You are on page 1of 35

პირველი ლექცია

სოციოლოგია- ადამიანის შესწავლის ერთ-ერთი საშუალებაა.


სოციოლოგია შეიძლება განისაზღვროს, როგორც საზოგადოებისა და
სოციალური უირთიერთობების მეცნიერული შესწავლა.

სოციალური მიდგომები
- განსხვავებული ფაქტების ასახსნელად და შესასწავლად სოციოლოგია ხუთ ძირითად
მიდგომას იყენებს.

1)დემოგრაფიული- დემოგრაფია _ მოსახლეობის, განსაკუთრებით შობადობის,


სიკვდილიანობის, მიგრაციის და ადამიანების ამასთან დაკავშირებული საქმიანობის
შესწავლაა.

2) ფსიქოლოგიური- შეისწავლება მოტივები, აზრები, ჩვევები, სოციალური განწყობა,


ადამიანის შეხედულება საკუთარ თავზე. სოციუმი რა გავლენას ახდენს ჩემზე.

3)კოლექტივისტური- შეისწავლის ჯგუფებს და მათ ურთიერთობებს, ჯგუფში


მიმდინარე პროცესებს

4)ურთიერთმიმართებითი- როლურ დონეზე შესწავლა ადამიანების

5)კულტურულოგიური- ნორმების , ღირებულებების ,მრწამსის გაზიარება


საზოგადოების უმრავლესობისთვის
მიკროსოციოლოგია - ადამიანის ქცევა ყოველდღიურ ცხოვრებაში

მიკროსოციოლოგიური თეორიები

1) წახალისება-დასჯის პრინციპების თეორია ( გაცვლითი თეორია)- ადამიანები მზად არიან


გაიმეორონ ქმედებების ის მოდელები, რომელთა გამო ისინი უახლოეს წარსულში ამა თუ იმ
ფორმით იქნენ დაჯილდოებულნი (ქება, აღფრთოვანება, სიყვარული, ფული და ა.შ.).

2) ეთნომეთოდოლოგიური თეორია-რწმენაზე დაფუძნებულ წესებს სწავლობს( ის რაც


სტრიქონებს შორის იკითხება)

3) დრამატურგიული თეორია- ადამიანები ირგებენ როლებს ცხოვრებაში რათა მოახდინონ


შთაბეჭდილება და გავლენა სხვა ადამიანებზე. გოფმანი

4)სიმბოლური ინტერაქციონიზმის თეორია- ადამიანები სიმბოლოებსა და მნიშვნელობებზე


რეაგირებენ. ( ყველაზე დიდი სიმბოლო სიტყვაა)

მაკროსოციოლოგია -ფართო ინსტიტუტებს, სტრუქტურებს,ქცევის მოდელებს

მაკროსოციოლოგიური თეორიები

1)ფუნქციონალიზმი- სოციალური ინსტიტუტები ჰარმონიულად თანაარსებობენ

2)კონფლიკტის თეორია-ადამიანებს შორის მუდმივი დაძაბაულობა და კონფლიქტია

სოციოლოგები რომლებიც სხვადასხვა კონფლიკტის მიზეზებს ასახელებენ

1)მარქსი- მუდმივ დაპირისპირებას ადამიანებს შორის იწვევს ეკონომიკური


ფაქტორი

2)დარენდორფი-კონფლიქტის მთავარი მიზეზი ის ფაქტია, რომ ადამიანებს აქვთ


ძალაუფლება მეორე ადამიანზე. ძირითადი კონფლიქტები ხდება იმათ შორის ვისაც
აქვს ეს ძალაუფლება და ვისაც ის არა აქვს. ( ძალაუფლება, ბატონობის ფაქტორი)
მესამე ლექცია -კულტურა

კულტურა-ნორმების,ღირებულებების, მრწამსის ერთობლიობა საზოგადოების


უმრავლესობის მიერ გაზიარებული.

სუბკულტურა- ქვე ჯგუფი კულტურაში განსხვავებული ნორმებით და


ღირებულებებით. ის არ ეწინააღმდეგება გაბატონებული კულტურის მნიშვნელოვან
ღირებულებებს.

კონტრკულტურა- ქვე ჯგუფი რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გაბატონებული


კულტურის მნიშვნელოვან ღირებულებებთან .(ჰიპები)

ეთნოცენტრიზმი-საკუთარი კულტურის აღმატებული პოზიციიდან, სხვისი


კულტურის დაკნინება. ( ქსენოფობია- ყველაფერი ახალის შიში)

კულტურული რელატივიზმი- სხვის კულტურას განიხილავ მისავე კულტურულ


კონტექსტში .

ხელს უწყობს კულტურებს შორის განსხვავებასა და მსგავსების პოვნას.

კულტურის უნივერსალიები- ყველა კულტურისთვის დამახასიათებელი საერთო


ნიშნები. (ცეკვა ,სიმღერა ,ფოლკლორი)
კულტურის შემადგენელი ელემენტები

1)ცნებები (კონცეპტები)- ენაში გვხვდება „ჟიზნ“-ცხოვრება/სიცოცხლე

2)მიმართებები ცნებებს შორის -გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის სამყაროზე

3)ღირებულებები- ინდივიდუალიზმი ( ფასეულობები)

4)ნორმები (წესები)- ემყარება ღირებულებებს

კულტურული კონფლიქტის სახეები

1)ანომია- უნორმობა, არც ძველი ფასობს , არც ახალია დამკვიდრებული

2)კულტურული შეყოვნება- მატერიალური უსწრებს სულიერს

3)უცხო გავლენა- კოლონიურ სახელმწიფოებს ახასიათებს

მაღალი კულტურა- ის რაც დამახასიათებელი იყო ელიტისთვის

სახალხო კულტურა -დაბალი ფენა გლეხი ფოლკლორი

მასობრივი კულტურა -ზღვარი წაშალა მაღალ და დაბალ კულტურას შორის

იდეოლოგია- ღირებულებათა და ფაქტთა სისტემა, რომელსაც იზიარებს


გაბატონებული კლასი.
მეოთხე ლექცია -სოციალური სტრუქტურა

სტატუსი- მდგომარეობა,რომელიც ინდივიდს უკავია სოციუმში, რომელიც


დაკავშირებულია უფლებებთან და მოვალეობებთან.

1) მიწერილი- თანდაყოლილი , დაბადებიდანვე, კანის ფერი ,ეროვნება

2) მიღწეული- პედაგოგი , ექიმი, ცოლი, ქმარი

როლი- მოსალოდნელი ქცევა სტატუსიდან გამომდინარე, მოქმედებაში


მოყვანილი სტატუსი

როლების კლასიფიკაცია პარსონსი

1)ემოციურობა-ზოგიერთისგან მოსალოდნელია ემოციის შეკავება, ზოგისგან


მოზღვავება

2)მიღების წესი-რომელი სტატუსიდან გამომდინარე ვთამაშობთ


როლებს( მიწერილიდან, მიღწეულიდან, ასაკობრივი სტატუსიდან)

3)მაშტაბი- რამდენად შეზღუდულია ადამიანთა ურთიერთობა როლურ დონეზე

4)ფორმალიზაცია- ადამიანთა ფორმალიზებული ურთიერთობა როლურ დონეზე

5)მოტივაცია- ყველა რაღაც მოტივაციის გამო ვასრულებთ როლებს


როლური კონფლიქტი- ერთი როლის შესრულება ხელს უშლის მეორე
როლის შესრულებას . მაგ: იყო კარგი დედა+ კარგი ლექტორი რთულია

სოციალური ინსტიტუტი- სტატუსებისა და როლების ერთობლიობა


ერთმანეთის დასაკმაყოფილებლად. რელიგიური, პოლიტიკური
გაერთიანება,პარლამენტი

საზოგადოება- ინსტიტუტების ერთობლიობა

მარში -საზოგადოების ნიშნები


1)პოლიტიკური დამოუკიდებლობა

2)მუდმივი ტერიტორია

3)განვითარებული კულტურა

4)შევსება შობადობით

ძმები ლენსკები- საზოგადოების კლასიფიცირებას ისინი გვთავაზობენ


საარსებო საშუალებების მოპოვების კუთხით.

1)ნადირობა შემგროვებლობა

2) მებაღეობა/მებოსტნეობა

3)აგრარული საზოგადოება - ყველაზე დაჩაგრული საზოგადოება

4)ინდუსტრიული/სანრეწველო საზოგადოება
ტიონისის კლასიფიკაცია

1)გემაინშაფტი- თემური ტიპის საზოგადოება, პირადი


ურთიერთობები,რელიგიური ინსტიტუტები,ტრადიციაზე
ორიენტირებულია ,პირველადი ჯგუფები გვხვდება,ვიწრო სპეციალიზაციები
ახასიათებს, შეზღუდული სპეციალობები.

2)გეზელშაფტი- საზოგადოების წყობილება, ახასიათებს-ადამიანთა შორის


ფორმალური ურთიერთობები, ორიენტირებულია საერო
ღირებულებებზე,სამართალზე, ფართო სპეციალიზაციები, მეორადი ჯგუფები
მეხუთე ლექცია -სოციალიზაცია

სოციალიზაცია- პიროვნების ფორმირების პროცესი

რესოციალიზაცია-გადაფასება, ახალის ათვიების პროცესი

ჩ .კული „სარკისებური მეს თეორია“

1) როგორ აღგვიქვამენ ჩვენ სხვები

2) როგორ რეაგირებენ იმაზე რასაც ხედავენ

3) როგორ ვპასუხობთ ჩვენ მათ მიერ აღქმულზე

მიდი -პიროვნების ფორმირების პროცესი

1) იმიტაცია -გაუცნობიერებლად დედისგან იმეორებს

2)თამაშების იმიტაცია -გააზრებულად თამაშობს

3)კოლექტიური თამაშების იმიტაცია -ჯგუფის მოლოდინების გაცნობიერება

ფროიდი -
1)იდი -ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება

2)ეგო- მიმართულებას აძლევს იდის

3)სუპერეგო - იდიალიზირებული მშობელი, ზნეობრივი და მორალური პრინციპები


პიაჟე- კოგნიტური განვითარების თეორია

1) სენსო მოტორული ეტაპი - მეხსიერებაში ინახავს ობიექტებს 0-2 წელი

+2) პრეოპერაციონალური- მიჯნავს სიმბოლოებს და საგნებს 2-7 წელი

+3) კონკრეტულ ოპერაციათა სტადია - აზროვნებით აკეთებს ,ადრე ხელით


7-11წელი

4)ფორმალურ ოპერაციათა სტადია- ფიქრობს მომავალზე 12-15 წელი

ერიქსონი -სოციალიზაციის თეორია

1) ნდობა-უნდობლობის ეტაპი 0-1 წელი

2) ავტონომიურობა,სირცხვილი,ეჭვიანობა 1-2 წელი

3) ინიციატივა-ბრალეულობის განცდა 3-5 წელი

4) შრომისმოყვარეობა-არასრულფასოვნება - პირველად ხდება ჯგუფთან შეხება


(სკოლა)

5)ინდივიდუალურობა-როლური დიფუზია

6) ინტიმურობა-მარტოობა

7) შემოქმედებითი აქტიურობა -უძრაობა მშობლის როლის მორგება

8)სიმშვიდე-სასოწარკვეთილება

სოციალიზაციის აგენტები -პიროვნებები,ჯგუფები,ორგანიზაციები


სადაც ხდება ამ პიროვნების ფორმირების პროცესი

ყველაზე დიდი სოციალიზაციის აგენტია ოჯახი


მეექვსე ლექცია - ჯგუფები

მერტონი -ჯგუფისთვის დამახასიათებელი ნიშნები

1) წევრობა

2) ურთიერთობა ერთმანეთს შორის

3)ინდივიდუალურობა/იდენტურობა

პირველადი ჯგუფები -ემოციურად დაკავშირებული ადამიანები

მეორადი ჯგუფები- ფორმალური როლები მკაცრადაა გადანაწილებული

ექსპრესიული ჯგუფი- მათთვის მთავარია სოციალურად მისაღებნი იყვნენ

ინსტრუმენტალური ჯგუფი- შრომის გადანაწილება და ეფექტური შედეგის


მიღება.

ყველაზე წარმატებული-ბორბლის მეთოდი

ინსტრუმენტალური ლიდერი- მაამლიდერი

ექსპრესიული ლიდერი- დედალიდერი


სოლომონ ეშის აზრით ჯგუფში გაერთიანება ადამიანს კომფორმიზმისკენ
უბიძგებს

ჯორჯ მიჩელის ექსპერიმენტი - 6 კაციდან 1 უნდა გადაეგდოთ ნავიდან,


ჯგუფიდან გარიცხულებს ღირსება შეელახათ და ასევე თვითშეფასებაც.

შახტერის აზრით ჯგუფში გაერთიანება ადამიანს ემოციებს უსუსტებს.

ზიმბარდოს აზრით ჯგუფში აგერთიანება ადამიანს არა ყველა არამედ ზოგიერთ


უარყოფით ემოციებს უსუსტებს.

სმეზლერი

1) როგორ იქცევა ადამიანი სტიქიური უბედურების დროს


2) პირველადი ჯგუფის შექმნით სამსახურში შრომისმოყვარეობა იზრდება
3) ჩინეთის მაგალითი
მეშვიდე ლექცია- ორგანიზაციები

ქარიზმატული ჯგუფები- არსებობენ რაიმე მიზნის მისაღწევად, მაგრამ


სტრუქტურით პირველადი ჯგუფების მსგავსია. ასეთია ქარიზმატული ჯგუფები. მათ
ხელმძღვანელობს მომხიბლველი და დიდი მიზიდულობის მქონე, ანუ ქარიზმატული
ლიდერი. ჯგუფის წევრები აღმერთებენ ლიდერს და მზად არიან ემსახურონ მას უსიტყვოდ.
ტიპიური ქარიზმატული ჯგუფია - ქრისტე და მისი მიმდევრები.

ქარიზმატული ჯგუფების არსებითი თვისებაა მათი ორგანიზაციული სტრუქტურის


არამდგრადობა და სრული დამოკიდებულება ლიდერისადმი . რამდენადაც ქარიზმატულ
ჯგუფებს აკლიათ მდგრადობა, ისინი ჩვეულებრივ არსებობენ მანამ, სანამ მათი ლიდერი
ინარჩუნებს მიმზიდველობას

ქარიზმის რუტინიზაცია -ქარიზმატული ჯგუფების ფორმალურ ორგანიზაციებად


გარდაქმნის პროცესი. ეს ტერმინი ვებერმა შემოიღო ორგანიზაციის სტრუქტურის
განვითარების აღსანიშნავად, რომელიც სამი ეტაპისაგან შედგება:

1)კრისტალიზაცია- ,,კრისტალიზების” სტადიაზე ყოველმა ჯგუფმა გაითავისა


საზოგადოების მოთხოვნილებები და ღებულობდა ზომებს მათი დაკმაყოფილების მიზნით.

2)აღიარება- ლიდერები ეკონტაქტებიან სხვა ორგანიზაციებს, განიხილავენ თავიანთ


მიზნებს და ერთობლივი ძალისხმევის შესაძლებლობებს; ასეთნაირად ისინი იქნენ
აღიარებულნი სხვების მიერ.

3)ინსტიტუციონალიზაცია- საქმიანობა ხორციელდება ზოგადად მიღებული


წესებით. ამ დროისათვის ყალიბდება სხვა ჯგუფების წევრებსა და სხვა ორგანიზაციებთან
ურთიერთობების მდგრადი ფორმები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესის შედეგად ყოველი
ჯგუფი უფრო მოწესრიგებული ხდება.

ნებაყოფლობითი ორგანიზაციები- არასამთავრობო ორგანიზაციები

1)გაწევრიანება არის ნებაყოფლობითი,წამოსვლაც ნებაყოფლობითია

2)იქმნება კერძო და არა სახელმწიფო ინტერესების საფუძველზე

3)მას არ უნდა ქონდეს კავშირები სახელმწიფო და ფედერალურ ორგანოებთან


სმეზლერი ამბობს რომ ამერიკული მოსახლეობის 70% მეტი ასეთ ორგანიზაციებში არის
გაწევრიანებული.

ტოტალური ტიპის ორგანიზაციები -ნებაყოფლობითის საპირისპირო

ეს ორგანიზაციები იქმნება ადაიანთა კეთილდღეობისთვის და სახელმწიფოს და რელიგიის


ინტერესების შესაბამისად.

გოფმანმა (დრამატურგიული თეორიის ავტორი) შემოიტანა ეს ტერმინი და გამოყო


ტოტალური ორგანიზაციის ტიპები

1)საავადმყოფოები და სანატორიუმები

2)მონასტრები

3)ციხეები და საპყრობილეები

4)სამხედრო დაწესებულებები

ასეთი ორგანიზაციები ყველნაირად ცდილობენ ჩაახშონ ამ ორგანიზაციის წევრების პირადი


და სოციალური ცხოვრება. წევრებს არ აქვთ კავშირი თავიანთ ოჯახდან და ფაქტობრივად
გამომწყვდეულები არიან ერთად და მათი ცხოვრება იცვლება სრულიად. ასეთი
შეზღუდვები აყალიბების სუსტ ჯგუფს რომელზეც ბატონობა ბევრად მარტივია. ჯგუფის
წევრებს აქვთ საერთო ცხოვრება, ისინი იზიარებენ რიტუალებს და ცხოვრების წესებს.

ბიუროკრატია- (ვებერი)

ბიუროკრატია არის იგივე ინდუსტრიული ორგანიზაციები სადაც ბევრად მკაცრი


წესებია. ვებერმა გამოყო ბიუორკრატიის იდეალური ტიპის 7 ძირითადი
მახასიათებელი.

1)შრომის დანაწილება

2)დაქვემდებარების ნუსხა ( ვერტიკალური დაქვემდებარება)

3)კანცელარია

4)საშტატო თანამშრომლები -მუდმივი თანამშრომლები


5)გადამზადების პროცედურა

6)წესები- ჰოულდნერი-- 1)კომუნიკაცია და კომუნიკაბელურობა, 2)დისტანციური


მართვა 3) წესებიდან გადახვევა 4) დასჯის სამართლიანობა

7)ლოიალობა

რატომ ბიუროკრატია? სიტყვა ,,ბიუროკრატია” ჩვეულებრივ გამოიყენება ნეგატიური


აზრით. ის ასოცირდება ჩინოვნიკებთან, ათასობით ზედმეტ ბლანკებს. მაგრამ არსებობს
ბიუროკრატიული ორგანიზაციის სხვა, უფრო პოზიტიური ასპექტები, რომელთა წყალობით
ბიუროკრატია ასრულებს ასეთ მნიშვნელოვან როლს თანამედროვე
საზოგადოებაში.ვებერი დაასკვნის, რომ ბიუროკრატიის გავრცელება განაპირობა იმან,
რომ ,,ორგანიზაციის ნებისმიერ სხვა ფორმასთან შედარებით ის ყოველთვის
გამოირჩეოდა ტექნიკური უპირატესობებით”.ვებერის კონცეფციაზე, რომელსაც მიაჩნია,
რომ ბიუროკრატია არის ორგანიზაციის საუკეთესო ფორმა, რაც შეიძლება წარმატებით
განხორციელდეს გარკვეული წესების საფუძველზე ან, როგორც ვებერი
ამბობს ,,ადამიანის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე”.განსაზღვრავს რა ზუსტად
ყოველი მუშაკის შრომის მოცულობას, ბიუროკრატია ანადგურებს ყოველგვარ
გაურკვევლობებს.

ბიუროკრატიაში აუცილებელია ძალაუფლების განხსორციელება. ცოდნა ძალაუფლების


ტოლფასია.

კონფლიქტსა და აურზაურს ადგილი აქვს არა მხოლოდ სამრეწველო დაწესებულებებში .


მათ ადგილი აქვთ საზოგადოებაში და ყველა დონეზე. წესების შექმნა მათი გადაჭრის
აღიარებული საშუალებაა.

ირაციონალური კონფლიკტები- პიროვნული მიზეზის გამო ხდება

რაციონალური კონფლიქტი-პრობლემა მოდის ორგანიზაციიდან, სტუქტურიდან

1)კონკურენტული ჯგუფები არიან დაპირისპირებულნი

2)არაპირდაპირ კონკურენტულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება

3) წახალისებასთან დაკავშირებული კონფლიქტი იერარქიის შიგნით.

პრობლემის მოგვარების გზა


1)კოოფტაცია-ერთი მხარე (ძლიერი) მეორეს რთავს გადაწყვეტილების მიღებაში
მოსყიდვის გზით

2) ორგანიზაციისსტრუქტურის ცვლილება. ეს არის კონფლიქტის დარეგულირების


ყველაზე რადიკალურიმეთოდი. სტრუქტურის ცვლილებას თან სდევს ძველი
განყოფილებების ლიკვიდაცია დაახლების შექმნა, განყოფილებებს შორის
ურთიერთობების გადახედვა და თანამშრომლებისხელახალი გადანაწილება.

მილგრემის ექსპერიმენტი- დეპერსონალიზაცია- პიროვნული ნიშანთვისებების


ქრობა( ცდის პირები სხვა ცდის პირებს აყენებდნენ ტკვილს (სიმულაციის გზით)

ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობს დეპერსონალიზაციას

ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისტანცია

უნიფორმა-სამხედრო როლი

პასუხისმგებლობის დიფუზია

ზიმბარდოს ექსპერიმენტი-ლუციფერის ეფექტი

მერვე ლექცია -დევიაცია

დევიაცია- დანაშაულის სოციოლოგია შეისწავლის


დევიაციური ქმედება- მიღებულ,დაშვებულ,ინსტიტუციონალურ ნორმათაგან
გადახრა

პირველადი დევიაცია- ფაქტი მომხდარია, საზოგადოებამ არიცის

მეორადი დევიაცია -საზოგადოებამ იცის, გარკვეულ დამოკიდებულებას ავლენს

დევიაციას შეფარდებითი ხასიათი აქვს

ნორმების ბუნდოვანობა ხელს უშლის დევიაციის ზუსტ განმარტებას

დევიაციურ ქმედებაში გამოიყოფა 3 კომპონენტი

1)ინდივიდი- ჩადის დევიაციურ მედებას

2)მოლოდინი- დევიაციური ქმედების შეფასების კრიტერიუმი

3) სხვა ადამიანები რომლებიც რეაგირებენ დევიანტის ქცევაზე

1)დევიაციის ბიოლოგიური ახსნა- დევიაციის მიზეზებს ფიზიოლოგიურ


მახასიათებლებში ვეძებ

ჩეზარი ლომბროზო- თავის ქალის აგებულებასა და დევიაციას შორის დაინახა


კავშირი

უილიამ შელდონი- ტანის აგებულებასა და დევიაციას შორის დაინახა კავშირი

3 ტიპის ადამიანი შემოგვთავაზა

1)ენდომორფი- მომრგვალებური ფორმით, ზომიერი


აღნაგობით,კომუნიკაბელურები
2)ექტომორფი- სუსტი აღნაგობის, ანალიტიკური აზროვნება, ნევროზულები

3)მეზომორფი- მკვრივი ადამიანები, შფოთვისკენ მიდრეკილები, დევიანტები

2)დევიაციის ფსიქოლოგიური ახსნა

დევიაციის მიზეზს ვეძებ ფსიქიკაში

ფროიდი- დამნაშავე ბრალის შეგრძნებით- მიდრეკილნი არიან დევიაციური


ქმედებებისკენ, სურთ დაჭერილი და დაპატიმრებულები იყვნენ რათა შეუმცირდეთ
დევიაციისკენ მიდრეკილება

სექსუალური დევიაციები- ეგზიბიციონისტები --1 კორპუსის ეზოში რო კაცი


ტრუსიკის ამარა დარბოდა,ეშინოდა კასტრაციის

3) დევიაციის სოციოლოგიური ახსნა

დურკემი -ანომიის თეორია -უნორმობა

როდესაც საზოგადოებაში ხდება რყევები, წესრიგი ირღვევა და


დეზორიენტირებული ხდება, ჩადის დევიაციურ ქმედებას- თვითმკვლელობას

მერტონი -ანომიის თეორია-( საზოგადოებაში გაბატონებული მიზნები როგორ


თანაფარდობაში მოდიან ინსტიტუციონალურ საშუალებეთან )

1)კონფორმისტი- ადამიანი არ მოდის წინააღმდეგობაში


საზოგადოებასთან

2)ინოვაციის შემთხვევაში გაზიარებულია მიზანი,უარყოფილია


დაშვებული საშუალებები

3)რიტუალიზმის დროს იკარგება მიზანი , რჩება გზები .


4)რეტრეტისტი- ადამიანი, რომელიც არ იზიარებს არც მიზნებს არც საშუალებებს,
ამორთულია საზოგადოებიდან- ლოთი, ნარკომანი

5)მეამბოხე- ბრძოლას უცხადებს არსებულ საზოგადოების სტრუქტურას და


დააფუძნოს ახალი მიზნები და საშუალებები. უარყოფს არსებულს მაგრამ იბრძვის
ახლი მიზნებისა და საშუალებების დასამკვიდრებლად.

არადევიანტურია კომფორმისტი

სტიგმატიზაციის თეორია- იარლიყის მიკერება

როზენჰემი- ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მივიდნენ, მოიტყუენ და


ჩარჩნენ

სოციალური კონტროლის ფორმები

ფორმალური და არაფორმალური

ფორმალურ კონტროლს ახორციელებს- სახელმწიფო, პოლიცია,


ფსიქიატრიული, სასამართლო

პარსონსისეული თეორია (ფორმალური)

1)იზოლაცია

2)განცალკევება
3)რეაბილიტაცია

არაფორმალურ კონტროლს ახორციელებს - ჩვენ, საზოგადოება, ოჯახის


წევრები.

კროზბის კლასიფიცირება (არაფორმალური)

1)დასჯა

2)წახალისება

3)დარწმუნება

4)ნორმათა გადაფასება

მეცხრე ლექცია- უთანასწორობა


უთანასწორობა- დაკავშირებულია პირობებთან,როდესაც ადამიანებს
არათანაბრად მიუწვდებათ ხელი რაღაც სიკეთეებზე( პრესტიჟი ,
ძალაუფლება,ქონება)

განუვითარებელ ქვეყნებში ძირითადად არ გვხდება

აგრალურ საზოგადოებაში გვხვდება ძირითადად უთანასწორობა

სტრატიფიკაცია - უთანასწორობა ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა,ამ დროს


ყალიბდება განსხვავებული ფენები

კლასი- ჯგუფებთანაა დაკავშირებული, მათ განსხვავებული ხელმისაწვდომობა


აქვთ გარკვეულ სიკეთეებთან( პრესტიჟი, ძალაუფლება, ქონება)

ფუნქციონალისტები

დიურკემის თეორია -„ საუკეთესოთა წახალისება“

1)სხვადასხვა საზოგადოებაში საქმიანობის სხვადასხვა ტიპია


მნიშვნელოვანი.მაგ: პურიტანებსი რელიგუირი ცხოვრება უფრო
მნიშვნელოვანია ვიდრე დანარჩენი სხვა ,მაგრამ თუმცა სხვა
საზოგადოებებსი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მატერიალური
სიმდიდრე.

2)ნიჭი. დიურკემი თვლის რომ ზოგი უფრო ნიჭიერია ვიდრე სხვა და ეს


გამოლინდება სწავლისას. მისი აზრით ქვეყნის განვითარებას სწორედ
რომ ნიჭიერი ხალხი უწყობს ხელს ამიტომაც საზოგადოებამ ისინი უნდა
წაახალისონ.
დევისი და მური დაეთანხმნენ დურკემს და დაამატებს 3 კომპონენტი

1) რელიგია-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებს სცემს პასუხს.


რელიგიუირი პირები საზოგადოებაში გამოირჩევიან დიდი
პატივისცემით იმიტომ რომ რელიგიური ლიდერები ქმნიან მორალურ
კოდექსებს, რომლებსაც ადამიანები მისდევენ ხსნის მოსაპოვებლად.

2)პოლიტიკა-პრივილეგიებით სარგებლობენ იმიტომ რომ მათ აქვთ


ძალაუფლება საზოგადოებაზე და ამის გამო ისინი მდიდრებიც არიან.

3) ტექნოლოგია-ტექნიკოსები. ტექნიკოსობა მნიშვნელოვანი სამუშაოა


საზოგადოებისთვის, თუმცა მოითხოვს დიდ ძალისხმევას ამიტომაც
საზოგადოებამ უნდა წაახალისოს და დააჯილდოვოს ტექნიკოსები.

კონფლიქტის თეორიის წარმომადგენლები

მარქსი- ეკონომიკური ფაქტორი. მარქსი თვლიდა რომ საზოგადოების


უთანასწორობის მიზეზი გაბატონებული ფენაა. მაგალითად
ფეოდალიზმის დროს ფეოდალები აკონტროლებდნენ გლეხებს.
კაპიტალიზმის დროს კი კაპიტალები აკონტროლებდნენ
პროლეტარიატს. ასეთი მუშაობით მაღალი ფენა მდიდრდება ხოლო
მომუშავეები გაღატაკდებიან. მარქსს სჯეროდა რომ საბოლოოდ
მომუშავეთა ფენა გაანალიზებდა ამას და აჯანყდებოდა და დადგებოდა
სოციალიზმის დრო. თუმცა ეს ასე არ მოხდა. მომუშავეთა ფენაში
ცალკეული ფენები გაჩნდა რომლებიც თვითინვე ცდილობენ
კაპიტალებან ძლიერი კავშირი დაამყარონ.

დარენდორფი- ძალაუფლება იწვევს დაპირისპირებას. ამტკიცებს, რომ


კლასობრივ კონფლიქტს ხელისუფლების ხასიათი განსაზღვრავს.
კონფლიქტი გამოწვეულია არა ეკონომიკური ურთიერთობებით,
არამედ ერთი ჯგუფის მეორეზე ბატონობით. კონფლიქტი შეიძლება
გაჩნდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში, სადაც არსებობენ ხელმძღვანელი
და დაქვემდებარებული.

მიხელსი- ოლიგარქიის( მცირეთა ბატონობა) რკინის კანონი, მცირეთა


ბატონობა.იღებს მარქსის თეორიის თითქმის ყველა პრინციპს, მაგრამ
ეჭვქვეშ აყენებს იდეას იმის შესახებ, რომ ეკონომიკური ორგანიზაცია
არის კლასებს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი.ხელისუფლების
კონცენტრაციის ტენდენცია ძირითადად ორგანიზაციის სტრუქტურით
არის განპირობებული. ორგანიზაციის ყველა წევრს არძალუძს
ერთდროულად და თანმიდმევრულად მოქმედება. ამდენად, ისინი
პასუხისმგებლობას აკისრებენ რამდენიმე ლიდერს, რომელთა
ძალაუფლებაც იზრდება.

ტრეიმანი- ერთიდაიგივე პროფესიები სხვადასხვა ქვვეყანაში


ერთიდაიგივე პრესტიჟით სარგებლობენ

1)ბაზისური მოთხოვნილებები ყველა საზოგადოებაში ერთნაირია(კვება


ჩაცმა) ამისთვის ხდება შრომის გადანაწილება

2)შრომის გადანაწილების პროცესში ყალიბდება განსხვავებული


ძალაუფრეობრივი დონეები
3)ყველა საზოგადოებაში არსებობენ პრივილეგირებული ადამიანები
(პოლიტიკოსები)

4)ყველა საზოგადოებაში ფასდება ძალაუფლება და პრივილეგია


შესაბამისი პროფესიებიც პრესტიჟულობით სარგებლობენ

ვორნერი -ის ერთადერთია ვინც გაიჭრა ხალხში და გამოკითხა ისინი. და


დაყო ისინი 6 ფენად

1)არისტოკრატები (კარგი გვარის წარმომადგენლები) მაღალი

2)მდიდრები (არა არისტოკრატები) მაღალი

3)განათლებული ადამიანები საშუალო მაღალი

4)თეთრსაყელოებიანები საშუალო დაბალი

5)ცისფერსაყელოიანები დაბალი კლასის უმაღლესი ფენა

6)ღარიბ ღატაკები

ვებერი - „სტრატიფიკაციის თეორია“

მან გაამახვილა 3 ფაქტორზე ყურადღება

1)ქონება

2)პრესტიჯი

3)ძალაუფლება
პორნოგრაფისტისა და კოლეჯის პროფესორის შედარება
პრესტიჟულობის მიხედვით

მობილობა-გადაადგილება

სოციალური მობილობა -გადაადგილება სოციალურ სივრცეში( არა


ფიზიკურ სივრცეში)

ინდივიდუალური მობილობა- ადამიანი ადგილს ანუ სტატუსს იცვლის


სოციუმში ,მნიშვნელოვანია მიღწეული სტატუსი

კოლექტიური მობილობა- მობილობა როდესაც ჯგუფი გადაადგილდება


სოციალურ სივრცეში ( შავკანიანები) მნიშვნელოვანია მიწერილი
სტატუსი
ინდივიდუალური მობილობა – ეს არის ინდივიდის მდგომარეობის შეცვლა
სტრატიფიკაციულ სისტემაში. ამგვარი ცვლილება შესაძლოა მოხდეს სამი ფაქტორის
გამო

1)ვერტიკალური მობილობა- გადაადგილება როდესაც ადამიანი


შედარებით მაღალ ან პირიქით, დაბალ სტატუსს იძენს. მაღალი სტატსის
მოპოვება არის აღმავაი ვერტიკალური მობილობა, ხოლო ჩამოქვეითება
არის დაღმავალი ვერტიკალური მობილობა.

1)ჰორიზონტარული მობილობა- ადამიანი იცვლის სამუშაოს მაგრამ


სტსტუსი და პრესტიჯი იგივე რჩება, ( სხვა კომპანიაში გადადის მაგრამ
იგივე სამუშაოს ასრულებს.)
2) სოციალური სტრუქტურის ცვლილება. საზოგადოების
სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებები ქმნის ახალ შესაძლებლობებს მობილობის
განვითარებისთვის. მაგალითად, ინდუსტრიული რევოლუცია ქმნის ახალ სამუშაო
ადგილებს, მომსახურების ახალ სფეროებს. შესაბამისად, მობილობაც ახალ
ხასიათს იღებს.

3. სტრატიფიკაციის ახალი სისტემა. სისტემა შესაძლოა შეიცვალოს.


მაგალითად, რუსეთისა და საფრანგეთის რევოლუციების შემდეგ სრულიად
შეიცვალა სისტემა; არისტოკრატებმა საკუთარი ძალაუფლება და პრივილეგიები
სრულიად დაკარგეს.

მეათე ლექცია- პოლიტიკური სისტემები

ძალაუფლება- სამყაროს ფუნდამენტი (ნიცშე)

პარსონსი- სტრუქტურას , სისტემას უკავშირებს, რესურსების


მობილიზაცია რაიმე მიზნის მისაღწევად. ის საუბრობს ძალაუფლების
შეუზღუდავ რაოდენობაზე. ფულთან, კრედიტთან აკეეთებს ანალოგიას
(მე თუ შემიძლია ავიღო კრედიტი, სხვასაც შეუძლია)

ვებერი- პიროვნებიდან გამომდინარე, ძალაუფლება ეს არის ინდივიდის


უნარი განახორციელოს საკუთარი ნება წინააღმდეგობის მიუხედავად.
ის საუბრობს ძალაუფლების შეზღუდულ რაოდენობაზე,ჩემი წარმატება
ნიშნავს ვიღაცის წარუმატებლობას.
ძალა-ფიზიკური ძალა

ავტორიტეტი- ალბათობა იმისა , რომ ვიღაც დაემორჩილება ვიღაცის


ბრძანებას.თავად არის ვალდებული სხვას გაუწიოს ანგარიში რათა
მომავალში არდაკარგოს ავტორიტეტი.

ვებერი- ბატონობის სამი ფორმა

1)ქარიზმატული ბატონობა- პიროვნულ თვისებებზე დაფუძნებული, ბრმა


მორჩილება ლიდერების მიმართ

2) ტრადიციული ბატონობა- ტრადიციებზეა დაფუძნებული,


მემკვიდრეობით გადადის. პირადი ერთგულება მთავარია

3) რაციონალურ-ლეგალური ბატონობა -ცოდნის საფუძველზე მართვა,

თანამედროვე სამყარო იმართება ამ ფორმით

სახელმწიფოს ფორმები

ტოტალიტარული რეჟიმი-აქ ზღვარი სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის


წაშლილია, ხდება პიროვნების მაქსიმალური კონტროლი (პირადი ცხოვრების
ჩათვლით)
საერთო ნიშნები

1)ერთი იდეოლოგია

2)ერთპარტიული სისტემა

3)ტერორი

4)ჩაკეტილი სივრცე

5)მასმედიიის კონტროლი

6) იარაღის კონტროლი

ავტორიტარული რეჟიმი- ერთ ინდივიდზე დამყარებული მმართველობა,(


მონარქი, დიქტატორი) პიროვნების პირადი ცხოვრება ისე არკონტროლდება

დემოკრატიული რეჟიმი- ძალაუფლება გადანაწილებულია სხვადასხვა


პირებს შორის რომ არ მოხდეს ბოროტად გამოყენება რომილიღაც ერთი
კონკრეტული პარტიის ან ჯგუფის.(საკანონმდებლო,აღმასრულებელი,
მართმსაჯულების)

1)მართმსაჯულობის დამოუკიდებლობა

2)კანონის უზენაესობა(მას ემორჩილება ხელისუფალიც)

3)დაცული უნდა იყოს უმცირესობათა უფლებები

4)ინდივიდუალიზმი
პოლიტიკური სოციალიზაცია -პოლიტიკური ღირებულებების
ათვისების პროცესი,რომელიც გარკვეული ასაკიდან იწყება . 9-10
წლიდან.

პოლიტიკური შეხედულებების ფორმირების პროცესი-

ქალები და მამაკაცები სხვანაირად ფორმირდებიან.

მეთერთმეტე ლექცია-ოჯახი

ოჯახური სტრუქტურის ზომები.

ნათესაური კავშირების მიხედვით განასხვავებენ:

ნუკლეარული ოჯახი- დედა მამა და შვილები,შვილები მშობლებზე


არიან დამოკიდებულები.

გაფართოებული ოჯახი- დედა, მამა ,შვილები,ბებია და ბაბუა ან ბიძა


ბიცოლა.

ქორწინების ფორმები-

მონოგამია -ერთ ქალს ერთი კაცი ყავს პარტნიორად.


პოლიგამია - ერთ ადამიანს რამდენიმე საქორწინო პარტნიორი ყავს

პოლიგინია- ერთ კაცს ყავს რამდენიმე ცოლი

პოლიანდრია- ერთ ქალს ყავს რამდენიმე ქმარი

პარტნიორის არჩევის წესი

ენდოგამია- როდესაც გჯუფის შიგნით ვეძებთ პარტნიორს.

ინცისტი- სისხლის აღრევის აკრძალვა

ეგზოგამია- ჯგუფის,ტომის,გვარის გარეთ პარტნიორის ძებნა.

ძალაუფლების გადანაწილება

მატრიარქალური- ქალის ხელში

პატრიარქალური- კაცის ხელში

ეგალიტარული ოჯახი- თანაბრად ნაწილდება


საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

მატრილოკალური ოჯახი- „ ჩასიძება“

პატრილოკალური ოჯახი- ახალდაქორწინებული ცოლი


საცხოვრებლად გადადის მამაკაცის ოჯახში

ნეოლოკალური ოჯახები- წყვილი ცალკე გადადის საცხოვრებლად

მეთორმეტე ლექცია

რელიგია

ჯონ სტოუნი-რწმენისა და რიტუალების სისტემა რომლის


დახმარებითაც ადამიანები ხსნიან იმას რაც ითვლება ზებუნებრივად და
სიწმინდედ, სჭირდებად რელიგიის ელემენტები

1)მორწმუნეთა ჯგუფი

2)მრწამსი

3)რიტუალები

4)ცნებები- ითვლება სიწმინდედ,

5)ქცევის მარეგულირებელი ნორმები -10 მცნება


რელიგიათა ჰიპოლოგია

ბელაჰის კლასიფიკაცია

არ შეაფასა რელიგიები, დროის მიხედვით დაალაგა

გამოყო 5 ეტაპი

1)პრიმიტიული

2)არქაული

3)ისტორიული

4)ადრემოდერნისტული

5)მოდერნისტული

ვებერის კლასიფიკაცია

რელიგიის საბოლოო მიზანია სულის ხსნა

1. მოითხოვს თუ არა სულის ხსნა პასიურ ჭვრეტას (მისტიციზმი


აღმოსავლეთი) ან საკუთარი ნების აქტიურ მართვას (ასკეტიზმი დასავლეთი)

2. ხდება თუ არა სულის ხსნა ამ თუ რომელიმე სხვა სამყაროში (ადამიანის


შიდა სამყაროში თუ მის გარეთ, ციურ სასუფეველში)?

რელიგიური ორგანიზაციების ფორმები

1) ეკლესია- რელიგიური ორგანიზაციის ფორმა რომელიც ხშირ


შემთხვევაში თანხვედრაში მოდის საზოგადოების ღირებულებებთან.
2)სექტა-რელიგიური ორგანიზაციის ფორმა,რომელიც ხშირ შემთხვევაში
ეწინააღმდეგება საზოგადოებაში გაბატონებულ მნიშვნელოვან
ღირებულებებს.

3)დენომინაცია-შუალედური ფორმა ეკლესიასა და სექტას


შორის(ბაპტისტები)

4)კულტი - სექტის უკიდურესი ფორმა (მუნისტები)

სეკულარიზაცია-რელიგიური ინსტიტუტების შესუსტების პროცესი


როდესაც მნიშვნელობას კარგავს რელიგია

გამომწვევი მიზეზები

1)სახელმწიფოს განვითარება

2)კაპიტალიზმის განვითარება

3)მეცნიერების განვითარება

4)ერთობის რღვევა

5)კომპრომისები რელიგიურ საკითხებში

6)სხვა სოციალური ინსტიტუტების განვითარება


ეკუმენიზმი- განსხვავებული რელიგიური ინსტიტუტების დაახლოება

მეცამეტე ლექცია

განათლება

დურკემი- განათლების მთავარ ფუნქციას დომინანტი კულტურის


ღირებულებების გადაცემა წარმოადგენს

ფუნქციონალური მიდგომა

1) განათლების ფუნქციაა დომინანტი კულტურის ღირებულებების გადაცემა

2) განათლება ხელს უწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური


წესრიგის შენარჩუნებას.

3) განათლების მეოხებით, კულტურული ღირებულებები ნარჩუნდება და გადადის


ერთი თაობიდან მეორეზე.

4) ახალი ტექნოლოგიური მეთოდების დანერგვითა და არსებული ცოდნის


გადაფასებით, განათლება ხელს უწყობს სოციალური ცვლილებების
განხორციელებას.

5)ადამიანური კაპიტალის თეორია


6) განათლება როგორც სოციალური კონტროლი

განათლება რელიგიასთან ,ოჯახთან,საკანონმდებლო სისტემასთან ერთად


საზოგადოებაში სტაილურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

7) განათლება როგორც გამფილტრავი საშუალება

ფუნქციონალური მიდგომის თანახმად- ადამიანების, მათი შესაძლებლობების


მიხედვით გონივრული გადანაწილების საშუალება.ყველაზე ნიჭიერები უნდა
იკავებდნენ ყველაზე კარგ თანამდებობას.

8)ადამიანური კაპიტალის თეორია

განათლება არ წარმოადგენს ისეთ რამეს რასაც ადამიანი მაშინვე მოიხმარს.


განათლება არის კაპიტალდაბანდება მომავლისთვის.

კონფლიქტოლოგიური მიდგომა
ის ბევრ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც განათლებას უკავშირდება

1)ბრძოლა, რომელიც სკოლაში სასწავლი ღირებულებებისთვის( სასწავლო


პროგრამები) მიმდინარეობს.

2) განათლებას ჯგუფებს შორის კონფლიქტის წარმოშობა შეუძლიათ და


გულისხმობდნენ იმას, რომ განათლება არასახარბიელო პირობებში მყოფი ჯგუფების
ექსპლუატაციას უწყობდა ხელს.

3)ბრძოლა სოციალური სტატუსისთვის

4)ადამიანს ეხმარება სოციალურ მობილობაში

5)დიპლომის მნიშვნელობა

6) სკოლა ხელს უწყობს ეკონომიკური უთანასწორობის ხაზგასმას.


ფაქტორები რამაც ხელი შეუწყო განათლების ფართოდ
გავრცელებას

1)დემოკრატიული რევოლუცია-მონაწილეობა არჩევნებში

2)სამრეწველო რევოლუცია-ხელი შეცვალა მანქანამ

3) განათლების ,როგორც ინსტიტუტის ჩამოყალიბება-სახელმწიფომ დაიწყო


ზრუნვა განათლებაზე

ცენტრალიზებული განათლება-სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ

დეცენტრალიზებული განათლება-ფედერალური სისტემა არ აწარმოებს


პირდაპირ კონტროლს განათლების სისტემაზე.

You might also like