You are on page 1of 5

რედაქტირება:

მე-19 საუკუნის I-ლი ნახევარი საქართველოში მკაცრი


რუსული მმართველობის ხანა იყო. ქვეყანაში თითქმის
ჩაკვდა კულტურული ცხოვრება. სკოლებში ცარიზმის
მიერ აიკრძალა ქართული ენა. არ გამოდიოდა
ქართული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. საქვეყნო
საქმე არც ქართველობას ადარდდებდა. უპირველეს
ყოვლისა, მათ საკუთარი სურვილების ასრულებას
მიჰყვეს ხელი. აღარ იყო „ჩვენ“, იყო მხოლოდ „მე“.
როგორც ალექსანდრე ყაზბეგი წერდა, ქართველი
კაცის ღირსება რუსი ჩინოვნიკის ჩექმით ითვლებოდა.
მე-19 საუკუნის 60-იან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე
გამოვიდა „თერგდალეულთა“ თაობა. ამ სახელით იმ
ადამიანებს მოიხსენიებდნენ , რომლებმაც სათავე
დაუდეს ეროვნულ მოძრაობას. საქართველოს
ცხოვრება თანდათან იცვლებოდა. თბილისი, როგორც
კავკასიის მთავარი ქალაქი, ყოველდღიურად
იზრდებოდა. ილიამ მიზნად დაისახა, ეროვნული
ღირსება აემაღლებინა, დავრდომილი აღედგინა,
მუშაკისთვის შრომა გაეადვილებინა. მტირალისთვის
ცრემლი მოეწმინდა და ის ნაპერწკალი, რომელიც არ
შეიძლება თითოეულ კაცში არ ჟოლავდეს, ერთ დიდ
ცეცხლად ექცია ქვეყნის გულის გასათბობად. ილია
იბრძოდა მეფის რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც
მცდელობა ჰქონდა, ქართველი მიწასთან
გაესწორებინა.
გააზრება:
1-ბ
2-ბ
3-გ
4-ა
5-გ
6-არ აინტერესებთ ქვეყნის ბედი და არ აქცევენ დიდ
ყურადღებას
7-მატთვის მთავარი პირადი კეთილდღეობაა
8-მას გააზრებული აქვს თავისი მოვალეობა
9-რომ ვერავინ ხვდება მის თავგანწირვას.
ქვეყანაზე ერთგულები ფიქრობენ,
საზოგადოება მხოლოდ საკუთარ
კეთილდღეობაზე ზრუნავს
„წესია: მამულისადა მოკვდით და დაიხარჯენით“,-
ამბობს ვაჟა-ფშაველას პერსონაჟი მოხუცი ბერდია.
სამწუხაროდ, ჩვენი გული ყოველთვის სამშობლოს
სამსახურისკენ არ არის მიმართული, რადგან
საკუთარი კეთილდღეობა უფრო გვადარდებს ხოლმე,
ვიდრე ქვეყნის ბედი.
სწორედ ამ რეალობას აღწერს გივი გეგეჭკორი
მოცემულ ლექსში. მთავარი პერსონაჟი ყველასგან
განსხვავებულია, რადგან „ხალხს და ქვეყანას ეწირება
მხოლოდ თევდორე. ხალხმა არ იცის, საქართველო
რომ იღუპება.“ მხოლოდ ეს უკანასკნელი აანალიზებს,
რომ „განსაცდელი კარს მოსდგომიათ“, საზოგადოება
კი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობს.
ხალხი ვერ იაზრებს, რომ „უმწეოა ტივზე მეტივე, რომ
საყდარია მიტოვებული“ და სამშობლოს ახლა
ყველაზე მეტად სჭირდება მათი თანადგომა, რადგან
მხოლოდ თევდორს თავდადება ზღვაში წვეთია:
„ხალხს და ქვეყანას ეწირება მხოლოდ თევდორე და
თავგანწირულს ჯერ სამშობლო ვერ დაუხსნია.“
ლექსში ნათლად არის აღწერილი დაბრმავებული
ადამიანების სახე. ისინი ვერ ხვდებიან, „რომ მტერი
უკვე ოჯახში უზით“, რომ თავზე ენგრევათ ქვეყანა და
„სოფლის თავზე ჭვარტლიანი ტრიალებს სვავი“,
ვერიაზრებენ, რომ „ქეყანას უმზერს მზე სისხლიანი“ და
რომ „სისხლით ღებეს თრიალეთი და დაწვეს
მანგლისი“. ასეთ გამოუვალ მდგომარეობაშიც კი მათი
ამოსავალი წერტილი არა სამშობლოს ერთგულება და
მის სამსახურში ყოფნა, არამედ პირადი
კეთილდღეობაა: „ცხირეთში მშვიდად ისვენებს მეფე.
მშვიდად არიან ფეოდალები.“ უბრალო მოსახლეობაც
კი უმოქმედოა, ნაცვლად ქვეყნის დაცვისა, „ძღვენით
მისდგომია მეფის პალატებს.“
ხშირად გვავიწყდება, რომ მხოლოდ აწმყოზე ფიქრი
კარგს არაფერს მოგვიტანს, რადგან დროებითია
ყოველგვარი „ძალაუფლებით თრობა“, როცა ვერ
ხვდები, რომ სამშობლოს გართმევენ. როგორც პოეტი
ამბობს მოცემლ ლექსში: „რომ იღუპება საქართველო.
ფიქრად არა აქვს ქვეყნად არავის“ და მხოლოდ ერთი
გმირი, თევდორე, „ყველას მსხვერპლად ეწირება“.
მოცემულმა ლექსმა გამახსენა ვაჟა-ფშაველას ლექსი
„ხევსური ბერდია“, რომლის ლირიკული გმირიც
მოხუცი კაცია, რომელსაც აღარც თვალი უჭრის და
აღარც მარჯვენა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად
მისთვის პრიორიტეტი ქვეყნის ერთგულება და მისი
დაცვაა და არა პირადი კეთილდღეობა. ბერდია
ყველას გამოფხიზლებისა და მოქმედებისკენ
მოუწოდებდა, რადგან მიიჩნევდა, რომ უმოქმედობა
ქვეყნისთვის სირცხვილის ტოლფასი იყო.
ასევე მინდა გავიხსენო საქართველოს პირველი
პრეზიდენტი, ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული და
მისთვის გულანთებული ზვიად გამსახურდია. ეს
უკანასკნელი სამშობლოზე იმდენად ზრუნავდა, რომ
თავისთვის ხელფასიც კი არ ჰქონდა დანიშნული და
მთელ ფულსა და ენერგიას საქართველოს ახმარდა.
დღევანდელ რეალობაში ეს პრობლემა კვლავ
აქტუალურია. სამწუხაროდ, ხშირად სამშობლოს
ერთგულები საგვარეულო შეკრებებზე ვართ ხოლმე,
მაშინ, როცა ხელში სასმელი გვიჭირავს და თამარის
ოქროს ხანას ვიხსენებთ.
მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი
ოკუპირებულია, როცა მტერი კარს მოგვდგომია,
უამრავ ადამიანს ღია ცის ქვეშ უწევს ცხოვრება და
ხალხი შიმშილით იღუპება, სულ რამდენიმე ადამიანი
გამოთქვამს პროტესტს და დანარჩენებს თვალი
გამდიდრებასა და პირადი კეთილდღეობისაკენ
უჭირავთ. ამას მოწმობს ის სახლები თუ სასახლეებიც,
რომლებსაც ყოველი ადამიანი იშენებს, როგორც კი
ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ჩაუვარდებათ,
ნაცვლად იმისა, რომ სამშობლოზე იზრუნონ.
დასკვნის სახით კი მინდა ვთქვა, რომ „ცუდია როცა
ქვეყანას პატრონია არა ჰყავს“ (უსათაურო) და
საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ საკუთარ
კეთილდღეობაზე ზრუნავს.

You might also like