You are on page 1of 94

კრიზისი რომის იმპერიაში

გვიანდელი რომის საზოგადოებისთვის დამახასიათებელია კრიზისი ეკონომიკურად ,


სოციალურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, რაც აუცილებელ გარდაქმნას
მოითხოვდა. მრავალი მცდელობის მიუხედავად საიმპერიო ხელისუფლებას არ შეეძლო
ამის თავიდან აცილება. მათი ეკონომიკის საფუძვლად დარჩა მსხვილი კერძო ადგილ-
მამულის მეურნეობა და მონათა შრომა, ეს ქმნიდა იმ სიმდიდრეს, რომლითაც
რესპუბლიკის ხანის და პრინციპატის რომი ხასიათდებოდა. მომდევნო საუკუნეებში
საგარეო პოლიტიკიდან თავდაცვაზე გადადის, იკლებს მონათა რიცხვი , მეურნეობის
გაუმჯობესების შედეგს ვერ იღებდნენ. საჭირო გახდა ცვლილებები სოციალურ ყოფაში .
მონის შრომის ტრადიციული ფორმა არ იყო მომგებიანი, ამიტომ აუცილებელი იყო მისი
დაინტერესება, საკუთრების გადაცემა. ამავე არსებით როლს თამაშობდნენ თავისუფალი
გლეხები, რომლებმაც მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგეს მიწები და მსხვილი
მიწათმფლობელისგან იღებდნენ იჯარით მიწას. მათ გვერდით ჩნდება ახალი ტიპის
მონები, მიწაზე მიწერილი მონები, ვისაც მიწათმფლობელი აძლევდა მიწას პატარას,
საიდანაც იღებდა გადასახადს. უარესდებოდა მოიჯარეთა მგომარეობაც . IV-V ს-ში
გამოიცა ედიქტები, რომლებშიც მოიჯარეთა ვალდებულებები ეწერა და მათზე
მიწათმფლობელთა ულფებები, მაგალითად 332 წელს კონსტანტინე დიდის
დადგენილებაში მიწათმფლობელს უფლება ჰქონდა გაქცეული კოლონი შეეპყრო და უკან
დაებრუნებინა (დასჯის უფლებაც ჰქონდა), ასეთი უფლებები შემდეგ ყველა სახის
მოიჯარეზე ვრცელდებოდა. საიჯარო ფორმების ზრდასთან ერთად მსხვილი
მიწათმფლობელთა კერძოობით ხელისუფლებად იზრდებოდა. ის თავისუფალი გლეხები ,
რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ მოქცეულნი საიჯარო კაბალაში (კოლონები)
იძულებულნი იყვნენ, თავიანთი მიწა გარკვეული პირობებით მსხვილი
მიწათმფლობელებისთვის გადაეცათ და შემდეგ იგივე მიწა უკანვე მიეღოთ იმავე
პირობებით. ასეთ პირობით სარგებლობას ჰქვია პრეკარიუმი (სხვისი ქონებით
სარგებლობის უფლება). პრეკარიუმის პირობები მიწით სარგებლობის ვადით და
საგადასახადო პირობებით განსხვავდებოდა. ამის გარად გლეხი მიწათმფლობელის
მფარველობას იღებდა (პატრიონატს) ასეთ აქტს ეწოდებოდა კომენდაცია . ამით გლეხი
გარეშე ძალებისგან დაცული იყო. ხშირად პატრონატის ქვეშ არა ინდივიდუალურად ,
არამედ მთლიანი თემიც შედიოდა.

ცვლილებები განიცადეს გვიანდელი რომის ქალაქებმაც, ხელოსნები /ვაჭრები სახეს


იცვლის. ადრე იმპერიის ხანაში ისინი ხშირად კოლეგიებად ერთიანდებოდნენ . ასეთი
გაერთიანებები დიდ როლს თამაშობდნენ ქალაქის სურსათით და სხვა ნაწარმებით
მომარაგებაში. IV-Vსს იცვლება საიმპერატორო ხელისუფლების დამოკიდებულება
კოლეგიებისადმი. ისინი ხელოსნებს ავალდებულებდნენ კოლეგიაში გაერთიანებაზე ,
თავად ქმნიდნენ სახელოსნოებს, სადაც მონებს ამუშავებდნენ, მათ დააკისრეს
სახელმწიფოებისთვის ჩაებარებინათ წარმოებული პროდუქტი . თავისუფალ ხელოსანთა
ასეთი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა ვაჭრობის დაცემას.

შეიცვალა მოსახლეობის უფლებების. ადრე იმპერიის ხანაში ქალაქების მმართველობაში


დიდ როლს ქალაქის საბჭო ანუ კურია თამაშობდა, სადაც ის ადამიანები ირჩეოდნენ,
ვისაც ადრე მმართველობაში რაიმე თანამდებობა ეკავათ. მათ ევალებოდათ
ეკონომიკური, საფინანსო, სასურსათო და სხვა საკითხები. III საუკუნიდან ეკისრებათ არა
მარტო აკრება გადასახადებით, არამედ მათზე პასუხისმგებლობაც . ამის შემდეგ ისინი
ცდილობდნენ საერთოდ წასულიყვნენ ქალაქიდან, მაგრამ მალე ამის უფლებაც
წაართვეს. ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა საიმპერატორო ხელისუფლების სრულ
დამორჩილებას. 313 წელს მილანის ედიქტით, კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. აიკრძალა ქრისტიანობის დევნა , ეს რეფორმა
მნიშვნელოვანი არა მხოლოდ გვიანდელი რომისთვის, არამედ მთელი შუა
საუკუნეებისთვის იყო. გაიზარდა საეკლესიო პირთა როლი, სახელმწიფო თანამდებობებს
იღებდნენ, გაიზარდა ასევე საეკლესიო მიწათმფლობელობა , გაჩნდა საეკლესიო
ცენტრები, რომლებიც მეოთხე საუკუნიდან საპატრიარქოებად გადაიქცნენ (რომის,
ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის). მთელი იმპერია დაიყო
ოლქებად - ეპარქიებად, რომელთა სათავეში ეპისკოპოსები იდგნენ. იმპერიის
გადარჩენას მიზნად ასევე III-IV საუკუნის რეფორმები ისახავდა. საიმპერატორო
ხელისუფლებამ, მმართველობის განმტკიცების მიზნით, მოსპო იმ დროინდელი
დაწესებულებები, პრინციპატის ეპოქაში რომ ჩანდნენ. საიმეპრატორო ხელისუფლება
გახდა შეუზღუდავი , ამ ეპოქას (დიოკლეტიანედან ადწყებული( დომინატის ხანა ეწოდება -
იმპერატორი ღმერთად მოიაზრებოდა, სენატმა ფუნქცია დაკარგა, იმპერატორის
სათათბირო ორგანო გახდა დაახლოებულ პირთაგან შემდგარი საბჭო (კონსისტორია ).
იმპერიის გადარჩენას მიზნად ისახავდა დიოკლეტიანეს ადმინისტრაციული რეფორმა .
ე.წ. ტეტრარქია იმპერიას ოთხად ყოფდა( იტალია, გალია, ილირია, აღმოსავლეთი).
სათავეში ედგნენ ორი ავგუსტუსი და ორი ცეზარი. ასეთ ერთეულებს პრეფექტურები
ეწოდა. პრეფექტურები დიოცეზებად და ფიოცეზები პროვინციებად იყოფოდა . ასეთი სახის
რეფორმები მიზნად ისახავდა ხელისუფლების განმტკიცებას და მისი უშიშროების
უზრუნვეყლობას და საფინანსო-ეკონომიკური საკითხების მოგვარებას. შემოიღეს ასევე
გადასახადები. ოქროს მონეტები და ეს ყველაფერი მონათმფლობელობის და იმპერიის
გადასარჩენად. მაგრამ ასეთი გარდაქმნების სიმძიმე აწვებოდა მონებს , ხელოსნებს ,
თავისუფალ მოიჯარეებს და სხვა. პროტესტიც სხვანაირი იყო, ისინი ხან აჯანყებით
გამოდიოდნენ, ხან რელიგიურ მოძრაობას აწყობდნენ. ცნობილია III-IV საუკუნის დიდი
აჯანყებები, გალია, ჩრდ-იტალიაში - ბაგაუდების აჯანყება .

ასევე IV-V ს-ში აგონისტიკოსების გამოსვლები ჩრდ. აფრიკაში. დაპყრობილ ხალხთა


განწყობას რომისადმი გამოხატავს ლექსების კრებული „სიმართლის ორაკულები “,
სხვადასხვა ავტორების მიერ შექმნილი, რომელიც რომისადმი ისეთ ზიზღს ამჟღავნებს ,
რომ იმპერიის დაღუპვა აუცილებლადა გამოცხადებული და ამ დაღუპვით დაიწყებოდა
ხალხთა თავისუფლებაც. შინაგანად დამძიმებულ რომს აღარ შეეძლო წინ აღდგომოდა
ბარბაროსთა ტომებს, რამაც დაამხო კიდეც მარადიული იმპერია.

ძველი გერმანელები
რომის იმპერიაში ბარბაროსებს უწოდებნენ იმ ტომებს და ხალხებს, რომლებიც იმპერიის
საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ, ლათინური არ იცოდნენ და მათთვის რომაული
კულტურა უცხო იყო. მათი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები იყვნენ
კელტები და გერმანელები.

კელტები ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში დასახლდნენ ჩრდილოეთ იტალიაში,


გალიაში, ბრიტანეთი, ირლანდიაში, ასევე შვეიცარიაში. მათ შექმნეს გალათიის
სახელმწიფო. ისინი პირველყოფილ-გვაროვნული წყობილებით ცხოვრობდნენ ,
რომელიც მეხუთე საუკუნისთვის უკვე ირღვეოდა. ამ ტომებთან რომი მრავალი
ასწლეულის მანძილზე იბრძოდა. რომის გამარჯვების შედეგათ ბარბაროსებით
დასახლებული მიწები რომის კოლონიად იქცა, მათ დაიპყრეს იტალია,გალია,ესპანეთი
და იქაური მოსახლეობა რომაელებთან ერთად გალო-რომაელებად და ესპანელ -
რომაელებად ჩამოყალიბდა. საერთო ჯამში კელტებმა შუა საუკუნეების ევროპელი
ხალხების - ინგლისელების,ფრანგებისა და ესპანელების ეთნოგენეზში მნიშვნელოვანი
როლი შეასრულეს. მათი პირდაპირი შთამომავლები არიან ირლანდიელები და
შოტლანდიელები. ასევე მათ მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, ევროპის გეოგრაფიული
სახელები კელტური საწყისებიდან მოდის, მაგალითად შვეიცარიას ჰელვეცია
ეწოდებოდა.

ძველი გერმანელები. დაახლოებით 3000-2500 წლის წინ ჩრდ.ევროპაში ინდოევროპული


ტომები დასახლდნენ, აქამდე ამ ტერიტორიაზე სხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ,
რომლებიც შემდეგში ინდოევროპელებს შეერივნენ და ამის შედეგად წარმოიშვა ტომი
რომელსაც გერმანელები უწოდეს. მათ ძვ.წ პირველი საუკუნისთვის დაიკავეს უკვე ის
ტერიტორია, რომელიც დღეს დაახლოებით თანამედროვე გერმანიის საზღვრებს
ემთხვევა. სახელწოდება ძველ გერმანელებს იყენებდნენ უმეტესად იმ ხალხის
აღსაიშნავად, რომლებიც ბრინნჯაოს საუკუნეებიდან ხალხთა დიდ გადასახლებამდე
გერმანულად მეტყველებდნენ. მეშვიდე საუკუნიდან ისინი ერევიან სხვა ხალხებს და ასე
ვრცელდება გერმანული ენა.

ძველ გერმანელთა ტომები სამ ჯგუფად იყოფოდნენ: დასავლეთის


(სუგამბრები) ,აღმოსავლეთის (გოთები,ვანდალები,ბურგუნდები) ,ჩრდილოეთის
(სვიონები (შვედები) ). მათ შესახებ პირველი ცნობები ბერძენ/რომაელ ავტორთა
ნაშრომებში გვხვდება, პორველად ის ვაჭარმა პითიამ მოიხსენია , ის ახსენებს ჰუტონებისა
და ტევტონთა ტომებს, რომელთაც შეხვდა მოგზაურობის დროს. პითიას აღწერას
ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მის ამონარიდებს იყენებენ სხვა ავტორები , იხსენებდნენ
გერმანელებბის თავდასხმებს გალიასა და ჩრდ.იტალიაზე (IIსაუკუნეში).

სტრაბონი თვლიდა,რომ გერმანელებს,გერმანელები რომაელებმა უწოდეს, რომ იმ


კელტებისგან გაერჩიათ, რომლებიც გერმანული ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ , ხოლო
ტაციტუსი თვლიდა,რომ სიტყვა გერმანია ახალი იყო, მათ ეს სახელი მაშინ
მოიპოვეს,როცა გალები გააძევეს თავიანთი ტერიტორიიდან, გერმანია კი ჭეშმარიტებას ,
გამარჯვებას აღნიშნავდა. საბოლოო ჯამში ტერმინი „გერმანელების“ განსაზვრება
გაურკვეველია. სტრაბონი ამბობდა,რომ გერმანელები კელტებს ჰგავდნენ, ყვითელი
ფერის თმა ჰქონდათ და ველურები იყვნენ, პლუტარქე წერდა, რომ მათი ერთადერთი
საქმიანობა ომი იყო, მათთვის უცხო იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. პლუტარქეს
მოწმობით, ალექსანდრე მაკედონელს ჰყავდა დაქირავებული გერმანელი ტომები
სპარსეთის მეფესთან ომის დროს, რადგან როგორც ყველა ავტორი აღნიშნავს ისინი
ძლიერი აღნაგობის იყვნენ.

გაიუს იულიუს ცეზარი თავის ნაშრომში „ჩანაწერები გალებთან ომის შესახებ “


დაწვრილებით აღწერს გერმანელებს, აღწერს ომის მსვლელობას და გერმანელ
ტომებთან ბრძოლას. როდესაც ცეზარი გალიაში ნაცვალი იყო , მან ორი ექსპედიცია
მოაწყო გერმანელების წინააღმდეგ, რომლებიც რაინის მარცხენა მხარის დაკავებას
ცდილობდნენ. ამ ორი ექსპედიციის შესახებ თხრობისას ის აღწერს მათ სამხედრო
ტაქტიკას, თავდაცვასა და თავდასხმას, გერმანელების თავდაცვითი ადგილი ტყეები იყო ,
ტაციტუსის ცნობით მათთვის ბრძოლის ველზე ფარის დატოვება სირცხვილი იყო,
დაჭრილები და გვამები კი მაშინ გაჰყავდათ როცა გამარჯვება მოპოვებული ჰქონდათ .
ცეზარი წერდა, რომ გერმანელები არაგულმოდგინედ ეკიდებოდნენ მიწათმოქმედებას ,
მკვლევრების აზრით მისი ცნობები ბოლომდე სარწმუნო არაა,რადგან ის მათ საშინაო
ცხოვრებას კარგად არ იცნობდა. ტაციტუსი კი ამბობდა,რომ მიწათმოქმედებას
რიგრიგობით ყველა ეწეოდნენ. ტაციტუსი იყო რომაელი ისტორიკოსი , რომელიც
ინფორმაციებს გერმანიაში ნამყოფი ვაჭრებისგან იღებდა , ის ბელგიკაში ყოფნის დროს
გერმანელებთან თავადაც ახლოს ცხოვრობდა და ესეც ეხმარებოდა მათ აღწერაში . მან
აღწერა მათი ქვეყანა,სარწმუნოება,წეს-ჩვეულებები,საზოგადოება . ის ამბობდა რომ
მიწათმოქმედები იყვნენ, მაგრამ არაგულმოდგინედ, მათთვს დიდი მნიშნელობა ჰქონდა
მესაქონლეობას, მათი სიმდიდრე ძირითადად ეს იყო.

ტაციტუსი წერდა,რომ გერმანელები არ ცხოვრობენ ქალაქში და ისინი ვერ იტანენ როცა


მათი საცხოვრებლები ერთმანეთს ეხებათ, ამიტომაც ცხოვრობენ გაფანტულად.

გერმანელთა საზოგადოებრივი ურთერთობისა და მათი რომაელებთან ბრძოლების


შესახება წერს დიონ კასიოსამა თავის „რომის ისტორიაში“.

რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას, გერმანულმა თემმა თავის


განვითარებაში სამი სტადია გაიარა: 1) გვაროვნული ანუ სისხლით ნათესავური თემი,
რომელიც დაფუძნებული იყო ერთიანი მეურნეობის წარმოებასა, სარგებლობასა და
სისხლით ნათესავებს შორის მიწის ერთობლივ ფლობაზე; 2) სამიწათმოქმედო,
რომელშიც ტერიტორიაზე თემის საკუთრებას დიდ ოჯახებს შორის სათესი ნაკვეთების
განაწილება შეეთავსა; 3) სამეზობლო ანდა თემი-მარკა, რომელშიც სათესი მიწის
ნაკვეთებზე წვრილი ოჯახების საკუთრება ბატონობდა და ამავე დროს შენარჩუნებული
იყო თემის კოლექტიური საკუთრება სხვა სავარგულებზე.

ძველი გერმანელების წყობა განსხვავდებოდა რომალებისგან, გერმანელები


ცხოვრობდნენ გვარებად, რომელშც დიდი ოჯახები შედიოდნენ. გვარები იქმნებოდა
სისხლით ნათესაური კავშირით, ცხოვრობდნენ სოფლებში და ერთიანდებოდნენ თემში
ანუ მარკაში. უცხო პირი თუ არღვევდა მარკის საზღვრებს სიკვდილი ელოდა.

მარკის ტერიტორიაზე მიწები თემის საკთრება იყო,მიწა გერმანელებისთვის ყველაფერი


იყო, მისი გაყიდვა ან გაჩუქება გვარის გარეთ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან
შთამომავლობას გადასცემდნენ მას. მიწა იყოფოდა ორ ნაწილად: 1) სამოსახლო და
სახნავი, დანარჩენი საერთო ტყე, მინდორი. თემის სრულუფლებიანი წევრები სრული
ასაკის მქონე ადამიანები იყვნენ, ისინი ვალდებულები იყვნენ ერთმანეთი დაეცვათ ,
როდესაც ერთი დარღვევდა მშვიდობას მას აძევებდნენ,ხოლო თუ ეს დამრღვევი სხვა
თემიდან იყო ან კლავდნენ გადასახადს ახდევინებდნენ. თემის წევრები იყვნენ :
დიდებულები, თავისუფალნი, ანუ ლიტები,მიწაზე მიმაგრებულნი, ვინც მიწას ამუშავებდა
თავისუფალი წევრებისთვის და ვინც ასევე მონები იყვნენ. თემის საქმის განსახილველად
კრება იმართებოდა, სადაც ხმის უფლება ყველას ჰქონდა, კრების წევრები იყვნენ
გრაფები, რომელთაც გვარის უხუცესებისგან ირჩევდნენ, ისინი იყვნენ სწორედ გვარის
უფროსები, ომის წინამძღვრები და ქურუმები თავიანთ გვარში.
კერძო საკუთრებაში მიწა ჯერ კიდევ არ იყო, საკვებს შინაური ცხოველისგან იღებდნენ და
ნადირობით, ომი მათი საყვარელი საქმე იყო, მაგრამ ისინი ძირითადად მაინც არ
ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას, ეს იყო საშუალო მიწათმოქმედსა და მომთაბარეს
შორის, მათ ჰქონდათ თავიანთი სამშობლო და საცხოვრებელიც, ისინი თემებად
ერთიანდებოდნენ და ქმნიდნენ სახელმწიფოს მსგავს გაერთიანებებს, საბჭო კი ომის
შემთხვევაში ირჩევდა მეთაურს.

ტაციტუსის თქმით გერმანელები ქალებს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ, ქალები კი


მამაკაცებს ბრძოლაშიც კი მიჰყვებოდნენ, მაათ ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ერჩივნათ ,
ძვ.წ 101 წელს, როცა კიმბრები და ტევტონები დაამარცხა მარიუსმა , მათმა ცოლებმა
ბავშვები დახოცეს და შემდეგ თავად ჩამოიხრჩეს თავი.

სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაციები. V-VI საუკუნეებში აღმოცენდა პირველი


გერმანული სახელმწიფოები მხოლოდ იმ ტომებში, რომლებიც შეიჭრნენ დასავლეთ
რომის იმპერიის ტერიტორიაზე და ნაწილ-ნაწილ დაიპყრეს იგი. რადგან ისინი
გაბატონდნენ მათზე უფრო განვითარებულ ხალხებზე, მათ მოუხდათ მმართველობის
სისტემის განახლება. ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო სახალხო კრება , რომელიც
აგვარებდა ზავის და ომის საკითხებს, მძიმე დანაშაულებს, ტომის ბელადის არჩევას და
ა.შ. ტომის ბელადები სასამართლო საქმეს განაგებდნენ და წინასწარ განიხილავდნენ
ტინგზე გამოტანილ საკითხებს. ( ტინგი - მთავრობის კრება, რომელიც შედგებოდა ქვეყნის
თავისუფალი მამაკაცებისგან, მას ჰქონდა როგორც საკანონმდებლო რწმუნებების , ისე
ბელადის ან მეფის არჩევის უფლება ).

სახალხო კრების და უხუცესთა საბჭოს გვერდით გერმანელებში არსებობდა ტომის


ბელადთა ინდივიდუალური ხელისუფლება, რომელთაც ანტიკური ავტორები
სხვადასხვანაირად ასახელებენ: როგორც - პრინცეპსებად, დუქსებად , არქონტებად ,
იგემონებად ანუ წინამძღოლებად და როგორც საკუთარი ეპოქის მმართველებად -
რექსებად ან ბასილევსებად. ანუ მეფეებად ასახელებენ. ასევე იყო ასეთი გერმანული
ტერმინი „კონუნგი“, რაც ნიშნავს უბრალოდ კეთილ ადამიანს, რომელიც პატივისცემას
იმსახურებს და ეს არ ნიშნავს მბრძანებელს ან ბატონს, ტაციტუსის თხრობით , კონუნგს
ძალიან შეზღუდული ხელისუფლება ჰქონდა, თანატომელებთან ერთად მართავდა, კიარ
მბრძანებლობდა მათზე, არამედ მაგალითის მიცემით არწმუნებდა და ხიბლავდა , ის იყო
სამხედრო წინამძღოლი, მას სამხედრო ნადავლის განაწილების დროს დარეგულირების
უფლება ჰქონდა, რაც ნებაყოფლობითი იყო და მას ასევე შეეძლო მეთაურის სახით
დაეჯარიმებინა მსჯავრდებული, მაგრამ ის არც მოსამართლე იყო და არანაირ საგანგებო
განმკარგულებელ ხელისუფლებას არ ფლობდა. კონუნგის ხელისუფლება იყო არჩევითი
და მას სახალხო კრებაზე ირჩევდნენ.

ძვ.გერმანული სამყაროს რეალური პოლიტიკური ერთეული ტომი იყო, ეს ტომობრივი


გაერთიანებები იგებოდა უფრო ტერიტორიული ნიშნით და არ შეიცავდა გერმანულ
ტომებს (სლავები,თრაკიელები,კელტები), არ იყო იმდენად ნათესაური, ამიტომ მათი
ასეთი გაერთიანება ხანმოკლე იყო, მაგალითად მარობოდას „სამეფო“, რომელიც
გერმანელთა და კელტთა წინამძღოლი იყო და ახ.წ. პირველ საუკუნეში ჩეხეთის
ტერიტორიაზე დასახლდნენ.

გერმანელების ურთიერთობა რომთან. მეოთხე საუკუნის დასაწყისიდან გერმანელთა


ცალკეული ტომის წინამძღოლები ხშირად რომაელთა სამსახურში იდგნენ და მათი ჯარის
შემადგენლობაში ბრძოლას ეწეოდნენ იქ, სადაც მათ აგზავნიდნენ, მაგრამ უმეტეს
შემთხვევაში წინანდელ ადგილას რჩებოდნენ, რომ ტომი დაეცვათ იმპერიის საზღვარზე
სხვა გერმანელებისგან. ამან ხელი შეუწყო მეტად გერმანელების რომაულ კულტურასთან
ზიარებას, შედეგად გერმანელებმა რომაული პოლიტიკური კულტურაც აითვისეს.
კონუნგების და დიდებულების სოციალურ-პოლიტიკურ განდიდებას ხელი შეუწყო
ქრისტიანობის მიღებამ, ამ გზას პირველად ვესტგოთები დაადგნენ, მეოთხე საუკუნის შუა
ხანებში, ეს დაკავშირებულია ვესტგოთ მღვდელ ულფილას სახელთან , რომელმაც
ლათინური ანბანის გამოყენებით გოთურ ენაზე თარგმნა ბიბლია. მაგრამ მათ
არიანელობა მიიღეს, ამან კი რომაელებთან ურთიერთობა უფრო დაძაბა.არიანელობა
უარყოფდა სამების ერთიანობას, ის რომში მწვალებლობად გამოცხადდა ნიკეის
საეკლესიო კრების დროს 325 წელს.

გერმანელები თავდაპირველად წარმართები იყვნენ, ისინი თაყვანს მთვარეს ,მზეს და


ვულკანს სცემდნენ, მათი ღმერთი, ომის ღმერთი იყო ოდინი ანუ ვოდანი, რომელიც მათი
წარმოდგენით მაღალ ტახტზე იჯდა ვალჰალას სასახლეში, საიდანაც თვალყურს
ადევნებდა დედამიწას, მისი ცოლი კი ფრეია, ოჯახის მფარველი ღმერთი იყო.

დიდი გავლენით სარგებლობდნენ ქურუმები და წინასწარმეტყველები , მხოლოდ ქურუმს


ემორჩილებოდნენ თავისუფალი გერმანელები უსიტყვოდ და მხოლოდ ქურუმების
გადაწყვეტილების მიხედვით გამოჰქონდათ სასიკვდილო განაჩენი .

გერმანელებში გაჩნდა რუნებური (რუნები) გერმანული დამწერლობა , შემონახული ქვაზე ,


რომლის წარმოშობის საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი. ყველაზე მეტად ის
სკანდინავიელებში იყო გავრცელებული და დაკავშირებული იყო მაგიასა და
ჯადოქრობასთან, ის კი მხოლოდ ქურუმებმა იცოდნენ.

ხალხთა დიდი გადასახლება


IV-VI საუკუნეში რომის იმპერიისთვის იყო რთული პერიოდი, რადგან მას თავს ესხმოდნენ
ბარბაროსული ტომები, რასაც მოყვა არა მხოლოდ რომის იმპერიის დაცემა, არამედ
იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე ბარბაროსული ტომების ჩამოსახლება . სწორედ ამ
მოვლენას ვუწოდებთ „ხალხთა დიდ გადასახლებას“.

ხალხთა დიდი გადასახლება იყოფა სამ ეტაპად: 1) II-IV საუკუნის „გერმანული“ -


მარკომანების ომიდან, ადრიანოპოლის ბრძოლამდე. 2) IV-V საუკუნის, „ჰუნების“,
ადრიანოპოლის ბრძოლიდან კატალაუნის ბრძოლამდე. 3) VI-VII საუკუნის - „სლავური“ -
როცა იწყება მათი წინსვლა აღმოსავლეთით, სამხრეთით და ცენტრალურ ევროპაში .

რას ნიშნავს ტერმინი „ბარბაროსი“ - ბარბაროსი არის უცხოელი, რომელიც ცხოვრობს


მოცემული სახელმწიფოს გარეთ, ის არის რომაული, არ ფლობს ბერძნულ აღზრდასა და
განათლებას. ასევე მან არ იცის ბერძნული და ლათინური ენა. ეს ტერმინი ჯერ კიდევ
გადასახლებამდე არსებობდა, „ბარბაროსი“ არ არის მხოლოდ უცხოური, მას აქვს
აგრესიული დამანგრევლის სტატუსი.

ახ.წ. მესამე საუკუნეში, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი ბარბაროსული


გაერთიანება ჩამოყალიბდა - გოთები, ვესტგოთები - დასავლეთში. ოსტგოთები კი -
აღმოსავლეთში, ესენი იყვნენ გერმანული ტომები, ხოლო მათ ჩრდილოეთით
ცხოვრობდნენ აზიელი ჰუნები. რაც შეეხება მიგრაციის მიზეზებს, ბარბაროსულ ტომებში
იყო ქონებრივი და სოციალური უთანასწორობა, რამაც უბიძგა ახალი ტერიტორიების
დაპყრობა. ასევე იყო კლიმატის გაუარესება, მათ ფაქტობრივად საარსებო წყარო აღარ
გააჩნდათ, თან ამასთან ერთად მათი მოსახლეობა მკვეთრად იზრდებოდა. ამ ოთხი
ასწლეულის მანძილზე მიგრაციულმა პროცესებმა პიკს მიაღწია, რადიკალურად
შეიცვალა ეთნიკური, კულტურული, პოლიტიკური სახე. ეს არის ეპოქა, როდესაც დაიღუპა
ანტიკური ცივილიზაცია და ჩაისახა ფეოდალიზმი.

ვესტგოთების სამეფო

ხალხთა დიდი გადასახლება იწყება გოთების მოსვლით მეორე საუკუნეში, ერთი ნაწილი
შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებისკენ, მეორე ნაწილი კი მდ. დნესტრისკენ გაემართა .
IV საუკუნიდან იწოდებიან ვესტგოთებად (ტყის გოთები) და ოსტგოთებად (ველის გოთები ).
მეოთხე საუკუნისთვის, როცა ისინი რომის იმპერიას მიუახლოვდნენ იწყება უკვე მათი
რომანიზაცია და ასევე ქრისტიანობის გავრცელება არიანობის სახით . სამხრეთით
წასულმა გოთებმა სხვა გერმანული ტომები შეავიწროვეს, ისინი იძულებულნი გახდნენ
დაეთმოთ ეს ტერიტორია და რომის იმპერიის საზღვრებისკენ წასულიყვნენ, ამას კი
შემდეგ მარკომანების ომი მოჰყვა. როცა გოთებმა დაიწყეს იმპერიის საზღვრების
გადალახვა, მათ ულფილა ედგათ სათავეში, რომლის წყალობითაც ისინი არიანელები
გახდნენ. ულფილა ეპისკოპოსად აირჩიეს და საკმაოდ წარმატებული იყო, არიანულმა
ქრისტიანობამ წამყვანი მდგომარეობა დაიკავა ვესტგოთებშიც და ოსტგოთებშიც ,მაგრამ
რომთან ურთიერთობა უფრო დაიძაბა. ამის შედეგად, გერმანელი ტომების უმეტესობა
იმპერიის საზღვრებში შეიჭრა, არა როგორც ბარბაროსი წარმართები , არამედ არიანეს
ქრისტიანი მიმდევრები. მათ დაიკავეს იმპერიის რამდენიმე რაიონი , ულფილამ კი
მათთვის დამწერლობა შექმნა.

მეოთხე საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპაში მოდიან ჰუნები, ვესტგოთებმა მათი შიშით 375
წელს თავიანთი ადგილები დატოვეს და თანამედროვე რუმინეთის ადგილას გადავიდნენ .
ისინი რომის ტერიტორიაზე შესვლას მოითხოვდნენ ისე, როგორც მოკავშირეები, 376
წელს იმპერატორმა ვალენტინიმ დაასახლა, როგორც ფედერატები (იმპერიის
მოკავშირეები). შეერივნენ მოსახლეობას და სამხედრო სამსახურში ჩადგნენ, თუმცა
რადგანაც რომის ხელისუფლებამ ისინი სურსათით არ უზრუნველყო აჯანყდნენ, მათ სხვა
გერმანელებიც შეუერთდნენ და 378 წელს ადრიანოპოლთან ბრძოლაში რომაელთა ჯარი
გაანადგურეს, იმპერატორი კი ბრძოლაში დაიღუპა.

ახალმა იმპერატორმა თეოდოსიუსმა მათთან 382 წელს ზავიც დადო, სამხედრო


სამოქალაქო სამსახურში ჩააყენა. წარჩინებულ ვესტგოთთა შორის გამოირჩეოდა
ალარიხი. თეოდოსიუსმა იმპერია გარდაცვალებამდე შვილებს გადაუნაწილა , არკადიუსს
- აღმოსავლეთი, ჰონორიუსს - დასავლეთი. სასახლის კარზე არეულობა შეიქმნა,
არკადიუსს შეთქმულება მოუწყეს, ამით გოთები დაზარალდნენ და აჯანყდნენ ალარიხის
მეთაურობით. კონსტანტინოპოლს მიადგნენ და ბალკანეთის პროვინციებს არბევდნენ ,
მაგრამ ჰონორიუსის ჯარებმა შეაჩერეს, რომელთაც სათავეში ბარბაროსი სტილიხონი
ედგა. რომმა მათ ილირია გადასცა და სწორედ იქ დასახლდნენ. ილირია მდიდარი იყო ,
ალარიხმა ეს გამოიყენა, მოემზადა და რაზმები იტალიისკენ დაძრა. მილანამდეც კი
მივიდა, მაგრამ ისინი სტილიხონის ჯარებმა შეაჩერა, ამიტომ ისევ ილირიაში
დაბრუნდნენ. ამ დროს სტილიხონს რომში ბრალს დებენ ხელისუფლების ბოროტად
გამოყენებაში, წარმართობაში და 408 წელს სიკვდილს უსჯიან. ამას კი მოჰყვა რომის
ბარბაროსთა და არიანელების რბევა.

409 წელს ვესტგოთებმა რომს ალყა შემოარტყეს, ჰონორიუსი რავენას ციხეში გამაგრდა,
ქალაქში რადგან შიმშილი დაიწყო, გადაწყვიტეს ალარიხთან მოლაპარაკება . მას
აგრძნობინეს, რომ ამ ქალაქში სერიოზული ძალა იყო, თუმცა ალარიხმა განაცხადა - „რაც
უფრო ხშირია ბალახი, მით უფრო მარტივია მათი გათიბვა“. მან მოითხოვა რომში
არსებული მთელი ოქრო-ვერცხლი და ბარბაროსების გათავისუფლება. როცა ჰკითხეს
რომს რაღას უტოვებო, უპასუხა -სიცოცხლესო. ალარიხის წასვლის შემდეგ, ვინაიდან
რომაელებმა თავიანთი პირობები არ შეასრულეს, მან მესამედ შემოარტყა ალყა რომს და
ამჯერად ეს სასტიკი დარბევა იყო, სასტიკი გაძარცვა, მარადიული ქალაქის
დანგრევა,რომელიც იმპერიის ისტორიაში პირველად მოხდა 410 წელს. რომიდან
ალარიხი სამხრეთით წავიდა და გზაში გარდაიცვალა. მის შემდეგ წინამძღოლად ირჩევენ
ატაულფს, რომელიც კიდევ ორი წელი აგრძელებს იტალიის რბევას და ისიც
შეთქმულების შედეგად გარდაიცვლება, თუმცა გალიის დიდი ტერიტორიის დაპყრობას
ასწრებს. მის შემდეგ, მოდის ვალია, რომელიც ესპანეთის დიდ ნაწილს იპყრობს, ვალიას
კარზე არის პოლიტიკური დაჯგუფება,რომელიც ომთან მშვიდობას ითხოვს და
საბოლოოდ საიმპერატორო ხელისუფლება იძულებული ხდება დათმოს სამხრეთ გალია
და ესპანეთის ნაწილი. სწორედ ასე წარმოიშვება 413 წელს (ჰენდაუთში 419წელს)
დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე პირველი ბარბაროსული ვესტგოთთა სამეფო,
რომლის ცენტრი გახდა ქალაქი ტულუზა. ვესტგოთებმა ადგილობრივ მოსახლეობას
მიწების 2/3 წაართვა და ერთმანეთში „წილისყრით“გადაინაწილა . შემოიღეს
საგადასახადო სისტემა, რომელსაც მხოლოდ რომაელები იხდიდნენ, რამაც დაასუსტა
ადგილობრივების ეკონომიკაც და მონამფლობელობაც. ასევე ალარიხ II-ს და ევრიხის
დროს ვესტგოთებმა (Vს-ის II ნახ.) დაიპყრეს გალია ლუარამდე და ესპანეთის დიდი
ნაწილი, ასევე შექმნეს ვესტგოთთა სამართალი. თუმცა მეფე რომაულ კულტურას და
რომაელ ქვეშევრდომებს პატივისცემით ეპყრობოდა. აღნიშნური სამართალი
დამპყრობლემს პრივილეგიებს ანიჭებდა - ალარიხის დროს შეიქმნა „ალარიხის
ბრევიარები“, რომელიც რომაელ ქვეშევრდომებთან აგვარებდა ურთიერთობებს .

გოთებსა და ადგილობრივებს შორის ურთიერთობები უარესდებოდა, გალიის


არისტოკრატია გოთთა არიანელობას ვერ ეგუებოდა, შედეგად VI საუკუნის დასაწყისში
ფრანკებმა ვესტგოთებს მთელი გალია წაართვეს, მას შემდეგ მათ ესპანეთიღა დარჩათ ,
რომლის პოლიტიკური ცენტრი გახდა - ქ.ტოლედო, თუმცა მათ შემადგენლობაში ასევე
შედიოდა გალიის ოლქი - სეპტიმანია.

რომაელებმა ბარბაროსებზე გავლენა მოახდინეს, გალიაში დამკვიდრების შემდეგ ,


მიწების დანაწილებამ დააჩქარა მათში თემური წყობილების რღვევა და კლასობრივი
ურთიერთობების ჩამოყალიბება. გოთურ ესპანეთში კი ჩანდა მსხვილ მიწათმფლობელთა
ფენას როგორ გააჩნდა პრივილეგიები მეთემე გოთებთან შედარებით . ვესტგოთების
სამეფომ VIII საუკუნის დასაწყისამდე, არაბების დაპყრობამდე იარსება . 714 წელს
არაბებმა მთელი ესპანეთი დაიპყრეს და საბოლოოდ მაშინ განადგურდა ვესტგოთთა
სამეფო, მის ნაცვლად კი კორდოვას სახალიფო წარმოიქმნა.

ვანდალების სამეფო
ვანდალები აღმოსავლეთ გერმანელები იყვნენ, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფოდნენ:
სილინგები და ხარიები. 406 წელს მათ გალია ააოხრეს, რადაგაისის ხელმძღვანელობით
ამავე წელს იტალიაში შეიჭრნენ, თუმცა ისინი სტილიქონმა შეაჩერა. ამის შემდეგ 409
წელს ვანდალები, ალანები და სვევები ესპანეთში შეიჭრნენ და მის დასავლეთ ოლქში
გამაგრდნენ. ვანდალები გამოირჩეოდნენ სისასტიკითა და ველურობით ,მძარცველობით ,
მათთან მოლაპარაკებას ვერ ახერხებდნენ. 422-428 წლებში ესპანეთის ზღვისპირა
ქალაქები დაიპყრეს და 429 წელს ჰაიზერიხის მეთაურობით აფრიკისკენ წავიდნენ , სადაც
ძირითადი ყურადღება მიპყრობილი ჰქონდათ ჩრდილოეთის საზღვრებთან, აფრიკის
მმართველ ბონიფაციუსს ცოტა ხანი იყო რაც დაესრულებინა ომი ცენტრალურ
მთავრობასთან. ასეთ ვითარებაში ვანდალებმა გადალახეს საზღვრები , ალყა
შემოარტყეს ჰიპორეგიას და 14 თვის შემდეგ 431 წელს აიღეს. 435 წელს კართაგენი
დაიკავეს, 442 წელს კი რომის მთავრობა იძულებული გახდა ჩრდ.აფრიკის დიდ
ტერიტორიაზე მათი დამოუკიდებლობა ეცნო. მალე ვანდალებმა სიცილია,
სარდინია,კორსიკა დაიპყრეს, 455 წელს ჰაიზერიხი თავს დაესხა იტალიას და აიღო რომი ,
რომელიც სასტიკად დაარბიეს, ვესტგოთებზე სასტიკად. 14 დღე ძარცვავდნენ და
ანადგურებდნენ რომაულ კულტურას. როგორც ვიცით, აქედან გამომდინარე მოდის
ტერმინი „ვანდალიზმი“, რომელიც აღნიშნავს კულტურული ფასეულობების ველურად
განადგურებას.

სანამ ჩრდ. აფრიკაში დამკვიდრდებოდნენ, ალან-ვანდალებში თემური წყობილების


ელემენტები ისევ მკვეთრად იყო. როცა მიწები და სიმდიდრე გადაინაწილეს ერთმანეთში ,
სოციალური დიფერენციაცია უფრო დაჩქარდა, ნელ-ნელა სოც-ეკონომიკური ცხოვრებით
უფრო და უფრო დაემსგავსა რომაულ არისტოკრატიას.

ჰაიზერიხის მემკვიდრეების პერიოდში ვანდალებში გამოიკვეთა ორი პოლიტიკური


ტენდენცია - პრობიზანტიური (ვანდალთა მიწათმფლობელური დიდკაცობა ) და
ანტიბიზანტიური (რიგითი ვანდალები). 523 წელს კართაგენში სასახლის კარის
გადატრიალება მოხდა, პრობიზანტიური ხელისუფლება დაამხეს. ბიზანტიამ შექმნილი
სიტუაცია თავისი პოლიტიკური ინტერესების შელახვად აღიქვა. 532 წელს ბიზანტია
ველისარიუსის სარდლობით დაიძრა ალან-ვანდალთა წინააღმდეგ და ვანდალები
დაამარცხა, 534 წელს ვანდალთა სამეფო საბოლოოდ იუსტინიანე დიდმა გაანადგურა და
ჩრდ.აფრიკა ბიზანტიას შეუერთა.

ბურგუნდების სამეფო

ბურგუნდებიც იყვნენ აღმოსავლეთ გერმანელი ტომები, ვანდალების ნაწილები , მათი


სამშობლო სკანდინავია იყო. მათი მცირე ჯგუფი მესამე საუკუნეში გადასახლებას იწყებს
აზოვის ზღვისკენ და ასიმილირებას განიცდის ჰუნებთან. 369 წელს ისინი რომის მხარეს
იბრძვიან ალამანების წინააღმდეგ, მაგრამ რადგან საფრთხეს ხედავდნენ მათ მოატყუეს
გერმანელები ამიტომ ბურგუნდებმა იმპერატორ ვალენტინიანესთან გაწყვიტეს კავშირი .
ბურგუნდებმა არიანელობა გოთების გავლენით მიიღეს.

ოლიმპიოდორი წერს, რომ 411 წელს ბურგუნდებმა გუნდახარის ხელმძღვანელობით,


მხარი დაუჭირეს იმპერატორ ჰონორიუსს, რომელსაც ტახტს ეცილებოდა იობინი . ამის
სანაცვლოდ მათ მიწები რაინის ქვემო დინებაზე მიიღეს, V საუკუნის დასაწყისში მათ ამ
ტერიტორიაზე მცირე სამეფო შექმნეს, რომლის დედაქალაქი იყო ვორმსი. ჰონორიუსმა ეს
მიწები ოფიციალურად ბურგუნდების კუთვნილებად აღიარა.

435 წელს გუნდახარმა რომის იმპერიის სისუსტით ისარგებლა და ბელგიის ტერიტორიაზე


შეიჭრა, თუმცა მათ წინააღმდეგ მხედართ-მთავარი ფლავიუსი გამოვიდა და დაამარცხა . 1
წლის შემდეგ მან ჰუნების დახმარებით დარტყმა მიაყენა მათ , ბურგუნდები და მათი
სამეფო მოსპეს, ეს მოვლენა კი საფუძვლად დაედო ნიბელუნგების ეპოსს, ლეგენდის
თანახმად მათი მეფე ამ ბრძოლაში დაიღუპა. ბურგუნდების ნაწილი დამოუკიდებელი
გახდა ატილასგან, ხოლო ნაწილი 443 წელს ფლავიუსმა შვეიცარიის ტერიტორიაზე
დაასახლა, სადაც კელტური ტომები - ჰელვეტები სახლობდნენ. ბურგუნდები
შთანთქმისგან ჰუნებმა იხსნეს, ასე კი აღმოცენდა საბაუდის ბურგუნდთა სამეფო
დედაქალაქი ჟენევა.

451 წელს ფლავიუსის ხელმძღვანელობით რომაელებმა დაამარცხეს ჰუნები კატალაუნის


ველზე. რომის მხარეს ჩაერთვნენ ბურგუნდები, დამარცხებული ატილა კი უნგრეთში
დაბრუნდა. 454 წელს იმპერატორმა ვალენტინიანე III-მ იმპერიის გმირი ფლავიუსი
სიკვდილით დასაჯა, მალევე კი თავად გახდა აეციუსის მომხრეთა მსხვერპლი. ამ ორი
პიროვნების სიკვდილით და ჰაიზერიხის მიერ რომის ძარცვით ისარგებლეს ბურგუნდებმა
და დაიწყეს 457 წელს ლიონის პროვინციების დაკავება, სამეფო შექმნეს, რომლის
დედაქალაქი გახდა ლიონი. მათ გალიის სენატორები აიძულეს, რომ გამოეყოთ მათთვის
სამფლობელოები, მათ გადასცეს მიწების 2/3 და მონების 1/3.

VI საუკუნეში ფრანკებთან ბრძოლის დროს ჰუნებისა და ალანების შეტევით ბურგუნდია


დასუსტებული იყო. ფრანკებმა 534 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და
მათი ტერიტორია ფრანკთა მონარქიას შეუერთეს. ბურგუნდიის სამეფომ , ვანდალების
მსგავსად დიდ ხანს ვერ იარსება და ფეოდალიზაციის პროცესმაც ვერ მოახერხა
განვითარება მათში.

ჰუნები

მეცნიერების სადავო თემაა ის, თუ ვინ არიან ჰუნები, უპირატესობა იმ აზრს ენიჭება , რომ
ისინი მონგოლები იყვნენ. ისტორიკოსი ამიანე მარცელინე წერს, რომ ჰუნებს არასდროს
მოუკიდიათ ხელი გუთნისთვის, მათ არ აქვთ მუდმივი სახლი, მოგზაურები არიან, მათ არც
ცეცხლი და არც გემრიელი საჭმელი სჭირდებათ, ისინი ნებისმიერი ცხოველის ნახევრად
უმ ხორცს ჭამენ, ისინი ისე იბრძვიან, რომ საკუთარ სიცოცხლეს არ უფრთხილდებიან,
გამოირჩევიან მაგარი ხელ-ფეხით, შემზარავი, საშინელი გარეგნობით .

ჰუნები ცენტრალური აზიიდან IVსაუკუნის 70-იან წლებში შეიჭრნენ აღმოსავლეთ


ევროპაში, დაიმორჩილეს გერმანული ტომები-
ოსტგოთები,მარკომანები,კვადები,ჰეპილები და სხვ. V საუკუნეში დაიკავეს პანონია
(უნგრეთის დას. ნაწილი). ამ დროისთვის მათ ტომებში გაჩნდა სოციალური
დიფერენციაცია, საზოგადოება შედარებით განვითარდა , გაჩნდნენ მონებიც .

დასავლეთ რომის იმპერია და ბიზანტია ჰუნებს ბარბაროსთა შემოსევისგან დასაცავად


იყენებდა. V საუკუნისთვის ჰუნებში უკვე არსებობდა მემკიდრეობითი ხელისუფლება და
მათი დაპყრობები ატარებდა მხოლოდ გამანადგურებელ ხასიათს. ისინი ყველაზე
საშიშები ატილას დროს გახდნენ, რომელსაც სიმკაცრის გამო „ღვთის შოლტი“ უწოდეს.
მან 445 წელს საკუთარი ძმა მოაკვლევინა, მოიშორა და თავად გახდა ერთპიროვნული
მმართველი. მან სულ მალე შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც მდ.ვოლგიდან
რაინამდე იყო გადაჭიმული და მასში ჰუნების გარდა აღმოსავლეთ და ცენტრალური
ევროპის თითქმის ყველა მაშინდელი ხალხი შედიოდა.

450 წელს ატილა დასავლეთისკენ დაიძრა, მათ გაიარეს ავსტრია, ბავარია, დაწვეს და
გაანადგურეს გერმანია-გალიის ქალაქები. გადამწყვეტი ბრძოლა 451 წელს მოხდა
კატალაუნის ველზე, სადაც ატილა დამარცხდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ძალებით
დააღწია თავი ბრძოლის ველს. რომმა ამით ვერ ისარგებმა და ამავე დროს ვესტგოთებმა
და სხვებმა რომისგან დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვეს. იმპერია იძულებული
გახდა ეს გაეკეთებინა, ატილა 452 წელს რომს მიადგა, ვალენტინიანე მესამეს ძალები არ
ჰქონდა მასთან შესაბრძოლებლად. მაშინ, რომის პაპ ლეო I დიდის ინიციატივით
ატილასთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა ელჩობა, ამ მოლაპარაკების დეტალები არ
არის ცნობილი, მაგრამ შედეგი იყო შთამბეჭდავი. ატილა ალბათ პირველად თავის
სიცოცხლეში უბრძოლველად გაეცალა მოწინააღმდეგეს, რომმა კი მაინც იკისრა ხარკი ,
მაგრამ რომი აოხრებას, ლეო პირველის წყალობით გადაურჩა. ატილა 453 წელს
გარდაიცვალა და არის ვერსია, რომ ის მოკლეს. მისი გარდაცვალების შემდეგ
ბარბაროსებმა თავი გაითავისუფლეს. ჰუნთა ტომობრივი გაერთიანება საბოლოოდ 454
წელს დასრულდა.

ოსტგოთების სამეფო

ჰუნებისგან გათავისუფლების შემდეგ, ოსტგოთები პანონიაში დამკვიდრდნენ ,


ოსტგოთების ტომში იყო გაზრდილი თეოდორიხი, რომელიც ბიზანტიის კარზე
იმყოფებოდა, სადაც მან განათლებაც მიიღო. იმპერატორ ზენონისგან მან შვილობილის,
კონსულის და პატრიცის საპატიო ტიტულები მიიღო. გოთებსა და იმპერიას შორის
ურთიერთობა მუდამ დაძაბული იყო, იმპერია სულ ცდილობდა გოთების მოშორებას.

475 წელს რომის იმპერატორი გახდა რომულუს ავგუსტუსი, მან და მამამისმა


დაქირავებულ ბარბაროსებს მიწებისა და სხვა ჯილდოების გაცემაზე უარი განუცხადეს ,
შედეგად მათ ოდოაკრის ხელმძღვანელობით აჯანყება მოაწყვეს იტალიაში , 476 წელს
ოდოაკრი რომში შევიდა, რომულუსი ჩამოაგდო და თავად გახდა მმართველი. ეს
მოვლენა დასავლეთ რომის იმპერიის დასასრულად ითვლება და შუა საუკუნეების
ისტორიის დასაწყისადაც მიიჩნევენ. ოდოაკრს არ მიუთვისებია საიმპერატორო ტიტული
და ნიშნები, მეტიც, ისინი ბიზანტიის იმპერატორს გაუგზავნა, რომლისგანაც პატრიცის
ტიტული მიიღო.

მისი მმართველობის პერიოდში სენატს და არისტოკრატებს არ დაუკარგავთ


პოლიტიკური უფლებები, მაგრამ ოდოაკრი ისევ იძულებული იყო არისტოკრატთა მიწების
კონფისკაცია მოხედინა და ისინი დაქირავებულებს დაურიგა. ის ერეოდა საეკლესიო
საკითხებშიც, შედეგად იმპერატორმა ზენონმა მის წინააღმდეგ ოსტგოთები გამოიყენა ,
რომლებიც ბიზანტიისთვისაც კი სახიფათონი იყვნენ.

ოსტგოთები 488 წელს დაიძრნენ იტალიისკენ და რადგან ოდოაკრის უკმაუოფილო


არისტოკრატია არაფერს აკეთებდა მათ წინააღმდეგ გოთებმა ადვილად აიღეს
რამდენიმე ქალაქი. ბრძოლა გადამწყვეტი მოხდა თეოდორიხისა და ოდოაკრის ჯარებს
შორის და რადგანაც ვერცერთმა მოიპოვა უპირატესობა, დაიწყო მოლაპარაკება ,
რომელშიც შუამავლად რავენის ეპისკოპოსი იოანე გამოვიდა.

საბოლოოდ იტალია გაიყვეს: ჩრდილოეთი - გოთებს, ცენტრალური და სამხრეთი -


ოდოაკრს. ხელშეკრულება რომ დადეს, ნადიმზე შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, სადაც
თეოდორიხმა ოდოაკრი თავად მოკლა. შესაბამისად, მან იტალიის უმეტესი ნაწილი
დაიკავა, სატახტო ქალაქად კი რავენა აირჩია. (ჰონორიუსის შემდეგ რომის უკანასკნელი
იმპერატორები რავენაში იყვნენ, ამიტომ მისი არჩევით მან ხალხს საიმპერატორო
ხელისუფლებისადმი თავის მემკვიდრეობაზე მიანიშნა). იგი იწოდებოდა „გოთებისა და
იტალიელების მეფედ“.

თეოდორიხის პოლიტიკა მისი მეფობის მანძილზე რომაულ არისტოკრატიასთან


ლოიალური ხასიათის იყო. მან მათ კიარ ჩამოართვა მიწები, ის მიწები დაიკავა , რომელიც
ოდოაკრის მომხრე ბარბაროსებს ჰქონდათ, გადასახლების საკითხს კომისია წყვეტდა ,
რომელსაც სათავეში რომაელი დაუყენა. მისი კარის მდივანიც რომაელი იყო, რომელმაც
მისი დავალებით „გოთთა ისტორია“ დაწერა. არც იურისპრუდენციაში შეუცვლია რამე ,
მოქალაქეებისთვის კვლავ რომაული სამართალი მოქმედებდა.

თეოდორიხმა 506 წელს გამოსცა ედიქტი, რომელიც რომაელ მიწათმფლობელებს


აძლევდა მონებისა და კოლონების უმიწოდ გათავისუფლების და გასხვისების უფლებას.
რადგანაც გოთთა მიწებზე მათი ექსპლუატაცია მსუბუქი იყო ვიდრე რომაულ მიწებზე ,
მონების და კოლონების მნიშვნელოვანი ნაწილი გოთებში გადასახლდა. ერთი მხრივ,
თეოდორიხმა ხელუხლებელი დატოვა რომაული სამართალი რომაელებისთვის, მაგრამ
მეორე მხრივ გოთებში მოქმედებდა ადათობრივი სამართალიც, მათ უპირატესობაც კი
ენიჭებოდა (რომაელს და გოთს შორის დავის შემთხვევაში). ამის გარდა, სამხედრო
სამსახურიც მხოლოდ გოთებისთვის იყო სავალდებულო, რომაელები ამ მხრივ
თავისუფლები იყვნენ.

გოთური მსხვილი მიწათმფლობელობა უფრო და უფრო მეტ მიწებს მოითხოვდა,რაც


რომაელებთან კონფლიქტის საფუძველს ქმნიდა, ახლად გამდიდრებული არისტოკრატია
რიგითი გოთების მითვისებას და თავისუფლების შეზღუდვას აღწევდა , გლეხები კი უფრო
ღატაკდებოდნენ, თეოდორიხის მეფობის ბოლო წლებში აშკარად გამოიხატა მათი
უკმაყოფილება, მათში ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ის ფაქტი იწვევდა , რომ
ხელისუფლება და გოთური არისტოკრატია უფრო და უფრო ემსგავსებოდა რომაულს,
ამას ემატებოდა ისიც, რომ გოთები არიანელები იყვნენ. შეიძლება თეოდორიხი ბიზანტიის
იმპერატორსაც ძალიან დიდ პატივს სცემდა და ინტერესდებოდა ბერძნულ -რომაული
კულტურით, ასევე ბევრ რომაულ სწავლულს აწინაურებდა, მაგრამ რომაული
სენატორული არისტოკრატია და გოთი დიდკაცობის ინტერესები რიგით გოთებთან
ერთად მაინც შეუთავსებელი იყო.

გოთთა მეფეს წერილი ჩაუვარდა ხელთ, რომელიც საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მას
სენატორთა ჯგუფი შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით სიკვდილით დაესაჯა 524
წელს. ამ ფაქტმა დაძაბა ურთიერთობა ბიზანტიასთანაც და რომის სენატთანაც , მალე 526
წელს თეოდორიხიც გარდაიცვალა. თეოორიხმა ტახტის მემკვიდრედ 10 წლის
შვილიშვილი ათალარიხი აღიარა, რეგენტად დაინიშნა დედამისი ამალასუნთა , რომელიც
ძალიან განათლებული იყო. ის მართავდა სახელმწიფოს პირველი მინისტრის რჩევებით ,
მფარველობდა რომაელებს და მისი მმართველობის დროს საგარეოც და საშინაო
მდგომარეობაც მშვიდი იყო. თუმცა გოთი დიდებულები ვერ იტანდნენ ქალის
მმართველობას, მათი უკმაყოფილება მაშინ უფრო გამძაფრდა, როცა ამალასუნთა
ბიზანტიის იმპერატორთან კავშირში შევიდა. გოთებმა ათალარიხი რაღაც ზედმეტობებში
ჩაითრიეს და 534 წელს ის გარდაიცვალა. ამალასუნთა ამის შემდეგ ცდილობდა
ხელისუფლების შენარჩუნებას, თავის ბიძაშვილ თეოდახადს მეფობა შესთავაზა იმ
პირობით, რომ ქვეყნის მმართველი თვითონ იქნებოდა, მან კი გვირგვინის დადგმიდან 1
თვის შემდეგ ამალასუნთა რავენადან გააძევა და მარტანის კუნძულზე გამოამწყვდია .
ამალასუნთა ჩაკეტეს ანაბოში და ცხელი ორთქლით გაგუდეს, მის საპატივცემულოდ 650
წელს ასტეროიდს ამალასუნთა უწოდეს.დაიწყო ბრძოლა ოსტგოთ დიდებულებს შორის
ტახტისთვის, რითიც ისარგებლა ბიზანტიამ, რომელიც დიდი ხანი ცდილობდა იტალიის
დაპყრობას. 534 წელს იუსტინიანემ იტალიაში გაგზავნა დიდი ჯარი ველისარიუსის
მეთაურობით, რომის არისტოკრატიამ და სამღვდელოებამ ბიზანტიას დაუჭირა მხარი ,
ბიზანტიელებმა ხელში ჩაიგდეს ქვეყნის დიდი ნაწილი, რომი და რავენა , მაგრამ ომი არ
დამთავრებულა, ბიზანტიის წინააღმდეგ გამოვიდნენ არა მხოლოდ ბარბაროსები , არამედ
რომის მოსახლეობის დაბალი ფენებიც. 541 წელს მეფედ აირჩიეს ტოტილა, რომელმაც
გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც, ის მონები და კოლონები, თავისუფალი
რომაელები, რომლებიც მხარს გოთებს დაუჭერდნენ, მიიღებდნენ მიწას და
თავისუფლებად. ტოტილამ სამხედრო საქმის რეორგანიზაციაც მოახდინა და შედეგად
542-549 წლებში გოთებმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს. ველისარიუსი უკან
გაიწვიეს და გამოგზავნეს ახალი არმია ნარზესის მეთაურობით. ტოტილამ რამდენადაც
ხელი შეუწყო გოთების სამხედრო წარმატებას, იმდენად გამოიწვია გოთი მსხვილი
მიწათმფლობელების სერიოზული უკმაყოფილება, რადგან მათ დაკარგეს მუშახელი .
ტოტილა იძულებული გახდა ახალი ედიქტით გოთებთან ერთად მებრძოლი მონები და
კოლონები ძველი პატრონებისთვის დაებრუნებინა, ამან კი გოთებს მხარდამჭერი ძალა
მოაკლო. შედეგად 552 წელს გოთები საბოლოოდ დამარცხდნენ, ტოტილა მოკლეს,
ოსტგოთთა სამეფო დაეცა, იტალია კი ბიზანტიელებმა დაიპყრეს. ოსტგოთების სამეფობ
62 წელი იარსება, მათი ბატონობის პერიოდში შეირყა ძველი მონათმფლობელური
ურთიერთობა იტალიაში და გზა გაეხსნა ახალ ფეოდალიზმისთვის დამახასიათებელ
სოციალურ ეკონომიკური საფუძვლების ჩამოყალიბებას. ბიზანტიელებმა პოლიტიკურ
ცენტრად რავენა აქციეს, სადაც იჯდა იუსტინიანეს მიერ დანიშნული უმაღლესი მოხელე -
ეგზარხოსი, მაგრამ მათი ბატონობაც ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 568 წელს,
ჩრდილოეთიდან შემოიჭრნენ სხვა ბარბაროსი ტომები - ლანგობარდები.

ლანგობარდების სამეფო

ძველი გერმანელი ტომები - ლანგობარდები, შედარებით გვიან ჩაებნენ ხალხთა დიდი


გადასახლების პროცესში და ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ფიქრობს,რომ მათ ადასრულეს
ეს პროცესი. VI საუკუნეში მათი ბელადი ალბოინი ხდება, ის 568 წელს იტალიაში შეიჭრება
და იკავებს ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიას. სამხრეთ იტალია მათ არ დაუპყრიათ ,
ძირითადად პოს დაბლობზე დასახლდნენ და მათი სახელის მიხედვით ამ ტერიტორიას
ლანგობარდია ანუ ლომბარდია უწოდეს. ლანგობარდები იყვნენ ყველაზე ველური
გერმანული ტომები, დამპყრობლები, მათ თითქმის მთლიანად ჩამოართვეს ქონება
რომაელ მიწათმფლობელებს, მათი ნაწილი ან ამოხოცეს ან მონებად გაყიდეს. ისინი
გოთებისგან განსხვავებით თემების სახით დასახლდნენ და ასეთ თემს „ფარას “
უწოდებდნენ. სამეფოს დედაქალაქი გახდა პავია, რომელიც 572 წელს აიღეს. ალბოინის
გარდაცვალების შემდეგ მათ ერთხანს მეფეც კი არ აურჩევიათ , ადგილობრივ საკითხებს
ჰერცოგები აგვარებდნენ. მხოლოდ 574-584 წლებში ბიზანტიისა და ფრანკების მხრიდან
სამხედრო შემოჭრის საფრთხემ აიძულა ახალი მეფის არჩევა.

მეშვიდე საუკუნეში ვითარება იცვლება, იყო სოციალური დიფერენციაცია , ჰერცოგები და


არისტოკრატია მსხვილ მიწათმფლობელებად გადაიქცა, თავისუფალი მეთემეები
გაღარიბდნენ და პროტესი დაიწყეს.მეფე როტარის ედიქტით , მიწათმფლობელს მიწის
თავისუფალი გასხვისების უფლება ეძლეოდა. შედეგად, მერვე საუკუნეში უკვე
ლანგობარდების სამეფოში ფეოდალიზმის საფუძვლები მყარდებოდა . ამას ემატებოდა
ის რომ თანდათან ისპობოდა უფლებრივი განსხვავებები რომაული წარმოშობის
მიწათმფლობელებსა და ლანგობარდ დიდკაცობას შორის, ამას ხელი შეუწყო
სარწმუნოებრივმა ერთიანობამ, როცა იტალიაში შემოიჭრნენ ლანგობარდები ჯერ
არიანელები იყვნენ, მეშვიდე საუკუნეში კი რომაული-კათოლიკური სარწმუნოება მიიღეს .

ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბების შედეგად, მერვე საუკუნეში


ლანგობარდების სამეფომ დასუსტება დაიწყო, გაძლიერდა პოლიტიკური
ბრძოლა.დაიწყო დიდი კონფლიქტი. ბიზანტიაში როდესაც ხატმებრძოლეობის პროცესი
მიმდინარეობდა, რომის პაპებმა ბიზანტიელი მოხელეების შევიწროება დაიწყეს , რადგან
ეს პროცესი რავენასაც შეეხო. ლანგობარდებმა ისარგებლეს ამით და საეგზარხოსოს
მიწების დაკავება დაიწყეს, რითიც აღშფოთდა პაპი, რადგან ეს მიწები მას სურდა . აქ
წარმოიშვა კონფლიქტი ამ ორ მხარეს შორის, პაპებმა ფრანკთა მმართველებს მიმართეს,
კერძოდ ჯერ პიპინ მოკლეს რომელმაც ილაშქრა ლანგობარდთა წინააღმდეგ და
წაართვა რავენის ტერიტორია და პაპს გადასცა, შემდეგ კი პიპინის მემკვიდრე კარლოს
დიდმა, რომელმაც დაიპყრო იტალია და „ლანგობარდთა მეფის“ ტიტული დაიმკვიდრა ,
აღიარა პაპების საერთო უფლებები რომსა და რავენის ოლქზე. პიპინის ლანგობარდების
განდევნის შემდეგ, დეზიდერიუსი ცდილობდა მმართველობის აღდგენას, მაგრამ ის
შეაჩერა კარლოს დიდმა, სწორედ ასე დასრულდა ლანგობარდების სამეფოს ისტორია .

ბარბაროსთა ჩამოსახლებამ დააჩქარა ძველი ურთიერთობების ნგრევა და გზა გაუხსნა


ახალი ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ხალხთა დიდმა გადასახლებამ და
რომის იმპერიაზე ბარბაროსების სახელმწიფოების არსებობამ დიდი როლი ითამაშა
ევროპის შემდგომი ისტორიისთვის, შეცვალა დასავლეთ ევროპის ეთნიკური სახე და
სოციალურ- ეკონომიკური, პოლიტიკური სიტუაცია. ძველი ლატიფუნდიური მეურნეობის
ნაცვლად გაჩნდა ახალი ტიპის მსხვილი მიწათმფლობელობა, მონების და კოლონების
გვერდით თავისუფალი მეთემე გლეხის შრომაც იკვეთება. მათი სოციალური
დიფერენციაცია და დამოკიდებულ მდგომარეობაში მოქცევა კი ახალი სოც -ეკონომიკური
ურთიერთობების დასაწყისის მაჩვენებელი იყო. ამ ურთიერთობებმა (ალან-ვანდალებში ,
ოსტგოთებში) ვერ მიიღო დასრულებული სახე, მაგრამ მათ ახალ ფეოდალურ
საზოგადოებას გაუკაფეს გზა. ამ უკანასკნელმა კი დასრულებული სახე ფრანკთა
მონარქიაში მიიღო.

მეროვინგები
მაშინ, როდესაც ხალხი ფიქრობდა რომ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ სამყაროს
აღსასრული დადგებოდა,რომის იმპერიის ტერიტორიაზე აღმოცენდა ევროპაში პირველი
ფეოდალური ფრანკთა სამეფო. რომაელი ავტორები მათ „FRANC“ ს ეძახდნენ რაც
მრისხანე, ამაყს ნიშნავს. სიტყვა ფრანკი -- წარმოდგება სიტყვისგან FREI და თავისუფალს,
მამაცს ნიშნავს, ზოგიერთი ისტორიკოსი სიტყვის წარმომავლობას იღებს სიტყვა ფრანკ -
იდან რაც ბარბაროსს ნიშნავს. ფრანკების პირველი ცნობები წყაროში მესამე საუკუნეში
გვხვდება, მათ წინაპრებად მოიხსენიებიან გერმანელი ტომები - ბატავები , ხავკები ,
სიგამბრები. პირველი წყარო, არის რომაული გზამკვლევი - „პოიტინგერის ტაბულა“.
ფრანკთა ისტორიის მნიშვნელოვანი წყაროა ასევე ტურის ეპისკოპოს გრიგოლ ტურელის
ნაშრომი, „ფრანკთა საეკლესიო ისტორია“.

ფრანკები იყოფოდნენ ორ შტოდ: ზღვისპირა ტომები - სალიელი ფრანკები და რაინის


ნაპირზე მცხოვრები ფრანკები - რიპუარები. ისინი თავს ესხმოდნენ რომაელთა
სამფლობელოებს, მაგრამ 451 წელს მათ მიიღეს მონაწილეობა რომაელთა მხარეს
კატალაუნის ბრძოლაში ჰუნების წინააღმდეგ.

მეროვინგები

მეოთხე საუკუნეში ფრანკებმა დაიკავეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ გალია, სადაც


დაარსდა მეროვინგების სამეფო. ამ გვარის ძველი წარმომადგენელი იყო მეროვიუსი ,
მეროვი და აქედან მოდის სამეფოს სახელწოდება, თავად მეროვი იბრძოდა 451 წელს
ატილას წინააღმდეგ კატალაუნის ველზე. 457-481 წლებში ფრანკების მთავარი იყო
მეროვის ვაჟი ხილდერიკი, მაგრამ მას შემდეგ რაც ის რომაელებმა განდევნეს, ის
შეცვალა მისმა ვაჟმა ხლოდვიგმა. ხლოდვიგიც სალიელი ფრანკების მეფე იყო, მის დროს
ფრანკებმა მთელი გალია დაიკავეს, მას ახალი მიწების ხელში ჩაგდება სურდა ,
გაანადგურა რომის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი სიაგრიუსი.

ხლოდვიგის ქრისტიანობის მიღების ორი თარიღი გვაქვს 503 რომელსაც ისტორიკოსები


ამბობენ და ტურელის მიხედვით 496 სადაც ხლოდვიგი 3000 ფრანკთან ერთად
მოინათლა. მან ქრისტიანობის მიღებით დიდი მხარდაჭერა მოიპოვა რომის ეკლესიის
სახით. შემდგომში ფრანკების ორი შტო გაერთიანდა რიპუარებმა ხლოდვიგს
მფარველობა სთხოვეს. მათ საერთო მტერს წარმოადგენდა ალამანები, ყველაზე სასტიკი
გერმანული ტომები, მათ უფრო მეტი აღჭურვილობა ჰქონდათ, როცა ისინი ჩრდილო-
აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ მათ შეხვდათ რიპუარები და სალიელებთან ერთად
შეხვდნენ პირისპირ სადაც მოხდა 496 წელს ტოლბიანთან ბრძოლა, ალამანები სასტიკად
დამარცხდნენ. სწორედ აქ აღნიშნავს ტურელი რომ ბრძოლის წინ ხლოდვიგმა ქრისტეს
თხოვა დახმარება და რადგან გაიმარჯვა ქრისტიანად მოინათლა. ახლა უკვე მან
გოთებისგან გალიისდარჩენილი ტერიტორიის წართმევა მოისურვა, რადგან გოთები
არიანელები იყვნენ და თავად ორთოდოქსი თვლიდა რომ გალია ორთოდოქსების ხელში
უნდა ყოფილიყო და ამიტომაც მიიღო მან ის, ასევე ამით კონსტანტინოპოლის
მხარდაჭერაც მოიპოვა.

ხლოდვიგი კარგ ურთიერთობებს ამყარებს რომის აღმოსავლეთ იმპერიასთან და


ტურელის გადმოცემით იმპერატორმა მას კონსულის წოდებაც კი უბოძა. პარიზში
გადაიტანა მან სამეფო ტახტი, სამეფო რეზიდენცია (პფალცი). მეექვსე საუკუნის დამდეგს
ხლოდვიგმა ლაშქრობა მოაწყო სამხრეთ გალიაში - ვესტგოთების წინააღმდეგ , ამ
ბრძოლაში ფრანკებს რომის ეკლესიამ მხარი დაუჭირა, 507 წელს პუატიესთან ბრძოლაში
მათ სასტიკად დაამარცხეს ვესტგოთები ალარიხ II-ს მეთაურობით და დაიკავეს
აკვიტანია.ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ხაზი გენოადან ბარსელონამდე გოთების ხელში
იყო, ხლოდვიგი ზღვამდე ვერ მივიდა. ხლოდვიგი ტურში იმყოფებოდა როდესაც წერლი
მიიღო ბიზანტიის იმპერატორ ანასტასიასგან, სადაც ეწერა რომ ის იმ დღიდან ავგუსტის
კონსულად ცხადდებოდა. ეს იმას ნიშნავდა რომ ბიზანტიის იმპერატორი ბარბაროსთა
კიდევ ერთ ბელადს აღიარებდა რომის პროვინციის ფაქტობრივ მმართველად . ფრანკები
დასარჩენად მოვიდნენ, გალო-რომაელები სულ იმპერიის ერთგულები იყვნენ და
ყველაზე გონუვრული მოსულებთან თანამშრომლობა იყო მისთვის. ამის შემდეგ ის
ნეისტრიაში წავიდა, რომელიც ფრანკებმა დაიპყრეს, პარიზში მან ეკლესია ააგო სადაც
განისვენებს მისი ნეშტი, ის 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტურელის მიხედვით მისთვის
ქრისტიანობას გული არ „მოულბია“, ის ცხოვრობდა და მოკვდა როგორც ფრანკი
ბელადი, ოქროზე მონადირე, რომელსაც ხელები სისხლით ჰქონდა გათხვრილი.
ხლოდვიგმა თავისი სამეფო შვილებს გაუნაწილა, მეროვინგთა სახელმწიფოში
სახელმწიფოს საუფლისწულოებად დაყოფა ტრადიციად იქცა , მაგრამ ის მაინც ერთი
მეფის ძალაუფლების ქვეშ იყო. ხლოდვიგი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ
ძალაუფლება განემტკიცებინა, ცბიერ პოლიტიკას ატარებდა მოკავშირეების და
მოწინააღმდეგის წინააღმდეგაც. გრიგორ ტურელი წერს, რომ ხლოდვიგმა რიპუარების
მეფის შვილს ხლოდერიხს შეუთვალა, რომ მამაშენი მოხუცია, თუ ის მოკვდება მისი
სამეფო და ჩვენი მეგობრობა შენზე გადმოვაო. ხლოდერიხი დახარბდა, მამა
მოაკვლევინა და ხლოდვიგს აცნობა, რომ მამის მიწები მის ხელში იყო და ხლოდვიგს
დაუთმობდა, როცა ხლოდვიგის ხალხი გააგზავნეს ხლოდერიხიც მოაკვლევინეს,
ხლოდვიგმა კი მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მომხდარის შესახებ ,
თითქოს ეს მას არ ჩაუდენია, ასე მოექცა სალიელი ფრანკების ერთ-ერთ მეფესაც, ხელში
ჩაიგდო მათი მიწები და ასე გააფართოვა ფრანკთა სამეფო.

ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მის ოთხ შვილს შორის გადანაწილდა :


თეოდორიხი - რეიმსის მეფე; ხლოდომირი - ორლეანის; ხილდებერტი - პარიზის;
ხლოტარი - სუასონის. ისინი დამოუკიდებელი მმართველები იყვნენ, მაგრამ ბურგუნდების
წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ. ისინი შეთანხმდნენ ექსპედიციის მოწყობაზე , ომი
გაჭიანურდა 520-530 წლებში, 534 წელს ფრანკებმა ბურგუნდია საბოლოოდ დაიპყრეს. ამის
შემდეგ 536 წელს ოსტგოთებმა ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მათ
პროვანსი დაუთმეს, მარსელიც დაიმორჩილეს, ალამანები და ტიურინგებიც , ბავარებიც და
საქსებიც. შედეგად, მეექვსე საუკუნის ბოლოს უკვე ფრანკებს თითქმის მთელი გალია და
გერმანიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკავათ. რაინსა და მაინს შორის მდებარე მიწებს
ეწოდებოდა ფრანკონია, რომელიც დასავლეთში ყველაზე დიდი ბარბაროსული სამეფო
იყო. ეს დამოუკიდებელი მმართველი ძმები ცდილობდნენ ერთმანეთისთვის
სამფლობელოების წართმევას, რაც იწვევდა შინაომებს, რომელიც მხოლოდ მაშინ
დამთავრდა, როცა ნეისტრის და ბურგუნდიის, შემდეგ ავსტრაზიის ტახტზე განმტკიცდა
მეფე ხლოტარ მეორე. 513 წლიდან ფრანკთა მონარქია უკვე გაერთიანებულია.

სახელმწიფო წყობილება VI-VII საუკუნეებში. სამეფო ხელისუფლება იყო საკმაოდ


ძლიერი, ტახტი მემკვიდრეობით გადადიოდა და ნაკლებად იყო შეზღუდული ,
განსაკუთრებით ხლოდვიგის მემკვიდრეების დროს, მეფის პიროვნების წინააღმდეგ
მოქმედება სამშობლოს ღალატად ითვლებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. ტახტზე
ასვლისას მეფე ფიცს იღებდა კარისკაცებისგან და მოსახლეობაც 12 წლიდან ვალდებული
იყო მეფისთვს ფიცი მიეცა. მეფე ქეყანას ისე მართავდა, როგორც თავის პირად
მეურნეობას, ახლობლებს მიწებს ჩუქნიდა და ხაზინის შემოსავალს თვითნებურად
კარგავდა. სამეფო კარი განაგებდა ქვეყანას, მეფე მაგნატებთან შეთანხმებით იღებდა
კანონებს, წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე იწვევდნენ წარჩინებულთა
კრებას, გაზაფხულის კრებას „მარტის მინდორი“ ერქვა, ამ კრებაზე ჯარს ამოწმებდნენ და
ბრძანებებს გასცემდნენ, შემოდგომის კრებაზე კი ესწრებოდნენ მსხვილი
მიწათმფლობელები - მაგნატები, აქ მეფე დამსწრეებს სხვადასხვა საკითხებზე უზიარებდა
საკუთარ გადაწყვეტილებას და რჩევებსაც იღებდა.

სამეფო მეურნეობის მმართველობას სათავეში ედგნენ მინისტერიალები, სახელმწიფოს


უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც ქვეყნის მართვას და სასამართლოს ედგნენ
ფაქტობრივად სათავეში. ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტერიალები იყვნენ : პალატის
მერი/მაჟორდომი - სამეფო კარის მთავარი მმართველი ; სამეფო კარის გრაფი -
პალცგრაფი, რომელიც სასამართლო ფუნქციას ასრულებდა; ტეზაურარიები -
სახელმწიფო ხაზინადრები; მარშალი - ცხენოსანთა ჯარის მეთაური; არქიკაპელანი -
მეფის სულიერი მოძღვარი, სამეფო საბჭოს წევრი. ქვეყნის ძირითად ტერიტორიულ
ერთეულს წარმოადგენდა ოლქი, რომელიც რამდენიმე ასეულს მოიცავდა. ასეულთა
სახალხო კრება - მალიუსები - წყვეტდა სამხედრო, ადმინისტრაციულ საკითხებს. ოლქს
მართავდა გრაფი, რომლის განკარგულებაშიც იყო სამხედრო რაზმი. საახელმწიფოს
საზღვრების მართვა ევალებოდათ ჰერცოგებს და მეფის სპეციალურ აგენტს ერქვა
„საცებარონი“, რომელსაც ევალებოდა ადგილებზე მოხელეთა საქმიანობის შემოწმება .

ფრანკთა საზოგადოება „სალიკური სამართლის“ მიხედვით. „სალიკური სამართალი“


არის კანონთა კრებული, რომელიც მდიდარ მასალას შეიცავს პირველი მეროვინგების
დროის ფრანკთა სამეურნეო და საზოგადოებრივი წყობის შესახებ. კრებულს არ განუცდია
რომის სამართლის გავლენა, რაც საშუალებას გვაძლებს, რომ თვალი ვადევნოთ
ფრანკებში პირველყოფილი წყობილების რღვევასა და ადრეფეოდალური წყობის
ჩამოყალიბებას. მისი მიხედვით, ფრანკთა სამეურნეო ცხოვრების დონე მაღალ დონეზე
იდგა, ძველი გერმანელებისგან განსხვავებით, ისინი კარგი მიწათმოქმედები იყვნენ ,
ბოსტნებს და ბაღებს ამუშავებდნენ, ცხენს, ვირს და ხარსაც იყენებდნენ სამუშაო ძალად .
იყვნენ მესაქონლეები, ამრავლებდნენ შინაურ ცცხოველებს, ნადირობით , მეთევზეობით
და მეფუტკრეობით დაინტერესებულები. მოძრავ ქონებას მემკვიდრეობით კაცები და
ქალები იღერბდნენ, ხოლო მიწას მემკვიდრეობით მხოლოდ მამაკაცები.

სასამართლო. „სალიკური სამართლის“ მიხედვით, სასამართლო საქმეს არჩევდა


ასეულის კრებაზე არჩეული მოსამართლე - ტუნგინი. განაჩენი არჩეულ მსაჯულებს -
რახინბურგებს გამოჰქონდათ. თუ საჩივარი აღძრული არ იყო, ხელისუფლება თვითონ
საქმეს არ აღძრავდა, რადგან სასამართლო ჯერ კიდევ მოდავე გვარების მოსარიგებელ
ორგანოდ რჩებოდა. თუ გვარის მხრიდან მომჩივანი არავინ იყო ,დანაშაულს ყურადღებას
არავინ აქცევდა. სალიკურ სამართალში უკვე ჩანს თუ როგორ იმორჩილებს სამეფო
ხელისუფლება სახალხო სასამართლო ორგანიზაციას, სასამართლოს კრებას ხშირად
ესწრებოდა მეფის მსახური - ასისთავი, სასამართლო ჯარიმები და ვერგელდების ნაწილი
სახელმწიფო ხაზინაში მიდიოდა, შემდეგში კი სასამართლო მთლიანად დაექვემდებარა
ხელისუფლებას. მოსამართლეები სამეფო ასისთავებმა შეცვალეს და გრაფებმა .

სალიკური სამართლის შედგენის დროს ისევ შენარჩუნებული იყო დიდი ოჯახი , ისინი
ერთიან მეურნეობას ეწეოდნენ და რამდენიმე ასეთი საოჯახო მეურნეობა ერთ
სამიწათმოქმედო თემს ქმნიდა, თუმცა ფრანკებში უკვე დაწყებული იყო გვაროვნული
კავშირების რღვევა და ოჯახების დაშლა.
ფრანკებში სოციალური დიფერენციაცია მიწაზე კერძო საკუთრების გაჩენამ დააჩქარა .
ხილპერიკის ედიქტით მიწა მემკვიდრეობით მამაკაცებსაც გადაეცემოდა და ქალებსაც , აქ
ნათქვამი იყო რომ თუ გარდაცვლილ გლეხს ვაჟი არ დარჩებოდა, მიწა ქალიშვილს უნდა
დარჩენოდა. სწორედ ამ დროიდან გაფორმდა ალოდი - თავისუფლად გასხვისებადი
მიწის საკუთრება. ალოდის მემკვიდრეობით ქალიშვილზე გადაცემა და მიწის ანდერძით
გასხვისება, უკვე წარმოადგენდა მის კერძო საკუთრებად გადაქცევას. ის იყო უკვე
თემისგან დამოუკიდებელი, სამიწათქმოქმედო თემმა დაკარგა თავისი შეუზღუდავი
საკუთრება დამუშავებულ მიწებზე და გადაიქცა სამეზობლო თემად ანუ მარკად.

რაც შეეხება ფრანკებისა და გალო-რომაული საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას ,


სალიკურ სამართალში მოხსენიებულია მოსახლეობის რვა კატეგორია, რომლებიც
იურიდიული და სამეურნეო მდგომარეობით განსხვავდებოდნენ. ცენტრალური ადგილი
ეკავა თავისუფალ ფრანკებს, რომელთა მკვლელობისთვის გადასახდელი იყო
ვერგელდი. თავისუფალი ფრანკი იყო სხვადასხვა ქონებრივი მდგომარეობის ადამიანი ,
რომელიც პირადად არ ემსახურებოდა მეფეს. მათ შემდეგ მოდიოდნენ ლიტები -
გერმანული წარმოშობის ნახევრად თავისუფალი გლეხები. ფრანკთა სახელმწიფოში
სერვები ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყვნენ საბატონო გლეხობის ჩამოყალიბებისთვის ,
მონების რაოდენობა გალიის დაპყრობის შემდეგ გაიზარდა , მათი სიცოცხლე
ვერგელდით არ იყო დაცული, ამისთვის მცირე ჯარიმა იყო დაკისრებული .

ფრანკებში ალოდის აღმოცენებამ სტიმული მისცა მსხვილი მიწათმფლობელების ზრდას ,


რაც იწვევდა მსხვილ მიწათმფლობელთა კერძო ძალაუფლების აღმოცენებას. მსხვილი
საერო,საეკლესიო მიწათმფლობელების მიერ თავისუფალ ფრანკთა შევიწროების
შედეგად გაჩნდნენ სენიორები (ბატონები). პირად მფარველობაში შესვლის აქტს
ეწოდებოდა „კომენდაცია“. უმიწო და მცირე მიწიანი ადამიანები თანდათან პირადად
დამოკიდებულნი აღმოჩნდნენ. კომენდაცია მსხვილი მიწათმფლობელების პოლიტიკურ
გავლენას აძლიერებდა და ხელს უწყობდა თემის საბოლოო დაშლას. ფრანკებს შორის ეს
ცვლილებები გალო-რომაულ მოსახლეობასთან ურთიერთობის შედეგად
მიმდინარეობდა. ამ შედეგებმა საბოლოოდ ხლოდვიგის მემკვიდრეების დროს სამეფო
ხელისუფლების დასუსტება გამოიწვია, მათ უკვე აღარ ჰქონდათ დომენური
სამფლობელოები და შემოსავლები. მეშვიდე საუკუნეში უკვე ჩამოყალიბდა სამი
დამოუკიდებელი ერთეული, თუმცა პარიზი გაუყოფელი რჩებოდა, ფრანკთა
ტერიტორიაზე წარმოიშვა სამი სამეფო: ავსტრაზია, ნეისტრია და ბურგუნდია. მეშვიდე
საუკუნის ბოლოს გამოიყო კიდევ აკვიტანია. ეს ოთხი მხარე ერთმანეთისგან ეთნიკური
შემადგენლობით, სოციალური წყობით და ფეოდალიზაციის ხარისხით განსხვავდებოდა .
ყველა ეს ოლქი ეკონომიკურად ერთმანეთთან სუსტად იყო დაკავშირებული, რაც ხელს
უშლიდა მათ გაერთიანებას. ხლოდვიგის შვილები, შესაძლოა თავიდან ერთად
იერთებდნენ ტერიტორიებს მაგრამ მალე მათ შორის სერიოზული მეტოქეობა დაიწყო ,
დანარჩენი ძმების გარდაცვალების შემდეგ, ხლოტარ პირველმა მოკლე ხნთ შეძლო
ფრანკთა სახელმწიფოს გაერთიანება 558-561 წლებში, ხლოტარის გარდაცვალების
შემდეგ კი სამეფო ისევ გაიყო. თუ ხლოდვიგის და მისი მემკვიდრების დროს ავტორიტეტი
დაეცა, ამის მიზეზი თავად სამეფო დინასტიაა.. ხლოდვიგმა დახოცა თავისი ნათესავები ,
მისმა შვილებმა კი ძმისწულები საკუთარი ხელით მოკლეს.

ფრანკთა სახელმწიფო „ზარმაცი მეფეებისა“ და მაჟორდომების დროს. 613 წელს


ფრანკთა სამეფო გაერთიანდა და მეფე გახდა ხლოტარ მეორე. ერთ წელში მან
გამოაქვეყნა ედიქტი,რომელიც სამეფოს გაერთიანების მიუხედავად , ცენტრალური
ხელისუფლება დათმობებზე მიდიოდა საერო და საეკლესიო მიწათმფლობელებთან და
არისტოკრატიასთან. მეფე იღებდა ვალდებულებას ამიერიდან მხარეების მმართველად ,
გრაფებად დაენიშნა ადგილობრივი მსხვილი მიწათმფლობელი, მეფის მიერ ადრე
ნაბოძები მამულებიც მსხვილმიწათმფლობელთა სარგებლობაში რჩებოდა .
ეპისკოპოსების არჩევა თავისუფლად უნდა მომხდარიყო, მერე კი კისრულობდა
საეკლესიო ქონების დაცვას. ხლოტარი დიდებულების წინაშე ბევრ დათმობაზე წავიდა ,
გაათავისუფლა გადასახადებისგან. ფრანკების ისტორია ახალ ფაზაში შედიოდა , თუმცა
ბოლო დიდი მეროვინგი კიდევ ერთხელ ჩნდება, ეს იყო ხლოტარის შვილი დაგობერტ
პირველი, რომლის მეფობა განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მან მოკლე
დროში შეძლო სამეფო ხელისუფლების პრესტიჟის განმტკიცება და წარმატებული
დამპყრობლური პოლიტიკის გატარება. შეძლო ალამანების მიწების შემოერთება და
ლაშქრობებიც მოაწყო იტალია/ესპანეთში. ის იყო ერთ-ერთი ფრანკი გმირი , რომელმაც
თავისი მიწები დაიცვა აღმოსავლეთის ურდოსგან, ბავარები მისგან სიუზერენიტეტს
ითხოვდნენ და მიიღეს კიდეც. 639 წელს ის გარდაიცვალა, უკანასკნელი დიდი მეროვინგი
იყო. მას იმედი არ ჰქონდა რომ მემკვიდრეებს შორის ხელისუფლებას მხოლოდ ერთს
გადასცემდა, ამიტომ ავსტრაზია - სიგიბერტს დაუტოვა, ბურგუნდია კი - უმცროს ვაჟ
ხლოდვიგს.

დაგობერტის გარდაცვალების შემდეგ იწყება „ზარმაცი მეფეების“ პერიოდი. ზარმაც


მეფეებში დაგობერტის მემკვიდრეები იგულისხმება . კარლოს დიდის მემატიანე ეინჰარდი
წერდა, რომ მეროვინგების გვარი მეფე ხილდერიკით დასრულდა, ის ბერად აღკვეცეს
პაპის ბრძანებით, შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ეს გვარი ამით დასრულდა , მაგრამ
სინამდვილეში მას სასიცოცხლო ძალა არ გააჩნდა, მეფის უბრალო ტიტულის გარდა .
გვიანი მეროვინგები უსაქმურები და მეომრული სულისგან დაცლილები იყვნენ , სახლში
ისხდნენ და უცნობ როლს ასრულებდნენ, მეომრებად ყოფნაზე უარი თქვეს. შესაბამისად
უკანასკნელი მეროვინგების დროს სამეფომ ბრწყინვალება დაკარგა , სახელმწიფო
ხაზინა და ძალაუფლება სასახლის მეთაურების ხელში იყო, რომელსაც მაჟორდომებს
უწოდებდნენ, ყველა ძალა მათ ეპყრათ. მეროვინგებმა თავიანთი სამფლობელოები
გაფლანგეს, რომლებიც მაგნატების საკუთრებაში გადავიდა და შემდეგ უძლურები
აღმოჩნდნენ დიდებულების წინაშე, სასაზღვრო საჰერცოგოებმაც დამოუკიდებლობა
მოიპოვეს. მაჟორდომებმა მეშვიდე საუკუნეში განიმტკიცეს ძალაუფლება , მსახურეული
ადამიანებიდან სამეფოს მმართველებად გადაიქცნენ. ყველაზე ძლიერი მაჟორდომი
ავტრაზიას ჰყავდა. სწორედ პიპინიდების ავსტრაზიის მაჟორდომებმა დაუდეს სათავე
ფრანკთა სამეფოს ახალ დინასტიას, რომელსაც გვიან ერთ-ერთი უდიდესი
წარმომადგენლის - კარლოს დიდის სახელის მიხედვით - კაროლინგები უწოდეს.
მეშვიდე საუკუნის დასასრულიდან კაროლინგთა (პიპინიდების) წარმომადგენლები
ფრანკთა სამეფოს „ზარმაცი მეფეების“ დროს ჯერ მართავდნენ, როგორც მაჟორდომები ,
ხოლო 751 წლიდან, როგორც მეფეები. ფრანკთა სამეფოს ისტორიაში ამ პერიოდს მის
დაცემამდე ანუ მეცხრე საუკუნემდე, უწოდებენ კაროლინგების პერიოდს. პიპინ მეორე
თავიდანვე შეუდგა საგარეო მტრებისგან საფრანგეთის დაცვას რასაც წარმატებით
გაართვა თავი, ის ციებ ცხელებით დაავადდა და მოკვდა 714 წელს. ის ზემოხსეენებული
მეფეების ხელისუფლების ქვეშ მმართველობდა, ამიტომ გვირგვინი არასოდეს ედგა . მის
შემდეგ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო მისმა ცოლმა, რადგანაც პიპინის უკანონო შვილი
კარლოსი საშიშად მიაჩნდა და დაატუსაღა, თუმცა კარლოსმა მალე მოახერხა გამოქცევა
და 715 წლიდან მთელი ძალაუფლება ხელში აიღო, რითაც პიპინიდების მაჟორდომობა
განამტკიცა.

კარლოსი 737 წლამდე ნიშნავდა მეროვინგთა დინასტიის წარმომადგენლებს , 737 წლიდან


კი მარტო განაგებდა ქვეყანას. მან გაამაგრა ფრანკთა სამეფოს ჩრდილო/სამხრეთ
საზღვრები და განაახლა დაპყრობითი პოლიტიკა. დაიმორჩილა გერმანელები ,
პარალელურად ბრძოლა გამართა დიდებულების წინააღმდეგ, ზოგი სიკვდილით დასაჯა ,
ზოგს ქონება წაართვა, ზოგი დაიმორჩილა.. აკვიტანიაც შემოიერთა, მაგრამ მთავარი
საშიშროება ფრანკთა სამეფოს სამხრეთით ვითარდებოდა.

711 წელს არაბები შეიჭრნენ ესპანეთი და დაიპყრეს, ამის შემდეგ ფრანკთა საზღვრებს
მიუახლოვდნენ, იქ შექმნილი შინაგანი არეულობა კი ხელსაყრელ პირობებს უქმნიდათ ,
ფრანკ იდიდებულები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგი იყვნენ
არაბებს ეპატიჟებოდნენ, ასე მოიქცა აკვიტანიის ჰერცოგი ოდო. კარლოსმა მათ
წინააღმდეგ დიდი ჯარი შეკრიბა და 732 წელს პუატიესთან ბრძოლაში არაბები დაამარცხა ,
ამ ბრძოლაში გამაარჯვების საპატივსაცემულოდ მას მარტელი (ურო) უწოდეს. არაბთა
მძარცველური შემოსევები შეწყდა, მაგრამ ისინი მაინც ინარჩუნებდნენ სამხრეთ გალიის
ნაწილს. არაბებისგან თავდასაცავად საჭირო იყო დიდი ჯარის შექმნა , მაშინდელი
მდგომარეობა რადგანაც არ უქმნიდა ხელსაყრელ პირობებს, იძულებული იყო კარლოსი
რომ სამხედრო რეფორმა გაეტარებინა: გლეხთა ლაშქრის გვერდით ცხენოსანთა ჯარი
შეიქმნა, მეომარი იქნებოდა მხოლოდ უზრუნველყოფილი ადამიანი, რომელსაც
შეეძლებოდა ცხენის შენახვა და ექნებოდა აღჭურვილობა, ამიტომ კარლოს მარტელი
ბენეფიციუმის უფლებით აძლევდა მიწებს, ანუ დროებით მფლობელობაში . ბენეფიციუმის
მიმღები ვასალი ხდებოდა და დებდა ერთგულების ფიცს,ბენეფიციუმის გამცემი იყო
სენიორი, რომელსაც ვასალისთვის მიწის ჩამორთმევის უფლება ჰქონდა ვალდებულების
დარღვევის შემთხვევაში. მიმღები უნდა გამოცხადებულიყო საკუთარი ჯარით და რაზმით
ბრძოლაში, თუ დაარღვევდა ამ წესს ბენეფიციუმი სახელმწიფოს დაუბრუნდებოდა , ამაში
მდგომარეობდა ბენეფიციუმის პირობითობა, ხოლო დროებითობა იმაში , რომ
ბენეფიციუმის გამცემის ან მიმღების სიკვდილის შემთხვევაში მას ძალა ეკარგებოდა , ანუ
მემკვიდრეობით არ გადადიოდა ნამდვილი პატრონის თანხმობის გარეშე. შედეგად ის
გაიცემოდა სამხედრო მოვალეობის შესასრულელბლად.

კარლოსმა ძველი ეპისკოპოსები შეცვალა და მათ ადგილას თავისი მომხრეები დააყენა ,


ამის შემდეგ დაიწყო საეკლესიო მიწების სეკულარიზაცია (სასულიეროს საეროდ
გადაქცევა). ამიერიდან ეპისკოპოსებიც კარლოსისგან იღებდნენ მიწას, ისინიც
ვალდებულები იყვნენ სამხედრო სამსახური გაეწიათ ბენეფიციუმის პატრონისთვის .
მეშვიდე საუკუნეში მათ უკვე ჰყავდათ რაზმები რომელთაც ომში აგზავნიდნენ, მერვე
საუკუნეში კი თავად ხელმძღვანელობდნენ. ყოველივე ამან, დააჩქარა მიწაზე
ფეოდალური საკუთრების ჩამოყალიბების და გლეხთა დამორჩილების პროცესი ,
სამხედრო პროფესია ფეოდალ-რაინდთა მონოპოლიად იქცა. თავიდან ბენეფიციურმა
რეფორმამ ხელი შეუწყო სახელმწიფო ხელისუფლების გაზლიერებას და სამხედრო
ძალების ზრდას, მაგრამ თუ ეს სისტემა მოწოდებული იყო ცენტრალური ხელისუფლების
გასაძლიერებლად, მასშივე ჩადებული იყო ცალკეული მაგნატების გაძლიერების
შესაძლებლობები. დიდებულებმა მეტად დაიწყეს სამეფო ხელისუფლებისგან განდგომა
და ქვეყნის პოლიტიკური დაქუცმაცებულობა.
კარლოს მარტელის გარდაცვალების შემდეგ ფრანკთა მონარქია ხელახლა დაიყო, ეს
არა უფლისწულების, არამედ მაჟორდომის შვილებს შორის მოხდა. კარლომანმა მიიღო
ავსტრაზია, ალამენია, ტიურინგია, ხოლო პიპინ მოკლემ - ნეისტრია, ბურგუნდია,
პროვანსი. დაყოფისთანავე აჯანყება დაიწყო მაჟორდომების წინაარმდეგ , ამ პერიოდში
ძმებმა დაივიწყეს კინკლაობა და აჯანყების ჩახშობას შეუდგნენ, რაც მოახერხეს ,
მოსახლეობაში თავიანთი დაცემული პრესტიჟის აღსადგენად, 743 წელს სამეფო ტახტზე
აიყვანეს მეროვინგთა დინასტიიც უკანასკნელი წარმომადგენელი ხილდერიკ მესამე ,
რომელიც მონასტერში იყო გამოკეტილი.

რადგანაც კარლოსმა ეკლესიას მიწები ჩამოართვა რომის პაპი განაწყენდა და ამის გამო
პიპინის და კარლომანისთვის მისი გადმობირება ადვილი არ იყო. მათ დაადგინეს, რომ
მიწების დანაკლისი ეკლესიისთვის ენაზღაურებინათ საეკლესიო გადასახადის
„მეათედის“ შემოღებით. რითიც ხელისუფლება ეკლესიას შორის კავშირი დამყარდა ,
ხელისუფლება იყო ინიციატორი და გადასახადის აკრეფის გარანტიასაც იძლეოდა
შესაბამისად. მაგრამ მიუხედავად ამისა, რეფორმის ინიციატორი კარლომანის
წინააღმდეგ ოპოზიცია გაძლიერდა, მაჟორდომების წინააღმდეგ თანამდებობის მქონე
სასულიერო პირები გამოვიდნენ, მდგომარეობა ისე გართულდა რომ ის იძულებული იყო
747 წელს ბერად აღკვეცილიყო, ამის შემდეგ კი ძალაუფლება მთლიანად პიპიმ მესამეს
ხელში გადავიდა, რომელმაც შეძლო გამოსვლების ჩახშობა და საშინაო მდგომარეობის
განმტკიცება. პიპინი და პაპის საერთო მიზანი ლანგობარდების შეჩერება იყო ..
ხილდერიკიც ამ მომენტში ზედმეტი ბარგი გახდა პიპინისთვის , ამიტომ მან 741-768 წლებში
გადაწყვიტა დაეკანონებინა მიტაცებული ტახტი. მან ხალხი გაგზავნა რომის პაპთან , რათა
მისთვის ეკითხათ ფრანკთა მეფეების შესახებ, რომელთაც მაშინ არ ჰქონდათ მეფური
ძალაუფლება, პაპმა კი ბრძანა რომ მეფე ჯობია იმას ეწოდოს, ვისაც ძალაუფლება აქვსო,
ბრძანა რომ პიპინი ყოფილიყო მეფე.. პიპინმა კი 751 წელს ფრანკი დიდებულები მოიწვია
კრებაზე სადაც პიპინი მეფედ გამოაცხადეს და სწორედ აქედან დაიწყო ახალი დინასტიის
მეფეების - კაროლინგების მმართველობა .

პიპინმა რომის პაპი დააჯილდობა და სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინა , მათ ორჯერ


ილაშქრეს ლანგობარდების წინააღმდეგ და დაამარცხეს, აქედან მოყოლებული პაპი
ითვლებოდა ეკლესიის არა მხოლოდ სულიერმეთაურად, არამედ საერო ხელმწიფედ ,
პაპის ოლქის მმართველად, რადგან ლანგობარდების მეფე იძულებული გახდა გადაეცა
რავენას ეგზარქატის ქალაქები და რომის ოლქი.

შედეგად, მერვე საკუენში იქმნება პაპების საეკლესიო სამეფო, რომელიც შუა საუკუნეებში
მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, შემდეგ კი შემცირდა პაპების სამეფოს ტერიტორია ,
მაგრამ დღეს ვატიკანის სახით მაინც არსებობს.

რავენას და ოლქის გადაცემა პაპისთვის აქტით გაფორმდა, მაგრამ ეს პაპს


ხელსაყრელად არ ეჩვენებოდა, რადგან ის გულისხმობდა პაპების დამორჩილებას
კაროლინგებისადმი, პაპებმა დაიწყეს თავიანთი უფლებების თეორიული დასაბუთება ,
შეიქმნა სრულიად ყალბი დოკუმენტი „კონსტანტინეს საჩუქარი“, რომლის თანახმად
თითქოს იმპერატორმა კონსტანტინემ რომის ეპისკოპოსს უბოძა რომის ოლქი და მთელი
იტალია თავის ვიკარად გაიხადა. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით პაპები ამტკიცებენ , რომ
ფრანკთა მეფემ რომის ეპისკოპოსს კი არ აჩუქა არამედ დაუბრუნა მათი კუთვნილი
მიწები. ამ დოკუმენტის სიყალბე კი დაამტკიცა XV საუკუნის იტალიელმა ჰუმანისტმა
ლორენცო ვალამ. პაპის სახელმწიფომ 1870 წლამდე იარსება.

კაროლინგები
„ზარმაცი მეფეების“ დროიდან მაჟორდომებმა დიდი ძალაუფლება მოიპოვეს, 637 წელს
ავსტრაზიის მაჟორდომი პიპინ ჰერისტალელი სრულიად ფრანკთა სამეფოს მმართველი
გახდა, მისმა შთამომავლებმა კი სათავე დაუდეს ახალ დინასტიას - კაროლინგების
დინასტიას. პიპინი გარდაიცვალა 768 წელს, მას შემდეგ რაც დასრულდა ცხრაწლიანი
აკვიტანიის ომი (760-768). მან დატოვა შვილები კარლოსი და კარლომანი. ირკვევა, რომ
მათ შორის ერთსულოვნება არ ყოფილა, ისინი გამეფებისთანავე დაუპირისპირდნენ
ერთმანეს, მაგრამ 769 წელს როცა აკვიტანიაში აჯანყებამ იფეთქა მაშინ გაერთიანდნენ ,
მაგრამ მარლომანმა იმ მიზეზით, რომ აჯანყება მის ტერიტორიაზე არ მომხდარა , ძმას
უარი უთხრა დახმარებაზე, კარლოსმა კი ეს მარტო შეძლო. წინააღმდეგობის მიზეზი ისიც
იყო, რომ კარლომანს ლანგობარდებთან კავშირი სურდა, კარლოსს კი პაპთან
მეგობრობა ერჩივნა, რადგანაც დედაც ლანგობარდების მხარეს იყო, კარლოსი
დათმობაზე წავიდა და იქორწინა ლანგობარდების მეფის ქალიშვილზე . 771 წელს
კარლომანი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ის გახდა ფრანკთა მმართველი (ეინჰარდი ).
კარლომანის შვილებმა ლანგობარდებს შეაფარეს თავი, კარლოსი უკვე ცოლს
გაშორებული იყო, მისმა ცოლმა კი მოითხოვა პაპისგან, რომ კარლომანის შვილები
ეღიარებინა მეფედ, რადგანაც უარი მიიღო, პაპის სამფლობელოებს დაემუქრა , პაპი
ადრიანე ალყისთვის ემზადებოდა, დეზიდერიუსს ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა თუ
ის რომის ტერიტორიაზე შევიდოდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მსგავსი სულიერი
სასჯელი გამოიყენებოდა საერო მმართველის მიმართ, ადრე ასეთი სასჯელი
ერეტიკოსების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. პაპმა კარლოსს თხოვა დახმარება ,
რომელმაც ლანგობარდები დაამარცხა და როგორც ითქვა კარლოსმა პაპს დაუმტკიცა
პიპინ მოკლეს მიერ გამოცემული „ნაბოძვარი“, რომლის საფუძველზე აღმოცენდა პაპის
ოლქი, კარლოსმა პაპის განკარგულებაში დატოვა ნახევარკუნძულის ტერიტორია
რავენადან რომამდე. ეს მოხდა 774 წელს.

ეინჰარდი - კარლოს დიდის მეისტორიე - სულ პატარა იყო, როცა კარლოსმა სასახლეში
მიიყვანა და ასწავლა „სასახლის აკადემიაში“, მან მოკლე ხანში მოიპოვა მეფის ნდობა ,
მისი მდივანი და მრჩეველი გახდა, ავტორი წიგნისა - „კარლოს დიდის ცხოვრება “, სადაც
აღწერილია კარლოსის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება.

ეინჰარდის აღწერით კარლოსი ძალიან უბრალო ადამიანი იყო, განათლებული


რომელმაც რამდენიმე უცხო ენა იცოდა, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ფრანკი
მეომრის ტანსაცმელს იცვამდა და რომელსაც მეგობრები ძალიან უყვარდა, მის
მმართველობას უწოდებენ „კაროლინგების აღორძინების“ პერიოდს.

ამ დიდმა დამპყრობელმა თავისი 46 წლის მეფობის განმავლობაში 50-ჯერ დალაშქრა


მეზობელი ქვეყნები და ბევრად გაზარდა თავისი სამფლობელო. განსაკუთრებით
აღსანიშნავია საქსებთან წარმოებული ომები (772-804), რომელიც ლანგობარდების
დამარცხების შემდეგ განახლდა, ეინჰარდი ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ,
მძიმე და სასტიკი ომი“.
საქსონიის დაპყრობა. დღევანდელი საქსონია, რომელიც გერმანიის აღმოსავლეთით
მდებარეობს, წარმოიშვა XII საუკუენში, კარლოსის დროინდელი საქსონია კი
მდებარეობდა ჩრდილოეთ გერმანიაში, ზღვის სანაპიროებზე . მეექვსე საუკუნეში მათი
დიდი ნაწილი ანგლებთან ერთად ბრიტანეთში გადასახლდა, კონტინენტზე დარჩენილ
საქსებში დიდი ხანი გაბატონებული იყო გვაროვნულ-თემური წყობილება (ჩანს იქიდან ,
რომ მემკვიდრეობა ვაჟზე გადადიოდა, იქ სოციალური დიფერენციაცია მერვე საკუნეში
დაიწყო და ნელნელა იქმნება საგვარეული არისტოკრატია ედელინგების სახით . რა იყო
ომის მიზეზი? ის, რომ საქსები გაუჩერებლად ომობდნენ ფრანკების საზღვართან,
კარლოსს თავად სურდა საქსების დაპყრობა და გაქრისტიანება , ჯარისკაცების
გამრავლება, საბენეფიციუმო მიწის ნაკვეთების შექმნა. ამავე დროს საქსონიაზე გადიოდა
სავაჭრო გზა, რომლითაც შვედეთიდან რკინა შემოჰქონდათ და იარაღის
დასამზადებლად იყენებდნენ. პირველად მათ წინაარმდეგ ომი 772 წელს მოეწყო, აქ
ხდებოდა მათი დაპყრობა და მონათვლა მოტყუებით, მაგრამ ისინი ქრისტიანობის
მიღებაზე უარს ამბობდნენ, რადგან ფიქრობდნენ,რომ ამით პოლიტიკურ
დამოუკიდებლობას დაკარგავდნენ. ეს ომი 33 წელი გაგრძელდა. მათთან ფრანკებმა
დიდი დანაკარგები განიცადეს, რადგან საქსები, სხვა გერმანელების მსგავსად საკმაოდ
მტკიცეები იყვნენ და თავიანთი წარმართული კულტების დამცველები. 772 წელს კარლოსი
რომ საქსონიაში შეიჭრა, მათი წარმართული კულტი ირმინსულა დაამსხვრია. საქსები
დროებით დამორჩილდნენ, კარლოსი იტალიის საქმეებს შეუდგა. ამ პერიოდში ხდება
ლანგობარდებთან ომი, შემდეგ კი 755 წლისთვის საქსები ისევ ახერხებენ ერესბურგის
უკან დაბრუნებას, მაშინ კი ფრანკთა მეფემ სცადა საქსონიის საზღვარზე გამაგრებული
საზღვრის მოწყობა, 776 წელს მან იქ დააარსა სიმაგრე კარლსბურგი და ბევრი საქსი
მონათლა. 777 წელს ქვეყნის ყველა მხრიდან გამოცხადდნენ მასთან საქსები და
მორჩილება განაცხადეს. საქსებთან ომის დროს კარლოსმა მოულოდნელი ლაშქრობა
მოაწყო არაბების წინააღმდეგ ესპანეტში. 778 წელს პირინეები გადალახა და აიღო
ქალაქები, მაგრამ სარაგოსასთან დამარცხდა, უკან დაბრუნებისას კარლოსის ჯარს ერთ-
ერთ ხეობაში თავს დაესხნენ ბასკები და გაანადგურეს ის, ბრძოლის ველზე დაეცა ამ
რაზმის მეთაური ბრეტანის მარკგრაფი როლანი, რომელიც კარლოსის ძმისწული იყო,
მოგვიანებით შეიქმნა ფრანგული ეპოსი „სიმღერა როლანზე“, სადაც აღწერილია
როლანის რაზმის ბრძოლისა და დაღუპვის ამბავი. შეიძლება 788 წელს არაბებმა „საღვთო
ომი“ გამოუცხადეს ფრანკებს და აკვიტანიაში შეიჭრნენ, მაგრამ კარლოსის შვილმა
ლუდოვიკომ შეაჩერა ისინი, შემდეგ კი 796 წელს კარლოსმა თავად წამოიწყო ომი მათ
სინააღმდეგ და წარმატებასაც მიაღწია, ხელში ჩაიგდო პირინეების მთებს შორის პატარა
ტერიტორია, სადაც „ესპანეთის მარკა“ ჩამოაყალიბა, რომელსაც მოგვიანებით
ბარსელონას საგრაფო ეწოდა, მსგავსი რაიონი კარლოსმა აღმოსავლეთითაც შექმნა,
აღმოსავლეთის მარკა, რამაც შემდგომში განაპირობა სახელი „ავსტრიის“ გაჩენა .

როცა კარლოსი უკან დაბრუნდა უსიამოვნო ამბები დახვდა, საქონებს დაუვიწყიათ ფიცი ,
მოჩვენებით მონათლულებს ომი დაუწყიათ, 779 წელს კარლოსი საქსონიაში შეიჭრა ისევ,
ისევ განუცხადეს ერთგულების ფიცი, მაგრამ ამის უკვე მეფეს აღარ სჯეროდა . 780 წელს
კარლოსი ისევ გამოჩნდა საქსონიაში და ელბამდე მივიდა, ზავს მიაღწია. 781 წელს რომში
პაპმა კარლოსის თხოვნით მონათლა მისი ოთხი წლის შვილი, პიპინი და ბავშვს თავზე
გვირგვინი დააგდა, ამის შემდეგ კარლოსმა ხმამაღლა განაცხადა რომ ახალ მეფეს
მიანდო იტალიის მართვა, პიპინი უკვე აქედან იწოდა ოფიციალურად „ლანგობარდების
მეფედ“. ამის შემდეგ იპყრობს კარლოსი ბავარიას,782 წელს საქსონია დაყო
ადმინისტრაციულ ოლქებად, რომელთაც სათავეში გრაფები ჩაუყენა, გაიგო რომ
საზღვრებს სლავები დაესხნენ თავს და მათ წინააღმდეგ გაგზავნა ჯარი, ბევრი ფრანკი
დაიხოცა ამ ბრძოლაში, კარლოს დიდმა ახალი ლაშქარი გაგზავნა, ამ დროს ქვეყნდება
„საქსონიის პირველი კაპიტულარი“, რომელიც ემუქრებოდა სასჯელით იმას, ვინც
ეკლესიის და ფრანკული ადმინისტრაციის წინაშე შეცდებოდა . მომდევნო სამი წელი
კარლოსს საქსონია არ დაუტოვებია, ანადგურებდა მოსახლეობას და იმორჩილებდა მათ .

786 ში ბენევენტოს ჰერცოგის წინააღმდეგ გამოდის კარლოსი, რომელიც ლანგობარდიის


სამეფოს აღდგენაზე ოცნებობდა, კარლოსმა ისიც დაამარცხა და შედეგად მთელმა
იტალიამ სამხრეთამდე კარლოსის ხელისუფლება აღიარა.

789 ში ექსპედიციას აწყობს ლუტიჩების წინაარმდეგ, რომელსაც ასევე იპყრობს.

კარლოსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ავარების დაპყრობა იყო, რომელთაც


პროვინცია პანონია ჰქონდათ, რომელიც საკმაოდ მდიდარი იყო, ისიც დაიმორჩილა .
ავარებთან ლაშქრობისას საქსები ისევ აჯანყდებიან,კარლოსის მოკავშირეს კლავენ , მეფე
კი შვილთან ერთად საქსონიაში ისევ შეიჭრება, ამასობაში ავარებთან ომიც განახლდება
აქ კი პიპინმა ისეთი ლაშქრობა მოაწყო, რომ პანონიაში არცერთი მაცხოვრებელი
ცოცხალი აღარ დარჩა. ავარებმა კი არსებობა სწორედ აქ შეწყვიტეს.

გამორჩეული იყო კარლოსის ურთიერთობა რომის პაპებმთან, ჯერ ადრიანესთან, შემდეგ


ლეო მესამესთან. ლეომ ტახტზე ასვლისთანავე გამოუცხადა მას ერთგულება, ის საკმაოდ
ჭკვიანი პაპი იყო და უნდა მიხვედრილიყო, რომ ფრანკთა სახელმწიფო, რომელიც
უდიდეს ტერიტორიას მოიცავდა, კარლოსს და მის ხალხს დასავლეთ რომის იმპერიას
აგონებდა და იმპერატორის ტიტულის მოპოვების სურვილს აღუძრავდა .

ერთხელ რომაელმა დიდკაცებმა ლეო მესამე შეურაცხყვეს, ქუჩაში სცემეს, ლეომ


დახმარება კარლოსს თხოვა, კარლოსმა კი ისინი დასაჯა. პაპმა არა მარტო მადლიერების
ნიშნად, არამედ იმიტომაც, რომ შემდეგში საკუთარი თავი დაეყენებინა იმპერატორზე
მაღლა, 800 წელს 25 დეკემბერს, საზეიმო დღეს მოულოდნელად კარლოსს თავზე
იმპერატორის ოქროს გვირგვინი დაადგა, შესაბამისად დასავლეთში კვლავ აღმოცენდა
იმპერია, რომელმაც მოიცვა იმ დროს უკვე არარსებული დასავლეთ რომის იმპერიის
მნიშვნელოვანი ნაწილი.

ეინჰარდი წერს, რომ კარლოსმა თავი ისე დაიჭირა, რომ პაპის „თვითნებური“
საქციელისგან უკმაყოფილო იყო, კარლოსი ამტკიცებდა, რომ პაპის ეს განზრახვა რომ
სცოდნოდა იმ დღეს ტაძარში არ წავიდოდა, თუმცა რთულია იმის დაჯერება რომ პაპმა ეს
კარლოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე გააკეთა. კარლოსს ეს არ ესიამოვნა განა
იმიტომ რომ მას იმპერატორობა არ სურდა, არამედ იმიტომ რომ ამ ტიტულის მიღება არა
პაპისგან (რომესაც ვასალად თვლიდა) არამედ თავისივე თანასწორისგან სურდა ,
როგორადაც მას ბიზანტიის იმპერატორი მიაჩნდა. გარდა ამისა ფრანკებს არ სურდათ
თავიანთი მეფის რომაელებისთვის მიცემა და კარლოსი მას შემდეგ თავს სულ
„ფრანკებისა და ლანგობარდების მეფეს“ უწოდებდა, არასდროს ატარებდა რომაულ
სამოსს. კარლოსმა მიიღო ტიტული, მაგრამ ახალი დასავლეთ რომის იმპერიის შექმნამ
ვერ შეცვალა მმართველობის სახე და მას არანაირი ტერიტორიული შენაძენი არ
მოჰყოლია. კარლოსმა მიიღო მონაწილეობა ერესის წინააღმდეგ მოსაზრებების
შემუშავებაში, სათავეში ედგა ხატმებრძოლეობის წინააღმდეგ ბრძოლას და მისი
დაჟინებით პაპმა „Filique - ფილიკე“ ჩართო რწმენის სიმბოლოში. იმპერატორმა იზრუნა
საეკლესიო პირების განათლებაზე, დაპყრობილ ხალხებში ჯართან ერთად მისიონერები
მიყავდა და სწორედ ამის წყალობით მიიღეს ქრისტიანობა ავარებმა , საქსებმა და
სლავებმა.

804 წელს საბოლოოდ დაუსვა წერტილი საქსებთან ომებს, 10 ათასი საქსი ოჯახთან ერთად
გადაასახლა სახელმწიფოს შიდა ოლქებში, 808 წელს დანია დაიპყრო და დანიის მარკა
შექმნა. ნორმანებისგან თავის დასაცავად ბრძანა სამდინარო ხოლამდების აგება , ეს იყო
ბოლო ომი კარლოს დიდის ცხოვრებაში, ორმოცი წლის მანძილზე მან ფრანკთა სამეფოს
ტერიტორია ორჯერ გაზარდა.

როგორი იყო კარლოს დიდის საშინაო პოლიტიკა? მან წარმატებებს დიდებულთა


მხარდაჭერით მიაღწია, აგრძელებდა ბენეფიციუმების გაცემას , მისი პოლიტიკური
სისტემა ეფუძნებოდა ვასალურ კავშირებს და ხელს უწყობდა დიდებულთა გაძლიერებას .
ვასალთა ვალდებულებები ხელშეკრულებით ფორმდებოდა და ერთგულების ფიცით ,
დიდებულთა შეკრება მარტის თვიდან მაისის თვეში გადაიტანეს და მას „მაისის მინდორი “
ეწოდებოდა. კარლოსის დროს წერა-კითხვის ცოდნამ მაღალ დონეს მიაღწია. არსებობდა
წერილობითი მმართველობის საშუალებები - კაპიტულარები, რომელიც აწესრიგებდა
მდგომარეობას რაიონებშიც და სახელმწიფოშიც. ადგილებზე სახელმწიფო ბრძანებების
შესრულებას „სახელმწიფო წარგზავნილები“ აკონტროლებდნენ. ადგილობრივი
მმართველობის გაადვილების მიზნით , კარლოსმა ქვეყანა 300 საგრაფოდ დაყო, მათ
გრაფები განაგებდნენ, რომლებიც გადასახადებს და ჯარიმებს კრეფდნენ , ჯარი
გაჰყავდათ ბრძოლებში და სასამართლოს ხელმძღვანელობდნენ. სწორედ ამის
აღკვეთას ითვალისწინებდა „სახელმწიფოს წარგზავნილების“ თანამდებობა .

სახელმწიფო დაცვის მიზნით იმპერატორი მარკებსაც აწესებდა , რომელთა სათავეში


მარკგრაფები იდგნენ და მეტი უფლებებითაც სარგებლობდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი
გრაფები. ორივე წოდება სახელმწიფო შემოსავლის 1/3 ს ღებულობდა. ისინი ხშირად ვერ
კმაყოფილდებოდნენ მეფისგან ბოძებული ბენეფიციუმებით და აიძულებდნენ ცალკეულ
პირებს საკუთარი მიწების დათმობას, ცდილობდნენ რომ სამეფო ბენეფიციუმები თავიანთ
სამემკვიდრეო სამფლობელოდ ანუ ფეოდად გადაექციათ, კარლოსის მემკვიდრეების
დროს თავიანთი თანამდებობები სამემკვიდრეოდ აქციეს, ამის დამადასტურებელია
კერსის კაპიტულარი (877) რომლის მიხედვითაც გრაფობა მამიდან შვილზე
მემკვიდრეობით გადადიოდა, შედეგად ბენეფიციუმის სისტება „ფეოდის “ სისტემით
შეიცვალა. ტერმინი „ფეოდალიზმიც“ აქედან წარმოდგება.

სასამართლო რეფორმა 769 წელს გატარდა, რომლის ძალითაც მეროვინგების


დროინდელი ასეულთა კრების მონაწილეები შეიცვალა სკაბინების - მამასახლისების
ინსტიტუტით. შემდეგში ესეც სამემკვიდრეო გახდა. სასამართლოზე სალიკური
სამართლით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ იყო შემთხვევები როცა მაგალითად გოთს
გოთური სამართლით ამართლებდნენ, ლანგობარდებს, ლანგობარდულით და ა.შ.
კარლოსის დროს შემოწმდა და ახალი რედაქციით გამოვიდა სალიკური სამართალი .

სამხედრო რეფორმით, ჯარში გაჰყავდათ ყველა თავისუფალი ადამიანი , რომელიც


ვალდებული იყო საკუთარი იარაღით და ტანსაცმლით გამოსულიყო ბრძოლაში . 808 წლის
კაპიტულარით თავისუფალი გლეხები შამოშორდნენ სამხედრო სამსახურს , ჯარში ის
წავიდოდა, ვისაც მეფისგან გადაცემული ჰქონდა 3-4 მანსი (პატარა მიწის ნაკვეთი), უარის
შემთხვევაში მიწა ჩამოერთმეოდა.

კარლოსის ამოცანა ქრისტიანული კულტურის შექმნა იყო,ის იცავდა ქრისტიანულ


რელიგიას, რომელსაც ბავშვობიდან სწავლობდა, ამიტომ ააგო აახენში ლამაზი
ბაზილიკა. დასავლეთში კარლოსი ორთოდოქსიის დამცველი იყო და სურდა 787 წლის
ნიკეის კრების გადაწყვეტილებების გაპროტესტება.

კარლოს დიდის დროს გაყვანილი იქნა მრავალი გზა, აიგო ხიდები, აღიმართა
სასახლეები და ეკლესიები. მან გაატარა აგრეთვე ფინანსური რეფორმა , აღკვეთა
გრაფებისა და ეპისკოპოსების ბოროტმოქმედებები და სახელმწიფოში ხელისუფლების
ცენტრალიზაცია მოახდინა. სახელმწიფო გაყოფილი იყო ოლქებად, რომელსაც
პერიოდულად ამოწმებდნენ სამეფო წარგზავნილები. კომისია, რომელიც ერთი
კლირიკოსისგან შედგებოდა სწავლობდა საერო პირისგან სასამართლო
გადაწყვეტილებებს და ფინანსურ დოკუმენტებს. საერთოდ კარლოს დიდმა გამოსცა
კანონთა 65 მუხლი, რომელიც 1000 ზე მეტ ცალკეულ დადგენილებას შეიცავდა. ეს
დადგენილებები ხალხს ასწავლიდა, როგორ ეომათ, როგორ დაემუშავებინათ მიწა ,
როგორ ევაჭრათ, გაესამართლებინათ. იმ დროისთვის მუხლებს - კაპიტულარებს
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

კარლოსის სიცოცხლის ბოლო წლები წარუმატებლობით და ტრაგედიებით აღინიშნა . ეს


იყო მაგალითად ნორმანთა თავდასხმები ჩრდ. ნაპირებზე.ამ პერიოდში ქვეყნიდან მისი
მეუღლე,დები და შვილები პიპინი და კარლოსი წავიდნენ. შედეგად 813 წელს კარლოსმა
ყველაზე სუსტი ხასიათის შვილი ლუი აკვიტანიელი დაიბარა, თავზე გვირგვინი დაადგა
საზეიმო შეკრებაზე და ბრძანა, რომ ამიერიდან ეწოდებინათ მისთვის იმპერატორი და
ავგუსტი. მალე ციებ-ცხელებით შეპყრობილი კარლოსი ჩაწვა და 814 წელს გარდაიცვალა
70 წლის. 1165 წელს ფრიდრიხ ბარბაროსას დაჟინებით ის წმინდანად შერაცხეს.

კაროლინგთა იმპერია არ იყო მტკიცე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და მისი


დამაარსებლის- კარლოსის გარდაცვალების შემდეგ მალე დაიშალა. დაშლის უმთავრესი
მიზეზი იყო ის,რომ მასში ხელოვნურად იყვნენ გაერთიანებული სხვადასხვა ხალხები ,
რომელთაც საკუთარი ენა და წეს-ჩვეულებები ჰქონდათ. ამის გარდა პოლიტიკურ
ძლიერებას შიდა წინააღმდეგობებიც ასუსტებდა. ქვეყანას საფრთხეს უქმნიდნენ
ფეოდალები, რომლებიც ცდილობდნენ გადაქცეულიყვნენ მეფეებად . რადგანაც ფრანკთა
სახელმწიფოს სხვადასხვა ნაწილში არა ერთსა დაიმავე ენაზე მოლაპარაკე ხალხი
ცხოვრობდა, ყვეყნის მოქმედ ენად კარლოსმა ლათინური დააწესა, მაგრამ უნდა
აღინიშნოს, რომ უმრავლესობამ ის მაინც არ იცოდა, მიუხედავად კარლოსის ასეთი
მცდელობისა, მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერიაში აღარ იყო ერთიანი სასამართლო
სისტემა, აღარ იყო ერთობლივი ენა.

კარლოსი იყო ძლიერი პიროვნება, რომელმაც შეანელა იმპერიაში ფეოდალური


დაქუცმაცებულობის პროცესი, მან შეიძლება ჯერ კიდევ 806 წელს გაანაწილა სამეფო
თავის 6 ვაჟს შორის, მაგრამ ერთიანობა კარლოსის გავლეით მას არ დაუკარგავს,
ერთიანობა მხოლოდ მისი გარდაცვალების სემდეგ დაირღვა, რაც სუსტი პიროვნების
მოსვლას უკავშირდება, რადგან ლუდოვიკო ნაკლებად ერკვეოდა ქვეყნის მართვაში . თუ
რამე გადაწყვეტილების მიღება დასჭირდებოდა სამღვდელოების მითითებით
მოქმედებდა. თუ კარლოსის დროს პაპები მასზე იყვნენ დამოკიდებულები, ლუდოვიკოს
დროს პირიქით, ის იყო პაპებზე დამოკიდებული მას შემდეგ, რაც ერთხელ ნაკურთ
იმპერატორს პაპმა ხელახლა დაადგა გვირგვინი. მას პიუსი დაარქვეს საოცარი
ღვთისმოსაობის გამო. ლუდოვიკუსი დაქვრივდა სიბერეში, ცოლად ითხოვა ბავარიის
ჰერცოგის შვილი, მათ შეეძინათ ვაჟი, რომელიც ცნობილია შარლ მელოტის სახელით.

შინაომები და ვერდენის განაწილება. მეროვინგების დროიდან ფრანკებში სამეფო


ხელისუფლების გაყობა მმართველ მემკვიდრეებს შორის ტრადიციად იქცა .ეს გახდა
მიზეზი მემკვიდრეებს შორის განუწყვეტელი ომებისა, რომელიც ერთის მიერ მეორის
დაპყრობით მთავრდებოდა. მაგრამ ახალი მეფე კვლავ ყოფდა სამეფოს შვილებს შორის
და ომიც კვლავ თავიდან იწყებოდა. კაროლინგების დინასტიაში არ აღმოცენებულა
მსგავსი პრობლემა საუკუნე ნახევრის მანძილზე. როგორც უკვე ვთქვით, კარლოსის
გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი შვილი ლუი „ღვთისმოსავი“. ლუის შვილები
ითხოვნდნენ იმპერიის დანაწილებას. 817 წელს აახენში ლუიმ გამოსცა აქტი „იმპერიის
წესრიგის შესახებ“ და სამეფო თავის შვილებს შორის გაანაწილა. ეს იყო პირველი
განაწილება. პიპინს აკვიტანია, გასკონია , ესპანეთის მარკა შეხვდა ; ლუდვიგს - ბავარია ,
კარინტია, ხოლო უფროს შვილ ლოთარს მამის თანამმართველობა და იმპერატორის
ტიტული. როცა ლუის და მის მეორე მეუღლეს შვილი კარლოსი გაუჩნდათ, მეუღლემ მას
მოსთხოვა გადაეწყვიტა შვილების ბედი, იმეპრატორს სურდა 4 ნაწილად გაყოფა ქვეყნის ,
მაგრამ სამი უფროსი ძე არ ეთანხმებოდა, რითიც მშვიდობა დაირღვა. 825 წელს ომი
დაიწყო, რომელიც გაგრძელდა 833 წლამდე, ლუი თავის შვილებთან ომში დამარცხდა და
მათ ტყვედ ჩაუვარდა, მის შვილებს მხარი დიდგვაროვნებმაც და პაპ გრიგოლ IV-მაც კი
დაუჭირა.

ლუი 840 წელს გადაიცვალა, ტიტული მემკვიდრეობით უფროსმა ძე ლოთარმა მიიღო,


რომელიც თავისი ძმების ვასალებად გამოცხადებას შეეცადა. მაგრამ მისმა ძმა ლუდვიგმა
და კარლოსმა წინააღმდეგობა გაუწიეს მას და სამხედრო კავშირი შექმნეს ლოთარის
წინააღმდეგ (სტრასბურგის ფიცი). ომი სამი წელი გრძელდებოდა და დათავრდა 843
წელს ვერდენის ხელშეკრულებით. ხელშეკრულების მიხედვით კარლოს დიდის იმპერია
სამ ნაწილად გაიყო, ლოთარს ტიტული დარჩა, მაგრამ ძმებზე გავლენა არ ჰქონდა . ისინი
დამოუკიდებელი მეფეები გახდნენ.

ამრიგად ფრანკთა მონარქია დაიყო ძირითადად ეთნიკური ნიშნების მიხედვით , შემდეგში


ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სამი დასავლეთ ეროპული სახელმწიფო - საფრანგეთი ,
გერმანია და იტალია.

ევროპის პოლიტიკური და საზოგადოებრივი სახე IX-XI


საუკუნეებში
843 წლის ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ არსებობა მხოლოდ საფრანგეთმა და
გერმანიამ განაგრძეს, ლოთარის გარდაცვალების შემდეგ 855 წელს მისი სახელმწიფო
სამ სამეფოდ დაიშალა: იტალია, პროვანსი და ლოტარინგია. მერსენის ხელშეკრულებით
საფრანგეთის და გერმანიის მეფეებმა ლოტარინგია გაინაწილეს , იმპერატორის ტიტულიც
ხან გერმანელებს ჰქონდათ ხან კაროლინგებს, ამ ტიტულს ჯერ შარლ მელოტი ატარებდა
შემდეგ კარლ სქელი. უთანხმოების მიზეზი ძირითადად ლორენი იყო, რადგან აქ
მდებარეობდა კაროლინგების საგვარეულო მამულები. ფრანკთა იმპერიის დაშლის
შემდეგ ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს მაინც არ ჰყავდა ცენტრალური
ხელისუფლების მქონე ფეოდალური მონარქები, ლოტარის სამემკვიდრეო მიწაზეც ბევრი
პოლიტიკური ერთეული აღმოცენდა. მეცხრე საუკუნიდან აქ ცალკე სახელმწიფოდ
ჩამოყალიბდა ბურგუნდია, (არელატის სამეფო) იტალია შედარებით დანაწილებული იყო ,
X-XI საუკუნეებში იტალიის ფეოდალური ქალაქები პოლიტიკურ დამოუკიდებლობას
იღებენ.

მაშინდელ დასავლეთ ევროპაზე გავლენა მოახდინა ასევე არაბების, უნგრელების და


ნორმანების თავდასხმებმა, არაბებმა მერვე საუკუნიდან დაიწყეს შემოჭრა , გაანადგურეს
ვესტგოთთა ესპანური სამეფო, ასევე გალია, მხოლოდ კარლოს მარტელის მოქმედებებმა
შეაჩერეს ისინი 732 წელს პუატიესთან ბრძოლაში. ამის შემდეგ არაბები იტალიაში
გადადიან და სიცილიას იკავებენ მეცხრე საუკუნეში, მათი ბატონობა სიცილიაში კი
ნორმანების თავდასხმამდე გრძელდება.

ნორმანები ძირითადად ბრიტანეთის კუნძულებს ესხმოდნენ თავს, მეცხრე საუკუენში მათ


თავდასხმები საფრანგეთის ჩრდილოეთ ტერიტორიაზეც დაიწყეს. 852 წელს შარლ
მელოტმა და იმპერატორმა ლოტარმა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად
გადასახადების გადახდა არჩიეს, ხოლო შარლ უბრალომ, ფრანგთა მეფემ
საცხოვრებლად დაუთმო ნორმანთა ბელას ტერიტორიები, ნორმანებმა გააფართვეს
თავიანთი ტერიტორიები, ქრისტიანობა მიიღეს და საფრანგეთის მეფისადმი ვასალური
მდგომარეობაც. გარდა ამისა ისინი ლაშქრობებს ესპანეთზეც აწყობდნენ და იტალიაშიც ,
მათ შექმნეს ავერზას საგრაფო სამხრეთ იტალიაში. პაპებმა სცადეს ნორმანთა ძალები
თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ, 1059 წელს პაპმა ნორმანთა წინამძღოლ
რობერტს კალაბრიის და აპულიის ჰერცოგის ტიტული უბოძა, რობერტმადა მისმა ძმამ კი
ერთობლივად შეუტიეს სიცილიას და მთლიანად დაიკავეს, ამ ტერიტორიების
გაერთიანების შედეგად წარმოიშვა ნორმანთა სამეფო.

დასავლეთ ევროპას ასევე თავს ესხმოდნენ უნგრელთა ტომები, მათ დაიკავეს შუა
დუნაისპირეთი და გერმანიაში დაიწყეს შეჭრა, მათი თავდასხმები გასაკუთრებული
სისასტიკით ხასიათდებოდა, წვავდნენ სფლებს და ქალაქებს, მამაკაცებს ხოცავდნენ
ქალები კი ტყვედ მიჰყავდათ. გერმანიის მეფე ჰაინრიხმა შეძლო ისეთი სამხედრო
რეფორმის გატარება, რითიც 933 წელს შეძლო უნგრელებს დამარცხება. ასევე მათ მარცხი
მიაყენა ოტო პირველმა. ამის შემდეგ მთლიანად შეწყდა უნგრელთა შემოჭრა ევროპაში .

X-XI საუკუნეში ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება ძირითადად დასრულდა ,


ამის ნიშნები იყი: მსხვილი მიწათმფლობელური საკუთრება ფეოდალური მამულის სახით ,
ამ მამულში მცხოვრებ გლეხობას ჰქონდა მცირე ნაკვეთები მაგრამ კერძო მესაკუთრეები
არ იყვნენ. გლეხს ჰქონდა საკუთარი შრომის იარაღი და თავად იყო მწარმოებელი. ასევე
მამულებს გარე სამყაროსგან სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჰქონდათ.
ფეოდალური მამული მოიცავდა რამდენიმე სოფელს და ვრცელ ტერიტორიას,
კაროლინგების ეპოქაშიც მამული ორ ნაწილად იყოფოდა: საბატონო (დომენი ) და
საგლეხო მიწები. საგლეხოზე გლეხი მუშაობდა რომელსაც დომენისგან ჰქონდა მიცემული
დასამუშავებელი მიწა. მოყვანილ მოსავალს გლეხი საკუთარ ოჯახსაც აძლევდა და
ბატონსაც უხდიდა გადასახადს - ღალას. გლეხი ბატონის მიწაზე ასრულებდა ყველა სახის
სამეურნეო სამუშაოებს, რასაც ბეგარა ერქვა.
რაც შეეხება გლეხობას, კაროლინგების დროიდან დაწყებული ბატონზე დამოკიდებული
გლეხობა იყოფოდა ორ ნაწილად: მთლიანად ფეოდალზე დამოკიდებული ანუ ყმები
(სერვები), რომლებსაც არ ჰქონდათ ქორწინების უფლება ბატონის გარეშე და ასევე მისი
ღალის რაოდენობას და სახეობასაც ბატონი ადგენდა. მეორე იყო პირადად
თავისუფალნი, მაგრამ ეკონომიკურად ბატონზე დამოკიდებულები ანუ ვილანები,
რომლებსაც შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ, იმ მხრივ რომ ვილანი თავისი
ქონების სრული მესაკუთრე იყო, შეეძლო გაეყიდა, გაეჩუქებინა, ეანდერძა საკუთარი მიწა ,
შეეძლო სასულიერო პირი გამხდარიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მიწის მესაკუთრედ
კი არა არამედ მფლობელად იწოდებოდა რადგაბ მაინც ფეოდალზე იყო დამოკიდებული .

რაც შეეხება ფეოდალურ იერარქიას, ფეოდალური მამულის ანუ სენიორიის მთავარი იყო
ფეოდალ სენიორი, რომელიც მსაკულის და მოსამართლის როლსაც ასრულებდა
მამულში, საკუთარ ფულსაც სჭრიდა, ზავს დებდა და ა.შ. ის ემორჩილებოდა უფრო დიდ
ფეოდალ-სენიორს რომელიც კიდევ უფრო დიდი ფეოდალ-სენიორის ვასალი იყო და
ასეთი ფეოდალური კიბის სათავეში იდგა მეფე. იერარქიული ხასიათი ჰქონდა ასევე
სასულიერო წოდებასაც: პაპი, კარდინალი, არქიეპისკოპოსი , ეპისკოპოსი, აბატი და ა.შ .

ევროპულ ფეოდალურ საზოგადოებაში გამორჩეოდა სენიორთა ორი ჯგუფი : ერთი იყო


„გვირგვინოსანი ფეოდალები“, აუ მეფე და მისი ვასალები, მთავრები, ჰერცოგები,
გრაფები, რომლებსაც მეტი უფლებები ჰქონდათ ვიდრე მეორე ჯგუფს, სადაც შედიოდნენ
ბარონები, რაინდები და სხვ.

მიწის ფეოდალურ საკუთრებას ფეოდი ანუ ლენი ეწოდებოდა. ფეოდი შეიძლებოდა


ყოფილიყო მამულიც, სამთავროც და სამეფოც კი. მას ჰქონდა დამახასიათებელი
თვისებებიც: 1) იყო კერძო-მემკვიდრეობითი მიწა, 2) მისი მფლობელი მხოლოდ მასზე
ზემდგომი სენიორის ვასალია, 3) სენიორის მიმართ, ფეოდის მფლობელ ვასალს
ვალდებულება აკავშირებს , კერძოდ სამხედრო და 4) ფეოდი თავადაზნაურთა
„კეთილშობილთა“ სამფლობელოა რითაც განსხვავდება საგლეხო
მიწათმფლობელობისგან.

რაც შეეხება ვასალის ვალდებულებებს სენიორის მიმართ , ის ასრულებდა სამხედრო


ვალდებულებას, რომლის ვადა იყო 40 დღე წელიწადში, ამის გარდა სხვა ძალიან ბევრ
რამეს აკეტებდა, მონაწილეობა სასახლის კარის, სასამართლოს ადმინისტრაციის
საქმეებში, ფულად გადასახადს იხდიდა რომელსაც რელიეფი ეწოდებოდა . როცა
სენიეორისგან ის იღებდა ფეოდს ამით ხდებოდა „სენიორის კაცი“ მუხლებზე ეცემოდა მის
წინაშე და თავს მის კაცად აცხადებდა,რასაც მოსდევდა ფიცის დადებაც (ანუ ფუაჟი ) და
ასევე ფეოდის სიმბოლოების გადაცემა სენიორის მიერ ვასალისადმი (ინვესტიტურა ) .
ვასალს ყველგან უნდა დაეცვა სენიორის ინტერესები, თუ ის ამ ვალდებულებებს არ
შეასრულებდა ფეოდალურ სასამართლოში გაასამართლებდნენ. თუ ის ვალდებულების
დამრღვევად გამოცხადდებოდა ფეოდს ართმევდნენ, ვასალი რადგანაც ამას მარტივად
არ თმობდა იწყებოდა შინა ომები.

ფეოდალურ ეპიქაში სენიორთა ძირითადი საცხოვრებელი იყ ციხე -დარბაზები , რომელიც


აშენებული იყო ხისგან და სადღაც ორ სართულიანი იყო .

ფეოდალური ომების დროს მოწინააღდეგის ფიზიკური განადგურება იშვიათად ხდებოდა ,


ძირითადად ის ტვყედ აჰყავდათ ან ქონებას ართმევდნენ.
რაინდები 14 წლის ასაკში იგზავნებოდნენ მეფის ან რომელიმე მთავრის კარზე , სადაც
ჩართულები იყვნენ სამეფო საქმეებში, ასრულებდნენ საჭურველთმტვირთველის
მოვალეობას და შემდეგ 21 წლის ასაკში იკურთხებოდნენ რაინდად.

გლეხის საცხოვრებელი ძირითადად ხის იყო, იშვიათად ქვის, სოფლის ცენტრში ეკლესია
იგა და მოშორებით გლეხთა სახლები. გლეხის მოსავლიანობა მაინც და მაინც არ იყო
მაღალი და შიმშილი ფეოდალური შინაომების დროს ჩვეულევრივი მოვლენა იყო.
ევროპის ფეოდალური საზოგადოების ეკონომიკური და კულტურული დაწინაურება
მხოლოდ XII-XIII საუკუნეებიდან იწყება.

საფრანგეთი IX-XI საუკუნეებში


საფრანგეთის სამეფოს ჩამოყალიბებას დასაბამი მისცა ვერდენის (843) ხელშეკრულებამ,
რომლის მიხედვითაც ფრანკთა სამეფო სამ ნაწილად გაიყო. მომდევნო საუკუნეებში
არსებობა მხოლოდ საფრანგეთმა და გერმანიამ განაგრძეს, ლოთარის სახელმწიფოს
ბედი სხვანაირად წარიმართა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ის სამ სამეფოდ დაიშალა :
იტალია , პროვანსი, ლოტარინგია. 870 წელს კი მერსენის ხელშეკრულებით
საფრანგეთისა და გერმანიის მეფეებმა ლოტარინგია ერთმანეთს შორის გაიყვეს , 925
წელს კი ის მთლიანად შევიდა გერმანიის შემადგენლობაში. 959 წელს ის ორ
საჰერცოგოდ დაიყო: ზემო ლოტარინგია და ქვემო ლოტარინგია.

მეცხრე საუკუნეში პროვანსისა და მის მიმდებარე ოლქებისგან წარმოიქმნა ბურგუნდიის


ორი სამეფო: ქვემო და ზემო ბურგუნდია, რომელიც 933 წელს ერთ სამეფოდ
გაერთიანდა. 1033 წელს ბურგუნდიის სამეფო გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში
შევიდა.

მეცხრე-მეათე საუკუნეებში თანდათან საფრანგეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობა


იწყება. მეათე საუკუნის დასაწყისიდან მისი ძველი სახელწოდებები „გალია“ და
„დასავლეთ საფრანგეთი“ თანდათანობით ქრება და „საფრანგეთი“ მკვიდრდება,
თუმცა ის არ მოიცავდა საფრანგეთის ყველა ტერიტორიას, დასავლეთში
დამოუკიდებლობას კელტების საჰერცოგო - ბრეტანი ინარჩუნებდა. დამოუკიდებელი
ფრანკთა სამეფოს ჩამოყალიბებას თითქმის ორი საუკუნე დასჭირდა, ამ პერიოდში
სამეფო ძირითადად ფეოდალური სამფლობელოებისგან, საჰერცოგოებისგან და
საგრაფოებისგან შედგებოდა, რომლებიც ერთგვარ „სახელმწიფოს სახელმწიფოს “
წარმოადგენდნენ.

საფრანგეთის სამეფოს ჩამოყალიბება ემთხვევა ფეოდალური დაქსაქსულობის პერიოდს .


მეცხრე საუკუნიდან ხშირდება მსხვილი საერო/საეკლესიო მიწათმფლობელების მიერ
გლეხთა მიწების მიტაცება, ხშირად მსხვილი მიწათმფლობელები იძულების
საშუალებებსაც იყენებდნენ და ძალით აქცევდნენ დამოკიდებულ ადამიანებად ,
კაროლინგების დაპყრობითი პოლიტიკაც ხელს უწყობდა გლეხობის გაკოტრებას ,
რადგან თავისუფალი გლეხები სამხედრო სამსახურს ეწეოდნენ, ამას ემატებოდა მძიმე
გადასახადები და ჯარიმები. გაკოტრებული გლეხები ადვილად ვარდებოდნენ მსხვილი
მიწათმფლობელის დამოკიდებულებაში. ნატურალური მეურნეობის პირობებში მიწა
არსებობის ერთადერთი საშუალება იყო, ამიტომ ალოდის დაკარგვის შემთხვევაში ,
თავისუფალი მეთემეები მიწას სარგებლობისათვის იღებდნენ ფეოდალისგან და
ამისთვის ასრულებდნენ ბეგარას.

თავისუფალი გლეხობის დამოკიდებულ გლეხად გადაქცევის ყველაზე მეტად


გავრცელებული ხერხი იყო პრეკარიუმის პრაქტიკა. პრეკარიუმი - „თხოვნის საფუძველზე
გადაცემული“. მიწის პირობით და დროებით სარგებლობაში გადაცემა უფრო უმიწო ან
მცირემიწიან ადამიანზე. მის მიმღებს ვალდებულება ჰქონდა გადაეხადა ღალა ან
საბატონო ბეგარა. ზოგჯერ პრეკარიუმის მიმღები სარგებლობაში მიწის გარდა დამატებით
ნაკვეთსაც იღებდა, ასეთ პრეკარიუმს „ანაზღაურებადი პრეკარიუმი“ ეწოდებოდა , რაც
ძირითადად საეკლესიო მიწებზე იყო გავრცელებული. მიწის მიმღები მესაკუთრედან
გადაიქცა მოსარგებლედ, თავიდანვე კი ინარჩუნებდა პირად თავისუფლებას, მაგრამ
შემდეგ მიწის მესაკუთრეზე ხდებოდა დამოკიდებული.

გლეხობის გაკოტრება და მიწაზე დამოკიდებულება უზრუნველყოფდა ცალკეული


მსხვილი მიწათმფლობელების ხელში პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაციას.
მეფეებს არ შეეძლოთ ამ პროცესის შეჩერება, ისინი სანქციას აძლევდნენ მას სპეციალური
წყალობის სიგელებით. ეს ფორმა ჯერ კიდევ მეროვინგების დროს გაჩნდა , მაგრამ
გავრცელდა კაროლინგების პერიოდში - თანამდებობის პირებს (გრაფებს, ასეულის
მეთაურებს) სამეფო სიგელებით - ეკრძალებოდათ სხვა მაგნატის ტერიტორიაზე შესვლა ,
რათა იქ შეესრულებინათ რაიმე სასამართლო, ადმინისტრაციული ფუნქციები . ყველა ეს
ფუნქცია მაგნატებს გადაეცა და ასეთ წყალობას ერქვა სწორედ იმუნიტეტი. იმუნიტეტმა
ხელი შეუწყო ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ფეოდალების
გაძლიერებას და საბოლოო ჯამში კაროლინგთა იმპერიის პოლიტიკურ დაცემას. გარდა
ამისა, მსხვილი მიწათმფლობელები ვასალების დიდ რაოდენობასაც დაეუფლნენ, რითაც
შეიძინეს პოლიტიკური და სამხედრო ძალა, ეს გახდა სწორედ იმის საფუძველი , რომ
ისინი სამეფო ადმინისტრაციისგან თავიანთი დამოუკიდებლობის განმტკიცებას
შეეცადნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, კაროლინგების პერიოდში ჩამოყალიბდა მსხვილი
ფეოდალური მიწათმფლობელობის სტრუქტურა, რომელიც არ იყო ერთგვაროვანი.
ფეოდალურ მამულში მიწები ორ ნაწილად იყოფოდა: საბატონო მიწებად ანუ დომენად,
სადაც წარმოებდა ფეოდალის მეურნეობა . გლეხების სარგებლობაში არსებული მიწები
იყოფოდა მიწის ნაკვეთებად ანუ ნადელებად, რომელსაც სხვადასხვა ადგილას
სხვადასხვა სახელი ჰქონდა. მანსები დასავლურად. ფეოდალის მამულში მცხოვრები სამ
ჯგუფად იყოფოდნენ: კოლონები, ლიტები, სერვები. კოლონებს პირადი თავისუფლება
მთლიანად არ ჰქონდათ დაკარგული, მაგრამ მიწით ფეოდალზე იყვნენ დამოკიდებულები
და არ შეეძლოთ თავიანთი მანსიდან წასვლა. დროთა განმავლობაში მათ დაკარგეს
პირადი თავისუფლება და ლიტებს შეერწყნენ. სერვები ანუ მონები, ცხოვრობდნენ
ფეოდალის მამულში და იყოფოდნენ: იყვნენ კარის მონები, რომლებიც ფეოდალის კარზე
მუშაობდნენ და მემამულის საკუთრებები იყვნენ და სერვები, რომლებიც მიწით
სარგებლობდნენ და კოლონებისგან განსხვავებით არა მხოლოდ მიწაზე იყვნენ
დამოკიდეულები, არამედ პირადადაც დამოკიდებულნი იყვნენ ფეოდალზე . ლიტებს
უფრო შუალედური მდგომარეობა ეკავათ, ისინი საერო თუ სასულიერო მსხვილი
მიწათმფლობელის ქვეშ იყვნენ და მიწას მემკვიდრეობით სარგებლობაში იღებდნენ .

საფრანგეთში სხვა ქვეყნებზე ადრე დაიწყო ფეოდალური დაქუცმაცებულობა .


ხელისუფლების ტერიტორიული ორგანიზაცია შარლ მელოტის დროს დაიშალა , ის
მიისწრაფვოდა ცენტრალური ხელისუფლების აღდგენისკენ, მაგრამ უშედეგოდ , რადგან
მსხვილი ფეოდალები ყველაფრის დამორჩილებას ცდილობდნენ. 847 წელს გამოიცა
„მერსენის კაპიტულარი“, რითიც შარლ მელოტი იძულებული იყო მსხვილი ფეოდალების
მიმართ დათმობებზე წასულიყო. იქ ნათქვამი იყო, რომ ყოველმა თავისუფალმა
ადამიანმა უნდა აირჩიოს სენიორი. ანუ ვასალიტეტი საზოგადოებრივი კავშირების
ძირითადი კანონი გახდა. მისი განვითარება ფეოდალთა გაბატონებული ფენის
იერარქიული სტრუქტურის ჩამოყალიბებას განაპირობებდა , რაც ხელს უწყობდა
ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებას და ფეოდალთა კერძო ძალაუფლების
გაზრდას. ამის მიუხედავად მელოტმა 875 წელს ლაშქრობა მოაწყო იტალიაში და
თითქმის მიაღწია რომის პაპისგან იმპერატორის და იტალიის მეფის ტიტულის მიღებას ,
მაგრამ ეს მხოლოდ ტიტული იყო ძალის გარეშე, ვერც აღმოსავლეთი შემოიერთა და
იძულებული გახდა ისევ დაეთმო.

877 წელს „კერსის კაპიტულარი“ გამოიცა, რომლის მიხედვითაც გრაფების


დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდა, თუ მანამდე ისინი უბრალოდ სასამართლოს
თავმჯდომარეები და სამხედრო ხელმძღვანელები იყვნენ ახლა ამ ოლქის სრული ბატონ-
პატრონები გახდნენ. შემდეგში გრაფობა მემკვიდრეობითიც გახდა . ყოველივე ამის გამო
შარლ მელოტის ხელისუფლება უფრო და უფრო სუსტდებოდა, მისმა მოკავშირე პაპმა
იოანემ დახმარება სთხოვა მას მაშინ როცა პაპის სამფლობელოებზე ბიზანტიელებისა და
არაბების თავდასხმები გახშირდა. 877 წელს იტალიაში მან მოაწყო ლაშქრობა , მაგრამ
იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, რადგან აცნობეს მის სამეფოზე თავდასხმის
შესახებ. როცა უკან ბრუნდებოდა გზაში გარდაიცვალა. მას შემდეგ ხელისუფლება
მრავალსაფეხურიან ვასალურ-ლენურ იერარქიად გადაიქცა, მეფე კი რეალურ
ძალაუფლებას მხოლოდ თავისი დომენის ფარგლებში ინარჩუნებდა. დანარჩენ
ტერიტორიებზე, სადაც მეფის ვასლები იყვნენ მბრძანებლები სარგებლობდა
ინვესტიტურის მიცემის უფლებით და ვასალური ბეგარის შესრულების მოთხოვნით .
როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფეოდალური დაქუცმაცებულობის პირობებშიც კი
ქვეყანაში სამეფო ხელისუფლება რჩებოდა სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის უმაღლეს
ორგანოდ.

ნორმანთა თავდასხმები. ნორმანდიელები, სკანდინავიელები „ჩრდილოეთის კაცები“.


განვითარების დონით ჩამორჩებოდნენ ევროპის ხალხებს, მერვე საუკუნეში ჯერ კიდევ
პირველყოფილ თემური წყობილების სტადიაზე იყვნენ, მათი საქმიანობა მესაქონლეობა ,
ნადირობა, თევზაობა იყო, მიწათმოქმედება ნელა ვითარდებოდა. ვიკინგები თავიანთ
რაზმელებთან ერთად დადიოდნენ საზღვაო ლაშქრობებში, გემით, რომელსაც
გველეშაპის გამოსახულება ჰქონდა. ნორმანების თავდასხმები ყველაზე მეტად განიცადა
საფრანგეთმა, შარლ მელოტი ვერ ბედავდა მათ წინააღმდეგ გაწევას და დიდი თანხებით
ცდილობდა მათი ძარცვა-რბევის თავიდან აცილებას. ყველაზე რთული მდგომარეობა
საფრანგეთში იყო მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ჰასტინგის მეთაურობით
შემოვიდნენ ნორმანები, ქალაქი ნანტი გაძარცვეს, შარლმა აქაც ზავის მეშვეობით
გადაარჩინა საფრანგეთი მათი ველური თავდასხმისგან. ჰასტინგი ამის შემდეგაც
აგრძელებდა თავდასხმებს, ბოლოს დანებება გადაწყვიტა , ქრისტიანობის მიღების
შემდეგ მან შარლ მელოტს შარტრის საგრაფო ჩამოართვა და მშვიდობიან ფეოდალ -
ბარონად გადაიქცა.

ნორმანების თავდასხმები გრძელდებოდა კარლ სქელის იმპერატორობის დროსაც , 885


წელს ისინი პარიზს მოადგნენ, კარლ სქელი, რომელმაც ამ დროისთვის გააერთიანა
კარლოს დიდის იმპერია და იმპერატორის ტიტული მიიღო, მაინც უმწეო იყო. მას იმ
პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, ვერ მიიღო შესაბამისი ზომები მტრის
წინააღმდეგ, რის გამოც პარიზს საკუარი თავის დაცვა მოუხდა, ამას გრაფი ედი
ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი მიაშველა კარლმა ჯარი, მაგრამ ბოლოს მაინც ფულით
არჩია სიტუაციის დალაგება.

მეათე საუკუნეში კვლავ გრძელდება ვიკინგთა შემოსევები, 911 წელს საფრანგეთის მეფე
შარლ „მიამიტმა“ ნორმანების ბელად როლოს ტერიტორია დაუთმო, რომელზეც
წარმოიშვა ნორმანდიის სამემკვიდრეო საჰერცოგო. ნორმანებმა მიიღეს ქრისტიანობა და
სცნეს ვასალური დამოკიდებულება საფრანგეთის მეფისადმი.

კაროლინგების უკანასკნელი წარმომადგენლები საფრანგეთში. როგორც ვიცით,


ფრანკთა მონარქია რამდენიმე ნაწილად გაიყო, თითოეული ნაწილი შემდეგ
დამოუკიდებელ სამეფოდ იქცა. მიუხედავად ამისა, ამ სამეფოებს ვერდენის
ხელშეკრულების შემდეგაც ერთხანს კაროლინგების დინასტია განაგებდა . მათ
მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერდა, ამან აშკარად იჩინა თავი კარლ სქელის
დროს, დიდებულებმა ის ტახტიდან ჩამოაგდეს, წესის თანახმად ტახტზე კაროლინგების
უკანასკნელი წარმომადგენელი უნდა ასულიყო შარლი (მიამიტი) მაგრამ მის ნაცვლად
ფრანგებმა პარიზის დაცვის გმირი ედი აირჩიეს მეფედ. ის აირჩიეს , რადგან კაროლინგთა
დინასტია საფრანგეთის დამოუკიდებლობის მტრად მიაჩნდათ. შარლმა მალე დაამტკიცა
თავისი უუნარობა პოლიტიკური მმართველობის საქმეში, ის მაინც ვერ გახდა მთელი
საფრანგეთის მეფე, საფრანგეთის ნაწილი კვლავ ედის ხელში იყო, დაიწყო მათ შორის
ომი და მხოლოდ ედის გარდაცვალების შემდეგ გახდა შარლი მთელი საფრანგეთის
მეფე.

კაროლინგთა დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელთა გადნევნისთვის ბრძოლა


შემდეგშიც გაგრძელდა, ეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის გრაფმა ჰიუგმა დაიწყო .
მოახერხა ნორმანდიის ჰერცოგის გადაბირება და 945 წელს შარლის შვილი ლუი
დაამარცხა, ტყვედ აიყვანა. გერმანიის მეფე ოტომ კი იხსნა ის, თუმცა მალე გარდაიცვალა .
მაგრამ შემდეგში მისი შვილი ლოთარი გამეფთა, მან კავშირი გაწყვიტა გერმანელებთან
და საფრანგეთის ტერიტორიის გაფართოება დაიწყო, ამის შედეგად ლოთარის
პერიოდში აჯანყებები აღარ ხდებოდა, თუმცა მისი გავლენა საფრანგეთში თანდათან
მაინც ეცემოდა. ლოთარი რომ გარდაიცვალა, სასულიერო და საერო ფეოდალების
მხარდაჭერით მეფედ ჰუგოს შვილიშვილი ასევე ჰუგო „კაპეტად“ წოდებული აირჩიეს და
სწორედ ასე იწყება საფრანგეთში კაპეტინგების დინასტიის მმართველობა.

კაპეტინგების დინასტია. თავდაპირველად მათაც მოჩვენებითი ხელისუფლება ჰქონდათ ,


შემდეგ კი შეძლეს სამეფო ხელისუფლების განმტკიცება. მათ ხელთ ეპყრათ ილ-დე -
ფრანსის საჰერცოგო, ატარებნენ წარმატებულ დომენურ პოლიტიკას, შეძლეს გაეზარდათ
საგვარეულო სამფლობელოები. კაპეტინგების პერიოდში საფრანგეთი მაინც არ
წარმოადგენდა მთლიან ერთეულს, მას შემდეგ, რაც საგრაფები და საჰერცოგოები
დამოუკიდებელ სამფლობელოებად გადაიქცნენ, საფუძველი ჩაეყარა სამთავროების
სისტემას, რამაც საფრანგეთი პოლიტიკურად დაასუსტა. თითოეული მსხვილი ფეოდალი
ცდილობდა თავისი სამფლობელოების სრული ბატონი გამხდარიყო. მათგან
გამორჩეული და განსხვავებული იყო ნორმანდიის საჰერცოგო, რომელი მაინც ახერხებდა
განდგომილთა დამორჩილებას, ნორმანდია იყო ძალიან ძლიერი და ამიტომ
საფრანგეთის მეფეები ცდილობდნენ მეგობრული ურთიერთობა დაეჭირათ მათთან რომ
სხვა ნორმანების შემოსევებისგან თავი დაეცვათ.

საფრანგეთი იყო ბევრი ფეოდალური სამფლობელო, რომელიც საკმაოდ ძ₾იერი იყო და


იბრძვოდა დამოუკიდებლობისთვის, საფრანგეთის მეფე მათთან შედარებით არ იყო
ყველაზე მსხვილი ფეოდალი და სწორე დეს იყო მიზეზი მისი მეფედ არჩევისა , ჰუგო
კაპეტი იყო სუსტი და მთავრების დამორჩილებას ვერ შეძლებდა .

საფრანგეთის სამეფო ხელისუფლების სისუსტეს ხელს ის უწყობდა , რომ არ იყო


სახელმწიფოებრივი ჯარი, რომლის საშუალებითაც შეძლებდა მეფე ფეოდალების
დამორჩილებას, ასევე არ იყო ეკონომიკური ბაზა ძლიერი, გლეხი გადასახადებს არა
სახელმწიფოს არამედ თავის ბატონს უხდიდა. ასეთ ვითარებაში კაპეტინგების პირველი
წარმომადგენლები იძულებულები იყვნენ თავიანთ ვასალებს თავაზიანად
მოპყრობოდნენ რადგან ისინი მათზე ძლიერები იყვნენ. მათი ერთადერთი წარმატება ის
იყო, რომ თანამმართველობის წესი შემოიღეს, რითაც შემდეგ შესაძლებელი გახდა
სამეფო ტახტის მამიდან შვილზე გადაცემა, რაც სამეფო ხელისუფლების გაძლიერების
დასაწყისს ნიშნავდა.

ჰუგო კაპეტის დროს მეფობა არჩევითი იყო, და მემკვიდრეობის გადაცემის წესი აღდგა
1223 წელს, ჰუგომ თავის სიცოცხლეში თავისი შვილი რობერი თანამმართველად დაიყენა,
არც სამეფო გაუნაწილებიათ და არც ფუნქციები. ასე მოიქცა რობერიც რომელმაც სამეფო
მის შვილ ანრი პირველს გაუნაწილა. რობერ მეორე „ღვთისმოსავი“ აღზარდა პაპ
სილვესტრე მეორემ, ის იყო ძალიან განათლებული და შეეძლო ეპატიებინა მის
წინააღმდეგ შეთქმულებებიც კი. ის, როგორც მამამისი ცდილობდა ეკლესია მოკავშირედ
გაეხადა ამიტმ მახრს უჭერდა კლუნში დაწყებულ საეკლესიო რეფორმებს. მან აწარმოა
ბრძოლები ზოგი მსხვილი ფეოდალების წინააღმდეგ და გაიმარჯვა , სცადა ბურგუნდიის
საჰერცოგოს შემოერთება მაგრამ ბურგუნდიას ეს არ სურდა, ნორმანდიის ჰერცოგთან
ერთადაც სცადა თუმცა ბოლოს მან უარი განაცხადა და დამოუკიდებელ საჰერცოგოდ
დატოვა, ის ანრი პირველს გადასცა. კი შემოიერთა საგრაფოები, მაგრამ მისი
ძალაუფლება მაინც სუსტი იყო. რობერ მეორემ სიცოცხლის ბოლო წლები შვილებთან
ჩხუბში გაატარა, ამის მიზეზი იყო ის , რომ მისი ცოლიდ აყონებლივ ითხოვდა ტახტის
გადაცემას უმცროს შვილ რ ობერზე. ამის გამო ჰუგო და ანრი იძულებულები იყვნენ
მოხეტიალე რაინდის ცხოვრებით ეცხოვრად, ჰუგო გარდაიცვალა მალევე ანრი კი მამის
სიცოცხლეშივე მემკვიდრედ აღიარეს.

ანრი პირველის დროს საფრანგეთში სამეფო ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდა


დედამისის და საჰერცოგოს ინტრიგების გამო. ანრი იყო მეფე , რომელიც პირველად
განუდგა ნორმანდიის ძლიერ საჰერცოგოს, ის თავისი სიცოხლის ნახევარი ცდილობდა
მათ წინააღმდეგ კოალიციის ჩამოყალიებბას მაგრამ უშედეგოდ, საბოლოოდ უილიამ
დაპყრობელის წინააღმდეგ დამარცხდა 1058 წელს.

მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა შვილი ფილიპ პირველი, რმელსაც


ხელსაყრელი ვითარება ჰქოდნდა ნორმანდია ინგლისისგან ჩამოეცილებინა და
საფრანგეთისთვის დაებრუნებინა, მაგრამ ამისათვის ის უილიამ დამპყრობელის
წინააღმდეგ უნდა წასულიყო და რადგან ეს ომს გამოიწვევდა მან ნორმანდიაზე ხელი
აიღო.
წინამორბედებისგან განსხვავებით ის არ უჭერდა მხარს კლუნიურ მოძრაობას, რამაც
პაპთან კონფლიქტი გამოიწვია, პაპმა ის არაერთხელ განკვეთა ეკლესიიდან, ფილიპი
ცდილობდა დომენის გაფართოებას, თითქმის მოახერხა მაგრამ საფრანგეთის სამეფო
ხელისუფლება მაინც XI საუკუნის ბოლოსთვის უძლური რჩებოდა. საფრანგეთის
პოლიტიკური გაერთიანება იქამდე, სანამ მსხვილი ფეოდალები თავაშვებულები იყვნენ
შეუძლებელი იყო.

ეკლესია ადრეულ შუა საუკუნებში


ქრისტიანული თემები რომის ომპერიის ტერიტორიაზე პირველ საუკუნეში ჩნდება , რომის
იმპერატორები 300 წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს, მათი დევნის შეწყვეტა კი
დაკავშირეულია იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელთან. (306-337). ის ქრისტიანობის
საშუალებით ცდილობდა შეენარჩუნებინა ნგრევიც პირას მისული რომის იმპერია , მისი
აზრით სარწმუნოება უნდა გამხდარიყო მრავალეროვანი იმპერიის სიმტკიცის საფუძველი .
ის იყო პირველი ქრისტიანი მმართველი, ის ჯვრით ხელში იწყებს საიმპერატორო
ხელისუფლების განსამტკიცებლად ბრძოლას.

313 წელს კონსტანტინე დიდმა მ ი ლ ა ნ შ ი გამოსცა ედიქტი, რომლითაც ქრისტიანობას


სხვა რელიგიური მიმდინარეობების თანაბარი უფლებები მიანიჭა . ამის შემდეგ შეწყდა
ქრისტიანთა დევნა და მათ დაუბრუნეს წართმეული ქონება. მეოთხე საუკუნეში უკვე
არსებობდა ქრისტიანული თემების ზედამხედველები - ეპისკოპოსები , რომლებიც
განაგებდნენ რომის ტერიტორიებზე ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს .
323 წელს როდესაც ის გახდა რომის იმპერიის ერთპიროვნულ იმმართველი, მიიღო
გადაწყვეტილება მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის , რომელსაც უნდა
გაეერთიანებინა ქრისტიანული თემები და ჩამოეყალიბებინა ერთიანი დოქტრინა ყველა
მორწმუნესთვის. ის სულ ცდილობდა არ დარღვეულიყო ქრისტიანთა ერთობა, არ დაეშვა
ეკლესიის შიგნით განხეთქილება. ასეთი განხეთქილების მიზეზი უკვე იყო არიოზული
მოძღვრების სახით.

პირველი საეკლესიო კრება. არიოზი იყო ალექსანდრიელი მღვდელი, რომელიც


სამების ერთიანობას უარყოფდა, ის ამბობდა, რომ იყო დრო, როცა ქრისტე არ
არსებობდა, შესაბამისად ფიქრობდა რომ ქრისტე არ იყო მამაღმერთის თანაბარი .
ალექსანდრიის არქიეპისკოპოსი შეეცადა მის გადარწმუნებას, მაგრამ უშედეგოდ ,
არიოზის მწვალებლობა ალექსანდრიიდან გავრცელდა და მან არიოზი ეკლესიიდან
განკვეთა. ამ განხეთქილების აღკვეთა გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა
პირველი მსოფლიოს საეკლესიო კრების, რომელიც 325 წელს ნიკეაში მოიწვია
იმეპრატორმა კონსტანტინე დიდმა. კრებამ დაგმო არიოზული მწვალებლობა და
დაადგინა ქრისტიანული მრწამსი, რომელიც დღესაც უცვლელია მართლმადიდებელ
ეკლესიაში. ამას ერთად დადგინდა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის დრო და
გამოიცა 20 კანონი ეკლესიის მოწყობის. კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი
სტრატოფილე. კრების დადგენილებები როგორც ეპისკოპოსებმა , ასევე იმპერატორმაც
გამოაცხადა, რაც ამტკიცებდა იმპერატორის ხელისუფლების მნიშვნელობას
ეკლესიასთან ურთიერთობაში.
მეორე საეკლესიო კრება. თეოდოს I- მა მოიწვია მეორე საეკლესიო კრება 381 წელს
კონსტანტინოპოლში.მისი მიზანი იყო ნიკეის კრებაზე მიღებული დოგმის განმტკიცებაც
და ეპისკოპოს მაკედონის მწვალებლობის დაგმობა, რომელიც უარყოფდა სულიწმინდას
და მას მიინევდა ძე-ღმერთის ძალად. მაგრამ სამების შესახებ ღმერთი ერთია თავისი
არსებით, მაგრამ სამპიროვანი - მამაღმერთი, ძე-ღმერთი და სულიწმინდა. სამების
წევრები არიან თანასწორნი. ამავე კრებაზე დადგინდა რომ კონსტანტინოპოლი არის
ახალი რომი. ამ ორ კრებაზე საფუძველი ჩაეყარა რომის იმპერიაში ქრისტიანობის
სახელმწიფო რელიგიად აღიარებას, რაც დამთავრდა თეოდოსიუს დიდის ხანაში .
თეოდოსიუსმა უკვე მეოთხე საუკუნეში აკრძალა წარმართული ღმერთების თაყვანისცემა
და მათი დაძრები დაანგრევინა.

მესამე საეკლესიო კრება. ამ ორი საეკლესიო კრების დოგმატებმა, საეკლესიო


მოღვაწეები დააფიქრა ქრისტეში ორი ბუნების განსაზღვრებას, შედეგად დაიწყო ე .წ .
ქრისტოლოგიური დავები, რისი საბაბიც გახდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის
ნესტორის ნაშრომში განვითარებული აზრი. აზრი იყო ასეთი, რომ ქრისტეში არსებობდა
ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური, მისი მტკიცებით, ქრისტე დაიბადა , როგორც
უბრალო ადამიანი და ღვთაებრივი ბუნება შემდეგში შეეწყა მისი წმინდა ცხოვრების გამო .
ანუ ღვთისშმშობელი იყო არა ღვთისმშობელი არამედ უბრალოდ ქრისტეს მშობელი . მის
მოძღვრებას აღუდგა რომის პაპი და ამის აღსაკვეთად თეოდოსი მეორემ 431 წელს
ეფესში მოიწვია მესამე საეკლესიო კრება. კრებამ დაგმო ნესტორის მოძღვრება,
ეკლესიიდან განკვეთილმა ნესტორმა მაინც გააგრძელა მოღვაწეობა და მათ დაიწყეს
ნესტორიანული ქრისტიანობის გავრცელება და წარმატებებსაც მიაღწიეს აზიაში. ამ
პერიოდში ნესტორის მოწინააღმდეგე ევტიხი ჩნდება, რომელიც ამბობს რომ ქრისტეში
ადამიანური ბუნება სრულიად იყო გამოდევნილი და მასში მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება
არსებობდა. ევტიხის მიმდევრებს უწოდებდნენ მონოფიზიტებს , კონტანტინოპოლის
პატრიარქი მას შეეწინააღმდეგა და მისი ცრუსწავლება დაგმო, მაგრამ ევტიხს მხარი
დაუჭირა ალექსანდრიის პატრიარქმა დიოსკორმა, რომელაც მოითხოვა საეკლესიო
კრების მოწვევა. იმპერატორმა მარკიანემ 451 წელს, ქალკედონში მოიწვია მეოთხე
საეკლესიო კრება, რომელსაც 650 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრებამ მიიღო დოგმატი -
„ქრისტეს ორბუნევნობისა და ერთი სახეობის შესახებ, ქრისტეში მოცემულია
ერთმანეთისგან განსხვავებული და განუყოფელი ორი ბუნება - ღვთაებრივი და
ადამიანური, ამ უკანასკნელი ბუნებით ქრისტე ადამიანთა თანაარსია , ცოდვათა გარეშე .
ქალკედონიის კრების მონაწილეთა ნაწილმა ხელი არ მოაწერა დადგენილებას და
აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში - სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში ამ დროიდან
დამკვიდრდნენ მონოფიზიტები.

VI საუკუნეში იმპერატორი იუსტინიანე ცდილობდა რომის იმპერიის აღდგენას ძველი


იმპერიის ფარგლებში, მისი ერთ-ერთი ამოცანა იყო მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების
შერიგება. 553 წელს იუსტინიანე დიდმა მოიწვია მეხუთე საეკლესიო კრება, რომელმაც
გაარჩია მონოფიზიტების საწინააღმდეგო ნაშრომები ცნობილი სამი მოღვაწის ,
თეოდორე, თეოდორე კვირელისა და ივა ედესელის, რომლითაც ნესტორიანელები
სარგებლობდნე. ამ კრებაზე მათი თხზულებები აიკრძალა. მოგვიანებით რომის
იმპერატორები კიდევ უფრო მეტ დათმობებზე მიდიან მონოფიზიტ ეპისკოპოსებთან . 638
წელს გამოიცა ედიქტი „ეკთესისის“ სახელწოდებით, საიდანაც იღებს საფუძველს
მონოთეისტური მოძღვრება, რომლის თანახმადაც ქრისტეს აქვს ორი ბუნება, მაგრამ
ერთი, ღვთაებრივი ნება. მონოფიზიტებისთვის დათმობა გახდა ახალი დავების
საფუძველი, 681 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორმა კონსტანტინე V მ მოიწვია
მეექსვე საეკლესიო კრება, რომელმაც აღადგინა ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებათა
მიერ დადგენილი მრწამსი - ქრისტეში განუყოფლად ორი ბუნებისა და ორი ნების
არსებობა.

მეშვიდე საეკლესიო კრება. შედგა ნიკეაში 787 წელს, დაიგმო ხატმებრძოლეობა,


მაგრამ ამით მწვალებლობის მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა. კრების მთავარი
დადგენილება იყო ხატთაყვანისცემის დოგმატის დადგენა , აქ მიიღეს 22 კანონიური
წესდება, რომელთა შორის მნიშვნელოვანი სიმონიის (საეკლესიო თანამდებობით
ვაჭრობა) აკრძალვა, საეკლესიო ქონების გასხვისება და საეკლესიო თანამდებობაზე
საერო პირის დანიშვნის აკრძალვა იყო.

ქრისტიანული მოძღვრება უპირისპირდებოდა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში წარმოშობილ


დუალისტურ სწავლებას. დუალისტური მოძღვრების თანახმად არსებობდა ორი საწყისი ,
რომელთაგან ერთი ქმნიდა სიკეთეს, მეორე ბოროტებას. ცოდვით დაცემა, ქრისტიანული
მოძღვრების მიხედვით, ადამიანებს არ აშორებს სამუდამოდ ღმერთთან, არამედ
არსებობს ახალი ერა შემოქმედთან ურთიერთობის, ამგზას „ადამიანის ხსნის
სახლთმშენებლობას“ უწოდებენ და ის იყოფა ისტორიულად ორ ეტაპად: პირველი -
ძველი აღთქმის - როცა რჩეული ადამიანის წინამძღოლობით ცდილობდნენ ჭეშმარიტი
გზის პოვნას და მეორე - ახალი აღთქმის - როცა ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა
ხალხთან.

პაპობის დოქტრინის ჩამოყალიბება. რომის პაპები მოციქული პეტრეს მემკვიდრეები


იყვნენ, მათი მემკვიდრეობითი ხელისუფლება მოციქულმა პეტრემ ქრისტესგან მიიღო.
მოციქულთა მოღვაწეობა გახდა საფუძველი რომის პაპებისთვის IV-V საუკუნეებში, რომ
რომის ეკლესიისთვის გაეზარდათ საკუთარი უფლებების იურიდიული შეგნება. რომში
პაპების ხელისუფლების გაძლიერებას ხელი შეუწყო იმპერატორის ტახტის
აღმოსავლეთში გადატანამ, რადგან პაპების სასულიერო ხელისუფლებას საეროც
დაემატა. მიუხედავად ამისა, სხვა ქრისტიანულ სამყაროში რამდენიმე საეპისკოპოსო
მხოლოდ ნომინალურად აღიარებდა მის უპირატესობას. თავიდან რამდენიმე
საეპისკოპოსო კათედრა იყო გათანასწორებული რომთან, ეს კათედრებია :
ალექსანდრიის (მარკოზ მახარობლის მიერ დაარსებული); ანტიოქიის (ლუკა
მახარობლის მიერ დაარსებული); კონსტანტინოპოლის (იოანე ღვთისმეტყველი); და
იერუსალიმის (წმ.იაკობი).

„კონსტანტინეს ნაბოძვარი“. როგორც ვიცით, პიპინ მოკლემ ლანგობარდების


ტერიტორია დაიკავა და პაპს ქალაქი რომი გადასცა, აქედან მოყოლებული პაპები
დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურები გახდნენ, რომელმაც შემდეგში პაპის ან
საეკლესიო ოლქის სახელწოდება მიიღო. პაპებმა თავიანთი საერო ხელისუფლების
დამადასტურებლად ამ პერიოდში შექმნეს დოკუმენტი „კონსტანტინეს ნაბოძვარი “. ეს
სიგელი რომის ეპისკოპოსის სილვესტრ პირველის სახელზე იმ მიზნით შეითხზა , რომ
თითქოს პაპს რომის საერო ხელისუფლება პირველი ქრისტიანი იმპერატორის
კონსტანტინე დიდის მიერ ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნის დასაწყისში ჰქონდა ნაბოძები .
სიგელი ადასტურებდა პირველობას ყველა ეკლესიასთან მიმართებაში , ასევე
სამღვდელოებას პრივილეგიები მიენიჭა, პაპს კი რომის და იტალიის პროვინციები .
მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა დამკვიდრდა თითქმის მთელ რომის პროვინციებში ,
ასევე საქართველოსა და სომხეთში სახელმწიფო რელიგიად აღიარეს.

ქრისტიანული ასკეტიზმი და ბერმონაზვნობის აღმოცენება. ასკეტიზმის გამოვნილება


იყო მონაზვნობა. “ასკეზა“ ბერძნული სიტყვაა და ვარჯიშს ნიშნავს, ანტიკურ სამყაროში ის
სულიერ გავარჯიშებას ნიშნავდა. ქრისტიანული ასკეტიზმი, ადრე სხვა რელიგიებში
არსებული ასკეტიზმისგან განსხვავებით, ზნეობრივი ქრისტეს მიბაძვა სულის ხსნისთვის,
მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. მონაზვნობა კი დაიწყო ეგვიპტეში, აქ უდაბნოში დაიწყეს
განმარტოვებული ცხოვრება ქრისტესთვის თავდადებულმა ადამიანებმა , მონაზვნობის
პირველი მაგალითი ქრისტიანებისთვის იყო ანტონი დიდის ცხოვრება ,რომელიც
ალექსანდრიის არქიეპოსკოპოსმა წმინდა ათანასემ აღწერა . ისინი ცხოვრობდნენ მარტო ,
ტყეებში, უდაბნოებში, დებდნენ აღთქმას რომარასდროს დაქორწინდებოდნენ და
იცხოვრებდნენ სიღარიბეში, ასევე უსიტყვოდ დაემორჩილებოდნენ მონასტრის
ხელმძღვანელ - აბატს.

პირველი მონასტერი დასავლეთში მეოთხე საუკუნის 70-იან წლებში დაარსდა .

პაპობა IX საუკუნის მეორე ნახევარსა და XI საუკუნის შუა ხანებში. ეს პერიოდი რომის


ისტორაში იწოდება „ბნელ საუკუნედ“. ამდროს ისე ეცემა პაპის ავტორიტეტი , რომ
საერთოდ საფრთხეში დააყენა ამ ინტიტუტის არსებობა. რომის პაპის წოდება არ
გადაეცემოდა მემკვიდრეობით და ასეთ შემთხვევაში ეს პაპს დამოკიდებულს ხდიდა
ამომრჩევლისგან, რომელთა ინტერესები უმეტესწილად არ ემთხვეოდა პაპების
ინტერესებს. პაპის ტახტზე სრულიად უბადრუკი ადამიანები აჰყავდათ , რომლებსაც არ
გააჩნდათ ავტორიტეტი საზოგადოებაში. რომის თეოკრატიას ემუქრებოდა
არისტოკრატიულ ოლიგარქიად გადაქცევის საფრთხე, თუმცა ამის განხორციელება
შეუძლებელი გახდა თვით დიდებულთა გვარებს შორის არსებული უთანხმოებისა და
დაპირისპირების გამო. დას. ევროპის ხალხებში, რომლებიც ახლად მოქცეულები იყვნენ ,
მაინც იყო შემორჩენილი წარმართული ცრუ რწმენები, ხშირად ბიბლიას
წინასწარმეტყველებისთვის იყენებდნენ. გერმანელ ხალხში დიდხანს შემორჩა მოდავე
მხარეების გამოცდა - გასამართლება ცეცხლით ან ცივი და ცხელი წყლით.ამან ორდალის
ანუ ღვთის სასამართლოს სახელწოდება მიიღო. ეს გამოიყენებოდა ამ პერიოდში საერო
და სასულიერო პირებს შორის. დასავლეთის სამღვდელოება თანდათან კარგავს
ზნეობრივ გავლენას ხალხზე. მერვე საუკუნეში შემოტანილი იყო მკაცრი მოსანანიებელი
სასჯელი, განკვეთა ეკლესიიდან, რომელიც არა მხოლოდ ერეტიკოსებს, არამედ სხვებსაც
ეხებოდა. განკვეთილებთან ურთიერთობა ყველას ეკრძალებოდა, ნათესავებსაც . თ ასეთი
იქნებოდა მმართველი ან პირი, მაშინ ეკლესია განკვეთდა და დაადებდა ინტერდიქტს
მთელ ქვეყანას ან მხარეს. ინტერდიქტ დადებულ ქვეყანაში წყდებოდა ღვთისმსახურება ,
ეკლესიის კარები დღეში ერთხელ იღებოდა.

ეკლესია როგორც ბიზანტიაში საერო ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული , სახელმწიფო


ანიჭებდა მას სხვადასხვა უფლებებსა და უპირატესობებს, ეკლესიას გადასცემდნენ ისინი
მიწებს.საერო ხელისუფლება ერეოდა ეკლესიის საშინაო საქმეებში , ეპისკოპოსებს საერო
ხელისუფლები ირჩევდნენ. მეათე საუკუნეში დაადგინეს ეპისკოპოსის არჩევის წესი , მეფის
ან მთავრის მიერ, არჩეულისთვის ბეჭდისა და სამღვდელმთავრო კვერთხის გადაცემით ,
ამას ეწოდებოდა ინვესტიტურა და მის გარეშე შეუძლებელი იყო ეპისკოპოსის საეკლესიო
კურთხევა. ამასთან ერთად მეფეებისა და მთავრების ხელში აღმოჩნდა მათი
გასამართლების უფლებაც. მათ ეპისკოპოსების გადაყენებაც კი შეეძლოთ . შედეგად ,
საეკლესიო ხელისუფლება აღმოჩნდა საერო პირთა ხელში.

ჩრდ. ევროპა IX-XI საუკუნეებში.


დანია, შვედეთი, ნორვეგია, არის ევროპის ჩრდილოეთით და იუტლანდიის ნ.კ -ზე მდებარე
სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც IX-XI საუკუნეებში ჩამორჩებოდნენ განვითარებით
ევროპის სხვა ქვეყნებს, მათ რომის გავლენა არ განუცდიათ, დიდხანს ბატონობდა
გვაროვნული წყობილება. მათი ძირითადი საკვები თევზი იყო, რითიც უკავშირდებოდნენ
(ვაჭრობით) სხვა ქვეყნებს.

სკანდინავიის IX-XI სს-ის ხანა შუა საუკუნეების ისტორიაში შევიდა სახელწოდებით :


„ვიკინგების ეპოქა“, აქ ფეოდალიზაციის პროცესი იწყება მაშინ, როცა თითქმის მთელს
ევროპაში უკვე სრულდება. სიტყვა „ვიკინგი“ წარმოიშვა „ვიკისგან“, რაც ყურეს ნიშნავს.
(ყურის მეფეები). ევროპაში მათ ნორმანების (ჩრდ.ხალხები) სახელით მოიხსენიებენ. ძვ.
რუსები - ვარიაგებს, ქართველები - ვარანგებს უწოდებდნენ.

ვიკინგები სხდებოდნენ ნავებში და 60-70 კაციანი რაზმებით შორეულ ლაშქრობებს


აწყობდნენ. მათი პირველი ცნობილი თავდასხმა 793 წელს მოხდა, ინგლისის ჩრდ-აღმ
სანაპიროზე მდებარე ჯეროუს მონასტერი გაძარცვეს და დაწვეს. მათი შემოსევები
ვრცელდებოდა ინგლისის, ირლანდიის, ფრანკების, გერმანიის ტერიტორიაზე. ხალხი
ღმერთს ევედრებოდა, რომ დაეფარა ნორმანების თავდასხმისგან. გადმოცემით , კარლოს
დიდს შორს, ზღვაში შეუნიშნავს მათი ნავები და უთქვამს: „ესენი ჩემს თვალწინ ბედავენ
ასე გამოჩენას და მეფე რას იზამენო“ . ვიკინგების მოძრაობა VII ს-ის ბოლოდან დაიწყო
და თითქმის 2 საუკუნე გაგრძელდა. მიწათმოქმედებისთვის ნაკლებად გამოსადეგი
ნიადაგი ჰქონდათ, მოუსავლიანობა, შიმშილი და ამის გამო ძარცვავდნენ სხვა ქვეყნებს.
ერთი მემატიანე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები შეთქმულებებს აწყობდნენ მამების და
ბაბუების წინააღმდეგ მათი ქონების ხელში ჩასაგდებად, ამიტომ წესი შემოიღეს :
კენჭისყრით შერჩეულ ახალგაზრდებს დევნიდნენ, სხვებს შეეძლოთ მშვიდი ცხოვრება .
სამშობლოდან განდევნილები ლაშქრობდნენ მიწის ხელში ჩასაგდებად . ნორვეგიელები
ისლანდიაში ჩასახლდნენ, ჯერ კიდევ 878 წელს მიადგნენ „ყინულების ქვეყანას“. 930
წლისთვის მათი სანაპირო ზოლი უკვე ნორვეგიელებს ეკავათ. (ისლანდიის შიდა მიწები
ახლაც დაუსახლებელია). 930 წელს ისლანდიის მოსახლეობისთვის დაარსდა ალტინგი -
კულტურული ცხოვრების და შეხვედრების ადგილი. მათი ცხოვრების წესი, ჩვევები ,
კულტურა ისლანდიაში უფროა დღეს ვიდრე სკანდინავიაში.

X საუკუნის 80-იან წლებში „მწვანე მიწა“ - გრენლანდია - ეირის წითურმა აღმოაჩინა.


ნათქვამია, რომ ეს კუნძული ჯუჯებით-ესკიმოსებით იყო დასახლებული.
სკანდინავიელებმა ჩრდ. ამერიკის სანაპიროებთანაც აღმოაჩინეს კუნძულები :
ჰვლიულენდი (ბრტყელი ქვების ქვეყანა); მარკლანი (ტყის ქვეყანა), ვინლანდი (ველური
ვაზის ქვეყანა). ამ ექსპედიციეს ლეიფ იღბლიანი, წითურის ვაჟი ხელმძღვანელობდა და
როგორც ჩანს, დაახლოებით 1000 წელს მართლა მიაღწიეს ამერიკას და ნიუფანდლენდი
აღმოაჩინეს. ამას ადასტურებს არქეოლოგიური მასალები - ვიკინგური „გრძელი
სახლების“ ნაშთები. ამ აღმოჩენას არ დაუტოვია კვალი ევროპის ისტორიაში, პირველობა
მაინც კოლუმბს ეკუთვნის, რადგან ამერიკის რეალური სახე ევროპისთვის მისი აღმოჩენის
შემდეგ გახდა ცნობილი.
IX საუკუნის შუა ხანებში ვიკინგები საფრანგეთშიც იჭრებიან, 848 წელს ბორდო გადაწვეს,
პარიზს ალყა შემოარტყეს, 911 წელს კი ფრანკთა მეფემ შარლ მესამემ ნორმანელ ბელად
როლონს ლა-მანშის სრუტის სანაპიროზე მიწები დაუთმო. ნორმანდია და ჰერცოგის
ტიტული მიანიჭა (911წელს).

ვიკინგების ეპოქის დასაწყისი. 789 წელს დანიის მეფის ბეოტრიკის მმართველობის


დროს, ინგლისის სანაპიროზე 3 დანიური ხომალდი გამოჩნდა. ინგლისის მეფემ გაგზავნა
კაცი, რომელიც ცდილობდა დაერწმუნებინა მეზღვაურები, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ ,
მაგრამ ის მოკლეს. 4 წლის შემდეგ, 793 წელს მოხდა თავდასხმა ჯეროუს მონასტერზე.
არის მოსაზრება, რომ ვიკინგთა თავდასხმები უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ კონკრეტულ
თარიღს არ ასახელებენ და უფრო მართებულია, რომ ეს VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო.

ვიკინგების ეპოქა შეიძლება სამ ეტაპად დავყოთ:

პირველი ეტაპი (793-891წწ): თავდასხმებს განიცდის ბრიტანეთის კუნძულები და


სკანდინავია. დამახასიათებელია შორეული ექსპედიციები ახალი მიწების აღმოსაჩენად .
დაპყრობის საფრთხე ემუქრება საფრანგეთსა და გერმანიას. ეტაპის დასასრულად
ითვლება 891 წელს ვესტფარში ანგლო-საქსებისთან დამარცხება.

მეორე ეტაპი (891-980 წწ): ყალიბდება სკანდინავიური სახელმწიფოები, შემოსევებს


განიცდის საფრანგეთი/გერმანია. 960 წელს ესპანეთიც. 911 წელს, როგორც ითქვა,
როლო იღებს ჰერცოგის ტიტულს, 912 წელს - ქრისტიანობას. მისი თანამებრძოლებიც
ფრანგებს შეერწყნენ.

მესამე ეტაპი (980-1066 წწ): „ვიკინგი-კონუნგების“ ერა. თავდასხმის ობიექტია -


საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, სიცილია. ვიკინგებმა ვაჭრობა დაიწყეს შორეულ
ქვეყნებთან, დამკვიდრნენ დაპყრობილ მიწებზე. 1066 წელს ინგლისის მეფე ედუარდი
გარდაიცვლება, რომელსაც არ ჰყავს მემკვიდრე, ტახტზე ადის ჰაროლდი, რომელიც 1
წელიც ვერ მეფობს. 1066 წელს ნორმანდიის ჰერცოგი უილიამ დაპყრობელი (უკანონოდ
შობილი) ინგლისს იპყრობს. ამ დროიდან კი იწყება ინგლისში ნორმანების ბატონობა და
ამით სრულდება ვიკინგების ერა.

ფეოდალიზაციამდელი პერიოდი. სკანდინავიის უძველესი ხანის შესახებ


მნიშვნელოვანი წყაროები არ გვაქვს. ტაციტუსი ნაშრომში „გერმანია “ იხსენებს სვონების
ტომს და ამბობს, რომ ძლიერი ჯარი ჰყავთ, ფლოტი, მათ ხომალდებს ორივე მხარეს აქვთ
ცხვირი, რომ ნებისმიერ ნაპირთან შევიდეს. ისინი მალავენ იარაღს და უფრთხილდებიან .
ტაციტუსი ყურადღებას აქცევს მათ ხომალდს, ვიკინგები დრაკარების ცხვირზე
ამაგრებდნენ დრაკონების თავებს, რასაც ბრძოლის დროს მოწინააღმდეგე უნდა
შეეშინებინა. თავიანთ მიწებს ამ დრაკონის თავებით არ უბრუნდებოდნენ , ხსნიდნენ ,
რადგან ეს ითვლებოდა კეთილი სულების დაფრთხობად.

პტოლემაიოსი თავის რუკაზე სკანდინავიას კუნძულად აღნიშნავს და სკანდიას უწოდებს,


როგორც ჩანს, ის ამ ქვეყნებს ნაკლებად იცნობდა. უფრო მეტი ცნობა აქვს პროკოფი
კესარიელს. იმ ტომთა შორის, რომლებიც ადრევე იყვნენ დასახლებულნი სკანდინავიაში
არიან გეოთები ანუ ეოთები, სამხრეთით მცხოვრებლები, ამიტომ ამ ადგილმა დღემდე
შეინარჩულა სახელწოდება - გეოთალანდი. ხოლო ცენტრალურ ნაწილში - სვიონები ანუ
შვედები. იუტლანდიის ნ.კ- ზე ცხოვრობდნენ დანები - დანიელები. შვედეთი ნორვეგიის
ჩრდილოეთით - ფინების ტომები.

სკანდინავიელებს თემური წყობილება ჰქონდათ. ისინი არ განიცდიდნენ რომაიზაციას და


შესაბამისად თემური წყობილება დიდ ხანს უცვლელი დარჩა. მათ თითოეულ ტომს ჰყავდა
ხელმძღვანელი - იარლი. რამდენიმე ტომი ქმნიდა მსხვილ ტომობრივ გაერთიანებას,
რომლის მნიშვნელოვან საქმეებს საერთო კრება განიხილავდა, იყო უხუცესთა საბჭოებიც .
საზოგადოების საფუძველს შეადგენდნენ თავისუფალი გლეხებიც - ბონდები . იმაში , რომ
თანდათან თემური წყობილება დაირღვა და კლასობრივი საზოგადოება ჩაისახა ,
მნიშნელოვანი როლი მიუძღვის მონობას. ამ ქვეყნებში გავრცელებული იყო
პატრიარქალური მონობა. მონური შრომა გავრცელებული იყო დანიაში, შვედეთში .
მათთვის ცალკე ნაკვეთები იყო გამოყოფილი. კლასების ფრმირების პროცესი
ხანგრძლივი აღმოჩნდა. XI ს-შიც იყო შემორჩენილი თემური წყობილების ნაშთები -
სისხლის აღება და სტუმართმოყვარეობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ურთიერთობებს ,
ვიკინგთა ეპოქაში მდიდარ, შეძლებულ მამაკაცს იმდენი ცოლის მოყვანა შეეძლო,
რამდენსაც არჩენდა. აქ თითოეულ გვარს გარკვეული რეპუტაცია ჰქონდა . ანუ ადამიანებს
გვარის მიხედვით აფასებდნენ. დიდ ოჯახებში ყველაზე ზრუნავდნენ , ყველა მოხუცზე .
ძველ სკანდინავიაში სასამართლო სადავო საკითხს იმის სასარგებლოდ წყვეტდა , ვინც
მეტ ნათესავს მოიყვანდა. ადამიანი ჯერ გვარის სასარგებლოდ იქცეოდა და მერე
ფიქრობდა საკუთარ ინტერესებზე. ასეთი საზოგადოება არის ტრადიციული და არა
ინდივიდუალური.

თემური წყობილების გახანგრძლივების შედეგი იყო ის, რომ სკანდინავიაში


ფეოდალიზაციის პროცესი IX-XI სს-ში დაიწყო. დიდი ხნის მანძილზე შემორჩა თემური
წყობილება დაუმუშავებელ მიწებზე. ქრისტიანობამ , როგორც ფეოდალურმა
იდეოლოგიამ მე-13 ს-მდე იქ ფეხი ვერ მოიკიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრანკებმა
არაერთხელ სცადეს. ამ მისიით 829 წელს სკანდინავიაში ბერი ანსგარი გაემგზავრა ,
მაგრამ უშედეგოდ. ასეთივე უშედეგო იყო ცდა XI ს-ის 30 იან წლებში.

დანიის სამეფოს წარმოშობა. დანიაში ფეოდალიზაცია შედარებით ადრე დაიწყო, რასაც


ხელი შეუწყო იმან, რომ აქ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად მისდევდნენ
მიწათმოქმედებას. დანია ახლოს იყო ტერიტორიულად ფრანკთა მონარქიასთან სადაც
უფრო ადრე მოხდა ფეოდალური ურთერთობების ჩამოყალიბება/განმტკიცება / ისინი
ცდილობდნენ მეზობელ ქვეყნებზე მოეხდინათ გავლენა. დანიაში ფეოდალიზაციის
პროცესი სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ადრე მოხდა . 965 წელს მიღეს
ქრისტიანობა. წარმოიქმნა ადრეული ფეოდალური სამეფო. VIII ს-ში დანიის მეფე
ჰარალდმა გააერთიანა დანია და სამხრეთ სკანდინავია. მეფე გოდრიფის დროს დანიას
შეუერთდა შლეზვიგი. X-XI სს-ში დანია ისე გაძლიერდა, რომ აგრესიული პოლიტიკის
გატარება დაიწყო. ვიკინგები სისტემატიურად ესხმოდნენ თავს კაროლინგებს. 885 წელს
ალყა შემოარტყეს პარიზს, 886 წელს ჩრდ-აღმ ინგლისი დაიპყრეს და იქ გაბატონდნენ. X ს-
ში ფეოდალიზმის განვითარებისთვის საჭირო იყო ქრისტიანობის მიღება , რომელიც
მიიღო ჰარალმა 950-986 წლებში. აკლესია მიწებით დაასაჩუქრა და ფეოდალური
პრივილეგიები მიანიჭა. ჰარალდის დროს დანია ძლიერი იყო, მან რამდენიმე ლაშქრობა
მოაწყო ინგლისში. მეფე სვენის დროს დანიამ ინგლისი ისევ დაიმორჩილა (960-1014) და
ნორვეგიის ნაწილი დაიპყრო. მაგრამ დანიელთა ბატონობა ხანმოკლე აღმოჩნდა .
ხელახალი თავდასხმები ინგლისზე დაიწყო სვენის ვაჟმა - ჰარალდმა, მაგრამ ვერ მიუწრო
ინგლისის საბოლოო დამორჩილებას. მის მიერ დაწყებული ასქმე გააგრძელა სვენის
მეორე შვილმა - კნუდმა (1017-1035) და როგორც ცნობილია, მან მოახერხა საბოლოოდ
ინგლისის დაპყრობა. მისი მეფობის დროს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა დანია ,
ნორვეგია, ინგლისი და შვედეთის ერთი ნაწილი. მაგრამ კნუდის გაერთიანებული სამეფო
არ აღმოჩნდა მყარი. მისი გარდაცვალების შემდეგ, დაიშალა და მის მიერ დაპყრობილი
სამეფოებიდან დარჩა მხოლოდ სამხრეთ სკანდინავია.

ფეოდალიზაციის პროცესი ნორვეგიაში. ძვ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქ


ცხოვრობდნენ სხვადასხვა ტომები, რომლებიც თემურიწყობილებით ცხოვრობდნენ .
ნორვეგიაში დასახლება ნაკლები იყო და ეს აიხსნება ბუნებრივი პირობებით . აქ არ იყო
ვრცელი ვაკე ადგილები, რომლებზეც დიდ სოფლებს გააშენებდნენ. ნორვეგიელები
პატარ-პატარა ოლქებში (ფიულკებში) ცხოვრობდნენ, რომლებს შორისაც მაღალი მთები
იყო და მათი დაკავშირება ყურეების (ფიორდების) მეშვეობით ხდებოდა . თითოეულს
უხუცესი „იარლი“ მართავდა. რამდენიმე ტომი ტომობრივ კავშირში ერთიანდებოდა . ამ
გაერთიანებების საქმეებს სახალხო კრება „ტინგი“ ხელმძღვანელობდა. თავიდან აქ
გვარის ყველა თავისუფალი წევრი ცხადდებოდა, უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ
შემდეგ ეს გართულდა, რადგან ტომობრივი კავშირიც გაფართოვდა და თან, ტინგზე
გამოცხადებისთვის შორიდან სამოსული გვარის წევრი დიდი ხნით უნდა მოწყვეტილიყო
მიწას. ტომთა უფრო მსხვილი გაერთიანება იყო „რიკი“ ასეთი გაერთიანებების მეთაური
იყო „მეფე“ კონუნგი, რომელსაც ირჩევდა ტინგი. თუ ის ტინგის მოთხოვნებს არ
დააკმაყოფილებდა, ტინგი მას ისევ გადააყენებდა.

ტომთა გაერთიანებების შემდეგ ნორვეგიაში 4 დამოუკიდებელი ოლქი წარმოიქმნა ,


რომელთაც თავიანთი ტინგები ჰქონდათ, საკუთარი წესები და კანონები. მათ შორის
სხვაობა გამოიწვია ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონემ და სხვადასხვა
სოციალურმა წყობამ. ამ მხრივ ჩრდ. ნორვეგია განსხვავდებოდა სამხრეთისგან.
ნორვეგიაში დიდი ხანი უძღოდა წინ თემური წყობილების რღვევა ფეოდალიზაციის
დასაწყისს. ევროპის ქვეყნებთან შედარებით, აქ უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა ეს
პროცესი. ამის მიზეზი და ვიკინგების ძირითადი საყრდენი იყო მსხვილი ოჯახი , საუკუნის
მანძილზე უცვლელი, ის X ს-ის სამართლის წიგნებშიც მოიხსენიება. წყაროებში ვიგებთ,
რომ მსხვილი ოჯახის მეურნეობის დაყოფა მემკვიდრეთა შორის არ იყო დაშვებული . თუ
მემკვიდრე 2 ძმა იქნებოდა, მიწა ერთ-ერთ მათგანზე გადავიდოდა კენჭისყრით. ერთი ძმა
იძულებული იყო ძმის სახლში დარჩენილიყო, ანუ დიდი ოჯახის მიწა კერძო საკუთრება კი
არა, დიდი ოჯახის კოლექტიური საკუთრება იყო.

კერძო საკუთრების გაჩენა/განვითარებას თემური ტრადიციები აფერხებდა . თუ ვინმე


გადაწყვეტდა მიწის გაყიდვას, ის მის ნათესავს უნდა ეყიდა და თუ ის უარს იტყოდა მერე
ჰქონდა უფლება გარეშე პირს მიწის ყიდვის. 20 წლის განმავლობაში თუ მფლობელი
გარდაიცვლებოდა მემკვიდრესაც ჰქონდა გამოსყიდვის უფლება . ეს ხელშემშლელი
პირობები ფეოდალიზაციის პრცესის გვიანაც ხდებოდა .

ნორვეგიის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი ვითარება. ცალკეული ნორვეგიული


ტომები უფრო მსხვილ გაერთიანებებს ქმნიდნენ. IX ს-ში ნორვეგიის ყველაზე
განვითარებული ოლქის, ვესტფოლდის პირველმა კონუნგმა ჰარალდ ჰარფაგერმა
(მშვენიერთმიანმა) (890-940-945 წწ) პირველად თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა
ნორვეგიის აღმოსავლეთ ნაწილი, უნდოდა დასავლეთ ნორვეგიის შემოერთებაც , მაგრამ
ვერ მიაღწია შედეგს, არაა წყაროები როდის დაიპყრო ჰარალდმა ნორვეგია , მაგრამ ის
„ნორვეგიელთა მბრძანებელი“ გახდა.

მეფეთა მიშვნელოვანი დამხმარე იყო კათოლიკური ეკლესია. ნორვეგიაში ქრისტიანობა


ვრცელდება X საუკუნის II ნახევრიდან. დანიის და ნორვეგიის მეფე ჰარალდ I
ლურჯკბილებამ დანია&სკონეს ხალხი გააერთიანა, 965/966 წელს მიიღო ქრისტიანობა,
რაც ნაკარნახევი იყო რომის ხელსაყრელი პოლიტიკური ურთიერთობით. შუა საუკუნეების
წყაროების თანახმად, ჰარალდი საკუთარმა შვილმა სვენმა ქრისტიანობის მიღების გამო
მოკლა, რადგან ის უკანასკნელი წარმართი იყო. ამავე საუკუნის ბოლოს, ჰარალდ
მშვენიერთმიანის შვილიშვილმა ოლაფ I -მა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად
გამოაცხადა. (მისგან მოინათლა ამერიკის პირველი აღმომჩენი ლეიფ ერიკსონი).
ნორვეგიაში ქრისტიანული ეკლესია უფრო გაძლიერდა ოფალ II სქელი ჰარალდსონის
დროს. ის წმინდანად შერაცხა პაპმა ალექსანდრე III-მ 1164 წელს. ოლაფ „წმინდა“
უკანასკნელი იყო ,რომელსაც კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც აღიარებდნენ ,
სამეფოში ქრისტიანობის გავრცელებას მოჰყვა ნორვეგიის ბელადთა კონფლიქტი , მათ
დახმარება მეფე კნუდს თხოვეს, რომელიც იმ დროს გახდა დანია/ინგლისის მეფე (1020წ).
მოხდა ჰელეოსთან ბრძოლა 1028 წელს. ოლაფმა მეუღლე შვედეთში დატოვა და თავად
შვილთან ერთად გაიქცა იაროსლავ ბრძენთან. 1030 წელს ნორვეგიელი გლეხების
ლაშქართან დამარცხდა და დაიღუპა.

შვედეთი. შვედეთში გერმანული ტომები სახლობდნენ. სამხრეთით - გეოთები, ცენტრში -


სვიონები. შვედებს დიდი ხნის განმავლობაში გვაროვნული წყობილება ჰქონდათ,
რომლის დარღვევაც შესამჩნები VI-VII ს-ში გახდა. ეს პროცესი VIII ს-სთვის ვითარდებოდა,
როცა შინაგან რღვევას გარე ფაქტორიც დაემატა. შვედი ვიკინგების ლაშქრობები სხვა
ვიკინგებთან შედარებით სავაჭრო ურთიერთობებში უფრო გამოიხატებოდა . შვედეთის
პირველი ქალაქი ბირკა იქცა ბალტიის სავაჭრო ცენტრად.

რატომ განელდა შვედეთში ფეოდალიზაციის პროცესი? - როგორც ნორვეგიაში , იქაც


ბუნებრივი პირობების გამო მიწათმოქმედება ვერ გადაიქცა სოფლის მეურნეობის წამყვან
დარგად. შვედების საარსებო საშუალება იყო მესაქონლეობა, ნადირობა , მეთევზეობა , რა
პირობებშიც მსხვილი ფეოდალური მეურნეობის წარმოქმნა შეუძლებელი იყო. დროთა
განმავლობაში ჩრდ.სამეფო საკმაოდ გაძლიერდა. სამხრეთ ნაწილი უფრო მეტად
აღმოჩნდა დანიის/გერმანიის სამეფოებთან. ისინი დანიელებთან ერთად აწარმოებდნენ
ბრძოლებს უპსალელების წინააღმდეგ, X-XI ს-შიც. გაიმარჯვა უპსალამ და ეს ორი
სახელმწიფო გაერთიანდა, რომლის მეფე გახდა ოლაფ შეტკონუნგი ( XIს). ის იყო დანიის,
ნორვეგიის, ინგლისის მეფის კნუდ დიდის ძმა და შვედეთის პირველი ქრისტიანი მეფე .
წარუმატებელი იყო ქრისტიანობის გავრცელებაში, მაგრამ არ უარყო ქრისტიანობა
სიკვდილამდე. (ისინი დაახლ. 1000 წელს გაქრისტიანდნენ).

სკანდინავიურ საზოგადოებას კონუნგები (მეფეები) მართავდნენ , რომელთაც


ეხმარებოდნენ იარლები. ყველა მიწაზე იკრიბებოდა ტინგები (კრება ). ძვ.
სკანდინავიელთა რელიგიაზე წარმოდგენას გვაძლევს სიმღერები და თქმულებები
ღმერთებსა და გმირებზე - „უფროსი ედა“ - შეიქმნა 1200 წელს, რომელიც მითოლოგიის
ვრცელი კრებულია.

სამხედრო ორგანიზაციის, ფლოტის შექმნის პირობები. 1) გეოგრაფიული მდებარეობა


და მკაცრი კლიმატური პირობები, რომელიც არსებობისთვის ბრძოლას მოითხოვდა .
გადაადგილების ძირითადი საშუალება იყო ზღვა, შესაბამისად განვითარებული იყო
გემთმშენებლობა; 2) რელიგია, მითოლოგია, „მხედრის კულტის მენტალიტეტი“; 3)
თავისუფალი გლეხების დიდი რაოდენობა, რომლებიც ბავშვობიდან სწავლობდნენ
სამხედრო ხელოვნებას, რაც დიდი ადამიანური რესურსი იყო ჯარის შესაქმნელად ; 4) რიგ
რაიონებში მოსახლეობის სიჭარბე, მემკვიდრეობის წესი (რომ უფროს ძმას ეკუთვნოდა ).
ვიკინგთა შორის იყო განსაკუთრებული რაზმი - ბერსერკები.

ბრიტანეთი VIII-XI
ბრიტანეთის ტერიტორიის პირველმოსახლენი იყვნენ ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციის
ტომები - იბერიელები, რომლებიც პირინეის ნ.კ-დან ძვ.წ. III ათასწლეულში
გადმოსახლდნენ. არქეოლოგიური ძეგლები მრავლადაა აღმოჩენილი მათი, რაც
ადასტურებს, რომ იბერიელებს სავაჭრო/კულტურული ურთიერთობები არ გაუუწყვიტავთ
ესპანეთთან და სხვა ქვეყნებთან. ძვ.წ. 700 წლიდან ბრიტანეთში შეიჭრნენ კელტური
ტომები (ვალები), რომლებმაც შეავიწროვეს იბერიელები და გააძევეს ჩრდ.დას- ში . 200
წლის შემდეგ გამოჩნდნენ ბრიტები, ასევე კელტური ტომები , რომლებმაც მარტივად
გააძევეს თავიანთი ნათესავები. მათ დაიკავეს ტერიტორია და კუნძულიც თავისი სახელით
დააჯილდოვეს. ძვ.წ. პირველ საუკუნეში გამოჩნდნენ ბელგები, ჩრდ.გალიიდან,
რომლებმაც ბრიტანეთი კიდევ უფრო განავითარეს, აითვისეს ტყიანი ტერიტორიები ,
მიწათმოქმედება გააუმჯობესეს, მათ თანდათან განავითარეს სავაჭრო კავშირები , შემდეგ
გამოჩნნენ რომაელები გაიუს იულიუს ცეზარის მეთაურობით, მანამდე კეისარმა ჯერ
გალია დაიმორჩილა. მან ორჯერ ილაშქრა, ჯერ 55 წელს, როცა დიდი არმიის მიუხედავად
მაინც იძულებული გახდა უკან დაეხია, შემდეგ წელს ისევ დაესხა თავს და გატეხა
ბრიტანეთის წინააღმდეგობა. მიუხედავად იმისა, რომ რომში 3 დღე ზეიმობდნენ
ბრიტანეთის დამორჩილებას, კუნძული რეალურად დაიპყრეს 90 წლის შემდეგ,
კლავდიუსის იმპერატორობის დროს ახ.წ. 43 წელს. ბრიტანეთის ზედაფენამ განიცადად
რომანიზაცია და კელტი ტომების ბელადებიდან მიწათმფლობელებად გარდაიქმნენ .
ლონდონი იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი ამ დროს, მოსახლეობის ნაწილი
ნაკლებად ეზიარა რომანიზაციას და საკუთარი თვითმყოფადობა შეინარჩუნა . 407 წელს
რომაული მმართველობის პერიოდი დასრულდა. ბრიტანეთში დაბანაკებული რომაელები
გაიწვიეს ვესტგოთებთან საბრძოლველად, მათ ამავე დროს გალია დაიკავეს, რითაც
ბრიტანეთი რომაულ სამყაროს მოწყდა. ცენტრალიზებული ხელისუფლება მოისპო ,
ბრიტანეთი სუსტ სამთავროებად დაიშალა, რომლებსაც ადგილობრივი მაგნატები ედგნენ
სათავეში. სწორედ ამ დროს ქვეყანას მოევლინა ახალი სასტიკი მტერი - ანგლები,
საქსები, იუტები, რომელთა ბატონობა გაგრძელდა I საუკუნიდან V-საუკუნის
დასაწყისამდე. ის, რომ რომანიზაციის განხორციელება საბოლოოდ ვერ შეძლეს, იმით
აიხსნება, რომ ბრიტანეთში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი სხვადასხვა
საზოგადოებრივი წყობა: ანგლო-საქსების თემური წყობილება და რომაელთა
მონათმფლობელური წყობილება.

ანგლო-საქსები იყვნენ გერმანული ტომები, ეს არ იყო ჩვეულებრივი დაპყრობა , ისინი


ახალი საცხოვრებლის საჭიროების მიზნით ჩამოვიდნენ. მათ კელტებმა გაუწიეს
წინააღმდეგობა, რასაც მოწმობს ლეგენდა მეფე არტურზე, რომელმაც რაინდთა
საზოგადოება დაარსა ე.წ. მრგვალი მაგიდა. მის შესახებ შეიქმნა რომანი სახელად : „მეფე
არტური და მისი მრგვალი მაგიდის რაინდები“. VII საუკუნეში ამ ტომებმა დაიპყრეს
ბრიტების ძირითადი ტერიტორია, ბრიტებმა უკან დაიხიეს, ზოგი დაიღუპა , ნაწილი
გადასახლდა გალიაში, არმორიკუმში, სადაც შეიცვალა ეთნიკური შემადგენლობა და
ბოლოს ბრეტანი შეერქვა. ბრიტანეთში საქსებმა დაიკავეს სამხრეთი ნაწილი კენტის
გარდა, ის იუტებმა დაიპყრეს. ცენტრალურ, აღმ-ჩრდ. ოლქში ანგლები განლაგდნენ. ამ
გადასახლება/დაპყრობის პროცესში ტომობრივი თავისებურებები იშლებოდა და
მიმდინარეობდა სხვადასხვა ტომების შერწყმა. ბრიტანეთის დაპყრობილ ნაწილს უწოდეს
ინგლისი, ხოლო მაცხოვრებლებს ანგლო-საქსები. ეწოდა ინგლისი, „ანგლების მიწა“.
თავისუფალი მეთემეები ფლობდნენ მიწებს - ჰაიდებს, რომელიც მამიდან შვილზე
გადადიოდა, თუმცა ჯერ კიდევ არ იყო კერძო საკუთრება. მფლობელები ვალდებულნი
იყვნენ ბრძოლაში მიეღოთ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწასაც კარგავდნენ
და თემიდანაც განიდევნებოდნენ. ანგლო-საქსების არისტოკრატია ერლებისგან
შედგებოდა, რომელთაც კერდებთან (თავისუფალი მოსახლეობა) შედარებით 2-ჯერ მეტი
ვერგელდი ჰქონდა დაწესებული. დაბალ სოციალურ ფენას წარმოადგენდა
ნახევრადთავისუფალი ლიტები და უილები, მონებს არ გააჩნდა ვერგელდი , მათი მოკვლა
ჯარიმდებოდა.

ანგლო-საქსები მისდევდნენ უფრო მიწათმოქმედებას, ვიდრე მესაქონლეობას.


ნადირობა/თევზაობაც არანაკლებ იყო გავრცელებული. ადგილობრივ მოსახლეობასთან
ბრძოლამ ხელი შეუწყო თემური წყობილების რღვევას, სამხედრო ხელმძღვანელების
უფლებების ზრდას და ხელისუფლების ცენტრალიზაციას. სანამ განმტკიცდებოდა სამეფო
ხელისუფლება, მეფესაც ვერგელდი ჰქონდა, ის IX საუკუნეში გაუქმდა და უკვე სიკვდილით
ისჯებოდა მეფის მოკვლა. ანგლო-საქსები არ იხდიდნენ გადასახადებს, მეფეს
შემოსავლის ნაწილი მამულები და ჯარიმები იყო, ანუ მათ მამულებით ასაჩუქრებდა მეფე .
„ბოკლენდი“ ერქვა გასაჩუქრებულ მიწებს. მათ მეპატრონეებს ეკისრებოდათ სამხედრო
სამსახური, ხიდების შეკეთება და ციხესიმაგრეების აგება . ბოკლენდის დანერგვამ ხელი
შეუწყო ფეოდალური საკუთრების ჩასახვას და ბატონყმური ურთიერთობების
განვითარებას, რადგან დაჯილდოებული პირი შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა .

სამხრეთში საქსებმა შექმნეს 3 სამეფო: უესექსი, სასექსი, ესექსი. იუტებმა - კენტი.


ანგლებმა აღმოსავლეთში - ანგლების სამეფო, ჩრდილოეთში შეიქმნა ორი შერეული
სამეფო - მერსია და ნორთუმბრია. მათ შორის მიმდინარეობდა ბრძოლები, ჯერ VII ს-სი
ნორთუმბრია გაძლიერდა, VIII-ში მერსია, IX-ში საქსების სამეფო - უესექსი. ეს სამეფოები
ცდილობდნენ პირველობას და სხვების შემოერთებას. მათ შორის წარმატებას უესექსმა
მიაღწია. ანუ VII ს-ში ბრიტანეთში წარმოიშვა 7 გაერთიანება „ჰეპტარქიის“ -
შვიდმეფობა“. „ჰაიდი“ (მიწა) სახალხო საკუთრება ანუ „ფოლკლენდი“ იყო.

მეფე ოფას მმართველობისას დაიწყო ერთიანი ინგლისის ჩამოყალიბების პროცესი . 780


წელს დაამყარა ბატონობა სამხრეთში და უესექსის სამეფოსთან აღადგინა კავშირი . ის
გახდა აღმოსავლეთ ინგლისის მეფე. მას ისტორიკოსები ალფრედ დიდამდე მიიჩნევდნენ
ყველაზე ძლიერ ანგლო-საქს მეფედ. მან მოჭრა ახალი ფული, რომელიც ჩრდილოეთის
გარდა ყველგან იყო. მისი მონეტების უმეტესობაზე გამოსახულია მისი მეუღლე. მაგრამ
მერსიის მეფეთა ინგლისის გაერთიანება არ იყო მტკიცე. 829 წელს უესექსის მეფე
ეგბერტმა თავის ხელისუფლებას დაუქვემდებარა სამხრეთ და ცენტრალური ნაწილი . ეს
წელი ითვლება 7 სამეფოს პირველი გაერთიანების წლად. ეგბერტმა მიიღო „ბრიტანეთის
მმართველის“, მთავარი მეფის ტიტული. ისტორიკოსები მას ინგლისის პირველ მეფეს
უწოდებენ. ამ დროისთვის ძირითადად მოხდა კელტების და ანგლო-საქსების შერწყმა .
კელტური რენესანსი. VI საუკუნეში ბრიტანეთში გამოაგზავნა რომის პაპმა რომაელი
მისიონერები რომაული ქრისტიანობის გავრცელების მიზნით. VI საუკუნეში კელტების
ბრიტანეთში გავრცელდა ქრისტიანული რელიგია, რომელიც არა რომის, არამედ
ბერძნული ეკლესიის გავლენის ქვეშ იყო. ამ საუკუნის ბოლოს კელტური ქრისტიანობა
სრულიად მოწყდა სხვა ქრისტიანებს და საკუთარი განვითარების გზით წავიდა , საკუთარ
ტრადიციებს ქმნიდა და ავითარებდა. იყო განსხვავება პასექის დღესასწაულზე . ასევე
მაშინ, როცა ევროპის სხვა ქვეყნებში „ ბნელი ეპოქა იყო“ აქ განვითარებული იყო
კულტურა და განათლება. „ლინდისფარნის ხარება“ და „კელტების წიგნები“ - ეს ორივე
ნაშრომი ჩრდ. ბრიტანეთიდან მოდის, თუმცა ისინი კელტურ ქრისტიანობას საკუთარი
მხრიდან ახასიათებენ. სწორედ ესაა „კელტური რენესანსის“ არსი. საბოლოოდ იქ
გაიმარჯვა რომის ეკლესიამ, პაპები იმ მეფეებს უჭერდნენ მხარს, ვინც რომაულ
ქრისტიანობას, ანუ კათოლიკეობას იღებდა, მაგრამ უბრალო ანგლო-საქსები და
კელტები ირლანდიურ ეკლესიას უჭერდნენ მხარს, VIII ს-ში კი ზოგი ისევ წარმართი იყო.

ანგლო-საქსთა საზოგადოებრივი წყობა VII-VIII სს. ანგლო-საქსების მოსვლის შემდეგ,


მათი საზოგადოების „ბირთვი“ იყვნენ გლეხი მეთემეები, რომლებიც დიდ ოჯახებად
(კერლებად) ცხოვრობდნენ. მათ გვერდით იყვნენ დიდებულები - ერლები (სკანდინავიური
წარმოშობის ტიტული). ჰეზიტები იყვნენ სამხედრო დიდკაცობა, რომელთც ეწოდათ
შემდეგ ტენმი. ქვედა ფენა ლეტები და უილები, რომლებთაც საკუთარი მიწები არ
ჰქონდათ. VII საუკუნეში კერლებს შორის დაიწყო ფენებად დაშლა, რამაც თემური
წყობილების რღვევა გამოიწვია. ფოკლენდის გვერდით გაჩნდა უპირობო
მიწათსაკუთრება. მეფის წყალობა მიწაზე ფორმდებოდა, რომელსაც ამტკიცებდა
„ბრძენთა საბჭო“ - მეფის მრჩევლები. რაც ითქვა - ბოკლენდი. ეს იყო ბრიტანეთში
ფეოდალური მიწათმფლობელობის პირველი ცნობილი ისტორიული ტიპი. ინგლისში
სწორედ ბოკლენდის გაჩენით დაიწყო მსხვილი მიწათმფლობელობის ჩამოყალიბება .

ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. VIII-IX ს-ში გლეხთა მდგომარეობაზე


მძიმეთ აისახა დანიელთა სასტიკი თავდასხმები. ისინი სიმაგრეებს და ხიდებს აგებდნენ ,
ეწეოდნენ სამხედრო/საგუშაგო სამსახურს. ყოველი გლეხის მიწის ნაკვეთიდან „დანიურ
ფულს“ იღებდნენ. ამან გამოიწვია მრავალი კერლის გაჩანაგება, იძულებულნი გახდნენ
მსხვილ მიწათმგლობელებთან დამოკიდებულებაში შესულიყვნენ. ამას ანგლო-საქსებში
ჰლაფორდატი ეწოდა. გლეხები მოაკლდნენ მიწას, იძულებულნი გახდნენ ეძებათ
მფარველი ჰლაფორდი - პურის მომცემი, მარჩენალი. ზოგჯერ გაჩანაგებული კერლები
დიდებულთა მფარველობაში შედიოდნენ, რასაც ეწოდებოდა კომენდაცია . ჰაიდები
წვრილი ნაკვეთები ხდებოდა ანუ - ვირგატებად. ფეოდალიზაციის პროცესში არანაკლები
როლი შეასრულა რაინდობამ (ტენებმა) რომლებიც მხოლოდ მეფის წინაშე სამხედრო
სამსახურით იყვნენ ვალდებულნი.

IX-X სს-ში ფეოდალიზაციის პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა, მეფე ეთელსტანის 930
წლის ერთ-ერთი ბრძანებით ყოველ თავისუფალ ადამიანს უნდა მოენახა თავისი პატრონი
- ლორდი. სახელმწიფო ხშირად დიდებულებს გადასცედა იურისდიქციის უფლებას იმ
მოსახლეობაზე, რომელიც დიდებულთა სამეფოში ცხოვრობდა. მეათე საუკუნიდან ამ
უფლების გადაცემას ერქვა „საკა და სოკა“, რაც დავის საგანს ნიშნავს (საკა) და სოკა -
სენიორიის სასამართლოზე საქმის გადაცემის პროცესს. ორივე ერთად სენიორულ
სასამართლოს ნიშნავს, რომელიც აგრარულ ურთიერთობებს განიხილავს. ანუ ამ
იმუნიტეტის უფლებას ერქვა „სოკა“ და უფლებების მატარებელს „სოკმენი“.
ფეოდალური ტიპის მსხვილ მამულს ეწოდებოდა მანორი. მეათე საუკუნის წყაროებში
გლეხობის სხვადასხვა კატეგორია იხსენიება: ჰენიტები - თავისუფალი გლეხები, მიწის
მესაკუთრეები, რომლებიც მეფეს და ლორდებს უხდიდნენ გადასახადებს. ჰუბერები,
რომლებიც მემამულის მიწაზე ისხდნენ და საბატონო ბეგარას ასრულებდნენ , ლორდს
უხდიდნენ გადასახადს (მარცვლეულ/საქონელს) და კოტერები - მცირემიწიანი გლეხები,
რომელთაც ჰქონდათ 1 მიწა ბოსტნის და ქოხისთვის. ამის მიუხედავად, თავისუფალი
გლეხობა მაინც 50% იყო. ისინი განსაკუთრებით ინგლის აღმოსავლეთით იყვნენ -
„დანიური სამართლის“ მხარეში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ მხარეში თემრი წყობილება
იყო შენარჩულებული. XI ს-ის შუახანებში ჯერ კიდევ არ იყო ფეოდალიზაციის პროცესი
დასრულებული ანგლო-საქსებში.

სახელმწიფო წყობა. ანგლო-საქსების ხელისუფლება შეზღუდული იყო სახელმწიფო


საბჭოს „ბრძენთა საბჭოს“ მიერ. ის შედგებოდა ეპისკოპოსებისგან, აბატებისგან,
გვაროვნულ-ტომობრივ დიდებულებისგან, მეფის სამხედრო პირების და ტენებისგან . ის
ამტკიცებდა კანონებს, ირჩევდა მეფეს და მისი გადაყენებაც შეეძლო , წყვეტდა ომს , ზავს .
სახელმწიფოში მეფის წარმომადგენელი „შერიფები“ იყვნენ დამოკიდებულნი „ბრძენთა
საბჭოზე“. საგრაფოში წამყვან როლს მსხვილი ფეოდალები ასრულებდნენ, ასეულებში -
საშუალო და წვრილი ტენები. ასეული 100 ოოჯახს აერთიანებდა, რომლის საქმეს
მამასახლისი განაგებდა. მუდმივი დედაქალაქი ჯერ კიდევ არ არსებობდა .

ადგილობრივი თვითმმართველობა „სოფლის თემი“ (ტუნი) კრებაზე განიხილავდა


სამეურნეო საკითხს, ადმინისტრაციულს, სასამართლოს. მეზობელ სოფლებთან
ურთიერთობის საკითხზე ასეულების კრებას იწვევდნენ თვეში ერთხელ . VI-VII სს-ში
იკრიბებოდა ეს კრებები, IX ს-იდან კი მხოლოდ საგრაფოებში იკრიბებოდნენ. (შაირი).
შაირი რამდენიმე ასეულს აერთიანებდა,ზოგიერთი სამეფოც კი იყო. მათ სათავეში
იდგნენ „ელდორმენები“, მაგრამ მალე მათი გავლენა დაეცა. ხელისუფლებამ თითოეულ
საგრაფოში თავისი „შერიფი“ დანიშნა. ანგლო-საქსების თემური მმართველობის ფორმა
ამუხრუჭებდა ინგლისში ფეოდალიზაციის პროცესს.

ანგლო-საქსები. მათი განვითარების თვისება იყო ის, რომ ძალიან მალე გავრცელდა
მათი ენა ძვ.ინგლისური. გამოიყენებოდა ლათინურიც, მაგრამ ლათინურმა ვერ
შეავიწროვა ინგლისური. მეფე ალფრედი საჭიროდ თვლიდა, რომ ზოგი ნაწარმოები
ინგლისურად ეთარგმნათ. თავად მან VIII ს-ის მწერლის ბედას ნაშრომში „ანგლების
საეკლესიო ისტორია“ და V საუკუნის მწერლის ოროზიუსის „მსოფლიო ქრონიკა“
თარგმნა. ალფრედის დროიდან დაიწყო „ანგლო-საქსების“ ქრონიკის შედგენა , რომელიც
ადრეული შუა საუკუნეების სინგლისის მთავარი ძეგლია.

დანიელებისა და ანგლო საქსების ურთიერთობები. 793 წელს ინგლისში დანიელები


შეიჭრნენ, ირლანდია/შოტლანდიაში - ნორვეგიელები. 200 წელი გრძელდებოდა
ვიკინგთა თავდასხმები. ნელ-ნელა დამკვიდრდნენ ნორთუმბრია, მერსია , აღმოსავლეთ
ნაწილში, რასაც „დანიური უფლების მხარე“ ეწოდა. სამხ/დას ნაწილი უესექსის
ჰეგემონობით დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა.

ინგლისელების ბრძოლა გაძლიერდა უესექსის მეფის ალფრედ დიდის დროს , რომელიც


კარგი მეომარი იყო, ტახტზე მისი ძმის ეთელრედ პირველის გარდაცვალების შემდეგ
ავიდა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მამის ბრძანებით რომის პაპთან გაემგზავრა , ლეონ
მეოთხემ ის უესექსის მომავალ მეფედ აკურთხა. ალფრედი ენებით და ძვ.მწერლობით იყო
გატაცებული. ბერმა ასერმა, რომელმაც ალფრედის ცხოვრების აღწერა დაწერა , ასწავლა
მას ლათინური. მან შექმნა კარლოს დიდის მსგავსი აკადემია. ისტორიაში შევიდა ,
როგორც ქრისტიანი მეფე, რადგან ხელს უწყობდა ქრისტიანობის
გავრცელება/განმტკიცებას.

ტახტზე ასვლამდე ნდობა ჰქონდათ მისი, შემდეგ ნაკლებად, რადგან ნაკლებ პატივს
სცემდა ბრძენთა საბჭოს, ვინაიდან განუსაზღვრელი ძალაუფლების მიღების წყურვილი
ჰქონდა. მეფესა და ხალხს შორის ასეთმა ურთიერთობამ დანიელებთან ბრძოლაში მალე
დამარცხება გამოიწვია. ალფრედმა მათთან ზავი დადო, ცოტა ხნით ამოისუნთქეს , მაგრამ
ვიკინგებმა დაიპყრეს ინგლისი და ჩრდილოეთში თავიანთი სამეფო შექმნეს. მათთან
ბრძოლაში ალფრედი თავად ქირაობდა ვიკინგებს, მათი დახმარებით აწარმოა საზღვაო
ომი.

878 წელს ალფრედმა ომი განაახლა დანიასთან, რომელსაც ჰყავდა ახალი მეფე გუტრუმი,
რომელმაც ლონდონი აიღო, უესექსში შეაღწია ად გაჩერდა გამოსაზამთრებლად. საქსებს
შიში დაეუფლათ, ზოგმა ქვეყანა დატოვა, ნაწილი დამორჩილდა. საბოლოოდ მეფე ჯარის
გარეშე დარჩა. ძვ.ისტორიკოსების მოწმობით, ალფრედმა მეომრები მიატოვა და გაიქცა
ჭაობებში. დანიელები შევიდნენ უესექსში, არავინ იცოდა მეფეს რა მოუვიდა . საქსები
დარწმუნდნენ, რომ უარეს დღეში იყნენ. ალფრედს ძალა შემატა განსაცდელმა , გაზარდა
ძალები და დანიელთა სიმაგრეებს შეუტია, ორ კვირიანი ალყის შემდეგ გუტრუმი დანებდა
და იძულებული გახდა 886 წელს „უედმორის ზავი“ დაედო. ალფრედს დაპირდა, რომ
წავიდოდა იქიდან და მოინათლებოდა. 3 კვირის შემდეგ თავად ალფრედმა მონათლა ის.
აქ დაიდო ზავი მათ შორის ინგლისის გაყოფის. ოსტინგლისი , ესექსი, ლონდონი,
ნორთუმბრია, აღმ.მერსია დანიის ტერიტორიაში შევიდა და ეწოდა დენლო („დანიური
სამართლის მხარე“), დანარჩენი მიწები კი უესექსს ადრჩა. მიუხედავად ცოტა ხნით
შესვენებისა, მაინც განაგრძობდნენ ვიკინგები ინგლისის სანაპიროების დაკავებას . 886
წელს მეფემ საბოლოოდ აიღო ლონდონი, რომელიც დანგრეული იყო. ალფრედმა
აღადგინა ქალაქი და თავის მე-2 რეზიდენციად აქცია (ინგლისის დედაქალაქად უესექსის
მთავარი ქალაქი ვინჩესტერი რჩებოდა). მეფე ალფრედმა აღადგინა ქალაქები,
სიმაგრეები, ხომალდები ააგო, წეს-ჩვეულებები, კანონები აღადგინა, იზრუნა , რომ წინა
მეფეების მიერ ჩაწერილი კოდექსები ერთ კანონთა კრებულად ექცია . აღადგინა ქვეყნის
ძველი დაყოფა თემებად და საგრაფოებად. აღდგა სოფლის მეურნეობა ,
მიწათმოქმედების, ვაჭრობის, მრეწველობის განვითარებაზე ზრუნავდა . გაჰყავდათ გზები ,
ხომალდებს აგებდნენ, მოიწვია გემთმშენებლობის ოსტატები. მიუხედავად ამისა ,
თავაცვის საშუალება სჭირდებოდათ საქსებს. ალფრედმა საყრდენ ბაზად აირჩია
გლეხობა, რითაც ზოგი მსხვილი მიწათმფლობელის დამორჩილება შეძლო. სამხედრო
რეფორმა გაატარა, სამეფო დაყო რამდენიმე სამხედრო ოლქად, თუ ადრე ფრიდი იყო
ახლა მუდმივი შეიარაღებული რაზმები ჩამოყალიბდა. შემოიღეს ციხე-სიმაგრეების
აგების სისტემა. საზღვაო ფლოტზე 100 ხომალდი ააგებინა, რომელიც მტრისაზე ორჯერ
უფრო გრძელი და სწრაფი იყო. ალფრედმა ინგლისში შემოიღო მუდმივი გადასახადი
„დანიური ფული“, რომელიც ხმარდებოდა დანიელებისგან ქვეყნის დაცვას. შეადგინა
კანონთა კრებული „მეფე ალფრედის სამართალი“, რომელიც უკვე გაერთიანებულ
ინგლისს ემსახურებოდა. X ს-ში ინგლისის მდგომარეობა განმტკიცდა, სკანდინავიელთა
შემოსევები შეწყდა თანდათან. ინგლისი ისე გაძლიერდა აქეთ დაიწყო იერიში
დანიელებთან, სადაც ინგლისელებმა გაიმარჯვეს. მეფე ედგარ მშვიდობისმოყვარემ
„დენლო“ დაიმორჩილა და მთელი ინგლისი გააერთიანა. 959 წელს ის მსხვილმა
ფეოდალებმა გაერთიანებული ინგლისის მეფედ გამოაცხადეს. მის დროს ქვეყნის
ფაქტობრივი მმართველი ეპისკოპოსი დუსტანი იყო, ანუ სამეფო ხელისუფლების
საყრდენი ეკლესია იყო. ედგარი ვაჭრობას უწყობდა ხელს, მის დროს ლონდონი სავაჭრო
ცენტრად იქცა.

დანიელთა ბატონობის დამყარება ინგლისში. XI ს-ში ფეოდალიზაციის


განვითარებასთან ერთად ინგლისის ხელისუფლება კვლავ შესუსტებას იწყებს. სამხედრო
პირები არ ემორჩიელბიან მეფეს, მტრობენ და ღალატი ჩვეულებრივი რამ ხდება . მეფე
ეთელრედ მეორემ, რომელმაც „უუნარო“-ს წოდება მიიღო, ვერ გაუწია წინააღმდეგობა
დანიას. მან ვერ შეძლო ხალხის გაერთიანება მტრის წინააღმდეგ. 992 წელს მან დიდი
სახალხო საბჭო მოიწვია, მხოლოდ ეპისკოპოსები და კარისკაცები, რომლებიც
პირფერობდნენ. მათ მოიფიქრეს დანიელებისთვის იმდენი ფული გადაეხადათ ,
რამდენსაც ინგლისის ძარცვის შედეგად ელოდნენ. ეს ფული ხარკის სახით შესთავაზეს , ამ
ხარკს „დანეგილდი“ (დანიელების ფული) შეერქვა. ასეც მოხდა, მაგრამ 994 წელს უფრო
დიდი რაოდენობით შემოვიდნენ და უფრო დიდი თანხა მოითხოვეს, ისევ გადაუხადეს ,
მაგრამ ახლა მათ იქ დასახლება დაიწყეს, მაგრამ მოძალადეები იყვნენ, ხალხს
შეურაცხყოფას აყენებდნენ და ხოცავდნენ. ბოლოს ყველა ქალაქში ფარული ბრძანება
გაიგზავნა, რომ წმ.ბრაისის დღეს (1002წ.12ნოემ.) ყველა დანიელი ამოეხოცათ. ასეც
მოხდა, ამოხოცეს ნორმანები, მათ შორის დანიის მეფის სვენის და. სვენმა შური იძია 1003
წელს, რის წინააღმდეგაც ვერაფერს გახდა ეთელრედი. ისევ გადასახადები დააწვა თავს .
გადაწყვიტა ფლოტის აგება თავდასაცავად, მაგრამ დიდებულებს შორის კონფლიქტის
გამო, ფლოტი გაიფანტა. 1010 წელს სვენმა ცოტა ხნით შეწყვიტა თავდასხმები, მაგრამ მის
ადგილას თორკილი გამოჩნდა, რომელიც ასევე თავს დაესხა ინგლისს, 1012 წელს
დაიპყრო ჩრდილოეთის ოლქები. ინგლისელებმა მეფის მხარდაჭერა შეწყვიტეს ,
ეთელრედი ცოლ-შვილიღ მეუღლის ძმასთან გაიხიზნა. სვენს ლონდონის კარი გაუღეს,
რამდენიმე დღის შემდეგ სვენი გარდაიცვალა, ეთელრედი ინგლისში წავიდა , ხალხმა ის
სიხარულით მიიღო. სვენის შვილს კნუდს უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, 1015 წელს დიდი
ჯარით დაბრუნდა, გრაფი ედრიკი, რომელიც მეფემ ფლოტის მეთაურად დააყენა ,
დანიელთა მხარეს გადავიდა. 1016 წელს ბრძოლის დროს ეთელრედი გარდაიცვალა,
გაერთიანებული ინგლისის მეფედ კი - კნუდი გამოაცხადეს.

კნუდ დიდის ინგლისური პოლიტიკა. კნუდმა უდიდესი სახელმწიფო შექმნა, დანია,


ნორვეგია, შვეციის ნაწილი, ინგლისი. მისი 7 სამეფოდან უპირატესობას ინგლისს
ანიჭებდა. მან რეზიდენციად სამხრეთ ინგლისის უესექსი გაიხადა . კნუდი მრისხანე იყო ,
ცდილობდა ინგლისელებთან დაახლოებას, თანამდებობებზე ინგლისელებს სვამდა , მათი
კარი ღია იყო დანიაში. კნუდმა ცოლად ეთელრედის ქვრივი ემა შეირთო. კნუდის მთავარი
ამოცანა დასუსტების შეჩერება იყო. სოციალურ საყრდენს წვრილ მემამულეებში ეძებდა .
აკრძალა რაზმელების მიწების კონფისკაცია და მათგან არაკანონიერი გადასახადების
აკრეფა. ეს პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდა. ეპისკოპოსთა სასამართლო
ძალაუფლება გაფართოვდა, ინგლისმა მჭიდრო კავშირი სავაჭრო და კულტურული
დაამყარა ჩრდ. ევროპასთან. კნუდის სახელმწიფო მტკიცე არ იყო და მალე დაიშალა ,
ინგლისი კვლავ დამოუკიდებელი გახდა. კნუდის გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს
ჰარალდსა (უკანონო) და ჰარდეკნუდს შორის ბრძოლა ატყდა. ეს იმით დასრულდა , რომ
ინგლისი ორად გაიყო, ჩრდილოეთში გამეფდა ჰარალდი, სამხრეთში - ჰარდეკნუდი. ამ
შინაგანი ბრძოლებით ისარგებლა ნორმანდიამ და მისმა ჰერცოგმა, ინგლისის ყოფილი
მეფის უმცროსი შვილი ალფრედი გაგზავნა ინგლისში დასაპყრობად, რაც მარცხით
დამთავრდა. ჰარალდის გარდაცვალების შემდეგ, ინგლისი ჰარდეკნუდმა გააერთიანა ,
პოლიტიკა შეცვალა. ინგლისელებისგან დანიელთა სასარგებლოდ ხარკს კრეფდა და
მაღალ თანამდებობებზე მათ ნიშნავდა. ამან ინგლისელებში ყკმაყოფილება გამოიწვია
და შეიქმნა განმათავისუფლებელი მოძრაობა, ასეთ ვითარებაში მოულოდნელად
ჰარდეკნუდი გარდაიცვალა. ამ მოძრაობას სათავეში უესექსის მმართველი გოდვინი
ჩაუდგა, მან დაამარცხა დანიელები და განდევნა. ამის შემდეგ ინგლისელებმა მოიწვიეს
ეთელრედ მეორეს უფროსი შვილი - ედუარდი.

ედუარდ აღმსარებელი. ის თავიდანვე ნორმანდიაში იზრდებოდა. როცა ინგლისში


ჩამოვიდა ბევრი უცხოელი წამოყვა. მათ პრივილეგიები მიანიჭა, რაც არ მოსწონდათ
ინგლისელ დიდებულებს. ნორმანდიელების ხელში მოექცა მნიშვნელოვანი
თანამდებობები არქიეპისკოპოსის ადგილზე კი ნორმანდიელი ბერი დანიშნა . გოდვინი ,
რომლის ხელიდანაც აიღო სამეფო გვირგვინი ედუარდმა და ვისი ასულიც შეირთო, სულ
ჩამოაცილეს ყველაფერს, ამიტომ ის გარშემო ისეთ პირებს აერთიანებდა , ვისაც არ
მოსწონდა ნორმანდიელთა „გაბატონება“.

1051 წელს მეფეს ნორმანდიელი გრაფი ჰაროლდი ეწვია, მოგზაურობის დროს ღამით
გაჩერდა დუვრში (უესექსის საგრაფო) ნორმანდიელების უხეშობამ მოქალაქეთა
ამბოხება გამოიწვია, დუვრელებმა ბრძოლაში რამდენიმე რაინდი მოკლეს , გრაფი ძლივს
გაიქცა. აქედან დაიძაბა ურთიერთობა გოდვინსა და ედვარდს შორის. ედუარდმა გოდვინს
უთხრა, რომ დუვრის მოსახლეობა სასტიკად დაესაჯა, რაც არ შეასრულა და მხებლებთან
გაიქცა. მას გაძევების განაჩენი გამოუტანეს , ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა
ნორმანდიელების წინააღმდეგ რამეს. ამ დროს მეფეს ესტუმრა კიდევ ერთი ჰერცოგი
უილიამი, რომელსაც დაუტოვა მეფემ მემკვიდრეობა. ამის შემდეგ გაიზარდა გოდვინის
მომხრეთა რაოდენობაც. როცა ეს ძალიან აშკარა გახდა გოდვინი უკან დაბრუნდა,
ლონდონის მოსახლეობაც მის მხარეს გადავიდა, ედვარდი კი იძულებული გახდა
დათმობაზე წასულიყო. გაიმარჯვა გოდვინმა, ამ დროისთვის ინგლისი 4 საგრაფოდ იყო
დაყოფილი, გოდვინების კუთვნილებაში იყო 3. ნორმანდიელები იძულებულნი იყვნენ
ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ, მალე გოდვინიც გარდაიცვალა. მისი შვილი ჰაროლდი
გახდა უესექსის გრაფი და მეფის მოადგილე. 1066 წელს მეფის გარდაცვალების შემდეგ ის
გამოცხადდა მმართველად. სამეფოები, რომლებმაც არ აღიარეს მისი მეფობა , იყვნენ
მერსია და ნორთუმბრია. შემდეგში ეს ოლქები ჰაროლდმა ძალით დაიმორჩილა , მაგრამ
ცხადი იყო, რომ მათ თუ საშუალება ექნებოდათ მოისურვებდნე დამოუკიდებლობას.

ინგლისს კიდევ ერთი საფრთხე მოელოდა. ჰაროლდის მეფედ გამოცხადებამდე მისი ძმა
ტოსტიგი იყო ნორთუმბრიის გრაფი, მან საქმე ისე წარმართა, რომ ნორთუმბრია აუჯანყდა .
ჰაროლდმა დაიწყო მიზეზის გამოკვლევა, განაცხაა ხელისუფლების წინაშე , რომ
აჯანყებაში მისი ძმა იყო დამნაშავე. ამის შემდეგ ტოსტიგი გაიქცა და ელოდა მომენტს ძმის
წინააღმდეგ სამაგიეროს გადასახდელად.

ნორმანდიელთა მიერ ინგლისის დაპყრობა. რადგან ჰერცოგ უილიამსს ედუარდმა


ტახტი უანდერძა, ის პრეტენზიას აცხადებდა ტახტზე და ამაში რომის პაპიც უჭერდა მხარს .
ინგლისელი ისტორიკოსი მორტონი მიიჩნევს, რომ ეს იყო სკანდინავიელთა ბოლო და
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. 1066 წელს სტემფორდ ბრიჯთან დამარცხდა
ჰაროლდი, რადგან მისი ჯარი საჩქაროდ შეკრებილი გლეხებისგან შედგებოდა ,
ერლებმაც არ გაუწიეს დახმარება. შემდეგ ბრძოლაშიც დამარცხდნენ იმავე წელს .
უილიამმა ლონდონი დაიპყრო და ინგლისის მეფე გახდა უილიამ I დამპყრობელის
სახელით. მის მიერ ანგლო-საქსთა მიწების კონფისკაციას აჯანყება მოჰყვა , თუმცა
გლეხები სასტიკად ჩაახშვეს. ქვეყნის საბოლოოდ დამორჩილების შემდეგ ანგლო-
საქსებს ჩამოერთვათ მიწები და გადაეცა დამპყრობლებს. წვრილმა ფეოდალებმა
შეინარჩცუნეს და მათი ვასალები გახდნენ. უილიამმა ჩამორთმეული მიწებისგან დიდი
„სამეფო დომენი“ შექმნა. ინგლისში ძლიერი სამეფო ხელისუფლების არსებობას
უზარმაზარი მატერიალური რესურსები განაპირობებდა. ამან მეფეს საშუალება მისცა ,
რომ ევროპაში შეექმნა ფეოდალური სისტემა. ის, ვინც მეფისგან იღებდა მიწას ,
ვალდებული იყო სამხედრო სამსახური გაეწია. ყველა ლორდი მეფისგან იღებდა მიწას .
ინგლისის ეს სისტემა, რომელიც გამორიცხავდა ბარონების მიერ „კერძო ომების“
წარმოებას, განმტკიცდა სოლბერის მეფისადმი ერთგულების ფიცით . ამ ფიცს ბარონი
დებდა, რომელმაც მიწა მეფისგან აიღო და მისი ვასალი--რაინდიც დებდა . ასე
განმტკიცდა ინგლისში სამხედრო-რაინდული სისტემა, რომელიც მეფის ხელისუფლების
საყრდენი და ქვეყნის ცენტრალიზაციის იარაღი იყო.

ფეოდალიზაციის პროცესის დასასრული, „საშინელი სამსჯავროს წიგნი“.


ნორმანდიელთა დაპყრობამ ინგლისში ფეოდალიზაციის პროცესს საბოლოო სახე მისცა .
1066 წლისთვის ის მთლიანად დასრულდა. ინგლისის მიწების დაპყრობისა და
პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დამპყრობლებმა აქ მათთის
დამახასიათებელი პოლიტიკა დაიწყეს. მაგალითად 1086 წელს სრულია ინგლისის
მიწების აღწერა დაიწყეს, რომელსაც „საშინელი სამსჯავროს წიგნი“ უწოდეს. ეს იმიტომ ,
რომ პირი, რომელიც ცნობას აწვდიდა მის შემადგენელს, მუქარის შიშით ვალდებული იყო
ეთქვა, საშინელი სამსჯავროს წინ „არაფერს არ ვმალავ“. ამ აღწერას ორი მიზანი ჰქონდა :
პირველი - მეფეს სურდა ზუსტად გაეგო სამფლობელოების ოდენობა და თითოეული მისი
ვასალის შემოსავალი, რომ მათგან გარკვეული სამსახური მოეთხოვა. და მეორე - მეფეს
უნდოდა ზუსტი ცნობები ჰქონოდა,რომ მოსახლეობა ფულადი გადასახადით დაებეგრა. ამ
აღწერამ გლეხთა ყმებად გადაქცევის პროცესი დააჩქარა, რადგან თავისუფალი გლეხი
ვილანთა რიგში შეიყვანეს. (ვილანი - სოფლის მცხოვრები, მოსახლე). როგორც წესი,
ასეთად მიიჩნევდნენ გლეხს, რომელიც დამოკიდებული იყო და რენტას იხდიდა. XII ს-
ში ინგლისში ვილანებს თავისუფალ გლეხებს უწოდებდნენ - ვილანი ყმა გლეხია, ასე რომ
ნორმანდიელთა დაპყრობამ გლეხების მდგომარეობა გააუარესა და ინგლისში
საბოლოოდ ფეოდალური წესრიგი ჩამოაყალიბა. აღწერას მოსახლეობა განკიცხვით
შეხვდა. ერთ-ერთი ბერი წერდა, რომ ამაზე საუბრის რცხვენია, ხოლო ამ საქმის აღმწერს
არ რცხვენია. ამ დროს ინგლისის სოფლის განვითარების თვისებურება რა იყო: 1)
ცალკეული რაიონების სოფ.მეურნეობის წარმოების სტრუქტურა არ იყო ერთგვაროვანი ,
რასაც განაპირობებდა ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები ; 2) ინგლისის ქალაქების
სისუსტის გამო სოფელში სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები ვერ აყვავდა ; 3)
ცენტრალიზებული ფეოდალური სახელმწიფოების არსებობა; 4) საერთო ეროვნული
ფენომენი - მოსახლეობის და საგარეო გაცვლა-გამოცვლის ზრდა.

გერმანია IX-XI საუკუნეებში


გერმანიის სამეფო ფრანკთა იმპერიის დაშლის შედეგად წარმოიქმნა . 843 წელს
ვერდენის ხელშეკრულებით ლუდვიგ გერმანელს ხვდა წილად „ფრანკების
აღმოსავლეთი მიწები“. ეს იყო ჰერცოგების სამფლობელოები: შვაბია , ალემანია ,
ბავარია, ფრანკონია, საქსონია. შემდეგში ამ სამეფოებს კიდევ ორი ოლქი შეუერთეს:
ფრიზია და ლოტარინგია. ისინი მეათე საუკუნიდან უწოდებდნენ თავიანთ თავს
„ტევტონებს“, საიდანაც წარმოსდგა სახელი „დოიჩე“. მაგრამ ამ მიწებზე მცხოვრებ ხალხს
ეროვნული თვითშეგნება არ ჰქონდათ და ერთიანი გერმანელი ერი არ იყო ჯერ
ჩამოყალიბებული. მთლიანობას მოკლებული აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო (გერმანია)
2 თავისებურებებით ხასიათდებოდა. აქ მოსახლეობა გერმანული იყო და არა რომანული
და უფრო მეტად ჩამორჩენილი მეურნეობა იყო. მე10 საუკუნეში გერმანიაში ჯერ კიდევ არ
იყო ჩამოყალიბებული ფეოდალიზმი და ლენური სისტემა ჭარბობდა. მაგრამ მე -11
საუკუნის დასაწყისში შესამჩნევი გახდა ფეოდალური სოციალური ფენების
ჩამოყალიბება. IX-XI სს პირადი თავისუფლება თანდათან ქრებოდა. გლეხები კარგავდნენ
თავისუფალ მიწებს (ჰუფებს) და ყმები ხდებოდნენ. 841 წელს გლეხთა დიდი აჯანყება
მოხდა საქსონიაში, ისინი მოითხოვდნენ ძველი წესების, თავისუფალი თემის აღდგენას.
843 წელს ლუდვიგ გერმანელმა ეს აჯანყება სასტიკად ჩაახშო. შეიცვალა თემი -მარკას
ხასიათი, მათ აღარ ჰქონდათ ალმენდეთი სარგებლობის უფლება (თემის წევრთა საერთო
მიწები), მათ უნდა გადაეხადათ ბეგარა.

რატომ დაგვიანდა გერმაიაში ფეოდალიზმის პროცესი? პირველი იმიტომ, რომ თემური


წყობილება (მარკა) ფრანკთა მონარქიის აღმ. ნაწილში (გერმანიაში) უფრო დიდ ხანს იყო
შენარუნებული. თემის ხანგრძლივი არსებობა გერმანიაში, ასევე იმით აიხსნება , რომ
ბარბაროსული ტომების რომის იმპერიის ტერიტორიაზე დასახლებისას ზემოაღნიშნულმა
ტომებმა, ამ ტერიტორიის ის ნაწილი დაიკავეს, რომელიც ყველაზე ნაკლებად იყო
რომანიზებული. ასე რომ გერმანულმა მარკამ ცივილიზაციის დამრღვევი გავლენა
ნაკლებად განიცადა.

X-XI სს. გერმანიაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ფრანკთა იმპერიისგან


მემკვიდრეობით მიღებული სასამართლო-ადმინისტრაციული ორგანიზაციის ელემენტები
- საგრაფოებად და ასეულებად დაყოფა. მაგრამ ნელნელა საგრაფოები ლენებად ,
გრაფები კი - მემკვიდრეობით მფლობელებად იქცნენ. მსხვილი ფეოდალები იძენდნენ
გრაფთა უფლებებს და „მიწების ბატონები“ ხდებოდნენ. მეფე ნელნელა კარგავდა
უმალეს სახელმწიფო ხელისუფლებას და გადაიქცა ფეოდალური იერარქის მეთაურად .
ვასალიტეტის სისტემა გერმანიაში ჩამოყალიბდა XII საუკუნეში. მას გერმანიაში
ცენტრალიზებული ხასიათი ჰქონდა: ყოველი ფეოდალი თავისი სენიორის წინაშე .
სამსახურის გარდა, ვალდებული იყო, უშუალოდ გაეწია მეფისთვის სამხედრო სამსახური .

გერმანიას 911 წლამდე კაროლინგი მეფეები მართავდნენ, ისინი ებრძოდნენ ვიკინგებსა


და განდგომილ ჰერცოგებს. კაროლინგთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი
იყო ლუდვიგი. მეათე საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით გაძლიერდნენ მსხვილი
ტომების ჰერცოგები. ასეთები იყვნენ - ჩრდილოეთში - საქსები, აღმოსავლეთში -
აღმოსავლეთის ფრანკები, რაინსადა შუა მაინს შუა - ალემანები ან შვაბები,
აღმოსავლეთში - ბავარები.

911 წელს გერმანიის მეფედ ფრანკონიის ჰერცოგი კონრად I აირჩიეს (911-919). ის


შეეცადა დანარჩენი გერმანული მიწების გაერთიანებას, მაგრამ მალე გარდაიცვალა .
სიკვდილის წინ ძმას - ებერჰარდს დაუბარა საქსონიის ჰერცოგს დაადგი გვირგვინიო და
მანაც სამეფო გადასცა

ჰაინრიხ I -ს (919-936). მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ფრინველმჭერს“ (როცა გაიგო


რომ მეფედ აირჩიეს სანადიროდ იყო წასული და ფრინველებს იჭერდა ), რომელმაც
სათავე დაუდო საქსონელთა დინასტიას (919-1024). მან ვერ შეძლო გერმანიაში ძლიერი
ხელისუფლების დამყარება, არ ჰქონდა იმედი რომ ჰერცოგებთან გაიმარჯვებდა ამიტომ
მათ არ აწუხებდა, უფრო დიდ ყურადღებას საქსონიას აქცევდა, ვიდრე სრულიად
გერმანიას. იმისათვის რომ დიდებულებისთვის სიახლოვე დაემტკიცებინა მეფემ უარი
თქვა გვირგვინკურთხევაზე, ეპისკოპოსის ხელიდან არ მიიღო გვირგვინი, რითაც
ღვთისგან რჩეულის სტატუსზე უარი თქვა და ეკლესიის გავლენისგან გათავისუფლდა .
მიუხედავად ამისა მაინც მოხდა აჯანყება 919 წელს ბურკად შვაბელი აჯანყდა , ის იყო
შვაბიის ჰერცოგი. ბრძოლა დიდ ხანს გაგრძელდა და ბოლოს ზავით დაასრულდა.
ბურკადს თავის სამფლობელოში ეკლესიების აშენების უფლება მიეცა და შემოსავლის
კონტროლი. ამრიგად, ჰაინრიხი იმორჩილებდა ჰერცოგებს მაგრამ დიდ პრივილეგიებს
აძლევდა, რამაც ძალიან ცუდი შედეგი აგმოიღო. ეკლესიის მიწები ბენეფიციუმებად აქცია
და ამით მოკავშირეები ძალაუნებურად გაზარდა. მაგრამ მეფე თავისი საჰერცოგოს
გაძლიერებაზე ზრუნავდა, დანარჩენებს კი დიდ ყურადღებას არ აქცევდა . ამ დროს
გამოჩნდნენ უნგრელები ანუ მადიარები. ისინი მომთაბარეები იყვნენ და ცხენოსანთა
არმია ჰყავათ. მათ დაიკავეს პანონია და გერმანელებს გაუმეზობლდნენ. მე -10 საუკუნიდან
საქსონიას ესხმოდნენ თავს და ბავარიაში ლაშქრობდნენ. ბავარიის გავლით
ლოთარინგიაშიც გადადიოდნენ და საბოლოოდ ფრანკონიამდეც მივიდნენ და დაარბიეს .
გერმანიის ტერიტორიაზე უნგრელები სასტიკები იყვნენ, ისინი ყველას განურჩევლად
ხოცავდნენ. 924 წელს როდესაც უნგრელებმა ააოხრეს შვაბია და ფრანკონია ჰაინრიხ
პირველმა 9 წლით დადო ზავი, რათა ომისთვის მომზადებულიყო. ამ დროის
განმავლობაში ჩამოაყალიბა მძიმედ შეიარაღებული კავალერია. ასევე შემოიღო
სამხედრო და საბეგვრო წოდებები. დიდებულები, ვისაც ცხენზე ჯდომა შეეძლო ყველა
უნდა გამოსულიყო ჯარში. პრველ სსამხედრო წოდებაში მოხვდნენ მსხვილი და წვრილი
ფეოდალები, ასევე თავისუფალი გლეხებიც. ჩამოყალიბდა მინისტერიალი ანუ რაინდთა
წოდება. მე-11 საუკუნეში რაინდები გაიყვნენ 2 ნაწილად, კეთილშობილნი და
არაკეთილშობილი რაინდები ანუ დიდებული წარმომავლობის და თავისუფალი
გლეხების. მათი სრული გათანაბრება მხოლოდ მე-13 საუკუნეში მოხდა. ჰაინრიხმა
ჩამოაყალიბა ციხესიმაგრეების არმია და ციხეებში მინისტერიალები ჩააყენა . ყოველ მე -9
მინისტერიალს უნდა ეცხოვრა სამუდამოდ ამ ციხეში. დანარჩენ 8-ს კი უნდა ეომა და მიწა
დაემუშავებინა, მე-9 მინისტერიალსაც უნდა დაემუშავებინა მიწა . ამრიგად , გერმანიაში
შექმნილი ციხესიმაგრეების გარშემო ქალაქები შეიქმნა, რადგან უსაფრთხო იყო
ციხესიმაგრესთან ახლოს ცხოვრება. ხელოსნები და ვაჭრები აქ იკრიბებოდნენ. ჰაინრიხ I
მონასტრებსაც ამაგრებდა ციხესიმაგრეებით. მან გააფართოვა გერმანიის საზღვრები ,
ისარგებლა საფრანგეთში არეულობით და ორივე ლოთარინგია დაიკავა , ეს პროცესი კი
მისმა შვილმა - ოტო პირველმა დაასრულა. 928 წელს ჰაინრიხმა აღმოსავლეთით სლავ
ტომებს შეუტია, მალე ჰაინრიხმა მათი მიწები დაიკავა. აიღო ქალაქი ბრანაბორი . ასევე
უკრაინის ნაწილი დაიპყრო და დასახა მიზნად სლავებისა და ვიკინგების ერთმანეთისგან
გათიშვა და ცალ ცალკე დამარცხება. მან ეს მაშინ მოახერხა, როცა შლეზვინგი დაიპყრო
და დანიაზე გერმანელთა გავლენა გავრცელდა. სლავები და ვიკინგები ერთმანეთს
წაეკიდნენ. ჰაინრიხმა თავისი მეფობის ბოლოს ეკლესიასთან ურთიერთობის მოგვარება
სცადა, 932 წელს მაინცის არქიეპისკოპოსი დაააწესა მთავარ ეპისკოპოსად და ეკლესიის
მიწების დაცვა იკისრა. ამით ეკლესიის მხარდაჭერა მოიპოვა. 936 წელს საეკლესიო
ფეოდალებმა და ჰერცოგებმა ჰაინრიხის მემკვიდრედ მისი შვილი ოტო პირველი
დაასახელეს. საქსონიის დინასტიის ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი სწორედ ოტო
პირველი იყო, რომელსაც დიდი უწოდეს. (936-973). პირველ რიგში ოტომ ჩაახშო საქსების
და ბავარების აჯაყებები, გაანადგურა მოაჯანყე ჰერცოგები ლოტარინგია /შვაბიაში . მან
დაიწყო სამფეოს განმტკიცება და მათი ძალაუფლების შეზღუდვა . ყველა მთავარი ტომის
სათავეში ჰერცოგებად დააყენა თავისი ნათესავები და მთელ ქვეყანაში დიდი გავლენა
მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ოტომ თავიდანვე მამისგან განსხვავებით
არქიეპისკოპოსისგან დაიდგა გვირგვინი, ის ეკლესიაზე დაყრდნობით და გადასახადის
აკრეფით გაძლიერდა. ხშირად ასაჩუქრებდა ეპისკოპოსებს. ოტოს არმიაში ¾ აბატების და
ეპისკოპოსებიდან იყო გამოყვანილი. ინვესტიტურა მეფის პრივილეგიად იქცა . ეს იყო
უფლება საეკლესიო თანამდებობებზე პირების დანიშვნის და მიწების გადაცემის შესახებ .
ოტომ საეკლესიო ინვესტიტურა მოიპოვა თავის ქვეყანაში, მაგრამ სამღვდელოება მაინც
პაპს ემხრობოდა. ამის გამო ოტომ პაპის დამორჩილება და იტალიის დაპყრობა
განიზრახა, მას სურდა კარლოს დიდისავით ფრანკთა იმპერიის აღდგენა და რომში
იმპერატორის გვირგვინის დადგმა. 951 წელს შეიჭრა ლომბარდიაში და თავი
ლანგობარდების მეფედ გამოაცხადა, ცოლად კი დედოფალი ადელია შეირთო,
ლომბარდიის ლორდის შვილი, მაგრამ წასვლის შემდეგ მაინც აუჯანყდა მას ლომბარდია ,
ეს აჯანყება კი ჩაახშო და აღმოსავლეთით ილაშქრა, აუგსბურგთან 955 წელს უნგრელები
საბოლოოდ დაამარცხა. ამ გამარჯვებით ის ქრისტიანების მსხსნელად გამოაცხადეს . ამ
ბრძოლით ოტომ არა მხოლოდ გერმანია, არამედ ევროპა იხსნა ველური მადიარების
შემოსევებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ წარმართები იყვნენ. ამ გამარჯვებას მიესალმა
რომის პაპი იოანე XII რომელიც მას რომში კურთხევას დაპირდა.

გერმანიის ისტორიაში მნიშვნელოვანია ოტო პირველის დამოკიდებულება იტალიის


მიმართ. ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ X ს-ში იტალიაში უკვე აღარ არსებობდა
მყარი ხელისუფლება. ამ პერიოდში ერთ-ერთი მარკგრაფი იტალიის მეფედ აცხადებს
თავს და იტალიის ყოფილი მეფის ქვრივზე მოინდომებს დაქორწინებას, რომელიც ამაზე
უარს აცხადებს და ამის გამო მას (ადელჰეიდს) გამოკეტავენ ციხეში. ციხიდან ოტო
პირველთან დაკავშირებას და დახმარებას სთხოვს 931 წელს, რაზეც ოტო დათანხმდება ,
რადგან ეს იყო შანსი იტალიაში გალაშქრების. მართლაც წავიდა , დაიპყრო ჩრდ . იტალია
და მიიღო ლანგობარდიის მეფის ტიტული. ამის შემდეგ ადელჰეიდი გაათავისუფლა და
მასზე იქორწინა, რითაც თავისი უფლებები განამტკიცა იტალიაში.

ამის შემდეგ კი მოხდა აჯანყება იმ მარკგრაფის მიერ, მაგრამ იოანე XII ს და ოტოს
გაერთიანებულმა ძალამ მოახერხა იტალიის გათავისუფლება და 962 წელს ოტოს,
როგორც განმათავისუფლებელს იმპერატორის გვირგვინი დაადგა იოანემ და
იმპერატორის ვასალად გამოაცხადა თავი.

ეს წელი, როცა ოტომ გაათავისუფლა იტალია, მიჩნეულია, როგორც რომის იმპერიის


აღდგენის თარიღი, გვიან მას ეწოდა საღვთო რომის იმპერიის აღდგენა ან გერმანელი
ერის საღვთო რომის იმპერიის აღდგენა. ანუ გერმანიის ხელმწიფე გახდა იტალიის
ხელმწიფეც.
ვერ ვიტყვით რომ ეს 962 წლის მოვლენა გერმანიისთვის სასარგებლო იყო, რადგან
შემდეგში ვინც კი იყო ხელმწიფე მათი მთავარი პრიორიტეტი მაინც იტალია იყო და არა
გერმანია.

რაც შეეხება იოანე XII-ს ის დახასიათებულია როგორც ძალიან გარყვნილი პიროვნება,


რომელმაც ვატიკანი ნამდვილ ბორდელად აქცია და ფულს უაზროდ ფლანგავდა .
ამიტომაც მოინდომეს მისი გადაყენება, დაამყარა კავშირი ოტომ ერთ-ერთ
მარკგრაფთან, მოიწვია ადგილობრივი სასამართლო, რომელმაც მაშინვე პაპის ცოდვები
გამოამჟღავნა, იოანე გადააყენეს და აირჩიეს პაპი ლეო მერვე, რომელიც მალევე
გარდაიცვალა.

ოტო იყო ღირსეული მმართველი, მან განიზრახა გერმანიის ტერიტორიების დაცვა და


ამას წარმატებითაც ასრულებდა. შემდეგში უკვე გერმანია შეხვდა ახალ მტრებს - არაბებს .
იმპერატორს უნდა დაეცვა არაბებისგან გერმანია და იტალია . მან გადაწყვიტა სამხრეთ
იტალიის იტალიური სამფლობელოებისთვის შემოერთება და ამ მიზნით თავისი ვაჟი ოტო
დააქორწინა ბიზანტიელ პრინცესა - თეოფანოზე. ოტოს გარდაცვალების შემდეგ სწორედ
ოტო მეორე წითური მართავდა ქვეყანას, რომელიც ასევე იბრძოდა ჰერცოგების
წინააღმდეგ. მან 976 წელს ბავარიის ჰერცოოგს წაართვა საჰერცოგო. 981 წელს ოტო
შეებრძოლა არაბებს და დაამარცხა, მათი მეფე აბულ კასიმი ბრძოლის ველზე დაეცა ,
მაგრამ სამხრეთ იტალიიდან უკან გზაზე იმპერატორი ალყაში მოაქციეს და არაბების
მოულოდნელმა თავდასხმამ ძლივს ააცილა მას სიკვდილი.

983 წელს ოტომ ვერონაში შეკრიბა ყრილობა, სადაც ძალიან ბევრი ესწრებოდა , მათ
შორის ოტოს ოჯახი, მათ განუცხადა მეფემ გადაწყვეტილების შესახებ , რომ მთელ
იტალიას გაათავისუფლებდა არაბებისგან. ამ ყრილობაზე პატარა ოტო იტალიის და
აღმოსავლეთ ფრანკთა სახელმწიფოს იმპერატორად აირჩეს. ეს პირველად მოხდა ,
ორივე სახელმწიფო გაერთიანდა, მაგრამ მიზანი მან ვერ განახორციელა, რადგან რომში
დაავადდა და გარდაიცვალა.

ოტო მეორეს შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ოტო III (983-1002 წწ) ის იყო 3 წლის როცა ტახტზე
ავიდა, ამიტომ რეგენტად დაუნიშნეს დედამისი თეოფანა, რომელიც 7 წელი მართავდა
იმპერიას. როდესაც ოტო სრულწლოვანი გახდა მიზნად დაისახა დასავლეთ რომის
იმპერიის აღდგენა და რომის დედაქალაქად გამოცხადება . აქამდე თითქმის ყველა პაპი
იტალიიდან იყო, ოტომ კი პაპად გერმანელი გრიგოლ მეხუთე დანიშნა, მის შემდეგ კი
მისი აღმზრდელი სილვესტერ მეორე, რითიც პაპის ოლქი დაიქვემდებარა და
კონსტანტინეს ნაბოძვარი ყალბ დოკუმენტად გამოაცხადა (ლორენცო ვალამდე).
გერმანელ დიდებულებს არ ესიამოვნათ რომის დედაქალად გამოცხადება და აჯანყდნენ ,
ამით პოლონელებმაც ისარგებლეს და მდინარე ელბას მარჯვენა სანაპირო დაიკავეს .
ასევე გერმანელებმა დაკარგეს დანია. ოტო ამ ბრძოლაში დამარცხდა, გაიქცა ქალაქიდან
და 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. რადგანაც ოტოს არ დარჩა მემკვიდრე სამეფო
გვირგვინი საქსონელთა დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელს ჰაინრიხ II-ს
გადაეცა. ჰაინრიხი უფრო ფრთხილ პოლიტიკას აწარმოებდა, ვიდრე მისი
წინამორბედები. ის დაკმაყოფილდა გერმანიის ტერიტორიებით , იტალია ვასალად
გაიხადა, იომა პოლონეთთან, მაგრამ დამარცხდა. 15 წელი იომა, პოლონეთის მეფემ
ბალესლავ I-მა მამაცმა პოლონეთის ეკლესია გამოყო გერმანიის ეკლესიისგან. დააარსა
პოლონეთში ცალკე საეპისკოპოსო, გერმანიამ უკან დაიხია და ვილცების და
ობოდრიტების ტომმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა და მხოლოდ ხარკი დაიკისრა
გერმანიასთან. 1024 წელს ჰაინრიხ მეორეს გარდაცვალებით დასრულდა საქსონური
დინასტიის ასწლოვანი (919-1024) ბატონობა და იმეპრიაში ფრანკონული დინასტიის
წარმომადგენლები მოვიდნენ.

ჰაინრიხ მეორეს დევიზი რომის იმპერიის აღორძინების ნაცვლად, იყო ფრანების სამეფოს
აღორძინება. ის მიჩნეულია როგორც სუსტ მმართველად და ეკლესიაზე
დამოკიდებულად. ამის მაგალითია ის, რომ მას არ აინტერესებდა ეკლესიაში არსებული
სიტუაცია, რის შედეგადაც დიდგვაროვნები კვლავ ჩართვნენ ძალაუფლებისთვის
ბრძოლაში, ცდილობდნენ პაპის ტახტის ხელში ჩაგდებას. მოკლედ ჰაინრიხი ნაკლებად
ერეოდა საეკლესიო საქმეებში და უფრო მეტად იყო დამოკიდებული ეკლესიაზე .

ოტოთა აღორძინება შეიძლება ვერ შეეედრებოდა კაროლინგურ აღორძინებას , მაგრამ


აქაც განვითარდა მაგალითად ისტორიული მწერლობა.

XI საუკუნეში გერმანიაში დასრულდა ფეოდალური ურთიერთობის ჩამოყალიბება ,


შეიცვალა შინაპოლიტიკური მდგომარეობა. განიმტკიცეს საკუთარი პოზიციები მსხვილმა
ფეოდალებმა, ისინი მიისწრაფვოდნენ, შეექმნათ დამოუკიდებელი სამფლობელოები და
სამეფო ხელისუფლება მათზე ყოფილიყო დამოკიდებული.

1025-1125 წლებში გერმანიას მართავს ფრანკონული (სალიკური) დინასტია. მისი


პირველი წარმომადგენელი იყო კონრად II. მან რაინდების თავის მხარეზე
გადასაბირებლად შემოიღო გერმანიაში რაინდთა ლენების მემკვიდრეობითი გადაცემის
უფლება, რითიც შესაძლებელი გახდა განდგომილი ფეოდალების დათრგუნვა.
ჰერცოგების მემკვიდრეობა მოისპო და მის ნაცვლად შემოიღეს მეფის მიერ ჰერცოგების
დანიშვნა. ამით კონრადმა საკმარისად გაძლიერა სამეფო ხელისუფლება . რაც შეეხება
მის საგარეო პოლიტიკას: 1030 წელს პოლონეთ/უნგრეთში ილაშქრა, 1032-35 წლებში
ლუტიჩების წინააღმდეგ იბრძოდა, იტალიაში 1026-27 წლებში. 1037 ში თავის სამხედრო
ბანაკში მილანთან გამოაქვეყნა იტალიისთვის ე.წ. „ედიქტი ბენეფიციების შესახებ “,
რომლის მიხედვითაც, წვრილი რაინდების (ვალვასორების) ლენები სამემკვიდრეოდ
გამოცხადდა. მის დროს მოხდა ასევე ბურგუნდიის სამეფოს შემოერთება და შედეგად
გერმანია ტერიტორიულად გაფართოვდა და მისი ავტორიტეტიც გაიზარდა .

კონრადის შემდეგ ტახტზე ადის მისი ვაჟი ჰაინრიხ III „შავი“. ჰაირიხი წინამორბედების
პოლიტიკას აგრძელებდა რომის პაპებზე გავლენის მოსაპოვებლად. ცდილობდა მათ
გაძლიერებას და თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას. ამ მიზნით 1046-47 წლებში იტალიაში
ლაშქრობები მოაწყო. სამივე პაპი (ფეოდალების მიერ დანიშნული) გადააყენა და
კლემენტე II დანიშნა. შემდეგ ის გარდაიცვალა, სხვა დაინიშნა, რომელიც ასევე
გარდაიცვალა და საბოლოოდ ავიდა ლეონ IX (1049-1054). ჰაინრიხ III-ს დროს პაპობა ჯერ
კიდევ დამოკიდებული იყო იმპერატორზე. მეფე ერეოდა რომის კურიის საქმეებში , ხსნიდა
და ნიშნავდა პაპებს, მაგრამ კათოლიკურ ეკლესიაში აღსდგნენ ახალი ძალები ,
რომლებიც ცდილობდნენ მოესპოთ გერმანელი იმპერატორების ბატონობა და დაეწყოთ
ბრძოლა პაპის თეოკრატიისთვის. ჰაინრიხის დროს მისი მემკვიდრე ჰაინრიხ მეოთხე
ავიდა 6 წლის ასაკში. დიდებულებმა მცირეწლოვნებით ისარგებლეს და ფაქტობრივად
ხელში ჩაიგდეს მისი ძალაუფლება და მიითვისეს დომენური მიწები. როცა სრულწლოვანი
გახდა ჰაინრიხი შეეცადა ამის აღკვეთას.
კლუნიური მოძრაობა. მოძრაობის სახელწოდება ბენედიქტელთა მონასტრის - კლიუნის
სახელიდან მომდინარეობს, რომელიც 910 წელს დაარსდა აკვიტანიის ჰერცოგის მიერ
ბურგუნდიაში, სადაც მალე დაიწყო ეს მოძრაობა. ეს მონასტერი მსხვილ ფეოდალურ
მიწატმფლობელად გადაიქცა, რომლის ეკონომიკურმა სიძლიერემ კლიუნის
მონასტრისგავლენა სხვა მონასტრებზეც გაავრცელა. XI საუკუნიდან მისი მეთაურობით
დააარსდა მონასტრების გაერთიანება, კლიუნიური ორდენი, რომელმაც ასობით
მონასტერი გააერთიანა საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ინგლისში და ახალი წესები
შემოიღო. მათ დიდი რაოდენობის საუკეთესო მიწები ჩაიგდეს ხელში , დიდი ქონება
დააგროვეს, რასაც ის უწყობდა ხელს, რომ ბერები საკუთარ ოჯახებს არ ქმიდნენ და
ფულიც უაზროდ არ იხარჯებოდა. ისინი ვაჭრობით იყვნენ დაინტერესებულები , სავაჭრო
გზებს იცავდნენ ფეოდალი მტაცებლებისგან, რომლებიც მონასტრებს ესხმოდნენ თავს ,
რის გამოც კლიუნიური მოძრაობის მონაწილეები აქტიურობას იჩენდნენ ფეოდალური
შინააშლილობის შენელების საქმეში „საღმრთო ზავისა“ და „საღმრთო დროებითი
დაზავების“ შემოღებით. კათოლიკურ ეკლესიას ამის მიუხედავად არ ჰქონდა მყარი
საფუძვლები. ფეოდალიზაციის პროცესის გაძლიერებასთან ერთად ეპისკოპოსები
ცდილობდნენ თავიანთი სამფლობელოების დამოუკიდებლობას და პაპებსაც კი აღარ
ემორჩილებოდნენ, რის გამოც ეკლესიის იერარქიული სტრუქტურა სუსტდებოად.
გერმანიაში ოტოების მიერ საეკლესიო სისტემის შემოღებით მოხდა ეკლესიის და საერო
ხელისუფლების ისეთი შერწყმა, რომელმაც პირველი მეორეს დაუმორჩილა . პაპს
ჩამოერთვა სასულიერო წოდების თანამდებობაზე დანიშვნის უფლება , რაც მეფეს
დაექვემდებარა.

შესაბამისად პაპები XI საუკუნეში დასუსტდნენ, გერმანელები პაპად ისეთ ადამიანებსაც კი


სვამდნენ, რომლებსაც საერთოც არ ჰქონდათ ეკლესიასთან. ამავე დროს, სასულიერო
წოდების უვიცობამ და გარყვნილმა ცხოვრებამ ეკლესიის ავტორიტეტი საბოლოოდ
დასცა. ამას იმ ხანებში ხელს „ინვესტიტურაც“ უწყობდა. ძველი წესის მიხედვით,
ეპისკოპოსები უნდა აერჩია სასულიერო წოდებას და მრევლს, XI საუკუნეში
გერმანია/იტალიაში ეს აღარ ხდებოდა. ვინმე რომ ეპისკოპოსი გამხდარიყო, თანხა უნდა
მიეცა მეფისთვის და ფიცი დაედო მის წინაშე. საეკლესიო თანამდებობის გაყიდვას
კლიუნიური მოძრაობის მონაწილეები „სიმონიას“ უწოდებდნენ. საერო ხელისუფლების
მიერ ინვესტიტურის გადაცემა ნიშნავდა, რომ ეპისკოპოსები და აბატები მთლიანად
დამოკიდებულნი იყვნენ მეფეზე. კლიუნიური მოძრაობის მონაწილეები მოითხოვდნენ
ასევე „ცელიბატის“ დაცვას მთელ სასულიერო წოდებაში. სამღვდელოებაში უცოლობის
წესი ჯერ კიდევ IV საუკუენში დამკვიდრდა. ცოლიანობის აკრძალვა ხშირად ხდებოდა,
მაგრამ პრაქტიკაში მისი განხორციელება დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდა . ცელიბატის
დაცვა საჭირო იმიტომ იყო, რომ სასულიერო წოდების ცოლშვილიანი წარმომადგენლები
სულ ცდილობდნენ საეკლესიო ქონების მითვისებას და შემდეგ მის მემკვიდრეობით
გადაცემას ოჯახის წევრებზე. ცოლშვილიანი ივიწყებდა ასკეტიზმს და ფუფუნებას
მისდევდა, რაც აქვეითებდა ეკლესიის ავტორიტეტს მოსახლეობაში.

XI საუკუნეში კლიუნიური მოძრაობის გალენით იტალიის ზოგიერთ ქალაქში დაიწყო


გამოსვლები მსხვილი ფეოდალებისა და სასულიერო წოდების წინააღმდეგ ,
ხელმძღვანელები: არიალდი და დანდულფი მოითხოვდნენ სიმონიის და ცელიბატის
წესის გაქმებას. ამ მოძრაობას უწოდებენ „პატარიას“.
კლუნიური მოძრაობის მიზანი იყო კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტის აღდგენა და
რომის პაპის ხელისუფლების გაძლეირება, ამისათვის მათ რამდენიმე ღონისძიება
ჩაატარეს: შეიქმნა მონასტერთა ცენტრალიზებული კონგრეგაცია, რომელშიც შემოიღეს
წესი, რომ სასულიერო წოდებაში უნდა დაცულიყო უცოლობა. იკრძალებოდა სიმონია ,
პაპები უნდა აერჩია კარდინალთა კოლეგიას, ამ წესებით კი იმპერატორების ჩარევა
პაპების არჩევაში შეუძლებელი გახდებოდა. მოძრაობა ემყარებოდა დევიზს , რომ
ღმერთია ყველაფრის გამგებელი ზეცაზეც და დედამიწაზეც და მისი მოადგილე პაპია ,
ამიტომ პაპი საერო ხელისუფლებაზე მაღლა გას. ანუ მათია ზრით პაპები კიარ უნდა
ემორჩილებოდნენ მეფეებს, არამედ მეფე უნდა იყოს პაპის ვასალი, პაპი კი მეფის -
სენიორი.

საქსონიის აჯანყება (1073-1075). მასობრივი აჯანყება საქსონიაში გამოიწვია იმან, რომ


მინისტერიალები გლეხებისგან იღებდნენ ნატურალურ გადასახადს , დაიწყეს საქსონელი
ფეოდალებისგან უკანონოდ მითვისებული სამეფო მიწების ჩამორთმევა . აჯანყებულები
ძირითადად იყვნენ გლეხები, რომლებიც იბრძოდნენ ფეოდალური ჩაგვრის წინააღმდეგ .
ხელმძღვანელები იყვყნენ ფეოდალები, რომლებიც ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ
თავიანთი ავტონომია და სამფლობელოები. იმდენი შეძლეს, რომ მეფემ საქსონია
დატოვა, მიაღწიეს შედეგს, მაგრამ შემდეგ აჯანყებულებში მოხდა განხეთქილება .
საქსონიის დიდებულები მეფის მხარეს გადავიდნენ, რადგან შეეშინდათ გლეხთა აჯანყება
მათკენ არ შემობრულებულიყო. 1075 წელს ჰომბურგთან ბრძოლაში გლეხები სასტიკად
დამარცხდნენ, ამით მათ თავიანთი თავისუფლება საბოლოოდ შეზღუდეს. XI ს-ის
ბოლოსთვის საქსონია/გერმანიაში გლეხთა თავისუფლება გაქრა. თუმცა ჰაინრიხ IV-მ
ბოლომდე ვერ შეძლო საქსონიის დამორჩილება.

პაპი გრიგოლ VII და ჰაინრიხ IV. XI საუკუნის მეორე ნახევარში პაპის ხელისუფლების
განმტკიცება დაიწყო, რაც დაკავშირებულია იტალიელი წარმოშობის გრიგოლ VII-ს
სახელთან. ის პაპი 1073-85 წლებში იყო. მან 1075 წელს თავისი პროგრამა „პაპის
დიქტატი“ ჩამოაყალიბა, რომელშიც ჩამოყალიბებულია შუა საუკუნეების პაპობის
დოქტრინის ძირითადი თეზისები, მან ასევე რომის სინოდში აკრძალა ინვესტიტურის
უფლება და სამღვდელოებას აუკრძალა საერო ხელისუფლებისგან საეკლესიო
თანამდებობის მიღება. მან ამ ყველაფრისთვის გამოიყენა ჰაინრიხ IV-ს მცირეწლოვნობა
და გერმანიის არეულობა. გრიგოლმა კარდინალთა კოლეგიის მიერ პაპის არჩევის
ახალი წესი შემოიღო, რითაც მოსპო იმპერატორთა გავლენა პაპის არჩევაზე . მან ასევე
ჩრდ. იტალიაში შეძლო დაემორჩილებინა მილანის ძლიერი და დამოუკიდებელი
არქიეპისკოპოსები. 1075 წელს მან დადგენილება გამოიტანა ინვესტიტურის გაუქმების
შესახებ, რითაც ჰაინრიხის პროტესტი გამოიწვია. მან პაპი ცრუ ბერად გამოაცხადა , რის
შემდეგაც დაიწყო მათ შორის ბრძოლა. მიუხედავად ინვესტიტურის გაუქმებისა ,
ჰაინრიხმა რამდენიმე პირი დანიშნა ეპისკოპოსად , ამის საპასუხოდ გრიგოლმა მას
წერილი გაუგზავნა ეკლესიიდან განკვეთის მუქარით, რასაც შედეგად მოჰყვა 1076 წელს
ვორსმში მოწვეული კრება, რომელზეც გრიგოლი პაპობიდან გადაყენებულად
გამოცხადდა. მაგრამ ჰაინრიხი შეცდა, პაპი არ შეშინდა მეფის მუქარით , ლატერანის
სასახლეში ამავე წელს მოუწვია საეკლესიო კრება, რომელზეც ჰაინრიხი გადააყენეს და
ეკლესიიდან განკვეთეს, ასევე მან ფეოდალებსაც მოუწოდა, რომ აღარ
დამორჩილებოდნენ უკანონოდ ცნობილ მეფეს, რადგან ისინი მეფისთვის დადებული
ფიცისგან თავისუფლდებოდნენ. ამის შემდეგ მეფე უბრალო ფეოდალი გახდა . ამავე
წელს გამოცხადდა, რომ მეფეს არ გადააყენებდნენ (გარკვეული ვადა განუცხადეს ) თუ
იქამდე შენდობას არ თხოვდა პაპს და მას სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა ასეც მოიქცა.
ჰაინრიხს დიდი სირცხვილის და ტანჯვის გავლა მოუხდა იმისათვის რომ გრიგოლის
შენდობა მოეპოვებინა, პაპმა მას ყველა ცოდვა მიუტევა, მოხსნა განკვეთა და დაუბრუნა
ხელისუფლების სიმბოლოები, თუმცა არ აღადგინა ტახტზე, რადგან თვლიდა რომ ეს
გერმანელ მთავართა საქმე იყო. ამასობაში კი გერმანელებმა აირჩიეს ანტი მეფე
რუდოლფ შვაბელი, დაიწყო შიდა ომები, რომელიც ჰაინრიხ მეოთხეს გამარჯვებით
დასრულდა. დაიბრუნა პოზიციები და ისევ განაგრძო ბრძოლა გრიგოლის წინააღმდეგ ,
პაპმა ისევ განკვეთა , მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ლომბარდიელმა
ეპისკოპოსებმა პაპის ტახტზე კლემენტი მესამე აირჩიეს, რომლისგანაც მიიღო ჰაინრიხმა
პაპის ტიტული. ამ ყველაფერში გერმანელებს ნორმანები დაეხმარნენ, დახმარების
შემდეგ კი თავად დაიწყეს რომის დარბევა და გაძარცვა. რომაელები კი ამაში გრიგოლს
ადანაშაულებდნენ რის გამოც ის რომში ვეღარ დარჩა და შემდეგ 1085 წელს
გარდაიცვალა. მან ანდერძი დატოვა, სადაც პაპებს მოუწოდებდა, რომ ებრძოლად
იმპერატორის წინააღმდეგ და არ წასულიყვნენ დათმობებზე .

ინვესტიტურისთვის ბრძოლის დამთავრება. ვორმსის კონკორდატი. ჰაინრიხმა მაინც


ვერ შეძლო ხელისუფლების განმტკიცება. მის წინააღმდეგ მისი შვილები - კონრადი და
ჰაინრიხი აჯანყდნენ, შინაომების შედეგად კი ის გარდაიცვალა . მეფე გახდა ჰაინრიხ V,
ინვესტიტურისთვის ბრძოლა კი განახლდა. 1111 წელს შეეცადნენ შეთანხმების დადებას
მეფესა და პაპს შორის, იმპერატორს უარი უნდა ეთქვა ინვესტიტურაზე , ხოლო
ეპისკოპოსებს უნდა დაებრუნებინათ მეფისგან მიღებული მიწები და სხვა . მაგრამ
ეპოსკოპოსებმა ჩაშალეს შეტანხმება და განაცხადეს რომ პაპად არ სნობდნენ მეფის მიერ
არჩეულ პირონებას.

საბოლოოდ ჰაინრიხსა და პაპობას შორის ბრძოლა დამთავრდა 1122 წლის ვორმსის


კონკორდატით, რომლის მიხედვითაც, ეპისკოპოსთა არჩევა სასულიერო წოდების მიერ
უნდა მომხდარიყო. ინვესტიტურა გახდა ორნაირი ხასიათის: სასულიერო და საერო.
სასულიერო გულისხსმობდა პაპის და მისი ლეგატის მიერ ბეჭდის და კვერთხის გადაცემას
არჩეულ ეპისკოპოსზე. საერო კი - რომ იმპერატორი ახლად არჩეულ ეპისკოპოსს
გადასცემდა კვერთხს და ლენს. შედეგად, გერმანიაში საერო ინვესტიტურა წინ უსწრებდა
სასულიეროს, იტალია/ბურგუნდიაში პირიქით.

კონკორდატმა შეზღუდა ეპისკოპოსების დანიშვნის შესაძლებლობა იმპერატორის


მტრების რიგებიდან. იმპერატორსაც აღარ შეეძლო საკუთარი კაცის დანიშვნა ,
ეპისკოპოსები ეკლესიის მიერ ირჩეოდნენ. საბოლოო ჯამში კი კონკორდატი ეკლესიის
საკეთილდღეოდ მუშაობდა, რადგან იმპერატორი რომელიც მუდმივი ზეწოლის ქვეშ
იმყოფებოდა, იძულებული იყო დასტური მიეცა უმაღლესი სასულიერო პირების
დანიშვნაზე. თუმცა აქაც არსებობდა გამონაკლისი წესებიდან. ასე რომ, პაპ გრიგოლი VII-
სა და კლუნიელთა რეფორმისტული მოძრაობის ძირითადმა პრინციპებმა გაიმარჯვეს.

იტალია IX-XI საუკუნეებში


იტალიის განვითარება თავისებურად მიმდინარეობდა. ლანგობარდების სამეფო, რომელიც
იტალიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა, გერმანული ტომების მიერ ჯერ ბიზანტიელებმა და
შემდეგ ფრანკებმა დაიპყრეს. ფრანკებმა მხოლოდ პაპის ოლქი ვერ დაიმორჩილეს ხოლო
სამხრეთ იტალია ბიზანტიას ექვემდებარებოდა. კაროლინგებმა დაპყრობილი იტალია
საჰერცოგოების ნაცვლად 20 საგრაფოდ დაყვეს და მარკგრაფები დანიშნეს. მარკგრაფებს
ემორჩილებოდნენ ქალაქები, გრაფებს ეკუთვნოდათ სასამართლო, სამხედრო
ადმინისტრაციული და ფისკალური ფუნქციები. ასევე იყვნენ ვიკარები და სკაბინები
ქალაქების მართველები. გრაფებს და ეპისკოპოსებს 3 თვეში ერთხელ იმპერატორის
წარგზავნილები მოინახულობდნენ ხოლმე და მათ საქმიანობას აკონტროლებდნენ. 843 წელს
ვერდენის ხელშეკრულებით ფრანკთა სამეფო 3 ნაწილად გაიყვეს კარლოს დიდის
შვილიშვილებმა. იტალია ერგო უფროს ლოთარს. მისი გარდაცვალების შემდეგ ის გადაეცა
მის ვაჟ-ლოთარ მეორეს. ამ მიწებს შემდეგში ლოტარინგია ეწოდა. ამის შემდეგ იმპერატორის
ტიტული და იტალია „ხელიდან ხელში“ გადადიოდა. ხან შარლ მელოტის, ხან კარლ
სქელის. მეათე საუკუნიდან კი იმპერატორის ტიტულმა სულ დაკარგა მისი მნიშვნელობა. ასე
რომ, მე-9 საუკუნეში იტალია პოლიტიკურად დაქუცმაცებული ქვეყანა იყო. ის გაყოფილი
იყო უცხო დამპყრობლების მიერ.

IX საუკუნის ბოლოს კაროლინგების სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, იტალიაში


დაქუცმაცებულობა კიდევ უფრო გაძლიერდა. „იტალიის სამეფო“ მხოლოდ ნომინალურად
არსებობდა. კარლ სქელის ტახტიდან გადაყენების შემდეგ, (887) იტალიაში გაძლიერდა
ფეოდალური ანარქია, გაჩნდა ფეოდალური ერთეულები, რომლებიც პირველობისთვის
იბრძოდნენ. ყველას გამეფება სურდა, მაგალითად მარკგრაფებს: ივრეისა და ფრიულის.
ისინი მეფის ტიტულისთვის იბრძოდნენ. მაგრამ ლოთარის გამეფების შემდეგ (ადელჰეიდის
ყოფილი ქმარი) ფეოდალებს შორის თითქმის დაზავება ოხდა. 950 წელს ლოთარი
გარდაიცვალა რის შემდეგაც ადელჰეიდი დაქვრივდა. როგორც ვიცით ადელჰეიდმა შემდეგ
მარკგრაფ ბერენგარს უარი უთხრა ცოლობაზე და ამიტომაც გამოკეტეს ციხეში.
დახმარებისთვის გერმანიის მეფე ოტო 1-ს მიმართა, რომელიც კიდეც დაეხმარა ადელჰეიდს
და ცოლადაც მოიყვანა, 951 წელს კი იტალიის მეფე გახდა. ოტომ პავიაში თავისი ვაჟი
კონრადი დატოვა რეგენტად, რომელთანაც ბერენგარმა დადო შეთანხმება. სანამ ოტო
გერმანიაში იყო, ბერენგარმა თავისი სამეფო მიიღო 952 წელს და დამოუკიდებელი მართვა
დაიწყო, რის შემდეგაც პაპმა იოანე მე-12 მ და ოტომ დაიწყეს მის წინააღმდეგ ბრძოლა. 962
წელს ოტომ იტალიაში ილაშქრა და „რომის იმპერატორად“ ეკურთხა. ამრიგად, ჩრდ და შუა
იტალიაში გერმანელთა ბატონობა დამყარდა. ამით კი საბოლოოდ დაიკარგა იტალიის
გაერთიანებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ოტოს
ჰქონდა მცდელობა დაეპყრო იტალიის ბბიზანტიური ნაწილიც, მაგრამ უშედეგოდ. იტალიის
გერმანიის მიერ დამონება, პაპობის ბრალიც იყო რომელიც იმ დროს დაცემას განიცდიდა.
გერმანიის მეფემ რომის იმპერატორის ტიტული მიითვისა და ამით პაპობა თავის კონტროლს
დაუქვემდებარა, რაც საერთაშორისო პოლიტიკაში თავის იარაღად აქცია.

სამხრეთ იტალიას დიდი ზარალი მიაყენა არაბების შემოსევებმ, რომლებმაც მე-9 საუკუნეში
დაიკავეს სიცილია. ასევე მათ დაიპყრეს ბარი და 30 წლის მანძილზე ხელს ეპყრათ ეს
მნიშვნელოვანი პორტი ადრიატიკის ზღვაზე. ისინი რომსაც ემუქრებოდნენ, ქალებს და
ბავშვებს მონებად ყიდდნენ და ქალაქებს ძარცვავდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს მონებად
გაყიდვა შეწყდა. არაბებმა სიცილიაში ხელი შეუწყეს მიწათმოქმედების განვითარებას,
შეიტანეს ბამბისა და შაქრის ლერწმის კულტურები. სიცილიიდან ისინი სამხრეთ იტალიას
ესხმოდნენ თავს. 847 წელს გადაწვეს რომის გარეუბნები. ნელ-ნელა ისინი განმტკიცდნენ
ჩრდილოეთში და თავს ესხმოდნენ ჩრდილოეთის ქალაქებს.

X საუკუნის დასაწყისში იტალიას ასევე უნგრელები დაესხნენ თავს. 899 წელს ჯერ ვენეციას,
შემდეგ 921 წელს ბრეშას დაესხნენ თავს, 924 ში შეიჭრნენ ლომბარდიაში და გაძარცვეს პავია.
X საუკუნის მეორე ნახევრისთვის მათი თავდასხმები შედარებით შეწყდა, მაგრამ ამავე
საუკუნეში იტალიაში ნორმანები გამოჩნდნენ.

იტალიელი ხალხის ჩამოყალიბების დასაწყისი. რომაული ტრადიციები. დას. რომის


იმპერიის დაცემის შემდეგ, რომის მოსახლეობამ გოთების, არაბების, ლანგობარდების,
ნორმანების, ფრანკების გავლენა განიცადეს. ამან იქონია გავლენა რომაელთა ეთნიკურ
სახეზე, ენაზე. იტალიური ენის საფუძველი არის ლაინური ენა, რომელმაც დამპყრობელთა
ენის ზემოქმედება განიცადა. მიუხედავად ამ პოლიტიკური არეულობებისა, IX-X
საუკუნეებში იტალიელმა ხალხმა ჩამოყალიბება დაიწყო დაასრულა გერმანელების
ასიმილაცია. მემკვიდრეობით მიიღო ლათინური და ძველი მაღალი კულტურა, რომელიც
განვითარებას განაგრძობდა.

ფეოდალური ურთიერთობების განვითარება. VI-VIII საუკუნებში გერმანელი ტომების


ლანგობარდების დროს ჩრდ. და შუა იტალიაში დაიწყო ფეოდალური ურთიერთობების
ჩამოყალიბების პროცესი. ლანგობარდებმა მიიტაცეს მიწები, ხოცავდნენ ან აძევებდნენ
რომაელ მოსახლეობას. როგორც წესი, მოსულები ადგილობრივი მოსახლეობისგან ცალკე
სახლდებოდნენ და ინარჩუნებდნენ გვაროვნულ თემურ ურთიერთობას, რომელსაც „ფარა“
ეწოდებოდა. (ფარა-სოციალური , ოჯახთა ჯგუფი, რომელიც ცხოვრობდა რომელიმე
გამაგრებულ პუნქტში სამხედრო წესით, საიდანაც შეიძლებოდა თავდასხმები მეზობელ
ტერიტორიაზე). ჩრდ. და შუა იტალიაში ლანგობარდების დაპყრობების შედეგად თემური
მიწათმფლობელობა განმტკიცდა, მაგრამ VII საუკუნეში ლანგობარდებში გაჩნდა ალოდი,
რამაც დააჩქარა მიწაზე ფეოდალური საკუთრების განვითარება. თავისუფალი მეთემეები
მიწის ნაკვეთებს კარგავდნენ და მაგნატებთან დამოკიდებულები ხდებოდნენ. ეს პროცესი
დააჩქარა ლანგობარდების სამეფოს დაპყრობამ, რამაც ხელი შეუწყო წვრილი
მიწათმფლობელების გაკოტრებას და მათ მიწაზე დამოკიდებულ მოსარგებლეებად ანუ -
ლიბელარებად გადაქცევას.

გლეხობის დიდმა ნაწილმა მიწები დაკარგა, მაგრამ ისინი მაინც არ აღმოჩნდნენ ყმურ
დამოკიდებულებაში, ასეთი გლეხები იყვნენ მიწათმფლობელთა დროებითი მეიჯარეები -
ლიბერტები.

იტალიელი ფეოდალები თავიანთი ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის მიხედვით,


ძირითადად ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილები: მსხვილი ფეოდალები - კაპიტნები, და
წვრილი ფეოდალები - ვავასორები.

გლეხის მიწით სარგებლობის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ლიბელარული იჯარა


(წერილობითი ხელშეკრულება). მას გლეხი 29 წლით ან მუდმივად იღებდა. ვადის გასვლის
შემდეგ შეეძლო განახლება. ლიბელარი ვალდებული იყო იჯარით აღებულ ნაკვეთში
აეშენებინა სახლი, გაეშენებინა ვენახი და ეხადა ყოველწლიური ჩინში (რენტა).
ლიბელარის მამულთან ფორმით ახლოს იდგა ემფითევზისი (ბერძ.ნაგავი). ეს იყო ცარიელი
და მიგდებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც მის მფლობელებს უნდა დაემუშავებინათ და
კულტურული მცენარეები გაეშენებინათ. ხშირად მათი მფლობელები ფლეხები იყვნენ
რადგან სწორედ მათ ჰქონდათ მათი დამუშავების საშუალება. მისიმფლობელიც იხდიდა
რენტას.

IX-X საუკუნეების იტალიაში ლიბელარი და ემფიტევთები თითქმის აღარ იყვნენ.

XI საუკუნეში საბატონო და დამოკიდებული გლეხობის გვერდით შუა&ჩრდ. იტალიაში


გვხვდება კიდევ თავისუფალი გლეხი - ალოდისტები.

იტალიის ქალაქების ადრეული წარმოშობა და განვითარება. ევროპის სხვა ქვეყნებისგან


განსხვავებით, იტალიაში IX-X საუკუნეებში ყველაზე ადრე დაიწყო ფეოდალურ
საფუძველზე ქალაქების ჩამოყალიბება. X საუკუენში იტალიაში გაძლიერდა ხელოსნობა და
ვაჭრობა, რომელთა ცენტრები ქალაქებად გადაიქცნენ. ვენეცია, რომელიც პირველად
იხსენიება VI საუკუნეში, IX-Xსს-ში წარმატებულ ვაჭრობას ეწეოდა სიცილიასთან, ეგვიპტესა
და ბიზანტიასთან. სწორედ ამ კავშირმა განაპირობა იტალიის ქალაქების განვითარება. აქ
აღმოცენდა ხელოსანთა ამქრები, ყოველწლიურად იმართებოდა იარმარკები, რომელთაც
საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდათ. შუა იტალიაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო
სახელოსნო ცენტრი იყო ლუკა, სადაც აწარმოებდნენ მაუდს და აქ იყო სამონეტო კარი. IX-X
საუკუნეებში ლომბარდიაში აღმავლობას განიცდიდნენ ქალაქები: მილანი, პიაჩენცა, ვერონა.
მილანში დიდად იყო განვითარებული იარაღის წარმოება და საფეიქრო საქმე. ამ პერიოდში
ვიარდებოდა ბარი და ამალფი. ამალფს ერთ-ერთმა არაბმა ვაჭარმა უწოდა „ყველაზე
აყვავებული,ცნობილი,მდიდარი და ბრწყინვალე“ ქალაქი იტალიაში.

რომანიის სამარკიზოები, საჰერცოგოები და საგრაფოები. იტალიის დამოუკიდებელი


ქალაქები. (რომი, ცენტრი- ბოლონია). რომანია სხვადასხვა დამოუკიდებელ ფეოდალურ
სამფლობელოდ იყო დაყოფილი: ჩრდილოეთით „რავენას ეგზარქატი, სამხრეთით - ანკონას
სამარკიზო, რომლის სამხ.დას. სპოლეტოს საჰერცოგო და ბოლოს პაპის ოლქი ანუ წმინდა
პეტრეს მამული იყო.

ქალაქი რომი თავიდანვე კათოლიკური რელიგიის ცენტრი იყო, ამიტომ პაპების გავლენა არა
მხოლოდ პაპების ოლქზე, არამედ მთელ იტალიასა და სხვა ფეოდალურ სამფლობელოებზე
ვრცელდებოდა. თუმცა მაინც ხდებოდა ოლქში შიდა ბრძოლები.

სპოლეტოს საჰერცოგო დამოუკიდებელი ერთეული იყო, რომელსაც საკუთარი მართვა-


გამგებლობა გააჩნდა. მისი ჰერცოგები მხოლოდ მაშინ ცნობდნენ იტალიის მეფეთა
სიუზერენიტეტს, როცა მეფეები მათ საჰერცოგოში მოვიდოდნენ და მორჩილებაში ყოფნას
აიძულებდნენ, სხვა შემთხვევაში ისინი დამოუკიდებლები იყვნენ. რაც შეეხება რავენას, მისმა
არქიეპისკოპოსებმა ადრევე მოიპოვეს რავენას ეგზარქატზე საერო ძალაუფლება და
საიმპერიო მთავრებად გადაიქცნენ.

იტალიაში ეკონომიკით და მმართველობის ფორმით სამი ქალაქი გამორჩეოდა; ვენეცია,


რომელიც XI საუკუნიდან დამოუკიდებელი იყო და რესპუბლიკური მმართველობა ჰქონდა.
ის თავიდანვე ვაჭრობის ცენტრი იყო და შემდეგში ისე გაძლიერდა, რომ ევროპის სხვა
სახელწიფოთა მოწინავე რიგებში იმყოფებოდა.

გენუა და პიზა. მათ სრული დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ვერ მოიპოვეს, მაგრამ ისინიმაინც
დამოუკიდებლად ვაჭრობდნენ არა მხოლოდ მეზობლებთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთიდან რომისკენ მიემართებოდა სავაჭრო მნიშვნელობის მქონე


გზა „პილიგრიმების გზა,“, ანუ ფრანკთა გზა.

სამხრეთი იტალია. სამხრეთ იტალიის ნაწილი, სადაც ნეაპოლის სამეფო წარმოიშვა, IX


საუკუნეში ასევე პოლიტიკურად დაქუცმაცებული იყო. აქ იყვნენ დამოუკიდებელი
საჰერცოგოები: სალერნო, კაპუა, ბენევენტო. ეს საჰერცოგოები პატარ-პატარა საგრაფოებად
იყო დაყოფილი და მათი გრაფებიც ისე დამოუკიდებლად გრძნობდნენ თავს, როგორც
ჰერცოგები, თუმცა ჰერცოგები ფორმალურად მათი სიუზერენები იყვნენ.

827 წელს არაბები სიცილიის დაპყრობას ცდილობდნენ, რაც დაასრულეს 878 წელს
ქ.სირაკუზას აღებით, ამის შემდეგ აქ საამირო ჩამოყალიბდა, არაბები სხვა ნაწილებშიც
შეიჭრნენ. XI საუკუნის ბოლოს იწყება სამხრეთ იტალიელი ნორმანების ბრძოლა არაბთა
წინააღმდეგ სიცილიის დასაპყრობად. ამ ბრძოლების შედეგად არაბებმა ბევრი სამფლობელო
დაკარგეს, მაგრამ მონტეგარგანოსთან შეინარჩუნეს თავიანთი პუნქტი, საიდანაც
აწარმოებდნენ თავდასხმებს ბიზანტიელების სამფლობელოებზე იტალიაში და რომის პაპის
ოლქზე. ეს კი იწვევდა ბრძოლებს მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, რაც ისედაც
ანარქიულ მდგომარეობას უფრო მეტად ართულებდა.

ამრიგად, იტალიის შესვლამ „საღვთო რომის იმპერიაში“ ის პოლიტიკურად უფრო


დააქუცმაცა და მისი შინაგანი წინააღმდეგობები გაამწვავა.

პირენეის ნახევარკუნძული VIII-XI საუკუნეებში


ესპანეთი არაბთა შემოსევამდე

სახელწოდება „ესპანეთი“ ფინიკიური წარმოშობისაა და ნიშნავს „ბოცვრების ნაპირს“. ამ


ქვეყანაში პირველ კოლონიას ფინიკიელები ფლობდნენ. კუნძულის აღმოსავლეთით
კოლონიები თავდაპირველად ბერძნებმა დაარსეს, პირველი პუნიკური ომის შემდეგ
სამხრეთ/აღმოსავლეთი კართაგენმა დაიმორჩილა, მეორე პუნიკური ომის შემდეგ
რომაელები გაბატონდნენ და 200 წელი იბრძოდნენ იმისთვის, რომ სრულიად ჩაეგდოთ
ხელში ნახევარკუნძული. ესპანეთი რომის იმპერიისთვის იტალიის შემდეგ ასევთქვათ მეორე
ცენტრი იყო. 415 წელს ესპანეთში უკვე რომაელთა მოკავშირე ვესტგოთები ჩნდებიან, 50
წლებისთვის ნახევარკუნძულს ისინი იპყრობენ, და მეექვსე საუკუნისთვის მათი სამეფოს
ცენტრი ესპანეთში გადმოდის. ვესტგოთების სამეფოს უკანასკნელი მეფე ვამბა იყო, არის
ვერსია, რომ ის წარმოშობით გლეხი იყო, ხოლო სანამ მეფე გახდებოდა, ლუზიტანიის
ჰერცოგი. მისი მეფობის მანძილზე გრძელდებოდა ბრძოლა დიდებულებთან. მან ჯარის
განმტკიცების მიზნით, 673 წელს გამოსცა „სამხედრო დეკრეტი“, რომლის მიხედვითაც,
სამეფოს მთლიან მოსახლეობას ეკისრებოდა სამხედრო ბეგარა. ამან გამოიწვია
უკმაყოფილება საერო და სასულიერო ფეოდალებში, რის შემდეგაც ვამბამ სამეფოში
სამხედრო, ფინანსური და საეკლესიო წესრიგი დაამყარა და ცენტრალური პოლიტიკის
გატარება დაიწყო. 674 წელს ვამბამ სამეფოს დედაქალაქად ტოლედო აქცია, თუმცა მის
წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს, 680 წელს ევრიგმა (ბიზანტიელი არტავაზის შვილმა)
მეფეს შხამნარევი სასმელი მიართვა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ის მალე მოკვდებოდა და
ვესტგოთების წესის მიხედვით ბერ-მონაზვნური სამოსი ჩააცვეს, როცა გამოფხიზლდა
რამდენიმე საათის შემდეგ, აიძულეს, რომ გადამდგარიყო. ამის შემდეგ მონასტერში
გაგზავნეს სადაც 8 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ვამბას მეფობის ისტორია იულიანე
ტოლედოელმა აღწერა. ის შეიწირა იმან, რომ სახელმწიფოს და თავისი ხელისუფლების
განმტკიცებას საერო&სასულიერო დიდებულების ხარჯზე ცდილობდა.

ვამბას შემდეგ ტახტზე არქიეპისკოპოსის დახმარებით ადის ერვიგი, მის გარეშე ვერ
ავიდოდა, რადგან ვესტგოთი არ იყო. მოსვლისთანავე „სამხედრო დეკრეტის“ კანონები
შეარბილა. ერვიგის პირველი გეგმა იუდეველთა რელიგიური თემის წინააღმდეგ ბრძოლა
იყო, ტოლედოს მე-12-ე საეკლესიო კრების (681) მხარდაჭერით, ერვიგმა გამოსცა 28 კანონი,
რომელიც ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული. მას უნდოდა მათი გაქრისტიანება,
აეკრძალათ ყველა ის საქმიანობა, სადაც შეეძლოთ მათ ქრისტიანებზე მბრძანებლობა.
ამბობენ, რომ ამ პოლიტიკაში არქიეპისკოპოსის ხელი ურევია, რომელიც ებრაელის
შთამომავალი იყო და იუდაიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საეკლესიო&სამეფო
ხელისუფლებას იყენებდა. 683 წელს ერვიგმა მოიწვია ტოლედოს მეცამეტე კრება, რომ
აღეკვეთა სამეფო ხელისუფლების თვითნებურად დაკავება, კრებამ დიდებულები
შეამჭიდროვა და შედეგად ეპისკოპოსის, კარისკაცის დაპატიმრება, წამება, ქონების
ჩამორთმევა კანონით დაშვებული გახდა.

ერვიგის მეფობის პერიოდში რთული ვითარება შეიქმნა იმ მხრივ, რომ შიმშილი დაიწყო და
ამის გამო გადასახადების აკრეფა შეუძლებელი გახდა, რადგან ეს ხალხს გაანადგურებდა.
მეფე ამ პერიოდში ცდილობდა თავისუფალი ადამიანების უფლებების შეკვეცას, თუმცა
მაინც უნდოდა ამ წოდების შენარჩუნება. მან დაადგინა, რომ თითოეულ ადამიანს,
რომელმაც საკუთარი თავი გაყიდა, მისი გამოსყიდვა იმავე ფასად შეეძლო მის ნათესავს.
მაგნატები ამით გაძლიერდნენ და მეფისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს,
გათავისუფლებულები საბოლოოდ ბატონის მიწებს კი მიამაგრეს, მაგრამ მეფეს მაინც
უხდებოდა ურჩი მაგნატების დასამორჩილებლად ბრძოლა, ჯარი კი ამისათვის არ ჰყავდა.
დაავადებულმა მეფემ თავის მემკვიდრედ ეგიკა (ვამბას ბიძაშვილი) დანიშნა. დაიწყო ვამბას
მოწინააღმდეგეების დევნა, რასაც მოჰყვა დიდებულთა შეთქმულება. ეგიკასთვის ყველაზე
საშიში ტოლედოს მიტროპოლიტი სისიბერტი იყო, რომელიც ვინმე სუნიფრედს დაეხმარა
თავი მეფედ გამოეცხადებინა და საკუთარი ფულის მოჭრა მოესწო. მეფე ეგიკამ სისიბერტი
მოხსნა, მისი საქმე საეკლესიო სასამართლოს გადასცა და შედეგად დაისაჯა შეთქმულების
ყველა მონაწილე, მაგრამ სამეფო ხელისუფლება აშკარად დასუსტდა. ტოლედოს მე-14-ე
საეკლესიო კრებით (693), სისიბერტი გადააყენეს. აქვე გამოირკვა,რომ ესპანელი
იუდეველები კონტაქტს ამყარებდნენ უცხოელ ერთმორწმუნეებთან შეთქმულების მოწყობის
მიზნით ვესტგოთელების წინააღმდეგ. თითქოს სირიელ & ეგვიპტელ არაბებს
მოუწოდებდნენ ესპანეთზე თავდასხმისკენ. საბოლოოდ კრებამ დაადგინა :
ებრაელებისთვის ქონების ჩამორთმევა და ესპანეთიდან გაძევება. ასევე მეფეს მიეცა მათი
გაყიდვის უფლება, 7 წლამდე ასაკის ბავშვებს მშობლებს ართმევდნენ და ქრისტიანთა
ოჯახებს აძლევდნენ. ასეთი მდგომარეობისგან მხოლოდ არაბთა დაპყრობებმა
გაათავისუფლა ებრაელები.

ეგიკამ თანამმართველად თავისი შვილი ვიტიცა დანიშნა. 702 წელს ეგიკაც გარდაიცვალა,
ვიტიცას მეფობის დროს ნახევარკუნძულზე ეპიდემია გავრცელდა,რამაც ვესტგოთი
მოსახლეობა შეამცირა. ვიტიცა მამის პოლიტიკას კი ატარებდა,მაგრამ მკაცრი ზომები
შეამცირა და ქვეყნიდან გაძევებულებს დაბრუნების საშუალება მისცა, მაგრამ ამის
მიუხედავად შეთქმულება მაინც განმეორდა,თუმცა უშედეგოდ. ვესტგოთი მეფეები
ცდილობდნენ სამეფო ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის წესის დამკვიდრებას, ისინი
ფიქრობდნენ, რომ ეს სამეფო ხელისუფლებას განამტკიცებდა, მაგრამ ამ წესის წინააღმდეგნი
ვესტგოთების წარჩინებულები იყვნენ. ასე მოხდა მაშინაც, როცა ვიტიცა ცდილობდა მისი
მცირეწლოვანი შვილის გამეფებას, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა ტოლედოში.
ვიტიცას შვილის ნაცვლად მეფედ ბეტიკას ჰერცოგი როდრიგო გამოაცხადეს, ამას
აპროტესტებდნენ ვიტიცას შვილები და ბრძოლის ორგანიზებას ცდილობდნენ, მათ მხარეს
გადავიდა ვესტგოთთა დიდებულების ნაწილი, მაგრამ ვიტიცას ოჯახი დამარცხდა, მათ
როდრიგო მეფედ აღიარეს, რომელმაც შეუნარჩუნა ქონება. როდრიგო ამის შემდეგ ვიტიცას
ოჯახის მომხრე ბასკების წინააღმდეგ მიდის, თუმცა ბრძოლას წყვეტს, რადგან იგებს, რომ
ესპანეთში ახალი მტერი - არაბები შემოდიან.

არაბები ესპანეთში

VII საუკუნის დასასრულისთვის, არაბებმა დაასრულეს ბიზანტიის სამფლობელოების


დაპყრობა ჩრდილოეთ აფრიკაში და ვესტგოთთა სამეფოს შეუტიეს. ამ პერიოდში არაბთა
ტერიტორია თვით ალექსანდრე მაკეონელის იმპერიაზე ვრცელიც კი იყო. ატლანტის
ოკეანიდან - ინდოეთამდე და ჩინეთამდე იყო გადაჭიმული. ჩრდილოეთ აფრიკის ბერბერთა
მრავალრიცხოვანი ტომები არაბებს დამორჩილდნენ და აქედან დაიწყეს პირინეის
ნახევარკუნძულის დაპყრობისთვის ბრძოლა.

პირველი ლაშქრობა ესპანეთში არაბებმა 709 წელს მოაწყვეს. სუეტას მმართველმა იულიანემ
ხელშეკრულება დადო ვესტგოთებთან (მხოლოდ ის უწევდა წინააღმდეგობას არაბებს)
იულიანემ თავისი ქალიშვილი ლა კავე გაგზავნა ტოლედოში, რის შემდეგაც ის შეაცდინა
მეფე როდრიგომ, რაზეც იულიანე განრისხდა და ქალაქი არაბებს გადასცა ასევე ის
არწმუნებდა მუსას (აფრიკის მმართველი) ესპანეთის დაპყრობაში და დახმარებასაც
დაჰპირდა. შედეგად, მუსას მხედართმთავარმა 710 წელს ალხესირასის გარეუბანი
გაანადგურა და აფრიკაში ნადავლით დაბრუნდა. მომდევნო წელს მუსამ იმით ისარგებლა,
რომ როდრიგო ბასკებს ეომებოდა, მისი მეორე მხედართმთავარი გაგზავნა ესპანეთში და
ქ.კარტეა დაიკავა. მუსას და როდრიგოს ჯარი ერთმანეთს 711 წელს შეხვდა, ამ ბრძოლაზე
მხოლოდ ის ვიცით, რომ 8 დღე გაგრძელდა და რომ როდრიგო სასტიკად დამარცხდა,
უკვალოდ გაქრა. ისტორიული წყაროების მიხედვით, დამარცხების მიზეზი მოწინააღმდეგის
მიერ როდრიგოს ჯარის ნაწილის მოსყიდვა გახდა(სავარაუდოდ ვიტიცას მომხრეები). ასეთ
პერიოდში არ არსებობდა ქვეყანაში ისეთი ძალა, რომელიც შეძლებდა გაერთიანებას.
შევიწროებული ებრაელები არაბების მხარეს გადავიდნენ, ამ დროს კი მათი რიცხვი 90 ათასს
შეადგენდა.

შედეგად, 711-714 წლებში ბერბერებმა და არაბებმა თითქმის მთელი ესპანეთი დაიპყრეს,


გარდა ასტურიისა. დამპყრობლებს საერთო სახელი - მავრები ეწოდათ. საბოლოოდ 714 წელს
დასრულდა ვესტგოთების სამეფოს არსებობა და იწყება ესპანეთში არაბთა ბატონობის ხანა.
ესპანელები დამარცხდნენ მიზეზებით: სოც/პოლიტიკური წინააღმდეგობები, ტახტზე
მემკვიდრეობითობის პრინციპის არ ქონა, დიდებულების ბრძოლა ტახტისთვის,
კათოლიკური ეკლესიის გავლენა და დიდებულთა უკმაყოფილება. შესაბამისად
შინაარეულობის გამო, გულგრილად ეკიდებოდნენ არაბების შემოსევებს და ზოგი კიდეც
ეხმარებოდა მათ.

718 წელს არაბებმა ილაშქრეს აკვიტანიაში, დაიკავეს სამი ქალაქი, 732 წელს პუატიამდე
მიაღწიეს, სადაც შეეჯახნენ ფრანკთა ჯარს კარლოს მარტელის ხელმძღვანელობით და
სასტიკად დამარცხდნენ, ამის შემდეგ არაბთა დაპყრობები შეჩერდა.

755 წლამდე მუსლიმური ესპანეთი იგივე ალ-ანდალუსი დამასკოს სახალიფოში შედიოდა,


თუმცა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როცა ომაიანთა დინასტია დაემხო, მათგან
ერთ-ერთმა გადარჩენილმა აბდ არ-რაჰმანმა თავი ალ-ანდალუსს შეაფარა, ხელთ იგდო
ძალაუფლება და დამოუკიდებელ ამირად გამოაცხადა თავი, ამის შედეგად ჩაეყარა
საფუძველი კორდოვას საამიროს, შემდეგში კი 929 წელს როგორც კორდოვას სახალიფოს.
ასეთი სახით გადავიდა ომაიანთა დინასტია ესპანეთში.

ესპანეთის დაპყრობის შემდეგ არაბებმა მიწების 1/5 სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადეს,


მსხვილ მიწათმფლობელებს ჩამოართვეს და წვრილ მწარმოებლებს დაურიგეს, რამაც
ესპანეთის არისტოკრატია დაასუსტა, მეურნეობა კი გააძლიერა. მათ მოსახლეობა
სახელმწიფო გადასახადისგან გაათავისუფლებას და მხოლოდ ორი - „ხარჯა“ (მიწის
გადასახადი) და „ჯიზია“ (სულადობრივი გადასახადი) დაუწესეს, რისგანაც ქალები,
ბავშვები, მონები, თავისუფლები იყვნენ.

არაბები თავიდან ქრისტიანების მიმართ შემწყნარებლობას იჩენდნენ, არ ხდებოდა ისლამის


ძალდატანებითი გავრცელება, რაც იმით აიხსნება, რომ საამიროს მაშინდელი შემოსავალი
ძირითადად „ჯიზია“ იყო. რაც მეტი ქრისტიანი მიიღებდა ისლამს, მით უფრო მცირდებოდა
ის. პირებს, რომლებიც სარწმუნოებას იცვლიდნენ რენეგატები ერქვათ.

არაბებმა თავის დროზე ვერ შეძლეს ესპანეთის ჩრდილოეთი ნაწილების დაპყრობა და


შესაბამისად ბრძოლები ქრისტიანულ სამეფოებთან გრძელდებოდა, ამ მხრივ უნდა
აღინიშნოს ასტურია. პირინეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით იყო არაბებისგან
დამოუკიდებელი ტერიტორიები - ასტურია, გალისია, ბასკონია. სწორედ ამ ტერიტორიებმა
დაიწყეს ბრძოლა არაბების წინააღმდეგ, რასაც ეწოდება რეკონკისტა და რაც დაახლ.700წელი
გრძელდება.

ვესტგოთების ჯარი და ასტურია გაერთიანდნენ და 718 წელს კოვადონგაში დაამარცხეს


არაბთა რაზმი, ეს იყო მათი პირველი გამარჯვება, რაც ითვლება რეკონკისტას დასაწყისად. ამ
დროს ასტურიის მეფე პელაიო იყო და ამ ბრძოლის შემდეგ მისი ხელისუფლება უფრო
გაძლიერდა. პელაიოს შემდეგ მისი შვილი ფავილა ავიდა ტახტზე, თუმცა მან ვერ შეძლო
ტერიტორიის გაფართოება, მას მიაკუთვნებენ 737 წელს სანტაკრუსის ეკლესიის დაარსებას,
მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, ის დათვებზე ნადირობის დროს იღუპება და შემდეგ
მოდის მისი დის მეუღლე ალფონსო I კათოლიკე. მან შეძლო ასტურიის ტერიტორიის
გაფართოება, მონასტრები აღადგინა და ქალაქები&ეკლესიები დააარსა. მას სამღვდელოებამ
„კათოლიკე-მეფე“უწოდა, რადგან მან მოსახლეობის დიდი სიყვარული დაიმსახურა. მის
შემდეგ მეფეებიც ახერხებენ ასტურიის გაფართოებას, მაგრამ არაგონის ნაწილი კვლავ
არაბთა ხელში რჩება. ვითარება შედარებით იცვლება ალფონსო II -ს პერიოდში, ის არბევდა
პორტუგალიას, ცდილობდა მოეძებნა მოკავშირე არაბების წინააღმდეგ და დიპლომატიური
ურთიერთობა დაამყარა კარლოს დიდთან და ლუი ღვთისმოსავთან. არაბების წინააღმდეგ
იბრძოდა ნავარა და არაგონიც. აგრეთვე მნიშნელოვანი ცენტრი იყო „ესპანური მარკა“.

კორდოვაში რენეგატებისა და მოსარაბების მიერ აჯანყებები გრძელდებოდა მანამ, სანამ


კორდოვას ამირა აბდ-არ-რაჰმან მესამე არ გახდა. ის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას
ანჭებდა უპირატესობას, მან დაქირავებული პირებისგან „სკალიბებისგან“ მუდმივი ჯარი
შეადგინა, რაც არაბთა ძალების ძირითადი ბირთვი გახდა.

მისი პოლიტიკა ასეთი იყო: უნდოდა მტკიცე ცენტრალური ხელისუფლების შექმნა,


ცდილობდა ყველა თავისი ხელისუფლებისთვის დაემორჩილებინა და აბსოლუტური
მმართველი გამხდარიყო. ილაშქრა პორტუგალიაში და ბევრ ადგილას, ტოლედო დაიპყრო,
მიაღწია წარმატებებს და 929 წელს თავი ხალიფადაც გამოაცხადა, რითაც საბოლოოდ
განმტკიცდა არაბული ესპანეთის დამოუკიდებლობა. ის იბრძოდა აგრეთვე ქრისტიანულ
ქვეყნებთან და ცდილობდა ისინი ხელში ჩაეგდო, მან ჩრდ. აფრიკა კორდოვას შემოუერთა. ამ
ყველაფრის შედეგად, გაიზარდა სახელმწიფო შემოსავალი გადასახადების გადიდებით, ომში
დამარცხებული ქვეყნების ნადავლით, ხარკით, რაც ძირითადად იხარჯებოდა სამხედრო
საქმეებზე, ასევე კულტურულ მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის განვიტარებაზე.
ამიტომაცაა არაბთა პერიოდში ესპანეთი ეკონომიკურად განვითარებული, როცა
დასავლეთში ჯერ კიდევ კულტურის დაბალი დონე იყო. მეცნიერება და განათლება
განიცდიდა დიდ პროგრესს, არაბულიდან ითარგმნებოდა ლათინურად ძვ.ბერძენი
მეცნიერების ნაშრომები, მეათე საუკუენში დაარსდა უნივერსიტეტი, სკოლები, აბანოები.
400-მდე ქალაქი განვითარდა და აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული
ცენტრი ბუნებრივია კორდოვა იყო. კორდოვას სახალიფო ჰიშამ II-ის დროსაც წარამტებებს
აღწევს, დამოუკიდებლობას ისევ ასტურია და გალისია ინარჩუნებს, კორდოვას სახალიფო
სიძლიერის მიუხედავად, ფეოდალიზაციის გამო მალევე დაეცა. უთანხმოებები
რენეგატების, მოსარაბების, ბერბერთა ტომების მიმართ იზრდებოდა, რასაც სამეფო
ტახტისთვის ბრძოლაც დაემატა. 1031 წელს ჰიშამ მესამე, ესპანური ომაიანთა დინასტიის
უკანასკნელი წარმომადგენელი, ტახტიდან ჩამოაგდეს, რის შემდეგაც კორდოვას საამირო 275
წლიანი არსებობის შემდეგ დაიშალა. მას შემდეგ ზოგმა ქალაქმა დამოუკიდებლობა
გამოაცხადა, მათ ქვეყანა პოლიტიკურად დააქუცმაცეს და წვრილი საამიროები შექმნეს. მე-
11-ე საუკუნისთვის უკვე 23 დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული არსებობდა.

რეკონკისტა

როგორც ვთქვით, ქრისტიანული მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მიიღო ისლამი


(რენეგატები), მეორე ნაწილმა აითვისა არაბული ენა და წესები (მოსარაბები), თუმცა
ქრისტიანობა შეინარჩუნა.

პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით იყო არაბებისგან დამოუკიდებელი


ტერიტორიები - ასტურია, გალისია, ბასკონია და აღმოსავლეთში - ესპანეთის მარკა. სწორედ
ამ ქრისტიანულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს არაბების წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ეწოდა
რეკონკისტა, და რაც იწყება 718 წელს კოვადონგასთან არაბების დამარცხებით.

VIII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ასტურიის მეფეებმა ისარგებლეს კორდოვას


საამიროში მიმდინარე შიდაომებით და მიიტაცეს მიწები. მათი ნაწილი, მაგალითად,
გალისია უშუალოდ მიიერთეს, ნაწილი - გაძარცვეს. სამეფოს საზღვრებზე დაარსეს
თავისებური თავდაცვითი ხაზი - ბუფერული ზონა, რომელიც კოლონიზაციის შემდგომი
გაგრძელებისთვის გამოდგებოდა.

რა იყო რეკონკისტას დამახასიათებელი: ადამიანების გადასახლება სამხრეთიდან


ჩრდილოეთში, გლეხების და მემამულეების დასახლება საზღვრისპირა მიწებზე, შიდა
რაიონების ათვისება მოსარაბი ემიგრანტების მიერ.

VIII საუკუნეში ასტურიის სამეფოს გვერდით რეკონკისტას კიდევ ერთი ცენტრი - ფრანკთა
სამფლობელო ჩამოყალიბდა, ფრანკებმა კატალონიის დაუფლება შეძლეს, აქ შეიქმნა
ესპანეთის მარკა, რომლის ცენტრი იყო ბარსელონა.

ასტურიას, კატალონიასა და ალ-ანდალუსიას შორის რაიონები ხელიდან ხელში გადადიოდა,


სანამ ნავარის და არაგონის საგრაფო არ ჩამოყალიბდა. ისინი იბრძონდნენ არაბების
წინააღმდეგ, რამაც მათი სამხედრო ხელმძღვანელები თანდათან მეფეებად გარდაქმნა.
თავიდან ნავარა და არაგონი ერთობლივად მოქმედებდნენ როგორც არაბების, ისე ფრანკების
წინააღმდეგ, შედეგად ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი არაბების აღარ იყო, ის ბრძოლებით
დაიბრუნეს.

X-XI საუკუნის დასაწყისში ესპანეთის პოლიტიკურ რუკაზე ცვლილებები მოხდა, კარლოსის


იმპერიის დაშლის შემდეგ, ესპანეთის მარკის ტერიტორიაზე ბარსელონა ჩამოყალიბდა.
ასტურიის მეფეებმა მავრებს წაართვეს რამდენიმე მსხვილი ქალაქი და დედაქალაქი ლეონში
გადაიტანეს. კორდოვას სახალიფოს აყვავების დროს, მე-10 საუკუნეში მუსლიმებმა ალ-
მანსურის მეთაურობით შეძლეს რეკონკისტას შეჩერება და ასტურია, ლეონსა და
ბარსელონაზე თავდასხმები განახორციელეს. ნელ-ნელა კასტილიის გავლენა გაიზარდა და
მათ ქვეყნის აღმოსავლეთით მიწების გაერთიანება მოახერხეს. 1035 წელს არაგონი და
კასტილია სამეფოებად გამოცხადდა, 1037 წელს კი კასტილიის მეფე ფერდინანდ I-მა ლეონი
და კასტილია გააერთიანა. ამრიგად, მე-11 საუკუნისთვის, პირენეის ნ.კ-ზე ჩამოყალიბდა:
კასტილიის და ლეონ-კასტილიის სამეფო, ნავარისა და არაგონის, ბარსელონას საგრაფო და
30-მდე მუსლიმური სამთავრო.

1085 წელს არაბებთან გაიმარჯვეს კასტილიელებმა და ტოლედო აიღეს, ეს საუკეთესო


პირობებს უქმნიდა ესპანელებს შემდგომი შეტევების განსახორციელებლად. ამით არაბები
დაშინდნენ და დაიწყეს მფარველების ძიება კასტილიის მეფე ალფონსო VI-სთან. ისინი
მოითხოვნდნენ ზავს და მზად იყვნენ უამრავი ხარკი გაეღოთ თავიანთი სამთავროების
შესანარჩულებლად. მოლაპარაკებები ჩაატარეს და დახმარების მისაღებად ალმორავიდების
ბელადთან წავიდნენ.

ალმორავიდები ფეოდალურ ბერბერთა დინასტიას ეწოდებოდა, მათი სამეფო XI ს-ში


დაარსდა კორდოვას სახალიფოს დაშლის შემდეგ. 1086 წელს ისინი ესპანელი ამირების
მიწვევით ესპანეთში შეიჭრნენ, დაამარცხეს ისინი და ანდალუზია დაიპყრეს, მაგრამ ამ
ბრძოლის შემდეგ მათ ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდათ ქრისტიანებთან, რომელთაც
სათავეში სიდი ედგათ. სიდი პოპულარული იყო, რადგან ბრძოლას უმეტესად იგებდა, მისმა
ჯარმა ალმორავიდები დაამარცხა და 1094 წელს ესპანელებს ვალენსიის გათავისუფლების
შესაძლებლობაც კი მისცა. ის ზოგჯერ ძალებით მავრების ამირებსაც ეხმარებოდა
ესპანელების წინააღმდეგ, მაგრამ ესპანელმა ხალხმა აპატია და მაინც სახალხო გმირად
აღიარა. მას საგმირო ეპოსიც მიუძღვნეს „სიმღერა ჩემს სიდიზე“.

კატალონია. IX ს-ში ესპანეთის მარკას ტერიტორიაზე აღმოცენდა რამდენიმე საგრაფო,


რომელთაც გრაფები მართავდნენ, მათ შორის ყველაზე ძლიერი იყო - ბარსელონას საგრაფო,
სადაც დამკვიდრდა ვიფრედო I ბანჯგვლიანის მიერ დაარსებული დინასტია. ფრანკების
დაშლის შემდეგ ესპანეთის მარკა შედის საფრანგეთის შემადგენლობაში და მისი
დამოუკიდებლობა უფრო იზრდება კაროლინგების დინასტიის დამხობის დროს. მისმა
გრაფებმა არ აღიარეს ჰუგო კაპეტი მეფედ. მე-11 საუკუნეში ესპანეთის მარკაში ბარსელონას
საგრაფოს გარშემო მიმდინარეობდა პოლიტიკური კონსოლიდაცია, მის დაქვემდებარებაში
გადავიდა სხვა საგრაფო ოლქები, შემდეგში მას ეწოდა „კატალონია“, რომელიც ასევე ციხე-
სიმაგრეების ქვეყანას ნიშნავს. მე-10 საუკუნემდე კატალონია აღიარებდა კორდოვას
სახალიფოზე ვასალურ დამოკიდებულებას და მასთან სავაჭრო კავშირები ჰქონდა. 985 წელს
მოულოდნელად მავრები თავს დაესხნენ ბარსელონას, მაგრამ 2-3 ათწლეულის შემდეგ
ინიციატივა ქრისტიანების ხელში გადავიდა. კატალონიაში ფეოდალიზაცია უფრო სწრაფად
მიმდინარეობდა ვიდრე სხვა ქრისტიანული ესპანეთის მხარეებში, გლეხის ფეოდალური
დამოკიდებულებაც მძიმე ფორმით გამოვლინდა. გლეხის ერთი მამულიდან მეორეში
გადასვლა/გადასახლება შეზღუდული იყო, უფრო მეტ გადასახადს იხდიდნენ ვიდრე
დასავლეთში. XI საუკუნეში გლეხთა ბეგარა პირველად დაფიქსირდა კატალონიის
ფეოდალური სამართლის კოდექსში „ბარსელონას წეს-ჩვეულებებში“. ამ კრებულში
ცენტრალური ადგილი უკავია ფეოდალებს შორის ურთიერთობების დარეგულირებას.

ნავარა და არაგონი. ადრეულ შუა საუკუნეებში ნავარა/არაგონში საზოგადოებრივი წყობა


უფრო არქაული იყო, ვიდრე ასტურია-ლეონის და კატალონიის სამეფოში. აქ ბასკების
მოსახლეობა ჭარბობდა, სადაც რომანიზაცია ნელა მიმდინარეობდა. ფეოდალური
მიწათმფლობელობა ძირითადად დიდი მდინარეების დაბლობებზე მიმდინარეობდა, მთებშ
კი გლეხთა თავისუფალი თემები იყო შენარჩუნებული, აქ ფეოდალური იერარქია გვიან
ჩამოყალიბდა.

ნავარას სამეფო X-XI საუკუნეებში, მეფე სანჩო III გარსეს დიდის დროს იყო ძლიერი,
რომელსაც ემორჩილებოდა არაგონი და კასტილია. მისი გარდაცვალების შემდეგ
სახელმწიფო დაიშალა, მეზობლებმა ის შეავიწროვეს და ნელ-ნელა რეკონკისტას ჩამოაშორეს.
არაგონი პირიქით, XI საუკუნეში შეტევით პოლიტიკას დაადგა და მუსლიმთა საამიროების
ხარჯზე სამფლობელოები გააფართოვა. ბარსელონას საგრაფოსთან ერთიანი პოლიტიკური
მიზნების ერთობის შედეგად, XII საუკუნეში ისინი ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდნენ.

შუა საუკუნეების ქალაქების წარმოშობა


შუა საუკუნეების ქალაქები საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ და სულიერ
ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა. XI საუკუნიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიდ
ნაწილში ქალაქები ყალიბდება. ქრონოლოგიურად (V-XIსს) ადრეულ შუა საუკუნეებსა და
განვითარებულ (XI-XVსს) ფეოდალურ წყობას შორის.

ევროპაში ადრეულ შუა საუკუნეებში საქალაქო წყობა ჯერ კიდევ არ იყო


ჩამოყალიბებული. ის ჩამოუვარდებოდა გავნითარებით ბიზანტიას და აღმოსავლეთს ,
სადაც მდიდრდებოდნენ ვაჭრობით, ხელოსნობით, მოსახლეობის მრავალრიცხოვნობით .

თავდაპირველად დასავლეთ ევროპაში ნატურალური მეურნეობა ბატონობა , ანუ


მოსახლეობის უმეტესი ნაწილი - გლეხები, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს,
სახელოსნო ნაკეთობებს, შრომის იარაღებს და ტანისსამოსს ამზადებდნენ საკუთარი
საჭიროებებისთვის და ფეოდალური ბეგარის გადასახდელად . ხელოსნების მცირე
ნაწილი ცხოვრობდა ქალაქური ტიპის პატარა დასახლებებში - მსხვილ ფეოდალთა
მამულებში.

ამ პერიოდში უპირატესად ვაჭრობდნენ სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი


ნედლეულით: რკინით, სპილენძით, მარილით.. ასევე აღმოსავლეთიდან ჩამოჰქონდათ
აბრეშუმის ქსოვილები, იარაღები, სანელებლები, რაც ევროპაში არ იწარმოებოდა .
პროდუქტების წარმოება დასავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში თითქმის არ იყო
განვითარებული, ძველი რომაული ქალაქები დაცემას განიცდიდნენ, ბარბაროსულ
ტერიტორიაზე კი ახლა იწყებდნენ ქალაქები აღმოცენებას. თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას ,
რომ შუა საუკუნეების დასაწყისში ქალაქები არ არსებობდა . ძველი პოლისები იყო
შენარჩუნებული ბიზანტიაში, მაგრამ ძირითადად დანგრეული და მცირერიცხოვანი
მოსახლეობით, რომელიც არ განსხვავდებოდა სოფლის მოსახლეობისგან. ქალაქები
უფრო შენარჩულებული რომანიზებულ ოლქებში იყო, მაგალითად კონსტანტინოპოლი -
ბიზანტიაში , სავაჭრო ემპორიები იტალიაში, სამხ. გალიაში, ვესტგოთების სამეფოში და
არაბულ ესპანეთში. აქაც VI-VII სს- ში ანტიკური ქალაქები დაცემას განიცდიდნენ, მაგრამ
ზოგიერთი ხელოსნობით, მუდმივი ბაზრებით და ამქრებით განაგრძოდბნენ არსებობას .

შუა საუკუნეების ქალაქების აღმოცენების მიზეზები. X-XI სს-ში ცვლილებები ხდება


სამეურნეო ცხოვრებაში, სახელოსნო საქმიანობას უფრო მეტ სპეციალიზაცია
სჭირდებოდა, მაგრამ არა გლეხის შრომასთან ერთად, ასე რომ დადგა მომენტი, როცა
აუცილებელი გახდა სოფლის მეურნეობისგან ხელოსნობის გამოყოფა და სახელოსნო
წარმოების ცალკე დარგად გადაქცევა. პროგრესს განიცდიდა მებაღეობა , მევენახეობა ,
მეღვინეობა, მესაქონლეობა. ამასთან ერთად დასრულდა ფეოდალიზაციის პროცესიც ,
ეკლესია და სახელმწიფო ქალაქების განვთარებას უწყობდნენ ხელს, რადგან აქ
შემოსავლის წყაროს ხედავდნენ. სოფელი ხელოსნობის განვითარებისთვის შეზღუდული
ადგილი იყო, რადგან ხელოსნურ ნაკეთობებს ვერ ასაღებდნენ ,ამიტომ ხელოსნები
გარბოდნენ სოფლებიდან და იქ სახლდებოდნენ, სადაც მათთვის ხელსაყრელი გარემო
იყო დამოუკიდებელი შრომისთვის, პროდუქტის გასაღებისთვის და ნედლეულის
მოპოვებისთვის.

ასე რომ, გლეხობის გაქცევამ (ხელოსნები), სოფლის მეურნეობისგან ხელოსნობის


გამოყოფამ და სასაქონლო გაცვლის განვთარებამ IX-X საუკუნეებში ახალი ტიპის
ქალაქები წარმოშვა, რომლებიც გახდნენ ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრები და
რომლებიც განსხვავდებოდნენ შემადგენლობით, მოსახლეობს საქმიანობითა და
სოციალური სტრუქტურით.

XIX-XX საუკუნეში მეცნიერებმა ერთმანეთისგან განსხვავებული თეორიები წარმოაყენეს ,


იმისათვის რომ პასუხები გაეცათ კითხვებზე: „რატომ და როგორ წარმოიქმნა ქალაქი?“ ;
„რატომ შეასრულა მან დიდი როლი ფეოდალიზაციის პროცესში?“. ეს თეორიები
ცდილობდა პასუხი გაეცა ქალაქების წარმოშობის მიზეზებისთვის. ისტორიკოს-
მკვლევრები ძირითად ყურადღებას პრობლემის ინსტიტუციურ -სამართლებრივ მხარეს
აქცევდნენ, სწავლობდნენ საქალაქო სამართალს და მის სხვადასხვა ინსტიტუტებს . ამ
თეორიას ინსტიტუციურ-სამართლებრივი თეორია ჰქვია.

რომანული თეორია. მისი შემქმნელები იყვნენ ფრანგი მეცნიერი გიზო და ტიერი,


რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ქალაქი არ იყო ფეოდალიზაციის პროცესის შედეგი , მას
ანტიკური რომის ქალაქების მემკვიდრეობად განიხილავდნენ და სწორედ აქედან
მომდინარეობს სახელწოდებაც.

საადგილმამულო თეორია. შემქმნელები - გერმანელი ისტორიკოსი ეიხჰორნი და


კ.ნიჩი. მათი თეორიის თანახმად, ფეოდალური ქალაქი სამემკვიდრეო მამულიდან
განვითარდა, ხოლო საქალაქო დაწესებულებები - სამემკვიდრეო მამულის
მმართველებიდან და სამართლიდან.

სამარკო (სათემო) თეორია. შემქმნელები - გერმანელი მეცნიერები - ფონ მაურერი და


ფონ ბელოვი. მათი აზრით, ფეოდალიზმი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული
პროგრესის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რომ ფეოდალური მამულები
განვითარდა სათემო მიწების და ალოდების მფლობელი გლეხების ყმურ მდგომარეობაში
გადაყვანის შედეგად. მათთვის მამული ადამიანთა საზოგადოების ერთ -ერთი ინსტიტუტი
იყო და მემამულეები სოფლის მეურნეობის აღმშენებლები, ხელოსნობის და ქალაქების
განმავითარებლები.

საბურგო თეორია. ამ თეორიის მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ „ბურგი“ ანუ ციხე-სიმაგრე


და საბურგო სამართალი იყო ის, საიდანაც ქალაქი აღმოცენდა.
საბაზრო თეორია. მისი წარმომადგენლები ფეოდალური ქალაქის გაჩენას სავაჭრო
ადგილებზე ხედავდნენ, ამ თეორიასთან ახლოსაა ბელგიელი ისტორიკოსის ანრი
პირენის კონცეფცია, რომელიც ქალაქის აღმოცენებას ეკონომიკურ ფაქტორს
მიაკუთვნებს. თუმცა ანრი უარყოფდა ქალაქის აღმოცენებაში სოფლის მეურნეობისგან
ხელოსნობის გამოყოფას, ამიტომაც ვერ დაიმსახურა მოწონება უცხოელი
ისტორიკოსების.

ეს თეორიები ცალმხრივობას განიცდის, რომელსაც თვითონ ავტორებიც გრძნობდნენ,


ამიტომაც მეოცე საუკუნისთვის უკვე მეცნიერებმა, რომლებიც ამ პრობლემის შესწავლას
ცდილობდნენ, სხვადასხვა თეორიების გაერთიანება სცადეს, მაგალითად საბურგო და
საბაზო თეორიების, მაგრამ ამის მიუხედავად ცალმხრივობა მაინც ევრ დაძლია შუა
საუკუნეების ქალაქების გენეზისის ახსნაში.

თანამედროვე თეორიებიც ისეთივე უკმარისობას განიცდის, მთლიანობაში არცერთ


მათგანს არ შეუძლია ქალაქის გენეზისის ახსნა. მაგრამ ძირითადად მკვლევრები
ქალაქების წარმოშობას მაინც ეკონომიკურ პროცესებს უკავშირებენ, მაგალითად
საბჭოთა ისტორიოგრაფიაც. კი აქვთ ეს თეორიები, თუმცა ამომწურავად მაინც ვერ ხსნიან,
ვერც ქალაქის გენეზისს და ვერც მისი აღმოცენებისა და კონკრეტული ისტორიის გზას.

როგორც ითქვა, ადრე შუა საუკუნეებში საქალაქო სისტემა, „საქალაქო პერიოდი“ არ იყო.
ქალაქების აღმოცენება ფეოდალიზმის გენეზისის ნაწილია, რომლისთვისაც
დამახასიათებელია შრომის საზოგადოებრივი დანაწილება .

შუა საუკუნეების ქალაქების წარმოშობა. ქალაქები ერთბაშად არ აღმოცენებულა,


ადამიანები ძველ დროშივე სახლდებოდნენ ხელსაყრელ ადგილებში , ამიტომ შუა
საუკუნეების ქალაქების უმრავლესობას, როგორც დასახლებულ პუნქტებს , ხანგრძლივი
ისტორია აქვთ. განვითარებულ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ახალი , მრავალფეროვანი
ტიპის ქალაქები, მასში კი თავისი ადგილი ოპოვა რომაული ტრადიციის მიხედვით
ქალაქების მშენებლობამ.

როგორც ძველ დროში, შუა საუკუნეებშიც ისეთ ადგილს არჩევდნენ, რომელიც


უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა, ასეთ საშუალებას ამაღლებული ადგილები
იძლეოდნენ, მაგალითად - ტოლედო. ასევე ვენეცია, რადგან გამოცალკევებული იყო
ხმელეთისგან წყლით, ამ ქალაქს წყალი იცავდა და არ საჭიროებდა თავდაცვით
ნაგებობებს.

აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველანაირი ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი
სიმაგრე გახდა შემდეგში ქალაქი. ქალაქად გადაქცევის პერსპექტივა იმ ადგილებს
ჰქონდა, სადაც მოსახლეობა იყენებდა ბუნების მიერ მოცემულ უპირატესობას .
მაგალითად როგორც ზემოთ ვახსენეთ ნედლეულის მოსაპოვებლად რომ სხვაგან
გადადიოდნენხ ხელოსნები. მსგავსი გეოგრაფიული ფაქტორები ასრულებდნენ
მნიშვნელოვან როლს ქალაქების აღმოცენებასა და შემდგომ მის განვითარებაში .

მოსახლეობის აღმავლობას ხელს უწყობდა ასევე ტერიტორიის ადგილმდებარეობა


მნიშვნელოვან სავაჭრო და სამხედრო გზებზე, ამის „დამპროექტებელიც “ ბუნება იყო ,
განსაკუთრებით ადგილის ლანდშაფტი.
დასასახლებლად ისინი ხშირად ირჩევდნენ ძველ რომაულ ქალაქებს, რომლებიც ადრე
შუა საუკუნეებში თავიანთ პირვანდელ მნიშვნელოვას კარგავდნენ და ადმინისტრაციულ ,
სამხედრო და საეკლესიო ცენტრებად გადაიქცევიან. ეს ქალაქები კი ძირითადად ძველ
სავაჭრო გზებზე იყვნენ განლაგებულები.

ხელოსნები აგრეთვე სახლდებოდნენ იქ, სადაც მათი სამეურნეო საქმიანობისთვის


ხელსაყრელი პირობები არსებობდა, მაგალითად ხიდებთან, გემების სადგომებთან ,
ციხესიმაგრეებთან, სადაც თავდასხმის შემთხვევაში თავს აფარებნენ მონასტრებს და
სადაც დიდი მლოცველი იკრიბებოდა.

ასე თუ ისე, ხელოსანთა დასახლებები გახდნენ ცენტრები, სადაც თავს იყრიდა


მოსახლეობა, რომელიც ხელოსნურ ნაწარმს გაყიდვის მიზნით ამზადებდა , ანუ ქალაქები
გადაიქცნენ ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრებად, რომლებიც სოფლებს წარმოებით
და ვაჭრობით გამოეყვნენ.

თავდაპირველად ქალაქის ძალაუფლება ფეოდალის ხელში იყო, ის შემოსავლის


გაზრდის მიზნით იყო დაინტერესებული ქალაქების აღმოცენებით, რაც ქალაქებსა და
სენიორებს შორის ბრძოლას იწვევდა, ამ ბრძოლაში საქალაქო დაწესებულებები
ყალიბდებოდა და სწორედ ამ ბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული თუ ქალაქი რა
პოლიტიკუ წყობას მიიღებდა. ქალაქების სენიორებთან ბრძოლაში იქმნებოდა საქალაქო
თვითმმართველობა და მისი დონე ყალიბდებოდა.

ქალაქების სენიორებთან ბრძოლა პირველად XI საუკუნეში იწყება იმ ქალაქებში,


რომლებიც ყველაზე ადრე გაჩნდნენ. იტალიურმა ქალაქებმა მარტივად მოახერხეს
სენიორებზე გამარჯვება და მოიპოვეს სრული დამოუკიდებლობა ე.ი კომუნის უფლება .
ასეთ ქალაქს შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა , საკუთარი ჯარის ყოლა, ომის
გამოცხადება, მონეტის მოჭრა. კომუნების ბრძოლა დიდ ხანს მიმდინარეობდა . იტალიაში
პაპებისა და იმპერატორების ბრძოლა გამოიყენეს და ვენეციამ, გენუამ , მილანმა ,
ფლორენციამ, რავენამ სრულ დამოუკიდებლობას მიაღწიეს, ისინი ქალაქ-
სახელმწიფოებად იქცნენ. საფრანგეთის სამხრეთით ქალაქებმა გაიმარჯვეს
ფეოდალებზე, ჩრდილოეთით კი ბრძოლა დიდ ხანს გაგრძელდა. საინტერესოა ქალაქ
ლანის ბრძოლა კომუნისთვის, ეს ბრძოლა 1106 წელს დაიწყო ეპისკოპოს გოდრის
წინააღმდეგ. გოდრის ფული არ ყოფნიდა და გაზარდა გადასახადები , მოსახლეობა
აჯანყდა და აიძულა რომ გოდრის ქარტიაზე მოეწერა ხელი, ამ ქარტიით მას არ შეეძლო
გადასახადების გაზრდა, მან მეფეს სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც ქარტია გაუქმდა .
ამას მოყვა აჯანყება და გოდრის მკვლელობა. მეფემ ლანში ძალით აღადგინა რეჟიმი ,
მაგრამ 1129 წელს ქალაქი ისევ აჯანყდა. მხოლოდ 1331 წელს შეძლო მეფემ ქალაქის
მმართველობა თავის მოსამართლეებისა და მოხელეებისთვის გადაეცა . რაც შეეხება
პარიზს, აქ მმართველობა ქალაქსა და სამეფო ხელისუფლებას შორის იყო გაყოფილი .
ასეთ ქალაქებს, რომელთაც სრული მმართველობა არ ჰქონდათ - ბურჟუაზიულ ქალაქებს
უწოდებდნენ, ასეთი იყო ორლეანი, ტური, ნანტი და სხვ. ქალაქებს, რომლებმაც
პრივილეგიები დაარსებიდანვე მიიღეს „ახალი ქალაქები“ ეწოდათ .

ქალაქების სენიორებთან ბრძოლის უმთავრესი შედეგი მოქალაქეების პირადი


დამოუკიდებლობის მიღწევა იყო, ევროპაში წესი დამკვიდრდა, რომლის თანახმადაც
გაქცეული, ქალაქს შეფარებული ყმა გლეხი გარკვეული ვადის შემდეგ თავისუფალი
ხდებოდა. ქალაქები, რომლებმაც თვითმმართველობა მოიპოვეს, საქალაქო საბჭოს ,
მმართველობის უმაღლეს ორგანოს ირჩევდნენ, რომლის ხელში იყო სამხედრო ძალები ,
ფინანები, სასამართლო და ყველა საშინაო საქმე. საბჭოებს სათავეში ედგნენ გერმანიაში
- ბურგომისტრი, საფრანგეთსა და ინგლისში - მერი, იტალიაში - კონსული.

შუა საუკუნეებში სავაჭრო გზები არსებობდა პროვანსიდან და იტალიიდან ჩრდილოეთ


საფრანგეთსა და ნიდერლანდებში და სწორედ ამის წყალობით აღმოცენდა ქალაქი ბარი ,
ტრუა, შალონი, ლანი და სხვ.

იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ქალაქში იყო ხიდი (ოქსფორდი, ბრიუგე, კემბრიჯი ) მათი
სახელწოდებებიც აქედან მოდის: „ბრიუკი“; „ბრიჯი“; „ფრუტი“.

ამრიგად, სოფლიდან წასული გლეხები და ხელოსნები სახლდებოდნენ სხვადასხვა


ადგილებზე და ხელსაყრელი პირობების წყალობით „ქალაქის საქმეებს“ ეწეოდნენ , ანუ
ისეთ საქმეებს, რომელიც ბაზართან იყო დაკავშირებული.

ყველაზე ადრე, VIII-IX საუკუნეებში, ქალაქები, როგორც ხელოსნობისა და ვაჭრობის


ცენტრები, ჩამოყალიბდა იტალიაში (ვენეცია,გენუა,პიზა,ბარი,ნეაპოლი ), შემდეგ X
საუკუნეში - სამხ. საფრანგეთში (მარსელი, ტულუზა, არლი). იტალიის და საფრანგეთის
ქალაქების წარმოშობას და ზრდას ხელს უწყობდა მაშინდელი სავაჭრო კავშირები იმ
დროისთვის განვითარებულ ბიზანტიასთან და აღმოსავლეთის ქვეყნებთან. X-XI
საუკუნეებში ქალაქებმა დაიწყეს აღმოცენება ჩრდ. საფრანგეთში, ნიდერლანდებში ,
ინგლისსა და გერმანიაში. ფლანდრიის ქალაქები პოპულარული იყო მაუდის წარმოებით
და თითქმის მთელი ევროპა აქედან მარაგდებოდა. XII-XIII საუკუნეებისთვის უკვე
სკანდინავიაში, ირლანდიაში, უნგრეთში, გერმანიის ოლქეში ხდება ქალაქების
წარმოშობა, ადგილებში, სადაც ფეოდალური ურთიერთობების განვითარება ნელა
მიმდინარეობდა. როგორც წესი, ყველა ქალაქი საბაზრო ადგილებზე გაიზარდა და
საოლქო ცენტრებში.

ქალაქების წარმოშობის პროცესი კი იყო ხანგრძლივი, მაგრამ X-XI საუკუნეებში მოხდა


უფრო წინსვლა დასავლეთ ევროპის საზოადოებრივ ცხოვრებაში - ჩამოყალიბდა მისთვის
დამახასიათებელი საქალაქო წყობილება.

ქალაქის ძირითადი მოსახლეობა ვაჭრები და ხელოსნები იყვნენ,მოსახლეობის


წარჩინეული წარმომადგენლები იყვნენ წვრილი ვაჭრები და მათი ზედა ფენა , მსხვილი
სოვდაგრები. ქალაქების მოსახლეობას ავსებდნენ ასევ სამღვდელოება ,
ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუშები, ქურდები, მათხოვრები , ყველა ესენი
ქმნიდნენ შუასაუკუნეობრივი ქალაქის წოდებებს. საქალაქო წოდება , ეკონომიკური
თვალსაზრისით, სავაჭრო-სახელოსნო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული . ზოგიერთი
მოქალაქე პრივილეგიებით და თავისუფლებით გამოირჩეოდა, სრულუფლებიანი
მოქალაქე - ბიურგერი (გერმან.სიტყვა ქალაქს ნიშნავს). თავიდან ის ყველა მცხოვრებს
ეწოდებოდა, მოგვიანებით კი „ბიურგერი“ მხოლოდ სრულუფლებიან მოქალაქეს უწოდეს.
სწორედ ამ სიტყვიდან წარმოიშვა სიტყვა „ბურჟუაზია“.

მტრისგან თავდასაცავად მაღალი კოშკებიანი კედლებით იყო გარშემორტყმული .


ყველგან იყო დაძარი და ქუჩები შევიწროებული იყო. ჩვეულებრივ 1 საბაზრო მოედანი
იყო, ზოგიერთ ქალაქში მოედნებიც არსებობდა, მაგალთად პურის მოედანი ან თივის
მოედანი.
ქალაქის სახელოსნო-ამქრული ორგანიზაციები. შუა საუკუნეების ქალაქების თავისებურება
ის იყო, რომ ხელოსნები გაერთიანებულები იყვნენ კავშირში - ამქრებში, ხოლო ვაჭრები -
გილდიებში. ამქრები იტალიაში XI ს-ში გვხვდება, საფრანგეთი,ინგლისი,გერმანიაში XI-
XIIსს-ში, ხოლო მისი საბოლოო ჩამოყალიბება (წესდებები) გვიან ხდება. ამქრებში მუშაობდა
ხელოსანი საკუთარი ინვენტარით, ის იქ მუშაობდა, სადაც მისი მამა,ბაბუა და მომავალში
იმუშავებდნენ შვილები და შვილიშვილები, შესაბამისად ხელობა გადადიოდა
მემკვიდრეობით. მას თან ახლდა მოსწავლე, მოსწავლე სწავლის დასრულების შემდეგ, ფულს
დააგროვებდა და საკუთარ სახელოსნოს ხსნიდა. შუა საუკუნეების ამქარი იყო ერთი ან
რამდენიმე სპეციალობის ქალაქის ხელოსნების გაერთიანება, ამქრები წარმოიშვა, რადგან
ქალაქის ხელოსნები, როგორც დამოუკიდებელი წვრილი საქონელმწარმოებლები გარკვეულ
გაერთიანებას საჭიროებდნენ, რომ თავიანთი წარმოება დაეცვათ ფეოდალებისგან,
უცხოებისგან ანუ კონკურენციისგან, მეზობელი ოსტატებისგან. ასეთი კონკურენცია იმ
დროინდელი ბაზრის პირობებში სახიფათო იყო, ამიტომ ამქრების ძირითადი ფუნქცია
გახდა მოცემული სახეობის ხელობაზე მონოპოლიის გამყარება. გერმაში ამას ეწოდებოდა
ამქრული იძულება. ბევრი ქალაქისთვის,ამქრებისთვის მიკუთვნება ხელობის დაწყების
სავალდებულო პირობაც კი იყო.

ამქართა ორგანიზაციის ფუნქციები. ამქრების ძირითადი ფუნქცია ხელობაზე მონოპოლიის


დამყარება იყო, ასევე არსებობდა ამქრული იერარქია, ვისაც ქარგალი უნდოდა გამხდარიყო
ერქვა მოწაფე, ხოლო ქარგალი ხდებოდა ოსტატი, ამქართა ფუნქცია იყო მათ შორის
ურთიერთობის რეგულირება.ამქრების მნიშვნელოვანი ამოცანა არა მხოლოდ წარმოება
იყო,არამედ ადამიანური ურთიერთობები. სიტყვა ამქარი გერმანული სიტყვა zeche ანუ
ნადიმისგან წარმოებია, ასეთივე წარმომავლობისაა სიტყვა გილდია,რომელიც აერთიანებდა
ვაჭართა საზოგადოებას. შუა საუკუნეებში ნადიმის აზრი არა კერძო გართობა, არამედ
პიროვნებათა შორის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა იყო.

ამქრებისგან შედგებოდა ქალაქის ლაშქარი, მაგრამ მათი ცენტრალური ფუნქცია თავისი


წევრების ეკონომიკური და ყოფითი ცხოვრების უზრუნველყობა იყო. ამქრის
ხელმძღვანელობა ყველაფერს აკონტროლებდა, წევრებს, მათ რეპუტაციას,
გართობას,ტანსაცმელს,კავშირებს,მეგობრებს და მეუღლეებს. ცუდი პროდუქციის
მწარმოებელი ჯარიმდებოდა, კორპორაციიდან იდევნებოდა და ისჯებოდა, ცნობილია,რომ
ებრაელებს აეკრძალათ აბრეშუმის ძაფის შესყიდვა, ანუ მასალის ხარისხიანობა
მდგომარეობდა რელიგიის ვარგისიანობაშიც.

შეზღუდული იყო ქარგლის და მოწაფეთა რიცხვი, მათი სამუშაო საათები, ხანგრძლივობა,


რადგან როგორც მცირე რაოდენობით საქონლის დამზადება, ისე მაღალი ხარისხის
საქონლის მეტად ოდენობაც ისჯებოდა, რომელსაც შეეძლო მოეტანა საზოგადოებაში
ფენებად დაშლა და კონფლიქტის წარმოშობა.რადგან რომელიმე პროდუქციის დაბალი
ღირებულების გამო მას უფრო მეტი შეიძენდა, რაც ერთს მეორეზე მდიდარს გახდიდა.
ამქრის სალარო,სადაც შემოსავლის ნაწილი ირიცხებოდა განკუთვნილი იყო ამქრის ღარიბი
წევრებისთვის, ობლებისთვის. იყო ურთიერთდახმარების ორგანიზაცია,
რომელიცავადმყოფის ან მარჩენალის დაკარგვის დროს, მხარს უჭერდა ოსტატებს და მათ
ოჯახებს.

შუა საუკუნეებში ნებისმიერ მოვლენას,სახელმწიფოს,წოდებებს,ავადმყოფობას და სტიქიურ


მოვლენებს ჰყავდა თავისი წმინდანი, რომელიც პასუხს აგებდა ამ ფენომენზე და მათ იცავდა.
თავისი ზეციური პატრონი ჰყავდა ხელობებს და თითოეულ ამქარს. ამ წმინდანის
თაყვანისმცემლები ერთიანებოდნენ ამქრულ ორგანიზაცია - „ძმობაში“, რომელთა
ვალდებულება ქველმოქმედება იყო თანაწევრების მიმართ. მათ რიცხვში გარდაცვლილის
დაკრძალვა, პატივის მიგება, წმინდანის სახელზე ეკლესია/სამლოცველოების აგება, ამქართა
დღესასწაულების ორგანიზაცია. ანუ ამქარი თავისებური საკულტო ორგანიზაციაც იყო.
ამქარი ასევე იყო მონაწილე ქვეყნის დაცვაში, ჰყავდა მებრძოლი რაზმები, ომის შემთხვევაში
გამოდიოდა როგორც საბრძოლო ერთეული, ჰქონდა დროშა და ნიშანი, რომელსაც
დღესასწაულების და ბრძოლის დროს ატარებდნენ. მათ ჰყავდათ მეთაური, რომელსაც
„მაგისტრს“ ან „მამასახლისს“ უწოდებდნენ, რომელიც მენეჯერის ფუნქციას ასრულებდა.
ჰყავდათ ასევე ზედამხედველები, რომ წევრებს მუშაობის წესრიგი არ დაერღვიათ. ჰქონდათ
წესდება, რომელსაც ოსტატების კრებაზე იღებდნენ, ისინი იკრიბებოდნენ პერიოდულად
ყრილობაზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხებიი წყდებოდა და რომელიც ხშირად ნადიმით
სრულდებოდა.

ამქრების წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო მათი ნაკეთობების უპრობლემოდ გაყიდვა,


ამიტომ ამქარი თვალს ადევნებდა, რომ ოსტატებს გარკვეული სახის და მაღალი ხარისხის
პროდუქცია გამოეშვა. ეს რეგლამენტაცია სხვა მიზნებსაც ემსახურებოდა, რომ ამქრის წევრთა
წარმოებას წვრილი ხასიათი შეენარჩუნებინა,რათა რომელიმეს ბევრი პროდუქციის
გამოშვებით და გაიაფებით მეორე ოსტატი არ გაეძევებინა ბაზრიდან.

ვაჭრობის განვითარება XII-XV სს. ქალაქების ზრდამ XI-XV საუკუნეების დასავლეთ


ევროპაში საგარეო/საშინაო ვაჭრობას შეუწყო ხელი. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი
საქმიანობა იყო ვაჭრობა, ესენი იყვყნენ წვრილი მედუქნეები და მოხეტიალე ვაჭრები,
რომლებიც ხელოსნებთან ახლოს იდგნენ.

XIII-XIV სს-ში ევროპული ვაჭრობის 2 ძირითადი რაიონი არსებობდა, ერთ-ერთი იყო


ხმელთაშუა ზღვა, რომლითაც ევროპული ქვეყნები აღმმოსავლეთს (ლევანტს)
უკავშირდებოდნენ. აღმოსავლეთიან ძირითადად ფუფუნების საგნები და სანელელები
შემოჰქონდათ. ევროპიდან კი მაუდის დიდი რაოდენობა გაჰქონდათ. მეორე რაიონი იყო
ბალტიისა და ჩრდ. ზღვები. ვაჭრობა იმ პერიოდში რთული საქმე იყო, ზღვაზე და
ხმელეთზე ორივეგან სიძნელეებს აწყდებოდნენ, ზღვაზე მეკობრეები ესხმოდნენ ტავს,
ხმელეთზე - ყაჩაღები. ყველა ხიდზე გასვლისას ვაჭრები გადასახადს იხდიდნენ, ზოგჯერ
ფეოდალები მშრალ ადგილებზეც კი აგებდნენ ხიდებს , რომ გადასახადი აეღოთ. ვაჭრები
მოგზაურობისას შეიარაღებულ რაზმებს ქირაოდბნენ, გარემოებას მათთვის ის ართულებდა
რომ სამონეტო სისტემა არსებობდა, ფულს იმპერატორები, მეფეები, ეპისკოპოსები ჭრიდნენ.

სოფლის მეურნეობაში ამგვარმა პროგრესმა ევროპის სახელმწიფოებს შორის მყარი საბაზრო


კავშირები შექმნა,რაც ვაჭრობის განვითარებაში გამოიხატა. ასევე როგორც ზემოთ აღინიშნა,
გზებსა და ბაზრებზე ურთიერთდაცვის, ერთმანეთს შორის კონკურენციის აღკვეთის მიზნით
ვაჭრები გილდიებში ერთიანდებოდნენ. XI-XV სს-ში ყველაზე დიდი წარმატება საგარეო
ვაჭრობამ მიიღო, რომელიც ორი მიმართულებით მიმდინარეობდა. პირველი - ვაჭრობა
აღმოსავლეთთან, რომელსაც პირველ რიგში გენუა და ვენეცია ეწეოდნენ. მათი ვაჭრები
ჯვაროსნებს ხომალდებს აძლევდნენ, რაც მათ აღმოსავლეთის ნავსადგურებში შესვლის
საშუალებას აძლევდა. ვენეციამ საბერძნეთის ყველა ქალაქთან მოიპოვა ვაჭრობის უფლება,
იტალიელმა ვაჭრებმა აღმოსავლეთთან ვაჭრობაში მონოპოლია მოიპოვეს და საკმაოდ
მაღალი შემოსავალიც ჰქონდათ, დას.ევროპაში გაჰქონდათ ფუფუნების საგნები, რომელთა
მომხმარებლები მაღალი თავადაზნაურები, მღვდლები იყვნენ. საზღვაო ვაჭრობის მეორე
მიმართულება ჩრდილოეთის გზა იყო. ეს ვაჭრობა მონოპოლიზებული ჰქონდა XIIIს-ში
ძალამოცემულ ჩრდილო გერმანელ ვაჭართა კავშირს, რომელსაც ჰანზას უწოდებდნენ. ჩრდ
და სამხ გზების გადაკვეთაზე ეწყობოდა იარმარკები, სადაც თავს აღმ,დას. საქონელი
იყრიდა. ცნობილი და მნიშვნელოვანი იარმარკები იყო საფრანგეთსა(შამპანის საგრაფო) და
ფლანდრიაში. მსგავსი ტიპის იარმარკები სასაქონლო ბირჟის გაჩნის საფუძველი გახდა.
პირველი ასეთი ბირჭა 1406 წელს ჰოლანდიის ქალაქ ბრიუგეში აღმოცენად, მოგვიანებით
ვენეცია,გენუა,ფლორენციაშიც.

სავაჭრო გარიგებების უზრუნველყოფის მიზნით, იტალიაში მე-12 საუკუნეში დაიწყეს მძიმე


ვერცხლის მონეტის მოჭრა, რომელსაც გროსსო (იტ. „დიდი“) ეწოდებოდა. როცა საგარეო
ბაზრებზე სხვადასხვა მონეტები არსებობდა, ფულის დახურდავება მხოლოდ
პროფესიონალებს შეეძლოთ, მათ კი ბანკირებს უწოდებდნენ, მანამდე კი
ზარაფებს,ბანკირები პირველად მეთორმეტე საუკუნეში იტალიაში გამოჩნდნენ. პირველი
ბანკები ლომბარდიაში გაჩნდნენ, ამიტომ სიტყვა „ლომბარდიელი“ ბანკირის და მევახშის
სინონიმი იყო. სიტყვა ლომბარდიც აქედან წარმოიშვა. ეკლესია მევახშეობას დევნიდა,
მაგრამ თვითონ იყო ყველაზე მსხვილი ბანკირი, პაპის კურია უდიდეს სახსრებს ფლობდა, ის
მეფეებს და სინიორებს დიდ კრედიტებს აძლევდა, პროცენტებს არ იღებდა ,თუმცა გიროთი
იტოვებდა მიწებს, გადაუხდელობის შემთხვევაში ითვისებდა მათ.

სასაქონლო-ფულადი მეურნეობის განვითარებამ საბატონო მეურნეობაზეც მოახდინა


გავლენა, შეცვალა სენიორული მეურნეობის სტრუქტურა, საბატონო და საგლეხო
ურთიერთობა. XII-XIV სს-ში ევოპაში დაიწყო „რენტის კომუტაცია“ - ბეგარისა და
ნატურალური გადასახადის ფულადი შეცვლის პროცესი. ფეოდალები გადასახადების
ფულის სახით მიღებას არჩევდნენ და გლეხს არა მხოლოდ ზედმეტი, არამედ საარსებოდ
საჭირო პროდუქციის ნაწილიც გაეყიდათ. ეს იწვევდა დომენის ლიკვიდაციას, ფეოდალის
მიწების გლეხებისთვის დროებით მფლობელობაში გადაცემას. ამასთან იყო დაკავშირებული
გლეხთა ძირითადი მასის პირადი დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. XV საუკუენში
გლეხთა პირადი დამოკიდებულება ევროპაში თითქმის აღარ არსებობდა. გლეხთა პირადი
დამოკიდებულება და რენტის კომუტაცია გლეხებისთვის სასარგებლო იყო ერთგვარად,
მაგრამ სახელმწიფო ვალდებულებებისა და ფეოდალთა გადასახადების გადიდების
პირობებში მათი მდგომარეობა - უფრო მძიმდებოდა.
XV საუკუენში ცვლილებები განიცადა ფეოდალურმა სისტემამ, მაგრამ ეს დეოდალიზმის
საერთო კრიზისი არ იყო, ის XVI-XVII სს-ში დადგა. ცვლილებები, რომლებიც XIV-XV
საუკუნეებში მოხდა საქალაქო ცხოვრებაში აისახა. ქალაქებმა და მოქალაქეებმა დაიკავეს
წამყვანი ადგილი შუასაუკუნებრივ ვაჭრობაში, ხელოსნობა/ზღვაოსნობაში. მათ სხვადასხვა
სახის კავშირები შექმნეს, გავლენა იქონიეს აგრარულ წყობაზე, გლეხის მდგომარეობაზე,
ფეოდალური სახელმწიფოს განვითარებაზე და შუასაუკუნეობრივ კულტურის
განვიტარებაზეც.

შუა საუკუნეების კულტურა


ბარბაროსთა დაპყრობებმა საბოლოო ჯამში ბოლო მოუღეს ხელნაწერებსა და
ხელონების ძეგლებს. განათლებული მონათმფლობელები ბიზანტიაში გარბოდნენ,
სადაც გადარჩა ანტიკური ტრადიციები.

შუა საუკუნეების კულტურის გენეზისი.

Vს-ში რომის დაპყრობით დაეცა ანტიკური კულტურა. შეიქმნა ნიადაგი რომაული და


ბარბაროსული საწყისების სინთეზისთვის. ანტიკურ კულტურას შუა საუკუნეების
კულტურა ჩაენაცვლა, რასაც რელიგიური შეხედულებების ბატონობა ახასიათებდა.
ეკლესიის ხელმძღვანელობა ცდილობდა საზოგადოების სულიერი ცხოვრების
ქრისტეს სარწმუნოებისთვის დაქვემდებარებას და დას. ევროპის შუა საუკუნეების
კულტურის სახის განსაზღვრას. ეკლესია ბნელი საუკუნეების (V-VIIIსს)
საზოგადოების ხელმძღვანელი გახდა და თავის ფუნქციას პოლიტ-სამეურნეო და
სამხედრო ფუნქციები შემატა.

ჰუმანისტბი და განმანათლებლები შუა საუკუნეების კულტურას უგულებელყოფენ


და მას „ქრისტიანობის ბნელ ღამეს“ უწოდებენ. მოკლედ, შუა საუკუნეების
კულტურაში ეკლესიამ დიდი როლი ითამაშა.

შუა საუკუნეების ევროპული კულტურა სამი მოვლენის ზემოქმედების შედეგად


ჩამოყალიბდა: რომაული ცივილიზაციის, ბარბაროსთა კულტურისა და
ქრისტიანობის შედეგად. დაიწყო ევროპული ცივილიზაციის საფუძვლების
ჩამოყალიება. შუა საუკუნეების კულტურა ჩამოყალიბდა იქ, სადაც არსებობდა
რომაული ცივილიზაცია.

ეკლესია ადრეულ შუა საუკუნეებში

ეკლესიის გავლენა ყველა ფენაზე ვრცელდებოდა. განათლების სიტემის


დაქვემდებარებით, ეკლესიამ ჩამოყალიბების გზაზე მდგარი ფეოდალური
საზოგადოების სულიერ ცხოვრებაზე თავისი კონტროლი დაამყარა. კულტურაში
ეკლესიის მონოპოლიის დამყარება ხელს უწყობდა საეკლესიო - ფეოდალური
იდეოლოგიის ეკლესიისადმი დაქვემდებარებას. იურისპრუდენცია,
ბუნებისმეტყველება, ფილოსოფია - ყველა სფერო ეკლესიის დოგმიდან ამოდიოდა.

ეკლესიის ხედვის თანახმად, მიწიერი „ცოდვილი“ ცხოვრება უპირისპირდება


„იმქვეყნიურ“ სამუდამო ცხოვრებას. ეკლესია ქადაგებდა მორჩილებას, ასკეტიზმს,
ეკლესიის წესების შესრულებას, ბატონისადმი მორჩილებას.

აუცილებელი იყო ქრისტიანობისთვის დამწერლობის გავრცელება. საეკლესიო


წიგნების გადაწერა ხდებოდა სკრიპტორიუმებში - დამწერლობის სახელოსნოებში.

ხელნაწერი წიგნები (კოდექსები) პერგამენტისგან მზადდებოდა, მასალა ცხვრის


ტყავი. ბიბლიის დამზადებას 300 ცხვრის ტყავი დასჭირდა. წიგნების გადაწერა დიდ
დროს მოითხოვდა და ამიტომ ცოტა იწერებოდა. მას დიდი ფასეულობა ჰქონდა.
სკრიპტორიუმი განათლების ერთადერთი კერა იყო, რაც ასევე ხელს უწყობდა
ეკლესიის სულიერ ბატონობას. წიგნის შესამკობად იყენებდნენ ინიციალებს,
ორნამენტებს, მინიატურებს.

ქრისტიანი თეოლოგები საფრთხეს ხედავდნენ ფილოსოფიაში, ეკლესიის ერთ-ერთმა


მამამ ტერტულიანემ თქვა:“ფილოსოფოსები ერესის პატრიარქები არიან“. რწმენის
პრიორიტეტი აისახა გამონათქვამში „მწამს, რადგან აბსურდია“. ანტიკური
მემკვიდრეობის ელემენტები რჩებოდა ქრისტეს სწავლებაში, რწმენის დოგმების
შემუშავებისას ფართოდ იყენებდნენ გვ. რომაულ ფილოსოფიას - ნეოპლატონიზმს.
ასეთ აზრზე იყო ნეტარი ავგყსტინე, რომელმაც დაწერა „აღსარება , ღვთის ქალაქის
შესახებ“. „ჭეშმარიტი რელიგიის შესახებ“. ავგუსტინე 15 წელი მუშაობდა ღვთის
ქალაქზე, ამბობდა, რომ რომი მიწიური ქალაქია და შეიძლება დასუსტდეს, რომ
მარადიული ქალაქი შესაძლოა დაიპყრონ, მაგრამ ღმერთის ქალაქი-არასოდეს. ანუ
რომის იმმპერია მიწიური ქალაქი, ეკლესია ღვთის ქალაქი.

ბოეციუსი - ფილოსოფოსი, პოეტი. ღალატის გამო თეოდორიხმაის ციხეში ჩააგდო,


სადაც დაწერა ტრაქტატი „ფილოსოფიის მიერ მინიჭებული ნუგეშის შესახებ“. ამ
ტრაქტატის მიზანია, მიწიერი ყოფის ამაოება და სულის უპირატესობა. ადამიანი
უნდა ესწრაფვოდეს სულიერ სიმშვიდეს, სინდისის სიწმინდეს. აქ ცნობებია
პტოლემაოსის ასტრონომიის, არქიმედეს მექანიკის, ევკლიდეს გეომეტრიის და
არისტოტელეს ლოგიკის შესახებ.

ეკლესიის სწავლების თანახმად, ღმერთი და მისი ქმნილება - ბუნება განუყოფელია.


მატერიალური ობიექტი - იდეალური სამყარო და იდუმალების სიმბოლო, როგორც
ღვთის სიბრძნის გამოხატულება. სიმბოლიზმი, რომელსაც ეკლესია ნერგავდა
უარყოფდა ცდის საშუალებით საგანთა ნამდვილი კავშირების შესწავლას. რამაც
დაღი დაასვა შუა საუკუნეების კულტურას. სიტყვა საგნის ბუნებას განმარტავდა.
სიტყვის წარმოშობის მნიშვნელობაზე ეტიმოლოგიურ განმარტებებს იძლეოდა
ისიდორე სევილიელი. თავის „ეტიმოლოგიაში“მოცემულაი გრამატიკის, ისტორიის,
გეოგრაფიის, თეოლოგიის ცოდნის კრებული.

სკოლა და განათლება

ეკლესია განათლების სფეროში დიდ როლს ასრულებდა. V-IXსს. სკოლა ეკლესიის


ხელში იყო. საეკლესიო სკოლებში ასწავლიდნენ დისციპლინებს, გრამატიკას,
დიალექტიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას, მუსიკას.

ანტიკური მემკვიდრეობა შეუთანხმეს ქრისტიანულ დოგმებს, მწერალ-


ენციკლოპედისტმა მარკიანე კაპელამ წიგნში „ფილოლოგიისა და მერკურის
ქორწინების შესახებ“- ში გადმოსცა საგნები,რომლებიც საფუძვლად ედო ანტიკურ
სკოლაში სწავლებას.იგი ცნობილი იყო „შვიდი თავისუფალი ხელოვნების“
სახელწოდებით. VIს -ში ბოეციუსმა და კასიოდორმა ის ორ საფეხურად დაყეს -
ტრივიუმი (ცოდნის სამი გზა) რომელიც მოიცავდა გრამატიკას, დიალექტიკას და
რიტორიკას. და კვადრიუმი (ცოდნის ოთხი გზა) რომელიც მოიცავდა, არითმეტიკას,
გეომეტრიას, ასტრონომიასა და მუსიკას. ეს კლასიფიკაცია XV ს-მდე არსებობდა
ანტიკურ და შუა საუკუნეებში. კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან
საშუალებას ლათინური ენა წარმოადგენდა. ცოდნის წყაროდ ითვლებოდა წმინდა
წერილი და არა ადამიანის გონება. ბუნებრივ მოვლენებს განმარტავდნენ, როგორც
სიმბოლოებს, როგორც ღვთაებრივი სიბრძნის გამოვლინებას.

სასწავლო წიგნებიდან ძირითადი ადგილი უკავია გრამატიკას, ლათინური ენა კი


ყველა სფეროში პირველი ენა იყო. ამ პერიოდში რთული იყო სწავლა.
სახელმძღვანელო ცოტა და ძვირი იყო, არ იყო სასვენი ნიშნები, რთული იყო კთხვა,
დაცული იყო დისციპლინა.

ამ დროს მხოლოდ საეკლესიო და სამინისტრო სკოლები არსებობდა. სამხრეთ


იტალიაში სახელგანთქმული იყო მონტე-კასინოს მონასტერი ხელნაწერების
საცავითა და გადამწერებით, რომლებიც სკრიპტორიუმებში მუშაობდნენ.
ეპისკოპოსები და ბერები ქმნიდნენ ისტორიულ ქრონიკებს და ტხზულებებს და
წმინდანთა ცხოვრებაზე.

სულიერი კულტურა

შუა საუკუნეების ლიტერატურის ძირითად ჟანრს წმინდანთა ცხოვრება და


ქრონიკები წარმოადგენდა. ზეპირი ლიტერატურის გავრცელებულ ფორმას
წარმოადგენდა ეპიკური პოემები - ისტორიები გმირებსა და მათ საქმეებზე. თავიდან
ესენი ზეპირი იყო, შემდეგ ჩაიწერეს და ნაწერები შექმნეს. საგმირო ეპოსსა და
სიმღერებში ასახულია სამხედრო ლაშქრობები და შეტაკებები. ხალხური
თქმულებები საფუძვლად დაედო დიდ ეპიკურ ნაწარმოებებს, ინგლისში,
ირლანდიასა და სკანდინავიაში ფეოდალიზაციის პროცესი ნელა მიდიოდა,
შენარჩუნებული იყო წარმართობის გადმონაშთები. მათ ხალხურ პოეზიაში
ცოცხლად აისახა კელტური და გერმანული ლეგენდა-თქმულებები.

ყველაზე ტიპურია ირლანდიური საგები, რომლებიც მოგვითხრობს კუჰულინას


გმირობაზე, რომელიც სუსტებს იცავდა. სკანდინავიური ეპოსის ძეგლია ძვ.
ისლანდიური : უფროსი ედა“. შეიქმნა მეცხრე საუკუნეში. ის მოიაცვს თქმულებებს
ღმერთებზე, ხალხთა გადასახლებაზე, ადამიანურ სიბრძნეზე. ისლანდიურ საგებში
ნამდვილი ამბებია, მაგალითად მათ მიერ გრენლანდიისა და ჩრდ. ამერიკის
აღმოჩენა.

ზეპირი ხალხური შემოქმედება დაედო საფუძვლად ანგლოსაქსურ ეპიკურ პოემას


ლეგენდარულ გმირ ბოევულფზე, რომელიც ანგლო-საქსურ ენაზეა ჩაწერილი VII-
VIII სს-ში. მას ინგლისის „ილიადასაც“ უწოდებენ.

XIს-ში ჩაიწერა ფრანგული ეპოსი „სიმღერა როლანდზე“. რომელსაც სათავედ უდევს


კარლოს დიდის ლაშქრობა ესპანეთში არაბების წინააღმდეგ.

კაროლინგური აღორძინება.

ბოეფაციუსი, კასიოდორი, ისიდორე სევილიელი, ბედა პატივცემული შუა


საუკუნეების აზრისთვის გასაგებად გადმოსცემდნენ ანტიკურ მეცნიერებათა
შრომებს და მას ქრისტიანულ გააზრებას ანიჭებდნენ. ბოეციუსი შუა საკუნეების
მასწავლებელთა შორის საპატიო სიაში იყო. ჰქონდა ტრაქტატები არითმეეტიკასა და
მუსიკაზე, ლოგიკაზე, თეოლოგიაზე. არისტოტელეს თხზულებები (ლოგიკური) შუა
საუკუნეების განათლებისა და ფილოსოფიის საფუძველი გახდა. ბოეციუსი -
„სქოლასტიკის მამა“.

ამ პერიოდის კულტურის I ნიშნებია კარლოს დიდის პერიოდი - კაროლინგური


აღორძინების სახელწოდება. მას სურდა კონსტანტინე დიდის მსგავსი იმპერიის
შექმნა. 787 წელს გამოსცა კაპიტულარი მეცნიერების შესახებ - ყველა მონასტერ-
საეპისკოპოსო კათედრაზე უნდა გახსნილიყო სკოლები ბერებისა და სასულიერო
პირებისთვის. საერო პირებისთვის გამოსცეს 802წ. 813წ შალონის საეკლესიო კრების
დადგენილებით უნდა აღეზარდათ ადამიანები, რომლებიც ანტიქრისტეს
მზაკვრობებს წინ აღუდგებოდნენ.

კარლოს დიდმა შექმნა „სამეფო კარის აკადემია“, სადაც საეკლესიო თხზულებებს


კითხულობდნენ, წევრები ირჩევდნენ ანტიკურ/ბიბლიურ ფსევდონიმებს,
მაგალითად კარლოსს ეწოდა „დავითი“.
ზოგ მონასტერში იწერებოდა ანალები. გადაწერეს აგროტექნიკური ტრაქტატები,
კარლოსმა აახენში ააშეენა ქვის სასახლე და ეკლესია ბიზანტიური არქიტექტურის
მსგავსად. კარლოსმა 7k-მდე კომპექსი ააშენა. გაუმჯობესდა ხელნაწერთა გარეგნული
გაფორმება.

პავლე დიაკონი - ნაშრომი „ლანგობარდთა ისტორია“. ეინჰარდი „კარლოს დიდის


ცხოვრება“. მათ განავითარეს (+ალკუინი) ლათინური ლიტერატურა.

კაროლინგური აღორძინებისას განვითარდა საეკლესიო ფეოდალურ პოლიტიკური


იდეები. ამ პერიოდის მოღვაწეთა თხზულებების საკანონმდებლო აქტებში
უკვდაყოფილი იყო საზოგადოების წოდებებად დაყოფა. აუცილებელი გახდა
წოდებების თანამშრომლობის იდეა. ეს იდეა ჩამოყალიბდა ლანის ეპისკოპოსოს
ადალბერონის მიერ.

ნიშანდობლივია კარლოს დიდისთვის საღვთო რომის იმპერატორის ტიტულის


მიღება. 841 წელს კარლოსის შვილიშვილები - ლუდოვიკო და შარლ მელოტი შეებნენ
ლოთარს, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო საღვთო რომის იმეპრატორის ტიტული.
ბრძოლის შემდეგ იმპერია გაიყო ფრანგებმა და გერმანელებმა - ფრანკებმა.

„კაროლინგური აღორძინება“ კაროლინგთა დაცემისთანავე დასრულდა. დაიხურა


სკოლები, რაც ვიკინგთა შემოტევებით იყო განპირობებული. 817 წლიდან აიკრძალა
საეკლესიო სამონასტრო სკოლებში მათი სწავლა, ვინც სასულიერო წოდებსთვის არ
ემზადებოდა. ეიმსში ეპისკოპალურ სკოლაში 980 წლიდან „თავისუფალ
ხელოვნებას“ ასწავლიდა ბერი-მეცნიერი-ჰერბერტი- მომავალი პაპი სილვესტრე
მეორე. მან ევროპას გაცნო არაბული ციფრები, საანგარიშო დაფა „აბაკი“, რომელმაც
არითმეტიკული მოქმედებები გააადვილა და ასტროლაბი. ოტონური და
კაროლინგური აღორძინება ხელს უწყობდა ადრე შუა საუკუნეების კულტურის
შემდგომ განვითარებას. შუა საუკუნეების კულტურა წარმოადგენს ანტიკური,
ბარბაროსული და ქრისტიანულ ერთიანობას.

ადრეული შუა საუკუნეების ხელოვნება და არქიტექტურა.

ბარბაროსულმა ტრადიციებმა ადრე შუა საუკუნეების ხელოვნებას დაღი დაასვა.


ხელოვნებამ დაკარგა ფასეული თვისებები. გაჭრა სკულპტურა და ადამიანის
გამოსახულება. დაიკარგა ქვის დამუშავების ჩვევები, სამხრეთ ევროპაში შენარჩუნდა
გვიან ანტიკური ჩვევები - ხუროთმოძღვრება და მოზაიკის ხელოვნება, ასევე ხის
ხუროთმოძღვრება.

1000-1140 წწ დას. ევროპის არქიტექტურასა და ხელოვნებაში გაბატონებული იყო


რომანული სტილი. ასევე გოთიკური სტილი . რავენას ნაგებობებში აშენებულია
ბიზანტიური სტილის შენობები ძველი რომანული ელემენტებით. მაგალითად სან-
ვიტალის ტაძარი და რვაკუთხა სასახლის კაპელა, რომელიც კარლოს დიდმა ააგო.
აახენში (ლა კაპელაში) კაროლინგური არქიტექტურის ქმნილებაა ვეტვორკის ფასადი.

შენობები მონასტრული სტილით შენდებოდა. მოითხოვდა დიდ შენობებს, რომელიც


შეიცავდა ბერების საცხოვრებელს, სამლოცველებს, სახელოსნოებს. პრორომანული
მონასტერთა კომლექსი აიგო სენტ-გალეში და მონტე-კასინოში.

რომაული საფეიქრო ქმნილებების ყველაზე ცნობილი ნიმუშია მეთერთმეტე


სააუკუნის „გობელენი ბაიადან“.

ჯვაროსნული ლაშქრობები
ჯვაროსნული ლაშქრობები, ეს იყო დასავლეთ ფეოდალების, მოქალაქეების და
გლეხების მოძრაობა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა . ის ორი
საუკუნე (1096-დან 1270-მდე) გრძელდებოდა და მიმდინარეობდა რელიგიური ფორმით,
იმის რწმენით, რომ ჯვაროსნები მუსლიმებისგან გაათავისუფლებდნენ პალესტინას ,
ადგილს, სადაც დაიბადა და ეწამა იესო ქრისტე. ლაშქრობის მონაწილეები ტანსაცმელზე
იმაგრებდნენ წითელ ფერის ქსოვილისგან დამზადებულ ჯვარს (აქედან მოდის სიტყვა
ჯვაროსნული), ეს იყო რელიგიური სიმბოლო იმის, რომ მათ ქრისტიანული სიწმინდეების
გათავისუფლება სურდათ. თუმცა ეს ომები მაშინ სხვა ტერმინებით აღინიშნებოდა ,
მაგალითად მოგზაურობები, ლაშქრობები, გამოთქმა „ჯვაროსნული ლაშქრობანი“
დაახლოებით XVII საუკუნეში გაჩნდა. ეს გამოთქმა პირველად ლუი XIV-ის ისტორიკოსმა
ლუი მემბურმა გამოიყენა, რომელმაც თავის წიგნს უწოდა „ჯვაროსნული ლაშქრობების
ისტორია“.

აღსანიშნავია ეკლესიის მსახურების დამოკიდებულება ლაშქრობებზე . მათი აზრით ,


ღმერთმა აამოძრავა დასავლეთის ხალხი, რომ გაეთავისუფლებინათ ღვთის საფლავი,
ანუ ლაშქრობები არის ღვთის ნების გამოვლინება, ხოლო ჯვაროსნები ღვთის ნების
აღმსრულებლები. ღვთის ნება კი მათ გააცნო რომის პაპმა, რომელიც ღმერთის
მოადგილეა დედამიწაზე. „ღმერთს ასე სწადია“ - ამ რწმენით მიდიოდნენ ჯვაროსნები
აღმოსავლეთისკენ.

ჰუმანისტების დამოკიდებულება სხვანაირი იყო, ისინი არ გამორიცხავდდნენ , რომ ეს


ბრძოლები ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად იყო წარმოებული და ამას
საფუძვლად რელიგიური მოტივები ედო, მაგრამ ეს ბრძოლა ,მათი აზრით, არ იყო „ღვთის
საქმიანობა“. მათ უფრო ჯვაროსანთა გმირობები და პატრიოტული საქმეები
აინტერესებდათ. შემდეგში, რეფორმაციის ეპოქის ისტორიკოსებმა , პაპები მოიხსენიეს ,
როგორც „ანტიქრისტეები“, რომელთაც უბრალოდ თავისი ხელისუფლების გადიდება
სურდათ. ამიტომაც პროტესტანტები ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზად ფანატიზმს და
უმეცრებას აცხადებდნენ. მართალია კათოლიკრმა ეკლესიამ და პაპობამ ჯვაროსნების
საქმეში თავისი როლი შეასრულა, მაგრამ ლაშქრობების მთავარი მიზეზი მაინც
იმდროინდელი ევროპის რთული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება
იყო.

ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზები. პირველი, XI საუკუნეში მუსლიმური


აღმოსავლეთი აღარ იყო ისეთი მონოლითური, როგორც VII საუკუნეში. ის დაიშალა
ტერიტორიული პრობლემების გამო. ცალკეული ოლქები კი რჩებოდა მუსლიმური, მაგრამ
მათ შორის პოლიტიკური და სამხედრო კავშირები აღარ იყო, ამას დაემატა უთანხმოება
შიიტებსა და სუნითებს შორის და მოკლედ ამ პოლიტიკურმა და რელიგიურმა
უთანხმოებებმა გახადა შესაძლებელი ჯვაროსნული ლაშქრობების მოწყობა .

მეორე, XI საუკუნეში წმინდა მიწა ხელში ჩაიგდეს თურქ-სელჩუკებმა. ისინი მუსლიმურ


მიწებს მოედვნენ და ახალი რელიგია მიიღეს, დაიწყეს მეზობელი მუსლიმური
ტერიტორიების დაპყრობა XI საუკუნეში. არაბებთან შეადრებით ისინი უფრო მეტად
ფანატიკოსები იყვნენ, ამიტომაც იმდენად იყვნენ ქრისტიანების წინააღმდეგ
განწყობილნი რომ მომლოცვლელებს თავიანთ მიწებზე გავლა აუკრძალეს.
(მომლოცველობა ქრისტიანულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, პირველი
მომლოცველი ელენე დედოფალი იყო, იმპერატორი კონსტანტინეს დედა). ისინი
აშინებდნენ, კლავდნენ, ძარცვავდნენ ქრისტიან მომლოცველებს , ცხადია ესეც
გახდებოდა ერთ-ერთი მიზეზი ლაშქრობების წამოწყებისა .

მესამე, პუატიესთან ბრძოლის შემდეგ, ესპანეთში მუსლიმების ყოფნის და სიცილიაზე


მათი აგრესიის გამო, ევროპულ ქვეყნებში ისლამის მიმართ სიძულვილი გაჩნდა და ამის
შემდეგ როცა წმინდა მიწაზე ჩასვლაც აუკრძალეს, ქრისტიანები მზად იყვნენ ომი
გამოეცხადებინათ მათთვის.

მეოთხე, კლუნიურმა მოძრაობამ, სურვილი გამოთქვა, რომ მოინახულოს ის სიწმინდეები,


რომლებიც იმყოფება იმ ადგილას, სადაც თავისი მიწიერი ცხოვრება გაატარა იესომ .

მეხუთე, ევროპამ დაინახა, რომ ბიზანტია საშინელ მდგომარეობაში იყო სელჩუკების


დაპყრობების გამო. სელჩუკებმა ჯერ სირია, პალესტინა დაიკავეს, შემდეგ იერუსალიმი
1071-73, შემდეგ დამასკო 1076 წელს. ყველაზე რთული კი 1091 წელი იყო, როცა თურქები
კონსტანტინოპოლის ასაღებად ემზადებოდნენ. შესაძლოა ყველა ეს მიზეზი ცალკე არ იყო
საკმარისი ლაშქრობების დასაწყებად, მაგრამ ყველა ერთად საკმარისი საფუძველი
გახდა, რომ ევროპაში იარაღისთვის მოეკიდათ ხელი. უნდა ითქვას, ჯვაროსნული
ლაშქრობების მთავარი იდეოლოგიური მედროშე - კათოლიკური ეკლესიის როლი.

XI საუკუნეში ქრისტიანული საზოგადოება გარდაიქმნა. ეკლესიამ აარიდა დაცემას თავი


და აღსდგა; პაპი, რომელიც საღვთო რომის იმპერატორისგან გათავისუფლდა, გახდა
ქრისტიანული სამეფოების მეთაური. ქრისტეს მხედრები, რაინდები ორგანიზებულები
გახდნენ, პაპი მათ უნერგავდა ქრისტიანების მტრების წინააღმდეგ გაერთიანების აზრს .
ჯვაროსნული ლაშქრობები სწორედ რაინდობასა და პაპობას შორის კავშირის შედეგი
იყო.

1074 წელს პაპმა გრიგოლი VII-მ პირველმა მიიღო იდეა იერუსალიმის გათავისუფლების
შესახებ და რაინდებს მოუწოდა ქრისტეს საფლავის გათავისუფლებისკენ. ამ იდეის
საფუძველი მანამდეც არსებობდა (კონსტანტინეს ნაბოძვარი), მაშინ გრიგოლის
მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ მისი იდეა არსებობას აგრძელებდა. იმ
პერიოდში პაპები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, ისინი ოცნებობდნენ მოექციათ
მუსლიმები ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და შეექმნათ აღმოსავლეთში ახალი
ქრისტიანული სამფლობელოები, რომლებიც რა თქმა უნდა პაპის ტახტს
დაექვემდებარებოდნენ.
ლაშქროები ხელს უწყობდა ეკლესიის შემოსავლის გაზრდას, მათ დაიწყეს მოძიება
სახსრების, რათა ეწარმოებინათ ლაშქრობები.ხშირი იყო იძულებითი ხასიათის
გადასახადები.

მასობრივი ჯვაროსნული ლაშქრობის სულისჩამდგმელი იყო ღარიბი განდეგილი პეტრე


ამიენელი. ის ჯერ რომში გაემგზავრა პაპ ურბან მეორესთან, შემდეგ ფეხშიშველმა
ჯვარცმით ხელში ევროპის ყველა ქალაქი მოიარა და ქადაგებდა ქრისტეს საფლავის
გასათავისუფლებლად ლაშქრობას. მისი მჭერმეტყველება ადამიანებს მოსწონდათ ,
ამიტომაც ის შემდეგ წმინდანად შერაცხეს. ასე რომ იდეა გავრცელდა და პოპულარული
გახდა. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა კი ნამდვილად ურბან მეორეს ქადაგების
შემდეგ დაიწყო.

პაპ ურბან მეორეს პატივს სცემდნენ, რადგან მას ჰქონდა შესაძლებლობა გრიგოლის
გეგმების განხორციელების, თანაც მან ბიზანტიასთან შერიგება გადაწყვიტა და გრიგოლს
მიერ იმპერატორი ალექსის ანათემა გააუქმა. შერიგების მიზნით კონსტანტინოპოლში
კრებაც მოიწვიეს. ალექსიმ მოწვევა მიიღო მაშინვე, რადგან ამაში ხედავდა
შესაძლებლობას, რომ დახმარება მიეღო თურქებთან წინააღმდეგ ბრძოლაში . კრებაზე
განიხილეს აღმოსავლეთის ქრისტიანული თემის მდგომარეობა მუსლიმების
კოლონიზაციის შედეგად, თუ რა საფრთხე ელოდა კონსტანტინოპოლს, რატომ იყო საშიში
ისლამი და რატომ ემუქრებოდა მთელ ქრისტიანულ სამყაროს. შემდეგ პაპმა განიზრახა
საღმრთო ომი, როცა მთელი ევროპა სარაცინების წინააღმდეგ გამოვიოდა, ამიტომ მან
ახალი კრება მოიწვია კლერმონში. კლერმონს ძალიან ბევრი არქიეპისკოპოსი,
ეპისკოპოსი და აბატები ესწრებოდნენ, ასევე რაინდები, იმდენი, რომ ქალაქში ვერ
მოათავსეს. კრებაზე პაპი რაინდებს მოუწოდებდა, რომ იარაღი აეღოთ, რათა ქრისტე
ურწმუნოებისგან დაეცვათ, შეხსენა სახარებიდან სიტყვები “დაე თითოეულმა უარი თქვას
საკუთარ თავზე და თავისი ჯვარი აიღოს“. ათასობით ადამიანმა დადო მაშინ აღთქმა, რომ
ომში გაემგზავრებოდა.

პაპის გამოსვლის ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგარმ შინაარსი ცნობილია . მან თქვა ,
რომ დასავლეთის ქრისტიანების ვალია აღმოსავლეთის ქრისტიანების გათავისუფლება
ძალის გამოყენებით. ყველა, ვინც ამ საქმეს დათანხმდებოდა სარწმუნოების
თავდადებისთვის და არა სიმდიდრისთვის, ცოდვებისგან განიწმინდებოდა . ჯვაროსანთა
ჯარი 1096 წელს უნდა წასულიყო სალაშქროდ. ქრისტეს სიტყვის სამახსოვროდ მათ
მხარზე მიიმაგრეს ქსოვილისგან გაკეთებული წითელი ჯვარი, რომელიც წმინდა მიწაზე
ჯვაროსნობის ნიშანს წარმოადგენდა. ვინც ჯვარს აიღებდა, აღთქმა უნდა დაედო, ის
ურწმუნოების წინააღმდეგ ვალდებულებას იღებდა და სამშობლოში არ ბრუნდებოდა
მანამ, სანამ უფლის საფლავთან არ მივიდოდა სანაცვლოდ კი ეკლესია მას ყველა
ცოდვას აპატიებდა. ლაშქრობაში მონაწილეობა ყველა მონანიებაზე მაღლა იდგა , ამიტომ
ლაშქრობაში მაშინვე წავიდნენ მკვლელები, მოძალადეები, ქურდები , გაქცეული ბერები .

ჯვაროსნების გამოსვლა. ჯვაროსნული ლაშქრობის საკითხი არ იყო წინასწარ


მოფიქრებული, ის ფრანგმა რაინდებმა და პაპმა წუთებში გადაწყვიტეს . დადგინდა , რომ
რაინდები მომავალი წლის 15 აგვისტოს გამოვიდოდნენ და გაერთიანდებოდნენ
კონსტანტინოპოლში. ბერები და მღვდლები საფრანგეთისა და გერმანიის გარშემო
დადიოდნენ და ქადაგებდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობას. ერთ-ერთი იყო პეტრე მეუდაბნოე .
ის ძირითადად გლეხებს შორის ქადაგებდა, გლეხები გზას გაუდგნენ და მიაღწიეს
კონსტანტინოპოლამდე. აღსანიშნავია, რომ გამოსვლის წინ ჯვაროსნებმა ებრაელები,
როგორც ქრისტეს მტრები დახოცეს და მათი სახლები გაძარცვეს. ეს გამართლებული იყო
იმით, რომ ძარცვის შედეგად მოპოვებული თანხა იერუსალიმზე ლაშქრობის დაფინანსება
იყო, მაგრამ ეკლესიამ ამის შემდგ ებრაელებზე თავდასხმა დაგმო. მეორე ჯვაროსნული
ლაშქრობა რომ მზადდებოდა სწორედ მაშინ. რადგან ერთ-ერთი ბერის თქმით ,
ებრაელები ჩვენთვის შემახსენებელია ერთგვარი წამებაზე, რომელიც ჩვენმა უფალმა
გადაიტანაო.

ექსპედიციისთვის მზადება, რომელიც კლერმონის კრებაზე გადაწყდა , 1 წლის შემდეგ


დასრულდა. გადმოცემის თანახმად, მასში მონაწილეობდა 100 ათასი რაინდი და 600
ათასი ქვეითი, ჯვაროსანთა რიცხვის დადგენა კი შეუძლებელია. ისინი შუბებით და
ჯავშნით იყვნენ შეიარაღებულნი. ჯვაროსანთა ჯარი ოთხ ლაშქრად იყო გაყოფილი და
ისინი კონსტანტინოპოლამდე სხვადასხვა გზებით მივიდნენ: 1) პროვანსელები და
იტალიელები პაპის ლეგატის და ტულუზის გრაფის რაიმუნდ IV-ს წინამძღოლობით
კონსტანტინოპოლში იტალიის გავლით ჩავიდნენ. ჯვაროსანთა შორის ყველაზე დიდი
ჯარი რაიმუნდს ყავდა. სწროედ რაიმუნდმა აიღო პირველმა ჯვარი კლერმონში, დაიფიცა
რომ არ დაბრუნდებოდა დასავლეთში სანამ მისიას არ შეასრულებდა .

2) გერმანელები და ჩრდ. ფრანგები ჰერცოგ გოტფრიდის და მისი ძმის ბალდუინის


წინამძღოლობით წავიდნენ.

3) მესამე ლაშქარი, სამხრეთ იტალიაში შეიქმნა, ის შედგებოდა იტალიელი ჯვაროსნების


და სიცილიელი ნორმანებისგან, ნორმანელი მთვრის ტარანტელის და მისი ძმისშვილის
წინამძღოლობით.

4) ჩრდ. საფრანგეთის ჯვაროსნები საფრანგეთის მეფის ფილიპ პირველის ძმის გრაფ


ჰუგოს , ნორმანდიის ჰერცოგ რობერტის და ფლანდრიის გრაფების წინამძღოლობით
დაიძრნენ.

ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობა.

1095 წ. 26 ნოემბერს ქ.კლერმონში შედგა საეკლესიო კრება - ესწრებოდა 14


არქიეპისკოპოსი, 225 ეპისკოპოსი, 100 აბატი და სხვა. კრებაზე პაპმა ურბან II-მ მოუწოდა
ურჯულოთა წინააღმდეგ გაელაშქრათ და იერუსალიმი გაეთავისუფლებინათ . მთავარ
მიზნად წმინდა ადგილებში ქრისტიანობის აღდგენა გახდა . პაპმა აღმოსავლურ მიწებს
„რძისა და თაფლის მდინარეების“ მიწა უწოდა.

I ლაშქრობა ორ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე მონაწილეობდნენ გლეხები, მეორეზე -


რაინდები. პაპმა ლეგატები გაგზავნა ხალხის დასარაზმად. გამოსარჩევია პეტრე მწირი ,
მას ღმერთი გამოეცხადა და დაავალა აღმოსავლეთის ამბები დასავლეთში მიეტანა .

პეტრემ თავისი ქადაგებებით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ჩრდილოეთ და სამხრეთში


ფრანგი გლეხები და გერმანელი გლეხები შეუერთდნენ პეტრეს და აღმოსავლეთისკენ
დაიძრნენ. 1096 წელს უნდა მისულიყვნენ ნახევარკუნძულ ასელაზე, მერე
კონსტანტინოპოლიდან მცირე აზიაში. არასრული სურსათის გამო ხშირად არბევდნენ
უნგრეთისა და ბულგარეთის ტერიტორიებს.
ალექსი კომნენოსმა პეტრეს ხალხი არასაჭიროდ ჩათვალა, რასაც პეტრეც დაეთანხმა . ამ
ხალხმა ქალაქის რბევა დაიწყო და მათ იმპერატორი დაუპირისპირდა. პეტრემ
ჯვაროსნებზე გავლენა დაკარგა. ციხესიმაგრე ექსეროგორგოსთან სელჩუკებმა
ჯვაროსნები დაამარცხეს. ნაწილი დაიღუპა,ნაწილი მონებად გაყიდეს. ასე დასრულდა
პირველი ლაშქრობის პირველი ეტაპი.

ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის მეორე ეტაპი. ურბან II-მ მიიღო ცნობა, რომ
ლაშქრობაში მონაწილეობას მიიღებდა რაიმონდ ჟილელი (ტულუზას გრაფი და
პროვანსის მარკგრაფი).

ჯვაროსანთა II ჯგუფი ფლანდრიის ჯარი იყო. სათავეში ქვედა ლოტარანგიის ჰერცოგი


გოტფრიდ ბულონელი იდგა . მათი ლაშქარი გერმანიის იმპერიამდე იყო, ჯარს სხვა
რაინდებიც ხელმძღვანელობდნენ - გოტფრიდის ძმა ბალდუინი.

III დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ტორენტოს ჰერცოგი ბოემუნდი. იგი სამხრეთ


იტალიიდან ბიზანტიაში გადავიდა. ჯვაროსნულ ომში ასევე ჩაება უილიამ დამპყრობლის
შვილი - რობერი.

ჯვაროსნები ბიზანტიაში 1097 წლის გაზაფხულზე გამოჩნდნენ. გაჩნდა უთანხმოება,


ბიზანტიასაც სურდა იმ მიწების შენარჩუნება და ჯვაროსნებსაც . ანა კომნენოსი
ჯვაროსნების ყველა ლიდერს მოელაპარაკა ბიზანტიასთან ვასალობაზე შეთანხმდა .

ჯვაროსნებმა პირველად აიღეს იკონია. შემდეგ ჯარის ერთი ნაწილი ედესისკენ წავიდა .
ედესა ჯვაროსნებმა ბალდუინის სარდლობით აიღეს. ბალდუინმა თარსიდან გოტფრიდის
ძმისწული ტანკრედი გააძევა. ბალდუინი ედესისკენ დაიძრა, სადაც სომეხი ფოტოსი
მეფობდა. 1098 წ. ბალდუინი ედესის გრაფი გახდა.

ამის შემდეგ ჯვაროსნები ანტიოქიას მიადგნენ, იგი მთავარი სავაჭრო ქალაქი იყო , მას 445
კოშკი ჰქონდა. ქალაქს ანტიოქიის ემირი იცავდა. ანტიოქიის ასაღებად საჭირო იყო
საალყო მანქანები. ამ დროს გამოჩნდნენ იტალიელი მეზღვაურები, პილიგრიმები ,
პირატები. ბოემუნდმა ისინი შეიერთა და საალყო კოშკის აგება დაავალა .

ანტიოქიის ემირს მიეშველა სელჩუკი სულთანი ბარკიაროკი. მან გაუგზავნა გმირი


კერბოგი 200იანი ჯარით. ანტიოქიის ერთ-ერთ რენეგატს სომეხ ფირუზას ემირზე
შურისძიება სურდა და ბოემუნდ საკუთარი კოშკის ჩაბარება შესთავაზა . ბოემუნდს
დამორჩილდნენ ბელადები და ანტიოქია გადასცეს. 1098 წელს ჯვაროსნებმა ფირუზას
კოშკი დაიკავეს, სურსათის მარაგი გაანადგურეს რის შემდეგაც ქალაქში შიმშილმა
დაისადგურა.

ბელადებმა 15 დღით სარდლად ბოემუნდი აირჩიეს. ჯვაროსნებმა კერბოგი დაამარცხეს ,


ქალაქი აიღეს და ანტიოქიის სამთავრო დააარსეს . მმართველად - ბოემუნდ ტარანტელი.

უთანხმოება ჯვაროსანთა შორის.

იფეთქა ეპიდემიამ, რამაც მრავალი ადამიანი შეიწირა. დაიღუპა პაპის ლეგატი , მისი
სიკვდილის შემდეგ კინკლაობა ომში გადავიდა, მწვავე იყო განხეთქილება ნორმანებსა
და პროვანსელებს შორის. ნორმანი ბოემუნდი ანტიოქიას არ თმობდა, ხოლო
პროვანსელი რაიმუნდს მისი ბიზანტიის იმპერატორისთვის გადაცემა სურდა .
შემდეგ რაიმუნდმა და ბოემუნდმა ქ. მაარი აიღეს. პროვანსელებმა ქალაქი დაწვეს,
ბეომუნდმა კი ისინი ქალაქიდან გაყარა, რის შემდეგაც რაიმონდი იერუსალიმისკენ
დაიძრა.

იერუსალიმის აღება.

ამასობაში კაიროს ფატიმიდების ხალიფამ ისარგებლა სელჩუკებს შორის კამათით და


1098 წელს იერუსალიმი წაართვა, მან ჯვაროსნებს შესთავაზა მოსულიყვნენ წმინდა
ადგილების თაყვანისაცემად, იარაღის გარეშე. თავიდან ჯვაროსნები შეეცადნენ მათთან
კავშირის დამყარებას სელჩუკების წინააღმდეგ, მაგრამ მათ არ სურდათ რომ წმინდა
საფლავი მუსლიმების ხელში დარჩეილიყო. იერუსალიმს მტკიცე კედლები ჰქონდა და
ჯვაროსნებს მისი აღება შეტევით არ შეეძლოთ, საჭირო იყო ალყის კარგად დაგეგმვა .
ჯვაროსნები განაწილდნენ. ჩრდილოეთით რობერტ ფლანდიელი და ნორმადიელი .
დასავლეთით ტანკრედი და გოტფრიდი, სამხრეთით რაიმონდ ტულუზელი. ამ დროს
საალყო - სასურსათო დახმარება ჯვაროსნებს გენუა-ვენეციის მეზღვაურებმა აღმოუჩინეს .
1099 წლის 15 ივლისს ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს. მუსლიმები დახოცეს, მათ გვამებს
კი უდიერად მოეპყრნენ. მუცლებს უფატრავდნენ და წვავდნენ.

ჯვაროსნული სახელმწიფოები აღმოსავლეთში.

იერუსალიმის აღების შემდეგ, გასარკვევი გახდა ვის დარჩებოდა ეს ქალაქი .


სამღვდელოებას სასულიერო პირის დასმა სურდა. რაინდები კი მათ შეეწინააღმდეგნენ .
გვირგვინი უარყო რაიმონდმა, საბოლოოდ კი უფლის საფლავის მცველის ტიტული
მიიღო - გოტფრიდ ბულონელმა. მაგრამ მას არ სურდა ოქროს გვირგვინის ტარება იქ,
სადაც „უფალი ეკლის გვირგვინს ატარებდა“ - ანა ბალდუინი.

იერუსალიმის სამეფო გაფორმდა ბოდუენის (ბალდუინის) დროს. ეს სამეფო მოიცავდა


პალესტინასა და სირიის სამხრეთ მიდამოებს, მთავარი ენა იყო ფრანგული. ვასალები -
ანტიოქია, ედესა, ტრიპოლი.

ანტიოქიაში გაბატონდა ბოემუნდი, ედესაში - ბალდუინი, ტრიპოლში - რაიმონდი.


ბალდუინმა გენუელ ვენეციელთა დახმარებით 1124 წელს აიღო ქ.ტირი, 1153 წელს -
ასკალონი და საბოლოოდ ჩამოყალიბდა იერუსალიმის სამეფო.აქ მოქმედებდა
ფრანგული სამართალი - „იერუსალიმის ასიზები“.

სახელმწიფოს პოლიტიკური წყობის საფუძველში ფეოდალური იერარქია იდო. ფეოდის


მქონე რაინდები ვასალებით და სამხედრო ვალდებულებებით იყვნენ სიუზერენის წინაშე .
ბარონებთან ერთად ირჩევდნენ მეფეს, მონაწილეობდნენ სამეფო კურიის სხდომებში რაც
ზღუდავდა მეფეს. მეფეს მისი თანხმობა სჭირდებოდა.

ქრისტიანულ აღმოსავლეთში ოთხი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა: იერუსალიმის


სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ედესა/ტრიპოლის საგრაფოები. მათ ჰყავდათ
ეპისკოპოსები, პატრიარქი, მაგრამ პაპს არ აღიარებდნენ. მოსახლეობა -
მიწათმფლობელები და ხელოსნები. კათოლიკეები უმაღლეს კლასს წარმოადგენდნენ,
რაინდებმა სენიორთა კლასი ჩამოაყალიბეს, გლეხები ჯვაროსნებმა პირად
დამოკიდებულებაში მოაქციეს.
ვაჭრები დამოუკიდებლები იყვნენ და იტალიის კონსულებისგან იმართებოდნენ ,
ციხესიმაგრეებში რაინდები სახლობდნენ და სირიელი გლეხებისგან გადასახადს
იღებდნენ.

ამ სახელმწიფოებს სამხრეთით ეგვიპტე ემუქრებოდა, აღმოსავლეთიდან სელჩუქი


ემირები, ამიტომაც საჭირო გახდა შექმნილიყო სამხედრო-რაინდული ორდენები .

1099წ. ფრანგმა რაინდებმა საფუძველი ჩაუყარეს იონიტების (ჰოსპიტალიერების)


ორდენს. 1119წ - ტამპლიერების (ტაძროსნების) გერმანელებმა კი ჩამოაყალიბეს
ტევტონთა ორდენი.

ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს წითელი ჯვრით. ჰოსპიტალიერები -


წითელ მოსასხამს თეთრი ჯვრით. ტევტონები - თეთრ მოსასხამს შავი ჯვრით.

ორდენებს ხელმძღვანელობდნენ უმაღლესი მაგისტრები, რომლებიც ემორჩილებოდნენ


პაპს და იქცნენ მსხვილ მიწათმფლობელებად.

იერუსალიმის ასიზები.

აქ იყო ფეოდალური წყობა. იერუსალიმის მეფე „უზენაეს სენიორად“ (სიუზერენად )


იწოდებოდა. ყველა სამფლობელო იყო ფეოდი, ყველა რაინდი - ვასალი.

ასიზები - სასამართლო საქმის გადასაწყვეტად რაინდთა კრება - ფეოდალური


სასამართლო იყო, რამდენიმე პირმა შეკრიბა და ჩაწერა წეს-ჩვეულებები და ამ კრებულს
უწოდა იერუსალიმის ასიზები.

იყო ორი სახის სასამართლო - I რაინდული ასიზები - რაინდთა სასამართლოს


ჩვეულებითი სამართალი. ფეოდალური სამართალი. II მოქალაქეთა სასამართლოს
ასიზები - შეიცავს ჩვეულებით სამართალს, გამოიყენება მოქალაქეთა სასამართლოში .
ამით ხელმძღვანელობდნენ სასამართლოები პროვანსის ქალაქებში ვაჭრობაზე .

მკვლევრები ამ კანონებს მიიჩნევენ წმ. საფლავის წერილების განახლებად . იგი


გოტფრიდმა შექმნა, მაგრამ 1187 წელს მოისპო. ჩვენამდე ის მოღწეულია სომხური
თარგმანით.

რაინდთა ორდენები.

იერუსალიმის აღების შემდეგ რამდენიმე ფრანგმა რაინდმა დავრდომილთა


თავშესაფარი დააარსა. შექმნეს რელიგიური კონგრეგაცია, რომელთა წევრებმაც
ივალდებულეს ავადმყოფთა/გლახაკთა მოვლა. მათ ჰოსპიტალს „იერუსალიმის
ჰოსპიტლის დავრდომილთა თავშესაფარი“, წმ.იოანეს ჰოსპიტალი უწოდეს. ორდენს
წმ.იოანეს ჰოსპიტალიერები ეწოდა. ფლობდნენ სამფლობელოებს, აგებდნენ ციხეებს .

1123წ. 8 ფრანგმა შექმნა ძმობა და მომლოცველთა დაცვა ივალდებულეს, ორდენის


მაგისტრი ჰუგო დე პაიენსი. ბალდუინმა გადასცა სასახლის ნაწილი ე .წ . ტაძარი
(სოლომონის ტაძრის ადგილზე), აქედან ეწოდათ იერუსალიმის ტაძრის ძმები -
ტამპლიერები. წესდება შექმნა წმ.ბერნარმა. წესდება 1128 წ. ტრუას კრებაზე შემუშავდა .
ორდენი შედგებოდა სიღარიბის ბერ-მონაზვნური აღქმით, მორჩილებით და უმანკოებით .
რაინდები იყვნენ მონასტერთა ხელმძღვანელები და თანამდებობა ორდენში ჰქონდათ .
მსახურებად იყვნენ მდიდარი მოქალაქეები. განაგებდნენ ორდენის ფინანსებს ,
მღვდლებს ორდენში სასულიერო ვალდებულებები ჰქონდათ. ტამპიერები მხოლოდ პაპს
ემორჩილებოდნენ.

ჯვაროსანთა მეორე ლაშქრობა. 1147-1149

ორდენებმა განიმტკიცეს სამფლობელოები, მაგრამ მათი ერთიანობა დაირღვა . ამას


დაემატა მუსლიმ ემირთა მოძლიერებაც. 1144 წ, ემირმა ემილმა ედესა დაიპყრო. საფრთხე
ანტიოქიასაც დაემუქრა. ახალ ლაშქრობას ორგანიზება გაუკეთა პაპმა ევგენი III-მ. მან
ქადაგება დაავალა აბატ ბერნარდს - ტამპლიერთა ლიდერს, იგი დაუკავშირდა გერმანიის
მეფე კონრად მესამეს და საფრანგეთის მეფე ლუი მეშვიდეს, ლაშქრობა დაიწყო 1147
წელს.

გერმანელები კონსტანტინოპოლიდან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებისკენ


მიდიოდნენ, მცირე აზიაში სელჩუკებმა დაამარცხეს. ფრანგები ამ დროს იტალიის
გავლით პალესტინისკენ მიემართებოდნენ. ფრანგებმა ალყა შემოარტყეს დამასკოს ,
მაგრამ ვერ აიღეს. ვერ აიღეს იერუსალიმი. ლაშქრობა კი სრული მარცხით დასრულდა,
წარუმატებელი გამოდგა ლაშქრობა სლავების წინააღმდეგაც , რომლებსაც
კერპთაყვაისმცემლობას აბრალებდნენ. ნიკლოტმა ჯვაროსნები დაამარცხა . მეორე
ჯვაროსნული ლაშქრობა 1149წელს მარცხით დასრულდა.

ჯვაროსანთა მესამე ლაშქრობა - 1189-1192

XII საუკუნის მეორე ნახევარში ფატიმიანთა დინასტია დაეცა (1171წ). ეგვიპტე, სირია და
ჰიჯაზი სალადინმა გააერთიანა. შექმნა სამეფო და ჯვაროსნებს დაუპირისპირდა .
ჯვაროსნებს „საღვთო ომი“ გამოუცხადა. პირველად ჯვაროსნები 1187 წელს ბიტერიადის
ტბასთან დამარცხდნენ. აქ ჯარს სალადინის შვილი სარდლობდა. დაიკავა რამდენიმე
ტერიტორია, ტირი კი დაცემისგან კონრადმა იხსნა. ამის შემდეგ სალადინი იერუსალიმზე
გადაერთო. ქალაქზე შეტევა 1187 წელს 20 სექტემბერს დაიწყო.როცა სალადინმა
უპირატესობა მოიპოვა ჯვაროსნებს მძიმე პირობები შესთავაზა ზავისთვის - კაცზე
გამოსასყიდი 10 ოქროს დინარი, ქალზე - 5, ბავშვზე -1. 2 ოქტომბერს სალადინი
იერუსალიმში შევიდა.

1189 წლიდან ჯვაროსნებს ანტიოქია, ტრიპოლი, ტირი, ჰოსპიტალიერთა ციხე რჩებოდათ.


დაიწყო მესამე ლაშქრობისთვის მზადება.

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო 1189 წელს. ომში ჩაება ინგლისი გერმანია და
საფრანგეთი - ფრიდრიხ პირველი ბარბოსა; ფილიპ მეორე ოგუსტი; რიჩარდ ლომგული.
ლაშქრობა ბარბოსამ დაიწყო, ბიზანტიიდან სირიაში გდავიდა , იქ დაბანაკდა და როდესაც
მდინარეზე გადადიოდა დაიხრჩო მდინარე სალუფის გადალახვისას .

ფილიპ მეორე და რიჩარდი აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ ხმელთაშუა ზღვით. 1191 წელს


აკრა აიღეს, ფილიპ მეორე საფრანგეთში დაბრუნდა. გარდაიცვალა ფლანდრიის გრაფი
ფილიპი, რიჩარდმა ფილიპს ფიცი დაადებინა, რომ ინგლისის მიწას ხელს არ ახლებდა
და თვითონ ომში დარჩა. ომი 1192 წლამდე გაგრძელდა. რიჩარდსა და სალადინს შორის
საბოლოოდ ზავი დაიდო, რიჩარდმა კვიპროსის აღება მოახერხა, ზავის თანახმად კი
იერუსალიმი ეგვიპტეს დარჩა. შინ დაბრუნებისას რიჩარდი გერმანიის იმპერატორმა
ჰაინრიხ VI-მ შეიპყრო და სამი წლის შემდეგ დიდი ქონების სანაცვლოდ გაათავისუფლა .
ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობა.

1197 წელს გარდაიცვალა საღვთო რომის იმპერატორი ჰაინრიხ მეექვსე. ის ჩაანაცვლა


მისმა ძმამ ფილიპე შვაბელმა.

1198წ, 8 იანვარს პაპი გახდა ლოტარ დე სენი, იგივე ინოკენტი III. ვასალი ინოკენტის
გახდა - შვეცია, დანია, პორტუგალია, არაგონი. დაიწყო მეოთხე ლაშქრობისთვის
მზადება. მან მოითხოვა ყველა ეკლესიის შემოსავლის 1/40 ლაშქრობას მოხმარებოდა.
პაპს მხარი დაუჭირა ფანატიკოსმა ფულკომ, მას ხალხზე დიდი გავლენა ჰქონდა და
ხალხიც ომისთვის მზადებას შეუდგა. აქტიურობდა ასევე ერთ-ერთი მონასტრის აბატი -
მარტი.

ლაშქრობის დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშა ეკრიში მოწყობილმა ტურნირმა . ამ


ტურნირზე ჯვარი მიიღო შამპანის გრაფმა ტიბომ, შარტრის გრაფმა და ასევე სიმონ დე
მონფორმა. ჯვარი მიიღო ტიბოს სიძემ, ევსტახის და ჰაინრიხთან ერთად. ლაშქრობის
სარდლად აირჩიეს ტიბო შამპანელი. ინოკენტი მესამემ გეზი ეგვიპტისკენ აიღო, საჭირო
იყო ფლოტი და ამისათვის მათ ვენეციას მიმართეს. ვენეციის დოჟმა ენრიკო დანდოლომ
პასუხისთვის სამი დღე ითხოვა. საბოლოოდ ენრიკო დათანხმა მათ 85K მარკა ვერცხლის
სანაცვლოდ, რაზეც ჯვაროსნები უარს ვერ იტყოდნენ. ბიზანტიაში პრივილეგიები
პიზელებს ჰქონდათ, ამიტომ ენრიკოს ბიზანტიის დასუსტება აწყობდა . ინოკენტიმ
მოითხოვა ლაშქრობა პაპის ლეგატის კონტროლით წარმართულიყო, მაგრამ
ვენეციელები უარზე იყვნენ.

1201 წელს 25 მაისს გარდაიცვალა ტიპო შამპანელი, იგი იტალიელმა მარკიზ


მონფერატელმა ჩაანაცვლა. 1195 წელს, ბიზანტიაში გადატრიალება მოხდა ალექსი
ანგელოსმა ძმა ისააკ მეორე ტახტიდან ჩამოაგდო, შვილები დაატუსაღა. ისააკის შვილი
ალექსი გერმანიაში სიძე ფილიპე შვაბელთან გაიქცა. ფილიპემ ალექსის
დახმარებისთვის ჯვაროსნებისთვის მიემართა.

დახმარების პირობები: 1. ისააკ მეორე ტახტზე და ბიზანტიის ეკლესიის რომისათვის


დაქვემდებარება; 2. ბიზანტიას ჯვაროსნებისთვის უნდა გადაეხაადა 200K ვერცხლი. 3.
სამხედრო დახმარება ჯვაროსნებს.

ჯვაროსანთა ლიდერები ენრიკოსთან ერთად დახმარებაზე შეთანხმდნენ, ენრიკო - IV


ლაშქრობის ბოჰემუნდი.

1202 წელს ჯვაროსნებმა ენრიკოს ფული ვერ გადაუხადეს სანაცვლოდ კი ენრიკომ ქ.


ზარას დაპყრობა მოსთოვა.

1202 წლის ნოემბერში ფლოტი ნავსადგურში (ზარას) შევიდა. 24 ოქტომბერს ქალაქი


აიღეს. 1203 წელს ჯვაროსნები კ.კორფუზე გადავიდნენ. ალექსი მესამემ (ბიზანტიის)
ჯვაროსნებს დახმარება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. დაიწყო ომისთვის მზადება . 5 ივლისს
ჯვაროსნებმა პერის შეუტიეს, ალექსი მესამემ კონსტანტინოპოლი დატოვა და ტახტზე
ისააკ მეორე ავიდა. ისააკმა 200K-დან მხოლოდ 100K გადაიხადა. ენრიკო განრისხდა, 1204
წელს აჯანყება მოხდა კონსტანტინოპოლში, ხალხს ახალი იმპერატორი სურდა, ტახტზე
ნიკოლოზ კანაბუსი ავიდა, რომელიც მალევე ჩაანაცვლა ალექსი V -მ. ალექსი მეხუთე
ჯვაროსნებს დაუპირისპირდა, თუმცა ბოსფორთან ბრძოლისას დამარცხდა .
1204 წლის 9 აპრილს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს შეუტიეს, პირველ ბრძოლაში
ალექსიმ გაიმარჯვა, 12 აპრილს ახალი შეტევა განხორციელდა და მომდევნო დღეს
„მეორე რომი“ დაეცა. ქალაქი მიწასთან გაასწორეს, მოსახლეობას სასტიკად
გაუსწორდნენ.

კონსტანტინოპოლის ადგილას „ლათინთა იმპერია“ დაარსდა. იმპერატორი გახდა


ბოლდუინ ფლანდრიელი. (იმპერიის სახელი ლათინური ენის გამო)ლათინთა იმპერია
შედგებოდა - 1. კონსტანტინოპოლი, 2. თესალონიკის სამეფო. 3. აქაის სამთავრო, 4. ათენ-
თებეს საჰერცოგო. ამ იმპერიამ 1261 წლამდე იარსება, შემდეგ ბიზანტიის იმპერია აღდგა .
საბოლოოდ ბიზანტიას ბოლო მოეღო 1453 წელს, ოსმალთა მიერ.

1204 წლის 16 მაისს წმ. სოფიას ტაძარში ბოლდუინი იმპერატორად ეკურთხა, ბიზანტიის
სახელმწიფოებრიობა აღდგა, რადგან შენარჩუნდა ბიზანტიის მონარქთა ტიტულატურა .
ლათინთა იმპერია ფრანგული ფეოდალური იერარქიის ნიმუშზე შეიქმნა. იმპერიას
მხოლოდ კონსტანტინოპოლის ნაწილი ეკუთვნოდა. შემდეგ შეუერთდა თრაკია.
ბალკანეთში ამ დროს დაარსდა თესალონიკის სამეფო (1204-24); ათენის სენიორია (1205-
1432); მორეის ანდა აქაის სამთავრო (1205-1432). ბალდუინი დაუპირისპირდა ბულგარეთის
მფე კალოიანს, ადრიანოპოლთან ბრძოლაში (1205), სადაც ბალდუინი დამარცხდა.
ბალდუინი შემდეგ ჰაინრიხ პირველმა ჩაანაცვლა, იგი უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა .
ფრანკებმა გაამეფეს პიერ დე კურტენე 1217 წელს. პიერი დურაცოსთან დამარცხდა და
დააპატიმრეს. დედოფალმა იოლანტამ ბალდუინი გააჩინა და მას რეგენტობდა . 1261
წელს ლათინთა იმპერია დაეცა, ასევე თესალონიკის სამეფოც. ბერძენთა მიწები
რაინდთა ლენად გადაიქცა.

ფრანგებმა საბერძნეთში ფეოდალური ურთიერთობები შემოიღეს , რომელიც დომენურ


მეურნეობას ემყარებოდა. გაიზარდა საბატონო ბეგარა. დამოკიდებული გლეხობის
ძირითადი კატეგორია იყვნენ ვილანები, რომლებსაც პირადი თავისუფლება არ ჰქონდათ .
მიდიოდა „ფრანგთა“ ელინიზაცია - ითვისებდნენ ენას და ადგილობრივ ტრადიციებს .
დაბალი სამღვდლოება ბერძნებს დარჩათ, მხოლოდ მაღალი ეპისკოპათი ეკუთვნოდა
რომაულ-კათოლიკურს. XVI ს-ში მორეის სამთავრო ბიზანტიამ დაიპყრო, ათენის
საჰერცოგო - ოსმალებმა 1456 წელს.

ჯვაროსნულ ლაშქრობებში წარუმატებლობის გამო, რომელშიც მონაწილეობას


ზრდასრულებიც იღებდნენ, დაიწყეს ქადაგება მასში ბავშვების აუცილებლობის შესახებ .

საფრანგეთში ბავშვ-მქადაგებელთა შორის გამოირჩეოდა მწყემსი ეტიენი . 30K-მდე ბავშვი


პალესტინისკნ დაიძრა. ქარიშხალმა ნაწილი ხომალდები გაანადგურა , ბავშვების ნაწილი
ეგვიპტეში მონებად გაყიდეს. მოზარდთა მეორე ჯარი სამხრეთ იტალიასთან შეიკრიბა ,
მაგრამ მალევე სამშობლოში დააბრუნეს.

ჯვაროსანთა მეხუთე ლაშქრობა. 1217-1221.

1213 ინოკენტი მესამემ კვლავ ელჩები გაგზავნა ჯარის შესაკრებად. ცრუ


წინასწარმეტყველების ბოლო დადგა - 666 წლის წინ გამოჩნდა მუჰამედი. ჯვარი აიღო ჯონ
უმიწაწყლომ, ანდრაშ უნგრელმა და გერმანელმა ფრიდრიხ მეორემ. ლატერანის კრებაზე
1215 წელს დადგინდა ჯვაროსანთა გამოსვლა 1217 წელს ივნისში მესინიდან და
ბრუნდიზიდან. ჯარი დაკომპლექტებული იყო გერმანელი და უნგრელი ჯარისკაცებისგან ,
სათავეში უნრელი ანდრაში იდგა. ფრიდრიხ მეორე მეექვსე ლაშქრობაში ჩაერთო ,
რომლის მიზანი ეგვიპტის დამარცხება იყო. 1217-18 წლებში პელაგიუსის სარდლობით ქ.
დამიეტა (ეგვიპტის გასაღები), სულთანი ქ. იერუსალიმს პელაგიუსს უთმობდა, თუმცა
პელაგიუსმა მას ამაზე უარი განუცხადა. ინოკენტიმ პელაგიუსს მეორე იესო უწოდა .
სულთანმა ჯარები შეაგროვა და მანსურის ციხესიმაგრე აიღო, პელაგიუსი კვლავ
უარყოფდა ქ.დამიეტას იერუსალიმის სამეფოზე გაცვლას. ჯვაროსნები უკან დაბრუნდნენ .

ეს ომი საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ მეორე შტაუფენმა წამოიწყო. მან


ეგვიპტის სულთანთან ხელშეკრულებით იერუსალიმი ჯვაროსნებს გადასცა , რომელიც მათ
შეინარჩუნეს 1244 წლამდე. რადგანაც ფრიდრიხმა ეს ომი დამოუკიდებლად წამოიწყო,
მას პაპი დაუპირისპირდა და ეკლესიიდან განკვეთა. პაპმა გერმანიაში ჯარი გაგზავნა ,
ფრიდრიხი სამშობლოში დაბრუნდა, რასაც იერუსალიმის დაცემა მოჰყვა. 1244 წელს
იერუსალიმი თურქებმა დაიპყრეს.

მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა

პაპმა ინოკენტი მეოთხემ ლატერანის კრებაზე (1245) ოთხ წლიანი მშვიდობა და ახალი
ლაშქრობის გეგმა წარმოადგინა. მიზანი: იერუსალიმის გათავისუფლება. ამ ლაშქრობაში
მხოლოდ ფრანგი ლუი მეცხრე წმინიდა მონაწილეობდა. ჯარი კვიპროსში
შეიკრიბა.1249წელს. ჯვაროსნებმა ქ.დამიეტა აიღეს, თუმცა მუსლიმებმა მათ ალყა
შემოარტყეს და დაამარცხეს. 1250 წლის 6 აპრილს ლუი მეცხრემ 10K ჯარი ეგვიპტეს
ჩააბარა. ტყვეობიდან თავი მეფემ 800K ოქროს ფასად დაიხსნა 4 წლის შემდეგ,
საფრანგეთში დაბრუნდა.

მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა - 1270

ლუი IX-ს პალესტინიდან დაბრუნების შემდეგ ქრისტიან დიდგვაროვნებსა და იტალიურ


საზღვაო ქალაქებს შორის პალესტინაში ბრძოლა დაიწყო. ეგვიპტის მმართველებმა
ქ.კესარია (1265) და ქ.ანტიოქია (1268) აიღეს. ანტიოქია დაეცა. ომი წამოიწყო ლუი მეცხრემ
შვილებთან და ძმა ალფონსოსთან (პუატიეს გრაფი) ერთად. ჯვაროსნები გენუელთა
ხომალდებში ჩასხდნენ. ვენეციამ ეგვიპტესთან დაპირისპირების ასაცილებლად უარი
თქვა ხომალდების გაცემაზე. ჯვაროსნები კალიარში შეჩერდნენ, ლუის ძმა შარლმა უარყო
ეგიპტის სამიზნედ ქცევა.

სიცილია ჰოპენშტაუფენებს ეკუთვნოდათ, როცა ისინი დამარცხდნენ ტუნისის სულთანმა


შეიფარა და ხარკი შეუწყვიტა შარლს. ჯვაროსნებმა კართაგენთან სიმაგრე ააგეს ,
მუსლიმებმა მას შეუტიეს, როცა შარლი იქ მივიდა ლუი იღუპებოდა, 25 აგვისტოს ლუი
მეცხრე გარდაიცვალა, მისი ბოლო სიტყვა იყო „იერუსალიმი“. საბოლოოდ ზავი დაიდო.

ლაშქრობაში უნდა მიეღო მონაწილეობა ედუარდ პირველს და მან აკრას შეუტია 1271
წელს. 1272 წელს ჰენრი მესამე გარდაიცვალა და ედუარდი სამშობლოში დაბრუნდა. 1291
წელს 43 დღიანი ალყის შემდეგ ქ.აკრა მუსლიმებმა ჩაიგდეს ხელში, ჯვაროსანთა
ლაშქრობები დასრულდა.

ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგები


ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა დიდი როლი ითამაშეს ინდულგენციების სისტემის
განვითარბაში. მისმა მუდმივმა გამოყენებამ ეკლესიის კეთილდღეობის მიზნებისთვის
მათი გაუფასურება გამოიწვია.

ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა გამოიწვია ევროპაში ფეოდალური წყობის შესუსტება .


შესუსტდა ევროპელ დიდგვაროვანთა სამხედრო აქტივობა, რამაც მეფეებს საშუალება
მისცა გაეფართოვებინათ აბსოლუტური ხელისუფლება. ფეოდალიზმს ნაციონალიზმი
ანაცვლებდა.

გავლენა იქონია ვაჭრობასა და გეოგრაფიაზე. გამოიწვია „კომერციული მადის“


გაღვიძება დიდგვაროვნებში. იტალიური ქალაქები ცდილობდნენ პალესტინის
სანაპიროზე ვაჭრობა კონტროლქვეშ მოექციათ. მეტი ევროპელი ჩაერთო ფუფუნების
საგნებით ვაჭრობაში და საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების განვითარებას რენესანსის
ეპოქაში.

ლაშქრობების შედეგი იყო ასევე ახლო აღმოსავლეთის ათვისება. გადაიღეს წეს-


ჩვეულებები მათი კულტურიდან.

ევროპამ ბევრი აითვისა მუსლიმი ხალხისგან. იარაღებიდან მიიღეს არბალეტი ,


დაფდაფი, საყვირი. მცენარეებიდან გარგარი, საზამთრო, ლერწამი. გავრცელდა ქარის
წისქვილი სირიიდან ევროპაში.

ჯვაროსანთა სამხედრო სახელმწიფოები მალე დაეცა. ბიზანტია საგრძნობლად დასუსტდა


და მალევე განადგურდა.

ევროპა ამ ლასქრობებით აღმოსავლეთის კულტურას გაეცნო.

You might also like