You are on page 1of 5

თუკი შეგვიძლია მეცნიერება ავაგოთ, ზუსტი ცოდნა გქვონდეს რაღაცის შესახებ, უნდა

გვახსოვდეს ის, რაც კანტმა თქვა - ცოდნა შეიძლება მხოლოდ ფენომენების შესახებ
არსებობდეს, ფენომენი კი არის ის, რასაც მე ვქმნი, ჩემეული პროდუქტია. შოპენჰაუერიც ამას
იმეორებს, ის, რასაც მე ზუსტ ცოდნას ვეძახი, ეგ შეიძინება მხოლოდ საკმაო საფუძველს
დაქვემდებარებულ რაღაცებში, ანუ ჩემს წარმოდგენებში. ჩემი წარმოდგენების რაღაც
ნაწილის შესახებმე შემიძლია ზუსტი წარმოდგენები მქონდეს, თუმცა ისე უტყუარი
ჭეშმარიტება არის მხლოდ ის, რომ ვარსებობ მე და ყველაფერი არის მხლოდ ჩემი
ცნობიერების შინაარსი. შოპენჰაუერი ამბობს, რომ ამას, ჩემს არსებობას უეჭველი კი
ვასაბუთებ, მაგრამ მაგის მიმართ ხო პროტესტი მაქვს, ისე ხო არ ვცხოვრობ, თითქოს მარტო
მე ვარსებობდე და ჩემ გარდა არაფერი არ იყოს? ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონება
მარწმუნებს, რომ ჩემ გარდა არაფერი არ არი (ამის არგუმენტაცია შემიძლია - წარმოსახვაა
ყველაფერი), მე ამას მაინც პროტესტ ვუცხადებ, სხვა რაღაცაც არსებული მგონია. ანალოგიის
გზით წარმოვიდგენ, რომ სხვაც სუბიექტია, ისე არ ვიქცევი,თითქოს ყველაფერის
განმკარგველი მე ვიყო, ამიტომ ის სხვა, რომლის არსებობასაც მე ვუშვებ, თავისთავადი,
თვითგანსაზღვრული უნდა იყოს. დაახლოებით ისეთი, რაც კანტის ნივთი-თავისთავადია.
შოპენჰაუერი თვლის, რომ კანტი აქამდე სწორად მივიდა და ჰეგელი შეცდა, როდესაც ამ
ნივთი თავისთავადის არსებობა გამორიცხა, მაგრამ კანტმა სახელი სწორად ვერ შეურჩია - მან
ამ თავისთავადს ნივთი უწოდა, ნივთი კი ობიექტს ემსგავსება დასახელები გამო. ნივთი
თითქოს ობიექტად წარმოგიდგება ავტომატურად. ამიტომ ამ თავისთავად უნდა ვუწოდოთ
ისეთი სახელი (მაინც ეს სახელი არასწორი იქნება, იმ სახელში, რომელსაც მე მას ვუწოდებ,
მაინც რაღაც ჩემეული იქნება, მე რაღაცგვარად მაინც განვსაზღვრავ იმ რაღაცას, რაც
თავისთავადია, მაგრამ მაინც უნდა ვცადო, რამე ისეთი სახელი შევარჩიო, რაც მის
თავისთავადობასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული), რომელიც მის ბუნებაზე მიანიშნებს.
სახელს ვარჩევ რა პრინციპით - ჩემი რომელი უნარითაც მაქვს მიმართება ამ თავისთავადთან,
ამ უნარის მიხედვით დავარქვათ. რა რომ ტავისთავადი იყოს, ეს ჩემი სურვილია მხლოლოდ,
მე ვერ ვკმაყოფილდები იმით, რომ მარტო მე ვარსებობს, ანუ ნებელობა არის ის, რაც მე
თავისთვადთან მიმიყვანს. ანუ რაც კანტთან ნოუმენი, თავისთავადია, შოპენჰაუერთან არის
ნება, თავისთავადი ნება. რეალურად არსებული მხოლოდ ნებაა. არსებული განხილული
თავისთავადობაში არის ნება, ხოლო არსებული განხილული არათავისთავადობაში, არის
უკვე წარმოდგენა, ის, რაც ჩემს გონებაშია, ჩემ მიერ მინიჭებული მახასიათებლებითა და
სახეებით. სამყაროს აქვს ორი მხარე - თავისთავადობაში არის ნება, ჩემთვის - წარმოდგენა.
თავისთავადზე მხოლოდ ინტუიციური განცდა შეიძლება გვქონდეს, რაციონალურად ვერ
გავიაზრებ, ვერ გადმოვცემ ისე, როგორც ის რეალურადაა, მის დახასიათებაში აუცილებლად
იქნება რამე ჩემეული. ჰეგელი ყველაფრის დასაბუთევას ცდილობდა და მხოლოდ მას
მიიჩნევდა არსებულად, რისი დასაბუთებაც, არგუმენტაციაც შეიძლება, მაგრამ აქ ვედავებით
რომ განა ჩვენ გარეშე, ჩვენი არგუმენტებისა და დასაბუთებების გარეშე არ შეიძლება
არსებობდეს რამე? რაღაც თავისთავად და არა ჩვენთვის. შოპენჰაუერი პირიქით ამბობს, თუ
შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ მიერ მისი არსებობს დასაბუთება არ შეიძლებოდეს. ამის
თქმისას მისი არგუმენტი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაციონალური
არგუმენტი არ გვაქვს მისი არსებობისა, შეგვიძლია არგუმენტად შემდეგი რამე მივიღოთ -
წარმოსახვა ჩემი უნარია ისევე, რგოროც დასაბუთება, რაციონალური გონება. გონება
რარაცებს ასაბუთებს, რაღაცებს ვერა, მას მისი წესები აქვს, ისევე, როგორც წარმოსახვას, მას
ნებისმიერი რამის, თუნდაც საკმარისი საფუძვლის გარეშე წარმოსახვა შეუძლია (კედელში
გავლა შემიძლია, წარმოვიდგენ), ეს არაა სწორი, რომ ჩემმა ერთმა უნარმა მეორე
არალეგიტიმურად მიიჩნიოს. ცხადია, გონებისთვის, ლოგიკისთვის რაც ლოგიკური არაა,
მიუღებელია, მაგრამ მე რატომ უნდა დავუჯერო მხოლოდ ლოგიას. ლოგიკა ამბობს შემდეგ
რამეს (ჰეგელი) - რისი არსებობის დასაბუთება არ შემიძლია, მას არსებულად არ ვთქვლი -
თვითონ ამ თეზისის დასაბუთება შემიძლია? - იკითხავს შოპენჰაუერი. თუკი ჩემი გონების
შინაარსი არ არის, მისი დასაბუთება არ შემიძლია, აქედან გამომდინარე რომ იგი
არარსებულია, ამიმს ლოგიკურად დასაბუთება შემიძლია? - არა. აქეადან გამომდინარე,
შოპენჰაუერი ამბობს, რომ რადგანაც მე წარმოვისახავ, რადგანაც მე მინდა, იგი არის კიდეც.
ჩვენი სურვილების წყარო რაღაც ჩვენგან გარე, მეს გარედ მყოფია, არის რაღაც, რაც ჩემით
განსაზღვრული არაა - ესაა ნება.

ნების ობიექტობა - ყველაფერი არის მხოლოდ ნება, ეს ნება არის ჩემგან გარეთ გატანილი.
ყველაფერი არის ნების ობიექტობა. ნება ქცეული ობიექტად.

კანტსა და პლატონს შორის მსაგვსება - კანტთან არის დაყოფა ნოუმენი ფენომენი,


პლატონთან - იდეა და საგანი. ეს რაღაც აზრით არის იდენტური. შოპენტაუერისთვის
ძირითადი არის მათი საერთო საფუძველზე დაქვემდებარებულობა. ნოუმენი არაა დროით,
სივრცითა და მიზეზობრიობით განსაზღვრული,თავისთავადია, ფენომენი სამივეთი
განსაზღრვრულია. პლატონის საგანი დროში, სივრცესა და მიზეზობრიობით
განსაზღვრულია ფენომენის მსგავსად, ხოლო იდეა არა. იდეა არც დროში არსებობს, არც
სივრცეში და არც ცვალებადობა ახასიატებს. ეს საერთო პრინციპებით ადარებს შოპენჰაუერი
კანტსა და პლატონს.

„იდეა არის თავისთავადსა და საგანს შორის“ ეს ნიშნავს, რომ იდეა ბოლომდე დროსა და
სივრცეში მოცემული ტიპი არ არის, წიგნის იდეა მაგალიტად წიგნები რომ არარ
არსებობდნენ, წიგნის იდეა მაინც დარჩება, წიგნის ცვალებისას რაც უცვლელია, ისაა იდეა,
ცვლალებას არ განიცდის, ფიზიკური არაა დროთა და სივრცით შემოფარგლული არაა. იგი
არაა განსაზღვრული საკმაო საფუძვლის კანონით. ამიტომ თავისუფლების სამყაროსი
უფროა, ვიდრე იძულების. საკმაო საფუძვლით რაცაა განსაზღვრული, ეგ იძულების
სამყაროა, ხოლო იდეები თავისუფლების სამყაროს ეკუთვნიან. იდეა იძულების სამყაროში
რაღაცგვარად მაინც ჩართულია როგორც ობიექტი, მაგრამ რადგანაც იგი ზოგადი ობიექტია,
და არა ინდივიდუალურზე დაქვემდებარებული, ინდივიდუალურით განსააზღვრული,
მაინც როგორღაც შუაშია თავისუფალსა და იძულებით სამყაროებს შორის. არც მთლად
საკმაო საფუძველს ქავემდებარებული და არც მთლად თავისუფალი. ერთისკენაც იხრება და
მეორისკენაც.

კანტსა და შოპენჰაუერს შორის განსხვავება - ბევრია. კანტთან მაგალითად მგრძნობელობა


პასიურია, გასჯა აქტიური. შოპენჰაუერთან - ორივე აქტიურია. კანტთან გარდა საგნის
მგრძნობელობის წესით მოცემისა,საგნის მოცემის სხვა წესი არაა, მგრძნობელობაში უნდა
მომეცეს და მგრძნობელობა კიდევ განსჯით რისი აღქმაც შემიძლია, იმას შემამეცნებინებს,
შოპენჰაუერთან ამ ყველაფერს ინტუიციაც ემატება. ინტუიციურადაც შემიძლია მომეცეს
რაღაც, წარმოსახვის ძალა კრავს ყველაფერს. შეიძლება რაღაც არ მომეცა გამოცდილებაში,
მაგრამ ინტუიციურად წარმოვიდგინე. გარდა ამისა, კანტი ამბობს, რომ მგრძნობელიბას
მხოლოდ იმის აღქმა შეუძ₾ია, რაც განსჯაში ისედაც დაკავშირებულიაო, ამ აზრით ხომ უკვე
განსაზღვრული გამოდის. შოპენჰაუერი კი ამბობს, რომ ეს ყველაზე მძიმე შედეგების
მომტანი იყო, რადგან ფიხტემ და ჰეგელმა ირწმუნეს, რომ ყველაფრის, მათ შორის
მგრძნობელობის, განსჯიდან გამოყვანა შეიძლება. დრო და სივრცეც განსჯის კატეგორიები
გამოდის. განსჯას დაუქვემდებარეს ყველაფერი, რაც შოპენჰაუერის აზრით, არასწორია. თუ
მაინცდამაინც ამ ორთაგან რომელიმე რომელიმეს უნდა დავუქვემდებაროთ, აუცილებლად
განსჯა უნდა ექვემდებარებოდეს მგრძნობელობას და არა ისე, როგორც კანტი და შემდეგში
უკვე ფიხტე და ჰეგელი ამბობენ. იმიტომ, რომ თვითონ კანტის მიერ აღწერილი განსკის
კატეგორიები, მაგალიტად რაოდენობრიობა, არ აღიქმება დროისა და სივრცის გარეშე, რაც
მგრძნობელობის ნაწილია.

შოპენჰაუერი ამბობს, რომ მე არ მაქვს არგუმენტი, რომ სხვაც არსებობს, მაგრამ დავუშვათ,
ხმა მესმის, რომ ვიღაცა ვიღაცას სცემს და მის მიმართ სიბრალული, თანაგანცდა მიჩნდება,
ანუ მე სხვა სუბიექტის არსებობას ვუშვებ და გადმომაქვს მისი ტკივილი ჩემზე, ემოათიის
განცდა მიჩნდება,ა მიტომ სხვა სუბიექტი არსებობს. მაგრამ ამ აზრს ეწინააღმდეგება იმიტ,
რომ მე იმ სუბიექტის არსბეობის არგუმენტად ჩემი წარმოსახვა, მის ადგილას ჩემი ყოფნის
წარმოდგენა მოვიყვანე. ჩემი წარმოსახვა კი სხვა რაღაცის ობიექტურობის დასასბუთებელ
არგუმენტად არ გამოდგება. ამას ეპასუხება შეკითხვით - მისი ობიექტურობის არგუმენტად
ისევ ჩემი წარმოსახვა მომყავს? ისევ წრეზე მივდივარ და ყველაფერს მხოლოდ წარმოდგენით
ვუშვებ. ან ვაღიარებ, რომ შეშმარიტება არსებობს და იგი ჩემი წარმოსახვა იქნება, ან არადა
უნდა ვთქვა, რომ ჭეშმარიტება საერთოდ არ არსებობს.

როცა ადამიანი იდეაზე იწყებს ლაპარაკს, იგი თავისი ინდივიდუალობიდან გამოდის,


ინდივიდუალობისთვის თავის დაღწევას ცდილობს. დრო და სივრცე რომ არ იყოს,
სიმრავლე არ იარსებებდა, თუ სიმრავლე არ იარსებებდა, განსხვავებული ობიექტები და
სუბიექტები არ იქნებოდნენ, რადგან იდეა ზოგადობას გამოხატავს, მე, მის შესახებ
მოლაპარაკე სუბიექტი ინდივიალურობას ვკარგავ და ზოგადობაში გადავდივარ, ჩემში
არსებული ზოგადობა და მასში არსბეული ზოგადობა ერთმანეთს ცნობს, რატომ, იმიტომ
რომ ჩვენ ორივე ერთი და იგივე ნების მანიფესტაციები ვართ, მე ზოგად ადამიანურზე
ვმაღლდები მაშინ, როცა დაუინტერესებელი ხელოვნების ობიექტს, მშვენიერს ვუყურებ.

თავისთავადის მანიფესტაცია იყო მრავალი, ეს არ ნიშნავს, რომ თვითონაც მრავალია. ნება


მრავალი არ არის, რადგან დრო და სივრცეში არ არის. სიმრავლე დროსა და სივრცეს
საჭიროებს, ამ აზრით ნება ერთია. ერთი რომ გაიგო, იგი შემოსაზღვრული უნდა იყოს. სხვა
რაღაცებთან კავშირში დგინდება მისი აზრი.

მე რისი დასაბუთებაც შემიძლია რომ არსებობს, ეგ არის ჩემი ცნობიერების ნაწილი.


სუბიექტი არაა ყველაფრის საწყისი შოპენჰაუერთან, მაგრამ სუბიექტის გარეთ არსებობს,
მისი არსებობის შესახებ არგუმენტაცია სუბიექტს ვერ ექნება, თუ ექნება, ეს უკვე მისი
სუბიექტური აღქმის ნაწილი იქნება.
შოპენჰაუერი

წმინდა სუბიქტი - დროისა და სივრციდან მაქსიმალურად ამოგლეჯილი სუბიექტი. რაღაცას


რომ ვუყურებ, მასთან ჩემი მიმართევა მაქსვ, მაგრამ როცა ხელოვნების ნიმუშს ვუყურებ და
მასში გამოხატულ იდეას აღვიქვამ, ეს დაუინტერესებელი ჭვრეტაა, რასაც ამბობს ეს ნახატი,
ეგ ხდება ღირებული. ჩემი სუბიექტურო ინდივიზაციის იდეები უკან გადავა, დროს,
სივრცესა და მიზეზშედეგობრიობას მომწყვეტს და მაქსიმალურად დამაინტერესებს
ობიექტის იდეით, მისგან მისაღები სარგებლით ან რამე მსგავსით კი არა, უშუალოდ იდეით,
დაუინტერესებელი ჭვრეტა გამიჩნდება, ხელოვნებით რომ წამიერად თავი დააღწიო
მიზეზებტა და შედეგბით აღმულ სამყაროს, ეგაა წმინდა სუბიექტი.

უშუალო და არაუშუალო ობიექტი - უშუალო - ჩემი სხეული, არაუშუალო - ყველა სხვა


დანარჩენი. სუბიქტი რეალიზებულია ჩემს სხეულში. ტელეფონი ავიღე ხელით, ამ დროს ეს
ხელი ისეთივე ობიქტია, როგორიც ტელეფონი, მაგრამ ხელი რომ დამარტეს ხელზე, ჩემი
სუბიქტის ნაწილად ვიაზრებდი, ჩემს საკუთრებად, განსაკუთრებულ ობიექტად აღვიქვამდი
მას.

პლატონი და კანტის შედარება - კანტმა რაც თქვა, სწორია, მაგრამ გამორჩა ის, რომ ყველა
აპრიორული ცნების საფუძველი არის სუბიექტ ობიექტად დაყოფა.

შემეცნება არის ნების სამსახურში - ყველაფერი ყოველთვის ნების სამსახურშია. სამყაროს


აქვს ერთადერთი ძირი, მმართველი - ნება. ნების მანიფესტაციია ყველაფერი. ვინც ამას
აცნობიერებს, ის ცდილობს, თავის ინდივიდუციას თავი დააღწიოს - ბუდა - არის ის, ვინც
ნების მმართველობას დააღწია თავი, ანუ შემეცნებასაც, რადგან შემეცნება სუბიექტ-
ობიექტად დაყოფამდე მიგვიყვანს

პლატონი და კანტი ერთსა და იმავეზე ლაპპარაკობენ, ნოუმენი ჩვენი შემეცნებისგან


დამოუკიდებელია, დრო სივრცესა და მიზეზშედეგობრიობას არ ექვემდებარება. ეს
პლატონთანაც და კანტთანაც ერთნაირადაა. ფენომენი-საგანიც ერთია - დრო სივრცესა და
მიზეზშედეგობრიობაში ჩართული ჩემგან განსაზღვრული რაღაც. თუმცა კანტი ენობრივი
აპარადის უპირატესობით უკეთ აღწერს რაღაცებს პლატონთან შედარბით. პრობლემები ისაა,
რომ კანტი ნივთს ობიექტად გაიზრებს, ასე არ უნდა გაიზრებდეს, რადგან ჩვენი ნებისმიერი
წამროსახვის საფუძველსი დევს სუბიექტ-ობიექტად დაყოფა, ეს რომ გაეაზრებინა, ნივთს
ნივთს არ უწოდებდდა და გარდა ამისა, ნივთ-თავისთავადთან დასაკავშირებლად კანტთან
უშუალო უნარი არ გვაქვს, არადა რეალურად ჰგვაქვს, ჩვენ გვაქვს უნარი, რაღაც წარმოდგენა
შევიქმნათ - ინტუიცია. ეს უნარი არის, რომელიც რაღაცგვარ გაგებას გვაძლევს ნივთი
თავისთავადის შესახებ. ეს რომ გაეაზბებინა, მგრძნობელობას პასიურად აღარ ჩათვლიდა.

ნება იდეა საგანი - იდეა არის ნებიდან საგანში გამავალი კარი. უფორმო მასა(ნება) დავაჭირე
რაღაც ყალიბი (იდეა) მიიღო გულის ფორმა (საგანი).

You might also like