Professional Documents
Culture Documents
პიროვნების ფსიქიკური თვისებები
პიროვნების ფსიქიკური თვისებები
პიროვნების ფსიქიკური თვისებები
სანგვინიკს ახასიათებს მოქმედებისა და მოძრაობის სწრაფი ტემპი, ცოცხალი მიმიკა, გრძნობების ძლიერი,
იმპულსური გამოხატულება და საზოგადოდ ფსიქიკურ პროცესთა სწრაფი მიმდინარეობა. სანგვინიკი ცოცხალი,
მოძრავი ადამიანია.
ქოლერიკი - მისთვისაც დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. მასში გრძნობები ადვილად
აღმოცენდება, ხშირად აღწევს აფექტამდე, მაგრამ სანგვინიკისაგან განსხვავებით ქოლერიკისათვის
დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე და ხანგრძლივი გრძნობები. გრძნობების შინაარსის მიხედვით ეს
ტიპი სანგვინიკის საწინააღმდეგოა, მას მიდრეკილება აქვს უარყოფიტი გრძნობებისადმი. მისთვის
განსაკუთრებით დამახასიათებელია უკმაყოფილება, გაჯავრება. ცხოვრებაში იგი უფრო ამჩნევს უსიამოვნო
მომენტებს, განწყობილია პესიმისტურად.
ფლეგმატიკი - ამ ტიპის ადამიანისათვის დამახასიათებელია გრძნობების სუსტი აგზნებადობა, რაც იმას
ნიშნავს, რომ მასში ძნელია გრძნობების გამოწვევა. ეს არის მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი, მისთვის
შედარებით უცხოა აფექტები. მასში გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არ აღწევენ აფექტის ინტენსიობას.
სამაგიეროდ ეს გრძნობები მტკიცე ხასიათისაა და გამოირჩევიან დიდი ხანიერებით. ამ მხრივ ფლეგმატიკი
სანგვინიკის საწინაარმდეგო ტიპია, ხოლო გრძნობების შინაარსის მიხედვით ფლეგმატიკი უახლოვდება
სანგვინიკს: მისთვისაც უფრო დამახასიათებელია მიდრეკილება დადებითი გრძნობებისაკენ. ფლეგმატიკს
ახასიათებს მოქმედებათა და მოძრაობათა სიდინჯე, იგი გარეგნულად ნაკლებად გამოხატავს თავის ემოციებს, რის
გამოც ზოგჯერ ტოვებს გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას.
მელანქოლიკი - ამ ტიპისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი
ემოციებისადმი, მის გრძნობებს შორის სჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი განწყობილია პესიმისტურად -
თავისთვის ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო ხედავს უსიამოვნო მხარეებს. მელანქოლიკისათვის
დამახასიათებელია შედარებით მტკიცე ემოციები, მოძრაობები აქვს მოდუნებული და ზანტი.
ვ.შტერნი ტემპერამენტის ტიპებს ჰყოფს ორ ჯგუფად, რითაც გარკვეულად აკეთებს განზოგადებას:
გრძნობის აგზნებადობის თვალსაზრისით სანგვინიკური და ქოლერიკული ტიპები შეადგენენ ერთ ჯგუფს,
კერძოდ, წარმოადგენენ ადვილი აგზნებადობის ტიპებს. ფლეგმატიკური და მელანქოლიკური ტემპერამენტი
შეადგენენ მეორე ჯგუფს კერძოდ, წარმოადგენენ სუსტი აგზნებადობის ტიპებს. გრძნობათა შინაარსის
თვალსაზრისით კი სანგვინიკური და ფლეგმატიკური ტიპები ქმნიან ერთ ჯგუფს კერძოდ, ორივე უფრო
მიდრეკილია დადებითი გრძნობებისკენ, ხოლო ქოლერიკული და მელანქოლიკური ტემპერამენტი ქმნიანბ მეორე
ჯგუფს და მათტვის დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხადია, ეს ოთხი ტიპი
სრულებით ვერ ამოწურავს ადამაინთა ტემპერამენტის მრავალფეროვნებას. ადამიანთა უმრავლესობა
წარმოადგენს „ნარევ“ ტიპს, ესე იგი ატარებს სხვადასხვა ტემპერამენტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, მაგრამ
ჩვეულებრივ, მაინც ხასიათდება რომელიმე ტემპერამენტისაკენ მეტ-ნაკლები გადახრით.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ტემპერამენტი ნაკლებ ცვალებადია და უფრო დაკავშირებულია
ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თვისებებთან, ვიდრე ხასიათი. ხასიათი უფრო მეტადაა დამოკიდებული აღზრდაზე
და ცხოვრების პირობებზე, ვიდრე ტემპერამენტი.
XII. ხასიათი
4
5. სოციალური ტიპი. მისთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს არა ბატნობა, არამედ სხვების სამსახური.
ბრძანებლობაზე მეტად მას აინტერესებს სოლიდარობა და თანამშრომლობა.
6. რელიგიური ტიპი. მოსთვის უმაღლეს ღირებულებას შეადგენს სამყარო, ღმერთი და მის ქცევას აძლევს აზრს და
მიმართულებას.
შემდეგი ტიპოლოგიის მიხედვით ხასიათის ტიპებად დაყოფა ხდება იმ მოტივების მიხედვით, რომლებიც
განსაზღვრავენ ადამინის ქცევას. ამ თვალსაზრისით შეიძლება განვასხვავოთ ეგოისტი, ალტრუისტი და
საზოგადოებრივი ტიპი. ეგოისტის ქცევას განსაზღვრავს მისი ვიწრო, პირადი ინტერესები და მოთხოვნილებები.
მისი მოქმედების ძირითადი მოტივი დაკავშირებულია, მის პირად მოთხოვნილებებთან და მიზნებთან. მისთვის
მთავარია საკუთარი მიზნის მიღწევა და არ ითვალისწინებს ახლობლების ინტერესებს და სურვილებს. რაც შეეხება
ალტრუისტს, მის ქცევას ჩვეულებრივ განსაზღვრავს სხვა ადამაინის ინტერესები, მისი კეთილდღეობისა და
წარმატების მოტივები. იგი წინა პლანზე აყენებს არა საკუთარ, არამედ სხვა ადამიანის მიზნებსა და ინტერესებს.
საზოგადოებრივი ტიპის ადამინის ქცევის მთავარ მოტივებს წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესები, მის
ქცევას ძირითადად განსაზღვრავს თავისი ჯგუფის, კლასის ინტერესები.
ხასიათის ჩამოყალიბება. როგორ ხდება ხასიათის თვისებების ჩამოყალიბება? რითი აიხსნება, რომ არ არსებობს
ორი ზუსტად ერთნაირი ხასიათის ადამიანი? ფსიქოლოგთა ნაწილი თვლის, რომ ხასიათებში განსხვავება აიხსნება
იმით, რომ ადამიანები თავისი ბიოლოგიური მემკვიდრეობით არიან განსხვავებულნი. ისინი თვლიან, რომ
ხასიათის ბევრი ან ყველა თვისება არის მემკვიდრული. სინამდვილეში, ორგანიზმის მემკვიდრული
თავისებურებები ხასიათის თვისებების ჩამოყალიბების მხოლოდ ერთი პირობაა. ხასიათის თვისებები
განისაზღვრება არა მემკვიდრულობის ბიოლოგიური კანონებით, არამედ საზოგადოებრივი კანონზომიერებებით.
ეს დადასტურებულია ჰომოზიგოტური (ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული) ტყუპების შესწავლით.
ასეთი ტყუპების მემკვიდრული თვისებები აბსოლუტურად ერთნაირია. მეცნიერებმა შეისწავლეს ასეთი ტყუპები,
რომლებიც იზრდებოდნენ სხვადასხვა ოჯახებში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ თავისი
სოციალური მდგომარეობით, მატერიალური და კულტურული დონით. ტემპერამენტის თვისებების,
ემოციურობის მიხედვით ისინი იყვნენ ძალიან მსგავსი. ამასთანავე, ხასიათის თვისებების მიხედვით ისინი
განსხვავდებოდნენ და ასაკთან ერთად ეს განსხვავება მატულობდა. მაშასადამე, აბსოლუტურად ერთნაირი
მემკვიდრული თვისებების შემთხვაშიც კი ადამიანებს, რომლებიც ვიტარდებიან და იზრდებიან განსხვავებულ
სოციალურ პირობებში, უყალიბდებათ ხასიათის განსხვავებული თვისებები. ადამიანი არ იბადება მატყუარად ან
პატიოსნად, ზარმაცად ან შრომისმოყვარედ, კეთილად ან ბოროტად - ადამიანი შემდეგ ხდება ასეთი.
როგორია ხასიათის ჩამოყალიბების ძირითადი კანონზომიერებები? დიდი მნისვნელობა აქვს ფართო
საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომელიც დამახასიათებელია მთელი საზოგადოებრივი წყობისთვის.
მატერიალური გაჭირვება ან მატერიალური უზრუნველყოფა, უმუშევრობა ან მომავლის რწმენა, ჩაგვრა ან
სოციალური თანასწორობა - ეს ყველაფერი ღრმა დაღს ასვამს პიროვნების არამარტო სოციალურ-ტიპიურ
თვისებებს, არამედ ხასიათის ინდივიდუალური თვისებების ჩამოყალიბებასაც.
ხასიათის თვისებების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ისიც თუ როგორია პიროვნებათაშორისი
ურთიერთობები ოჯახში, ბავშვთა და შრომით კოლექტივში. ხასიათის სპეციფიკური თვისებები უყალიბდება
დედისერთა ბავშვს, რომელზეც ოჯახის მთელი ყურადღებაა მიმართული და მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილ
6
ბავშვს; დაახლოებით ერთი ასაკის ბავშვებს და ასაკით განსხვავებულებს; განუწყვეტელი ოჯახური კონფლიქტების
პირობებში და მეგობრულ ოჯახში აღზრდილ ბავშვს. ასევე პიროვნებათაშორისი ურთიერთობები საბავშვო ბაღსა
და სკოლაში იწვევს ხასიათის სპეციფიკური თვისებების ჩამოყალიბებას. მოწიფულ ასაკშიც კი შეიმჩნევა ხასიათის
თვისებებში საგრძნობი ძვრები, როცა ადამიანი ერთი შრომითი კოლექტივიდან ხვდება მეორეში, რომელიც
მკვეთრად განსხვავდება იქ არსებული პიროვნებათაშორისი ურთიერთობებით.
ცნობილია, რომ ადრეულ ბავშვობაში ნერვული პროცესები გამოირჩევა ყველაზე მეტი ინერტულიბით.
ამიტომ ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბებული ხასიათის თვისებები ძალიან მდგრადია და ძნელად შესაცვლელი,
ვიდრე ისინი, რიმლებიც ჩამოყალიბდნენ უფრო გვიანდელ ასაკში. ამის გამო ზოგიერთი ფსიქოლოგი ფიქრობს,
რომ პიროვნების თვისებები წინასწარაა განსაზღვრული ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული ურთიერთობებით,
რომლებიც დამოკიდებულია იმაზე, კმაყოფილდებოდა თუ არა ბავშვის მისწრაფებები.
სოციალურ ჯგუფში საზოგადოებრივი და პიროვნებათაშორისი ურთიერთობები მსგავსია მოცემული
საზოგადოების ან ჯგუფის ყველა წევრისათვის ამიტომ მათ მიერ განპირობებული პიროვნების
დამოკიდებულებები სოციალურ - ტიპიურია. მაშ როგორ ხდება, რომ ერთნაირი სოციალური პირობების შედეგად
ვითარდება ხასიათის განუმეორებელი ინდივიდუალური თვისებები? რატომ განსხვავდებიან ერთ ოჯახში
აღზრდილი ბავშვები ხასიათის მიხედვით? ეს აიხსნება იმით, რომ პიროვნების ერთი და იგივე დამოკიდებულება
შეიძლება ხორციელდებოდეს სრულიად განსხვავებული ინდივიდუალური მოქმედებით. მაგალითად, შრომის
მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ერთ ადამიანში შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ იგი
მუშაობდეს გრძნობით, გზნებით, გატაცებით, ხოლო მეორე ადამიანი ასევე მუშაობდეს კეთილსინდისიერად
მაგრამ მშვიდად, ზედმეტი გრძნობების გამოხატვის გარეშე. ის, თუ კონკრეტულად მოქმედების როგორი ფორმით
გამოვლინდება პიროვნების დამოკიდებულება დამოკიდებულია ნერვული სისტემის თანდაყოლილ
თავისებურებებზე და ფსიქიკის შეძენილ ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
XIII. ნიჭი
ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მარტო ინტერესებითა და მისწრაფებებით, არამედ იმითაც,
თუ რა შეუძლიათ მათ. ადამიანის ნიჭი წარმოადგენს პიროვნების ერთ-ერთ ძირითად თვისებას. ყოველი
მოქმედების შესრულება ადამიანისგან მოითხოვს გარკვეულ უნარს. თუ ადამიანს გააჩნია რაიმე ნიჭი, ეს იმას
ნიშნავს, რომ მას აქვს გარკვეული სახის მოქმედების ადვილად დაუფლების უნარი. მაგალითად, ორი
აბიტურიენტი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. ერთმა ჩააბარა გამოცდები და მოეწყო, მეორე - ვერა. მოწმობს თუ
არა ეს იმას, რომ ერთს აქვს უფრო მეტი ნიჭი? ამ კითხვას ვერ ვუპასუხებთ, თუ არ გვეცოდინება,რამდენი დრო
დახარჯა თითოეულმა მომზადებაზე. მხოლოდ წარმატების ფაქტით ანუ შედეგით ნიჭი არ განისაზღვრება. ნიჭი -
ესაა ადამიანის ისეთი ფსიქოლოგიური თავისებურება, რომელზეც დამოკიდებულია ცოდნის შეძენაში წარმატება,
მაგრამ რომელიც არ დაიყვანება ამ ცოდნაზე და ჩვევაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოცდაზე მიღებული ნიშანი,
საკონტროლო სამუშაოს წარმატებით ან წარუმატებლად შესრულება საშუალებას მოგვცემდა გაგვეკეთებინა
დასკვნა ადამიანის ნიჭის შესახებ. ამასთანავე, ფსიქოლოგიური კვლევებისა და პედაგოგიური გამოცდილების
მონაცემები მოწმობენ იმას, რომ ზოგჯერ ადამიანი, რომელმაც დასაწყისში რაღაც არ იცოდა, სწავლის შედეგად
ძალიან სწრაფად ეუფლება ცოდნასა და ჩვევებს და სხვებს უსწრებს დახელოვნებაში. მასში ვლინდება სხვებზე
7
უფრო მეტი ნიჭი. მართალია ნიჭი ვლინდება ცოდნის, ჩვევების დაუფლებაში, მაგრამ ამავე დროს იგი არ
დაიყვანება მათზე. ნიჭი და ცოდნა, ნიჭი და ჩვევები არაა ერთი და იგივე.
ცოდნასთან, ჩვევებთან მიმართებაში ადამიანის ნიჭი გამოდის, როგორც გარკვეული შესაძლებლობა. ნიადაგში
ჩაგდებული მარცვლის მსგავსად, რომლისგანაც თავთავი გაიზრდება მხოლოდ კეთილსასურველი პირობების
შემთხვევაში, ასევე ადამიანის ნიჭიც წარმოადგენს ცოდნისა და ჩვევების შეძენის მხოლოდ შესაძლებლობას.
მოხდება თუ არა ამ ცოდნისა და ჩვევების შეძენა, იქცევა თუ არა შესაძლებლობა რეალობად - ეს დამოკიდებულია
ბევრ პირობაზე. ამ პირობებში შედის შემდეგი: დაინტერესებული იქნება თუ არა ადამიანის გარემოცვა იმით, რომ
იგი დაეუფლოს ამ ცოდნასა და ჩვევებს; როგორ იქნება ორგანიზებული მისი სწავლის პროცესი, შრომითი
საქმიანობა, რაც ხელს შეუწყობს სათანადო უნარების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას.
ნიჭი - ესაა შესაძლებლობა, ხოლო ამა თუ იმ საქმეში დაოსტატების დონე - უკვე რეალობაა. ბავშვში
გამოვლენილი მუსიკალური ნიჭი სულაც არ არის იმის გარანტია, რომ ბავშვი გახდება მუსიკოსი. ეს რომ მოხდეს,
აუცილებელია სპეციალური სწავლება, ბავშვისა და პედაგოგის დაჟინებულობა, კარგი ჯნმრთელობა, მუსიკალური
ინსტრუმენტის, ნოტების არსებობა და ბევრი სხვა პირობა, რომელთა გარეშეც ნიჭი შეიძლება ისე ჩაკვდეს, რომ არ
განვითარდეს.
ფსიქოლოგია მართალია, უარყოფს ნიჭისა და ცოდნის იგივეობას, მაგრამ ამავე დროს ხაზს უსვამს მათ
ერთიანობას. ნიჭი ვლინდება მხოლოდ მოქმედებაში და ამასთანავე, მხოლოდ ისეთ მოქმედებაში, რომლის
განხორციელება ამ ნიჭის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია ვილაპარაკოთ ადამიანის ხატვის ნიჭზე, თუ
მისთვის არ უსწავლებიათ ხატვა, თუ მას არ შეუძენია ის ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ხატვისათვის.
მხოლოდ ხატვის სწავლების პროცესში შეიძლება გაირკვეს,აქვს თუ არა მოსწავლეს ხატვის ნიჭი. ეს გამოვლინდება
იმაში, რამდენად სწრაფად და ადვილად აითვისებს იგი მუშაობის ხერხებს, ფერთა შეხამებას, ისწავლის
სამყაროში, გარემოში მშვენიერების დანახვას. პედაგოგის სერიოზულ ფსიქოლოგიურ შეცდომას წარმოადგენს
ნაადრევი, სერიოზული შემოწმების გარეშე გარეშე გაკეთებული დასკვნა, რომ კონკრეტულ მოსწავლეს არა აქვს
ნიჭი და ამას ამბობს მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ბავშვს ჯერ კიდევ არა აქვს ჩამოყალიბებული აუცილებელი
ცოდნა და ჩვევები, მუშაობის ხერხები. ცნობილია ბევრი შემთხვევა, როცა ბავშვობაში ადამიანი არ ხვდებოდა
სხვების მხრიდან თავისი ნიჭის აღიარებას, რომლის შემდგომმა განვითარებამ მას მოუტანა მსოფლიო აღიარება.
ამის კარგი მაგალითია ალბერტ აინშტაინი, რომელიც იყო საშუალო დონის მოსწავლე და არავინ არ ელოდა, რომ
იგი მოახდენდა უდიდეს მეცნიერულ აღმოჩენას.
რაში გამოიხატება ნიჭისა და ცოდნა - ჩვევების ერთიანობა? ნიჭი ვლინდება არა ცოდნასა და ჩვევებში,
როგორც ასეთში, არამედ მათი შეძენის დინამიკაში,ანუ იმაში, თუ სხვა თანაბარ პირობებში რამდენად უფრო
სწრაფად, ღრმად, ადვილად და მტკიცედ ხორციელდება ცოდნისა და ჩვევების დაუფლების პროცესი, რომლებიც
აუცილებელია მოცემული საქმიანობისათვის.სწორედ აქ ჩანს ის განსხვავებები, რომლებიც გვაძლევს ნიჭიერებაზე
საუბრის უფლებას. ამრიგად,ნიჭი - ესაა პიროვნების ინდივიდუალურ - ფსიქოლოგიური თავისებურება,
რომელიც წარმოადგენს მოცემული საქმიანობის წარმატებით შესრულების პირობას.
განასხვავებენ ზოგად და სპეციალურ უნარებს. ზოგად უნარებში იგულისხმება პიროვნების ისეთი
ინდივიდუალური თვისებები, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის უფრო ადვილად და სწრაფად დაუფლებას.
ზოგადი უნარები წარმოადგენს როგორც მდიდარი, ბუნებრივი მონაცემების, ისე პიროვნების ყოველმხრივი
8
განვითარების შედეგს. სპეციალური ნიჭი (უნარი) წარმოადგენს პიროვნების თვისებათა ისეთ სისტემას, რომელიც
ადამიანს ეხმარება კონკრეტულ საქმიანობაში წარმატების მიღწევაში, მაგალითად, ლიტერატურაში, მუსიკაში,
ხელოვნებაში და ა.შ. სპეციალურ ნიჭს ეკუთვნის აგრეთვე პრაქტიკული საქმიანობის უნარი კერძოდ,
კონსტრუქციულ-ტექნიკური, ორგანიზატორული, პედაგოგიური და სხვა უნარები.
ტალანტი და გენიოსობა. ტალანტი წარმოადგენს სპეციალური ნიჭის განვითარების მაღალ დონე. როდესაც
რომელიმე სპეციალური ნიჭი აღწევს განვითარების მაღალ დონეს, მას უწოდებენ ტალანტს. უნდა
აღინიშნოს, რომ ტალანტი ხშირად თავს იჩენს ადრეულ ბავშვობაში სპონტანურად, წინასწარი ვარჯიშის გარეშე ეს
განსაკუთრებით ეხება მუსიკალურ ნიჭს. ზოგმა დიდმა კომპოზიტორმა (მოცარტმა, რიმსკი-კორსაკოვმა)
პირველად გამოავლინა მუსიკალური ნიჭი 3-4 წლის ასაკში. თუმცა ყველა ამ შემთხვევაში ნიჭის გამოვლენაში
დიდი როლი შეასრულა მუსიკალურმა გარემომაც. ხაზგასასმელია, რომ ტალანტი, ისევე როგორც ნიჭი,
გულისხმობს სპეციფიკური სახის მოქმედების ნიჭს და არა საერთოდ ინტელექტუალურ განვითარებას, არა ზოგად
გონიერებას. ტალანტი წარმოადგენს დაოსტატების წანამძღვარს, მაგრამ ის არაა თვითონ დახელოვნება. იმისათვის
რომ მიაღწიოს კონკრეტულ საქმიანობაში სრულყოფილებას საჭიროა სისტემატური, ენერგიული და გულმოდგინე
შრომა. ტალანტი შრომისაგან კი არ ათავისუფლებს, არამედ გულისხმობს შემოქმედებით, დაძაბულ შრომას.
შრომის პროცესში გროვდება ცხოვრებისეულ;ი გამოცდილება, ცოდნისა და უნარების ის აუცილებელი კომპლექსი,
რომლის გარეშეც შეუძლებელია ყოველგვარი შემოქმედება.
გენიოსობის ცნების გავრცელებული კონცეფცია გულისხმობს, რომ გენიოსს გააჩნია ზოგადი გონიერების
იმდენად მაღალი დონე, რომ იგი არა მარტო ადვილად ეგუება მოცემულ ახალ სიტუაციებს და ადვილად წყვეტს
ახალ ამოცანებს, არამედ მოქმედების პროცესში იგი ქმნის პრინციპულად ახალს ორიგინალურს, რაც კულტურის
მოცემულ დონესთან შედარებით მოცემულ დარგში წარმოადგენს ეპოქალური მნიშვნელობის წინსვლას.
ჩვეულებრივ, გენიოსობა ზოგადი გონიერების ძალიან მაღალ დონესთან ერთად გულისხმობს გარკვეულ ტალანტს
რომელიმე დარგში. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს გენიოსთან, რომლის შემოქმედება იშლება მისი ნიჭის
შესატყვისი მიმართულებით: გენიოსი მუსიკის დარგში, გენიოსი ტექნიკის დარგში, მათემატიკის, პოეზიის
დარგში და ა.შ. გაცილებით უფრო იშვიათ მოვლენას წარმოადგენენ ე.წ. ”უნივერსალური გენიოსები”
(არისტოტელე, ლეონარდო და ვინჩი), რომლებიც გენიოსობას ავლენენ კულტურის რამოდენიმე დარგში.
კაცობრიობის ისტორიაში ასეთი ტიპის გენიოსის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.