Professional Documents
Culture Documents
ფილოსოფია
ფილოსოფია
რა არის ფილოსოფია
ფილოსოფია ეს არის მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეებისა და შეხედულებების სისტემა
სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი,
სოციალურ-პოლიტიკური , ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები.
კითხვის დასმით იწყება ფილოსოფია.
აზროვნების ეს წესი ძველმა ბერძნებმა შექმნეს ძვ.წ. VI საუკუნეში. მათი მოსაზრებით ფილოსოფია
არის სიბრძნის სიყვარული, ფილოსოფია ცდილობს გაიგოს ხელოვნების, ზნეობის, რელიგიის შინაარსი
და გაარკვიოს ის თუ რა არის: სამყარო, სული, ჭეშმარიტება, სიყვარული, ცხოვრების საზრისი.
ფოლოსოფიის ფუძემდებლად მიიჩნევენ თალეს მილეთელს(ძვ.წ. VI ს.), რადგან მან პირველმა დააყენა
სამყაროს („არხეს“) პირველმიზეზის პრობლემა. მართალია,უფრო ძველადაც არსებობდა რწმენა-
წარმოდგენები სამყაროს შესახებ,ძველი ეგვიპტური ,შუმერული მითები,თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
ადამიანებს ამ მითების ბრმად სწამდათ.პირველმა ფილოსოფოსებმა,რომლებმაც პირველად იხმარეს
სიტყვა ფილოსოიფა სწორედ ამით განსხვავდებოდნენ მათგან,ისინი ბრმად არ ენდობოდნენ
დასტურებულს. სიტყვა ფილოსოფია ბერძნულია და ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. ეს არის
სიბრძნისკენ სწრაფვა. ფილოსოფოსები მხოლოდ სიბრძნის მაძიებელნი,მოტრფიალენი შეიძლება იყვნენ
და არა ბრძენები.აღსანიშნავია,რომ ფილოსოფია გაკვირვებიდან წარმოიშბა.ეს არის ნაბიჯი
უჩვეულოსკენ.სოკრატე ამბობს: „მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“სწორედ არცოდნაში მდგომარეობს
ფილოსოფია. სოკრატე,პლატონი და არისტოტელე ასწავლიდნენ რომ ფილოსოფია არის
მზადება,წვრთნა ,ტრენინგი მარადიული სიცოცხლის ზეიმისთვის.აღსანშნავია,რომ არისტოტელეს
აზრით, ადამიანი ბუნებით ისწრაფვის შემეცნებისკენ,ის ბუნებითაა ფილოსოფოსი. ფილოსოფიას ორი
წყარო კვებავს: წიგნები და ცხოვრება, თიმცა უნდა გვახსოვდეს,რომ ფილოსოფიისთვის აუცილებელია
როგორც წიგნიერება,ისე ცხოვრებისეული გამოცდილება. ილია ჭავჭავაძე ამბობს: „არც მთლად
უწიგნურობა ვარგა და არც სულ წიგნებიდან ყურება“.
2. ფილოსოფიური სკოლები
ფილოფოსიური სკოლა არის ტრადიცია, თაობათა ესტაფეტა,რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა.
ჩვენთვის ცნობილია პითაგორას სკოლა,პლატონის აკადებია,არისოტოტელეს ლიცეუმი. ელინიზმის
ეპოქაში შეიქმა ასევე „კასრის, ბაღის ,თაღის“ ფილოსოფიური სკოლები. მე12 საუკუნეში
უნივეერსიტეტები და აკადემიები ბიზანტიაში,იტალიაში და ჩრდ ევროპაშიც ჩვენთვის ცნობილია რომ
არსებობდა 3 განსხავევბული სკოლა: აღმოსავლური სკოლები, ელინურ და ეკლესია.
პლატონმა აკადემიკოსის სახელობის ბაღში იყიდა სახლი და გახსნა სკოლა, რომელსაც აკადემია ეწოდა.
აკადემიაში სწავლება უფასო იყო, როგორც სოკრატემ უანდერძა პლატონს, რომელიც არასდროს იღებდა
გასამრჯელოს სიბრძნის სწავლებაში,სოფისტებისგან განსხავებით.პლატონის აკადემიამ 900 წელი
იარსება.
არისტოტელემ,რომელიც 20 წელი სწავლობდა პლატონის აკადემიაში, ათენის გარეუბანში გახსნა
სკოლა, რომელსაც ხეივანი ჰქონდა წინ, ის სწორედ აქ უკითხავდა ლექციებს სტუდენტებს.ათენელებმა
სკოლას ლიცეუმი, ხოლო მის ბინადრებს პერიპატეტიკოსები ანუ მოსეირნეები უწოდეს. სტუდენტებს
ევალებოდათ არა მარტო დაეზეპირებინათ და გადმოეცათ მიღებული მასალის შინაარსი,არამედ
კრიტიკული შენიშვები მოეწოდებინათ სკოლის მოძღვრისთვის. პერიპატეტიკოსთა სკოლამ ახ.წ მეორე
საკუნემდე იარსება.
ბაღის ფილოსოფოსები-ამ სკოლის ფუძემდებელია ეპიკურე, რომელიც პლატონურ აკადემიაში
სწავლობდა შემდეგ დაშორდა მის პრინციპებს და დაარსა საკუთარი სკოლა,რომელიც ბაღში
მდებარეობდა.მას „ეპიკურელთა ბაღი“ შეარქვეს ,ხოლო იქ მოღვაწეებს „ბაღის ფილოსოფოსები“.ეს იყო
ღია სასწავლო-კვლევითი დაწესებულება,სადაც ყოველ გამვლელ/მგზავრს შეეძლო შეეარა და
შეერთებოდა ფილოსოფიურ განხილვებს.ეპიკურეს ზნეობრივი მოძღვრების მიხედვით ფილოსოფია
არის ბედნიერების მიღწევის გზა. ამისათვის კი უპირველესად სიკვდილისა და ღმერთების შიშისგან
განთავისუფლებაა საჭირო .
თაღის ფილოსოფოსები-ეს სკოლა ათენში,თაღოვან დარბაზში, გახსნა ძენონმა ძვ.წ.მე4 საუკუნეში.
ამიტომ მათ „თაღის ფილოსოფოსები „ ეწოდათ. მათი პრიციპი იყო ცხოვრბა ბუნებრივ წესრიგთან
თანხვედრაში.
1
კასრის ფილოსოფებიდან ცნოიბილია დიოგენე. კასრის ფილოსოფოსების მიზანი იყო ცხოვრების
ამაოებიდან განშორება, არაფილოსოფიური სამყაროდან გამიჯვნა,.საკმაოდ საინტერესოა გადმოცემა
ალექსანდრე მაკედონელისა და დიოგენეს შეხვედრის შესახებ, სადაც დიოგენეს პასუხი
ალექსანდრესანდრეს შეკითხვაზე-რა გსურსო, გამორჩეულია „ხელმწიფევ,გთხოვ კასრს მოშორდე,მზეს
მიჩრდილავ“. ალექსანდრემ დიოგენეს უთხრა , რომ მე რომ ალექსანდრე არ ვიყო დიოგენეობას
ვისურვებდიო .
ჩვენთვის ასევე ცნობილია გელათის აკადემია,სადაც იოანე პეტრიწმა ააღორძინა არა მხოლოდ
ანტიკური ფილოსოფია, არამედ მისტერიათა სიბრძნეც.მან ფილოსოფიური სიბრძნე ქრისტიანულ
ჭრილში განიხილა. უკვე რვა საუკუნეა ფილოსოფიის სკოლა უნივერსიტეტშია, დავით აღმაშენებელმა
და მისმა გუნდმა ჩაიფიქრა , რომ ეს აკადემია ღვთის გამოცხადების თვალსაზრისით ყოფილიყო
„მეორე იერუსალიმი“, ხოლო ელინური სიბრძნის თვალსაზრისით - „სხვა ათენი“.
პეტრიწი ასწავლიდა , რომ ქვეყნიერება შედგება მწყობრი შრეებისგან , რომლებიც ერთდროულად
არიან გამგონეც და გასაგონიც, უგებენ ერთმანეთს, უყვართ ერთმანეთი ... პეტრიწის დიდი მოწაფე იყო
შოთა რუსთაველი .
5
გნოსეოლოგია.ის ადგენს გონების არსს და თუ რა ელემენტები მონაწილეობენ შემეცნების
პროცესში.ტერმინი შემოღებული იქნა მე-18 საუკუნეში. ფსიქოლოგიაში შემეცნება განიხილება როგორც
გარედან შემოსული ინფორმაციის გონებრივი აღქმისა და გადამუშავების უნარი.
გაგება არის ადამიანის სულიერი სამყაროს გამოხატულებების წვდომის წესი. გონების მესამე უნარია .
ჰაიდეგერთან ის ონტოლოგიური შემეცნების ძირითად ხერხად გადაიქცა.
6
შეგრძნება არის ცოდნის პირველწყარო,მისით ჩვენ ვიღებთ არა საგნებს,არამედ საგნის თვისებებს.ეს
არის ადამიანის უშუალო კავშირი სინამდვილესთან.ადამიანი ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს
მხედველობისა და შეხების შეგრძნებებიდან.შეგრძნებებით მიღებულ საგანს აკლკია გარკვეულობა და
მთლიანობა.ამიტომაც გარკვეულწილად შესაძლოა შეგრძნებები იყოს სუბიექტური ან დამახინჯებული.
ცნება არის საგანთა კლასის არსებითი თვისებების ერთობლიობა.ცნების წარმოქმნა იწყება საგნის
თვისებათა ანალიზით. ცნების მეშვეობით გადაჭრილია სამყაროს მრავალფეროვნების გააზრების
პრობლემა,მაგალითად ,მაგიდის ცნებით შესაძლოა ვახსენოთ,მოვიცვათ ყველა ის მაგიდა,რაც კი
არსებობდა.ამით ადამიანის გონება მეტად ეკონომიური ხდება.თუმცაღა ცნებით აღწერილი სამყარო არ
არის სრული ,ამ სიმრავლეებს შორის არ არის კავშირი,წესრიგი. ეს მხოლოდ მარტივი დონეა.
7
ბუნების გამოცდა ხდება.რამდენად აირჩევს ის სიკეთეს? და თუ მისი ცოდნა მოიტანს სარგებელს,მან
შეიძლება კატასტროფულ შედეგამდეც მიგვიყვანოს. (როგორიცაა მაგ,ატომური იარაღის გამოგონება).
ი.კანტმა ჩამოაყალიბა თეორიული ცოდნა. მან ცოდნა განსაზღვრა როგორც თეორიული ცოდნა,რომლის
საგანია სინამდვილე,ბუნება..ადგენს რეალობას ისე,როგორც არის თავისთავად.მან უარყო თანშობილი
ცოდნის პლატონისეული თეორია.
8
შეფარდებითი ჭეშმარიტება- ეს არის არასრული,ჭეშმარიტი ცოდნა საგნის შესახებ,რადგან
აბსოლუტური ჭეშმარიტება მიუწვდომელია.ეს არის შედარებითი ჭეშმარიტება,რომელიც ცვლილებას
ექვემდებარება.
შემეცნების პროცესში უდიდესი ადგილი ეთმობა სწორი მეთოდის შერჩევას. სწორედ მეთოდმა უნდა
უზრნუნველყოს უყტუარი ცოდნის მოპოვება დროისა და ენერგის მინიმალური
დანახარჯით.ფილოსოფიას,როგორც მეცნიერებას აქვს 3 მეთოდი,ესენია:
9
ნორმალური მდგომარეობა,როდესაც ადამიანს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას და გააკონტროლოს
თავი.ცნობიერება მრავალი მეცნიერების კვლევის საგანია,ფილოსოფია კი იკვლევს ე.წ წმინდა
ცნობიერებას,ადამიანის შემეცნებისა და მოქმედების განხორციელების უნარს.ცნობიერების პროცესს
ფილოსოფიურად იაზრებს ფენომენოლოგია.
21.ენის ფენომენი
ენა და გონიერება ადამიანის ფუნდამენტური ნიშნებია.არისტოტელეს მიხედვით ადამიანი არის
ცოცხალი მეტყველი გონება. ენა მჭირდროდაა კავშირში ცნობიერებასთან,ენა არის ცნობიერების
გამოვლენის,გონების,ცოდნის ობიექტივაციის ფორმა. ენა არსებობს დამწერლობისა და მეტყველების
სახით.ენის ფილოსოფია იკვლევს ენის ბუნებას,მის ფუნქციებს და მის როლს ცოდნის,ცნობიერების
ფუნქციონირებაში. ადამიანი ენა გამოიყენებს აზროვნების,ურთიერთობებისა და გაგებისთის. ადამიანი
ენის საშუალებით აღწერს რეალობას,გამოხატავს გრძნობებს,ახდენს კომუნიკაციას.-აქედან
გამომდინარე ენა საზოგადოების მთლიანობის ერთადერთი საშუალებაა. ენის,როგორც ნიშნათა
სისტემის თეოერია კი სოსიურმა დაამუშავა,რომელიც თანამედროვე ენათმეცნიერების
ფუძემდებელია.ბუნებრივი ენის ნაკლოვანების გამო არსებობს იდეალური ენის ცნება.
ფილოსოფიურ ამოცანას წარმოადგენდა ენის სრულყოფა. ბუნებრივი ენის ნაკლია სიტყვების
ბუნდოვანება,ორაზროვანი საზრისი.ენის მეცნიერებაში გამოყენება მოითხოვდა მის სიზუსტეს.ყოველ
სიტყვას უნდა ჰქონოდა მხოლოდ ერთი მნიშვნელობა.სწორედ ამიტომ ცდილობდნენ შეექმნათ
იდეალური ენა,რომელიც იქნებოდა ლოგიკურად სრულყოფილი.
11
27. მსჯელობის ფორმები
არსებობს მარტივი და რთული მსჯელობა. ისშეიძება იყოს განსაზღვრებით,მიმართებითი და
ეგსისტენციალური. განსაზღვრებითში გამოითქმეა კავშირი საგანსა და ნიშანვს შორის,ეს კავშირი ან
დასრტუდება ან უარიყოფა. მიმართებით მსჯელობებიგამოხატავენ მიმართებას საგნებს შორის. მაგ“
პეტრე არის ივანეს მამა“.არსებობის მსჯელობა გამოხატავს მსჯელობის საგნის არსებობის ფაქტს.
მსჯელობები შეიძლება იყოს თვისობრიობის და რაოდენობის მიხედვით. თვისობრიობის მიხედვით
არის დადებითი და უარყოფითი მსჯელობები. დადებითია,რომელშიც საგანს მიეწერება რაიმე
ნიშანი.“სოკრატე არის მაღალი“. უარყოფითია თუ არ მიეწერება“ სოკრატე არ არის მაღალი“.არსებობს
ზოგადი,კერძო და ერთეული მსჯელობა. ერთული მსჯელობა,,დასტურდება ან უარიყოფა რაიმე ერთი
საგნის შესახ . ,მაგ. სოკრატე არის ფილოსოფოსი“.კერძო მსჯელობში რაიმე დასტურდება ან
უარიყოფა,რომელიმე კლასის საგანთა ნაწილის შესახებ. შედის სიტყვები:რამდენიმე,ბევრი,.ზოგიერთ...
ზოგადში რაიმე დასტურდება კლასის ყველა საგნის შესახებ’მაგ“ ყველა სტუდენტი სწავლობს
ფილოსოფიას.“.
12
ინდუქციური დასკვნის დროს ერთეული მსჯელობიდან ვაკეტთებთ დასკვნას ზოგად მოვლენათა
მთელი კლასის ანუ მრავალი საგნის შესახებ.
დასკვნა ანალოგიის დროს ერთეული ხასითის მსჯელობიდან ვაკეთებთ დასკვას მეორე მოვლენაზე
მათი მსგავსების საფუძველზე.
13
- მეტათიკას, ნორმატიულ ეთიკასა და გამოყენებით ეთიკას შორის საზღვრები მკაცრად არარის
დადგენილი.
14
შედეგია; ამის საპირისპიროდ დევიდ ჰიუმი თვლიდა, რომ ეთიკურის აგებაში მნიშვნელოვან როლს
თამაშობენ გრძნობები.
15
ყოველთვის უნდა მოიქცეს საკუთარი თვით-ინერესის მიხედვით. ალტრუიზმი პირადი სარგებლისგან
თავისუფალი, დამოუკიდებელი მოტივით განსაზღვრული ეთიკაა. ამ ცნებით აღინიშნება სხვების
კეთილდღეობისათის უშურველი, დაუინტერესებელი ზრუნვა. სხვათა ინტერესებისათვის საკუთარი
სარგებლის, თვით- ინტერესის უგულვებელყოფა. ეს ტერმინიცა და ცნებაც შემოიტანა ფრანგმა
ფილოსოფოსმა ოგიუსტ კონტმა. ალტრუიზმის პრინციი კონტის მიხედვით არის - „იცოცხლე
სხვებისთვის!“
16
განათლების ფილოსოფიის ძირითადი პრინციპების კვლევა პედაგოგიური მოღვაწეობის სპეციფიკის
გათვალისწინებით. პოლიტიკური ეთიკა მიზნად ისახავს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების
მორალური ბაზისის , როგორც ზნეობრივი დისკურსის პრინციპულად განსხვავებული ტიპის
შესწავლას.
17
51. პოლიტიკის ადამიანური განზომილება zoon politicon
პოლიტიკის არსის ფილოსოფიური გააზრება დღესდღეობით მეტად აქტუალურია,ისევე,როგორც მისი
წარმოშობისას-ძველ საბერძნეთში.ძვ.წ. მე5 საუკუნეში არისტოტელემ განაცხადა,რომ ადამიანი არის
zoon Politicon. ე.ი ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი. სიტყვები სოციალური და პოლიტიკური
სინონიმებია. არისტოტელეს მიხედვით, ადამიანი არის პოლიტიკური არსება, სხვა არსებებისგან
განსხვავებით. მისი იხედვით, სახელმწიფო, პოლიტიკური ურთიერთობათა ერთიანობას
წარმოადგენს. სახელმწიფოებრივი ცხოვრებისკენ მისწრაფება მხოლოდ ადამიანშია ჩადებული.
პოლიტიკა არის ადამიანური საქმიანობის უმაღლესი ფორმა,რომლის მეშვეობითაც ყალიბდება
სამართლიანობა და საერთო სიკეთე. ადამიანს ღირსეული ცოხვრება შეუძლია მხოლოდ იმ
საზოგადოებაში,სადაც პოლიტიკაა. ის არისტოტელესთან უპირატესად ეთიკური ასპექტით
წარმოსდგება.ის უკავშირდება სამართლიან საზოგადოებას. მართალია, ცხოველები ცხოვრობენ
ჯგუფებად, ფარებად, მაგრამ ისინი ვერ შექმნიან ქალაქებს,ვერ განსჯიან სიკეთეს.ადამიანის
სოციალურობა პოლიტიკური სოციალურობაა.სოციალურობა არის საერთო თვისება,რომლებიც
დამახასიათებელია ზოგიერთი ცხოველისთვის და ახასიათებს ყველა ადამიანს. თუმცა ადამიანთან მას
აქვს განსხვავებული მნიშვნელობა. ადამიანთა ბუნებაშია ცხოვრება ერთობილიობათა სახით,სადაც
სხდება შეფასება სამართლიანობისა და უსამართლობის მიხედვით. ადამიანის პოლიტიკური
სოციალურობის აშკარა ნიშანს წარმოადგენს მისი მეტყველების უნარი,რაც მხოლოდ მას
ახასიათებს.რაც მთავარია, ისინი აზროვნებენ უსამართლობისა თუ სამართლიანობის
თაობაზე.ასოციაციას ან საზოგადოებას უწოდებენ დაჯგუფებას,რომელიც ეფუძნება გარკვეულ
შეთანხმებას. თუნდაც შეთანხმებები მოქალაქეებს შრის იყოს არათანაბარი და რთული.რუსო უარყოფს
ჰიპოთეზას ადამიანის ბუნებრივ სოციალურობაზე არისტოტელესგან განსხვავებით.ასევე თომას ჰობსი
არ თვლის ადამიანს პოლიტიკურ ცხოველად,მაგრამ ის მიიჩნევს,რომ პოლიტიკა გარდაქმნის ცხოველს
ადამიანად.
18
4.პოლიტიკა,როგორც ხელისუფლებისა და რესურსების განაწილება- ამ მიდგომის მიხედვით პოლიტიკა
საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროშია.ის არის ყველაფერი,რაც დაკავშირებულია რესურსების
განაწილებსათან და გამოყენებასთან საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
5. პოლიტიკა, როგორც ძალაუფლება- ამ შემთხვევაშ პოლიტიკა ცხოვრების ყველა კუნჭლშ
აღწევს,როგორც ანდრიან ლეფტვიჩი წერს,პოლიტიკა ნებისმიერ კოლექტიურ საჯარო საქმიანობას
უდევს საფუძვლად.კარლ შმიტის მიხედვით პოლიტიკის არსის განსაზღვრა რთულია,რადგან ის
გამოიკვეთება სხვა ტერმინებთან შეპირისპირებით.თმცა როგორც არ უნდა იყოს,პოლიტიკური
ყოველთვის შეხებაშია სახელმწიფოსთან და მის გარეშე არ მოიაზრება.
19
ბერძნები სახელმწიფოს სტაბილურობას პირველ რიგში აკავშრებდნენ კანონების არსებობასთან.ქალაქი
შეიძება დახასიათდეს,როგორც სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო პოლიტიკური
გაერიანებაა,რომელიც დამოუკიდებელ იურისდიქციას ავრცელებს გარკვეულ ტერიტორიაზე.
სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი 3 ძირითადი ნიშანი:
1.ტერიტორია-როგორც განუყოფელი და ხელშეუხებელი. ის თუ კარგავს ტერიტორიას,აღარ
არსებობს,როგორც სახელმწიფო.
2.მოსახლეობა-ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე.
3.სუვერენული ხელისუფლება ,რომლის მპხელეების მეშვეობით ხორციელდება მართვა. ის
სახელმწიფოს განმსაზღვრელი ელემენტია.სუვერენულობა ნიშNავს,რომ თავის ტერიტორიაზე
სახელმწიფოს ხელისუფლება არის უნივერსალური,ვრცელდეა მთელს მოსახლეობაზე.სახელმწიფოს
ბევრი მომხრე თუ მოწინააღმდეგე ჰყავს. მომხრეებისთვის სახელმწიფო ნამდვილი „მიწიერი
ღერთია“ ,მხოლოდ მასში შეუძლია იცხოვროს ადამიანის მოდგმამ. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი
ანარქიზმის მომხრეა. ანუ ისინი მიიჩNევენ,რომ უკეთესი იქნებოდა სამყარო,სახელმწიფოები რომ არ
იყოს. მაკიაველი „მთავარში“ აღნიშნავს,რომ ყველა სახელმწიფო,ყველა ძლიერი
ხელისუფლება,რომელსაც ძალაუფლება გააჩნია ხალხზე,არის რესპუბლიკა ან სამეფო“. სახელმწიფო
მასთან უიფრო მართო რეალობას აღნიშნავს,ვიდრე მართლმსაჯულების ფორმებს.
21
მთავრობებისა და მათი ლიდერების უნარი მიიღონ და ცხოვრებაში გაატარონ წესები,წახალისებისა ან
სასჯელის მეშვეობით,გავლენა იქონიონ ინდივიდებსა და ჯგუფების ქცევაზე,შეადგენს ძალაუფლებას.
მის გარეშე ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს მშვიდობას.ნებისმიერ საზოგადოებასა და სახელმწიფოში
შეუძლებელია ძალაუფლების თანაბარი გადანაწილება. ძალაუფლება და ავტორიტეტი ხშირად
სინონიმურად იხმარება. ის პოლიტიკური ხელისუფლების ორ სხვადასხვა განზომილებას.უზოგადესი
გაგებით ძალაუფლება ესაა ერთი ინდივიდის უნარი გააკონტროლოს მეორე ინდივიდი ან ინდივიდთა
ჯგუფის ქმედებები.ძალაუფლების რაობის შესახებ გამოყოფენ ვერბიანულ და სისტემურ მიდგომებს.
პირველი მიდგომა გამოხატულია მაქს ვებერის შემდეგ განსაზღვრებაში: ძალაუფლება ნიშნავს
სოციალურ ურთიერთობათა განმტკიცებულ ნებისმიერ შესაძლებლობას დაიჟინო და გაიტანო
საკუთარი,დამოუკიდებლად იმისა,რაშიც ეს შესაძლებლობა გამოიხატება. ძალაუფლებას ადამიანი
ესწრაფვის ,არა მარტო გამდიდრების მიძნით,არამედ მისი სწრაფვა შეიძლება შეფასდეს ძალაუფლება
ძალაუფლება შეიძლება დახასიათდეს 5 ნიშნით: 1.ძალაუფლება არ წარმოადგენს ისეთ რამეს,რომელიც
შეიძლება შეიძინო ან დაკარგო,ის ხორციელდება მრავალი მომენტის გათვალისწინებით.
2.ძალაუფლებრივი ურთიერთობები არსებობენ არა ცალკე ან გარეთ,არამედ სხვა ურთიერთობებთან
მიმართებაში. 3.არსებობენ ჯგუფები,ინსტიტუტები,სადაც ძალაუფლებრივი ურთიერთბები არსებობს.
4ძალაუფლებრივი ურრთიერთობები არ არის გამოწვეული ინდივიდუალური პირის,ან ერთგვარი
სოციალური შტაბის ძალაუფლების სურვილით,ისინი წარმოიქმნებიან პროგრამის, რთული ტაქტიკური
სვლების შედეგად და ფუნქციონირებენ თავისთავად.5.იქ,სადაც არსებობს ძალაუფლება ,არის
წინააღმდეგობაც. ადამიანის მოქმედება ეფუძნება აუცილებლობას,ისახავს მიზნებს და შეიძება
წარმოქმნას ორგანიზაცია და პირიქით, მისი აპარატი მოითხოვს მოქმედების საზღვრების დადგენას.
28