You are on page 1of 8

სასწავლო კურსის აღმოსავლური ფილოსოფიური მოძღვრებები / Eastern

დასახელება philosophy

ავტორი რეზო გორდეზიანი, ასოც. პროფ.


ლექტორი (ლექტორები) რეზო გორდეზიანი, ასოც. პროფ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფილოსოფიის ინსტიტუტი
ტელ. 2 221187 – სამსახური, – ბინა 2 322616
სასწავლო კურსის
(მოდულის) კოდი
სასწავლო კურსის სტატუსი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ბაკალავრიატი, ფილოსოფიის პროგრამა
არჩევითი კურსი

სასწავლო კურსის მიზნები აღმოსავლური ფილოსოფიურ–თეოლოგიური აზროვნება


უაღრესად მრავალფეროვან და საინტერესო მოძღვრებებს
მოიცავს, რაც დღეისთვის საკაცობრიო უმდიდრესი სულიერი
კულტურის, თეოლოგიურ–ფილოსოფიური მემკვიდრეობის
სახით წარმოსდგება. ეს ეხება როგორც ე.წ. ორთოდოქსალურ
(მიმანსა, სანჰქია, იოგა, ნიაია, ვაიშეშიკა, ვედანტა), ასევე
არაორთოდოქსალურ (ბუდიზმი, ჯაიანიზმი, ჩარვაკა–
ლოკაიატა) მოძღვრებებს. როგორც ცნობილია, აღმოსავლურმა
აზროვნებამ ხანგრძლივი პროცესი გაიარა და მოიცავს
უმნიშვნელოვანეს პერიოდებს: 1) წინაკლასიკური პერიოდი,
დაწყებული ძვ.წ–ის II ათასწლეულით და VI ს–ით
დამთავრებქული ქრისტემდე. 2) კლასიკური პერიოდი – VI
ძვ.წ. – X ს. ჩვ.წ–ით. 3) კლასიკურის შემდგომი X–XVIII ს. და 4)
ახალი და უახლესი პერიოდი; ძვ.წ.–ით VI ს – დან ფიგურირებს
დაოიზმი და კონფუძიანელობის თვალსაზრისები, ხოლო ჩვ.წ–
ის V ს–დან ბუდიზმის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული
სახე „ჩან–ბუდიზმი“ ანუ იაპონური ტრანსკიბციით – ძენ –
ბუდიზმი.
სასწავლო კურსის მიზანია აღმოსავლური მოძღვრებების ამ
მდიდარი მასალის არსებითი და საფუძვლიანი ანალიზი, არა
მხოლოდ მათი ურთიერთშედარების გზით იმანენტური
ტენდენციების გამოვლენა, არამედ საკაცობრიო აზროვნების
დინების, განვითარების თვალსაზრისით. კერძოდ, ჩვენ
მხედველობაში გვაქვს ევროპელი და აღმოსავლური
ფილოსოფიური–თეოლოგიური აზროვნების შინაგანი
იდენტური იმპულსები და ხშირ შემთხვევებში მათი
ორგანული ისტორიული კავშირები. დღეს ხშირად
მსჯელობენ. აღმოსავლური და დასავლური აზროვნების
გადაკვეთაზე, მათ ისტორიულ კავშირზე (გავიხსენოთ
აღმოსავლურ სიბრძნესთან „მისვლა“ პითაგორას, ემპედოკლეს,
დემოკრიტესა და სხვათა მიერ). ამაზე ხშირად მსჯელობდნენ
მ.ჰდეგერი, კ.იასპერსი, დ.ტ.სუძუკი და სხვა
ექსისტენციალისტები. ცნობილია, რომ პრობლემადაა
გამხდარი ფილოსოფიის საწყისის, „აკვნის“ საკითხი – თუ სად
და როდის წარმოიშვა პირველად „ფილოსოფია“. ჰეგელიდან
მომდინარეობს თვალსაზრისი ევროპაცენტრიზმის“
უპირატესობის შესახებ „აზიაცენტრიზმთან“ შედარებით, რაც
დღეისათვის არცთუ ბოლომდე მართებულ აზრად შეიძლება
ჩაითვალოს. სასწავლო კურსში გატარებულია
„აზიაცენტრიზმის“ თვალსაზრისის მართებელება, რადგან
ისტორიულად ვედების“ (XV ს. ძვ.წ–ით), უპანიბადების“ (VIII)
და „იოგას“ მოძღვრება (II ათასწ. დასაწყისი ქრისტემდე)
ისტორიულად უფრო ადრე წარმოიშვენ ვიდრე ანტიკური
ბერძნული ფილოსოფია (VII–VI ს. ქრისტემდე).
სასწავლო კურსში, ცხადია, ყველა აღმოსავლური
მოძღვრება ერთნაირი ყურადღებით ვერ განიხილება:
ძირითადად წინა პლანზე იქნება წამოწეული ის
მსოფლმხედველობები, რომლებიც ტიპიურია აღმოსავლური
მოძღვრებებისთვის, კერძოდ, მისი მისტიკისთვის,
ეზოტერიზმისათვის (არარაციონალიზმისთვის). როგორც
ცნობილია, აღმოსავლეთისათვის სპეციფიკურია ადამიანის,
პიროვნების თვითშემეცნებისა და თვითსრულყოფის
ინტუიცური, ექსტაზური გზები, რაც კარგად ჩანს კლასიკურ
ბუდიზმში (ნირვანა), კლასიკურ იოგაში (სამადჰის ექსტაზი),
ძენ–ბუდიზმში (სატორის ფენომენი) და ა.შ. ამგვარი
ფილოსოფიურ–ანთროპოლოგიური კვლევა ძირველია და
დომინანტური ევროპულ ეზოტერიზმშიც (მაგ. პითაგორა, ნ.
კუზანელი, ი.ბოემე, თანამედროვე ექსისტენციალიზმი და
სხვა), რაც ხაზგასმულია სასწავლო კურსში.
სასურველია კურსის შესწავლისას გაცნობიერდეს, რომ
ტრადიციულ სოკრატულ თვითშემეცნების გზას პიროვნება
მიჰყავს შინაგან თავისუფლებამდე, ტრანსცენდირებამდე,
ღმერთთან შინაგან მიმართებამდე, ექსისტენციალური
ფუნდამენტის გაცნობიერებამდე.
კრედიტების რაოდენობა და 5 კრედიტი, საკონტაქტო 45სთ. ლექცია 30 სთ. სემინარი 15 სთ.
საათების განაწილება დამოუკიდებელი მუშაობა 80 სთ 2+1 (2 შუალედური
სტუდენტის დატვირთვის გამოცდით) სალექციო – 30 სთ ჯგუფური მუშაობა – 15 (მათ
შესაბამისად ECTS შორის შუალედური გამოცდის ჩატარების – 2 სთ – თითო
საათი თითო შუალედურ გამოცდაზე)
შუალედური გამოცდებისთვის მომზადება – 4-4 სთ (სულ 8)
საბოლოო გამოცდისთვის მომზადება – 9
საბოლოო გამოცდის ჩაბარება – 3 სთ.
ლექცია-სემინარებისთვის მომზადება – 60 სთ.
დაშვების წინაპირობები წინაპირობის გარეშე.

სწავლის შედეგები ა) ცოდნა და გაცნობიერება აღნიშნული კურსის მოსმენის


შედეგად ბაკალავრ სტუდენტებს შეექმნებათ აღმოსავლურ
ძირითად ფილოსოფიურ–თეოლოგიურ მოძღვრებათა ზოგადი
სურათი; მისი ძირითადი, არსებითი ასპექტების წინ
წამოწევით გაიაზრებენ იმ მთავარ, იდენტურ ტენდენციებსა
და მიზანდასახულებებს, რაც საერთო და იდენტურია ამ
მოძღვრებებისთვის. მათთვის ნათელი გახდება არა მხოლოდ
აღმოსავლურ მოძღვრებათა გენეზისი და ერთმანეთთან
ორგანული პრობლემური კავშირი, არამედ ამ მოძღვრებათა
შინაგანი, იმანენტური იდენტობა საკაცობრიო, კერძოდ,
ევროპული ფილოსოფიურ–თეოლოგიური აზროვნების
ეზოტერიზმის საუკეთესო ნიმუშებთანა

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება


სტუდენტეს შეეძლება თანამედროვე დებატებსა და
დისკუსიებში ჩართვა სპეციფიკური მეთოდოლოგიის
გამოყენებით; სტუდენტს გამოუმუშავდება სამეცნიერო
კვლევაში დამოუკიდებელად ჩართვის უნარი. ამ უნარის
გამომუშავებას ხელს შეუწყობს აგრეთვე პრაქტიკული
მეცადინეობები და ის მოთხოვნები, რომელნიც თან სდევს ამ
მეცადინეობებს. კერძოდ, არსებული ლიტერატურის,
წყაროების, მიწოდებული მასალის სისტემატური გაცნობა და
დამუშავება და საკუთარი მოსაზრებების დისკუსია/დებატებში
გამოთქმა.

გ)დასკვნის უნარი
სტუდენტებს შეეძლებათ დასკვნების გაკეთება უშუალოდ
პირველწყაროებზე დაყრდნობით, მათი პოზიცია სათანადოდ
იქნება ტექსტუალურად არგუმენტირებული, რაც მათ
მსჯელობას მეტ დამაჯერებლობას შესძენს.

დ) კომუნიკაციის უნარი
სტუდენტებს შეეძლებათ პრობლემური სიტუაციების
ანალიზის ანგარიში შეადგინონ ტექსტებზე დაყრდნობით და
წარმოადგინონ საჯარო პაექრობაზე, როგორც ზეპირად, ისე
წერილობით.

ე) სწავლის უნარი
სტუდენტი აცნობიერებს სწავლების პროცესის სტრატეგიული
დაგეგმარების აუცილებლობას და შეუძლია რთულ
სიტუაციაში ადაპტირება; აქვს უნარი გამოიმუშავოს ცოდნის
იმგვარი უნარ–ჩვევები, რომლებიც საშუალებას მისცემს
განაგრძოს სწავლა სწავლების მეორე საფეხურზე, და ასევე
დამოუკიდებლად გაიღრმავოს ცოდნა მოცემულ სფეროში.
ვ) ღირებულებები
სტუდენტს აქვს ახალი ღირებულებების, განსხვავებულ
კულტურათა დიალოგში ძირითადი და სპეციფიკური ნიშან–
თვისებების გამორჩევის უნარი, შეუძლია თანამედროვე
საკაცობრივო მორალურ ღირებულებებში ორიენტირება და
მათი დამკვიდრების მიზნით კულტურათა დიალოგში
ჩართვა.
სასწავლო კურსის შინაარსი იხ. დანართი
სწავლების/სწავლის სწავლების მეთოდიკა ითვალისწინებს სტუდენტების
მეთოდები დამოუკიდებელ–ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას
კონკრეტულ პრობლემებზე. ზეპირ და წერილობით
ანგარიშებს. კოლექტიურ მსჯელობებს. დისკუსია-დებატებს.
გამოიყენება გონებრივი იერიშის, ინდუქციის, დედუქციისა
ანალიზისა და სინთეზის მეთოდები.

1.ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი.


2. წიგნზე მუშაობის მეთოდი.
3.წერითი მუშაობის მეთოდი
4.დისკუსია/დებატები
5. ჯგუფური (collaborative) მუშაობა
6.პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
7. გონებრივი იერიში (Brain storming)
8. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.

შეფასების კრიტერიუმები დასწრება - 10%


ლექცია - 5%, სემინარი - 5%

სემინარები 20%
15-20 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და
ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია.
სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და
საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი ისე
დამხმარე ლიტერატურა.
10-14 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი;
ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი ამომწურავად
არის გადმოცემული; არსებითი შეცდეომა არ არის; სტუდენტი
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
5-9 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად
არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ
აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
3-4 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია;
საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ;
სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის
მხოლოდ ცალკეული ფრაგმნეტები.
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.

ორი შუალედური გამოცდა 15+15 =30%


შუალედური გამოცდა ჩატარდება სემესტრში 2 ჯერ. ქულათა
მაქსიმუმი თითოეულში 15 ქულა, სულ 30 ქულა.
თითოეულ კოლოკვიუმში მოცემული იქნება სამი საკითხი.
თითოეულ საკითხს მინიჭებული აქვს მაქსიმუმ 5 ქულა.
1. 5 ქულა–პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და
ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია
დაცულია.სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
საფუძვლიანად იცნობს როგორც დამხმარე, ისე
ძირითად ლიტერატურას.
2. 4 ქულა–პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი.არსებითი
შეცდომა არ არის. კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, იცნობს
ძირითად ლიტერატურას.
3. 3–2 ქულა პასუხი არასრულია, ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, მცირეოდენი
შეცდომებით.პასუხი არასრულია, ტერმინოლოგია
ნაწილობრივ მცდარია.
4. 1 ქულა–პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული, გადმოცემულია მასალის მხოლოდ
ცალკეული ფრაგმენტები.
5. 0 ქულა– პასუხი საერთოდ არ არის მოცემული, ან არ
არის საკითხის შესაბამისი.

გამოცდა - 40%
გამოცდა. ბილეთში მოცემულია სამი საკითხი. ორი ფასდება
15–15 ქულით, ერთი– 10 ქულით
14–15 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და
ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია.
სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და
საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე
დამხმარე ლიტერატურა.
10–13 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი;
ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი ამომწურავად
არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
6–9 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად
არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ
აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
3–5 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია;
საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ;
სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის
მხოლოდ ცალკეული ფრაგმნენტები.
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.

გამოცდაზე დაშვების წინაპირობა–11 ქულა


ძირითადი ლიტერატურა 1. Мюллер, Шесть систем индийской философии, М., 1901
2. Радхакришнан С., Индийская философия, т.1-2, М., 1956
3. Завадская Е,, Восток на Западе, М., 1970
4. მ.ჭელიძე, რ. გორდეზიანი. ძველი აღმოსავლეთის
ფილოსოფია (ინდოეთი, ჩინეთი), თბ., 2001 წ.
5. Светлов Эм., У врат молчания, Брюссель, 1986
6. უპანიბადები, თბ., 1995
7. ლაო ძი, „დაო დე ძინი“, თბ., 1983 წ.
8. Д.Т. Судзуки. Основы Дзен-будизма. Секида Кацуки.
Практика Дзен. Бишкек, 1993.
ფილოსოფიის ინსტიტუტის ბიბლოთეკა
დამხმარე ლიტერატურა 1. Рамачарака, Хамха-Йога, СМБ, 1917
2. Рамачарака Основы мировоздания сендийских йогов,
СМБ, 1916
3. Вивекапанда С. Практическая Веданта, М., 1912.
4. რ. გორდეზიანი, ფილოსოფიურ–ანთროპოლოგიური
ძიებები გერმანულ ექსისტენციალიზმსა და
აღმოსავლურ ფილოსოფიაში, „მაცნე“, 2002, № 1–2
5. Рамачарака. наука о дыхании индийских иогов, СМБ.
1916
6. Leeming J. Joga und die Bibel; Eichen Verlag, 1988
Ясперс К., Смысл и назначение истории, М., 1994
დანართი
# ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის/ლაბორატორიული სამუშაოს და ლიტერატურა
ა.შ. თემა (შესაბამისი
გვერდების
მითითებით)
1 აღმოსავლური ფილოსოფიურ–რელიგიური აზროვნების (4.5-17), (8.53-62).
საწყისების პრობლემაა დასავლეთისა და აღმოსავლეთის უძველესი
კულტურების კავშირები, საწყისები. (I ლექცია, I სემინ. დავალება).

2 „ევროპაცენტრიზმისა“ და „აზიაცენტრიზმის“ თვალსაზრისი. (8.5-18).


აღმოსავლური აზროვნების სპეციფიკური ნიშნები. (II ლექც, I სემ.).

3 აღმოსავლური ფილოსოფიურ–თეოლოგიური აზროვნების (4.17-23), (4.228-237).


პერიოდიზაცია; მისი ძირითადი პერიოდები: 1) წინაკლასიკური (III
ათასწლ. – VI ს. ქრისტემდე) 2) კლასიკური (VI ს. ქრისტემდე – X ს.
ჩვ. წ–ით). 3) კლასიკურის შემდგომი (X ს. – XVIII). 4) ახალი და
უახლესი (XVIII–XX). (III ლექც, II სემ).

4 ორთოდოქსალური მიმდინარეობები აღმოსავლეთში – მიმანსა, (4.87-126).


სანქჰია, იოგა, ნიაია, ვაიშეშიკა, ვედანტა. (IV ლექც, III სემ.).

5 არაორთოდოქსალური მიმდინარეობები და მათი ტენდენციები (4.23-34), (4.34-67).


აღმოსავლეთში – ბუდიზმი, ჯაიანიზმი, ჩარვაკა–ლოკაიატა. (V
ლექც, IV სემ).

6 წინაკლასიკური პერიოდის ბრაჰმანისტური მოძღვრებები – (4.237-259).


უძველესი იოგური პრინციპები, „ვედები“ (XV ს. ჩვ.წ.–მდე),
„უჰანიშადები“ (VIII ს. ჩვ.წ–მდე). (VI ლექც, V სემ), (4.132-141), (6,
შესავალი), (7, შესავალი).

7 კლასიკური ბუდიზმი. სიდჰარტა გაუტამას მოძღვრების ოთხი (4. $ "ნირვანა


მთავარი ჭეშმარიტება, ადამიანის „განათების“ („ბუდა“), ბუდიზმში)
თვითშემეცნების და თვითსრულყოფის ბუდისტური გზა –
ნირვანის თვითშემეცნების და თვითსრულყოფის (4. $ "ნირვანა
ბუდიზმში)
ბუდისტური გზა – ნირვანის ექსტაზი. (VII ლექც, VI სემ.)

8 ლაო-ძის მოძღვრება – „დაოიზმი“, „დაო დე ძინის“ სალექციო– (4.237-259), (7,


სასემინარო ანალიზი (VIII ლექც, VII სემ.). შესავალი).

9 კონფუძიანელობა ჩინეთში. (IX ლექც, VIII სემ.). (4.259-274).

10 უძველესი იოგა (აბსოლუტთან კავშირი“) და პატანჯალის (4.141-217) (10,


კლასიკურ „იოგა–სუტრა“ (II ს. ქრისტემდე). ადამიანის, შესავალი).
პიროვნების არსების თვითშემეცნებისა და თვისრულყოფის
ეზოტურული გზები კლასიკურ იოგაში: პატანჯალის მოძღვრებაში
პიროვნების სრულყოფის, „სამადჰის“ ექსტაზის მიღწევის 8
საფეხურები: იამა, ნიამა, ასანა“, პრანაიამა, პრატიაჰარა, თჰარანა,
დიანა, სამადჰი, იოგას მოძღვრების მთავარი ასპექტები: ჰათჰა–
იოგა, რაჭა–იოგა, კარმა–იოგა, ბჰაგტი–იოგა, ლაია–იოგა და სხვა. (X

You might also like