You are on page 1of 2

ვაჟა კვაჭაძე

ფინალური წერა

მარკ ბლოკი გახლდათ ფრანგი ისტორიკოსი. მას ეკუთვნის ნაშრომი „ისტორიის


აპოლოგია“. მართალია მან ამ წიგნის დასრულება ვერ შეძლო, თუმცა ნაშრომმა თავისი
სათქმელი მკითხველამდე მიიტანა. მასში საუბარია ისტორიის არსზე, მის მცნებაზე, თუ
რაოდენ მნიშვნელოვანია ისტორია ჩვენს ცხოვრებაში.

იმ აზრს, რომ „ისტორია წარსულის მეცნიერებაა“ ბლოკი არ ეთანხმება და მას მკაფიოდ


გმობს. ის თვლის, რომ წარსული მეცნიერების საგანი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
იყოს. ეს კი გამორიცხავს იმას, რომ წარსულის მეცნიერება თავად ისტორიაა. ისტორია იმ
ადამიანების მიერ იქმნება, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში ცხოვრობენ. ისტორია
მათი მოქმედებით იქმნება. ეს დამოკიდებულია თითოეულ მათგანზე. თუ ჩავთვლით,
რომ ისტორია მხოლოდ წარსულის მეცნიერებაა, გამოდის, რომ ადამიანები ვერ შეძლებენ
მრავალი ფაქტისა და მომხდარის გაცნობიერებას, ეს გამომდინარე იქედან, რომ ბევრს
ასპექტში აუცილებელია, რომ მომხდარს შეხედო თანამედროვე თვალით. „მოვლენები,
რომლებთაც მხოლოდ ისა აქვთ საერთო, რომ თანამედროვენი არ არიან, როგორ შეიძლება
წინასწარი განხილვის გარეშე ჩაითვალოს რაციონალური შემეცნების საგნად?“ (ბლოკი
2019, 162). საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისტორია წარსულის მეცნიერება არ
არის.

ფრიდრიხ ნიცშე იყო გერმანელი ფილოსოფოსი. მისი კრიტიკა პირდაპირ


უპირისპირდებოდა წარსულსა და მისი ეპოქის რეალობას. მას ეკუთვნის ნაშრომი
სახელად „ასე იტყოდა ზარათუსტრა“, რომელშიც ის ადამიანების დიდ ნაწილს
აკრიტიკებს, და მათ მოუწედებს ისეთი რაღაცისკენ, რაც ხალხისთვის მკრეხელობასთან
არის ასოცირებული.

ნიცშე ამბობს, რომ „აზრები კვლავ და კვლავ ჩვენივე ტკივილიდან უნდა ვშვათ“. ის
მიიჩნევს, რომ ადამიანების მიერ განცდილი ტკივილი, უნდა გარდავქმნათ სინათლედ,
1
უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ტკივილმა ჩვენზე უარყოფითად არ იმოქმედოს. ჩვენს ირგვლივ
მომხდარი ყოველგვარი მოვლენა გვიგროვებს გამოცდილებას, გვასწავლის ახალს და
გამუდმებით იბრძვის ტკივილის წინააღმდეგ. მას შეუძლია ადამიანის გონების
განთავისუფლება. ეს გრძნობა ადამიანს მუდავ თან დაყვება, თითქოს მას სულ
განვიცდით და მუდამ ჩვენთან ერთად უნდა იყოს. მაგრამ სწორედ ტკივილია ის გრძნობა,
რომელიც გვაძლიერებს და შემდეგ ვაზროვნებთ საღად. მისი მეშვეობით შესაძლებელია,
რომ შეგვეცვალოს ჩვენივე შეხედულებებზე წარმოდგენა. მარტივია, რომ ტკივილის
განცდა არ არის სასიამოვნო, თუმცა მას ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. ნიცშე თვლის,
რომ საღ აზროვნებას ტკივილი გვიყალიბებს. ტკივილის დროს ვძლიერდებით,
საკითხებს უფრო ღრმად ვიაზრებთ. სწორედ ტკივილია ის, რასაც შეუძლია, რომ
გვაიძულოს საკუთარ თავს მეტად ჩავუღრმავდეთ და დაგვავიწყოს ყველაფერი, რაც
ხელისშემშლელია საღი აზრისა.

ჰანა არენდტი გახლდათ მე-20 საუკუნეში მოღვაწე ფილოსოფოსი, რომელის ერთ-ერთი


ნაშწომი არის „ტოტალიტარული მოძრაობა“. ის გვიყვება ტოტალიტარიზმის
განვითარებაზე, და ასევე ნაციზმსა და სოციალიზმში არსებულ პროპაგანდაზე.

„აიხმანის პროცესმა“ არენდტის ნაწრომზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. მის ნაშრომს
მან „ბოროტების ბანალურობა“ დაარქვა. ის თვლის რომ ბოროტება გამორჩეული არ
გახლავთ, ის არის ბანალური. მისი აზრით ის იქ იქნება, სადაც ინდივიდს შეუძლია, რომ
საკუთარი „მე“ შექმნას, მას არ აქვს საკმარისი ძალა თავისი თავის გასაკონტროლებლად.
და ავტორისთვისაც ყურადღება მისაქცევი გახდა აიხმანი. მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე
საკუთარი თავის გაკონტროლება აღარ შეგვიძლია, უკვე გვიმარტივდება, რომ სხვას
ვემორჩილოთ, და ამაში მდგომარეობს ბანალურობა.

საბოლოოდ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკურ თეორიტიკაში არენდტი


ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა.

You might also like