You are on page 1of 11

მშვიდი ცურვა

მშვიდი ცურვა — ირაკლი


ჩარკვიანის 2006 წლის
ერთადერთი ავტობიოგრაფიული
რომანი. წიგნმა 2014 წელს
გაიმარჯვა ქართულ
ლიტერატურულ მარათონში –
"ჩემი წიგნი", რომელშიც ხმების
რაოდენობით გადაუსწრო ისეთ
წიგნებს როგორიცაა: მიხეილ
ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები",
გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი
პირველი", თომას მანის
"ჯადოსნური მთა", ფიოდორ
დოსტოევსკის "იდიოტი"..[1]
მშვიდი ცურვა

ავტორი ირაკლი ჩარკვიანი

ქვეყანა საქართველო

ენა ქართული

ჟანრი ავტობიოგრაფია,
ეპისტოლური
ლიტერატურა,
პოსტმოდერნიზმი,
მაგიური რეალიზმი

გამომცემელი ლოგოს-პრესი

გამოცემის 2006 2006


თარიღი

მედია თხელი ყდა

გვერდი 179

ISBN ISBN 99928-928-5-4

რომანის შესახებ
ქართველი მუსიკოსის ირაკლი
ჩარკვიანის რომანი პირობითად
ორ ნაწილად იყოფა: პირველ
მათგანში ავტორი ყვება ცნობილი
ირანელი პოეტისა და მოძღვრის
რუმის თანამედროვე
რეინკარნაციის და
თანამოსახელის - ქაბულელი
ტერორისტის ისტორიას. მეორე
ნაწილში კი ირაკლი ჩარკვიანი
თავის ავტობიოგრაფიასა და
სურვილებს რთავს.

"ირაკლი ჩარკვიანის ეს რომანი-


აღსარება ჩვენი დროის ერთგვარი
ქრონიკაცაა, სადაც არაერთი
ნაკლებად ცნობილი ფაქტია
შესული უახლესი პერიოდის
ქართული პოლიტიკური
ცხოვრებიდან. რომანი, თავისი
სიურეალისტური ესთეტიკით,
თითქოს საბჭოთა სინამდვილიდან
გაქცევაზეც მიანიშნებს."

კრიტიკოსთა აზრით ქართულ


ლიტერატურაში ანტიუტოპიური
სამყარო სრულყოფილი სახით
პირველად მშვიდ ცურვაში
შემოდის. მშვიდი ცურვის
არამატერიალურ განზომილებაში
წარმოდგენილია სამყარო, სადაც
ბოროტების ემისრების
წყალობით, სიცოცხლეზე
კონტროლია დაწესებული – აქ
ყველა 44 წელი ცოცხლობს,
მკვლელობა და თვითმკვლელობა
წახალისებულია, რაც
გამართლებულია იმ ლოგიკით,
რომ ისინი „კეთილს სჩადიან“
რადგან მატერიალური სამყარო
სინამდვილეში წარმავალია და
მარადისობა სხვა განზომილებაში
გადასვლით იწყება.[2]

რომანის დასასრულს ჩარკვიანი


მკითხველს ტრილოგიის სხვა
ნაწილების გამოცემასაც
პირდებოდა, რომელებსაც
განსხვავებული სიუჟეტი და
განსხვავებული დასასრული
ექნებოდათ, თუმცა მწერალი
„მშვიდი ცურვის“ დასრულების
შემდეგ, რამდენიმე თვეში, 2006
წლის 25 თებერვალს საკუთარ
ბინაში გარდაიცვალა.

სიუჟეტი
რომანი ორ მთავარ პერსონაჟზე –
მეფეზე და რუმიზე მოგვითხრობს.
მათი ცხოვრება პარალელურად
ვითარდება, ისინი ერთმანეთის
ალტერ ეგოები არიან. მათი
ბედისწერა გადაჯაჭვულია და
ერთი ადამიანის ორი ბუნების
გამოხატულებაა. ერთი მშენებელი
საწყისია, მეორე – დამანგრეველი.
ერთის შესახებ ვიცით, რომ ესაა
ირაკლი ჩარკვიანი – მეფე. მეორე
შუასაუკუნეების სუფიას,
ფილოსოფოსის და პოეტის –
რუმის ინკარნაციაა. მოქმედება
ორ სივრცეში – მატერიალურ და
ზემატერიალურ განზომილებაში
ვითარდება. თუკი მატერიალურ
სივრცეში რომანის ისტორიულ-
ბიოგრაფიული ნაწილია
გაშლილი, რომანში
წარმოდგენილ სხვა
განზომილებაში ბოროტ ძალებს
სამყაროს წინააღმდეგ
შეთქმულების მოწყობა აქვთ
ჩაფიქრებული. შეთქმულების
ერთ-ერთი მონაწილეა ლენინი,
რომლის ინკარნაციასაც რომანში,
ასევე ბოროტი ძალის – ქოსა
რობოტის, ფონ კლაინეს სახეში
ვხედავთ. ლენინი რუმის ავალებს
თვითმფრინავის აფეთქებას,
თუმცა საბოლოოდ ის ამას ვერ
შეძლებს. თვითმფრინავს
გერმანელი ფონ კლაინე
ააფეთქებს.

რესურსები ინტერნეტში
მშვიდი ცურვა – Goodreads.com-
ზე
მშვიდი ცურვა – დოკუმენტური
ფილმი
ირაკლი ჩარკვიანი – “მშვიდი
ცურვა”
დავით სამნიაშვილი – მშვიდი
ცურვა
მშვიდი ცურვა – ბლოგი

სქოლიო

   
მშვიდი ცურვა ვიკიციტატებში

1. ↑
http://old.1tv.ge/mybook/#sthash.BrKO7
La3.dpbs
2. ↑ http://www.intelekti.ge/book_ge.php?
id=258

მოძიებულია
„https://ka.wikipedia.org/w/index.php?
title=მშვიდი_ცურვა&oldid=3360380“-დან

Last edited 1 year ago by გეგა

შინაარსი წარმოდგენილია CC BY-SA 3.0


პირობებით (თუ სხვა არ არის
მითითებული).

You might also like