Professional Documents
Culture Documents
1266 - სამართლის ისტორიის ტერმინების მოკლე ლექსიკონი
1266 - სამართლის ისტორიის ტერმინების მოკლე ლექსიკონი
ძველი აღმოსავლეთი
არშა _ ძველ ინდოეთში ქორწინების ერთ-ერთი სახე, როცა მამა სასიძოსაგან ღებულობს
ხარს ან ძროხას და ქალიშვილს ყიდის.
კ
კასტა (სანსკრიტი) _ შუა საუკუნეების აზიის ზოგ ქვეყანაში ჩაკეტილი,
მემკვიდრეობითი, ენდოგამიური სოციალური ჯგუფი, რომელსაც
განსაზღვრული საქმიანობა, ცხოვრების სტილი და ჩვეულება ჰქონდა.
ქ
ქშატრია _ ძველ ინდოეთში იერარქიულად მეორე საფუხურზე მდგომი კასტა, რომელთა
უფლება-მოვალეობა ქვეშევრდომთა დაცვა, წყალობის გაცემა, მსხვერპლის
შეწირვა, ვედების შესწავლა და ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარის თქმა იყო.
ასევე, ქშატრიების ვალდებულებას შეადგენდა ქვეყნის მართვა.
ჯ
ჯატი _ ძველ ეგვიპტეში მაღალჩინოსანი მოხელე, რომელიც ფარაონის მითითებით
ახორციელებდა სახელმწიფოს ყველა საქმის ხელმძღვანელობას.
ანტიკური სამყარო
მ
მანდატი (ლათინური: Mandatum - დავალება) _ ძველ რომში იმპერატორის ერთ-ერთი
კონსტიტუცია, რომელიც ცალკეული მოხელეებისათვის, კერძოდ,
პროვინციების მმართველებსიათვის, იყო განკუთვნილი და
ზოგადსავალდებულო ნორმებს შეიცავდა.
ო
ოპტიმატები (ლათინური: Optimas - წარჩინებული, კეთილშობილი) _ ძველ რომში
თავისუფალი მოქალაქეების გაერთიანება, რომელიც ემხრობოდა სენატს და
ქრ.შ-მდე I საუკუნეში პოპულარების მოწინააღმდეგეებად ითვლებოდანენ.
პერეგრინი (ლათინური: Per - თვის, Agere - მიწა) _ ძველ რომში უცხოელი, დაპყრობილი
ან დამორჩილებული უხცო ქვეყნის წარმომადგენელი.
პრეტორი (ლათინური: Praeire - წინ სვლა) _ ძველ რომში ქრ. შ-მდე 509 (510) წელს ბოლო
რექსის გაძევების შემდეგ დამკვიდრებული თანამდებოდბა. პრეტორების
საქმიანობის უმთავრესი სფერო სამოქალაქო სამართალით
გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტა იყო. იმპერიის პერიოდში
პრეტორთა პოზიციები შესუსტდა. მათ მოვალეობათა ძირითადი ნაწილი
გადაეცა ქალაქთა პრეფექტებს. არსებობდა ქალაქისა (Praetor Urbanus) და
უცხოელების (Praetor Peregrinus) პრეტორი.
ფისკი (ლათინური: Fiscus - ფულის ყუთი, სალარო) _ ძველ რომში იმპერატორის ხაზინა.
ე
ეპიტიმია (ბერძნული: სასჯელი) _ ეკლესიის კანონებისა და მღვდლების მითითებების
დარღვევისათვის გათვალისწინებული საეკლესიო სასჯელი, რომელიც
ხანგრძლივ ლოცვებს, მკაცრ მარხვებსა და უზიარებლობას გულისხმობდა.
რ
რაინდი _ შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში სამხედრო-ფეოდალურ წოდებას
მიკუთვნებული პირი.
თანამედროვე ეპოქა
ა
“ასი დღე” _ საფრანგეთში ნაპოლეონ I-ის მმართველობის პერიოდი (1815 წლის 20 მარტი
- 22 ივნისი), რომელიც მისი კუნძულ ელბაზე გაქცევის შემდეგ დამყარდა და
ვატერლოოზე (1815 წლის 18 ივნისს) ფრანგული არმიიის დამარცხებითა და
(1815 წლის 22 ივნისს) ნაპოლეონის გადადგომით დასრულდა. [ვატერლოო _
დასახლებული პუნქტი ბელგიაში].
დ
დირექტორია (ლათინური: Directorium - მიმართულება, მმართველობა) _ საფრანგეთში
აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც 1795 წლის 4
ნოემბერს შეიქმნა და 1799 წლის 10 ნოემბრამდე არსებობდა; ეს ორგანო ხუთი
დირექტორიისაგან შედგებოდა, ხუთასთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს მიერ
ირჩეოდა.
ისლამური სამყარო
ჯ
ჯიზია _ არამუსლიმებისათვის დაწესებული სულადობრივი გადასახადი.
21.VI.2007.