You are on page 1of 1

12

შესავალი: წინა კვლევებმა წარადგინეს, რომ ფოკალური დაბალ-ენერგეტიკული


ექსტრაცორპორალური მიკროტალღოვანი თერაპია (Li-ESWT) დადებით გავლენას
ახდენდა ერექტალური დისფუნქციით (ED) დაავადებულ კაცებში. ხაზობრივი LI-ESWT (LLi-
ESWT) აქამდე არ ყოფილა შესწავლილი შემთხვევით კვლევაში.

მიზანი: გამოვიკვლიოთ LLi-ESWTის ზეგავლენა ერექტალურ დისფუნქციაზე.

მეთოდები: აიყვანეს მამაკაცები ერექტალური დისფუნქციით (n = 126), რომლებსაც


საერთაშორისო ერექტალური ფუნქციის დომეინის ინდექსზე (IIEF-EF) 25 ქულაზე დაბალი
აქვთ. კვლევის სუბიექტებს დანიშნული ქონდათ LLi-ESWT თერაპია კვირაში ერთხელ 5
კვირის განმავლობაში, ან ამ თერაპიის ტოლფასი პლაცებო. 4 კვირიანი შესვენების
შემდეგ ორივე ჯგუფმა მიიღო LLi-ESWT თერაპია კვირაში ერთხელ 5 კვირის განმავლობაში.
კვლევის სუბიექტებმა გაიარეს IIEF, ერექციის სიმყარის ტესტი (EHS), კაცების სექსუალური
ხარისხის ტესტი და ერექტალური დისფუნქციის მკურნალობის შემაფასებელი ტესტი 9
კვირისა და 18 კვირის ვადებზე.

ძირითადი შედეგის საზომი: პირველადი შედეგის საზომი იყო მინიმუმ 5 ქულის მომატება
IIEF-EF შკალაზე. მეორადი შედეგი იყო EHSის მინიმუმ 3 ქულით გაუმჯობესება ისეთ
პაციენტებში, რომლებსაც ქონდათ არაუმეტეს საწყისი 2 ქულა. ინფორმაცია გამოიკვლიეს
ხაზობრივი და ლოგისტიკური რეგრესიით.

შედეგი: პლაცებოს ჯგუფში საშუალო IIEF-EF ქულა იყო 11.5 (95% CI = 9.8-13.2), რომელმაც
აიწია 13.0 -მდე 5 პროცედურის შემდეგ (95% CI = 11.0-15.0) და 12.6 -მდე 10 პროცედურის
შემდეგ (95% CI = 11.0-14.2). ხოლო ESWT ჯგუფში 10.9 (95% CI = 9.1-12.7), 13.1 (95% CI = 9.3-13.4)
და 11.8 (95% CI = 10.1-13.4). IIEF-EF ქულაზე დაფუძნებული წარმატების მაჩვენებლები იყო
38.3% პლაცებოს ჯგუფში და 37.9% ESWT ჯგუფში (შანსების კოეფიციენტი = 0.95, 95% CI = 0.45-
2.02, P = .902). EHS ქულაზე დაფუძნებული წარმატების მაჩვენებლები იყო 6.7% პლაცებო
ჯგუფში და 3.5% ESWT ჯგუფში (შანსების კოეფიციენტი = 0.44, 95% CI = 0.08-2.61, P = .369). ამ
კვლევის შეზღუდვა არის ის, რომ მოწყობილობის პარამეტრები (დარტყმითი ტალღების
რაოდენობა და შეღწევის სიღრმე) შეფასდა ფოკუსირებული ESWT-ზე არსებული ცდის
საფუძველზე.

დასკვნა: LLI-ESWT თერაპიას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ED-ზე არ გააჩნია.

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/27938990/

You might also like