You are on page 1of 10

რეფერატი - ძალის დიფუზია და დემოკრატიის დილემა

მარიამი ხინთიბიძე

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები:

ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა)

კურსი: რბილი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში

კურსის ხელმძღვანელი: გვანცა აბდალაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2021
ნაწილი 1 : თეორიული მიმოხილვა
ძალის კლასიკური და რეალისტური განმარტებები

ტერმინი „ძალა“ საკმაოდ ხშირად გამოიყენება საერთაშორისო


ურთიერთობებთან დაკავშირებულ წყაროებში. რეალისტური განმარტების
მიხედვით, საერთაშორისო სისტემაში არსებული სახელმწიფოები ცდილობენ
ძალთა გაზრდას კონკრეტული სურვილების დაკმაყოფილების მიზნით. ამ
ტერმინით, უმეტესწილად, ახასიათებენ სახელმწიფოებს, რომლებსაც ძალუძს
მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა მსოფლიო პოლიტიკაზე (ე.წ. „ძლიერი
სახელმწიფოები“). თუმცა, ტერმინი ნეგატიურ ასპექტშიც გვხვდება. მაგალითად
მაშინ, როდესაც კონკრეტულ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს საერთაშორისო
ასპარეზზე უპირატესობის სადავეების ხელში ჩაგდება და ამისთვის კონფლიქტურ
სიტუაციებს არ უშინდება. ჰანს იოაკიმ მორგენთაუ1 თავის ნაშრომში „Politics among
Nations“ ამბობს, რომ „საერთაშორისო პოლიტიკა, ნებისმიერი პოლიტიკის მსგავსად,
ძალის პოლიტიკაა.“ კონკრეტულად იგი გულისხმობდა, რომ ქვეყნების
წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ ძალთა პოლიტიკის შენიღბვას ზოგჯერ
სამართლიანობისა და თანასწორობის ცნებებით, ხოლო ზოგჯერ იდეოლოგიური
შინაარსის დისკურსის მეშვეობით.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე რაიმონ არონი 2 (1905-83)


საერთაშორისო სისტემაში განასხვავებს „ძალისა“ და „ძალაუფლების“ ცნებებს.
როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო სისტემის ნაკლებად სტრუქტურირებულ
სფეროებს, სახელმწიფოების მიერ ძალის მოპოვების ფორმებიც საკმაოდ
არასახარბიელო სიტუაციას ქმნიან. კერძოდ, ამის მიზეზია კანონთა
არასრულყოფილება, სანქციების არარსებობა ან თუნდაც მიზნის მისაღწევად

1
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა საერთაშორისო ურთიერთობების სეგმენტში,
რომლის ნამუშევრებიც ეხება რეალიზმის ტრადიციას და ძირითადად განიხილება ჯორჯ ფ. კენანის
(ამერიკელი ისტორიკოსი და დიპლომატი) ნამუშევრებთან ერთად.

2
საერთაშორისო ურთიერთობის ერთ-ერთ იმ თეორეტიკოსი, რომლის შეხედულებები მიესადაგება
პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციას.
არაკოდიფირებულ საშუალებათა გამოყენება. სტივენ ლაკსი 3, ნაშრომში „Power: a
Radical View“ (1974) ამტკიცებს, რომ ძალაუფლება ვლინდება როგორც
გადაწყვეტილების მიღების, ასევე მიუღებლობის დროსაც. საქმე ისაა, რომ
მმართველი ორგანოების წარმომადგენლებს შეუძლიათ იდეოლოგიური
ღირებულებების, პილიტიკური არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა. აქედან
გამომდინარე, არ უნდა მოხდეს ძალაუფლების მის ფაქტობრივ განხორციელებასთან
არევა. გადაწყვეტილების მიუღებლობა პირდაპირ კავშირშია ფარული
კონფლიქტების უარყოფასა და საჯარო დებატებისგან თავის არიდებასთან. ლაკსი
ამბობს, რომ როდესაც სახელმწიფოს ძალუძს შეიმუშავოს გეგმები და გააძლიეროს
სასურველის მიღებისკენ ლტოლვა, ასეთ სახელმწიფოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ
გააჩნია რეალური ძალაუფლება. უფრო კონკრეტულად, სრულდება მმართველი
ძალის ბრძანებები და სურვილები, რადგან საზოგადოებას გააზრებული აქვს, რომ
შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი გახდებიან იძულებულები გააკეთონ ის, რაც
სურს ზემდგომ ხელისუფლებას.

ძალის დიფუზია და მისი კავშირი რბილ და ბასრ ძალასთან

ჯოზეფ ნაი, ცნობილი ამერიკელი მეცნიერი 80-იანი წლების ბოლოს იყენებს


შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს გააცნოს ძალათა ურთიერთქმედების შესაძლო
სახეობები. „ძალის დიფუზიის“ განმარტების დროს იგი აღნიშნავს, რომ თუ კი
წარსულში წარმოუდგენელი იყო ახალი აქტორების გამოჩენა საერთაშორისო
ურთიერთობაში, პოსტმოდერნულ ხედვასთან დაახლოებამ ეს ფაქტი შესაძლებელი
გახადა. ძალა უკვე აღარ განიხილება მხოლოდ სახელმწიფოების დასახასიათებლად,
არამედ იგი დაკავშირებულია სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კონკრეტულ
ინდივიდებთან.

3
ბრიტანელი პოლიტიკური და სოციალური თეორეტიკოსი, რომელიც იკვლევდა თეორიებს,
როგორიცაა ინდივიდუალიზმი, მარქსიზმი, მორალის სოციოლოგია, ლიბერალიზმის ახალ
ფორმებსა და ძალაუფლების კონცეფციის სხვადასხვა სახეობებს.
ძალის დიფუზია უშუალო კავშირშია ციფრული ტექნოლოგიის
განვითარებასთან. მაგალითად, თუ კი ადრე სახელმწიფოს სიძლიერე
განისაზღვრებოდა შეიარაღებული ძალებით, დღესდღეობით შესაძლებელია
სახელმწიფოს უსაფრთხოებას დაუპირისპირდეს კომპიუტერული პროგრამისტი,
რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლოა გამოიწვიოს
კონკრეტული ქვეყნის სტაბილურობის დისბალანსი. თავდაპირველად, ციფრული
ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები საკმაოდ
კრიტიკული იყო, რადგან ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნდა, რომ ტექნოლოგიური
რევოლუციის პროცესის ხელშეწყობით მთავრობას ექნებოდა მართვის სადავეები
ხელთ. თუმცა, არსებულ რეალობაში სახეზე გვაქვს როგორც ძალაუფლებათა
ცენტრალიზაციის4, ასევე დეცენტრალიზაციის მოდელი.

დეცენტრალიზაციის პირველი მკაფიო გამოხატულება იყო მედია-


მაუწყებლობისთვის ახალი კონკურენტის გამოჩენა, კერძოდ ინტერნეტ სივრცისა და
ვებ პორტალების, რასაც კონკრეტული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.
გლობალიზაციის პროცესმა მოიცვა მთელი მსოფლიო და, შესაბამისად, შეაღწია
სხვადასხვა სფეროებში, რამაც ბევრ სასიკეთო საქმესთან ერთად ახალი თავსატეხები
მოუვლინა მსოფლიოს. მაგალითად, ტერორიზმის ფეხმოკიდების ხელშემწყობს
სწორედ გლობალიზაციის პროცესი წარმოდგენს. საინტერესოა ნაის ხედვა ძალის
დიფუზიის შესახებ, რითაც მას სურს ნათელი გახადოს ფაქტი რბილი ძალის მზარდი
რესურსის არსებობის შესახებ. ნაი ამბობს, რომ რბილ ძალას მნიშვნელოვანი როლი
აკისრია საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების გაღრმავების პროცესებში. თუმცა,
მისი აზრით, ძალის დიფუზია არ შეიძლება მივიჩნიოთ აქტორად, რომელსაც
ძალუძს საერთაშორისო პოლიტიკაში გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამ
საკითხისადმი დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლებელია თქმა იმისა, რომ
ძალის დიფუზიაში ხისტი ძალა რბილმა ძალამ ჩაანაცვლოს, რაც ხელშემწყობი

4
Joseph S. Nye, Jr. The Future of Power. Public Affairs. NY. 2011. p.115.
ფაქტორი იქნება რეგიონალიზმისა და მსოფლიოს ჰორიზონტალური დაშრევების
პროცესთა შორის.

დემოკრატიის დილემა

თანამედროვე რეალობაში დემოკრატია შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთ


ლეგიტიმურ მმართველობის ფორმად, თუ კი მხედველობაში არ მივიღებთ
შედარებით მყარი ავტოკრატიების, მაგალითად, მონარქებისა და დიქტატორების
კანდიდატურებს. მაგრამ, თუ კი ვამბობთ, რომ დემოკრატია არის
უმრავლესობისთვის მისაღები მმართველობის ფორმა, მაშინ რატომ განიხილება
მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები. ეს არის ფაქტი, რომლის გამოც,
წარმოიშვება დემოკრატიული დილემა. ერთის მხრივ, სრულიად შესაძლებელია, რომ
დემოკრატიის ახლანდელი ჰეგემონია დაიშრიტოს, სადაც ერთ-ერთი მიზეზი
ახალბედა დემოკრატებისთვის იმედგაცრუება იქნება და არ არის გამორიცხული ისევ
დაუბრუნდეს საზოგადოება ავტორიტარულ მმართველობას და უფრო მეტიც, არც
ახლის შექმნაა გამორიცხული. ხოლო, მეორეს მხრივ, შესაძლოა ფეხი ვერ მოიკიდოს
ავტორიტარულმა მმართველობამ, თუმცა დემოკრატიული პროცესები ისეთი ნელი
ტემპით წარიმართოს, რომ ამან გამოიწვიოს საზოგადოების გაწბილება, რაც
სამომავლო პოლიტიკური და თანამშრომლობითი წესების პროგნოზირების
უძლურობით იქნება განპირობებული.

დემოკრატიის დილემა პირდაპირ კავშირშია დემოკრატიის დეფიციტის


ცნებასთან. მეტი თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ დემოკრატიის დეფიციტის
აღმნიშვნელი ცნება ევროკავშირის ჭრილში. საქმე ისაა, რომ დემოკრატიის
დეფიციტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა მივაკუთვნოთ და არა თავად
ევროკავშირს. ევროპულ სახელმწიფოებს შორის ინტეგრაცია პასუხობს უკვე
არსებულ დემოკრატიულ ლეგიტიმურობის საკითხებს მთელი ქვეყნის შიგნით.
შესაბამისად, კავშირი არ არის საკმარისად დემოკრატიული, რადგან წევრმა
სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს მათი ინტეგრაციის დემოკრატიზაცია. ევროკავშირის
ინსტიტუტებში დემოკრატიის ნაკლებობის საკითხი არ განიხილება როგორც
პრობლემის მიზეზი, არამედ განიხილება, როგორც ევროკავშირის წევრთა
დემოკრატიული დეფიციტის ბუნებრივი შედეგი. ეს მიდგომა აუცილებლად
ერთგვარი საყვედური უნდა იყოს. თუ ინსტიტუტი თავს იჩენს როგორც,
კონტინენტის სუპრანაციონალური მმართველი და მისი ლეგიტიმური
წარმომადგენელი, ის უნდა მიჰყვეს მმართველობას იმავე ფორმით, რომლის
მართვასაც აპირებს. ეს არის დემოკრატია. მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ
აისახება ქვეყნის მოქალაქეებზე, ისევე როგორც ეროვნული მთავრობის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები. ირღვევა მოქალაქეთა შესაძლებლობები დაეყრდნონ
გავლენის რეგულარულ არხებს - ხმის მიცემას - მათი მოსმენისა და პოლიტიკურ
პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. დემოკრატიის ნაკლებობა და
მოქალაქეების მოთხოვნებისადმი გულგრილი დამოკიდებულება შემდგომ ზიზღსა
და ლეგიტიმურობის დაკარგვას იწვევს. ევროკავშირი არ არის სახელმწიფო, მაგრამ
იგი წარმოადგენს მათ და იღებს გადაწყვეტილებებს მათი სახელით, სწორედ ამიტომ
პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მის გადაწყვეტილებებს პირდაპირი არჩევნების
დროს.

ევროკავშირმა საბოლოოდ ვერ მიაღწია დემოკრატიულ ლეგიტიმურობას. თავად


კავშირმა გამოიწვია ის, რასაც გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ უწოდა
დემოკრატიული დეფიციტი. ამ სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირში
გადაწყვეტილებების მიღების პროცესი პირველ რიგში საერთაშორისო
ორგანიზაციებს უკავშირდება, ვიდრე მთავრობას. განსხვავება იმაშია, რომ როგორც
საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირმა თავისი დემოკრატია დააფუძნა წევრი
ქვეყნების თანასწორობაზე და არა ამ ქვეყნების მოქალაქეებზე. ამრიგად, რთულია
მოქალაქეთა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჭიროებების გაერთიანება, თუ იგი
ფუნქციონირებს როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია და არა მთავრობა.
ნაწილი 2: შემთხვევის ანალიზი

ბოლო პერიოდში რუსეთის რბილი ძალა აქტუალურ საკითხია როგორც


საქართველოში, ასევე ბუნებრივია მთელს მსოფლიოში. ყველას აქვს ერთხელ მაინც
გაგონილი ეს ტერმინი, თუმცა მაინც ბუნდოვანი რჩება საზოგადოების რაღაც
ნაწილისთვის მისი განმარტება. „რბილი ძალა“ (soft power) თავისი კლასიკური
გაგებით, როგორც ტერმინის გამომგონებელმა, ამერიკელმა თეორეტიკოსმა და
პოლიტიკოსმა ჯოზეფ ნაიმ განმარტა, გულისხმობს „მომხიბვლელობის ძალას“,
სადაც „პარტნიორის ყოლა აუცილებელია“, რადგან იგი თანამშრომლობისა და
ორმხრივი სარგებლის მომტანია .რბილი ძალა მიზნად ისახავს ახალი მოკავშირეების
გაჩენასა და მათზე „რბილს ზემოქმედებას“, მათ „მოხიბვლას“ იმ მიზნით, რომ
საერთო ინტერესთა პროექტებში ჩაერთონ მოკავშირენი. თუ კი რუსეთის მაგალითს
გადავხედავთ ვნახავთ, რომ რუსეთის „რბილი ძალა“ სინამდვილეში არა თუ რბილი,
არამედ „ბასრი ძალაა“, რადგან იგი იყენებს არალეგიტიმურ მექანიზმებს, სადაც მისი
მიზნები დესტრუქციულ პროცესებს უკავშირდება.

„როდესაც ერთი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებს აკეთებინებს იმას, რაც მას სურს,
არა იძულების, არამედ თანამშრომლობის გზით, ამას ეწოდება რბილი ძალა,
განსხვავებით ხისტი ძალისგან, რომელიც ბრძანების გაცემას, დავალების მიცემას
გულისხმობს“ - რბილი ძალის ნაისეული განმარტება. 5 “რბილი ძალა” სახელმწიფოს
უნარია, ხისტი ძალის გამოყენების გარეშე დადებითი განწყობებისა და
დამოკიდებულებების შექმნით გავლენა მოახდინოს საერთაშორისო სისტემის სხვა
აქტორებზე. ეს არის კულტურული ძალა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოები
ახდენენ საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზებას. იგი ეფუძნება სამ
ძირითად წყაროს: კულტურა, პოლიტიკური ღირებულებები და საგარეო პოლიტიკა.
პრინციპული და მნიშვნელოვანი ის არის, რომ რბილი ძალა ამიტომაც არის

5
Nye, Joseph, Bound to Lead: The Changing Nature of American Power (London: Basic Books, 1990)
კულტურული ძალა, რომ მისი გამოყენება მხარეთა ორმხრივი ნების შედეგად ხდება
და არა ძალადობრივი და თავს მოხვეულია. რბილის ძალის პარალელურად და მისი
ზემოქმედების გასაძლიერებლად, ხისტი ძალის პოლიტიკა მიმართულია
საქართველოს მოსახლეობაში შიშისა და დაძაბულობის განცდის შესანარჩუნებლად.
ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გავლება, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მუდმივი სამხედრო წვრთნები მკვეთრი გზავნილია საქართველოს
მოქალაქეებისთვის, რომ რუსეთი მზადაა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს
ხისტი ძალა. ასევე, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის ხელშეკრულებები
სეპარატისტულ მთავრობებთან ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთი განაგრძობს
საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფას და ამ მიდგომით
ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი ძლევამოსილება . შესაბამისად, რუსეთის
მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში (სირია, უკრაინა) პროპაგანდის ერთ-ერთი
ძლიერი ინსტრუმენტია.

ჯოზეფ ნაი ამბობს: „მსოფლიო რუსეთს უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს“.


რუსული ბასრი ძალა მოიაზრებს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა პროვოკაციების
მოწყობა და პროპაგანდა, ისეთი ქმედებებით მანიპულირება, რაც საფრთხეს უქმნის
მშვიდობიან მოსახლეობას. ბუნებრივია, ამგვარი მოპყრობა ბასრ ძალას ჰგავს, სადაც
ნებისმიერი ჯარი ამგვარ მეთოდებს იყენებს ომში მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას.
რუსეთის ბასრი ძალაში გამოიყოფა მუდმივი მიზნები, რაც გლობალური ხასიათისაა,
მაგალითად დემოკრატიული სისტემატიზაციის ხელის შეშლა, სტაბილურობასა და
სახელმწიფოთა განვითარებაზე მოქმედი პროპაგანდისტული ქმედებები,
პოლიტიკური კუთხით ხშირია შემთხვევა, როდესაც აქტორისთვის სასურველი
პოლიტიკური მმართველი გუნდის დაწინაურება ხდება. რაც შეეხება
განხორციელების მექანიზმებს იგი არის ცვალებადი, რაზედაც გავლენას ახდენს
განმახორციელებელი ჯგუფებისა და ინდივიდების ერთობლიობა.
ბასრი ძალა მეტად აქტიური ხდება კრიზისებისა და საარჩევნო
რეფერენდუმების დროს. არჩევნების დროს „ბასრი ძალის“ არსებობა წარმოაქმნის
გამოწვევას, რადგან ძალიან რთულია გარკვევა ბასრი ძალის კვალისა პროვოკაციების
მიღმა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებების მიღებისთვის საკმაოდ
მცირე დროა. სწორედ ამიტომ, მოსალოდნელი პრობლემის თავიდან არიდების
მიზნით, რაც შესაძლებელია ბასრმა ძალამ გამოიწვიოს არის ის, რომ საზოგადოება
უნდა მივიდეს კონსენსუსამდე, რომ არ შეიძლება მტრული ძალებისა და
ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენება შიდა პარტიულ ბრძოლაში წარმატების
მიღწევის მიზნით. ეს არის პოლიტიკური განვითარების ეტაპი, რაც მნიშვნელოვანია
სახელმწიფოების სტაბილურობის შენარჩუნებისთვისა და უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, დღის წესრიგის ქვეშ უნდა მოექცეს ბასრ
ძალასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც კონტროლირებადი მართვის სადავეები
მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა განკარგოს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.Joseph Nye, “soft power-The means to success in the World Politics” (New York: public
affairs, 2004).

https://www.academia.edu/28699788/
Soft_Power_the_Means_to_Success_in_World_Politics_Joseph_S_Nye_Jr (12.12.21)

2. Umut Yukaruc, “A Critical Approach to Soft Power”, Bitlis Eren University, 2017.

https://dergipark.org.tr/tr/download/article-file/393488 (12.12.21)

3.” Strategic Influence: Public Diplomacy, Counter propaganda, and Political Warfare”,
Crossbow press, revised edition 2009.
https://www.academia.edu/31885074/
Strategic_Influence_Public_Diplomacy_Counterpropaganda_And_Political_Warfare
(12.12.21)

4.ფილიპ კ. შმიტერი, „დემოკრატიის დილემები და საფრთხეები“, თბილისი 2017.

5.” Soft Power Today: measuring the influences and effects”, A study commissioned by the
British Council from the University of Edinburg

https://www.britishcouncil.org/sites/default/files/
3418_bc_edinburgh_university_soft_power_report_03b.pdf (12.12.21)

You might also like