You are on page 1of 23

საქართველო ნათია ლაშხის წინააღმდეგ

ბრალდების არსი

2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10 საათსა და 10 წუთზე, ქ.თბილისის


პროკურატურამ ბრალი წაუყენა ნათია ლაშხს, დაბადებულს 1983 წლის 3ნოემბერს ქალაქ
თბილისში, მოქალაქე ირაკლი ბერიას განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ
გარემოებებში, ჩადენილი ანგარების მოტივით - დანაშაული გათვალისწინებული
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ხსენებული მუხლის თანახმად, ერთი პირის მიერ ანგარებით ჩადენილი განზრახ
მკვლელობა განეკუთვნება განსაკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა
კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან
უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ქ.თბილისის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების თანახმად,


დანაშაულებრივი ქმედბება გამოიხატა მასში, რომ 2020 წლის 21 სექტემბერს დილას,
ბრალდებული ნათია ლაშხი ( პირადი #234567832 ), სასურსათო მაღაზია „ფორტუნა“-ს
ავტოსადგომზე ყოფნისას, ესაუბრა ყოფილ შეყვარებულ ირაკლი ბერიას, რა დროსაც ამ
უკანასკნელს შეუთანხმდა მოგვიანებით შეხვედრაზე მდინარე მტკვრის მიმდებარე
ტერიტორიაზე, ქ.თბილისის ცენტრის დასავლეთით, გრუნტიან გზაზე. ნათია ლაშხი
შეთანხმებულ დროს მივიდა დათქმულ ადგილას და მისი იმჟამინდელი შეყვარებულის,
შოთა მაქაცარიას, სხელზე რეგისტრირებული 9 მმ-ნი „გლოკის“ სისტმის პისტოლეტიდან
ორჯერადი გასროლა მოახდინა ირაკლი ბერიას მიმართულებით. მიყენებული
ჭრილობების შედეგად ირაკლი ბერია შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, რის
შემდგომაც ნათია ლაშხმა მიითვისა ფულადი თანხა და სხვა პირადი ნივთები, რომლებიც
შემთხვევის ირაკლი ბერიას თან ჰქონდა.

ქ.თბილისის პროკურატუფრა,

პროკურორი: დავით ლორია

2020 წლის 22 სექტემბერიი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

პოლიციის ოფიცერ - მამუკა ღვალაძის ანგარიში

მე გახლავართ მამუკა ღვალაძე და დაახლოებით 7 თვეა, რაც თბილისის პოლიციის


მთავარი სამმართველოს მკვლელობათა განყოფილებაში ვმუშაობ. 2020 წლის 21
სექტემბერს, დამირეკეს ცენტრალური სამორიგეო ნაწილიდან და ქ.თბილისში, მტკვრის
მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ.თბილისის ცენტრის დასავლეთით, გრუნტიან გზაზე
მომხდარი შესაძლო მკვლელობის ფაქტის შესახებ მაცნობეს. ინფორმაცია მიღებული იქნა
უცნობი აბონენტისაგან, რომელმაც პოლიციას აცნობა, რომ აღნიშნულ ადგილზე მდებარე
მდებარე ა/მანქანაში ადამიანის ცხედარი შენიშნა.

შემთხვევის ადგილზე მივედი ჩემს მეწყვილე დათო ჭელიძესთან ერთად დაახლოებით


21:45 სთ-ზელლ. შემთხვევის დათვალიერებისას ვნახეთ, რომ 2006 წლის მოდელის OPEL-
ის მარკის ორკარიანი ჯიპის, წინა კარებსა და მძღოლის სავარძეს შორის, იწვა ,
დაახლოებით 40 წლამდე ასაკის სრული აღნაგობის მამაკაცი. პერანგზე, სავარაუდოდ,
სისხლის ლაქები აღენიშნებოდა. თავდაპირვლად მიახლოება ვერ ვახერხებდით
ა/მანქანაში მყოფი ძაღლის გამო, რომელიც თითქოს გვამს დარაჯობდა. იმდენად
რამდენადაც მამაკაცი ცოცხალს არ ჰგავდა და მანქნაში მყოფი ძაღლიც აგრესიული იყო,
გადავწვიტეთ, რომ სწორი იქნებოდა თუკი ძაღლს არ მოვკლავდით და დაველოდებოდით
ცხოვეთა კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მოსვლას. ამიტომ, შემთხვევის
ადგილას ცხოვეთა კონტროლის სამსახურის თანამშრომლები გამოვიძახე. მათ
მოსვლამდე, რა თქმა უნდა, დამატებითი დრო დაიხარჯა.

ცხოვეთა კონტროლის სამსახურის მოლოდინში შემთხვევის ადგილი შემოვღობეთ და


ფანრების გამოყენებით დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოძიება
დავიწყეთ. მანქანის გახსნილი კარიდან 5 მეტეის მოშორებით აღმოვაჩინეთ ორი
გახარჯული „ 9 მილიმეტრიანი “ მასრა. მე პირადად ავიღე ისინი პინცეტით, რომელიც
ყოველთვის მაქვს პოლიციის მანქანაში მტკიცებულებათა შესაგროვებლად. გახარჯული
მსრები პოლიეთილენის პარკში მოვათავსე და დავლუქე.

ამავე დროს მე შევუდექი ა/მანქანის გარეგან დათვალიერებას, რათა რაიმე ჩვენთს


საინტერესო გვეპვა, თუმცა ასეთი არაფერი აღმოჩნდა. მე აგრეთვე დაუკავშირდი
ცენტერალ ურ სადისპეჩეროს და მივაწოდე ინფორმაცია ა/მანქანის შესახებ და ვაცნობე
პიჭავჭავაძის #23-ში, ბინა #რე9-ში მცხოვრებ ირაკლი ბერიას ეკუთვნოდა. გამოძახებიდან
დაახლოებით 15 წუთში, ცხოვეთა კონტროლის სამსახურიც მოვიდა და ძაღლიც წაიყვანეს,
რის შემდგომაც უპირველს ყოვლისა, მე შევამოწმე გვამი, მაგრამ მას გულის ცემა არ
ესინჯებოდა და დავრწმუნდი, რომ იგი გარდაცვლილი იყო.

ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ ა/მანქანის სრული დათვალიერება. ა/მანქანის საბარგული


ჩაკეტილი არ იყო. ჩვენ ის გავხსენით და მასში მცირე ზომის სეიფი შევნიშნეთ.
ცენტრალურ სადისპეჩეროს დავუკავშირდი და მოვთხოვე, რომ სეიფის გასახსნელად
საკეტების სპეციალისტი გამოეგზავნათ, ასევე მოვითხოვე კრიმინალისტიკური
ლაბორატორიის თანამშრომლები, რათა მათი განათებისა და ხელსაწყოების მეშვეობით
უკეთესად დაგვეთვალიერებინა როგორც მიმდებარე ტერიტორია, ასევე სატრანსპორტო
საშუალება. გარდა ამისა, ცენტრალურ სადისპეჩეროს ვთხოვე, სტანდარტული
პროტოკოლის თანახმად, დაკავშირებოდნენ თბილისის პროკურატურას. დანაშაულის
ადგილს ჩვენ - პოლიციის გამომძებლები ვაკონტროლებდით.

ძალიან მალე კრიმინალისტიკური ლაბორატორიის თანამშრომლებიც მოვიდნენ,


რომლებმაც შემთხვევის ადგილი გაანათეს. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დანაშაულის
ადგლას პროკურატურის ორი გამომძიებელი მოვიდა. მე მათ ავუხსენი, თუ რა ვითარება
დამხვდა შემთხვევის ადგილას და ყველამ ერთად კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ა/
მანქანა და მიმდებარე ტერიტორია. პროკურატურის თანამშრომლებმა მიწაზე სიგარეტის
ნამწვავები აღმოაჩინეს და გვირჩიეს, რომ ისინი ამოგვეღო და მტკიცებულების სახით
შეგვენახა. რაზედაც მე ვუპასუხე, რომ არ ღირდა ამ ნამწვავების ამოღება და შენახვა,
ვინაიდან ისინი საკმაოდ ძველს გავდნენ და ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ექსპეტიზის
ბიუროს თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ პოლიციამ მათი
სათავსოები აავსოისეთი საგებით, რომლებსაც დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდათ.
მანქანაში, ან მანქანის მახლობლად სხვა მტკიცებულება არ აღმოგვიჩენია. ასევე, არ
ყოფილა აღმოჩენილი ფეხის ნაკვალევი, ვინაიდან ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში
არ უწვიმია და ნიადაგი ძალიან გამომშრალი იყო.

სასწრაფო დახმარების მანქანაც მალევე მოვიდა და სამედიცინო პერსონალმა


დაადასტურა, რომ ირაკლი ბერია გარდაცვლილი იყო. მე ირაკლის შარვლის ჯიბეები
დავათვალიერე. ჯბეში მხოლოდ 25 თეთრი აღმოაჩნდა. აღნიშნულის შემდეგ, ცხედარი
სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის პროზექტურაში.

სასწრაფო დახმარების წასვლიდან რამოდენიმე წუთში მოვიდა საკეტების ოსტატიც,


რომელმაც ჩვენს მიერ საბარგულში აღმოჩენილი სეიფი გახსნა. სეიფი ცარიელი დაგვხვდა.
ბოლოს დაახლოებით 23:00 სთ-ზე შემთხვევის ადგილას თბილისის პოლიციის მთავარი
სამმართველოს ევაკუატორი მოვიდა, რომელმაც, რომელმაც მანქანა თბილისის პოლიციის
მთავარი სამმართველოს კუთვნილ სპეციალურ ა/სადგომზე გადაიყვანა. ავტოსადგომი
გადახურული არ არის, თუმცა ის გარშემორტყმულია მაღალი ღობით, რომელიც ეკლიანი
მავთულხლართებით ბოლოვდება და შესასვლელს იცავენ პოლიციის თანამშრომლები.

პოლიციის ოფიცერი: /ხელმოწერა/ მ. ღვალაძე

23 სექტემბერი. 2020 წელი

ქ.თბილისის პროკურატრა

გამომძიებელ - თამარ მდივანის ანგარიში

მე, თამარ მდივანი გახლავართ თბილისის პროკურატურის გამომძიებელი და მაქვს


გამომძიებლად მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. პირველი 10 წელი, მე ვიმუშავე
თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოში, ხოლო ბოლო 4 წელია რაც გადავედი
თბილისის პროკურატურაში.
2020 წლის 21 სექტემბერს ცენტრალური ოფისიდან მაცნობეს, რომ მიიღეს შეტყობინება,
მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გვამის აღმოჩენის შესახებ, რაც სავარაუდოდ,
მკვლელობის შედეგი იყო. მკვლელობის ფაქტზე შეტყობინები გამოგზვნა, ჩვენი
ოფისისთვის სტანდარტული პროცედურაა.

როდედსაც შემთხვევის ადგილზე მივედი, იქ უკვე დამხვდა თბილისის პოლიციის


მთავარი სამმართველოს 2 ოფიცერი - მამუკა ღვალაძე და დათო ჭელიძე. აგრეთვე,
დამხვდა ცხოველთა კონტროლის სამსახურისა და კრიმინალური ლაბორატორიის
თანამშრომლები. ოფიცერმა ღვალაძემ მოკლედ გვიამბო იმის შესაცებ თუ რა მდგომარეობა
დახვდა შემთხვევის ადგილზე. მას შემდეგ, რაც ცხოველთა კონტროლის სამსახურის
თანამშრომემა მანქანიდან ძაღლი გაიყვანა, ჩვენ მანქანას მივუახლოვდით
დათვალიერების მიზნი, თუმცა იქ საქმისთვის მნიშვნელოვანი ვერაფერი ვიპოვეთ.
პოლიციის ოფიცრებთან ერთად დავათვალიერეთ მანქანის მიმდებარე ტერიტორიაც, რათა
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რაიმე ფასეულობა აღმოგვეჩინა, ოფიცერმა
ღვალაძემ გვიჩვენა, რომ მას უკვე ამოეღო ორი გასროლილი მასრა. ა/მანქანის სიახლოვეს
სიგარეტის რამოდენიმე ნამწვავი შევნიშნეთ და პოლიციის ოფიცერს ვურჩიეთ მათი
შეგროვება, ვინაიდან შესძლებელი იყო მათი მეშვეობით დნმ-ის კვალი, ანდა მკვლელობის
შესახებ სხვა რაიმე მნიშვნლოვანი ინფორმაცია მოგვეპოვებინა. ოფიცერმა ღვალაძემ ჩვენი
რეკომენდაცია უარყო და განცხადა, რომ ცოტა ხნით ადრე ექსპერტიზის ბიუროს
თანამშრომლებმა სთხოვეს მას, რომ თავი შეეკავებინა ზედმეტი, საქმისთვის
გამოუსადეგარო საგნების მიტანისაგან და მხოლოდ დანაშაულთან დაკავშირებული
მტკიცებულებები წარედგინა. ვინაიდან დანაშაულის ადგილის თავდაპირველი
აღმოჩენისთანავე მას პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები
აკონტროლებდნენ, ჩვენ ორ ოფისს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების
მემორანდუმის თანახმად, სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გარდა იმისა რომ
დავთანხმებულიყავით ოფიცერ ღვალაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ჩატარებული დათვალიერების შედეგად, რაშიც სპეციალური განათებაც გვეხმარებოდა,
სხვა რაიმე, მტკიცებულების კუთხით ფასეული, აღმოჩენილი ვერ იქნა.

დანაშაულის ადგილზე მეორე დღეს, 13:00 სთ-ზე მივედი, რათა დღის შუქზე კიდევ
ერთხელ დამეთვალიერებინა იქაურობა და სიგარეტის ნამწვავები ამომეღო. თუმცა,
შემთხვევის ადგილი დასუფთავებული დამხვდა, ჩემი ვარაუდით, ქალაქის
დასუფთავების სამსახურის მიერ და ამიტომ, იქ სიგარეტის ნამწვავებიც ვეღარ აღმოვაჩინე.

თბილისის პროკურატურის გამომძიებელი:


2020 წლის 22 სექტემბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

ლევან ტბლიაშვილის ჩვენება2


დაიწყების დრო: 11:00 დასრლების დრო: 11:30

მე გახლავართ ლევან ტაბლიაშვილი და ნებაყოლობით ვიძლევი შემდეგ ჩვენებას: ვარ 52


წლის, მყავს მეუღლე და 2 ქალიშვილი. ვცხოვრობ ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის
გზატკეცილის #23, ბინა #32-ში.
2020 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 სთ-ზე მანქანით მივემართებოდი მდინარე
მტკვარზე სათევზაოდ, ვინაიდან ღამით თევზაობა მიყვარს. როდესაც მდინარის
მიმდებარე ტერიტორიაზე მოხრეშილ გზას მიუყვებოდი, დავინახე შავი ფერის „OPEL” -ის
მარკის „ჯიპის“ ტიპის ა/მანქანა, რომელსაც მძღოლის კარები ღია ჰქონდა დარჩენილი.
გავჩერდი, რათა მენახა ვინმეს დახმარება, ხომ არ სჭირდებოდა რა დროსაც დავინახე, რომ
კარებსა და მძღოლის სავარძელს შორის მამაკაცი იწვა. მას პერანგი სისხლიანი ჰქონდა.
დავუძახე, მაგრამპასუხი არავინ გამცა. მანქანასთან ძალიან ახლოს არ მივსულვარ, ვინიდან
არ მინდოდა რაინე კვალი წამეშალა, თანაც მანქანის უკანა სავარძელზე ავი ძაღლიიჯდა,
რომელიც მიყეფდა.

მე უმალ დავბრუნდი მანქანაში და შევეცადე პოლიციას დავკავშირებოდი, მაგრამ ჩემდა


გასაკვირად, ჩემი მობილური ტელეფონი ქსელური დაფარვის ზონაში არ აღმოჩნდა. ამის
გამო, მე პოლიციასთან დაკავშირება მხოლოდ 20:55 სთ-ზე შევძელი.

იმ ადგილას რამდენიმე კვირის განმავლობაში აღარ მივსულვარ და როცა მივედი


ტერიტორია გაწმენდილი დამხვდა.

კითხვა: მკვლელობის ადგილას, ან მის მხლობლად ხომ არ შეგინიშმნავთ ვინმე?

პასუხი: როდესაც მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე გზზას მიუყვებოდი,


საპირისპირო მიმართულებით, დიდი სისწრაფით მოძრავმა ა/მანქანამ ჩამიქროლა.
როგორც ფარების შუქზე დავინახე, ავტომობილში ორი მგზავრი უნდა მჯდარიყო. ეს 5 ან
10 წუთით ადრე მოხდა ვიდრე იმ ადგილას მივიდოდი, სადაც მკვდარი ვნახე. იმ მომენტში
მე სწრაფად მომავალ ავტომობილს ყურადღება სათანადოდ არ მივაქციე და გავიფიქრე,
რომ ეს ერთი „თბილისელი“ მძღოლი იყო.

კითხვა: გახსოვთ თუ არა რა მარკის ა/მანქანა იყო?

პასუხი: არა, როგორც გითხარით, თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მხოლოდ


შემდეგ დავფიქრდი, რომ მანქანა იმ გზისთვის ზედმეტად სწრაფად მოძრაობდა. გარდა
ამისა, როგორც გითხარით დაახლოებით 20 სთ. და 30 წთ. იყო და სესაბამისად უკვე
ბნელოდა კიდეც.

ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს:

/ხელმოწერა/ ლევან ტაბლიაშვილი

დეტექტივი: /ხელმოწერა/
2020 წლის 24 სექტემბერი

ქ. გორის პოლიციის სამმართველო

სერჟანტ - გია კობახიძის ანგარიში

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს მოთხოვნით, 2020 წლის 24 სექტემბერს


გამოვცხადდი ქ.გორში, ჩირგაძის პროსპექტ #15-ში, ბინა #6-ში, სადაც ნათია ლაშხი და
შოთა მაქაცარია ცხოვრობდნენ. მე დავალებული მქონდა ნათიას გამოკითხვა, მაგრამ
როდესაც ხსენებულ მისამართზე მივედი, ბინაში მხოლოდ ნათიას შეყვარებული შოთა
მაქაცარია დამხვდა. მე მას გავეცანი და განვუმარტე, რომ ქ.თბილისის პოლიციის მთავარი
სამმართველომ ნათიას გამოსაკითხად გამომგზავნა, რათა მომეპოვებინა ნებისმიერი
ინფორმაცია 2020 წლის 21 სექტემბერს მომხდარ, ირაკლი ბერიას, მკვლელობასთან
დაკავშირებით. მე ვკითხე შოთას, თუ შეიძლებოდა, რომ სახლში შევსულიყავი და
გავსაუბრებოდი. შოთა დამთანხმდა. ამასთან გამოკითხვის დაწყებამდე, შოთას
განვუმარტე მისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებები. ასევე განვუმარტე, რომ
თუკი კითხვაზე პასუხის გაცემას გადაწყვეტდა, მხოლოდ სიმართლე უნდა ელაპარაკა. მან
განაცხადა, რომ ყველაფერი გასაგები იყო და თანახმა იყო გასაუბრებაზე.

მე მას ვკითხე, თუ სად იმყოფებოდა იგი 2020 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს
9 სთ-ზე. მან მიპასუხა, რომ 2020 წლის 20 სექტემბერს, ახლო მეგობრის დაკრძალვაზე
გაემგზავრა ბათუმში, რომელიც მოტოციკლით მომხდარ უბედური შემთხვევის შედეგად
დაიღუპა. დასაფლავება მეორე დღეს, 21 სექტემბერს შუადღისას იყო. დაკრძალვის შემდეგ,
როგორც შოთამ მითხრა ის ქელეხსაც დაესწრო. სუფრა დაახლოებით 18:00 სთ-ზე
დამთავრდა და ამის შემდეგ ის მანქანით თბილისისკენ გამოემგზავრა. მან მითხრა, რომ
თბილისში მხოლოდ შუაღამისას ჩამოვიდა. შოთამ ასევე დამისახელა რამოდენიმე
ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ის ნამდვილად იყო დაკრძალვაზე
ქ.ბათუმში და თუ რა დროს გამოემგზავრა ბათუმიდან. შოთამ განაცხადა, რომ ირაკლის
გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რაც გაზეთში წაიკითხა. შოთამ
განაცხადა, რომ ირაკლის მკვლელობის გამო არ წუხდა, ვინაიდან მის შეყვარებულ ნათიას
არც ისე კარგად ეპყრობოდა, როდესაც ნათია და ირაკლი ერთად ცხოვრობდნენ.

ჩემს კითხვაზე, სახლში დაბრუნების შემდეგ, ან მომდევნო დღეებში ნათიასთვის რაიმე


უცნაური, ხომ არ შეუმჩნევია, შოთამ განაცხადა, რომ არაფერი ასეთი არ ყოფილა. მე ასევე
ვკითხე მას ჰქონდა, თუ არა ნათიას პისტოლეტი. შოთამ განაცხადა, რომ ნათიას არ ჰქონდა
იარაღი, მაგრამ თვითონ ჰქონდა „ 9 მმ-ნი“ გლოკის სისტემის პისტოლეტი. საუბრის დროს
ტელეფონმა დამირეკა და ჩემი ერთ-ერთი საქმის - შეიარაღებული ძარცვის შესახებ,
ინფორმაცია მომაწოდეს, ამიტომ ბინიდან გარეთ გამოვედი სასაუბროდ. მირეკავდა
ქ.გორის პროკურატურის პროკურორი. ტელეფონზე საუბრის დამთავრების შემდეგ, კვლავ
ბინაში დავბრუნდი. ბინაში შესულს შოთამ პისტოლეტი გამომიწოდა და მითხრა, რომ
შემეძლო ის თან წამეღო, ოღონდ სანაცვლოდ შესაბამისი მიღება-ჩაბარების ამსახველი
საბუთი უნდა მიმეცა.

პისტოლეტი შოთამ ხელთათმანიანი ხელით მომაწოდა. მე მოულოდნელობისაგან ცოტა


დავიბენი, იარაღი დაუფიქრებლად გამოვართვი და დავშალე, რათა მიღება-ჩაბარების
ამსახველი საბუთის გასაცემად იარაღის სრული ნომერი ამომეწერა. მე, ეს ყველაფერი
დაბნეულობის გამო რეზინის ხელთათმანის გარეშე გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ მას
ყოველთვის თან ვატარებ მტკიცებულებათა მოგროვების საჭიროების შემთხვევისათვის.

შოთას გადავეცი მიღება-ჩაბარების ამსახველი საბუთი და იარაღი ავიღე, რომელიც


პოლიეთილენის პარკში მოვათავსე და თბილისის ექსპერტიზის ბიუროს ლაბორატორიაში
გავაგზავნე შემოწმებისათვის.

ამასთან, შოთას ვაცნობე, რომ მას და ნათიას ირაკლის საქმესთან დაკავშირებით


თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოში წასვლა და გამომძებელთან გასაუბრება
მოუხდებოდათ.
ქ.გორის პოლიციის სამმართველო,

სერჟანტი გია კობახიძე: /ხელმოწერა/

2020 წლის 26 სექტემბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

შოთა მაქაცარიას ჩვენება


დაწყების დრო: 11:00 დასრულების დრო: 12:00

მე გახლავართ შოთა მაქაცარია. ვარ 29 წლის და ვცხოვრობ ქ.გორში, ჩირგაძის გამზირის


#15, ბინა #6. ბინაში ჩემს მეგობარ გოგონა - ნათია ლაშხთან ერთად ვცხოვრობ, უკვე
თითქმის ერთი წილია. რამდენადაც ვიცი, აქ იმისთვის გამომიძახეს, რომ ჩვენება მივცე
2010 წლის 21 სექტემბერს, ირაკლი ბერიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მინდა გაცნობოთ, რომ 2020 წლის 20 სექტემბერს, ახლო მეგობრის
დაკრძალვაზე გავემგზავრე ბათუმში. მეგობარი მოტოციკლით მომხდაღუპა. დაკრძალვა
მეორე დღეს 21 სექტემბერს დაახლოებით შუადღისას იყო. დაკრძალვის შემდეგ,
სპეციალურად მოწყობილ სუფრაზე დავრჩი, რომელიც დაახლოებით საღამოს 6 საათზე
დამთავრდა. ამის შემდგომ, მანქანით თბილისისკენ წამოვედი. თვილისში მხოლოდ
შუაღამისას ჩამოვედი. შემიძლია დავასახელო იმ პირების სახელები და გვარები,
რომლებიც დაადაწტურებენ, რომ მე ნამდვილად ვიყავი დაკრძალვაზე და სუფრაზე და
თუ, რომელ საათზე გამოვედი ბათუმიდან. ამავდროულად, მინდა განვაცხადო, რომ
ირაკლის გარდაცვალების შესახებ გაზეთიდან გავიგე.

მინდა ასევე ვაღიარო, რომ ქ.გორში, 24 სექტემბერს სერჟანტ გია კობახიძის მიერ, ჩემი
მეგობარი გოგონა - ნათიას შესახებ დასმულ შეკითხვებზე, სრული პასუხები არ გამიცია.
ყველაფერი რაც მას ვუთხარი სიმართლე იყო, თუმცა მე არ ვახსენე ის ფაქტი, რომ ირაკლის
მკვლელობის მეორე დღეს ნათიამ მითხრა, რომ კერძო წვეულებაზე სტრიპტიზი იცეკვა და
გარკვეული თანხა გამოიმუშავა, რომლითაც ჩემთვის ახალი ტანსაცმლის ყიდვა უნდოდა.
ნათიამ მითხრა, რომ 700 ლარი მიიღო და წვეულებაზე მყოფ ბევრ მამაკაცს ისე მოეწონა,
რომ ფულს ქვედა საცვალში უდებდნენ. მან დამარწმუნა, რომ წვეულების შემდეგ, არც ერთ
მათგანს არ გაჰყოია სადმე. ასევე მითხრა, რომ წვეულება ვინმე ლადო კაკაურიძის
მოწყობილი იყო, რომელთან ერთადაც ის წლების განმავლობაში თბილისში მდებარე კაფე
„ბუმში“ მუშაობდა.

ჩვენ ერთად წავედით საყიდლებზე და ნათიამ მიყიდა ახალი პიჯაკი და ფეხსაცმელი,


რაშიც ფულის უმეტესობა დახარჯა. პირველი გამოკითხვისას ეს ფაქტი რ ვახსენე,
ვინაიდან ეს ცუდად აისახებოდა ნათიასა და ჩემზე, რის გამოც უხერხულად ვრგძნობდი
თავს.

კითხვა: კიდევ ხომ არ არის რაიმე ისეთი, რაც პირველი გამოკითხვის დროს არ ახსენეთ
და შეიძლება ირაკლი ბერიას მკვლელობის საქმესთან იყოს კავშირში?

პასუხი: დიახ დაკრძალვაზე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ნათიამ მთხოვა


მეჩვენებინა, თუ როგორ უნდა გაესროლა პისტოლეტიდან. პესტოლეტი ტახტის ქვემოდან
გამოვიღე, სადაც ვმალავდი ხოლმე. ჩვენ ქალაქგარეთ გავედით და პისტოლეტის
გამოყენება ვასწავლე. დაახლოებით 30-40 ვაზნა გავისროლეთ. როდესაც დავასრულეთ,
ჩვენს ბინაში დავბრუნდით და იარაღი კვლავ სამალავ ადგილას დავაბრუნე. ერთადერთი,
რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ როდესაც ჩემთან ბინაში მოვიდა პოლიციის ოფიცერი
გია კობახიძე და იარაღის მისთვის გამოსატანად სამალავთან მივედი, პისტოლეტი
სწორედ იქ დამხვდა სადაც ის რამდენიმე დღით ადრე შევინახე, ანუ მას შემდეგ, რაც ნათია
ვავარჯიშე და სახლში დავბრუნდით.

კითხვა: ნათიამ თუ დაინახა სად მალავდით იარაღს?

პასუხი: შეიძლება დაინახა, რადგან როდესაც იარაღის ასაღებად და შემდეგ ძველ


ადგილას დასაბრუნებლად მივედი, ნათია ოთახში იყო.

კითხვა: დაკრძლვიდან რომ დაბრუნდით იმ დღეს ნათია როგორ იქცეოდა?

პასუხი: ძალიან თბილი იყო, როგორც ვხვდები ამით იმისი დამტკიცებას ცდილობდა,
რომ არც ერთ მამაკაცს, რომლებმაც ფული მისცეს წვეულების შემდეგ, არ გაჰყოლია.

ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს.

/ხელმოწერა/ შოთა მაქაცარია

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო,

დეტექტივი: /ხელმოწერა/ ლავრენტი კორძახია

2020 წლის 26 სექტემბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

დეტექტივ - ლავრენტი კორძახიას ანგარიში


მე, ლავრენტი კორძახია ვარ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივი.
მაქვს პოლიციის ოფიცრად მუშაობის 14 წლიანი სტაჟი, რომელთაგან ბოლო 6 წელი
ვმუშაობდი მკვლელობის საქმეთა გამოძიების განყოფილებაში. მე გახლავართ, 2020 წლის
21 სექტემბერს, ირაკლი ბერიას მკვლელობის საქმის გამომძიებელი.

გამოკითხვის შემდეგ, მე გადავამოწმე - შოთა მაქაცარიას ალიბი, დაკრძალვაზე


ყოფნასთან დაკავშირებით. დავუკავშირდი მოწმის მერ დასახელებულ რამოდენიმე
პიროვნებას და ყველა მათგანმა დამიდასტურა, რომ იმ დროს როდესაც ადგილი ჰქონდა
ირაკლი ბერიას მკვლელობის ფაქტს, შოთა მაქაცარია მართლაც გასული იყო ქალაქიდან
და იმყოფებოდა დაკრძალვაზე ქ.ბათუმში.

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო,

დეტექტივი /ხელმოწერა/ ლავრენტი კორძახია

2020 წლის 26 სექტემბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

ნათია ლაშხის ჩვენება


დაწყების დრო: 12:15 დასრულების დრო: 13:15

მე გახლავართ ნათია ლაშხი. ვარ 28 წლის და ვცხოვრობ ქ.გორში, ჩირგაძის გამზირი #15,
ბინა #6, ჩემს მეგობარ მამაკაც - შოთა მაქაცარიასთან ერთად. მყავს 5 წლის გოგონა,
რომელიც დედაჩემთან ცხოვრობს ქ.თბილისში. წლების წინ - სკოლის დამამთავრებელ
კლასში სწავლის პერიოდში, ჩემი ყოფილი მეგობარი ბიჭისგან დავრჩი ფეხმძიმედ. აქვე
დავაზუსტებ, რომ ეს ბიჭი არ იყო ირაკლი ბერია. დაფეხმძიმების შემდეგ, მე და ბავშვის
მამა მალევე დავცილდით ერთმანეთს. მან ბავშვის მამობო არ აღიარა. მე მაშინ ძალიან
ახლგაზრდა ვიყავი და სწორედ ამიტომ ბავშვის აღზრდას თავიდანმე დედამ მიჰყო ხელი,
თუმცა ახლა ის ძალიან ავადაა და ბავშვის აღზრდაში მეც ვეხმარები.

თქვენი თხოვნით, მე ნებაყოფლობით მოვედი ქ.თბილისის პოლიციის მთავარი


სამმართველოში, 2020 წლის 21 სექტემბერს, მომხდარი ირაკლი ბერიას მკვლელობასთან
დაკავშირებული საკითხების განსახილველად. მე გამაფრთხილეს ჩემი უფლებების
შესახებ და თანახმა ვარ მივცე ჩვენება ამ სსაქმის ირგვლივ.

თქვენს კითხვაზე, თუ როდის ვნახე ირაკლი ბოლოს, მინდა გიპასუხოთ, რომ ჩვენ
ერთმანეთს დავშორდით და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე. მის გარდაცვალებამდე
დაახლოებით ერთი კვირით ადრე, საერთო მეგობრის ქორწილში შევხვდით. მისი
გარდაცვალების ამბავი, რომ გავიგე ძალიან შევწუხდი, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ
კარგა ხანია უკვე რაც დავშორდით, მე ის მაინც მომწონდა. მისი მკვლელობის შესახებ
არაფერი ვიცი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ პოლიცია დაიჭერს მკვლელს ვინც არ უნდა
იყოს ის.

კითხვა: თქვენ განაცხადეთ, რომ ირაკლი ბოლოს 2020 წლის ივნისში ნახეთ და მისი
მკვლელობის შესახებ არაფერი იცით, მაშინ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ 2020 წლის
სექტემბერში მკვლელობის დილას, დაახლოებით 11 საათზე, სასურსათო მაღაზია
„ფორტუნა“-ს ავტოსადგომზე, ირაკლისთან მოსაუბრე პიროვნებაში სწორედ თქვენ
ამოგიცნეს?

პასუხი: არა, ეს შეუძლებელია.

შენიშვნა: ნათიამ რამოდენიმეჯერ უარყო მკვლელობის დღეს ირაკლისთან


ავტოსადგომზე შეხვედრის ფაქტი, შემდეგ ერთი წუთით შეჩერდა და პაუზის შემდეგ
აღიარა, რომ გამოკითხვის დაწყებიდანვე ტყუილს მეიუბნებოდა, იმის შესახებ, რომ
თითქოს მკვლელობის დღეს ირაკლის საერთოდ არ შეხვედრია. მან განაცხადა, რომ იცრუა,
რადგან ძალიან შეშინებული იყო ლევან მგალობლიშვილის მიერ.

/ხელმოწერილია/ დეტექტივი ლავრენტი კორძახია.ლ

ნება მომეცით სიმართლე მოგახსენოთ. ლევან მგალობლიშვილი მკვლელობის დღეს,


2020 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით შუადღის 3 საათზე მოვიდა ჩემთან. აქამდე
ლევანს, დაახლოებით 1 თვით ადრე, ქ.გორში, ერთ-ერთ წვეულებაზე შევხვდი. მან
საიდანღაც იცოდა, რომ შოთა ბათუმში მეგობრის დაკრძალვაზე იყო წასული. შოთას
მეგობარი მოტოციკლით მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა. როდესაც
ლევანი ჩვენთან ბინაში მოვიდა, მან როგორღაც შოთას იარაღი იპოვა, აიღო და მაიძულა
ირაკლის შესახვედრად მდინარესთან წავყოლოდი. მდინარესთან მან შავი, „პიკაპის“ ტიპის
ა/მანქანით მიმიყვანა, თუმცა მე არ ვიცი რა წარმოების, ან რა მოდელის იყო ეს მანქანა.
ირაკლი მარიხუანის გამსაღებელი იყო და ზოგჯერ ჯიბეში დიდი ოდენობით ფული
ჰქონდა ხოლმე. ლევანიც ნარკოტიკები ბიზნესში იყო. ლევანის და ირაკლის კამათი
მოუვიდათ ფულის გამო და ასევე, იმის გამო, რომ თბილისის რომელ რაიონში გაყიდდა
თითოეული მათგანი მარიხუანას. მცირე ხნის კამათის შემდეგ, ირაკლი მანქანის უკანა
სავარძელში მჯდომი, დიდი ძაღლით დაემუქრა ლევანს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა
შოთას იარაღი ამოიღო შარვლის ქამრიდან და ირაკლის ესროლა.

სროლის შემდგომ მანქანის უკან გავიქეცი, დავიმალე და ტირილი დავიწყე. მე მაშინ არ


ვიცოდი, რომ ირაკლი მკვდარი იყო. ამის შესახებ, მეორე დღეს, გაზეთიდან შევიტყვე.
ლევანი მანქანის უკან გამომყვა და მითხრა გავჩუმებულიყავი, ანუ ტირილი შემეწყვიტა,
და მანქანაში ჩავმჯდარიყავი. როდესაც მანქანაში ჩავსხედით იარაღი სახეზე მომადო და
მითხრა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმეს ვუამბობდი მომკლავდა. მანქანს ძალიან
დიდი სიჩქარით მართავდა. როდესაც ჩემი და შოთას საცხოვრებელ ბინასთან მივედით
იარაღი მომცა და მითხრა საიდანაც აიღო იქ დამედო. ლევანის ძალიან შემეშინდა, ამიტომ
რაც მითხრა ის გავაკეთე და შოთასათვისაც კი არ მომიყოლია მომხდარის შესახებ. სულ ეს
არის რისი თქმაც შემიძლია.

ჩვენება ჩემი კარნახითაა დაწერილი, გავეცანი და ვადასტურებ, რომ შეესაბამება


სიმართლეს

/ხელმოწერილია/ ნათია ლაშხი

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო,

დეტექტივი /ხელმოწერა/ ლავრენტი კორძახია

2020 წლის 27 სექტემბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

დეტექტივ - ლავრენტი კორძახიას ანგარიში


მე, ლავრენტი კორძახია ვარ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივი
და ვუძღვები ირაკლი ბერიას მკვლელობის საქმის გამოძიებას. 2020 წლის 27 სექტემბერს,
გამოვკითხე მირიან ბაქრაძე, რომელმაც მომსახურების სააგენტოს ჩანაწერების თანახმად,
შეიძინა 2007 წელს წარმოებული შავი ფერის TOYOTA-ს მარკის ა/მანქანა, რომელიც უწინ
ლევან მგალობლიშვილს ეკუთვნოდა. გამოკითხვა ჩავატარე მის კუთვნილ ბინაში,
თბილისში, ერეკლე II-ს ქუჩა # 3-ში. მან აღიარა, რომ ავტომობილი მართლაც ლევან
მგალობლიშვილისაგან შეიძინა. მან ასევე აღიარა, რომ ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ
და თბილისში ერთ უბანში გაიზარდნენ. როდესაც მას ვკითხე, ხომ არ უთხოვებია
ზემოხსენებული ა/მანქანა შესყიდვის შემდეგ ლევანისათვის, მან ფერი დაკარგა და
კანკალმა აიტანა. ბოლოს კი განაცხადა, რომ იხსენებდა თხოვების ფაქტს. მისი ბინიდან
გამოსვლის შემდეგ, რამოდენიმე წუთით გავჩერდი კარებთან, რა დროსაც გავიგონე, თუ
როგორ ესაუბრებოდა იგი ვიღაცას აღელვებული ხმით ტელეფონზე, თუმცა მისი საუბრის
გარჩევა ვერ შევძელი.

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

დეტექტივი ლავრენტი კოხრეიძე /ხელმოწერილია/

2020 წლის 29 სექტემბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

დეტექტივ - ლავრენტი კორძახიას მიერ განხორციელებული ჩხრეკისა და დაკავების


ანგარიში

მე, ლავრენტი კორძახია ვარ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივი და


ვუძღვები ირაკლი ბერიას მკვლელობის საქმის გამოძიებას. მაქვს პოლიციის დეტექტივად
მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება.

2020 წლის 25 სექტემბერს, ჩემი ზედზმხედველი პროკურორისაგან მივიღე დავალება, რომ


განმეხორციელებინა საკონტროლო ზარი ნათია ლაშხსა და ლევან მგალობლიშვილ შორის.
დავალების თანახმად, სატელეფონო საუბარი უნდა ჩაგვეწერა, რა დროსაც ნათიას
ლევანთან უნდა ესაუბრა ირაკლი ბერიას მკვლელობის რამდენიმე წინასწარ შერჩეულ
საკითხზე. ნათია დაგვთანხმდა ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე.
მეორე დღეს 2020 წლის 26 სექტემბერს, დილის 09:30 სთ-ზე. გეგმის თანახმად, დავურეკეთ
ლ.მგალობლიშვილს, მისი საცხოვრებელი სახლის ტელეფონის ნომერზე. ტელეფონს
ლევანის დედამ უპასუხა და ნათიას უთხრა, რომ ლევანი სახლში იყო და ეძინა, მაგრამ ვერ
გააღვიძებდა. იმავე დღეს, შუადღისას, სატელეფონო საუბრის შედეგად ვიცოდი რა, რომ
ლევანი სახლში იყო, პოლიციის დეტექტივ დათო სომხიშვილთან და პოლიციის ოფიცერ
აკაკი კობახიძესთან ერთად მივედი ლევან მგალობლიშვილის საცხოვრებელ ბინაში.
მისვლისას თან მქონდა, ირაკლი ბერიას მკვლელობის ბრალდებით, მისი დაკავების
ორდერი. ლევანის საცხოვრებელი მისამართია ქ.თბილისი, ლერმონტოვის ქუჩა #17, ბინა
#46. ხსენებულ მისამართზე დაახლოებით 10:30 სთ-ზე მივედით, ლევანი ჯერ კიდევ
სახლში იმყოფებოდა და მოვახდინეთ მისი დაკავება. მე მას ვაცნობე წაყენებული
ბრალდების შესახებ, რაზედაც მიპასუხა: „შენ უეჭველი კაიფში ხარ ძმაო, თუ მართლა
გჯერა, რომ მე მოვკალი ის ნაძირალა ირაკლი.“ ამ განცხადების შემდეგ, მან უარი განაცხადა
საუბარზე. შედეგ მე და ორმა ოფიცერმა სახლის ჩხრეკა ჩავატარეთ, მაგრამ ვერაფერ
აღმოვაჩინეთ, რაც ლევანი მკვლელობასთან კავშირს დაადასტურებდა. თუმცა ჩვენ მის
ბინაში ვიპოვეთ ორი სიგარეტი მარიხუანა, რომელიც ამოვიღეთ და პოლიეთილენის
კონვერტში მოვათავსეთ. ამის შემდეგ კი ლევან მგალობლიშვილი გადავიყვანეთ
ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

მომდევნო 48 საათის განმავლობაში, მკვლელობასთან დაკავშირებით, საკმარისი


მტკიცებულების არარსებობის და მის საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილი მარიხუანას -
მცირე ოდენობის დადგენის გამო, ლევანს წარდგენილი ბრალდებები მოეხსნა და
გათავისუფლებულ იქნა დაკავებიდან. მის წინააღმდეგ სხვა რაიმე ბრალდება წარდგენილი
არ ყოფილა, მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად,
დაჯარიმებულ იქნა მცირე ოდენობით მარიხუანის შენახვისა და მოხმარების ფაქტზე.

2020 წლის 29 სექტემბერს, დილის 10:00 სთ-ზე, ჩემს კოლეგებთან ერთად მივედი ნათია
ლაშხის საცხოვრებელ ბინაში, მოვახდინე მისი დაკავება ირაკლი ბერიას განზრახ
მკვლელობის დამამძიებელ გარემოებებში ჩადენის ბრალდებით და გადავიყვანე ის
ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

დეტექტივი ლავრენტი კოხრეიძე /ხელმოწერილია/

2020 წლის 29 სექტემბერი

ბრალდებულ ნათია ლაშხის ადვოკატის გამოკვლევის ანგარიში

მე გახლავართ თამარ გილაური და ვარ ჰიპნოზის სპეციალისტი. საფრანგეთში და აშშ -


ში სპეციალური სკოლებში სწავლის შედეგად აღებული მაქვს ხარისხი ამ სფეროში. მაქვს
ჰიპნოზის სფეროში მოღვაწეობის 15 წლიანი სტაჟი. დასავლეთ ევროპაში, აშშ-სა და
საქართველოში ჩატარებული მაქვს ათასობით ჰიპნოზის სეანსი. ჰიპნოზების ობიექტები
სეანსების დროს, მათთვის უხერხული საკითხების შესახებ თავშეკავებასკარგავენ და
ალბათობა იმისა, რომ სიმართლეს იტყვიან სეანსის დროს უფრო მეტია ვიდრე
ჩვეულებრივ პირობებში. ჰიპნოზის სეანსის დროს ხშირად სუბიექტებს ეუბნებიან, რომ
ჰიპნოზის შემდგომ პერიოდში განახორციელონ გარკვეული ქცევები. ეს ბრძანებები
შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვისაც, რომ აიძულო ადამიანი თქვას სიმართლე იმ
აზრის ჩანერგვით, რომ მათ, მხოლოდ სიმართლე უნდა ისაუბრონ და სრული სიმართლის
მოპოვება ხდება მომდევნო სეანსის განმავლობაში. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ეს
ტექნიკა თითქმის ყოველთვის ამართლებს და ამ მეთოდის გამოყენებით ბევრი
სუბიექტისაგან საკუთარი თავის საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც მომისმენია.

მე, ასევე გახლავართ გერმანიაში, აშშ-ში, კანადასა და საქართველოში - „ჰიპნოზის


საშუალებით სიმართლის დადგენის“ თაობაზე გამოქვეყნებუი მრავალი სტატიის და
თანაავტორი. ამავდროულად ჩემს სფერში გაწეული საქმიანობისათვის ჰიპნოზისტთა
საერთაშორისო ორგანიზაციისაგან მიღებული მაქვს არაერთი ჯილდო.

2020 წლის 1ოქტომბერს, ნათია ლაშხს, მისი ადვოკატის თხოვნით, 3 სეანსი ჩავუტარე.
თვითოეული სეანსის დროს ვეკითხებოდი 2020 წლის 21 სექტემბერს, ირაკლი ბერიას
მკვლელობის თანმდევი მოვლენების შესახებ. პირველი სეანსის პოსტ-ჰიპნოზური
ბრძანება გულისხმობდა, რომ მეორე ჰინოზის დროს, მხოლოდ სიმართლე ელაპარაკა და
თან დეტალურად უნდა ესაუბრა. ჰიპნოზის პროცესში, ნათიამ დასმულ კითხვებზე
სამივეჯერ ერთი და იგივე პასუხი გამცა. მან განაცხადა, რომ ლევან მგალობლიშვიმა მას იმ
ბინაში მიაკითა, სადაც ის მის მეგობარ მამაკაცთან - შოთა მაქაცარიასთან ერთად
ცხოვრობდა და იქ ყოფნისას იპოვა შოთას მიერ დამალული პისტოლეტი. შემდეგ
განაცხადა, რომ ლევანმა ის აიძულა გაყოლოდა ბერიასთან შეხვედრაზე. მისი
მონათხრობით მამაკაცებს შეკამათება მოუვიდათ ფულისა და თბილისში, მარიხუანის
გასაყიდი უბნების გაყოფის გამო. მან დაინახა, თუ როგორ ამოიღო ლევანმა შოთას
პისტოლეტი, რომელიც მათი ბინიდან წამოიღო და ირაკლის ესროლა, შემდეგ კი აიძულა
იარაღი ბინაში ძველ ადგილას დაებრუნებინა. ამასთან დაემუქრა, რომ მოკლავდა თუკი ის
ვინმეს, მათ შორის შითას, მოუყვებოდა მომხდარი ინციდენტის შესახებ.

ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მსურს აქვე აღვნიშნო: ის ფაქტი,


რომ ნათია ლაშხმა, სამივე სეანსის დროს, ერთნაირად აღწერა შემთხვევა, ნიშნავს იმას, რომ
ის სიმართლეს ამბობდა მკვლელობის შესახებ მისთვის ცნობილი გარემოებების თაობაზე.
აქედან გამომდინარე, ჩემი პროფესიული მოსაზრება გახლავთ, რომ ჰიპნოზის პროცესში
მას არ შეეძლო ტყუილის თქმა.

დამოუკიდებელი ექსპერტ-ჰიპნოზისტი: /ხელმოწერილია/ თამარ გილაური

2020 წლის 1 ოქტომბერი

ბრალდებულ ნათია ლაშხის ადვოკატს:

ირინა შონიას გამოკითხვის ანგარიში


ადვოკატის თანაშემწე - ლევან ტაბიძე
მე გახლავართ ლევან ტაბიძე, ვარ 30 წლის და უკვე წელიწადნახევარია ვმუშაობ
ადვოკატის თანაშემწედ. მანამდე 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გამომძიებლად
ქ.გურჯაანის პოლიციის სამმართველოში. 2020 წლის 2 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, ჩემს
მიერ გამოკითხულ იქნა ირინა შონია. გამოიკითხვა ჩავატარი მის სახლში, რათა ზუსტად
გამეგო თუ რა ინფორმაცია გააჩნდა მას, ირაკლი ბერიას მკვლელობის საქმესთან
დაკავშირებით.

მე ირინას გავეცანი და ვუჩვენე ჩემი სამსახურებრივი ბარათი. ავუხსენი მას, რომ ვიყავი
ნათია ლაშხის ინტერესების დამცველი ადვოკატის თანაშემწე და დავალებული მქონდა
მეწარმოებინა კერძო გამოძიება, ნათია ლაშხის მიმართ წაყენებული მკვლელობის
ბრალდებასთან დაკავშირებით. ასევე, ვკითხე, თანახმა იყო თუ არა გამსაუბრებოდა,
რაზედაც ის უყოყმანოდ დამთანხმდა.

მან მითხრა, რომ არის 25 წლის, დაოჯახებული და ცხოვრობს დედასთან ერთად. ირაკლი
ბერიას იცნობს წლების მანძილზე, ვინაიდან იგი მის ძმა - დუდუსთან ერთად ფეხბურთს
თმაშობდა ბავშობიდან. ირინამ ასევე მითხრა, რომ იცოდ, იმის შესახ, რომ ირაკლი ადრე
ნათიასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ დაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ვერ
გაიხსენა ზუსტად როდის, ან რატომ. ირინამ აღნიშნა, რომ მუშაობს სასურსათო მაღაზია
„ფორტუნა“-ში და სწორედ ამ მაღაზიის ავტოსადგომზე დაინახა ერთმანეთთან მოსაუბრე
ირაკლი და ნათია მკვლელობის დღეს. როგორც ირინა აცხადებს, ირაკლი და ნათია
ხმადაბლა საუბრობდნენ და ქუჩაში მოძრავი ტრანსოპორტის ხმაურში შეუძლებელი იყო
მათი საუბრის გაგება, ამიტომ დარწმუნებული არ არის თუ რა თემაზე მიმდინარეობდა მათ
შორის საუბარი. ირინამ აღნიშნა, რომ საუბარი დაახლოებით 5 ან 10 წუთი გაგრძელდა.
საუბრის დასასრულს კი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ორივე საკუთარ მანქანაში ჩაჯდა.

ადვოლატის თანაშემწე: /ხელმოწერილია/ ლევან ტაბიძე

2020 წლის 6 ოქტომბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

ირინა შონიას მეორე გამოკითხვის ანგარიში


დაწყების დრო: 10:00

დამთავრების დრო: 10:30


ვადასტურებ, რომ აქ მოყვანილი ჩემი პირადი მონაცემები სწორია. ასევე ვადასტურებ,
რომ ჩემს მიერ, 2020 წლის 23 სექტემბერს, გაკეთებული ჩვენება არის სიმართლე და სწორია.

თქვენს დამატებით კითხვაზე პასუხად მოგახსენებთ, რომ ასი პროცენტით ვარ


დარწმუნებული, რომ ავტოსადგომზე ერთმანეთს ირაკლი ბერია და ნათია ლაშხი
ესაუბრებოდნენ. როდესაც მათი საუბარი შემომესმა, მათგან დაახლოებით 10-13 მეტრის
მოშორებით ვიყავი. აგრეთვე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ თუმცა მათი საუბრის
დიდი ნაწილი არ მესმოდა, ნათლად გავიგონე ნათიას ნათქვამი, მდინარესთან 19 საათსა
და 15 წუთზე შეხვედრის თაობაზე, რაზეც ირაკლი დაეთანხმა. ეს იმ დროს მოხდა,
როდესაც ისინი ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ და შესაბამისად საუბარი ცოტა უფრო
მაღალ ხმაზე დაიწყეს და შესაბამისად ეს ჩემთვის კარგად გასაგები იყო.

ვადასტურებ, რომ ჩვენება დაწერილია ჩემს მიერ და შეესაბამება სიმართლეს.

/ხელმოწერილია/ ირინა შონია


ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო,

დეტექტივი: /ხელმოწერილია/ ლავრენტი კორძახია

2020 წლის 10 ოქტომბერი

ბრალდებულ ნათია ლაშხის ადვოკატს:

ნინო კალანდაძის გამოკითხვის ანგარიში


ადვოკატის თანაშემწე - ლევან ტაბიძე

მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 ოქტომბერს, მე - ლევან ტაბიძე ვეწვიე ნინო კალანდაძეს,
მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თბილისში, ვაჩნაძის ქუჩა #19, ბინა #5. ის იყო
ირაკლი ბერიას მეგობარი. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ, ნინო ცხოველთა
კონტროლის საცავ დაწესებულებაში მივიდა და ირაკლის ძაღლი წმოიყვანა. მან განაცხადა,
რომ არ უნდოდა ძაღლი მოეკლათ და მზად იყო თავად მოევლო მისთვის. ამჟამად ირაკლის
ძაღლი ცხოვრობს ნინოსთან სახლში. ნინოს საქმიანობა ცხოველებთან, ძირითადად კი
ძარლებთან საუბარი წარმოადგენს. მას „ძაღლთან მოსაუბრედ“იცნობენ და ეს მისთვის
შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს. როგორც ნინო მიამბო, ირაკლის ძაღლმა მას უთხრა,
რომ თავისი პატრონი ახალგაზრდა მამაკაცმა მოკლა. ნინომ ასევე დასძინა, რომ ეს
პირველი შემთხვევა არაა და ცხოველებთან საუბრით მას ბევრი მნიშვნელოვანი
ინფორმაცია მოუპოვებია. ნინო ირწმუნება, რომ მას არაერთხელ გაუგია თუ, როგორ
დაიკარგა ქონება, როგორ გაუჩნდა სახლს ხანძარი და ავადმყოფობის შემთხვევაში რა
აწუხებდა ცხოველებს. ნინომ განაცხადა, რომ ცხოველებს მისთვის არასოდეს უთქვამთ
ტყუილი. ის ასევე ამბობს, რომ რამდენჯერაც ცხოველთა მეპატრონისათვის ამგვარი
ინფორმაცია მიუწოდებია, ეს ყოველთვის სიმართლე გამომდგარა. საბოლოოდ კი ნინომ
მითხრა, რომ მას სურვილი აქვს მისცეს ჩვენება ამ საქმეზე საკუთარი აღმოჩენის შესახებ.

ადვოკატის თანაშემწე: /ხელმოწერილია/ ლევან ტაბიძე

2020 წლის 11 ოქტომბერი

ქ.თბილისის #5 საპყრობილე

ვის:ნქ.თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს

ანგიარიში საპყრობილეში პატმრის ქცევის შესახებ

ქმედება:

2020 წლის 11 ოქტომბერს, პატიმარი ნათია ლაშხი, ქ.თბილისის #5 საპყრობილიდან


გადაყვანილ იქნა ქ.ქუთაისის #14 საპყრობილეში.

მიზეზი:

მოგახსენებთ, რომ პატმარმა ნათია ლაშხმა „სასიყვარულო“ ურთიერთობა დაამყარა


საპყრობილეში მომუშავე ერთ-ერთ მცველ ქალთან, რომელიც საპყრობილეში პატიმრობის
დროს გაიცნო. აღნიშნული ფაქტის გამო, დაწესებულების სწორი და ეფექტური
ფუნქციონირების მიზნით, ადმინისტრაციის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება
პატიმარ - ნათია ლაშხის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

ქ.თბილისის #5 საპყრობილე,

უფროსის პირველი მოადგილე: /ხელმოწერილია/ ნუგზარ ხელაია

2020 წლის 12 ოქტომბერი

ქ.თბილისის პროკურატურა

ირინა შონიას ჩვენება


დუჩაწყების დრო: 11:00

დამთავრების დრო: 11:30


მე ვარ ირინა შონია, 25 წლის. ვცხოვრობ ქ.თბილისში, ახმეტელის ქუჩა #46-ში. ვარ
გამყიდველი პატარა სასურსათო მაღაზიაში სახელად „ფორტუნა“, რომელიც მდებარეობს
ქ.თბილისში, ბაკურიანის ქუჩაზე. ირაკლი ბერიას მკვლელობასთან დაკავშირებით თქვენს
მიერ დასმულ შეკითხვაზე მინდა გიპასუხოთ შემდეგი: ამა წლის 21 სექტემბერს,
მკვლელობის დღეს, ვიმყოფებოდი სამსახურში. დაახლოებით დილის 11 საათზე, გავიტანე
მაღაზიაში დაგროვილი ნაგავი სპეციალურ ბუნკერში გადასაყრელად, რომელიც ქალაქის
მერიამ დადგა ჩვენი მაღაზიის მახლობლად. ამ დროს დავინახე ირაკლი ბერია, რომელიც
მის ყოფილ მეგობარ გოგონას, ნათია ლაშხს ესაუბრებოდა მაღაზიის ავტოსადგომზე. ჩემი
აზრით მათ ვერ დამინახეს. მე ვიცოდი, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ამიტომ
გამიკვირდა მათი ერთად დანახვა და გადავწყვიტე მომესმინა, თუ რაზე საუბრობდნენ.
ისინი დაბალი ხმით საუბრობდნენ, თუმცა ვიდრე ერთმანეთს დაშორდებოდნენ, გავიგონე
ნათიას სიტყვები „კარგი, მოკლედ მდინარესთან გნახავ რვის ნახევარზე“, რზეც ირაკლიმ
უპასუხა: „ გელი მოუთმენლად.“ მათ კიდევ რამდენიმე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს,
რომელიც მე ვეღარ გავიგონე, შემდეგ კი ორივე საკუთარ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
მეორე დილით, ახალი ამბებიდან შევიტყვე, რომ ირაკლი მდინარე მტკვართან მოუკლავთ.
ამის შემდეგ, მე წავედი პოლიციაში და დეტექტივ ლავრენტი კორძახიას მივეცი ჩვენება იმ
ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა მოწმეც მე გავხდი მკვლელობის დღეს. ვადასტურებ,
რომ ჩვენება დაწერილია ჩემს მიერ და შეესაბამება სიმართლეს.

/ხელმოწერილია/ ირინა შონია

ქ.თბილისის პროკურატურა,

პროკურორი: /ხელმოწერილია/ ნათია ჯაფარიძე

2020 წლის 15 ოქტომბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

პატიმარ - თამუნა ნიკოლაშვილის გამოკითხვის ანგარიში


მოამზადა დეტექტივმა - ლავრენტი კორძახიამ

მე, ლავრენტი კორძახია, ვარ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივი.


14 წლის განმავლობაში ვმუშაობდი პოლიციის ოფიცრის თანამდებობაზე, აქედან ბოლო 6
წელი მკვლელობის განყოფილებაში დეტექტივად. მე ვარ უფროსი დეტექტივი ირაკლი
ბერიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში. რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის 21 სექტემბერს.

მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 ოქტომბერს, დილის 11 საათზე, შევხვდი პატიმარ -


თამუნა ნიკოლაიშვილს მისივე მოთხვნის საფუძველზე. მან ითხოვა შეხვედრა ჩვენი
სამსახურის წარმომადგენელთან იმ მოტივით, რომ გააჩნია მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ბრალდებულ - ნათია ლაშხთან დაკავშირებული მკვლელობის საქმის შესახებ და მზად
არის სასამართლოს წინაშე მისცეს ჩვენება ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, იმ
შემთხვევაში, თუ მიცემული ინფორმაციის სანაცვლოდ პროკურორი მას სასჯელს
შეუმცირებს.

ამჟამად, თამუნა ნიკოლაიშვილი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში 5 კგ. კოკაინის შეძენა,


შენახვა, გასაღების ბრალდებით და მოთავსებულია ქ.ქუთაისის #14 საპყრობილეში. იგი
წარსულში ნასამართლევია ქ.ზესტაფონში ჩადენილი ქურდობის ფაქტის გამო. თამუნას
განცხადებით, 2020 წლის 11 ოქტომბერს, მის საკანში ახალი პატიმარი, ნათია ლაშხი
მოათავსეს. საპყრობილეში არსებული ყველა საკანი 2 ადგილიანია. როგორც თამუნამ
ჩემთან საუბარში განაცხადა, ნათიამ მას უთხრა, რომ თბილისის #5 სპყრობილედან, იქ
მომუშავე მცველ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობების დამყარების გამო გადმოიყვანეს.
თამუნა ასევე აცხადებს,რომ მას და ნათიას ჰქონდათ საუბარი იმის შესახებაც, თუ რატომ
ისხდნენ ციხეში, რა დროსაც ნათიამ უთხრა, რო ფული სჭირდებოდა და იცოდა, რომ მისი
ყოფილი შეყვარებული ჩვეულებრივ ბევრ ფულს ატარებდა თან. თამუნას თქმით ნათიამ
აღიარა, რომ ირაკლი ძარცვის დროს შემოაკვდა და ასევე დასძინა, რომ მას მხოლოდ სეიფის
გახსნა უნდოდა, რომელიც ირაკლის ყოველთვის თან დაჰქონდა და სადაც ნათიას აზრით
ბევრი ფული უნდა ყოფილიყო.

თამუნას თქმით, ნათიას თავი სხვებზე უკეთესად მიაჩნია, რის გამოც თამუნას და სხვა
პატიმრებს არაერთხელ მოსვლიათ კამათი ნათიასთან, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, თუ
ვინ სად უნდა დამჯდარიყო სასადილოში და სხვა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი დეტალი, რომელიც თამუნამ ჩემთან საუბრისას
ახსენა, მაგალითად - ირაკლის მანქანაში სეიფის არსებობა, საჯაროდ არსდროს ყოფილა
გაცხადებული და თამუნა ამას თავად ვერ მოიგონებდა.

თამუნას პროკურორთან გასაუბრების შემდეგ, მე თამუნას დავპირდი, რომ


სასამართლოში მიცემული ჩვენების სანაცვლოდ მას სასჯელს შეუმცირებდნენ.
ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო,

დეტექტივი: /ხელმოწერილია/ ლავრენტი კორძახია

2020 წლის 15 ოქტომბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

დავით ჭანტურიას ჩვენება


დუჩაწყების დრო: 11:30 დამთავრების დრო: 12:30

მე ვარ დავით ჭანტურია და ვცხოვრბ გორში, ვირონინი ქუჩა #15, ბინა #33. ვარ 71 წლის,
მყავს მეუღლე და ერთი შვილი. მოგახსენებთ, რომ ქ.თბილისის პოლიციის მთავარ
სამმართველოში მოვედი, ირაკლი ბერიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით
სასაუბროდ. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ გაზეთში ირაკლი ბერის შესახებ
სტატიის წაკითხვისთანავე, მივედი ქ.გორის ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში,
სადაც ვესაუბრე სერჟანტ გია კობახიძეს და ვუამბე ის ისტორია, რომელსაც ეხლა თქვენ
მოგიყვებით. რატომაც მოვედი დღეს თბილისის მთავარ სამმართველოში არის ის, რომ
გამაოცა იმ ფაქტმა, რომ სერჟანტ კობახიძესთან ჩემი სუბრის შემდეგ თქვენი ოფისიდან
არავინ დამკავშირებია. ეხლა კი შევიტყვე, რომ თბილისის პოლიციის მთავარი
სამმართველოს გამომძიებელმა, თურმე - დღემდე არაფერი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ.

მინდა გიამბოთ თუ რისი მოწმე გავხდი ამ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. 2020


წლის 21 სექტემბრის საღამოს, მდინარე მტკვარზე ვთევზაობდი. ამ ადგილას ხშირად
ვთევზაობ ხოლმე. იმ დღეს დღეს, თევზაობას დაახლოებით19:30 სთ-ზე მოვრჩი და უკვე
მოვდიოდი ჩემი კუთვნილი მანქანით სახლისკენ, როდესაც გზად დავინახე, რომ
რამოდენიმე მამაკაცი ხმამაღლა კამათობდა. იქვე, ახლოს იდგა ერთი ქალბატონიც.
მამკაცები ხმამაღლა კამათობდნენ, მაგრავ სმენა ისეთი კარგი აღარ მაქვს და რაზე
საუბრობდნენ გარკვევით არ მესმოდა. დავინახე ორი ა/მანქანაც, ერათი იყო - ოპელის
მარკის ჯიპი, ხოლო მეორე შავი, ტოიოტიას მარკის, ღია საბარგულიანი, ჯიპის ტიპის
ა/მანქანა. მე მანქანა არ შემიჩერებია და კვლავ სახლისაკენ გავაგრძელე გზა, რადგან იმ
მომენტში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მკვლელობა მოხდებოდა. სულ ეს არის რაც მე იმ
დღეს ვნახე და ჩავთვალე, რომ შესაძლებელია ეს ინფორმაცია გამოძიებისათვის
მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ვადასტურებ, რომ ჩვენება დაწერილია ჩემს მიერ და
შეესაბამება სიმართლეს. /ხელმოწერილია/ დავით ჭანტურია

დეტექტივ ლ.კორძახიას შენიშვნა: ბატონ დავით ჭანტურიას ვუჩვენე 6 სხვადასხვა


ქალბატონის ფოტოსურათი, რომელებიც აღმოჩენილი იყო სახელმწიფოს მიერ გაცემული
პირადობის მოწმობებიდან. აქედან, ერთ-ერთი ფოტო იყო ნათია ლაშხის, ხოლო
დანარჩენი კი მსგავსი გარეგნობის მქონე სხვა 5 ქალბატონისა. სურათების დათვალიერბის
შემდგომ, დავითმა განაცხადა, რომ ვინაიდან აღნიშნული შემთხვევიდან დიდი დრო
გავიდა, იგი შემთხვევის ადგილზე ნანახი ქალბატონის ამოცნობას ვერ შეძლებდა. მას
აგრთვე უჩვენე 6 მამაკაცის ფოტოსურათი, რომელთაგან ერთ-ერთი ეკუთვნოდა ლევან
მგალობლიშვილს. დავითმა განაცხადა, რომ მას უჭირს კონკრეტული პიროვნების
ამოცნობა, ვინაიდან არც ისე კარგად ახსოვს მდინარესთან ნანახი მამაკაცი. თუმცა,
საბოლოოდ აღნიშნა, რომ სურათი #3 ცოტათი წააგავდა მამაკაცს, რომელიც შენიშნა
მკვლელობის დღეს „ოპელი“-ს მარკის ა/მანქანასთან. #3 სურათი ვილს
ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო,

დეტექტივი: /ხელმოწერილია/ ლავრენტი კორძახია

გამომძიებლის მიერ გაკეთებული შენიშვნა წავიკითხე, სწორია და ვადასტურებ ხელმოწერით

2020 წლის 25 ოქტომბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

დეტექტივ - ლავრენტი კორძახიას

ცნობა წარსული ნასამართლეობის შესახე


თქვენი ა/წლის 18 ოქტომბრის, მოართვის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 1981 წლის 3
ნოემბერს დაბადებული ნათია ლაშხი, პირადი # 2345678932, ნასამართლევია ჯიბის
ქურდობის ფაქტზე 2007 წელს, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის I ნაწილით. ნათია ლაშხს
ზემოხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა,
რაც შეეცვალა 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

პატივისცემით,

შინაგან საქმეთა სამინისტრო,

არქივის უფროსი ინსპექტორი: /ხელმოწერილია/ დემეტრე გიგაური

2020 წლის 10 ნოემბერი

ბრალდებულ ნათია ლაშხის ადვოკატს

ადვოკატის თანაშემწე ლევან ტაბიძის ანგარიში

მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 ნოემბერს, მივედი ქ.თბილისის პოლიციის მთავარი


სამმართველოს ავტოსადგომზე, ნათია ლაშხის ინტერესების დამცველ ადვოკატთან
ერთად რთა მოგვეხდინა ირაკლი ბერიას კუთვნილი ოპელის მარკის ა/მანქანის
დათვალიერება. ეზოში მისულებს შემოგვიერთდნენ მოცემული საქმის ზედამხედველი
პროკურორი და ერთ-ერთი მისი გამომძიებელი. მანქანასთან მიახლოებისას შევამჩნიე,
რომ მძღოლის მხარეს ფანჯარა ნახევრად ღია იყო დარჩენილი და მანქანაში იდგა
რამოდენიმე სანტიმეტრის სიღრმის წყალი. აქვე ავღნიშნავ, რომ ქ.თბილისში ირაკლი
ბერიას მკვლელობის დღიდან, ანუ 2020 წლის 21 სექტემბრიდან მოყოლებული ამავე წლის
10 ნოემბრამდე ხშირად იწვიმა. როდესაც ა/მანქანაში ჩავიხედე, იქ კატა აღმოვაჩინე. აშკარა
იყო, რომ ის უკვე კარგა ხანია, რაც იქ ცხოვრობდა. როგორც ჩანს, კატა მანქანაში, ნახევრად
ღია ფანჯრიდან შედიოდა და გადიოდა.

აღნიშნულის შემდგომ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირების თანდასწრებით, მე


გავხსენი ა/მანქანის ე.წ. „ბარდაჩოკი“, რომელშიც აღმოვაჩინე ბანკის მიერ გაცემული
„მიღება-ჩაბარების“ ფურცელი, რომელიც ასახავდა, რომ მკვლელობის დღეს, დილის 10:30
სთ-ზე, ირაკლიმ, TBC ბანკიდან გამოიტანა 700 ლარის ოდენობის თანხა, რომელიც მას
საამშენებლო კომპანია „ABC”-მ ჩაურიცხა. „მიღება-ჩაბარების“ ფურცელს მე გადავუღე
სურათი, ხოლო დედანი გადავეცი პროკურორს და ვკითხე, რატომ იქნა ეს დოკუმენტი ამ
დრომდე დატოვებული მანქანაში, რაზეც მან მიპასუხა, რომ აღნიშნულის თაობაზე
არაფერი იცოდა და ყველაფერს მალე გაარკვევდა.
ადვოკატის თანაშემწე: /ხელმოწერილია/ ლევან ტაბიძის ანგარიში
2020 წლის 11 ნოემბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

დეტექტივ - ლავრენტი კორძახიას ანგარიში

მე, ლავრენტი კორძახია ვარ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივი.


უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ვარ პოლიციის ოფიცერი, აქედან ბოლო 6 წელია
ვმუშაობ მკვლელობის განყოფილებაში დეტექტივად. მე ვარ უფროსი დეტექტივი და
ვუძღვები 2020 წლის 21 სექტემბერს მომხდარი, ირაკლი ბერიას მკვლელობის საქმის
გამოძიებას.

2020 წლის 10 ნოემბერს, ირაკლი ბერიას კუთვნილ - „ოპელი“-ს მარკის ავტომობილში


ნაპოვნი იქნა „მიღება-ჩაბარების“ ფურცელი, რომლის თანახმადაც მკვლელობის დღეს
დილის 10:30 სთ-ზე, ირაკლი ბერიამ TBC ბანკიდან გამოიტანა 700 ლარის ოდენობის
ფულადი თანხა, რომელიც მას საამშენებლო კომპანია „ABC”-მ ჩაურიცხა.

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, მე მივედი TBC ბანკის ფილიალში, რომლის მიერაც იყო
გაცემული ხსენებული თანხა. აღნიშნული ბანკის ფილიალი მდებარეობს იმ
ავტოსადგომის მახლობლად, სადაც მოწმეთა ჩვენებების თანახმად ბრალდებული ნათია
ლაშხი ესაუბრებოდა ირაკლი ბერიას 2020 წლის 21 სექტემბერს. მე გავესსაუბრე ბანკის
ფილიალის, დაცვის უფროსს და ვთხოვე ეჩვენებინა 2020 წლის 21 სექტემბერს ბანკის
სათვალთვალო კამერების საშუალებით გადაღებული ფირები, რათა მენახა ვინმესთან
ერთად იმყოფებოდა ირაკლი ბერია მკვლელობის დღეს, თუ იგი მარტო იყო მისული.
პასუხად დაცვის უფროსმა განმიმარტა, რომ ბანკის განაწესის თანახმად, ჩანაწერებს
მხოლოდ 6 კვირის განმავლობაში ინახავდნენ და მოთხოვნილი ჩანაწერი უკვე
განადგურებული იყო.

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

დეტექტივი: /ხელმოწერილია/ ლავრენტი კორძახია

2020 წლის 13 ნოემბერი

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო

დეტექტივ - ლავრენტი კორძახიას ანგარიში


მე, ლავრენტი კორძახია ვარ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივი.
უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ვმუშაობდი პოლიციის ოფიცერის თანამდებობაზე,
აქედან ბოლო 6 წელი მკვლელობის განყოფილებაში დეტექტივად. მე ვარ უფროსი
დეტექტივი და ვუძღვები 2020 წლის 21 სექტემბერს, ირაკლი ბერიას მკვლელობის საქმის
გამოძიებას.

13 ნოემბერს, დილის 10:30 სთ-ზე, მივედი ლადო კაკაურიძესთან ბინაში, რომელიც


მდებარეობს თბილისში, ნ.რამიშვილის ქუჩა #18-ში და ვკითხე მოაწყო თუ არა მან, 2020
წლის სექტემბერში, რაიმე კერძო წვეულება, რომელზეც ნათია ლაშხმა იცეკვა სტრიპტიზი.

ლადო კაკაურიძემ განაცხადა, რომ მას არასოდეს მოუწყია ისეთი კერძო წვეულება, სადაც
სტრიპტიზის მოცეკვავეები ეყოლებოდა და ასევე დასძინა, რომ ნათია წელიწადზე მეტი
ხნის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი.

ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო,

დეტექტივი: /ხელმოწერილია/ ლავრენტი კორძახია

You might also like