You are on page 1of 2

საგანი - ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია

საკითხები - ბიოტური ურთიერთობები


ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები
ელექტრომაგნიტური ტალღა

ქვესაკითხები - ლეოპარდი, როგორც მტაცებელი ცხოველი


ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების წვის ენერგეტიკული ეფექტი
ფერები და სინათლის სპექტრი

სამიზნე ცნებები:

ბიოლოგია - სტრუქტურა და ფუნქცია, სასიცოცხლო პროცესი


ფიზიკა - ენერგია, მატერია
ქიმია - ფიზიკური და ქიმიური მოვლენები

ქვეცნებები: ეკოსისტემური კავშირები, პლასტიკური და ენერგეტიკული ცვლა


ენერგეტიკული ეფექტი
სინათლის ენერგია, ტალღა

მთავარი საკვანძო კითხვა - სწორად მოიქცა ლეოპარდი?

დავალების პირობა
ლეოპარდი არის კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, იკვებება ბალახისმჭამელი ცხოველებით. ერთ-ერთი ნადირობის დროს, ხანგრძლივი დევნის
შედეგად ლეოპარდი ანტილოპას წამოეწია. როდესაც მსხვერპლს მოკვლა დაუპირა დაინახა, რომ შეძრწუნებულ ანტილოპას მშობიარობა დაეწყო.
გაოგნებულმა ლეოპარდმა ნელ-ნელა უკან დაიხია, შეჭმისგან თავი შეიკავა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

გამოთქვით მოსაზრება რატომ ვეღარ შეძლო ლეოპარდმა უკან დაბრუნება? გაეცანით ლეოპარდის სხეულის აგებულებისა და ფუნქციონირების
თავისებურებებს, იმსჯელეთ რა სპეციფიკა ახასიათებს ლეოპარდს, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება. სწორად მოიქცა თუ არა
ლეოპარდი? ნაშრომი წარმოადგინეთ დებატების სახით.

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

რა მნიშვნელობა აქვს კვებით კავშირებს ეკოსისტემური ბალანსის შენარჩუნებისთვის

რა მნიშვნელობა აქვს ყოფა-ცხოვრებასა და ტექნოლოგიებში ფოტოეფექტის როლს

რა მნიშვნელობა აქვს ცხიმებს, ცილებსა და ნახშირწყლებს ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის

რა კავშირს ხედავთ ლეოპარდის ანატომიასა და ფიზიოლოგიას შორის

რესურსები:

https://www.youtube.com/watch?v=Dql2f9VoO5o ცხიმები

https://www.youtube.com/watch?v=eZjFUjRjWr8&t=46s ცილები

https://www.youtube.com/watch?v=UnxXU4G0Bwg ნახშირწყლები

https://www.youtube.com/watch?v=3C_6hwj2qHU ბიოტური ფაქტორები

https://www.youtube.com/watch?v=r_jEYRRW27E ბიოგეოქიმიური ციკლი. ნახშირბადისა და აზოტის წრებრუნვა

You might also like