You are on page 1of 47

I. ფსიქოკონსულტირების განმარტება.

ფსიქოკონსულტირებასა
და ფსიქოთერაპიას შორის განსხვავება. ფსიქოკონსულტირების
სპეციფიკური ნიშნები და თავისებურებები
ფსიქოკონსულტირება
ფსიქოკონსულტირება არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი დარგი. როგორც
პროფესია, ის არის შედარებით ახალი დისციპლინა. ფსიქოთერაპიის ეს დარგი
წარმოიქმნა იმ პიროვნებების ფსიქოლოგიური დახმარებისთვის, რომელთაც აქვთ
პრობლემები ფსიქოპათოლოგიური დარღვევების გარეშე და რომელთაც
ესაჭიროებოდათ ფსიქოთერაპიული ჩარევა . ამ პრობლემების სპექტრი მოიცავს მაგ:
სამსახურის პრობლემებს (სამსახურით დაუკმაყოფილებლობა, თანამშრომლებთან
კონფლიქტი...), პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობას (ოჯახური კონფლიქტი,
საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ურთიერთობის პრობლემები...) და ა.შ. რადგანაც
ეს სპექტრი ძალიან დიდია, ამიტომ ფსიქოკონსულტირებას მკვეთრად განსაზღვრული
ჩარჩოები არ აქვს.

ფსიქოლოგიური კონსულტირების განმარტებები


1. კონსულტირება წარმოადგენს ფსიქოლოგიური პროცედურების ერთობლიობას,
რომელიც ეხმარება ადამიანს ოჯახური, სამსახურებრივი, პიროვნული ზრდის
და ინტერპერსონალური ურთიერთობების სფეროში არსებული პრობლემების
გადალახვაში; აგრეთვე მ ის მიერ ადექვატური გადაწყვეტილებების მიღებაში
Pპროფესიის არჩევისას, დაქორწინებისას და პროფესიული კარიერის სწორად
წარმართვაში.
2. ფსიქოკონსულტირება წარმოადგენს ორი ან ზოგჯერ მეტი პიროვნებების
ურთერთობის ისეთ ტიპს რომელიც ემყარება ფსიქოკონსულტანტის
კლიენტისადმი პროფესიონალი ურთიერთობას.
3. კონსულტირება _ კლიენტთან კვალიფიციური კონსულტანტის პროფესიული
დამოკიდებულება და ურთიერთობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს, კლიენტის
მიერ საკუთარი პრობლემების გაცნობიერება და მათი გადაწყვეტის საშალებების
დადგენა;
არსებობს სხვა განმარტებებიც მაგრამ ყველა მათგანი ემყარება შემდეგ
დებულებებს:

▪ ფსიქოკონსულტირება ეხმარება ადამიანს გადაწყვეტილების მიღებასა და


საკუთარი ინიციატივით მოქმედებაში;
▪ ფსიქოკონსულტირება ქცევის ახალი ფორმების დასწავლაში ეხმარება
▪ იგი ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას;
▪ კონსულტირების პროცესში აქცენტი კეთდება კლიენტის პასუხისმგებლობაზე
ანუ იმის აღიარებაზე რომ დამოუკიდებელ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
ინდივიდს უნარი შესწევს მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვიტებელი ; ხოლო
კონსულტანტი ქმნის ამისთვის ხელსაყრელ პირობებს
▪ ფსიქოკონსულტირების პროცესი ემყარება კონსულტაციურ ურთიერთობას
რომელიც ძირითადად კლიენტზე ცენტრირებულ თერაპიის ფილოსოფიას
ეყრდნობა;
ძნელია ზუსტი განმარტება მივცეთ ფსიქოკონსულტირებას და ერთმნიშვნელოვნად
მიუთითოდ მისი გამოყენების სფეროებზე. რადგანაც ადამიანის მოქმედების
ნებისმიერ სფერო სადაც კი ფსიქოლოგიური ცოდნა გამოიყენება ამა თუ იმ ხარისხში
ფსიქოლოგიური კონსულტირების გამოიყენებას მოითხოვს

ამერიკელი ფსიქოთერაპევტის როლო მეის თანახმად კარგი ფსიქოკონსულტანტის


მიდგომაში მთავარს წარმოადგენს ადამიანისადმი კეთილგანწყობა და მისი გაგების
უნარი; საკუთარი თავის კარგი მხრიდან დანახვასა და მისი როგორც პიროვნების
ფასეულობის გაცნობიერებაში დახმარება . ამგვარი გაგება ადამიანთა შორის არსებულ
ბარიერებს სპობს და ადამიანს ეხმარება დროებით დააღწიოს თავი თავის ცხოვრებაში
მარტოობის განცდას და უადვილებს მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

კონსულტაციისას ადამიანს ისევე როგორც თოვლსა და სიცივეში ფეხით


ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მგზავრს ერთი საათით სთავაზობენ ბუხართან
ადგილს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რონ ამგვარი გაგება ობიექტურად
ადამიანის სიყვარულის ტოლფასია . ამის გამო ადამინი ყოველთვის მიისწრაფის
კონსულტანტისკენ და მისადმი თბილი და სათუთი გრძნობები ამოძრავებს. როგორც
ადამიანისადმი რომელსაც მისი ესმის.

კლიენტზე ცენტრირებულ თერაპიის ფუძემდებელმა კარლ როჯერსმა ამ


მიმართულების სამი ძირითადი პრინციპი გამოყო:

1. ყველა ადამიანი, პიროვნება არის უპირობოდ ფასეული და იმსახურებს


პატივისცემას;
2. ყველა ადამიანს ძალუძს პასუხისმგებელი იყოს საკუთარ თავზე აღება;
3. ყველა ადამიანს უფლება აქვს აირჩიოს ღირებულებები, დაისახოს მიზნები და
მიიღოს დამოუკდებელი გადაწყვეტილებები კონსულტანტი მასთან
კონსულტაციაზე მოსულ ყველა ადამიანს უნიკალურ, განუმეორებელ და
დამოუკიდებელ არსებად უნდა განიხილავდეს აღიქვავდეს, ხოლო მის
თავისუფალ არჩევანს, თვითგამორკვრევასა და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების
გადაწყვეტილებას ფსიქოკონსულტანტი პატივს უნდა სცემდეს
ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია.
ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია
ამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ორი სფეროს, მეთოდის გამიჯვნა რიგ
შემთხვევებში ადვილი არ არის რადგანც ხშირად ისინი ერთმანეთში გადადიან და
ერთმანეთს მოიცავენ . ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირებისას გამოიყენება
მსგავსი ზემოქმედების საშუალებები, მეთოდები და ტექნიკები. ფსიქოთერაპიის და
ფსიქოკუნსულტირების პროცედურა არის მსგავსი. იდენტურია აგრეთვე მოთხოვნები
ფსიქოთერაპევტისაა და ფსიქოკონსულტანტის მიმართ. ამ ორ მომიჯნავე დარგს ზოგი
ავტორი აიგივებს ერთმანეთთან და ფსიქოთერაპიასა და ფსიქოკონსულტირებას
იყენებს როგორც სინონიმებს. Mმაგრამ რადგანაც ბევრს ქვეყანაში ისინი არსებობენ
როგორც ცალკე პროფესიები ამის გამო მათ შორის განსხვავების ხაზს გასმა
აუცილებელია.

მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების საილუსტრაციოდ შესაძლებელია


გამოვიყენოთ ორ პოლუსიანი კონტინუუმის ცნება,, რომლის ერთ პოლუსზე
განლაგებულია ფსიქოკონსულტირება ანუ პროფესიული ფსიქოლოგიური
ზემოქმედება რომელიც მიმართული კლინიკურად ჯანმრთელ სიტუაციური
პრობლემების მქონე პირებზე, ხოლო მეორე პოლუსზე კი ფსიქოთერაპია, უფრო ღრმა
ანალიზი, რომელიც მიმართული ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის აღმოფხვრასა
და პიროვნების სიღრმისეულ შეცვლაზე. ამ პოლუსებს შორის არსებულ სივრცეს
შესაძლებელია როგორც ფსიქოთერაპია ასევე ფსიქოკონსულტირება დაერქვას.

ამგვარად ფსიქოკონსულტირება ორიენტირებულია კლინიკურად ჯანმრთელ


ადამინებზე, რომელთაც აღენიშნება ცხოვრებისეული პრობლემები, ნევროზული
დონის ჩივილები კერძოდ პრენევროტული რეაქციები; აგრეთვე იმათზე ვინც
სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ სურს საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება ან
საკუთარი პიროვნული ზრდა. იგი მიმართულია პიროვნების ჯანმრთელ ნაწილზე და
ხანგრძლივი ფსიქოთერაპიისაგან განსხვავებით ხანმოკლეა 20 სეანსი.

ფსიქოკონსულტირების განვითარებაში წამყვანი როლი ითამაშა ფსიქოთერაპიის


შემდეგმა მიმართულებებმა Fფსიქოდინამიკურმა ბიჰევიორიზმა ჰუმანისტურმა
ფსიქოლოგიამ.

II. ფსიქოკონსულტირების მოკლე ისტორია და თანამედროვე


ფსიქოკონსულტირების თეორიული პრინციპები
ფსიქოკონსულტირების მოკლე ისტორია
1500 წელს ბერნარდინო ალვარესი ხსნის ამერიკაში კერძოდ ქ. მეხიკოში წმ.
იპოლიტეს საავადმყოფოს სადაც პაციენტების მკურნალობისას პირველად
გამოიყენებოდა ფსიქოლოგიური მეთოდები .

1660 ფრენსის ბეკონი აქვეყნებს წიგნს დასწავლის სარგებლობისა და პროგრესის


შესახებ;

ჯონ ლოკი ავითარებს თავის სწავლებას ადამიანის ბუნების შესახებ რითაც


თანამედროვე ემპირიზმის პრინციპების წინამორბედად გვევლინება;

ქრისტიან ფონ ვოლფი აქვეყნებს თავის შრომას ემპირიული და რაციონალური


ფსიქოლოგიის შესახებ;

ამავე წლებში იმანუელ კანტი თავის წმინდა გონების კრიტიკაში ქმნის პრეცედენტ
ემპირიულსა და ტრანცენდენტურ შორის საზღვრის გავლებისათვის;
1800-1850 ჰერბერტ სპენსერი აქვეყნებს ორ ტომეულ ნაშრომს ფსიქოლოგიის
პრინციპების შესახებ, ხოლო გერმანიაში ლაიპციგში ვილჰელმ ვუნდტი პირველ
ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიას ქმნის.

1851-1889 უილიამ ჯეიმსი ატარებს ლექციების კურს ფიზიოლოგიასა და


ფსიქოლოგიას შორის მიმართებების შესახებ.

მაქს ფრიდრიხი ხდება პირველი დოქტორი ფსიქოლგიაში;

ფრანსის გალტონი იწყებს კითხვარების ფართე გამოყენებას. ამ წლებში იხსნება


პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში;

უილიამ ჯემსის აქვეყნებს ნაშრომებს : "რა არის ემოცია" და "ფსიქოლოგიის


პრინციპები";

გ.სტენლი ჰოლის მიერ ხდება ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის დაფუძვნება;

ჰიუგო მიუნსტერბერგი ჩამოდის ჰარვარდში და ხდება აფა-ს არჩეული


პრეზიდენდი.

1900-1940
ვოტსონი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ახალი მიმართულების -ბიჰვიორიზმის
შექმნელად გვევლინება;

ფროიდი აქვეყნებს თავის ნაშრომს -სიზმრების ინტერპრეტაცია;

უილიამ სტერნი აქვეყნებს ნაშრომს ინდივიდუალური განსხვავებების შესახებ;

სპემანი აქვეყნებს თავის ნაშრომს ზოგადი ინტელექტის უნარების შესახებ;

კარნეგის უნივერსიტეტისში გამოყენებითი ფსიქოლოგიის განყოფილება იხსნება


და ჯარში ინტელექტის დონის განმსაზღვრელ ტესტს ფართოდ იყენებენ;

ა. ადლერი აქვეყნებს თავის ნაშრომს ცხოვრების საზრისის შესახებ და ბავშვთა


განყოფილებას ხსნის child Guidence Center-ს, ვენაში;

XX საუკუნის დასაწყისში კონსულტირების პროფესიაზე დიდი ზემოქმედება


იქონია მენტალური ჰიგიენის მხარდამჭერმა მოძრაობამ, I მსოფლიო ომმა და ქალების
არჩევნებში მონაწილეობამ, მათი ხმების უფლების დაცვა.

1909 ბეერსებმა დაიწყო მოძრაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ჰიგიენისათვის,


რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ფსიქიკური დაავადებების გადალახვა და
ფსიქიკური საავადმყოფოოებისადმი უფრო მეტი ყურადღების მიქცევა.
1913 შეიქმნა პროფესიისა და მოწოდების შემსწავლელი და მართვის
ნაციონალური ასოციაცია რომელიც ცნობილი იყო როგორც კარიერის განვითარების
ასოციაცია;

1917 ალფა და ბეტა ტესტების შემოღება ამერიკის არმიაში;

1920 ფრანსის სესილ სომნერი გახდა პირველი აფრო ამერიკელი დოქტორი


ფსიქოლოგიაში

1923 გამოდის ზ. ფროიდის წიგნი "მე და იგი";

1933 ინეზ პროსერ ხოლო 1937 ალბერტა ბანერი გახდნენ პირველი


აფროამერიკელი ქალები ED.D. და PH.D. ფსიქოლოგიაში;

1938 სკინერი აქვეყნებს თავის წიგნს "ორგანიზმთა ქცევა" (Behavior of


Organisms);

XX საუკუნის ნახევარში ფსიქოკონსულტირებაზე იმოქმედა II მსოფლიო და


კორეიის ომმებმა აგრეთვე ადამიანის უფლებების დამცველმა მოძრობაობამ;

1942 კარლ როჯერსი აქვეყნებს წიგნს "კონსულტირება და ფსიქოთერაპია"


Counseling and Psychotherapy.

1943 ამერიკის ფსიქოლოგიურ ასოციაციაში იხნება კონსულტაციის მე-17


განყოფილება რომელიც დღეისათვის კონსულტაციური ფსიქოლოგიის
სახელწოდებითაა ცნობილი;

1946 წელს აშშ ყალიბდება სამხედრო ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონულტირების


სამსახური;

1949 წელს ბოულდერის კონფრენციამ ტრეინინგის სამეცნიერო პრაქტიკული


მოდელი მიიღო, რომელიც ეფუძვნებოდა იმ პრინციპს, რომ მეცნიერება მისი
აღმოჩენებით ამდიდრებს პრაქტუკულ საქმიანობას, ხოლო პრაქტიკა თავის მხრივ
ამდიდრებს მეცნიერული კვლევას.

1951 ჩრდილოდასავლეთის კონფერენციაზე ჯ.ჯილბერ ვერენმა გამოიყენა


დასახელება კონსულტაციური ფსიქოლოგია, რომელიც განასხვავებს მას სხვა მისი
მოსაზღვრე დისციპლინებებისაგან და რომელიც მიმართულია პიროვნების არა
პათოლოგიური ნაწილზე არამედ ხაზს უსვამს ადამიანურ შესაძლებლობებს, მის
პოტენციურ რესურსებს.

კ. როჯერსი აქვეყნებს თავის წიგნს "კლიენტზე ცენტრირებული თერაპია მისი


მნიშვნელობა პრაქტიკა და თეორია";
1953 ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ ხდება ფსიქოლოგის ეთიკური
სტანდარტების ჩამოყალიბება;

1954 ვერენი აყალიბებს კონსულტაციური ფსიქოლოგიის ჟურნალს;

1955 სტანდფორდში ტარდება კონფერენცია ტრენინგზე;

1940 წლებში დიდ გავლენას იძენს ფსიქოანალიზი კერძოდ რეპრესიის და


შფოთის ცნებები და მათ მნიშვნელობა ადამიანის ქცევის ასახსნელად;

აფა-ს მე-17 განყოფილება 4 ქვეჯგუფად იყოფა: პერსონალური ფსიქოლოგიის


განყოფილება, პერსონალური და მართვის გაიდანცე ფსიქოლოგიის განყოფილება,
კონსულტანტ ფსიქოლოგიისა და მართვის ფსიქოლოგების და ბოლოს კონსულტაციიის
და მართვის გიუდანცის განყოფილება;

1940-195-0 აფა ქმნის მეცნიერებისა და პრაქტიკოსი ფსიქოლოგების ალიანს


ფსიქოთერაპიის განვითარებისათვის;

1942 MMPI მზადდება Hathaway and Mckinley_ს მიერ;

ფსიქოკონსულტირების განვითარებაში წამყვანი როლი ითამაშა ფსიქოთერაპიის


მიმართულებებმა - ფსიქოდინამიკურმა ბიჰევიორიზმა და ჰუმანისტურმა
ფსიქოლოგიამ.

III. ფსიქოკონსულტირების ძირითადი მიმართულებები


▪ ბიჰევიორული ქცევითი;
▪ რაციონალურ ემოციური;
▪ ფსქოდინამიკური ფროიდის კლასიკური ფსიქოანალიზი;
▪ ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია;
▪ იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია;
▪ ფსიქოსინთეზი;
▪ ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური
1. ფსიქოანალიტიკური ფსიქოდინამიკური
2. რაციონალურ-ემოციური ფსიქოლოგიური თერაპია
ადამიანი იბადება რაციონალური აზროვნებისადმი მიდრეკილებით, მაგრამ ამავე
დროს, იგი შეიძლება, ირაციონალური რწმენის, იდეების მსხვერპლი გახდეს.
ცხოვრებისეული პრობლემები წარმოიქმნება მცდარი შეხედულებისა და დაყენებების
გამო. ნორმალურ ქცევას, საფუძვლად უდევს, რაციონალური აზროვნება და
მიღებული გადაწყვეტილების დროული კორექცია. მკურნალობა არის ირაციონალური
რწმენის გაცნობიერება და მისი კორეგირება (შეცვლა). ემოციის წარმოშობას წინ
უსწრებს იდეა.
3. ქცევითი თერაპია ქცევითი ბიჰევიორისტული მიმართულება
ადამიანი არის, როგორც გარემოს პროდუქტი, ასევე მისი შემოქმედიც. ქცევა არ
ვლინდება დასწავლის პროცესში. ნორმალური ქცევა ისწავლება იმიტაციის და
ფიქსაციის დამყარების საშულებით, ხოლო პრობლემა წარმოიქმნება ცუდი დასწავლის
გამო. მქონე კონსულტანტი ცდილობს შეასწოროს არაადაქვატური ქცევის ფორმები და
ისინი ახალი ეფექტური ადექვატური ფორმებით შეცვალოს. Mმან კონსულტანტმა
თვითონვე უნდა აირჩიოს თუ რომელი "სვლა" უფრო ადეკვატური იქნება, მაგრამ არც
ერთი თეორიული ორიენტაცია არ ასახავს კლიენტისა და კონსულტანტი
ურთიერთობის შესაძლებელ სიტუაციას.

4. კლიენტზე ორიენტირებული თერაპია


ამ თეორიის თანახმად აქცენტი კეთდება პოზიტიურ ბუნებაზე, ანუ მასში
თანდაყოლილ მისწრაფებაზე თვითრეალიზებისაკენ. ზოგიერთი გრძნობების
ცნობიერების ველიდან განდევნილია განცდების და გამოცდილების შეფასების
გაუკუღმართების შედეგად. ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველს შეადგენს
იდეალური "მე"-ს რეალურ მესთან შესაბამისობა, რომელიც მიიღწევა პიროვნების
საკუთარი პოტენციალის განხორციელების, თვითრეალიზაციისა და თვითშემეცნების,
სპონტანურობისა და საკუთარ თავში დარწმუნების გზით.

ეგზისტენციალური ფსიქოკონსულტირება მიმართულია ადამიანის საკუთარი


თავისუფლების, და ამ თავისუფლების ხელისშემსლელი ფაქტორების აღმოჩენაზე;
მისი შესაძლებლობების გაცნობიერებაზე და მის ცხოვრებასა და საკუთარ თავზე
პასუხისმგებლობის აღებაზე.
IV. ფსიქოკონსულტაციის მიზნები და ამოცანები
ფსიქოკონსულტაციის მიზანია:
▪ დაეხმაროს ინდივიდს ქცევის ახალი ფორმების ათვისებაში იმისათვის რომ მან
შეძლოს უფრო პროდუქტიულად და შემოქმედებითად იცხოვროს და
ცხოვრებისეული სიძნელეებისა და სოციალური შეზღუდვების მიუხედავად
განიცადოს ცხოვრებით დაკმაყოფილების გრძნობა;
▪ განავითაროს, უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ადამიანში საერთოდ,
განსაკუთრებით კი ცხოვრების გადამწყვეტ და რთულ მომენტებში, სასიცოცხლო
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
▪ განავითაროს ახალ ცხოვრებისეულ სიძნელეებთან შეხვედრისას ამ უკანასკნელთა
ეფექტურად გადალახვის უნარი;
▪ ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარის
განვითარებაში ხელის შეწყობა;
პიროვნების თვითრეალიზაციაში ხელის შეწყობა და მისი პოტენციალის გამოვლენასა
და ამაღლებაში დახმარება.

ამგვარად ფსიქოკუნსულტირება ერთის მხრივ ეხმარება ადამიანს უნივერსალური,


გლობალური პერსპექტიული მიზნების (თვითრეალიზაცია თვითექსპლორაცია)
განხორციელებაში და მეორეს მხრივ აქვს სპეციფიკური კონკრეტული მოკლევადიანი
მიზნები (კონკრეტული ქცევის შეცვლა, გარემო პირობებთან შეგუება ადაპტაცია და
დისტრესების გადალახვა).

უნივერსალური მიზნები, რომლებიც კონსულტირების სხვადასხვა თეორიული


სკოლის ავტორების მიერაა გაზიარებული:

1. ქცევის შეცვლაში ხელშეწყობა. ანუ ისეთ ქცევაში ხელშეწყობა, რომელიც


ადამიანს ეხმარება, უფრო ნეიტრალურად იცხოვროს, ცხოვრებით უფრო
კმაყოფილი იყოს, მიუხედავად ზოგიერთი გარდაუვალი თუ გადაუჭრელი
პრობლემებისა.
2. ისეთი უნარ_ჩვევების განვითარება, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრებისეული
პრობლემების გადალახვას.
3. ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარის
განვითარება.
4. ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარის
განვითარება.
5. პიროვნების პოტენციალის ზრდა და მისი თვითრეალიზაცია.
ფსიქოკონსულტაციის მიზნები და ამოცანები
1. ემოციური მხარდაჭერა და პიროვნების განცდებისადმი სათანადო ყურადღების
დათმობა;
2. ცნობიერების გაფართოება და ფსიქოლოგიური კომპეტენტურობის ზრდა;
3. პრობლემისადმი დამოკიდებულების შეცვლა;
4. დისსტრესისა და კრიზისისადმი ტოლერანტობის ზრდა;
5. რეალისტური და პლურალისტური თვალსაზრისის ჩამოყალიბება;
6. პიროვნების პასუხისმგებლობის ზრდა;
7. სამყაროს შემოქმედებითი ათვისების მზაობის ჩამოყალიბება.
კონსულტირების თეორიეული სკოლების მიხედვით, კონსულტირების მიზნები
განსხვავებულია.
1. ფსიქოანალიტიკური მიმართულება: ფსიქოანალიტიკური მიმართულების
თანახმად, კონსულტირების მიზანია, განდევნილი, არაცნობიერი მასალის
გაცნობიერება. იგი ეხმარება, პრობლემის მქონე პიროვნებას, რეპროდუცირება
მოახდინოს ადრეულ ბავშვობაში განცდილის და გაანალიზოს განდევნილი
კონფლიქტები და მოახდინოს პიროვნების რეკონსტრუირება;
2. ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგიის თანახმად, კონსულტირების
მიზანია, პრობლემის მქონე პიროვნების ცხოვრებისეული მისწრაფებებისა და მიზნების
ტრანსფორმაცია, სოციალურად მნიშვნელოვანი და ღირებული მიზნების ფორმირებაში
დახმარება, მოახდინოს მცდარი მოტივებისა და აპერცეპციის სქემების კორეგირება
სხვა ადამიანებთან თანასწორობის განცდის გზით სოციალური, საზოგადოებრივი
გრძნობის აღმოჩენა განვითარება.
3. ქცევითი კონსულტირების მიზანია, არაადეკვატური ქცევა შეცვალოს ეფექტური
ადეკვატური ქცევით. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, კონსულტანტი ცდილობს,
დასწავლის გზით გამოასწოროს არაადეკვატური ქცევა და ჩამოუყალიბოს ადეკვატური
ეფექტური ქცევის ფორმები;
4. რაციონალურ-ემოციური; ა. ელისი თვლის, რომ სტიმულსა და რეაქციას
შორის ადამიანის რწმენა-შეხედულებაა განთავსებული, რომელიც შეიძლება
რაციონალური ან ირაციონალური იყოს. ამ უკანასკნელს ავადმყოფობამდე მივყავართ.
რაციონალურ-ემოციური ფსიქოთერაპიის თანახმად, კონსულტირების მიზანია,
პრობლემის მქონე პიროვნების, ცხოვრებისადმი დამანგრეველი არაადექვატური
მიდგომის მოსპობა და ტოლერანტული მიდგომის ჩამოყალიბება.
ფსიქოკონსულტირების მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანის მისი ცხოვრებისადმი
აუტოაგრესიული ირაციონალური რწმენა შეხედულებების შემცირება- მოსპობა და
ახალი რაციონალური ტოლერანტული მიდგომის გამომუშავებაში დახმარება და
ქცევითი და ემოციური პრობლემების გადაწყვეტისას რაციონალური მიდგომის
გამოყენების ათვისებაში ხელისშეწყობა.
5. კლიენტზე ცენტრირებული პიროვნებაზე ორიენტირებული, როჯერსის
თერაპიის თანახმად, კონსულტირების მიზანია, ისეთი თერაპიული კლიმატის
ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს, თვითშემეცნებას, თვითექსპლორაციას და
პიროვნების ზრდის ხელისშემსლელი ფაქტორების დროულ გამოვლენას. მისი მიზანია
აგრეთვე ადამიანის სპონტარობის, განცდებისადმი გახსნილობისა და საკუთარ თავში
დარწმუნების გრძნობის განვითარება;
6. ეგზისტენციალური თერაპიის თანახმად, კონსულტაციის მიზანია, დაეხამაროს
პრობლემის მქონე პაციენტს, საკუთარი შესაძლებლობების, თავისუფლებისა და
პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.
7. ფსიქოსინთეზი; ასაჯოლი ასხვავებდა პერსონალურ და სულიერი ფსიქოთეზს .
პირველი გულისხმობს პიროვნული მე-ს განვითარებასა და სრულყოფას, ხოლო მეორე
ამ პიროვნული მე-ს ტრანსპერსონალურ მე-სთან გაიგევებასა და მასთან ჰარმონიულ
კოორდინაციას; ფსიქოსინთეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც :
▪ პიროვნების ფსიქოლოგიური განვითარებისა და მისი ტრანსპერსონალური მე-ს
რეალიზაციისა მეთოდი იმათვის ვისაც აღარ სურს თავისი შინაგანი
ფანტაზიებისა და გარემოს ზეგავლენის მონობაში ყოფნა; ვინც უარს ამბობს
ფსიქიკაში ფსიქიკური ძალების თამაშისადმი პასიურ მორჩილებაზე და ვისაც
სურს საკუთარი თავის ბატონ პატრონი იყოს;
ინტეგრალური აღზრდის პედაგოგიური მეთოდი, რომელიც მიმართულია ბავშვის
ან მოზარდის ლატენტური შესაძლებლობების გამოვლენა-განვითარებასა და მათში
რეალური, ჭეშმარიტად სულიერი ბუნების აღმოჩენისაკენ, ჰარმონიული პიროვნების
ჩამოყალიბების მიზნით;

▪ ფსიქიკური და ფსიქოსომატური აშლილობების მკურნალობის მეთოდი.


დაავადებას ფსიქოსინთეზი განიხილავს როგორც თვითრეალიზაციის გზაზე
არსებულ კრიზისს. იგი განასხვავებს: 1. სულიერი გამოღვიძების წინარე
კრიზისს; 2. სულიერი გამოღვიძებით გამოწვეულ კრიზისს, 3. სულიერ
გამოღვიძებაზე რეაქციებსა და 4.ტრანსფორმაციის ფაზებს;
8. კ. გ. იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია; კ.გ. იუნგი დაავადებას განიხილავდა
როგორც თვითრეალიზაციის საშუალებას. მისი მიდგომა დაავადებისადმი სცილდება
ვიწრო სამედიცინო მოდელს იგი ფსიქიკურ დაავადებას განიხილავს არა მარტო
როგორც დარღვევვებს, დაზიანებას უუნარობასა და დეფიციტს, არამედ, როგორც
თვითრეალიზაციის შესაზლებლობას. იუნგის ანალიზი ანუ ანალიტიკური
ფსიქოლოგია განიხილება როგორც არა მარტო სიმპტომზე ორიენტირებული
ფსიქოთერაპია, არამედ პიროვნების ზრდაზე, მის ინტეგრაციასა და
თვითრეალიზაციაზე მიმართული პროცესი. ეს რთული ფსიქოთერაპიული პროცესი
დიალექტიკურია და განიხილავს ადამიანის არსებობას მთლიანობაში, ხოლო მისი მის
პიროვნებას არასტატიკურად, მუდმივ მოძრაობასა და განვითარებაში. მიტომ ის რაც
რედუქციურ-ანალიტიკურ მიდგომისას შესაძლოა შეფასებულ იქნას როგორც მხოლოდ
უარყოფითი, შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც სავსებით დადებითი. ავადმოყოფობა
განიხილება არა როგორც მხოლოდ ნეგატიური რამ. კ.გ. იუნგის მიხედვით,
ფსიქიკური დაავადება ფარულად მოიცავს პიროვნების ჯერ კიდევ განუვითარებელ
ნაწილს, ფსიქიკის ძვირფას ფრრაგმენტს, რომლის გაუთვალისწინებლად ადამიანი ვერ
აღწევს ჯანმრთელობისა და სრულყოფის მდგომარეობას. კ.გ. იუნგის თვალსაზრისით,
ფსიქოლოგიური სისტემა, რომელიც ავადმყოფობაში მხოლოდ უარყოფითს ხედავს
"ნაბან წყალს ბავშს აყოლებს", რადგანაც უარყოფს, უგულვებელყოფს და ვერ ამჩნევს
დაავადების პოზიტიურ მხარეს, მის მნიშვნელობასა და ღირებულებას. კ.გ. იუნგი
განასხვავებს დიდ და მცირე ფსიქოთერაპიას, თანამედროვე ტერმინოლოგიით –
დინამიკურს და მხარდამჭერს (Supportive) პირველი გულისხმობს ხანგრძლივ და
ინტენსიურ სამკურნალო ფსიქოთერაპიულ ზემოქმედებას, რომელსიც საკუთრივ
ანალიზი იგულისხმება, ხოლო მცირე ფსიქოთერაპია ნაკლებად ინტენსიური და
ხანმოკლეა, რომლის დროსაც ფსიქოთერაპიული ეფექტის მისარებად ზოგჯერ
პაციენტისათვის სასარგებლო რჩევაც კი არის საკმარისი

V. ფსიქოკონსულტირების ძირითადი მიდგომები


1. პრობლემაზე ორიენტირებული;
2. პიროვნებაზე მიმართული;
3. პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართული კონსულტირება

VI. ფსიქოკონსულტირების თერაპიული საშუალებები


კონსულტაციური კონტაქტის განმარტება
კონსულტაციური მეთოდი არის უნიკალური, დინამიკური პროცესი, რომლის
დროსაც, ერთი ადამიანი (თერაპევტი) ეხმარება მეორეს (კლიენტს), გამოიყენოს
საკუთარი შინაგანი რესურსები პოზიტიური მიმართულებით, საკუთარი პიროვნების
განვითარებისა და საზრისიანი ცხოვრების და პოზიტიური პოტენციალის
რეალიზებისათვის. კონსულტაციური კონტაქტი არის გრძნობებისა და განწყობების
ერთობლიობა, რომელსაც განიცდიან და გამოხატავენ, ერთმანეთის მიმართ,
კონსულტაციური კონტაქტის მონაწილენი.

თეორიები კონსულტაციური კონტაქტის შესახებ


1. ფსიქოანალიტიკური - რომლის თანახმად, კონსულტანტი ინარჩუნებს პირად
ანონიმურობას, იმ მიზნით, რომ კლიენტმა თავისუფლად მოახდინოს
კონსულტანტზე საკუთარი გრძნობების პროეცირება. ანალიზის დროს ძირითადი
ყურადღება ეთმობა, კლიენტის გადატანის რეაქციას, წარმოქმნილი
წინააღმდეგობების შემცირებას და ამ გზით უფრო რაციონალური კონტაქტის
დამყარებას. კონსულტანტი, კლიენტის მიერ მოწოდებული მასალის
(თავისუფალი ასოციაციები, სიზმრები, წაცდენები) ინტერპრეტირებას ახდენს.
ამით კონსულტანტი ცდილობს ასწავლოს კლიენტს მისი აწმყო ქცევის წარსულ
მოვლენებთან დაკავშირება და მას აწმყოში მისი ქცევის წარსული მოვლენებით
ახსნაში ეხმარება.
2. ადლერიანული მიმართულება - აქცენტი კეთდება პასუხისმგებლობის სწორ
განაწილებაზე, კონსულტანტსა და კლიენტს შორის ორმხრივ ნდობასა და
პატივისცემაზე, თანაბარი პოზიციებისა და კონსულტირების საერთო მიზნების
დამყარებაზე.
3. ბიჰევიორისტული თერაპია - კონსულტანტი არის აქტიური და დირექტიული
მხარე. ის მასწავლებლის, მწვრთნელის როლს ასრულებს თერაპიულ პროცესში,
რომლის მიზანს კლიენტის მიერ უფრო ეფექტური ქცევის დასწავლა
წარმოადგენს. კლიენტი აქტიურად უნდა ახდენდეს ქცევის ახალი წესების
აპრობირებას. პირადი ურთიერთობების ნაცვლად, აქ ყალიბდება სამუშაო
ურთიერთობები დასწავლის პროცედურების ჩასატარებლად.
4. რაციონალურ-ემოციური თერაპია (ა. ელისი) - კონსულტანტი ასრულებს
მასწავლებლის როლს, კლიენტი - მოსწავლის. პიროვნულ ურთიერთობებს
(მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის) არ ექცევა ყურადღება. ამ დროს ხდება
კლიენტის სტიმულირება, რათა იგი საკუთარ პრობლემებს ჩაწვდეს და საკუთარი
პრობლემების გაგების საფუძველზე, რაციონალურ შეხედულებებზე
დაყრდნობით, საკუთარი ქცევები შეცვალოს.
5. კლიენტზე ორიენტირებული თერაპია (კ. როჯერსი) - კონსულტაციური
კონტაქტი კონსულტაციის არსებით პროცესს წარმოადგენს. განსაკუთრებით ხაზი
ესმევა კონსულტანტის მხრიდან სითბოს, სიალალეს, პატივისცემას, ემპათიასა
და მხარდაჭერას და ამ განწყობების გადაცემას კლიენტისთვის. კონსულტირების
დროს კლიენტის მიერ ათვისებული უნარ-ჩვევები ვრცელდება სხვებთან
ურთიერთობებზე.
6. ეგზისტენციალური თერაპია - კონსულტირების ძირითად ამოცანას წარმოადგენს.
კლიენტის ეგზისტენციაში შესვლა(იცხოვრო მისი ცხოვრებით), რაც ეხმარება
აუტენტური (ჭეშმარიტი) ურთიერთობების დამყარებას.
კონსულტანტთან კონსულტირებისას კლიენტი საკუთარ უნიკალურობას
აღმოაჩენს ხოლო მათ შორის ურთიერთობა განიხილება როგორც ორ, თანაბარი
ფასეულობისა და ღირებულების მქონე, ადამიანურ არსებას შორის ღრმა
კომუნიკაციური, აქ და ამჟამად, შეხვედრა და კავშირი. ამგვარი ურთიერთობის დროს
იცვლება როგორც კლიენტი, ასევე კონსულტანტი.

კონსულტაციური თერაპიული გარემოს - ატმოსფეროს შექმნა:


კონსულტაციური ხარისხი დამოკიდებულია 2 ძირითად და მნიშვნელოვან
ფაქტორზე:

1. თერაპიული კლიმატი.
2. კონსულტანტის ვერბალური და არავერბალური ურთიერთობის დამყარების
უნარი
თერაპიული ატმოსფერო, თავისმხრივ, მოიცავს რამდენიმე, ფიზიკურ და
ემოციურად მნიშვნელოვან კომპონენტს.

თერაპიული ატმოსფეროს ფიზიკური კომპონენტები


ფიზიკურ კომპონენტებში იგულისხმება, კონსულტანტის ადგილის, ანუ
კაბინეტის მოწყობილობა. აგრეთვე, კონსულტანტისა და კლიენტის სივრცეში
განლაგება (დისტანცია), დროის სტრუქტუირება ანუ თუ როგორ ხდება დროის
გამოყენება და განაწილება.

ა) საკონსულტაციო გარემო - კაბინეტი


კონფიდენციალური ატმოსფეროს შექმნისა და შენარჩუნების მიზნით კაბინეტში
უნდა იყოს მყუდრო გარემო, იგი ხმაურისაგან უნდა იყოს დაცული; ოთახი არ უნდა
იყოს ძალიან დიდი; იგი უნდა იყოს მშვიდ ფერებში შეღებილი და კომფორტული;
კლიენტს განათება სინათლის სხივი პირდაპირ არ უნდა ხვდებოდეს სახეში;
რელაქსაციის მიზნით სასურველია დასაწოლი დივანი და სხვა აუცილებელი
აქსესუარები; კლიენტის მიღება ერთსა და იმავე კაბინეტში უნდა მოხდეს.

ბ) სივრცის და დროისა სტრუქტურირება


საკონსულტაციო სივრცის კონსტრუირება
კლიენტისა და კონსულტანტის ურთიერთობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტორი, სივრცის კონსტუქტირებაა, რომელსაც ადგილი აქვს პირველივე ვიზიტისას,
რადგან ეს, კლიენტის ფსიქოლოგიურ გუნება-განწყობილებაზე ახდენს მნიშვნელოვან
გავლენას.

შეხვედრა იწყება გაცნობით. ამ დროს უნდა დავიცვათ გარკვეული ეტიკეტი:


უნდა ფეხზე წამოვდგეთ და შუა გზაში შევეგებოთ მას; მოვიპატიჟოთ იგი,თავი
გავაცნოთ და ვსთხოვოთ წარმოგვიდგეს; მივსცეთ მას იმის საშუალება რომ თვითონვე
აირჩიოს დასაჯდომი ადგილი. იმისათვის, რომ კლიენტმა თავი შეუბოჭავად და
თავისუფლად იგრძნოს, კონსულტანტმა უნდა შეასრულოს სტუმართმოყვარე
მასპინძლის როლი და მოიქცეს ბუნებრივად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია, კონსულტაციური სივრცის
სტრუქტურირებასთან, ანუ კონსულტანტისა და კლიენტის ერთმანეთისადმი სივრცეში
განთავსება განლაგებასთან. თუ ისინი მაგიდის საპირისპირო მხარეს სხედან, მაშინ,
ადგილი აქვს სოციალურ დისტანციას. აქ მაგიდა ურთიერთობის ბარიერის როლს
ასრულებს. ამიტომ, უმჯობესია, ისინი, მაგიდის ერთ მხარეს ისხდნენ.

სოციალურ ფსიქოლოგიაში, ადამიანებს შორის დისტანცია, გამოხატავს პირადი


სივრცის ფენომენს. იგი იცვლება და დამოკიდებულია ემოციურ დამოკიდებულებაზე
საუბრის თემასა და კულტურულ განსხვავებულებებზე. ეს დისტანცია პირდაპირ
პროპორციულია ემოციური დამოკიდებულებისა ანუ ერთმანეთისადმი სამპათიის
მქონე ადამიანები სივრცეშიც ერთმანეთთან ახლო განლაგდებიან და პირიქით. იმის
მიხედვით, თუ რანაირი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანთან ეს სივრცეშიც აისახება.
როლო მეი მას სიყვარულის გეომეტრიას უწოდებს. ამ საკითხებს პროქსემიკა
შეისწავლის. შეხება ძალიან ახლო, ინტიმურ კავშირს გამოხატავს.

კონსულტაციის პროცესში არაეროტიული შეხებას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი


წარმოადგენს ურთიერთობის ყველაზე კარგ და ფასეულ კომპონენტს განსაკუთრებით

იმათთვის, ვინც სოციალურად და ემოციურად ჩამოუყალიბებელია,ახლობლების


დაკარგვის შედეგად ფსიქიკური ტრავმით გამოწვეულ კრიზისულ მდგომარეობაში
იმყოფება და და როდესაც ემოციური მხარდაჭერის დემონსტრირება გვსურს.

დროის სტრუქტურირება
თერაპიული კლიმატი, გულისხმობს, დროის სტრუქტურირებას. კლიენტთან
პირველი შეხვედრისას დახარჯული დრო, არ უნდა აღემატებოდეს მომდევნო
შეხვედრების დროს (დაახლოებით, 50 წთ-დან 1 სთ-მდე, თუ ნაკლებია, მაშინ
კლიენტი წინასწარ განიცდის და ნერვიულობს, რომ დრო არ ეყოფა). საუბრის
ხანგრძლივობა შეიძლება იცვლებოდეს ასაკის მიხედვით. ზოგი თვლის, რომ 4-7
წლის ბავშვთან საუბარი არ შეიძლება 20წთ-ზე მეტად, ხოლო 8-12 წლის ბავშვთან 1
სთ-მდე. სეანსის ხანგრძლივობა განისაზღვრება დასაწყისში. კლიენტმა უნდა იცოდეს,
რამდენი ხანი აქვს პრობლემის განსახილველად. თუ კონსულტანტი არ განსაზღვრავს
წინასწარ დროის ხანგრძლივობას, პაციენტი ნერვიულობს იმის შესახებ, რომ სეანსი
შეიძლება დამთავრდეს ყოველ წუთს. დროის განსაზღვრა შეიძლება მოხდეს
სხვადასხვა ხერხით,… შეიძლება მიმართო: "ჩვენ გვაქვს 60 წთ. და მზად ვარ
მოგისმინოთ. თქვენ იქიდან უნდა დაიწყოთ, თუ რას ელოდებით ჩემგან, როგორ
გინდათ, რომ გამოიყენოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, ჩვენ გვაქვს 1სთ.

იმისთვის, რომ ჩვენ უფრო კარგად მოვახდინოთ დროის გამოყენება, 40წთ-ის


შემდეგ უნდა შევახსენოთ თუ რამდენი დრო დაგრჩათ, რადგან პრობლემების მქონე
პაციენტი ცუდად ერკვევა დროის ხანგრძლივობაში. ამიტომ დროის ხანგრძლივობის
განსაზღვრა მას აფხიზლებს. აგრეთვე უნდა გაირკვეს კონსულტაციის ხანგრძლივობა.
სჯობს, რომ 3-4 შეხვედრაზე წინასწარ კონტრაქტი დაიდოს და 3-4 შეხვედრის
შემდეგ გაირკვევა ღირს თუ არა კონსულტაციის გაგრძელება. კონსულტაციის
დასაწყისში აუცილებელია განისაზღვროს შეხვედრების სიხშირე. ითვლება, რომ
ყველაზე პროდუქტიულია 1-2 შეხვედრა კვირაში.

თერაპიული ატმოსფეროს ემოციური კომპონენტები


თერაპიული ატმოსფეროს - საკუთრივ, ემოციურ კომპონენტებს განეკუთვნება
ორმხრივი ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება. კონსულტანტის სიალალე და მისი
ემპათიის უნარი, პაციენტისადმი უპირობო პატივისცემა და ორმხრივ ნდობაზე
აგებული თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება აუცილებელია თვითექსპლორაციის
ხელსაყრელი გარემოს შექმნისათვის.
თუ პაციენტი თავიდანვე ნდობით არ განიმსჭვალა კონსულტანტის მიმართ, მაშინ
კონსულტაცია არაეფექტური და უაზრო იქნება. ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბება
ნიშნავს თერაპიული კლიმატის ჩამოყალიბებას, რომელიც დამოკიდებულია
კონსულტანტის პიროვნულ თვისებებზე და მის დამოკიდებულებაზე
კონსულტაციისადმი. ადამიანმა, რომელმაც კონსულტანტს ან ფსიქოთერაპევტს
დახმარებისათვის მიმართა ადვილად მოწყვლადია და შფოთვისა და შიშის გავლენის
ქვეშ იმყოფება. როდესაც პაციენტი ენდობა კონსულტანტს და მასთან თავს
უსაფრთხოდ გრძნობს, მაშინ ის ადვილად და გაბედულად უზიარებს მას თავის
განცდებს, აზრებსა და შიშებს, რასაც სხვებთან ადვილად ვერ ახერხებს.

თერაპიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას განაპირობებს:


1. კონსულტანტის მხრიდან პაციენტისადმი ნამდვილი ინტერესის და მისი
დახმარების სურვილის არსებობა. პაციენტები ძალიან კარგად გრძნობენ იმას,
თუ როგორ ეპყრობა მათ კონსულტანტი, აინტერესებს თუ არა მას მათი
პრობლემები თუ ისინი მისთვის უბრალოდ კვლევის ობიექტებს წარმოადგენენ.
არავის სიამოვნებს "დაკვირვების საგანად" ყოფნა.
2. კონსულტაციის დროს კონსულტანტის მხრიდან ყურადღება ყურადღებიანობა.
კონსულტანტის მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს პაციენტზე და არა
სხვა საქმეებზე (ტელეფონზე საუბარი, კოლეგის შემოსვლა...).
3. პაციენტისათვის თვითგამოხატვის ოპტიმალურად კარგი პირობების შექმნა.
პაციენტის თვითგამოხატვისათვის მაქსიმალური პირობების შექმნა. პაციენტს
უნდა მივცეთ თვითგამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა, რადგანაც
პაციენტი საკუთარი გადაუწყვეტელი, მისთვის მძიმედ ასატანი პრობლემებით
მოდის და მათი განხილვის სურვილი ამოძრავებს;
4. კონსულტანტი "დეტექტივის" როლში არ უნდა მოგვევლინოს. მან უნდა
შეაგროვოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც პაციენტის პრობლემას ეხება და
რომელიც საჭიროა პრობლემის სრულფასოვანი გაგებისათვის;
5. კონფიდენციალურობა. პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში რომ მის
მიერ მონაყალი საიდუმლოდ რჩება. პროფესიული საიდუმლოს შენახვა
აუცილებელია. ინფორმაციის გავრცელების საჭიროების შემთხვევაში
აუცილებელია პაციენტისაგან ნებართვის აღება.
6. კონსულტანტის აუტენტურობა. მან უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა, სიალალე
და მეგობრული დამოკიდებულება რათა პაციენტმა თავი უშუალოდ და
თავისუფლად იგრძნოს თავი უშუალო ატმოსფეროში თავისუფლად იგრძნოს...
7. განკითხვას მოკლებული მიდგომა. პაციენტის პრობლემებს უნდა მივუდგეთ
განკითხვის გარეშე, კონსულტანტმა კი არ უნდა გაამტყუნოს პაციენტი, არამედ
მოუსმინოს და გაუგოს მას.
კარლ როჯერსმა თუ მაშინ "პრინციპის გამოყენებით ეს პროცესი შეაფასა"
შემდეგნაირად:

თუ მე ალალად და თბილად ვეპყრობი ადამიანს და ვცდილობ მივუდგე მას


ინდივიდუალურად და დავაფასო მისი ძალისხმევა, მაშინ:

1. პაციენტი თვითმყოფადობის იმ ასპექტების რეალიზაციას მოახდენს, რომელსაც


ადრე დევნიდა და გაურბოდა;
2. იგი უფრო ინტეგრირებული გახდება და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს.
3. ის უფრო მიუხლოვდება საკუთარი თავის იდეალს ანუ უფრო დაემსგავსება იმას,
როგორიც უნდა რომ გახდეს.
4. ის გახდება საკუთარ თავში უფრო დაჯერებული და თვითგამოხატვისათვის
მეტი საშუალება ექნება;
5. ის უფრო უნიკალური და თვითაქტუალიზირებული გახდება;
6. უფრო კარგად გაუგებს სხვებს და უფრო მდგრადი იქნება ცხოვრებისეული
სირთულეებისადმი.
როჯერსმა აგრეთვე (Rogers C. 1961) განსაზღვრა ის კითხვები, რომელიც
კონსულტანტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს.

1. შემიძლია თუ არა ვიქცე ისეთ ადამიანად, რომ სხვა ადამიანებმა სანდოდ


ჩამთვალონ;
2. შემიძლია თუ არა მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრები, რათა ორაზროვანი არ
ვიყო;
3. შემიძლია თუ არა ვიყო თბილი, მზრუნველი, დაინტერესებული და
პატივისცემის მქონე;
4. შემიძლია თუ არა ვიქცე იმდენად ძლიერ პიროვნებად, რომ სხვებისაგან
განსხვავებული ვიყო.
5. შემიძლია თუ არა იმდენად თავდაჯერებული ვიყო, რომ სხვას უფლება მივცე
ჩემგან განსხვავებული დარჩეს (ზოგს სურს პაციენტი თავისებურად
გადააკეთოს).
6. შემიძლია თუ არა სრულად ჩავუღრმავდე სხვა ადამიანის გრძნობებსა და პირად
მნიშვნელობებსა და საზრისებს და თანავუგრძნო მას.
7. შემიძლია თუ არა მივიღო სხვა ადამიანი ისეთად, როგორიც ის არის და
მივახვედრო მას ეს.
8. შემიძლია თუ არა იმდენად ფაქიზი ვიყო სხვებისადმი, რომ ჩემი საქციელი არ
იქნეს აღქმული როგორც საშიში.
9. შემიძლია თუ არა გავათავისუფლო სხვები გარეგანი შეფასების საშიშროებისაგან.
10. შემიძლია თუ არა შევხედო სხვა ადამიანს როგორც განვითარების, სრულყოფის
პროცესში მყოფი არსებას და არ შევიზღუდები იგი ჩემი და მისივე
გამოცდილებით;
ორმხრივი ნდობის ატმოსფეროს შექმნისთვის კონსულტანტს, აუცილებელია
ჰქონდეს პირველად როჯერსის მიერ გამოყოფილი კონსულტანტის თვისებები (1951)
სიალალე, ემპათიის უნარი, უპირობო პატივისცემა ადამიანებისადმი.

კონგრუენტულობა
კონსულტანტის სიალალე ანუ კონგრუენტულობა - ერთ-ერთი მნიშვნელოვან
როლს თამაშობს თერაპიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში. კონგრუენტულობის
სწავლა შეუძლებელია ყოველ შემთხვევაში ადვილი არ არის. მაგრამ კონსულტანტი
უნდა ცდილობდეს სხვა ადამიანის სამყაროში შეღწევას, ისეთნაირად რომ შეღწევის ეს
მცდელობა გაგებულ და აღქმულ უნდა იქნას, როგორც მხარდაჭერა და არა, როგორც
საშიშროება. ღოჯერსის თანახმად კონგრუენტულობა ნიშნავს ინტერპერსონალურ
ურთიერთობაში კონსულტანტის განცდების უშუალო და აუტენტურ გამოხატვას. იგი
პროფესიური ფასადური დემონსტრაციის საპირისპიროა ამ დროს საკმარისია
კონსულტანტის თავისთავადობა და თვითმყოფადობა.

ემპათია კონსულტირებისას
ემპათიის პოზიტიური მნიშვნელობა ყველას მიერაა აღიარებული. მის დიდ
მნიშვნელობას არც ერთი ორიენტაციის ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება არ
უარყოფს. იგი წარმატებული ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტირების აუცილებელ
პირობას წარმოადგენს. ის გულისხმობს სხვებთან იდენტიფიცირების ისეთ სახეს,
რომლის დროსაც შესაძლებელი ხდება ურთიერთგაგება განსხვავებულ ადამიანებს
შორის. ა. ადლერი თვლიდა, რომ ემპათია ჩნდება ორი ადამიანის ურთიერთობისას
და კომუნიკაციისას. შეუძლებელია გაუგო მეორე ადამიანს, თუ მასთან არ
გაიგივდებით. თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ, საიდან ჩნდება სხვა ადამიანის მსგავსი
მოქმედების და გრძნობის უნარი, მაშინ ჩვენ აღმოვაჩენთ თანდაყოლილ სოციალურ
გრძნობას. ის კოსმიური ხასიათისაა და ადამიანის ცხოვრების აუცილებელ
მახასიათებელს წარმოადგენს.

იუნგის თანახმად, ამ დროს ხდება შერწყმის პროცესი. ამ პროცესის დროს


იცვლება როგორც კონსულტანტი ისე პაციენტიც. იუნგი ამ ფენომენს ალქიმიურ
პროცესს ადარებდა. ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური სუბსტანციის მსგავსია,
თუ რეაქცია წარმოიშვება ორივე სუბსტანცია იცვლება. ითვლება, რომ ექიმი
ზეგავლენას ახდენს პაციენტზე ეფექტური მკურნალობის ყველა შემთხვევაში მაგრამ ეს
ზეგავლენა შესაძლებელია მაშინ, თუ პაციენტიც ზემოქმედებს ამ პროცესზე.
ემპათია შემდეგი სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს "მომეცი შენი თვალი, რომ
შენი თვალით შევხედო სამყაროს"-ეს ემპათია ნიშნავს, რომ კონსულტანტი
მგრძნობიარედ და ზუსტად რეაგირებს პაციენტის გრძნობებზე, თითქოს ეს მისი
საკუთარი განცდები იყოს. აქ იგულისხმება, კონსულტანტის უნარი თანაუგრძნოს
პაციენტს და დროებით მისი ცხოვრებით იცხოვროს. ამ დროს მას უნარი აქვს ჩაწვდეს
პაციენტის ცხოვრების სხვადასხვა მოვლენების მნიშვნელობას. სხვის ცხოვრებაში
ამგვარი ჩაწვდომა განკითხვისა და შავთეთრი შეფასების გარეშე უნდა მოხდეს.

როდესაც კონსულტანტი სწორად ამოიცნობს პაციენტის ამა თუ იმ გრძნობას


(ბრაზს, შიში, მტრულ განწყობა, შფოთვა, სიხარული) მაშინ პაციენტს საკუთარი
თავის მოსმენისა და გაგების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. ემპათია ასევე
გვეხმარება პაციენტის არასაკმარისი გულახდილობის მიზეზების გარკვევაში და იმ
წინააღმდეგობის გაცნობიერებაში, რომელიც გულახდილ გამოხატვას ხელს უშლის,
ანუ იმის გარკვევაში, თუ რისი დამალვა უნდა პაციენტს...

როდესაც სხვის სამყაროში შევდივართ კონსულტანტი უნდა დარჩეს


ავტონომიური.

საშიშროება -რომელზედაც როჯერსი წერდა:

"თუ მე მართლა ღია ვარ იმისადმი, რომ სხვას გაუგო და მისი თვალებით
შევხედო სამყაროს, დავდგე მის პოზიციაზე, მისი სამყარო მივიღო როგორც ჩემი ანუ
გავითავისო მაშინ საშიშროებაა ჩემ სამყაროს სხვისი თვალით ვუყურო და ამის
შედეგად დავკარგო საკუთარი ხედვა, საკუთარი მე. მეორე უკიდურესობაა, როდესაც
შენი თვალით უყურებ სამყაროს და სხვის აზრს არასოდეს ითვალისწინებ"

პაციენტის უპირობო პატივისცემა


უპირობო პატივისცემაში იგულისხმება უპირობო და განკიცხვის გარეშე
პაციენტის პიროვნების სრული მიღება.

როჯერსი 1957 წელს გვთავაზობდა შემდეგ განმარტებას: "უპირობო,


პოზიტიური დამოკიდებულება, ნიშნავს, პაციენტის სუბიექტური (შინაგანი) სამყაროს
მიმართ პატივისცემასა და შემწყნარებლობას. ამ დროს თითქოს შენ თვითონ ხარ მისი
ნაწილი. პოზიტიური დამოკიდებულება არ აყენებს არცერთ პირობას, მაგალითად
როგორიცაა: "შენ მაშინ მომეწონები, როცა ამას ასე და ასე გააკეთებ" და გამორიცხავს
ცუდ და კარგ თვისებებად უხეშ დაყოფას. საჭიროა კლიენტის ყველა სოციალური
გრძნობის და განწყობის გააზრება და განვითარება დატევა. არამარტო დადებითი –
ნორმალური ზრდასსრული, არამედ უარყოფითისაც- შიშისმომგვრელის,
არანორმალური და ა.შ. უნდა შევეგუოთ კლიენტის წინააღმდეგობრივ ბუნებას ამგვარ
სიტუაციაში ვლინდება კლიენტისადმი ზრუნვა, საკუთარი განწყობების უარყოფა,
საკუთარ მოთხოვნილებებზე უარის თქმა. პაციენტზე უნდა ვიზრუნოთ, როგორც
დამოუკიდებელ, თავისუფალ პიროვნებაზე, რათა მან იცხოვროს, საკუთარი
ცხოვრებით. "
კონსულტანტს მხოლოდ კლიენტის პატივისცემისას შეუძლია იყოს გულახდილი
და კონფრონტაციაში შევიდეს მასთან.

კვლევამ (Lietaer, 1984; Barret-Lennard, 1986) გვიჩვენა, რომ უპირობო,


პოზიტიური დამოკიდებულება, ეს რთული მოვლენაა, რომელშიც შეიძლება გამოიყოს
რამდენიმე დამოუკიდებელი ფაქტორი. ლიეტარის და ლენარდის (1986) მიხედვით
არსებობს ორი არსებითი ფაქტორი: 1. ურთიერთობის დონე; 2. უპირობო
დამოკიდებულება; პირველში იგულისხმება, ერთი ადამიანის მეორის მიმართ
ემოციური რეაგირების ზოგადი გამოხატულება. მაგ პოზიტიური დამოკიდებულება
და ურთეირთობა გულისხმოს მოიცავს სითბოს სიმპათიას ზრუნვას კლიენტის
შეფასებას მასზე კონტროლის და მისი მართვის სურვილის გარეშე. თუ ურთერთობის
დონე ვლინდება კლიენტისადმი პოზიტიური ან ნეგატიური გრძნობების გამოხატვით
მაშინ უპირობო დამოკიდებულების ფაქტორი უნდა ჩაერთოს და პაციენტი უნდა
მივიღოთ ისეთად როგორადაც ის გვევლინება კონკრეტულ მოცემულობაში
ყოველგვარი "მაგრამ და თუ-ს" გარეშე. ამგვარი უპირობო მიმღებლობა გულისცმობს
იმას რომ ჩვენი დამოკიდებულება კლიენტისადმი არ იცვლება და არ არის
დამოკიდებული კლიენტის ემოციურ მდგომარეობისა და ქცევაზე.

ზოგი კრიტიკოსი თვლის, რომ ფსიქოთერაპიიასა და ფსიქოკონსულტირებისას


კლიენტისადმი უპირობო პატივისცემა არარეალურია, რადგანაც უპირობო
პატივისცემა წინააღმდეგობაში მოდის კონსულტანტის სხვა მოთხოვნებთან. უპირობო
პატივისცემაში იგულისხმება პაციენტის სურვილები, აზრებისა და ფანტაზიების
მიღება.

თერაპიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი შენარჩუნება


არავერბალური ურთიერთობები;
კონსულტაციური კონტაქტის თავისებურებანი - არავერბალური ურთიერთობა
ურთიერთობისას ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას არა მარტო
მეტყველებით, არამედ სახის გამომეტყველებით, სხეულის პოზით, ჟესტების ენით და
დისტანციის დამყარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებთან ყოფნისას ჩვენ
ურთიერთობებს ვერ გავექცევით. ჩვენ უსიტყვოთ გამოვხატავთ ჩვენს გუნებგანწყობას
ფიქრებსა და სურვილებს. არავერბალურ ქცევას ნებისმიერი ურთიერთობისას დიდი
მნიშვნელობა აქვს. უკიდურესად მნიშვნელოვანია პაციენტმა აღიქვას არავერბალური
მესიჯები, რეაგირება მოახდინოს მათზე, ამავე დროს გააცნობიეროს საკუთარი
არავერბალური ქცევა.

აზდა 1984 არავერბალური ურთიერთობები შემდეგ 4 ძირითად მოდალობად


დაჰყო:

1) არავერბალური ქცევა და დროის სტრუქტურირება.


ა. მოგვიანებული რეაგირება კლიენტის ინფორმაციაზე,
ბ. პრიორიტეტების დადგენა – დროის რაოდენობა რომელიც გარკვეული თემების
განხილვას ეთმობა.

2) არავერბალური ურთიერთობა სხეულის გამოყენებით.


ა. თვალების კონტაქტი, აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ რამდენ ხანს
უყურებენ პარტნიორები ერთმანეთს და როგორ უყურებენ. თვალის კონტაქტის დროს
ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ რომელ ობიექტებს უყურებს პარტნიორი,
გამომწვევად იყურება იგი თუ სხვადასხვა ობიექტებზე გაურბის მზერა,
კონსულტანტის პირდაპირ მზერას გაურბის, თვალებს ხუჭავს ხელებით და სხვა.

ბ. თვალები თვალების ციმციმი, წარბის აწევა, თვალცრემლიანობა თვალების


გაფართოება მიუთითებეს კლიენტის ემოციურ მდგომარეობაზე

გ. კანი. გაფითრება, გაწითლება გამოხატავს შინაგან მდგომარეობას.

დ. პოზა. პოზა შეიძლება გამოხატავდეს ფიზიკურ გადაღლას, თავდაცვას (


მაგ.გადაჯვარედინებული ხელები და ფეხები).

ე. სახის გამომეტყველება. ეს უმთავრესი ხერხია არავერბალური ქცევის


გასაგებად. სახეს ურთიერთობის დროს დიდი პოტენციალი აქვს. იგი გამოხატავს
ემოციურ მდგომარეობას, ინტერპერსონალურ განწყობას და უკუკავშირს და
მეტყველებასთან ერთად წარმოადგენს ინფორმაციის გადაცემის ერთერთი უმთავარეს
საშუალებას. დოსტოევსკი აზრით ადამიანის ხასიათს უფრო უკეთ შეიძლება ჩავწვდეთ
მისი სიცილით ვიდრე მდორე ფსიქოლოგიური გამოკვლევით."

ვ. ხელები და ჟესტები. ხელების მოძრაობა და სხეულის სხვა ნაწილების


მოძრაობა სიმბოლური ხასიათისაა.

ზ. სხეულით მანიპულირება ვლინდება საკუთარი ფრჩხილების მოკვნეტით


სახსრების ტკაცუნით თმების წიწკვნით.

თ. მონოტონური ქცევა ხშირად ნერვოტულობის ნიშანია.

ი. მომთხოვნი სიგნალები. ხელების ტუჩებთან მიტანა სიჩუმის მოთხოვნით


თითით მითითება და სხვა

კ. შეხება. შესაძლებელია იყოს მეგობრული და სექსუალური.

ბრეისემი და გერსო სხეულის მოძრაობის 4 ტიპს გამოყოფენ:


1. სიმბოლური, რომელიც სიტყვის მაგივრად იხმარება.
2. მოძრაობა-დემონსტრაცია რომელიც მეტყველებას მოსდევს, რომლის მიზანს
სიტყვით გამოთქმულის ახსნა წარმოადგენს გამაძლიერებელი.
3. რეგულატორები, რომლებიც დამატებით მნიშვნელობას ძენენ და ავსებენ
ვერბალურ ურთიერთობას მაგ. პოზის შეცვლა. თავის დაქნევა
4. ადაპტორები. სხეულის მოძრაობა, რომელიც გაცნობიერებული მიზანშეწონილება
არ გააჩნიათ ცნობიერად მიზანმიმართული არ არის, მაგრამ ხშირად გამოხატავს
აზრებსა და ემოციებს მაგ. თუჩების კბენა
3) არვერბალური ურთიერთობა ხმის საშუალებით.
ა. ხმის ტონი. მონოტონური, გრძნობას მოკლებული, მკაცრი, ნაზი,
დამაჯერებელი, სუსტი, გაუბედავი და ა.შ.

ბ. მეტყველების ტემპი. ჩქარი, ზომიერი, შენელებული.

გ. ხმის ინტენსივობა. ძლიერი, ზომიერი, ჩუმი.

დ. ხმის გამოხატულება. მკაფიო, გაურკვეველი.

ე. ხმის მოდალურობაში ხშირად ვლინდება ადამიანის დამოკიდებულება იმის


მიმართ, რასაც გამოთქვავს.. გულახდილობა ვლინდება მკაფიო ხმაში, ხოლო
გამბედავობა-მყარში. ჩუმი არამკაფიო ხმა ხშირად ურთიერთობის არ სურვილს
ნიშნავს. ამიტომ ხმის ტონით შეიძლება განვსაზღვროთ ისიც რაზეა საუბარი, თუნდაც
სიტყვები ვერ გავიგონოთ. ნერვიულობ ან ემოციური გაურკვევლობა ხშირად ხმის
ტონში ვლინდება.

4) არავერბალური ურთიერთობა და გარემოს სტრუქტურირება.


ა. დისტანცია. გამოხატავს ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებას ადამიანისადმი.
იმისდა მიხედვით თუ რა ურთიერთობა გვინდა ადამიანთან მასთან ისეთ დისტანციას
ვიკავებთ;

ბ. თუ როგორი გარემოა და როგორაა ის დალაგებული. თუ როგორაა გარემო


მოწყობილი და ოთახი დალაგებული;

გ. მართალია ტანსაცმელი ადამიანს არ ქმნის, მაგრამ ტანსაცმლის დეტალები და


ჩაცმულობა გამოხატავს მის განწყობებს;

დ. სივრცეში პოზიცია;

ურთიერთობის არავერბალური ფაქტორები მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავენ


საუბრის ემოციურ განწყობას. როდესაც არავერბალური სიმბოლოები თან ახლავს
ჩვენს ვერბალურ გამონათქვამებს, ისინი ხშირად მათ მნიშვნელობას და კონტექტს
ცვლიან.

ე. მაგ.: გთხოვთ შემობრძანდით, შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს


იმისდა მიხედვით თუ რას გამოხატავს არავერბალური ქცევა თუ ჩვენ პაციენტს
ვხვდებით მას ვუყურებთ სახეში, ვართმევთ ხელს, თბილად და მეგობრულად
მივმართავთ ეს სულ სხვაა. აგრეთვე მნივნელობას იძენს კონსულტანტის მეტყველების
ელემენტები: ხმის ტონი, ინტერვალი სიტყვებს შორის. აქცენტები, დიქცია, პაუზა,
გამეორება, დახველება და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია არავერბალური ქცევა
პაციენტის კონსულტირებისას. პირველ რიგში ეს კონსულტანტს აძლევს დამატებით
ინფორმაციას პაციენტის გრძნობებისა და აზრების შესახებ. ხშირად სიტყვებით ითქმის
ერთი, ხოლო სახის გამომეტყველება, სხეულის პოზა და ხმის ტონი სულ სხვას
გამოხატავს.. კონსულტანტმა უნდა მიაქციოს ყურადღება არავერბალურ და ვერბალურ
ქცევას შორის შეუსაბამობას და ამით ხელი შეუწყოს პაციენტს გამოხატოს ნამდვილი
გრძნობები. კონსულტანტის პაციენტის არვერბალურ ქცევაზე ყურადღების მიქცევა
პაციენტის ნდობას ხარისხს ზრდის. კონსულტანტის მიერ არავერბარული
გზავნილების კითხვის უნარი კონსულტანტის განსაკუთრებულ ნიჭს, მის მეექვსე
გრძნობას მიეწერებაა. არავერბალურ ქცევას უნდა შევხედოთ როგორც პაციენტის
გრძნობებისა და მოტივების სამყაროს გასაღებს. მაგრამ პირდაპირი და სწორხაზოვანი
ინტერპრეტაცია მიუღებელია, რადგანაც არავერბალური ურთიერთობა ქცევის უფრო
ფართო კონტექსტის ერთ-ერთ ასპექტს ნაწილს წარმოადგენს.

ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტანტის არავერბალური ქცევა,


რადგან ასეთი ქცევა გამოხატავს კონსულტანტის გრძნობებსა და აზრებს. ზოგიერთ
არავერბალურ ქცევას ყველა ჩვენთაგანი ერთნაირად აღიქვამს, რადგან მათ ზოგადი
ხასიათი მიიღეს.

კონსულტანტმა უნდა გააკონტროლოს თავისი არავერბალური საქციელი, რითაც


ის ავითარებს კონსულტაციურ კონტაქტს.

ევანი გამოყოფს ხუთ აუცილებელ პირობას ფიზიკური, ნამდვილი, ორმხრივი


კონტაქტისა (ევანი, 1986):

1. კონტაქტი თვალი თვალში. ფიზიკური პირობები, გარემო საშუალებას უნდა


აძლევდეს კონსულტანტს და პაციენტს მთლიანად ხედავდნენ ერთმანეთს. ეს
ფიზიკური გარემოება უნდა ეუბნებოდეს პაციენტს მე თქვენთვის მისაწვდომი
ვარ, მე არჩევანი გავაკეთე, რომ თქვენთან ვიყო.
2. ღია პოზა. გადაჯვარედინებული ფეხები და ხელები ხშირად აღიქმება როგორც
თავდაცვითი, განურჩეველი და უკან დახევის პოზა და პირიქით, ღია პოზა
მიანიშნებს, რომ კონსულტანტი მზად არის მიიღოს ყველაფერი რასაც მას
პაციენტი უგზავნის.
3. დროდადრო შეიძლება მივუახლოვდეთ პაციენტს. მიახლოვება სივრცეში ნიშნავს,
რომ მე გეახელი. როდესაც კონსულტანტი პაციენტისკენ იხრება, ამით ეუბნება-
მაინტერესებს ყველაფერი რასაც იტყვი.
4. თვალის კონტაქტის შენარჩუნება. იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ პაციენტისადმი
ყურადღებას და დაინტერესებას. თუმცა ეს პირდაპირი თვალი თვალში ყურება
არ უნდა იყოს განუწყვეტელი რადგან ის მომაბეზრებელი ხდება პაციენტისათვის
და გამომძიებლის მზერას ემსგავსება. მეორეს მხრივ თუ კონსულტანტის
თვალები სხვაგანაა და ერთი საგნიდან მეორეზე გადადის და მისი მზერა არ
ჩერდება კლიენტზე მაშინ კლიენტს ექმნება შთაბეჭდილება რომ კონსულტანტი
გაურბის მასთან კონტაქტს.
5. კონსულტანტი უნდა იყოს მშვიდი და რელაქსირებული. გარემო უნდა იყოს
მშვიდი, რადგანაც პაციენტების უმრავლესობა ღელავს კონსულტირების
პერიოდში. კონსულტანტის დაძაბულობა გაზრდის პაციენტის მღელვარებას.
კონსულტანტი ბუნებრივად უნდა ფლობდეს თავის სხეულს, თავის
არავერბალურ ქცევას, რითაც პაციენტს აჩვენებს თავის ემპათიურ ჩართულობას
კონსულტაციის პროცესში.
ვერბალური კომუნიკაცია
მუხედავად არავერბალური ურთიერთობის დიდი მნიშვნელობისა, უმთავრესი
მოვლენები ხდება ვერბალურ დონეზე. ვერბალური ურთიერთობა ხორციელდება
კონსულტაციის ძირითადი მეთოდებით.

პაციენტის მოსმენა. - კონსულტაციის პროცესში, კონსულტანტის ვერბალური


აქტივობა უნდა იყოს მინიმალური. იმისთვის, რომ კლიენტმა შეძლოს საკუთარი
პრობლემებსა და სიძნელეების გამოხატვაზე ყურადგების მოქცევა. ამიტომ
კონსულტანტი უფრო უნდა უსმენდეს, ვიდრე ლაპარაკობდეს. მოსმენის უნარი,
ნიშნავს, სხვა ადამიანებით ალალ დაინტერესებას.
არსებობს ორი ძირითადი ასპექტი:

1. ნებისმიერი ადამიანი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სხვა ადამიანთან


ურთიერთობის მოთხოვნილებას განიცდის;
2. სხვების მოსმენისა, მათი მხარდაჭერის და მათთან შეთანხმების ჩვენი
მიდრეკილება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვისმენენ სხვები. შეიძლება
ითქვას, ადამიანების ურთიერთობის ხარისხი, დამოკიდებულია, მოსმენის
უნარზე.
ხშირად არის, რომ პაციენტის გამონათქვამი არ შეესაბამება კონსულტანტის
განწყობას და ამიტომ, იგი უყურედღებოდ უსმენს პაციენტს. ფართოდ გავრცელებული
მანერა, რომელიც კონსულტირების პროცესში იჩენს თავს, მდგომარეობს იმაში, რომ,
კონსულტანტი კი არ უსმენს თანამოსაუბრეს, არამედ რეაგირებს მის გამონათქვამზე
წინასწარ ფორმულირებული რეპლიკებით, პასუხებით, კითხვებით - ეს მხოლოდ
მოჩვენებითი მოსმენაა.

სოციალური დასწავლის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ, ჩვენ გავურბივართ სხვა
ადამიანის შესახებ ზედმეტ ინფორმაციას. ეს ხშირად განაპირობებს, რომ
კონსულტანტი ეწინააღმდეგება პაციენტის მონათხრობს, რომელიც ეხება ძალიან
პირად პრობლემებს და ამ წინააღმდეგობის გამო ნაკლებად უსმენს პაციენტს. ხშირად
არის, რომ პაციენტის მიერ მოთხრობილი ამბავი, კონსულტანტში იწვევს უსიამოვნო
გრძნობას, შფოთვასა და დაძაბულობას. ამიტომ ეს ხელს უშლის მას ყურადღებით
უსმინოს პაციენტს და ამის გამო ხშირად გამორჩება მნიშვნელოვანი დეტალები.

ხშირად, პაციენტი თავისი წუწუნით, ერთი და იმავე პრობლემის ბევრჯერ


გამეორებითა და ჩივილით ( სომატური ჩივილები), სირთულეებს ქმნის და მოსმენის
პროცესს ართულებს. მოსმენის დროს ადგილი აქვს უკუკავშირს პაციენტის აზრებსა
და გრძნობებზე, რაც აიძულებს პაციენტს უფრო მეტი ილაპარაკოს თავისი
პრობლემების შესახებ.

კოქსის აზრით, როდესაც პაციენტს ყურადღებით ვუსმენთ, იგი თავისი


წინადადების ბოლოს წერტილს კი არა, არამედ მძიმეს სვამს, და რაც ბოლოდ
გვეჩვენებოდა ახალი უფრო ღრმა აღსარების პრელუდიად იქცევა.. ყველა
შემთხვევაში, მოსმენა არის აქტიური პროცესი.

ბიუჯენტალის მიხედვით, ეს პროცესი ყველა სახის შეგრძნებებს, ინტუიციას,


ასახვას და ემპათიას მოიცავს.

უილიამ ოსიე თავის სტუდენტებს ურჩევდა კარგად მოესმინათ თავისი


პაციენტებისათვის, რათა მათგან დიაგნოზი მოესმინათ ("პაციენტი თვითონ გეუბნება
დიაგნოზს").

როჯერსი (1969წ.) წერს - "ცხოვრებაში, ხშირად მოულოდნელად ვაწყდებოდი


გადაუწყვეტელ პრობლემებს და ამ დროს განვიცდიდი, თითქოს წრეზე დავდივარ.
ზოგჯერ არასრულფასოვნების გრძნობა და უიმედობა მიპყრობდა, და მეგონა რომ
ფსიქოზით დაავადდი. ამ დროს, ვფიქრობდი, რომ, ბედნიერი ვიქნებოდი, მენახა ის
ხალხი, ვინც მე მომისმენდა და გამიგებდა, ყოველგვარი განკითხვისა და დიაგნოზის
დასმის გარეშე. დავრწმუნდი, რომ, ფსიქოლოგიური დისკომფორტის დროს, თუ შენ
ვინმე ამგვარად მოგისმენს და არ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და არ
შეეცდება ურთირთობის ჩამოყალიბებას, მაშინ თავს უზომოდ კარგად გრძნობ.
დაძაბულობა მომენტალურად ქრება. საშიში განცდები, რომელიც მანამადე
თვითბრალდებას, უიმედობასა და არეულობის გრძნობას იწვევდა, ხდება ჩვენი
შინაგანი სამყაროს ნაწილი. როდესაც მე მისმენდნენ და ჩემი ესმოდათ, მაშინ მე
ახლებურად აღვიქვამდი ჩემ განცდებს, შევძელი წინ წავწეულიყავი. გაოცებას იწვევს,
ის, რომ გრძნობები, რომლებიც საშინლად მეჩვენებოდა ასატანი ხდება, როდესაც
ვინმე გისმენს და გადაუწყვეტელი პრობლემები წარმოჩინდება სხვა განზომილებაში,
უფრო იოლად გადასაწყვეტი ხდება(?). ღრმად ვაფასებ ფაქიზ, ემპათიურ,
ყურადღებიან მოსმენას".

მოსმენის ტექნიკა
ემპათიური მოსმენა
ემპათიური მოსმენა ეს მოსმენის ისეთი სახეა რომლის მიზანია პაციენტის, სხვა
ადამაინის თვალსაზრისის და პერსპექტივის გაგება და რომელიც არ ნიშნავს
ავტომატურად მის თვალსაზრისის დათანხმებასა და გაზიარებას. ის არ გულისხმობს
ემპათიისას იდენტურ მდგომარეობაში გადასვლას ანუ ზუსტად ვიგრძნოთ იგივე
რასაც სხვა ადამიანი გრძნობს.

ეფექტური მოსმენის ხელისშემსლელი ფაქტორები:


▪ უყურადღებობა - როდესაც ადგილი აქვს მსმენელის მხრიდან ყურადღების
გაფანტვას;
▪ მოსმენა ცალი ყურით - მოსაუბრის შეწყვეტა ან ნაწილობრივი მოსმენა
მიუხედავად კითხვის გამეორებისა "რა თქვით?"
▪ სასურველის მოსმენა – როდესაც მსმენელი საკუთარი პერსპექტივით საკუთარი
თვალსაზრისით, ხშირად ტენდენციურად, აფერადებს იმას რასაც ისმენს ანუ
იგებს იმას რისი გაგებაც სურს.
▪ ჩასაფრებული პოზიციიდან მოსმენა - მოსმენისას პოზიტიურზე გამახვილების
ნაცვლად შეტევის განხორციელებისთვის,შესაძლებლობისათვის საბაბის ძებნა
▪ დაცვითი პოზიცია როდესაც მსმენელი საშუალებას აძლევს საკუთარ ემოციებს
დაბინდოს დანისლოს სიტყვიერად გადმოცემული შეტყობინება
▪ საკუთარი უნარები რომელიც მსმენელს მოეთხოვება ემპათიურიმოსმენისათვის
აქტიური ემპათიური მოსმენისათვის საჭირო ვერბალური უნარები:
▪ კითხვების დასმის ხელოვნება :
▪ გამოაშკარავების კლარიფიკაციის მიზნით
▪ მეტი ინფორმაციის მოძიება- შეგროვებისათვის
▪ ფსიქიკის უფრო ღრმა პლასტებზე გასვლისათვის
▪ ემოციების განტვირთვისათვის და გაგების ატმოსფეროს შესაქმნელად
▪ პასუხების გაცემის ტექნიკა :
▪ მხარდამჭერი და გამამხნევებელი სიტყვების გამოყენების მიზნით;
▪ პერეფრაზირება და განზოგადოება როდესაც მსმენელი პერეფრაზირებასა
და განზოგადოებას ახდენს იმისა რაც ითქვა
ემპათიური მოსმენისათვის საჭირო არავერბალური უნარები
▪ მხარდამჭერი ჟესტები – ღიმილი, თავის დაქნევით დადასტურება
▪ თვალების კონტაქტი – პირდაპირი მაგრამ არა დაჟინებული თვალჩიციებული
ცქერა
▪ ჩანაწერის გაკეთება იქ სადაც ეს ადექვატურია
▪ დაინტერესებული პოზა - პირისპირ ყურება, ოდნავ წინ წამოწეული ჯდომა
მშვიდი გამომეტყველება სახისა ღია გამომეტყველება და სხეულის სპონტანური
ენა
გადატანა ტრასფერი და კონტრგადატანა კონტრტრანსფერი;
გადატანა ტრანსფერი
ფროიდის მიერ ტრანსფერის აღმოჩენა ფსიქოანალიზის ძირითად მიღწევად
ითვლება. გადატანა ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ალფა და ომეგაა

გადატანა არის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა რომლის დროსაც


პაციენტი აწმყოში იქცევა ისე თითქოს ის წარულში იყოს. ტრანსფერი არის გამეორება,
ძველი ურთიერთობების ახალი გამოცემა.

ამ დროს პაციენტის იმპულსები, გრძნობები, ფანტაზიები, ლტოლვები,


სურვილები და დაცვითი მექანიზმები რომლებიც მას წარსულში, მისთვის ემოციურად
მნიშვნელოვან პიროვნებების მიმართ, ჰქონდა გადმოინაცვლებს აწმყოში და
წარიმართება აწმყოში არსებულ პიროვნებაზე ძირითადად ანალიტიკოსზე. ამ დროს
ადგილი აქვს გადანაცვლებას.

ტრანსფერი აწმყო სიტუაციისადმი არადაექვატურია, თუმცა წარსულის


მოვლენებთან

შესაბამისობაშია. თრანსფერს ადგილი აქვს როგორც ანალიზის პროცესში ასევე


მის გარეთ. იგი გვხდება ნევროზით და ფსიქოზით დაავადებულ პირებში და
ჯანმრთელ ადამიანებშიც.

მნიშვნელოვანია რომ ტრასფერის დროს გახსენებისა და მოგონების ნაცვლად


მაგივრად პაციენტი ქცევაში იმეორებს წარსულს და ამაში ხელს უწყობს
წინააღმდეგობა რომელიც გახსენების მოგონების აქტს ხელს უშლის.. გარკვეულ
წილად ყველა ადამიანური ურთიერთობა შესაძლებელია განვიხილოთ როგორც
რეალისტური და ტრასფერული რეაქციების ნარევი. გადატანა არის ყოველთვის
არაადექვატური, რადგანაც პაციენტი ანალიტიკოს ყოველთვის მცდარად აღიქვამს და
მას მიაწერს იმ თვისებებს რომელიც სხვა ადამიანების კუთვნილებას წარმოადგენდა.

გადატანა შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი. დადებითის დროს ხდება


დადებითი სასიყვარულო იდეალიზირებული ფსიქიკური შინაარსის მიწერა
ანალიტიკოსზე ანუ ადგილი აქვს პროექციის ფენომენს.

უარყოფითის დროს კი ბავშვობაში განცდილი უარყოფითი განცდების (გარიყვის


სიძულვილის უგულვებელყოფის) გადმოტანა ხდება კონსულტანტზე.

ტრანსფერი არაცნობიერ პროცესს წარმოადგენს.იგი უფრო ხშირად წარმოიშვება იქ


სადაც ბავშვობის გადაუწყვეტელ კონფლიქტებთან გვაქვს საქმე

კონტრგადატანა
რადგანაც საკონსულტაციო პროცესი და კონტაქტი ქუჩაში მანქანების ორმხრივ
მოძრაობას ჰგავს, აშკარაა, რომ ამ დროს კონსულტანტიც პაციენტთან
ურთიერთობისას თავის ცხოვრებისეულ სიძნელეებს რთავს. კონტრგადატანა ისეთივე
უნივერსალური მოვლენაა ფსიქოთერაპიაში, როგორც გადატანა და კონსულტანტის
პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების დონეზე არ არის დამოკიდებული,
რადგანაც კონსულტანტიც ადამიანია, რომელსაც აქვს გადაუწყვეტელი პრობლემები
და შინაგანი კონფლიქტები. ეს შინაგანი მტკივნეული თემები წარმოშობენ
კონტრგადატანას თუ პაციენტი უნებლიედ შეეხო მათ.

განასხვავებენ გადატანის კლასიკურ და უფრო ფართე განმარტებას.

უფრო ფართე განმარტება მოიცავს კონსულტანტის ყველა ემოციურ რეაქციის


გადატანას პაციენტზე, ამიტომ კონტრგადატანაში, ამ დროს, იგულისხმება სრულიად
ბუნებრივი რეაქციები, რომლებიც ფსიქოკონსულტანტის შინაგან კონფლიქტებზე არ
არის დამოკიდებული.
კლასიკური განმარტებით კი, კონტრგადატანა არის პაციენტის გადატანაზე
საპასუხო რეაქცია.

შუალედური კონტრგადატანას განმარტავს, როგორც, კონსულნანტის საკუთარი


პრობლემების პროეცირებას პაციენტის მიერ მიწოდებულ მასალაზე, რომელიც
დაკავშირებულია გადატანასთან.

კონტრგადატანის ყველაზე ხშირი მიზეზები არის :

1. კონსულტანტის სურვილი, პაციენტის მხრიდან მოწონების, კარგად შეფასების


და აღიარების.
2. კონსულტანტის შიში, რომ პაციენტი მასზე ცუდად იფიქრებს და არ მოვა შემდეგ
შეხვედრაზე.
3. ეროტიკული და სექსუალური გრძნობების პროეცირება პაციენტზე +
ფანტაზიები.
4. უკიდურესი რეაქცია პაციენტზე, რომელიც კონსულტანტში იწვევს იმ
გრძნობებს, რომელიც დაკავშირებულია მის საკუთარ კონფლიკტებზე.
5. წინასწარმეტყველური პოზიციის დაკავების მცდელობა და პაციენტის
აკვიატებული, იძულებითი რჩევების მიცემა, ე.ი. როგორ უნდა იცხოვროს.
კონსულტაციის პროცესში დგება საკითხი თერაპიულია თუ ანტითერაპიული
კონტრგადატანა? ხელს უშლის თუ ეხმარება კონსულტირების პროცესს? კარგია თუ
ცუდია ? ამ კითხვებზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე ვლინდება თუ არა
კონტრგადატანა ქცევის გარეგანი ფორმით, თუ ის კონსულტანტის განცდების
ფარგლებში რჩება.

პირველ შემთხვევაში იგულისხმება კონსულტანტის მოქმედება საკუთარი


კონფლიქტების საფუძველზე და ასეთი კონტრგადატანა განხილულ უნდა იქნას
კოლეგებთან, რადგან არაკონტროლირებადი და ცუდად გაცნობიერებული გადატანა
ხელს უშლის კონსულტანტის ობიექტურობას. შინაგანი განცდების დონეზე არსებული
კონტრგადატანა, შესაძლებელია, ძალიან ფასეული იყოს, რადგანაც ეხმარება
კონსულტანტს უფრო კარგად ჩაწვდეს თუ რა ზეგავლენა აქვს პაციენტის ქცევას
კონსულტანტზე და სხვებზე.

VII ფსიქოკონსულტაციური პროცესი


ფსიქოლოგიური კონსულტირების პროცესი
1. პირველი გასაუბრება; პაციენტთან პირველი შეხვედრა
პირველ შეხვედრას უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმ
შემთხვევშიც, თუ კონსულტანტის დღე გადატვირთულია, რადგანაც პაციენტი
კონსულტირებაზე ორი გრძნობით მიდის: შიში და იმედი. კოსულტანტი
ვალდებულია, შეუმციროს შიში და გაუძლიეროს იმედი.
პირველი შეხედვა იწყება გაცნობით.. ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თუ
როგორ შემოდის პაციენტი საკონსულტაციო ოთახში (მაგ. ნაბიჯები, რომლებიც
ავლენენ მისი გადაწყვეტილების უნარსა და გამბედაობას, ფრთხილი ნაბიჯები
მეტყველებს შიშსა და ეჭვებზე). ხელის ჩამორთვევამ შეიძლება გამოხატოს
კეთილგანწყობა. როდესაც კონსულტანტი კლიენტს ართმევს ხელს, ამით გამოხატავს
დაინტერესებას, მეგობრულ გრძნობებასა და დახმარებისათვის მზაობას. რადგანაც
ხელის ჩამორთმევა სიმბოლოა ორი ადამიანის ერთობისა.

კონსულტანტმა, პაციენტისადმი დაინტერესების გამოხატვის მიზნით, უნდა


წარუდგინოს თავი და მასაც იგივეს გაკეთების საშუალება უნდა მისცეს. რამდენიმე
წუთი შეიძლება დაეთმოს ზოგად ფრაზებს, რათა შემცირდეს პირველი შეხვედრით
გამოწვეულ შფოთვას და დაძაბულობას. იმ შემთხვევაშიც კი თუ, პაციენტი არ ავლენს
შფოთვასა და დაძაბულობას, მაინც უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, რომ
პირველი შეხვედრა, იწვევს შფოთს, შიშს. პაციენტის შფოთვა შეიძლება გამოიწვიოს
არამარტო საკუთარმა პრობლემებმა, არამედ ეჭვებმაც, თუ რამდენად კვალიფიციურია
კონსულტანტი და შეუძლია თუ არა რეალური დახმარების გაწევა.

შფოთვა და დაძაბულობა პაციენტს ხელს უშლის ლაპარაკში. როდესაც


კონსულტანტი პაციენტს აღელვებას შეატყობს, მაშინ მის პირველ ამოცანას უსაფრთხო
გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამგვარად კონსულტანტი უნდა იყოს აქტიური და
გაააქტიუროს პაციენტიც.

პირველი შეხვედრისას, აღელვება და მოუსვენრობა პაციენტის მიერ


კონსულტირების პროცესის არსის შეცნობის შანსს ამცირებს. უმრავლესობამ არ იცის,
თუ რასთან აქვს საქმე და კონსულტანტს განიხილავს, როგორც ჯადოქარს, რომელიც
კითხულობს აზრებს, ზოგს კი კონსულტირება "სასწრაფო დახმარება" ჰგონია.
კონსულტირების პროცესთან გაცნობა ამცირებს პაციენტის შფოთვას და
არარეალისტურ მოლოდინს რომელიც ფსიქოთერაპიის შესახებ სოციუმში არსებული
სტერეოტიპებითაა გამოწვეული.

პაციენტისთვის კონსულტირების პროცესის სწორ ახსნა- განმარტებას დიდი


მნიშვნელობა აქვს. ხაზი უნდა გაუსვათ იმ გარემოებას რომ ეს ავტორიტარული
პროცესი კი არაა, არამედ მკურნალობის ფსიქოლოგიური დახმარების ისეთი ფორმაა,
სადაც წარმატება პაციენტსა და კონსულტანტს შორის ურთიერთთანამშრომლობით
მიიღწევა.

პირველი შეხვედრისას, აუცილებელია გავარკვიოთ პაციენტი თვითონ მოვიდა


კონსულტირებაზე, თუ ეს ვინმეს სურვილით გააკეთა. თუ იგი მიყვანილია სხვების
მიერ, მაშინ, კონსულტაციური დახმარების მიმართ წინააღმდეგობა იზრდება,
რადგანაც პაციენტი არ თვლის, რომ მას დახმარება ესაჭიროება. თუ ის სხვა პაციენტის
რჩევითაა მისული, მაშინ კონსულტატისაგან დამატებით ძალისხმევაა საჭირო
პაციენტში მკურნალობის მოტივაციის შესაქმნელად. აუცილებელია გაირკვეს თუ რა
მიზნითა არის გამოგზავნილი პაციენტი კონსულტანტთან. თუ ის გამოგზავნილია სხვა
ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის მიერ, მაშინ მას თავისი პრობლემის კიდევ
ერთხელ მოყოლა და

უსიამოვნოა პრობლემის გამეორება მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი


კოლეგის მიერაა გამოგზავნილი, კონსულტანტმა მაინც უნდა მოუსმინოს კლიენტს და
არ დაეყრდნოს კოლეგის მონაყოლს, რადგან პირად საუბარში შეიძლება გაირკვეს
პაციენტის სიმპტომებსა და პრობლემების ის სპეციფიკური მნიშვნელობა რაც კოლეგას
შეიძლება გამორჩა.

კონსულტაციის შესახებ სწორი წარმოდგენის და რეალისტური პოზიციის


ჩამოყალიბება გულისხმობს იმის ახსნას რომ კონსულტაციის პროცესი არის ორი ან
მეტი ადამიანის სამკურნალო ურთიერთობა და არა დირექტიული საუბრები, რომლის
დროსაც კონსულტანტი რჩევებსა და მითითებებს იძლევა. პაციენტმა ნათლად უნდა
გააცნობიეროს, რომ ის პრობლემები, რომლითაც იგი კონსულტანტის წინაშე წარსდგა
დიდი ხნის წინაა ჩამოყალიბებული და მათთან ცხოვრება პაციენტს დიდი ხნის
განმავლობაში უწევდა უხდებოდა. ამის გამო მათთგან განთავისუფლება ასე იოლად
და მარტივად ერთი ორი სეანსის განმავლობაში არ მოხდება. ის რაც წლების
განმავლობაში დაგროვდა ერთ საათში ვერ გადაწყდება.

კონსულტანტს პირველი კითხვის დასმის უფლება აქვს. კითხვა უნდა იყოს ღია
და არა განსაზღვრული ნაკლებად გარკვეული. კოქსი თვლის, რომ, ძალიან
სასარგებლოა ჰკითხო: "ბოლოს როდის იცინოდით სახლში?" _ რადგან სიცილი და
მისი დეფიციტი კარგად ასახვას პაციენტის მდგომარეობას.

კონსულტანტის მიერ ბევრი კითხვის დასმის შემთხვევაში კლიენტი ვეღარ იგებს,


რა უნდათ, რას მოითხოვენ მისგან და საკუთარი ინიციატივით აღარ ლაპარაკობს.
კონსულტირების დასაწყისშივე თავიდან უნდა ავიცილოთ ერთმნიშვნელოვანი
პასუხების შემცველ კითხვები. პაციენტის პასუხებმა შეიძლება კონსულტანტში
განსხვავებული კითხვების წყება გამოიწვიოს. პაციენტის პასუხებმა კონსულტანტში
უნდა აღძვრას სხვადასხვა კითხვები.

პირველი შეხვედრისას კონსულტანტი ცდილობს, განსაზღვროს საუბრის


ძირითადი თემა, მისი სიძნელეები და პრობლემები. კონსულტანტმა არ უნდა
აიძულოს პაციენტ მოყვეს ყველაფერი. თუ პაციენტს ვაიძულეთ მოყვეს ის რის
მიმართაც მას განწყობა ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბდა და იმ თემაზე ვალაპარაკოთ
რომლისთვისაც ის ჯერ მზად არაა მაშინ მეორე სეანსზე ის შეიძლება აღარ მოვიდეს

ფსიქოკონსულტანტმა კონსულტაციაზე შეიძლება უარი განცხადოს მაშინ


როდესაც:

▪ პაციენტთან ახლო ნათესაური ან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს;


▪ პაციენტი აცხადებს მასთან სიარულზე უარს;
▪ პაციენტის პრობლემა მის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება;
▪ პიროვნული შეუთავსებლობაა მასსა და პაციენტს შორის ;
▪ რამოდენიმე სეანსის შემდეგ აშკარა ხდება ირკვევა რომ შემდგომი გაგრძელება
უშედეგო იქნება;
ასეთ შემთხვევებში პაციენტი სხვა კონსულტანტთან უნდა გავაგზავნოთ

2. პრობლემის შეფასება:
ფსიქოლოგიური შეფასება ეს არის კლიენტის ქცევის სისტემური ანუ
სტანდარტიზირებული გამოკვლევა.

Cox 1988 თანახმად პაციენტის შეფასება შემდეგი 3 ასპექტით ხდება :

1. ნოზოლოგიური – ამ დროს ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება


ფსიქიკური დაავადებების ამა თუ იმ კლასიფიკაციის მიხედვით . ადგილი აქვს
პაციენტის მიკუთვნება რომელიმე ავადმყოფური კატეგორიისადმი;
2. ფსიქოდინამიკური. ამ დროს ხდება ძირითადი არაცნობიერი კომპლექსებისა და
დაცვითი მექანიზმების დადგენა;
3. ექზისტენციალური .პაციენტის შინაგანი სამყაროსა და მისი ცხოვრებისეული
სიტუაციის ეგზისტენციის აღწერა და ანალიზი;
პრობლემის ვერბალიზაცია
ყველა ადამიანი თავის ცხოვრების გზაზე სირთულეებს ხვდება ზოგჯერ ისინი მას
გადაულახავად ეჩვენება. ეს ცხოვრებისეული სირთულეები ანუ პრობლემები
მოქმედებენ ადამაინის ფსიქო-ფზიკურ მდგომარეობაზე ანუ ზეგაცლენას ახდენენე მის
აზრებზე ემოციებსა და ქცევებზე. ისინი მოქმედებენ მთლიან ადამიანზე. ადამიანების
უმრავლესობა მიდრეკილია თავის პრობლემებში გარემო პირობები გაამტყუნოს რაც
არაკონსტრუქციული და ცალმხრივია.

Rolo May 1967 თქმით გარემო ჭადრაკის დაფის და ფიგურების როლს ფუნქციას
ასრულებს მაგრამ მხოლოდ მათზე დაყრდნობით წინასწარ ვერ ვიტყვით თუ როგორ
წარიმართება თამაში

პრობლემების არსებობა არის ნორმალური მოვლენა ამის გაცნობიერება


პრობლემების გადალახვაის საწყის ეტაპს წარმოადგენს. რთულ გადაულახავ
პრობლემებს მათი გადაწყვეტის გახანგრძლიებული უუნარობა ან მათთან
თანაცხოვრების სწავლის შეუძლებლობა იწვევს.

ყველა პრობლემისათვის დამახასიათებელია ის რომ:

▪ კომპლექსურია ანუ წარმოადგენენ ემოციურად დამუხტული აზრების


გრძნობებისა და განზრახვების კომპლექსს, ერთობლიობას; ამიტომ მათი
გადაწყვეტა პიროვნების კომპლექსურ ცვლილებას მისი ცხოვრების სტილის
შეცვლას მოითხოვს;
▪ უნიკალურია მათ თავისი წარმოშობისა და განვითარების უნიკალური ისტორია
აქვთ ანუ აქვთ პირადი ელფერი ანუ ყოველი ადამიანი და მისი პრობლემა
განუმეორებელია
▪ ინდივიდუალურია მოითხოვს განსაკუთრებულ ინდივიდუალურ მიდგომას და
ამის გამო მათი გადაწყვეტის საერთო ალგორითმი არ არსებობს ყველა შემთხვევა
უნდა განხილულ იქნას კონკრეტული ადამიანის პირადი ცხოვრების
კონტექსტში;
▪ აქსიოლოგიურია. პრობლემის უკან მდგარი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება
ან მიუღწეველი მიზანი გარკვეულ ადგილს იკავებს პაციენტის ფასეულობათა და
ღირებულებათა იერარქიაში. რაც უფრო ფასულია მოთხოვნილება მით უფრო
მტკივნეული მისი ფრუსტრაციის შედეგად განვითარებული პრობლემა;
პრობლემისპათოგენურ ხასიათს აძლიერებს მისი ხანგრძლიობა და მისი
გადალახვის ან კომპენსაციის ეფექტური გზების არარსებობა;
▪ აქვს ირადიაციის უნარი ანუ ცხოვრების ერთ სფეროში განვითარებული
პრობლემები ვრცელდება სხვა სფეროზეც მაგ ცოლქმრულ ურთიერთობებში
უთანხმოება ვრცელდება მათ სექსუალურ სფეროზეც. ამიტომ პრობლემა
განცალკევებულად არ არსებობს ის სხვა პრობლემებთანაა გადახლართული.
პრობლემები ურთიერთგადახლართულია
პრობლემის აღმოჩენისა და მკაფიოდ წარმოჩინებისათვის საჭიროა
▪ დადგინდეს დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებისა და მიუღწეველი მიზნის
აქსიოლოგიური მნიშვნელობა ანუ განისაზღვროს პრობლემის ხვედრითი წონა
და მნიშვნელობა ადამიანის ღირებულებათა იერარქიულ სისტემაში;
▪ როგორია მოთხოვნილების ფრუსტრირების და მიზნის ბლოკირების ხარისხი;
▪ დადგინდეს პრობლემის არსებობის ხანგრძლიობა და პიროვნებაზე მისი
პათოგენური ზეგავლენის ხასიათი ;
▪ პრობლემის ხანგრძლივი არსებობის შემთხვევაში არადექვატური კომპენსაციების
დადგენა;
კონსულტირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს პრობლემის
გაცნობიერებასა და მის ვერბალიზაციას რაც ყოველთვის იოლი არ არის. პაციენტს
თავისი პრობლემები ნაწილობრივ აქვს გაცნობიერებული და მათი სრულად
ვერბალიზაცია უჭირს. სახელდების და ვერბალიზაციის პროცესში ადგილი აქვს
გაცნობიერებას და სიტუაციის კრიტიკულ შეფასებას, რომლის დროსაც ნათლად
წარმოჩინდება ის ხარვეზები რომელიც პრობლემის მისეულ ხედვაშია.

ამიტომ პრობლემის ვერბალიზაციის პროცესი არაფორმულირებულ გამოუთქმელ


აზრებს, გრძნობებსა და ფანტაზიებს რეალურს ხდის, მათ ეფემერულობას სპობს და
იწვევს კათარზის ანუ განწმენდას. იგი აგრეთვე პაციენტს ეხმარება გარემოსთან, თავის
მტკივნეულ ემოციებსა და აზრებთან დისტანცირებაში. ასეთი დისტანცირება
გვეხმარება ფსიქოემოციური სფეროს კონტროლსა და მართვაში ფსიქოკონსულტაციური
დიაგნოზი;
იგი მოიცავს:
▪ ფსიქოპათოლოგიურ ანალიზს ანუ პაციენტის ძირითადი ჩივილების ანუ
სიმპტომების დადგენას;
▪ ეთიოლოგიურ ანალიზს მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას
▪ და მათი მკურნალობის ეფექტური ფორმების განსაზღვრას;
ფსიქოლოგიური ანამნეზი
ფსიქოლოგიური ანამნეზი ესაა გარკვეულწილად ისტორია და ინფორმაცია
პაციენტისა და მისი პრობლემების შესახებ. თუმცა ამ ინფორმაცის შეგროვება ერთი
შეხვედრის განმავლობაში არ ხერხდება. ამიტომ ამ ინფორმაციას სხვა შეხვედრების
ხარჯზე ვავსებთ, რის გამოც ხდება პიროვნების მთლიანი პორტრეტის ჩამოყალიბება,
რომელიც იწყება პაციენტის მიერ საკუთარ თავზე მოყოლილით და გრძელდება იმ
ინფორმაციის დამატებით, რომელსაც ვიღებთ მის ქცევაზე დაკვირვებით და
ტესტირებით, მისი სიზმრების ნახატებისა და სხვა შესწავლით.

ინფორმაცია პაციენტის შესახებ 3 ინფორმაციულ ბლოკამდე შეიძლება


დავიყვანოთ:

1. დემოგრაფიული ინფორმაცია ( ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, პროფესია,


განათლება)
2. აქტუალური პრობლემებისა და დარღვევების ანალიზი (პრობლემის წარმოშობა,
განვითარება, ხანგრძლივობა, ასაკი რომლის დროს პრობლემა წარმოიშვა,
ემოციურად მნიშვნელოვან პირებთან ურთიერთობების თავისებურებები, ,
ინტერესების ცვლილება, სომატური ცვლილებები, კონსულტატთან მომართვის
უშუალო მიზეზი, ოჯახური ანამნეზი)
3. ფსიქოსოციალური ანამნეზი მნიშვნელოვანია ინტერპერსონალური
ურთიერთობები, (ბავშვობა, სკოლამდელი ასაკი, სკოლის ასაკი გარდამავალი
ასაკი…....)

VIII ფსიქოკონსულტაციის სტადიები


განვიხილოთ კონსულტაციის პროცესის ზოგადი მოდელი, რომელსაც
ეკლექტიკურს ეძახიან. ეს არის სისტემური მოდელი, რომელიც მოიცავს ერთმანეთთან
მჭიდროდ დაკავშირებულ სტადიას და გამოხატავს იმ ზოგად უნივერსალურ
მახასიათებლებს რომელიც ფსიქოკონსულტირების და ფსიქოთერაპიის ნებისმიერი
ყველა ორიენტაციას აერთიანებს

1. პრობლემის გამოკვლევა (შესწავლა)


2. პრობლემის ორგანზომილებიანი განხილვა
3. პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატივების იდენტიფიცირება
4. დაგეგმვა
5. მოქმედება
6. შეფასება და უკუკავშირი.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. პრობლემის შესწავლა
ამ სტადიაზე კონსულტანტი ორმხრივ ნდობაზე დაფუძვნებულ კონტაქტს
ამყარებს პაციენტთან . ამისთვის საჭიროა, ყურადღებით უსმინო პაციენტს, რომელიც
თავის სიძნელეებზე საუბრობს. ამავე დროს, კონსულტანტმა უნდა გამოხატოს
სიალალე, ემპათია, თანაგრძნობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართოს
მანიპულირებას და კრიტიკულ შეფასებას. კონსულტანტმა პაციენტი უნდა წააქეზოს
და ხელი შევუწყოს მისი პრობლემების განხილვის გაღრმავებაში და დააფიქსიროს
მისი გრძნობები და არავერბალური ქცევა.

2. ორგანზომილებიანი განხილვა
ამ სტადიაზე კონსულტანტი ცდილობს ზუსტად განსაზღვროს და დაახასიათოს
თუ რაში მდგომარეობს პაციენტის პრობლემა დაადგინოს ამ პრობლემის როგორც
ემოციური, ასევე კოგნიტური მხარე. პრობლემის დაზუსტება მიმდინარეობს მანამ,
სანამ კონსულტანტი და პაციენტი პრობლემის ერთობლივ ხედვას არ მიაღწევენ.

პრობლემის ზუსტი განსაზღვრა ხდება კონკრეტული ცნებებით. პრობლემის


ზუსტი განსაზღვრა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ პრობლემის მიზეზებს სწორად
ჩავწვდეთ. ზოგჯერ კი მიგვითითებს პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. თუ
პრობლემის გამოაშკარავება-განსაზღვრისას წარმოიქმნება სიძნელეები, მაშინ, ჩვენ
უნდა დავუბრუნდეთ პრობლემის შესწავლის პირველ სტადიას.

3. პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული შესაძლებლობების იდენტიფიცირება ანუ


განხილვა
ამ დროს ადგილი უნდა ჰქონდეს პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებელი
ალტერნატივების გამოაშკარავებას და მასზე ღიად მსჯელობას სოკრატისეული
დიალოგით და ღია კითხვების დასმით. კონსულტანტი აქეზებს პაციენტს რათა მან
დაასახელოს ჩამოთვალოს და გააცნობიეროს ყველა შესაძლო ვარიანტი, რომელსაც ეს
უკანსკნელი თვლის რეალურად და ადექვატურად. კონსულტანტი ეხმარება კლიენტს
დამატებითი ალტერნატივების გამოააშკარავებაში , საკუთარი აზრის თავზე მოხვევის
გარეშე.

საუბრის დროს შეიძლება შევადგინოთ სხვადასხვა ვარიანტის წერილობითი სია


მათი უფრო იოლი შედარების მიზნით.

4. დაგეგმვა-პლანირება
ამ სტადიაზე ხდება არჩეული ალტერნატივების კრიტიკული შეფასება.
კონსულტანტი ეხმარება პაციენტს იმის გარკვევაში, თუ რომელი ალტერნატივები
უფრო რეალისტური და ადექვატურია პაციენტის შესაძლებლობებისა გამოცდილების
და ცვლილებისადმი მზაობის გათვალისწინებით. პრობლემის რეალისტური
გადაწყვეტის გეგმის შედგენა ეხმარება პაციენტს დაანახოს, რომ ყველა პრობლემის
გადაწყვეტა შეუძლებელია.
ზოგი პრობლემა მოითხოვს დიდ დროს, ზოგიერთის გადაწყვეტა შესაძლებელია
ნაწილობრივ, მისი დესტრუქციული ძალის შემცირებით. კონკრეტული პრობლემის
გადაწყვეტისას წინასწარ უნდა დავადგინოთ, თუ როგორი ხერხებით ამოწმებს
კლიენტი საკუთარი გადაწყვეტილების რეალისტურობას.

5. მოქმედება და პრობლემის გადაწყვეტის გეგმის თანმიმდევრული განხორციელება


ამ სტადიაზე ხდება პრობლემის გადაწყვეტის გეგმის თანმიმდევრული
რეალიზაცია. კონსულტანტი ეხმარება პაციენტს თავისი მოქმედებები ააგოს იმ
ურთიერთობების, ვითარების, დროის, ემოციური დანახარჯის გათვალისწინებების
საფუძველზე. ამავე დროს დაშვებულ უნდა იქნეს მიზნის მიღწევის პროცესში მარცხის
შესაძლებლობა. პაციენტმა უნდა დაუშვას, რომ ნაწილობრივი მარცხი არ ნიშნავს
კატასტროფას და საჭიროა გეგმის განხორციელების გაგრძელება. ამიტომ ყველა
მოქმედება მიზანს უნდა დაუკავშირდეს.

6. შეფასება და უკუკავშირი
ამ სტადიაზე ორივე აფასებს მიზნის მიღწევის დონეს, პრობლემის გადაწყვეტის
ხარისხს. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება უფრო დაზუსტდეს პრობლემის
გადაწყვეტის დონე.

ახალი, უფრო ღრმა ფარული პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა


დავუბრუნდეთ პირვანდელ სტადიას.

IX კონსულტანტის როლი და ადგილი


ფსიქოკონსულტირების პროცესში
ფსიქოკონსულტანტის როლი და ადგილი
ფსიქოკონსულტირების დროს, საქმე გვაქვს ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვან
ასპექტებთან.

ფსიქოკონსულტანტი, პაციენტთან ერთად იკვლევს უმნიშვნელოვანეს და არსებით


პრობლემებს მისი ცხოვრებიდან. იგი პაციენტს ეხმარება:

1. ყოველდღიურ ცხოვრებაში პაციენტის მიერ არჩევანის გამომწვევი მოტივების


გაცნობიერებასა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრაში.
2. ადამიანებთან დარღვეული ურთიერთობების და ემოციური პრობლემების
გადაწყვეტაში.
3. შინაგანი ქაოსის განცდის გადალახვაში ანუ, გაუგებარი და ცვლადი
პოზიტიურად გარდაქმნას და მიზანშეწონილი გახადოს.
ფსიქოკონსულტანტის როლური ფუნქცია:
1. ურთიერთნდობაზე აგებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
2. პაციენტის უშუალო თანაგრძნობა- მის ცხოვრებისეულ ვითარებებში "შეღწევა"
(ემპათია) და მისთვის ემოციურად მნიშვნელოვან პირებთან ურთიერთობის
გაგება.
3. პაციენტი ირგვლივ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ატმოსფეროს შექმნა.
4. პაციენტის ქცევისა და მოქმედების და საკუთარ თავის გაგების ალტერნატიული
ფორმებისა გამოაშკარავება.
5. კონსულტაციური პროცესის მუდმივი სრულყოფა
ეფექტურად მომუშავე ფსიქოკონსულტანტს უნდა გააჩნდეს შემდეგი თვისებები:
1. აუტენტურობა - წარმოადგენს ფსიქოთერაპიის ძირითად თვისებასა და
ეგზისტენციალურ ცხოვრებისეულ ფასეულობას. ვლინდება აწმყო მომენტის
სრულ გაცნობიერებასა და ცხოვრებისეული წესის არჩევაში და
პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობაში .
2. საკუთარი განცდებისა და გამოცდილებისადმი გახსნილობა რაც გულისხმობს არა
სხვებისადმი გულახდილ დამოკიდებულაბას არამედ საკუთარი გრძნობების
გულახდილ ალალ აღიარებასა და აღქმას;
3. თვითშემეცნებისაკენ სწრაფვა - საკუთარი თავის შემეცნება. თვითშემეცნების
შეზღუდვა ნიშნავს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას. ღრმა თვითშემეცნება
ზრდის ცხოვრებისეული ფართო არჩევანის შესაძლებლობას. Kრაც უფრო კარგად
იცნობს საკუთარ თავს კონსულტანტი, მით უფრო კარგად წვდება პაციენტის
პრობლემებს და პირიქით.
4. პიროვნების ძალა და იდენტურობის განცდა. - ფსიქოკონსულტანტი კარგად უნდა
იცნობდეს საკუთარ თავს, თუ ვინ და როგორია ის, თუ რა უნდა ცხოვრებისგან
და რა არის მისთვის არსებითი ამ ცხოვრებაში. იგი უნდა ხელმძღვანელობდეს
საკუთარი შინაგანი პოზიციით და არა სხვების ზეგავლენით რაც აუტენტურ
ინტერპერსონალურ ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.
5. იგი უნდა პასუხობდეს ცხოვრების გამოწვევებს და საკუთარი ღირებულებების
გადასინჯვას უნდა ახდენდეს;
6. ტოლერანტულობა, აქ იგულისხმენა ტოლერანტულობა უცნობი და
გაურკვეველის მიმართ და მშვიდი დამოკიდებულება ჩვეული სტერეოტიპების
მსხვრევისა რღვევის მიმართ და ახლის მიღებისა "ახალი ტერიტორიების
ათვისებისადმი" მზაობა..
7. პასუხიმგებლობის გრძნობა; ის პასუხისგებელი უნდა იყოს თავის მოქმედებებზე
იმაზე რაც კონსულტაციის დროს ხდება. კონსულტირების მოცემულ მომენტში
მან უნდა გადაწყვიტოს დაეთანხმოს პაციენტის შეხედულებებსა და პოზიციას
თუ პოზიტიურ დაპირისპირებაში გადავიდეს მასთან;
8. სხვა ადამიანებთან ღრმა ურთიერთობისა დამყარების უნარი რომელიც
თავისუფალია განკითხვისა და იარლიყების ჩამოკიდებისგან იგი თავისუფლად
ურთიერთობს ადამაინებთან შიშისა და არაადექვატური მოლოდინის გარეშე;
9. ემპათია უნარი თანაგრძნობის და სხვისი თვალით ყურების უნარი საკუთარი
ხედვის დაკარგვის გარეშე და თავისი პერსპექტივის შენარჩუნებით. იგი,
წარმატებული ფსიქოკონსულტანტის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია.
10. რეალისტური მიზნების დასახვის უნარი;
კ. შნაიდერი გამოყოფს კვალიფიციური კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის სამ
ძირითად კომპონენტს:

1. კონსულტანტის პიროვნული ზრდასრულობა. იგულისხმება კონსულტანტის


უნარი წარმატებულად გადაწყვიტოს საკუთარი ცხოვრებისეული პრობლემები.
იგი გულახდილი და ტოლერანტული უნდა იყოს საკუთარი თავის მიმართ და
გააჩნდეს მაღალი პასუხისგებლობის გრძნობა;
2. კონსულტანტის სოციალური სიმწიფე აქაც იგულისხმება კონსულტანტის უნარი
დაეხმაროს სხვებს საკუთარი პრობლემების წარმატებით გადაწყვეტაში და იყოს
გულახდილი ალალი და ტოლერანტული პაციენტებისადმი ;
3. კონსულტანტის ზრდასრულობა არის პროცესი და არა მდგომარეობა რაც ნიშნავს
იმას რომ შეუძლებელია იყო ყველაფერში და ყოველთვის ზრდასსრული.
კონსულტანტის ფასეულობათა და ღირებულებათა სისტემა;
1. თითოეული პიროვნების ცხოვრებისეული ფილოსოფია არის ინდივიდუალური
და არცერთ ფსიქოკონსულტანტს არა აქვს უფლება, რომ მას შეუცვალოს
ცხოვრების სრულად განვითარებული ადეკვატური ფილოსოფია.
2. ყველაზე ადეკლვატური არის, ეკლესია, ოჯახი და სკოლა და არა
ფსიქოკონსულტანტის კაბინეტი.
3. ინდივიდი ავითარებს ისეთ ეთიკურ სისტემას, რომელიც არ ეყრდნობა ერთ
წყაროს და არ ხორციელდება ერთ დღეში.
4. არავის აქვს უფლება, ხელი შეუშალოს საკუთარი ცხოვრების ფილოსოფიის
განვითარებას.
რა საშიშროებები არსებობს ფსიქოკონსულტირებაში?
1. საკუთარი იდენტურობის დაკარგვა და კლიენტში აღრევა.
2. ფსიქოკონსულტანტის მოღვაწეობამ შეიძლება უარყოფითი შედეგი მოუტანოს მას
ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობაში.
3. ქვეცნობიერი ინფექციის საშიშროება (კ.იუნგი) რაც გულისხმობს კონსულტანტის
ფსიქიკური დარღვევბის საშიშროებას პაციენტის ცხოვრების შავ რთულ
მხარეებთან და ფსიკიკურ პათოლოგიასთან შეხების შედეგად
ფსიქოკონსულტანტს შესაძლებელია განუვითრადეს გადაწვის სინდრომი
რომელიც ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ფსიქოფიზიკურ ანუ გონებრივ და ემოციურ
და ფიზიკურ გადაღლაში ვლინდება ამის მიზეზი შესაძლებელია გახდეს :

▪ მონოტონური უაზრო მუშაობა;


▪ მუშაობის პროცესში დიდი რაოდენობით საკუთარი რესურსების ჩადება
განსაკუთრებით ამის დაუფასებლობის შემთხვევვაში ;
▪ მუშაობის დროის მკაცრი რეგლამენტირება განსაკუთრებით როცა მისი
განხორციელება და დასრულება არარეალურ ვადებში უნდა მოხდეს;
▪ მოტივაციას მოკლებული პაციენტები რომლებიც მუდმივ ძლიერ
წინაარმდეგობას ავლენენ მკურნაობისადმი;
▪ არასახარბიელო პროფესიული გარემო - კოლეგების მხრიდან კონფლიქტური,
კრიტიკული დამოკიდებულება და მათი არასაკმარისი მხარდაჭერა;
▪ პროფესიული თვითგამოხატვის არასახარბიელო გარემო რომელიც თრგუნავს
ინოვაციებსა და ექსპერიმენტირებას;
▪ მუშაობა პროფესიული კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების და შესაძლებლობის
გარეშე;
▪ კონსულტანტის პირადი გადაუწყვეტელი პრობლემები
გადაწვის სინდრომის განვითარება შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ
შემდეგნაირად:

▪ ცხოვრების სხვა სფეროებით დაინტერესება, რომლებიც უშუალო კავშირში არ


იმყოფებიან კონსულტანტის პროფესიასთან;
▪ საკუთარი მუშაობის სტილში მრავალფეროვნების შეტანა
▪ საკუთარი ჯანმრთელობისადმი სათანადო ყურადღების მიქცევა;
▪ დამაკმაყოფილებელი საზოგადოებრივი ცხოვრება სასიამოვნო სოციალური
კონტაქტები;
▪ სრულყოფილებისკენ სწრაფვა რომელიც პერფექციონიზმს იქმნება მოკლებული;
▪ მზაობა ახალი გამოცდილების მიღებისადმი;
▪ პროფესიონალურ ჯგუფებში მონაწილეობა ურთიერთგაზიარების და
პრობლემების ერთობლივი განხილვის მიზნით;
▪ საზოგადოებრივ აზრზე დამოუკიდებლად ადექვატური თვითშეფასება;
▪ სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა ახალ კოლეგებთან შეხვედრის,
მათთან ურთიერთგაზიარებისა და ახალი გამოცდილებით გამდიდრების
მიზნით;
კონსულტანტის პროფესიული მომზადება
კონსულტანტისადმი მოთხოვნები;
კონსულტაციური მეთოდის საფუძვლები
კარლ როჯერსმა (1975წ.) დასვა ასეთი კითხვა: "შეიძლება დავამტკიცოთ, რომ
არსებობს აუცილებელი და საკმარისი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს პოზიტიურ
ცვლილებებს და რომელთა მკაფიო განსაზღვრება და გაზომვა შეიძლება?"

როჯერსის მიხედვით ასეთი 6 პირობა არსებობს:

1. ორივე პირი უნდა იყოს ფსიქოლოგიურ კონტაქატში.


2. პირველი მათგანი (დავარქვათ მას კლიენტი) იმყოფება ფსიქიკური აშლილობის
მდგომარეობაში, ადვილად მოწყვლადი და აფორიაქებულია.
3. მეორე პირი (დავარქვათ მას კონსულტანტი) აქიურად მონაწილეობს
ურთიერთობაში.
4. კონსულტანტი განიცდის უპირობო პატივისცემას კლიენტისადმი.
5. კონსულტანტი განიცდის ემპათიას, იღებს რა კლიენტის თვალსაზრისს და
აგრძნობინებს მას, რომ ის ემპათიას განიცდის.
6. ემპათიური გაგება და უპირობო პატივისცემა კონსულტანტის მხრიდან გადაეცემა
კლიენტს მინიმალური გამოხატულების შემთხვევაში.
როჯერსის აზრით, არ არსებობს სხვა პირობა პიროვნების შესაცვლელად.
ამგვარად, კლიენტი მუდმივად უნდა იყოს კონსულტანტთან კონტაქტში და მუდმივ
მზადყოფნაში დახმარების მისაღებად.

თერაპიული კონტაქტის უნიკალურობა დამოკიდებულია თერაპევტის უნარზე,


განასხვაოს ინტიმურ-პიროვნული ურთიერთობა ინტიმურ-თერაპიულისაგან. პირადი,
თბილი ურთიერთობის, ანუ ინტიმური ურთიერთობისაგან განსხვავებით,
თერაპიული კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის აღსავსეა გრძნობებითა და
ემოციებით, არის ასიმეტრიული, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ პაციენტი
გამოხატავს თავის ინტიმურ დეტალებს.

X. ფსიქოკონსულტაციის პროცედურა და ტექნიკები


სოკრატისეული დიალოგი
სოკრატეს და მისი ფილოსოფიის დამახასიათებელი კითხვა პასუხის გზით
ჭეშმარიტების ძიების მეთოდი. სოკრატე დიალოგის გზით დასწავლის მეთოდის
ფუძემდებელი იყო. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში პლატონიდან დაწყებული თვლიდნენ
და აცნობიერებდნენ იმ ფაქტს რომ როდესაც პედაგოგი კარნახობს და მოწაფე იწერს
მაშინ დასწავლა მასწავლებლის ავტორიტეტის ბატონობის ატმოსფეროში ხდება. ეს
ეწინაღმდეგება მასწავლებლისა და მოწაფის ურთიერთობის სოკრატისეილ გაგებას.

პლატონისათვის აზროვნება არის სულის თავის თავთან დიალოგი ანუ ორის


ერთში თანაარსებობა. ერთი არის ვინმე სოკრატე რომელიც ფარულად არსებობს
თვითოეულ ჩვენთაგანში და რომელიც გამუდმებით კითხვას გვისვავს ხოლო მეორე კი
რომელიც ამ დასმულ კითხვებზე ეძებს პასუხებს, ცდილობს პასუხის გაცემას. პასუხს
სცემს.

მკვლევარები ანსხვავებენ კომუნიკაციური ურთიერთობის ისეთ ფორმებს


როგორიცაა მონოლოგი და დიალოგი. რომელთაგან პირველი ენის არსებობის
ხელოვნური ხოლო მეორე კი ბუნებრივი ფორმაა. დიალოგი არის ურთიერთობის
რამოდენიმე მონაწილის ძირითადად ზეპირი ვერბალური საუბარი.

სოკრატე დიალექტიკის ფუძემდებლად ითვლება. დიალექტიკის ქვეშ ძველად


იგულისხმებოდა მოსაუბრის მსჯელობებში წინააღმდეგობის გამოვლენის და მათი
გადალახვის გზით ჭეშმარიტების მიღწევის ხელოვნება. სოკრატე იყენებდა სწორედ
დიალოგს რადგანაც თვლიდა რომ ცოდნა რომელიც უკვე გამზადებული ფორმით
გადაეცემა ადამიანს ნაკლებად ღირებულია რადგანაც ხანმოკლე დროით რჩება
მეხსიერებაში ვიდრე მაშინ როდესაც ის საკუთარი აზროვნების პროდუქტს
წარმოადგენს. საუბარი სოკრატესთან ანუ მასთან დიალოგში ყოფნა ნიშნავდა სულის
გამოცდას ანუ ცხოვრების საზრისის შეჯამება-შეფასებას და მორალური გამოცდას. იგი
ყოველთვის გამოდიოდა ცხოვრების კონკრეტული

მოვლენებიდან და გამოყოფთა მათში ზოგად ელემენტებს, აანალიზებდა მათ


რათა აღმოეჩინა და დაედგინა მათი გაერთიანების შემშლელი ფაქტორები და
საბოლოო ჯამში რათა ისინი უმაღლეს დონეზე გაერთიანებინა ადრე უკვე
გამოვლენილი არსებითი ნიშნების საფუძველზე.

სოკრატისეული დიალოგის ძირითადი შემადგენილი ნაწილებია:


1. ირონია და მაიევტიკა - ფორმის მიხედვით;
2. ინდუქცია და განსაზღვრება - შინაარსის მიხედვით.
იგი შედგება მოხერხებულად დასმული კითხვებისაგან. პასუხობდა რა ამ
კითხვებს თანამოსაუბრე გამოსთქვამდა გარკვეულ მოსაზრებას ამა თუ იმ საკითხზე.
შესაბამის სავარაუდო დასკვნას ადარებდნენ კარგად დასაბუთებულ ფაქტებსა და უკვე
ყველასათვის ცნობილ ჭეშმარიტებებს. ამიტომ მას ჰქვია კითხვა პასუხის გზით
ჭეშმარიტების ძიების მეთოდი. ამგვარი ძიება დაკავშირებულია Lპირველ რიგში
გამოთქმული ვარაუდებისა და მოსაზრებებიდან ლოგიკური შედეგების მიღებასთან და
დასკვნების გამოყვანასთან და მეორეს მხრივ ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტების
საფუძველზე და უეჭველ ფაქტებზე დაყრდნობით მათი გაბათილების მცდელობასთან.

დიალოგის წამყვანის ამოცანაა ოპონენტის, მის მიერ ადრე გამოთქმულ


მოსაზრებებთან წინააღმდეგობაში მიყვანა და ამის საფუძველზე მათი ამ მოსაზრებების
უარყოფა.

დიალოგის ამ მეთოდს ხშირად აიგივებენ მსჯელობის ჰიპოთეტიურ-დედუქციურ


წესთან ხერხთან. სინამდვილეში დიალოგის დროს კითხვაზე პასუხი წარმოადგენს
აზრს, ვარაუდს უფრო ჰიპოთეზას რომელიც გადამოწმებას ითხოვს ანუ
დადასტურებას ან უარყოფას საჭიროებს. ამისათვის ამ მოსაზრებებიდან კეთდება
სათანადო დასკვნები , რომლებიც უნდა გადამოწდეს. მაგრამ დიალოგის ღირებულება
მარტო იმაში როდი მდგომარეობს რომ გამოთქმული მოსაზრებებიდან ადექვატური
დასკვნები გავაკეთოდ და მერე შევადაროთ ემთხვევა თუ არა ეს დასკვნები რეალობას.
სოკრატისეული დიალოგის ძირითადი მნიშვნელობა და მიმზიდველობა კითხვების
დასმის უნარში, უფრო სწორად ხელოვნებაში მდგომარეობს რომელიც კამათის საგნის
კარგ ცოდნას და თანმიმდევრულ კითხვების დასმაში ოსტატობას და მიღებული
პასუხების დეტალურ ზუსტ ზედმიწევნით ანალიზს გულისხმობს.

ამგვარდა ჰიპოთეტიურ დედუქციური მეთოდი მცდარი მოსაზრებების და


ჰიპოთეზების გამორიცხვაში გვეხმარება რითაც ახალი ცოდნის ჭეშმარიტების ძიების ა
ფარგლები ვიწროვდება. მაგრამ ამ ძიების პროცესი შეუძლებელია ვაწარმოოთ სუფთა
მექანიკური პროცედურით ანდა აღვწეროთ წინასწარ მოცემული ალაგორითმით.
როგორც წესი ძიება ყოველთვის დაკავშირებულია არჩევანთან და შემოქმედებასთან
სადაც ინტუიცია, წარმოსახვა,

ფარული ანალოგიები და სხვა ფაქტორები წამყვან როლს თამაშობენ.

მაგალითად აუდიტორიასთან ურთიერთობისას უნდა განვასხვავოთ დიალოგის


სხვადასხვა ფორმები, რომელთა შინაარსი და ფორმა განისაზღვრება იმით თუ რა
მიზანს ისახავს დიალოგი. დიალოგის მარტივ ფორმას წარმოადგენს დიდაქტიკური
ფორმა , რომლის მიზანს სასწავლო მასალის ათვისების პროცესის აქტივაცია,
მსმენელებში მოწაფეებში ამოცანის საკითხის პრობლემის დამოიკიდებელად
გადაწყვეტის, განსხვავებული მოსაზრებების ჰიპოთეზების შეფასების უნარის
განვითარება წარმოადგენს.

რა თქმა უნდა ამგვარი დიალოგი უნდა ეყრდნობოდეს მოწაფეში უკვე არსებულ


ცოდნას, იმ ცოდნას რომელსაც მოწაფე უკვე ფლობს და აგრეთვე მის უნარს
თანმიმდევრულად ლოგიკურად იაზროვნოს. ადვილი დასანახია, რომ დიდაქტუკირი
დიალოგი იმდენად ჭეშმარიტების ძიების მეთოდს კი არ წარმოადგენს არამედ უფრო
არგუმენტაციის, უკვე ცნობილი ჭეშმარიტებების დასაბუთების, მათი უფრო
გააზრებული შეთვისებისა და დამახსოვრების მეთოდს.

მეორეს მხრივ დიალოგი რომელიც კვლევა-ძიებას ისახავს მიზნად ანუ კვლევა


ძიების მქონე დიალოგი ძირითადად მიმართულია ახალი მეცნიერული ჭეშმარიტების
აღმოჩენისაკენ.

მესამე დიალოგი გამოიყენება მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური,


ტექნიკური და პრაქტიკული პრობლემების ანალიზის და გადაწყვეტის გზების
ფორმების შერჩევისას. აგრეთვე გრძელვადიანი საზოგადოებრივი პროგრამების
შედგენის დროს. ასეთი შეფასება ხდება ექსპერტების მიერ გადაწყვეტილებების
სხვადასხვა ვარიანტების დადებითი და უარყოფითი ასპექტების კრიტიკული
შეფასების პროცესში. რადგან ეს გადაწყვეტილებე ეხება ადამიანთა სხვადასხვა
ჯგუფებს ამიტომ მათი განხილვა უნდა წარმოებდეს დიალოგის ფორმით
კონფერენციებსა და დებატებზე და მოლაპარაკეკბზე ანუ უნდა იქცეს ფართო
დისკუსიის საგნად.

დიალოგის, როგორც ახალი ცოდნის ძიების და დასაბუთების მეთოდის,


მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის რომ ის გულისხმობს დიალოგის
მონაწილეთა ურთიერთობებსა და ურთიერთქმედებას. ამავე დროს იგულისხმება ის,
რომ ამ ურთიერთობის მონაწილენი შეიძლება 2 ან ორზე მეტი ადამიანთა ჯგუფი
იყოს. სოკრატისეული დიალოგის საწყისი პოზიცია იმაში მდგომარეობს რომ რომ
ჭეშმარიტება იბადება მის მაძიებელთა შორის,

მათ შორის დიალოგის პროცესში. სოკრატისეული დიალოგის ორი ძირითადი


ხერხი სინკრიზი და ანაკრიზი შემდეგში მდგომარეობს: პირველი გულისხმობს ერთსა
და იმავე საგანზე განსხვავებული პოზიციების შეჯერებას ხოლო მეორე მოსაუბრის
პროვოცირებას ბოლომდე გამოთქვას თავისი აზრი.

ფსიქოთერაპიაში სოკრატესეული დიალოგი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც


ინტელექტუალური ბრძოლა რომლის დროსაც ხდება არათანმიმდევრული
წინააღმდეგობრივი დაუსაბუთებელი მსჯელობების კორეგირება. ფსიქოთერაპევტს
თანმიმდევრულად ნაბიჯ ნაბიჯ მიჰყავს პაციენტი აუცილებელ და წინასწარ დაგეგმილ
დასკვნამდე. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ლოგიკური არგუმენტაცია, რომელიც
სოკრატისეული დიალოგის არს შეადგენს. საუბრისა ფსიქოთერაპევტი კითხვების
საშუალებით აიძულებს პაციენტს მხლოდ დადებითი პასუხები გასცეს. რის
საფუძველზე ადამიანი იმ დასკვნამდე მიდის რომელიც საუბრის დასაწყისში არ იყო
მიღებული და გაუგებარი და უცნობი იყო.

ე. კრეჩმერი დიუბუას მსგავსად ასაბუთებდა რა დაჯერების ეფექტურობას,


დიალექტიკას დაბეჯითებით გადარწმუნებას და სარწმუნო ლოგიკური არგუმენტების
გზით დამტკიცებას თვლიდა სოკრატისეული მეთოდად. ნოოგენური ნევროზების
დროს, როდესაც ცხოვრების საზრისი არის დაკარგული, ლოგოთერაპიის დროს
გამოიყენება სოკრატისეილი დიალოგი რომელიც ადექვატური ცხოვრების საზრისის
გაცნობიერებაში და პოვნაში ეხმარება ადამიანს.

საკითხის დაყენება - მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მიღება კლიენტზე და


თვითანალიზის მოტივაციის შექმნა, ხდება ღია და დახურული შეკითხვების დასმა
ღია კითხვების საშუალებით ცლიენტს საშუალება ეძლევა რომ გაგვიზიაროს საკუთარი
ჩივილები, წუხილები, იგი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე.
შემეცნება, გაგება და ასახვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკაა. ის არის
აუცილებელი პირობა ორ ადამიანს შორის ურთიერთობისას. პერეფრაზირებასა და
გრძნობების ასახვისას ყურადღება ფოკუსირდება პაციენტის მონაყოლის შინაარსზე თუ
რა ქვეტექსტი იმალება მასში, ამიტომ ხშირად უნდა ვკითხოთ კლიენტს რას გრზნობს
და უნდა გამოვხატოთ ასევე კონსულტანტის გრძნობები. გრძნობების მნიშვნელობა
კონსულტირების დროს შემდეგ პრინციპებს უნდა ეფუძვნებოდეს:
1. კონსულტანტი ვალდებულია უფრო ზუსტად ამოიცნოს და იდენტიფიცირება
მოახდინოს პაციენტის და საკუთარი გრძნობების;
2. აუცილებელი არაა ყველა გრძნობის კომენტირება, აუცილებელია ყურადღება
მიექცეს გრძნობებს როცა ისინი პრობლემებს ქმნიან კონსულტირების პროცესში
ან ეხმარებიან მას.
გამხნევება, მხარდაჭერა, დამშვიდება და წახალისება ეს ტექნიკა ძალიან
მნიშვნელოვანია კონსულტაციური კონტაქტის შექმნის განმტკიცებისას, კლიენტის
მხარდაჭერა შეიძლება მოკლე ფრაზითაც.
დამშვიდება-რის საშუალებითაც კლებულობს შფოთვის დონე და თავისუფლად
ხდება პრობლემების მოყოლა.

პერეფრაზირება და განზოგადოება; ინფორმაციის ასახვა, პერეფრაზირება და


განზოგადება – კლიენტის მონაყოლის შინაარსის შეჯამებას ვახდენთ მისი
გამონათქვამების პერეფრაზირებით ან რამოდენიმე გამონათქვამის განზოგადებით,
რაც კლიენტში იწვევს შეგრძნებას რომ აქტიურად უსმენენ და ხდება აქტიური რაც
თავისმხრივ ეხმარება მას საკუთარი განცდების, იდეების და განწყობების ჩაწვდომაში.
პერეფრაზირების ძირითადი მიზნებია:

1. აჩვენოს პაციენტს რომ კონსულტანტი ყურადგებით უსმენს და ცდილობს გაიგოს


მისი გამონათქვამი;
2. ახდენს პაციენტის აზრის ხაზგასმას როცა შეკვეცილი ფორმით იმეორებს
პაციენტის სიტყვებსა და აზრებს;
3. ეხმარება კონსულტანტს გადაამოწმოს სწორად გაიგო თუ არა პაციენტის
გამონათქვამი;
პერეფრაზირებისას უნდა გვახსოვდეს 3 ძირითადი წესი:

1. უნდა მოხდეს ძირითადი აზრს პერეფრაზირება;


2. დაუშვებელია ჩავანაცვლოთ ან დავამახინჯოთ პაციენტის გამონათქვამის
მნიშვნელობა;
3. თავიდან უნდა აიცილის კონსულტანტმა სიტყვა- სიტყვით ფრაზების
განმეორება;
ფსიქოთერაპიული სარკე ემოციების ასახვა ემოციების გამოხატვის მიზნით;

ბიუჯენტალის მიხედვით ემოციები და გრძნობები კონსულტირების პროცესში


იგივე ფუნქციას ასრულებს როგორსაც ქირურგიაში სისხლი, სისხლი ხომ ასუფთავებს
და ახორცებს იგივე დატვირთვა აქვთ გრძნობებსაც, გრძნობების გამოხატვა
თვითმიზანი არაა, თუმცა ძლიერი ემოცია გვეხმარება ფსიქოთერაპიისას

დუმილის გამოყენება თერაპიული მიზნით; პაუაზა და სიჩუმე ესაა უნარი


გამოიყენო სიჩუმე თერაპიული მიზნებით, კონსულტანტი რომელიც დაეუფლა
სიჩუმის სხვადასხვა მნიშვნელობების აღქმას და იყენებს გამიზნულ პაუზებს
კონსულტირების პროცესში აღწევს შემდეგ თერაპიულ შედეგებს:

1. ემოციური ურთიერთგაგების ზრდას;


2. პაციენტს აძლევს საშუალებას ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გააცნობიეროს
საკუთარი განცდები, წუხილები და განწყობები
3. პაციენტს აძლევს საშუალებას მიხვდეს რომ პასუხისმგებლობა მასზეა.
პაუზას შეიძლება ჰქონდეს ფარული მნიშვნელობა:

1. კონსულტირების დასაწყის ეტაპზე სიჩუმე შეიძლება გამოხატვდეს შფოთვას,


დაბნევას ან ცუდ გუნება-განწყობას;
2. სიჩუმე ყოველთვის არაა რეალური აქტივობის უქონლობა ამ დროს შეიძლება
პაციენტი ეძებდეს საჭირო სიტყვებს;
3. სიჩუმე შეიძლება იყოს დადასტურება რომ ორივე მხარეს სურს მომავალში
საუბრის გაგრძელება;
4. შეიძლება გამოხატოს რომ საუბარი ჩიხშია
5. შეიძლება იყოს წინააღმდეგობის გამომხატველი;
6. ზოგჯერ ის შეიძლება იყოს მაშინ როცა ურთიერთობა ზედაპირულია და
გავურბივართ ღრმა დონეზე გადასვლას;
7. ის შეიძლება გამოხატავდეს ღრმა განზოგადებას ზოგადებას.
ინფორმაციის მიწოდება- როცა პაციენტს ეუბნება კონსულტანტი რასაც ფიქრობს
კონსულტანტი გამოთქვამს თავის მოსაზრებას პასუხობს პაციენტის კითხვებს და
ინფორმაციას განსახილველიმპრობლემის განსხვავებულ ასპექტებზე.

კონფრონტაცია კონსულტაციის პროცესში ხშირია კონფრონტაცია პაციენტსა და


კლიენტს შორის. კონფრონტაცია შეიძლება განისაზღვროს როგორც

კონსულტანტის ყველა ის რეაქცია რაც ეწინააღმდეგება პაციენტის ქცევას ეს


დაპირისპირება შეიძლება იყოს პაციენტის ქცევის ორნმაგ სტანდარტებზე, ესაა თამაში
და ყველაფერი ის რაც ხელის შემშლელია და რაც საკუთარ თავში შეიძლება დაინახოს.

კონფრონტაციის საშუალებით მიიღწევა ის რომ კონსულტანტი ასწავლის პაციენტს


იმ ფსიქოლოგიურ დაცვას რომლის მიზანია შეგუება გარემო პირობებთან და შედგება
მისი პიროვნული ზრდის შეფასება.

კონფრონტაციის სამიზნეს წარმოადგენს ინტერპერსონალური ურთიერთობები.

კონფრონტაციას 3 მიზანი აქვს:

1. პაციენტს ყურადღება მიაქცევინოს იმ წინააღმდეგობაზე რომელიც არსებობს მის


ქცევაში აზრებსა და გრძნობებს შორის;
2. სიტუაცია დაინახოს ისეთად როგორიც არის;
3. პაციენტს მიაქცევინოს ყურადღება მისი მხრიდან ზოგიერთი პრობლემების
განხილვისგან თავის არიდებას კონსულტაცია არ შეიძლება გამოყენებული იყოს
როგორც დასჯა და კონსულტანტის საკუთარი სურვილების
დაკმაყოფილებისთვის
ინტერპრეტაცია არის გადმოთარგმნა ანუ კლიენტი ყოველთვის გამოხატავს
საკუთარ თავს

ხმის ტონით, ჟესტებით და პოზებით კონსულტანტის პროფესიონალიზმზეა


დამოკიდებული თუ რამდენად შეუძლია წაიკითხოს ეს შეტყობინება თითოეულ
კლიენტში რომელიც ღია წიგნი კი არაა არამედ უცნობი ქვეყანა, ლატენტურ შინაარსის
გამოაშკარავება პაციენტის ნაამბობსა რომელიც იმალება პაციენტის სიტყვების უკან
არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსულტირებისას ამისთვის არსებიბს ნაამბობის
ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია საზრისს ანიჭებს პაციენტის მოლოდინს, გრძნობებს
და ქცევებს რადგან მიზეზშედეგობრივი კავშირის აცნობიერებინებს.
იმ წინააღმდეგობაზე რომელიც არსებობს მის ქცევაში აზრებსა და გრძნობებს
შორის;

სიტუაცია დაინახოს ისეთად როგორიც არის;

კონსულტაცია არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დასჯა და


კონსულტანტის საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის.

ემპათიური მოსმენა
ემპათიური მოსმენა ეს მოსმენის ისეთი სახეა რომლის მიზანია პაციენტის, სხვა
ადამაინის თვალსაზრისის და პერსპექტივის გაგება და რომელიც არ ნიშნავს
ავტომატურად მის თვალსაზრისის დათანხმებასა და გაზიარებას. ის არ გულისხმობს
ემპათიისას იდენტურ მდგომარეობაში გადავიდეთ ანუ ზუსტად ვიგრძნოთ იგივე
რასაც სხვა ადამიანი გრძნობს.

ეფექტური მოსმენის ხელისშემსლელი ფაქტორები:

▪ უყურადღებობა - როდესაც ადგილი აქვს მსმენელის მხრიდან ყურადღების


გაფანტვას;
▪ მოსმენა ცალი ყურით - მოსაუბრის შეწყვეტა ან ნაწილობრივი მოსმენა
მიუხედავად კითხვის გამეორებისა "რა თქვით? "
▪ სასურველის მოსმენა – როდესაც მსმენელი საკუთარი პერსპექტივით საკუთარი
თვალსაზრისით, ხშირად ტენდენციურად, აფერადებს იმას რასაც ისმენს ანუ
იგებს იმას რისი გაგებაც სურს.
▪ ჩასაფრებული პოზიციიდან მოსმენა - მოსმენისას პოზიტიურზე გამახვილების
ნაცვლად შეტევის შესაძლებლობისათვის საბაბის ძებნა
▪ დაცვითი პოზიცია როდესაც მსმენელი საშუალებას აძლევს საკუთარ ემოციებს
დაბინდოს დანისლოს სიტყვიერად გადმოცემული შეტყობინება
ემპათიური მოსმენისათვის საჭირო ვერბალური უნარები:

• კითხვების დასმის ხელოვნება:


▪ გამოაშკარავების კლარიფიკაციის მიზნით;
▪ მეტი ინფორმაციის მოძიება-შეგროვებისათვის;
▪ ფსიქიკის უფრო ღრმა პლასტებზე გასვლისათვის;
▪ ემოციების განტვირთვისათვის და გაგების ატმოსფეროს შესაქმნელად.
• პასუხების გაცემის ტექნიკა:
▪ მხარდამჭერი და გამამხნევებელი სიტყვების გამოყენების მიზნით;
▪ პერეფრაზირება და განზოგადოება როდესაც მსმენელი პერეფრაზირებასა და
განზოგადოებას ახდენს იმისა რაც ითქვა.
ემპათიური მოსმენისათვის საჭირო არავერბალური უნარები

▪ მხარდამჭერი ჟესტები – ღიმილი, თავის დაქნევით დადასტურება;


▪ თვალების კონტაქტი – პირდაპირი მაგრამ არა დაჟინებული თვალჩიციებული
ცქერა;
▪ ჩანაწერის გაკეთება იქ სადაც ეს ადექვატურია;
▪ დაინტერესებული პოზა - პირისპირ ყურება, ოდნავ წინ წამოწეული ჯდომა
მშვიდი გამომეტყველება სახისა ღია გამომეტყველება და სხეულის სპონტანური
ენა.
ზოგადი ტექნიკები
▪ მოსაუბრეზე დაკვირვება – დააკვირდით თუ რა ითქვა და რა არა მიაქციეთ
ყურადღებით დააკვირდით არის თუ რა შესაბამისობა კონგრუნტულობა
პაციენტის ვერბალურ გამონათქვამსა და არაავერბალურ სიგნალებსა და მესიჯებს
შორის. დაკვირვებით უსმინეთ გამოთქმულ იდეებს გამოხატულ გრძნობებსა და
მისწრაფებეს აგრეთვე ასევე ფაქტებს;
▪ დარჩით ნეიტრალური - არ მისცეთ თქვენს ემოციებს ხელი შეუშალოს და
დაათრგუნოს მოსმენის პროცესი;
▪ სხვის ტყავში ჩაჯექით;
▪ გადაამოწმეთ გაგების სისწორე - გადაამოწმეთ გამოთქმული სიტყვების
მნიშვნელობა და კონტექსტი, თქვენი ინტერპრეტაციის სისწორე;
▪ შეაფასეთ შეტყობინება სიგნალები და მესიჯები - გააცნობიერეთ საკვანძო
საკითხები შეეცადეთ თემატიკის დადგენა მაგრამ არ გააკეთოდ ნაადრევი
დასკვნები;
▪ შეჯამება დაჯამება ; დასკვნის გამოტანა რეზიუმე - მოახდინეთ მონაყოლის
პარაფრაზირება მნიშვნელობისა და კონტექსტის დადგენის მიზნით.
ფოკუსირებული კითხვები

კითხვები შემეცნების და გაგების პროცესის საკვანძო საკითხებია მართლაც


იმისათვის რომ ადამიანს დაეხმაროთ სწავლასა და საკუთარი პრობლემების
გადალახვაში, საკუთარი გაგების გამოკვლევასა და საკუთარი განვითარების საქმეში
პასუხისმგებლობის აღებაში მაშინ თქვენ უნდა მიმართოდ ისეთ დახმარებას რომელიც
უმეტესად კითხვის ფორმით იქნება გამოხატული.

რომელ კითხვებს უნდა ავარიდოთ თავი:

▪ კრიტიკული და სარკასტულიფორმით დასმულ კითხვებს რომელიც ძირს


უთხრის ადამიანის თქვენდამი ნდობას და შეიძლება მასში გამოიწვიოს
თქვენდამი მტრული განწყობა წყენა და იდეებისა და მოტივაციის დათრგუნვა
▪ გამოცდის ტონში დასმულ კითხვებს რომლებიც მიმართულია იმის გამოვლენაზე
იცის თუ არა ადამიანმა "სწორი" პასუხი ან გადაჭარბებული რაოდენობით
დახურული კითხვების დასმა ამ კითხვებს შეუძლიათ ადამიანში იმის განცდა
რომ ის დაკითხვაზე იმყოფება რაც მათში დაცვით განწყობას გამოიწვევს
▪ მთავარი კითხვის კითხვა რამაც შეიძლება მცდარი პასუხი დაოს ინფორმაციის
შემდგომი მიწოდება ამ საკითხის გარშემო
სწორი კითხვების დასმა

დახურული კითხვების გამოყენება :


▪ ინფორმაციის შეგროვების და დაგადამოწმების მიზნით
▪ ფაქტების სწორად გაგებისათვის
▪ თანხმობის და მოქმედების დადასტურების მიზნით;
▪ გადაწყვეტილების მიღების მიზნით მხოლოდ ორი ალტერნატივის არსებობის
შემთხვევაში
დახურული კითხვების მაგალითი
▪ რამდენი წლისა ხარ?
▪ სად დაიბადა?
▪ ეს როდის მოხდა?
ღია კითხვები
▪ საიდან გინდა დაიწყო?
▪ რას გრძნობთ ახლა?
▪ რამ დაგამწუხრა?
ღია კითხვების გამოყენება:
▪ რაპორტის დამყარების მიზნით
▪ თავისუფლი გარემოს შექმნა რათა ადამიანმა პასუხი საკუთარი სურვილისამებრ
გასცეს;
▪ შეხედულებებისა და ფასეულობების შეფასებისა და გამოკვლევის მიზნით
▪ უფრო სრული გაგების მისარწევად
▪ ჩართულობისა და მოვალეობების ჩამოყალიბებისათვის
▪ უკუკვშირის წახალისებისათვის
სხვა სასარგებლო კითხვები

▪ გამოძიების ზონდირების დანიშნულების მქონე კითხვები ისინი გამოიყენება


როგორც დამატებითი კითხვები ღია კითხვების დასმის დროს. ისინი დამატებით
ინფორმაციას იძლევიან არსებულ სიტუაციაში უკეთესად გარკვევისათვის;
აგრეთვე გრძნობებისა და მოტივაციის გამოაშკარავებისათვის. ეს პროცესი
ცნობილია აგრეთვე ფუნნელლინგ სახელწოდებით რაც ვიწრო კალაპოტში
მოთავსებას ნიშნავს. ამ დროს გამოკითხვა იწყება ზოგადი კითხვებით, შემდეგ
კი მათი ფოკუსი პროგრესულად და თანდათანობით ვიწროვდება და მათი
მნიშვნელობა უფრო კონკრეტული ხდება. მას საძიებელი საკითხის პრობლემის
გამოაშკარავება აქვს მიზნად.
▪ შემოქმედებითი კითხვები მიზნად ისახავენ ახალი აზრებისა და მიდგომების
ჩამოყალიბებას და მიმართულია მომავალ შესაძლებლობებზე. მაგ როგორ
ფიქრობ რა მოხდება თუ შენ სხვანაირად მოიმოქმედებ? . დაუშვათ თქვენ
მიაღწიეთ მიზანს და მერე რა მოხდება თქვენი აზრით?
▪ ემპათიური კითხვები ქმნიან რაპორტს და ხელს უწყობენ ნდობის ჩამოყალიბებას
რა იგრძენი როდესაც ეს მოხდა? .
▪ ამსახველი რეფლექტური კითხვები ასევე ხელს უწყობენ რაპორტის
ჩამოყალიბებას და ემოციების განტვირთვას. მაგ როგორც ჩანს ეს ძალიან
უსიამოვნო და საშიში იყო თქვენთვის? ამგვარად თქვენ ძალიან აღელდით
როდესავ ეს მოხდა?
▪ ცნობიერების დონის ზრდაზე მიმართული კითხვები – ეხმარება ადამინს
საკუთარი აზრებისა და გრძნობების შესწავლის საქმეში წახალისებაში მისი
ცხოვრების სირთულეების გადალახვაში. რამ გაგაჩერა? რამ გაიძულად ასე
მოქცეულიყავით? როგორ მოიმოქმედებდი მომავალში?
▪ შემაჯამებელი კითხვები მიმართულია თემატიკის დადგენასა მის გაშუქებაზე
▪ ქცევის და მოქმედებაში მოყვანის შეფასების იკვლევს იმ დაბრკლებებს რომელიც
მოტივაციის და მიზნის განხორციელებას ხელს უშლის. რისი გაკეთებაა
შესაძლებელი რა გიშლის ხელს ამის განხორციელებაში?
ზოგადი კოგნიტური შეცდომები

▪ კატასტროფირება გადაჭარბება - ავტომატურად ცუდის დაჯერება;


▪ სულ ან არაფრის სტილით აზროვნება ანუ დიქოტიმური დასკვნების გამოტანა
უკიდეროსობებით აზროვნება. მაგ. "თუ არ შემიძლია საქმის 100 % -ზე
შესრულება ,საერთოდ არა აქვს აზრი ამის კეთდება".
▪ უკიდურესი განზოგადოება – ცალკეული მაგალითების ფაქტების განზოგადოება
და მათ საფუძველზე დასკვნების გამოტანა მაგ ერთი რომელიმე მარცხის
განხილვა როგორც დაუსრულებელ მარცხის მოვლენათა ერთობლიობა
▪ გონებრივი ფილტრი – ფოკუსირება ცუდზე და კარგის იგნორირება ;
▪ ნაადრევი დასკვნები – დაუსაბუთებელ მცირე მტკიცებულების მქონე ფაქტებზე
დაყრდნობით დასკვნის გამოტანას
▪ პერსონალიზაცია – პასუხებლობის აღება იმ ფაქტებსა და მოვლენებზე
,რომლებსაც მცირე შეხება აქვს ან საერთოდ არა აქვს შეხება საკუთარი თავთან
კონფრონტაცია არის ერთ ერთი ძირითადი ფსიქოთერაპიული ტექნიკური
საშუალება რომლის დროსა ხდება ადამიანისათვის ან ადამინთა ჯგუფისათვის
გაუცნობიერებელი და ამბივალენტური განწყობების, დამოკიდებულებების,
ურთიერთობებისა და ქცევის სტერეოტიპების წარდგენა წარმოდგენა მათი
გაცნობიერების მიზნით ფსიქოთერაპიაში მას სოციალურ ფსიქოლოგიური დათვირთვა
არა აქვს სადაც იგი დაპირისპირებას ნიშნავს. ყველაზე სრულად ეს მეთოდი
დამუშავებული ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში.
კლარიფიკაცია - გარკვევას ნიშნავს გაშუქებას ფსიქოანალიტიკური ტერმინია
რომელიც გულისხმობს შინაგან დარწმუნებას ძლიერ დარწმუნებას გრძნობას იმაში
რომ ადამიანი მტკიცედ დარწმუნებულია იმაში თუ რა უნდა აკეთოს.
კლარიფიკაციული შემჩნევა არის ფსიქოთერაპევტის მხრიდან განსაკუთრებული
გამონათქვამი რომელიც უფრო მკაფიო ტერმინებში პაციენტის ნათქვამს იმეორებს.
ინტერპრეტაცია – ფართო გაგებით ნიშნავს პაციენტის განცდების და ქცევის
მისთვის გაურკვევლი და ფარული ასპექტების მნიშვნელობის განმარტებას.
ფსიქოდინამიკურ ფსიქოთერაპიაში სიმპტომის, წარმოდგენების ასოციაციური ჯაჭვის,
სიზმრის, წარმოსახვის, წინააღმდეგობის და გადტანის მნიშვნელობის განმარტების
საშუალებას ტექნიკას წარმოადგენს.
თავისუფალი ასოციაციები არის სპონტანურად, კონცენტრაციისა და
დაძაბულობის გარეშე, წარმოქმნილი წარმოდგენები აზრები და მოგონებები. იგი
ფსიქოანალიზის ერთერთი ძირითადი ტექნიკაა
მედიტაცია ტერმინი მედიტაცია ლათინური წარმომავლობისა ედიტორ და ნიშნავს
ვაზროვნებ ვფიქრობ ედიტარე ნიშნავს ცენტრისკენ მოძრაობას მისი ანალოგები
მართმადიდებლობაში არის გონიერი სურვილი დხიანა ბუდიზმში და ზიკრ
სუფიზმში. იგი არის ცნობიერების გამოღვიძების განსაკუთრებული მეთოდია. ყველა
სახის მედიტაციის კონცენტრაციით იწყება.
ვიზუალიზაცია არის წარმოდგენების და ხატების მიზანმიმართული გამოწვევა.

You might also like