რომ ახლავს თან.
ცხოვრებას ისე ატარებდა, როგორც გულზე მიკრულ ვარდს.

მის ფეხებთან მოფუთფუთე მრავალრიცხოვან მამაკაცთა შორის, როგორც ამბობდნენ,


მხოლოდ ერთს გაუღიმა ბედმა, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა მისი ყურადღების ღირსი –
პრეზიდენტ მირაფლორესს, ანჩურიის ბრწყინვალე, მაგრამ მერყევ მმართველს უბოძა
მან თავისი თავნება გულის გასაღები. მაშ, როგორ მოხდა, რომ მას შემდეგ, რაც
5

გუდვინის ცოლი გახდა, მან, თუ ადგილობრივ მცხოვრებლებს დავუჯერებთ,


სრულიად უსაქმოდ იცხოვრა ერთფეროვანი, ნახევრად მძინარე, უღიმღამო
ცხოვრებით.

საიდუმლო ძაფები შორს მიდის, ზღვის გადაღმა, სხვა ნაპირებისაკენ. თუ მათ


გავყვებით,

მივხვდებით, რატომ დაკარგა სამსახური კოლუმბიის სააგენტოს მაძებარმა ო’დეიმ,


მეტსახელად ჯუჯამ. დრო რომ უფრო მხიარულად გავატაროთ, ჩვენს მოვალეობად
და სასიამოვნო გართობად მიგვაჩნია, მომუსთან[2] ერთად გაისეირნო ტროპიკების
ვარსკვლავებქვეშ, სადაც ოდესღაც, სევდიანი და მკაცრი, ამაყად გამოდიოდა
მელპომენე[3]; იცინო ისე, რომ ექომ გაიღვიძოს ამ გაბარდნილ ჯუნგლებში, პირქუშ
ფრიალო კლდეებში, სადაც ადრე იმ ადამიანების ყვირილი ისმოდა, რომელთაც
მეკობრეები ესხმოდნენ თავს; მოისროლო შუბი და ხანჯალი და არენაზე გაიჭრა
დაცინვით და სიხარულით შეიარაღებული, რომანტიკული ზღაპრის ჩაჟანგებული
მუზარადიდან მხიარულების მადლიანი ღიმილი ამოიღო – ნეტარებით აკეთო ასეთი
საქმეები ლიმონის ხეების საბურველში, ამ ზღვის პირას, სიცილისთვის მზად მყოფ
ტუჩებს რომ ჰგავს.

რამეთუ ჯერ კიდევ ცოცხალია თქმულებები «ესპანური ზღვების» შესახებ. მიწის ეს


ნაგლეჯი, კარიბის ზღვის ბობოქარი ტალღები რომ უვლის გარს და ზღვას საშინელი
ტროპიკული ჯუნგლებით ესაზღვრება, რომლის თავზეც კორდილიერების
ქედმაღალი ქედი კიდია, ახლაც სავსეა იდუმალებითა და რომანტიკით. წარსულში
აჯანყებულები და მეკობრეები ექოს აღვიძებდნენ ამ კლდეებს შორის და კონდორი
განუწყვეტლივ თავს დასტრიალებდა მწვანე წარაფებს, სადაც მახვილებით და ფილთა
თოფებით შეიარაღებული მებრძოლები უხვად ამარაგებდნენ მათ საკვებით. სანაპირო
ზოლის ეს სამასი მილი, ისტორიაში კარგად ცნობილი,

ისე ხშირად გადადიოდა ხან ზღვის მაწანწალების, ხან კი მოულოდნელად


აჯანყებულების ხელში, რომ საუკუნეების მანძილზე არც კი ყოფილა პერიოდი, როცა
შეიძლებოდა, მისი კანონიერი მფლობელი დასახელებულიყო. პისარომ, ბალბოამ, სერ
ფრენსის დრეიკმა და ბოლივარმა[4] ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შეეძლოთ,
იმისათვის რომ ის ქრისტიანული სამყაროს ნაწილად გაეხადათ. სერ ჯონ მორგანი,
ლაფიტი[5] და სხვა ცნობილი მკვეხარები და დამრბევები ჭურვებს ესროდნენ და
აოხრებდნენ მათ სატანა აბადონის სახელით.

იგივე ხდება ახლაც – მართალია, მაწანწალების ზარბაზნები დადუმდნენ, მაგრამ


ყაჩაღმა ფოტოგრაფმა (პორტრეტების გადიდების სპეციალისტმა), ტურისტმა, კოდაკს
რომ აჩხაკუნებს, და ზრდილი ფაკირების ბანდებმა კვლავ აღმოაჩინეს ეს ქვეყანა და
ძველებურად აგრძელებენ საქმიანობას. გერმანელი, სიცილიელი, ფრანგი ჩარჩები იქ
ნაშოვნი მონეტებით ქისებს ივსებენ. თავგადასავლების მაძიებელი ჯენტლმენები
აქაური მბრძანებლების მისაღებებში ფუთფუთებენ რკინიგზების პროექტებით და
კონცესიებით. პატარა პაროდიული ერები მთავრობობანას თამაშით ერთობიან,
6

ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს მათ წყლებში მდუმარე სამხედრო ხომალდი გამოჩნდება
და ეტყვის: სათამაშოები არ გატეხოთ! და სხვებთან ერთად მოდის მხიარული
ადამიანი, ცარიელი ჯიბეებით, რომელთა გავსების სურვილითაცაა შეპყრობილი.
გამჭრიახი, გონიერი საქმოსანი – თანამედროვე ზღაპრული პრინცი, მაღვიძარა საათი
რომ მოაქვს თან, რომელიც ყოველგვარ სენტიმენტალურ კოცნაზე უკეთესად აღვიძებს
ამ

მშვენიერ ტროპიკებს ათასწლოვანი ძილისგან. ჩვეულებრივ, თან მოაქვს სამყურა[6] და


თავმომწონედ აღმართავს მას ეგზოტიკური პალმების გვერდით. სწორედ მან
განდევნა ამ ადგილებიდან მელპომენე და აიძულა კომედია, ეცეკვა «სამხრეთის
ჯვრის» ჩირაღდნების შუქზე.

ასე რომ, როგორც ხედავთ, ჩვენ მოსაყოლი დიახაც რომ გვაქვს. ლომვეშაპის გაწაფულ
ყურს ეს ამბავი ალბათ ყველაზე მეტად მოეწონება, რადგან მასში მართლაც არის
გემებიც და წუღებიც, ლუქიც და კომბოსტოს პალმაც, და (მეფეების ნაცვლად)
პრეზიდენტებიც.

დაუმატეთ ამას ცოტაოდენი სიყვარული და შეთქმულებები, ერთი მუჭა ტროპიკული


დოლარების ჩაყრაც არ დაგავიწყდეთ, რომლებიც იმდენად მცხუნვარე მზისგან კი არ
არის გახურებული, რამდენადაც ბედის მაძიებლების ცხელი ხელისგულებისგან და
დაინახავთ, რომ თქვენ წინაშე თვით ცხოვრებაა – იმდენი ლაპარაკით, რომ თვით
ყველაზე ლაქლაქა ლომვეშაპსაც კი დაღლის.

I. „მელა განთიადისას“
კორალიო შუადღის ხვატში ნებივრობდა, როგორც მიბნედილი მზეთუნახავი კარგად
დაცულ ჰარამხანაში. ქალაქი უშუალოდ ზღვას ემიჯნებოდა მონალექი ნიადაგის
ზოლით. მარგალიტს ჰგავდა, ზურმუხტის ფერსოში ჩასმულს. უკან, თითქოს მის
თავზე კიდიაო, კორდილიერების კედელი იყო წამომართული. წინ ზღვა
გადაშლილიყო – ციხის მომღიმარე ზედამხედველი, კიდევ უფრო მოუსყიდველი,
ვიდრე მოღუშული მთები. გლუვი ნაპირის გასწვრივ ტალღები დგაფუნებდნენ,
თუთიყუშები წიოდნენ ფორთოხლების და პრანწიას ხეებიდან, პალმები თავიანთ
მოქნილ ვარჯებს აქნევდნენ სულელურად, როგორც უნიათო კორდებალეტი
პრიმაბალერინას გამოსვლის წინ.

უცებ ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. იქაურმა ბიჭმა ბალახმოდებულ ქუჩაზე


გადაირბინა გულისგამგმირავი ყვირილით: Busca el Senor Goodwin. Ha venido un
telegrafo por el![7]

ეს ყვირილი მთელმა ქალაქმა გაიგონა. კორალიოში ტელეგრამები არავის მისდის.


ათობით ხმა მზადყოფნით გამოეხმაურა ბიჭის მოწოდებას. სანაპიროს პარალელური
მთავარი ქუჩა სწრაფად აივსო ხალხით. ყველას სურდა ტელეგრამის ადგილზე
7

მიტანა. ღია ზეთისხილისფრად თუ მუქ ყავისფრად სახეაჭრელებული ქალები


კუთხეებში შექუჩდნენ და მელოდიურად და საწყალობლად ამღერდნენ:
«Un telegrafo por Senor Goodwin!»

კომანდანტე დონ სენიორ ელ კორონელ ენკარნასიონ რიოსმა, რომელიც მმართველი


პარტიის მომხრე იყო და ეჭვად ჰქონდა, გუდვინი ოპოზიციის მხარეზეაო, წაისისინა:
«აჰა!» და თავის საიდუმლო ბლოკნოტში მამხილებელი ინფორმაცია ჩაიწერა სენიორ
გუდვინის მიერ ამა და ამ რიცხვში მიღებული ტელეგრამის შესახებ.

ამ აურზაურისას ხის პატარა ნაგებობის კართან ვიღაც კაცი გამოჩნდა და გარეთ


გაიხედა. კარზე გაკრულ აბრაზე ეწერა: «კოუ და კლენსი». ასეთი სახელი, საეჭვოა,
ტროპიკულ ნიადაგზე გაჩენილიყო. კართან მდგარი კაცი გახლდათ ბილი კოუ,
ბედნიერების მაძიებელი და პროგრესისთვის მებრძოლი, კარიბის ზღვის
თანამედროვე პირატი. ცინკოგრაფია და ფოტოგრაფია – აი, იარაღი, რომლითაც კოუ
და კლენსი უტევდნენ იმ დროს ურჩ ნაპირებს. კარს გარეთ იდგა ორი დიდი ჩარჩო,
მათი ხელოვნების ნიმუშებით სავსე.

კოუ ზღურბლთან იდგა, ზურგით წირთხლს მიყრდნობილი. მისი მხიარული, მამაცი


სახე აშკარა ინტერესს გამოხატავდა ქუჩის უჩვეულო ხმაურისა და გამოცოცხლების
მიმართ. როცა მიხვდა, რაც ხდებოდა, ხელი პირთან მიიდო და ისეთი ომახიანი ხმით
დაიყვირა «ეი! ფრენკ!», რომ ადგილობრივ მცხოვრებთა ხმები ჩაახშო და დაადუმა.

აქედან ორმოცდაათ მეტრში, ქუჩის ზღვასთან ახლო, ამერიკის შეერთებული


შტატების საკონსულოს შენობა იდგა. სწორედ იქიდან გამოვარდა გუდვინი, როცა
გაიგონა, რომ ეძახდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩიბუხს ეწეოდა ამერიკის
შეერთებული შტატების კონსულ უილარდ ჯედისთან ერთად საკონსულოს უკანა
აივანზე, რომელიც ყველაზე გრილ ადგილად ითვლებოდა ქალაქში.

– სწრაფად! – იყვირა კოუმ, – ქალაქში ისედაც უკვე აჯანყებაა იმ ტელეგრამის გამო,


ჩვენს სახელზე რომ მოვიდა. ასეთ რამეებს ნუ ეხუმრებით, ჩემო კარგო. ხალხის
გრძნობებს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ერთ მშვენიერ დღეს თქვენ იისსურნელიან
ვარდისფერ ბარათს მიიღებთ და ამის გამო ქვეყანაში რევოლუცია მოხდება.

გუდვინი ქუჩაში გავიდა და მოძებნა ბიჭი, რომელსაც ტელეგრამა ჰქონდა.


ხარისთვალა ქალები მას მორიდებული აღტაცებით მისჩერებოდნენ, რადგან კაცების
იმ ტიპს ეკუთვნოდა, ქალების ყურადღებას რომ იპყრობენ. მაღალი გახლდათ, ქერა,
ელეგანტურ თეთრ კოსტიუმსა და ირმის ტყავის Zapatos[8]-ში იყო გამოწყობილი.
თავაზიანი მანერები ჰქონდა. მისი თვალები თითქოს თანაგიგრძნობდნენ. როცა
ტელეგრამა ჩამოართვა, ბიჭმა გასამრჯელო მიიღო და წავიდა, ბრბო შვებით
დაუბრუნდა მადლიან ჩრდილებს, საიდანაც ის ცნობისმოყვარეობამ გამორეკა:
ქალები – საჭმელების კეთებას თიხის ღუმელებში ფორთოხლების ხეებქვეშ, ან
გრძელი, ფაფუკი თმების გაუთავებელ ვარცხნას, კაცები კი თავიანთ სიგარეტებს და
ბოთლ ღვინოს სამიკიტნოებში.
8

გუდვინი საფეხურზე ჩამოჯდა კოუს გვერდით და ტელეგრამა წაიკითხა. ბობ


ენგლჰარტის გამოგზავნილი აღმოჩნდა, ამერიკელის, რომელიც სან-მატეოში,
ანჩურიის დედაქალაქში ცხოვრობდა, სანაპიროდან ოთხმოც მილში. ენგლჰარტი
ოქროს მაძიებელი იყო, მგზნებარე რევოლუციონერი და, საერთოდ, «კაი ტიპი».
საზრიანი ადამიანი გახლდათ და არც წარმოსახვის უნარი აკლდა. ამას
გუდვინისთვის გამოგზავნილი ტელეგრამაც ადასტურებდა. ტელეგრამა მკაცრად
კონფიდენციალური ხასიათისა იყო და მისი დაწერა არც ინგლისურ ენაზე
შეიძლებოდა და არც ესპანურზე, რამეთუ ანჩურიაში პოლიტიკურ თვალს არ სძინავს.
მთავრობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალს
ერთმანეთს. მაგრამ ენგლჰარტი დიპლომატი გახლდათ. არსებობდა ერთი,
ერთადერთი კოდი, რომელიც შეიძლებოდა გამოგეყენებინა და დარწმუნებული
ყოფილიყავი, რომ მას სხვები ვერ გაშიფრავდნენ – ეს იყო დიადი ქუჩური ჟარგონი. ასე
რომ, თუმცა ბევრი იმტვრიეს თავი ამ გზავნილზე ფოსტა-ტელეგრაფის უწყების
ჩინოსნებმა, ტელეგრამამ გუდვინამდე ისე მიაღწია, რომ მისი გაშიფვრა ვერავინ
შეძლო. აი, მისი ტექსტი:

მისი უქლიავესობა მოტყდა გუშინ კურდღლის ბილიკით მთელი მაყუთით ქისაში


მუსლინის ფუთასთან ერთად, რომელზეც აფრენს. მაყუთს ხუთი ნოლი მოაკლდა.
ჩვენი ბანდა უბერავს, მაგრამ მწვანეები თუ არ გვექნა, გაგვიჭირდება. ქეჩოში
წაავლეთ ხელი. მთავარი მარილისკენ მიემართება მუსლინის საქონლიანად. იცით,
რაც უნდა ქნათ. ბობი
გუდვინს ამ აბდაუბდის გაგება სულ არ გასჭირვებია. ის ყველაზე წარმატებული კაცი
გახლდათ ბედნიერების მაძიებელთა ამერიკულ ავანგარდში, რომლებმაც ანჩურიაში
შეაღწიეს. მოვლენათა წინასწარ განჭვრეტისა და დასკვნების გამოტანის უნარი რომ არ
ჰქონოდა, საეჭვოა, ასეთი მწვერვალისთვის მიეღწია. პოლიტიკური ინტრიგები
მისთვის კომერციული საქმიანობის ნაწილი იყო. თავისი დიდი ნიჭის წყალობით
გავლენა ჰქონდა შეთქმულების მეთაურებზე, ფულის საშუალებით კი წვრილფეხობა –
მეორეხარისხოვანი ჩინოსნები ჰყავდა ხელში. ქვეყანაში რევოლუციური პარტია
ყოველთვის არსებობდა და გუდვინი ყოველთვის მათ მხარეს იჭერდა, რადგან
ყოველი რევოლუციის შემდეგ მისი მომხრეები დიდ ჯილდოს იღებდნენ გარჯის
საფასურად. ახლაც არსებობდა ლიბერალური პარტია, პრეზიდენტ მირაფლორესის
დამხობის ძლიერი მოსურნე. თუკი ბორბალი წაღმა დატრიალდებოდა, გუდვინი
ქვეყნის შიგნით საუკეთესო ყავის პლანტაციების ოცდაათი ათასი აკრის კონცესიას
მიიღებდა. პრეზიდენტ მირაფლორესის ზოგიერთმა ბოლოდროინდელმა საქციელმა
იმ აზრამდე მიიყვანა, რომ მთავრობა იქამდეც ვერ მიაღწევდა, ვიდრე შემდგომი
რევოლუცია მოხდებოდა. და, აი, ახლაც ენგლჰარტის ტელეგრამა მის ბრძნულ
მიხვედრას ადასტურებდა.

ტელეგრამა, რომლის გაშიფრვა ვერა და ვერ შეძლეს ანჩურიელმა ლინგვისტებმა,


ამაოდ რომ ცდილობდნენ, მას ესპანურითა და სალიტერატურო ინგლისურით
მისდგომოდნენ, გუდვინს მნიშვნელოვან ცნობებს აწვდიდა. მასში ნათქვამი იყო, რომ
რესპუბლიკის პრეზიდენტი დედაქალაქიდან გაიქცა და ხაზინის ფული თან წაიღო.
და კიდევ – პრეზიდენტს თან ახლდა მაცდური იზაბელა გილბერტი, ავანტიურისტი,
9

საოპერო დასის მომღერალი, რომელიც მირაფლორესს ბოლო ერთი თვის


განმავლობაში ისეთ პატივში ჰყავდა, მსახიობები მეფეებიც რომ ყოფილიყვნენ,
ნაკლები პატივისცემითაც დაკმაყოფილდებოდნენ. გამოთქმა «კურდღლის გზა»
საჭაპანო ბილიკს გულისხმობდა, რომელზეც მიმოდიოდა მთელი ტრანსპორტი
დედაქალაქსა და კორალიოს შორის. რაც შეეხება «მაყუთს, რომელსაც ხუთი ნოლი
მოაკლდა» – ეს სიტყვები აშკარად მიანიშნებდა ნაციონალური საფინანსო სისტემის
სავალალო მდგომარეობაზე. ასევე სრულიად აშკარა იყო, რომ პარტიას, რომელიც
ხელისუფლებისკენ მიისწრაფოდა და შეიარაღებული აჯანყების მოწყობა აღარ
სჭირდებოდა, «უმწვანეებოდ გაუჭირდებოდა». თუ გატაცებული ფულის წართმევას
ვერ შეძლებდნენ, მაშინ იმის გათვალისწინებით, რომ დიდი სამხედრო ნადავლის
განაწილება მოუწევდათ, ახალი ხელისუფლება ფრიად არასახარბიელო
მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამიტომ აუცილებელი იყო «მთავარისთვის
ჩაევლოთ ქეჩოში» და ომის წარმოებისა და მართვისთვის საჭირო სახსრები
დაებრუნებინათ. გუდვინმა ტელეგრამა კოუს გადასცა.

– წაიკითხეთ, ბილი, ეს ბობი ენგლჰარტისგანაა. შეგიძლიათ ამის გაშიფვრა? კოუ

კარის ზღურბლზე ჩამოჯდა და ყურადღებით შეუდგა ტელეგრამის კითხვას.

– ეს სრულებითაც არ არის შიფრი, – თქვა ბოლოს, – ეს ის არის, რასაც ლიტერატურას


ეძახიან. ერთგვარი ენობრივი სისტემაა, რომელსაც თავს ახვევენ ადამიანებს, თუმცა
არც ერთ მწერალს არ დაუნერგავს. ჟურნალების გამონაგონია, მაგრამ ის კი
ნამდვილად არ ვიცოდი, რომ სატელეგრაფო უწყებამ დაუსვა თავისი დასტურის
ბეჭედი. ეს ახლა უკვე ლიტერატურა კი არა, ენაა. როგორ არ ეცადნენ ლექსიკონები,
მაგრამ დიალექტის ფარგლებს გარეთ მისი გაყვანა ვერ შეძლეს. ახლა კი, როცა მის
უკან „დასავლეთის კავშირი» დგას, მალე წარმოიშობა მთელი ხალხი, რომელიც ამ
ენაზე ილაპარაკებს.

– მეტისმეტად გადაეშვით ფილოლოგიაში, ბილი, – უთხრა გუდვინმა, – გაიგეთ კი, აქ


საერთოდ რა წერია?

– რა თქმა უნდა, – უპასუხა პრაქტიკოსმა ფილოსოფოსმა, – არც ერთი ენა არ არის


ძნელი ადამიანისათვის, თუ სჭირდება. ერთხელ როგორღაც მოვახერხე, ევაკუაციის
ბრძანება გამეგო, კლასიკურ ჩინურ ენაზე წარმოთქმული და მუშკეტის ლულით
განმტკიცებული. კაზმულსიტყვაობის ამ მცირე ნაწარმოების სათაურია «მელა
განთიადისას». გითამაშიათ ეს თამაში პატარა ბიჭობაში?

– მე მგონი, კი, – უთხრა ფრენკმა სიცილით, – ერთმანეთს ხელს ჩასჭიდებენ და წრე...

– არა, არა, – შეაწყვეტინა კოუმ, – სხვა თამაშში გერევათ, იმას «ბუჩქის გარშემო» ჰქვია.
«მელა განთიადისას» სხვაა – აქ ხელს არ ჩასჭიდებენ ერთმანეთს. პირიქით! აი, ასე
თამაშობენ: ეს პრეზიდენტი და მისი კომპანიონი ქალბატონი სან-მატეოში
იმყოფებიან, გასაქცევად ემზადებიან და ყვირიან: «მელა განთიადისას!» ჩვენც იქა
ვართ და ვყვირით: «დედალი და მამალი ბატები!» ისინი კითხულობენ: «რამდენი
მილია ქალაქ ლონდონამდე?» ჩვენ ვპასუხობთ: «ძალიან ცოტა, თუ ფეხები გრძელი
გაქვს». და შემდეგ ჩვენ ვეკითხებით: «რამდენნი ხართ?» და ისინი გვპასუხობენ:
10

«იმაზე მეტნი, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ». და ამის შემდეგ თამაში იწყება.

– მივხვდი, რასაც გულისხმობთ! – უთხრა გუდვინმა, – არ შეიძლება, მამალი და


დედალი ბატები ხელიდან დაგვიძვრნენ: მათი ბუმბული ძალიან ძვირფასია. ჩვენი
პარტია მზადაა, დღესვე აიღოს ხელში უმაღლესი ძალაუფლება, მაგრამ თუ ხაზინა
ცარიელია, იმაზე დიდხანს ვერ დავრჩებით სათავეში, ვიდრე აზიზი ქალი
გაუხედნავი მუსტანგის უნაგირზე. მელად უნდა ვიქცეთ და სანაპიროს ყველა
კუთხეკუნჭული შევამოწმოთ, რომ მათი ქვეყნიდან გაქცევა აღვკვეთოთ.

– თუ ჯორზე ამხედრებულები მოდიან, – თქვა კოუმ, – აქამდე მოაღწევენ, მაგრამ


სანმატეოდან ხუთი დღე დასჭირდებათ. დრო საკმარისად გვაქვს. სადაც კი
შესაძლებელია, ყველგან სათვალთვალო პუნქტებს დავაყენებთ. სანაპიროზე
მხოლოდ სამი ადგილია, საიდანაც მათ შეუძლიათ გემზე მოხვდნენ: ჩვენი ქალაქი,
სოლიტასი და ალასანი. საგუშაგოები მხოლოდ აქ იქნება საჭირო. ეს ყველაფერი
საჭადრაკო ამოცანასავით ადვილია – ქიში მელათი და შამათი სამ სვლაში. აჰ,
მამალი და დედალი ბატები! რა ხათაბალაში აღმოვჩნდით! ლიტერატურული
ტელეგრაფის წყალობით ჩვენი მიყრუებული სამშობლო პირდაპირ პატიოსანი
პოლიტიკური პარტიის ხელში ხვდება, რომელიც ცდილობს, გადატრიალება
მოახდინოს ქვეყანაში.

კოუ მართალი გახლდათ. გზა დედაქალაქიდან გრძელი და მძიმე იყო. უსიამოვნებები


ერთმანეთს ენაცვლებოდა: საშინელ სიცივეს აუტანელი, პაპანაქება სიცხე მოსდევდა,
უწყლო უდაბნოს – ჭაობიანი ადგილები. ბილიკები თვალშეუდგამ, შიშისმომგვრელ
მთებში მიიკლაკნებოდა, ნახევრად დამპალი თოკივით იგრიხებოდა სულისშემკვრელ
უფსკრულებს ზემოთ, თოვლიანი მწვერვალებიდან მოჩხრიალე ყინულივით ცივ
ნაკადულში ყვინთავდა და გველივით მისრიალებდა ტყეში, სადაც მზის სხივი არ
აღწევს – საშიშ მწერებსა და ცხოველებს შორის. მთიდან დაშვებული ეს ბილიკი სამად
იტოტებოდა, რომელთაგან შუა ალასანისკენ მიემართებოდა, გვერდითა ბილიკები კი
კორალიოსა და სოლიტასისკენ. მთებსა და ზღვას შორის ხუთი მილის სისქის
მონალექი მიწის ზოლი იდო. ეს ადგილი ტროპიკული მცენარეების განსაკუთრებული
სიუხვით და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. აქა-იქ მიწის მცირე ნაკვეთები
გამოეგლიჯათ ჯუნგლებისათვის და მათზე შაქრის ლერწმის და ბანანის
პლანტაციები და ფორთოხლის ხეივნები გაეშენებინათ. მთელი დანარჩენი მიწა კი
ველური მცენარეებით იყო გაბარდნილი, სადაც მაიმუნები, ტაპირები, იაგუარები,
ალიგატორები, საშინელი მწერები და ქვეწარმავლები ბინადრობდნენ. სადაც ზოლი

არ გაეკაფათ, იქ ისეთი უღრანი, გაუვალი ტევრი იყო, რომ გველებიც კი გაჭირვებით


ახერხებდნენ გაძრომას დაბურდულ ტოტებსა და ლიანებს შორის. ტროპიკული
სიმწვანით დაფარულ ვერაგ ჭაობებში ცოტა უფრთო არსება თუ ახერხებდა
გადაადგილებას. გაქცეულ პრეზიდენტს და მის თანამგზავრს ნაპირამდე
ზემოხსენებული სამი გზიდან მხოლოდ ერთ-ერთით შეეძლოთ მიეღწიათ.

– ოღონდ არავისთან წამოგცდეთ, ბილი! – ურჩია გუდვინმა, – რატომ უნდა იცოდნენ


ჩვენმა მტრებმა, რომ პრეზიდენტი გაიქცა. ვფიქრობ, დედაქალაქში ცოტა ვინმე თუ
გაიგებდა ამ ამბავს. ასე რომ არ იყოს, ბობი საიდუმლო ტელეგრამას არ
11

გამოგვიგზავნიდა. ჩვენს ქალაქშიც დიდი ხნის წინ აყვირდებოდნენ ამის შესახებ.


ახლა დოქტორ სავალიასთან წავალ და ჩვენს კაცს გავგზავნით ტელეგრაფის ხაზის
გადასაჭრელად.

როცა გუდვინი წამოდგა, კოუმ თავისი ქუდი ბალახებში, კარებთან ახლოს დააგდო და
ღრმად ამოიოხრა.

– რა მოხდა, ბილი? – ჰკითხა გუდვინმა და შეჩერდა, – პირველად მესმის თქვენი


ოხვრა.

– და უკანასკნელად, – უპასუხა კოუმ, – ქარის ამ მწუხარე დაქროლვით მე ვიმეტებ


საკუთარ თავს თუმც ქების ღირსი, მაგრამ ძალიან მოსაწყენი პატიოსნებისათვის. აბა,
მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, რა არის ფოტოგრაფია დედალი და მამალი ბატების
დიადი და მხიარული კლასის შესაძლებლობებთან შედარებით? პრეზიდენტობა
სულაც არ მსურს, ფრენკ, – მას რომ აქვს, იმდენი მაყუთის ხელში ჩაგდებას მაინც ვერ
მოვახერხებდი, მაგრამ როგორღაც სინდისის ქენჯნა მაწუხებს, აქაურობას რომ
შევრჩი და ამ ფიზიონომიების სურათებს ვიღებ, იმის ნაცვლად, რომ ჯიბეები ამევსო
და გავქცეულიყავი აქედან. ფრენკ, ის «მუსლინის ფუთა» გინახავთ, მისმა
უდიდებულესობამ რომ შეახვია და თან წაიყოლა?

– იზაბელ გილბერტი? – ჰკითხა გუდვინმა სიცილით, – არა, არ მინახავს, მაგრამ ბევრი


მსმენია მის შესახებ და ასე მგონია, კერკეტი კაკალი იქნება. ჯიქურ წამსვლელია
ყველაფერზე. ბრჭყალებით და კბილებით იბრძოლებს ბოლომდე. რომანტიკულ
ოცნებებს შეეშვით, ბილ. ხანდახან ეჭვი მეპარება, რომ თქვენს ძარღვებში
ირლანდიური სისხლი ჩქეფს.

– არც მე მინახავს არასოდეს, – განაგრძო კოუმ, – მაგრამ, ამბობენ, მის გვერდით


პოეზიაში, მითოლოგიაში, სკულპტურასა თუ ფერწერაში განსწავლული ქალები
ფერმკრთალდებიან და უბრალოვდებიანო. ამბობენ, საკმარისია, კაცს შეხედოს და
მაშინვე მაიმუნად აქცევს, რომელიც მზად არის, ყველაზე მაღალ ხეებზე აძვრეს და
ქოქოსის კაკალი დაუკრიფოსო. წარმოიდგინე ეს პრეზიდენტი, ერთ ხელში, ვინ
იცის, რამდენი ასეული ათასი დოლარით, მეორეში კი მუსლინის სირინოზით,
თავაწყვეტილი რომ მიაჭენებს თავის საყვარელ ჯორს ბორცვზე. ყველგან
ყვავილებია და ჩიტების გალობა ისმის. მე კი, ბილი კოუ, ჩემი უსაზღვრო
კეთილშობილების გამო განწირული ვარ, ამ აბსურდულ გარემოში ვიცხოვრო
უბადრუკი ცხოვრებით და თავის გასატანად უსინდისოდ გავაყალბო ამ
ცხოველების ფიზიონომიები. პატიოსნების გამო! ეს არის სამართალი?

– გამხნევდი, – უთხრა გუდვინმა, – ის რა მელაა, ბატის რომ შეშურდება. ვინ იცის,


იქნებ მომხიბვლელ გილბერტს თქვენზე და თქვენს ცინკოგრაფიაზე შეუვარდეს
თვალი, მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტს წავართმევთ.

– რაც სრულებითაც არ იქნება სისულელე, – თქვა კოუმ, – მაგრამ ეს არ მოხდება. ის


ღირსია ღმერთების გალერეა შეამკოს და არა ცინკოგრაფიული სურათების
გამოფენა. ძალიან ბიწიერი ქალია და ამ პრეზიდენტს გაუმართლა. მაგრამ ახლა
12

მესმის, კლენსი უკანა ოთახში ბუზღუნებს, რომ ვზარმაცობ და მას ვაკეთებინებ


ყველაფერს.

კოუ თავისი ატელიეს «გალერეაში» შევიდა მხიარული სტვენით; ეს ცოტა უცნაურად


ჩანდა მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ოხვრით შენატროდა გაქცეული პრეზიდენტის
ვითომცდა იღბალს.

გუდვინმა მთავარი ქუჩიდან ბევრად ვიწრო ქუჩაზე შეუხვია, რომელიც მას სწორი
კუთხით უერთდებოდა მარჯვენა მხრიდან.

გვერდითი ქუჩები ხშირი ბალახით იყო დაფარული, რომელსაც პოლიცია


დროდადრო მაჩეტეებით იმ დონეზე ჭრიდა, რომ გავლა ყოფილიყო შესაძლებელი.
მათ ქვის ვიწრო ტროტუარები გასდევდა მთელ სიგრძეზე, დაბალი ერთფეროვანი
ალიზის სახლების წინ. გარეუბნებში ქუჩები მთავრდებოდა და პალმის ტოტებით
გადახურული კარაიბების და ადგილობრივი ღარიბების ქოხები იწყებოდა, შემდეგ კი
იამაიკელი და ვესტ-ინდოელი შავკანიანების უბადრუკი ქოხმახები.
ერთსართულიანი ქალაქის კრამიტით დახურული სახლების ფონზე რამდენიმე
მაღალი შენობა გამოირჩეოდა: Calaboza – ციხის კოშკი, ჰოტელ დე ლოს
ესტრანხეროსი (სასტუმრო უცხოელებისათვის), ხილის კომპანია «ვეზუვის» აგენტის
რეზიდენცია, სავაჭრო საწყობი და იქაური მდიდრის, ბერნარდ ბრენიგენის სახლი,
ტაძრის ნანგრევები, რომელშიც ოდესღაც კოლუმბს შეედგა ფეხი და ყველაზე
მდიდრული შენობა – Casa Morena, ანჩურიის პრეზიდენტის საზაფხულო «თეთრი
სახლი». სანაპიროს პარალელურ მთავარ ქუჩაზე – კორალიოს ბროდვეიზე – ყველაზე
დიდი მაღაზიები, ფოსტა, ყაზარმა, სამიკიტნოები და ბაზრის მოედანი მდებარეობდა.

გუდვინმა ბერნარდ ბრენიგენის სახლს ჩაუარა – ახალ, ორსართულიან ხის შენობას,


რომლის ქვედა სართულზე მაღაზია იყო, ზედა სართულზე კი პატრონი ცხოვრობდა.
გრძელი აივანი, მთელ სახლს რომ ერტყა გარს, საიმედოდ გახლდათ დაცული
მზისგან. მშვენიერი, სიცოცხლით სავსე გოგონა, განიერი თეთრი კაბა ძალიან რომ
უხდებოდა, მოაჯირზე გადმოიხარა და გუდვინს გაუღიმა. უფრო შავგვრემანი არ იყო,
ვიდრე ანდალუზიის ბევრი არისტოკრატი ქალი. ისე კრთოდა და ელვარებდა,
როგორც მზის სხივი ტროპიკებში.

– საღამო მშვიდობისა, მის პაულა, – უთხრა გუდვინმა თავისი განუშორებელი


ღიმილით და ქუდი მოუხადა. ქალებსაც და კაცებსაც ერთნაირი ღიმილით
ესალმებოდა. კორალიოში ყველას უყვარდა ამ ვეება ადამიანის მისალმება.

– რა არის ახალი? – ჰკითხა მის პაულამ, – ოღონდ, ღვთის გულისათვის, ნუ მეტყვით,


რომ არავითარი სიახლე არ არის. როგორი სიცხეა, არა? ისე ვგრძნობ თავს, როგორც
მარიანა თხრილშემოვლებულ ბაღში, – თუ ის სახლში იყო[9].

– ოჰ, როგორ ცხელა!

– არა, სიახლეები არ არის, – უთხრა გუდვინმა. ქალს, ცოტა არ იყოს, იქედნურად


უყურებდა, – გარდა იმისა, რომ ჯედი ყოველდღიურად სულ უფრო ბუზღუნა და
13

ფიცხი ხდება. თუ უახლოეს მომავალში არ დაწყნარდება, მის უკანა აივანზე აღარ


მოვწევ, თუმცა ქალაქში ასეთი გრილი ადგილი მეორე არ არის.

– სულაც არ ბუზღუნებს, – სიტყვა არ დაამთავრებინა პაულა გრენიგენმა, – როცა ის... –


აქ ერთბაშად შეწყვიტა და შინ შევიდა, რადგან სახეზე სიწითლე მოეძალა. დედამისი
ხომ მეტისი იყო და, ესპანური სისხლი სძენდა ერთგვარ მოკრძალებულ იერს,
რომელიც მისი უშუალო ნატურის მეორე, ირლანდიურ ნახევარს ამკობდა.
14

II. ლოტოსი და ბოთლი


უილარდ ჯედი – ამერიკის შეერთებული შტატების კონსული კორალიოში – იჯდა და
უხალისოდ წერდა წლიურ ანგარიშს. გუდვინმა, რომელმაც ჩვეულებისამებრ შეიარა
მასთან, რომ თავის საყვარელ გრილ აივანზე მოეწია, ვერ შეძლო კონსულის ამ
საქმიანობიდან მოწყვეტა და უკან გაბრუნდა მას შემდეგ, რაც ის
არასტუმართმოყვარული დახვედრის გამო კარგად გამოლანძღა.

– სამინისტროში გიჩივლებთ, – უთხრა გუდვინმა, – თუ დეპარტამენტი ჰქვია.


საუბარიც კი არ სურს ჩემთან. ისიც კი არ უნდა, ვისკით გამიმასპინძლდეს. აი, ასე
წარმოადგენთ თქვენს მთავრობას.

გუდვინმა სასტუმროსკენ გასწია, იმის იმედად, იქნებ კარანტინის ექიმი როგორმე


ბილიარდის თამაშში ჩაეთრია კორალიოში ერთადერთ ბილიარდის მაგიდასთან. მან
უკვე ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო გაქცეული პრეზიდენტის დასაჭერად და
ახლა ერთიღა რჩებოდა: ლოდინი, სანამ თამაში დაიწყებოდა.

კონსული მთლიანად ჩაფლულიყო თავის წლიურ ანგარიშში. ის მხოლოდ ოცდაოთხი


წლის

გახლდათ. კორალიოში ჯერ კიდევ არ გაეტარებინა იმდენი დრო, რომ ტროპიკული


მზის მცხუნვარებას მისი სამუშაო ენთუზიაზმი გაენელებინა – კირჩხიბსა და თხის
რქას შორის ასეთი პარადოქსები გასაგებია.

ამდენი და ამდენი ათასი ცალი ბანანი, ამდენი ათასი ფორთოხალი და ქოქოსის


კაკალი, ამდენი უნცია ოქროს ქვიშა, ამდენი ფუნტი კაუჩუკი, ყავა, ინდიგო,
სარსაპარილა – წარმოგიდგენიათ? ექსპორტი შარშანდელთან შედარებით ოცი
პროცენტით გაიზარდა!

კონსულის გული სიყვარულით იყო სავსე. შეიძლება იქ, სახელმწიფო დეპარტამენტში


წაიკითხონ მისი ანგარიში და შეამჩნიონ... სკამის საზურგეზე გადაწვა და გაეცინა.
ისიც სხვებისნაირი იდიოტი ხდებოდა. ნუთუ დაავიწყდა, რომ კორალიო უბადრუკი
რესპუბლიკის უბადრუკი ქალაქია, მეორეხარისხოვანი ზღვის მივარდნილ ადგილას?
გრეგი გაახსენდა, კარანტინის ექიმი, ლონდონიდან ჟურნალ «ლანცეტს» რომ იწერდა
იმ იმედით, რომ შიგ ნაწყვეტებს ნახავდა ყვითელი ცხელების ბაცილების შესახებ
თავისი მოხსენებიდან, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროში აგზავნიდა. კონსულმა
იცოდა, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ორმოცდაათამდე მისი ნაცნობიდან,
საეჭვოა, ერთს მაინც სმენოდა კორალიოს შესახებ. იცოდა, რომ მის წლიურ ანგარიშს
მხოლოდ ორი ადამიანი წაიკითხავდა: დეპარტამენტის ვიღაც წვრილი ჩინოსანი და
ხაზინის ტიპოგრაფიის ასოთამწყობი. შესაძლოა,

ასოთამწყობს შეემჩნია, რომ კორალიოში კომერციამ აყვავება დაიწყო და, ვინ იცის,
იქნებ ამის შესახებ ორიოდე სიტყვა ეთქვა მეგობრისთვის საღამოს, როცა მაგიდას
მიუსხდებოდნენ, ერთი კათხა ლუდისა და ნაჭერი ყველის მისართმევად.
15

ის-ის იყო დაწერა, ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილი ექსპორტიორები


აუხსნელ გულგრილობას იჩენენ, და ამით საშუალებას აძლევენ ფრანგულ და
გერმანულ ფირმებს, ხელში ჩაიგდონ ამ მდიდარი და აყვავებული ქვეყნის თითქმის
მთელი საწარმოო ძალებიო, რომ ამ დროს გემის სირენის ხრინწიანი ხმა გაიგონა.

ჯედიმ კალმისტარი გადადო, პანამა დაიხურა და ქოლგა აიღო. ხმით იცნო, რომ ეს იყო
«ვალჰალა», კომპანია «ვეზუვის» ერთ-ერთი სატვირთო გემი, რომელსაც ბანანი,
ფორთოხალი და ქოქოსი გადაჰქონდა. კორალიოში ყველას, ხუთი წლის ninos[10]-ის
ჩათვლით, გემის სირენის მიხედვით ზუსტად შეეძლო გაერკვია, რომელი გემი
შემოვიდა ქალაქში.

მზისგან დაცული დაკლაკნილი ბილიკებით კონსული ზღვისკენ გაემართა.


ხანგრძლივი პრაქტიკის წყალობით ნაბიჯები ისე ჰქონდა გამოზომილი, რომ ქვიშიან
სანაპიროზე სწორედ იმ დროს მიაღწევდა ხოლმე, როცა საბაჟოს მოხელეები ნავით
უკან ბრუნდებოდნენ ორთქლმავლიდან, რომელსაც ანჩურიის კანონების მიხედვით
ამოწმებდნენ.

კორალიოში ნავსადგური არ არის. ისეთმა გემებმა, როგორიც «ვალჰალაა», ღუზა


ნაპირიდან ერთი მილის დაშორებით უნდა ჩაუშვან. მათ ზღვაში ტვირთავენ. მსუბუქი
სატვირთო პატარა გემებიდან გადააქვთ მათზე ხილი. სოლიტასში, სადაც შესანიშნავი
ნავსადგურია, ბევრი გემი ჩადის, კორალიოში კი მხოლოდ სატვირთო – ხილის
გადამზიდი გემები ჩერდება. ძალიან იშვიათად საკაბოტაჟო ხომალდი თუ
გამოჩნდება, ან იდუმალებით მოცული ესპანური ბრიგი, ან კიდევ – მთლად მიამიტი
გამომეტყველებით – ურცხვი ფრანგული შხუნა. მაშინ საბაჟო სამსახური გაცილებით
ყურადღებიანი და ფრთხილი ხდება. და, აი, ღამის წყვდიადში ჩამომდგარ გემებსა და
ნაპირს შორის რაღაც უცნაური ნავები იწყებენ რეისებს და დილით კორალიოს
საგალანტერიო და ღვინის ფარდულებში ბევრი ისეთი საქონელი გამოჩნდება,
რომელიც ჯერ კიდევ გუშინ არ იყო, მათ შორის, სამვარსკვლავიანი ღვინის ბოთლები
და სხვა პროდუქტები. და ამბობენ, რომ მებაჟეებს თავიანთი ალისფერლამპასებიანი
ლურჯი შარვლების ჯიბეებში ასეთ დღეებში უფრო მეტი ვერცხლი უჩხრიალებთ,
ვიდრე წინა დღით, საბაჟოში კი ბაჟის გადახდის შესახებ არავითარი დოკუმენტები არ
მოიძევებაო.

კანჯო, რომელშიც მებაჟეები ისხდნენ, და კარაპა «ვალჰალა» ერთდროულად


მივიდნენ ნაპირთან, რომელიც ისეთი მეჩხერი იყო, რომ მშრალ ქვიშამდე ხუთი
იარდის დაშორებით მოუწიათ გაჩერება. შემდეგ ნახევრად შიშველი კარაიბები
წყალში შევიდნენ და თან წაიყვანეს «ვალჰალას» კომისარი და ბამბის მაისურებში,
ფარფლებჩამოშვებულ ჩალის ქუდებსა და ლურჯ-ალისფერ შარვლებში
გამოწყობილი წვრილი ჩინოსნები.

კოლეჯში ჯედი ბეისბოლის თამაშით იყო განთქმული. ახლა მან ქოლგა დაკეცა,
ქვიშაში ჩაასო და მუხლებზე ხელებდაყრდნობილი დაიხარა. კომისარი მიმწოდებლის
პოზაში ჩადგა და კონსულს კანაფით შეკრული გაზეთების მძიმე დასტა გადმოუგდო
(ყოველ გემს კონსულისთვის გაზეთები ჩამოჰქონდა). ჯედი მაღლა ახტა, «ჰოპლა!»
დაიძახა და ნასროლი შეკვრა დაიჭირა. ნაპირზე მოსეირნეებმა, რომლებიც მთელი
16

მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენდნენ, ტაში დაუკრეს და ხმამაღლა


გაიცინეს. ამ სანახაობას ყოველდღე ელოდნენ და იმედი არასოდეს უცრუვდებოდათ.
კორალიოში სიახლეებს მაინცდამაინც არ სწყალობდნენ. კონსულმა ქოლგა ისევ
გაშალა და უკან, საკონსულოსკენ გაემართა.

უდიდესი ერის წარმომადგენელი სამი მხრიდან პალმის და ბამბუკის ხის გალერეით


გარშემორტყმულ ოროთახიან ხის სახლში ცხოვრობდა. ერთი ოთახი ოფიციალური
კანტორის დანიშნულებას ასრულებდა და ძალიან გონივრულად იყო მოწყობილი –
საწერი მაგიდით, ჰამაკით და ლერწმის დასაჯდომიანი სამი მოუხერხებელი სკამით.
კედელზე ჩამოკიდებულ ორ გრავიურაზე ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტები იყვნენ გამოსახული – პირველი და ბოლო. მეორე ოთახს კონსული
საცხოვრებლად იყენებდა.

თერთმეტი საათი იქნებოდა, როცა ის ნაპირიდან დაბრუნდა. პირველი საუზმის დრო

დამდგარიყო. ჩანკას, კარაიბ ქალს, რომელიც ჯედის საჭმელს უმზადებდა, ის-ის იყო
გალერეის იმ მხარეს გაეშალა სუფრა, რომელიც ზღვისკენ იყურებოდა და კორალიოში
ყველაზე გრილ ადგილად ითვლებოდა. საუზმე ზვიგენის ფარფლის ბულიონის,
ხმელეთის კიბოს რაგუს, პურის ხის ნაყოფის, იგუანის შემწვარი ხორცის, ოსტინდური
ავოკადოს ზეთოვანი მსხლის, ახლახან მოჭრილი ანანასის, წითელი ღვინის და
ყავისაგან შედგებოდა. ჯედი მაგიდასთან დაჯდა და ნეტარი გამომეტყველებით,
ზანტად გახსნა გაზეთების დასტა. ახლა ორი დღის განმავლობაში იჯდება აქ,
კორალიოში, და წაიკითხავს ყველაფერს, რაც კი ხდება ქვეყნიერებაზე, იმავე
გრძნობით, რომლითაც ჩვენ წავიკითხავდით არასარწმუნო ცნობებს, რომლებსაც
გვაწვდის არაზუსტი მეცნიერება, მარსის ბინადართა საქმეების აღწერას რომ ლამობს.
მას შემდეგ, რაც ამ გაზეთებს წაიკითხავს, მათ კორალიოში მცხოვრებ სხვა
ანგლოამერიკელებს გადასცემს რიგრიგობით.

გაზეთი, რომელიც პირველი მოჰყვა ხელს, იმ ფართო ბეჭდური ლეიბების კატეგორიას


მიეკუთვნებოდა, რომელზეც, გავრცელებული აზრით, ნიუ-იორკის ზოგიერთი
ჟურნალის მკითხველები ლიტერატურულად წათვლემენ ხოლმე შაბათობით.
კონსულმა გაზეთი მაგიდაზე გაიშალა და მისი სქელი კიდე სკამის საზურგეს
ჩამოადო. შემდეგ აუჩქარებლად შეუდგა ჭამას: დროდადრო გაზეთს შლიდა და
სტრიქონებს დაუდევრად ჩაირბენდა ხოლმე თვალებით.

უცებ თვალში საშინლად ნაცნობი რაღაც ეცა – გვერდის ნახევარი გემის ცუდად
დაბეჭდილ რეპროდუქციას ეჭირა. დუნედ, მოშვებულად უყურებდა სურათს და მის
გვერდით დიდი ასოებით დაბეჭდილი სტატიის სათაურს. დიახ, არ შემცდარა.
სურათზე «იდალია» იყო გამოსახული, რვატონიანი იახტა, რომელიც, როგორც
გაზეთი იუწყებოდა, «საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, ფულის ბაზრის მიდასს და
საზოგადოების სანიმუშო წევრს, ჯ. უორდ ტოლივერს» ეკუთვნოდა.

შავი ყავა ნელა მოწრუპა და სტატია წაიკითხა. მასში დაწვრილებით იყო


ჩამოთვლილი მისტერ ტოლივერის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, შემდეგ ასევე
წვრილ-წვრილად იყო აღწერილი მისი შესანიშნავი იახტა, ბოლოში კი, მდოგვის
17

მარცვალივით მცირე ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მისტერ ტოლივერი თავის


მეგობრებთან ერთად ექვსკვირიან კრუიზში მიემგზავრება ცენტრალური და სამხრეთ
ამერიკის სანაპიროების გასწვრივ და ბაჰამის კუნძულებს შორის. მის სტუმრებს
შორის არიან ნორფოლკელები: მისის კემბერლენდ პეინი და მის იდა პეინი.

თავისი მკითხველებისთვის რომ ესიამოვნებინა, სტატიის ავტორს მთელი რომანი


შეეკოწიწებინა. ისე ხშირად აწყვილებდა მის პეინის და მისტერ ტოლივერის
სახელებს, იფიქრებდი, საცაა, საქორწინო გვირგვინებს დაადგამენ თავზეო. ირიბი,
ორაზროვანი მინიშნებებით, სიტყვების თამაშით – «ქალაქში დაჟინებით
ლაპარაკობენ», «დადის ხმები, რომ», «არ გაგვიკვირდებოდა, თუ...» და ბოლოს
მილოცვით ამთავრებდა.

ჯედიმ საუზმე დაამთავრა, გაზეთები აიღო, აივნის ბოლოსკენ გაემართა, თავის


საყვარელ გემბანის სავარძელში ჩაჯდა და ფეხები ბამბუკის მოაჯირზე შემოაწყო.
სიგარას მოუკიდა და ზღვისკენ გაიხედა. სიამოვნებდა იმის შეგრძნება, რომ
წაკითხულმა ოდნავაც ვერ ააღელვა. უხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს შეძლო
დაეძლია წუხილი, რომელმაც ის ნებაყოფლობით დევნილად აქცია ლოტოსის ამ
შორეულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, იდას ვერასოდეს დაივიწყებდა, მაგრამ მასზე
ფიქრი უკვე ტკივილს აღარ აყენებდა. როცა იდა წაეჩხუბა, მან ითხოვა, კორალიოში
გაეგზავნათ საკონსულოში სამუშაოდ – სამაგიეროს გადახდის წყურვილით იყო
შეპყრობილი – და არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი იმ გარემოს მიმართ, გოგონას
რომ ერტყა გარს. და მან ეს შეძლო. უკვე ერთი წელია, რაც კორალიოშია და ერთმანეთს
არც კი შეხმიანებიან. თუმცა, იმ მცირერიცხოვანი მეგობრების წყალობით,
რომლებთანაც მიწერ-მოწერა ჰქონდა, რაღაცეებს იგებდა მის შესახებ. მაინც
სიამოვნებდა, რომ არც ტოლივერს გაჰყოლოდა აქამდე ცოლად და არც ვინმე სხვას.
თუმცა, აშკარად ჩანდა, ტოლივერს ჯერაც არ ჰქონდა ხელი ჩაქნეული.

მაგრამ ახლა ეს მისთვის სულერთი იყო. მას ლოტოსის ყვავილები[11] ჰქონდა ნაგემი.
თავს მშვენივრად გრძნობდა მარადიული მხურვალე მზის ქვეყანაში. ამერიკის
შეერთებულ შტატებში გატარებული წარსული დღეები ახლა გამაღიზიანებელ
სიზმრად ეჩვენებოდა. სურდა, იდაც მასავით ბედნიერი ყოფილიყო. ბალზამივით
ჰაერი, შორეული ავალონეს[12]

მსგავსი, მოჯადოებული, იდილიური დღეების წყება, ცხოვრება ამ უქნარა,


რომანტიკულ ხალხს შორის, მუსიკით, ყვავილებით, ხმადაბალი სიცილით სავსე
ცხოვრება, ზღვა და მთები ასე ახლო, სიყვარულის მრავალი ფორმა და მაგია და
სილამაზე გაფურჩქნილი თეთრი ტროპიკული ღამეებისა – ეს ყველაფერი ენით
უთქმელ სიამოვნებას ანიჭებდა. და კიდევ, პაულა ბრენიგენი!

ჯედის სურდა, პაულა შეერთო, – თუკი, რა თქმა უნდა, ქალი თანახმა იქნებოდა. მას
მტკიცედ სჯეროდა, რომ პაულა უარს არ ეტყოდა, მაგრამ რატომღაც ხელის თხოვნას
აყოვნებდა. რამდენჯერმე დააპირა თქმა და ყოველთვის რაღაც გაუგებარი უშლიდა
ხელს. შეიძლება აქ ქვეცნობიერი შიში იჩენდა თავს – თუ ამ სიტყვებს წარმოთქვამდა,
ამით იმ უკანასკნელ რგოლს გაწყვეტდა, რომელიც წარსულთან აკავშირებდა.
18

პაულასთან ძალიან ბედნიერი იქნებოდა. აქაური გოგონებიდან მას ცოტა თუ


შეედრებოდა. ის სამონასტრო სკოლაში სწავლობდა ახალ ორლეანში, ასე რომ, როცა
თავისი განსწავლულობის დემონსტრირების სურვილი გაუჩნდებოდა, ნორფოლკელ
და მანჰეტენელ გოგონებს ტოლს არ დაუდებდა. საამო იყო საცქერლად, როცა
ნაციონალურ ესპანურ კოსტიუმში გამოეწყობოდა და ოთახში გაისეირნებდა შიშველი
მხრებით და ჩამოშვებული განიერი სახელოებით.

ბერნარდ ბრენიგენი ყველაზე დიდი ვაჭარი იყო კორალიოში. ის მარტო სანაპიროზე


კი არ

ვაჭრობდა, არამედ ჯორების ქარავანს დაატარებდა და გახურებული აღებ-მიცემობა


ჰქონდა ქვეყნის შიგნით, ქალაქის და სოფლების მცხოვრებლებთან. მისი მეუღლე
წარჩინებული კასტილიური გვარის ადგილობრივი არისტოკრატი გახლდათ, მაგრამ
ზეთისხილისფერ ლოყებზე ყავისფერი დაჰკრავდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მის
ძარღვებში ინდიელთა სისხლიც ჩქეფდა. ირლანდიელის და ესპანელის კავშირმა,
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საოცრად მშვენიერი და თვითმყოფადი შთამომავალი
შვა.

მშობლებიც და ქალიშვილიც მართლაც ძალიან სასიამოვნო ადამიანები იყვნენ და


მათი სახლის ზედა სართული მაშინვე ჯედის და პაულას განკარგულებაში
გადავიდოდა, როგორც კი ის გადაწყვეტილებას მიიღებდა და პაულას ბოლოს და
ბოლოს ეტყოდა სათქმელს.

ორი საათი გავიდა. კონსულს კითხვა მოსწყინდა. გაზეთები გალერეაში ეწყო


არეულდარეულად. სავარძელში გადაწოლილი, რულმოდებული თვალებით
გადაჰყურებდა
მის გარშემო გადაშლილ სამოთხეს. ბანანის ხეების კორომი თავისი
ფართოფოთლოვანი საჩრდილობლით მზისგან იფარავდა. დაღმართი
საკონსულოდან ნაპირისაკენ ყვავილობადაწყებული ფორთოხლისა და ლიმონის
ხეების მუქმწვანე ფოთლებით იყო მოფენილი. ლაგუნა სანაპირო ზოლში
დაკბილული კრისტალივით იყო შეჭრილი, მის ზემოთ კი უფერული პრანჭია ხე
ლამის ღრუბლებს სწვდებოდა. ქოქოსის პალმები ირწეოდა და მისი

ფოთლები თითქმის უმოძრაო ზღვის ნაცრისფერ გრანიტზე ცეცხლოვანი


დეკორატიული სიმწვანით ელავდა. ჯედი ბუნდოვნად აღიქვამდა ხასხასა ჟანგმიწის
მყვირალა წითელ ფერს ხასხასა ლორთქო ბუჩქნარში; ახლად გაფურჩქნილი
ყვავილების სუნს, თიხის ქურის კვამლის სუნს – მზარეული ჩანკა გოგრის ხის ქვეშ
ამზადებდა საჭმელს. ესმოდა დისკანტი ადგილობრივი ქალების სიცილისა,
რომელიღაც ქოხიდან რომ აღწევდა, და გულწითელას გალობა. ქარის მარილიან გემოს
გრძნობდა, დიმინუენდოს, ძლივს გასაგონი ზღვისპირა ტალღებისა – და, თანდათან
მისი მზერის არეალში პატარა ლაქა მოხვდა, რომელიც იზრდებოდა და იზრდებოდა
და ბოლოს დიდ ლაქად იქცა ზღვის ნაცრისფერ ზედაპირზე.

ზანტი ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს, როგორ იზრდებოდა ლაქა და როგორ


გარდაიქმნა ის უცებ იახტა «იდალიად», რომელიც მთელი სისწრაფით მიქროდა
19

ნაპირის პარალელურად. პოზის შეუცვლელად უყურებდა მშვენიერი თეთრი იახტის


მოძრაობას, რომელიც უკვე კორალიოს ნაპირებს გაუსწორდა. შემდეგ გაიმართა და
დაინახა, როგორ ჩაიქროლა მან და თვალს მიეფარა. სულ ახლო ჩაიქროლა, ერთი
მილით თუ იქნებოდა დაშორებული ნაპირიდან. დაინახა, როგორ ბრწყინავდა მზეზე
მისი პრიალა სპილენძის ნაწილები, ზოლები გემბანის ტენტებისა, მაგრამ უფრო
დეტალურად ვერაფერი გაარჩია. როგორც გემმა ჯადოსნურ ფარანში, «იდალიამ» მისი
მინიატურული სამყაროს განათებული წრე გადაცურა და დაიკარგა. ჰორიზონტს
გაცრეცილი კვამლი რომ არ შემორჩენოდა,

იფიქრებდი, ნეტა არამატერიალური სამყაროს ნაწილი, მისი უსაქმო გონების ნაყოფი


ხომ არ იყოო.

ჯედი კანტორაში მიბრუნდა და კვლავ ანგარიშს ჩაუჯდა. გაზეთების სტატიების


კითხვამ დიდად ვერ შეაშფოთა, მოულოდნელად გამოჩენილი გემის უჩუმარმა
გაკრთომამ კი ბოლომდე დააწყნარა. «იდალიამ» სიმშვიდე და სიწყნარემოიტანა თან,
რადგან მას ეჭვის ნატამალიც აღარ დარჩა. იცოდა, რომ ადამიანები, ისე რომ
თვითონაც ვერ აცნობიერებენ, ხშირად რაღაც იმედებს ეჭიდებიან ხოლმე. ახლა, როცა
იდამ ზღვით ორი ათასი მილი გაიარა და ის-ის იყო გვერდით ჩაუქროლა, ისე რომ
არაფერი მიუნიშნებია, ის, ქვეცნობიერადაც კი, უკვე წარსულს აღარ უნდა
ჩაბღაუჭებოდა.

ნასადილევს, როცა მზე მთის მიღმა ჩავიდა, ჯედი სანაპიროს ვიწრო ზოლზე, ქოქოსის
პალმების ქვეშ სასეირნოდ გავიდა. ზღვიდან მსუბუქი ნიავი უბერავდა და წყლის
ზედაპირზე ოდნავ შესამჩნევი ტალღები თქაფუნებდა. პაწაწა მეცხრე ტალღამ,
ქვიშაზე რომ აშრიალდა, ნაპირზე ელვარე მრგვალი საგანი გამორიყა. ტალღა მიიქცა
და ნივთი უკან გაგორდა. მომდევნო ტალღამ ისევ ქვიშაზე დატოვა და ამჯერად ჯედი
მის ასაღებად დაიხარა.

ზღვიდან გამონარიყი უფერო მინისგან დამზადებული ღვინის ბოთლი აღმოჩნდა.


ბოთლს

გრძელი ყელი ჰქონდა. საცობი ძალიან ღრმად და მჭიდროდ ეხურა და მუქი წითელი
ლუქი ედო. მასში არაფერი აღმოჩნდა, გარდა დაჭმუჭნილი ქაღალდისა, რომელიც,
როგორც ჩანს, დაჭმუჭნეს, როცა ბოთლის ყელში უშვებდნენ. ლუქზე რომელიღაც
მონოგრამის ბეჭდის ტვიფრი აჩნდა, მაგრამ ეტყობოდა, ნაჩქარევად გაეკეთებინათ:
ინიციალების გარჩევა შეუძლებელი იყო. იდა პეინს ყოველთვის საბეჭდავი ეკეთა და
ის სხვა ბეჭდებს ერჩივნა. ჯედის მოეჩვენა, ლუქზე ნაცნობი ასოები – ი. პ. იყო
ამოტვიფრული. რატომღაც აღელდა. ეს შეხსენება გაცილებით უფრო ინტიმურად
გამოხატავდა მის პიროვნებას, ვიდრე ის იახტა, რომლითაც ახლახანს ჩაიქროლა.
ჯედი სახლში დაბრუნდა და ბოთლი საწერ მაგიდაზე დადგა.

ქუდი მოიხადა, პიჯაკი გაიძრო და ლამპა აანთო, რადგან ხანმოკლე შებინდების


შემდეგ უკვე ღამე ჩამოწოლილიყო და ყურადღებით დაათვალიერა ზღვისგან
მოპოვებული თავისი ნადავლი.
20

როცა ბოთლი შუქთან ახლო მიიტანა და ნელ-ნელა შემოაბრუნა, დაინახა, რომ შიგ
საფოსტო ქაღალდის ორი ფურცელი იდო წვრილი ნაწერით, რომ ქაღალდი იმავე
ზომის და ფერის იყო, რომელსაც იდა პეინი იყენებდა წერილების საწერად. ხელწერაც,
რამდენადაც შეეძლო გაერჩია, მისი ჩანდა. უხეში მინა სინათლის სხივს ისე
ამრუდებდა, რომ ჯედიმ ერთი სიტყვის წაკითხვაც ვერ შეძლო, მაგრამ ზოგიერთი
მთავრული ასო, რომლის გარჩევა მაინც მოახერხა, იდას დაწერილი იყო. ამაში უკვე
ეჭვი აღარ ეპარებოდა.

შეცბუნებულს და გახარებულს თვალებში ღიმილი ჩაუდგა, ბოთლი ისევ მაგიდაზე


დადგა და მის გვერდით სამი სიგარა დააწყო აკურატულად, შემდეგ გალერეისკენ
წავიდა, გემბანის სავარძელი მოიტანა და შიგ კომფორტულად მოიკალათა იმ
განზრახვით, რომ სამი სიგარა მოეწია და შექმნილ პრობლემაზე ეფიქრა.

პრობლემა კი მართლაც თავსატეხი გახლდათ. იქნებ ჯობდა, ეს ბოთლი სულ არ


ჩავარდნოდა ხელში! მაგრამ ის ახლა წინ ედო. ნეტა ზღვას, საიდანაც ამდენი
შემაშფოთებელი რამ მოდის, ეს ბოთლი არ გამოერიყა და მისი სულიერი სიმშვიდე არ
დაერღვია!

ამ მთვლემარე ქვეყანაში, სადაც დრო აურაცხელი ჰქონდა, მიეჩვია, რომუმნიშვნელო


ამბებზეც კი ბევრი ეფიქრა.

ბევრი უცნაური ჰიპოთეზა მოუვიდა თავში ამ ბოთლის თაობაზე, მაგრამ ბოლოს


თითოეული მათგანი უარყო.

ასეთ ბოთლებს იმ გემებიდან აგდებენ ხოლმე, რომლებიც იძირება ან ავარიაში


მოჰყვება და ამ არასაიმედო შიკრიკების დახმარებით შველას ითხოვენ. მაგრამ სამი
საათიც არ იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც «იდალია» დაინახა – მთელი და
უვნებელი. იქნებ იახტაზე

მეზღვაურები აჯანყდნენ, მგზავრები ტრიუმებში არიან ჩაკეტილი და ბოთლში


ჩადებული წერილით დახმარებას ითხოვენ! არა, ეს მეტისმეტად არადამაჯერებელი
ჩანდა და, გარდა ამისა, ნუთუ აღელვებული ტყვეები წვრილი ასოებით დაწერდნენ
ოთხ გვერდს, რათა დეტალურად აღეწერათ, რატომ იყო საჭირო მათი გადარჩენა?

ასე თანდათანობით, გამორიცხვის გზით, მან ყველა დაუჯერებელო ჰიპოთეზა უარყო


და ერთ აზრზე შეჩერდა, რომელიც სიმართლესთან ბევრად უფრო ახლოს ჩანდა:
ბოთლში მყოფი წერილის ადრესატი თვითონაა – იდამ იცის, რომ ის კორალიოში
იმყოფება და როცა ახლო ჩაიარა, გზავნილი ზღვას მიანდო და ქარმა ბოთლი ნაპირზე
გამორიყა.

როგორც კი ასეთ დასკვნამდე მივიდა, წარბებს შორის ნაოჭები გამოესახა და ტუჩებზე


სიჯიუტე აღებეჭდა. იჯდა და ღია კარიდან უყურებდა უზარმაზარ ციცინათელებს,
წყნარ ქუჩას რომ სერავდნენ.

თუ ეს გზავნილი იდასგან იყო, რის შესახებ უნდა მოეწერა მას, თუ არა შერიგებისა?
მაგრამ, თუ მართლა მან გამოგზავნა, რატომ აირჩია კომუნიკაციის ეს არასაიმედო და,
შეიძლება ითქვას, ქარაფშუტული გზა, იმის ნაცვლად, რომ ფოსტა გამოეყენებინა?
21

წერილის ბოთლში ჩადება და ზღვაში გადაგდება! ეს უბრალოდ ცუდი ტონი და


დაუფიქრებელი საქციელი იყო და, თუ გნებავთ, საწყენიც.

ამის გაფიქრებაზე მასში გაიღვიძა სიამაყემ, რომელმაც ყველა ის გრძნობა ჩაახშო,


ნაპოვნმა ბოთლმა რომ განუახლა.

პიჯაკი ჩაიცვა, ქუდი დაიხურა და გარეთ გავიდა. მალე პატარა მოედნის კიდეში
აღმოჩნდა, სადაც ორკესტრი უკრავდა და სრულიად უსაქმური, უზრუნველი
ადამიანები უსმენდნენ. გაუბედავი სენიორიტები, კუპრივით შავ თმაში
ციცინათელები რომ უბრწყინავდათ, დროდადრო ჩაუქროლებდნენ ხოლმე და
მორიდებულად, პირფერულად უღიმოდნენ.

ჟასმინისა და ფორთოხლის ყვავილების გამაბრუებელი სურნელი იდგა.

კონსულმა ბერნარდ ბრენიგენის სახლთან ნაბიჯები შეანელა. პაულა, რომელიც


გალერეაში ჰამაკში ქანაობდა, ისე წამოფრთხიალდა, როგორც ჩიტი ბუდიდან. ჯედის
ხმის გაგონებაზე ლოყებზე სიწითლე მოეძალა.

გოგონას კოსტიუმმა მოხიბლა: მუსლინის კაბა, ფურჩალებით, თეთრი ფლანელის


პატარა კორსაჟით – რა მშვენიერი სტილი, სინატიფე და გემოვნება იგრძნობოდა.
ერთად გასეირნება შესთავაზა და ინდიელთა ძველებური ჭისკენ გაემართნენ
ბორცვისკენ მიმავალი გზით. ჭის გვიმზე ჩამოსხდნენ გვერდიგვერდ დაიქ ჯედიმ,
ბოლოს და ბოლოს, წარმოთქვა ის სიტყვები,

რომლებსაც მისგან დიდი ხანია ელოდნენ. და, თუმცა იცოდა, უარს არ ეტყოდნენ,
აღტაცებისაგან ათრთოლდა, როცა დაინახა, რა ადვილად გაიმარჯვა და როგორი
სიამოვნება მიანიჭა დამარცხებულს. აი, სიყვარულისა და ერთგულებისთვის
გაჩენილი გული! არც პრანჭვა დაუწყია, არც გამოკითხვები და არც ჭირვეულობა, ასეთ
დროს ქალებს რომ სჩვევიათ.

როცა იმ საღამოს პაულას მისი სახლის კართან კოცნიდა, ისეთი ბედნიერი იყო,
როგორიც არასდროს.

აქ, ლოტოსის სამეფოში,


მოჩვენებით ქვეყანაში
იყო ნეტარ განცხრომაში...
მას ისე, როგორც მანამდე ბევრ მეზღვაურს, ქორწინება ყველაზე საოცნებო, ყველაზე
ადვილ საქმედ ეჩვენებოდა. იდეალური მომავალი ჰქონდა. სამოთხეში აღმოჩნდა,
თანაც ისეთში, სადაც გველი არ იყო. მისი ევა ჭეშმარიტად მისი ნაწილი გახდებოდა,
საცდურებისთვის მიუწვდომელი და ამის გამო კიდევ უფრო მაცდური. დღეს მან
თავისი ხვედრი აირჩია და გული წყნარი, თავდაჯერებული სიხარულით ჰქონდა
სავსე.

შინ ტკბილი, სევდიანი სასიყვარულო სიმღერა La Golondrina[13]-ს მელოდიის


სტვენით დაბრუნდა. კართან რომ მივიდა, მისმა შინაურმა მაიმუნმა ისკუპა თაროდან
მხიარული რატრატით. საწერი მაგიდისკენ გაემართა, რომ მაიმუნისთვის კაკალი
22

მიეცა. ნახევრად ბნელში ფათურისას მისი ხელები ბოთლს წააწყდა. თითქოს გველის
ცივ, მრგვალ სხეულს შეხებოდეს.

მისი არსებობა საერთოდ აღარ ახსოვდა.

ლამპა აანთო და მაიმუნს აჭამა. შემდეგ გულმოდგინედ მოუკიდა სიგარას, ბოთლი


აიღო და ბილიკს გაუყვა ნაპირისკენ.

მთვარე იყო და ზღვა ლიცლიცებდა. ქარს მიმართულება შეეცვალა და, როგორც


ყოველთვის, საღამო ხანს, ნაპირიდან უბერავდა.

ნაპირთან მისულმა ბოთლი მოიქნია და ზღვაში ისროლა. ის წუთიერად წყლის ქვეშ


გაუჩინარდა, შემდეგ კი ზევით ამოხტა თავის სიმაღლეზე ორჯერ მაღლა. ჯედი
უძრავად იდგა და უყურებდა. მთვარე ისე კაშკაშებდა, რომ ნათლად ხედავდა, როგორ
ხტოდა ის პატარა ტალღებზე – ზემოთ და ქვემოთ, ზემოთ და ქვემოთ, ნაპირს
ნელნელა შორდებოდა ტრიალ-ტრიალით და დროგამოშვებით ბზინავდა. ქარი სულ
უფრო აშორებდა ნაპირს და მალე

მბრწყინავ წერტილად იქცა, ხან რომ ქრებოდა და ხან ისევ გაკრთებოდა, შემდეგ კი
მისი საიდუმლო სამარადისოდ ჩაიკარგა სხვა დიდ საიდუმლოში: ოკეანეში. ჯედი
უძრავად იდგა ნაპირთან, სიგარას ეწეოდა და ზღვას გაჰყურებდა.

– საიმონ! საიმონ! გაიღვიძე, საიმონ! – ღრიალებდა ვიღაც წყლის ნაპირთან.

მოხუცი მეტისი საიმონ კრუსი მეთევზე და კონტრაბანდისტი იყო. ნაპირზე, ქოხში


ცხოვრობდა. სულ ახლახან ჩაეთვლიმა და უკვე აღვიძებდნენ.

ქოხიდან გავიდა და თავისი ნაცნობი დაინახა – «ვალჰალას» უმცროსი ოფიცერი,


რომელსაც ის-ის იყო ნავი საბლით მიება. თან სამი მეზღვაური ახლდა.

– ადექი, საიმონ! – დაიყვირა ოფიცერმა, – და დოქტორი გრეგი მოძებნე, ან მისტერ


გუდვინი, ან მისტერ ჯედის რომელიმე მეგობარი და ახლავე აქ მოიყვანე.

– ციურნო ძალნო! – წამოიძახა ნამძინარევმა საიმონმა, – კონსულს რამე უბედურება


ხომ არ შემთხვევია?

– იმ ბრეზენტის ქვეშაა, – უთხრა ოფიცერმა და ნავზე მიუთითა, – ცოტაც და,


დაიხრჩობოდა. გემიდან დავინახეთ, ნაპირიდან თითქმის ერთ მილზე. გიჟივით
მიცურავდა ბოთლისკენ, რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებდა, მაგრამ ბოთლი
დინებას მიჰქონდა. ორჩხომელი ჩამოვუშვით და მისკენ გავწიეთ. გეგონებოდა,
ბოთლს საცაა მისწვდებაო, მაგრამ ძალა აღარ ეყო და წყალში ჩაიძირა. კიდევ კარგი,
რომ ამ დროს მივუსწარით. თითქოს გადავარჩინეთ, მაგრამ სასწრაფოდ ექიმი
სჭირდება. ის იტყვის.

– ბოთლი? – თქვა მოხუცმა თვალების ფშვნეტით, ჯერ კიდევ ვერ


გამოფხიზლებულიყო, – სად არის ბოთლი?

– სადღაც იქ ტივტივებს, – უთხრა მეზღვაურმა და ცერა თითი ზღვისკენ გაიშვირა, –


გაიღვიძე, საიმონ, ბოლოს და ბოლოს!
23

III. სმითი
გუდვინმა და მგზნებარე პატრიოტმა, სავალიამ ყველაფერი იღონეს, რომ პრეზიდენტ
მირაფლორესს დამალვა ვერ მოეხერხებინა. მათ საიმედო ადამიანები გაგზავნეს
სოლიტასსა და ალასანში, იმისათვის, რომ ადგილობრივი ლიდერები
გაეფრთხილებინათ გაქცევის შესახებ და სანაპიროზე პატრული დაეყენებინათ, რომ,
რადაც უნდა დასჯდომოდათ, პრეზიდენტი და მისი მშვენიერი მეგობარი
დაეპატიმრებინათ, თუკი სადმე გამოჩნდებოდნენ. ამის შემდეგ ისღა დარჩენოდათ,
ასეთივე სათვალთვალო პუნქტები კორალიოს გარშემოც დაეყენებინათ და ჩიტების
მოფრენას დალოდებოდნენ. მახეები შესანიშნავად დააგეს. გზები ისე ცოტა იყო, ის
ორი-სამი ადგილი, საიდანაც გაქცევა შეიძლებოდა, ისე საიმედოდ გახლდათ
დაცული, რომ ნამდვილი სასწაული იქნებოდა, რომ ამ ქსელიდან ანჩურიის ღირსებას,
რომანტიკას და ფულს გაეღწია. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, შეეცდებოდა, ნაპირამდე
შეუმჩნევლად მისულიყო და მყუდრო ადგილი მოეძებნა, რომ გემში ჩაჯდომა
მოეხერხებინა.

ტელეგრამის მიღებიდან მეოთხე დღეს სამჯერ გაისმა სირენის ხმა და კორალიოს


წყლებში ნორვეგიის გემმა «კარლსეფინმა» ჩაუშვა ღუზა. ის «ვეზუვის» ხილის
კამპანიას არ ეკუთვნოდა. რაღაც დილეტანტის მსგავსი გახლდათ და სავაჭრო ფირმას
ემსახურებოდა, უმნიშვნელოს

საიმისოდ, რომ «ვეზუვისთვის» მეტოქეობის გაწევა შესძლებოდა. «კარლსეფინის»


რეისები ბაზრის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. ხანდახან რეგულარულად
მიდი-მოდიოდა ახალ ორლეანსა და ცენტრალურ ამერიკას შორის, შემდეგ კი
მობილის, ჩარლსტონის ან ნიუ-იორკისკენ მიემართებოდა, იმის მიხედვით, თუ სად
იყო ხილზე მომეტებული მოთხოვნა.

გუდვინი ნაპირზე დაეხეტებოდა ახალჩამოსული გემის საცქერლად შეკრებილ


ბრბოსთან ერთად. ახლა, როცა ყოველ წუთს შეიძლებოდა, პრეზიდენტს სანაპირომდე
მოეღწია, განსაკუთრებული სიფხიზლე იყო საჭირო. ყოველი გემი, რომელიც
ნაპირთან გამოჩნდებოდა, შეიძლებოდა მიჩნეულიყო გაქცევის პოტენციურ
საშუალებად. ქალაქის ფლოტილიის კანჯოები და მებადურის ნავებიც კი მკაცრი
მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. გუდვინმა და სავალიამ, ისე რომ ყურადღება არ
მიეპყროთ, მთელი ქსელი დაათვალიერეს – ამოწმებდნენ, სადმე ხომ არ იყო ხვრელი,
საიდანაც გაძრომა შეიძლებოდა.

საბაჟოს ჩინოსნები თავმომწონედ შეესივნენ სახაზინო კანჯოს და «კარლსეფინისკენ»


გაცურეს. გემის კანჯომ კომისარი ნაპირზე გამოიყვანა თავის ქაღალდებიანად და
კარანტინის ექიმი წაიყვანა თავისი მწვანე ქოლგითა და სამედიცინო თერმომეტრით.
შემდეგ შავკანიანებმა ბრტყელძირა ნავებში ნაპირზე დიდ გროვებად დაწყობილი
ბანანების ჩატვირთვა და გემზე გადატანა დაიწყეს. რადგან «კარლსეფინზე»
მგზავრები არ იყვნენ, ხელისუფლებამ ყველა
24

ფორმალობა მალე დაამთავრა. კომისარმა განაცხადა, გემი ღუზაჩაშვებული მხოლოდ


დილამდე დარჩება და ამიტომ მისი დატვირთვა მთელი ღამე გაგრძელდებაო. მისი
სიტყვებით, «კარლსეფინი» ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა, სადაც მან ბოლოს ქოქოსის
კაკალი და ფორთოხალი წაიღო. სამუშაო რომ დაეჩქარებინათ, საქმეში გემის ორი-სამი
კანჯოც კი ჩართეს – კაპიტანს სურდა, რაც შეიძლება მალე გაბრუნებულიყო უკან,
რათა ხელიდან არ გაეშვა ხელსაყრელი შანსი, ამერიკის შეერთებული შტატების
ბაზარზე ხილის მიწოდების ერთგვარი შეფერხების გამო რომ გაჩნდა.

დაახლოებით ოთხ საათზე კორალიოს ახლო საბედისწერო «იდალიას» კვალზე


გამოჩნდა კიდევ ერთი საზღვაო ურჩხული – აქაურ წყლებში არცთუ მაინცდამაინც
შინაური – კოხტა იახტა, ღია მწვანე ფერის, მკვეთრი მოხაზულობისა, თითქოს
გრავიურა ყოფილიყოს. მშვენიერი ხომალდი ნაპირისკენ მიქროდა, ტალღებს ისე
მსუბუქად მიაპობდა, როგორც იხვი – წვიმის წყალს გეჯაში. მალე ნაპირს
სწრაფმავალი კანჯო მიუახლოვდა, რომელსაც მეზღვაურისფორმიანი ნიჩბოსნები
მართავდნენ და იქიდან ქვიშაზე ჯმუხი კაცი გადმოხტა.

ახალჩამოსულმა შეკრებილი ანჩურიელების ჭრელ მასას შეავლო მზერა, რომელიც


მოწონებას არ გამოხატავდა და პირდაპირ გუდვინისკენ გაემართა, რომელიც ნაპირზე
მყოფთა შორის ყველაზე ნამდვილი ანგლოსაქსი გახლდათ. გუდვინი მას თავაზიანად
მიესალმა.

საუბრიდან გაირკვა, რომ მისი გვარი სმითი იყო და რომ ის იახტით ჩამოვიდა.
მართლაც ძალიან მწირი ბიოგრაფიული მონაცემებია! იახტას ხომ ისედაც ყველა
ხედავდა, და იმის მიხვედრა, რომ გვარად სმითი იქნებოდა, მისი გარეგნობითაც
შეიძლებოდა. მაგრამ მრავლისმნახველ გუდვინს თვალში ეცა შეუსაბამობა სმითსა და
იახტას შორის. ტყვიასავით თავი ჰქონდა, თვალები ჩლუნგი და ელამი, ულვაშები იმ
ბარმენს მიუგავდა, ბარში კოქტეილს რომ აზავებს. რადგან აქაურ წყლებში
შემოსვლისას ტანსაცმელი არ გამოიცვალა, გამოდის, რომ ეყო თავხედობა,
შეურაცხეყო თავისი კეთილშობილი იახტის გემბანი ღია ნაცრისფერი ქვაბურა
ქუდით, კუბოკრული კოსტიუმითა და ვოდევილის ჰალსტუხით. ადამიანები,
რომელთაც იახტა ჰყავთ, ჩვეულებრივ, უფრო მეტად არიან მასთან ჰარმონიაში.

ნათელი იყო, რომ სმითს რაღაც საქმე ჰქონდა, მაგრამ საკუთარი თავის აფიშირებას არ
ცდილობდა. რამდენიმე სიტყვა თქვა აქაური ადგილმდებარეობის შესახებ, აღნიშნა,
თავის გეოგრაფიულ სურათს ზედმიწევნით ჰგავსო, შემდეგ კი იკითხა, ამერიკის
შეერთებული შტატების კონსული სად ცხოვრობსო. გუდვინმა მას მიანიშნა
ფორთოხლის ხეების გადაღმა ზოლებიან-ვარსკვლავებიან ქსოვილზე, რომელიც
საკონსულოს პატარა შენობის თავზე ეკიდა.

– კონსული უეჭველად შინ დაგხვდებათ, – უთხრა მას გუდვინმა, – ამ რამდენიმე


დღის წინ კინაღამ ზღვაში დაიხრჩო და ექიმმა ურჩია, ცოტა ხნით გარეთ არ
გამოხვიდეო.
25

სმითი საკონსულოსკენ გაეშურა. ძლივს მიდიოდა, ფეხები ქვიშაში ეფლობოდა. მისი


მყვირალა, ჭრელი ტანსაცმელი მტრულ დისონანსს ქმნიდა ტროპიკების რბილ ლურჯ
და მწვანე ფერებთან.

ჯედი ჰამაკში იწვა, ცოტა ფერმკრთალი და მოდუნებული. იმ ღამით, როცა


«ვალჰალას» კანჯომ მისი წყლისგან გასივებული სხეული ნაპირზე გამოიტანა, ექიმ
გრეგს და მის სხვა მეგობრებს რამდენიმე საათს მოუწიათ წვალება, რომ
შეენარჩუნებინათ სიცოცხლის ის ნაპერწკალი, რომელიც მის სხეულში ჯერ კიდევ
ბჟუტავდა. ზღვამ თან წაიღო მნიშვნელოვანი გზავნილი და მის მიერ შექმნილი
ამოცანა უბრალო შეკრებამდე დავიდა: არითმეტიკის მიხედვით ერთი და ერთი ორია,
რომანტიკის წესის თანახმად კი – ერთი.

არსებობს ძველი, უცნაური თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანს ორი სული აქვს: ერთი
– პერიფერიული, რომელიც მას ჩვეულებრივ ემსახურება, და მეორე – შინაგანი,
რომელიც მხოლოდ დროდადრო იღვიძებს, მაგრამ, როცა გაიღვიძებს, აქტიური და
ენერგიულია. პირველის ზეგავლენით ადამიანი იპარსავს, ხმას აძლევს, გადასახადებს
იხდის, ოჯახს ინახავს, ავეჯს ყიდულობს განვადებით და, საერთოდ, ნორმალურად
ცხოვრობს. მაგრამ საკმარისია, შინაგანმა სულმა აიღოს ხელში სადავეები, რომ
ადამიანი თვალის დახამხამებაში თავისი ცხოვრების თანამგზავრს ქოქოლას აყრის
თავზე, უმალ იცვლის პოლიტიკურ შეხედულებებს,

საშინელ შეურაცხყოფას აყენებს თავის საუკეთესო მეგობარს, მონასტერში ან საცეკვაო


დარბაზში მიდის, უჩინარდება ან თავს იხრჩობს, ან ლექსებს და სიმღერებს წერს, ან
ცოლს კოცნის, მაშინ, როცა ქალს ეს არ უთხოვია, ან მთელ თავის დანაზოგს
რომელიღაც მიკრობისთვის ბრძოლას სწირავს. შემდეგ პერიფერიული სული
ბრუნდება და ჩვენ წინაშე კვლავ გაწონასწორებული მოქალაქე დგას. ყველაფერი, რაც
მოხდა, მხოლოდ მისი ეგოს ამბოხი იყო, წესრიგის წინააღმდეგ მიმართული. შედეგად
ადამიანის ატომები შეინჯღრა და მიმოიფანტა, რათა კვლავ მოენახათ თავიანთი
კუთვნილი ადგილი.

ჯედის შემთხვევაში შენჯღრევა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა – სულ რაღაც თბილ
ზღვაში გაცურვა და ისეთი პროზაული საგნის დევნა, როგორიც ტალღებზე
მოტივტივე ბოთლია. და ის კვლავ იმად იქცა, რაც იყო. საწერ მაგიდაზე ედო
გასაგზავნად გამზადებული წერილი, რომლითაც კონსულის თანამდებობიდან
სასწრაფოდ გადადგომას ითხოვდა. ბერნარდ ბრენიგენი საქმის გადადებას ვერ
იტანდა და ჯედის მაშინვე შესთავაზა, მისი კომპანიონი გამხდარიყო სხვადასხვა
მომგებიან ბიზნესში, პაულა კი გატაცებით ადგენდა ბრენიგენის სახლის ზედა
სართულის შელამაზებისა და ახალი ავეჯით მორთვის გეგმებს.

როცა კონსულმა ასეთი მნიშვნელოვანი სტუმარი დაინახა, ჰამაკიდან წამოდგა.

– ბრძანდებოდეთ, ბრძანდებოდეთ, – უთხრა შემოსულმა და ხელი აიქნია, – ჩემი


გვარია სმითი. იახტით ჩამოვედი. თქვენ კონსული ბრძანდებით, არა? იქ, ნაპირზე,
ერთი ახმახი ტიპი დგას. მან მომასწავლა თქვენი ადგილსამყოფელი და მეც ვიფიქრე,
მივალ, მშობლიურ დროშას პატივს მივაგებ-მეთქი.
26

– დაბრძანდით, – უთხრა ჯედიმ, – არაჩვეულებრივი იახტა გაქვთ. მას შემდეგ,


რაც აქ გამოჩნდა, მისი ცქერით ვტკბები. ძალიან სწრაფიც ჩანს. ტონაჟი? რამდენიანია?

– მომკალით და, არ ვიცი, – უპასუხა სმითმა, – ჩემთვის ამას არავითარი


მნიშვნელობა არა აქვს. ისე კი, მართლა ჩქარა დაცურავს. თავს არავის დააჩაგვრინებს.
«მოხეტიალე» ჰქვია და ეს ამ იახტით ჩემი პირველი მოგზაურობაა. ვიფიქრე,
გავისეირნებ, თვალს შევავლებ ადგილებს, საიდანაც წიწაკა, რეზინი და რევოლუცია
ჩამოაქვთ-მეთქი. არ ვიცოდი, თუ აქ ამდენი პეიზაჟი იქნებოდა. საითაც კი გავიხედე,
ყველგან პეიზაჟია. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკიც კი ვერ შეედრება აქაურობას. მე
ნიუ-იორკიდან გახლავართ. აქ ქოქოსებიც გაქვთ, მაიმუნებიც გყავთ და
თუთიყუშებიც. ხომ ასეა?
27

დიახ, – უპასუხა ჯედიმ, – სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფლორა და


ფაუნა ცენტრალური პარკის ფლორასა და ფაუნასაც კი დაჩრდილავს.

– შეიძლება, – დაეთანხმა სმითი ხალისიანად, – მე ისინი არ მინახავს, მაგრამ


ვფიქრობ, რომ ცხოველებისა და მცენარეების მხრივ გვჯობიხართ. მოგზაურები ბევრი
გყავთ?

– მოგზაურები? – გაიმეორა შეკითხვა კონსულმა, – თქვენ ალბათ გულისხმობთ


მგზავრებს, რომლებიც გემებით მოდიან. არა, კორალიოში ცოტა ვინმე თუ ჩერდება.
მხოლოდ საქმიანი ადამიანი თუ შემოივლის, რომელიც ეძებს, ფული სად დააბანდოს,
ტურისტები და ლამაზი სანახაობის მოყვარულები კი, ჩვეულებრივ, ჩაივლიან ხოლმე
და იმ ქალაქებში ჩერდებიან, სადაც ნავსადგურებია.

– გემი დავინახე, რომელსაც ბანანებით ტვირთავდნენ, – უთხრა სმითმა, – ზედ


მგზავრები არ არიან?

– ეს «კარლსეფინია», – უპასუხა კონსულმა, – ხილის გემი. რეგულარულ რეისებს


არ აკეთებს. ახლა, მგონი, ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა. არა, მგზავრები არ ჩამოუყვანია.
მისი ნავი დავინახე, როცა ნაპირისკენ მოდიოდა და შიგ უცხო არავინ იყო. ჩვენთვის
ხომ ეს, კაცმა რომ თქვას, ერთადერთი გართობაა – ჩვენკენ მომავალი გემების ცქერა.
თითოეული მგზავრი დიდი მოვლენაა ქალაქისთვის. თუ კორალიოში ცოტა ხნით
მაინც აპირებთ შეჩერებას, მისტერ სმით, სიამოვნებით გაგაცნობთ რამდენიმე აქაურ
მცხოვრებს. აქ ამერიკელებიც არიან, ოთხი- ხუთი

ადამიანი. გაგიხარდებათ მათთან შეხვედრა. გარდა ამისა, შემიძლია, აქაური


საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებიც გაგაცნოთ.

– გმადლობთ, – უთხრა სმითმა, – ნუ შეწუხდებით. სიამოვნებით


გავესაუბრებოდი ჩემს თანამემამულეებს, მაგრამ აქ ძალიან ცოტა ხნით მომიწევს
დარჩენა. ის მაგარი ტიპი, იქ, ნაპირზე, ვიღაც ექიმს ახსენებდა. არ შეგიძლიათ,
მითხრათ, სად ცხოვრობს ის ექიმი? «მოხეტიალე» ისე მყარად არ დგას ფეხზე,
როგორც ნიუ-იორკში, ბროდვეიზე მდგარი სასტუმრო; ადამიანებს ზღვის
ავადმყოფობა ემართებათ ხოლმე. კარგი იქნებოდა, აბები მოგვემარაგებინა საგზაოდ.
ერთი მუჭა პატარა, ტკბილი აბები ზედმეტი არ იქნებოდა.

– დოქტორ გრეგს ალბათ უფრო სასტუმროში იპოვით, – უთხრა კონსულმა, –


სასტუმრო აქედან ჩანს. აი, ის ორსართულიანი აივნიანი შენობა ფორთოხლის
ხეებთან.

სასტუმრო «დე ლოს ესტრანხეროსი» პირქუშად გამოიყურებოდა. მას აქაურებიც და


ჩამოსულებიც თავს არიდებდნენ. წმინდა აკლდამის ქუჩის კუთხეში იდგა. ერთი
მხრიდან ფორთოხლის ნორჩი ხეები ესაზღვრებოდა, ქვის დაბალი ღობით
გარშემორტყმული, რომელზეც მაღალი ადამიანი თავისუფლად გადაძვრებოდა.
სახლი მობათქაშებული იყო. მარილიან ქარსა და მზეს ზედ უამრავი ელფერის ლაქა
აღებეჭდა. მის ზედა აივანზე კარი და ორი ფანჯარა გამოდიოდა, რომელთაც
ჩარჩოების ნაცვლად ჟალუზები ჰქონდათ.
28


ქვედა სართულიდან ორი კარი ქვით მოკირწყლულ ვიწრო ტროტუარზე გადიოდა,
ქვემოთ კი პულპერია – ლუდხანა იყო, რომელიც სასტუმროს მეპატრონეს, მადამ
ტიმოთეა ორტისს ეკუთვნოდა. დახლს იქით ანისულის არყის, მწარე შოტლანდიური
და სხვა იაფფასიანი ღვინის ბოთლებს სქელი მტვერი ედოთ. იშვიათად თუ
დატოვებდა ბოთლებზე რომელიმე სტუმარი თითის ანაბეჭდებს. ზედა სართულში
ხუთი-ექვსი ნომერი იყო – თითქმის ყოველთვის ცარიელი. ძალიან, ძალიან
იშვიათად ვინმე ხილის ბაღების მეპატრონე თუ მოვიდოდა ცხენზე ამხედრებული,
რომ თავის აგენტთან ფასებზე მოელაპარაკა და მელანქოლიურ ღამეს ზედა
სართულის რომელიმე ნომერში გაათევდა. ხანდახან ადგილობრივი ჩინოსანი,
უმნიშვნელო სახაზინო საქმეზე მისული, თავის პომპეზურობას და მედიდურობას
ჩამოიშორებდა მადამ ორტისის სამარისეული სტუმართმოყვარეობით გაოგნებული.
ტიმოთეა კი სავსებით კმაყოფილი, დახლთან იჯდა და არ ცდილობდა, ბედს
შეწინააღმდეგებოდა. თუ ვინმეს ჭამა სურდა, ან დალევა, ან ღამის გათევა სასტუმრო
«დე ლოს ესტრანხეროსში», დაე, მოსულიყვნენ და მათ მოემსახურებოდნენ. Esta
bueno[14], თუ არავინ მოდიოდა, რას იზამ, ესე იგი, არავინ მოდიოდა. Esta bueno.

როცა საოცარი სმითი წმინდა აკლდამის ქუჩის არასაიმედო ტროტუარს მიუყვებოდა,


ამ გავერანებული სასტუმროს ერთადერთი მუდმივი სტუმარი მის კართან იჯდა და
სიამოვნებდა, ნელი სიო ზღვიდან რომ უბერავდა.

ექიმი გრეგი, კარანტინის ექიმი, ორმოცდაათიდან სამოც წლამდე ასაკისა იქნებოდა.


ღაჟღაჟა ლოყები ჰქონდა და ყველაზე გრძელი წვერი ცეცხლოვან მიწასა და
ტროპიკებს შორის. კარანტინის ექიმის წოდება იმიტომ მიიღო, რომ სამხრეთის
რომელიღაც შტატის საზღვაო ქალაქის სამედიცინო დეპარტამენტს უხსოვარი
დროიდან სამხრეთის პორტების მტრის – ყვითელი ცხელებისა შეეშინდა. დოქტორ
გრეგის მოვალეობა გახლდათ, გაესინჯა იმ გემის ეკიპაჟი და მგზავრები, რომლებიც
კორალიოდან გადიოდნენ და გაერკვია, მათ ავადმყოფობის სიმპტომები ხომ არ
ჰქონდათ. საქმე ადვილი იყო, ხელფასი კი, კორალიოს სტანდარტებით – დიდი.
თავისუფალი დრო ბევრი ჰქონდა და ექიმი კერძო პრაქტიკას ეწეოდა სანაპიროს
მთელი მოსახლეობისათვის. ის, რომ ესპანურად ათი სიტყვაც არ იცოდა,
დაბრკოლებას ვერ უქმნიდა. პულსის გასინჯვისა და ჰონორარის აღებისათვის
ლინგვისტობა სულაც არ იყო საჭირო. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ექიმი
გამუდმებით ცდილობდა, ერთი ისტორია მოეყოლა თავის ქალის ტრეპანაციის
შესახებ, და რომ ეს ისტორია ბოლომდე არავის მოუსმენია, და რომ არაყს ის
პროფილაქტიკის საშუალებად თვლიდა, ამით ექიმ გრეგის შესახებ ყველაფერი
საინტერესო უკვე ნათქვამი იქნება.

ექიმმა ქუჩაში სკამი გაიტანა. უპიჯაკოდ იჯდა, კედელს მიყრდნობილი ეწეოდა და


წვერზე ხელს ისვამდა. მისმა გახუნებულმა, ცისფერმა თვალებმა გაკვირვება
გამოხატეს, როცა მან სმითი დაინახა, ცისარტყელას ყველა ფერით აჭრელებულ
კოსტიუმში გამოწყობილი.
29

– ექიმი გრეგი ბრძანდებით, არა? – ჰკითხა სმითმა, – ჰალსტუხზე ძაღლის თავის


ფორმის ქინძისთავს თითებში ათამაშებდა. – კონსტებლმა, უფრო სწორად
კონსულმა, მითხრა, რომ თქვენ ამ ქარვასლაში ცხოვრობთ. ჩემი გვარია სმითი.
იახტით ჩამოვედი. ისე, უბრალოდ, სასეირნოდ, მაიმუნებისა და ანანასის სანახავად.
ექიმო, მოდი შენობაში შევიდეთ და დავლიოთ. ეს ყავა საზიზღრად გამოიყურება,
მაგრამ პირს ხომ მაინც გავისველებთ.

სიამოვნებით შემოგიერთდებით, სერ, – უპასუხა ექიმმა გრეგმა და ენერგიულად


წამოდგა, – და თავს ნებას მივცემ, ერთი სირჩა არაყი გადავკრა. ვფიქრობ, ცოტაოდენი
არაყი, როგორც პროფილაქტიკური საშუალება, ასეთ კლიმატურ პირობებში თითქმის
აუცილებელია.

ისინი პულპერიისკენ გაემართნენ. ამ დროს ადგილობრივი მცხოვრები, ფეხშიშველა,


უხმაუროდ მიუახლოვდა და ექიმს ესპანურად მიმართა. ნაცრისფერ-ყვითელი ფერი
ედო გადამწიფებული ლიმონივით. ჩითის პერანგი ეცვა, ტილოს დაგლეჯილ
შარვალზე ტყავის ქამარი ეკეთა. სახე მხეცს მიუგავდა – ცოცხალი და მოძრავი
ჰქონდა, მაგრამ ზედ ჭკუა მაინცდამაინც არ იკითხებოდა. აღელვებულმა დაიწყო
ლაპარაკი და ისე სერიოზულად, რომ შეგეცოდებოდა, მისი სიტყვები ასე ამაოდ რომ
უნდა დახარჯულიყო. ექიმმა გრეგმა პულსი გაუსინჯა.

– თქვენ ავად? – ჰკითხა.

– Mi mujor esta enferma en la casa, – უპასუხა კაცმა. იმ ერთადერთ ენაზე, რომელზეც


ლაპარაკი შეეძლო, ექიმს შეატყობინა, ცოლი მყავს ავად და ქოხში, პალმის
სახურავქვეშ წევსო.

ექიმმა ჯიბიდან თეთრი ფხვნილით სავსე ერთი მუჭა კაფსულები ამოიღო, ათი ცალი
გადათვალა, კაცს ხელში ჩაუდო, საჩვენებელი თითი შთამბეჭდავად გააშეშა ჰაერში
და უთხრა:

– თითო ცალი დალიე ყოველ ორ საათში.

ამ დროს უკვე ორი თითი ასწია და მრავალმნიშვნელოვნად გააქნია კაცის წინ. მერე
საათი ამოიღო, თითი ციფერბლატს ორჯერ შემოატარა და პაციენტს ორი თითი
ცხვირთან მიუტანა:

– ორი... ორი... ორი საათი, – გაუმეორა ექიმმა. – Si, senor[15]! – უხალისოდ მიუგო

პაციენტმა. ჯიბიდან იაფფასიანი ვერცხლის საათი ამოიღო და ექიმს ხელში ჩაუდო:

– ჩემი მოიტანს, – უთხრა კაცმა, – წვალობდა, ცდილობდა, ყურმოკრული ინგლისური


სიტყვებით რაღაც აზრი შეეკოწიწებინა, – ჩემი მოიტანს ხვალ სხვა საათი, – დასძინა
მან, კაფსულები წაიღო და მოწყენილი წავიდა.

– უმეცარი ხალხია, სერ, – თქვა ექიმმა და საათი ჯიბეში ჩაიდო. – როგორც ჩანს, ამ
ტიპს ჩემი რეცეპტი ჰონორარში აერია. რაც არის, არის. მაინც ვალშია ჩემთან. დიდი
შანსია, მეორე საათი არ მომიტანოს. რა სანდოა ასეთი ხალხი. შეგპირდებიან და
30


მოგატყუებენ. აბა, ჩვენი დალევის საქმე როგორ იქნება? კორალიოში როგორ
ჩამოაღწიეთ, მისტერ სმით? არ ვიცოდი, რომ «კარლსეფინის» გარდა ამ დღეებში
კიდევ რომელიმე გემი ჩამოვიდა.

ისინი მიტოვებული ბარის დახლთან მივიდნენ. მადამმა ისე, რომ ექიმის


შეკვეთისთვის არ დაუცდია, წინ ბოთლი დაუდგა. ის დამტვერილი არ იყო. მეორე
ჭიქის შემდეგ სმითმა თქვა:

– ექიმო, თქვენ ამბობთ, რომ «კარლსეფინზე» მგზავრები არ არიან. დარწმუნებული


ხართ? ნაპირზე თითქოს გავიგონე, ვიღაც ამბობდა, გემზე ერთი-ორი ადამიანი
უნდა იყოსო...

– იმათ არ იციან, სერ. მე თვითონ ჩავატარე იქ სამედიცინო შემოწმება. მთელი ეკიპაჟი


ვნახე, მგზავრები კი იქ არ არიან. გემი მაშინვე გავა, როგორც კი ბანანებით
დატვირთავენ, ანუ დილით ადრე, გამთენიისას. ყველა ფორმალობა უკვე
დამთავრებულია. არა, სერ, იქ მგზავრების სია არ არის. როგორ მოგწონთ ეს
კონიაკი? ფრანგულმა შხუნამ ჩამოიტანა ერთი თვის წინ – მთელი ორი კანჯო
კონიაკით სავსე. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ჩვენს სახელგანთქმულ ანჩურიის
რესპუბლიკას ბაჟის სახით ერთი რეალიც არ მიუღია მისი შემოტანისათვის. თქვენ
რა, დალევა არ გსურთ? მაშინ გარეთ გავიდეთ და სიგრილეში ჩამოვსხდეთ. ჩვენ,
სამყაროსგან მოწყვეტილებს, იშვიათად გვეძლევა ჩამოსულებთან ურთიერთობის
საშუალება. ექიმმა ქუჩაში კიდევ ერთი სკამი გაიტანა და თავისი სკამის გვერდით
დადგა.

– თქვენ მრავლისმნახველი ადამიანი ხართ, სერ, – უთხრა ექიმმა გრეგმა, – ბევრი


გიმოგზაურიათ და ბევრი გინახავთ. თქვენი მოსაზრებები ეთიკის საკითხების, და
ასევე, უდავოდ ღირსების, უფლებებისა და პროფესიონალური მოვალეობების
შესახებ, ძალიან ღირებულია. მოხარული ვიქნები, თუ ნებას მომცემთ, ერთი
შემთხვევის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც თანამედროვე მედიცინის ისტორიაში
არნახულ მოვლენად ითვლება. ცხრა წლის წინ, როცა ჩემს მშობლიურ ქალაქში
პრაქტიკას ვეწეოდი, ერთ პაციენტთან წამიყვანეს, რომელსაც თავის ქალის
კონტუზია ჰქონდა. ძვლის ნამსხვრევი ტვინს აწვება – ასეთი გახლდათ ჩემი

დიაგნოზი. აუცილებელი იყო ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რომელსაც თავის


ქალის ტრეპანაცია ეწოდება. მაგრამ, რადგან პაციენტი გახლდათ მდიდარი
ჯენტლმენი, რომელსაც მთელი ქალაქი პატივს სცემდა, საჭიროდ ჩავთვალე,
კონსილიუმი მომეწვია...

სმითი ადგილიდან წამოხტა და მობოდიშების ნიშნად მოსაუბრეს ხელი რბილად


მოუთათუნა პერანგის სახელოზე:

– იცით რა, ექიმო, – უთხრა მან საზეიმო ტონით, – ეგ საქმე ძალიან საინტერესო ჩანს
და დასანანია, რომ მის ბოლომდე მოსმენას ვერ შევძლებ. დასაწყისშივე იგრძნობა,
რომ არაჩვეულებრივი გაგრძელება ექნება. თუ ნებას მომცემთ, მე განზრახული
31

მაქვს, ეს ისტორია უახლოეს სამედიცინო კონგრესზე წარვადგინო განსახილველად.


ახლა კი ძალიან მეჩქარება. სწრაფად მოვრჩები ჩემს საქმეებს და საღამოს ისევ
თქვენთან მოვალ. და ამ ამბავსაც ბოლომდე მაშინ მომიყვებით. კარგი?

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. – თქვა ექიმმა, – ჯერ თქვენი საქმეები მოილიეთ და
მერე მობრძანდით. მე დაგელოდებით. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე
გამოჩენილი ექიმი ამტკიცებდა, ავადმყოფს ტვინში სისხლი აქვს შეგუბებულიო.
მეორე ამბობდა, დაჩირქებულიაო, მაგრამ მე...

ახლა ნუ მიყვებით, ექიმო, თორემ ისე საინტერესო აღარ იქნება. დამელოდეთ, სანამ
მოვალ. მაშინ კი შეგეძლებათ თქვენი ამბავი ისე ნელა გაშალოთ, როგორც კოჭის ძაფი
იშლება ხოლმე.

მთებმა თავიანთი დაკუნთული მხრები აღმართეს, რომ აპოლონის ცხენებს მშვიდად


შეძლებოდათ მათზე გაქროლება. დღე მოკვდა ლაგუნებში, ბანანების დაჩრდილულ
ჭალებსა და ტროპიკული სიმწვანით დაფარულ ჭაობებში, საიდანაც ლურჯი
კიბორჩხალები გამოძვრნენ ღამით მიწაზე სასეირნოდ. ბოლოს კი დღე ყველაზე
მაღალ მწვერვალებზეც მიიცვალა. შემდეგ ხანმოკლე ბინდი, ფარვანას ფარფატივით
ეფემერული, ჩამოდგა, და გაქრა. და, აი, «სამხრეთის ჯვრის» ზედა თვალმა
გამოიჭვრიტა პალმების ხეივნის გადაღმიდან და უზარმაზარმა ციცინათელებმა
თავიანთი ჩირაღდნებით ღამის უჩუმრად დადგომა ამცნეს ქვეყანას.

ზღვაში «კარლსეფინი» ირწეოდა ღუზაზე. გეგონებოდა, მისი სინათლეები ზღვას


უკიდურეს სიღრმეებამდე კვეთენ მოცახცახე შუბებითო. კარაიბები გემს
ტვირთავდნენ. დროდადრო მიცურდებოდნენ ხოლმე მასთან ბანანებით პირთამდე
სავსე მსუბუქი ნავებით.

ქვიშიან ნაპირზე ქოქოსის პალმას ზურგით მიყრდნობილი, სიგარეტის უამრავი


ნამწვით გარშემორტყმული სმითი იჯდა და გემს თავის გამჭრიახ მზერას არ
აშორებდა.

ამ უცნაურ ტურისტს რატომღაც მთელი ყურადღება «ხილის» უმანკო გემისთვის


ჰქონდა მიპყრობილი. მას უკვე ორჯერ უთხრეს, კორალიოს ბორტზე ერთი მგზავრიც
არ არისო. და მაინც შეუპოვრად, რაც ცოტა არ იყოს შეუფერებელი გახლდათ ასეთი
უდარდელი მოგზაურისათვის, ნათქვამს საკუთარი თვალით ამოწმებდა.
განსაცვიფრებლად ჰგავდა რომელიღაც კაშკაშა ჭრელ ხვლიკს, ქოქოსის პალმის
ძირთან მოკუნტულიყო და ხვლიკის მრგვალი, ცქვიტი თვალებით გემ «კარლსეფინს»
ბურღავდა.

თეთრ ქვიშაზე კიდევ ერთი თეთრი, იახტის კუთვნილი კარაპა იყო ზღვიდან
ამოთრეული, რომელსაც თეთრკანიანი მეზღვაური უდარაჯებდა. იქვე ახლოს,
ზღვისპირა პულპერიაში, კალე გრანდეზე იახტის სამი სხვა მეზღვაური კორალიოში
ერთადერთი ბილიარდის გარშემო შეკრებილიყო და ფიცხელი ბრძოლა გაეჩაღებინა.
ბრძანება თითქოს უკვე გაცემული იყო, რომ გემი გასაცურად ყოველ წამს მზად
ყოფილიყო. საერთოდ, ატმოსფეროში მოლოდინი იგრძნობოდა – წინათგრძნობა
32


იმისა, რომ საცაა რაღაც მოხდებოდა, რაც კორალიოს გარემოსთვის სრულიად
უჩვეულო გახლდათ.

თითქოს ლამაზბუმბულიანი გადამფრენი ჩიტი ყოფილიყოს, სმითი პალმებით


მოფენილ ამ ნაპირზე მხოლოდ იმიტომ დაეშვა, რომ ფრთები გაეკოხტავებინა და
უჩუმრად გაფრენილიყო. როცა ირიჟრაჟა, იქ აღარც სმითი იყო, აღარც კარაპა და
აღარც იახტა. მას არავისთვის არავითარი

დავალება არ დაუტოვებია. არ დაუტოვებია კვალი, რომლითაც მისი საიდუმლოს


წაკითხვა იქნებოდა შესაძლებელი კორალიოს ქვიშის სანაპიროზე. ის გამოჩნდა,
თავის უცნაურ ჟარგონზე ილაპარაკა, ყავის და ასფალტის ჟარგონზე, ქოქოსის პალმის
ხის ქვეშ დაჯდა და გაქრა. მომდევნო დილით უსმითო კორალიო ბანანებს ჭამდა და
ამბობდა: «ფერადტანსაცმლიანიკაცი აქედან მოშორდა». სიესტის შემდეგ მთელი ეს
შემთხვევა მთქნარება-მთქნარებით გადავიდა ისტორიაში.

იგივე ხვედრი ერგო ჩვენს მოთხრობაში სმითსაც, გარკვეულ დრომდე. დაე,


კულისებში მოიცადოს. ის კორალიოში აღარასოდეს დაბრუნდება. აღარასოდეს
დაბრუნდება დოქტორ გრეგთან, რომელიც ამაოდ ზის ზღურბლთან, მდიდრულ
წვერზე ისვამს ხელს და ემზადება, რომ შემოფრენილი მსმენელის გონება თავის
ქალის ტრეპანაციის და მოშურნეთა ხრიკების ამბით გაამდიდროს.

და მაინც, სმითი კვლავ გაიფრთხიალებს სადღაც, ჩვენი წიგნის შორეულ გვერდზე,


რათა მეტი სიცხადე შეიტანოს ჩვენს თხრობაში. ის მოგვიყვება, რატომ ყრიდა
აღელვებული სიგარეტის ნამწვებს ქოქოსის პალმის ხესთან, ვალდებულია ამის
შესახებ გვიამბოს, რადგან, როცა უთენია თავის «მოხეტიალეს» გაჰყვა, საიდუმლოს
გასაღებიც თან გაიყოლა, ისეთი დიდი და უაზრო, რომ კორალიოში ცოტა ვინმე თუ
ბედავდა მის გამოცნობაზე ფიქრსაც კი.
33

IV. დაიჭირეს!
პრეზიდენტ მირაფლორესს და მის თანამგზავრს მათი დაჭერის მოსურნეთაგან თავის
დაღწევა ძალიან გაუჭირდებოდათ. თვით ექიმი სავალია ჩავიდა ალასანის პორტში,
რომ იქ პატრული დაეყენებინა. სოლიტასშიც საიმედო ადამიანს ჰქონდა ეს საქმე
მინდობილი – ლიბერალ პატრიოტ ვარასს. კორალიოს მიდამოების მეთვალყურეობა
კი გუდვინმა აიღო საკუთარ თავზე.

ცნობა პრეზიდენტის გაქცევის შესახებ მხოლოდ ერთგულ წევრებს შეატყობინეს იმ


პატივმოყვარე პოლიტიკური პარტიისა, ხელისუფლების ხელში აღება რომ ჰქონდა
განზრახული. ტელეგრაფის ხაზი, რომელიც ქალაქს სან-მატეოსთან აკავშირებდა,
savalias ერთ-ერთმა ხელქვეითმა გადაჭრა სადღაც შორს, მთებში. სანამ მას
შეაკეთებდნენ, სანამ დედაქალაქიდან დეპეშას გააგზავნიდნენ, გაქცეულები უკვე
სანაპიროს მიაღწევდნენ და, ან ხელიდან დასხლტომას მოახერხებდნენ, ან მათ
დაიჭერდნენ.

გუდვინმა შეიარაღებული გუშაგები სანაპიროს გასწვრივ დააყენა მარჯვნივ და


მარცხნივ, კორალიოდან ერთი მილის მანძილზე. ისინი მკაცრად გააფრთხილეს, რომ
განსაკუთრებული ყურადღებით ღამით ყოფილიყვნენ, რათა მირაფლორესისთვის
საშუალება არ მიეცათ, წყლის ნაპირას შემთხვევით ნაპოვნი ნავით ან კანჯოთი
ესარგებლა. ათობით პატრული სამოქალაქო ტანსაცმლით დადიოდა ქუჩებში და
მზად იყვნენ, გაქცეული პრეზიდენტისთვის მაშინვე ჩაევლოთ ხელი, როგორც კი
ქალაქში გამოჩნდებოდა.

გუდვინი დარწმუნებული იყო, რომ ყველა საჭირო ზომა მიიღო. დადიოდა ქუჩებში,
რომლებიც, თავიანთი მყვირალა სახელების მიუხედავად, ვიწრო, ბალახით
გაბარდნილი შუკები უფრო იყო, და ყურადღებად ქცეული, ცდილობდა, თავისი
წვლილი შეეტანა კორალიოს დაცვაში, რაც მას ბობი ენგლჰარტმა დაავალა.

ქალაქში ყოველ საღამოს ზანტად დგებოდა გართობის დრო. რამდენიმე მინაზებული


დენდი, თეთრ კოსტიუმებში გამოწყობილი, ჰალსტუხებით, ბამბუკის ჯოხების
ქნევით თავიანთი სენიორიტების სახლებისკენ გაემართა ბილიკებით. მუსიკის
მოყვარულები ან გამუდმებით წელავდნენ მტირალა კონცერტინოს, ან ფანჯრებსა თუ
კარებში სევდიან მელოდიებს აჟღერებდნენ გიტარაზე. ხანდახან შემთხვევითი
ჯარისკაცი ჩაიქროლებდა, უმუნდირო, ფეხშიშველი, ფარფლებჩამოშვებული ჩალის
ქუდით, გრძელი თოფით ხელში. სქელ ფოთლებში ყველგან ხის უზარმაზარი
ბაყაყები ყიყინებდნენ გამაღიზიანებლად ხმამაღლა. იქით, ჯუნგლების დასაწყისში,
სადაც ბილიკი მთავრდებოდა, ტყის მედიდურ მდუმარებას მოთარეშე ბაბუინების
ხორხისმიერი ყვირილი და ალიგატორების ჩახველების ხმა აღწევდა დაჭაობებული
მდინარის ბნელი შესართავიდან.

ათი საათისთვის ქუჩები დაცარიელდა. მომჭირნეობის ჟინით შეპყრობილმა


ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელმა, ავადმყოფურად ყვითელი ნავთის
ფარნები ჩააქრო. კორალიო მშვიდად ისვენებდა ჩამოწოლილ მთებსა და შეჭრილ
34

ზღვას შორის, როგორც გატაცებული ჩვილი გამტაცებლების ხელებში. სადღაც იქ, იმ


ტროპიკულ სიბნელეში, შეიძლება ქვემოთ, ზღვასთან, ავანტიურისტი პრეზიდენტი
და მისი თანმხლები დედამიწისკიდისკენ მიიწევდნენ. თამაში «მელა განთიადისას»
მალე, სულ მალე დამთავრდებოდა.

გუდვინმა ჩვეული აუჩქარებელი ნაბიჯით ჩაუარა ყაზარმის გრძელ, დაბალ შენობას,


სადაც ანჩურიის ჯარის რაზმს მშვიდად ეძინა ზეცისკენ აპყრობილი შიშველი
ქუსლებით. კანონის მიხედვით სამოქალაქო პირს ამ საბრძოლო ციტადელთან
მიახლოების უფლება არ ჰქონდა საღამოს ცხრა საათის შემდეგ, მაგრამ გუდვინს
ასეთი წვრილმანები არ აწუხებდა.

– Quien vive[16]? – დაიყვირა გუშაგმა და თავისი გრძელი მუშკეტი ჩაბღუჯა.

– Americano, – წაიბუზღუნა გუდვინმა, ისე რომ თავი არ მიუბრუნებია და


შეუჩერებლად გაიარა.

ჯერ მარჯვნივ გაუხვია, შემდეგ კი მარცხნივ, Plaza Nacional-ისკენ. ქუჩა, რომელზეც ის


მიდიოდა «წმინდა აკლდამის» ქუჩას კვეთდა. იქ მისვლამდე რამდენიმე ნაბიჯით
ადრე გუდვინი მოულოდნელად შეჩერდა.

მაღალი კაცი შენიშნა, შავებში გამოწყობილი, რომელიც საკვოიაჟით ხელში სწრაფი


ნაბიჯით მიუყვებოდა ნაპირს ქვემოთ, «წმინდა აკლდამის» ქუჩაზე. გუდვინმა
დაინახა, რომ მასთან ერთად ქალიც მიდიოდა, რომელიც კაცს აჩქარებდა, თუ, უფრო
მეტიც, თავის კომპანიონს უფრო სწრაფად სიარულში ეხმარებოდა. ისინი არ
ლაპარაკობდნენ. ეს ორი კორალიოს მკვიდრი არ იყო.

გუდვინი მათ გაჰყვა უკან. ნაბიჯს აუჩქარა, თუმცა რაიმე ჯაშუშური ხერხისთვის, ასე
რომ მოსწონთ მაძებრებს, არ მიუმართავს. მეტისმეტად ზორბა და ახოვანი გახლდათ
საიმისოდ, რომ ჯაშუშის ინსტინქტი ჰქონოდა. ის ანჩურიელი ხალხის აგენტად
თვლიდა თავს და, რომ არა პოლიტიკური მიზანშეწონილობა, მაშინვე მოითხოვდა
ფულის უკან დაბრუნებას. მის პარტიას მიზნად ჰქონდა დასახული, გატაცებული
ფულისთვის მიეგნო, ხაზინისთვის ჩაებარებინა ის, და ხელისუფლებაში
სისხლისღვრისა და წინააღმდეგობის გარეშე მოსულიყო.

უცნობები სასტუმრო «დე ლოს ესტრანხეროსის» შესასვლელთან შეჩერდნენ და


მამაკაცმა კარზე იმ ადამიანის მოუთმენლობით დააკაკუნა, რომელიც ლოდინს
მიჩვეული არ იყო. მადამა დიდხანს არ გამოხმაურებია, შემდეგ ფანჯრებში სინათლე
გამოჩნდა, კარი გაიღო და სტუმრები შევიდნენ.

გუდვინი წყნარ ქუჩაზე იდგა. კიდევ ერთი სიგარა გააბოლა. ორი-სამი წუთის შემდეგ
ზედა სართულში ჟალუზის ხვრელიდან მკრთალი სინათლე გამოჩნდა.

– ნომერი აიღეს, – თქვა გუდვინმა, – ესე იგი, ჯერ კიდევ არაფერი არ არის მზად
გასამგზავრებლად.

იმწამს ესტებან დელგადომ ჩაუარა, პარიკმახერმა, არსებული ხელისუფლების


მტერმა, მხიარულმა შეთქმულმა ყოველგვარი დამყაყებულობის წინააღმდეგ. ეს
35

პარიკმახერი კორალიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოუსწორებელი მოხეტიალე იყო,


ღამის თერთმეტ საათზეც ხშირად შეხვდებოდით ქუჩაში. ასე გვიან! ლიბერალი
გახლდათ და გუდვინს ცერემონიულად მიესალმა, როგორც თანამებრძოლს
თავისუფლებისთვის ბრძოლაში. აშკარად ჩანდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა
სათქმელი.

– წარმოგიდგენიათ, დონ ფრენკ, – წაიჩურჩულა მან შეთქმულებისთვის


დამახასიათებელი ტონით, – დღეს ლა ბარბა გავპარსე, რასაც თქვენ ამ ქვეყნის
Presidente-ს წვერს ეძახით. წარმოგიდგენიათ? კაცი გამოგზავნა ჩემ წასაყვანად.
ერთი აქაური მოხუცი ქალის ღარიბულ casita-ში მელოდა – ძალიან პატარა სახლში,
ბნელ ადგილას. Caramba! – სადამდე მივიდა საქმე – el senor presidente
იძულებულია დაიმალოს. ეტყობოდა, მაინცდამაინც არ უნდოდა, რომ მეცნო, მაგრამ
როგორ შეიძლება, კაცი ისე გაპარსო, თუ სახეზე არ შეხედავ? ეს ოქროს მონეტა მომცა
და მითხრა, ენას კბილი დააჭირეო.

– ადრე გინახავთ პრეზიდენტი მირაფლორესი ოდესმე? – ჰკითხა გუდვინმა.

– მინახავს ერთხელ, – უპასუხა ესტებანმა, – მაღალი კაცია. მაშინ წვერი ჰქონდა,


ძალიან შავი და დიდი.

– ვინმე იყო თქვენ გარდა ოთახში, როცა პარსავდით?

– წითელკანიანი ბებერი ქალი იყო, სენიორ, ვისაც ის ქოხი ეკუთვნის, და ერთი


სენიორიტა, ო, რა მშვენიერი, Ah, dios!

– შესანიშნავია, ესტებან, უთხრა გუდვინმა, – ძალიან კარგია, რომ თქვენი


პარიკმახერული გამოცდილება გაგვიზიარეთ. მომავალი მთავრობა გაწეულ
სამსახურს არ დაგივიწყებთ.

და გუდვინმა მოკლედ უამბო პარიკმახერს იმ კრიზისის შესახებ, რომელსაც ქვეყანა


განიცდიდა და მას იქვე, ქუჩაში დარჩენა შესთავაზა სასტუმროს ახლოს, იმისათვის,
რომ თვალი ედევნებინა, ფანჯრებიდან და კარებიდან გაქცევა არავის ეცადა. თვითონ
გუდვინი კი იმ კართან მივიდა, რომლითაც სტუმრები შევიდნენ, გააღო და
ზღურბლზე გადააბიჯა.

მადამა ის-ის იყო ქვემოთ ჩამოსულიყო. ზემო სართულში იმისთვის იყო ასული,
დაეხედა, როგორ მოეწყვნენ მისი სტუმრები. დახლზე სანთელი იდგა. მადამას
განზრახული ჰქონდა, ერთი სირჩა რომი გადაეკრა, როგორც კომპენსაცია და ჯილდო
შეწყვეტილი ძილისათვის. მას არც გაკვირვება გამოუხატავს და არც შიში კიდევ ერთი
სტუმრის დანახვაზე.

– ო, ეს ხომ სენიორ გუდვინი ყოფილა! ხშირად როდი ანებივრებს ჩემს ღარიბულ


სახლს თავისი მობრძანებით.

– ჰო, ალბათ უფრო ხშირად უნდა მოვდიოდე თქვენთან, – უთხრა გუდვინმა მისთვის
დამახასიათებელი ღიმილით, – გამიგონია, რომ ბელისიდან, ჩრდილოეთიდან
36

რიომდე, სამხრეთამდე თქვენზე უკეთესი კონიაკი არავისა აქვს. ერთი ბოთლი


დადგით დახლზე, მადამ, და ორივემ გავსინჯოთ.

– ჩემი aguardiente[17] – ამაყად თქვა მადამამ, – მართლა პირველი ხარისხისაა. ბანანის


ხეებს შორის იზრდება ბნელ ადგილებში, ძალიან ლამაზ ბოთლებში – Si Senor – მისი
დაკრეფა მხოლოდ ღამით შეიძლება. მეზღვაურები კრეფენ და გამთენიისას მოაქვთ
უკანა კართან, პარმაღთან. კარგ aguardiente-ს ბევრი ჯაფა სჭირდება, სენიორ
გუდვინ. ამ ხილის მოშენება ადვილი არ გახლავთ.

ამბობენ, კონკურენცია ვაჭრობისსაფუძველიაო. კორალიოში ვაჭრობის საფუძველი


კონტრაბანდა იყო. მასზე იქედნურად ლაპარაკობდნენ, მაგრამ როცა
გაუმართლებდათ, ტრაბახობდნენ.

– დღეს თქვენ მდგმურები გყავთ, – უთხრა გუდვინმა და დახლზე ვერცხლის


დოლარიანი დადო.

– რატომ არ უნდა გვყავდეს, – უპასუხა მადამამ და ხურდა მიუთვალა, – ორნი არიან.


ეს-ესაა ჩამოვიდნენ. ერთი სენიორია, არცთუ მთლად მოხუცი, მეორე კი სენიორიტა,
საკმაოდ ლამაზი. ზემოთ ავიდნენ თავიანთ ოთახში, არც ჭამა მოინდომეს და არც
დალევა. ორი ოთახი აქვთ აღებული – numero 9 და numero 10.

– დიდი ხანია, რაც ამ ჯენტლმენს და ლედის ველოდები, – უთხრა გუდვინმა, – მეტად


მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. შეიძლება მათი ახლა ნახვა?

– რატომაც არ შეიძლება? რატომ არ უნდა ავიდეს გუდვინი კიბეებზე და თავის


მეგობრებს გაესაუბროს? Esta bueno. ოთახი numero 9 და ოთახი numero 10.
გუდვინმა ჯიბეში რევოლვერის ბუდე გახსნა და დამრეც, შავ კიბეებს აუყვა.

ზემოთ, კორიდორში, ლამპის შუქი ზაფრანისფერს აფრქვევდა. მან ადვილად გაარჩია


დიდი ციფრები კაშკაშა ფერად კარზე. მე-9 ნომრის სახელური გადაატრიალა, შევიდა
და კარი მიიხურა.

თუ ამ უბადრუკად მორთულ ოთახში მაგიდასთან მჯდარი ქალი იზაბელ გილბერტი


იყო, უნდა ითქვას, რომ მითქმა-მოთქმას მისი სილამაზის შესახებ მისი
მომაჯადოებელი მშვენიერებისათვის სათანადო პატივი ვერ მიეგო. თავი მკლავზე
ჰქონდა ჩამოყრდნობილი. მისი სხეულის თითოეულ ნაკვთში საშინელი დაღლილობა
იგრძნობოდა. სახეზე მღელვარება აღბეჭდვოდა. ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, იმ
ფორმისა, როგორიც დამახასიათებელია ცნობილი გულთამპყრობლებისათვის.
არაჩვეულებრივად თეთრი გუგები, რომელთაც ზემოდან მძიმე ქუთუთოები
ფარავდა, უბრწყინავდა, ქვემოთ კი ღია ქათქათა ზოლი რჩებოდა. ასეთი თვალები
უდიდეს ძალას გამოხატავენ, უდიდეს კეთილშობილებას და – თუკი საერთოდ ასეთი
სიტყვათშეთანხმება შეიძლება არსებობდეს – დიდსულოვან ეგოიზმს. როცა
ამერიკელი შევიდა, მან ზემოთ აიხედა. გაკვირვებული მზერა ჰქონდა, მაგრამ არა –
შეშინებული.
37

გუდვინმა ქუდი მოიხადა და მისთვის დამახასიათებელი წყნარი უშუალობით სკამის


კიდეზე ჩამოჯდა. ხელში სიგარეტი უბოლავდა. გადაწყვიტა, ფამილარული
ყოფილიყო, რადგან ჩათვალა, რომ მის გილბერტთან ზედმეტი ცერემონიები არ
ღირდა. იცოდა ქალის ცხოვრების შესახებ, იცოდა, პირობითობებს ძალიან მცირე
მნიშვნელობას რომ ანიჭებდა.

– საღამო მშვიდობისა, – უთხრა მან, – აბა, ქალბატონო, ნუ დავაყოვნებთ. მოდი


პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. სახელს არ ვახსენებ, მაგრამ მე ვიცი, ვინც იმყოფება
გვერდით ოთახში და რა აქვს მას საკვოიაჟში. სწორედ ამან მომიყვანა აქ. მოვედი,
რომ გითხრათ: უბრძოლველად უნდა დაგვნებდეთ. პირობებს ახლავე გიკარნახებთ.

ქალი არც განძრეულა და არც ხმა ამოუღია. სიგარეტის წვერს უყურებდა


თვალმოუშორებლად.

– ჩვენ, – განაგრძო გუდვინმა, ფეხს ნელა აქნევდა და ირმის ტყავის კოხტა ფეხსაცმელს
ფიქრიანად დასჩერებოდა, – მე გელაპარაკებით ხალხის დიდი უმრავლესობის
სახელით, მოვითხოვთ მოპარული ფულის დაბრუნებას, რომელიც ხალხს
ეკუთვნოდა. არსებითად მეტი არც არაფერი გვინდა. ჩვენი მოთხოვნა საკმაოდ
მარტივია. როგორც ხალხის წარმომადგენელი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, თუ
ფულს დაგვიბრუნებთ, თქვენ წინააღმდეგ ძალას არ გამოვიყენებთ. დაგვიბრუნეთ
ფული და წადით თქვენს თანამგზავრთან ერთად, საითაც გნებავთ. უფრო მეტიც:
დახმარებასაც კი აღმოგიჩენთ. მოგეხმარებით აქედან წასვლაში ნებისმიერი გემით,
რომელსაც კი ისურვებთ. ჩემი მხრივ, დავძენდი, რომ მეათე ნომერში მყოფ
ჯენტლმენს მართლაც არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს. ის ქალის მშვენიერების
ჭეშმარიტი დამფასებელია.

გუდვინმა სიგარა ისევ პირში ჩაიდო და შეამჩნია, რომ ქალი გაყინულ მზერას
სიგარეტს აყოლებდა და მთელი ყურადღება მასზე ჰქონდა კონცენტრირებული.
აშკარად ჩანდა, კაცის სიტყვებიდან ერთიც არ გაუგონია. ის მიუხვდა, სიგარა
ფანჯრიდან გადააგდო და მხიარული ღიმილით მაგიდიდან წამოდგა.

– ასე ჯობია, – უთხრა ქალმა, – ახლა შემიძლია მოგისმინოთ. თუ გსურთ, კარგი


მანერების კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაგიტაროთ, თქვენი სახელი მითხარით. ხომ
უნდა ვიცოდე, რა ჰქვია ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს.

– ვწუხვარ, – უთხრა გუდვინმა და ხელით მაგიდას დაეყრდნო, – რომ ახლა


ეტიკეტისთვის დრო არა მაქვს. მისმინეთ, მე მსურს, თქვენს საღ აზრს მივმართო:
არაერთხელ დაგიმტკიცებიათ, რომ კარგად ხვდებით, რა არის თქვენთვის
ხელსაყრელი. და, აი, კიდევ ერთი შესაძლებლობა გეძლევათ თქვენი
არაჩვეულებრივი გონიერების გამოვლენისა. აქ საიდუმლო არაფერია. მე ფრენკ
გუდვინი ვარ. ფულისთვის მოვედი. თქვენს ოთახში შემთხვევით აღმოვჩნდი.
გვერდით ოთახში რომ შევსულიყავი, ფული დიდი ხანია ხელთ მექნებოდა. გინდათ
გითხრათ, რა ხდება? მეათე ნომერში მყოფი ჯენტლმენი ხალხის ნდობით
სარგებლობდა, მაგრამ მან ფული გაიტაცა და გაიქცა. მე გადავწყვიტე, ეს ფული ხალხს
38

დავუბრუნო. არ ვამბობ, ვინ არის ეს ჯენტლმენი, მაგრამ თუ გარემოებები მაიძულებს


მის ნახვას და ის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდება, მე ჩემს
მოვალეობად ჩავთვლი მის დაპატიმრებას. ამ სახლს გუშაგები დარაჯობენ და აქედან
გაქცევა შეუძლებელია. მე თქვენ შესანიშნავ პირობებს გთავაზობთ. მეათე ნომერში
მყოფ ჯენტლმენთან საუბარზე უარის თქმისთვისაც კი მზად ვარ. მოიტანეთ
საკვოიაჟი, რომელშიც ფული გაქვთ და მე სხვა არაფერი მინდა. ქალი სავარძლიდან
წამოდგა და ცოტა ხანს ღრმად ჩაფიქრებული იდგა.

– თქვენ აქ ცხოვრობთ, მისტერ გუდვინ? – ჰკითხა მან ბოლოს.

– დიახ.

– რა უფლებით შემოხვედით ჩემს ოთახში?

– მე რესპუბლიკას ვემსახურები. ტელეგრაფით შემატყობინეს... მეათე ნომერში მყოფი


ჯენტლმენის მარშრუტის შესახებ.

– შეიძლება, ორი-სამი შეკითხვა დაგისვათ? მე მგონი, სიმართლეს მეტყვით. თქვენში


სიმართლე მეტია, ვიდრე დელიკატურობა. რა ტიპის ქალაქია ეს... კორალიო. მგონი,
ასე ჰქვია, ხომ?

– რა ქალაქი უნდა იყოს, – უპასუხა გუდვინმა ღიმილით, – ბანანის პატარა ქალაქია.


ჩალის ქოხები, ალიზის პატარა სახლები, ხუთი-ექვსი ორსართულიანი სახლი,
კომფორტი აქ ნაკლებადაა. მოსახლეობა: ინდიელების და ესპანელების ნაჯვარი,
კარაიბები, შავკანიანები. გასართობი ადგილები აქ არ მოიძევება. კარგი
ტროტუარებიც კი არ გვაქვს. საკმაოდ ამორალური ხალხითაა დასახლებული. ეს
არის, რაც შეიძლება, ორი სიტყვით ითქვას კორალიოს შესახებ.

– მაგრამ ალბათ რაღაც ღირსებებიც აქვს ამ ქალაქს, არა? აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც
ადამიანები, მათ შორის, საქმიანი ხალხი, აქ სახლდება.

– ჰო, რა თქმა უნდა! – ფართოდ გაიღიმა გუდვინმა. ღირსებები აქვს და ძალიან


დიდიც. ჯერ ერთი, აქ საღამოს ჩაიზე არავის იწვევენ. მეორეც, აქ არღნები არ არის და
მესამეც, ძალიან სტუმართმოყვარე ქალაქია დამნაშავეთა მიმართ. დამნაშავეები,
რომლებიც აქ ჩამოაღწევენ, არ გადაეცემიან იმ ქვეყნებს, საიდანაც ისინი გამოიქცნენ.

– მან კი მითხრა, – თქვა ქალმა, ოდნავ მოღუშულმა, თითქოს საკუთარ თავს


ელაპარაკებოდა ხმამაღლა, – რომ ამ სანაპიროზე დიდი, ლამაზი ქალაქებია,
რომლებშიც ძალიან კარგი საზოგადოება ცხოვრობსო. განსაკუთრებით ამერიკული
კოლონიაა ძალიან კულტურული ხალხით დასახლებულიო.

– ჰო, აქ არის ამერიკული კოლონია, – უთხრა გუდვინმა და ქალს, ცოტა არ იყოს,


გაკვირვებით შეხედა, – ნორმალური ხალხიც ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ზოგი კი
ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულებასაა გამოქცეული. ბანკის ორი
პრეზიდენტი მახსენდება ამერიკიდან გამოქცეული, პოლკის ერთი ხაზინადარი
შელახული რეპუტაციით, ორი მკვლელი, და კიდევ ვიღაც ქვრივი, რომელზეც,
მგონი, ეჭვი ჰქონდათ, რომ ქმარი დარიშხანით მოწამლა. მეც ამ კოლონიას
39

ვეკუთვნი, მაგრამ აქამდე რაიმე სერიოზული დანაშაულის ჩადენით თავი არ


გამომიჩენია.

– იმედს ნუ დაკარგავთ, – უთხრა ქალმა მშრალად, – თქვენი დღევანდელი საქციელი


იმის საწინდარია, რომ სახელს მალე გაითქვამთ. რაღაც შეცდომა მოხდა. ზუსტად არ
ვიცი, სად, თუმცა ის, რომ შეცდომაა დაშვებული, უეჭველია. მაგრამ მისი შეწუხება
ამაღამ საჭირო არ არის. გზამ ძალიან დაღალა და ახლა ალბათ გაუხდელად სძინავს.
თქვენ მოპარულ ფულზე ლაპარაკობთ! მე თქვენი მესმის, უეჭველია, რომ ცდებით
და ამას ახლავე დაგიმტკიცებთ. აქ დამელოდეთ და მოგიტანთ იმ საკვოიაჟს,
რომელზეც ასე ოცნებობთ.

ის დახურული კარისკენ გაემართა, რომელიც ორ ოთახს ერთმანეთთან აკავშირებდა,


მაგრამ შეჩერდა, გუდვინს გამოხედა სერიოზული, გამომცდელი მზერით და
უცნაურად გაიღიმა.

– თქვენ უკითხავად შემოხვედით ჩვენს ოთახში, უხეშად იქცეოდით და სამარცხვინო


ბრალდება წამომიყენეთ და მაინც... – აქ შეყოყმანდა, თითქოს საჭირო სიტყვას
ეძებდა... – და მაინც, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, დარწმუნებული ვარ, რაღაც
შეცდომაა.

მან კარისკენგადადგა ნაბიჯი, მაგრამ გუდვინმა ხელის მსუბუქი შეხებით შეაჩერა. მე


უკვე ვთქვი, რომ ქალები უნებურად უკან მოიხედავდნენ ხოლმე, როცა ის ქუჩაში
გვერდით ჩაუვლიდა. ვიკინგების მოდგმას ეკუთვნოდა – დიდი, კარგი გარეგნობის
და როგორღაც გულთბილი და მძვინვარე ერთდროულად. ქალი შავგვრემანი იყო,
ძალიან ამაყი, ლოყები ხან ფერმკრთალი ჰქონდა და ხანაც ალმური ედებოდა იმის
მიხედვით, თუ როგორ ხასიათზე გახლდათ. არ ვიცი, ევა შავგვრემანი იყო თუ ქერა,
მაგრამ თუკი სამოთხეში ასეთი ქალი ცხოვრობდა, მაშინ რა გასაკვირია, რომ ვაშლი
შეიჭამა. ეს ქალი გუდვინის ბედისწერა იყო, თუმცა მან ეს არ იცოდა. და მაინც, რაღაც
წინათგრძნობა ალბათ ჰქონდა, რადგან, როცა მას უყურებდა და ახსენდებოდა, რას
ლაპარაკობდნენ მასზე, ყელში რაღაც მწარე აწვებოდა.

– თუკი შეცდომა მოხდა კიდეც, – თქვა გუდვინმა ცხარედ, – ამაში დამნაშავე თქვენა
ხართ. მე არ ვადანაშაულებ ადამიანს, რომელმაც დათმო სამშობლო, დათმო ღირსება
და ახლა თავისი უკანასკნელი ნუგეშის – ფულის დათმობაც მოუწევს. თქვენ ხართ
ყველაფერში დამნაშავე. მე ახლა მესმის, რამ მიიყვანა ის აქამდე. მესმის და მეცოდება
ის. სწორედ ისეთი ქალები, როგორიც თქვენა ხართ, არიან დამნაშავე იმ უბედურთა
ხვედრის გამო, რომლებითაც სავსეა სანაპირო, რადგან ისინი იძულებულნი არიან, აქ
დაიმალონ. სწორედ თქვენნაირების გამო ივიწყებენ კაცები თავიანთ მოვალეობას
და იქამდე მიდიან...

ქალმა ის ხელის დაღლილი მოძრაობით შეაჩერა.

– შეწყვიტეთ ეს შეურაცხყოფის ნიაღვარი, – ცივად თქვა მან, – არ ვიცი, თქვენ რის


შესახებ ლაპარაკობთ. არ ვიცი, რა სულელურმა შეცდომამ მოგიყვანათ აქ, მაგრამ,
თუ ამ საკვოიაჟის ჩვენებით თქვენგან თავის დაღწევას შევძლებ, ახლავე მოგიტანთ.
40

ის სწრაფად და უჩუმრად შევიდა მეზობელ ოთახში და ტყავის მძიმე საკვოიაჟით


დაბრუნდა, რომელიც ამერიკელს მორჩილად, ზიზღიანი გამომეტყველებით გადასცა.

გუდვინმა სწრაფად დადგა საკვოიაჟი მაგიდაზე და ღვედების გახსნა დაიწყო. ქალი


გვერდით ედგა. სახეზე უსაზღვრო სიძულვილი და დაღლილობა აღბეჭდვოდა.

საკვოიაჟმა ფართოდ დააღო ხახა. გუდვინმა ზემოდან დაწყობილი თეთრეული


გვერდზე გადააწყო და ქვემოდან მაგრად შეკრული ამერიკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო ბანკის მსხვილი საკრედიტო ბილეთების შეკვრა ამოიღო. ბანდეროლზე
წარწერილი ციფრების მიხედვით, თანხა ასი ათასზე ნაკლები არ იქნებოდა.

გუდვინმა ქალს მიაპყრო თვალები და გაკვირვებით და უცნაური სიამოვნებით


(რატომ სიამოვნებით, თვითონაც ვერ გეტყოდათ) შენიშნა, რომ ის კი არ
თვალთმაქცობდა, არამედ მართლა თავზარდაცემული იყო. ქალს თვალები
გაუფართოვდა, სუნთქვა შეეკრა და მაგიდას მძიმედ ჩამოეყრდნო. ესე იგი, მართლაც
არ სცოდნია, რომ მისმა თანამგზავრმა ხაზინა გაძარცვა. მაგრამ, რატომ გამიხარდა ასე
ძალიან, როცა ეს მოხეტიალე ავანტიურისტი მომღერალი არც ისეთი საშინელება
აღმოჩნდა, როგორსაც მას მოცლილთა ჭორები ხატავდნენო, გაღიზიანებული
ცნობისმოყვარეობით ეკითხებოდა გუდვინი საკუთარ თავს.

მეზობელი ოთახიდან გამოსულმა ხმაურმა ისინი შეაკრთო. კარი ფართოდ გაიღო და


ოთახში სწრაფად შემოვიდა მაღალი, შავგვრემანი, ახალგაპარსული, ხანში შესული
ადამიანი.

პრეზიდენტმირაფლორესის ყველა პორტრეტი მას შავი, ხშირი, კარგად მოვლილი


ბაკენბარდებით ხატავდა, მაგრამ პარიკმახერმა ესტებანმა გუდვინი უკვე შეამზადა
ასეთი ცვლილებისათვის.

ის ნახევრადბნელი ოთახიდან გამოვარდა. მძიმე ძილიდან გამოღვიძებულს ლამპის


შუქზე თვალები უციმციმებდა.

– ეს რას ნიშნავს? – იკითხა მან ბრწყინვალე ინგლისურით და გუდვინს გამჭოლი,


აღელვებული მზერა ესროლა, – ეს რა, ძარცვაა?

– ჰო, ძარცვაა, – უპასუხა გუდვინმა, – მაგრამ მე დროულად მივიღე ზომები მის


აღსაკვეთად. მე აქ წარმოვადგენ იმ ხალხს, რომელსაც ეს ფული ეკუთვნოდა. მოვედი,
რათა წავიღო ის და ნამდვილ პატრონს დავუბრუნო.

მან სწრაფად ჩაიყო ხელი ტილოს ფართო პიჯაკის ჯიბეში.

ხნიერმა კაცმაც იგივე მოძრაობა გაიმეორა.

– არ არის საჭირო, – მჭახე ხმით წამოიყვირა გუდვინმა, – მე დაგასწრებთ და


თქვენთვისვე იქნება უარესი.

ქალმა წინ გადადგა ნაბიჯი, თავის შეყოყმანებულ კომპანიონს ხელი მხარზე დაადო
და მაგიდისკენ მიუთითა.
41

– სიმართლე მითხარით... სიმართლე მითხარით, – გაიმეორა წყნარი ხმით, – ვის


ეკუთვნის ეს ფული?

კაცმა არ უპასუხა, ღრმად ამოიოხრა, ქალისკენ დაიხარა, შუბლზე აკოცა, გვერდით


ოთახისკენ გაემართა და კარი გაიხურა.

გუდვინი მიხვდა, რაც ჰქონდა მას განზრახული და კარს ეცა, მაგრამ, როგორც კი ხელი
სახელურს შეახო, კარს იქიდან სროლის ხმა გაისმა. სროლას სხეულის მძიმედ
დაცემის ხმა მოჰყვა. გუდვინს ვიღაცამ უბიძგა, გზიდან ჩამოიშორა და დაცემულს
მივარდა.

«რაღაც უფრო დიდი უბედურება, – გაიფიქრა გუდვინმა, – უფრო მძიმე, ვიდრე


საყვარლის და ფულის დაკარგვა, ცხოვრობდა ალბათ ამ გრძნეული ქალის გულში,
თუ ასეთ წამს აღმოხდა ყვირილი, რომლითაც ყოვლის მიმტევებელთან, მიწიერ
მანუგეშებელთაგან საუკეთესოსთან გარბიან, და თუ ამ წაბილწულ, სისხლიან
ოთახში მან დაიკვნესა: – ოჰ, დედა, დედა, დედა».

მაგრამ ქუჩაში უკვე არეულ-დარეულობა იყო. პარიკმახერმა ესტებანმა გასროლის


ხმაზე განგაში ატეხა. გასროლამ უამისოდაც ააფორიაქა ნახევარი ქალაქი. ქუჩაში
ნაბიჯების ხმა გახშირდა. წყნარ ჰაერში ოფიციალური ბრძანებების ხმა მკაფიოდ
ისმოდა. გუდვინს მოვალეობა უნდა შეესრულებინა. გარემოებებმა აიძულეს, ის
გამხდარიყო მცველი სიმდიდრისა, რომელიც მის ახალ სამშობლოს ეკუთვნოდა.
ფული სწრაფად ჩაჩურთა საკვოიაჟში, ღვედები შემოუჭირა, ფანჯრიდან თითქმის
მთელი კორპუსით გადაიხარა და თავისი ნადავლი იქვე, ქვემოთ, ფორთოხლის
ხეებში ისროლა.

კორალიოშიდაწვრილებით მოგიყვებიან, რით დასრულდა ეს დრამა. იქ ხომ ჩასულ


უცნობებთან გასაუბრება უყვართ. გიამბობენ, როგორ სწრაფად შეცვივდნენ განგაშის
ხმაზე კანონის დამცველები სასტუმროში – Comandante – მეტრდოტელივით წითელი
ფეხსაცმელებით და ლაბადით, წელზე შემორტყმული ხანჯლით, ჯარისკაცები,
უჩვეულოდ გრძელი თოფებით, ოფიცრები, რომლებიც ჯარისკაცებზე მეტნი იყვნენ,
ეპოლეტებით და ოქროსფერი აქსელბანტებით, ფეხშიშველი პოლიციელები და
სხვადასხვა ყაიდის და ელფერის შეცბუნებული მოქალაქეები.

თქვენ გეტყვიან, რომ პრეზიდენტის სახე ნატყვიარმა ძალიან დააზიანა. და რომ


ორივემ, გუდვინმაც და დალაქმაც, დაადასტურეს, რომ ეს პრეზიდენტი
მირაფლორესი იყო. მეორე დილით შეკეთებული სატელეგრაფო მავთულით ქალაქში
დეპეშებმა იწყეს მოსვლა და პრეზიდენტის გაქცევის ამბავი ყველამ შეიტყო.
სანმატეოში ოპოზიციურმა პარტიამ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაიგდო
ხელში ხელისუფლების სადავეები და მერყევი ზნეობის ბრბოს viva-ს -ხმამაღალმა
შეძახილებმა სწრაფად გაანელეს ყოველგვარი ინტერესი უიღბლო მირაფლორესის
მიმართ.

იმასაც მოგიყვებიან, როგორ გაჩხრიკა ახალმა მთავრობამ მთელი ქალაქები და გზები,


როგორ ამოწმებდა ყველა კუთხე-კუნჭულს საკვოიაჟის ძებნაში, რომელშიც
42

პრეზიდენტის მიერ გატაცებული ანჩურიელთა კუთვნილი ფული უნდა ყოფილიყო,


მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა. კორალიოში თვით გუდვინმა ჩამოაყალიბა
განსაკუთრებული რაზმი, რომელმაც მთელი ქალაქი ისე გულმოდგინედ გაჩხრიკა,
როგორც ქალი ივარცხნის თმას, მაგრამ ფული უკვალოდ გაქრა.

გარდაცვლილი ყოველგვარი პატივის და ცერემონიების გარეშე დაკრძალეს


მიყრუებულ ადგილას, ჭაობზე აღმართულ პატარა ხიდთან ახლოს და ერთი რეალის
საფასურად ყველა პატარა ბიჭი გიჩვენებთ მის საფლავს. ამბობენ, რომ იმ მოხუცმა
ქალმა, რომლის ქოხშიც პარიკმახერმა განსვენებული გაპარსა, საფლავზე ხის მორი
დაუდო თავთით და ზედ გავარვარებული რკინით წარწერა ამოაშანთვინა.

შეიტყობთ ასევე, რომ სენიორ გუდვინი დონა იზაბელ გილბერტს მღელვარებისა და


მწუხარების იმ დღეებში კედელივით ედგა გვერდში და მფარველობდა, რომ ქალის
წარსული აღარ აშფოთებდა (თუკი ოდესმე აშფოთებდა!), რომ ქარაფშუტულ
ცხოვრებას თავი დაანება (თუკი ოდესმე ცხოვრობდა ასე), რომ იზაბელზე
დაქორწინდა და ისინი ბედნიერნი იყვნენ.

ამერიკელმა ქალაქგარეთ, მთის ძირში, პატარა ბორცვზე აიშენა სახლი. ის


ადგილობრივი ძვირფასი ხისგან ააგეს, რომელიც, თუ სხვა ქვეყანაში გაიტანდი,
გაგამდიდრებდა, და კიდევ, მინის, აგურის, ბამბუკისა და თიხისგან. სახლის გარშემო
სამოთხე იშლებოდა, მაგრამ ასეთივე სამოთხე იყო შიგნითაც. როცა ადგილობრივი
მცხოვრებლები სახლის მორთულობაზე ლაპარაკობდნენ, ხელებს აღაპყრობდენ
ხოლმე აღტაცების ნიშნად. სარკესავით გლუვი იატაკი, აბრეშუმის ინდური ხალიჩები
და ხელნაკეთი ჭილოფები, მერე კიდევ ნახატები, ქანდაკებები, მუსიკალური
ინსტრუმენტები და შპალერაკრული კედლები – «წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი
ერთად?!» – წამოიძახებდნენ ხოლმე ისინი.

მაგრამ კორალიოში არავინ გეტყვით (ამას მოგვიანებით თქვენ თვითონაც შეიტყობთ),


რა ბედი ეწია ფულს, რომელიც ფრენკ გუდვინმა ფორთოხლებში ისროლა. ჩვენ ახლა
ამის შესახებ არ ვლაპარაკობთ, რადგან ლერწმებს სიო არხევს და თავგადასავლებისა
და სიხარულისკენ გვიხმობს.
43

V. კუპიდონის კიდევ ერთი მსხვერპლი


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი საკონსულოების ხეტყის საწყობის
დათვალიერების შემდეგ, ალაბამის შტატში – დეილსბურგში მცხოვრები მისტერ ჯონ
დე გრაფენრიდ ეტვუდი დანიშნა გადამდგარი უილარდ ჯედის შემცვლელად.

მიუხედავად მისტერ ეტვუდისადმი დიდი პატივისცემისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის


ამ თანამდებობისკენ ძლიერ ისწრაფოდა. ჯედის მსგავსად, რომელმაც დიდი როლი
ითამაშა საკუთარ გადადგომაში, ისიც ქალის ცბიერი ღიმილის მსხვერპლი აღმოჩნდა,
რამაც საძულველ ფედერალურ ხელისუფლებასთან მიიყვანა თხოვნით, სახაზინო
თანამდებობაზე დაენიშნათ, რათა შორს, შორს შესძლებოდა წასვლა და აღარასოდეს
ენახა მშვენიერი, ვერაგი თვალები, რომლებმაც სიჭაბუკე გაუმწარეს. კორალიოში
კონსულის ადგილი თითქოს განმარტოებული და რომანტიკული თავშესაფრის
ერთგვარი გარანტია იყო, გარანტია იმისა, რომ დეილსბურგის ცხოვრების იდილიურ
სცენებში აუცილებელი დრამატიზმის ელემენტები გაჩნდებოდა.

იმ პერიოდში, როცა კუპიდონის მიერ დევნილის როლს თამაშობდა, ჯონიმ ესპანეთის


ზღვების მსხვერპლთა გრძელ რიგს კიდევ ერთი მიუმატა ფეხსაცმლის ბაზარზე
დატრიალებული ოსტატური მანიპულაციებით და თანაც, არნახული გმირობა
ჩაიდინა: თავისი სამშობლოს ყველაზე საზიზღარი და უსარგებლო სარეველა ბალახი
საერთაშორისო ბაზრის ფასეული პროდუქტის რანგში აიყვანა.

ყველა უსიამოვნება, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, რომანით დაიწყო, იმის


ნაცვლად, რომ დამთავრებულიყო.

დეილსბურგში ცხოვრობდა ადამიანი, სახელად ელაია ჰემსტეტერი, რომელსაც


საბაყლო და მანუფაქტურის საქონლის დახლი ჰქონდა. მას ერთადერთი ქალიშვილი
ჰყავდა – როზინა. ეს სახელი ერთგვარი კომპენსაცია იყო მისი ძნელად
წარმოსათქმელი გვარისა. ამ ახალგაზრდა ქალს უამრავი ღირსება ჰქონდა და მთელ
ახლომახლოში ახალგაზრდა კაცებს გულები მღელვარებით უცემდათ. ყველაზე
მეტად ჯონი ღელავდა, ადგილობრივი მოსამართლის – ეტვუდის ვაჟი, რომელიც
დეილსბურგის გარეუბანში დიდ, განცალკევებით მდგომ სახლში ცხოვრობდა.

მშვენიერი როზინასთვის თითქოს სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, რომ მის მიმართ


თვით ეტვუდი არ იყო გულგრილი. ეტვუდებს ჯერ კიდევ ომამდე, და მის შემდეგაც,
დიდ პატივს სცემდნენ მთელ შტატში. მას თითქოს უნდა გახარებოდა დიასახლისად
შესვლა ამ დიდებულ, მაგრამ ცარიელ სახლში. თუმცა სინამდვილეში საქმე ასე არ
გახლდათ. ჰორიზონტზე ღრუბელი გამოჩნდა, მრისხანე ღრუბლების გროვა,
სიცოცხლით სავსე, გონიერი ახალგაზრდა ფერმერის სახით, რომელმაც თავს ნება
მისცა, მაღალი წარმოშობის ეტვუდის მეტოქე გამხდარიყო.

ერთ საღამოს ჯონიმ როზინას ის შეკითხვა დაუსვა, რომელიც ძალიან


მნიშვნელოვნად ითვლება ადამიანთა მოდგმის ახალგაზრდა წარმომადგენლებში.
ყველა ატრიბუტი ადგილზე გახლდათ: მთვარე, ოლეანდრები, მაგნოლიები, შაშვის
44

სტვენა. ჩადგა თუ არა მათ შორის წარმატებულ ფერმერ პინკნი დოუსონის


საბედისწერო აჩრდილი, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ როზინას პასუხი ის არ იყო, რასაც
მისტერ ჯონ დე გრაფენრიდი მოელოდა. ეტვუდმა ისე მდაბლად დაუკრა თავი, რომ
მისი ქუდი ლამის ბალახს შეეხო და განშორდა. მაღლა თავაწეული მიდიოდა, თუმცა
გრძნობდა, რომ მის გერბს და გულს შეუხორცებელი ჭრილობა მიაყენეს. ვიღაც
ჰემსტეტერმა თავს უფლება მისცა, მისთვის, ეტვუდისთვის, უარი ეთქვა. ჯანდაბა და
დოზანა!

სხვა უბედურებათა შორის ისიც იყო, რომ იმ წელს ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტი დემოკრატი გახლდათ. მოსამართლე ეტვუდი დიდი ხანია ამ პარტიის
«mTavar damrtymel Zalad» ითვლებოდა. ჯონიმ მამას სთხოვა, მოძრაობაში მოეყვანა
სათანადო ბორბლები, რომ ის საზღვარგარეთ რაიმე თანამდებობაზე დაენიშნათ.
სურდა, რაც შეიძლებოდა შორს, შორს წასულიყო. შესაძლოა როზინა ოდესმე
მიმხვდარიყო, როგორი ერთგული, ჭეშმარიტი იყო მისი სიყვარული და წლები რომ
გავიდოდა, კურცხლებიც ჩამოეყარა ნაღებზე, რომელსაც პინკნი დოუსონისთვის
შედღვებდა.

პოლიტიკის ბორბლებმა გაიჭრიალეს, გადატრიალდნენ და ჯონი კორალიოს


კონსულად დაინიშნა. სანამ გზას გაუდგებოდა, ჰემსტეტერებთან მივიდა
გამოსამშვიდობებლად.

როზინას იმ დღეს თვალები რატომღაც აწითლებული ჰქონდა და ოთახში მათ გარდა


რომ არავინ ყოფილიყო, ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა კონსულის მოძებნა
მოუწევდა. მაგრამ იქ, რა თქმა უნდა, პინკნი დოუსონი დახვდა, რომელიც
განუწყვეტლივ ლაპარაკობდა თავის ხილის ბაღზე, რომელსაც ოთხასი აკრი ეჭირა,
სამი კვადრატული მილის იონჯას ველზე, ორასი აკრის საძოვარზე და
გამომშვიდობებისას ჯონის მოუწია, ქალისთვის ხელის ცივად ჩამორთმევით
დაკმაყოფილებულიყო, თითქოს მონტგომერში მიდიოდა ორი დღით. ამ ეტვუდებს,
როცა სურდათ, შეეძლოთ, თავი მეფური ღირსებით დაეჭირათ.

– თუ იქ ისეთ საქმეს წააწყდები, ჯონ, რაშიც ინვესტირება ეღირება, შემატყობინე,


თუ შეიძლება, – უთხრა პინკნი დოუსონმა, – რამდენიმე ათას დოლარს ყოველთვის
გამოვძებნი სარფიან საქმეში ჩასადებად.

– რა თქმა უნდა, პინკ, – თავაზიანად უპასუხა ჯონიმ, – თუ რამე ასეთი


გამოჩნდება, სიამოვნებით შეგატყობინებ.

და აი, ჯონი მობილში გაემგზავრა, საიდანაც «ხილის» გემს ანჩურიაში გაჰყვა.

კორალიომ ის ბუნების უცნაური ხედებით გააოგნა. მხოლოდ ოცდაორი წლისა იყო


და ამ დროს ახალგაზრდები თავიანთ მწუხარებას სამოსივით არ ატარებენ, როგორც
ეს უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. ახალგაზრდებისთვის
მწუხარებას თავისი პერიოდი აქვს, რის მერეც მის ადგილს უფრო მწვავე შეგრძნებები
იჭერს.
45

ბილი კოუმ და ჯონი ეტვუდმა თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა დაამყარეს.


კოუმ ახალი კონსული ქალაქში გაიყვანა და გააცნო ის ერთი მუჭა ამერიკელები,
ფრანგები და გერმანელები, რომლებიც კორალიოს მთელ «საზღვარგარეთულ»
კონტინგენტს წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, ის, რა თქმა უნდა, ოფიციალურად უნდა
წარედგინათ და კონსულს თარჯიმნის საშუალებით რწმუნების სიგელი უნდა
გადაეცა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის. ახალგაზრდა სამხრეთელში იყო
რაღაც ისეთი, რითაც მან ცხოვრებისეული სიბრძნით დამძიმებული კოუს გული
მოინადირა. ახალ კონსულს თავი უბრალოდ ეჭირა, თითქმის ბავშვურად, მაგრამ
მასში იგრძნობოდა ერთგვარი ცივი დამოუკიდებლობა, რაც უფრო ასაკოვანი და
გამოცდილი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. არც მუნდირები, არც
ტიტულები, არც ბიუროკრატიული ფორმალობები, არც უცხო ენები, არც მთები, არც
ზღვა – არაფერი ამძიმებდა მის ცნობიერებას. ის გახლდათ მემკვიდრე ყველა ეპოქისა,
ის იყო ეტვუდი დეილსბურგიდან და ყველას შეეძლო წაეკითხა ნებისმიერი აზრი,
რომელიც მის თავში იბადებოდა.

ჯედი საკონსულოში გამოცხადდა, რათა ჯონისთვის მისი სამსახურებრივი


მოვალეობა და საქმიანობა გაეცნო. კოუსთან ერთად ის შეეცადა, ახალი კონსული
დაეინტერესებინა იმის აღწერით, თუ რა სამუშაოს შესრულებას ელოდა მისგან
მთავრობა.

– ჰოდა მშვენიერია, – თქვა ჯონიმ ჰამაკიდან. მან ეს ადგილი სამსახურში თავის


დასაჯდომ ადგილად აირჩია, – თუკი რამე იქნება გასაკეთებელი, თქვენ გააკეთებთ.
ხომ არ გგონიათ, რომ დემოკრატიული პარტიის წევრი იმუშავებს, სანამ მას
ოფიციალური თანამდებობა უჭირავს?

– კარგი იქნებოდა, თუ ამ სათაურებს ნახავდით, – შესთავაზა ჯედიმ, – აქ


ჩამოთვლილია ის საექსპორტო საქონელი, რომელთა შესახებ თქვენ ანგარიშის
ჩაბარება მოგიწევთ. ხილი ხარისხის მიხედვით არის დალაგებული, შემდეგ მოდის
ხის ძვირფასი ჯიშები, ყავა, კაუჩუკი...

– ეს უკანასკნელი პუნქტი კარგად ჟღერს, – შეაწყვეტინა მას მისტერ ეტვუდმა, –


ისე ჟღერს, გეგონება, მისი გაწელვა შეიძლებაო. მე მსურს, შევიძინო ახალი დროშა,
მაიმუნი, გიტარა და ერთი კასრი ანანასი. როგორ ფიქრობთ, გასწვდება ამ ყველაფერს
თქვენი კაუჩუკი?

– ეს მხოლოდ სტატისტიკაა, – თქვა ჯედიმ ღიმილით, – თქვენ კი გჭირდებათ


ანგარიში გასავლების შესახებ. ის, ჩვეულებრივ, რამდენადმე ელასტიკურია. პუნქტს
«საკანცელარიო ნივთები» სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ
ყურადღებას არ აქცევს.

– ჩვენ ტყუილუბრალოდ ვკარგავთ დროს, – თქვა კოუმ, – ეს ადამიანი


დიპლომატიური სამსახურისთვისაა დაბადებული. მან შეძლო, ამ ხელოვნების არსს
ჩასწვდომოდა თავისი არწივივით მახვილი თვალით. მისი ყოველი სიტყვა
ჭეშმარიტი ადმინისტრაციული გენიითაა გამსჭვალული.
46

– მე ეს თანამდებობა იმიტომ არ დამიკავებია, რომ ვიმუშაო, – ზანტად განმარტა


ჯონიმ, – მსურდა, სადმე ისეთ ადგილას წავსულიყავი, სადაც ფერმის შესახებ არ
ილაპარაკებდნენ. აქ, მგონი, ფერმები არ უნდა იყოს.

– ისეთები, როგორსაც თქვენ ხართ მიჩვეული – არა, – უპასუხა ექსკონსულმა, –


მიწათმოქმედების კულტურა აქ არ არსებობს. ანჩურიაში არასოდეს უნახავთ არც
გუთანი და არც სახნისი.

– ჰოდა, სწორედ ეს ყოფილა საჩემო ქვეყანა, – ჩაიბუტბუტა კონსულმა და მაშინვე


ჩაეძინა.

მხიარული ფოტოგრაფი ჯონისთან მეგობრობას განაგრძობდა, მიუხედავად ღია


ბრალდებებისა იმის გამო, თითქოს ეს გამოწვეული იყო სურვილით, საყვარელ
თავშესაფარში, საკონსულოს უკანა აივანზე მუდმივი სავარძელი დაებევებინა. მაგრამ
ეს ეგოისტური განზრახვით ხდებოდა, თუ მეგობრული გრძნობა ედო საფუძვლად,
კოუმ ამ შესაშურ პრივილეგიას მიაღწია. თითქმის ყოველ საღამოს მეგობრები აივანზე
სხდებოდნენ, რომ ზღვიდან მონაბერი სიოთი გაგრილებულიყვნენ. ფეხებს მოაჯირზე
შემოაწყობდნენ და გვერდით სიგარებს და ბრენდის დაიწყობდნენ.

ერთხელ სწორედ ასე ისხდნენ და დროდადრო ორიოდ სიტყვას თუ გადაუგდებდნენ


ერთმანეთს, რადგან მათი საუბარი მომაჯადოებელი ღამის დამაწყნარებელი
გავლენით მიინავლა.

უზარმაზარი სავსე მთვარე ანათებდა და ზღვა სადაფისფერი იყო. თითქმის ყველა


ბგერა მიწყდა. ჰაერი ოდნავ ირხეოდა. დაღლილი ქალაქი იწვა და ელოდა, რომ ღამე
გააგრილებდა. ნაპირთან იდგა გასასვლელად გამზადებული კომპანია «ვეზუვის»
ხილის გადამზიდი ხომალდი «ანდადორი». ის უკვე მთლიანად იყო დატვირთული
და დილის ექვს საათზე უნდა გასულიყო. ნაპირი დაცარიელდა. მთვარე ისე
კაშკაშებდა, რომ აივნიდან ნაპირზე კენჭებს გაარჩევდი. ის კენჭები, რომლებსაც
ტალღა დაასველებდა, მთვარის შუქზე ბრწყინავდა. შემდეგ პატარა იალქნიანი გემი
გამოჩნდა. ნელა მოდიოდა, ზღვის დიდი ფრინველივით თეთრფრთებიანი, ნაპირს არ
შორდებოდა. თითქმის ქარის საწინააღმდეგო კურსი ეჭირა, ხან მარჯვნივ
გადაიხრებოდა, ხან – მარცხნივ. მისი გრძელი, ნარნარი მოძრაობა დახელოვნებული
მოციგურავის ileTebs მოგაგონებდათ.

აი, ის მეზღვაურების ნებით კვლავ ნაპირს მიუახლოვდა, ამჯერად თითქმის


საკონსულოს პირდაპირ და მისგან ნაპირზე მკაფიო, გაუგებარმა ხმებმა მოაღწია,
თითქოს ელფებმა რქას ჩაჰბერესო. ჰო, ეს შეიძლება ყოფილიყო ჯადოსნური რქა,
ნაზი, ვერცხლისფერი და მოულოდნელი, შთაგონებით რომ უკრავდა ცნობილ
სიმღერას «სამშობლოვ, ტკბილო სამშობლოვ».

სცენა თითქოს საგანგებოდ იყო შექმნილი ლოტოსის ქვეყნისათვის. შეგრძნება ზღვისა


და ტროპიკებისა, საიდუმლო, დაკავშირებული ყველა უცნობ იალქანთან, და ხიბლი
შორეული მუსიკისა მთვარის შუქმოფენილ წყალს ზემოთ. ყველაფერი
მომაჯადოებელი იყო. ჯონ ეტვუდი გრძნობდა ამას და დეილსბურგზე ფიქრობდა,
მაგრამ, კოუ, როგორც კი მის თავში მომწიფდა თეორია ამ მოარული სოლოს შესახებ,
47

წამოხტა, მოაჯირთან მიირბინა და მისმა გამაყრუებელმა ძახილმა მდუმარება


ზარბაზნის გასროლასავით გაკვეთა:

– მელ-ლინ-ჯერ, ე-ჰეი! იალქნიანი გემი უკვე ნაპირს შორდებოდა, მაგრამ მისგან

მკაფიოდ მოაღწია პასუხმა:

– მშვიდობით, ბილი. მივ-დი-ვარ სახლ-ში. მშვი-დო-ბით!

იალქნიანი გემი «ანდადორისკენ» მიემართებოდა. აშკარა იყო, რომ სანაპიროზე


რომელიღაც მგზავრი, რომელსაც გამგზავრების ნებართვა ჰქონდა მიღებული
რომელიღაც პუნქტში, ჩქარობდა, რომ ხილის გადამზიდი გემისთვის მიესწრო, სანამ
ის უკან გაბრუნდებოდა. თითქოს პრანჭია გვრიტი ყოფილიყოს, ნავი ზიგზაგებით
აგრძელებდა სვლას, სანამ ბოლოს მისი თეთრი იალქანი გემის ვეებერთელა თეთრ
ფონზე არ გაუჩინარდა.

– ეს გ. პ. მელინჯერია, – უთხრა კოუმ და კვლავ სავარძელში ჩაეშვა, – ნიუ-იორკში


ბრუნდება. პირადი მდივანი გახლდათ აწ გარდაცვლილი გაქცეული პრეზიდენტის
ამ საბაყლო ხილის ფარდულისა, რომელსაც აქ ქვეყანას უწოდებენ. ახლა საქმე
დაუმთავრდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან უხარია.

– მუსიკის ფონზე რატომ მიეფარა თვალს ფერიების დედოფალ ზოზოსავით? –


ჰკითხა ჯონიმ, – უბრალოდ, იმის ნიშნად, რომ ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია?

– ხმები, ჩვენ რომ გავიგონეთ, მოდიოდა გრამოფონიდან, – უთხრა კოუმ, – რომელიც


მას მე მივყიდე. მელინჯერს აქ თავისი თამაში ჰქონდა, ყველასგან განსხვავებული. ამ
მყვირალა ინსტრუმენტმა ის ერთხელ იხსნა და მას შემდეგ გვერდიდან არ
იცილებდა. – აბა, მიემბეთ ეგ ამბავი, – სთხოვა ჯონიმ. დაინტერესებული ჩანდა.

– მე ამბების გამავრცელებელი არა ვარ, – უპასუხა კოუმ, – ენას იმისთვის ვიყენებ, რომ
ვილაპარაკო, მაგრამ, როცა ვცდილობ, აზრი გამოვთქვა, სიტყვები ისე სხლტებიან
ჩემგან, როგორც მოეპრიანებათ. და როცა ატმოსფეროს ეხლებიან, აზრი ხან გამოდის
და ხან – არა.

– მომიყევით, მაინც რა თამაში ჰქონდა ასეთი, – არ ეშვებოდა ჯონი, – უფლება არა


გაქვთ, უარი მითხრათ. მე ხომ ყველაფერი გიამბეთ დეილსბურგის უკლებლივ
ყველა მცხოვრებზე.

– კარგი, მოგიყვებით, – უპასუხა კოუმ, – ეს-ესაა გეუბნებოდით, რომ თხრობის


ინსტინქტი ატროფირებული მაქვს. არ დაიჯეროთ. ეს უნარი მე ბევრ სხვა ნიჭსა და
მეცნიერებასთან ერთად შევითვისე.
48

VI. თამაში და გრამოფონი


– ჰო, აბა, მაინც რა თამაში ჰქონდა ასეთი და რა ოინებს აკეთებდა? – ჰკითხა
ჯონიმ მაყურებელთათვის დამახასიათებელი მოუთმენლობით.

– ამ ინფორმაციის თქვენთვის გაზიარება ფილოსოფიის და ხელოვნების


წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, – წყნარად უთხრა კოუმ, – მთხრობლის ხელოვნება ის
არის, რომ დაუმალოს მსმენელს ყველაფერი, რის გაგებაც მას სურს, სანამ თავის
მოსაზრებებს არ გადაუშლის ისეთი რამეების შესახებ, რასაც თხრობის საგანთან
არავითარი კავშირი არ აქვს. კარგი მოთხრობა მწარე აბია, რომელიც შიგნიდანაა
მოშაქრული და არა გარედან. თუ ნებას მომცემთ, იმით დავიწყებ, ჩეროკის ტომის
რომელიღაც მებრძოლს როგორ უწინასწარმეტყველეს მომავალი, დავამთავრებ კი
გრამოფონის ჭკუის სასწავლებელი მელოდიით.

მე და ჰენრი ჰორსკოლარმა ამ ქვეყანაში პირველი გრამოფონი შემოვიტანეთ. ჰენრი


ერთი მეოთხედით ინდიელი ჩეროკი იყო, რომელმაც აღმოსავლეთში საფეხბურთო
ენა შეისწავლა, დასავლეთში კი – ღვინის პროპაგანდა და ისეთივე ჯენტლმენი
გახლდათ, როგორიც მე და თქვენ ვართ. ადვილად საურთიერთო, დაუდეგარი
ხასიათი ჰქონდა, დაახლოებით ექვსი ფუტი სიმაღლისა იქნებოდა და რეზინის
სალტესავით მოძრავი გახლდათ. ჰო, პატარა კაცი იყო, ასე, ხუთი ფუტი და ხუთი
დუიმი ან ხუთი ფუტი და თერთმეტი, მაგრამ, რომ იტყვიან, საშუალო სიმაღლის, არც
ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი. ჰენრი უნივერსიტეტიდან ერთხელ
გამოაგდეს, მასკოგის ციხეში კი სამჯერ შეაგდეს, ბოლოს იმის გამო, რომ შტატებიდან
ვისკი გაჰქონდა და იქ ყიდდა, სადაც ამის უფლება არ ჰქონდა. ჰენრი ჰორსკოლარს
არასოდეს დაურთავს ნება თამბაქოს რომელიმე ფარდულისთვის, მოსულიყო და მის
უკან დამდგარიყო. ის ინდიელების სხვა მოდგმას ეკუთვნოდა.[18]

მე და ჰენრი ერთმანეთს ტექსარკანში შევხვდით და იქ შევიმუშავეთ გეგმა


გრამოფონის შესახებ. მას სამას სამოცი დოლარი ჰქონდა, რეზერვაციის მიწის
ნაკვეთიდან ამოგებული. მე ის-ის იყო ლიტლ-როკიდან ჩამოვედი, სადაც ძალიან
სამწუხარო ქუჩის სცენის მოწმე გავხდი. ადამიანი ყუთზე იდგა და მსურველებს
სთავაზობდა ხრახნიან ოქროს საათ-ფუტლარებს, რომლებიც გასაღებით იმართება.
ძალიან ელეგანტური საათები გახლდათ. მაღაზიაში ისინი ოცი მონეტა ღირდა, აქ კი –
სამი. ბრბო ესეოდა და იყო ერთი ჩხუბი და ჩოჩქოლი. კაცს სადღაც ასეთი საათებით
სავსე მთელი ჩემოდანი ეპოვა და ახლა მათ ცხელი ღვეზელებივით იტაცებდნენ.
ფუტლარებს სახურავები მაგრად ეხრახნებოდა, მაგრამ ხალხს ფუტლარი ყურთან
მიჰქონდა და ის სასიამოვნოდ და დამაწყნარებლად ტიკტიკებდა. სამი საათი
ნამდვილი იყო, დანარჩენები – ყალბი. რაო? ჰო, ჰო, ცარიელი ფუტლარები, მათში კი
ძალიან შავი, მაგარი ხოჭოები, რომლებიც ელექტროლამპების გარშემო
ტრიალებდნენ. ჰოდა ეს ხოჭოები ისე ოსტატურად არაკრაკებენ წამებს და წუთებს,
რომ უკეთესს რას მოისმენდი. და, აი, ადამიანმა, რომელზეც ვლაპარაკობ, ორას
ოთხმოცდარვა დოლარი ჩაიგდო ხელში, შემდეგ კი იქიდან გაემგზავრა, რადგან
იცოდა, რომ, როგორც კი ლიტლ-როკში საათების მომართვის დრო დადგებოდა,
ამისთვის ენტომოლოგი გახდებოდა საჭირო, მას კი სხვა სპეციალობა ჰქონდა.
49

ჰოდა, აი, გეუბნებით: ჰენრის სამას სამოცი დოლარი ჰქონდა, მე კი – ორას


ოთხმოცდარვა. სამხრეთ ამერიკაში გრამოფონების შეტანის იდეა ჰენრის ეკუთვნოდა,
მაგრამ მე მას ხარბად ჩავეჭიდე, რადგან ყოველგვარი მანქანა-მოწყობილობა ძალიან
მაინტერესებდა.

– ლათინურ რასებს, – ამბობს ჰენრი (ადვილად ახერხებდა საკუთარი აზრის


გამოხატვას სიტყვების საშუალებით, რომლებიც უნივერსიტეტში ასწავლეს), –
განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ იმისკენ, რომ გრამოფონის მსხვერპლად
იქცნენ. არტისტული ტემპერამენტის გამო ილტვიან მუსიკის, ნათელი ფერების,
მხიარულებისკენ. ისინი ფულს მისცემენ მეარღნეს და ოთხფეხა წიწილას იყიდიან
ბაზარში, ეს იმ დროს, როცა სამი თვე იქნება, რაც საბაყლოსა და პურის ხის ნაყოფის
ფული არ გადაუხდიათ.

– ასეთ შემთხვევაში, – ვამბობ მე, – მოდი, ლათინოსებს მუსიკალური კონსერვები


ჩავუტანოთ. მახსენდება, რომ მისტერ იულიუს კეისარს მათ შესახებ ანგარიშში
უთქვამს: «Omnia Gallia in tres partes divisa est»[19], რაც ნიშნავს, ჭკვიან გალს სამ
პარტიაში ვერ დაამარცხებო – აი, ჩემი დევიზი.

სულაც არ მინდა თავი ჩემი განათლებულობით მოვიწონო, მაგრამ ვერც იმას


დავუშვებ, რომ სინტაქსში გამჭედოს ვიღაც ინდიელმა, წარმომადგენელმა ხალხისა,
რომელსაც არაფერი დაუტოვებია გარდა იმ ტერიტორიისა, რომელზეც ახლა
ამერიკის შეერთებული შტატები სუფევს.

ტექსარკანში მშვენიერი გრამოფონი შევიძინეთ, – საუკეთესო მარკის, და კიდევ


ფირფიტების მთელი დასტა. ჩემოდნები ჩავალაგეთ და მატარებლით ახალი
ორლეანისკენ გავემართეთ. ბადაგის წარმოების და უწმაწური ზანგური სიმღერების
ამ სახელგანთქმული ცენტრიდან გემით სამხრეთ ამერიკაში გავემგზავრეთ.

ნაპირზე სოლიტასში გადმოვედით, აქედან ორმოც მილში. სავსებით ასატანი


ადგილია. სახლები სუფთა იყო, თეთრი, და როცა ვუცქერდი, როგორ ერწყმოდა ისინი
ადგილობრივ პეიზაჟს, უნებურად მაგონდებოდა სალათა მაგრად მოხარშული
კვერცხებით. გარეუბანში მთის ქედები ლამის ცას ებჯინებოდნენ. ისინი წყნარად
იყვნენ, თითქოს უკნიდან მიხოხდნენ და ათვალიერებენ, ქალაქში რა ხდებაო. ზღვა კი
ნაპირს ეუბნებოდა: «შ-შ-შ». ხანდახან ქვიშაში მწიფე ქოქოსის კაკალი მოადენდა
ზღართანს და სულ ეს იყო. ჰო, ვფიქრობ, წყნარი, პატარა ქალაქი იყო. მე მგონი, როცა
გაბრიელი რქაში ჩაბერვას შეწყვეტს და ვაგონი დაიძვრება – წარმოიდგინეთ სურათი
– ფილადელფია ბოლო ღვედს ეჭიდება, პაინ-გალი, შტატი არკანზასი უკანა მოედანზე
ჩამოეკიდება – მხოლოდ მაშინ, სწორედ ეს სოლიტასი გაიღვიძებს და იკითხავს,
ვინმეს რამე ხომ არ უთქვამსო.

კაპიტანიც ჩვენთან ერთად გადმოვიდა ნაპირზე და შემოგვთავაზა, სათავეში


ჩავდგომოდით რაღაცას, რისთვისაც თვითონ სურდა, დამკრძალავი პროცესია
ეწოდებინა. მან მე და ჰენრი ამერიკის შეერთებული შტატების კონსულსა და კიდევ
რომელიღაც მერკანტილური დეპარტამენტის უფროსთან წარგვადგინა.
50

– კვლავ შემოგივლით ერთი კვირის შემდეგ, – თქვა კაპიტანმა.

– იმ დროისთვის, – ვპასუხობთ ჩვენ, – ზღაპრული სიმდიდრე გვექნება


დაგროვებული ჩვენი გალვანიზებული პრიმადონასა და სუზის ორკესტრის ზუსტი
ასლების საშუალებით, რომელიც მარშებს კალის მაღაროდან ამოიღებს.

– არაფერი ამის მსგავსი, – გვეუბნება კაპიტანი, – იმ დროისთვის თქვენ


დაჰიპნოზებული იქნებით. ნებისმიერი ჯენტლმენი მაყურებელთა შორის,
რომელიც სურვილს გამოთქვამს, სცენაზე ავიდეს და თვალებში ჩახედოს ამ
ქვეყანას, განიმსჭვალება რწმენით, რომ ის უფრო მეტი არ არის, ვიდრე ბუზი
სტერილიზებულ ნაღებში. თქვენ მუხლამდე იქნებით ზღვაში და მე დამელოდებით,
მუსიკის აქამდე პატივდებული ხელოვნებიდან ჰამბურგული ბიფშტექსების
დამამზადებელი თქვენი მანქანა კი დაუკრავს: «ქვეყნად არაფერია საკუთარი
სამშობლოს ფასი».

ჰენრიმ თავისი დასტიდან ზედა ოციანი აიღო და მერკანტილური ბიუროსგან მიიღო


თეთრი ქაღალდი წითელი ბეჭდით და ადგილობრივ ენაზე დაწერილი იგავ-არაკით.
ხურდა კი არ მიუღია.

შემდეგ კონსული წითელი ღვინით გავჭყიპეთ და ვთხოვეთ, ჩვენთვის მომავალი


ეწინასწარმეტყველებინა. მჭლე კაცი იყო, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მე
ვიტყოდი, ორმოცდაათი წლისა იქნებოდა; გემოვნებით – ფრანგისა და
ირლანდიელის ნაზავი, უნუგეშო, უბედური, მომაბეზრებელი ტიპი, რომელსაც
ღვინოც კი არ შველოდა; სიმსუქნისა და მელანქოლიისკენ მიდრეკილი, მოკლედ,
ერთი ჰოლანდიელი, ძალიან მწუხარე და ხალისიანი.

– საოცარი გამოგონება, გრამოფონად წოდებული, – ამბობს ის, – ჯერ კიდევ არ


შემოჭრილა ამ მხარეში. აქაურებს მისთვის არასოდეს მოუსმენიათ და თუ
მოუსმენენ, არ დაიჯერებენ. ესენი ბუნების გულუბრყვილო შვილები არიან.
პროგრესს ჯერ კიდევ ვერ უსწავლებია მათთვის, რომ თუნუქის კონსერვის
გასახსნელის საქმე უვერტიურად მიიღონ, რეგტაიმით შთაგონებულებს კი
შეუძლიათ სისხლიანი ამბოხება მოაწყონ. მაგრამ რატომაც არ უნდა სცადო? თქვენი
საუკეთესო შანსი ის არის, რომ მოსახლეობამ შეიძლება არ გაიღვიძოს, როცა
დაკვრას დაიწყებთ. მათ, – ამბობს კონსული, – ეს შეიძლება ორნაირად მიიღონ:
შეიძლება ყურადღებისგან დათვრნენ, როგორც სამხრეთშტატელი პლანტატორი
«მარშით ჯორჯიაში»-ს მოსმენისას, ან გაბრაზდნენ და მელოდია სხვა ტონალობაში
გადაიყვანონ ნაჯახით, თქვენ კი დილეგში გიკრან თავი. და თუ ეს მოხდება, –
განაგრძობს კონსული, – მე ჩემს მოვალეობას შევასრულებ: კაბლოგრამას გავგზავნი
სახელმწიფო დეპარტამენტში, თქვენ ვარსკვლავებიან დროშას გადაგაფარებთ, როცა
დაგხვრეტენ და მე მათ ყველაზე დიადი, მყარვალუტიანი, ოქროსმარაგებიანი
სახელმწიფოს სახელით დავემუქრები შურისგებით. ჩემი დროშა ისედაც მთლად
ტყვიებითაა დახვრეტილი, – ამბობს კონსული, – და ყველა ნატყვიარი ასეთი
ინციდენტების შედეგია. უკვე ორჯერ – ამბობს კონსული, – ტელეგრამა გავუგზავნე
მთავრობას თხოვნით, გამოეგზავნათ ზარბაზნები ამერიკელი მოქალაქეების
დასაცავად. პირველად დეპარტამენტმა დაფდაფები გამოგზავნა, მეორედ კი, როცა აქ
51

სიკვდილით უნდა დაესაჯათ კაცი, გვარად ბარდა, და მე შუამდგომლობა აღვძარი


მისი შეწყალების შესახებ, მათ ჩემი დეპეშა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს
გადაუგზავნეს. ახლა კი, ხომ არ გამოიჩენს დახლთან მდგარი კაცი სიკეთეს და
კიდევ ერთ ბოთლ წითელ ღვინოსხომ არ მოგვიტანს?

– აი, ასეთი მონოლოგი წაგვიკითხა მე და ჰენრი ჰორსკოლარს კონსულმა სოლიტასში.

– მაგრამ ჩვენ, მიუხედავად ამისა, იმავე დღეს ოთახი ვიქირავეთ კალიო დე


ლოსანჯელესზე, მთავარ ქუჩაზე, რომელიც ზღვის ნაპირს მიუყვებოდა და ჩვენი
ჩემოდნები იქ დავაწყვეთ. დიდი ოთახი გახლდათ, ბნელი და მხიარული, მაგრამ
პატარა. რომელიღაც ქუჩაზე მდებარეობდა, რომელსაც სახლები და ორანჟერეის
მცენარეები ერთგვარად ამრავალფეროვნებდა. ქალაქის მცხოვრებნი ფანჯრებს იქით
მიდი-მოდიოდნენ – მშვენიერ საძოვრებს მიუყვებოდნენ ტროტუარებს შორის.
ისინი ყველაზე მეტად მოაგონებდნენ კაცს საოპერო გუნდს, როცა სცენაზე საცაა შაჰი
კაფუზლუმი უნდა გამოჩნდეს.

ჩვენ მანქანიდან მტვერს ვწმენდდით, ვემზადებოდით, რომ მეორე დღეს მუშაობას


შევდგომოდით, როცა თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი მაღალი, ლამაზი
თეთრკანიანი მოვიდა, კარებთან შეჩერდა და ოთახში შემოიხედა. ჩვენ ვუთხარით,
რაც წესია ადამიანის მისაპატიჟებლად და ისიც შემოვიდა და თავიდან ფეხებამდე
შეგვათვალიერა. გრძელ სიგარას ღეჭავდა, თვალებს ჭუტავდა ფიქრიანად,
გოგონასავით, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, რომელი კაბა ჩაიცვას წვეულებაზე.

– ნიუ-იორკი? – მე მომმართა ბოლოს.

– თავიდან, და მერე დროდადრო, – ვამბობ მე, – ნუთუ კიდევ არ წაშლილა?

– ეს უბრალო რამეა, როცა იცი, როგორ გააკეთო. ჟილეტი კარგად უნდა მოარგო, –
ამბობს ის, – მთავარი თარგის სწორად გამოჭრაა. ამას სხვაგან ვერსად ახერხებენ.
პიჯაკს კი, მაგრამ ჟილეტს – ვერსად. თეთრკანიანი ჰენრი ჰორსკოლარს უყურებს და
ყოყმანობს:

– ინდიელი, ამბობს ჰენრი, – მოთვინიერებული ინდიელი.

– მელინჯერი, – ამბობს თეთრკანიანი, – ჰომერ პ. მელინჯერი. აბა, მეგობრებო, თქვენი


კონფისკაცია მოხდა. თქვენ აქ ჩვილები ხართ უღრან ტყეში – არც გადია გყავთ, არც
არბიტრი და ჩემი მოვალეობაა, თქვენს წინსვლაზე ვიფიქრო. მე საყრდენებს
გამოგაცლით და პირდაპირ ამ გამჭვირვალე ტროპიკულ გუბეში ჩაგიშვებთ. თქვენი
მონათვლა მომიწევს და თუ ჩემთან ერთად წამოხვალთ, მე ერთ ბოთლ ღვინოს
გავტეხ თქვენს კიჩოზე, როგორც წესია.

და აი, ამის შემდეგ მთელ ორ დღეს ჩვენ ჰომერ პ. მელინჯერის სტუმრები ვიყავით. ამ
კაცმა თავისი საქმე იცოდა, ვერ დაუკარგავდი. ნამდვილი კაფუზლუმი გახლდათ. მე,
მან და ჰენრი ჰორსკოლარმა ხელჩაჭიდებულებმა ყველგან დავიწყეთ ჩვენი
გრამოფონების თრევა და გართობა-დროსტარებების გამართვა. სადაც კი ღია კარს
ვნახავდით, შევდიოდით და ჩვენს მანქანას მოვმართავდით. მელინჯერი ხალხს
52

მოუწოდებდა ყურადღება მიექციათ ამ საინტერესო მუსიკისა და მისი


ძმაკაცებისათვის. Senores Americanos. ოპერის გუნდი ჩვენ მიმართ პატივისცემით
განიმსჭვალა და კუდში დაგვყვებოდა კარდაკარ. ყოველი ფირფიტის შემდეგ
სხვანაირი დასალევი ჩნდებოდა. ადგილობრივ მცხოვრებლებს სასარგებლო ნიჭი
აქვთ ერთი სასმლის მომზადებისა, რომელიც პირდაპირ ტვინში ურტყამს. ისინი
ქოქოსის უმწიფარ კაკალს ბოლოს აჭრიან და მის წვენში კონიაკს და სხვადასხვა
ინგრედიენტს ურევენ. ამას ვსვამდით და კიდევ რას აღარ.

ჩემი და ჰენრის ფული არ გადიოდა. ყველაფრისთვის ჰენრი პ. მელინჯერი იხდიდა. ამ


კაცს შეეძლო ბანკნოტების დასტა ამოეღო თავისი სხეულის ისეთი ადგილებიდან,
საიდანაც თვით გრძნეული ჰერმანი, უდიდესი ილუზიონისტიც კი, ვერც ბოცვერს
ამოიყვანდა და ვერც ომლეტს ამოიღებდა. მას შეეძლო, ორი-სამი უნივერსიტეტი
დაეარსებინა და ორქიდეების კოლექცია შეეგროვებინა და ფული მაინც დარჩენოდა
იმისთვის, რომ ქვეყნის მთელი ფერადკანიანი მოსახლეობა მოესყიდა. მე და ჰენრი
სულ ვბჭობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი უკანონოდ შეძენილი სიმდიდრის
საიდუმლო. ერთ საღამოს, როგორღაც მან ამ საკითხში გაგვანათლა.

– ბიჭებო, – ასე მოგვმართა, – მე თქვენ გატყუებდით. ალბათ უსაქმური პეპელა


გგონივართ, სინამდვილეში კი აქ იმდენს არავინ მუშაობს, რამდენსაც მე. ათი წლის
წინათ მოვადექი ამ ნაპირებს და ორი წლის წინ ქვეყნის პირველ კაცად ვიქეცი. ჰო, მე
ნებისმიერ წუთს შემიძლია, ამ თაფლაკვერის რესპუბლიკის საქმე ისე შევატრიალო,
როგორც მომესურვება. მე თქვენ გენდობით იმიტომ, რომ ჩემი თანამემამულეები და
სტუმრები ხართ, თუმცა კი ჩემი შეძენილი სამშობლო აავსეთ ყველაზე საშინელი
ხმაურიანი სისტემებით, რომლებსაც კი ოდესმე მუსიკა გამოუცია.

მე რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი მდივნის თანამდებობა მიჭირავს და ჩემი


მოვალეობა ქვეყნის მართვაა. ჩემი სახელი ოფიციალურ დოკუმენტებში არ
ფიგურირებს, ამ დროს კი სალათის საკაზმის მდოგვი ვარ. ყველა კანონი, რომელიც
კონგრესს გაივლის, ყველა კონცესია, რომელზეც ჩვენ გავცემთ ნებართვას, ბაჟი,
რომელსაც შემოტანილ საქონელზე ვიღებთ – ეს ყველაფერი გ. პ. მელინჯერის
სამზარეულოა. საპარადო მისაღებში პრეზიდენტს სამელნეში მელანს ვუსხამ და
ჩამოსულ ჩინოსნებს ვჩხრეკ, მეზღვაურის დაშნა ან დინამიტი არ ჰქონდეთ
დამალული, მაგრამ უკანა ოთახში მთავრობის მთელ პოლიტიკას მე ვკარნახობ. თქვენ
ვერასოდეს გამოიცნობთ, რა მაქინაციამ მომცა საშუალება, ასეთი მდგომარეობისთვის
მიმეღწია. ასეთი მაქინაციები, მე მგონი, არასდროს არავის უკეთებია. აბა, მომისმინეთ.
გახსოვთ, სათაურები ჩვენს ბავშვობის დროინდელ რვეულებში «პატიოსნება
საუკეთესო პოლიტიკაა»? ჰოდა, სწორედ ასეა. მე პატიოსნება აზარტული თამაშის
რანგში ავიყვანე. ერთადერთი პატიოსანი კაცი ვარ მთელ რესპუბლიკაში. მთავრობამ
ეს იცის. ხალხმა ეს იცის. შავმა ტიპებმა იციან. უცხოელმა ინვესტორებმა იციან. მე
ვაიძულებ მთავრობას, სიტყვა შეასრულოს. თუ ადამიანს ადგილს შეჰპირდნენ, ის მას
მიიღებს. თუ უცხოური კაპიტალი კონცესიას იძენს, მას აძლევენ იმას, რაც სჭირდება.
მე აქ მონოპოლია მაქვს პატიოსან გარიგებებზე. არავითარი კონკურენცია. პოლკოვნიკ
დიოგენეს რომ გაუჩნდეს აქ ჩამოსვლის სურვილი თავისი ფანრით, მაშინვე ჩემს
53

სახლს მოასწავლიან. ვერ ვიტყვი, რომ ამას რაღაც უსაშველო ფული მოაქვს, მაგრამ
შემოსავალი სტაბილურია და ღამით მშვიდად მძინავს.

აი, ეს გვითხრა გ. პ. მელინჯერმა მე და ჰენრის. მოგვიანებით კი ასეთი შენიშვნა


დაურთო:

– ბიჭებო, ამ საღამოს წვეულებას ვაწყობ გამოჩენილი მოქალაქეების მთელი


ჯგუფისთვის და თქვენი დახმარება მჭირდება. თქვენს მუსიკალურ კაკლის
სამტვრევს მოათრევთ და ერთი, ვითომცდა მიღების საღამო გამოვა. მნიშვნელოვანი
საქმე გვიდევს წინ, მაგრამ არაფრით არ უნდა გავამჟღავნოთ. თქვენთან შემიძლია
გულახდილად ვილაპარაკო. დიდი ხნის განმავლობაში ვწუხდი იმის გამო, რომ
არავინ მყავდა ისეთი, ვისთვისაც შემეძლო, გული მომეოხებინა ლაპარაკით,
წამეტრაბახა და ა. შ. ხანდახან სამშობლოსსევდა მიპყრობს, და მაშინ, ასე მგონია,
მზად ვარ, მთელი ჩემი შემოსავლები და პრივილეგიები დავთმო, ოღონდ კი
ოცდამეთოთხმეტე ქუჩაზე ჩამოვჯდე სადმე, ხიზილალიანი სენდვიჩი ვჭამო და
ზედ ლუდი დავაყოლო, ან უბრალოდ ვიდგე და ტრამვაის ვუცქირო და მოხუცი
ჯუზეპეს ხილის ფარდულიდან გამომავალი მოხალული ნიგვზის სურნელი
ვისუნთქო.

– ჰო, – ვამბობ მე, – მართლა მშვენიერი ყავა აქვთ კაფე «ბილი რენფროში»,
ოცდამეთოთხმეტის კუთხეში და ...

– ამას წყალი არ გაუვა, – მაწყვეტინებს მელინჯერი, – და თუ თქვენ მეტყოდით, ბილი


რენფროს ვიცნობო, რას არ გავაკეთებდი, რომ თქვენთვის სიამოვნება მომენიჭებინა.
მე და ბილი მეგობრები ვიყავით ნიუ-იორკში. აი, ადამიანი, რომელსაც არასოდეს
უთაღლითია. მე აქ პატიოსნებისგან ბიზნესს ვაკეთებ, ის კი ასევე პატიოსნებისგან,
იქ ფულს კარგავს. Carramba![20] ხანდახან ეს ქვეყანა ყელში ამომდის. აქ ყველაფერი
დამპალია. ყველაზე მაღალჩინოსნით დაწყებული და ყავის პლანტაციების
უკანასკნელი მოჯამაგირით დამთავრებული, ყველა მხოლოდ იმას ფიქრობს, სხვა
როგორ ჩაძიროს, ტყავი როგორ გააძროს თავის მეგობარს. თუ ჯორების მწყემსი
ქუდის მოხდით ესალმება ჩინოსანს, ამ უკანასკნელს თავი ხალხის კერპად
წარმოუდგება და მაშინვე რევოლუციების მოწყობის და ადგილობრივი
ხელისუფლების დამხობისთვის იწყებს მზადებას. პირადი მდივნის წვრილმან
მოვალეობებში შედის, წინასწარ დაყნოსოს ასეთი რევოლუციების მოხდენის
შესაძლებლობა და აღკვეთოს მისი განხორციელება და სახალხო საკუთრების
განადგურება. სწორედ ამ მიზნით ვიმყოფები ახლა აქ, ამ ობმოდებულ ზღვისპირა
ქალაქში. აქაური გუბერნატორი და მისი ბანდა ამბოხებისთვის ემზადებიან.
შეთქმულთა სახელები ჩემთვის ცნობილია და ყოველი მათგანი გ. პ. მ-სთანაა
მიწვეული გრამოფონის მოსასმენად. ასე მოვუყრი მათ თავს ერთ ადგილას, შემდეგ
კი ყველაფერი პროგრამის მიხედვით წავა.

სამნი ვისხედით მაგიდის გარშემო დუქან «ყველაწმინდაში». მელინჯერი ღვინოს


გვისხამდა. შეწუხებული სახე ჰქონდა. მე ჩემს საქმეზე ვფიქრობდი.
54

– მაგარი გაიძვერები არიან, – ამბობდა ის. გაღიზიანებული ჩანდა, – მათ ერთი


კაუჩუკის სინდიკატი აფინანსებს და ქრთამად გასაცემი ფული უხვადა აქვთ. ყელში
ამომივიდა მთელი ეს კომიკური ოპერა, – განაგრძობდა მელინჯერი, – მინდა,
ნიუიორკის აღმოსავლეთ მდინარის სუნი გავიხსენო და წვივსაკრავები გავიკეთო.
ხდება ხოლმე, რომ წამომივლის და ამ თანამდებობის დატოვების სურვილი
მიჩნდება, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, მე ხომ ვამაყობ მისით, თუმცა კი ეს
სისულელეა. «აი, მელინჯერი მოდის, – ამბობენ აქაური მცხოვრებნი, – Por Dios[21] –
მას მილიონით ვერ აცდუნებ». ასეთი გამოხმაურებები ნიუ-იორკში რომ წამაღებინა
ბილი რენფროსთვის საჩვენებლად! აი, ყოველთვის ეს მაკავებს, როცა ვხედავ ვიღაც
გაქსუებულ ცხოველს, რომელსაც, თუ მოვინდომე, ადვილად მოვუგრეხ კისერს –
ერთი თვალის დახამხამება და... მთელი ამ თამაშიდან გამოვალ. მათ იციან, რომ
ჩემთან მაიმუნობა არ გაუვათ. ფულს, რომელიც მე მივარდება ხელში, პატიოსანი
გზით ვშოულობ და მაშინვე ვხარჯავ. ოდესმე ქონებას დავაგროვებ, შინ წავალ,
ბილისთან, და ხიზილალას მივირთმევ. დღეს გიჩვენებთ, როგორ უნდა მოეპყრო ამ
ქურდებს და მექრთამეებს.
გიჩვენებთ, ვინ არის მელინჯერი, პირადი მდივანი, როცა მას უგარნიროდ და
უსოუსოდ მიართმევენ საჭმელს.

და, აი, აქ მილინჯერს ხელების კანკალი აუვარდა და ჭიქა ბოთლის ყელს შეატყდა.

ჩემს თავს ვეუბნები: «აბა, ჩემო თეთრო კაცო, თუ არ ვცდები, ვიღაცამ სატყუარა
დატოვა ისეთ ადგილზე, სადაც შენ თვალი მოჰკარი!».

იმ საღამოს მე და ჰენრიმ, როგორც დათქმული გვქონდა, გრამოფონი მივათრიეთ


რომელიღაც ალიზის ერთ სახლში, რომელიც მუხლამდე ბალახებით გაბარდნილ
ვიწრო, ჭუჭყიან ქუჩაზე მდებარეობდა. გრძელ, აყროლებული ნავთის ლამპებით
განათებულ ოთახში შეგვიყვანეს. იქ ბევრი სკამი იყო, ერთ ბოლოში კი მაგიდები
იდგა. სწორედ იმაზე დავდგით გრამოფონი. მელინჯერი ჩვენზე ადრე მოვიდა.
ნირწამხდარი დააბიჯებდა ოთახში – სიგარას ღეჭავდა, ამოაფურთხებდა და მარცხენა
ხელის ცერზე ფრჩხილს იკვნეტდა.

მალე კონცერტზე დაპატიჟებულებმა დაიწყეს მოსვლა. ორო-რად, სამ-სამად, ჯგროდ


მოდიოდნენ. სხვადასხვა ფერისანი იყვნენ – გაუბოლავი ხვირთქლის ჩიბუხის ფერით
დაწყებული და ლაქის გაპრიალებული ფეხსაცმელების ფერით დამთავრებული.
უჩვეულოდ თავაზიანები ჩანდნენ, პირდაპირ ცვილივით დნებოდნენ – მათ ხომ
პატივი ხვდათ წილად, სენიორ მელინჯერს მისალმებოდნენ. მესმოდა, რასაც
ჟღურტულებდნენ ესპანურად – მე ორ წელს მექსიკაში ვერცხლის მაღაროში
ვმუშაობდი ტუმბოსთან და ყველაფერი მახსოვდა, მაგრამ თავი არაფრით გამიცია.

ორმოცდაათი კაცი შეგროვდა და უკვე ყველანი ისხდნენ, როცა ოთახში თვით


ფუტკრების მეფე შემოფრთხიალდა. მელინჯერი მას კართან შეეგება და ტრიბუნამდე
მიაცილა. როცა ეს ლათინოსი დავინახე, მივხვდი, რომ მელინჯერმა, პირადმა
მდივანმა, ყველას მოუყარა თავი, ვინც სჭირდებოდა. ბოლოს მოსული ვეებერთელა,
ხორციანი კაცი იყო, კალოშისფერი სახით და სასტუმროს ლაქიების უფროსის
თვალებით.
55

მელინჯერმა დამსწრეებს გამართულ კასტილიურ დიალექტზე მიმართა. თქვა,


დიდად მოხარული ვარ, რომ საშუალება მეძლევა ჩემს პატივცემულ მეგობრებს
ამერიკის უდიდესი გამოგონება, ჩვენი საუკუნის სასწაული წარვუდგინოო. ჰენრი
მინიშნებას მიუხვდა და ელეგანტური ფირფიტა დადო – სასულე ორკესტრი – და
დღესასწაული, შეიძლება ითქვას, დაიწყო. ამ გუბერნატორმა ორი ღერი ინგლისური
იცოდა და როცა მუსიკამ დაიწრიპინა და დამთავრდა, ამბობს:

– ძალ-ლლ-იან მშვენიერია. Gr-r-r-racias[22] ამერიკელ ჯენტლმენებს ასეთი მშვენიერი


მუსიკის დაკვრისათვის.

მაგიდა გრძელი იყო და მე და ჰენრი მის ერთ ბოლოში ვისხედით კედელთან,


გუბერნატორი მეორე ბოლოში იჯდა, ჰომერ პ. მელინჯერი კი მაგიდის გვერდით
იდგა.

ის-ის იყო გავიფიქრე, ნეტა მელინჯერი საქმეს როგორ შეუდგება-მეთქი, რომ უცებ
თვითნაბადმა ტალანტმა თვითონ გახსნა სხდომა.

ეს გუბერნატორი ამბოხებისთვის და, საერთოდ, პოლიტიკისთვის გახლდათ


დაბადებული. წინდახედული ადამიანი იყო, მოუფიქრებლად არაფერს გააკეთებდა.
უკიდურესად ყურადღებიანიც იყო და სიურპრიზებისთვის მუდამ მზადმყოფიც.
ხელი მაგიდაზე დადო, სახე კი მდივნისკენ მიაბრუნა.
56


ამერიკელ სენიორებს ესპანური ესმით? – კითხულობს ის Taviseburi აქცენტით.

– არა, არ ესმით, – პასუხობს მილინჯერი.

– ჰოდა, მომისმინეთ, – სწრაფად განაგრძობს ლათინოსი, – მუსიკა, რა თქმა უნდა,


მშვენიერია, მაგრამ აუცილებელი არ არის. მოდი საქმეზე ვილაპარაკოთ. ძალიან
კარგად მესმის, რატომ მომიწვიეთ, რადგან აქ ჩემს თანამემამულეებს ვხედავ. გუშინ
სენიორ მელინჯერმა რაღაც წაგჩურჩულათ ჩვენი წინადადებების შესახებ. დღეს
ჩვენ, რაც სათქმელია, ბოლომდე ვიტყვით. ვიცით, რომ პრეზიდენტის ფავორიტები
ხართ და ვიცით თქვენი გავლენის შესახებ. მთავრობა მალე შეიცვლება. ჩვენ ვიცით
თქვენი სამსახურის ფასი. ჩვენ იმდენად ვაფასებთ თქვენს მეგობრობას და
დახმარებას, რომ... – მელინჯერი ხელს სწევს, მაგრამ გუბერნატორი აჩუმებს, –
ნურაფერს იტყვით, სანამ დავამთავრებ.

შემდეგ ეს გუბერნატორი ჯიბიდან ქაღალდში შეხვეულ პაკეტს იღებს და მაგიდაზე


დებს, მელინჯერის ხელთან ახლოს.

– თქვენ აქ ორმოცდაათი ათას ამერიკულ დოლარს იპოვით. თქვენ ჩვენ


საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაგრამ თუ სამსახურს გაგვიწევთ,
შეგიძლიათ, ეს ფული დაიმსახუროთ. დაბრუნდით უკან, დედაქალაქში, დაელოდეთ
და დაემორჩილეთ ჩვენს ინსტრუქციებს. აიღეთ ეს ფული. ჩვენ თქვენ გენდობით.
პაკეტში ნახავთ ქაღალდს, რომელშიც დაწვრილებით იქნება ნათქვამი, თუ რა უნდა
გააკეთოთ ჩვენთვის. იყავით კეთილგონიერები და უარს ნუ იტყვით.

გუბერნატორი გაჩუმდა და ექსპრესიული, დამკვირვებელი მზერა მელინჯერს


მიაპყრო. მეც მელინჯერს შევხედე და გამიხარდა, რომ მას ამ წამს ბილი რენფრო ვერ
ხედავდა. შუბლზე ოფლმა დაასხა, იდგა გაშეშებული და პაკეტზე თითებს
ათამაშებდა. ეს შავი ბანდა ძირს უთხრიდა მის მაქინაციებს. მას მხოლოდ თავისი
პოლიტიკური შეხედულებები უნდა შეეცვალა და ხუთი aTeuli შიგა ჯიბეში ჩაედო.

ჰენრი ყურში ჩამჩურჩულებს, მთხოვს, ავუხსნა, რატომ არის ასეთი შესვენება


პროგრამაში. პასუხად ვუჩურჩულებ: «ჰ. პ.-ს სენატორის შესაფერის ქრთამს
სთავაზობენ, ამ შავებმა სულ აუბნიეს თავგზა». ვხედავ, რომ მელინჯერის ხელი
პაკეტს უახლოვდება. «ნებდება», – ვეჩურჩულები ჰენრის. «ჩვენ მას შევახსენებთ, –
ამბობს ჰენრი, – მოხალულ თხილს ოცდამეთოთხმეტე ქუჩაზე ნიუ-იორკში».

ჰენრი დაიხარა, კალათიდან, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ, ერთი ფირფიტა ამოიღო და


გრამოფონზე დადო. ეს იყო კორნეტის სოლო, ძალიან სუფთა და მშვენიერი,
სათაურით «სამშობლოვ, ტკბილო სამშობლოვ». ოთახში მყოფი ორმოცდაათი
ადამიანიდან ერთიც არ განძრეულა, ვიდრე ფირფიტა ბრუნავდა, გუბერნატორი კი
მელინჯერს თვალს არ აშორებდა. ვხედავდი, როგორ იწეოდა მელინჯერის თავი სულ
უფრო და უფრო ზევით, მისი ხელი კი თანდათან პაკეტიდან მიცოცავდა. სანამ
უკანასკნელი ნოტი არ გაისმა, ადგილიდან არავინ დაძრულა. და როცა სიჩუმემ
დაისადგურა, ჰომერ პ. მელინჯერმა ფულის დასტა აიღო და გუბერნატორს სახეში
ესროლა.
57


– აი, ჩემი პასუხი, – ამბობს მელინჯერი, პირადი მდივანი, – მეორე პასუხს კი დილით
მიიღებთ. მე მაქვს მტკიცებულებები, რომ, თქვენ ყველანი შეთქმულებას აწყობთ
მთავრობის წინააღმდეგ. სპექტაკლი დამთავრებულია, ჯენტლმენებო!

არა, კიდევ ერთი მოქმედებაა დარჩენილი, – აწყვეტინებს მას გუბერნატორი, – თქვენ


პრეზიდენტის სამსახურში იმყოფებით, გაქვთ მიწერ-მოწერა და აღებთ კარს, როცა
აკაკუნებენ. მე აქ გუბერნატორი ვარ. სენიორებო, ჩვენი საერთო საქმის სახელით
მოგიწოდებთ, დააპატიმროთ ეს ადამიანი.

შეთქმულების ჭრელმა მასამ სკამები უკან გასწია, და მთელი ძალებით შეტევაზე


გადავიდა. მივხვდი, მელინჯერმა შეცდომა დაუშვა, როცა თავის ყველა მტერს ერთად
მოუყარა თავი. პირადად მე ვთვლი, რომ მან ორი შეცდომაც კი დაუშვა, მაგრამ ამაზე
შეჩერება აღარ ღირს, რადგან ჩემი და მელინჯერის წარმოდგენები სუფთა თამაშის
შესახებ, შეფასების და მიდგომის თვალსაზრისით, ერთმანეთს არ ემთხვევა.

ოთახში მხოლოდ ერთი ფანჯარა და ერთი კარი იყო და ორივე – შორეულ ბოლოში.
და აი, წარმოიდგინეთ, ორმოცდაათი ლათინოსი ობსტრუქციას უწყობს მელინჯერის
კანონმდებლობას. ჩვენ, შეიძლება ითქვას, სამნი ვიყავით, რამდენადაც მე და ჰენრიმ
ერთდროულად განვაცხადეთ, რომ ნიუ-იორკი და ჩეროკის ტომი ყველაზე სუსტის
მხარეს დაიჭერდა.

და სწორედ მაშინ იყო, ჰენრი ჰორსკოლარი რომ ჩაერია ალიაქოთში და თვალნათლივ


აჩვენა ბუნებრივ მონაცემებთან და ინდიელის თანდაყოლილ კულტურასთან
შერწყმული ამერიკული აღზრდის უპირატესობა. ადგა და ორივე ხელი თმაზე
გადაისვა იმ გოგონასავით, როიალს რომ უნდა მიუჯდეს.

– ჩემ უკან დადექით ორივე, – გვეუბნება ჰენრი.

– რა უნდა გავაკეთოთ, უფროსო? – ვკითხე მე.

– მე ვითამაშებ ცენტრს, – გვეუბნება ჰენრი თავის საფეხბურთო ენაზე, – მაგათ მთელ


გუნდში ერთი წესიერი მოთამაშეც კი არ ჰყავთ. აბა, ცოცხლად, არ ჩამომრჩეთ.

შემდეგ ამ კულტურულმა წითელკანიანმა პირით ისეთი ბგერები გამოსცა, რომ


ლათინოსთა მთელი ეს საკრებულო ადგილზე გაშეშდა, ჩაფიქრებული და
შეყოყმანებული. მისი პროკლამაცია ძირითადად იყო ერთგვარი შერწყმა კარლაილის
კოლეჯის საბრძოლო შეძახილისა ჩეროკის ტომის მინამღერთან. შოკოლადის გუნდს
ისე დაუშინა, თითქოს საბავშვო თოფიდან ბარდის მარცვლების ჯერი მიეშვას.
მარჯვენა იდაყვით გუბერნატორი გადააკოტრიალა იატაკზე და მთელი ბრბოს წინ
გასასვლელი ისე გააფართოვა, ქალი იქ კიბეს ისე გაიტანდა, არაფერს შეეხებოდა. მე
და მელინჯერს ისღა დაგვრჩენოდა, უკან მივყოლოდით.

ზუსტად სამი წუთი დაგვჭირდა იმისათვის, რომ მიგვეღწია შტაბამდე, სადაც


მელინჯერი ისე განკარგავდა ყველაფერს, როგორც საკუთარ ოჯახში. პოლკოვნიკი და
ფეხშიშველი ქვეითების ბატალიონი ქუჩაში გამოვიდნენ და კონცერტის ადგილამდე
მოგვყვნენ, მაგრამ შეთქმულებს უკვე მოესწროთ აორთქლება. სამაგიეროდ, ჩვენ
58


კვლავ ხელთ ვიგდეთ გრამოფონი და ამ ნადავლით უკან, ყაზარმისკენ წავედით.
გზად დავდეთ ფირფიტა: «მაინც ხომ გავიტანეთ ჩვენი».

მომდევნო დღეს მელინჯერს მე და ჰენრი გვერდით გავყავართ და ათიანების და


ოციანების ფანტვას იწყებს.

– მინდა, თქვენი გრამოფონი ვიყიდო, – გვეუბნება, – ის უკანასკნელი მელოდია


მომეწონა, რომელიც ჩემს საღამოზე დაუკრა.

ფული აქ იმაზე მეტია, ვიდრე ეს ღირს, – ვეუბნები.

– ეს მთავრობის სახარჯო ფულია, – ამბობს მელინჯერი, – მთავრობა იხდის და თანაც


– იაფს.

მე და ჰენრიმ ეს კარგად ვიცოდით. ჩვენ ვიცოდით, რომ გრამოფონმა ჰომერ პ.


მელინჯერი იხსნა, როცა მან კინაღამ წააგო თავისი პარტია, მაგრამ არ ვუთხარით, რომ
ვიცოდით.

– ახლა კი, მეგობრებო, სადმე ცოტა მოშორებულ ნაპირზე წადით და არაფერი


წამოგცდეთ, სანამ ამ ტიპებს ოთხ კედელში არ ჩავამწყვდევ. თუ ასე არ მოიქცევით,
შეიძლება უსიამოვნებას გადაეყაროთ. თუ ბილი რენფროსთან ჩემზე ადრე
მოგიწევთ შეხვედრა, გადაეცით, რომ ნიუ-იორკში მაშინვე დავბრუნდები, როგორც
კი გავმდიდრდები, ოღონდ – პატიოსანი გზით.

მე და ჰენრი დავიმალეთ და იმ დღემდე არავის ვუნახივართ, ვიდრე ჩვენი გემი არ


გამოჩნდა. როცა კაპიტნის ნავი ნაპირთან დავინახეთ, წყალში შევედით და davelodeT.
კაპიტანი ჩვენ დანახვაზე გაიღრიჭა.

– ხომ გითხარით, დაიცდით-მეთქი, – გვითხრა მან, – ჰამბურგული მანქანა სადღაა?

– აქ რჩება, – ვეუბნები, – «სამშობლო, ტკბილო სამშობლოს» დავუკრავთ.

– ხომ გითხარით, – იმეორებს კაპიტანი, – აბა, ნავზე ამოძვერით.

– აი, ასე, – თქვა კოუმ, – შემოვიტანეთ გრამოფონი ამ ქვეყანაში მე და ჰენრი


ჰორსკოლარმა. ჰენრი შტატებში დაბრუნდა, მე კი ამ ტროპიკებში გავიჭედე. ამბობენ,
ამ შემთხვევის შემდეგ მელინჯერს ნაბიჯიც არ გადაუდგამს უგრამოფონოდო.
ალბათ რაღაცას აგონებდა ყოველთვის, როცა მექრთამეების ტკბილხმოვანი სირენა
უხმობდა და ცხვირწინ მწვანეებს უფრიალებდა.

– ახლა კი, ალბათ სახლში მიაქვს, როგორც სუვენირი, – შენიშნა კონსულმა.

– როგორც სუვენირი, არა, – უთხრა კოუმ, – ნიუ-იორკში ორი ცალი დასჭირდება,


ერთი დღისით და ერთი ღამით, რომ განუწყვეტლივ უკრან და უკრან.
59

VII. ფულის ციებ-ცხელება


ანჩურიის ახალი მთავრობა დიდი ენთუზიაზმით შეუდგა თავისი უფლებების
აღსრულებას. უპირველეს ყოვლისა, კორალიოში თავისი წარმომადგენელი გაგზავნა
დავალებით, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ბედკრული მირაფლორესის მიერ
გატაცებული ხაზინის ფული მოეძებნა.

კორალიოში ამ მიზნით პოლკოვნიკი ემილიო ფალკონი, ახალი პრეზიდენტის,


ლოსადას პირადი მდივანი, გაგზავნეს.

ტროპიკული ქვეყნის პრეზიდენტის მდივნობა ადვილი საქმე არ გახლავთ. ის


დიპლომატიც უნდა იყოს, ჯაშუშიც, დესპოტიც და თავისი შეფის მცველიც.
ყველაფერს უნდა ყნოსავდეს – სადმე ამბოხების სუნი ხომ არ ტრიალებს. ხშირად
სწორედ მდივანი დგას ტახტის უკან, მის ხელშია ნამდვილი ძალაუფლება და სწორედ
ის განსაზღვრავს პოლიტიკას. და, რა გასაკვირია, რომ, როცა მდივნის შერჩევა
სჭირდება, პრეზიდენტი გაცილებით მეტ ყურადღებას იჩენს, ვიდრე ცხოვრების
თანამგზავრის შერჩევისას?!

კარგი გარეგნობის კაცი პოლკოვნიკი ფალკონი, კასტილიური თავაზიანობით და


დახვეწილი მანერებით, კორალიოში ფულის საძებნელად ჩავიდა. კვალი უკვე
გაცივებული იყო. ის იქ დაეთათბირა სამხედრო ხელისუფლებას, რომელსაც უკვე
ბრძანება ჰქონდა მიღებული, ყოველმხრივ ხელი შეეწყო მისთვის ძებნაში.

მან თავისი მთავარი ბინა Casa Morena-ს ერთ-ერთ ოთახში მოიწყო. აქ უკვე ერთი თვე
იყო, არაოფიციალური სასამართლო ძიება მიმდინარეობდა, სადაც მიწვეულნი იყვნენ
ისინი, ვისაც თავისი ჩვენებებით სიცხადის შეტანა შეეძლო ფინანსური ტრაგედიის
საქმეში, რომელსაც მეორე, ნაკლებად მნიშვნელოვანი ტრაგედია – პრეზიდენტის
სიკვდილიც – მოჰყვა.

დაკითხულთაგან ორმა-სამმა, მათ შორის, დალაქმა ესტებანმა, განაცხადა, რომ


თვითმკვლელობის ჩამდენი მართლაც პრეზიდენტი მირაფლორესი გახლდათ.

– რა თქმა უნდა, – ეუბნებოდა ესტებანი ყოვლისშემძლე მდივანს, – სწორედ ის


იყო – პრეზიდენტი. წარმოიდგინეთ, შეიძლება, ადამიანი გაპარსოთ და მის სახეს არ
შეხედოთ? მან მე ქოხში მიმიწვია, რომ გამეპარსა. შავი, ხშირი წვერი ჰქონდა. თქვენ
მეკითხებით, მინახავს თუ არა მანამდე პრეზიდენტი? რატომაც არა. ერთხელ
დავინახე. გემ «სოლიტასიდან» კარეტაში გადადიოდა. როცა გავპარსე, ოქროს მონეტა
მომცა და არავის უთხრაო, მთხოვა. მაგრამ მე ხომ ლიბერალი ვარ, ჩემი სამშობლოს
ერთგული შვილი. მაშინვე ყველაფერი სენიორ გუდვინს ვუამბე.

– ჩვენ ვიცით, – შემპარავად უთხრა პოლკოვნიკმა ფალკონმა, – რომ აწ


განსვენებულ პრეზიდენტს თან ტყავის საკვოიაჟი ჰქონდა, რომელშიც ბევრი ფული
იდო. იმ საკვოიაჟისთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი?

De veras[23] – არა! უპასუხა ესტებანმა, – ოთახი მკრთალად იყო განათებული, მხოლოდ


პატარა ნათურა ენთო. გაპარსვაც კი გამიჭირდა. შეიძლება იყო კიდეც საკვოიაჟი,
60

მაგრამ ღმერთი-რჯული, მე ის არ მინახავს. არა. ოთახში ახალგაზრდა ქალბატონიც


ბრძანდებოდა, მართლა ლამაზი სენიორიტა. ეს ცუდ განათებაზეც კი გავარჩიე. მაგრამ
ფული, სენიორ, ან საკვოიაჟი – არა, ნამდვილად არ მინახავს.

Comandante-მ და სხვა მოფიცრებმა თავიანთ ჩვენებაში განაცხადეს, რომ ისინი


გააღვიძა და ფეხზე წამოაგდო სასტუმრო «დე ლოს ესტრანხეროსში» გასროლის ხმამ.
სწრაფად გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ რესპუბლიკის სიმშვიდისა და
ღირსების გადასარჩენად, მათ დაინახეს იატაკზე მწოლარე ადამიანი ხელში
ჩაბღუჯული რევოლვერით, რომელიც სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებდა. მის
გვერდით ახალგაზრდა ქალი იდგა და მწარედ ქვითინებდა. ოთახში სენიორ
გუდვინიც იმყოფებოდა, მაგრამ საკვოიჟი მათ არ დაუნახავთ.

მადამა ტიმოთეა ორტისმა, იმ სასტუმროს მეპატრონემ, რომელშიც ითამაშეს «მელა


განთიადისას», თქვა, რომ მის სასტუმროში ორი სტუმარი გაჩერდა.

– ისინი ჩემს სახლში შემოვიდნენ, – ჰყვებოდა ქალი, – სენიორი, არც თუ მთლად


მოხუცი, და სენიორიტა, საკმაოდ ლამაზი. არც ჭამა მოისურვეს და არც დალევა. ჩემს
არაჩვეულებრივ aguardiente-ზეც კი უარი განაცხადეს. თავიანთ ოთახში ავიდნენ –
numero nuevo-სა და numero diez[24]-ში. მალე სენიორ გუდვინი მოვიდა და მათთან
ავიდა, რაღაც საქმეებზე მოსალაპარაკებლად. შემდეგ საშინელი ხმაური გავიგონე,
თითქოს ზარბაზნიდან გაისროლესო, და მე მითხრეს, რომ pobre Presidente[25]-მ თავი
მოიკლა. Eesta bueno? არანაირი ფული არ მინახავს. არც ის რაღაც მინახავს, თქვენ რომ
საკვოიაჟს ეძახით.

პოლკოვნიკი ფალკონი მალე სრულიად ლოგიკურ დასკვნამდე მივიდა: თუკი ვინმეს


კორალიოს მცხოვრებთაგან მისთვის გამქრალი ფულის ძებნაში დახმარება შეეძლო,
ეს კაცი უეჭველად ფრენკ გუდვინი გახლდათ. მაგრამ ბრძენმა მდივანმა
ამერიკელისგან ინფორმაციის მისაღებად სხვა გზა აირჩია. გუდვინი ახალი
ხელისუფლების მძლავრი საყრდენი იყო, მასთან დელიკატურად, ფრთხილად უნდა
მოქცეულიყავი, რომ მისი პატივი და ღირსება არ შეგელახა. თვით პრეზიდენტის
მდივანიც კი ყოყმანობდა, ეს კაუჩუკის პრინცი და ბანანის ბარონი რიგით
მოქალაქესავით დასაკითხად დაებარებინა თუ არა. ამიტომ მან გუდვინს დაშაქრული
ეპისტოლე გაუგზავნა, რომელშიც თითოეული ყვავილოვანი სიტყვიდან თაფლი
მოწვეთავდა და სთხოვდა მას, გაებედნიერებინა – შეხვედრა დაენიშნა მისთვის.
პასუხად გუდვინმა ის სადილად მიიწვია.

სადილამდე ერთი საათით ადრე ამერიკელი Casa Morena-ში მივიდა და


გულთბილად, მეგობრულად მიესალმა სტუმარს, შემდეგ, როცა აგრილდა, ორივე
წყნარად გაეშურა ქალაქგარეთ, გუდვინის სახლისკენ.

ამერიკელმა მოიბოდიშა და პოლკოვნიკი გრილ, ფართო, ფარდებჩამოფარებულ


ოთახში დატოვა, სადაც პარკეტი ისეთი გლუვი ხის ძელაკებისგან იყო გაკეთებული,
რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ მილიონერს შეშურდებოდა.
გუდვინმა მცენარეებითა და ფარდულებით კარგად დაჩრდილული შიდა ეზო
გადაკვეთა და შევიდა სახლის საპირისპირო ფრთის გრძელ ოთახში, რომელიც
61

ფანჯრებიდან ზღვას გადაჰყურებდა. ფართო ჟალუზი ღია იყო, ოთახში ოკეანიდან


სიო უბერავდა – სიგრილისა და ჯანმრთელობის უხილავი წყარო. გუდვინის ცოლი
ფანჯარასთან იჯდა და აკვარელით საღამოს ზღვის ხედს ხატავდა.

აი, ქალი, რომელიც ბედნიერი ჩანდა, უფრო მეტიც – კმაყოფილიც კი. თუ რომელიმე
პოეტი მის აღწერას შედარების საშუალებით შეეცდებოდა, ის ქალის ნაცრისფერ,
სუფთა, დიდ თვალებს თეთრგარსშემოვლებულ ირისებს ტროპიკულ ყვავილებს
შეადარებდა, ის ვერ ნახავდა მასში ოდნავ მსგავსებასაც კი ქალღმერთებთან,
რომელთა ტრადიციული ნაკვთები როგორღაც ცივ-კლასიკურად იქცა. არა, მისი
მშვენიერება ოლიმპიური კი არა, ედემისა გახლდათ. წარმოიდგინეთ ევა, რომელმაც
სამოთხიდან განდევნის შემდეგ მგზნებარე მებრძოლები ვნებით აღანთო და ახლა
წყნარად და მორჩილად ბრუნდება სამოთხეში – არა ქალღმერთი, არამედ ქალი,
ედემთან სრულ ჰარმონიაში მყოფი.

როცა ოთახში მისი ქმარი შემოვიდა, ქალმა თვალები მიაპყრო და ბაგეები ნახევრად
გაეპო. ქუთუთოები აუთრთოლდა, როგორც (დაე, პოეზიამ გვაპატიოს!) კუდი
ერთგულ ძაღლს და მთლიანად აცახცახდა, როგორც მტირალა ძეწნა ოდნავ
საგრძნობი ნიავის დაბერვისას. ქმარს ყოველთვის ასე ხვდებოდა, დღეში ოცჯერაც
რომ შემოსულიყო. ისინი, ვინც ჭიქა ღვინოსთან ძველ, გასართობ ამბებს იგონებდა
იზაბელ გილბერტის გიჟური კარიერის შესახებ, ფრენკ გუდვინის მეუღლე ბედნიერი
ოჯახური ცხოვრების წყნარ შარავანდედში რომ ეხილათ, ან არ დაიჯერებდნენ, ან
თანახმა იქნებოდნენ, სამუდამოდ დაევიწყებინათ ის გრაფიკული ანალები ქალის
ბიოგრაფიიდან, ვისაც აწ გარდაცვლილმა მირაფლორესმა სამშობლოც შესწირა და
თავისი პატიოსანი სახელიც.

– სტუმარი მოვიყვანე სადილად, – უთხრა გუდვინმა, – ვინმე ფალკონი, სან-მატეოდან,


პოლკოვნიკი. ხაზინის ფულის საქმე აინტერესებს. საეჭვოა, მისი ნახვა გინდოდეს,
ამიტომ მხსნელად შაკიკი გამოგიწერე.

– დაკარგული ფულის გამო მოვიდა, არა შენ დასაკითხად? – ჰკითხა მისის გუდვინმა
და კვლავ თავის სკეტჩს მიუბრუნდა.

– სწორად გამოიცანი, – უპასუხა გუდვინმა, – უკვე სამი დღეა, რაც ადგილობრივი


მცხოვრებლების ინკვიზიციითაა დაკავებული. ახლა საქმემ ჩემამდე მოაღწია,
მაგრამ, რადგან ეშინია, ძია სემის ქვეშევრდომი სამსჯავროს წინაშე წარადგინოს,
გადაწყვიტა, მოსამართლის მანტია მოიშოროს, სტუმრად მეწვიოს და სადილობისას
დამკითხოს, ჩემს საკუთარ ღვინოსა და დესერტზე უნდა გამიწყალოს გული
შეკითხვებით.

– ვინმეს ხომ არ მიაგნო ისეთს, ვინც ის ფულით სავსე საკვოიაჟი დაინახა?

– ვერავის, მადამა ორტიზმაც კი, რომელსაც ასე გამახვილებული აქვს თვალი


გადასახადების ამკრეფებზე, ვერ გაიხსენა, რომ პრეზიდენტს ბარგი ჰქონოდეს.

მისის გუდვინმა ფუნჯი დადო და ამოიოხრა.


62

– ისე ვწუხვარ, ფრენკ, – თქვა მან, – რომ ასეთ შარში ხარ გახვეული ამ ფულის გამო.
მაგრამ ჩვენ სიმართლეს ვერ ვიტყვით. ხომ ასეა?

– ასეა. დიდი სისულელე იქნებოდა ჩვენი მხრიდან, – უთხრა გუდვინმა, გაიღიმა და


მხრები აიჩეჩა ისე, როგორც აკეთებდნენ აქაურები, რომელთაგანაც ჰქონდა ეს ჟესტი
გადმოღებული, – მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ვარ, მაშინვე calaboza[26]-ში
მიკრავენ თავს, თუ გაიგებენ, რომ ეს საკვოიაჟი მივითვისეთ. არა, ჩვენ უნდა
განვაცხადოთ, რომ იმაზე მეტი არაფერი ვიცით ამ საქმის შესახებ, ვიდრეაქაურმა
უმეცრებმა.

– შენი აზრით, ამ კაცს ეჭვი აქვს, რომ ფული შენ მიითვისე? – ჰკითხა ქალმა და
წარბები ასწია.

– არ ვურჩევდი, ასეთი ეჭვი ჰქონოდა, – დაუდევრად უპასუხა გუდვინმა, – კარგია,


რომ საკვოიაჟი ჩემ გარდა არავის უნახავს. რადგან გასროლისას ოთახში მხოლოდ მე
ვიყავი, ბუნებრივია, ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით მოინდომებს
ამ საქმეში ჩემი როლის გამოკვლევას. მაგრამ ასაღელვებელი არაფერია. ეს
პოლკოვნიკი კარგად გამოძღება და ამერიკულ ბლეფს დააყოლებს. ამით
დამთავრდება მთელი ეს საქმე.

მისის გუდვინი ადგა და ფანჯარასთან მივიდა. ფრენკიც მას მიჰყვა და ქალი ქმარს
მიეყრდნო, თითქოს მისგან დაცვას და მხარდაჭერას ელისო, როგორც ყოველთვის, იმ
პირქუში ღამიდან მოყოლებული, როცა კაცმა პირველად დაიცვა ის ხალხისაგან.
კარგა ხანს ასე იდგნენ.

პირდაპირ მათ წინ, ტროპიკული ფოთლების, ტოტებისა და ლიანების ტევრში ზოლი


იყო გაკაფული, რომელიც კორალიოს გარეუბანში, ხეებით გაბარდნილ ჭაობში
მთავრდებოდა. ამ საჰაერო გვირაბის მეორე ბოლოში ისინი საფლავს ხედავდნენ და
მასზე დადებულ ხის მორს, რომელზეც ბედუკუღმართ პრეზიდენტ მირაფლორესის
სახელი იყო ამოკვეთილი.

წვიმიან ამინდში მისის გუდვინი ამ ფანჯრიდან საფლავს უცქერდა, ხოლო როცა ზეცა
იღიმებოდა, ის გადიოდა დაჩრდილულ, მწვანე კორომზე, რომელიც მისი ბაღის
მსხმოიარე ბორცვებზე იყო გაშენებული და არც მაშინ აშორებდა თვალს საფლავს.
სახეზე მშვიდი სევდა ეხატებოდა, თუმც ეს გრძნობა მის ბედნიერებას ახლა უკვე
ვეღარ შეუშლიდა ხელს.

– მე ის ისე მიყვარდა, ფრენკ, – უთხრა ქალმა, – იმ საშინელი გაქცევის შემდეგაც კი


მიყვარდა, რომელიც ასეთი კატასტროფით დამთავრდა, და შენ ისეთი სიკეთე
გამოიჩინე ჩემ მიმართ და ისე გამაბედნიერე. მაგრამ ყველაფერი აირია, ყველაფერი
უცნაურ თავსატეხად იქცა. თუ გაიგებენ, რომ ფული ჩვენ წავიღეთ, როგორ ფიქრობ,
მის უკან დაბრუნებას მოგვთხოვენ?

– რა თქმა უნდა, მოგვთხოვენ, – გამოეხმაურა გუდვინი. მართალი ხარ, ეს მართლაც


თავსატეხია და, დაე, თავსატეხადვე დარჩეს ფალკონისა და მისი
თანამემამულეებისათვის, სანამ ის თავისთავად არ ამოიხსნება. მე და შენ ამ საქმეში
63

ყველაზე მეტი ვიცით. ღმერთმა დაგვიფაროს, რაიმე წამოგვცდეს მაგ ფულის


შესახებ, თუნდაც ქარაგმულად. დაე, ხალხმა იფიქროს, რომ პრეზიდენტმა ის მთებში
დამალა გზად მიმავალმა, ან მისი გადაგზავნა შეძლო სადმე იქამდე, ვიდრე
კორალიოში ჩამოვიდოდა. არა მგონია, ფალკონს ჩემზე ჰქონდეს ეჭვი. ის აკეთებს
იმას, რაც უბრძანეს. ძალიან გულმოდგინედ ეძებს დაკარგულ ფულს, მაგრამ
ვერაფერს იპოვის.

ასეთი საუბარი ჰქონდათ. ვინმეს რომ დაენახა მათი სახეები, იმ დროს, როცა ანჩურიის
დაკარგულ ფინანსებზე ბჭობდნენ, ყველას გააოცებდა მეორე თავსატეხი – ცოლ-ქმრის
სახეზეც და ქცევაშიც საქსონიური სიამაყე, პატიოსნება, კეთილშობილება იყო
აღბეჭდილი. გუდვინის წყნარი თვალები, სახის მეტყველი ნაკვთები – უშიშარი,
სამართლიანი, კეთილი სულის განსახიერება, მის სიტყვებს არ ესადაგებოდა.

რაც შეეხება მის ცოლს, საკმარისი იყო, ერთი შეგეხედათ მისთვის, რომ მათი
თვითმამხილებელი საუბარი არ დაგეჯერებინათ. ქალის მთელ პოზაში
კეთილშობილება გამოსჭვიოდა, მისი თვალები თვით უმანკოებას განასახიერებდა.
მისი ალერსიანი ერთგულება არც კი მოგაგონებდათ იმ გრძნობას, რომელიც
დროდადრო შთააგონებს ქალს, საყვარელი მამაკაცის დანაშაული გაიზიაროს. არა, აქ
რაღაც ვერ იყო რიგზე. მეტისმეტად განსხვავებული სურათი წარმოუდგებოდა თვალს
და სმენას.

გუდვინს და მის სტუმარს სადილი შუა ეზოში გაუშალეს ფოთლებისა და ყვავილების


გრილ ჩრდილში. ამერიკელმა ბოდიში მოუხადა სახელგანთქმულ მდივანს იმის გამო,
რომ მისის გუდვინს არაფრით არ შეეძლო მათთან ერთად ესადილა, რადგან მსუბუქი
calentina[27]-ს გამო თავი სტკიოდა.

სადილის შემდეგ ისინი ერთხანს კიდევ ისხდნენ – ყავას სვამდნენ და სიგარეტს


ეწეოდნენ. პოლკოვნიკი ფალკონი ჭეშმარიტი კასტილიური დელიკატურობით
ელოდა, რომ მასპინძელი თვითონ წამოიწყებდა იმ საკითხზე საუბარს, რომლის
გამოც ერთმანეთს შეხვდნენ. ლოდინმა დიდხანს არ მოუწია. როგორც კი სიგარები
გამოჩნდა, ამერიკელი პირველად შეეხო თემას – მდივანს ჰკითხა, შეძელით თუ ვერა
დაკარგული ფულის კვალში ჩადგომაო.

– სამწუხაროდ, ვერა, – აღიარა პოლკოვნიკმა ფალკონმა, – აქამდე ერთ ადამიანსაც კი


ვერ მივაგენი ისეთს, რომელსაც პრეზიდენტის საკვოიაჟი ან ფული ენახოს. მაგრამ მე
იმედს არ ვკარგავ. დედაქალაქში ეჭვმიუტანლადაა დადგენილი, რომ, როცა
პრეზიდენტი სან-მატეოდან გავიდა, თან მთავრობის კუთვნილი ასი ათასი დოლარი
ჰქონდა და ოპერის მომღერალი სენიორიტა იზაბელ გილბერტი ახლდა თან. ჩვენი
მთავრობა არც კი დაუშვებს იმ აზრის არსებობას, – ღიმილით დაასკვნა
პოლკოვნიკმა ფალკონმა, – რომ ჩვენი აწ განსვენებული პრეზიდენტი, მისი
გემოვნებიდან გამომდინარე, გზაში ამ ორი ძვირფასეულობიდან, რომელიც გაქცევას
უძნელებდა, თუნდაც ერთს შეელეოდა. გუდვინი პირდაპირ გადავიდა საქმის
არსზე.
64

– ალბათ გსურთ, ჩემგან მოისმინოთ ყველაფერი, რაც ამ საქმის შესახებ ვიცი. ჩემი
ჩვენება მოკლე იქნება. იმ საღამოს მეგობრებთან ერთად სადარაჯოზე ვიდექი და
პრეზიდენტს ველოდი, რადგანაც მისი გაქცევის შესახებ დაშიფრული ტელეგრამით
შემატყობინა ენგლჰარტმა, ჩვენმა ერთ-ერთმა აგენტმა დედაქალაქში. დაახლოებით
ათ საათზე მამაკაცი და ქალი დავინახე, რომლებიც აჩქარებით მიდიოდნენ ქუჩაში.
ისინი სასტუმრო «დე ლოს ესტრანხეროსში» შევიდნენ და იქ ოთახები დაიქირავეს.
მე მათ მივყევი და ზედა სართულზე ავედი, ქუჩაში კი ჩემ ნაცვლად ესტებანი
დავტოვე. ესტებანმა ის-ის იყო მიამბო, რომ იმ საღამოს პრეზიდენტს წვერი გაპარსა,
ასე რომ, სულ არ გამკვირვებია, მისი გადატეტკილი სახე რომ დავინახე. როცა მას
ხალხის სახელით მივმართე და ხალხის ფულის დაბრუნება მოვთხოვე, რევოლვერი
ამოიღო და თავი მოიკლა. რამდენიმე წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილზე უკვე
ოფიცრებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოიყარეს თავი. ყველაფერი
დანარჩენი, დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ცნობილია.

გუდვინი შეჩერდა. ლოსადას აგენტიც არ იღებდა ხმას, თითქოს უნდოდაეჩვენებინა,


გაგრძელებას ველიო.

– ახლა კი, – განაგრძო ამერიკელმა და თან მოსაუბრეს პირდაპირ თვალებში


შეჰყურებდა და თითოეულ სიტყვაზე განსაკუთრებულ მახვილს აკეთებდა, –
გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რასაც ახლა გეტყვით. მე არავითარი საკვოიაჟი არ
მინახავს, არავითარი ყუთი, ზანდუკი, ჩემოდანი, რომელშიც ანჩურიის
რესპუბლიკის კუთვნილი ფული ინახებოდა. თუ პრეზიდენტი მირაფლორესი
გაიქცა კიდეც ამ ქვეყნის ხაზინის, ან თავისი, ან კიდევ ვინმეს ფულით, მე ამ ფულის
კვალს არსად წავწყდომივარ. არც სასტუმროში და არც სადმე სხვა ადგილზე, არც
მაშინ და არც არასდროს. მე მგონი, ამ ჩვენებამ ამომწურავად გასცა პასუხი
კითხვებზე, რომელთა დასმა თქვენ ჩემთვის გსურდათ.

პოლკოვნიკმა ფალკონმა თავი დაუკრა და თავისი სიგარით ფართო რკალი შემოხაზა.


ის თავის მოვალეობას შესრულებულად თვლიდა. გუდვინთან დავა არ ივარგებდა. ის
მთავრობის საყრდენი იყო და ახალი პრეზიდენტის უსაზღვრო ნდობით
სარგებლობდა. პატიოსნება მისი კაპიტალი გახლდათ, რომელმაც მას ქონება
შეაძენინა ანჩურიაში ისე, როგორც ის თავის დროზე მომგებიან «თამაშად» იქცა
მირაფლორესის მდივნის – მელინჯერისათვის.

– გმადლობთ, ბატონო გუდვინ, თქვენი ნათელი და პირდაპირი პასუხისათვის, –


უთხრა ფალკონმა, – პრეზიდენტისთვის თქვენი სიტყვაც კმარა. მაგრამ, სენიორ
გუდვინ, ნაბრძანები მაქვს, ყველაფერი შევამოწმო, რაც კი შეიძლება საქმისთვის
სასარგებლო აღმოჩნდეს. არის გარემოება, რომელსაც აქამდე არ შევხებივარ. ჩვენი
მეგობარი ფრანგები, სენიორ, ჩვეულებრივ ამბობენ ხოლმე: Cherchez la femme[28],
როცა გადაუჭრელი პრობლემის გადაწყვეტაა საჭირო. თუმცა აქ საძიებელიც კი
არაფერია. ქალმა, რომელიც განსვენებულ პრეზიდენტს ახლდა იმ ბედნავსი
გაქცევისას, უდავოა, უნდა...
65

– მე იძულებული ვარ, აქ შეგაწყვეტინოთ, – ჩაერია გუდვინი. – როცა სასტუმროში


შევედი პრეზიდენტ მირაფლორესის დასაკავებლად, მე იქ ქალბატონი მართლაც
ვნახე. თავს ნებას მივცემ შეგახსენოთ, რომ ის ახლა ჩემი ცოლია. რაც მე აქ ვთქვი,
მისი სახელითაც ვთქვი. მან არაფერი იცის საკვოიაჟის და ფულის შესახებ,
რომელსაც თქვენ დაეძებთ. გადაეცით პრეზიდენტს, რომ ჩემი ცოლი უდანაშაულოა
და ამაში მას მე ვუდგები თავდებად. ალბათ საჭირო არ არის იმის დამატება,
პოლკოვნიკო ფალკონ, რომ მე არ მსურს, ის დაკითხონ და, საერთოდ, შეაწუხონ.

პოლკოვნიკმა ფალკონმა კვლავ თავი დაუკრა.

– Por sepuesto[29]! – წამოიძახა მან და რომ ეჩვენებინა, დაკითხვა დამთავრებულიაო,


დასძინა:

– ახლა კი, სენიორ, ის ხედი მიჩვენეთ, თქვენი გალერეიდან, რომელზეც დღეს


მესაუბრებოდით. მე ზღვის ხედების დიდი მოყვარული გახლავართ.

ჯერ კიდევ არ იყო მოსაღამოებული, როცა გუდვინმა თავისი სტუმარი ქალაქში


გააცილა და ის კალე გრანდეს კუთხეში დატოვა. როცა შინ ბრუნდებოდა, ერთი
პულპერიის კარიდან მისკენ გახარებული სახით ვინმე ბლაიტ-ბელზებელი გამოხტა,
ადამიანი, რომელიც მანერებით კარისკაცს ჰგავდა, გარეგნულად კი – ბოსტნის
საფრთხობელას.

ბლაიტს ბელზებელი შეარქვეს ნიშნად იმისა, თუ როგორ დაეცა. ოდესღაც, დიდი ხნის
წინ, დაკარგულ სამოთხეში, მას დედამიწის სხვა ანგელოზებთან ჰქონდა
ურთიერთობა, მაგრამ ბედმა მოისროლა, თავით ქვემოთ, ამ ტროპიკებში და მის
მკერდში აღანთო ცეცხლი, რომლის ჩაქრობას იშვიათად თუ ახერხებდა. კორალიოში
მაწანწალას ეძახდნენ, მაგრამ სინამდვილეში გახლდათ გამოუსწორებელი
იდეალისტი, რომელიც ცდილობდა, ცხოვრების მომაბეზრებელი ჭეშმარიტებები
არყის და რომის საშუალებით ასატანი გაეხადა. როგორც ნამდვილ დაცემულ
ანგელოზს, რომელსაც უფსკრულში საშინელი ვარდნისას განუსჯელი სიჯიუტით
ჰქონდა ჩაბღუჯული გვირგვინი თუ ქნარი, ისე მისი სეხნია იყო ჩაფრენილი
ოქროსჩარჩოიან სათვალეს – უკანასკნელ ნიშანს თავისი წარსული დიდებისა. ამ
სათვალეს ის საოცრად მედიდურად ატარებდა, სანაპიროზე დაეხეტებოდა და
მეგობრებს მონეტებს სძალავდა. რაღაც იდუმალი ჯადოს წყალობით ლოთობისგან
აწითლებული სახე ყოველთვის სუფთად ჰქონდა გაპარსული. ის ახერხებდა
ელეგანტური მყვლეფავი გამხდარიყო ყველასი, ვისაც მისი სასმელით
ყოველდღიური უზრუნველყოფა, წვიმის დროს შეფარება და ღამის ცვრისგან დაცვა
შეეძლო.

– გუდვინს გაუმარჯოს, – აგდებულად დაიყვირა ლოთმა, – იმედი მქონდა, სადმე


გადაგეყრებოდით. სწორედ თქვენი ნახვა მინდოდა. ორიოდე სიტყვა მაქვს
სათქმელი.
მოდი, სადმე წავიდეთ, სადაც ლაპარაკს შევძლებთ. თქვენ, რა თქმა უნდა,
გეცოდინებათ, რომ აქ ერთი ჩამოსული ტიპი დაეხეტება, რომელიც ბებერი
მირაფლორესის დაკარგულ ფულს ეძებს.
66

– ჰო, – უპასუხა გუდვინმა, – უკვე მესაუბრა. მოდი ესპადეში წავიდეთ. შემიძლია, ათი
წუთი დაგითმოთ.

პულპერიაში შევიდნენ და ტყავგადაკრულ სკამებზე დასხდნენ პატარა მაგიდასთან.

– დალევთ? – ჰკითხა გუდვინმა.

– ოღონდ, რაც შეიძლება სწრაფად! – უთხრა ბლაიტმა, – დილიდან პირი მაქვს


გამომშრალი. ეი, muchacho! El aguardiente por aca[30].

– ჩემი ნახვა რატომ გინდოდათ? – ჰკითხა გუდვინმა, როცა სასმელი მოიტანეს.

– ჯანდაბა და დოზანა, ჩემო ძველო მეგობარო, – უთხრა ხრინწიანი ხმით ბლაიტმა, –


რატომ გინდათ, ასეთი ოქროს წამები რაღაც საქმეებით ჩამაშხამოთ? თქვენი ნახვა
იმიტომ მინდოდა... მაგრამ ჯერ ეს... მან ერთი ყლუპით გამოცალა კონიაკი და
ცარიელ ჭიქას სევდიანად შეხედა.

– კიდევ ერთს დალევთ? – შესთავაზა გუდვინმა.

– ჩვენში რომ დარჩეს, – უთხრა დაცემულმა ანგელოზმა, – არ მომწონს თქვენი სიტყვა


«ერთი». არ არის მთლად დელიკატური, მაგრამ კონკრეტული იდეა, რომელსაც ეს
სიტყვა აღნიშნავს, ცუდი არ არის.

ჭიქები კვლავ შეავსეს. ბლაიტმა ნეტარებით მოწრუპა თავისი ჭიქიდან დათანდათან


ნამდვილ იდეალისტად იქცა.

– მალე ჩემი წასვლის დრო მოვა, – უთხრა გუდვინმა, – რაიმე საქმე ხომ არ გაქვთ
ჩემთან? ბლაიტმა მაშინვე არ უპასუხა.

– მოხუცი ლოსადა იმ ქურდს შავ დღეს დააყენებს, – თქვა მან ბოლოს, – იმ კაცზე
ვამბობ, რომელმაც ის საკვოიაჟი ასწაპნა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

– რა თქმა უნდა, – წყნარად უპასუხა გუდვინმა და სკამიდან ნელა წამოდგა, – ახლა კი


შინ წავალ, მისის გუდვინი მარტოა სახლში. თქვენი საქმის შესახებ კი მაინც არ
მეუბნებით.

– არა, – გამოეხმაურა ბლაიტი, – როცა დახლს ჩაუვლით, კიდევ ერთი ჭიქა


გამომიგზავნეთ და ყველაფრისთვის გადაიხადეთ. მოხუც ესპადას ჩემი ნისიის არ
სჯერა.

– კარგი, – უთხრა გუდვინმა, – Buenas noches[31].

ბელზებელი ჭიქაზე დაიხარა და თავისი სათვალე არცთუ სუფთა ცხვირსახოცით


გაწმინდა.

– ვფიქრობდი, გამომივიდოდა, – წაიბურტყუნა პაუზის შემდეგ. – მაგრამ, არა, არ


შემიძლია. ჯენტლმენს არ შეუძლია იმ ადამიანის დაშანტაჟება, რომელთან ერთადაც
სვამს.
67

VIII. ადმირალი
ანჩურიის ხელისუფლებისთვის არ არის დამახასიათებელი გატეხილ კოკაზე ჯავრი.
რასაც აღარაფერი ეშველება, იმაზე დარდი აღარ ღირს. შემოსავლის წყაროები ხომ
ისედაც ბევრია. დღე-ღამის რა დროსაც უნდა აჩვენებდეს საათის ისარი, ფულის
ამოღება ყოველთვის შეიძლება. უხვმა ნაღებმაც კი, მოჯადოებული
მირაფლორესისგან მოხდილმა, ვერ აიძულა ახალგამოჩეკილი პატრიოტები, ამაოდ
ეხარჯათ დრო უნაყოფო სინანულზე. მთავრობა ბრძნულად მოიქცა – მაშინვე
დეფიციტის შევსება დაიწყო: შემოტანილ საქონელზე საბაჟო გადასახადები გაზარდა
და ქარაგმულად მიანიშნა რამდენიმე მდიდარ მოქალაქეს, რომ მათ მიერ სახელმწიფო
ბიუჯეტში შეტანილი კონტრიბუციები პატრიოტიზმის გამოვლენად – ძალიან
დროულ ქველმოქმედებად – იქნებოდა მიჩნეული. ისე ჩანდა, რომ ლოსადას, ახალი
პრეზიდენტის, მმართველობა ქვეყანას ბევრ სიკეთეს უქადდა. ოფისებიდან
გაძევებულმა ჩინოსნებმა და ჯარის მოწინავე ოფიცრებმა «ლიბერალური» პარტია
ჩამოაყალიბეს და კვლავ გეგმების დაწყობას შეუდგნენ ხელისუფლების დასამხობად.
ანჩურიის პოლიტიკურმა ცხოვრებამ ჩინურ პიესასავით კვლავ ნელ-ნელა დაიწყო
გაშლა უსასრულო, ერთმანეთის მსგავს სურათებად. დროდადრო კულისებიდან
წამიერად მხიარულება გამოიჭვრეტს და ყვავილოვან სტრიქონებს შუქს მოჰფენს.

ათიოდე ბოთლმა შამპანურმა, პრეზიდენტისა და მისი კაბინეტის არაოფიციალურ


სხდომაზე რომ დაილია, ქვეყანაში ფლოტის შექმნა განაპირობა, ფელიპე კარერა კი
მის ადმირალად დაინიშნა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ შამპანური ფლოტის შექმნის ერთადერთი მიზეზი არ


ყოფილა. ამ საქმეში არცთუ მცირე როლი ითამაშა აგრეთვე ახალმა სამხედრო
მინისტრმა დონ საბას პლასიდომ.

პრეზიდენტმა კაბინეტს შეკრება შესთავაზა, რათა პოლიტიკური საკითხები და


რამდენიმე მიმდინარე რუტინული სახელმწიფო საქმე განეხილათ. თავიდან სხდომა
დუნედ, მოსაწყენად მიდიოდა – ღვინოც მშრალი იყო და განსახილველი საკითხებიც.
დონ საბასის მოულოდნელმა ხალისიანმა ხუმრობამ უკიდურესად სერიოზულ
სამთავრობო პროცედურას ერთგვარი სიანცის ელფერი შესძინა.

უთავბოლო დღის წესრიგში სანაპიროს პოლიციის მოხსენებაც იყო იმის შესახებ, რომ
ქალაქ კორალიოში მებაჟეებმა დააკავეს კანჯო «ღამის ვარსკვლავი», რომელზეც
საგალანტერეო საქონელი, წამლები, შაქრის ფხვნილი, სამვარსკვლავიანი კონიაკი,
მარტინის სისტემის შაშხანები და ერთი კასრი ამერიკული ვისკი აღმოჩნდა. რადგან
კანჯო კონტრაბანდის გადატანის დროს აღმოაჩინეს, ის კანონის თანახმად
სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა.

საბაჟოს უფროსმა თავის მოხსენებაში გაბედა დადგენილი წესებიდან გადაეხვია და


მიუთითა, რომ ნავი, რომლის კონფისკაციაც მოხდა, შეიძლებოდა რესპუბლიკის
საჭიროებებისთვის გამოეყენებინათ. მთელი ათი წლის განმავლობაში ეს გახლდათ
68

პირველი ხომალდი, რომელიც საბაჟო დეპარტამენტმა დააკავა. საბაჟოს უფროსმა


ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, თავისი დეპარტამენტისთვის თავზე ხელი
გადაესვა.

მართლაც შეიძლებოდა, ხომალდი ჩინოსნებს გამოსდგომოდათ! ხშირადუწევდათ


სანაპიროს გასწვრივ გადაადგილება სამსახურის საქმეების გამო და ყოველთვის
აკლდათ გადამყვანი საშუალებები. გარდა ამისა, კანჯო შეიძლება გადაეცათ
ერთგული და საიმედო მეზღვაურებისთვის, რომლებიც ნაპირის დაცვის ფუნქციას
შეასრულებდნენ და კონტრაბანდის შემოტანის მავნებლურ პრაქტიკას აღკვეთდნენ.
საბაჟოს უფროსმა თავს უფლება მისცა, ასევე უშუალოდ მიეთითებინა ის პირი,
რომლისთვისაც გემის მართვის მინდობა ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა. მისი
აზრით, ეს იყო კორალიოს ახალგაზრდა მკვიდრი ფელიპე კარერა. მართალია, ის
ჭკუა-გონებით მაინცდამაინც არ ბრწყინავდა, მაგრამ მთავრობის ერთგული იყო და
სანაპიროზე საუკეთესო მეზღვაურად ითვლებოდა.

სწორედ ამ მითითებამ მისცა სამხედრო მინისტრს შესაძლებლობა, სხდომა


მოწყენილობისგან ეხსნა ოხუნჯობის საშუალებით.

ამ პატარა ზღვისპირა ბანანის რესპუბლიკის კონსტიტუციაში იყო ერთი ნახევრად


მივიწყებული პუნქტი, რომელიც სამხედრო ფლოტის შექმნას ითვალისწინებდა. ამ
პუნქტს, მრავალ სხვა, უფრო ბრძნულ პუნქტთან ერთად, რესპუბლიკის დაარსების
პირველივე დღიდან მოყოლებული, არავინ შეხებია. ანჩურიას ფლოტი არ ჰყავდა და
არც სჭირდებოდა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ სამხედრო მინისტრმა, დონ საბასმა,
მხიარულმა, განსწავლულმა, მამაცმა და თავნება კაცმა მოაშორა მტვერი ამ მიხრწნილ,
მძინარე პუნქტს, იმისათვის, რომ სამყაროში ცოტა მეტი სიხალისე შეეტანა და მის
კოლეგებს მოწყალედ გაეღიმათ.

შესანიშნავად გათამაშებული სერიოზულობით მან უმაღლეს საბჭოში ფლოტის


შექმნის წინადადება წამოაყენა. ისეთი მხიარული და გონებამახვილური
მგზნებარებით ამტკიცებდა, როგორ მოუტანდა ეს სახელმწიფო მნიშვნელობის
ღონისძიება რესპუბლიკას დიდებას და უდიდეს სამსახურს გაუწევდა მას, რომ მისი
პაროდიის წინაშე თვით პრეზიდენტ ლოსადას ამპარტავნულმა მედიდურობამაც კი
დაყარა ფარ-ხმალი.

შამპანური ონავრულად ჩუხჩუხებდა მხიარული მაღალჩინოსნების ძარღვებში.


ანჩურიის სოლიდურ მმართველებს წესად არ ჰქონდათ თავიანთი სხდომების
გამოცოცხლება ამ სასმელით, რომელიც ყოველგვარ სერიოზულ საქმეს, ცოტა არ იყოს,
კომიკურ ელფერს სძენს. ღვინო თავაზიანი ძღვენი გახლდათ ხილის კომპანიის,
«ვეზუვის» მიერ მორთმეული, ნიშნად მეგობრობისა და რაღაც საქმიანი
ურთიერთობისა, რომელიც ამ კომპანიასა და ანჩურიის რესპუბლიკას შორის
არსებობდა.

ხუმრობა ბოლომდე მიიყვანეს. მოამზადეს შთამბეჭდავი ოფიციალური დოკუმენტი,


ცისარტყელას ყველა ფერის ბეჭდებითა და მოფრიალე ჭრელი ლენტებით
დამშვენებული. დოკუმენტზე ანჩურიის ყველა მინისტრის ხვეული ხელმოწერა იყო
69

დაფიქსირებული. ეს ქაღალდი სენიორ ფელიპე კარერას რესპუბლიკის


დროშაადმირალის წოდებას ანიჭებდა. ასეთი გზით, სულ რაღაც ოც წუთში ათიოდე
ბოთლი ექსტრამშრალი შამპანურის საშუალებით ანჩურიამ თავისი შესაფერისი
ადგილი დაიკავა საზღვაო სახელმწიფოებს შორის. ფელიპე კარერას მიენიჭა უფლება,
ცხრამეტი ზარბაზნის სალუტი მოეთხოვა ყოველთვის, როცა კი პორტში
გამოჩნდებოდა.

სამხრეთის რასებს არა აქვთ ის თავისებური იუმორი, რომელიც ადამიანთაბუნებრივ


ნაკლსა და გაჭირვებას აქილიკებს. ამგვარი იუმორის არარსებობა იმით აიხსნება, რომ
(მათი ჩრდილოელი ძმებისგან განსხვავებით) ისინი არასოდეს დასცინიან
შეშლილებს, ავადმყოფებს და ინვალიდებს.

ფელიპე კარერა დედამიწას ჭკუანაკლული მოევლინა. ამიტომ კორალიოს


მცხოვრებნი მას El pobrecito loco-ს – საცოდავ შეშლილს – ეძახდნენ და ამბობდნენ,
ღმერთმა დედამიწაზე მხოლოდ მისი ნახევარი გამოგზავნა, მეორე ნახევარი კი
სადღაც ზეცაშიაო.

პირქუში და ამაყი ფელიპე თითქმის არასოდეს ერთ სიტყვასაც კი არ ამბობდა. მისი


შეშლილობა მხოლოდ ნეგატიური მხრივ იჩენდა თავს. ნაპირზე ის, როგორც წესი,
ყოველგვარ საუბარს გაურბოდა. თითქოს ხვდებოდა, რომ ხმელეთზე, სადაც მრავალი
სხვადასხვა ტიპის გაგება და აზროვნების უნარი მოეთხოვებოდა, ჯობდა, ხმა არ
ამოეღო, ზღვაზე კი მისი ერთადერთი ნიჭი სხვა ადამიანებთან ათანაბრებდა. იმ
მეზღვაურებსაც კი, რომლებზეც ღმერთმა გულმოდგინედ და ბოლომდე იმუშავა, არ
შეეძლოთ იალქნიანი გემის მართვა მასავით ოსტატურად. იმ დროს, როცა სტიქია
ბობოქრობდა და ადამიანები შიშისაგან თრთოდნენ, ფელიპეს ჭკუანაკლულობა ხელს
არ უშლიდა. ის არასრულყოფილი ადამიანი იყო, მაგრამ საზღვაო საქმეს
სრულყოფილად ფლობდა. საკუთარი გემი არ ჰყავდა, მაგრამ მეზღვაურად მუშაობდა
იმ შხუნებსა და კანჯოებზე, რომლებიც მუდამ სანაპიროს გასწვრივ დაწრიალებდნენ
და ხილი გემებით იმ ადგილებში გადაჰქონდათ, სადაც ნავსადგური არ იყო. საბაჟოს
უფროსი კონფისკაციით ამოღებული კანჯოს მის განკარგულებაში გადაცემას სწორედ
იმიტომ მოითხოვდა, რომ ფელიპეს გაბედულებასა და ნიჭს აფასებდა და, გარდა
ამისა, ის, უბრალოდ, ეცოდებოდა.

როცა დონ საბასის პატარა ხუმრობამ შთამბეჭდავი სახელმწიფო აქტის ფორმა


შეიძინა, საბაჟოს უფროსმა გაიღიმა. არ ელოდა, რომ მის მიერ წამოყენებული
წინადადება ასე მალე შესრულდებოდა და ასეთ მასშტაბებს შეიძენდა. მან მაშინვე
muchacho გაგზავნა მომავალი ადმირალის მოსაყვანად.

საბაჟოს უფროსი მას თავის ოფიციალურ კანტორაში ელოდა. ოფისი კალე გრანდეზე
მდებარეობდა და ფანჯრიდან მუდამ ზღვიდან მონაბერი სიო qroda. თეთრ
კოსტიუმსა და ტილოს ფეხსაცმელებში გამოწყობილი უფროსი ძველ საწერ
მაგიდასთან იჯდა და ქაღალდებს ახარისხებდა. კალმების ჩამოსადებ თაროზე
აფრენილი თუთიყუში რჩეული კასტილიური გინების კორიანტელით ამსუბუქებდა
მოწყენილობას, სახაზინო ქაღალდებიდან რომ მოდიოდა. უფროსის ოთახის
70

გვერდით ორი სხვა ოთახი იყო. ერთ-ერთ მათგანში წვრილფეხა ჩინოსნები –


სხვადასხვა ფერის კანის მქონე ახალგაზრდები – ასრულებდნენ თავიანთ
მრავალფეროვან მოვალეობებს დიდი ზარ-ზეიმით. მეორე ოთახის გაღებულ კარში
შეგეძლოთ, ბრინჯაოს ჩვილი გეხილათ შიშველი, იატაკზე მონებივრე. იქვე, ჰამაკში,
გამხდარი, მქრქალი ლიმონისფერი ქალი ირწეოდა, გიტარას უკრავდა და მონაბერ
გრილ ჰაერზე ნებივრობდა. საბაჟოს უფროსი ასეთი საშუალებით ახერხებდა თავისი
მაღალი მოვალეობის შესრულების შეთავსებას ოჯახური კეთილდღეობის ხილულ
ნიშნებთან და კიდევ უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს, რადგან ხელთ ეპყრა
ძალაუფლება, გაებედნიერებინა «ჭკუანაკლული ფელიპე».

ფელიპე მივიდა და საბაჟოს უფროსის წინ დადგა. ის ოციოდე წლის ჭაბუკიგახლდათ.


გარეგნობით ბედს არ დაეჩაგრა, მაგრამ როგორღაც დაბნეული ჩანდა, შორეული,
ფიქრიანი და ცარიელი. თეთრი ბამბის შარვალი ეცვა, ნაკერებთან წითელი ზოლებით,
რაშიც სამხედრო ფორმასთან მიახლოების ბუნდოვანი სურვილი იგრძნობოდა.
ლურჯი პერანგი საკინძესთან შეხსნილი ჰქონდა, ფეხები – შიშველი. ხელში
ამერიკული წარმოების ყველაზე იაფი ჩალის ქუდი ეხურა.

– სენიორ კარერა, – უთხრა უფროსმა მედიდურად და ბრჭყვიალა ქაღალდი


უჩვენა, – თვით პრეზიდენტმა მიბრძანა თქვენი გამოძახება. ეს დოკუმენტი,
რომელსაც ახლა გადმოგცემთ, ჩვენი დიადი რესპუბლიკის ადმირალის წოდებას
განიჭებთ და ჩვენი ქვეყნის საზღვაო ძალების ერთპიროვნულ მმართველად გაქცევთ.
თქვენ შეიძლება თქვათ, ჩემო მეგობარო ფელიპე, ჩვენ ხომ ფლოტი ჯერაც არ გვყავსო,
მაგრამ იცოდეთ, რომ კანჯო «ღამის ვარსკვლავი», რომელიც ჩემმა მამაცმა
თანამშრომლებმა კონტრაბანდისტებს წაართვეს, თქვენს განკარგულებაში გადმოდის.
კანჯო რესპუბლიკას მოემსახურება. თქვენ ყოველთვის მზად უნდა იყოთ იმისათვის,
რომ ჩინოსნები ნებისმიერ ადგილას გადაიყვანოთ ზღვით, სადაც კი მათ
დასჭირდებათ. ასევე, რამდენადაც ძალა შეგწევთ, ნაპირი უნდა დაიცვათ
კონტრაბანდისტებისგან. თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსება და პრესტიჟი უნდა დაიცვათ
ზღვაზე და ყველა ღონე იხმაროთ, რათა ანჩურია მსოფლიოს საზღვაო
სახელმწიფოებს შორის უპირველეს ადგილზე იყოს. აი, ინსტრუქციები, რომელთა
თქვენთვის გადმოცემა სამხედრო მინისტრმა დამავალა. Por dios! მე არ ვიცი, თქვენ
ხელისუფლების ამ ნებას როგორ აღასრულებთ, რადგან მინისტრის ბრძანებაში ერთი
სიტყვითაც არ არის ნახსენები არც ეკიპაჟის და არც ფლოტის ხარჯები. შესაძლოა
იგულისხმება, რომ ეკიპაჟი თქვენ თვითონ უნდა უზრუნველყოთ, სენიორ
ადმირალო. ეს არ ვიცი, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, თქვენ დიდი პატივი მოგაგეს.
ახლა კი სახელმწიფო აქტს გადმოგცემთ. როცა მზად იქნებით, ჩვენი ხომალდი თქვენს
განკარგულებაში გადაიყვანოთ, მე უზრუნველვყოფ, რომ ეს სწრაფად
განხორციელდეს. სხვა ინსტრუქციები ამჟამად არ მაქვს.

ფელიპემ უფროსს ქაღალდი გამოართვა. ერთხანს ღია ფანჯრიდან კაშკაშა ზღვას


გაჰყურებდა ღრმად, მაგრამ უნაყოფოდ ჩაფიქრებული, როგორც მას ახასიათებდა.
შემდეგ შებრუნდა და ისე, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, გარეთ გავიდა და ქუჩის
ცხელ ქვიშას გაუყვა.
71

– Pobrecito loco! – ამოიოხრა საბაჟოს უფროსმა და კალმების თაროზე


შემომჯდარმა თუთიყუშმა გაიმეორა: – Loco! Loco! Loco!

მეორე დილით ქუჩაში უცნაური პროცესია გამოჩნდა, რომელიც საბაჟოს შენობისკენ


მიემართებოდა. წინ ფლოტის ადმირალი მიუძღოდა. როგორღაც მოეხერხებინა და
რაღაც სამხედრო ფორმის მსგავსი შეეკოწიწებინა – წითელი შარვალი, ბინძური
მოკლე ლურჯი ქურთუკი, უხვად შემოკერილი ოქროს თასმებით და ძველი
ჯარისკაცული ფორმის ქუდი, რომელიც, ალბათ, ბელისში ვიღაც ბრიტანელმა
ჯარისკაცმა გადააგდო, როგორც უვარგისი, ფელიპემ კი აიღო თავისი ერთ-ერთი
გაცურვისას. ქამარზე ბალთით მიბმული ჰქონდა ძველი საზღვაო დაშნა, ნაჩუქარი
მეფუნთუშე პედრო ლაფიტისაგან, რომელიც ამაყად ამტკიცებდა, ჩემი დიდი
წინაპრის, სახელგანთქმული მეკობრისგან მივიღე მემკვიდრეობითო. ადმირალს სულ
ახლახან გემზე მიწვეული ეკიპაჟი უმშვენებდა მხარს, სამი მოცინარე, პეწიანი,
წელამდე შიშველი შავი კარაიბი, რომლებიც, თავიანთი შიშველი ფეხებითიქაურობას
ამტვერებდნენ.

მოკლედ და ღირსეულად ფელიპემ საბაჟოს უფროსს თავისი ხომალდის გადაცემა


მოსთხოვა. აქ მას ახალი სამხედრო პატივი ელოდა. უფროსის ცოლი, რომელიც
მთელი დღე გიტარას უკრავდა და ჰამაკში რომანებს კითხულობდა, თავის ყვითელ,
მშვიდ მკერდში დიდ სიყვარულს მალავდა ყველაფერი რომანტიკულისადმი. მას ერთ
ძველ წიგნში მოეძებნა დროშის გამოსახულება, რომელიც თითქოსდა უხსოვარი
დროიდან ანჩურიის საზღვაო დროშა უნდა ყოფილიყო. შესაძლოა, ასეც გახლდათ
განსაზღვრული ერის დამაარსებლების მიერ, მაგრამ რადგან მათ ფლოტის შექმნა ვერ
შეძლეს, დროშა დავიწყებას მისცემოდა. რომანტიკულმა ქალბატონმა ნახატის
მიხედვით საკუთარი ხელით გულმოდგინედ გააკეთა დროშა: წითელი ჯვარი
ლურჯთეთრ ფონზე. მან ის ფელიპეს შემდეგი სიტყვებით გადასცა:

– მამაცო მეზღვაურო, ეს შენი სამშობლოს დროშაა. უერთგულე მას და, თუ


საჭირო იქნება, მოკვდი მისთვის! ღმერთი იყოს შენი მფარველი!

პირველად იყო, რომ ადმირალის სახეზე რაღაც გრძნობის ნატამალი გაკრთა. მან
აბრეშუმის ალამი აიღო და ხელი მოწიწებით გადაუსვა.

– მე ადმირალი გახლავართ, – მიმართა უფროსის მეუღლეს. რადგან ხმელეთზე


იმყოფებოდა, თავისი გრძნობის უფრო მჭევრმეტყველურად გამოხატვა ვერ შეძლო.
მაგრამ ზღვაზე, როცა ხომალდის წინა ანძას თავისი ფლოტის დროშით მორთავს,
იქნებ უფრო ენაწყლიანად მოახერხოს საკუთარი აზრების გადმოცემა.

ამის შემდეგ ადმირალი ქვეშევრდომების თანხლებით წავიდა და სამი დღის


განმავლობაში «ღამის ვარსკვლავი» მოჰყავდათ წესრიგში: თეთრად შეღებეს და
ცისფერი კანტი შემოავლეს. ფელიპემ თავი წარჩინების სხვა ნიშნებითაც დაიმშვენა:
ფორმის ქუდში თუთიყუშის ერთი მუჭა ელვარე ფრთები ჩაიმაგრა. ბოლოს თავის
ერთგულ ეკიპაჟთან ერთად კვლავ საბაჟოს შენობისკენ გაემართა და მის უფროსს
ოფიციალურად აუწყა, რომ კანჯოს ახალი სახელი ეწოდა: «El Nacional».
72

პირველ თვეებში ფლოტი მრავალჯერ გაება ხათაბალაში. რამეთუ ადმირალებმაც კი


არ უწყიან, როგორ მოიქცნენ, თუ ბრძანებას არ მიიღებენ. მაგრამ ბრძანება არსაიდან
არ მოდიოდა. და არც ხელფასი ჩანდა. ღუზაჩაშვებული «El Nacional» უქმად ირწეოდა.

როცა ფელიპეს მწირი დანაზოგი ამოიწურა, საბაჟოში მივიდა და უფროსის წინაშე


ფინანსების საკითხი დააყენა.

– ხელფასი! – წამოიძახა საბაჟოს უფროსმა და ხელები ცისკენ აღაპყრო, – Valgame


dios![32] მე თვითონაც არ ვიღებ ხელფასს. შვიდი თვეა, ერთი სენტავოც არ ამიღია!
თქვენ მეკითხებით, ადმირალს რამდენი ერგებაო? ვინ იცის! სამი ათას პესოზე
ნაკლები, ალბათ არა! მალე ალბათ ქვეყანაში რევოლუცია მოხდება. პირველი ნიშანი
მოსალოდნელი რევოლუციისა ის არის, რომ სახელმწიფო გამუდმებით ითხოვს
ჩვენგან პესოს, პესოს და კიდევ პესოს, თვითონ კი ერთ რეალსაც არ იხდის.

ფელიპე შებრუნდა და წავიდა. მის პირქუშ სახეზე რაღაც სიხარულის მსგავსმაც კი


გაიელვა. რევოლუცია – ეს ომია, ომი კი იმას ნიშნავს, რომ ადმირალი უსაქმოდ არ
დარჩება. დამამცირებელი მდგომარეობაა, იყო ადმირალი და საერთოდ არაფერს
აკეთებდე. იქ კიდევ მშიერი მეზღვაურები დაგდევენ კუდში და თამბაქოს და ბანანის
ფულს გთხოვენ.

როცა უკან დაბრუნდა, სადაც მუდამ მხიარული კარაიბების გუნდი ელოდა, ისინი
ფეხზე წამოხტნენ და მხედრულად მიესალმნენ, ისე როგორც თვითონ ასწავლა.

– აი, როგორ არის საქმე, muchachos, – თქვა მან, – როგორც აღმოჩნდა, ჩვენს
მთავრობას ძალიან უჭირს. მას არც თქვენთვის აქვს ფული და არც ჩემთვის. ჩვენ
თვითონ მოგვიწევს თავის სარჩენი ფულის შოვნა. ამით სამსახურს გავუწევთ ჩვენს
სამშობლოს.
მალე... – ამ დროს ჩამქრალ თვალებში სინათლე გაუკრთა, – სამშობლო ჩვენ
დახმარებისთვის მოგვმართავს.

ამ დროიდან მოყოლებული, «El Nacional» ნაპირზე მყოფი სხვა ხომალდებისგან აღარ


განსხვავდებოდა. ის ჩვეულებრივ მუშა გემად იქცა: სხვა ბრტყელძირების მსგავსად,
რომლებიც ნაპირიდან ერთ მილზე ჩერდებოდნენ, ბანანი და ფორთოხალი
გადაჰქონდა. სამხედრო ფლოტი, რომელიც ხაზინისგან დაფინანსებას არ ითხოვს,
იმსახურებს იმას, რომ კაშკაშა წითელი ასოებით აღინიშნოს ნებისმიერი ქვეყნის
ბიუჯეტში.

გამოიმუშავა რა საკმარისი თანხა საიმისოდ, რომ საკუთარი თავი და ეკიპაჟი


უზრუნველეყო მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ფელიპემ თავისი ხომალდი
ღუზაზე დააყენა და ამალის თანხლებით ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის პატარა
შენობისკენ გაემართა. თუ გვერდიდან შეხედავდი, შეიძლებოდა გეფიქრა, რომ
გაკოტრებული კომიკური ოპერის დასმა მენეჯერის ბუნაგი ალყაში მოაქციაო.
ფელიპეს გულში მუდამ უკიაფებდა იმედი, რომ მალე რაღაც ბრძანებას
გამოუგზავნიდნენ დედაქალაქიდან. მისი თავმოყვარეობისა და პატრიოტული
გრძნობისათვის ძალიან საწყენი გახლდათ, რომ ის, როგორც ადმირალი, არავის
73

სჭირდებოდა. ყოველთვის, როცა ტელეგრაფის შენობაში მიდიოდა, სერიოზულად,


იმედიანი გამომეტყველებით კითხულობდა, ჩემს სახელზე ტელეგრამა ხომ არ
ჩამოსულაო.

ტელეგრაფისტი თავს ისე აჩვენებდა, ვითომ ტელეგრამას ეძებდა და ბოლოს


გამუდმებით ერთსა და იმავეს პასუხობდა:

– ჯერჯერობით არ არის, Senor el Almirantel Poco tiempo.

ქუჩაში კი, ლიმონის ხეების ჩრდილში, მისი გუნდი შაქრის ლერწამს ღეჭავდა, ან
უშფოთველად ეძინა. რა ბედნიერებაა, ემსახურო სამშობლოს, რომელიც ასეთი
მცირედი სამსახურით კმაყოფილდება.

ერთხელ, ზაფხულის დასაწყისში, ქვეყანაში საბაჟოს უფროსის


ნაწინასწარმეტყველებმა რევოლუციამ იფეთქა. უკვე კარგა ხანი იყო, ნაღვერდალი
გაღვივებას აპირებდა. რევოლუციის ჭექა-ქუხილის პირველსავე ხმაზე ადმირალმა
თავისი ხომალდი მეზობელი რესპუბლიკის ნაპირისკენ მიმართა და საჩქაროდ
მოგროვებული ხილი მარტინის სისტემის ხუთი შაშხანისთვის საჭირო ვაზნებზე
გადაცვალა. ეს შაშხანები ერთადერთი იარაღი გახლდათ, რითაც ფლოტს შეეძლო
თავის მოწონება. შემდეგ შინ დაბრუნდა და იქიდან ტელეგრაფისკენ წავიდა სწრაფი
ნაბიჯით. მუნდირი გახუნებოდა, გრძელი დაშნა წითელ შარვალს ედებოდა. თავის
საყვარელ კუთხეში მოიკალათა და ტელეგრამას დაელოდა – ტელეგრამას, რომელიც
ასე დიდხანს არ ჩამოვიდა, მაგრამ ახლა აუცილებლად ჩამოვიდოდა.

– ჯერჯერობით არ არის, Senor el Almirante, – უთხრა ტელეგრაფისტმა, – Poco tiempo.

ამ პასუხის გაგონებაზე ადმირალი დაშნის ჟღარუნით სკამზე ჩამოჯდა და კვლავ


დაელოდა, როდის აწიკწიკდებოდა პატარა აპარატი მაგიდაზე.

– ჩამოვა, – თქვა მან თავდაჯერებით, – მე ადმირალი გახლავართ.


72
75

IX. იშვიათი დროშა


ამბოხებულთა სათავეში ამჯერად სამხრეთ რესპუბლიკის ჰექტორი და პინდარე –
დონ საბას პლასიდო აღმოჩნდა. მოგზაური, მეომარი, პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე,
ხელოვნების რაფინირებული შემფასებელი – რა შეეძლო მას ეპოვა საინტერესო
თავისი მიყრუებული მხარის წვრილმან ყოველდღიურ საქმეებში?

– პოლიტიკური ინტრიგები ჩვენი მეგობარი პლასიდოსთვის, უბრალოდ კაპრიზია, –


ასეთი ახსნა-განმარტება გააკეთა მისმა ერთმა მეგობარმა, – რევოლუცია მისთვის
იგივეა, რაც ახალი ტემპი მუსიკაში, ახალი ბაცილები მეცნიერებაში, ახალი სუნი,
ახალი რითმა ან ახალი ასაფეთქებელი ნივთიერება. ის რევოლუციიდან ყველა
შესაძლებელ შეგრძნებას გამოწურავს, ერთი კვირის შემდეგ მას დაივიწყებს და
თავისი ბრიგანტინით კვლავ განაგრძობს მოგზაურობას, ვინ იცის, რომელ მხარეში,
რათა რაღაც იშვიათით შეავსოს თავისი უიმისოდაც მსოფლიოში ცნობილი
კოლექცია.
რის კოლექცია? – Por Dios! – ყველაფრის, საფოსტო მარკებიდან დაწყებული და
ისტორიამდელი ქვის კერპებით დამთავრებული.

თუმცა ამ ესთეტის და დილეტანტის მეთაურობით მოვლენები საკმაოდ მძაფრად


ვითარდებოდა. მოსახლეობა მას აღმერთებდა. მისი ნათელი პიროვნება ადამიანთა
გულებს

იპყრობდა. გარდა ამისა მათ სიამოვნებდათ, რომ ასეთი დიდი ადამიანი ისეთი მცირე,
უმნიშვნელო რამით დაინტერესდა, როგორიც საკუთარი სამშობლო იყო.
დედაქალაქში ბევრი გაერთიანდა მისი დროშის ქვეშ, თუმცა მებრძოლები (მისი
ვარაუდის საწინააღმდეგოდ) ძველი მთავრობის ერთგულნი რჩებოდნენ. სანაპირო
რაიონებში უკვე ხელჩართული შეტაკებები დაიწყო. ამბობდნენ, თითქოს
ოპოზიციური პარტიის უკან ხილის გადამზიდი კომპანია «ვეზუვი» იდგა, უდიდესი
ძალა, რომელიც ანჩურიის რესპუბლიკას საყვედურიანი ღიმილით უცქერდა, მაღლა
აწეული თითით შთააგონებდა, არ ეცელქა და, საერთოდ, ჭკვიანად მოქცეულიყო.
გადამზიდმა კომპანია «ვეზუვიმ» თავისი გემები «მოგზაური» და «სალვადორი»
აჯანყებულების განკარგულებაში გადასცა რევულუციური რაზმების
საჭიროებისამებრ გადასაყვანად.

მაგრამ კორალიოში აჯანყება ფაქტობრივად ჯერ არ იყო დაწყებული. საომარი


მდგომარეობა გამოცხადდა და, ამდენად, საფუარს ჯერჯერობით თავი მაგრად
ჰქონდა დაცული. შემდეგ კი გავრცელდა ხმები, რომ აჯანყებულები ყველგან
მარცხდებოდნენ. დედაქალაქში პრეზიდენტის ჯარებმა გაიმარჯვეს. ამბობდნენ,
თითქოს აჯანყების მეთაურები იძულებული გახდნენ, გაქცეულიყვნენ და
დამალულიყვნენ, და რომ მათ მდევრები ჩაუდგნენ კვალში.

ფოსტის პატარა კანტორა ყოველთვის სავსე იყო ჩინოსნებით და მთავრობის


ერთგული
76

მოქალაქეებით, რომლებიც დედაქალაქიდან ახალ ამბებს ელოდნენ. ერთ დილით


კანტორაში ტელეგრაფის აპარატმა გაიჩხაკუნა და ერთი წუთის შემდეგ ოპერატორი
მთელი ხმით აყვირდა:

– ტელეგრამა el Almirante დონ სენიორ ფელიპე კარერასათვის!

ჯერ შრიალი მოისმა, შემდეგ თუნუქის ქარქაშის ჟღრიალი. ადმირალი სწრაფად


წამოხტა ადგილიდან, სადაც ჩვეულებრივ ჯდებოდა ხოლმე, მთელი ოთახი გადაჭრა
და ოპერატორთან მივარდა.

მას ტელეგრამა გადასცეს. კითხვა ნელ-ნელა, დამარცვლით დაიწყო. ეს პირველი


ბრძანება გახლდათ, რომელიც მან უფროსებისგან მიიღო. ბრძანებაში ნათქვამი იყო:

«სასწრაფოდ მიიყვანეთ თქვენი ხომალდი მდინარე რუისის შესართავთან, საიდანაც


ძროხის ხორცს და სხვა პროდუქტებს წაიღებთ ალფორანის ჯარისკაცების ყაზარმაში.
გენერალი მარტინესი».

დიდი ვერაფერი პატივია საქონლის ხორცის ტარება, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს,

ადმირალი, ბოლოს და ბოლოს, მიიხმეს თავისი სამშობლოს დასაცავად. გული ყელში


მიებჯინა სიხარულისაგან. სარტყელი კიდევ უფრო მაგრად შემოიჭირა წელზე,
მთვლემარე გუნდი შეაფხიზლა და თხუთმეტი წუთის შემდეგ «El Nacional» უკვე
სწრაფად მიქროდა ნაპირის გასწვრივ ოკეანიდან მონაბერი ძლიერი ქარის
თანხლებით.

რიო რუისი პატარა მდინარეა, რომელიც კორალიოდან ათ მილში ზღვაში ჩაედინება.


ნაპირის ეს მონაკვეთი ველური და უკაცრიელია. რუისი კორდილიერის სიმაღლიდან
მოქრის, ცივი, ქაფიანი და, დამშვიდებული, დაბლობში ფართოვდება და მონალექი
ჭაობის გავლით ზანტად ჩაედინება ზღვაში.

ორი საათის შემდეგ «El Nacional» მდინარის შესართავთან გამოცხადდა. ნაპირი


მახინჯი, საშინელი ხეებით იყო დაფარული. მთელ ნაპირს შემოხლართული
ტროპიკების შმაგი ბარდები მოწითალო ყვითელ წყალს ერეოდა. კანჯო იქ ჩუმად
შევიდა და კიდევ უფრო ღრმა სიჩუმე დახვდა. მწვანედ, ჟანგმიწისფრად, მკვეთრ
ალისფრად მოკაშკაშე რიო რუისი ჩრდილში განისვენებდა, უძრავად, უჩუმრად.
მხოლოდ კანჯოს ცხვირთან მოჩუხჩუხე ზღვაში ჩაღვრილი წყლის ხმა ისმოდა.
შეიძლებოდა კი იმედი გქონოდა, რომ ამ უკაცურ უდაბნოს საქონლის ხორცსა და სხვა
პროდუქტებს დასტყუებდი?

ადმირალმა გადაწყვიტა, ღუზა ჩაეშვა და, როგორც კი ჯაჭვმა დაიჟღრიალა, ტყე


მოულოდნელად ახმაურდა, რასაც იმავ წამს ექო გამოეხმაურა. მდინარე რუისის
შესართავი დილის ძილიდან გამოერკვა. თუთიყუშებმა და პავიანებმა დაიწივლეს და
დაიყეფეს ხეებიდან. სტვენა, წრიპინი, ბზუილი, ბრდღვინვა – ცხოველთა სამყარომ
გაიღვიძა, რაღაც ლურჯმა გაიელვა, ეს – შეშინებული ტაპირი მიიკვლევდა გზას
ლიანებს შორის.
77

სამხედრო ფლოტი ადმირალის ბრძანებით პატარა მდინარის შესართავთან


რამდენიმე საათს შეჩერდა. ეკიპაჟმა სადილიც გაიმზადა: ზვიგენის ფარფლების
წვნიანი, ბანანები, მოხარშული კიბორჩხალები და მჟავე ღვინო. ადმირალი
სამფუტიანი ტელესკოპიდან ყურადღებით აკვირდებოდა დაცვენილი ფოთლების
გაუვალ ტევრს მისგან ორმოცდაათი ფუტის მოშორებით.

საღამოვდებოდა, როცა მოულოდნელად ტყეში მარცხენა მხრიდან მჭექარე


«ჰალლუუ!» გაისმა. ხომალდიდან უპასუხეს. სამმა ჯორზე ამხედრებული კაცმა სქელ
ფოთლებს გამოაღწია და წყლიდან ათ იარდში შეჩერდა. მაშინვე ჩამოქვეითდნენ.
ერთ-ერთმა მათგანმა ქამარი შემოიხსნა და ისე გამეტებით დაუწყო ცემა დაშნის
ქარქაშით ყველა ჯორს ერთმანეთის მიყოლებით, რომ მათ ტლინკები ყარეს და ისევ
ტყისკენ გაიქცნენ.

უცნაური კი ჩანდა, რომ ამათ ჰქონდათ დავალებული ნაპირზე საქონლის ხორცის


მიტანა.

სრულიად შეუფერებელი ხალხი ჩანდა საამისოდ! ერთი დიდი, ენერგიული კაცი იყო,
რაღაც უჩვეულო გარეგნობის, წმინდა ესპანური ტიპი – შავი, ხუჭუჭა, აქა-იქ
ჭაღარაშერეული თმით, ცისფერი მოელვარე თვალებით, – თავმომწონე სენიორის
პოზა ჰქონდა – caballero grande. დანარჩენი ორი დაბალი იყო, შავგვრემანი, თეთრი
სამხედრო მუნდირები და მაღალი ბოტფორტები ეცვათ და დაშნები ჰქონდათ
შემორტყმული. ტანსაცმელი ყველას დაჭმუჭნილი, დახეული და ჭუჭყიანი ეცვა.
ალბათ რაღაც ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონოდათ, რომ
თავქუდმოგლეჯით ერბინათ ჯუნგლებსა და ჭაობებში.

– ოჰო! Senor Almirante, –იყვირა მაღალმა კაცმა, – გამოგვიგზავნეთ ნავი!

ნავი წყალში შეაცურეს. ფელიპემ და ერთ-ერთმა კარაიბმა ნიჩბებს მოუსვეს და


მარცხენა ნაპირთან მიცურდნენ.

მაღალი, ზორბა კაცი წყლის კიდესთან იდგა ჩახლართულ ლიანებში, რომლებიც


წელამდე სწვდებოდა. როცა ნავის კიჩოზე ეს საფრთხობელა დაინახა, როგორც ჩანს,
მისდამი ცხოველი ინტერესი იგრძნო. მოძრავი სახე აუკიაფდა.

უანგარო და უმადური სამსახურის მრავალმა თვემ – ყოველგვარი ხელფასის გარეშე –


გაახუნა

ადმირალის შესანიშნავი გარეგნობა. მისი ჟოლოსფერი შარვალი დაძონძილიყო,


პრიალა ღილები თითქმის ყველა ასწყვეტოდა, ასევე ყვითელი თასმაც. ფორმის
ქუდის წინაფრა მოჰგლეჯოდა და თვალებზე ეფხატებოდა. ადმირალი ფეხშიშველი
იყო.

– ძვირფასო ადმირალო, – იყვირა ზორბა კაცმა და მისი ხმა ისე გაისმა, თითქოს
მონადირის რქაში ჩაეძახოს, – ხელებს გიკოცნით, ძვირფასო ადმირალო! ვიცოდით,
რომ შეგვეძლო, თქვენი ერთგულების იმედი გვქონოდა. თქვენ ხომ ნამდვილი
პატრიოტი ხართ! მიიღეთ ჩვენი ტელეგრამა... გენერალ მარტინესისგან?! ცოტა
ახლოს მოაცურეთ თქვენი ნავი, ძვირფასო ადმირალო. ამ მოტორტმანე, სატანურ
78

ჭაობში ჩვენ თავს ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობთ უსაფრთხოდ. ფელიპე მას
პირგამეხებული უყურებდა.

– საქონლის ხორცი და სხვა პროდუქტები ალფორანის ყაზარმებისათვის, – წარმოთქვა


მან.

– ყასბების ბრალი არ არის, Almirante mio, რომ ამაოდ გიწევთ ხორცის ლოდინი.
მაგრამ თქვენ სწორედ დროზე მოხვედით და საქონელს გადაარჩენთ. სასწრაფოდ
აგვიყვანეთ თქვენს ხომალდზე, სენიორ. ჯერ თქვენ, caballeros, a prisa[33]! შემდეგ კი
ჩემ წასაყვანად მობრუნდით. ნავი ძალიან პატარაა. ნავმა ორი ოფიცერი კანჯოსთან
მიიყვანა და ნაპირზე დაბრუნდა ზორბა კაცისათვის.
– ხომ არ მოგეძევებათ, ძვირფასო ადმირალო, ისეთი საზიზღარი რამ, როგორიცაა
საჭმელი, – დაიყვირა მან, როცა ხომალდზე აღმოჩნდა, – ან იქნებ ყავა? «საქონლის
ხორცი და სხვა პროდუქტები». Nombre de dios[34]! ცოტაც კიდევ და, იძულებული
გავხდებოდით, შეგვეჭამა ერთ-ერთი იმ ჯორთაგან, რომელთაც თქვენ, პოლკოვნიკო
რაფაელ, ასე ნაზად მიესალმეთ უკანასკნელ წუთს თქვენი დაშნების ქარქაშებით.
მოდი საჭმლით მოვმაგრდეთ და მერე გზას გავუდგეთ! პირდაპირ ალფორანის
ყაზარმებისკენ. ხომ ასეა?

კარაიბებმა საჭმელი მოამზადეს, რომელსაც «El Nacional»-ის სამი დამშეული მგზავრი


დააცხრა. საღამოს დადგომასთან ერთად ქარის მიმართულება, როგორც ყოველთვის
ხდება ხოლმე ამ ადგილას, შეიცვალა. მთებიდან მონაბერმა სიომ დამდგარი ჭაობის,
დამპალი მცენარეების სიგრილე მოიტანა. გროტი ასწიეს, გაიბერა, და იმავ წუთს
ნაპირიდან, უღრანი ტყის სიღრმიდან გუგუნი გაისმა, რომელიც სულ უფრო და უფრო
მატულობდა. მას ყვირილის ხმებიც მოჰყვა.

– ესენი ყასბები არიან, – გაიცინა ზორბა კაცმა, – ყასბები, ძვირფასო ადმირალო! და


მათ დააგვიანეს. დასაკლავი საქონელი უკვე აღარ არის.

ადმირალი ბრძანებებს აძლევდა ეკიპაჟს, სხვა მხრივ კი კრინტს არ ძრავდა. როცა


კლივერი და სწორი, ოთხკუთხა იალქანი დადგეს, კანჯომ სწრაფად დატოვა
შესართავი. ზორბა და მისი თანამგზავრები შიშველ გემბანზე მოთავსდნენ, ყველა იმ
კომფორტით, რის საშუალებაც კი გააჩნდათ. ცხადი იყო, აქამდე ერთადერთი აზრით
იყვნენ შეპყრობილი – როგორმე ამ უსიამოვნო ნაპირს მოშორებოდნენ. ახლა, როცა
საფრთხე შემცირდა, მათ შეეძლოთ, საკუთარი თავისთვის უფლება მიეცათ, უფრო
მეტ უსაფრთხოებაზე ეფიქრათ. თუმცა, როცა დაინახეს, რომ კანჯო შებრუნდა და
კორალიოს მიმართულებით აიღო გეზი, დამშვიდდნენ – სრულიად კმაყოფილები იმ
კურსით, რომელსაც ადმირალი დაადგა.

ზორბა გაშხლართული იჯდა. მისი ცოცხალი, ცისფერი თვალები ჩაფიქრებული


მიშტერებოდნენ სამხედრო ფლოტის მეთაურს. ცდილობდა, ამ პირქუშ,
ფანტასტიკურ ყმაწვილს ჩასწვდომოდა, რომლის შეუღწევი, უძრავი სახე აოცებდა.
ნეტა როგორი ხასიათი აქვს? მას ხომ ჯერ კიდევ ვერ დაეღწია თავი საფრთხისაგან –
ეძებდნენ, მისდევდნენ, სულ ახლახან დაამარცხეს და გაანადგურეს და მაინც,
მიუხედავად ყველაფრისა, ის ცნობისმოყვარეობით იყო შეპყრობილი ცხოვრების
79

ახალი, განუცდელი მოვლენის მიმართ. ან მის გარდა ვინ მოიფიქრებდა ასეთ სარისკო,
გიჟურ გეგმას: გაეგზავნა დეპეშა ამ უბედური, უტვინო fanatico-სათვის, არნახულ
მუნდირში რომ იყო გამოწყობილი და საოპერეტო ტიტულს ატარებდა? მის
თანამგზავრებს თავგზა აებნათ, გაქცევა შეუძლებელი ჩანდა. და მაინც

გამოიქცნენ, და მაინც გეგმამ, რომელსაც გიჟურად თვლიდნენ, გაამართლა. ზორბა


სწორედაც რომ კმაყოფილი იყო საკუთარი თავით.

ხანმოკლე ტროპიკული ბინდი მალე მარგალიტივით კაშკაშა მთვარიან ღამეში


გაითქვიფა. მარჯვნივ, ჩაბნელებული ნაპირის ფონზე, კორალიოს სინათლეები
აკიაფდა. ადმირალი რუმპელთან იდგაუხმოდ. კარაიბები შავი ჯიქებივითუჩუმრად
დახტუნავდნენ აქეთ-იქით – მის მოკლე ბრძანებებს ასრულებდნენ. სამი მგზავრი
ყურადღებით გასცქერდა ზღვას და ბოლოს, როცა ნაპირიდან ერთი მილის
დაშორებით ღუზაჩაშვებული გემის სილუეტი წამოიმართა წყლის სიღრმეში
არეკლილი სინათლეებით, მათ შორის ცოცხალი საუბარი გაჩაღდა საიდუმლო
თემაზე. კანჯო ნაპირისკენ მიემართებოდა, მაგრამ არა ხომალდისაკენ. სადღაც შუაში
ეჭირა კურსი.

ცოტა ხნის შემდეგ ზორბა თავის ამხანაგებს გამოეყო და საჭესთან მდგარ


საფრთხობელას მიუახლოვდა.

– ჩემო ძვირფასო ადმირალო, – უთხრა მან, – თქვენი მთავრობა მთლად დაბრმავდა.


მან მოახერხა და ისიც კი ვერ შეამჩნია, რა ერთგულად და გმირულად ემსახურებით.
მე მრცხვენია, რომ მან აქამდე სათანადოდ არ დააფასა თქვენი დამსახურება. ეს
მიუტევებელია. მაგრამ

არაფერია, დაელოდეთ. ერთგული სამსახურის სანაცვლოდ თქვენ ახალ გემს, ახალ


მუნდირს და ახალ ეკიპაჟს მიიღებთ. მაგრამ ახლა, ძვირფასო ადმირალო, თქვენ
წინაშე ასეთი ამოცანა დგას: გემი, რომელიც ჩვენ წინაა, «სალვადორია». მე და ჩემს
მეგობრებს გვსურს, რაც შეიძლება მალე მოვხვდეთ მასზე სახელმწიფო მნიშვნელობის
საქმის გამო. თუ შეიძლება გამოიჩინეთ გულისხმიერება და გეზი იმ გემისკენ აიღეთ.

ადმირალმა არაფერი უპასუხა, მაგრამ რაღაც ბრძანება გასცა მკვეთრი ხმით და


ხომალდი პირდაპირ ნავსადგურისკენ მიმართა. «El Nacional»-მა მოუხვია და
პირდაპირ ნაპირისკენ გავარდა ისარივით.

– გულისხმიერება გამოიჩინეთ, გეთაყვა, – უთხრა ზორბამ, – მის ხმაში შესამჩნევად


იგრძნობოდა გაღიზიანება, – ის მაინც გამოხატეთ, რომ ჩემი სიტყვები გესმით და
იგებთ, რასაც გეუბნებით. შეიძლება ამ საცოდავს არა მარტო ტვინი აკლდა, არამედ
ყურშიც არ ესმოდა. ადმირალმა ჩხავილა, უსიამოვნო ხმით გაიცინა და ალაპარაკდა:

– შენ პირით კედელთან დაგაყენებენ და დაგხვრეტენ. ასე ექცევიან მოღალატეებს. მე


მაშინვე გიცანი, როგორც კი ჩემს ნავზე გადმოდგი ფეხი. შენი სურათი მინახავს. შენ
ხომ საბას პლასიდო ხარ, საკუთარი სამშობლოს მოღალატე. პირით კედლისკენ, ჰო,
80

ჰო, პირით კედლისკენ. ასე მოკვდები. მე ადმირალი ვარ და შენ ქალაქში მიგიყვან.
პირით კედლისკენ. დიახ, დიახ, პირით კედლისკენ!

დონ საბასი მასთან ერთად გაქცეულ ორ კაცს მიუბრუნდა, ხმამაღლა გაიცინა და ხელი
აიქნია.

– თქვენ, caballeros, მე გიამბეთ ისტორია სხდომისა, როცა ჩვენ შევთხზეთ ეს, …ო! ეს
სასაცილო ქაღალდი. მართლაც ჩვენი ხუმრობა ჩვენ საწინააღმდეგოდ შეტრიალდა.
შეხედეთ ამ ურჩხულ ფრანკენშტაინს, რომელიც ჩვენვე შევქმენით.

დონ საბასმა მზერა ნაპირს მიაპყრო. კორალიოს სინათლეები ახლოვდებოდა. უკვე


შეეძლო გაერჩია ქვიშიანი ნაპირის ზოლი, რომის სახელმწიფო საწყობები, Bodega
National – ყაზარმის გრძელი, დაბალი შენობა, ჯარისკაცებით სავსე, იქ კი, უკან,
მთვარით განათებული თიხის მაღალიკედელი. არაერთხელ უნახავს, როგორ
აყენებდნენ ადამიანებს პირით კედელთან და ხვრეტდნენ.

და ის კვლავ კიჩოსთან მდგომ ექსტრავაგანტურ ფიგურას მიუბრუნდა.

– მართალია, – უთხრა მან, – მე მინდა, აქედან გავიქცე, მაგრამ გარწმუნებთ, რომ


სამშობლოსთან განშორება დიდად არ მაღელვებს... მე, საბას პლასიდოს, ყველგან
ხელგაშლილი შემხვდებიან – ნებისმიერი სასახლის კარზე, ნებისმიერ საომარ
ბანაკში. Vaya[35]! – ეს საღორე, თხუნელას სორო, ეს ეგრეთ წოდებული
«რესპუბლიკა» – რა უნდა გააკეთოს აქ ჩემნაირმა ადამიანმა? მე ვარ paisano[36] ყველა
ქვეყნისა. რომში, ლონდონში, პარიზში, ვენაში – ყველგან ერთსა და იმავეს მეტყვიან:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დონ საბას! მოხარული ვართ თქვენი
დაბრუნების! – შენ კი, tonto[37], პავიანო, ადმირალო, თუ როგორც გეძახიან, ნავი
უკან მოაბრუნე, «სალვადორის» ბორტზე გადაგვსხი და მიიღე შენი – აქ ხუთასი
პესოა Estados Unidos[38]-ის ფულით. ეს იმაზე მეტია, ვიდრე შენი მატყუარა
ხელისუფლება ოცი წლის მანძილზე გადაგიხდის.

დონ საბასმა ახალგაზრდა კაცს ხელში სქელი საფულის ჩაჩურთვა დაუწყო.


ადმირალმა არავითარი ყურადღება არ მიაქცია არც მის სიტყვებს და არც მის ჟესტებს.
ის თითქოს მიჯაჭვული იყო საჭეზე. კანჯო პირდაპირ ნაპირისკენ მიექანებოდა.
ადმირალს ჩლუნგი სახე გაუნათდა, ლამის გონიერი გაუხდა, თითქოს რაღაც ისეთი
ხერხი მოიფიქრა, გამხიარულდაო. მან ისევ თუთიყუშივით დაიჩხავლა:

– აი, რატომ აკეთებენ ამას: იმიტომ, რომ შაშხანა ვერ დაინახო. გესვრიან – ბახ! და უკვე
მკვდარი ხარ. პირით კედლისკენ. დიახ.

შემდეგ მან უცებ თავის ეკიპაჟს რაღაც ბრძანება მისცა. კარაიბებმა სწრაფად და
უჩუმრად დაამაგრეს საიალქნე ბაგირი, რომელიც ხელში ეჭირათ და ლუკით
ტრიუმში ჩავიდნენ. როცა უკანასკნელი მათგანი გაუჩინარდა, დონ საბასი დიდი
ყავისფერი ლეოპარდივით წინ გამოხტა, ლუკი ჩაკეტა და ღიმილით თქვა:

– იარაღი არ არის საჭირო, ძვირფასო ადმირალო. ოდესღაც გასართობად კარაიბული


ენის ლექსიკონი შევადგინე და ამიტომ გავიგე, რა ბრძანება გაეცით... შესაძლოა,
ახლა...
81

მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს რკინის თუნუქზე გახახუნების


ძალიან უსიამოვნო ჟღარუნი გაისმა. ადმირალმა ქარქაშიდან პედრო ლაფიტის
დაშნა იძრო და თავის მგზავრს მივარდა. მოქნეული დაშნა ძირს დაეშვა და ზორბა
კაცმა მხოლოდ საოცარი მოხერხებით შეძლო დასხლტომოდა და თავდასხმას
მხარზე ნაკაწრით გადაურჩა. ის მაშინვე წამოხტა ფეხზე, რევოლვერი ამოიღო და
ადმირალს ესროლა. ადმირალი დაეცა. დონ საბასი დაიხარა და ისევ წელში
გაიმართა.

– პირდაპირ გულში, სენიორებო, – თქვა მან, – სამხედრო ფლოტი განადგურებულია.

პოლკოვნიკი რაფაელი საჭეს მივარდა, მეორე ოფიცერმა კი საიალქნე ბაგირის გახსნა


დაიწყო. წინა ქანდარამ რკალი შემოხაზა, «El Nacional» შებრუნდა და
«სალვადორისკენ» აიღო გეზი.

– დროშა ჩამოხსენით, სენიორ! – უთხრაპოლკოვნიკმა რაფაელმა, – ჩვენი მეგობრები


გემზე ვერ გაიგებენ, რატომ მივცურავთ ამ დროშის ქვეშ.

– მართალს ამბობთ, – თქვა დონ საბასმა. ანძასთან მივიდა და დროშა გემბანზე


ზუსტად იმ ადგილზე ჩამოუშვა, სადაც ამ დროშის მამაცი მცველი იწვა. ასე
დასრულდა ნასადილევის პატარა ხუმრობა, სამხედრო მინისტრის მიერ
მოგონილი... ვინც დაიწყო, მანვე დაამთავრა.

მაგრამ დონ საბასს უცებ სიხარულის ყვირილი აღმოხდა და დაქანებულ გემბანზე


გაიქცა პოლკოვნიკ რაფაელისკენ. მან დაღუპული ფლოტის დროშა მკლავზე
გადაიფინა.

– Mire! Mire![39] Senor! Ah, dios! თითქოს უკვე მესმის ამ ავსტრიელი დათვის ღრიალი!
«შენ მე გული მომიკალი!» – იტყვის ის. «Du hast mein Herz gebrochen!» Mire!
გემახსოვრებათ, ჩემს ვენელ მეგობარ ჰერ გრიუნიცზე გიყვებოდით. ეს ადამიანი
ცეილონში ჯადვარისთვის გაემგზავრა, პატაგონიაში – თავსამკაულისთვის,
ბენარესში – ფლოსტებისათვის, მოზამბიკში – შუბის ბუნიკისთვის. თქვენ იცით,
ამიგო რაფაელ, რომ მეც ყოველგვარ იშვიათობას ვაგროვებ.

სამხედრო-საზღვაო დროშების ჩემი კოლექცია გასულ წლამდე ყველაზე სრული


გახლდათ მსოფლიოში. მაგრამ ჰერ გრიუნიცმა ორი ისეთი ეგზემპლარი იშოვა, ო!
ორი ისეთი ეგზემპლარი! ერთი ბარბერის შტატისა და ერთი მაკარურუს ტომისა,
რომელიც აფრიკის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. მისი კოლექცია ახლა ჩემსაზე
სრულად ითვლება. საბედნიეროდ, მათი შოვნა შეიძლება და ვიშოვი კიდეც! მაგრამ ეს
დროშა, სენიორ, თქვენ იცით, ეს რა დროშაა? შეხედეთ: წითელი ჯვარი ლურჯ და
თეთრ ფონზე. არასოდეს გინახავთ დღემდე? Seguramente, no[40]! ეს თქვენი
სამშობლოს საზღვაო დროშაა. Mire! ეს დამპალი ვარცლი, რომელზეც ჩვენ ახლა
ვიმყოფებით – მისი ფლოტი, ეს მკვდარი კაკადუ – ფლოტის უფროსი. დაშნის ეს
მოქნევა და რევოლვერიდან ერთადერთი გასროლა – საზღვაო ბრძოლა. სისულელე,
აბდაუბდა, მაგრამ ეს არის ცხოვრება! მეორე ასეთი დროშა არასდროს არსებულა და
არც იარსებებს. ეს უნიკუმია. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს დროშების
კოლექციონერისათვის. აბა, თუ იცით, პოლკოვნიკო, რამდენ ოქროს კრონს
82

გადაიხდიდა ჰერ გრიუნიცი ამ დროშაში? ათი ათასს მაინც, მაგრამ ასი ათასადაც კი
არ მივცემ. საოცარი დროშაა! ერთადერთი დროშა! ზეციური დროშა, ეშმაკმა
დალახვროს. ო-ჰე, ოკეანის გაღმელო ბუზღუნა ბებერო ჰერ გრიუნიც, დაიცა, სანამ
დონ საბასი დაბრუნდება კენიგინ-ტრასეზე. ის უფლებას მოგცემს, მუხლებზე დაეცე
და თითებით ამ დროშას შეეხო. ო-ჰე! შე ბებერო სათვალიანო მაწანწალავ!

დავიწყებული იქნა რევოლუციის წარუმატებლობა, საფრთხეები, დანაკარგები,


დამარცხების

ტკივილი და სიმწარე. კოლექციონერის ყოვლის შთანმთქმელი ვნებით შეპყრობილი,


ის პატარა გემბანზე წინ და უკან დააბიჯებდა მკერდზე მიკრული სანიმუშო დროშით.
საზეიმო მზერა ჰქონდა მიპყრობილი აღმოსავლეთისაკენ და ბუკის ხმასავით მჟღერი
ხმით თავისი განძის ქებას აღავლენდა, გეგონება, ბებერ ჰერ გრიუნიცს ოკეანის
გადაღმა ძველ ბუნაგში შეეძლო მისი ხმის გაგონება.

«სალვადორზე» მათელოდნენ და სიხარულით შეეგებნენ. კანჯო გემის კორპუსთან


მიცურდა და ღრმა ამონაჭერთან შეჩერდა, რომელიც ქიმთან იყო გაკეთებული ხილის
ჩასატვირთად. «სალვადორის» ეკიპაჟმა კანჯოს ბარჯი გამოსდო და გემისკენ მისწია.
ბორტზე კაპიტანი მაკ-ლეოდი გადაიხარა.

– სენიორ, ამბობენ, ყველაფერი ბასტაო.

– ბასტა? რა ბასტა? – დონ საბასი ცოტა ხანს გაკვირვებული ჩანდა, – ა, რევოლუცია?


ჰოო! – მხრები აიჩეჩა და მაშინვე შეწყვიტა ფიქრი მის შესახებ. კაპიტანს უამბეს
გაქცევისა და ტრიუმში ჩაკეტილების შესახებ.

– კარაიბები? – თქვა მან, – მათგან ცუდს ნურაფერს ელით.

ის კანჯოში ჩახტა, ტრიუმის სახურავი სახელურით გადასწია და იქიდან შავი ბიჭები


ამოძვრნენ, გაოფლილები, მაგრამ მოღიმარნი.

– ეი, თქვენ, შავტუხებო, – უთხრა კაპიტანმა იმათ დიალექტზე. – წაიყვანეთ თქვენი


ნავი და მომწყდით თავიდან.

მან კანჯოზე, მათზე და კორალიოზე მიუთითა. კარაიბელებს სახეები გაუბრწყინდათ,


კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმეს, თავები დააქნიეს და დაიყვირეს:

– დიახ, დიახ!

დონ საბასი, ორივე ოფიცერი და კაპიტანი კანჯოს ტოვებდნენ. დონ საბასი


დანარჩენებს ჩამორჩა, გემბანზე გაშხლართულ, უბადრუკ, ძონძებში გამოწყობილი
ადმირალის გვამს შეხედა.

– Pobrecito loco! – თქვა მან წყნარად.

დონ საბასი ბრწყინვალე კოსმოპოლიტი იყო, ხელოვნების საუკეთესო მცოდნე და


83

დამფასებელი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ინსტინქტით და სისხლით ის თავისი


ხალხის შვილი გახლდათ. რასაც უბრალო კორალიოელი გლეხი იტყოდა, დონ
საბასმაც იგივე თქვა. მან უღიმილო სახით დახედა ადმირალს და თქვა:

– საწყალი უჭკუო კაცი!

დაიხარა, მიცვალებულს მჭლე მხრებში მოჰკიდა ხელი, წამოსწია და ქვეშ თავისი


ფასდაუდებელი, ერთადერთი დროშა დაუფინა. შემდეგ ბრილიანტის ვარსკვლავი
მოიხსნა – სან-კარლოსის ორდენი და, თითქოს რაღაც ქინძისთავი ყოფილიყოს, მისი
საშუალებით დროშის ბოლოები ადმირალის მკერდზე დაამაგრა.

შემდეგ დანარჩენებს დაეწია და მათთან ერთად «სალვადორის» გემბანზე დადგა.


ეკიპაჟმა, რომელსაც კანჯო ეჭირა, მას ბორტისგან უბიძგა. კარაიბებმა ნავსაბმელი
აუშვეს, იალქნები დაჭიმეს და კანჯო ნაპირისკენ გაემართა.

ჰერ გრიუნიცის კუთვნილმა სამხედრო-საზღვაო დროშების კოლექციამ კი კვლავაც


შეინარჩუნა მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი კოლექციის სტატუსი.

X. სამყურა და პალმა
ერთხელ, ჩახუთულ, უქარო საღამოს, როცა იფიქრებდი, კორალიო კიდევ უფრო
მიუახლოვდა ჯოჯოხეთის კარიბჭესო, კოუსა და კლენსის ფოტოგრაფიული
დაწესებულების კართან ხუთი ადამიანი შეიკრიბა. ისევე, როგორც დედამიწის ყველა
ეგზოტიკურ, მხურვალე ადგილას იკრიბებიან თეთრკანიანები სამუშაოს
დამთავრების შემდეგ, რათა ყოველივე უცხოურის გალანძღვით და მიწასთან
გასწორებით კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი საკუთარი მოდგმის განსაკუთრებულობას.

ჯონ ეტვუდი ბალახზე იწვა, ისე როგორც კარაიბი წლის ცხელ პერიოდში და ძლივს
გასაგონად ლუღლუღებდა ცივ წყალზე, ასე უხვად რომ მოიპოვება მაგნოლიებით
დაჩრდილულ ჭებში მის მშობლიურ დეილსბურგში. ექიმ გრეგს, მისი წვერის
პატივსაცემად და ასევე მისი მოსყიდვის მიზნით, იმისათვის რომ მას თავის
სამედიცინო პრაქტიკაში მომხდარი საინტერესო ამბები მოეთხრო, შესთავაზეს,
ჩაწოლილიყო ჰამაკში, რომელიც კარის წირთხლსა და გოგრის ხეს შორის იყო
გაბმული. კოუმ ქუჩაში პატარა მაგიდა გაიტანა ფოტოგრაფიის რეტუშის
მოწყობილობით. ამ ხუთეულიდან მარტო ის მუშაობდა. თეთრ, გრილ ტილოს
კოსტიუმში გამოწყობილი ფრანგი, სამთო ინჟინერი ბლანშარი, ისე იჯდა, თითქოს
სიცხეს ვერც გრძნობდა

და სათვალის წყნარ მინებს მიღმა თავისი სიგარეტის კვამლს გასცქერდა. კლენსი


საფეხურზე ჩამომჯდარიყო და მოკლე ჩიბუხს ეწეოდა. ყბედობის გუნებაზე იყო.
სხვები ისე გათანგულიყვნენ სიცხისგან, რომ იდეალურ მსმენელებად ქცეულიყვნენ:
არც შეკამათების თავი ჰქონდათ და არც წასვლისა.

კლენსი ამერიკელი გახლდათ, ირლანდიური ტემპერამენტით და კოსმოპოლიტის


გემოვნებით. ბევრი პროფესია ჰქონდა, მაგრამ ყველა – ცოტ-ცოტა ხნით. ბუნებით
მაწანწალა იყო. ცინკოგრაფიას მის მოხეტიალე ცხოვრებაში მხოლოდ მცირე ადგილი
84

ეჭირა. ხანდახან თანხმდებოდა, თავისი სიტყვებით მოეთხრო რამე ამბავი, რომელიც


საკუთარ ეგზოტიკურ და არაოფიციალურ სამყაროში გადახდენოდა.

– ნამდვილად ელეგანტური ამინდია სამხედრო ავანტიურისათვის, – დაიწყო მან.


– ეს იმ დროს მაგონებს, როცა ვცდილობდი, ერთი ქვეყანა ტირანიის საშინელი
ბორკილებისგან გამეთავისუფლებინა. ძნელი საქმეა – ზურგისთვისაც დიდი
ტვირთია და ხელებზეც ძირმაგარები გამოგივა.

– არც კი ვიცოდი, თუ ჩაგრული ერის დასაცავად ოდესმე მახვილი აღგიმართავთ,


– წაიბუტბუტა ბალახზე მწოლმა ეტვუდმა.

– დიახ! – მიუგო კლენსიმ, – მაგრამ ჩემი მახვილი ხელახლა გაჭედეს და სახნისად


აქციეს.

– მაინც რომელია ის ქვეყანა, თქვენი მფარველობით რომ გააბედნიერეთ? – ცოტა


არ იყოს, ქედმაღლურად ჰკითხა ბლანშარმა.

– სად არის კამჩატკა? – გამოეხმაურა კლენსი. მისი სიტყვები თითქოს უშუალოდ


თემას არ ეხებოდა.
85


სადღაც ციმბირში ... პოლუსთან, – გაუბედავად წაილუღლუღა ვიღაცამ.

კლენსიმ კმაყოფილებით დაუქნია თავი.

– ასეც ვფიქრობდი... კამჩატკა, სადაც ძალიან ცივა! სულ მერევა ერთმანეთში ეს


ორი სახელი. გვატემალა კი ის არის, სადაც სიცხეა. გვატემალაში ნამყოფი ვარ. რუკაზე
ამ ქვეყანას იმ რაიონში იპოვით, სადაც ტროპიკებია. განგების წყალობით ქვეყანა
ზღვის ნაპირზე მდებარეობს, ასე რომ, გეოგრაფიული რუკის შემდგენელს შეუძლია
ქალაქების დასახელება პირდაპირ ზღვის წყალზე გადააწეროს. დასახელებები
გრძელია, დუიმზე ნაკლები არ იქნება, მაშინაც კი, თუ წვრილი ასოებით დაწერ.
სხვადასხვა ესპანური დიალექტისგან შედგება და, რამდენადაც მე მესმის,

სინტაქსის იგივე სისტემაა გამოყენებული, რომელმაც «მეინი» ააფეთქა.[41] და, აი,


სწორედ ამ ქვეყანაში გავქანდი, რომ მისი მოსახლეობა გამეთავისუფლებინა,
დესპოტები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შემემუსრა ცალლულიანი წერაქვით,
თანაც დაუტენელით. არ გესმით, ხომ? ჰო, აქ რაღაცის ახსნაა საჭირო.

– ეს ახალ ორლეანში მოხდა, დილით, ივნისის დასაწყისში. ნავსადგურთან


ვიდექი და გემებს ვუცქერდი. პირდაპირ ჩემ წინ, ქვემოთ, ვხედავ, პატარა გემი საცაა
გასვლას აპირებს. მისი მილებიდან კვამლი ამოდის და მაწანწალები მას რაღაც
ყუთებით ტვირთავენ. დიდი ყუთებია, განში ორი ფუტი იქნება და სიგრძეში ოთხი
მაინც.
საკმაოდ მძიმეებიც ჩანს. ნავსადგურზე აწყვია შტაბელებად. საქმე არაფერი მქონდა
და მივედი, რომ ახლოდან დამეთვალიერებინა. ერთს სახურავი აგლეჯილი ჰქონდა.
ცნობისმოყვარეობამ მძლია და შიგნით ჩავიხედე. ვინჩესტერის შაშხანებით იყო
პირთამდე სავსე.

«ასე, ასე, – ვთქვი ჩემთვის. ვიღაცას სურს, ამერიკის შეერთებული შტატების


ნეიტრალიტეტის კანონი დაარღვიოს. ვიღაცას სურს, ვიღაცას იარაღით დაეხმაროს.
საინტერესოა, მაინც სად აგზავნიან ამ სათამაშო თოფებს?

მესმის, უკან ვიღაც ახველებს. ვტრიალდები. ჩემ წინ პატარა, ჩამრგვალებული,


მსუქანი კაცი

დგას, შავგვრემანი სახე აქვს, თეთრი ტანსაცმელი აცვია, თითზე კი ოთხკარატიანი


ბეჭედი უკეთია. შესანიშნავი პატარა კაცია. უკეთესს ვერ წარმოიდგენ. თვალებში
შეკითხვები და პატივისცემა უდგას. უცხოელს ჰგავს – ან რუსი უნდა იყოს, ან
იაპონელი, ან კიდევ არქიპელაგის მცხოვრები.

– სს! – ამბობს მრგვალი კაცი ჩურჩულით, თითქოს საიდუმლოს თქმას აპირებსო, –


ხომ ვერ გამოიჩენს სენიორი პატივისცემას თავისი აღმოჩენის მიმართ, რომ გემზე
მყოფი ხალხი ვერაფერს მიხვდეს? სენიორი ჯენტლმენი იქნება და არავის არაფერს
ეტყვის.
86


– მესიუ, – ვთქვი მე (რადგან ფრანგად მეჩვენა), – ნება მომეცით, გამოვთქვა რწმენა,
რომ თქვენი საიდუმლოს შესახებ ვერავინ შეიტყობს. ჯეიმზ კლენსი ასეთი ადამიანი
არ არის. უფრო მეტიც, მე უფრო შორს წავალ და შევნიშნავ: ვივ ლა ლიბერტი! –
გაუმარჯოს თავისუფლებას! მე ჯეიმზ კლენსი ვარ, ყოველთვის მტერი ვიყავი ყველა
არსებული ხელისუფლების და მთავრობისა.

სენიორი კარგი კაცი! – ამბობს შავგვრემანიჩასუქებული კაცი და შავ ულვაშებში


ეღიმება, – ხომ არ ინებებს სენიორი გემზე ამოვიდეს და ერთი ჭიქა ღვინო დალიოს?

მე ხომ ჯეიმზ კლენსი გახლავართ: ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ უკვე იმ
უცხოელ

მესიესთან ერთად ვიჯექი გემის კაიუტაში მაგიდასთან და მაგიდაზე ბოთლი იდგა.


მესმოდა ყუთების დავარდნის ხმა, რომლებსაც ტრიუმში ისროდნენ. ჩემი ანგარიშით,
ამ ყუთებში ორი ათასზე ნაკლები შაშხანა არაფრით არ იქნებოდა. დავლიეთ ერთი
ბოთლი, გამოჩნდა მეორე. ჯეიმზ კლენსისთვის ბოთლი ღვინის მიცემა ამბოხების
პროვოცირებას ნიშნავდა. ბევრი მსმენია ტროპიკულ ქვეყნებში რევოლუციების
შესახებ და მომინდა, მეც მიმეღო მონაწილეობა.

– რა, მესიე, – ვკითხე და თვალი ჩავუკარი, – გინდათ, ცოტა შეაჯანჯღაროთ თქვენი


სამშობლო, ხომ?

– ჰო, ჰო, – თქვა პატარა კაცმა და მუშტი მაგიდაზე დაარტყა. – ძალიან დიდი
ცვლილებები მოხდება! კმარა მოსახლეობის დაპირებებით გაბრიყვება! ბოლოს და
ბოლოს საქმეს უნდა მოვკიდოთ ხელი. დიდი საქმე გვიდევს წინ! ჩვენი ძალები
დედაქალაქისკენ დაიძვრებიან. Carrambos!

– მართალია, – ვეუბნები მე, მთვრალი აღტაცებით და ღვინით. – სხვა სიტყვებით, viva


liberte, როგორც უკვე მოგახსენეთ. დაე, უძველესი სამყურა... ანუ ბანანის ლერწი და
თაფლაკვერის ხე, ან რომელიღაც იმპერიული ემბლემა თქვენი ჩაგრული ქვეყნისა,
ყვაოდეს და არასოდეს დაჭკნეს.

– ათასი მადლობა თქვენ, – ამბობს მრგვალი კაცი, – თქვენი გულითადი


გრძნობებისათვის. ყველაზე მეტად ჩვენს საქმეს ძლიერი და მამაცი ადამიანები
სჭირდება. ო, ათასი ძლიერი, კეთილშობილი ადამიანი რომ გვაპოვნინა, რომლებიც
გენერალ დე ვეგას დაეხმარებოდნენ ჩვენი სამშობლოს დიდებისა და
ღირსებისათვის ბრძოლაში! ძნელია, ო, რა ძნელია იმ კარგი კაცების პოვნა, ამ
საქმეში რომ დაგვეხმარებიან.

– მისმინეთ, მესიე, – ვამბობ მე, მაგიდაზე ვიხრები და კაცს ხელში ხელს ვჭიდებ, – მე
არ ვიცი, სად მდებარეობს თქვენი ქვეყანა, მაგრამ გული ყელში მაწვება, ისე
მხურვალედ მიყვარს ის. ჯეიმზ კლენსის არასოდეს დაუხურავს გული ჩაგრული
ხალხების ტანჯვის მიმართ. ჩვენ ყველანი, მთელი ჩვენი ოჯახი, ფლიბუსტიერები
ვართ დაბადებით და უცხოელები ხელობით. თუ თქვენ გჭირდებათ ჯეიმზ კლენსის
87


ხელები და მისი სისხლი, რომ ტირანის უღელი მოიშოროთ, მე თქვენს
განკარგულებაში ვარ. მე თქვენი ვარ.

გენერალი დე ვეგა აღფრთოვანებული იყო, რომ ჩემი თანაგრძნობა დაიბევა თავის


კონსპირაციებსა და პოლიტიკურ სიძნელეებთან ბრძოლაში. ის შეეცადა გადამხვეოდა
– მაგიდის მეორე მხრიდან ჩემკენ გადმოიწია, მაგრამ ღიპმა და იმ ღვინომ შეუშალა
ხელი, რომელიც ადრე ბოთლებში ესხა. ასე გავხდი ფლიბუსტიერი. გენერალმა
მითხრა, ჩემს ქვეყანას გვატემალა ჰქვია და ის ყველაზე დიადი სახელმწიფოა,
რომელსაც კი ოდესმე რომელიმე ოკეანის ნაპირზე უარსებიაო. თვალებში ცრემლები
ედგა და დროდადრო იმეორებდა:

ეჰ, დიდი, ძლიერიმამაცი კაცები – აი, რა სჭირდება ჩემს ქვეყანას!

შემდეგ ამ გენერალმა დე ვეგამ, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებდა, რაღაც


ქაღალდი მომიტანა და მითხრა, ხელი მოაწერეო, და მეც მოვაწერე –
არაჩვეულებრივად შემოვხაზე ასოები და არც კუდების გაკეთება დამვიწყებია.

– სამგზავრო ფული, – საქმიანად მითხრა გენერალმა, – ხელფასიდან გამოგექვითება.

– არაფერი მსგავსი, – ვუთხარი ამპარტავნულად, – სამგზავრო ფულს მე თვითონ


ვიხდი.

ას ოთხმოცი დოლარი შიგა ჯიბეში მქონდა შენახული. სხვა ფლიბუსტიერებს არ


ვგავდი – საჭმლის და შარვლის გამო კი არ ვფლიბუსტიერობდი.

გემი ორი საათის შემდეგ უნდა გასულიყო. მე ნაპირზე ჩავედი, რომ რაღაც
აუცილებელი მეყიდა. დაბრუნებულმა ამაყად ვუჩვენე გენერალს შენაძენი: შიგნიდან
დათბილული ბეწვის მსუბუქი პალტო, ნაბდის ჩექმები, ყურებიანი ქუდი, კოხტა
ხელთათმანები! – და შალის შარფი.

– Carramba! – შეჰყვირა პატარა გენერალმა, – ნუთუ ფიქრობთ, რომ ასეთი


ტანსაცმლით ტროპიკებში სიარული შეიძლება?

შემდეგ ეს არამზადა იცინის, კაპიტანს ეძახის, კაპიტანი – კომისარს, კომისარი უფროს


ინჟინერს უხმობს ტელეფონით და შემდეგ მთელი ეს ბანდა ჩემს კაიუტასთან იყრის
თავს და იცინის.

ცოტა ხნით ჩავფიქრდი და შემდეგ სერიოზული სახით გენერალს ვთხოვე, კიდევ


ერთხელ ეპასუხა, როგორ იწოდება ის ქვეყანა, სადაც ჩვენ მივდივართ. მიპასუხა:
«გვატემალა» – და მაშინ მივხვდი, რომ თავში სხვა კამჩატკა მქონია. ამის შემდეგ ამ
ორი ერის ერთმანეთისგან გარჩევა მიჭირს, ისე ამერია ერთმანეთში მათი სახელები,
კლიმატი და გეოგრაფიული მდებარეობა.

სამგზავრო ფული – ოცდაოთხი დოლარი – გადავიხადე, პირველი კლასის კაიუტით


მივდივარ, ოფიცრების გვერდით ვიჯდები სუფრასთან. ქვედა გემბანზე მეორე
88


კლასის მგზავრები არიან, ორმოცი კაცი იქნება – ვიღაც იტალიელები უნდა იყვნენ,
თუ რაღაც ამის მსგავსი. ნეტა, საიდან მოიყარეს თავი და სად მიდიან.

ჰოდა, ჩვენ ასე მივდიოდით სამი დღე და ბოლოს გვატემალის ნავსადგურში


შევედით. ეს ლურჯი ქვეყანაა და არა ყვითელი, როგორც რუკებზე აღნიშნავენ.
ნაპირზე გადავედით და იქ პატარა ქალაქი დაგვხვდა. ჩვენ გველოდა მატარებელი –
რამდენიმე ვაგონი პატარა, კოხტა რელსებზე. ყუთები ნაპირზე გადაიტანეს და
ვაგონებში ჩატვირთეს. შემდეგ ვაგონებში იტალიელების ბრბო შევიდა, მე კი,
გენერალთან ერთად, წინა ვაგონში ჩავჯექი. დიახ! მე და

გენერალი ვეგა ვედექით სათავეში რევოლუციას! ზღვისპირა პატარა ქალაქი უკან


მოვიტოვეთ. მატარებელი ისე ჩქარა მიდიოდა, როგორც პოლიციელი გარბის ჩხუბის
ადგილისკენ. გარშემო ისეთი პეიზაჟი იყო, როგორიც შეიძლება მხოლოდ
გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში ნახო. შვიდ საათში ორმოცი მილი დავფარეთ და
მატარებელი შეჩერდა. რელსები დამთავრდა. ჩვენ რაღაც ბანაკისმაგვარში მივედით
ველურ, ჭაობიან მხარეში. მიყრუებული მელანქოლიური ადგილი იყო. წინ ტყეს
ჩეხდნენ, რომ
89

რკინიგზა დაეგრძელებინათ. «აქ, – ვეუბნებისაკუთარ თავს, – რომანტიკული


თავშესაფარია რევოლუციონერებისათვის. აქ ჯეიმზ კლენსი, როგორც მამაცი
ირლანდიელი, უმაღლესი რასის წარმომადგენელი და ფენიების შთამომავალი, სულს
არ იშურებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში».

ვაგონებიდან ყუთები გადმოზიდეს და მათზე სახურავების გადაძრობა დაიწყეს.


პირველივე ყუთიდან გენერალმა დე ვეგამ ვინჩესტერის შაშხანები ამოიღო და რაზმის
გულისამრევ ჯარისკაცებს ჩამოურიგა. სხვა ყუთებიც გახსნეს. გინდ დამიჯერეთ და
გინდ არა – ეშმაკმა დალახვროს! – შიგ ერთი თოფიც კი არ აღმოჩნდა. ყველა ნიჩბებით
და წერაქვებით იყო გატენილი.

შემდეგ კი, – დასწყევლოს ღმერთმა ეს ტროპიკები! – ამაყ კლენსს და სახელგატეხილ


იტალიელებს – ყოველ მათგანს უკლებლივ – ნიჩაბი ან წერაქვი გაადებინეს მხარზე და
მარშით

გარეკეს ჭუჭყიან რკინიგზაზე სამუშაოდ. აი, თურმე რატომ მოდიოდნენ აქეთ ეს


მაკარონიჭამიები, აი, თურმე რა ქაღალდს მოაწერა ხელი ფლიბუსტიერმა ჯეიმზ
კლენსმა, მოაწერა ისე, რომ არ იცოდა, ვერაფერს მიხვდა. შემდეგ გავარკვიე, რაც
მოხდა. თურმე რკინიგზაზე სამუშაოდ მუშახელის შეკრება ძალიან ჭირდა. იქაური
მცხოვრებლები მეტისმეტად ჭკვიანები და ზარმაცები იყვნენ საიმისოდ, რომ იქ
ემუშავათ. ან, კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა ემუშავათ?! საკმარისი იყო, ხელი
გაეწვდინათ და დედამიწის ზურგზე ყველაზე ძვირფას, საუკეთესო ხილს
მოკრეფდნენ. მეორე ხელს გაიწვდენდნენ და შეეძლოთ, თუნდაც ერთი კვირა ეძინათ
ისე, რომ იმის შიში არ ჰქონოდათ, დილის შვიდ საათზე ფაბრიკის საყვირის ხმა
გაგვაღვიძებსო, ან კიდევ ბინის ფულის ამკრეფი დასდგომოდათ თავზე. ჰოდა,
რეგულარულად ამერიკის შეერთებულ შტატებში გემს აგზავნიდნენ და მუშები
მოტყუებით მიჰყავდათ. ჩვეულებრივ, ჩამოყვანილი მიწისმთხრელი ორ-სამ თვეში
კვდებოდა ცუდი წყლისა და ტროპიკული სიცხეებისაგან. ამიტომ, როცა მუშებს
ქირაობდნენ, მათ აიძულებდნენ, ერთწლიან კონტრაქტზე მოეწერათ ხელი და თავზე
შეიარაღებულ გუშაგებს აყენებდნენ, რომ გაქცევის სურვილი არ გასჩენოდათ.

აი, ასე გამაბრიყვა ტროპიკებმა, ყველაფრის მიზეზი კი ჩემი თანდაყოლილი ნაკლი


იყო – ყველა არეულ-დარეულ საქმეში მიყვარდა ცხვირის ჩაყოფა.

წერაქვი მომცეს და გამოვართვი, იმ განზრახვით, რომ ამბოხება მომეწყო, მაგრამ


ზედამხედველები იქვე იდგნენ ვინჩესტერებით და მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ
ფლიბუსტიერის საუკეთესო თვისება მორიდებულობა და ჩუმად ყოფნაა, როცა ამას
საჭიროება მოითხოვს. ჩვენს ბრიგადაში დაახლოებით ასი მუშა იყო და გვიბრძანეს,
გზას გავდგომოდით. რიგიდან გამოვედი და გენერალ დე ვეგასთან მივედი, რომელიც
სიგარას ეწეოდა და ქედმაღლურად, კმაყოფილი სახით იყურებოდა გარშემო. მან
თავაზიანად და სატანურად გამიღიმა, – გვატემალაში, – თქვა მან, – ბევრი სამუშაოა
დიდი, ძლიერი კაცებისთვის. ჰო. თვეში ოცდაათ დოლარად. არც ისე ცოტაა. თქვენ
ძლიერი და გაბედული ადამიანი ხართ. ახლა უკვე მალე დავამთავრებთ ამ რკინიგზის
90

მშენებლობას. სულ ბოლომდე, დედაქალაქამდე. ახლა კი წადით და იმუშავეთ. ადიოს,


ძლიერი ადამიანი!

– მესიე, – ვეუბნები მე, – ერთი ეს მითხარითსაწყალ ირლანდიელს: როცა


პირველად დავდგი ფეხი ამ თქვენს ტარაკანებიან გემზე და თქვენს მჟავე ღვინოში
ლიბერალური და რევოლუციური გრძნობები ჩავასუნთქე, ფიქრობდით თუ არა
თქვენ, თავისუფლებას იმიტომ ვასხამ ხოტბას, რომ წერაქვი ვურტყა თქვენს
გულისამრევ, პატარა რკინიგზაზე? და როცა თქვენ პატრიოტული წამოძახილებით
მიპასუხეთ და თავისუფლებისთვის ბრძოლის ვარსკვლავებით

მოფენილ გზას საქებარი სიტყვები მიუძღვენით, გქონდათ თუ არა ჩანაფიქრი ამ


ჯაჭვით დაბმული, ჯირკებივით დაკრუნჩხული იტალიელების დონეზე დაგეყვანეთ
თქვენს ბოროტ და მდაბალ ქვეყანაში?

გენერალმა ღიპი გამობზიკა და სიცილი დაიწყო. ჰოდა დიდხანს იცინოდა ასე, მე კი,
კლენსი, ვიდექი და ვუცდიდი.

– რა სასაცილო ხალხი ხართ! – დაიყვირა მან ბოლოს. – თქვენ მე სიცილით


მომკლავთ. ჰო, ნამდვილად ასეა, ძნელია ძლიერი, მამაცი ადამიანების პოვნა,
რომლებიც ქვეყანას დაეხმარებიან. რევოლუციები? მე რ-რ-რრევოლუციებზე
ვლაპარაკობდი? ერთი სიტყვაც არ მითქვამს. მე ვთქვი, გვატემალას დიდი, ძლიერი
კაცები სჭირდება-მეთქი. ჰოდა, ჩემი ბრალი არ არის, რომ შეცდით. თქვენ იმ
ერთადერთ ყუთში ჩაიხედეთ, რომელშიც შაშხანები ეწყო და იფიქრეთ, ყველაში
შაშხანებიაო. არა, ასე არ არის, თქვენ შეცდით. გვატემალაში ახლა ომი არ არის, მაგრამ
სამუშაო? დიახაც არის. ოცდაათი დოლარი თვეში. მოჰკიდეთ ხელი ამ წერაქვს და
იმუშავეთ გვატემალის თავისუფლებისა და აყვავებისათვის. წადით და იმუშავეთ.
გუშაგები გელოდებიან

– შენ ჩასუქებული ყავისფერი პუდელი ხარ, – ვუთხარი წყნარად, თუმცა სიბრაზე


მახრჩობდა

და ძალიან შეწუხებული ვიყავი – ეგ ასე იოლად არ ჩაგივლის, იცოდე. შეიძლება


ახლავე არა, მაგრამ ცუდ რამეებს ელოდე, როცა კლენსი მოიფიქრებს, რით
გადაგიხადოს სამაგიერო.

უფროსი გვიბრძანებს, სამუშაოს შევუდგეთ. მე ვიღაც იტალიელებთან ერთად


მივაბიჯებ და მესმის, როგორ გულიანად იცინის პატივცემული პატრიოტი და
თაღლითი.

სამწუხარო და მოსაგონებლად მძიმე ფაქტია, მაგრამ რვა კვირა ამ უსახური ქვეყნის


რკინიგზის მშენებლობაში გავატარე. დღე-ღამეში თორმეტი საათის განმავლობაში
მძიმე წერაქვითა და ნიჩბით ვფლიბუსტიერობდი, მდიდრულ პეიზაჟს ვკაფავდი,
რომელიც ხელს უშლიდა რკინიგზის ხაზის საჭირო მიმართულებით გაყვანას. ჭაობში
ვმუშაობდით, საიდანაც ისეთი არომატი მოდიოდა, გეგონებოდა გაზის მილი
გასკდაო. საუკეთესო და ძვირფასი ჯიშების ორანჟერეის ყვავილებს და ბოსტნეულს
91

ვქელავდით ფეხებით. გარშემო ყველაფერი ისეთი ტროპიკული იყო, ვერც ერთი


გეოგრაფი ვერ მოიფიქრებდა. ყველა ხე ცათამბჯენს ჰგავდა. ბუჩქებში – ნემსები და
ქინძისთავები. გარშემო მაიმუნები დახტოდნენ და ნიანგები და წითელკუდა შოშიები
მოჩანდნენ. ჩვენ კი მუხლამდე ვიდექით აყროლებულ წყალში და კუნძებს
ვძირკვავდით გვატემალის გათავისუფლებისათვის. საღამოთი კოცონს ვანთებდით,
რომ კოღოები ვერ მოგვკარებოდნენ და ასე ვისხედით სქელ ნისლში, გუშაგები კი
შაშხანებით დადიოდნენ. მუშები ორასი კაცივიქნებოდით – უმეტესად იტალიელები,
ზანგები, ესპანელები და შვედები და სამი-ოთხი ირლანდიელიც.

ერთ-ერთმა მათგანმა, მოხუცმა გალორანმა, ყველაფერი ამიხსნა. თვითონ, უკვე ერთი


წელი იქნებოდა, რაც მუშაობდა. უმეტესობა კვდებოდა, ექვს თვესაც ვერ უძლებდა.
მას, რომ იტყვიან, ლანდი გასდიოდა, ძვალი და ტყავიღა იყო დარჩენილი და ყოველ
მესამე ღამეს ციება აიტანდა ხოლმე.

– როგორც კი აქ მოხვალ, – ყვებოდა ის, – გგონია, აქაურობას თავს ახლავე დავაღწევო.


მაგრამ პირველ თვეში ხელფასის მოლოდინი გაჩერებს, რომ გემით სამგზავრო
ფული იშოვო, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ტროპიკების გავლენის ქვეშ ექცევი.
გარშემორტყმული ხარ მძვინვარე ტყით, რომელიც სავსეა ყველაზე საშიში მხეცებით –
ლომებით, პავიანებით, ანაკონდებით – ერთი სული აქვთ, ხელში როდის ჩაგიგდებენ
და შეგახრამუნებენ. აქეთ მზე გწვავს, ისეთი, რომ ძვლის ტვინსაც კი ადნობს. რაღაც იმ
ლოტოსების შთამნთქმელივით ხდები, რომელზეც ლექსებში წერენ. ცხოვრების ყველა
ამაღლებული გრძნობა გავიწყდება: პატრიოტიზმი, შურისძიების წყურვილი. გიქრება
არეულობის სურვილი და სუფთა ხალათის მოთხოვნილება. შენს სამუშაოს ასრულებ
და ნავთსა და რეზინის მილს ყლაპავ, რომელსაც ვიღაც იტალიელი მზარეული კერძს
ეძახის. სიგარეტს ეწევი და ფიქრობ, იქით კვირაში აუცილებლად გავიქცევიო,
დასაძინებლად მიდიხარ და საკუთარ თავს მატყუარას ეძახი, რადგან იცი, რომ არსად
გამქცევი არ ხარ.

– ვინ არის ეს გენერალი? – ვეკითხები მე, – რომელიც საკუთარ თავს დე ვეგას


უწოდებს?

– მას უნდა, რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროს სამუშაო, – მპასუხობს გალორანი, –


თავიდან ერთ კერძო კომპანიას ჰქონდა აღებული, მაგრამ გაკოტრდა და ამ საქმეს
მთავრობამ მოჰკიდა ხელი. ეს დე ვეგა დიდი ფიგურაა პოლიტიკაში და სურს,
პრეზიდენტი გახდეს. ხალხს უნდა, რომ რკინიგზა რაც შეიძლება სწრაფად
დამთავრდეს, რადგან მათგან გადასახადებს იღებენ, დე ვეგას კი ისე მიჰყავს
სამუშაო, რომ ამომრჩევლის გული მოიგოს.

– მე არ მჩვევია, – ვეუბნები, – რომ ვინმეს შურისძიებით დავემუქრო, მაგრამ ჯეიმს


ო’დაუდ კლენსის ამ რკინიგზელთან ანგარიში აქვს გასასწორებელი.

– თავიდან მე თვითონაც ასე ვფიქრობდი, – მპასუხობს გალორანი და მძიმედ ოხრავს,


– სანამ ლოტოფაგი არ გავხდი. ყველაფერში ტროპიკებია დამნაშავე. ისინი ადამიანს
უკანასკნელ სასიცოცხლო ძალას აცლიან. ეს ისეთი ქვეყანაა, სადაც, როგორც პოეტმა
92

თქვა, ყოველთვის ნასადილევის დროა. მე ჩემს სამუშაოს ვასრულებ, ჩიბუხს ვეწევი


და მძინავს. სხვა რა არსებობს კიდევ ამ ცხოვრებაში. შენც მალე გაიგებ ამ ყველაფერს.
სენტიმენტებს მაინცდამაინც ნუ მიეძალები, კლენსი.

– არა, არა, – ვეუბნები, – სენტიმენტებით სულ სავსე მაქვს გული, – მე ამ ბნელი ქვეყნის
რევოლუციურ ჯარში ჩავეწერე, რომ მისი თავისუფლებისათვის მებრძოლა. ამის
ნაცვლად

მაიძულებენ, მისი პეიზაჟი დავამახინჯო და ქვეყანას ძირი გამოვუთხარო.


ვაზღვევინებ ამას ჩემს გენერალს!

ორი თვევიმუშავე ამ გზაზე, სანამ გაქცევის საშუალება მომეცემოდა.

ერთხელ, როგორღაც ჩვენი ბრიგადიდან რამდენიმე კაცი უკან, გაყვანილი გზის


დასაწყისში გაგზავნეს ბარების მოსატანად, რომლებიც პორტ ბარიოსში
მლესავებისთვის ჰქონდათ დატოვებული. ისინი დრეზინით მოიტანეს და შევამჩნიე,
რომ დრეზინა რელსებზე დარჩა.

იმ ღამით, დაახლოებით თორმეტ საათზე, გალორანი გავაღვიძე და ჩემი გაქცევის


გეგმის შესახებ შევატყობინე.

– გაქცევა? – მეუბნება გალორანი, – ღმერთო ჩემო, კლენსი, ნუთუ მართლა გაქცევას


ფიქრობ? მე სამაგისო ძალა არ მაქვს. სიცივეა და უძინარიც ვარ. გაქცევა? გეუბნები,
კლენსი, ამ ლოტოსებით ვარ გაჟღენთილი. ცხოვრების ხალისი დავკარგე. ყველგან
ტროპიკები და ტროპიკებია. როგორ ამბობს პოეტი? «დამავიწყდა მეგობრები, უკან
დარჩა ყველა, ამ მშიერ ქვეყანაში ცხოვრებას გავლევ ნელა». ჯობია, მარტო წახვიდე,
კლენსი, მე კი დავრჩები. ძალიან ადრეა და სიცივეა და გამოძინებაც მინდა.

იძულებული გავხდი, მოხუცი მიმეტოვებინა და მარტო გავქცეულიყავი. წყნარად


ჩავიცვი და კარვიდან გავიპარე. როცა გუშაგს ჩავუარე, მკვახე ქოქოსის კაკლით ისე
წავაქციე, თითქოს კეგლი ყოფილიყოს და რკინიგზის ხაზისკენ გავვარდი. დრეზინაზე
შევხტი და წინ გავაქანე. გათენებულიც არ იყო, პორტ-ბარიოსის სინათლეები რომ
დავინახე ჩემგან დაახლოებით ერთ მილში. დრეზინა გავაჩერე და ქალაქისკენ
გავემართე. უნდა ვაღიარო, რომ მთლად უშიშრად ვერ ვგრძნობდი თავს, როცა ამ
ქალაქის ქუჩებში დავაბიჯებდი. გვატემალის ჯარის კი არ მეშინოდა, მუშების
დაქირავების ბიუროსთან მოსალოდნელი ხელჩართული ჩხუბი მაფრთხობდა. ეს
ქვეყანა მუშებს ადვილად ქირაობს და მერე დიდხანს აღარ ელევა. შემიძლია
წარმოვიდგინო, მისის ამერიკა და მისის გვატემალა როგორღაც საღამოთი ერთმანეთს
რომ ეკურკურებიან მთების გაღმა-გამოღმიდან: «აჰ, იცით? – ეუბნება მისის ამერიკა, –
ისე მიჭირს მუშების მოწოდება, სენიორა მემ, პირდაპირ ჯოჯოხეთი გახდა». «რას
ბრძანებთ, მემ, – ეუბნება მისის გვატემალა, – შეუძლებელია! ჩემებს კი, მემ, აზრადაც
არ მოსდით, ჩემგან სადმე წავიდნენ, ჰა, ჰა».

ვფიქრობდი, როგორ დამეღწია თავი ამ ტროპიკებისათვის, რომ ახალ სამუშაოზე არ


მოვხვედრილიყავი. მართალია, ჯერ კიდევ ბნელოდა, შევამჩნიე, რომ ნავსადგურში
93

გემი იდგა. მილებიდან ბოლი ამოდიოდა. ბალახით გაბარდნილ შესახვევში შევუხვიე


და ნაპირზე გავედი. იქ დავინახე ზანგი, რომელიც ნავში იჯდა და გასვლას აპირებდა.

– შეჩერდი, სამბო, ვიყვირე მე, – ინგლისური გესმის?

– უამრავი სიტყვები... ძალიან ბევრი, – ამბობს ის და თავაზიანად მიღიმის.

– ეს რა გემია და სად მიდის? – ვეკითხები, – და რა არის ახალი? და რომელი საათია?

– ეს არის გემი «კონჩიტა», – მპასუხობს შავი კაცი კეთილგანწყობით, – ახალი


ორლეანიდან ჩამოვიდა ბანანებისათვის. წინა ღამით დაიტვირთა. ერთ-ორ საათში
ღუზას აუშვებენ. ახლა კარგი ამინდი იქნება. გაიგებდით, ქალაქში ლაპარაკობენ,
დიდი ბრძოლები იყოო. თქვენი აზრით, სენიორ გენერალი დე ვეგა დაჭერილია? ჰო
თუ არა?

– რას მიედ-მოედები, სამბო? ვეუბნები, – დიდი ბრძოლები? რა ბრძოლები? ვის


სჭირდება გენერალი დე ვეგა? მე აქედან შორს, ჩემს საკუთარ ოქროს მაღაროში
ვმუშაობდი ორი თვე და ახალი ამბები არ გამიგია.

– ოჰ, – ალაპარაკდა შავი კაცი, – ინგლისურის ცოდნა ეამაყებოდა, – ძალიან დიდი


რევოლუცია – გვატემალაში. ერთი კვირის წინ გენერალ დე ვეგას უნდოდა
პრეზიდენტი გამხდარიყო – შეკრიბა ჯარი – ერთი, ხუთი, ათი ათასი ჯარისკაცი.
მთავრობამ კი გამოაგზავნა ხუთი, ორმოცი,

ასი ათასი ჯარისკაცი, რომ რევოლუცია ჩაეხშო. დიდი ბრძოლა ჰქონდათ


ლომაგრანდეში, აქედან ცხრამეტ თუ ორმოცდაათ მილში. ამ მთავრობის
ჯარისკაცებმა გენერალ დე ვეგას ჯარისკაცებს ისე გადაუარეს – ძალიან მაგრად.
გენერალ დე ვეგას ხუთასი, ცხრაასი, ორი ათასი ჯარისკაცი მკვდარია. რევოლუცია
ფაფუ! – ძალიან სწრაფად. გენერალი დე ვეგა დიდ ჯორზე შეჯდა და სწრაფად გაიქცა.
ჰო, carambos, გენერალი გაიქცა და მისი ჯარისკაცები ყველა დახოცილია. მთავრობის
ჯარისკაცები კი გენერალ დე ვეგას ეძებენ. გენერალი მათ ძალიან, ძალიან სჭირდებათ.
მისი დახვრეტა უნდათ. თქვენი ფიქრით, სენიორ გენერალ დე ვეგას დაიჭერენ თუ
ვერა?

– ღმერთმა ქნას, დაიჭირონ, – ვეუბნები, – ეს ღვთის სასჯელი იქნება იმის გამო, რომ
ჩემი რევოლუციური ნიჭი აყროლებული ჭაობის საჩიჩქნად გამოიყენა. მაგრამ ახლა,
ჩემო ძვირფასო, მე იმდენად აჯანყების საკითხი კი არ მაინტერესებს, რამდენადაც
კაბალიდან თავის დაღწევა. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი დიდი
და დამცირებული ქვეყნის კეთილმოწყობის დეპარტამენტში მაღალი
პასუხისმგებლობის სამუშაოზე უარი ვთქვა. მიმიყვანე შენი ნავით იმ გემთან და მე
შენ ხუთ დოლარს მოგცემ, სინკა პასე, სინკა პასე, – ვეუბნები. ვცდილობ, მის დონეზე
ველაპარაკო, რომ გაიგოს და ჩემი ლაპარაკი ტროპიკულ ჟარგონზე გადამყავს. – sinco
pesos, – იმეორებს ზანგი, – ხუთი დოლარს მაძლევ შენ?
94

ბოლოს გაირკვა, რომ სულაც არ იყო ცუდი ადამიანი. თავიდან, რა თქმა უნდა,
ყოყმანობდა. ამბობდა, ყველას, ვინც ამ ქვეყანას ტოვებს, პასპორტი და საბუთები უნდა
ჰქონდესო, მაგრამ შემდეგ ნიჩბები მოუსვა და თავისი ნავით გემისკენ წამიყვანა.

როცა გემამდე მივაღწიეთ, ის-ის იყო თენდებოდა. გემის ბორტზე კაცი სული არ
ჭაჭანებდა. წყალი ძალიან წყნარი იყო. ზანგმა ნავიდან გადმომსვა და მე ქვედა
გემბანზე ავფორთხდი, იქ, სადაც ადგილი იყო გამოჭრილი ხილის ჩასატვირთად.
ლუკი და ტრიუმი ღია დამხვდა. ქვემოთ ჩავიხედე და ბანანები დავინახე: ტრიუმი
ბოლომდე იყო სავსე. საკუთარ თავს ვუთხარი: «კლენსი, გირჩევნია, დაიმალო,
უბილეთოდ გაემგზავრო, ასე აჯობებს შენი უსაფრთხოებისათვის, რომ გემის
ხელმძღვანელობამ მუშების დაქირავების კანტორაში არ დაგაბრუნოს. თორემ, თუ
ფრთხილად არ იქნები, ისევ ტროპიკებში მოხვდები».

ჰოდა შემდეგ წყნარად ჩავხტი ბანანებში, მივწი-მოვწიე, ორმო გავაკეთე და შიგ


ჩავიმალე. ერთი საათის შემდეგ ძრავამ დაიგუგუნა, ხომალდი შეტორტმანდა და ღია
ზღვაში გავედით. ლუკები ღია იყო ვენტილაციისათვის. მალე ტრიუმში სინათლემ
მოიმატა და მე მივიხედ-მოვიხედე. შიმშილი ვიგრძენი და ვიფიქრე ვეგეტარიანული
წასახემსებლით ცოტა ხომ არ მოვმაგრდე-მეთქი. ამოვცოცდი ჩემი ბუნაგიდან და თავი
ამოვწიე. ვხედავ ჩემგან ათ ნაბიჯში ვიღაც კაცი მოხოხავს. ხელში ბანანი უჭირავს.
ბანანს ფცქვნის და პირში იჩურთავს. ჭუჭყიანი კაცია, შავი

სახით, საზიზღარი გამომეტყველება აქვს და ძალიან ნათრევ-ნაწვალები ჩანს.


პირდაპირ კარიკატურაა იუმორისტული ჟურნალიდან. დავაკვირდი, დავაკვირდი და
ჩემი გენერალი არ აღმოჩნდა! – დიდი რევოლუციონერი, ჯორით გაქცეული კაცი,
ნიჩბებით მომმარაგებელი, სახელგანთქმული გენერალი დე ვეგა. მე რომ დამინახა,
ბანანი ყელში გაეჩხირა, თვალები კი ქოქოსის კაკლისოდენა გაუხდა.

– სუუ, – ვეუბნები, – კრინტი არ დაძრა, თორემ აქედან გამოგვათრევენ და


გვაიძულებენ, ფეხით ვიაროთ. viv la liberti! – დავძინე და პირში ბანანი ჩავიტენე.
დარწმუნებული ვიყავი, გენერალი ვერ მიცნობდა. ტროპიკების ჯანმრთელობისთვის
მავნე პირობებში მუშაობამ ჩემს გარეგნობაზე გავლენა მოახდინა და ძალიან
შემცვალა. სახე ერთი დუიმი მოწითალო-ჩალისფერი ჯაგრით მქონდა დაფარული,
ტანზე კი ლურჯი შარვალი და წითელი პერანგი მეცვა.

– როგორ მოხვდით ამ გემზე, სენიორ, – ალაპარაკდა გენერალი, როგორც კი


მეტყველების უნარი დაუბრუნდა.

– უკანა კარიდან შემოვედი, – ვეუბნები, – ჩვენ მამაცურად ვიბრძოდით


თავისუფლებისათვის, – განვაგრძობდი, – მაგრამ რიცხოვნობით მტერს ძალიან
ჩამოვრჩებოდით. მოდი, შევეგუოთ ჩვენს მარცხს, როგორც მამაც ადამიანებს შეჰფერის
და კიდევ თითო ბანანი დავაყოლოთ.

– თქვენც თავისუფლებისთვის იბრძოდით, სენიორ? – მეკითხება გენერალი და


ბანანებს ცრემლებს აპკურებს.
95

– უკანასკნელ წუთამდე, – ვპასუხობ, – სწორედ მე გადავედი უკანასკნელ


შეტევაზე დაქირავებული ტირანის წინააღმდეგ. მაგრამ ამან მტერი გააცოფა და ჩვენც
რაღა უნდა გვექნა – უკან დავიხიეთ. სწორედ მე ვიყავი, გენერალო, ის, ვინც ჯორი
გიშოვათ, რომლითაც გაიქეცით. იმ მწიფე ბანანების აცმას ხომ ვერ მომაწოდებთ?
აქედან ვერ ვწვდები. ოჰ, დიდი მადლობა.

– აი, თურმე რა ყოფილა. მაშ, თქვენ ხართ ის მამაცი პატრიოტი? – ამბობს


გენერალი და კიდევ უფრო მეტად იღვრება ცრემლებად. – ah, Dios! – მე კი რით
გადაგიხდით თქვენი ერთგულებისა და თავდადებისათვის. ძლივს მოვახერხე თავის
გადარჩენა. Carramba! თქვენი ჯორი ნამდვილი სატანა აღმოჩნდა, სენიორ. ისე
მისროდა აქეთ-იქით, როგორც ქარიშხალი ისვრის გემს. კანი სულ დაკაწრული მაქვს
ქაცვებითა და ხეშეში ლიანებით. ათას კუნძს მიაწყდა ეს ჯოჯოხეთის ცხოველი და
ჩემს ფეხებს ბევრი ტკივილი მიაყენა. ღამით პორტ ბარიოსში ჩავედი, ის მთისხელა
ჯორი მოვიცილე და ზღვისკენ წავედი სასწრაფოდ. ნაპირზე ნავი ვნახე. ავხსენი და
გემისკენ გავემართე. გემზე არავინ ჩანდა. თოკით ავცოცდი, რომელიც ქვედა
გემბანიდან იყო ჩამოშვებული. ამოვედი და ბანანებში ჩავიმალე. გემის კაპიტანს რომ
დავენახე, უკან, გვატემალაში მომისროდა. ეს ძალიან ცუდი იქნებოდა. გვატემალა
გენერალ დე ვეგას

დახვრეტდა და ამიტომ დავიმალე. ვზივარ და გატრუნული ვარ. ცხოვრება


თავისთავად დიდებული რამეა. თავისუფლებაც კარგია, არავინ დავობს, მაგრამ
სიცოცხლე უკეთესია.

ახალ ორლეანამდე გემი, როგორც ვთქვი, სამ დღეს მიდიოდა. ამასობაში მე და


გენერალი ძალიან დავძმაკაცდით. იმდენი ბანანი შევჭამეთ, მის დანახვაზე გული
გვერეოდა და ყელიც გვატკინა. მაგრამ რას ვიზამდით – ჩვენი მენიუ მხოლოდ
ბანანისგან შედგებოდა. ღამით ფრთხილად გამოვხოხდებოდი ხოლმე ქვედა გემბანზე
და ერთ ვედრო სასმელ წყალს ვშოულობდი.

ეს გენერალი დე ვეგა იყო კაცი, რომელიც სიტყვებითა და ფრაზებით იყორავდა


მუცელს. თავისი ლაპარაკით მგზავრობას კიდევ უფრო მოსაწყენს ხდიდა. ეგონა,
რევოლუციონერი ვიყავი და ვეკუთვნოდი მის პარტიას, რომელშიც, როგორც თვითონ
ამბობდა, ბევრი უცხოელი იყო – ამერიკიდანაც და მსოფლიოს სხვა კუთხეებიდანაც.
ერთი ცბიერი, მკვეხარა და მხდალი კაცი იყო, თუმცა საკუთარი თავი გმირად
მიაჩნდა. როცა თავისი ჯარის განადგურებაზე ლაპარაკობდა, მხოლოდ საკუთარი
თავი ეცოდებოდა. ამ შარდის ბუშტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს სხვა იდიოტებზე,
რომლებიც დახვრიტეს ან სხვანაირი სიკვდილი ერგოთ წილად მის მიერ მოწყობილი
რევოლუციისათვის.

მეორე დღეს ისე გამედიდურდა და გაყოყოჩდა, გეგონება, ერთი გაუბედურებული


გაქცეული კაცი არ ყოფილიყოს, რომელიც ჯორის და მოპარული ბანანების
წყალობით გადარჩა. რკინიგზის დიადი მშენებლობის ამბავსაც მომიყვა, რომლის
დასრულებასაც აპირებდა და მაშინვე მითხრა ერთი სასაცილო ამბავიც ვიღაც
96

გულუბრყვილო ირლანდიელის შესახებ, რომელიც თურმე ისე გააბრიყვა, რომ მან


მაშინვე დატოვა ახალი ორლეანი და წავიდა ჭაობში, მის პატარა მორგში, ლიანდაგის
გაყვანაზე წერაქვით სამუშაოდ. მტკივნეული მოსასმენი იყო ჩემთვის, როცა ეს
ჭუჭყიანი გენერალი ყვებოდა, როგორ ამასხარავებდა წინდაუხედავ, სულელ ჩიტს –
კლენსის. დიდხანს და გულიანად იცინოდა. სიცილისგან კანკალი დააწყებინა ამ
შავსახიან მეამბოხესა და მაწანწალას, ყელამდე ბანანებში ჩაფლულს, უსამშობლო და
უმეგობრო ადამიანს.

– აჰ, სენიორ, ცრემლებად იღვრებოდა ის, – თქვენ თვითონაც ფერდები


ჩაგივარდებოდათ სიცილისაგან ამ კომიკურ ირლანდიელზე. ვეუბნები, გვატემალას
ძლიერი, ზორბა კაცები სჭირდება-მეთქი, ის კი მპასუხობს, მე ძალებს არ დავიშურებ
თქვენი ჩაგრული ქვეყნისთვისო. ჰოდა, ვეუბნები, ნუ დაიშურებთ-მეთქი. ო, რა
სასაცილო ირლანდიელი იყო! ნავსადგურზე ერთი თავახდილი ყუთი ნახა,
რომელშიც რამდენიმე შაშხანა იდო გუშაგებისათვის. ეგონა, ყველა ყუთში
შაშხანებიაო, არადა, დანარჩენები წერაქვებით და ნიჩბებით იყო სავსე. იმ
ირლანდიელის სახე უნდა გენახათ, სენიორ, როცა სამუშაოდ გაგზავნეს.

და ასე, ეს მუშების დამქირავებელი კანტორის ყოფილი ბოსი ისედაც მოსაწყენ გზას


კიდევ უფრო მოსაწყენს ხდიდა, თავისი ვითომცდა ხუმრობებით და ანეკდოტებით.

შუალედებში კი კვლავ ცრემლებით რწყავდა ბანანებს, გულისმომკვლელი


მწუხარებით ლაპარაკობდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხებასა და
დაწყევლილ ჯორზე.

სასიამოვნო მოსასმენი იყო ახალ ორლეანში გემის ბორტის პირსზე მიჯახების ხმა.
მალე ასობით შიშველი ფეხის ტყაპატყუპი გავიგონეთ და ხილის გადამტვირთავი
იტალიელები ტრიუმში შემოცვივდნენ. მე და გენერალმა თავი ისე მოვაჩვენეთ,
თითქოს ჩვენც მტვირთავები ვიყავით. კონვეიერი გააკეთეს, ჩვენც ჯაჭვში ჩავდექით
და დაახლოებით ერთ საათს ვიმუშავეთ გემიდან ხილის გადმოზიდვაზე, შემდეგ კი
შეუმჩნევლად გავიპარეთ და ნავსადგურში გადავედით.

ყველასთვის უცნობ კლენსის წილად ხვდა პატივი საზღვარგარეთის უდიდესი


ქვეყნის წარმომადგენლის სამსახურში ჩამდგარიყო. უპირველესად მისთვის და
ჩემთვის ბევრი სასმელ-საჭმელი შევიძინე, რომელშიც ერთი ბანანიც არ იყო.
გენერალი ჩემ გვერდით დააბიჯებდა და ყველაფერი ჩემთვის ჰქონდა მონდობილი.
ლაფაიეტ-სკვერში წავიყვანე და პატარა პარკში სკამზე დავსვი. კიდევ უფრო ადრე
სიგარეტი ვუყიდე და ის კომფორტულად გაიშხლართა სკამზე ჩასუქებულ,
თვითკმაყოფილ მაწანწალასავით. შორიდან შევხედე და უნდა ვთქვა, რომ

მომეწონა, რაც დავინახე: მუქი კანი ჰქონდა და სულითაც შავი იყო, ახლა კი ამ
ყველაფერს ჭუჭყი და მტვერიც ემატებოდა. ჯორის წყალობით ტანსაცმელი
სულმთლად ძონძებად ჰქცეოდა. დიახაც, ჯეიმზ კლენსს გენერლის ასეთ
მდგომარეობაში ყოფნა სიამოვნებდა!
97

დელიკატურად ვეკითხები, გვატემალიდან შემთხვევით ვინმეს ფული ხომ არ


ჩამოგიტანია-მეთქი. ხვნეშის და არც ერთი ცენტიო, მეუბნება. ძალიან კარგი. იმედი
აქვს, რომ მეგობრები ტროპიკებიდან მოგვიანებით რაღაც თანხას გამოუგზავნიან.
მოკლედ, თუ ვინმე იყო ამქვეყნად ღარიბ-ღატაკი, ყოველგვარ სარჩო-საბადებელს
მოკლებული, ეს გენერალი დე ვეგა გახლდათ.

ვუთხარი, აქედან ფეხი არ მოიცვალო-მეთქი და გზაჯვარედინისკენ წავედი, სადაც


ჩემი ნაცნობი პოლიციელი ო’ჰარა იდგა. ხუთი წუთი დამჭირდა ლოდინი და ვხედავ,
ო’ჰარა მოდის, დიდი, ლამაზი კაცი, წითელსახიანი, ღილები უბრწყინავს. მოდის და
ხელკეტს იქნევს. ოჰ, ნეტა გვატემალა ო’ ჰარას პოლიციის უბანში ყოფილიყო. კვირაში
ერთი-ორჯერ იქაურ რევოლუციებს სულ ხელკეტებით ჩაახშობდა – ისე, მხოლოდ
გასართობად, თამაშ-თამაშით. მივედი მასთან და ყოველგვარი შესავლის გარეშე,
პირდაპირ ვკითხე:

– მუხლი 5046 ისევ ძალაშია, დენი?

– ძალაშია, დღითა და ღამით, – მპასუხობს ო’ ჰარა და ეჭვით მიყურებს, – შენზე ხომ არ


ვრცელდება?

5046 ცნობილი მუხლი იყო და იმ პირის დაკავებას ითვალისწინებდა, ვისაც


დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და პოლიციას უმალავდა.

– რაო, ჯიმი კლენსი ვერ იცანი? – ვეუბნები, – ო, შე წითელლაყუჩებიანო ურჩხულო!

როცა ო’ჰარამ ამომიცნო, რომელიღაც სადარბაზოში შევიყვანე, ყველაფერი ვუამბე და


ვუთხარი, რაც მინდოდა და რატომაც მინდოდა.

– შესანიშნავია, ჯიმი, – მითხრა ო’ჰარამ, – ახლა უკან დაბრუნდი, შენს ადგილზე


დაჯექი და მე ათ წუთში მოვალ.

აი, მიდის ო’ჰარა ლაფაიეტ-სკვერში და ხედავს: ორი მაწანწალა თავისი შესახედაობით


შეურაცხყოფს ადგილს, სადაც სხედან. კიდევ ათი წუთის შემდეგ ჯიმი კლენსი და
რესპუბლიკის გუშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი გენერალი დე ვეგა
პოლიციის შენობაში არიან. გენერალი შეშინებულია, თავის ორდენებსა და ჩინებზე
ლაპარაკობს და მოწმედ მე მოვყავარ.

– ეს კაცი, – ვამბობ, – რკინიგზის აგენტი იყო, მაგრამ იქიდან გამოაგდეს. მან


თანამდებობა დაკარგა, ახლა კი უბრალოდ შეშლილია.

– Carrambos! – ამბობს გენერალი და ზელტერის სიფონივით შიშინებს, – თქვენ ხომ


ჩემი ჯარის რიგებში იბრძოდით, სენიორ. რატომ ამბობთ ტყუილს? თქვენ უნდა
თქვათ, რომ მე გენერალი დე ვეგა გახლავართ, ჯარისკაცო Caballero!

– რკინიგზის აგენტი! – ვიმეორებ ისევ, – ერთი ცენტიც არ უჭყავის. სამ დღეს


მოპარული ბანანებით იკვებებოდა. აბა, ერთი კარგად შეხედეთ და თვითონ
დარწმუნდებით.
98

– ოცდახუთი დოლარი ჯარიმა ან სამოცი დღე პატიმრობა – ასე მიუსაჯეს გენერალს


პოლიციის უბანში. და რადგან ფული არ ჰქონდა, ჩაჯდომა მოუწია. მე კი
გამომიშვეს!
ვიცოდი, რომ არ დამიჭერდნენ. მე ხომ ფული მქონდა და ვაჩვენე. თან ო’ჰარამაც
ჩასჩურჩულა ჩემზე ორიოდ სიტყვა. დიახ, დიახ, სამოცი დღით ჩაჯდა, სწორედ
იმდენით, რამდენიც მე ვუბაყუნე წერაქვი კამ... გვატემალის დიად რესპუბლიკაში.

კლენსი გაჩუმდა. ვარსკვლავების კაშკაშა შუქზე ჩანდა, რომ წარსულისადმი


მიმართულ მის მზერაში სიამოვნება და კმაყოფილება იგრძნობოდა. კოუ სკამის
საზურგეზე გადაწვა და თავის მეგობარს თითქმის შიშველ ზურგზე ხელი
მოუთათუნა.

– ერთი მოუყევი ამათ, შე ეშმაკისფეხო, – მითხრა ხითხითით, – როგორ გაუსწორე


ანგარიში გენერალს მიწათმოქმედების მაქინაციებთან დაკავშირებით.

– რადგანაც გენერალს ფული არ ჰქონდა, – ენთუზიაზმით განაგრძო კლენსიმ, –


იმისათვის, რომ მისგან ჯარიმა ამოეღოთ, პოლიციამ აიძულა, სხვა პატიმრებთან
ერთად ურსულინეს ქუჩის გაწმენდაზე ემუშავა. კუთხესთან სალონი იყო,
ელექტროვენტილატორებით კარგად აღჭურვილი და ბევრი ცივი სასმელით. ეს
სალონი ჩემს მთავარ სამყოფ ადგილად ვაქციე და იქიდან თხუთმეტ წუთში
ერთხელ გამოვრბოდი ქუჩაში, რომ ის პატარა კაცი დამენახა, როგორ
ფლიბუსტიერობდა ფოცხით და ნიჩბით. საშინელი სიცხე იყო. ახლანდელზე
ნაკლები არ იქნებოდა.

– ეი, მესიე, – დავუყვირებდი ხოლმე და ის გამომხედავდა, შავი, ბოროტი. პერანგზე


სველი ლაქები აჩნდა.

– ნაპატივები, ჯანმრთელი ადამიანები, – ვეუბნებოდი გენერალ ვეგას, – ძალიან


სჭირდება ახალ ორლეანს. დიადი საქმეებია საკეთებელი. Caramba! გაუმარჯოს
ირლანდიას!

XI. ღირსების კოდექსის ნარჩენები


კორალიოში თერთმეტ საათამდე არ საუზმობენ, ამიტომ ბაზარში გვიან მიდიან.
დახურული ბაზრის ხის პატარა შენობა მოკლედ გაკრეჭილ ბალახში დგას პურის ხის
ღია მწვანე ფოთლებქვეშ.

ერთხელ, დილით, ჩვეულ დროს ბაზარში ვაჭრები მივიდნენ და თავიანთი საქონელი


მიიტანეს. ბაზრის შენობას ყოველი მხრიდან ექვსი ფუტი სიგანის გალერეა ერტყა
გარს, რომელსაც შუადღის პაპანაქებისგან კედლებს შორს გადაცილებული ჩალის
სახურავი იცავდა. ჩვეულებრივ, ვაჭრები ამ გალერეაში აწყობდნენ გასაყიდ საქონელს:
ახალდაკლული საქონლის ხორცს, თევზს, კიბორჩხალებს, ხილს, კასავას, კვერცხს,
99

ტკბილეულობას და დიდ მოთახთახემკერდიან სიმინდის ღვეზლებს, რომელთაგან


თითოეული ესპანელი გრანდის სომბრეროსავით განიერი იყო.

მაგრამ იმ დილით ვაჭრებმა, რომელთაც მოედანზე ადგილი ზღვის მხარეს ეჭირათ,


საქონელი დახლებზე არ დააწყვეს. ისინი შექუჩდნენ, ხელებს იქნევდნენ და წყნარად
დუდუნებდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ იქ, გალერეაზე ჩაძინებული – სრულიად
ულამაზო – ბლაიტ-ბელზებელი გაშოტილიყო. ქოქოსის დაფლეთილ საფენზე ესვენა
და ახლა უფრო მეტად, ვიდრე

ოდესმე, ჰგავდა დაცემულ ანგელოზს. მისი უხეში ტილოს კოსტიუმი, მთლად


მოთხვრილი და ნაკერებში გარღვეული, ათასობით ნაკეცით იყო დაფარული და ისე
არ შეეფერებოდა, თითქოს ეს ბელზებელი ადამიანი კი არა, ფიტული ყოფილიყოს,
რომელსაც ტანსაცმელი გასართობად ჩამოაცვეს, შემდეგ კი, როცა სიცილით გული
იჯერეს, მიატოვესო. მაგრამ ცხვირის ძგიდეზე უკაშკაშებდა მყარად დაკოსებული
ოქროსჩარჩოიანი პენსნე – ერთადერთი შემორჩენილი ნიშანი მისი წარსული
დიდებისა.

მზის სხივებმა, ზღვის ტალღებიდან ცახცახით რომ ირეკლებოდა და ბელზებელს


სახეზე დასთამაშებდა, და კიდევ, ბაზარში მოვაჭრეების ხმებმა ის გამოაღვიძეს.
წამოიწია და თვალების ხამხამით ბაზრის კედელს მიეყრდნო. ჯიბიდან გულისამრევი
აბრეშუმის ცხვირსახოცი ამოიღო და პენსნე გულდასმით გაწმინდა და გააპრიალა.
თანდათან გააცნობიერა, რომ მის საწოლთან უცხო ხალხი იდგა და თავაზიანი
ყავისფერი და ყვითელი ადამიანები რატომღაც სწორედ მას სთხოვდნენ, რომ ადგილი
გაეთავისუფლებინა, რათა გასაყიდი საქონლის დაწყობა შესძლებოდათ.

– თუ სენიორი ძალიან არ შეწუხდება... ათასი ბოდიში შეწუხებისათვის... მაგრამ მალე


მყიდველები მოვლენ... სურსათ-სანოვაგისათვის... ძალიან ვნანობთ, რომ თქვენი
შეწუხება მოგვიხდა, სენიორ.

ასეთი სიტყვებით შეატყობინეს მას, რომ ადგილი უნდა გაეთავისუფლებინა და


ვაჭრობის ბორბლის ტრიალი არ შეეფერხებინა.

ბლაიტმა მოედანი ისეთი სახით დატოვა, თითქოს პრინცი იყო და შესანიშნავი


ბალდახინით მორთულ სარეცელს ტოვებდა. მას ყოველთვის ასეთი გამომეტყველება
ჰქონდა, მაშინაც კი, როცა ღრმა კრიზისს განიცდიდა. ყველასთვის ნათელია, რომ
ზნეობის კურსი არისტოკრატიული განათლების პროგრამაში აუცილებელი საგანი არ
არის.

დაჭმუჭნილი კოსტიუმი დაიფერთხა და ნელა გაუყვა კალიო გრანდეს ცხელ ქვიშას.


სად მიდიოდა, თვითონაც არ იცოდა. ქალაქი ზანტად იყო ჩაფლული თავის
ყოველდღიურ საქმიანობაში. ბალახებში ოქროსფერკანიანი ჩვილები
კოტრიალებდნენ. ზღვის სიომ მადა გაუღვიძა, მაგრამ მადის დაკმაყოფილების
საშუალების გამონახვაში დახმარება არ გაუწევია. როგორც ყოველთვის, დილაობით
კორალიო ტროპიკული ყვავილების, იქვე, ქუჩაში გამომცხვარი პურისა და თიხის
100

ღუმლებიდან გამომავალი კვამლის მძიმე სუნით იყო გაჟღენთილი. იმ მხარეს, სადაც


კვამლი არ ეფარებოდა, მთები ჩანდა და ისე გეგონებოდა, ბროლის ჰაერმა რწმენის
ძალით თითქმის მთლად ზღვამდე მირეკაო – ისე ახლოს, რომ ტყით დაფარულ
ფერდობებზე კლდოვანი ველობების დათვლა შეიძლებოდა. ფეხმარდი კარაიბები
ნაპირზე მიიჩქაროდნენ თავიანთი ყოველდღიური საქმისათვის. ბუჩქებს შორის,
ბილიკებზე,

ცხენები ნელა, ერთმანეთის მიყოლებით ჩამოდიოდნენ ბანანების პლანტაციებიდან


ზღვისაკენ. მხოლოდ მათი მოკანტურე თავები და ზანტად მიმავალი ფეხები ჩანდა.
ყველაფერ დანარჩენს ფარავდა მომწვანო-ოქროსფერი ნაყოფების უზარმაზარი
ასხმულები, რომლებიც ზურგზე აქეთ-იქით ჰქონდათ გადმოშვებული.
ზღურბლებთან ქალები ისხდნენ, გრძელ, შავ თმებს ივარცხნიდნენ და ვიწრო ქუჩის
გადაღმა მყოფებს ეხმიანებოდნენ. კორალიოში სიმშვიდე იყო გამეფებული –
მოსაწყენი, სიცხით გათანგული, მაგრამ მაინც სიმშვიდე.

ამ ნათელ, კაშკაშა დილით, როცა ბუნება თითქოს ცისკრის ოქროს თეფშით გიწვდიდა
ლოტოსს, ბლაიტ-ბელზებელი ფსკერამდე დაეშვა. უფრო დაბლა დაშვება უკვე
შეუძლებელი იყო. ბაზარში ღამის გათევამ მას საბოლოოდ მოსჭრა თავი. სანამ თავზე
ჭერი ჰქონდა, ჯერ კიდევ რჩებოდა რაღაც, რაც ჯენტლმენს ჯუნგლების მხეცებისა და
ციური ფრინველებისგან განასხვავებს. ახლა კი ის უბადრუკი ხამანწკაა, რომელიც
სამხრეთის ზღვის ქვიშიანი ნაპირით შესაჭმელად მიჰყავს ცბიერ ლომვეშაპს –
შემთხვევას და შეუბრალებელ დურგალს – ბედისწერას.

ბლაიტისთვის ფული უკვე დიდი ხანია ლეგენდად ქცეულიყო. მან მეგობრებისგან


ყველაფერი ამოქაჩა, რაც მათი კეთილგანწყობის წყალობით შეიძლებოდა მიეღო.
შემდეგ ყველაფერი გამოწურა მათგან, უკანასკნელ წვეთამდე, რაც მათ
სულგრძელობას შეეძლო მიეცა მისთვის და

ბოლოს, აარონის მსგავსად, მათი გაქვავებული გულებიდან, როგორც ქვიდან,


დამამცირებელი გასაკითხის უბადრუკი ნარჩენებიც შეისრუტა.

თავისი კრედიტი უკანასკნელ რეალამდე ჰქონდა გახარჯული. სინდისდაკარგული


პარაზიტისთვის დამახასიათებელი ურცხვობით ზუსტად იცოდა კორალიოში ყველა
ის ადგილი, სადაც ერთი ჭიქა რომის, ულუფა საჭმლის თუ ვერცხლის მონეტის შოვნა
შეიძლებოდა. ახლა ის სიკეთეების ამ წყაროებს გონებაში ალაგებდა და არჩევდა და
მათზე ისე გულმოდგინედ და დაძაბულად ფიქრობდა, როგორც მხოლოდ შიმშილი
და წყურვილი აიძულებს ადამიანს. მისი დიდი ოპტიმიზმიც კი ერთ მარცვალსაც ვერ
პოულობდა საიმედოს თავისი ცხოვრებისეული გეგმების ბზეში. თამაში
დასრულებულია. ქუჩაში გატარებულმა ღამემ მთლად ბოლო მოუღო. აქამდე შეეძლო
ეთხოვა, ფული მასესხეთო, ახლა კი მათხოვრობაღა დარჩენოდა. ყველაზე
თავხედური სოფისტიკაც კი უძლური იქნებოდა «სესხად» მოენათლა მონეტა,
რომელსაც ვიღაც დაუდევრად გადაუგდებდა მაწანწალას, რომელიც ღამეს შიშველ
ფიცრებზე ათევდა.
101

მაგრამ ამ დილით ის, როგორც უკანასკნელი ღარიბ-ღატაკი, მადლიერების გრძნობით


მიიღებდა ნებისმიერ ნაწყალობებ მონეტას, რადგან ახლა საშინლად უჭერდა ყელში
წყურვილის დემონი – ლოთისთვის ჩვეული დილის წყურვილის დემონი, რომელიც
დარწყულებას ითხოვს ცეცხლოვან გეენიაში მიმავალ ყველა სადგურზე.

ბლაიტი ნელა მიდიოდა ქუჩაში და დადარაჯებული იყო რაღაც სასწაულს, რომელიც


მას თავის უდაბნოში ციურ მანანას გამოუგზავნიდა. როცა მადამ ვასკესის ცნობილ
დუქანს ჩაუარა, დაინახა, როგორ ისხდნენ მისი მუდმივი სტუმრები მაგიდის გარშემო
და ახალგამომცხვარ პურს, ავოკადოს, ანანასებს და საოცარ ყავას მიირთმევდნენ,
რომლის არომატი მის განსაკუთრებულ ღირსებებზე მეტყველებდა. მაგიდას მადამა
ემსახურებოდა, რომელიც წამიერად ფანჯრისკენ შებრუნდა, ქუჩას მოკრძალებული,
უაზრო, მელანქოლიური მზერა მოავლო და როცა ბლაიტი დაინახა, გამომეტყველება
კიდევ უფრო დარცხვენილი და მორიდებული გაუხდა. ბელზებელს მისი ვალი
ჰქონდა – ოცი პესო. კაცმა თავი ისე დაუკრა, როგორც ოდესღაც ნაკლებად
მოკრძალებულ ქალბატონებს ესალმებოდა, რომლებისაც არაფერი არ ემართა და გზა
განაგრძო.

ვაჭრები და მათი კლერკები მაღაზიების ხის მასიურ კარებს აღებდნენ. მზერა


თავაზიანი, მაგრამ ცივი უხდებოდათ, როცა დაინახავდნენ ბლაიტს, ქუჩაში ამაყად
მიმავალს, სიარულის ელეგანტური მანერა თუმცა მცირედ, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ
რომ შემორჩენოდა – ყოველი მათგანი ხომ, უგამონაკლისოდ, მისი კრედიტორი იყო.

მოედანზე, შადრევანთან სველი ცხვირსახოცით თითქოს თავი მოიწესრიგა. ქუჩაში


ხალხი დამწკრივებულად მიდიოდა. ესენი პატიმრების მეგობრები იყვნენ და
მათთვის საუზმე

მიჰქონდათ. საჭმელმა ბლაიტს სურვილი ვერ აღუძრა. მას საკვები კი არა, დასალევი
სჭირდებოდა, ან მონეტა მის შესაძენად.

გზად არაერთი ადამიანი შემოეყარა, რომლებიც ოდესღაც მასთან მეგობრობდნენ,


მაგრამ მათი მოთმინება ამოწურული იყო და მისი დახმარების არავითარი სურვილი
არ ჰქონდათ. უილარდ ჯედიმ და პაულამ გვერდით ჩაუქროლეს ცხენებით –
ინდიელების ძველ გზაზე სეირნობის შემდეგ ბრუნდებოდნენ უკან – და თავი ცივად
დაუკრეს. მეორე კუთხეში კოუ შეხვდა, რომელიც მხიარული სტვენით მიდიოდა და
თითქოს პრიზი უჭირავსო, ახალი კვერცხები ისე მიჰქონდა – კლენსისთან ერთად
უნდა ესაუზმა. ბედნიერების მხიარული მაძიებელი ბლაიტის ერთ-ერთი მსხვერპლი
გახლდათ: ყველაზე ხშირად იყოფდა ხელს ჯიბეში იმისთვის, რომ ბელზებელს
დახმარებოდა. მაგრამ ამჯერად მანაც კი ბარიკადები აიგო გარშემო შესაძლო
შემოტევის მოსაგერიებლად. მისმა სასხვათაშორისო თავის დაკვრამ და ნაცრისფერ,
დიდ თვალებში ავის მომასწავებელი სხივის გაელვებამ ბელზებელი აიძულეს, ნაბიჯი
აეჩქარებინა, თუმცა სულ რაღაც ერთი წუთით ადრე განზრახული ჰქონდა, მისთვის
ეთხოვა, «მასესხეო».
102

ამის შემდეგ ბედუკუღმართმა გარიყულმა სამი ლუდხანა მოიარა ერთიმეორის


მიყოლებით. ყოველ მათგანში მისი ფული, კრედიტი და თავაზიანი მიღების ლიმიტი
ამოწურული გახლდათ, მაგრამ დღეს ბლაიტი მზად იყო, თუნდაც ყველაზე მძვინვარე
მტერს ჩავარდნოდა

ფეხებში ერთი ყლუპი aguardiente-სათვის. ორ პულპერიაში მის თავხედურ თხოვნას


ისეთი თავაზიანი უარით უპასუხეს, რომ ერჩია, შეურაცხყოფა მიეყენებინათ. მესამე
დაწესებულებაში კი ამერიკული მეთოდები გადაეღოთ: ქეჩოში ჩაავლეს ხელი და
ისეთი პანღური ამოჰკრეს, ქუჩაში გამოვარდა და მუხლებზე დაეცა.

ფიზიკურმა შეურაცხყოფამ ის სრულიად მოულოდნელად შეცვალა. როცა ფეხზე


წამოდგა და გზა განაგრძო, მთელი მისი გარეგნობა სრულ და აბსოლუტურ სიმშვიდეს
გამოხატავდა. ის ყალბი და შემრიგებლური ღიმილი, რომელიც თითქოს
შესისხლხორცებული ჰქონდა, შეუპოვარი და ავის მომასწავებელი გამომეტყველებით
შეეცვალა. აქამდე ბელზებელი უღირსობის ზღვაში ფართხალებდა და თოკს იყო
ჩაჭიდებული, წესიერ საზოგადოებასთან რომ აკავშირებდა, რომელმაც ის ბორტს
მიღმა ისროლა. და, აი, უცებ იგრძნო, რომ ეს თოკი მოულოდნელად ხელიდან
გამოგლიჯეს და მასში სულის იმ ნეტარმა სიმშვიდემ დაისადგურა, რომელიც
ეუფლება ყველა მოცურავეს, როცა ტალღებთან ბრძოლაში დაღლილი იგრძნობს, რომ
ერთადერთიღა დარჩენია – დახრჩობა.

ბლაიტი უახლოეს კუთხესთან მივიდა, კოსტიუმიდან ქვიშა ჩამოიფერთხა და პენსნეს


მინა გაწმინდა.

– მეტი აღარაფერი დამრჩენია, მე ეს უნდა გავაკეთო, – უთხრა საკუთარ თავს


ხმამაღლა, – ერთი ბოთლი რომი რომ მქონდეს, ცოტას კიდევ დავიცდიდი, მაგრამ
ბელზებელისთვის – როგორც მე ისინი მეძახიან – რომი უკვე აღარსად არის.
ტარტაროსის მწველ ცეცხლს ვფიცავ... თუ მე თვით სატანას მარჯვენა გვერდით
მსვამენ, ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ამ მეფური ფუფუნებისათვის. ჰოდა, თქვენ
მოგიწევთ გადახდა, მისტერ ფრენკ გუდვინ. ვიცი, რომ კარგი ტიპი ხართ, მაგრამ
ყველაფერს საზღვარი აქვს. ხომ არ შეიძლება, ბოლოს და ბოლოს ჯენტლმენს ქუჩაში,
თხრილში აგდებდნენ. «შანტაჟი», რა თქმა უნდა, კარგი სიტყვა არ არის, მაგრამ
სწორედ ისაა უახლოესი სადგური გზაზე, რომელსაც ახლა ვადგავარ.

ბლაიტი შემართული ნაბიჯით, სწრაფად მიდიოდა ქალაქის ქუჩებში – ზღვიდან


ყველაზე დაშორებულ გარეუბნებში. უზრუნველი ზანგების ჭუჭყიან კვარტალებს და
უღარიბესი მეტისების თვალწარმტაც ქოხმახებს ჩაუარა. გზად მიმავალი დროდადრო
ჩრდილიანი ახოს ზოლს მიღმა ხედავდა ბორცვზე მდგარ ფრენკ გუდვინის სახლს.
როცა ჭაობში ხიდზე გადადიოდა, მოხუცი ინდიელი გალვესი დაინახა. ის ფხეკდა ხის
მორს, რომელზეც პრეზიდენტ მირაფლორესის სახელი იყო ამოშანთული. ჭაობს
იქით, მთის ფერდობზე, გუდვინის სამფლობელო იწყებოდა. ბალახით დაფარული
გზა ბანანების პატარა ტყის პირიდან სახლისკენ მიემართებოდა. სხვადასხვა სახის
103

ტროპიკული ხეები უხვად ფენდნენ ჩრდილს გარშემო. ბლაიტი ამ გზას დაადგა.


ფართო ნაბიჯებით, მტკიცე გადაწყვეტილებით მიდიოდა.

გუდვინი იმ გალერეაში იჯდა, სადაც ყველაზე უფრო გრილოდა და თავის მდივანს,


ადგილობრივ მცხოვრებს, ავადმყოფურად ყვითელსახიან, საზრიან ბიჭს წერილს
კარნახობდა. სახლში, ამერიკული წესის მიხედვით, ადრე საუზმობდნენ. უკვე
ნახევარი საათი იყო გასული მას შემდეგ, რაც გუდვინი მაგიდიდან ადგა. გარიყული
საფეხურებთან მივიდა და ხელი გააქნია.
– დილა მშვიდობისა, ბლაიტ, – უთხრა გუდვინმა, – შემოდით და დაბრძანდით. რით
შემიძლია, დაგეხმაროთ?

– მინდა ერთი-ერთზე დაგელაპარაკოთ.

გუდვინმა მდივანს ანიშნა. ის ბაღში გავიდა, მანგოს ხის ქვეშ გაჩერდა და სიგარეტი
გააბოლა. ბლაიტი გათავისუფლებულ სკამზე ჩამოჯდა.

– ფული მჭირდება, – უთხრა მან პირქუში სახით.

– ვწუხვარ, – უპასუხა გუდვინმა, – მაგრამ მე თქვენ ფულს არ მოგცემთ. აიღებთ და


გონების

დაკარგვამდე დათვრებით. თქვენმა მეგობრებმა, იმისათვის, რომ ფეხზე


დაეყენებინეთ, ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ მათი დახმარება უარესი
აღმოჩნდა თქვენთვის. თავი გაინადგურეთ ამდენი სმით. რა აზრი აქვს თქვენთვის
ფულის მოცემას? რომ ისევ ლოთობა გააგრძელოთ?

– ჩემო კეთილო, – უთხრა ბლაიტმა და სკამიანად უკან მიიწია, – დავანებოთ თავი


პოლიტიკურ ეკონომიას. მე სხვა რამეზე გესაუბრებით. მე თქვენ მომწონხართ,
გუდვინ, მაგრამ ახლა მოვედი, რომ ნეკნებს შორის დანა ჩაგცეთ. დღეს მე ესპადას
ბარიდან გამომაგდეს და მსურს, რომ საზოგადოებამ ზღოს შეურაცხყოფის გამო,
რომელიც მან მომაყენა.

– მაგრამ მე ხომ არ გამიგდიხართ?

– სულერთია, თქვენ საზოგადოების წარმომადგენელი ხართ და ერთგვარად ჩემი


უკანასკნელი იმედიც. რას იზამ. მე თვითონაც არ მომწონს ეს ამბავი, მაგრამ სხვა გზა
არა მაქვს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შევეცადე ამის გაკეთებას, როცა აქ ლოსადას
მდივანი იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ ვერ შევძელი. მაშინ ვერ შევძელი, ახლა კი
შემიძლია. ახლა სხვა დროა. ათასი დოლარი მჭირდება, გუდვინ, და დაუყონებლივ
მოგიწევთ ამ თანხის მოცემა.

– სულ რაღაც ერთი კვირის წინ ერთ ვერცხლის დოლარიანზე მეტს არ ითხოვდით, –
უთხრა გუდვინმა ღიმილით.

– რაც იმას ამტკიცებს, – თქვა თავხედური ტონით ბლაიტმა, რომ უკიდურესი


გაჭირვების დროსაც კი კეთილშობილებას ვინარჩუნებდი. დამეთანხმებით, რაღაც
104

უბადრუკი მექსიკური დოლარი ცოდვის ჩამოსარეცხად საკმარისი თანხა არ


გახლავთ. მოდი საქმიანად ვილაპარაკოთ. მე სპექტაკლის მესამე მოქმედების
არამზადა ვარ და სრულ, თუმცა კი დროებით, ტრიუმფს ვიმსახურებ. დავინახე,
როგორ ჩაავლეთ ხელი განსვენებული პრეზიდენტის ფულით სავსე საკვოიაჟს. ო, რა
თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს შანტაჟია, მაგრამ სამაგიეროდ ბევრს არ ვითხოვ. ვიცი, რომ
იაფფასიანი არამზადა ვარ, მელოდრამებში რომ გვხვდება, ისეთი, მაგრამ რადგანაც
განსაკუთრებულ მეგობრად გთვლით, არ მინდა, ბოლომდე გაგყვლიფოთ.

– უფრო კონკრეტულად ხომ ვერ მეტყოდით, რას გულისხმობთ? – ჰკითხა გუდვინმა.


რაღაც ქაღალდებს წყნარად არჩევდა.

– სიამოვნებით, – მიუგო ბლაიტმა, – მომწონს საქმისადმი თქვენი მიდგომა. ვერ ვიტან


თეატრალურობას და წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ჩემს ნაამბობში არც
ფეიერვერკები იქნება, არც ბენგალიური ცეცხლი და არც საქსოფონის ფიურიტური.

იმ დილით, როცა მისი დევნილი უდიდებულესობა ქალაქში ჩამოვიდა, ძალიან


მთვრალი ვიყავი. მომიტევეთ, რომ ამ ფაქტს ასეთი სიამაყით აღვნიშნავ, მაგრამ ასეთი
ნეტარი მდგომარეობის მიღწევას არცთუ მაინცდამაინც ხშირად ვახერხებ. ვიღაცას
მადამ ორტისის სასტუმროს ეზოში, ფორთოხლის ხეებქვეშ, სკამი დაედგა. ღობეზე
გადავძვერი, დავწექი და ჩამეძინა. ჩამოვარდნილმა ფორთოხალმა გამაღვიძა,
რომელიც ზედ ცხვირზე დამეცა. ძალიან გავბრაზდი და წყევლა დავუწყე ისააკ
ნიუტონს – თუ ვინც იყო, მიზიდულობის კანონი რომ აღმოაჩინა – რომ თავისი
თეორია ვაშლებით არ შემოფარგლა.

ჰოდა შემდეგ მისტერ მირაფლორესი და მისი შეყვარებული ჩამოვიდნენ ფულით


სავსე საკვოიაჟით და სასტუმროში შევიდნენ. მალე თქვენც გამოჩნდით და მუსაიფი
გააბით დალაქების ამქრის ოსტატთან, რომელსაც აუცილებლად პროფესიონალურ
თემებზე სურდა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დრო უკვე
დამთავრებული იყო. ისევ შევეცადე წამეძინა, მაგრამ კვლავ გამეღვიძა – ამჯერად
მიზეზი ის გახლდათ, რომ მეორე სართულიდან პისტოლეტის გასროლის ხმა გაისმა.
ერთი წუთის შემდეგ ვხედავ, საკვოიაჟი მოფრინავს და ჩემს თავს ზემოთ
ფორთოხლის ხის ტოტებში იჩხირება. ვდგები და ვფიქრობ, რა ხდება, ჩემოდნების
წვიმა ხომ არ წამოვიდა-მეთქი. მაგრამ ამ დროს მთელი ქალაქის პოლიცია მორბის და
კიდევ ჯარი, პიჟამებზე ნაჩქარევად მიკრული მედლებით და ორდენებით და
შემართული პატარა დანებით. ვამჯობინე, სტუმართმოყვარე ბანანის ხის ჩრდილში
დავმალულიყავი. ასე

ვიჯექი ერთ საათს და ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი მიწყნარდა. და მაშინ, ჩემო


კეთილო გუდვინ, – მომიტევეთ, გეთაყვა, მაგრამ დაგინახეთ, როგორ უჩუმრად
შემოხვედით ბაღში და ის მწიფე, წვნიანი საკვოიაჟი მოწყვიტეთ ფორთოხლის ხიდან.
უკან აგედევნეთ და გიყურებდით, როგორ შეიტანეთ ის საკუთარ სახლში. ამ
ერთადერთმა ფორთოხლის ხემ ასი ათასი დოლარი მოისხა ერთ სეზონზე – განა ეს
ხილის ინდუსტრიაში ახალი რეკორდი არ არის?
105

მე იმ დროს ჯერ კიდევ ჯენტლმენი ვიყავი და ერთი სიტყვაც არ მითქვამს


არავისთვის. მაგრამ დღეს დილით ბარიდან გამომაგდეს და აღარც ღირსება შემრჩა და
აღარც სინდისი. დღეს ერთი სირჩა კონიაკისთვის დედაჩემის ლოცვანს გავყიდდი! მე
თქვენ მძიმე პირობას არ გიყენებთ... მხოლოდ ათას დოლარს გთხოვთ და ჩათვალეთ,
რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში მეძინა და არაფერი დამინახავს.

გუდვინმა ორი წერილი გახსნა და მათზე ფანქრით რაღაც მონიშნა. შემდეგ მდივანს
გასძახა: – მანუელ! მდივანი მაშინვე იქ გაჩნდა.

– «არიელი» როდის გადის? – ჰკითხა გუდვინმა.

– სენიორ, – უპასუხა ახალგაზრდამ, – დღეს გადის, სამ საათზე. პორტ «სოლედადშიც»


შეივლის, სადაც ხილით შეივსება, იქიდან კი დაუყოვნებლივ ახალი ორლეანისკენ
გაემართება.

– Bueno, – თქვა გუდვინმა. ამ წერილებს შეუძლიათ დაიცადონ. მდივანი ისევ გავიდა

და მანგოს ხის ქვეშ ისევ თავის სიგარეტს მიუბრუნდა.

– რომ დავამრგვალოთ, – თქვა გუდვინმა და ბელზებელს პირდაპირ სახეში შეხედა, –


სულ რამდენი ვალი გაქვთ ამ ქალაქში, გარდა იმისა, რაც ჩემგან «ისესხეთ»?

– დაახლოებით ხუთასი დოლარი, – დაუფიქრებლად უპასუხა ბლაიტმა.

– ახლა ქალაქში წადით და მთელი თქვენი ვალების სია ჩამოწერეთ. ის სია ორი საათის
შემდეგ მოიტანეთ და მე მანუელს გავგზავნი ფულის მოსატანად, რომ ყველა ვალი
გაგისტუმროთ უკანასკნელ გროშამდე. გარდა ამისა, წესიერ კოსტიუმს ვაყიდინებ
თქვენთვის. «არიელით» გაემგზავრებით. მანუელი გემამდე მიგაცილებთ და მის
გასვლამდე ათას დოლარს გადმოგცემთ ხელზე. იმედი მაქვს, კარგად გესმით, რა
უნდა გააკეთოთ სამაგიეროდ.

– ძალიან კარგად მესმის, – მხიარულად წამოიძახა ბლაიტმა, – მთელი ის ღამე


მკვდარივით მეძინა მადამ ორტისის სასტუმროს ეზოში მდგარი ფორთოხლის ხის
ქვეშ და ახლა სამუდამოდ უნდა ჩამოვიფერთხო კორალიოს მტვერი. მე პატიოსანი
მოთამაშე ვარ. ჩემს ვალდებულებას პირნათლად შევასრულებ. ლოტოსები ჩემთვის
აღარ იქნება. თქვენი პირობები მისაღებია, თქვენ კარგი კაცი ხართ, გუდვინ, და მეც
ასე ადვილად გამოგიყვანეთ ამ საქმიდან. ყველაფერზე თანახმა ვარ, მაგრამ...
პირდაპირ წყურვილით ვკვდები, გუდვინ, ჩემო კეთილო...

– ერთ რეალსაც არ მოგცემთ, – მტკიცედ უთხრა გუდვინმა, – სანამ გემზე არ ახვალთ.


ახლა რომ ფული მოგცეთ, ნახევარ საათში ისეთი მთვრალი იქნებით...

მაგრამ ამ დროს ბლაიტის აწითლებულ თვალებს შეხედა, დაინახა მისი მოდუნებული


სხეული და აკანკალებული ხელები. მინის კარი გააღო, ტერასის გავლით სასადილო
ოთახში შევიდა და იქიდან ჭიქა და ერთი გრაფინი ღვინო გამოიტანა.
106

– დალიეთ და მომაგრდით, სანამ გზას გაუდგებოდეთ! – უთხრა მან შანტაჟისტს ისე,


თითქოს თავის საუკეთესო მეგობარს ელაპარაკებოდა.

ბლაიტ-ბელზებელს თვალები გაუბრწყინდა სანეტარო სასმელის დანახვაზე,


რომლისკენაც

დილიდან ასე ილტვოდა მისი სული. დღეს პირველად, მისმა მოწამლულმა ნერვებმა
ვერ მიიღეს მათთვის საჭირო დოზა და სამაგიეროს იმით უხდიდნენ, რომ საშინლად
აწამებდნენ. მან გრაფინს ხელი წაავლო და მისი ბროლის ყელი აკანკალებული ხელით
ჭიქას მიაწკარუნა. ჭიქა ბოლომდე აავსო და წელში გამართულმა წამიერად თავის წინ
დაიჭირა. ძალიან ცოტა ხნით შეძლო, თავი მახრჩობელა ტალღებზე მაღლა ამოეყო.
გუდვინს თავი ოდნავ დაუკრა, სავსე ჭიქა პირთან მიიტანა და, გაგვიმარჯოსო,
წაიბურტყუნა, დაიცვა რა უძველესი რიტუალი თავისი დაკარგული სამოთხისა.
შემდეგ კი, ისე მოულოდნელად, რომ ღვინო ხელებზე გადმოეღვარა, ჭიქა ისე დადგა
მაგიდაზე, რომ ერთი ყლუპიც არ მოუსვამს.

– ორი საათის შემდეგ, – შესჩურჩულა გუდვინს გამომშრალი ტუჩებით, – შებრუნდა,


კიბეებს დაუყვა და ქალაქის გზას დაადგა.

როცა ბანანის პატარა, ჩრდილიან ტყესთან მივიდა, შეჩერდა და ქამარი უფრო მაგრად
შემოიჭირა.

– ვერ შევძელი, – თქვა მან აღგზნებულად. ბანანების წვეროებს მიმართავდა, –


მინდოდა და ვერ შევძელი. ჯენტლმენი ვერ დალევს იმ კაცთან, რომელსაც
აშანტაჟებს.
107

XII. ფეხსაცმელები
ჯონ დე გრაფენრიდ ეტვუდი ლოტოსით კარგად გამოძღა: ფესვებიც ბევრი ჭამა,
ღეროებიც და ყვავილებიც. ტროპიკებმა მოაჯადოვეს. ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს,
საქმე კი ერთი ჰქონდა მხოლოდ: რადაც უნდა დასჯდომოდა, როზინა უნდა
დაევიწყებინა.

ლოტოსს იშვიათად მიირთმევს ვინმე შეუკაზმავს, მისი საკაზმი კი au diable-ის


საწებელია, რომელსაც არყის ქარხნები ამზადებენ. ჯონი და ბილი კოუ საღამოებს
საკონსულოს შენობის ტერასაზე ატარებდნენ, ღვინოს სვამდნენ და ისე ხმამაღლა
მღეროდნენ უხამს სიმღერებს, რომ ადგილობრივი გამვლელები მხოლოდ მხრებს
იჩეჩდნენ და რაღაცას ბურტყუნებდნენ თავიანთთვის Americanos diablos-ის შესახებ.

ერთხელ მსახურმა ფოსტა მოიტანა და ჯონს მაგიდაზე დაუდო. მან ჰამაკიდან ხელი
გაიწვდინა და მელანქოლიური გამომეტყველებით ოთხი-ხუთი წერილი აიღო. კოუ
მაგიდის კიდეზე იჯდა და უსაქმურობისგან ქაღალდის დანით ზანტად აჭრიდა
ფეხებს დიდ ორმოცფეხას, რომელიც ქაღალდებში იპოვა. ჯონის ლოტოსით ძღომის
იმ დონემდე მიეღწია, როცა ყველა სიტყვას მწარე გემო დაჰკრავს.

– სულ ერთი და იგივე, – ბუზღუნებდა ის, – იდიოტები! წერილებს მწერენ, კითხვებს


მისვამენ ამ ქვეყნის შესახებ. ყველას უნდა, იცოდეს, როგორ მოიყვანოს ხილი და
როგორ იშოვოს მილიონები უშრომლად. ბევრი მარკასაც კი არ აგზავნის საპასუხო
წერილისთვის. ასე ჰგონიათ, კონსულს მათთვის წერილის მიწერის გარდა სხვა საქმე
არა აქვს. გახსენით კონვერტები და ნახეთ ერთი, რა წერია, ჩემო კეთილო. ახლა მათი
კითხვის თავი არ მაქვს.

კოუმ, რომელიც უკვე ისე იყო შეჩვეული ტროპიკებს, რომ ის გუნება-განწყობილებას


აღარ უფუჭებდა, სკამი მაგიდასთან მისწია და სახეზე დამყოლი ღიმილით კონსულის
კორესპონდენციების გადარჩევა დაიწყო. ოთხი წერილი ამერიკის შეერთებული
შტატების სხვადასხვა კუთხიდან იყო გამოგზავნილი, პირებისგან, რომლებიც
კორალიოში კონსულს ერთგვარ ენციკლოპედიურ ლექსიკონად აღიქვამდნენ. მათ
დანომრილი შეკითხვების გრძელი ჩამონათვალი გამოეგზავნათ და ითხოვდნენ
ინფორმაციას იმ ქვეყნის კლიმატის, ბუნებრივი სიმდიდრეების, სტატისტიკური
მონაცემების, კანონების და პერსპექტივების შესახებ, რომელშიც კონსულს ჰქონდა
პატივი, მათი სახელმწიფოს წარმომადგენელი ყოფილიყო.

– თითოეულს მისწერეთ, გთხოვთ, ბილი, – უთხრა უსიცოცხლო კონსულმა, მხოლოდ


და მხოლოდ ერთი სტრიქონი: «იხილეთ კორალიოს საკონსულოს უკანასკნელი
ანგარიში» და დასძინეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოხარული იქნება, სხვა
ბელეტრისტული

დეტალები მოგაწოდოთ. და ჩემი გვარი მოაწერეთ. ეს არის სულ. და თუ შეიძლება,


კალამს ნუ აწრიპინებთ, თორემ არ დამეძინება.
108

– თუ არ იხვრენთ, – უთხრა კოუმ თავაზიანი ტონით, – მთელ თქვენს სამუშაოს მე


შევასრულებ. თქვენ მდივნების მთელი შტატი გჭირდებათ და მე ვერც კი
წარმომიდგენია, როგორ გაართმევთ თავს ანგარიშის დაწერას. ერთი წუთით
გაიღვიძეთ! აი, კიდევ ერთი წერილი – თქვენიმშობლიური ქალაქიდან,
დეილსბურგიდანაა.

– ჰოო? – წაიბუტბუტა ჯონიმ, თითქოს თავის მოვალეობად თვლიდა, რაღაც ინტერესი


გამოეჩინა, – და რაო, რას მწერენ?

– ფოსტის უფროსისგანაა. ის გწერთ, რომ ერთ მის თანამემამულეს სურს თქვენი


რჩევებითა და გამოცდილებით ისარგებლოს. წერს, რომ იმ კაცს განზრახული აქვს, აქ
ჩამოვიდეს და ფეხსაცმელების მაღაზია გახსნას. აინტერესებს, რამდენად
ხელსაყრელი იქნება ეს საქმე, ეღირება თუ არა, თქვენი აზრით, მისი დაწყება.
გაუგონია, რომ ამ სანაპიროზე ახლა ბუმია და უნდა, რომ აქ ფეხი მოიკიდოს.

მიუხედავად იმისა, რომ სიცხე აწუხებდა და ცუდ ხასიათზე იყო, ჯონის ისეთი
ხარხარი

აუვარდა, რომ ჰამაკმა რწევა დაიწყო. კოუმაც ვერ შეძლო სიცილის შეკავება და
ნებიერა მაიმუნიც, რომელიც წიგნების ზედა თაროზე იჯდა, ასევე ირონიულად
განეწყო პროვინციიდან მიღებული წერილის მიმართ: მან თავისი განწყობა
ყურისწამღები წივილით გამოხატა.

– ღმერთო დიდებულო! – წამოიძახა კონსულმა, – ფეხსაცმელების მაღაზია! რაღას არ


მოიფიქრებენ ეს ვირები! ბეწვეულის სახელოსნო? აბა, ბილ, მითხარით ერთი, თუ
ღმერთი გწამთ, თქვენი აზრით, ჩვენი სამი ათასი მოქალაქიდან რამდენს სცმია
ოდესმე ფეხსაცმელი? კოუ ჩაფიქრდა.

– რამდენ ადამიანს? მე მგონი, თქვენ, მე და...

– არა, მე არა, – უთხრა ჯონიმ და მკვეთრი მოძრაობით, ფეხები, რომლებზეც


გაცვეთილი ფეხსაცმელი ეცვა, წინ გაიშვირა, – მე უკვე რამდენიმე თვეა, ფეხსაცმლის
მსხვერპლი არ გავმხდარვარ.

– მაგრამ, ასეა თუ ისე, თქვენ ფეხსაცმელი გაქვთ, – განაგრძო კოუმ, – და კიდევ


გუდვინს, ბლანშარს, ჯედის, მოხუც ლუტცს, დოქტორ გრეგს და კიდევ... რა ჰქვია
იმას?... იტალიელს,

ბანანების შესყიდვის აგენტს... და მოხუც დელგადოს... თუმცა არა, ის სანდლებით


დადის. და კიდევ ვის? მადამ ორტისს... სასტუმროს დიასახლისს. გუშინდელ
baile[42]ზე ფეხებზე წითელი თხის ტყავის ფეხსაცმელები დავუნახე. და მის
ქალიშვილს, მის პასას... ის ხომ შტატებში სწავლობდა სკოლაში და იცის კარგი
ფეხსაცმლის ფასი... და კიდევ ვის? Comandante-ს დას, დიდ დღესასწაულებზე
მართლაც იცვამს ფეხსაცმელებს. და მისის ჯედის... ოცდაცამეტი ზომა აქვს ფეხი. და
109

მეტი არც არავის. ჰო, ჯარისკაცები? თუმცა, არა, მათ ფეხსაცმელები მხოლოდ
ლაშქრობისას უნდა ეცვათ, ყაზარმებში კი ყველა ფეხშიშველი დადის.

– მართალია, – დაეთანხმა კონსული, – სამი ათასი ადამიანიდან ოციოდე თუ იქნება,


ვის ფეხებსაც ოდესმე ტყავის შეხება უგრძნია. ოჰ, რა თქმა უნდა! კორალიო ყველაზე
შესაფერისი ადგილია ფეხსაცმელების გასაყიდად... თუკი, რა თქმა უნდა, ვაჭარი არ
ცდილობს, თავისი საქონლისგან გათავისუფლდეს. არა, ეს ნამდვილად ხუმრობით
იქნება დაწერილი. უბრალოდ, ძია პატერსონსუნდოდა, გავემხიარულებინე. ის
ყოველთვის დიდ ხუმარად თვლიდა თავს. მისწერეთ წერილი, ბილი. მე
გიკარნახებთ. ვაჩვენოთ ერთი მაგათ, რომ ჩვენც შეგვიძლია ხუმრობა.

კოუმ კალამი მელანში ჩააწო და ჯონის ნაკარნახევის ჩაწერა დაიწყო. იყო დიდი
პაუზები, რომელსაც მოწევა და ბოთლისა და ჭიქების მაგიდაზე გადაადგილება
ავსებდა და შედეგად, აი, ასეთი გზავნილი გამოვიდა:

«მისტერ ობადია პატერსონს, დეილსბურგი, შტატი ალაბამა.

«მოწყალეო ხელმწიფევ!

პასუხად თქვენი ორი ივნისის წერილისა, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ, ჩემი
აზრით, მთელი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება მეორე ისეთი ადგილი, სადაც
ფეხსაცმელებით ვაჭრობას წარმატების ისეთი დიდი შანსი ექნებოდა, როგორც
ქალაქ კორალიოში. ამ ქალაქში სამი ათასი მცხოვრებია და ფეხსაცმელების ერთი
მაღაზიაც კი არ არის. ეს გარემოება თავისთავად მრავლისმთქმელია. ჩვენი
სანაპირო თანდათანობით საქმიანი ხალხის დაინტერესების არენა ხდება და
ძლიერ სამწუხაროა, რომ ფეხსაცმელების ბიზნესმა აქამდე ვერ მიიპყრო ვერავის
ყურადღება. ამჟამად აქ მცხოვრებთა უდიდეს უმრავლესობას უფეხსაცმლოდ
უწევს ცხოვრება.
მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი რამ, რის ნაკლებობასაც აქ განვიცდით. არის
სხვა საჭიროებებიც. უკიდურესად აუცილებელია ლუდის ქარხანა, უმაღლესი
მათემატიკის ინსტიტუტი, ნახშირი სახლების გასათბობად და, ასევე, თოჯინების
თეატრი პანჩას და ჯუდის[43] მონაწილეობით.
თქვენი ერთგული მსახური
ჯონ
დე გრაფერინ ეტვუდი, ამერიკის შეერთებული
შტატების კონსული კორალიოში!
P. S. ძია ობადია! ჩვენი ქალაქი ხომ დგას ფეხზე ძველებურად? რას გააკეთებდა
ჩვენი მთავრობა უჩვენოდ? მალე მწვანეთავიან თუთიყუშს და ბანანების ყუთს
ელოდეთ ჩემგან. თქვენი ძველი მეგობარი, ჯონი».
– ეს მინაწერი იმისთვისაა საჭირო, – აუხსნა კონსულმა, – რომ ძია ობადიამ ჩემი
გზავნილი სერიოზულად არ მიიღოს და ოფიციალური ტონის გამო არ გაბრაზდეს.
110

ახლა კი, ბილი, წერილი დალუქე და პანჩოს გადაეცი, რომ ფოსტაში წაიღოს. ხვალ
«არიადნა» ფოსტას წაიღებს, თუ დღეს მისი ჩატვირთვა მოესწრება.

კორალიოს საღამოს პროგრამა სულ ერთი და იგივეა. ძილისმომგვრელი,


მომაბეზრებელი გართობა. ადამიანები უმიზნოდ დაეხეტებიან, ფეხშიშვლები,
უხალისოდ, მოდუნებულები ესაუბრებიან ერთმანეთს და პირში სიგარეტი ან სიგარა
აქვთ გაჩრილი. როცა ქვემოთ მქრქალად განათებულ ქუჩებს გადახედავ, შეიძლება
იფიქრო, ლაბირინთებში შავი მოჩვენებები და შეშლილი ციცინათელები მოძრაობენო.
გიტარების სევდიანი მელოდიები საღამოს მოძალებულ

დეპრესიას აძლიერებს. უზარმაზარი ბაყაყებიხეებზე შემომსხდარან და


გულისგამაწვრილებლად ყიყინებენ, როგორც ჭრიალები ზანგების ორკესტრში.
დაახლოებით ცხრა საათისთვის ქუჩებში უკვე თითქმის აღარავინაა.

საკონსულოშიც ასეთივე რუტინა იყო გამეფებული. საღამოობით კოუ გამოჩნდებოდა


ხოლმე, რომ ქალაქის ყველაზე გრილ ადგილას, კონსულის ვერანდაზე
ჩამომჯდარიყო.

არყის გრაფინი სწრაფად ამოძრავდებოდა და დაახლოებით შუაღამისთვის


თვითდევნილ კონსულს სენტიმენტები მოეძალებოდა. მაშინ ის კოუს თავის
სასიყვარულო ისტორიას უყვებოდა, რომელსაც საოცრად სევდიანი ფინალი ჰქონდა.

და ყოველ საღამოს კოუ უდრტვინველად უსმენდა მეგობარს და თანაგრძნობის


გამოხატვით არ იღლებოდა. თავის სამწუხარო ამბავს ჯონი სულ ერთი და
იმავე სიტყვებით ამთავრებდა:

– მაგრამ, ღვთის გულისათვის, ერთი წუთითაც ნუ იფიქრებ, რომ რაიმე გრძნობა


შემომრჩა ამ გოგონას მიმართ. მე ის დავიწყებული მყავს. ჩემს გულში მისი ადგილი
აღარ არის. ახლა რომ აქ

შემოვიდეს, მაჯისცემა ოდნავაც არ ამიჩქარდება. ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია


წარსულს ჩაბარდა.

– ეჭვიც არ მეპარება, – პასუხობდა კოუ, – რომ თქვენ ის დაივიწყეთ. და ძალიან


სწორადაც მოიქეცით. მისი მხრიდან გვარიანი ქარაფშუტობა იყო, რომ იმ ვიღაც
გაუთლელის... დინკ პოუსონის ანკესზე წამოეგო.

– პინკ დოუსონის! – ამ სახელს ჯონი მუდამ დიდი ზიზღით წარმოთქვამდა – იმ


არარაობის. მე მას სრულ არარაობად ვთვლი. მაგრამ მას ჰქონდა მიწის ნაკვეთი –
ხუთასი აკრი და ამიტომ შესაფერისად ჩათვალეს. იქნებ ისეთი შემთხვევა ჩამივარდეს,
რომ მას ანგარიში გავუსწორო. ვინ არიან დოუსონები? არავინ. ეტვუდებს კი მთელ
ალაბამაში იცნობენ. მითხარით, ბილი, იცოდით თუ არა, რომ დედაჩემის
ქალიშვილობის გვარი დე გრაფენრიდია?
111

– არა, – გამუდმებით პასუხობდა კოუ, – ნუთუ მართლა? სულ ცოტა სამასჯერ

მაინც ჰქონდა მოსმენილი ამის შესახებ.

– ფაქტია! დე გრაფენრიდი ჰენკოკის რაიონიდან... მაგრამ ამ გოგონაზე უკვე აღარ


ვფიქრობ. საერთოდ ამოვიგდე თავიდან, ასე არ არის, ბილი?

– ასეა, ასე, – კვერს უკრავდა კოუ და ეს იყო უკანასკნელი რამ, რაც კუპიდონის
დამმარცხებელს ესმოდა.

ამ სიტყვებზე ჯონი ჩვეულებრივ მსუბუქად ჩათვლემდა, კოუ კი ტერასას ტოვებდა და


მოედნის გავლით თავის ქოხში შედიოდა, რომელიც გოგრის ხის ქვეშ იდგა.

ორი-სამი დღის შემდეგ კორალიოს დევნილებს ფოსტის უფროსის წერილი საერთოდ


დაავიწყდათ. გადაავიწყდათ ასევე თავიანთი სახუმარო პასუხი. მაგრამ ოცდაექვს
ივნისს ამ პასუხის ნაყოფი მოვლენების ხეზე გამოჩნდა.

კორალიოს წყლებში შევიდა გემი «ანდადორი», რომელიც რეგულარულ რეისებს


ასრულებდა. მან ღუზა ქალაქიდან ერთ მილში ჩაუშვა. სანაპირო მაყურებლებით იყო
სავსე. კარანტინის ექიმი და საბაჟოს წარმომადგენლები კანჯოში ჩასხდნენ და
გემისკენ გაემართნენ.

ერთი საათის შემდეგ ბილი კოუ საკონსულოში შევიდა. ტილოს თეთრი, ქათქათა
კოსტიუმი ეცვა და კმაყოფილი ზვიგენივით იღრიჭებოდა.

– აბა, თუ მიხვდებით, რა უნდა გითხრათ, – უთხრა მან ჰამაკში გადაწოლილ კონსულს.

– რა დროს გამოცნობაა, ამ სიცხეში, – ზანტად გამოეხმაურა კონსული.

– თქვენი კაცი ჩამოვიდა, ჩექმებით, სწორედ ის, – ნელა ლაპარაკობდა კოუ და


სიამოვნებით ატრიალებდა ენის წვერით ტკბილ შაქარყინულს, – და იმდენი
ფეხსაცმელი ჩამოიტანა, მთელ კონტინენტს ეყოფა ცეცხლოვან მიწამდე. ახლა ისინი
საბაჟოზე გადააქვთ. ექვსი პირთამდე სავსე ნავი უკვე შემოვიდა და უკან გაბრუნებაც
მოასწრეს ფეხსაცმელების ახალი პარტიისთვის. ო, ციურნო ძალნო! სეირი მაშინ
ნახე, როცა მიხვდება, რომ იხუმრეთ და თქვენთან სასაუბროდ მოვა, მისტერ
კონსულო. თუნდაც ამისთვის ღირდა ტროპიკებში ცხრა წლის გატარება, რომ ასეთი
სასაცილო სანახაობის მოწმე გავმხდარიყავი.

კოუს მხიარულება და კომფორტი უყვარდა. მან ნოხზე სუფთა ადგილი ამოარჩია და


იატაკზე წამოწვა. კედლები ზანზარებდნენ მისი მხიარულებისაგან.

ჯონი მისკენ შებრუნდა და თვალების ხამხამით ჰკითხა:

– იმის თქმა გინდათ, რომ ვინმე ისეთი იდიოტი მოიძებნა, ვინც ჩემი წერილი
სერიოზულად მიიღო?

– ოთხი ათასი დოლარის საქონელია ჩამოტანილი! – ექსტაზში ჩავარდნილი კოუ


სულს ძლივს ითქვამდა – ნახშირი ჩამოეტანა ნიუკასლიდან, ან პალმის მარაოები
112

შპიცბერგენიდან! მოხუცი ვნახე, ზღვის ნაპირზე გამოქლიავებული იდგა. ნეტა ერთი


იმისი სახე გენახათ, როცა სათვალე დაიკოსა ცხვირზე და აქაურებს შიშველ ფეხებზე
დასცქეროდა. ხუთასი ადამიანი, და ყველა ფეხშიშველი!

– სიმართლეს მეუბნებით, ბილი? – ჰკითხა კონსულმა სუსტი ხმით.

– სიმართლეს? ერთი მისი ქალიშვილი დაგანახვათ, რომელიც თან ახლავს ამ


გაბრიყვებულ კაცს. მის გვერდით ჩვენი სენიორიტების აგურივით სახეები
კუპრივით შავად მოგეჩვენებათ.

– და შემდეგ? განაგრძეთ, განაგრძეთ, – უთხრა ჯონიმ, – ოღონდ, თუ შეგიძლიათ,


ცხენივით ნუ იჭიხვინებთ. ვერ ვიტან, როცა ზრდასრული ადამიანი აფთარივით
ხარხარებს.

– ჰემსტეტერია გვარად, – განაგრძო კოუმ, – ის... ჰეი... რა გემართებათ?

ჯონის ფეხსაცმელების ლანჩები იატაკზე გახახუნდა, როცა ჰამაკიდან წამოდგა.

– ადექით, იდიოტო, – უთხრა მან მტკიცე ხმით, – თორემ თავს ამ სამელნით


გაგიხეთქავთ! ეს ხომ როზინა და მამამისი არიან! ღმერთო ჩემო, რა გონებაჩლუნგია
ეს ბებერი ფოსტის უფროსი. აბა, ადექით, ბილ კოუ და დამეხმარეთ! რა უნდა ვქნათ,
არ ვიცი, ნუთუ მთელი მსოფლიო შეიშალა?

კოუ წამოდგა და მტვერი ჩამოიფერთხა. როგორღაც მოახერხა, თავი წესრიგში


მოეყვანა.

– რამე უნდა ვიღონოთ, ჯონი, – უთხრა მან, – ძლივს გადავიდა სერიოზულ ტონზე, –
მე ხომ არ ვიცოდი, რომ ის თქვენი შეყვარებული იყო. უპირველესად, საჭიროა, მათ
კომფორტული ბინა მოვუძებნოთ. თქვენ სანაპიროზე ჩადით და სტუმრები მიიღეთ,
მე კი გუდვინებთან შევირბენ, იქნებ ისინი მისის გუდვინმა შეიფაროს. მათ ხომ
საუკეთესო სახლი აქვთ მთელ კორალიოში.

– ძვირფასო ბილი, – უთხრა კონსულმა, – ვიცოდი, რომ არ მიმატოვებდით. სამყაროს


აღსასრული დადგა და ეს უეჭველია, მაგრამ იქნებ ერთი-ორი დღით მისი
გადავადება შევძლოთ.

კოუმ ქოლგა გაშალა და გუდვინის სახლისკენ გაემართა. ჯონიმ პიჯაკი ჩაიცვა და


ქუდი დაიხურა. არყიან ბოთლსაც სტაცა ხელი, მაგრამ ისევ მაგიდაზე დადგა, ისე რომ
ერთი ყლუპიც არ მოუსვამს და მტკიცე ნაბიჯით წავიდა ნაპირისკენ.

მან მისტერ ჰემსტეტერი და მისი ქალიშვილი საბაჟოს შენობასთან, ჩრდილში იპოვა.


გარშემო ხალხი შეგროვილიყო და მამა-შვილს მისჩერებოდა. საბაჟოს ჩინოსნები
თავის დაკვრით და ფეხის შემოკვრით ესალმებოდნენ მათ, «ანდადორას» კაპიტანი კი
ხალხს უთარგმნიდა, რა მიზნით იყვნენ ისინი ჩამოსული კორალიოში. როზინას
სრულიად ჯანმრთელი ადამიანის გამომეტყველება ჰქონდა. თავის გარშემო უცნაურ
სცენას გაკვირვებით და ინტერესით უყურებდა. ღაწვები ოდნავ შეეფაკლა, როცა
113

თავისი ყოფილი თაყვანისმცემელი დაინახა. მისტერ ჰემსტეტერმა კონსულს ხელი


მეგობრულად ჩამოართვა. ის ხანში შესული, არაპრაქტიკული კაცი გახლდათ,
ერთერთი იმ მრავალრიცხოვან ხელმოცარულთაგან, რომლებიც არასოდეს არიან
კმაყოფილნი და ყოველთვის რაღაც ახალზე ოცნებობენ.

– დიდად მოხარული ვარ თქვენი ნახვისა, ძვირფასო ჯონ. ხომ შეიძლება მხოლოდ
სახელით მოგმართოთ? – თქვა მან, – ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ
იმისათვის, რომ ასე მალე გამოეხმაურეთ ჩვენი ფოსტის უფროსის წერილობით
კითხვას. მან დიდი თავაზიანობა გამოიჩინა – დახმარება შემომთავაზა. იცოდა, რომ
ისეთ საქმეს ვეძებდი, რომელშიც მოგება რაც შეიძლება მეტი იქნებოდა. გაზეთებში
წამიკითხავს, რომ აქაური ადგილები ბევრ კაპიტალს იზიდავს. მადლობას გიხდით
რჩევისათვის. ყველაფერი გავყიდე, რაც გამაჩნდა და, აი, ეს ფეხსაცმელები ვიყიდე,
კარგი ფეხსაცმელებია, პირველი ხარისხის. თვალწარმტაცი ქალაქი გაქვთ, ჯონ.
იმედი მაქვს, საქმეები შესანიშნავად წამივა. თქვენი წერილის მიხედვით თუ
ვიმსჯელებთ, ფეხსაცმელზე აქ დიდი მოთხოვნილება უნდა იყოს.

კონსულის ტანჯვა-წვალება, საბედნიეროდ, მალე შეწყვიტა კოუს გამოჩენამ,


რომელმაც ამბავი მოიტანა, რომ მისის გუდვინი მოხარული იქნებოდა, თავის სახლში
გამოეყო ოთახი მისტერ ჰემსტეტერისა და მისი ქალიშვილისათვის. ახალჩამოსულები
სწორედ იქ წაიყვანეს და დატოვეს: დაე, დაესვენათ მგზავრობის შემდეგ. კონსული
წავიდა, რათა თვალი ედევნებინა, რომ სანამ საბაჟოში შეამოწმებდნენ, ფეხსაცმელები
საწყობში გადაეტანათ. კოუ, რომელიც კვლავ ზვიგენივით იღიმებოდა, ქალაქში

გაიქცა გუდვინის მოსაძებნად და იმის სათქმელად, რომ თავისი სტუმრისთვის არ


გაემხილა, თუ რა რეალური პერსპექტივები ჰქონდა სინამდვილეში ფეხსაცმელებით
ვაჭრობას, სანამ ჯონი რაიმეს არ მოიფიქრებდა მდგომარეობის გამოსასწორებლად,
თუკი ეს საერთოდ შესაძლებელი იყო.

საღამოს, საკონსულოს ტერასაზე, სადაც გრილი სიო უბერავდა, კოუ და კონსული


გამალებით მსჯელობდნენ, რა გამოსავალი ეპოვათ.

– გაისტუმრეთ ისინი სახლში, – დაიწყო კოუმ, თითქოს ჯონის აზრები წაიკითხაო.

– გავისტუმრებდი, – უპასუხა ჯონიმ მცირეოდენი ფიქრის შემდეგ, – მაგრამ, ბილი,


საქმე ის არის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მე თქვენ გატყუებდით.

– ეგ არაფერია, – უპასუხა დამყოლმა კოუმ.

– ალბათ ასჯერ მაინც გითხარით, – ნელა განაგრძო ჯონიმ, – რომ მე ეს გოგონა


დავივიწყე, თავიდან ამოვიგდე.

– რატომ სამას სამოცდათხუთმეტჯერ არა, – უპასუხა მოთმინების ეტალონმა.

– გატყუებდით, – გაიმეორა კონსულმა, – რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ მოგატყუეთ.


ერთი წამითაც არ დამვიწყებია. მე მაშინ ჯორივით გავჯიუტდი. გავიქეცი კი
იმიტომ, რომ მან ერთხელ თქვა «არა». და მეტისმეტად ამაყი და სულელი ვიყავი
114

საიმისოდ, რომ უკან დავბრუნებულიყავი. მაგრამ დღეს გუდვინთან ყოფნისას მას


რამდენიმე წუთით ველაპარაკე და ერთი რამ გავიგე. გახსოვთ ის ფერმერი, კუდში
რომ დასდევდა?

– დინკ პოუსონი?

– პინკ დოუსონი. ის კაცი ჩირადაც არ უღირს. მითხრა, რომ ერთი სიტყვაც კი


არასოდეს დაუჯერებია, რასაც ის ფერმერი ჩემზე ეუბნებოდა. მაგრამ მე მაინც ცუდ
დღეში ვარ ჩავარდნილი ახლა. იმ სულელურმა წერილმა, ჩვენ რომ მაშინ შევთხზეთ,
ყოველგვარი შანსი დამიკარგა. ის ზიზღით შემაქცევს ზურგს, როცა გაიგებს, რომ
მისი მოხუცი მამა მსხვერპლი აღმოჩნდა ისეთი სულელური ხუმრობისა, როგორიც
სკოლის მოსწავლესაც კი არ ეპატიება.

ფეხსაცმელები! ღმერთო ჩემო, ოცი წელიც რომ იჯდეს კორალიოში, ოც წყვილ


ფეხსაცმელს ვერ გაყიდის. სცადე ერთი, ის შენი ფეხსაცმელი კარაიბს ან შავტუხა
ესპანელ ბიჭს ჩააცვი და ნახე, რას იზამენ. თავზე დადგებიან და ყვირილით აიკლებენ
ყველაფერს, სანამ არ მოიცილებენ. ფეხსაცმელი არასოდეს სცმიათ და არც ჩაიცვამენ.
თუ მათ სახლში გავისტუმრებ, მთელ იმ ამბავს უნდა მოვუყვე და რას იფიქრებს
როზინა ჩემზე? მე ახლა ეს გოგონა ადრინდელზე მეტად მიყვარს, ბილი, და ახლა,
როცა ის აქ არის, ორ ნაბიჯში, სამუდამოდ ვკარგავ იმის გამო, რომ ვცადე, ხუმრობით
გამერთო თავი, როცა თერმომეტრი ას გრადუსს უჩვენებდა.

– სულით ნუ დაეცემით! – უთხრა ოპტიმისტმა კოუმ, – დაე, გახსნან მაღაზია.


ტყუილუბრალოდ არ გავრჯილვარ დღეს. თავიდან, შეგვიძლია, ბუმი გავითამაშოთ.
როგორც კი მაღაზია გაიხსნება, წავალ და ექვს წყვილ ფეხსაცმელს ვიყიდი.
ვიღაცვიღაცებს უკვე ველაპარაკე და ავუხსენი, როგორი კატასტროფა მოხდა. და
ყველა ჩვენიანი იმდენ ფეხსაცმელს იყიდის, თითქოს ასი ფეხი ჰქონდეს. მარტო
ფრენკ გუდვინი შეიძენს ერთ-ორ ყუთს. ჯედი თერთმეტ წყვილს ყიდულობს.
კლენსი ამ საქმეში მთელი კვირის დანაზოგის ჩადებას აპირებს. ექიმი გრეგი მზად
არის, ნიანგის ტყავის სამი წყვილი იყიდოს, თუ მისი ზომები აღმოჩნდება. ბლანშარს
მის როზინა ჰემსტეტერისთვის მოუკრავს თვალი და... ის ხომ ფრანგია. სულ ცოტა,
თორმეტ წყვილს ავიღებო, ამბობს.

– ათიოდე მყიდველი, – თქვა ჯონიმ, – და ოთხი ათასი დოლარის ფეხსაცმელები. ასე


არაფერი გამოვა. უფრო ფართო მასშტაბია საჭირო. წადით, ბილი, სახლში და მარტო
დამტოვეთ. კარგად უნდა ავწონ-დავწონო ყველაფერი. კონიაკი გამოაყოლეთ ხელს.
ჰო, ჰო, ამიერიდან შეერთებული შტატების კონსული ერთ წვეთ ღვინოსაც კი აღარ
დალევს. მთელი ღამე ვიჯდები და ვიფიქრებ. თუ ამ საქმეში ხელჩასაჭიდებელი
ხავსი საერთოდ არსებობს, მოვძებნი, თუ არა და, ამ დიდებული ტროპიკების
სინდისზე კიდევ ერთი მსხვერპლი იქნება.

კოუმ დაინახა, რომ საჭირო აღარ იყო და წავიდა. ჯონიმ მაგიდაზე სამი-ოთხი სიგარა
დააწყო და სავარძელში გაიშხლართა. კონსული ისევ მაგიდასთან იჯდა, როცა დილის
115

სინათლე მოეფინა დედამიწას და ზღვის ტალღები გაავერცხლისფრა. ის წამოდგა


რომელიღაც არიის სტვენით და აბაზანა მიიღო.

დილის ცხრა საათზე ფოსტა-ტელეგრაფის ჭუჭყიანი კანტორისკენ გაემართა და რაღაც


ბლანკზე ნახევარი საათი იცოდვილა. მან ხელი მოაწერა, ოცდაცამეტი დოლარი
გადაიხადა და ასეთი შინაარსის კაბლოგრამა გაგზავნა:

«პ. დოუსონს. დეილსბურგი. ალაბამა.

ასი დოლარი გეგზავნებათ ფოსტით. გამომიგზავნეთ ხუთასი ფუნტის მაგარი, მშრალი


ბირკავა. შესაძლებელია, მოთხოვნა კიდევ იყოს. იჩქარეთ.»

XIII. გემები
უახლოესი კვირების განმავლობაში კალიო გრანდეზე შესანიშნავი შენობა მოიძებნა
მაღაზიისათვის. მისტერ ჰემსტეტერმა ის საკმაოდ იაფად დაიქირავა და თაროებზე
თავისი ფეხსაცმელი დააწყო. თეთრი, კოხტა ყუთებით მორთული მაღაზია ძალიან
მაცდუნებლად გამოიყურებოდა.

მეგობრები ჯონის ერთგულად დაუდგნენ მხარში. პირველ დღეს კოუ, თითქოს


სასხვათაშორისოდ, ყოველ საათში შეივლიდა ხოლმე მაღაზიაში და ფეხსაცმელებს
ყიდულობდა. იმის შემდეგ, რაც შეიძინა ფეხსაცმელები რეზინით, თასმებით,
ღილებით, გეტრებით, ფეხსაცმელები ჩოგბურთისთვის, ცეკვისთვის, სხვადასხვა
ფერის ფეხსაცმელები და ფლოსტები, მან ჯონის ძებნა დაიწყო, რომ ეკითხა, კიდევ
როგორი სახის ფეხსაცმელები არსებობსო, რომ ისინიც ეყიდა. სხვა
ინგლისურენოვანმა მოქალაქეებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს კეთილშობილურ
საქმეში: ყიდულობდნენ ბევრს და ხშირად. ოპერაციას კოუ ხელმძღვანელობდა და
კლიენტებს ისე ანაწილებდა, რომ ვაჭრობა რამდენიმე დღეს გაგრძელებულიყო.

მისტერ ჰემსტეტერი კმაყოფილი იყო, მაგრამ გაკვირვებულიც, იმის გამო, რომ


ადგილობრივ მცხოვრებთაგან მაღაზიას არავინ ეკარებოდა.

– ოჰ, საშინლად მორცხვები არიან, – ეუბნებოდა ჯონი და შუბლზე ნერვიულად


ისვამდა ხელს. მალე მიეჩვევიან და აქ რიგი დადგება. უცებ შეისყიდიან მთელ
საქონელს.

ერთხელ, მოსაღამოებულს, კონსულის კანტორაში კოუ გამოჩნდა, – ფიქრიანად


ღეჭავდა მოუკიდებელი სიგარის ბოლოს.

– აბა, რაიმე ფოკუსი ხომ არ მოგიფიქრებიათ? – ჰკითხა მას ჯონიმ, – თუ მოიფიქრეთ,


სწორედ რომ დროა, გვიჩვენოთ. თუ თქვენ შეძლებთ, ერთ-ერთ მაყურებელს ქუდი
გამოართვათ და იქიდან რამდენიმე ასეული ისეთი ადამიანი გამოიყვანოთ,
რომელთაც ფეხსაცმელების ყიდვის სურვილი ექნებათ, იმოქმედეთ დაუყოვნებლივ.
116

ჩვენ, ყველამ, იმდენი ფეხსაცმელი შევიძინეთ, რომ ათ წელიწადს გვეყოფა. ახლა


ფეხსაცმელების მაღაზიაში სიწყნარეა. Dolce far niente[44]. სწორედ იქიდან მოვდივარ.
თქვენი მსხვერპლი – პატივცემული ჰემსტეტერი – ზღურბლთან დგას და სათვალით
გაოცებული დაჰყურებს შიშველ ფეხებს, მის მაღაზიასთან რომ მიდი-მოდიან. აქაურ
მცხოვრებლებს ჭეშმარიტად არტისტული ტემპერამენტი აქვთ. დღეს დილით მე და
კლენსიმ ორი საათის განმავლობაში თვრამეტ ადამიანს გადავუღეთ სურათი. არადა,
მთელი დღის მანძილზე სულ რაღაც ერთი წყვილი ფეხსაცმელი გაიყიდა. ის
ბლანშარმა შეიძინა. მოეჩვენა, რომ მაღაზიაში მეპატრონის ქალიშვილი იმყოფებოდა.
შევიდა და ოთახის ფეხსაცმელები იყიდა, ბეწვის. შემდეგ დავინახე, როგორ
მოისროლა ის ყურეში.

– ხვალ ან ზეგ ხილის გადამზიდი გემი შემოვა მობილიდან, – თქვა ჯონიმ, – მანამდე
კი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.

– მაინც რას აპირებთ? მოთხოვნილება უნდა შექმნათ?

– პოლიტიკურ ეკონომიაში ბევრი არაფერი გესმით, – უპასუხა კონსულმა საკმაოდ


უხეშად, – მოთხოვნილების შექმნა შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება იმ პირობების
შექმნა, რომელიც მოთხოვნილებას წარმოშობს. სწორედ ამით ვარ ახლა დაკავებული.

კონსულის მიერ კაბლოგრამის გაგზავნის შემდეგ კორალიოში ხილის გადამზიდი


გემი ჩამოვიდა და კონსულს ვეებერთელა ნაცრისფერი ფუთა ჩამოუტანა საიდუმლო
რაღაცით სავსე. რადგან კონსული ოფიციალური პირი გახლდათ, საბაჟოზე შეღავათი
გაუკეთეს და ფუთა არ გახსნეს. ის კანტორაში მიიტანეს და უკან, მყუდრო ოთახში
მოათავსეს.

საღამოს კონსულმა ფუთის კიდე გაჭრა, ხელი ჩაყო და იქიდან ერთი მუჭა ბირკავა
ამოიღო. დიდხანს უყურებდა ყურადღებით, ისე როგორც მეომარი ათვალიერებს
იარაღს, სანამ ბრძოლის ქარცეცხლში გადაეშვებოდეს საკუთარი თავისა და
საყვარელი ქალის გადასარჩენად. პირველხარისხოვანი ბირკავები იყო, აგვისტოს
თვის, ტყის კაკლებივით მაგარი, დაფარული ჩხვლეტია, მაგარი ჯაგრით, თითქოს
ფოლადის ნემსებიაო. ჯონიმ რომელიღაც არიის სტვენა დაიწყო წყნარად და ბილი
კოუსკენ გაეშურა.

მოგვიანებით, ღამით, როცა კორალიო ძილში ჩაიძირა, კონსული და ბილი


დაცარიელებულ ქუჩაზე გავიდნენ. პიჯაკები საჰაერო ბურთებივით ჰქონდათ
გამობერილი. ნელა აიარეს და ჩაიარეს კალიო გრანდეზე. გულმოდგინედ თესავდნენ
ქვიშაში და ვიწრო ტროტუარებზე ჩხვლეტია ბირკავებს, ბალახის არც ერთი ფუტი არ
დარჩენიათ, რომ ბირკავა არ დაეყარათ. ერთი ადგილიც კი არ დავიწყნიათ, სადაც
კაცს, ქალს ან ბავშვს შეეძლო ფეხი დაედგა. არაერთხელ მოუწიათ საკონსულოში
დაბრუნება, ბირკავების მარაგის შესავსებად. მხოლოდ განთიადისას დაბრუნდნენ
უკან და გულდამშვიდებულებმა დაიძინეს, ისე როგორც დიდი მხედართმთავარი
იძინებს გადამწყვეტი ბრძოლის წინ, მას შემდეგ, რაც ყველა შესაძლო გეგმას
დაამუშავებს და დარწმუნდება, რომ გამარჯვება გარანტირებულია.
117

როცა მზე ამოვიდა, ბაზრის მოედანზე ხილის და ხორცის გამყიდველები მივიდნენ და


ბაზრის შენობაში და მის გარშემო, გალერეებზე თავიანთი საქონელი დააწყვეს.
ბაზრის მოედანი თითქმის მთლად ზღვის ნაპირზე იყო. ასე შორს ბირკავების
მთესველები არ წასულან. ერთ საათზე მეტი გადასცდა იმ დროს, როცა ჩვეულებრივ
ვაჭრობა იწყებოდა, მყიდველები კი არ ჩანდნენ. კიდევ ნახევარი საათი – არავინაა! Que
hay[45]? – გადასძახოდნენ ერთმანეთს.

უფრო ადრე კი, დილით, ჩვეულ დროს, თითოეული ალიზის სახლიდან, თითოეული
პალმის ქოხიდან, თითოეული patio-დან გამოფრთხიალდნენ ქალები – შავები,
ყავისფრები, ლიმონივით ყვითლები, წაბლისფრები, წითელკანიანები,
მზემოკიდებულები – და ყველა ბაზრისკენ გაემართა, რომ თავიანთი ოჯახებისთვის
კასავა, ბანანი, ხორცი, ქათმები და სიმინდის კვერები ეყიდათ. ყველა დეკოლტეთი
იყო, მკლავებმოშიშვლებული, ფეხშიშველი, ოდნავ მუხლს ქვემოთ ქვედაწელებით.

უცებ პირველმა უცნაურად დაიწივლა და ფეხი მაღლა ასწია. კიდევ ცოტა ხანი და
ქალები იქვე ჩამოსხდნენ შეშინებულები, გულგამგმირავი კივილით იმ სახიფათო,
უცხო მწერების დასაჭერად, რომლებმაც ფეხები დაუკბინეს. «Ue picadores diablos!»[46]
– წიოდნენ ისინი და ვიწრო ქუჩის აქეთ-იქიდან ერთმანეთს გადასძახოდნენ.
ზოგიერთები გზიდან ბალახზე გადარბოდნენ, მაგრამ ის იდუმალი ჩხვლეტია
ბურთულები იქაც კბენდნენ და ნესტრავდნენ. ისინიც მიწაზე დაცვივდნენ და მათი
მოთქმა ქვიშის ბილიკებზე ჩამომსხდართა მოთქმას შეერწყა. მთელი ქალაქი ქალების
წივილმა აიკლო. ბაზარში კი ვაჭრებს ისევ უკვირდათ, რომ მყიდველები არ ჩანდნენ.

და, აი, ქუჩაში გამოჩნდნენ დედამიწის მბრძანებლები – კაცები და იმათაც დაიწყეს


ხტუნვა, ცეკვა, კოჭლობა და ლანძღვა-გინება. მათი ერთი ნაწილი, თითქოს ჭკუიდან
შეიშალაო, ერთ ადგილზე იყო გაშეშებული, სხვები კი, დაიხარნენ და იმ უბედურების
მოცილებას ცდილობდნენ, რაც მათ ქუსლებსა და კოჭებს ესხმოდა თავს.
ზოგიერთებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, ეს ახალი შხამიანი ჯიშის ობობებიაო.

შემდეგ ქუჩაში ბავშვები გამოვიდნენ, რომ დილით ჩვეულებისამებრ გაენავარდათ. და


ამ დროს საერთო გამას დაჩხვლეტილი და დაკოჭლებული ბავშვების წივილ-კივილიც
შეერია. მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდებოდა.

დონა მარია კასტილიას-ი-ბუენვენტურა დე-ლას-კასასი, დილით, როგორც


ყოველთვის, გამოვიდა თავისი ფრიად პატივცემული სახლიდან, რათა ქუჩის მეორე
მხარეს, penaderia-ში, ახალი პური ეყიდა. ატლასის ოქროსფერი ქვედაწელი ეცვა,
ყვავილებით მოჩითული, ბატისტის პლისეებიანი ხალათი და ესპანური მეწამული
მანტილია. ლიმონისფერ ფეხებზე კი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, არაფერი ეცვა.
დიდებულის იერი ჰქონდა და ასეც იყო – განა მისი წინაპრები არაგონის წმინდა
სისხლის იდალგოები არ ბრძანდებოდნენ? სამი ნაბიჯი გადადგა ხავერდის
ბალახებში და უცებ თავისი არისტოკრატიული ქუსლი ჯონის ერთ-ერთ ჩხვლეტიას
დაადგა. დონა მარია კასტილიას-ი-ბუენვენტურა დე-ლას-კასასი გარეული კატასავით
118

აწივლდა, მუხლებზე დავარდა, ხელებით მიწას დაეყრდნო და გაცოცდა – დიახ,


ცხოველივით ცოცვით წავიდა თავისი ფრიად პატივცემული სახლისაკენ.

დონ სენიორ ილდეფონსო ფედერიკო ვალდასარი, რომელიც ოც ინგლისურ სტონს


იწონიდა, შეეცადა, თავისი ზორბა სხეული მოედანზე, პულპერიაში წაეყვანა დილის
წყურვილის მოსაკლავად. პირველივე ნაბიჯზე მისი დაუცველი ფეხი გრილ
ბალახებში დამალულ ნაღმს გადააწყდა. დონ ილდეფონსო ჩამოქცეული
კათედრალური ტაძარივით დაენარცხა მიწას და აყვირდა, მორიელმა მიკბინა და
აღარაფერი მიშველისო. ყველგან, სადაც კი გაიხედავდი, ფეხშიშველი მოქალაქეები
დახტოდნენ, ფეხებს იქნევდნენ და ქუსლებიდან შხამიან მწერებს იშორებდნენ,
რომლებიც წუხელ, ვინ იცის, საიდან გაჩნდა და მათ ამდენი უსიამოვნება მოუტანა.

პირველი, ვინც მიხვდა, როგორ დაეღწია თავი უბედურებისგან, იყო პარიკმახერი


ესტებანი, მრავლის მნახველი და ნასწავლი კაცი. როცა ქვაზე იჯდა და ცერა თითიდან
ხიჭვს იღებდა, მან ასეთი რამ წარმოთქვა:

– აჰა, იხილეთ, მეგობრებო, ეს სატანის ბაღლინჯოები. მე კარგად ვიცნობ ამათ.


მტრედებივით ცაში დაფრენენ, გუნდად... ცოცხლები გაფრინდნენ, მკვდრები კი
ღამით ჩამოცვივდნენ და დაფარეს ჩვენი ქალაქი. ეს კიდევ რა არის – იუკატანში, აი,
ამხელა, ფორთოხლისხელები მინახავს. დიახ! გველებივით სისინებენ, ფრთები კი
ღამურებს მიუგავთ. მათგან თავის ხსნის ერთი გზა არსებობს მხოლოდ –
ფეხსაცმელები. Zapatos – zapatos para mi! – ესტებანი კოჭლობით წავიდა
ჰემსტეტერის მაღაზიისკენ და ფეხსაცმელი იყიდა. იქიდან გამოსული ქუჩაში ამაყად
მოდიოდა, აღარაფრის ეშინოდა და ხმამაღლა ლანძღავდა სატანის ბაღლინჯოებს.
დაზარალებულები ან ისხდნენ, ან ცალ ფეხზე იდგნენ და შურით შეჰყურებდნენ
პარიკმახერს, რომელსაც უკვე იმუნიტეტი ჰქონდა. ქალებმა, კაცებმა და ბავშვებმა
ერთად აიტაცეს შეძახილი:
– Zapatos! Zapatos!

პირობები, რომლებიც მოთხოვნილებას წარმოშობს, უკვე შექმნილი იყო.


მოთხოვნილებამაც არ დააყოვნა. იმ დღეს მისტერ ჰემსტეტერმა სამასი წყვილი
ფეხსაცმელი გაყიდა.

– მართლა ძალიან მიკვირს, – უთხრა მან კონსულს, რომელმაც საღამოს შეუარა, რომ
მაღაზიის მილაგებაში დახმარებოდა, – ვაჭრობა ისე ერთბაშად გამოცოცხლდა.
გუშინ მხოლოდ სამი წყვილი ფეხსაცმელი გავყიდე.

– ხომ გეუბნებოდით, მთავარია, ყიდვა დაიწყონ და მერე მყიდველებს ვერ


აუხვალთმეთქი.

– ხვალვე ერთ ათ ყუთს კიდევ გამოვიწერ, რომ მარაგად მქონდეს, – თქვა ჰემსტეტერმა,
– სათვალის მიღმა თვალები უბრწყინავდა. – არ მინდა, უცებ უსაქონლოდ დავრჩე.
119

– მე არ გირჩევდით ყუთების კიდევ გამოწერას, – უთხრა ჯონიმ, – ნუ აჩქარდებით.


ვნახოთ, როგორ წავა ვაჭრობის საქმე.

ყოველ ღამით ჯონი და კოუ მიწაში თესლს ყრიდნენ, რომელიც დილით დოლარებად
აღმოცენდებოდა. ათი დღის შემდეგ ჰემსტეტერის მაღაზიაში ფეხსაცმელების ორი
მესამედი გაყიდული იყო. ჯონის ბირკავებიც გამოელია და პინკ დოუსონისგან კიდევ
ხუთასი ფუნტისა გამოიწერა – ფუნტი ოც ცენტად. მისტერ ჰემსტეტერმა კი ათას
ხუთასი დოლარის ფეხსაცმელები შეუკვეთა ჩრდილოეთის ფირმებს. ჯონი მაღაზიაში
წრიალებდა, რომ დაკვეთის გაგზავნა არ გამოჰპარვოდა და შეძლო მისი ხელში
ჩაგდება და განადგურება, სანამ ის ფოსტას მიაღწევდა.

იმ საღამოს მან როზინა მანგოს ხესთან მიიყვანა, რომელიც გუდვინის ტერასასთან


იზრდებოდა და ყველაფერი უამბო. ქალმა პირდაპირ თვალებში შეხედა და უთხრა:

– თქვენ ძალიან ცუდი ადამიანი ხართ. მე და მამა სახლში დავბრუნდებით. ამბობთ,


ხუმრობა იყოო? მე კი ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული საქმეა.

მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ მათი საუბრის თემა შეიცვალა. ახლა უკვე ცხარედ
კამათობდნენ იმის შესახებ, დაქორწინების შემდეგ დეილსბურგში ეტვუდების
კოლონიალური სახლი ვარდისფრად უნდა შეეღებათ თუ ცისფრად.

მეორე დილით ჯონი მისტერ ჰემსტეტერს ყველაფერში გამოუტყდა. ფეხსაცმელების


ვაჭარმა სათვალე გაიკეთა და უთხრა:

– დიდი არამზადა ყოფილხართ, ახალგაზრდავ. კიდევ კარგი, რომ გამოცდილი


ბიზნესმენი ვარ და მაინც შევძელი საქმე ფეხზე დამეყენებინა, თორემ ახლა
გაკოტრებული ვიქნებოდი. ახლა რის გაკეთებას გვთავაზობთ, რომ დანარჩენებიც
გავყიდოთ?

როცა ბირკავების ახალი პარტია ჩამოვიდა, ჯონიმ ისინი შხუნაში ჩააწყო დარჩენილ
ფეხსაცმელებთან ერთად და ალასანის სანაპიროს გაუყვა.

მან იქაც ასევე ეშმაკურად მოაკვარახჭინა თავისი შავბნელი საქმე და გატენილი


საფულით დაბრუნდა უკან, ისე რომ ფეხსაცმლის ერთი თასმაც კი არ ჩამოჰყოლია.

ამის შემდეგ თავის ცანცარაწვერებიან დიდ ბიძას, რომელსაც ვარსკვლავებიანი


ჟილეტით მოჰქონდა თავი, სამსახურიდან გადაყენება სთხოვა, რადგან ლოტოსი უკვე
აღარ იზიდავდა. ახლა ის დეილსბურგის ბოსტნების ისპანახსა და წიწმატზე
ოცნებობდა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის მოვალეობის დროებით


შემსრულებლად, ჯონის რჩევით, მისტერ უილიამ კოუ დაინიშნა, ჯონი კი მალე
ჰემსტეტერებთან ერთად თავისი შორეული სამშობლოს ნაპირებისკენ გაემგზავრა
გემით.
120

კოუმ კონსულის თბილი ადგილი იმ სიმსუბუქით მიიღო, რომელიც მას არასოდეს


ტოვებდა ძალიან მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც კი. მისმა ფოტოგრაფიულმა
სახელოსნომ მალე არსებობა შეწყვიტა, თუმცა მისი მომაკვდინებელი მუშაობის
კვალი ამ მშვიდობიან, უმწეო ნაპირებზე არასოდეს წაშლილა. მოუსვენარი
კომპანიონები ვერ ითმენდნენ. ისინი კვლავაც მზად იყვნენ, ფეხმარდ ფორტუნას
ასდევნებოდნენ. მაგრამ ახლა მათი გზები გაიყო. ომის ტრფიალმა კლენსმა გაიგო, რომ
პერუში აჯანყება მზადდებოდა და ახალი თავგადასავლების ძიებაში იქ გამგზავრებას
აპირებდა. კოუს ახალი გეგმა კი, უკვე საკონსულოს ოფიციალურ დოკუმენტებში
ასახული, ისეთი გახლდათ, რომ მასთან ადამიანთა სახეების დამახინჯების საშინელი
პრაქტიკა ახლოსაც ვერ მივიდოდა.

– მე ისეთ სამუშაოს მოვერგებოდი კარგად, – იტყოდა ხოლმე კოუ, – რომელიც


მოსაწყენი არ იქნებოდა და უფრო ძნელი მოეჩვენებოდა კაცს, ვიდრე სინამდვილეშია.
რაღაც დელიკატური თაღლითობაა ჩემი საქმე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის
საიმისოდ დამუშავებული, რომ დაუსწრებელი სწავლების პროგრამაში იყოს
ჩართული. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად სწრაფად უნდა გავმდიდრდე, მაგრამ,
ყოველ შემთხვევაში, წარმატების ისეთივე შანსი მაინც მინდა მქონდეს, როგორიც იმ
ადამიანსა აქვს, პოკერის თამაშს საოკეანო გემზე რომ სწავლობს. და როცა მოგების
დათვლას დავიწყებ, სულაც არ მინდა ჩემს საფულეში ქვრივ-ობლების წილიც იყოს.

მთელი დედამიწა, ბალახებით გაბარდნილი, ის მწვანე მაგიდა იყო, რომელზეც კოუ


აზარტული თამაშებით ირთობდა თავს. მხოლოდ იმ თამაშებს თამაშობდა,
რომლებსაც თვითონ იგონებდა. არ მისდევდა თითოეულ დოლარს, რომლის ხელში
ჩაგდება შესაძლებელი იყო, არ მისდევდა მას მონადირის ბუკით და მწევრებით.
ყოველთვის ამჯობინებდა, ბრწყინვალე და იშვიათი ბუზის საშუალებით
ამოეტყუებინა ის უცნაური წყლებიდან.

და მაინც, ის კარგი საქმოსანი გახლდათ და მისი გეგმები, მიუხედავად მთელი მათი


ფანტასტიკურობისა, ისე ყოველმხრივ მოფიქრებული და აწონილ-დაწონილი იყო,
როგორც მშენებლობის მენარდისა. მეფე არტურის დროს სერ უილიამ კოუ მრგვალი
მაგიდის რაინდი იქნებოდა, დღეს კი მთელ ქვეყანაზე დაეხეტება, მაგრამ მისი მიზანი
გრაალი კი არა, თამაშია.

ჯონის გამგზავრებიდან ორი დღის შემდეგ კორალიოს ნაპირებთან ორი პატარა


იალქნიანი გემი გამოჩნდა. მალე ერთ-ერთმა წყალში კანჯო ჩაუშვა, რომელმაც
ნაპირზე მზემოკიდებული ახალგაზრდა კაცი გამოიყვანა. მას მახვილი, გამჭრიახი
თვალები ჰქონდა და გაკვირვებით ათვალიერებდა უცნაურ რამეებს, რასაც თავის
გარშემო ხედავდა. ნაპირზე ვიღაცამ ასწავლა, სად იყო კონსულის კანტორა და ის
ნერვიული ნაბიჯებით მითითებული ადგილისკენ გაემართა.

კოუ სახაზინო სავარძელში გაშხლართულიყო და ხაზინის ქაღალდებზე ძია სემის


კარიკატურებს ხატავდა. როცა მნახველი შევიდა, მან თავი ასწია.
121

– სად არის ჯონი ეტვუდი? – საქმიანი ხმით ჰკითხა მზემოკიდებულმა ახალგაზრდა


კაცმა.

– წავიდა, – უპასუხა კოუმ. ძია სემის ჰალსტუხს ნასკვავდა გულდასმით.

– ვიცი, რომ ასეთი ხასიათი აქვს, – თქვა გარუჯულმა და ხელებით მაგიდას


ჩამოეყრდნო, – ყოველთვის ასეთი იყო. ამჯობინებდა, აღმა-დაღმა ეხეტიალა, ვიდრე
მართლა საქმისთვის მიეხედა. მალე დაბრუნდება?

– არა მგონია, – უპასუხა კოუმ საკმაოდ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ.

– ალბათ უსაქმოდ დაყიალებს, როგორც ყოველთვის, – თავდაჯერებული,


ჭკუისდამრიგებლური ტონით თქვა მან, – არასდროს ჩერდებოდა ერთ ადგილზე
იმდენი ხნით, რომ წარმატებისთვის მიეღწია. საინტერესოა, როგორ ახერხებს აქ
საქმის კეთებას, თუ კანტორაში არც კი დადის.

– ახლა ამ მოვალეობას მე ვასრულებ, – უთხრა კონსულის მოადგილემ.

– თქვენ? აი, თურმე რა! ერთი მითხარით, ფაბრიკა სად არის?

– რომელი ფაბრიკა? – თავაზიანად, დაინტერესებული ტონით ჰკითხა კოუმ.

– ჰო, ჰო, სადაც ამ ბირკავებს ამზადებენ! ღმერთმა იცის, მერე მათ რისთვის იყენებენ.
აი, ეს ორი გემი სულ გამოჭედილია ბირკავებით. მე თვითონ ჩავატვირთვინე. მთელ
პარტიას მოგყიდით და თან ძალიან იაფად. დეილსბურგში ყველა უმუშევარი ქალი,
კაცი და ბავშვი დავიქირავე მთელი ერთი თვით მათ მოსაკრეფად. ყველას შეშლილი
ვეგონე. ახლა კი მთელი პარტია შემიძლია მოგყიდოთ – ფუნტი თხუთმეტ ცენტად.
ადგილზე მოტანით. თუ კიდევ გენდომებათ, მთელ ალაბამას ფეხზე დავაყენებთ.
როცა ჯონი იქიდან მოდიოდა, დამპირდა, როგორც კი რაიმე ხელსაყრელი საქმე
ჩამივარდება, მაშინვე შეგატყობინებო. შემიძლია ნაპირთან მოვიტანო და
გადმოვტვირთო?

კოუს უზარმაზარი, ლამის დაუჯერებელი სიხარული აუციალდა ღაჟღაჟა


ფიზიონომიაზე. მან ფანქარი დააგდო და გარუჯულ ახალგაზრდა კაცს მიაპყრო
თვალები, რომლებშიც შიშნარევი მხიარულება იყო აღბეჭდილი. შიში იმისა ჰქონდა,
რომ ეს საოცრად კარგი ამბავი სიზმარი არ აღმოჩენილიყო.

– ღვთის გულისათვის, – უთხრა აღელვებულმა, – თქვენ დინკ პოუსონი ბრძანდებით,


ხომ?

– მე პინკნი დოუსონი გახლავართ, – უპასუხა ბირკავას ბაზრის მეფემ.


აღფრთოვანებული კოუ ნაზად, ნელა ჩასრიალდა სკამიდან იატაკზე, თავის
საყვარელ ნოხზე.

იმ დახუთულ ცხელ შუადღეს კორალიოში ცოტა ხმა თუ ისმოდა. მათ შორის


მოხსენიების ღირსია აღტაცებული და მოურიდებელი სიცილი ნოხზე გაშხლართული
ირლანდიელი იანკისა, სანამ მზემოკიდებული ახალგაზრდა კაცი იდგა და მას
122

გამჭრიახი თვალებით მისჩერებოდა, გაოგნებული და აფორიაქებული. ჰო, კიდევ


ფეხსაცმელების ბაკუნი ისმოდა ქუჩაში მიმავალი ადამიანებისა და კიდევ, კარაიბის
ზღვის ტალღების წყნარი ტყლაშუნი, როცა ის ამ ისტორიულ სანაპიროს ეხლებოდა.
117
124

XIV. ხელოვანები
კოუ ლურჯი ფანქრის ნალევს კვერთხად იყენებდა, რომლის საშუალებითაც ის
თავისი ჯადოსნობისთვის მოსამზადებელ საქმეს აკეთებდა. მას თითებს შორის
ჩაიჭერდა, ქაღალდს დიაგრამებით და ციფრებით გაავსებდა და ელოდა, როდის
გამოგზავნიდა ამერიკის შეერთებული შტატები გადამდგარი ეტვუდის შემცვლელს
კორალიოში.

მის თავში მომწიფებული ახალი გეგმა, მისივე მამაცი გულის მიერ მხარდაჭერილი და
ცისფერი ფანქრით დაფიქსირებული, ანჩურიის ახალი პრეზიდენტის თვისებებსა და
ადამიანურ სისუსტეებზე იყო გათვლილი. ეს თვისებები, და ასევე ის სიტუაცია,
რომლისგანაც კოუ ოქროს ხარკის ამოღებას იმედოვნებდა, იმსახურებენ იმას, რომ
უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ მათ შესახებ, რათა მოვლენებს შორის კავშირი
გასაგები გახდეს.

პრეზიდენტი ლოსადა, – რომელსაც ბევრი დიქტატორს ეძახდა, – ძალიან ნიჭიერი


კაცი იყო და ეს ანგლოსაქსებისთვისაც შესამჩნევი იქნებოდა, მას სხვა, წვრილმანი და
დამღუპველი თვისებებიც რომ არ ჰქონოდა. კეთილშობილი პატრიოტი (ჯორჯ
ვაშინგტონის შემართებისა, რომელსაც ძალიან აფასებდა) ნაპოლეონივით ძლიერი
სულისა გახლდათ და არც დიდ ბრძენთა სიბრძნე აკლდა. ეს ყველაფერი მას უდავოდ
შეუქმნიდა «ბრწყინვალე განმათავისუფლებლის» შარავანდედს, რომ არა უცნაური
და შეუფერებელი პატივმოყვარეობა, რომელსაც ის ნაკლებად ღირსეული
დიქტატორების რანგში გადაჰყავდა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ სამშობლოს დიდი სამსახური გაუწია. ძლიერი ნებით ისე
შეაზანზარა თავისი ქვეყანა, ლამის გახევების, სიზარმაცის, უმეცრების
ხელბორკილებისგან გაათავისუფლა. ანჩურია კინაღამ იმ სახელმწიფოდ იქცა,
რომელსაც სხვა ქვეყნები ანგარიშს უწევდნენ. მან დააარსა სკოლები და
საავადმყოფოები, ააშენა ხიდები და სასახლეები, გაიყვანა გზები და რკინიგზის
ლიანდაგები, ხელგაშლილად გასცემდა სუბსიდიებს მეცნიერებისა და ხელოვნების
წახალისებისათვის. აბსოლუტური ტირანი გახლდათ და ამავე დროს ახერხებდა,
ხალხის კერპი ყოფილიყო. ქვეყნის სიმდიდრეები მის ხელში მიედინებოდა. სხვა
პრეზიდენტები, უბრალოდ, ხარბები იყვნენ და ყველაფერი მხოლოდ საკუთარი
თავისთვის უნდოდათ. ლოსადამ, მართალია, თავისთვის უდიდესი სიმდიდრე
დააგროვა, მაგრამ ამ სიმდიდრის გარკვეულ ნაწილს ხალხსაც ახმარდა.

მისი ყველაზე სუსტი წერტილი მონუმენტებისა და გადაჭარბებული ქებადიდებისკენ


დაუოკებელი სწრაფვა იყო. ბრძანა, თითოეულ ქალაქში მისი ქანდაკება აღემართათ
და კვარცხლბეკზე მისი სიდიადისთვის ხოტბის შემსხმელი სიტყვები ამოეკვეთათ.
ყველა საზოგადოებრივ შენობაზე მარმარილოს დაფა იყო გაკრული მათზე
ამოკვეთილი სიტყვებით, რომლებიც მოგვითხრობდნენ მისი ბრწყინვალე
მმართველობისა და ქვეშევრდომების მისდამი სიყვარულის შესახებ. მთელი ქვეყანა
პრეზიდენტის ქანდაკებებით და პორტრეტებით აივსო. მათ ნახავდით ყოველ
სახლში, ყოველ ქოხში. მისი კარის ერთ-ერთმა მლიქვნელმა იოანე მოციქულად
125

გამოსახა თავის ირგვლივ ოქროს შარავანდედით და სრულ სააღლუმო ფორმაში


გამოწყობილი მასთან დაახლოებული პირების მთელი მწკრივით. ლოსადამ ამ
ნახატში მკრეხელური ვერაფერი დაინახა და ბრძანა ის ქალაქის ერთ-ერთი ეკლესიის
კედელზე ჩამოეკიდათ. ერთ ფრანგ მოქანდაკეს კი მარმარილოს ჯგუფის გაკეთება
შეუკვეთა, რომელზეც მის – პრეზიდენტის – გვერდით, იდგებოდნენ ნაპოლეონი,
ალექსანდრე დიდი და კიდევ ორი-სამი ადამიანი, ვისაც ამის ღირსად ჩათვლიდა.

მან მთელი ევროპა აიკლო, რომ როგორმე ჯილდოები და ორდენები დაეტყუებინა


მეფეებისა და მმართველებისათვის. ამისთვის ყველა საშუალებას იყენებდა: ფულს,
ინტრიგებს, პოლიტიკას. განსაკუთრებულ სადღესასწაულო დღეებში მთელი მისი
მკერდი, მარჯვენა მხარიდან მარცხენამდე, სულ ლენტებით, ვარსკვლავებით,
ორდენებით, ჯვრებით, ოქროებით, ვარდებით, მედლებით, ბაფთებით ჰქონდა
დაფარული. ამბობდნენ, რომ ყველას, ვინც ახალ მედალს გაუხერხებდა, ან
განსხვავებულად შეძლებდა მის განდიდებას, საშუალება ეძლეოდა, ღრმად ჩაეყო
ხელი რესპუბლიკის ხაზინაში.

სწორედ ეს გახლდათ ის ადამიანი, რომლისკენაც იყო ახლა ბილი კოუს ფიქრები


მიმართული. კეთილშობილმა ავაზაკმა შენიშნა, რომ იმაზე, ვინც ლოსადას გაბერილ
პატივმოყვარეობას დაუკმაყოფილებდა, სიმდიდრისა და სიუხვის კალთა
იბერტყებოდა. და ვის ჰქონდა უფლება, მოეთხოვა მისგან – კოუსგან – ქოლგა გაშალე,
იქნებ პრეზიდენტის წყალობის ნიაღვრისგან თავი დაიფაროო.

მალე კორალიოში ახალი კონსული ჩავიდა და კოუ მოვალეობის დროებითი


შემსრულებლის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ახალჩამოსული ახალგაზრდა
კაცი გახლდათ, პირდაპირ უნივერსიტეტის აუდიტორიიდან და ცხოვრებაში
ერთადერთი ინტერესი ჰქონდა: ბოტანიკა. კორალიოში სამსახური საშუალებას
აძლევდა, ტროპიკული ფლორა შეესწავლა. დაბინდული სათვალე ეკეთა და მწვანე
ქოლგა ეჭირა. საკონსულოს გრილ ტერასაზე იმდენი სხვადასხვა ჯიშის მცენარე
მიიტანა, რომ იქ აღარც ბოთლისთვის დარჩა ადგილი და აღარც სავარძლისთვის.
კოუმ მას სევდიანად, მაგრამ უბოროტოდ შეხედა და ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო,
რადგან მისი გეგმების განსახორციელებლად ზღვაზე მოგზაურობა იყო საჭირო.

მალე გემი «კარლსეფინი» – მოხეტიალე ხომალდი – კვლავ ჩამოვიდა და შიგ ქოქოსის


კაკლების ჩატვირთვა დაიწყეს ნიუ-იორკის ბაზრისათვის. კოუც «კარლსეფინით»
მიემგზავრებოდა. ბილეთი ჰქონდა დაჯავშნილი და უკანაც ამ გემით უნდა
დაბრუნებულიყო.

– ჰო, ნიუ-იორკში მივდივარ, – ეუბნებოდა ის ნაპირზე მის გასაცილებლად შეგროვილ


ნაცნობებს, – მაგრამ მოწყენასაც ვერ მოასწრებთ, რომ ისევ აქ გავჩნდები. მე ხომ
ხელოვნების სიყვარული უნდა ვასწავლო ამ ჭრელაჭრულა ქვეყანას. ის კაცი არ
გახლავართ, იქაურობა ცინკოგრაფიული სტადიის ადრეულ კონვულსიებში
მივატოვო.

თავისი გეგმების შესახებ ასეთი იდუმალებით მოცული განაცხადის შემდეგ კოუ


გემზე ავიდა.
126

ათი დღის შემდეგ, სიცივისგან აკანკალებული, თავისი მსუბუქი ქურთუკის მაღლა


აწეული საყელოთი, კეროლოს უაიტის სახელოსნოში შევარდა, ნიუ-იორკის მეათე
ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის ბოლო სართულზე.

კეროლოს უაიტი სიგარეტს ეწეოდა და ნავთქურის ღუმელში ძეხვს წვავდა. სულ


რაღაც ოცდასამი წლისა გახლდათ და ხელოვნების შესახებ კეთილშობილი აზრები
ჰქონდა.

– ბილი კოუ, – იყვირა უაიტმა და მარცხენა ხელი გაუწოდა (მარჯვენაში ტაფა ეჭირა),
– ნეტა საიდან? არაცივილიზებული სამყაროს რომელი კუთხიდან?

– გამარჯობა, კერი! – უთხრა კოუმ, სკამი ღუმლისკენ მიიწია და გაფიჩხებული


თითები მიაფიცხა, – რა კარგია, რომ ასე მალე მოგძებნე. მთელი დღე სატელეფონო
ცნობარებში ქექვასა და ნახატების გალერეებში გავატარე და ვერაფერი ვიპოვე. აქვე,
კუთხეში, ლუდხანაში კი მაშინვე მითხრეს შენი მისამართი. დარწმუნებული ვიყავი,
ხატვას თავს არ დაანებებდი. კოუმ ბიზნესმენის გამჭრიახი მზერა მოავლო
სტუდიას.

– ჰო, შენ ნამდვილი მხატვარი ხარ, – განაცხადა მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე თავი
დააქნია, – აი, ეს დიდი ნახატი კუთხეში, რომელზეც ანგელოზები, მწვანე
ღრუბლები და ორკესტრიანი ვაგონია გამოსახული, სწორედ ის არის, რაც ჩვენ
გვინდა. რა ჰქვია ამ ნახატს? «სცენა კონი აილენდზე»?

– ამას? – მე მინდოდა, მისთვის მეწოდებინა «ელია წინასწარმეტყველის ცად


ამაღლება». თუმცა, შეიძლება, შენ უფრო ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან.

– საქმე სახელწოდებაში არ არის, – ფილოსოფიურად შენიშნა კოუმ, – ყველაზე


მთავარია ჩარჩო და ჭრელი ფერები. ახლა ყოველგვარი მიეთმოეთის გარეშე გეტყვი,
რატომ მოვედი შენთან: გემით ორი ათასი მილი გამოვიარე, რომ ერთ საქმეში
ჩამერთე. როგორც კი ეს იდეა გამიჩნდა, მაშინვე შენზე გავიფიქრე. გინდა, ჩემთან
ერთად წამოხვიდე და ერთი ნახატი დახატო? სამი თვის სამუშაო იქნება და ხუთი
ათას დოლარს მიიღებ.

– მაინც რა უნდა დავხატო?– ჰკითხა უაიტმა, – თმის ამომყვანი საშუალებების


რეკლამა? თუ შვრიის ფაფის?

– არა, რეკლამის დახატვა არ მოგიწევს.

– მაშ რისა?

– დიდი დრო დასჭირდება ამის ახსნას.

– არაფერია, მოგისმენ. თან, თუ წინააღმდეგი არ იქნები, ამ ძეხვს მივაქცევ


ყურადღებას, არ დაიწვას. როგორც კი ვან-დეიკის ყავისფერს დაიკრავს, მაშინვე
უნდა გამოიღო, თორემ მერე აღარ ვარგა.

კოუმ მას მთელი პროექტი გააცნო. ისინი კორალიოში წავიდოდნენ, იქ უაიტი


სახელგანთქმულ ამერიკელ მხატვარ-პორტრეტისტად გაასაღებდა თავს, რომელიც
127

თითქოს ტროპიკებში მოგზაურობდა, რათა დაძაბული, მაღალანაზღაურებადი


სამუშაოს შემდეგ დაესვენა და განმუხტულიყო. დარწმუნებით შეიძლებოდა იმის
თქმა, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე მხატვარი აუცილებლად მიიღებდა სახელმწიფო
დაკვეთას – უკვდავეყო ტილოზე პრეზიდენტ ლოსადას უნიკალური ნაკვთები და
ამითთავისწილს გაინაღდებდა იმ ფულიდან, რომელიც აწვიმს ყველას, ვისაც
შეუძლია, პრეზიდენტის სისუსტეზე ითამაშოს.

კოუმ გადაწყვიტა თავისი ნიხრი – ათი ათასი დოლარი – დაეწესებინა. მხატვრებს


პორტრეტისთვის უფრო მეტსაც კი უხდიდნენ. მგზავრობის ხარჯებს თანაბრად
გადაიხდიდნენ და შემოსავალიც ასევე თანაბრად გაიყოფოდა. ასეთი რამ შესთავაზა
კოუმ უაიტს, რომელიც დასავლეთში გაიცნო, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ერთი
ხელოვნებას მიუძღვნიდა თავს, მეორე კი ბედუინი გახდებოდა.

კომპანიონებმა სახელოსნო დატოვეს და კაფეს წყნარ კუთხეში გადაინაცვლეს, სადაც


გვიან ღამემდე დარჩნენ ძველი კონვერტებისა და კოუს ლურჯი ფანქრის
საზოგადოებაში.

ზუსტად შუაღამეზე უაიტი სკამზე მოიბუზა, ნიკაპი მუშტებზე ჩამოაყრდნო და


თვალები დახუჭა, რომ გულისამრევი შპალერი აღარ დაენახა.

– კარგი, მე წამოვალ, ბილი, – უთხრა მან წყნარად და მტკიცედ, ორასი-სამასი


დოლარი მაქვს გადანახული ძეხვისათვის და ქირის გადასახდელად. გავრისკავ.
ხუთი ათასი! ეს ფული საშუალებას მომცემს ორი წლით გავემგზავრო პარიზში და
ერთი წლით იტალიაში. ხვალვე დავიწყებ მომზადებას.

– მომზადებას შენ ათ წუთში დაიწყებ. ხვალ უკვე დადგა. «კარლსეფინი» ოთხ


საათზე გადის. წავიდეთ შენს სახელოსნოში, მე დაგეხმარები.

წელიწადში ხუთი თვის განმავლობაში კორალიო ანჩურიის ფეშენებელური ცენტრი


ხდება. მხოლოდ მაშინ დუღს ქალაქში ცხოვრება. ნოემბრიდან მარტამდე ქალაქი
არსებითად დედაქალაქად იქცევა. იქ ოფიციალურად იმყოფება პრეზიდენტი თავის
ოჯახთან ერთად და მაღალი საზოგადოებაც იქ იყრის თავს. სიამოვნების მოყვარული
ადამიანები მთელ ამ პერიოდს გართობის და დროსტარების ერთ ხანგრძლივ
სეზონად აქცევენ. ფიესტა, მეჯლისები, თამაშები, ზღვაში ბანაობა, სეირნობა,
სპექტაკლები – ყველაფერი ხელს უწყობს გამხიარულებას. ცნობილი შვეიცარიული
ორკესტრი დედაქალაქიდან ყოველ საღამოს უკრავს მოედანზე და – თოთხმეტივე
კარეტა და ეკიპაჟი წრეებს უვლის ქალაქს დამკრძალავი პროცესიის მსგავსი ნელი,
ცერემონიული სვლით. ქვის ისტორიამდელი კერპების მსგავსი ინდიელები
მთებიდან ჩამოდიან და ქუჩაში თავიანთ ნაკეთობებს ყიდიან. ვიწრო ქუჩები სავსეა
ხალხით – მოლაქლაქე, ბედნიერი, უზრუნველი ნაკადით მხნე, ხალისიანი
კაცობრიობისა. თავხედი ბიჭუნები, რომელთა მთელი აღკაზმულობა მოკლე
ტუნიკებისა და ოქროსფერი ფრთებისგან შედგება, აღგზნებული ბრბოს ფეხებში
წივიან. განსაკუთრებით პომპეზური სანახაობა ქალაქში პრეზიდენტის და მისი
დაახლოებული პირების ჩამოსვლაა. ეს სეზონის დასაწყისის ყველაზე დიდი
128

დღესასწაულია და მას ყოველთვის თან ახლავს პარადები და ენთუზიაზმისა და


ერთგულების გამომხატველი პატრიოტული დემონსტრაციები.

როცა კოუ და უაიტი «კარლსეფინით» კორალიოში ჩავიდნენ, ზამთრის გახურებული


სეზონი იყო. ნაპირზე გადასვლისას მუსიკა მოესმათ – მოედანზე შვეიცარიული
ორკესტრი უკრავდა. სოფლელი გოგონები, რომელთაც შავი კულულები
ციცინათელებით ჰქონდათ მორთული, უკვე ბილიკებზე დაგოგმანებდნენ,
ფეხშიშველები, მორიდებული მზერით. ტილოს თეთრ კოსტიუმებში გამოწყობილმა
ფრანტებმა უკვე დაიწყეს ხელჯოხების ქნევით ქალთა გულების დასაპყრობად ასე
მაცდუნებელი გასეირნება. ჰაერი სავსე იყო საცდურებით: კეკლუცობით,
უსაქმურობით, გართობით – იმ აზრებით, რომელიც ადამიანმა ჩადო ცხოვრებაში.

კორალიოში ჩამოსვლიდან ორ-სამ დღეში კოუმ და მისმა მეგობარმა ნიადაგის


შემზადება დაიწყეს. კოუ მხატვარს ქალაქში ყოველი გასეირნებისას თან ახლდა,
ინგლისელებისა და ამერიკელების ვიწრო წრეს გააცნო ის და ყველაფერს აკეთებდა
იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრს დაეჯერებინა, ჩამოსული სახელგანთქმული
მხატვარიაო.

კოუ ცდილობდა, თვალნათლივ დაემტკიცებინა, რომ ეს მართლა ასე იყო, მთელი


პროგრამა შეადგინა.

მეგობრები სასტუმრო «estranxeros»-ში დაბინავდნენ. ორივეს ახალი, უზადო


კოსტიუმი ეცვა, ჩალის ამერიკული ქუდი ეხურა და ეჭირა ხელჯოხი, ძალიან
ექსტრავაგანტური, მაგრამ სრულიად უსარგებლო. თვით ანჩურიის
მდიდრულმუნდირებიან ოფიცრებს შორისაც კი არ ირიცხებოდა ბევრი ასეთი
caballeros – ელეგანტური და უშუალო მანერების ჯენტლმენი, როგორიც კოუ და მისი
მეგობარი, უდიდესი ამერიკელი მხატვარი – სენიორ უაიტი იყვნენ.

უაიტმა მოლბერტი ნაპირზე დადო და მთისა და ზღვის ხედის რამდენიმე საოცარი


ეტიუდი დახატა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მის გარშემო ფართო ნახევარწრე
გააკეთეს, ყაყანებდნენ და მისი ფუნჯის მოძრაობას ადევნებდნენ თვალს. კოუმ,
რომელიც წვრილმანებს არასოდეს უგულებელყოფდა, ისეთი როლი მოირგო,
რომელსაც ბოლომდე ასრულებდა: ის უდიდესი მხატვრის მეგობარია, საქმიანი
ადამიანი – მოცალეობისას. მისი მდგომარეობის გამომხატველი ხილული ემბლემა
იყო ჯიბის ფოტოაპარატი.

– როგორც ნიშანი მაღალი საზოგადოების დილეტანტისა, – ამბობდა ის, – სუფთა


სინდისის და ბანკში სოლიდური ანგარიშის მფლობელისა, აპარატი ივიწყებს კერძო
იახტასაც კი. ადამიანი არაფერს აკეთებს, ნაპირზე დაეხეტება და აპარატს აჩხაკუნებს
– მაშასადამე, ის დიდი პატივისცემით სარგებლობს ფულიანი ხალხის წრეებში.
როგორც კი თავისიანების გაყვლეფას მორჩება, ის... იწყებს მათ გადაღებას. «კოდაკი»
უფრო ძლიერად მოქმედებს ადამიანებზე, ვიდრე ბრილიანტის ქინძისთავი
ჰალსტუხში ან ტიტული.
129

და ასე, კოუ კორალიოში დასეირნობდა და ლამაზ ხედებსა და მოკრძალებულ


სენიორიტებს იღებდა, უაიტი კი ამ დროს ხელოვნების უფრო მაღალ სივრცეებში
ლივლივებდა.

მათი ჩამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ დიადი იდეის ხორცშესხმა დაიწყო.


სასტუმროსთან პრეზიდენტის ერთ-ერთი ადიუტანტი მივიდა შესანიშნავი
ოთხადგილიანი ეტლით. პრეზიდენტს სურდა, სენიორ უაიტი Casa morena-ს სწვეოდა
არაოფიციალური ვიზიტით. კოუმ მაგრად ჩაიჭირა ჩიბუხი კბილებით.

– ათიათასიდოლარი. ერთი ცენტიც არ დაუკლო, – უთხრა მან მხატვარს, – იცოდე შენი


ფასი. და, ოქროთი, რა თქმა უნდა! თავი არ გააბითურებინო იმ საზიზღარი
ქაღალდებით, რომელსაც ისინი ფულს ეძახიან.

– შეიძლება სულ სხვა რამისთვის მიწვევს, – უთხრა უაიტმა.

– კარგი, რა, – უპასუხა ბილიმ აპლომბით, – ვინ – ვინ და, მე ძალიან კარგად ვიცი, მას
რა უნდა. ის უნდა, რომ სახელგანთქმულმა ამერიკელმა მხატვარმა და
ფლიბუსტიერმა, ახლა მის გავერანებულ ქვეყანაში მყოფმა, მისი სურათი დახატოს.
აბა, სწრაფად, მოემზადე.

ეტლი მხატვართან ერთად წავიდა. კოუ ოთახში აქეთ-იქით დააბიჯებდა, ჩიბუხიდან


კვამლის უზარმაზარ ბოლქვებს უშვებდა და იცდიდა. ერთი საათის შემდეგ ეტლი
კვლავ სასტუმროს კარებთან შეჩერდა, უაიტი დატოვა და გაქრა. მხატვარმა კიბეზე
აირბინა. სამი საფეხურის გამოტოვებით მიხტოდა. კოუმ მოწევა შეწყვიტა და
მდუმარე კითხვის ნიშნად იქცა.

– გამოვიდა! – იყვირა უაიტმა, – ბავშვური სახე მღელვარებისგან უელავდა, – ბილი,


შენ პირდაპირ საოცრება ხარ. მას მართლა პორტრეტი უნდა. ახლავე ყველაფერს
მოგიყვები. ღმერთო, დიდებულო! მაგარი ტიპია ეს დიქტატორი! თმის ძირებიდან
ფეხის ფრჩხილამდე დიქტატორია. იულიუს კეისრის, ლუციფერისა და ჩონსი
დეპიუს[47] ერთგვარი კომბინაციაა სეპიით დახატული. თავაზიანობა და პირქუში
გამომეტყველება მისი სტილია. ოთახი, რომელშიც მიმიღო, ათი კვადრატული აკრი
იქნება და მისისიპიში მცურავ გემს მოგაგონებს – ოქროთი მოვარაყებული სარკეები,
თეთრი საღებავი. ინგლისურად ჩემზე უკეთ ლაპარაკობს. ფასზე ჩამოვარდა
საუბარი. ათი ათასი ვახსენე. დარწმუნებული ვიყავი, გუშაგებს დაუძახებდა და ჩემს
გაყვანასა და დახვრეტას უბრძანებდა, მაგრამ წარბიც არ შესტოკებია. თავისი
წაბლისფერი ხელი გააქნია მხოლოდ და დაუდევრად თქვა: «რამდენსაც იტყვით,
იმდენი იქნება». ხვალ მასთან მივდივარ, რომ პორტრეტის დეტალები განვიხილოთ.

კოუმ თავი ჩაქინდრა. მის შეწუხებულ სახეზე აშკარად იკითხებოდა სინდისის ქენჯნა.

– ჩავფლავდი, – თქვა მან სევდიანად, – ასეთი მასშტაბის საქმისთვის უვარგისი


გამოვდექი. ეტყობა, ჩემი საქმე საზიდრიდან ფორთოხლის გაყიდვაა, უფრო რთული
მაქინაციები კი ჩემს ძალებს აღემატება. როცა ათი ათასი ვთქვი, გეფიცები,
ვფიქრობდი, ეს შავი კაცი მეტის გადამხდელი არ არის-მეთქი, ახლა კი ვხედავ, რომ
თხუთმეტი ათასის ამოტყავებაც კარგად შეიძლებოდა მისგან. აჰ, კერი, თუკი
130

ერთხელ კიდევ ასეთ სისულელეს ჩაიდენს, ბებერი კოუ ერთ კარგ, მყუდრო
საგიჟეში ჩააბარე.

საზაფხულო სასახლე Casa Morena თუმცა კი ერთსართულიანი შენობა იყო,


შესანიშნავად გახლდათ მორთული. ის დაბალ ბორცვზე იდგა კედლებშემოვლებულ,
მდიდრულ ტროპიკულ ბაღში, ქალაქის განაპირას. მეორე დღეს პრეზიდენტის ეტლი
ისევ მივიდა მხატვრის წასაყვანად. კოუმ ნაპირზე გაისეირნა, სადაც ის თავისი
«სურათების ყუთიანად» ჩვეული სანახაობა იყო. როცა სასტუმროში დაბრუნდა,
უაიტი აივანზე, შეზლონგში იჯდა.

– აბა, – უთხრა კოუმ, – ესაუბრე მის უმაქნისობას? გადაწყვიტეთ, სად რომელი ფერი
აჯობებს?

უაიტი სავარძლიდან წამოხტა და აივანზე რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა. შემდეგ


შეჩერდა და ძალიან უცნაურად გაიცინა. სახეზე აწითლდა და თვალები ბრაზიანად
და თან მხიარულად უელავდა.

– აი, რა, ბილი, უთხრა მან, ცოტა არ იყოს, უკმეხად, – როცა შენ ჩემს სტუდიაში
მოხვედი და ნახატი ახსენე, ვიფიქრე, რომ გინდოდა, სადღაც მთის ქედზე
სარეკლამო განცხადება მიმეხატა შვრიის თუ თმის გასამაგრებელი პატენტიანი
საშუალებებისა. იმასთან შედარებით, რასაც მე ახლა მთავაზობენ შენი წყალობით,
ორივე მათგანი მხატვრობის ყველაზე ამაღლებული ფორმა იქნებოდა. მე ამას ვერ
დავხატავ. გამიშვი, რა, სახლში, ბილი. შევეცდები გითხრა, რა სურს ჩემგან ამ
ბარბაროსს. ყველაფერი წინასწარ აქვს მომზადებული, მათ შორის ესკიზიც კი,
თავისივე ხელით გაკეთებული. სხვათა შორის, ცუდად არ ხატავს. მაგრამ, მუზებო!
ნახე, რა სისულელეს მიკვეთავს. რასაკვირველია, უნდა, რომ ნახატის ცენტრში
თვითონ იყოს. სურს, იუპიტერის სახით დავხატო, რომელიც ოლიმპოზე იჯდება,
ფერხთქვეშ კი ღრუბლები ექნება. მარჯვნივ ჯორჯ ვაშინგტონი უნდა იდგეს
საზეიმო მუნდირში, მის მხარზე ჩამოდებული ხელით. ფრთებგაშლილი ანგელოზი
მაღლა ილივლივებს და პრეზიდენტს დაფნის გვირგვინს დაადგამს თავზე –
თითქოს სილამაზის კონკურსში გამარჯვებული იყოს!
უკანა ფონზე ზარბაზნები სურს და კიდევ ანგელოზები და ჯარისკაცები. იმ
არამზადას, ვინც ასეთ ნახატს დახატავს, ადამიანის კი არა, ძაღლის სული უნდა
ჰქონდეს და ის ღირსი იქნება, დავიწყების ძილში ჩაეფლოს ისე, რომ კუდზე თუნუქის
ნაჭერიც არ ჰქონდეს მიმაგრებული, რომ თავისი ჟღრიალით მეხსიერება
შეუნჯღრიოს.

კოუს შუბლზე ოფლის პატარა მძივები დაეტყო. საქმის ასეთ შემობრუნებას მისი
ფანქრის ნალევი არ ითვალისწინებდა. აქამდე კოუს გეგმის ბორბალი ისე
შეუფერხებლად ტრიალებდა, რომ ძალიან ნასიამოვნები იყო. აივანზე კიდევ ერთი
სავარძელი გამოათრია და უაიტსაც სთხოვა დამჯდარიყო. შემდეგ მოგონილი
სიმშვიდით ჩიბუხი გააბოლა.

– აბა, შვილო, – უთხრა მან რბილად და ამავე დროს ძალიან სერიოზულად, – მოდი მე
და შენ ერთმანეთს, როგორც ხელოვანი ხელოვანს, ისე ვესაუბროთ. შენ შენი
131

ხელოვნება გაქვს, მე – ჩემი. შენი ხელოვნება კლასიკურია: ცხვირს აიბზუებ


ლუდხანის აბრის ან, ვთქვათ, ოლეოგრაფია «ძველი წისქვილის» დახატვა რომ
გთხოვონ. ჩემი ხელოვნება კი ბიზნესია. ეს ყველაფერი ჩემი დაგეგმილია და აქამდე
ისე მიდიოდა, როგორც დანა კარაქში. დახატე ეს შერეკილი პრეზიდენტი მეფე
კოლიას სახით, ან ვენერას სახით, ან პეიზაჟის სახით, ან ფრესკის სახით, ან
შროშანების თაიგულის სახით და საერთოდ ყველაფრის სახით, რასაც კი მას
მიაჩნია, რომ ჰგავს. დახატე და მიიღე, რაც გეკუთვნის. შენ მე არ მიმატოვებ, კერი,
ახლა, როცა თამაში დაწყებულია. წარმოიდგინე – ათი ათასი დოლარი!

– ეს არც დამვიწყებია, – თქვა უაიტმა, – და საშინლად ვიტანჯები. ცდუნების წინაშე


ვდგავარ, რომ ყველა იდეალი, რომელიც კი ოდესმე მქონია, ტალახში მოვისროლო
და ამ ნახატის დახატვით სული წავიბილწო. ეს ხუთი ათასი დოლარი ევროპაში სამ
წელიწადს სწავლის საშუალებას მომცემდა, ამისთვის კი მზად ვარ, სული თვით
ეშმაკს მივყიდო.

– დარატომეშმაკს? – უთხრა კოუმ ალერსიანი ტონით, – ეს წმინდა საქმიანი


წინადადებაა: ამდენი და ამდენი საღებავი და დრო და ამდენი ფული. მე არ
გეთანხმები, რომ ამ ნახატში საერთოდ აღარ დარჩება ადგილი ხელოვნებისათვის.
ჯორჯ ვაშინგტონი ძალიან წესიერი ადამიანი იყო და ანგელოზის საწინააღმდეგოც
რა უნდა გქონდეს? ეს შემადგენლობა სულაც არ არის ცუდად ჩაფიქრებული. თუ
იუპიტერი ეპოლეტებიანი იქნება და ხელში ხმალი ეჭირება, და კიდევ მის თავზე
დაკიდებულ ღრუბლებს დახატავ, შავი მოცხრის კვალის მსგავსს, შესანიშნავი
ბატალური სცენა გამოვა. რა თქმა უნდა, ფასი წინასწარ რომ არ გვეთქვა,
შეიძლებოდა, ვაშინგტონის და კიდევ ანგელოზის გამო ხუთასი დოლარი მაინც
მოგვეთხოვა დამატებით.

– შენ არ გესმის, ბილი, – თქვა უაიტმა დაძაბული სიცილით, – ზოგ ჩვენგანს, ვინც
ვცდილობთ, რაღაც დავხატოთ, ძალიან მაღალი წარმოდგენა აქვს ხელოვნებაზე! მე,
მაგალითად, მიოცნებია, რომ ოდესმე ადამიანები ჩემი ნახატის წინ დადგებოდნენ
და დაივიწყებდნენ, რომ ის საღებავითაა დახატული. ნახატი მათ სულში შეაღწევდა
მუსიკასავით და იქ გაყუჩდებოდა, რბილ ტყვიასავით. და ადამიანები ნახატს
დაშორდებოდნენ და იკითხავდნენ: «კიდევ რა აქვს დახატული ამ მხატვარს?» და
აღმოჩნდებოდა, რომ არაფერი, არავითარი ჟურნალების გარეკანები, არავითარი
ილუსტრაციები თუ ქალის თავები. არაფერი. მხოლოდ ნახატი. აი, რატომ იყო, რომ
მხოლოდ ძეხვით ვიკვებებოდი. არ მინდოდა, ჩემი იდეალებისთვის მეღალატა.
საკუთარი თავი ვაიძულე, დაგთანხმებოდი, პრეზიდენტის პორტრეტი დამეხატა,
რათა საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა გამჩენოდა. მაგრამ ეს საშინელი,
გულისამრევი კარიკატურა! ღმერთო ჩემო, ნუთუ ვერ ხვდები ეს რას ნიშნავს?

– ვხვდები, მშვენივრად ვხვდები, – უთხრა კოუმ ისე თბილად, თითქოს პატარა ბავშვს
ელაპარაკებოდა და თავისი გრძელი თითი უაიტს მუხლზე დაადო, – ვხვდები.
საშინელებაა, როცა გიწევს, შენი საყვარელი ხელოვნება ასე დაამცირო. მე მესმის,
რომ შენ გინდოდა, რაღაც უზარმაზარი ტილო დაგეხატა, ვთქვათ, «გეტისბურგის
ბრძოლის» პანორამა. მაგრამ, ნება მომეცი, ერთი ესკიზი წარმოგიდგინო. კალმის
132

ერთი მოსმაა. დღემდე ჩვენ ამ საქმისთვის სამას ოთხმოცდახუთი დოლარი და


ორმოცდაათი ცენტი გვაქვს დახარჯული. ამაში გვაქვს ჩადებული მთელი ჩვენი
კაპიტალი. მხოლოდ იმდენი დაგვრჩა, რომ ნიუ-იორკამდე მივაღწიოთ და ეს არის
სულ. მე ჩემი წილი ხუთი ათასი დოლარი მჭირდება. აიდაჰოში სპილენძის
მოპოვებას და ასი ათასი დოლარის შოვნას ვაპირებ. ასეთია ჩვენი მდგომარეობის
საქმიანი მხარე. ჩამოხტი ახლა შენი ხელოვნების მწვერვალებიდან, ჩემო ძვირფასო,
და ვისარგებლოთ ამ დოლართცვენით.

– ბილი, – უთხრა უაიტმა. ეტყობოდა, რომ თავს ებრძოდა, – მე შევეცდები. ვერ


გპირდები, მაგრამ შევეცდები. დავიწყებ ხატვას და ყოველ ღონეს ვიხმარ, ბოლომდე
მივიყვანო.

– აი, ეს მესმის! – უთხრა გახარებულმა კოუმ, – ყოჩაღ! და მომისმინე, ჩემო კარგო ბიჭო.
რაც შეიძლება მალე უნდა მორჩე მაგ ნახატს. თუ საჭირო იქნება, ორი დამხმარე
აიყვანე, რომ ფერების შეზავებაში შეგეშველონ. იჩქარე! რაღაც ცუდი მითქმა-
მოთქმაა ქალაქში. ხალხს პრეზიდენტი ყელში ჰყავს ამოსული. ამბობენ, კონცესიებს
თავის ჭკუაზე ატრიალებსო. ბრალს სდებენ, რომ ინგლისს გაურიგდა და ნელ-ნელა
თავის ქვეყანას ყიდის. საჭიროა, ნახატი სწრაფად დაამთავრო და ჰონორარი აიღო,
სანამ რევოლუცია მოგისწრებდეს.

პრეზიდენტმა ბრძანა, სასახლის განიერ patio-ში დიდი ტილო გაეკრათ. ამ


ბალდახინის ქვეშ სენიორ უაიტმა თავისი დროებითი სახელოსნო მოაწყო. დიადი
ადამიანი ყოველდღე ორი საათი პოზირებდა მის წინ.

უაიტი კეთილსინდისიერად მუშაობდა. მაგრამ თანდათან, იმის კვალობაზე, რომ


მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, ნაღვლიანობა დასჩემდა. დროდადრო
თვითსიძულვილი იპყრობდა, საკუთარ თავს ლანძღავდა და დასცინოდა. კოუ მას
დიდი მხედართმთავრის მოთმინებით ანუგეშებდა, ეფერებოდა, აწყნარებდა და
უამრავი არგუმენტის მოტანით არწმუნებდა, ხატვა არ შეეწყვიტა.

თვის ბოლოს უაიტმა განაცხადა, ნახატი დამთავრებულიაო. იუპიტერი, ვაშინგტონი,


ანგელოზები, ღრუბლები, ზარბაზნები და ყველაფერი. მხატვარს სახე გასცრეცოდა.
ტუჩები დაემანჭა, როცა კოუს ეუბნებოდა, პრეზიდენტს ნახატი მოეწონაო. მისი
ჩამოკიდება გმირების და სახელმწიფო მოღვაწეების გალერეაში გადაწყვიტეს.
მხატვარს შესთავაზეს, მეორე დღესვე გამოცხადებულიყო Casa Morena-ში
ფულისათვის. დანიშნულ დროს მან სასტუმრო ისე დატოვა, ერთი სიტყვითაც არ
გამოპასუხებია კოუს მხიარულ ყბედობას.

ერთი საათის შემდეგ იმ ოთახში შევიდა, სადაც კოუ უცდიდა, ქუდი იატაკზე
მოისროლა და მაგიდაზე ჩამოჯდა.

– ბილი, – უთხრა დაძაბული, დათრგუნული ხმით, – მე მცირეოდენი კაპიტალი მაქვს


ჩადებული ჩემი ძმის საქმეში, დასავლეთში. სწორედ ის ფული მაძლევდა დღემდე
საშუალებას, მეცხოვრა და ხელოვნება შემესწავლა. მე ძმას ჩემს წილს გამოვართმევ
და გადაგიხდი, რაც ამ საქმეში დაგეხარჯა.
133

– როგორ! – იყვირა კოუმ, – რა, ნახატის ფული არ მოგცეს?

– მომცეს, როგორ არა, – თქვა უაიტმა, – მაგრამ ახლა აღარც ნახატი არსებობს და აღარც
მისი ანაზღაურება. თუ გაინტერესებს, მომისმინე. ჭკუის სასწავლებელი საქმეა. მე
და პრეზიდენტი გვერდიგვერდ ვიდექით და სურათს ვუყურებდით. მისმა მდივანმა
ნიუ-იორკის ბანკში წარსადგენი ათიათასდოლარიანი ჩეკი მოიტანა და მე
გამომიწოდა. როგორც კი ეს ქაღალდი ჩემს ხელში აღმოჩნდა, ჭკუიდან გადავედი.
პატარა ნაკუწებად ვაქციე ის და იატაკზე დავყარე. შორიახლო, patio-ს შიგნით,
მღებავი ბოძებს ღებავდა. გვერდით საღებავით სავსე ვედრო ედგა. მისი
უზარმაზარი ფუნჯი ავიღე და ერთ წუთში გადავდღაბნე ჩემი ათიათასდოლარიანი
ნახატიკოშმარი. შემდეგ თავი დავუკარი და გამოვედი. პრეზიდენტი ადგილიდან არ
დაძრულა და არც ხმა ამოუღია. მოულოდნელობისგან გაოგნებული ჩანდა. მე ვიცი,
ბილი, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.

ქუჩიდან ხმაურმა მოაღწია. კორალიოში მღელვარება იყო. სულ უფრო მზარდი,


მშფოთვარე გუგუნი მკვეთრმა წამოძახილებმა გაჰკვეთეს:
– Bajo el traidor!..Muerte al traidor![48]

– გესმის? წამოიყვირა გამწარებულმა უაიტმა, – მე ცოტა ესპანური ვიცი. ისინი


ყვირიან: ძირს მოღალატე! ასეთი ყვირილი ადრეც გამიგონია. ჩემზე ყვირიან.
მოღალატე – ეს მე ვარ. მე ხელოვნებას ვუღალატე. არ შემეძლო, ის ნახატი არ
გამენადგურებინა.

– ძირს წყალწაღებული სულელი! – აი, ამას უნდა ყვიროდნენ. ეს უფრო


ზედგამოჭრილი იქნებოდა შენზე, – უთხრა გამძვინვარებულმა კოუმ, – შენ ათი
ათასი დოლარი გაანადგურე, ძველი ჩვარივით დახიე, იმიტომ რომ სინდისის
ქენჯნა გაწუხებს, რადგან ხუთი დოლარის საღებავი სხვანაირად მოიხმარე, ვიდრე
შენ გსურდა. მომავალში, როცა რაიმე კომერციული გეგმა მომივა თავში, ჩემს
კომპანიონს ჯერ ნოტარიუსთან წავიყვან და ვაიძულებ დაიფიცოს, რომ ცხოვრებაში
არასოდეს გაუგონია სიტყვა «იდეალი».

კოუ ოთახიდან გაცოფებული გავარდა. უაიტს მისი მძვინვარებისთვის იოტისოდენა


ყურადღებაც არ მიუქცევია. ბილი კოუს ზიზღი მის მიმართ არაფერი იყო იმ
ზიზღთან შედარებით, საკუთარი თავის მიმართ რომ ჰქონდა და რომლისგანაც ის-ის
იყო გათავისუფლდა.

კორალიოში კი უკმაყოფილება იზრდებოდა. აფეთქება გარდაუვალი ჩანდა. ყველას


აღიზიანებდა ქალაქში გამოჩენა ზორბა, წითელლოყება ინგლისელისა, რომელიც,
როგორც ამბობდნენ, ბრიტანეთის ხელისუფლების აგენტი იყო და საიდუმლო
მოლაპარაკებებს აწარმოებდა პრეზიდენტთან ისეთი სავაჭრო გარიგების თაობაზე,
რომლის შედეგად მთელი ერი უცხო ქვეყნის მიერ აღმოჩნდებოდა დაკაბალებული.
ამბობდნენ, რომ პრეზიდენტმა ინგლისელებს მხოლოდ ფასდაუდებელი კონცესიები
კი არ გადასცა, არამედ მთელი სახელმწიფო ვალიც და რომ ვალის ანგარიშში მათ
ხელში აღმოჩნდებოდა ყველა საბაჟო. ერი, რომელმაც ამდენი ითმინა, ბოლოს და
ბოლოს პროტესტს გამოხატავდა.
134

ამ საღამოს კორალიოსა და სხვა ქალაქებში ხალხის მრისხანე ხმა გაისმა. ხმაურიანმა


ბრბომ, ქაოსურმა, მაგრამ სახიფათომ, ქუჩები აავსო. მათ კვარცხლბეკიდან
პრეზიდენტის ბრინჯაოს ქანდაკება ჩამოაგდეს, რომელიც მოედნის შუაში იდგა და
ნამსხვრევებად აქციეს. საზოგადოებრივი შენობებიდან ჩამოგლიჯეს მარმარილოს
დაფები, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ «უდიდესი განმათავისუფლებლის» დიად
საქმეებს. სამთავრობო დაწესებულებებში მისი პორტრეტები გაანადგურეს. ბრბომ
Casa morena-ზეც კი მიიტანა იერიში, მაგრამ ისინი უკუაგდეს სამხედროებმა,
რომლებიც პრეზიდენტის ერთგულნი დარჩნენ. ქალაქში მთელი ღამე ტერორი
მძვინვარებდა.

ლოსადამ თავისი სიდიადე იმით დაამტკიცა, რომ მომდევნო დღის შუადღისთვის


წესრიგი აღადგინა, თვითონ კი კვლავ სრული ძალაუფლების მქონე დიქტატორად
დარჩა. მან დააბეჭდვინა სამთავრობო ცნობა იმის შესახებ, რომ ინგლისთან
არავითარი მოლაპარაკებები არ უწარმოებია და არც აპირებდა ამის გაკეთებას.
წითელლოყება ბრიტანელმა, სერ სტაფორდ ბოანმა, თავის მხრივ, გაზეთების და
აფიშების საშუალებით განაცხადა, რომ ის ქვეყანაში ოფიციალური მისიით კი არ
იმყოფებოდა, არამედ მოგზაურობდა, როგორც ტურისტი. მას (როგორც აცხადებდა)
არასოდეს ჰქონია საუბარი პრეზიდენტთან და არც არასოდეს უნახავს ის.

ამ არეულ-დარეულობაში უაიტი უკან წასასვლელად ემზადებოდა. გემი ორ-სამ


დღეში გადიოდა. დაახლოებით შუადღისას მოუსვენარმა კოუმ თავისი
ფოტოაპარატი აიღო, რომროგორღაც დრო მოეკლა, რომელიც ძალიან ნელა
მიიზლაზნებოდა. ქალაქში სიწყნარე სუფევდა, თითქოს სულ ახლახან ამბოხება არც
ყოფილიყოს.

ცოტა ხნის შემდეგ კოუ სასტუმროში შევარდა. სახეზე ეწერა, რომ რაღაც სერიოზული
გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. ის თავის ბნელ პატარა ოთახში განმარტოვდა,
რომელშიც, ჩვეულებრივ, ფოტოებს ამჟღავნებდა. მერე აივანზე გავიდა, სადაც უაიტი
იჯდა. სახეზე აღგზნებული, მტაცებლური, ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა.

– იცი, ეს რა არის? – ჰკითხა მან და შორიდან მუყაოზე მიკრული პატარა


ფოტოსურათი აჩვენა.

– სენიორიტას სურათია, სკამზე მჯდარის, – ზანტად თქვა უაიტმა.

– არა, – თქვა კოუმ და თვალები აუელვარდა, – ეს სურათი არ არის, ეს გასროლაა. ეს


დინამიტიანი თუნუქია. ეს ოქროს მაღაროა. ეს ოციათასდოლარიანი ჩეკია
პრეზიდენტისგან, დიახ, სერ, და ამჯერად სურათი არ განადგურდება. არავითარი
ყბედობა ხელოვნების მაღალ დანიშნულებაზე. ხელოვნება! შენ და შენი პატარა
აყროლებული ტუბი! ამ «კოდაკით» შენს ოხტში ამოვედი. აბა, ერთი ამას შეხედე –
რა არის ეს? უაიტმა სურათი აიღო და გაბმით დაუსტვინა.

– ღმერთო დიდებულო! – წამოიძახა მან, – ქალაქში შფოთი და არეულობა დაიწყება,


თუ ამ სურათს გაასაჯაროებ. როგორ მოახერხე მისი ხელში ჩაგდება, ბილ?
135

– ხომ იცი მაღალი კედელი პრეზიდენტის ბაღის გარშემო? აი, სასახლის უკან? ზედ
ავცოცდი, რომ მთელი ქალაქი ზემოდან გადამეღო. ვხედავ, კედლიდან ქვა
ჩამოვარდა და საცაა ბათქაშიც მას მიჰყვება. ვფიქრობ, მოდი ერთი, პრეზიდენტის
კომბოსტოს ვნახავ-მეთქი. და უცებ ჩემ წინ, სულ რაღაც ოც ნაბიჯში – ის
ინგლისელი ბატონი და პრეზიდენტი მაგიდას უსხედან. მაგიდაზე დოკუმენტები
უწყვიათ და რაღაცას ძმაბიჭურად არჩევენ. მეკობრეები არიანო, იფიქრებ. მშვენიერი
ადგილია ბაღში, დაჩრდილული, განმარტოებული. გარშემო პალმები და
ფორთოხლის ხეებია, ბალახში კი, იქვე, ხელმისაწვდომზე – ვედრო დგას
შამპანურით. ვიგრძენი, რომ ჩემი დროც დადგა, ხელოვნებაში რაღაც დიდი შემექმნა.
აპარატი კედლის ნახვრეტამდე ავწიე და ღილაკს თითი დავაჭირე. სწორედ იმ დროს
მათ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს – როგორც ჩანს, საიდუმლო გარიგება
დაამთავრეს. ნახე, როგორ გამოვიდა ეს სურათზე. კოუმ პიჯაკი ჩაიცვა და ქუდი
დაიხურა.

– და მერე, რას უპირებ ამას? – ჰკითხა უაიტმა.

– მეე? – წამოიძახა კოუმ ნაწყენი ტონით, – წითელ ლენტს მივაბამ და ბუხრის თავზე
ჩამოვკიდებ. შენ მე მაოცებ. ახლა მივდივარ და შენ ეცადე, კარგად გაიაზრო,
ჯანჯაფილის ნამცხვრის რომელი დესპოტი მოისურვებს ჩემი სურათი შეიძინოს
თავისი პირადი კოლექციისათვის, მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვას არ ჩაუვარდეს
ხელში.

ჩამავალმამზემ უკვე ქოქოსის პალმების წვერები შეაწითლა, როცა კოუ Casa


morenaდან დაბრუნდა. მხატვარმა მას კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. კოუმ თავი
დაუქნია და მაშინვე საწოლზე გაიშხლართა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

– ვნახე. გადაიხადა და საკმაოდ ბევრიც. თავიდან არ უნდოდათ ჩემი შეშვება, მაგრამ


ვუთხარი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს-მეთქი. ეს პრეზიდენტი
ხელწამოსაკრავი კაცი არ გახლავს, უნარიანია და ტვინი ისე აქვს მოწყობილი, საქმის
არსს მაშინვე სწვდება. როგორც კი სურათი ვაჩვენე და ფასი ვუთხარი, გაეღიმა,
ცეცხლგამძლე სეიფისკენ წავიდა და ფული გამოიღო. ისე იოლად დამიდო წინ ოცი
ცალი ათასდოლარიანი ტკიცინა კუპიურებით, როგორც მე ერთ დოლარსა და
ოცდახუთ ცენტს დავდებდი. კარგი დოლარები, ისე ტკაცუნობდნენ, როგორც
გამხმარი ბალახი ხანძრისას.

– ერთი ხელი შემახებინე, რა, – სთხოვა უაიტმა ინტერესით, – ათასდოლარიანი


არასოდეს მინახავს.

კოუ მაშინვე არ გამოეხმაურა: – კერი, უთხრა მან როგორღაც დაბნეულად, – შენთვის


ხელოვნება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია?

– ჰო, უპასუხა მან, – ხელოვნებისთვის, მზად ვარ, მსხვერპლად გავიღო ჩემი ფულიც
და ჩემი მეგობრების ფულიც.

– გუშინ შენზე ვფიქრობდი, იდიოტია-მეთქი, – წყნარად თქვა კოუმ, – მაგრამ დღეს


აზრი შევიცვალე. ანუ, უფრო სწორად, მეც ისეთივე იდიოტი აღმოვჩნდი, როგორიც
136

შენ. მე თაღლითობაზე არასოდეს მითქვამს უარი, მაგრამ ყოველთვის თანაბარი


ძალის მოწინააღმდეგეს ვეძებდი, რომელთანაც შებმა ღირდა გონებრივადაც და
კაპიტალითაც. მაგრამ ადამიანს ქეჩოში ჩაავლო ხელი და ჭანჭიკი ჩაახრახნო... და ის
იძულებული iyos, შეეგუოს... არა, ეს არ არის კაცური საქმე, ამას სხვა სახელი ჰქვია.
ამას ჰქვია... მოკლედ თვითონაც ხვდები. შენ იცი, რას ნიშნავს ხელოვნების
პროფანაცია... მე ეს ვიგრძენი... მოკლედ, რაც არის, არის. მე ჩემი სურათი დავხიე,
ნაკუწები ფულის დასტაზე დავადე და მაგიდაზე პრეზიდენტისკენ გავაჩოჩე.
«მაპატიეთ, მისტერ ლოსადა, – ვუთხარი მე, – მაგრამ, მე მგონი, ფასში შევცდი.
მიიღეთ თქვენი ფოტო უფასოდ». ახლა კი, კერი, შენი ფანქარი აიღე. პატარა
ანგარიშის შედგენა მოგვიწევს. შეუძლებელია, ჩვენი კაპიტალიდან არ
დარჩენილიყო იმდენი, რამდენიც შემწვარ ძეხვს ეყოფა. დაგჭირდება, როცა ნიუ-
იორკში შენს ბუნაგში დაბრუნდები.

XV. დიკი
თანმიმდევრულობა ანჩურიაში დიდ პატივში არ არის. მძვინვარე პოლიტიკური
ქარიშხლები და ღრმა მდუმარება იქ ერთმანეთს ენაცვლება. თითქოს თვით დრო
ჩამოკიდებს ხოლმე ყოველდღე თავის ცელს ფორთოხლის ხის ტოტზე, რომ წყნარად
ჩათვლიმოს ან სიგარეტი გააბოლოს.

პრეზიდენტ ლოსადას წინააღმდეგ მოწყობილი უშედეგო ამბოხების შემდეგ ქვეყანა


დაწყნარდა და ძველებურად მოთმინებით იტანდა ხელისუფლების თვითნებობას,
რომლის გამოც გამოსვლები მოაწყო. კორალიოში გუშინდელი მტრები
ხელიხელგაყრილები დადიოდნენ და განსხავებული შეხედულებები დროებით
მივიწყებული ჰქონდათ.

სამხატვრო ექსპედიციის ჩავარდნამ კოუს გული ვერ გაუტეხა. ის კატასავით რბილად


ეცემოდა ხოლმე. ფორტუნას ღიმილი თუ ზურგის შექცევა მისი ცხოვრების ნირს ვერ
ცვლიდა. ჯერ კიდევ არ გაფანტულიყო კვამლი გემისა, რომლითაც უაიტი
გაემგზავრა, რომ კოუს ლურჯი ფანქარი კვლავ აქტუალური გახდა. საკმარისი იყო,
ერთი სიტყვა ეთქვა ჯედისთვის და ბრინიგენის სავაჭრო სახლი და კომპანია მას
ნებისმიერი საქონლისთვის გამოუყოფდნენ კრედიტს. ზუსტად იმ დღეს, როცა უაიტი
ნიუიორკში ჩავიდა, კოუ რკინა-კავეულით და დანა-ჩანგლით დატვირთული ხუთი
ჯორისგან შემდგარ ქარავანს მიჰყვებოდა უკან, რომელიც ქვეყნის სიღრმეში, პირქუშ,
მრისხანე მთებში მიდიოდა. იქ წითელკანიანების ტომები ოქროს მტვერს რეცხავდნენ
ოქროს შემცველ ნაკადულებში და როცა მათ საქონელს ადგილზე ჩაუტანდნენ,
გახურებული ვაჭრობა ჩაღდებოდა კორდილიერებში. კორალიოში დრომ ფრთები
აიკეცა და, მიბნედილი, ზლაზვნით მიემართებოდა მთვლემარე გზაზე. ისინი, ვინც
მხიარულებით ავსებდა ჩახუთულ საათებს, უკვე გაემგზავრნენ. კლენსი კალიაოში
წავიდა სასწრაფოდ, სადაც, როგორც მას უთხრეს, ბრძოლა მიმდინარეობდა. ჯედი,
რომელსაც წყნარი და თბილი ხასიათი ძალიან დაეხმარა ლოტოსის ჭამის
დამაუძლურებელ მოქმედებასთან ბრძოლაში, ახლა დაოჯახებული შინაყუდა იყო. ის
137

თავს ბედნიერად გრძნობდა თავის ნათელ ორქიდეასთან, პაულასთან ერთად და


არასოდეს იხსენებდა იდუმალებით მოცულ დალუქულ ბოთლს, რომლის
საიდუმლოს, რომელიც უკვე აღარავის აინტერესებდა, ზღვა ინახავდა.

შემთხვევითი არ იყო, რომ ლომვეშაპმა, ყველაზე საზრიანმა და ეკლექტიკურმა


მხეცებს შორის, ლუქი თავისი პროგრამის შუაში ჩასვა, მრავალ სხვა გასართობ ნომერს
შორის. ეტვუდი, ცბიერი ეტვუდი, სტუმართმოყვარე აივნის უკანა მხრიდან წავიდა,
თუმცა ექიმი გრეგი რჩებოდა, მაგრამ თავის ქალის ტრეპანაციის ამბავი მასში
ძველებურად დუღდა ვულკანის ლავასავით და ყოველ წამს მზად იყო,
ამოფრქვეულიყო, ეს კატასტროფა კი, კაცმა რომ თქვას, ოდნავაც ვერ შეუწყობდა ხელს
მოწყენილობის შემცირებას.

ახალი კონსულის მელოდია უნისონში ჟღერდა სევდიან ტალღებსა და ტროპიკების


უმოწყალო სიმწვანესთან: შეჰერაზადას და მრგვალი მაგიდის მელოდია უცხო იყო
მისი ქნარისთვის. გუდვინი პროექტებით გახლდათ დაკავებული, თავისუფალ დროს
კი არსად არ მიდიოდა, რადგან შინ ყოფნა შეუყვარდა.

ძველი მეგობრული კავშირები გაწყდა. კორალიოს უცხოური


კონტინგენტი მოწყენილობას შეეპყრო. და უცებ ღრუბლებიდან დიკი
მალონი დაეშვა და მთელი ქალაქი გაართო.

არავინ უწყოდა, საიდან ჩამოვიდა და როგორ აღმოჩნდა კორალიოში. ერთ მშვენიერ


დღეს, მოულოდნელად ქუჩაში დაინახეს. ეს იყო და ეს. მოგვიანებით ამტკიცებდა,
ხილის გადამზიდ გემს, «ტორს» ჩამოვყევიო. მაგრამ ამ გემის მაშინდელი მგზავრების
სიაში მალონი ვერ იპოვეს. თუმცა მისი გამოჩენით გამოწვეული ცნობისმოყვარეობა
მალე განელდა: ვინ იცის, რამდენი ასეთი თევზი გამოურიყავს ნაპირზე კარიბის
ზღვის ტალღებს.

ეს გახლდათ მოძრავი, უდარდელი ახალგაზრდა კაცი. მიმზიდველი ნაცრისფერი


თვალები ჰქონდა, თვალისმომჭრელი ღიმილი, შავგვრემანი თუ ძალიან
მზემოკიდებული სახე და ცეცხლივით წითური თმა, ისეთი წითელი, როგორიც ამ
ადგილებში არასოდეს არავის ენახა. ესპანურად ისევე კარგად ლაპარაკობდა, როგორც
ინგლისურად. ჯიბეში საკმაო ვერცხლი უჩხრიალებდა და მალე ყველასთვის
სასურველ სტუმრად იქცა. მისი სისუსტე vino blanco[49] იყო და მალე მთელმა ქალაქმა
გაიგო, რომ მას შეეძლო უფრო მეტი დაელია, ვიდრე ნებისმიერ სამ კაცს, ერთად
აღებულს, კორალიოში. ყველა დიკის ეძახდა და სადაც არ უნდა მისულიყო, ყველგან
მხიარული შეძახილებით ხვდებოდა ყველა, განსაკუთრებით კი ადგილობრივი
მცხოვრებლები, რომლებშიც მისი გასაოცარი წითური თმები და უბრალო მანერები
აღტაცებას და შურს იწვევდა. სადაც არ უნდა წასულიყავით, ყველგან აუცილებლად
დიკის დაინახავდით და მის გულიან სიცილს გაიგონებდით. ყოველთვის
გარშემორტყმული იყო თაყვანისმცემლების გუნდით, რომელთაც ის კარგი
ხასიათისთვის უყვარდათ და კიდევ იმისთვის, რომ მუდამ უშურველად
უმასპინძლდებოდა მათ თეთრი ღვინით.
138

ბევრი მითქმა-მოთქმა და ვარაუდი იყო იმის შესახებ, კორალიოში რატომ ჩამოვიდაო,


მაგრამ მალე ყველაფერი ნათელი გახდა: დიკიმ პატარა მაღაზია გახსნა, სადაც
ტკბილეულობა, თუთუნი და ადგილობრივი მცხოვრებლების სხვადასხვა ხელნაკეთი
ნივთები იყიდებოდა: აბრეშუმის ნაქარგები, ფეხსაცმელები, ლელქაშისგან დაწნული
კალათები. მაგრამ ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების ნირი: დღედაღამ კარტს
ეთამაშებოდა comandante-ს, საბაჟოს უფროსს, პოლიციის შეფს და სხვა ადგილობრივ
დროსტარების მოყვარულ ოფიციალურ პირებს.

ერთხელ დიკიმ პასა დაინახა, მადამ ორტისის ქალიშვილი. ის სასტუმრო «დე ლოს
ესტრანხეროსის» კართან იჯდა. კორალიოში ყოფნის მთელი დროის მანძილზე
პირველად დიკი მონუსხულივით შეჩერდა, მაგრამ მაშინვე ადგილს მოსწყდა და
ირმის სისწრაფით იქაური ფრანტის, ვასკესის მოსაძებნად გავარდა, რომ მისთვის
ეთხოვა, პასასთან წარმადგინეო.

ახალგაზრდები პასას «La SantitaNaranjadita»-ს ეძახდნენ. Naranjadita ესპანურად


ერთგვარ ფერს ნიშნავს, რომლის უფრო ზუსტად გადასათარგმნად დიდი წვალება
დაგჭირდებათ. მიახლოებით კი ნიშნავს ამას: «წმინდანი შესანიშნავი, მშვენიერი,
დელიკატური ფორთოხლისფერ-ოქროსფერი ელფერით». სწორედ ასეთი გახლდათ
მადამ ორტისის ქალიშვილი.

მადამ ორტისი რომს და სხვა სასმელებს ყიდდა. რომი კი, იცოდეთ, რომ სხვა
საქონლის დეფიციტის კომპენსაციას ახდენს, რადგან, არ დაგავიწყდეთ, რომის
წარმოება ანჩურიაში სახელმწიფოს მონოპოლიაა, სახელმწიფოს მიერ დამზადებული
ნაწარმის გაყიდვა კი ფრიად რესპექტაბელური საქმეა. გარდა ამისა, თვით ყველაზე
მკაცრი ზნეობის ცენზორიც კი მადამ ორტისის დაწესებულებაში ვერავითარ ნაკლს
ვერ იპოვიდა. სტუმრები ძალიან მორიდებულად და მოღუშული სახეებით სვამდნენ,
რადგან მადამას ძველი და ქებული gvari ქარაფშუტულ ხუმრობას არ იწონებდა
იმათგანაც კი, ვინც რომს სვამდა. განა ის იგლესიას გვარის შთამომავალი არ იყო, აქ
პიზაროსთან ერთად რომ ჩამოვიდნენ? და განა მისი განსვენებული მეუღლე მთელი
რაიონის comisionado de caminos y puentes[50] არ გახლდათ?

საღამოობით პასა ფანჯარასთან იჯდა იმ ოთახის გვერდით, სადაც სასმელებს


მიირთმევდნენ და, ოცნებამორეული, გიტარის სიმებს აჟღარუნებდა. მალე მის
ოთახში ორ-ორად, სამ-სამად შედიოდნენ ახალგაზრდა კაბალეროები და კედელთან
მდგარ სკამებზე სხდებოდნენ. მათი მიზანი ახალგაზრდა «Santita»-ს გულის
დაპყრობა იყო. მათი xerxi (არა ერთადერთი და ალბათ არცთუ საუკეთესო
მსოფლიოში) ის იყო, რომ მკერდს წინ გამოიშვერდნენ, საბრძოლო პოზას მიიღებდნენ
და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდნენ. წმინდანებიც კი, ოქროსფერ-ფორთოხლისფერი
ელფერით, ამჯობინებენ, რომ მათ როგორღაც განსხვავებულად ეარშიყონ.

დონა პასა ნიკოტინით მოწამლული მდუმარების შუალედებს თავისი გიტარის


ბგერებით ავსებდა და და გაკვირვებული ფიქრობდა: ნუთუ ყველა რომანი, რომელიც
მას წაეკითხა გალანტურ და უფრო... უფრო თვალსაჩინო კავალერებზე... ნუთუ ეს
ყველაფერი ტყუილი იყო? დროის განსაზღვრული შუალედების შემდეგ ოთახში
პულპერიიდან მადამა შედიოდა ნარნარი მოძრაობით. მის მზერაში რაღაც ისეთი
139

იგრძნობოდა, რაც თითქოს წყურვილს იწვევდა და მაშინ გახამებული თეთრი


შარვლის შარიშური გაისმოდა – ერთ-ერთი კაბალერო დახლისაკენ მიემართებოდა.

ძნელი არ იყო იმის წინასწარმეტყველება, რომ ამ ასპარეზზე ადრე თუ გვიან დიკი


მალონი გამოჩნდებოდა. ცოტა მოიძებნებოდა კორალიოში ისეთი ოჯახი, რომლის
კარშიც მას თავისი წითური თავი არ შეეყო.

დაუჯერებლად მცირე დროში იმ წამიდან, როცა პასა პირველად დაინახა, დიკი იმ


საქანელას გვერდით იჯდა, რომელშიც დონა პასა ქანაობდა. მას გოგონებთან
არშიყობის საკუთარი წესები ჰქონდა: მისი თეორია არ ცნობდა კედელთან ხმის
ამოუღებლად ჯდომას. შეტევაზე გადასვლას მოკლე დისტანციიდან ამჯობინებდა.
ციხესიმაგრის ერთი კონცენტრირებული, მგზნებარე, ენამჭევრი, განმაიარაღებელი
შტურმი – ასეთი გახლდათ მისი საბრძოლო ამოცანა.

პასა მთელ ქვეყანაში ყველაზე არისტოკრატიული და ამაყი ესპანური ოჯახის


შთამომავალი იყო. გარდა ამისა, დიდი პირადი ღირსებებიც ჰქონდა – ორი წელი,
რომელიც ახალი ორლეანის ერთ-ერთ სასწავლებელში გაეტარებინა, მას კორალიოს
ჩვეულებრივ გოგონებზე მაღლა აყენებდა. ბედისგან გაცილებით მეტს ითხოვდა. და
მაინც დაჰყვა პირველსავე შემხვედრ წითურ არამზადას გატლეკილი ენითა და
მომხიბლავი ღიმილით, იმიტომ რომ კაცი სწორედ ისე ეარშიყებოდა, როგორც
საჭირო იყო.

მალე დიკიმ ქალი პატარა ეკლესიაში წაიყვანა, იქვე, მოედანზე და პასას სხვა,
განთქმულ სახელებს კიდევ ერთი – «მისის მალონი» – დაემატა.

და ასეთი ბედი ხვდა წილად, მას – მშვიდს, წმინდანის თვალებით, გამომწვარი თიხის
ფსიქეის ფიგურით – უბადრუკი ფარდულის მიტოვებულ დახლთან მჯდარიყო, როცა
დიკი ლოთობდა და ქალებს ეარშიყებოდა თავისი ქარაფშუტა მეგობრების კამპანიაში.

ქალებმა, რომლებიც ბუნებით სიკეთისკენ არიან მიდრეკილი, შანსი ხელიდან არ


გაუშვეს და პასას დიდი სიამოვნებით უყვებოდნენ მისი მეუღლის ქარაფშუტული
ქცევის შესახებ. და მან ქალებს მშვენიერი და მწუხარე ზიზღით მიმართა:

– თქვე ძროხებო, – თანაბარმა, მკაფიო ხმამ ბროლივით გაიწკრიალა, – რა იცით თქვენ


ნამდვილი მამაკაცისა? ყოველი თქვენგანის ქმარი maromeros[51]-ია. ისინი მხოლოდ
იმისთვის უქნია ღმერთს, რომ სიგარეტის კვამლის ჩრდილში იყვნენ, სანამ მზე
მაგრად არ დააცხუნებს და გარეთ არ გამორეკავს. მამალი ფუტკრებივით არაფრის
მაქნისები, ჰამაკებში გყავთ ჩაწვენილი და თავს დასტრიალებთ, ხან ვარცხნით და ხან
ახალი ხილით კვებავთ. ჩემი ქმარი ასეთი არ არის. მას სხვა სისხლი აქვს, სრულიად
განსხვავებული. დაე, სვას ღვინო. როცა იმდენს დალევს, რამდენიც ნებისმიერი
თქვენგანის ბედოვლათ ქმარს დაახრჩობდა, ის სახლში ბრუნდება, ჩემთან და უფრო
მეტად კაცია, ვიდრე თქვენი ათასი pobrecitos. თმაზე მეფერება და მიწნავს, მიმღერის,
ფეხსაცმელებს მხდის და ფეხებზე მკოცნის, აი, აქ და აქ. და მერე მომეხვევა... ოჰ, თქვენ
ვერასოდეს მიხვდებით! უბედური ბრმებო, თქვენ ხომ კაცის გემო არ იცით!
140

ხანდახან, ღამღამობით, დიკის მაღაზიაში უცნაური რამეები ხდებოდა. შენობის წინა


ნაწილი, სადაც დღისით საქონელს ყიდდნენ, ჩაბნელებული იყო, უკანა პატარა
ოთახში კი დიკი და მისი რამდენიმე უახლოესი მეგობარი უსხდნენ ხოლმე სუფრას
და შუაღამემდე ლაპარაკობდნენ რაღაც საქმეებზე. შემდეგ ის მეგობრებს ძალიან
ფრთხილად ქუჩაში გაუშვებდა, თვითონ კი თავის «წმინდანთან» ადიოდა ზედა
სართულზე. ღამის სტუმრები შეთქმულებივით გამოიყურებოდნენ: შავი
კოსტიუმები, შავი ქუდები. რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს მათი შუაღამის
სერობები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ხალხი, ვინ იცის, რას აღარ ლაპარაკობდა.

ისე ჩანდა, კორალიოში მცხოვრებ უცხოელებს დიკი ყურადღებას არ აქცევდა. ის


აშკარად არიდებდა თავს გუდვინს, მისი ოსტატური მანევრი კი, რომლის
წყალობითაც თავი დაიძვრინა ექიმ გრეგის ისტორიისგან თავის ქალის ტრეპანაციის
შესახებ, კორალიოში ახლაც აღტაცებას იწვევს, როგორც შედევრი, როგორც ნიმუში
დიპლომატიური მოხერხებულობისა.

ის ბევრ წერილს იღებდა, რომლებიც «დიკი მალონის», ან «სენიორ დიკი მალონის»


სახელზე იყო გამოგზავნილი. პასას ძალიან უხაროდა, რომ მის ქმარს ამდენი
ადამიანი სწერდა. ეს კიდევ უფრო აძლიერებდა ქალის აზრს, რომ მისი ქმრის წითური
თავი მთელ მსოფლიოში ანათებდა. თვით წერილების შინაარსი კი არასოდეს
ანაღვლებდა. მართლა იღბალია, ასეთი ცოლი რომ შეგხვდება!

დიკიმ კორალიოში ერთადერთი შეცდომა დაუშვა: უფულოდ დარჩა, ძალიან უდროო


დროს უფულობისთვის. საერთოდ, საიდან შემოსდიოდა მას ფული, ყველასთვის
საიდუმლოებით გახლდათ მოცული, რადგან მისი პატარა მაღაზია სულ უმნიშვნელო
მოგებაზე მუშაობდა. ფულით მას რომელიღაც სხვა წყარო უზრუნველყოფდა და, აი,
უცებ ეს წყარო დაიშრიტა და თანაც ძალიან მძიმე ჟამს: მაშინ, როცა Comandante-მ,
დონ სენიორ პოლკოვნიკმა ენკარნასიონ რიოსმა მაღაზიაში მჯდარ წმინდანს შეხედა
და გული ისე შეუფრთხიალდა, ლამის საგულედან ამოუვარდა.

Comandante-მ, რომელიც გალანტურობის საკითხში ფრიად განსწავლული გახლდათ,


თავისი გრძნობა თავიდან დელიკატური მინიშნებით გამოხატა: საპარადო მუნდირში
გამოწყობილმა სენიორა მალონის ფანჯრების წინ დაიწყო აქეთ-იქით სიარული. პასამ
მას მორცხვად გახედა ფანჯრიდან თავისი წმინდანის თვალებით, დაინახა, რომ
ძალიან წააგავდა მის თუთიყუშს – ჩიჩის და სახეზე ღიმილი გამოესახა.

Comandante-მ შეამჩნია ქალის ღიმილი, რომელიც მისთვის არ იყო განკუთვნილი,


შთაბეჭდილება მოვახდინეო, იფიქრა, მაღაზიაში თავდაჯერებულად შევიდა და ქალს
მიუახლოვდა, რომ კომპლიმენტით შეემკო. პასა მოიბუზა. კაცი არ ცხრებოდა. ქალი
მეფურმა მრისხანებამ შეიპყრო; კაცი, კიდევ უფრო მოხიბლული, უფრო შეუპოვარი
გახდა. ქალმა უბრძანა, მაღაზიიდან გასულიყო, კაცი შეეცადა, ხელში ხელი ჩაეჭიდა
და... ამ დროს შემოვიდა დიკი, ფართოდ გაღიმებული სახით, თეთრი ღვინით და
ეშმაკით სავსე.

ხუთი წუთი იმაზე დახარჯა, რომ comandante საგულდაგულოდ დაესაჯა, ანუ ყველა
ღონე იხმარა იმისათვის, რომ ცემისგან მიყენებული ტკივილი რაც შეიძლება
141

დიდხანს გაჰყოლოდა, დასჯა კი იმით დაასრულა, რომ წინდაუხედავი მოარშიყე


მაღაზიიდან გაათრია და, უგრძნობი, ქუჩაში ქვაფენილზე დააგდო.

ფეხშიშველმა პოლიციელმა, რომელმაც მომხდარი ქუჩის გადაღმიდან დაინახა,


სასტვენი ამოიღო და ჩაბერა. ქუჩის კუთხესთან მდგარი ყაზარმიდან ოთხმა
ჯარისკაცმა მოირბინა. როცა დაინახეს, წესრიგის დამრღვევი დიკი იყო,
შეშინებულები შეჩერდნენ და თვითონაც სტვენა დაიწყეს. მალე მაშველები
მოცვივდნენ – კიდევ რვა ჯარისკაცი. როცა გადაწყვიტეს, რომ ძალები უკვე
მეტნაკლებად გათანაბრდა, სამხედროები შეტევაზე გადავიდნენ.

დიკი, რომელსაც საბრძოლო სულისკვეთება ჯერაც არ განელებოდა, დაიხარა,


Comandante-ს ქარქაშიდან დაშნა დააძრო და მომხდურს ეცა. მან რეგულარული ჯარი
ოთხი კვარტალის იქით გარეკა, აწივლებულ არიერგარდს შოკოლადისფერი ქუსლები
დაუჩხვლიტა და შორს დაიფრინა.

მაგრამ სამოქალაქო ხელისუფლებასთან გამკლავება უფრო ძნელი აღმოჩნდა. ექვსმა


მოქნილმა, დაკუნთულმა პოლიციელმა ბოლოს და ბოლოს შეძლო მისი მორევა და
ტრიუმფით, თან ერთგვარი შიშით, ის ციხისკენ წაათრია. El Diablo Colorado![52] –
ილანძღებოდნენ ისინი და დასცინოდნენ სამხედრო ძალებს, რომლებიც ასეთი
უსუსური აღმოჩნდნენ.

დიკის, სხვა პატიმრებთან ერთად, შესაძლებლობა მიეცა, გისოსებიან კარებს მიღმა


ბალახით გაბარდნილი მოედნის, ფორთოხლის ხეების მწკრივის, წითელი კრამიტის
სახურავებისა და უბადრუკი პატარა მაღაზიების ალიზის კედლებისათვის ეცქირა.

მზის ჩასვლისას, ბილიკზე, რომელიც მოედანს კვეთდა, მწუხარესახიანი ქალების


მელანქოლიური პროცესია გამოჩნდა. მათ ბანანები, კასავა და პური მოჰქონდათ –
საკვები საცოდავი პატიმრებისათვის, რომლებიც ციხის კედლებში იტანჯებოდნენ.
ქალებს ნება ჰქონდათ, დღეში ორჯერ მისულიყვნენ ციხეში – დილით და საღამოს,
რადგან რესპუბლიკა იძულებით სტუმრებს მხოლოდ წყალს აწვდიდა, მათი
კვებისთვის კი თავს არ იწუხებდა.

იმ საღამოს გუშაგმა დიკის სახელი დაიძახა და ის კარის გისოსებთან მივიდა. კართან


«წმინდანი» იდგა მხრებსა და თავზე მოსხმული შავი მანტილიით. სახეზე სევდა
ჰქონდა აღბეჭდილი. ნათელი თვალებით დიკის ისე ხარბად და მგზნებარედ
უცქერდა, თითქოს აპირებდა, ახლავე გარეთ გაეყვანა. შემწვარი წიწილა მიუტანა, ორი
თუ სამი ფორთოხალი, ტკბილეულობა და თეთრი პური. ჯარისკაცმა მიტანილი
საკვები დაათვალიერა და დიკის გადასცა. პასამ წყნარად დაიწყო ლაპარაკი. ის
ყოველთვის წყნარად ლაპარაკობდა – საამო ხმით, ფლეიტის ჟღერას რომ
მოგაგონებდათ.

– ჩემი სიცოცხლის ანგელოზო, – უთხრა ქალმა, – მალე უნდა დამიბრუნდე. შენ იცი,
ჩემთვის როგორი აუტანელი ტვირთია სიცოცხლე, როცა გვერდით არ მყავხარ.
მითხარი, რით შემიძლია დაგეხმარო. თუ მე უძლური ვარ, დაგელოდები – ცოტა
ხნით. ხვალ დილით ისევ მოვალ.
142

დიკი, რომელსაც ფეხსაცმელები გახდილი ჰქონდა, რომ სხვა პატიმრები არ


შეეწუხებინა – მან ხომ ნახევარი ღამე საკანში აქეთ-იქით სიარულში გაატარა – ბედს
იწყევლიდა, რომ ფული არ ჰქონდა და კიდევ ამ უფულობის მიზეზს წყევლიდა, რაც
არ უნდა ყოფილიყო ის. მან მშვენივრად იცოდა, რომ ფულით სასწრაფოდ შეეძლო
თავისუფლების ყიდვა.

მომდევნო ორი დღის მანძილზე პასა დათქმულ დროს მოდიოდა და საჭმელი


მოჰქონდა. დიკი ყოველ ჯერზე აღელვებული ეკითხებოდა, წერილი, ან რაიმე პაკეტი
ხომ არ მოსულა ფოსტით ჩემს სახელზეო და პასა უარის ნიშნად სევდიანად აქნევდა
თავს.

მესამე დღეს, დილით, მან მხოლოდ პატარა ფუნთუშა მოიტანა. თვალებს ქვემოთ შავი
წრეები აჩნდა. გარეგნულად ისევე წყნარად გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის.

– ეს რა ჯანდაბაა! – წამოიყვირა დიკიმ, – ეს ხომ მეტისმეტად მწირი სადილია,


muchachita[53]. ამაზე მეტი და უკეთესი ვერაფერი მოახერხე შენი ქმრისთვის?

პასამ ისე შეხედა, როგორც დედა შეხედავს ხოლმე საყვარელ, მაგრამ ჭირვეულ შვილს.

– ნუ ბრაზობ, – უთხრა მან წყნარი ხმით და გისოსს უფრო მაგრად მიეყრდნო, – ხვალ
ესეც აღარ იქნება. უკანასკნელი სენტავო დავხარჯე ამაში.

– გაყიდე ყველაფერი, რაც დახლზე გაქვს. რასაც მოგცემენ, მოგცემენ.

– გგონია, არ ვცადე? მზად ვიყავი, სულ იაფად გამეყიდა, თუნდაც იმის მეათედ ფასად,
რაც ღირს, მაგრამ ერთ პესოსაც კი არავინ იძლევა. დიკის დასახმარებლად ქალაქში
ერთი რეალიც კი არ აღმოაჩნდა არავის.

მოღუშულმა დიკიმ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.

– ეს ყველაფერი comandante-ს წყალობითაა, – წაიღრინა მან, – ის ამხედრებს ყველას


ჩემ წინააღმდეგ. მაგრამ დაველოდოთ, დაველოდოთ, ჯერ ხომ კარტის ყველა
ქაღალდი არ გახსნილა.

პასა ალაპარაკდა, კიდევ უფრო წყნარად, თითქმის ჩურჩულით.

– მისმინე, ჩემო გულისგულო, – უთხრა მან, – ვცდილობდი, ძლიერი და გაბედული


ვყოფილიყავი, მაგრამ უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლია. აი, უკვე სამი დღეა...

დიკიმ მანტილიის ნაკეცებში გაელვებულ ფოლადს მოჰკრა თვალი. ქალმა შეხედა და


პირველად დაინახა მისი უღიმილო სახე – მკაცრი, მუქარის გამომხატველი და
მიზანდასახული. უცებ მან ხელი ასწია და სახეზე ისევ ღიმილი აუკიაფდა, თითქოს
მზე ამოვიდაო. ზღვიდან გემის სირენის ხრინწიანმა ხმამ მოაღწია. დიკი გუშაგს
მიუბრუნდა, რომელიც კარების წინ მიდი-მოდიოდა.

– ეს რომელი გემია?

– «კატარინა».

– კომპანია «ვეზუვისა»?
143

– რა თქმა უნდა.

– მისმინე, picarilla[54], – მხიარულად უთხრა დიკიმ, – ამერიკის კონსულთან მიდი.


გადაეცი, რომ მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა. დაე, ახლავე მოვიდეს,
დაუყოვნებლივ. და იცოდე, ასეთი გატანჯული თვალები აღარ დამანახო. გპირდები,
რომ ამაღამვე ჩემს მკლავზე დადებ თავს.

კონსული ერთი საათის შემდეგ მოვიდა. იღლიაში ქოლგა ეჭირა და შუბლს


მოუთმენლად იწმენდდა ცხვირსახოცით.

– აი, ხომ ხედავთ, მალონი, – უთხრა გაღიზიანებული ტონით, – თქვენ ფიქრობთ, რომ
შეგიძლიათ, გამუდმებით სკანდალები მოაწყოთ, კონსულმა კი გაჭირვებიდან უნდა
გიხსნათ. მე არც სამხედრო სამინისტრო ვარ და არც ოქროს მაღარო. გაიგეთ, რომ ამ
ქვეყანას თავისი კანონები აქვს და მათ შორის ერთი ისეთი კანონი, რომელიც
რეგულარული არმიის ჯარისკაცების ფეხქვეშ გაგდებას კრძალავს. თქვენ,
ირლანდიელებს, სულ ჩხუბისკენ გიჭირავთ თვალი. არა, ვერაფრით დაგეხმარებით.
თუმცა შემიძლია, თამბაქო გამოგიგზავნოთ... ან, ვთქვათ, გაზეთები.

– შე უმაქნისო! – მკაცრად შეაწყვეტინა დიკიმ, – ოდნავაც რომ არ შეცვლილხარ. იგივე


მჭევრმეტყველება, ზუსტად იგივე სიტყვები, რომლებიც მაშინ წარმოთქვი. გახსოვს?
სამრეკლოს სხვენში მოხუცი კოინის ბატები და ვირები რომ შევიდნენ და
დამნაშავეებს შენს ოთახში დამალვა რომ უნდოდათ?

– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა კონსულმა და სათვალე სწრაფად შეისწორა, – ნუთუ


თქვენც იელის უნივერსიტეტი დაამთავრეთ? ნუთუ თქვენც მათ მარაქაში იყავით?
მე არავინ მახსოვს ასეთი წითუ... არავინ მახსოვს ასეთი გვარის – მალონი. ეჰ,
რამდენმა სტუდენტმა ვერ გამოიყენა ის ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტმა მისცა.
ოთხმოცდათერთმეტი წლის გამოშვების ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მათემატიკოსი
ლატარიის ბილეთებს ყიდის ბელისეში. გასულ თვეში ერთმა კაცმა შემოგვიარა –
კორნელის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. ახლა უმცროს სტიუარდად
მუშაობს გემზე, რომელსაც ჩიტების სკინტლი გადააქვს. თუ თქვენ გსურთ, მე
დეპარტამენტში მივწერ, მალონი, მაგრამ თუ თამბაქო გჭირდებათ, ან, ვთქვათ,
გაზეთები...
144


მე მხოლოდ ერთი რამ მჭირდება, – შეაწყვეტინა დიკიმ, – გადაეცით «კატარინას»
კაპიტანს, რომ დიკი მალონის მისი ნახვა სურს და თანაც, რაც შეიძლება მალე.
უთხარით, სადაც ვიმყოფები. და გაინძერით, თუ შეიძლება. სულ ეს არის.

კონსული, გახარებული, რომ ასე იოლად დააღწია მას თავი, სწრაფად წავიდა.
«კატარინას» კაპიტანი, ბრგე კაცი, წარმოშობით სიცილიელი, მალე გამოჩნდა,
გუშაგები უცერემონიოდ მისწი-მოსწია და ციხის კართან მივიდა. კორალიოში
კომპანია «ვეზუვის» წარმომადგენლები მუდამ ასე იქცეოდნენ.

– აჰ, რა სამწუხაროა! ძალიან მწყინს, რომ ასეთ საშინელ მდგომარეობაში გხედავთ, –


უთხრა კაპიტანმა, – მთლიანად თქვენს განკარგულებაში მიგულეთ, მისტერ
მალონი. ყველაფერს, რაც გჭირდებათ, მოგიტანენ. ყველაფერი, რასაც იტყვით,
შესრულდება.

დიკიმ მას სერიოზული გამომეტყველებით შეხედა. ბრდღვიალა წითელი თმა ხელს


არ უშლიდა, მკაცრი და ზვიადი ყოფილიყო. ის იდგა, მაღალი და მშვიდი. მისი
მაგრად მოკუმული პირის ნაკეცი ჰორიზონტალურ ხაზს ქმნიდა.

– კაპიტანო დე ლუკო, ვფიქრობ, გემების კომპანია «ვეზუვიში» ჯერ კიდევ მაქვს


კაპიტალი და კარგა დიდიც, რომელიც პირადად ჩემი საკუთრებაა. უკვე ერთი კვირა
იქნება გასული მას შემდეგ, რაც მოვითხოვე ფულის ნაწილი სასწრაფოდ
გადმოერიცხათ ჩემთვის, მაგრამ დღემდე არაფერი მიმიღია. თქვენც ძალიან კარგად
იცით, რა არის საჭირო ამ თამაშში: ფული, ფული და ფული. რატომ არ
გამომიგზავნეს?

– ფული გემ «კრისტობალზე» გადაიგზავნა, – ჟესტიკულაციით ლაპარაკობდა


კაპიტანი, – მაგრამ სად არის «კრისტობალი»? მე ის ანტონიოს კონცხთან დავინახე.
ლილვი ჰქონდა გატეხილი. რომელიღაც კატერი მიათრევდა ბუქსირით უკან, ახალი
ორლეანისაკენ. მე ფული ავიღე და მოგიტანეთ, რადგან ვიცოდი, რომ ახლა
სასწრაფოდ გჭირდებათ. კონვერტში ათასი დოლარია. თუ მეტი გჭირდებათ,
მისტერ მალონი, კიდევ შემიძლია მოვიტანო.

– ჯერჯერობით ესეც საკმარისია, – უთხრა დიკიმ შერბილებული ტონით, რადგან


კონვერტი გახსნა და მწვანე, ჭუჭყიანი ბანკნოტების მოზრდილი დასტა დაინახა.

– გრძელი მწვანეები! – თქვა მან ნაზად. მოწიწებული მზერით უცქერდა ფულს, – არის
კი რამე ისეთი ამქვეყნად, რასაც ამის საშუალებით ვერ იყიდი, კაპიტანო?

– თავის დროზე, – უპასუხა დე ლუკომ, რომელიც ცოტათი წაიფილოსოფოსებდა, –


სამი მდიდარი მეგობარი მყავდა. ერთ-ერთი მათგანი საბირჟო სპეკულაციებით
გამდიდრდა – ათი მილიონი იშოვა. მეორე უკვე იმქვეყნადაა, მესამე კი დაქორწინდა
ღარიბ გოგონაზე, რომელიც უყვარდა.
145


– გამოდის, – თქვა დიკიმ, – პასუხი უნდა ვეძიოთ ყოვლისშემძლესთან,
უოლსტრიტზე ან კუპიდონთან. შეკითხვა შეკითხვად რჩება.

– მითხარით, გეთაყვა, – ჰკითხა კაპიტანმა და ფართო ჟესტით დიკის მთელი გარემო


მოიცვა, – უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი დაკავშირებული თქვენს პატარა
მაღაზიას? გეგმები ხომ არ ჩაგივარდათ?

არა, არა, – უპასუხა დიკიმ, – ეს უბრალოდ ჩემი პატარა პირადი საქმის შედეგია,
ერთგვარი გადახვევა ჩემი მთავარი ბიზნესიდან. ამბობენ, ადამიანმა ცხოვრება
მთელი სისრულით რომ შეიცნოს, სიღარიბე, სიყვარული და ომი უნდა გამოსცადოსო.
შესაძლოა, ეს მართლაც ასეა, მაგრამ არა ყველაფერი ერთად, ერთდროულად,
capitan mio. არა, ვაჭრობაში ჩავარდნა არ მქონია. ჩემს პატარა მაღაზიაში საქმე
მშვენივრად მიდის. როცა კაპიტანი წავიდა, დიკიმ ციხის დაცვის სერჟანტს დაუძახა
და ჰკითხა:

– მე რომელმა ხელისუფლებამ დამიჭირა? სამხედრომ თუ სამოქალაქომ?

– რა თქმა უნდა, სამოქალაქომ. საგანგებო მდგომარეობა ხომ გაუქმებულია.

– Bueno! – წადით ან ვინმე გაგზავნეთ ალკადუში მომრიგებელ მოსამართლესა და


პოლიციის უფროსთან. გადაეცით მათ, რომ მზად ვარ, დავაკმაყოფილო
მართლმსაჯულების მოთხოვნა.

დაკეცილმა «გრძელმა მწვანემ» სერჟანტის ხელში გადაინაცვლა.

და მაშინ დიკის თავისი ჩვეული ღიმილი დაუბრუნდა, რადგან იცოდა, რომ მისი
პატიმრობის საათები დათვლილი იყო. მან გუშაგის ნაბიჯების ტაქტს ღიღინი
ააყოლა:

«ახლა ქალებსაც ჩამოახრჩობენ და კაცებსაც, ვისაც მწვანე ქაღალდი არ აქვს».

ასე რომ, იმავე საღამოს დიკი ფანჯარასთან მოკალათებულიყო თავის ოთახში, მეორე
სართულზე, პატარა მაღაზიის ზემოთ, გვერდით კი «წმინდანი» ეჯდა და აბრეშუმის
ძაფით რაღაცას ქსოვდა, რაღაც ნატიფს. დიკი ძალზე ფიქრიანი და სერიოზული
ჩანდა. წითური თმები უჩვეულოდ ასწეწ-დასწეწვოდა. პასას თითები მიიწევდნენ,
რომ შეესწორებინათ ქმრის თმა, შეხებოდნენ, მაგრამ დიკი ამის საშუალებას არ
აძლევდა. მთელი საღამო გეოგრაფიულ რუკებს, წიგნებს, ქაღალდებს იქამდე
ჩაჰკირკიტებდა, ვიდრე შუბლზე ღარი არ გამოეკვეთა წარბებს შორის, რაც პასას
ყოველთვის აღელვებდა. ბოლოს ქალი ადგა, წავიდა, დიკის ქუდი მოუტანა და
დიდხანს ეჭირა ის ხელში, ვიდრე ქმარმა კითხვის გამომხატველი თვალებით არ
შეხედა.

– სახლში მოწყენილი ხარ, – უთხრა ქალმა, – წადი და vino blanco დალიე. შინ
მაშინ დაბრუნდი, როცა შენი ჩვეული ღიმილი დაგიბრუნდება, რომელიც ძალიან
მომენატრა. დიკიმ გაიცინა და ქაღალდები გვერდზე მისწია.
146


– vino blanco-ს დრო წასულია. მან თავისი მოჭამა, თავისი როლი ითამაშა და
მორჩა. სიმართლე რომ ითქვას, ყურებში გაცილებით მეტი შემდიოდა, ვიდრე პირში.
ცოტა ვინმე თუ ხვდებოდა ამას. მაგრამ დღეს რუკებსაც შევეშვები და აღარც ნაოჭები
მექნება შუბლზე. გპირდები. მოდი ჩემთან.

ისინი ფანჯარასთან დასხდნენ და უყურებდნენ, როგორ ირეკლებოდა


ზღვაში «კატარინას» მთრთოლარე ათინათები. უცებ პასამ ხმადაბლა
ჩაიკუჭკუჭა. იშვიათად იცინოდა გასაგონი ხმით.

მე ვფიქრობდი, – აუხსნა მან, რადგან გრძნობდა, რომ დიკი მისი სიცილის მიზეზს
ვერ გაიგებდა, – ახლა ვფიქრობდი, რა სისულელეები აქვთ გოგონებს თავში. რადგან
ამერიკის შეერთებული შტატების სკოლაში ვსწავლობდი, ამბიციური ვიყავი. ჩემს
ქმრად მხოლოდ პრეზიდენტი წარმომედგინა. ნაკლებზე თანახმა არ ვიყავი. და რა
გამოვიდა: ვიღაც წითურ თაღლითს გავყევი და სიღარიბესა და სიბნელეში ვცხოვრობ.

– იმედს ნუ დაკარგავ, – უთხრა დიკიმ ღიმილით, – სამხრეთ ამერიკას


ირლანდიური მოდგმის არაერთი პრეზიდენტი ჰყოლია. მაგალითად, ჩილეს
დიქტატორი ო’ჰიგინსი. რატომ მალონის არ შეუძლია, ანჩურიის პრეზიდენტი
გახდეს? საკმარისია, შენი მხოლოდ ერთი სიტყვა, santita mia, და მე ყველაფერს
ვიღონებ, რომ ეს თანამდებობა დავიკავო.

– არა, არა და არა, შე წითურო ქარაფშუტავ, – ამოიხვნეშა პასამ, – მე კმაყოფილი


ვარ, – ქმარს თავი მკლავზე დაადო, – ასეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
147

XVI.Rouge et Noir
[55]

ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ლოსადამ გაპრეზიდენტების პირველი დღეებიდანვე


ხალხის უკმაყოფილება დაიმსახურა. ეს გრძნობა სულ უფრო იზრდებოდა. მთელი
რესპუბლიკა წყნარად, მალულად დრტვინავდა. ძველი ლიბერალური პარტიაც კი,
რომელსაც ასე გულმხურვალედ ეხმარებოდნენ გუდვინი, სავალია და სხვა
პატრიოტები, იმედგაცრუებული იყვნენ თავიანთი არჩევანით. ლოსადამ ვერ
მოახერხა სახალხო კერპი გამხდარიყო. შემოტანილ საქონელზე ახალმა
გადასახადებმა და ბაჟმა და, რაც მთავარია, მფარველობამ სამხედრო
ხელისუფლებისა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს ავიწროებდა, ის ერთ-ერთ ყველაზე
არაპოპულარულ პრეზიდენტად აქცია ყველასთვის საძულველი პრეზიდენტიდან –
ალფორანადან მოყოლებული. მისივე კაბინეტის უმრავლესობასაც კი არ ეხატებოდა
ის გულზე. ჯარი, რომელსაც ასე ელაციცებოდა და რომელსაც ნებას აძლევდა,
მშვიდობიან მოსახლეობაზე ეძალადა, მისი ერთადერთი და, გარკვეულ დრომდე,
საიმედო საყრდენი გახლდათ.

მაგრამ ახალი ხელისუფლების ყველაზე წინდაუხედავი ნაბიჯი მაინც გემების


კომპანია «ვეზუვისთან» კონფლიქტი იყო. ამ ორგანიზაციას თორმეტი გემი ჰყავდა,
მისი კაპიტალი კი ანჩურიის მთელ ბიუჯეტს, მთელ მის დებეტსა და კრედიტს
აღემატებოდა.

და რა გასაკვირია, რომ ისეთ სოლიდურ ფირმას, როგორიც კომპანია «ვეზუვი»


გახლდათ, არ შეეძლო, არ განრისხებულიყო, როცა უცებ რომელიღაც უბადრუკმა
რესპუბლიკამ გადაწყვიტა, ზედმეტი ფული გამოეძალა მისთვის. ჰოდა, როცა
მთავრობის აგენტებმა კომპანია «ვეზუვის» სუბსიდიებისათვის მიმართეს, მათ
თავაზიანი უარი მიიღეს. პრეზიდენტმა სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ კომპანიის
საქონელს დამატებითი ბაჟი დაადო – ერთი რეალი თითო შეკვრა ბანანზე –
გაუგონარი რამ ხილის რესპუბლიკაში! «ვეზუვის» დიდძალი კაპიტალი ჰქონდა
ჩადებული ნავსადგურსა და პლანტაციებში. ამ კომპანიის თანამშრომლებმა ქალაქში,
რომელშიც ცხოვრება და მუშაობა უწევდათ, მშვენიერი სახლები აიგეს და აქამდე
ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ რესპუბლიკასთან, რაც ორივე მხარისთვის
ხელსაყრელი იყო. თუ კომპანია იძულებული გახდებოდა, ქვეყანა დაეტოვებინა, მას
დიდი ზარალი მიადგებოდა. ბანანის გასაყიდი ფასი ხომ ვერაკრუსიდან
ტრინიდადამდე სამი რეალია ერთი შეკვრისათვის. ეს ახალი ბაჟი – ერთი რეალი –
ანჩურიელ მებაღეებს გააკოტრებდა და დიდ უხერხულობებს შეუქმნიდა კომპანია
«ვეზუვის», თუკი ის უარს იტყოდა მის გადახდაზე. და მაინც, რაღაც გაუგებარი
მიზეზების გამო, «ვეზუვი» განაგრძობდა ანჩურიისგან ხილის შეძენას და ყოველ
შეკვრაზე ზედმეტ რეალს იხდიდა, რომ პლანტაციის მფლობელებს დანაკარგები არ
განეცადათ.
148

ამ მოჩვენებითმა გამარჯვებამ მისი უდიდებულესობა შეცდომაში შეიყვანა და უფრო


მეტის სურვილი გაუჩინა. მან თავისი ემისარი კომპანია «ვეზუვის»
წარმომადგენელთან

მოსალაპარაკებლად გაგზავნა. კომპანიამ ამ მიზნით შეარჩია ვინმე მისტერ ფრანზონი,


პატარა, სქელი, ხალისიანი ვინმე, ყოველთვის წყნარი და მშვიდი, კაცი, რომელიც
გამუდმებით მელოდიებს უსტვენდა ვერდის არიებიდან. ანჩურიის ინტერესების
დაცვა სენიორ ესპირისიონს მიენდო, ფინანსთა სამინისტროს ჩინოსანს. შეხვედრა გემ
«მაშველის» კაიუტაში შედგა.

სენიორ ესპირისიონმა თავიდანვე განაცხადა, რომ მთავრობას განზრახული ჰქონდა,


გაეყვანა რკინიგზა, რომელიც ქვეყნის სანაპირო რაიონებს ერთმანეთთან
დააკავშირებდა და მიანიშნა, რომ რკინიგზის გაყვანით «ვეზუვი» ბევრს მოიგებდა.
თან დასძინა, თუ კომპანია მთავრობას რკინიგზის აშენებისთვის სესხს მისცემს –
ვთქვათ, ორმოცდაათი ათას პესოს – ამ დანახარჯს ის უახლოეს დროში
აინაზღაურებსო.

მისტერ ფრანზონი ამტკიცებდა, რკინიგზის აშენებით კომპანია «ვეზუვი» ვერაფერს


მოიგებსო. როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ის შეუძლებლად მიიჩნევდა ამ
საქმისთვის ორმოცდაათი ათასი პესოს სესხად გაცემას. მაგრამ გაბედავდა და
პასუხისმგებლობას აიღებდა ოცდახუთის სესხებისათვის.

– სენიორ ფრანზონი ოცდახუთი ათასს გულისხმობს, არა? ხომ სწორად გაგიგეთ? –


ჰკითხა დონ სენიორ ესპირისიონმა.

– არა, უბრალოდ, ოცდახუთ პესოს. არც ვერცხლით და არც ოქროთი.

– მაგ შემოთავაზებით თქვენ ჩემს მთავრობას შეურაცხყოფას აყენებთ! – წამოიძახა


სენიორ ესპირისიონმა და აღშფოთებული ფეხზე წამოხტა.

– თუ ასეა, – თქვა ფრანზონიმ მუქარის ტონით, – ჩვენ მას შევცვლით.

მაგრამ ეს შეთავაზება აღარ შეცვლილა. ნუთუ მისტერ ფრანზონი მთავრობის შეცვლას


გულისხმობდა?

ასეთი გახლდათ მდგომარეობა ანჩურიაში, როცა ლოსადას მმართველობის მეორე


წელს კორალიოში ზამთრის სეზონი გაიხსნა. ჰოდა, როცა მთავრობა და მაღალი
საზოგადოება, როგორც ყოველწლიურად ხდებოდა ხოლმე, ამ ზღვისპირა ქალაქს
ესტუმრნენ, მოსახლეობა პრეზიდენტის ჩამოსვლას მაინცდამაინც დიდი აღტაცებით
არ შეხვედრია. კორალიოში პრეზიდენტის და მხიარული მაღალი საზოგადოების
ჩასვლის დღედ ათი ნოემბერი იყო დანიშნული. სოლიტასიდან ოც მილში, ქვეყნის
სიღრმეში, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობა მიმდინარეობდა.
ჩვეულებრივ, მთავრობა სან-მატეოდან ამ გზის ბოლო პუნქტამდე ეკიპაჟებით
მიემგზავრებოდა, შემდეგ კი სოლიტასისკენ მატარებლით განაგრძობდა გზას.
149

იქიდან სადღესასწაულო პროცესია კორალიოსკენ მიემართებოდა, სადაც


პრეზიდენტის ჩასვლის დღეს მდიდრული საზეიმო ცერემონიები იმართებოდა.
მაგრამ ამ წელს ათი ნოემბრის დადგომას ავის მომასწავებელი პირი უჩანდა.

მართალია, წვიმების დრომ უკვე ჩაიარა, მაგრამ ჰაერი ჩახუთული იყო, როგორც
ივნისში იცის ხოლმე. დილიდან შუადღემდე გადაუღებლად, გულის
გამაწვრილებლად წვიმდა. პროცესია კორალიოში უცნაურად ჩუმად შევიდა.
პრეზიდენტი ლოსადა ხნიერი კაცი იყო, ჭაღარაშერეული წვერით. მისი ყვითელი
სახე მოწმობდა, რომ ძარღვებში ინდიელთა სისხლი უჩქეფდა დიდწილად. მთელი
პროცესიის წინ მიდიოდა. მისი კარეტა გარშემორტყმული იყო მცველების გუნდით –
კაპიტან კრუსის სახელგანთქმული კავალერიის ასეულით El Ciento Huilaando, უკან კი
მოჰყვებოდათ რეგულარული ჯარის ბატალიონი პოლკოვნიკ როკასის მეთაურობით.

პრეზიდენტი აქეთ-იქით აცეცებდა მახვილ, მძივისებრ თვალებს – სიხარულის


გამოხატვას და მისალმების შეძახილებს ელოდა, მაგრამ ყველგან პირქუშ, გულგრილ
სახეებს აწყდებოდა. ანჩურიის მცხოვრებლებს სანახაობები უყვართ – ეს სისხლში
აქვთ გამჯდარი. ისინი ხომ ბუნებით უქნარა ბუზიყლაპიები არიან. ამიტომ მთელი
მოსახლეობა, მძიმე ავადმყოფების

გამოკლებით, ქუჩაში გამოეფინა, რომ სადღესასწაულო მსვლელობა ენახა. მაგრამ


იდგნენ, უყურებდნენ და დუმდნენ. ავის მომასწავებელი დუმილი ჩამომდგარიყო.

ქუჩები გაჭედეს, კარეტის ბორბლებს მიუახლოვდნენ, წითელი კრამიტით


დახურული სახლების სახურავზე მიძვრებოდნენ, მაგრამ... ერთს მაინც დაეყვირა
«ვივა». არც პალმის და ლიმონის ტოტების გვირგვინები და არც ქაღალდის ვარდების
ყვავილწნულები ჩანდა აივნების ფანჯრებიდან გადმოკიდებული, თუმცა ამას
უძველესი ტრადიცია მოითხოვდა. აპათია, მოწყენილობა, უსიტყვო საყვედური
აღბეჭდილიყო ყველას სახეზე. საერთო განწყობას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ
გაიგებდი, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. პრეზიდენტს სახალხო გამოსვლების და
რევოლუციის არ ეშინოდა, რადგან უკმაყოფილო ბრბოს ლიდერი არ ჰყავდა. არც
ლოსადას, არც მის ერთგულ ქვეშევრდომებს არასოდეს გაეგონათ სახელი, რომელიც
შეძლებდა, მდრტვინავი მასა ხელისუფლებისადმი დაპირისპირებულ ორგანიზებულ
ძალად ექცია. არა, არავითარი საფრთხე არ ჩანდა. ბრბოს ჯერ ახალი კერპი სჭირდება,
სანამ ძველს გაანადგურებდეს.

მაიორები ალისფერ ყელსახვევებში, პოლკოვნიკები ოქროსფერით მოსირმული


მუნდირებით, გენერლები ოქროს ეპოლეტებში – ცხენებით დანავარდობდნენ და
თავს იწონებდნენ, შემდეგ კი პროცესიამ კალიო გრანდესკენ შეუხვია, ახლებურად
გადაეწყო და casa morena-სკენ გაემართა, სადაც ყოველწლიურად იმართებოდა
ოფიციალური შეხვედრა ჩამოსულ პრეზიდენტთან.

პროცესიას წინ შვეიცარიული ორკესტრი მოუძღოდა. მას უკან Comandante


მოჰყვებოდა ცხენოსნების რაზმთან ერთად, შემდეგ კი მოსდევდა კარეტა ოთხი
მინისტრით, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამხედრო მინისტრი,
მხედრულად გამართული, ჭაღარა, ულვაშებიანი მოხუცი გენერალი პილარი. შემდეგ
150

კაპიტან კრუსის ასეულით გარშემორტყმული პრეზიდენტის კარეტა მიდიოდა, სადაც


იმყოფებოდნენ ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრები, მათ კი სხვა
მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, მაღალი რანგის სამხედროები და საზოგადოების
სხვა სამშვენის-სამკაულები მოჰყვებოდნენ.

როგორც კი ორკესტრმა დაუკრა და პროცესია დაიძრა, კორალიოს წყლებში, თითქოს


რომელიღაც ავბედითი ჩიტი ყოფილიყოს, გამოჩნდა გემი «ვალჰალა», კომპანია
«ვეზუვის» ყველაზე სწრაფმავალი ხომალდი. ის სწორედ პრეზიდენტისა და მასთან
ახლო მყოფების პირდაპირ გაჩერდა. რა თქმა უნდა, ამაში საშიში არაფერი იყო.
ფირმები ხომ სახელმწიფოებთან არ ომობენ. მაგრამ სენიორ ესპირისიონმა და კიდევ
ზოგიერთმა ეტლში მსხდომთაგან მაშინვე გაიფიქრეს, კომპანია «ვეზუვი» რაღაც
სიურპრიზს გვიმზადებსო.

სანამ პროცესია სასახლისკენ მიემართებოდა, «ვალჰალას» კაპიტანმა კრონინმა და


კომპანია «ვეზუვის» ერთ-ერთმა წევრმა, მისტერ ვინჩეტიმ, ნაპირზე გადმოსვლა
მოასწრეს. უზრუნველი სახეებით მხიარულად და დაუდევრად მიიკვლევდნენ გზას
ბრბოში. თეთრი ტილოს

ტანსაცმელში გამოწყობილი ზორბა კაცები გულთბილი გამომეტყველებით და, ამავე


დროს, მბრძანებლური იერით, რა თქმა უნდა, ყურადღებას იპყრობდნენ ბნელი და
არცთუ წარმოსადეგი გარეგნობის ადგილობრივი მცხოვრებლების ფონზე. მათ
ბრბოში გააღწიეს და სასახლის კიბეებთან რამდენიმე მეტრში დადგნენ ყველას
დასანახად. როცა თავებს ზემოთ გადაიხედეს, დაინახეს, რომ დაბალტანიანი ბრბოს
ზემოთ კიდევ ერთი თავი ჩანდა: ეს დიკი მალონის წითური კეფა გახლდათ – მკაფიო
ლაქა ქვედა საფეხურთან ახლოს, თეთრი კედლის ფონზე. ფართო, მომხიბლავმა
ღიმილმა, რომელიც დიკის სახეზე გაუჩნდა, აჩვენა, რომ მან ახალმოსულების
გამოჩენა შენიშნა.

როგორც ასეთ საზეიმო დღეს შეეფერებოდა, დიკი შესანიშნავად მორგებულ შავ


კოსტიუმში იყო გამოწყობილი. პასა იქვე იდგა. თავზე, როგორც ყოველთვის,
შავი მანტილია ეხურა. მისტერ ვინჩეტიმ ქალს ყურადღებით შეხედა.

– ბოტიჩელის მადონა, – თქვა მან სერიოზულად, – საინტერესოა, როგორ


აღმოჩნდა ამ საქმეში. არ მომწონს, რომ აქ ქალი გაერია. იმედი მქონდა, მათგან შორს
დაიჭერდა თავს.

კაპიტანმა კრონინმა ისე ხმამაღლა გაიცინა, რომ ბრბოს ყურადღება ლამის


პროცესიიდან საკუთარ თავზე გადაიტანა.

– ასეთი თმით! როგორ გინდა, თავი ქალებისგან შორს დაიჭირო. თანაც


ირლანდიელი გახლავთ – მალონი! რა, საჭირო ფორმალობების დაუცველად
დაქორწინდა? მაგრამ ამ სისულელეებს თავი დავანებოთ. რას ფიქრობთ მთელ ამ
საქმეზე? მართალი გითხრათ, ფლიბუსტიერულ საქმეებში ნაკლებად ვერკვევი.
ვინჩეტიმ ისევ დიკის კეფას გახედა:
151

– Rouge et Noir, – თქვა მან და გაიცინა. – ისეა, როგორც რულეტში: წითელი და


შავი. აბა, ითამაშეთ, ჯენტლმენებო! ჩვენი ფული წითელზეა.

– უბრალო ვინმე არ არის, – თქვა კაპიტანმა, – მოწონებით შესცქეროდა მაღალ,


შნოიან დიკის, – მაგრამ ეს ყველაფერი, ერთად აღებული, ძალიან უცნაურად მაგონებს
სამოყვარულო ოჯახურ სპექტაკლს.

მათ ლაპარაკი შეწყვიტეს, რადგან სწორედ ამ დროს გენერალი პილარი კარეტიდან


გამოვიდა და Casa morena-ს მაღალ საფეხურზე დადგა. ჩვეულების თანახმად, მას,
როგორც კაბინეტის უხუცეს წევრს, მისასალმებელი სიტყვა უნდა წარმოეთქვა და
პრეზიდენტისთვის ოფიციალური რეზიდენციის გასაღები გადაეცა.

გენერალი პილარი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული მოქალაქე


გახლდათ. სამი ომის გმირი, რევოლუციის მონაწილე, ევროპის ბევრი სამეფო კარის
საპატიო სტუმარი, ხალხის მეგობარი, მჭევრმეტყველი ორატორის ანჩურიული ტიპის
უმაღლეს განსახიერებას წარმოადგენდა.

ხელში casa morena-ს მოოქრული გასაღებები ეჭირა. მან თავისი სიტყვა


რეტროსპექტიული, ისტორიული შესავლით დაიწყო: აღწერა დასაწყისიდან, ყველაზე
შორეული დროიდან, როგორ გაჩნდა ქვეყანაში კულტურა და თავისუფლება, როგორ
იზრდებოდა მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. შემდეგ ლოსადას
პრეზიდენტობის პერიოდზე გადავიდა და ჩვეულებისამებრ ქება უნდა აღევლინა
მისი სიბრძნისადმი და აღენიშნა, როგორ ბედნიერად გრძნობს თავს ხალხი მისი
მმართველობისას, მაგრამ ამის ნაცვლად, პაუზა გააკეთა, შემდეგ კი სიტყვის
უთქმელად გასაღებების აცმა თავს ზემოთ ასწია და ყურადღებით შეათვალიერა.
ლენტი, რომლითაც გასაღებები იყო გადაბმული, სიომ შეაფრიალა.

– ეს ქარი ისევ უბერავს! – შესძახა ექსტაზში მყოფმა ორატორმა, – ანჩურიის


მოქალაქენო, მადლობა ვუძღვნათ წმინდანებს, რომ ჩვენი ჰაერი ძველებურად
თავისუფალია.

ლოსადას მმართველობაზე საუბარი ამით დაასრულა და თავის უსაყვარლეს


ანჩურიელ

მმართველზე – ოლივარაზე – გადავიდა. ოლივარა ცხრა წლის წინ მოკლეს, მაშინ


როცა ძალების გაფურჩქნის, ნაყოფიერი მუშაობის ასაკში იყო. ამბობდნენ, რომ ამ
დანაშაულში ლიბერალურ პარტიას ჰქონდა ხელი გასვრილი, რომელსაც მაშინ
ლოსადა ედგა სათავეში. შეეფერებოდა თუ არა ეს სინამდვილეს, არავინ იცის, ყოველ
შემთხვევაში ფაქტი ის გახლდათ, რომ ამ მკვლელობის შედეგად პატივმოყვარე
კარიერისტი ლოსადა მხოლოდ რვა წლის შემდეგ გახდა პრეზიდენტი.

როცა მოკლულ პრეზიდენტზე გადავიდა, პილარი კიდევ უფრო მჭევრმეტყველი


გახდა. მან ლამაზი შტრიხებით დახატა სახე კეთილშობილი ოლივარასი. შეახსენა
მსმენელებს, რა ბედნიერად და მშვიდად ცხოვრობდა ხალხი იმ დროს. თითქოსდა
კონტრასტის წარმოსაჩენად გაიხსენა ასევე, როგორი მხურვალე viva-თი ხვდებოდნენ
პრეზიდენტ ოლივარას კორალიოში.
152

სწორედ ამ დროს იყო, რომ ხალხმა პირველად გამოავლინა თავისი გრძნობები.


წყნარმა, ყრუ დრტვინვამ გადაუარა მათ რიგებს, როგორც ტალღა გადაურბენს ნაპირს.

– მე ათი ათას დოლარს ჩამოვდივარ, ვინც წააგებს, იმან «წმინდა კარლოსში»


სადილი იკისროს, – თქვა მისტერ ვინჩეტიმ, – სანაძლეოს ვდებ, რომ წითელი მოიგებს.

– მე არასოდეს ვდებ სანაძლეოს ჩემი ინტერესების საწინააღმდეგოდ, – უპასუხა


კაპიტანმა და სიგარას მოუკიდა, – მჭევრმეტყველი მოხუცია, ვერ დაუკარგავ, თუმცა
ძალიან კი გაუტია. რაზე ლაპარაკობს?

– მე ესპანური მესმის, – გამოეხმაურა ვინჩეტი, – როცა წუთში ათ სიტყვას


ამბობენ, ეს კი ორასი მაინც იქნება. რასაც არ უნდა ამბობდეს, მაგრად კი აღაგზნო
ხალხი.

– მეგობრებო და ძმებო, – ამბობდა ამასობაში გენერალი, – მე რომ ახლა


შემეძლოს, ნაღვლიან, მდუმარე საფლავს მიღმა ხელი გავუწოდო ჩვენს მეგობარ
ოლივარას, რომელიც ტიროდა, როცა თქვენ იტანჯებოდით და იცინოდა, როცა თქვენ
იცინოდით, რომ შემეძლოს, ახლა ხელი გავუწოდო, მე მას კვლავ თქვენთან
მოვიყვანდი, მაგრამ ის მკვდარია, ის ლაჩარმა მკვლელმა გამოასალმა სიცოცხლეს.

ამ დროს ორატორი პრეზიდენტის კარეტისკენ შებრუნდა და თამამად შეხედა


ლოსადას. ხელი ჯერ კიდევ აწეული ჰქონდა. პრეზიდენტი ამ უჩვეულო
მისასალმებელ სიტყვას შეძრწუნებული უსმენდა. საზურგეს აჰკვროდა, გაოცებისგან
გახევებული, მრისხანებისგან კანკალებდა, შავ თითებში კარეტის ბალიში მაგრად
ჰქონდა ჩაბღუჯული.

შემდეგ ის წამოდგა, ერთი ხელი ორატორისკენ გაიწვდინა და «მფრინავი ასეულის»


მეთაურს, კაპიტან კრუსს, რაღაც უბრძანა ხმამაღლა, მაგრამ კაპიტანი
გულხელდაკრეფილი უძრავად იჯდა ცხენზე, თითქოს არც გაეგონოს. ლოსადა კვლავ
კარეტის საზურგეს მიესვენა. შავი ლოყები შესამჩნევად გაფერმკრთალებოდა.

– მაგრამ ვინ თქვა, რომ ოლივარა მკვდარია! – მოულოდნელად წამოიყვირა


ორატორმა და თუმცა მოხუცი იყო, მისი ხმა საბრძოლო შეძახილივით გაისმა, –
ოლივარას ნეშტი საფლავშია, მაგრამ თავისი სული მან ხალხს უანდერძა, დიახ, და
კიდევ თავისი ცოდნა, თავისი სიმამაცე, სიკეთე და უფრო მეტიც, თავისი
ახალგაზრდობა, სახე, ფიგურა... ანჩურიის მოქალაქენო, ნუთუ თქვენ დაგავიწყდათ
რამონი, ოლივარას ვაჟი?

კაპიტანმა კრონინმა და ვინჩეტიმ, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში


ყურადღებით უყურებდნენ დიკის, უცებ დაინახეს, რომ მან ქუდი მოიხადა, თავიდან
წითური თმები მოიშორა, საფეხურზე ახტა და გენერალ პილარის გვერდით დადგა.
სამხედრო მინისტრმა მას მხარზე ხელი დაადო. ყველამ, ვინც პრეზიდენტ ოლივარას
იცნობდა, კვლავ დაინახა ისეთივე ლომური პოზა, მამაცი, პირდაპირი
გამომეტყველება, ისეთივე მაღალი შუბლი და შავი, ხშირი, ხვეული თმა.

გენერალმა პილარმა, რომელიც გამოცდილი ორატორი იყო, ისარგებლა წუთიერად


ჩამოვარდნილი სიჩუმით, ჩვეულებრივ, ქარიშხალს რომ უსწრებს წინ.
153

– ანჩურიის მოქალაქენო, – დასჭექა მან და სასახლის გასაღებების აცმა


გააქნგამოაქნია, – მე აქ მოვედი, რომ გადავცე ეს გასაღებები, გასაღებები თქვენი
სახლებისა, თქვენი თავისუფლებისა თქვენ მიერ არჩეულ პრეზიდენტს. და მე
გეკითხებით: ვის გადავცე ეს გასაღები, ენრიკო ოლივარას მკვლელს თუ ენრიკო
ოლივარას ვაჟიშვილს?!

– ოლივარას, ოლივარას! – დაიღრიალა თუ დაიზმუვლა ბრბომ. მალე ამ მაგიურ


სახელს გაჰყვიროდა ყველა: კაცები, ქალები, ბავშვები და თუთიყუში.

ენთუზიაზმით მხოლოდ ხალხი არ იყო შეპყრობილი. პოლკოვნიკი როკასი


საფეხურზე ავიდა და თეატრალურად დაუდო ფეხებთან თავისი ხმალი ახალგაზრდა
რამონ ოლივარას. ოთხი მინისტრი გადაეხვია მას ერთმანეთის მიყოლებით. კაპიტან
კრუსის ბრძანებით «მფრინავი ასეულის» ოცი გვარდიელი ცხენიდან ჩამოხდა და
საზაფხულო სასახლის საფეხურებთან კორდონი გააკეთა.

და ამ დროს რამონ ოლივარამ აღმოაჩინა, რომ მართლაც გენიალურ პოლიტიკოსად


იყო

დაბადებული. მან ჯარისკაცებს ხელი აუქნია, საფეხურები ჩაიარა და ბრბოსკენ


გაემართა. იქ, ქვემოთ, ისე, რომ ოდნავაც არ შეულახავს თავისი ღირსება, yvelas
რიგრიგობით გადაეხვია: ჭუჭყიანებს, ფეხშიშვლებს, წითელკანიანებს, კარაიბებს,
ბავშვებს, ღატაკებს, მოხუცებს, ახალგაზრდებს, წმინდანებს, ჯარისკაცებს,
ცოდვილებს – ყველას გადაეხვია, ერთიც კი არ გამორჩენია.

სანამ ეს დრამა თამაშდებოდა, სცენის მუშებიც არ ისხდნენ გულხელდაკრეფით.


კრუსის ორმა ჯარისკაცმა აღვირი ამოსდო ლოსადას კარეტაში შებმულ ცხენებს,
დანარჩენები მჭიდრო წრედ შემოერტყნენ კარეტას და დიქტატორთან და ორ
არაპოპულარულ მინისტრთან ერთად სადღაც გააჭენეს. როგორც ჩანს, მათთვის
წინასწარ ჰქონდათ ადგილი განწესებული: კორალიოში ხომ მრავალი ქვის შენობაა,
კარგი, საიმედო გისოსებით.

– წითელმა მოიგო, – თქვა მისტერ ვინჩეტიმ და კიდევ ერთი სიგარა გააბოლა.

კაპიტანი, უკვე დიდი ხანი იყო, ჩასჩერებოდა იმას, რაც ქვემოთ, სასახლის ქვის
საფეხურებთან ხდებოდა.

– კარგი ბიჭია, – თქვა მან უცებ, თითქოს შვებით ამოისუნთქაო, – მაინტერესებდა,


თავის საყვარელ ქალს ხომ არ დაივიწყებს-მეთქი.

ახალგაზრდა ოლივარა კვლავ ტერასაზე ავიდა და გენერალ პილარს რაღაც უთხრა.


სახელგანთქმული გენერალი მაშინვე საფეხურებზე დაეშვა და პასასთან მივიდა,
რომელიც გაოცებისაგან თავგზააბნეული სწორედ იმ ადგილას იდგა, სადაც დიკიმ
მიატოვა. ორდენებ- და ლენტებასხმულმა გენერალმა ფრთიანი ქუდი მოიხადა და
ქალს რამდენიმე სიტყვა უთხრა, ხელი გაუწოდა და სასახლის ქვის კიბეებით ზემოთ
აიყვანა. რამონ ოლივარამ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ქალთან შესახვედრად და
ყველას თვალწინ მის ორივე ხელს ხელები შეაგება.
154

და როცა საზეიმო განწყობილებამ ახალი ძალით იფეთქა, ვინჩეტი და კაპიტანი


შებრუნდნენ და ნაპირისკენ გაემართნენ, სადაც მათ კარაპა ელოდა.

– აი, კიდევ ერთი presidente proclamado[56] – თქვა ჩაფიქრებულმა მისტერ ვინჩეტიმ, –


ჩვეულებრივ, ისინი ისე საიმედონი არ არიან, როგორც არჩეულები, მაგრამ ეს
ახალგაზრდა კაცი კარგი ვინმე ჩანს. მთელი ეს სამხედრო კამპანია თვითონ მოიგონა
და თვითონვე განახორციელა. ოლივარას ქვრივი, კარგად იცით, შეძლებული ქალი
გახლდათ. მას შემდეგ, რაც მისი ქმარი მოკლეს, შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
და თავის შვილს იელის უნივერსიტეტი დაამთავრებინა. ის კომპანია «ვეზუვიმ»
მოძებნა და მხარდაჭერა აღმოუჩინა ამ პატარა თამაშში.

– დიდი ფუფუნება კია ჩვენს დროში, – თქვა კაპიტანმა ნახევრად ხუმრობით, –


საშუალება გქონდეს, პრეზიდენტი ჩამოაგდო და მის ადგილას შენი არჩეული დასვა.

– ო, ეს წმინდად ბიზნესს უკავშირდება, – შენიშნა ვინჩეტიმ, შეჩერდა და სიგარეტის


ნამწვი მაიმუნს შესთავაზა, რომელიც ლიმონის ხის ტოტებზე დახტოდა, – ახლა ხომ
ბიზნესი მართავს სამყაროს, – საჭირო იყო, როგორღაც ბანანის ფასი დაცემულიყო
და ის ზედმეტი რეალი მოგვეშორებინა თავიდან, ჰოდა, გადავწყვიტეთ, რომ ეს
ყველაზე სწრაფი საშუალება იქნებოდა.

XVI. ორი გადადგომა


სანამ ჭრელი ნაკუწებისგან შეკერილ ამ კომედიაზე ფარდა დაეშვებოდეს, ჩვენს
ვალად ვრაცხთ, აღვასრულოთ სამი მოვალეობა. ორს შეპირებული ვიყავით, მესამე კი
არანაკლებ მნიშვნელოვანია.

წიგნის სულ დასაწყისში, ტროპიკული ვოდევილის ამ პროგრამაში, ჩვენ აღვუთქვით


მკითხველს, რომ მოვუთხრობდით, რატომ დაკარგა თავისი ადგილი კოლუმბიის
სამძებრო სააგენტოს აგენტმა ტანდაბალმა ო’ დეიმ. დაგპირდით ასევე, რომ
იდუმალებით მოცული სმითი კვლავ გამოჩნდებოდა სცენაზე და მოჰყვებოდა, რა
საიდუმლო დაინახა იმ ღამით, როცა ნაპირთან, ქოქოსის პალმის ქვეშ, ქვიშაზე იჯდა
სიგარების უამრავი ნამწვის წრეში. მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენ რაღაც უფრო მეტის
გაკეთებაც გვევალება – დამნაშავის იარლიყი ჩამოვაშოროთ ადამიანს, რომელმაც,
ზემოთ მოყვანილი (სწორად გადმოცემული) ფაქტების მიხედვით თუ განვსჯით,
სერიოზული დანაშაული ჩაიდინა. და სამივე ამ ამოცანას ერთი ადამიანის ხმა
შეასრულებს.

ორი კაცი ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ზღვის ერთ-ერთ პირსთან იჯდა. ის-ის იყო
ტროპიკებიდან ჩამოსული გემიდან ნავსადგურში ფორთოხლების და ბანანების
გადმოტვირთვა დაიწყეს.

დროდადრო გადამწიფებული აცმიდან ბანანი ვარდებოდა, ხანდახან ორიც, და მაშინ


კაცებიდან ერთ-ერთი აუჩქარებლად დგებოდა ადგილიდან, ხილს იღებდა და თავის
კომპანიონს უზიარებდა.
155

ამ კაცებიდან ერთ-ერთი უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში იყო. მზეს, ქარსა და


წვიმას, რაც კი შეეძლოთ, ყველაფერი ეღონათ, რომ მისი ტანსაცმელი გაეცვითათ.
სახეზე ჭარბი ალკოჰოლისკენ მიდრეკილება ეწერა და მაინც, მის კეხიან, ალისფერ
ცხვირზე ოქროს პენსნე იწონებდა თავს.

მეორეს ჯერ კიდევ ვერ მოესწრო სუსტების გზის დაღმართში ასე შორს ჩასვლა.
ეტყობოდა, ოდესღაც მასაც ექნებოდა უკეთესი პერიოდი ცხოვრებაში. და მაინც, იქ,
სადაც ის დაეხეტებოდა, ჯერ კიდევ მოიძებნებოდა ბილიკები, რომლებსაც,
განსაკუთრებული სასწაულის გარეშე, კვლავ შეეძლოთ, სასარგებლო შრომის გზაზე
გაეყვანათ. დაბალი კაცი იყო, მაგრამ ჩასკვნილი და მაგარი. მკვდარი თევზივით
გაშეშებული თვალები ჰქონდა და ბარმენის ულვაშები, დახლს მიღმა კოქტეილს რომ
აზავებს. ჩვენ ვიცნობთ ამ თვალებს და ულვაშებს: ჩვენ ვხედავთ, რომ სმითი, ყველაზე
კომფორტული იახტის მეპატრონე, მდიდრულ, პეწიან სამოსში გამოწყობილი,
ყველასთვის უცნობი მიზეზით კორალიოში ჩამოსული და იქიდან, კაცმა არ იცის, სად
გამგზავრებული – აი, თვით ეს სმითი კვლავ გამოჩნდა სცენაზე, თუმცა გარდასული
დიდების აქსესუარების გარეშე.

ოქროსპენსნეიანმა კაცმა პირში მესამე ბანანი ჩაიდო, მაგრამ მოულოდნელად


დაიმანჭა და აკანკალებულმა ამოაფურთხა.

– ეშმაკსაც წაუღია ყველა ხილი! – პატრიცისთვის დამახასიათებელი ზიზღიანი


ტონით თქვა მან, – ორი წელი სწორედ იმ მხარეში გავატარე, სადაც ეს გულისამრევი
რაღაც იზრდება. მისი გემო სამარადისოდ რჩება პირში. ფორთოხალი უკეთესია.
შეეცადეთ, ო’ დეი, შემდეგისთვის ერთი-ორი ცალი ფორთოხალი გამიხერხოთ, თუ
იღბლად რომელიმე გახვრეტილი კალათიდან ჩამოვარდება.

– ასე რომ, თქვენ იქ ცხოვრობდით, სადაც მაიმუნებია? – ჰკითხა ო’ დეიმ,


რომელსაც მცხუნვარე მზემ და წვნიანმა ხილმა ლაპარაკის საღერღელი აუშალა, – მეც
მომიწია ერთხელ იქ ყოფნა, მაგრამ ცოტა ხნით, სულ რამდენიმე საათით. ეს მაშინ იყო,
როცა კოლუმბიის სამძებრო სააგენტოში ვმუშაობდი. სწორედ იქაურმა მაიმუნმა
ხალხმა ჩამიოხრა საქმე. ისინი რომ არა, ახლაც სამძებროში ვიქნებოდი. ახლავე
გიამბობთ ყველაფერს.

ერთ მშვენიერ დღეს შეფისგან კანტორაში ასეთი წერილი შემოვიდა: «ახლავე


გამოაგზავნეთ ო’ დეი. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა». მე მაშინ ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეულ დეტექტივი გახლდით. ყოველთვის სერიოზულ საქმეებს მანდობდნენ.
სახლი, საიდანაც შეფი გვწერდა, უოლ-სტრიტის რაიონში იდგა.

ადგილზე რომ მივედი, შეფი ვიღაცის კერძო კანტორაში ვნახე: გარშემორტყმული იყო
დირექტორებით, რომელთაც სახეზე უსიამოვნება ჰქონდათ აღბეჭდილი. მათ
მითხრეს, რაც მომხდარიყო – სადაზღვევო საზოგადოება «რესპუბლიკის»
პრეზიდენტი გაქცეულიყო, არავინ უწყოდა, სად და თან ასი ათასი დოლარი წაეღო.
საზოგადოების დირექტორებს მისი უკან დაბრუნება სურდათ, მაგრამ კიდევ უფრო
მეტად ფულს ჯავრობდნენ, რომელიც, მათი თქმით, აუცილებლად სჭირდებოდათ.
უკვე იცოდნენ, რომ იმავე დღეს, დილაადრიან, მოხუცი მთელ თავის ოჯახთან
156

ერთად, რომელიც ქალიშვილისა და დიდი საკვოიაჟისაგან შედგებოდა, სამხრეთ


ამერიკაში გამგზავრებულიყო ხილის გადამზიდი გემით.

ერთ-ერთ დირექტორს იახტა ჰყავდა მზად და ის მე შემომთავაზა, carte blanche. ოთხი


საათის შემდეგ უკვე ცხელ კვალზე მივდევდი ხილის გადამზიდ გემს. დიდი ტვინის
ჭყლეტა არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, მოხუცი უორფილდი (ჯ. ჩერჩილ
უორფილდი – ასე ერქვა) საით მიემართებოდა. იმ დროს ხელშეკრულება გვქონდა
დადებული ყველა ქვეყანასთან, ბელგიის და ამ პატარა ბანანის რესპუბლიკის –
ანჩურიის გარდა, დამნაშავეების გადაცემის შესახებ. ნიუ-იორკში მოხუცი
უორფილდის არც ერთი ფოტოსურათი არ აღმოჩნდა – ეს ეშმაკის ფეხი, ეტყობა,
სურათებს განგებ არ იღებდა – მაგრამ მისი გარეგნობის დეტალური აღწერა მქონდა.
გარდა ამისა, ქალბატონი ახლდა და ამ ფაქტის გამოყენებაც შეიძლებოდა. ქალი
საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდა, თუმცა ერთ-ერთი იმათგანი კი არ იყო,
რომელთა

პორტრეტებსაც კვირა დღეს გაზეთები ბეჭდავენ, არამედ ნამდვილი წევრი გახლდათ


იმ მაღალი წრისა, რომლის წარმომადგენლებიც ქრიზანთემების გამოფენას ხსნიან და
საბრძოლო გემებს ნათლავენ.

წარმოიდგინეთ, სერ, ჩვენ მაინც ვერ შევძელით ამ ხილის კასრს დავწეოდით. ოკეანე
დიდია – ალბათ სხვადასხვა მიმართულებით წავედით, მაგრამ კურსი ყველას
ანჩურიისკენ გვეჭირა, საითაც განრიგის მიხედვით ხილის გადამზიდი
მიემართებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ოთხ საათზე, მაიმუნების ამ ქვეყანას მივადექით.


ნაპირისგან მოშორებით რომელიღაც უსახური გემი იდგა, რომელსაც ბანანებით
ტვირთავდნენ. მაიმუნებს გემთან ბანანები კანჯოებით მიჰქონდათ. შეიძლება ეს ის
გემი იყო, რომლითაც ჩემი მოხუცი ჩამოვიდა, ან შეიძლება არც იყო. ნაპირზე გავედი,
რომ მიმეხედ-მომეხედა, რაღაცები მეკითხა. მშვენიერი ხედი გადაიშალა ჩემ წინ.
ასეთი რამ ნიუ-იორკის თეატრებშიც არ მენახა. ერთი ამერიკელი მომხვდა თვალში,
მოსული ვაჟკაცი, კარგი ტიპი – ნაპირზე იდგა, მაიმუნებს შორის. მასთან მივედი და
საკონსულო სად არის-მეთქი, ვკითხე. მიმანიშნა, სადაც იყო და მეც იქით გავეშურე.
კონსული სასიამოვნო ახალგაზრდა აღმოჩნდა. მითხრა, ის გემი «კარლსეფინია» და
ჩვეულებრივ, ახალ ორლეანში ასრულებს რეისებს, მაგრამ ახლა ნიუ-იორკიდან
ჩამოვიდაო. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი ხალხი აუცილებლად ამ გემზე იქნებოდა,
თუმცა ყველა ამბობდა,

«კარლსეფინზე» მგზავრები საერთოდ არ არიანო. რაც თავში მომივიდა, ის იყო, რომ


ისინი იმალებოდნენ და სიბნელეს ელოდნენ, რათა ნაპირზე გადმოსულიყვნენ.
ვიფიქრე, გაქცეულები ჩემმა იახტამ ხომ არ დააფრთხო-მეთქი. მხოლოდ ერთი რამ
დამრჩენოდა: დამეცადა და, როგორც კი ნაპირზე გადმოვიდოდნენ, მაშინვე
დავდგომოდი თავს. ბებერი უორფილდის დაპატიმრების უფლება არ მქონდა,
ამისთვის იქაური ხელისუფლების ნებართვა მჭირდებოდა. მაგრამ იმედი მქონდა,
მისთვის ფულის წართმევას მაინც მოვახერხებდი. ისინი თითქმის ყოველთვის
157

აბრუნებენ მოპარულ ფულს, თუ თავს მაშინ წაადგები, როცა გადაღლილები არიან და


წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარა აქვთ.

როგორც კი დაბნელდა, ქოქოსის პალმის ქვეშ, ნაპირზე დავჯექი, შემდეგ კი ვიფიქრე,


თვალს წყალს დავალევინებ, ქალაქს გადავხედავ-მეთქი და სახეტიალოდ წავედი.
ქალაქიც ამას ჰქვია! ჯობია, ნიუ-იორკში დარჩე და, უბრალოდ, პატიოსანი ადამიანი
იყო, ვიდრე ამ მაიმუნების ქალაქში იცხოვრო და მილიონი დოლარი გქონდეს.

თიხისგან ნაგები პატარა უშნო სახლები, ბალახი იმხელა, რომ სიარული გიჭირს,
ქალები უსახელოებო კაბებით, მოშიშვლებული ყელით – დადიან და სიგარას ეწევიან.
ბაყაყები ხეებზე სხედან და ყიყინებენ. მთები – (თუ უკანა მხრიდან შედიხარ ქალაქში)
ზღვა (– საპარადო მხრიდან). მთებიდან ქვიშა ცვივა, ზღვა კი სახლებიდან საღებავს
რეცხავს. არა, სერ, ჯობია, ადამიანმა უფლის ქვეყანაში იცხოვროს და დახლთან
იკვებებოდეს უფასო ლანჩით.

მთავარი ქუჩა ნაპირის გასწვრივ მიემართებოდა. მას გავუყევი და შესახვევში


შევუხვიე, სადაც ჩალით და ბოძებით ნაშენები ქოხები იყო ჩამწკრივებული.
მაინტერესებდა, რას აკეთებენ სახლში ეს მაიმუნები, როცა ქოქოსის ხეებზე არ
დაძვრებიან. და პირველსავე ქოხში, რომელშიც შევიხედე, ჩემი გაქცეულები დავინახე.
ეტყობა, ნაპირზე იმ დროს გადმოვიდნენ, როცა მე ქალაქში დავეხეტებოდი.
ორმოცდაათი წლის მამაკაცი, სუფთად გაპარსული პირით, გადმოწოლილი
წარბებით, შავი ლაბადით და ისეთი სახით, თითქოს უნდოდა ეთქვა: «აბა, ჩემო
პატარა ბიჭებო, თუ მიპასუხებთ...» თითქოს საკვირაო სკოლის ინსპექტორი
ყოფილიყოს. იქვე საკვოიაჟი ედგა, მძიმე, ოქროს ათი აგურივით, გვერდით კი
მართლა მაგარი ქალი ეჯდა, პირდაპირ ბროწეული, მეხუთე ავენიუს შესაფერი
ჩაცმულობით. ვიღაც მოხუცი შავკანიანი ქალი უმასპინძლდებოდა ცერცვით და
ყავით. ლურსმანზე ეკიდა ფარანი – სინათლის ერთადერთიწყარო. შევედი და
კარებთან დავდექი. მათ შემომხედეს და მე ვთქვი:

– მისტერ უორფილდ, თქვენ დაპატიმრებული ხართ. იმედი მაქვს, თანმხლებ


ქალბატონს გაუფრთხილდებით და ხმაურს და აყალმაყალს არ ატეხთ. კარგად
იცით, რისთვისაც მჭირდებით.

– ვინ ხართ? – მკითხა მოხუცმა.

– ო’დეი გახლავართ, – ვუპასუხე, – კოლუმბიის სააგენტოს დეტექტივი. და ნება


მომეცით, ერთი კარგი რჩევა მოგცეთ: დაბრუნდით ნიუ-იორკში და მიიღეთ ის
წამალი, რომელიც დაიმსახურეთ, მიიღეთ ისე, როგორც კაცს შეეფერება.
დაუბრუნეთ ხალხს მოპარული ფული და შეიძლება მათ დანაშაული გაპატიონ.
ახლავე წავიდეთ. ერთ-ორ სიტყვას მეც შეგაშველებთ. ხუთ წუთს გაძლევთ
მოსაფიქრებლად. საათი ამოვიღე და ლოდინი დავიწყე.

ჰოდა ამ დროს ის ახალგაზრდა ლედი ჩაერია. მართლაც რომ ბრწყინვალე ქალი!


კაბაზეც, სტილზეც და ყველაფერ დანარჩენზეც ეტყობოდა, რომ მეხუთე ავენიუ
მისთვის გახლდათ ზედგამოჭრილი.
158

– შემოდით, – მითხრა მან, – ზღურბლთან ნუ დგახართ, – თქვენი კოსტიუმი მთელ


ქუჩას აფორიაქებს. უფრო დაწვრილებით აგვიხსენით, რა გნებავთ.

– სამი წუთი გავიდა, – ვთქვი მე, – აგიხსნით უფრო დაწვრილებით, ვიდრე


დარჩენილი ორი წუთი გავიდოდეს. აღიარებთ, რომ თქვენ «რესპუბლიკის»
პრეზიდენტი ხართ?

– დიახ, ვარ, – მპასუხობს ის.

– შესანიშნავია, – ვეუბნები მე, – მაშინ პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ მევალება,


ნიუიორკში ჩავიყვანო სადაზღვევო კომპანია «რესპუბლიკის» პრეზიდენტი ჯ.
ჩერჩილ უორფილდი და iq უნდა ჩავიტანო ფულიც, რომელიც დასახელებულ
საზოგადოებას ეკუთვნის და ახლა ზემოხსენებული ჯ. ჩერჩილ უორფილდის
უკანონო მფლობელობაში იმყოფება.

– ოოოოჰ! – ამბობს ახალგაზრდა ლედი ჩაფიქრებული, – თქვენ გსურთ, ჩვენ უკან,


ნიუ-იორკში წაგვიყვანოთ?

– მისტერ უორფილდი მინდა წავიყვანო; თქვენ კი არავინ არაფერში გდებთ ბრალს.


თუმცა, რა თქმა უნდა, მის, შეგიძლიათ მამას თქვენც წამოჰყვეთ. უცებ ქალმა
დაიწივლა, მოხუცს მივარდა და კისერზე ჩამოეკიდა.

– მამა, მამა! – ყვირის კონტრალტოთი, – ნუთუ ეს სიმართლეა? ნუთუ შენ მართლა


სხვისი ფული გაიტაცე? ხმა ამოიღე, მამა! – პირდაპირ ჟრჟოლა აგიტანდათ, ეს
მუსიკალური ტრემოლო რომ მოგესმინათ.

მოხუცი ჯერ გამოთაყვანებულივით იჯდა, მაგრამ ქალი ეჩურჩულა, მხრებზე ხელი


უთათუნა

და კაცი დაწყნარდა, თუმცა ოფლად იყოგაღვრილი. მერე შვილმა ის გვერდზე


გაიყვანა და ცოტა ხანს ილაპარაკეს. მალე უორფილდმა ოქროს სათვალე გაიკეთა და
საკვოიაჟი გადმომცა.

– ბატონო დეტექტივო, – მეუბნება ის, – მე ვასკვნი, რომ თქვენთან ერთად უნდა


დავბრუნდე (ცოტა არ იყოს, დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკობდა). ახლა
კარგად ვხედავ, რომ ამ უსიამოვნო და მიყრუებულ ადგილზე ცხოვრება
სიკვდილზე უარესია. მე დავბრუნდები და კომპანია «რესპუბლიკას» ჩავბარდები.
თქვენ გედი მოიყვანეთ?

– გედი? და რაში მჭირდება, – ვეუბნები, – გედი?

– გემი, – შეუსწორა ლედიმ, – ნუ გეცინებათ. მამა წარმოშობით გერმანელია და


ინგლისურად არასწორად ლაპარაკობს. თქვენ როგორ ჩამოხვედით აქ?

ქალი ძალიან შეწუხებული ჩანდა. პირზე ცხვირსახოცი ჰქონდა მიდებული და


დროდადრო ამოისლუკუნებდა ხოლმე: «მამა, მამა!» შემდეგ ჩემთან მოვიდა და
შროშანისფერი ხელი დამადო კოსტიუმზე, რომელიც მას თავიდან Zalian არ მოეწონა.
159

მე მილიონი იის სუნი ამდიოდა. ხომ გეუბნებით, ნამდვილი მშვენიერება გახლდათ!


ვუპასუხე, კერძო იახტით ჩამოვედი-მეთქი.

– მისტერ ო’დეი, – მეუბნება ის, – რაც შეიძლება სწრაფად წაგვიყვანეთ ამ საზიზღარი


ადგილიდან. ძალიან გთხოვთ. მითხარით, რომ წაგვიყვანთ.

– შევეცდები, – ვეუბნები და არ ვუმხელ, რომ თვითონაც ერთი სული მაქვს, ისინი


იახტაზე ვიხილო, სანამ ჯერ კიდევ არ გადაუფიქრებიათ.

ყველაფერზე თანახმა იყვნენ, მხოლოდ ერთი რამ მთხოვეს: იახტამდე მთელი


ქალაქის გავლით ნუ მიგვიყვანო. ამბობდნენ, საქმის გახმაურების გვეშინია, არ
გვინდა, გაზეთში მოვხვდეთო. წამოყოლაზე უარს მეუბნებოდნენ, სანამ პატიოსანი
სიტყვა არ მივეცი, რომ იახტამდე ისე მივიყვანდი, არც ერთ იქაურს არაფერს
ვეტყოდი.

მეზღვაურები, რომლებმაც ნაპირზე გამომიყვანეს, ორიოდ ნაბიჯში, ბარში ბილიარდს


თამაშობდნენ. ვიფიქრე, ვუბრძანებ, რომ წავიდნენ და ნახევარ მილში
დაგველოდონმეთქი. მაგრამ ჩემს ბრძანებას ვინ გადასცემდა? საკვოიაჟს ხომ ვერ
დავუტოვებდი დაპატიმრებულებს? და არც მათი თან წაყვანა შემეძლო – მეშინოდა,
მაიმუნები არ ამკიდებოდნენ.

მაგრამ ქალმა თქვა, ეს მოხუცი შავი ქალი წაუღებს მეზღვაურებს თქვენს წერილსო. მე
დავჯექი, დავწერე, რაც საჭირო იყო და შავ ქალს ავუხსენი, სად და როგორ წასულიყო,
ის კი მაიმუნივით იღრიჭებოდა და თავს აქეთ-იქით აქნევდა.

როცა მისტერ უორფილდი რაღაც უცხოურ ჟარგონზე დაელაპარაკა, მოხუცმა თავი


დაუქნია, ორმოცდაათჯერ მაინც გაიმეორა «სი, სენიორ» და გაიქცა წერილით ხელში.

– მოხუცი ავგუსტა მხოლოდ გერმანულად ლაპარაკობს, – მითხრა მის უორფილდმა


და გამიღიმა, – ჩვენ მასთან იმიტომ შევჩერდით, რომ გვეკითხა, სად შეიძლება ბინის
პოვნა, მან კი ყავა შემოგვთავაზა. ამბობს, სან-დომინგოში ერთ გერმანულ ოჯახში
გავიზარდეო.

– სრულიად შესაძლებელია, – ვუთხარიმე, – მაგრამ შეგიძლიათ გამჩხრიკოთ და ჩემში


გერმანულ სიტყვებს ვერ აღმოაჩენთ, გარდა ოთხისა: «ფერშტეი ნიხ» და «ნოხ
აინე»[57]. მაგრამ «სი, სენიორ» მე ფრანგული უფრო მგონია.

და აი, სამივე დავიძარით და მიყრუებულ ადგილებს გავუყევით, რომ არავის


შევემჩნიეთ. მხოხავ მცენარეებში, გვიმრებსა და ბანანის ბუჩქებში ვიხლართებოდით
და, საერთოდ, ტროპიკული პეიზაჟი იყო ირგვლივ. გარეუბანი ამ მაიმუნების ქალაქში
ისეთივე ველური ადგილია, როგორიც ცენტრალური პარკი ნიუ-იორკში. ნაპირზე
ქალაქიდან ნახევარი მილის მოშორებით გავედით. ქოქოსის ხის ქვეშ ვიღაც
შავგვრემანი ტიპი იწვა და გვერდზე ათი ფუტი სიგრძის თოფი ედო. მისტერ
უორფილდმა თოფი ასწია და ზღვაში მოისროლა.

– ნაპირზე გუშაგები არიან, – თქვა მან, – ამბოხება და შეთქმულება ხილივითაა


მომწიფებული. მწოლარეზე მიანიშნა, რომელიც არც კი განძრეულა.
160

– აი, – ამბობს ის, – როგორ ასრულებენ ისინი თავიანთ მოვალეობას, ბავშვებო.

დავინახე, ჩვენი იახტა გვიახლოვდებოდა. გაზეთი ავიღე და ცეცხლი წავუკიდე, რომ


მეზღვაურებისთვის მეჩვენებინა, სად ვიმყოფებოდით. ნახევარ საათში იახტაზე
ავედით.

პირველი, რაც გავაკეთეთ მე, მისტერ უორფილდმა და მისმა ქალიშვილმა, ის იყო, რომ
საკვოიაჟი იახტის მფლობელის კაიუტაში შევიტანეთ, გავხსენით და ყველაფერი
აღვწერეთ, რაც შიგ იდო. საკვოიაჟში ას ორმოცდაათი ათასი დოლარი აღმოჩნდა და
გარდა ამისა, ბრილიანტები და დიდი რაოდენობით სხვადასხვა ძვირფასეულობა,
ასევე, ასამდე ჰავანური სიგარაც. მოხუცს სიგარები დავუბრუნე, ყველაფერ
დანარჩენზე კი ხელწერილი შევადგინე, როგორც სამძებრო ბიუროს აგენტმა და
ნივთები და ფული საიდუმლო სამალავში შევინახე. ასეთი სიამოვნებით არასოდეს
მიმოგზაურია. როგორც კი ზღვაში შევედით, ქალი გამხიარულდა. ის SesaniSnavi
მომღერალი აღმოჩნდა. პირველივე დღეს, როცა სადილად დავსხედით და ლაქიამ
ბოკალში შამპანური დაუსხა – ეს იახტა ხომ პირდაპირ მცურავი «უოლდორფ
ასტორია» გახლდათ – ქალმა თვალი ჩამიკრა და მეუბნება:

– არ ღირს ყურების ჩამოყრა და ზლუქუნი, მოდი გავმხიარულდეთ! ღმერთმა


შეგვაძლებინოს იმ ქათმების შეჭმა, ჩვენს საფლავზე რომ დაიწყებენ ქექვას.

იახტაზე პიანინო იდგა. ქალი მიუჯდა და უკეთესად მღეროდა, ვიდრე ფასიან


კონცერტზე მღერიან. ცხრა ოპერა სულ ზეპირად იცოდა. მართლა მაგარი ქალი იყო,
უმაღლესი რანგის, ისეთი კი არა, რომლებზეც მაღალი საზოგადოების ქრონიკებში
წერენ «და სხვებიო». ის სრულიად განსაკუთრებულ კასტას ეკუთვნოდა.

მოხუცმაც კი, ჩემდა გასაკვირად, ჩამოშვებული ცხვირი ასწია. ერთხელ სიგარა


გამომიწოდა და სიგარის კვამლის ღრუბლის მიღმიდან მითხრა:

– მისტერ ო’დეი, რატომღაც მგონია, რომ სადაზღვევო კომპანია «რესპუბლიკა» მე


დიდად არ გამიჭირვებს საქმეს. მაგ ჩემოდანს კარგად მიხედეთ, მისტერ ო’დეი, რომ
იმას გადასცეთ, ვისაც ეკუთვნის, როცა ჩავალთ.

ჩავდივართ ნიუ-იორკში. მე ტელეფონით ვურეკავ უფროსს და ვეუბნები,


დირექტორის ოფისში შემხვდეს. ეტლი ავიყვანეთ, მივდივართ. მუხლებზე საკვოიაჟი
მიდევს. შევედით. გამიხარდა, როცა დავინახე, რომ უფროსს იგივე
ვარდისფერლოყებიანი და თეთრსამოსიანი ფულის

ტომრები შეუკრებია, რომლებიც ადრე ჰყავდა მოწვეული. საკვოიაჟი მაგიდაზე დავდე


და ვთქვი:

– აი, ფული.

– პატიმარი სად არის? – იკითხა უფროსმა. მისტერ უორფილდზე მივუთითე. ის წინ

გამოვიდა და თქვა: – სიტყვის უფლება მომეცით, სერ, რომ რაღაც გითხრათ

საიდუმლოდ.
161

ის და უფროსი მეორე ოთახში გავიდნენ ერთად და იქ ათ წუთს გაჩერდნენ. როცა უკან


დაბრუნდნენ, უფროსი ტონა ნახშირივით შავი იყო.

– როცა ეს ჯენტლმენი პირველად ნახეთ, მას ეს ჩემოდანი ჰქონდა? – მეკითხება ის.

– დიახ, ჰქონდა, – ვუპასუხე მე.

უფროსმა ჩემოდანი აიღო, დაპატიმრებულს გადასცა და თავი დაუკრა.


მერე დირექტორებს მიუბრუნდა:

– ამ ჯენტლმენს რომელიმე თქვენგანი იცნობს? მაშინვე ყველამ თავისი

ვარდისფერსახიანი თავი გადააქნია:

– არა, არ ვიცნობთ.

– ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ, – განაგრძო უფროსმა, – სენიორ მირაფლორესი,


ანჩურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი. სენიორი დიდსულოვნად დაგვთანხმდა,
გვაპატიოს ეს აღმაშფოთებელი შეცდომა, იმ პირობით, თუ მის პატიოსან სახელს
ყველა შესაძლო თავდასხმისა და ჭორებისგან დავიცავთ. რა თქმა უნდა, დიდი
სიკეთე გახლავთ მისი მხრიდან, რომ პასუხი არ გვაგებინა მიყენებული
შეურაცხყოფისათვის.
მას ხომ თავისუფლად შეეძლო, საერთაშორისო სამართლის კანონით მოეთხოვა
დაკმაყოფილება. ვფიქრობ, მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და საიდუმლოს
სრულად დაცვა აღვუთქვათ.

ვარდისფერლოყებიანებმა თავები დაუქნიეს.

– ო’დეი, – მეუბნება უფროსი, – თქვენ კერძო სააგენტოსთვის არ გამოდგებით. აი, ომში


კი, სადაც მთავრობის წევრების გატაცება საგმირო საქმედ ითვლება, შეუცვლელი
ადამიანი იქნებოდით. ხვალ, თერთმეტ საათზე, ოფისში შემომიარეთ. მივხვდი,
ამით რის თქმაც უნდოდა.

– კი მაგრამ, თუ იმ მაიმუნების პრეზიდენტი იყო, – ვუთხარი უფროსს, – რატომ არ


შეეძლო, ეს ჩემთვის ეთქვა?

– რომ ეთქვა, რა, დაუჯერებდით?


154
163

XVIII. ვიტაგრაფოსკოპი
ვოდევილის პროგრამა თავისი არსით ფრაგმენტული და დანაწევრებულია.
მაყურებელი არ ელის კვანძის ეფექტურ გახსნას. თითოეული ნომერი თავისთავად
საკმაოდ ცუდია. არავის აინტერესებს, რამდენი საყვარელი ჰყავდა კომედიის
მომღერალს, თუ ის პროჟექტორების შუქს უძლებს და ორი-სამი ნოტის აღება
შეუძლია. მაყურებელი თვალსაც არ დაახამხამებს, თუ გაწვრთნილ ძაღლებს წყალში
მოისვრიან, მას შემდეგ, რაც ისინი უკანასკნელ რგოლში გახტებიან. მათთვის
სულერთია, დაიმტვრევა თუ არა კომედიაში მონაწილე ველოსიპედისტი, როცა წინ
გადახრილი თავით სცენაზე ჩაიქროლებს ბუტაფორიული ჭურჭლის მსხვრევის
დამაყრუებელ ხმაზე. ისინი ასევე არ მიიჩნევენ, რომ შეძენილი ბილეთი უფლებას
აძლევთ, იცოდნენ, რა გრძნობები აქვთ ერთმანეთის მიმართ ბანჯოს ვირტუოზულ
დამკვრელს და მონოლოგების ირლანდიელ მკითხველს.

ამიტომ, დაე, ნუ ავწევთ ფარდას ცოცხალ სურათზე – შეერთებული შეყვარებულები


დამარცხებული ბიწიერების ფონზე და კონტრასტისათვის – კომიკოსები, რომლებიც
ერთმანეთს კოცნიან, – მოახლე და ლაქია – შემოყვანილნი, როგორც ნასუფრალი
ორმოცდაათცენტიანი ადგილების ცერბერებისათვის.

ჩვენი პროგრამა რამდენიმე პატარა ნომრით მთავრდება, შემდეგ კი დაიშალეთ და


თქვენს სახლებს მიაშურეთ, სპექტაკლი დასრულდება. ისინი, ვინც ბოლომდე
გაუძლებს, დაინახავენ, თუ სურვილი ექნებათ, იმ თხელ ძაფს, რომელიც
ერთმანეთთან აკავშირებს, თუმცა არცთუ მტკიცედ, ჩვენს მონათხრობს, რომლის
გაგება ალბათ მხოლოდ ლომვეშაპს შეუძლია.

ნაწყვეტები ნიუ-იორკის სადაზღვევო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის წერილიდან


ფრენკ გუდვინისადმი, ქალაქ კორალიოში, ანჩურიის დედაქალაქში:

«ღრმად პატივცემულო მისტერ გუდვინ!

მივიღეთ თქვენი შეტყობინება ახალი ორლეანიდან, ჰაულენდის და ფურშეს


ფირმებიდან. მივიღეთ ასევე ჩეკი ასი ათასი დოლარისა, რომელიც ჩვენი სალაროდან
ჩვენი კომპანიის ყოფილმა პრეზიდენტმა, განსვენებულმა ჩერჩილ უორფილდმა
წაიღო... თანამშრომლებმა და დირექტორებმა ერთხმად მომმართეს თხოვნით,
გამომეხატა თქვენ მიმართ ღრმა პატივისცემა და გულწრფელი მადლიერება იმის
გამო, რომ ასე სწრაფად დაგვიბრუნეთ მთელი დაკარგული თანხა – სულ რაღაც
ორიოდ კვირაში მისი გაქრობის შემდეგ. შეგიძლიათ, დარწმუნებული
ბრძანდებოდეთ, რომ ეს საქმე არ გახმაურდება... ძალიან ვწუხვართ მისტერ
უორფილდის თვითმკვლელობის გამო. ...მთელი სულითა და გულით გილოცავთ მის
უორფილდზე

დაქორწინებას... მისი მომხიბლავი გარეგნობა, დახვეწილი მანერები... კეთილშობილი


ქალური ბუნება... შესაშური მდგომარეობა დედაქალაქის საუკეთესო
საზოგადოებაში...
164

გულწრფელად თქვენი ერთგული, ლიუსაიას ი ეპგლეიტი – სადაზღვევო კომპანია


«რესპუბლიკას» პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

ვიტაგრაფოსკოპი

(კინემატოგრაფი)

უკანასკნელი ძეხვი

მოქმედების ადგილი – მხატვრის სახელოსნო. მხატვარი, ახალგაზრდა, სასიამოვნო


გარეგნობის კაცი, ნაღვლიანი სახით, ხელზე ჩამოყრდნობილი თავით ზის
მიმოფანტულ ეტიუდებსა და ესკიზებს შორის. სახელოსნოს ცენტრში ფიჭვის ყუთზე
ნავთქურა დგას. მხატვარი დგება, წელზე ქამარს უფრო მაგრად შემოიჭერს და
ნავთქურას ანთებს. შემდეგ მიდის შირმით

სანახევროდ დაფარულ პურის შესანახ თუნუქის კოლოფთან, იქიდან იღებს ძეხვს,


კოლოფს თავდაყირა აბრუნებს, იმის საჩვენებლად, რომ შიგ აღარაფერი დარჩა და
ძეხვს ტაფაზე დებს, ტაფას კი – ნავთქურაზე. ნავთქურა ქრება. როგორც ჩანს, შიგ
ნავთი გამოილია. მხატვარს სასოწარკვეთილება იპყრობს, ძეხვს ხელს დასტაცებს და
ერთბაშად მოვარდნილი მრისხანებით ატანილი, გამძვინვარებით მოისვრის
კარისკენ. სწორედ ამ დროს კარი იღება და ძეხვი შემომავალ სტუმარს ცხვირში
ხვდება. ჩანს, რომ ის ყვირის და ადგილზე დახტუნავს, თითქოს ცეკვავდეს.
შემოსული წითელლოყება, ენერგიული, თვალგამჭრიახი ადამიანია, ირლანდიელი
უნდა იყოს. უცებ სიცილი აუვარდება, ვერ ჩერდება. წიხლს იქნევს და ნავთქურას
იატაკზე აგდებს, მხატვარს, რომელიც ამაოდ ცდილობს, ხელი ჩამოართვას, ზურგზე
ხელს მაგრად ურტყამს, შემდეგ ისეთ ჟესტს აკეთებს, რომლის მიხედვით ყველა
მაყურებელი, ვისაც ჭკუა ოდნავ მაინც უჭრის, მიხვდება, რომ მან დიდძალი ფული
იშოვა კორდილერებში წითელკანიან ინდიელებთან ვაჭრობით – დანებს, ნაჯახებსა
და სამართებლებს ოქროს მტვერში უცვლიდა მათ. ჯიბიდან მრგვალი პურის სისქის
ფულის დასტას იღებს, მას თავს ზემოთ აქნევს და ამავე დროს მეორე ხელით ისეთ
მოძრაობას აკეთებს, თითქოს ჭიქიდან სვამდეს. მხატვარი ქუდს დაავლებს ხელს და
ისინი ერთად გადიან სახელოსნოდან. ქვიშაზე დაწერილი

მოქმედების ადგილი – ნიცის პლაჟი. მშვენიერი ქალი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა,


საოცრად კარგად ჩაცმული, სასიამოვნო ღიმილით, თავდაჯერებული, წყალზე
დახრილა და უსაქმურობისგან აბრეშუმის ქოლგის წვერით ქვიშაზე რაღაც ასოები
გამოჰყავს. ლამაზ სახეზე კადნიერება აწერია, მის ზანტ პოზაში კი რაღაც
მტაცებლური იგრძნობა. გეგონება, ეს ქალი ახლა ახტება, ან გაცურდება, ან
გახოხდება, პანტერასავით, რომელიც აქამდე რატომღაც განაბული იყოო. ქალს
ქვიშაზე ნელა, აუჩქარებლად მხოლოდ ერთი სიტყვა გამოჰყავს: «იზაბელ». მისგან
რამდენიმე ნაბიჯში მამაკაცი ზის. თქვენ ხედავთ, რომ თუმცა მათ მეგობრობა უკვე
აღარ აკავშირებთ, მაინც განუყრელი თანამგზავრები არიან. კაცს შავი სახე აქვს,
გაპარსული, თითქმის შეუვალი, მაგრამ არცთუ მთლად მტკიცე. ერთმანეთს
იშვიათად ელაპარაკებიან. კაციც წერს ქვიშაზე თავისი ხელჯოხის წვერით: სიტყვა
165

«ანჩურია» გამოჰყავს, შემდეგ კი იქით იცქირება, საითაც ხმელთაშუა ზღვა ცას


ერწყმის და თვალებში მომაკვდინებელი სევდა უდგას.

უდაბნო და შენ

მოქმედების ადგილი – მდიდრული მამულის განაპირა მხარე სადღაც ტროპიკებში.


მოხუცი ინდიელი – წითელი ხისფერი სახით ჭაობთან ახლო მყოფ საფლავზე
ამოსულ ბალახს უვლის,

შემდეგ დგება და პატარა ტყისკენ მიდის, სადაც უკვე ბინდბუნდი ჩამოწოლილა. ტყის
პირას მაღალი, კარგი აღნაგობის მამაკაცი დგას კეთილი, მოკრძალებული
გამომეტყველებით და ქალი, უშფოთველი, წყნარი, ნათელი სახით. მოხუცი ინდიელი
მათთან მიდის და კაცი ხელში ფულს უდებს. საფლავის მცველი გულუბრყვილო
სიამაყით, რომელიც სისხლში აქვთ გამჯდარი ინდიელებს, კუთვნილ ანაზღაურებას
იღებს და მიდის. კაცი და ქალი ტყის პირას დგანან, შემდეგ შებრუნდებიან და
ბინდბუნდში ბილიკს მიუყვებიან – ახლოს, ძალიან ახლოს ერთმანეთთან, იმიტომ,
რომ ბოლოს და ბოლოს არის კი რაიმე ამქვეყნად უკეთესი, ვიდრე პატარა წრე
კინოეკრანზე და შიგ მოქცეული გვერდიგვერდ მიმავალი ორი ადამიანი?

You might also like