You are on page 1of 3

ბახტრიონი

XIV თავი

1) დაახასიათეთ ზეზვა გაფრინდაული

2) დაახასიათეთ ლუხუმი

ამ ეპიზოდში ერთმანეთს ხვდებიან თუში ზეზვა გაფრინდაული და ფშაველი ბერი


ლუხუმი. ზეზვა გაფრინდაული ისტორიული გმირია და იგი კახეთის აჯანყების
ერთ-ერთი მეთაურთაგანი იყო. ის იყო თუში და იგი ბახტრიონის ბრძოლის დროს
ხელმძღვანელობდა იმ რაზმს, რომელიც პირველი გადავიდა ციხის გალავანზე,
დახოცა კარიბჭის მცველები და ქართველები ციხეში შეუშვა. ციხის აღების შემდეგ
სდია მტერს, ჩაება ალვანის ველზე გამართულ ბრძოლაში. არსებობს ვარაუდი, რომ
სპარსელებმა გაფრინდაული შეიპყრეს ღალატით და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
მეორე თვალსაზრისით, იგი დაიღუპა ბახტრიონის ამ ბრძოლაში. ის ხალხური
პოეზიის გმირია. ამ პოემაში ზეზვას დანაბარებით მოდიან ფშავ-ხევსურები.
ლუხუმთან საუბრისას იგი აღნიშნავს:

,, ლაშქრობამ ჩამამაბერა,

ძაღლ-უმადურად გდებამა,

სრულ ლაშქარსა ვარ, რაც კია,

ძუძუს მამსხლიტა დედამა.“

ზეზვასთვის სამშობლოს დაცვა, თავისუფლებისთვის ბრძოლა ისევე წმიდათაწმინდა


და დიადია, როგორც ღმერთი, მოყვასის სიყვარული. ამიტომ თუ საჭიროა,
სამშობლოს კეთილდღეობისათვის დასაშვებია სისხლისღვრა. მით უფრო, რომ ის
ურჯულოს ებრძვის. იგი ლუხუმს ახსენებს საბუის მახლობლად ბრძოლას და
ამუნათებს ძმობილს, რომ მას შეებრალა ურჯულო. ზეზვას უყვარს სამშობლო და
ამიტომ სძულს მტერი. მტრის მიმართ ბოღმა „ყელში დუღილით ამოდის“. მას არ
ებრალება მტერი, რადგან მასში ადამიანს ვერ ხედავს. ზეზვა გაფრინდაული
„პიროფლიანი“ გმირია, იგი სამშობლოს მცველი, მხედარია, რომელიც მთელი
სიცოცხლის განმავლობაში დაუღალავად უნდა ემსახუროს მას, ბავშვობიდან
სიბერემდე. არსებობს ვარაუდი, რომ ბახტრიონის ბრძოლისას ზეზვა უკვე ხანში
შესული ადამიანია. მისი მოვალეობა სწორედ ეს არის.
ლუხუმი გამოგონილი პერსონაჟია, იგი ლურჯ ცხენზე ამხედრებული შემოიყვანა
ვაჟამ ამ პოემაში. ხალხურ პოეზიასა და ვაჟა-ფშაველასთან ლურჯა ლაშარის ცხენია.
ბერ ლუხუმს უკვე ზეციერი იერი მოსავს, მისი ფერისცვალების უკეთ შესაცნობად
ვაჟა ამ ორი გმირის შეხვედრას გვიჩვენებს. ლუხუმი ხუმრობით საბრძოლველად
გამოიწვევს ზეზვას, ისინი ერთმანეთს გადაეხვევიან და ზეზვა ახსენებს საბუის
ახლოს ბრძოლას, როდესაც ლუხუმს მოკლული ლეკის დანახვისას ცრემლი მოერია.
ლუხუმი ამაღლებული გმირია, მისი ქვეცნობიერის წვდომა უფრო ღრმაა, ის ტირის
ურჯულოს, რადგან ნაზიარებია ღვთაებრივ ჭეშმარიტებას, რომლისთვისაც არ
არსებობს მტრად და მოყვრად, ცოდვილად და უცოდველად, რჯულიანად და
ურჯულოდ გათიშული კაცობრიობა. ლუხუმს უყვარს სამშობლო, იგი იცავს
სამშობლოს, კლავს მტერს, მაგრამ მასში ადამიანს ხედავს და ებრალება ის. ლუხუმი
დაუყვავებს ლელას, ლუხუმი არ დაიჯერებს კვირიას ღალატს, ლუხუმი წმინდა
გიორგის ედარება, რომელიც იცავს უსურმაგად შერაცხული მტრისაგან სამშობლოს,
მაგრამ ბოღმა და სიძულვილი არ აწუხებს. ლუხუმი ის პერსონაჟია, რომელიც
ქვესკნელში ჩასული თავისი სიკეთით ამარცხებს ბოროტს, ქვესკნელურ ძალას და ასე
გადადის წითელი მზის საუფლოში სახენათელიანი.

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის


ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო მხატვრული შემოქმედებაა. ვაჟა-
ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა. მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას
იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური
მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების
შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ
ქსოვილს. „მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან
იგი სახეა მწერლისა... ენაში იმალება ინდივიდუალურობა, მისი „მე“... ფესვები
მწერლის ენისა, სტილისა, აქ არის ჩაწმახნული“- წერდა ვაჟა. მაშასადამე, მწერლის
ინდივიდუალურობას ენა და სტილი ავლენს, მწერლის სული ენაში სახიერდება.
მწერლის ფრაზეოლოგიასა და სურათებშიც შემოქმედის თავისებურების ბეჭედი
უნდა ეჭედოს.

ავტორი იყენებს სხვადასხვა მხატვრულ ხერხსა თუ საშუალებას სათქმელის


გამოსახატავად. პირველ რიგში, გამოვყოფთ ეპითეტებს. ეპითეტია
„მკერდშეღობილი“, ეპითეტი „ურჯულო“ ზეზვას დამოკიდებულების
გამომხატველია მტრის მიმართ, ამასვე გამოხატავს ეპითეტი „მოუნათლავი“.
ტექსტში გამოყენებულია მეტაფორები. მეტაფორაა „ვეფხვი“, რომლითაც ავტორი
მოიხსენიებს ზეზვას. მეტაფორაა:

„ერთმანეთისა სურვილი

ორსვე ჰქონიყო წყლულადა“


ასევე მეტაფორაა:

„მაგათ სიწუნტის ნაღველი

ყელში დუღილით ამოდის“

ეს არის მტრის სიძულვილის გამომხატველი მეტაფორა. ასევე მეტაფორაა

„დილის მზის სხივით იპოხენ

ქედებს კახეთის მთანია“

და წარმოდგენილია გათენების ულამაზესი სურათი. ტექსტში გამოყენებულია


ჰიპერბოლები:

„შეიღებება სისხლითა

ქართველთა მთა და ბარია“

გამოხატავს მტერთან ბრძოლის დაუნდობლობას. ჰიპერბოლაა ასევე:

„სრულ ლაშქარსა ვარ, რაც კია,

ძუძუს მამსხლიტა დედამა“

ამ ჰიპერბოლით გამოიხატება ზეზვა გაფრინდაულის ცხოვრება, მისი პოზიცია.


ტექსტში გამოყენებულია გაპიროვნებაც. გაპიროვნებაა „ლეკებ რო ვაცხვეთ ქადადა“,
ანუ დავხოცეთ. ტექსტში გამოყენებულია შედარება:

„იტყოდი სარეკელასა

წისქვილზე გააქვ რაკუნი“

და თავმოჭრილი ადამიანის კბილების კაწკაწი შედარებულია წისქვილის სარეკელას


რაკუნთან.

You might also like