You are on page 1of 10

1

საქართველოს უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა


საბაკალავრო სწავლება

გაზაფხულის სემესტრი - 2022/23


I კურსი

ქართული ენა და სტილისტიკა

“ნეოლოგიზმები, ბარბარიზმები, კალკები და უცხოენოვანი გავლენის სხვა


გამოვლინება თანამედროვე ქართულ ენაში”

სტუდენტი: ------ როდინაძე თათია


ლექტორი: ------ ბარნოვი ნინა

თბილისი, 2023 წელი


2

საქართველოს უდიდესი ისტორია გააჩნია, ის უკვე საუკუნეებია რაც არსებობს, აქედან


გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანასთან ერთად, ძველი
წელთაღრიცხვიდან მოყოლებული გვაქვს ქართული ენაც.სხავდასხვა მეცნიერი მის
არსებობას სხვადასხვანაირად აფასებს, ზოგიერთის აზრით მან ფეხი ძვ.წ V
ათასწლეულში, ზოგიერთის აზრით კი I ათასწლეულში აიდგა.სწორედ აქედან
გამომდინარე, მრავალი თეორია თუ მოსაზრება არსებობს ქართული ენის განვითარების
შესახებ.ხშირია შემთხვევები, როდესაც ვარაუდობენ, რომ იგი იბერიულ-კავკასიურ ენათა
ჯგუფს მიეკუთვნება, საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე მას
სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთ კავკასიურ ენასაც კი უწოდებენ.მსოფლიო მანამ სანამ
დღევანდელ რეალობამდე მივიდოდა, უამრავი გზა გაიარა, მრავალი ახალი ტომი,
ქვეყანა, ერი გამოჩნდა.ისტორიაში ცნობილია ინდოევროპული ტომის მიგრაცია, რის
დროსაც ხშირად ქართველებსაც კი მოიხსენიებენ.გარდა ამისა, ბევრი ენათმცოდნე ისიც
მიაჩნია, რომ ქართულ ენასა და ქართველ ხალხს ურთიერთობა ჰქოდნა ხურიტულ,
ურარტულ, შუმერულ თუ სხვა წინააზიის არასემიტური წარმომავლობის მკვდარ
ენებთან.დრო გავიდა, საქართველომ უმძიმესი და უდიდესი ისტორიული დღეები
გამოიარა, საუკუნეების განმავლობაში იგი დაპყრობილი გახლდათ სხვადასხვა
სახელმწიფოს მიერ.დაპყრობის პარალელურად, ქვეყანაში თან ასახლებდნენ სხვა
ეროვნების ადამიანებს, რომლებიც განსხვავებულ ენაზე საუბრობდნენ.ბუნებრივია, ეს
ყველაფერი უდიდეს გავლენას ახდენდა ქართველებზე.ამ ყველაფერმა ერთ
მნიშვნელოვან შედეგამდე მიგვიყვანა, რომელმაც თავდაყირა დააყენა ქართული ლექსიკა,
ენა, გარკვეული ნორმები და აქამდე არსებული სიტყვებიც კი.ეს გახლავთ ფაქტი, რომ
შემოვიდა ახალი სიტყვები, დაიკარგა ზოგიერთი მანამდე სწორად მიჩნეული ქართული
სიტყვა და ა.შ უცხო ენებმა გარკვეულწილად უდიდესი გავლენა იქონია ქართულ ენაზე,
ენაზე, რომელზეც ახლა მხოლოდ 3 მილიონი ადამიანი არსებობს.გასაკვირი არ არის, რომ
ისეთი უდიდესი სახელმწიფოები, როგორიც თავის დროზე არაბტა სამეფო, შემდგომ
სსრკ, დღესდღეობით ბრიტანეთია რაღაც დონეზე დიდ როლს თამაშობს ჩვენთვის.ამ
ენებისთვის დამახასიათებელი სიტყვები უკვე ჩვენს ლექსიკონშია, ზოგჯერ გვავიწყდება
და აღარც ვიყენებთ ჩვენს სიტყვებს და მათ ვანაცვლებთ სხვა ბარბარიზმებით, იმდენად
აღარ ვიყენებთ რომ ხდება მათი დავიწყება და ბოლოს ამოღება.ნებისმიერი ახალი
მასშტაბური მოქმედება, რომელიც ხდება ქვეყანაში თუ მსოფლიოში ხდება ახალი
3

მიზეზი იმისათვის რომ ჩვენს სალიტერატურო თუ სალაპარაკო ენაში გაჩნდეს მისი სხვა
შესატყვისი, ისეთი, რომელსაც აქამდე არ ვიყენებდით.
ნეოლოგიზმი გახლავთ საუკეთესო მაგალითი იმისა თუ როგორ იცვლება და ვითარდება
დროთა განმავლობაში ჩვენი ენა.თავად „ნეოლოგიზმი“ ბერძნული სიტყვაა, თუკი მას
ვთარგმნით მივიღებთ ახალ სიტყვას (ნეო - ახალი, ლოგო - სიტყვა), აქედან გამომდინარე
ნეოლოგიზმი შეისწავლის ახლად გამოჩენილ სიტყვებსა და გამოთქმებს, რმომლებიც
დროთა განმავლობაში ინერგება ჩვენს სალიტერატურო ენაში.ნეოლოგია და
ნეოლოგიზმი ფართოდ გავრცელებული პროცესია, რომელიც გარდა იმისა რომ
შეისწავლის ახლად შემოღებულ სიტყვებს, ამავდროულად, გვასწავლის იმ ახალ
მნიშვნელობებს, რომლებსაც იძენს უკვე აქამდე არსებული სიტყვები.აქედან
გამომდინარე, არსებობს ორგვარი ნეოლოგიზმი, ესენია - ფორმირებული, რომელიც ახალ
სიტყვებსა და ფრაზებს სწავლობს, რომლებიც არსებული რეალობიდან გამომდინარე
გამოჩნდნენ და სემანტიკური ნეოლოგიზმი, რომელიც სიტყვების ახალ კონოტაციას
სწავლობს.ენას უდიდესი დანიშნულება აქვს, იგი მონაწილეობს უმთავრეს და
უმნიშვნელოვანეს პროცესში - ეს გახლავთ კომუნიკაციის საშუალება ორ და მეტ ადამიანს
შორის, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ნებისმიერი ჩვენგანი ენის
განვითარებისას ვღებულობთ ნეოლოგიის პროცესში მონაწილეობას.კონკრეტულ
ისტორიულ ეპოქაში, მისი არსებობიდან გამომდინარე შემდეგი სახეობის ნეოლოგიზმები
შემოვიდა ქართულ ენაში.თავდაპირველად, ათი წელი იყო ის შუალედი, როდესაც
ვრცელდებოდა ახალი, სხვადასხვა სახეობის, სხვადასხვა ენიდან შემოღებული სიტყვები,
დღევანდელ რეალობაში, მას შემდეგ, რაც დრო კიდევ უფრო განვითარდა, კომუნიკაცია
უფრო გამარტივდა, ახალმა ტექნოლოგიებმა კი ამას გაცილებით შეუწყვეს ხელი, ეს წელი
ხუთ წლამდე ჩამოვიდა.ამავდროულად, ყურადღება გასამახვილებელია ადამიანთა ასაკი,
რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობს ამაში და ესენი არიან-
მოზარდები.მოზარდები , რომლებსაც გამუდმებით შემოაქვთ ან უძენენ ახალ
მნიშვნელობას სიტყვებს, მთავარი როლი ეკისრებათ ნეოლოგიზმის განვითარების
პროცესში.მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი გახლავთ ყველაზე ეფექტური პერიოდი
ნეოლოგიზმის განვითარებისათვის, მას შემდეგ რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი,
რომელსაც მოჰყვა გლობალიზაციის უპრეცენდენტო ტემპები და ა.შ. ენა ვერასდროს
შეძლებს განვითარებას ახალი ლექსიკური ერთეულების გარეშე, ამიტომ იმის თქმა, რომ
ნეოლოგიზმი ცუდი და საზიანოა, არასწორია.იგი დინამიკური პროცესისთვის
აუცილებელია, ამიტომაა რომ ენათმეცნიერები მას ღია სერიასაც კი უწოდებენ.ქართულ
4

ლიტტერატურაში საკმაოდ ხშირია ნეოლოგიზმი, მათ შორის გიორგი ლეონიძის


ლექსებში და სხვა მრავალი პოეტის ნაშრომებში.ზოგჯერ, როცა ნეოლოგიზმს
ვუკვირდებით, უმეტეს შემთხვევაში გვხვდება უკვე არსებული ორი ან რამდენიმე
სიტყვის ძირისგან / ფუძისგან შემდგარი ახალი სიტყვაც კი.რაოდენ გასაკვირიც უნდა
იყოს „თვითმფრინავი, ორთქმავალი, სახელმძღვანელო და სხვ.“ ნეოლოგიზმის სახეებია,
რომლებიც აუცილებელი იყო ყოფილიყო ჩვენს ლექსიკაში, რათა მარტივად
შეგვძლებოდა გარკვეული პროცესის გამოხატვა და მოქმედების ახსნა.გარკვეული
სუფიქსისა თუ პრეფიქსის მიმატება სიტყვისათვის ერთ-ერთი განმაპირობებელი
მოქმედებაა იმისა რომ წარმოიშვას ახალი ნეოლოგიზმი.იგი პოპულარული ხდება
მასმედიის, ინტერნეტისა თუ ზეპირი გავრცელების საშუალებით.იმ შემთხვევაში თუ ეს
სამი ძირითადი ნაწილი ხშირად არ იყენებს მას, იგი ისევე მალე გაქრება, რამდენად
მალეც შემოვიდა ენაში.ერთ-ერთი აუცილებლად დამახასიათებელი თვისება, რაც ზრდის
მის პოპულარობას და უფრო აქტუალურს ხხდის ნეოლოგიზმს არის ის რომ უნდა
ჰგავდეს სხვა არსებულ სიტყვებს.ძალიან იშვიათი და ზოგჯერ წარმოუდგენელია სიტყვამ
შეძლოს დანერგვა და ენაში სხვა სიტყვების ჩანაცვლება, ისე რომ იყოს სრულიად ახალი
და არ ჰგავდეს მანამდე ცნობილ არცერთ სიტყვას.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნეოლოგიზმს არ შეისწავლის რომელიმე სპეციალურად
მისთვის გამოყოფილი ცალკე მიმდინარეობა, ნებისმიერ ლექსიკოგრაფს ან ეტიმოლოგს
შეუძლია მისი შესწავლა.შესწავლის პროცესში ისინი განიხილავენ როგორ გამოიყენებს
და გამოხატავს ხალხი ამა თუ იმ ნეოლოგიზმს, რომელი მეცნიერული თუ
ტექნოლოგიური საშუალებით გავრცელდა იგი და რამდენი დრო დასჭირდა ამ
ყველაფერს.ყოველდღიურ ცხოვრებაში ქართულ სასაუბრო და სალიტერატურო ენაში
მრავალი სახეობის ნეოლოგიზმია, რომელიც ერთი შეხედვით ამ შთაბეჭდილებას არ
გვიტოვებს, მაგრამ თავისი წარმომავლობითა და მნიშვნელობით იგი ქართული არ
გახლავთ.დაუჯერებელი შეიძლება იყოს, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვები,
სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან და ესენი არიან:ინსტიტუტი, მოყვარული,
აქტივისტი,გაზეთი, დეკორაცია, მანქანა, პორტფელი, პიურე, ფერმა, არდადაგები,
კომედია, კარიერა, დესპორტი, პრეზიდენტი, დესერტი, ჟელე, ქურთუკი, კაპიუშონი,
კარნავალი, რომანტიკა, ვალსი,მეტრო, დივანი, ვინეგრეტი და ა.შ ეს სიტყვები
დამახასიათებელია ყოველდღიურობისათვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც
მწერალთა უმეტესობა თავად იგონებს სიტყვებს, რათა უფრო უცხო გამოჩნდეს
მკითხველისათვის, მაგრამ მათი უმეტესობა ვერ მკვიდრდება ჩვენს ლექსიკაში.ქართულ
5

ლიტერატურას ამის რამდენიმე მაგალითი აქვს, როდესაც სალიტერატურო ენაში სიტყვა


ვაგონი შეიცვალა რონოდათი, ხოლო სამოვარი თვითმადუღარით, მაგრამ ისინი არც
სასაუბრო ენაში გამოჩენილან და აღარც ლიტერატურაში აუდგამს ფეხი.
გარდა ნეოლოგიზმებისა, არის სხვა შემთხვევებიც.ზოგჯერ ენაში არსებობს უკვე საჭირო
სიტყვა, რომელიც აღწერს ან აღნიშნავს გარკვეულ საგანსა თუ მოქმედებას, თუმცა მაინც
ტრენდული ხდება უცხო ენიდან შემოღებული სიტყვები, ამ შემთხვევაში მსგავსი
სახეობის სიტყვებს ბარბარიზმებს ვუწოდებთ, გარდა ამისა, ბარბარიზმს მიეკუთვნება
ისეთი სიტყვები, რომელიც სხვა ენისათვის დამახასიათებელი წესებითა თუ
გრამატიკითაა აგებული და ჩვენთვის შეუსაბამოა.ამის გამორჩეული მაგალითია რუსული
და ქართული სიტყვები, ერთ-ერთი მათგანია ჯერ-ჯერობით, რომელიც მომდინარეობს
რუსული შესატყვისიდან.ენას ხშირად ადარებენ ცოცხალ ორგანიზმს, რომელსაც
გამუდმებით კვება სჭირდება, რათა განვითარდეს და არ იყო სტატიკურ
მდგომარეობაში.სწორედ ამიტომ არის დასაშვები ისეთი სიტყვების შემოღება უცხო
ენიდან, რომელიც არ გაგვაჩნია ჩვენ და ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს
თანამედროვე მსოფლიო, განვითარებული ტექნოლოგიები თუ სხვ. მაგრამ,
ბარბარიზმები, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ენის დამაბინძურებელ“
საშუალებას ამ კატეგორიაში ნამდვილად არ გადის.ათი ყველაზე გავრცელებული
ბარბარიზმი, რომელსაც ვიყენებთ 21-ე საუკუნეში, მაგრამ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იმ
ძირეული ქართული სიტყვებით, რომლებიც ჩვენს გამორჩეულ ენას ისედაც
გააჩნია:1.სელებრითი - ცნობილი ადამიანი, ეს სიტყვა განსაკუთრებით პოპულარული
დღევანდელ თაობასა და მოზარდი ასაკის ბავშვებშია, რომლებიც სოციალური ქსელებისა
თუ სხვადასხვა ფილმის / სერიალის საშუალებით იღებენ და ცდილობენ დაამკვიდრონ
მრავალი ბარბარიზმი. 2.ნიჩია - სიტყვა, რომელსაც ხშირად ვიყენებთ თამაშის დროს,
მაშინ როცა არსებობს ყაიმი - იგივე ფრე.მაგრამ ფაქტია, სიტყვა ყაიმზე მეტად, რომელიც
უფრო დიდი ხანია რაც არსებობს ქართულ ლექსიკაში.3.სნექი - ერთ-ერთი პოპულარული
სიტყვა, იგივე „ხემსი“. 4.კონტროვერსიული - ინგლისურიდან შემოსული სიტყვა,
რომელიც თავისი მნიშვნელობით ნიშნავს კამათს, დაპირისპირებას, მიუხედავად იმისა,
რომ მსგავს სიტყვას მრავალი სინონიმი აქვს, თანამედროვეობაში ეს სიტყვა საკმაო
პოპულარობით სარგებლობს. 5.სენსიტიური - მგრძნობიარე, სიტყვა, რომელსაც
ვხვდებით არა მხოლოდ ყოველდღიურ ზეპირ მეტყველებაში, არამედ მედიაშიც,
სხვადასხვა ცნობილი ადამიანისგან ინტერვიუების დროს და სოციალურ
ქსელებშიც.შეგვიძლია მის ნაცვლად გამოვიყენოთ, ფაქიზი, სათუთი და სხვ მრავალი.
6

6.მატოვი - რუსული ბარბარიზმი, რომელსაც ხშირად ვისმენთ, როგორც სალონებში,


ამავდროულად სხვადასხვა ფერის არჩევის დროსაც კი, ბარბარიზმი მატოვის ნაცვლად
შეგვიძლია გამოვიყენოთ მქრქალი ან მისი ანტონიმის - პრიალასგან წარმოებული სიტყვა
- არაპრიალა. 7.კრეატიული - ინგლისური სიტყვა იგივე მნიშვნელობის მქონე,
როგორებიცაა შემოქმედებითი, მხატვრული, ამავდროულად, კრეატიული გამოგონების
მაგივრად, რომელსაც ტრენდული სიტყვებია არსებული მდგომარეობიდან და
განვითარებული სამყაროდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ მახვილგონივრული
გამოგონება. 8.რეპორტი - ცნობილი სიტყვა, რომელსაც გარდა სხვადასხვა სოციალური
მედიისა, როგორებიცაა Facebook თუ Instagram ამავდორულად ვხვდებით
სამსახურშიც.მაგალითად, წლიური რეპორტი ანუ იგივე რაც წლიური ანგარიში,
რეპორტინგი ფინანსური ანგარიში ან შეტყობინება. 9.კოლაბორაცია - სხვადასხვა
კომპანიის, ბრენდისა თუ ადამიანის წარმატების შედეგად იწყება მათ შორის
თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ კოლაბორაციასაც ვუწოდებთ,რაც ასევე ბარბარიზმი
გახლავთ. 10.დათაგვა - სოციალური ქსელის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული სიტყვა, რომლის ჩამნაცვლებლადაც შეგვიძლია წარმოვადგინოთ
„მონიშვნა“.
მშობლიური ენა დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და მისი კულტურული
მემკვიდრეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, სწორედ
ამიტომ შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია და 1978 წელი, როდესაც
სწორედ ენის შენარჩუნებისთვისვე იბრძოდნენ ქართველები.ბარბარიზმზე საუბარი
წარმოუდგენელია ამ პერიოდის გახსენების გარეშე, რადგან სწორედ ამ საუკუნეში
უდიდესი გავლენა მოუხდინა რუსულმა ენამ, შემოვიდა რუსული ბარბარიზმები,
რომლებიც აქტუალურობას დღემდე არ კარგავს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თუკი
გასულ საუკუნეში რუსული ენა „გვაჯილდოვებდა“ ბარბარიზმებით, დღეს მას
ინგლისური ჩაენაცვლა და ეს არა მხოლოდ ჩვენს ენაზე, არამედ მსოფლიოს თითქმის
ყველა ენაზე მოქმედებს.
აქვე აღსანიშნავი ფაქტორია, რომ როგორც უკვე აღვნიშნე ბარბარიზმი არ ნიშნავს
მხოლოდ გარკვეული სიტყვების შემოღებას და მათი დამკვიდრების
მცდელობას.ბარბარიზმის დროს უცხო ენა, რომელიც უტევს ამ შემთხვევაში ქართულს,
ცდილობს სინტაქსური ფორმა შეუცვალოს ჩვენივე სიტყვებს,სწორედ ამიტომ არის რომ
რამდენიმე მაგალითი, რომელიც გრამატიკულად არასწორია, გამომდინარეობს იმ უცხო
ენებიდან, რომელთა სინტაქსიც განსხვავდება ჩვენგან და მიზნად ისახავს ერთმანეთში
7

აღრევას.მაგალითად: სწორი ფორმაა იყიდება და არა გაყიდვაშია.ბარბარიზმები მხოლოდ


ზეპირ მეტყველებაში არ თამაშობენ დიდ როლს, აუცილებლად ხაზ გასასმევია ის ფაქტი,
რომ ბეჭდური მედია, რადიო თუ ტელევიზია, ხშირად იყენებს ბარბარიზმებს, რაც იწვევს
მათ კიდე უფრო პოპულარიზაციასა და ხალხში დამკვიდრებას.მაგალითისთვის
შეგვიძლია მოვიყვანოთ „ნიუსი“, იგივე ახალი ამბები, რომელსაც მიუხედავად იმ
ფაქტისა, რომ აქვს ქართულად შესაფერისი სიტყვა, მაინც გვხვდება და გვესმის ხშირად
ჟურნალისტებისაგან, პოლიტიკოსებისგან თუ ა.შ 1.დრაივი - მუხტი 2.სეტი - ნაკრები
3.ჰაბი - ცენტრი 4.ლაივი - პირდაპირი ეთერი 5.ქოფირაითერი - სარეკლამო ტექსტების
ავტორი.ისტორია და ენა ერთი შეხედვიტ სხვადასხვა ცნებები ერთმანეთისაგან
განუყოფელი ნაწილებია.რუსული ენის წყალობით, რომელიც რამდენიმე საუკუნის
განმავლობაში ზემოქმედებდა ჩვენზე შემოვიდა სხვადასხვა ინდოევროპული
წარმომავლობის ბარბარიზმები, რადგან თავად რუსულზე ჰქონდა გავლენა ისეთ ენებს,
როგორებიცაა ფრანგული, გერმანული თუ ა.შ, დღევანდელ რეალობაში, როდესაც
ბარბარიზმთა უმეტესობა ინგლისურიდან მომდინარეობს, რადგან მსოფლიოს თითქმის
ნებისმიერ წერტილში მეორე ენად სწორედ ინგლისურია მიჩნეული, ეს იმის
მანიშნებელია, რომ შემოსული ბარბარიზმების 60% ლათინურია ან
ფრანგულია.მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ბარბარიზმები უწყობს ხელს
ქართული ენა გაცილებით თანამედროვე გახდეს და დაეწიოს იმ ტენდეციებს რაც
მსოფლიოშია, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად მას აქვს ის უარყოფითი მხარეები,
რომელზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია.მაგალითად, ისმის კითხვა,
რამდენად სჭირდება ქართულ ენას ბარბარიზმები და რა შეიძლება მოგვიტანოს ბევრმა
ბარბარიზმმა? ამას დღევანდელი რეალობა თავად პასუხობს.ურთიერთკომუნიკაცის
შესაძლებლობას აფერხებს და ართულებს ბარბარიზმთა შემოღება, რადგან ასეთ დროს,
მათი გარკვეული ნაწილი უცხოა საზოგადოებისათვის, შესაბამისად თითქოსდა ერთ
ენაზე მოსაუბრე ადამიანები კარგავენ ერთმანეთის გაგების უნარს.ეს საფრთხე
განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება თაობებს შორის დიალოგისას, მაგალითად, ბორდი,
ქეისი, ფოინთი, სიტყვები, რომელსაც ე.წ ჯენ ზი ხშირად იყენებს, მაგრამ სრულიად
უცხოა წინა თაობისთვის აყენებს საფრთხეს, რომ შესაძლოა მათ ერთმანეთს ვეღარ
გაუგონ და დაკარგონ ერთგვარი კომუნიკაცია.
ლინგვისტიკა ასევე გამოყოფს კიდევ ერთ შემთხვევას, როდესაც უცხო ენა საკმაო
გავლენას ახდენს ქართულზე და შედეგად ვიღებთ კალკებს.სიტყვა კალკი „ასლს“ ნიშნავს,
რომლის დროსაც ენა საკუთარია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვა ქართულად
8

წარმოითქმის, ქართული ინტონაციით, იწერება ქართული ასოებით და ა.შ, თუმცა ამ


კონკრეტული სიტყვის ფორმა თუ მისი შესიტყვება არის აგებული უცხო ენიდან,
ეფუძნება უცხო ენის გრამატიკას თუ მის წესებსა და სტრუქტურას.როდესაც უცხო სიტყვა
შემოდის ქართულ ენაში, ნაცვლად იმისა, რომ ის მოარგონ ქართულ ენას, პირდაპირ
თარგმნიან, ყველანაირი შესწორების გარეშე და ვიღებთ კალკებს, რომლებიც სრულიად
ეწინააღმდეგებიან მანამდე დადგენილ ქართულ ნორმებს.ამის რამდენიმე მაგალითი
არსებობს, რომელიც ნათლად ასახავს იმას, რომ არ შეიძლება პირდაპირ სიტყვების
დამკვიდრება და შემოტანა, აუცილებელია განჭვრეტა და მისი
გადახარისხება.დღევანდელ რეალობაში ბევრი ასეთი მაგალითია, თუმცა 9 სიტყვა გვაქვს,
რომელსაც ძალიან ხშირად არასწორად ვიყენებთ და ესენია: 1.უტევს და არა შეტევაშია
2.იმალება და არა მიმალვაშია 3.კავშირი აქვს და არა პირდაპირ კავშირშია 4.მუქი
ფერებით დახატა და არა მუქ ფერებში დახატა 5.დაეხამარა და არა დახმარება აღმოუჩინა
6.მოაწესრიგა და არა წესრიგში მოიყვანა 7.აღასრულა და არა სისრულეში მოიყვანა
8.შეაცდინა და არა შეცდომაში შეიყვანა 9.საქმე ისაა, რომ და არა საქმე იმაშია რომ.
ასევე შეგვიძლია განვიხილოთ ზმნა „ატარებს“, რომელიც ასევე გავრცელებული ზმნაა და
მას სხვადასხვა მოქმედებასთან ერთად ვიყენებთ, მაგალითად:
დაუშვებელია ვთქვათ „ის გოგო იაფფასიან ჩანთას ატარებს“, ნაცვლად ამისა, სწორი
ფორმა იქნება გოგონა იაფფასიან ჩანთას იკეთებს.ასევე, არ არის სწორი ზმნა „შედგება“,
მაგალითისათვის: „ქართული ბენდის კონცერტი საღამოს შედგება“, რომელიც გახლავთ
არასწორი ფორმა, მისი სწორი ვერსია კი არის „ქართული ბენდის კონცერტი საღამოს
გაიმართება“.ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ ვრცელი სიისას, რომელიც კარგად
გამოხატავს რამხელა გავლენა აქვს უცხო ენებს ქართულზე.ეს ყველაფერი დღევანდელ
დღეს არ დაწყებულა, უკვე საუკუნეებია, რაც ქართულ ენაში მკვიდრდება უცხო ენებიდან
შემოსული სიტყვები და ამის ნიმუშია სიტყვა „ფანჯარა“, რომელიც არავის
წარმოუდგენია, რომ შეიძლება ქართული არ იყოს, მაგრამ ეს ასეა.ფანჯარა სპარსული
სიტყვაა, იგი, ალბათ თავიდან ისეთივე ბარბარიზმით შემოვიდა, როგორც დღეს ხდება
ხოლმე, თუმცა დროის გასვლასთან ერთად შეერწყა ენას და ყველასთვის მისაღები სიტყვა
გახდა, მეტიც, რომ დავფიქრდეთ, შესაძლოა ვერც ვიპოვოთ სიტყვა, რომელიც
ჩაანაცვლებს ან იქნება მისი სინონიმი , რათა აღმოვფხვრათ ეს სპარსული შესატყვისი და
ამოვშალოთ ჩვენი ლექსიკიდან.გარდა ამისა, თურქული და არაბული სიტყვები სწორედ
იმ რაოდენობისაა ქართულ ენაში, რა რაოდენობისაც მე-20 საუკუნეში რუსული და 21- ეს
საუკუნეში ინგლისური სიტყვები შემოვიდა.
9

ქართული ენა არ არის ერთადერთი ენა, რომელზეც ამხელა გავლენა აქვს უცხო
სიტყვებსა და ლექსიკას, ბუნებრივია ეს ყველაფერი გარდა ჩვენი მშობლიური ენისა,
ხდება სხვა ენებშიც, მაგრამ აუცილებლად ყურადღება გასამახვილებელია ის ფაქტი, რომ
მაგალითისთვის, გერმანულთან თუ ფრანგულთან შედარებით ძალიან ცოტა ადამიანი
საუბრობს ქართულად, დღეს დაახლოებით 3 მლ ადამიანი, სწორედ ამიტომ არის
აუცილებელი რაც შეიძლება ცოტა ბარბარიზმი თუ კალკი ენაში და გაცილებით მეტი
მცდელობა, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ის რაც გვაქვს, წინააღმდეგ
შემთხვევაში ენას შესაძლოა საფრთხე შეექმნას.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს ყველაფერი საჭირო? დიახ, არის, საჭიროა
შემოვიღოთ ახალი სიტყვები, რომლის მნიშვნელობის აღმნიშვნელიც აქამდე არ გვქონდა,
მაგრამ არ არის საჭირო ისეთი სიტყვების შემოტანა, რომლის სინონიმებითაც ისედაც
სავსეა ჩვენი ლექსიკონი, არ არის აუცილებელი გამოვიყენოთ რესეფშენი, როცა
შეგვიძლია ვთქვათ მიმღები, არ არის საჭირო ვთქვათ „ავტვიორტკა“, როცა მის ნაცვლად
არსებობს სიტყვა სახრახნისი და ა.შ.
საბოლოო ჯამში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ენის განვითარების პროცესში ხდება
მრავალი ცვლილება და ამაზე აქტიურად მოქმედებს გარე ფაქტორები და ის ისტორიული
მოვლენები, რაც იმ პერიოდში აქტუალურია.აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ
, ისევე, როგორც სხვა მეზობლურ ენებში, ასევე ჩვენს ქართულ ენაშიც არის მრავალი
ბარბარიზმი, კალკი თუ ნეოლოგიზმი, რომელთა აღმოფხვრაც თითქმის შეუძლებელია.
10

გამოყენებული ლიტერატურა
ინტერნეტ ვებგვერდები:
 https://www.merriam-webster.com/dictionary/neologism
 https://en.wikipedia.org/wiki/Calque
 https://barbarisms.ge

You might also like