You are on page 1of 18

მუჰამადი-

ალაჰის
მოციქული

ნანი გელოვანი
მუჰამადის ბიოგრაფია

• მუჰამადის ბიოგრაფია ეფუძნება სამ წყაროს:


• 1. ყურანი - მუსლიმთა წმინდა წიგნი;
• 2. სუნნა/ჰადისები/
• 3. იბნ ისჰაკის (გარდ. 768წ.) მიერ შედგენილი
და იბნ ჰიშამის (გარდ. 833წ.)მიერ
გადამუშავებული ‘ალაჰის მოციქულის
ცხოვრება’
მუჰამადი - გენეალოგია
• კურაიშის ტომი - არაბული ტომი, რომლის
მამამთავარია კურაიში. V ს. შუა ხანებში
კურაიშელებმა თავიანთი ბელადის კუსაის
მეთაურობით დაიკავეს მექა და მისი სანახები და
განდევნეს აქედან ხუზა’ას ტომი. კუსაიმ თავისი
თანატომელები განასახლა ქააბას გარშემო.
• მუჰამადი ეკუთვნოდა კურაიშის ტომს და
ჰაშიმის გვარს.
მუჰამადის ბიოგრაფია/არაბ.სირა/ - 570-632

• დაბადება - დაახლ. 570-773 წწ.


• მამა - ‘აბდ ალლაჰი /არაბ. ალაჰის მონა/;
• დედა - ამინა ბინთ ვაჰბ / გარდაიცვალა,
როდესაც მუჰამადი იყო 6 წლის/;
• ძიძა - ჰალიმა (გარდ.630წ.) /ორი წლის ჰალიმა

ასაკიდან - 4 წლამდე/;
• ბაბუა - ‘აბდ ალ-მუტალიბი/ გარდაიცვალა,
როდესაც მუჰამადი იყო 8 წლის/;
• ბიძა - აბუ ტალიბი (გარდ. 619წ.); აბდ ალლაჰი
მუჰამადი - ქააბას ტაძარი/შავი ქვა/
მუჰამადი - მექური პერიოდი/610-622/
• რელიგიურმა ძიებებმა მუჰამადის ცხოვრებაში განსაკუთრებული
ადგილი დაიკავა მაშინ, როცა ის 40 წლის გახდა. მუჰამადი ხშირად
განმარტოვდებოდა ხოლმე მექის მახლობლად მთებში, მათ შორის
ჰირას მთის გამოქვაბულში, სადაც ჰქონდა ხილვები და ესმოდა
ნაკლებ გასაგები ხმები. ასეთ ხილვებზე საუბარია ყურანის ორ, 53-ე
და 81-ე სურაში. 53-ე სურა იუწყება, რომ მან იხილა ქმნილება,
რომელიც (6) დადგა პირდაპირ. (7) ზემო ცისკიდეზე. (8) შემდეგ
მოახლოვდა და უფრო ახლოს მოვიდა კიდევ (9) ორი ისრის სასროლ
მანძილზე, ან უფრო ახლოს (10). და მონას თვისას განუცხადა ის, რაც
განუცხადა. მუსლიმური გადმოცემით (რომლებიც შევიდა მუჰამადის
ბიოგრაფიაში) და თანამედროვე კომენტატორების თანახმად, ეს
ქმნილებაა მთავარანგელოზი ჯაბრაილი (გაბრიელი).
მუჰამადი - პირველი გამოცხადება

ჰირას მთის გამოქვაბული


მუჰამადი - პირველი გამოცხადება
• პირველი ხილვისას ანგელოზს ეჭირა ფარჩაში გახვეული წიგნი (ან
გრაგნილი). მან უბრძანა მუჰამადს ადამიანებისთვის წაეკითხა ალაჰის
ჭეშმარიტი სიტყვა. მუჰამადმა, რომელმაც არ იცოდა წერა-კითხვა, სამჯერ
იუარა, მაგრამ შემდეგ, ანგელოზის დაჟინებული მოთხოვნით, წაიკითხა:
‘წაიკითხე, სახელითა უფლისა შენისა, რომელმაც ყველაფერი შექმნა.
რომელმაც შექმნა ადამიანი შედედებული სისხლისგან. წაიკითხე, უფალი
შენი ხომ ყოვლად უხვია. მან ასწავლა [ადამიანს წერა] კალმით. ასწავლა
ადამიანს, რაც ადრე არ იცოდა’ (ყურანი, 96:1-5). როდესაც მუჰამადი
გამოფხიზლდა, ეს სიტყვები თითქოსდა გულზე ეწერა. მთის კალთაზე
გამოსულს ხმა შემოესმა: ‘ო, მუჰამად, შენ ხარ მოციქული ალაჰისა, მე კი
ჯაბრაილი’. მან ზეცაში დაინახა ანგელოზი ჯაბრაილი, რომელიც ფეხებით
ჰორიზონტს ებჯინებოდა და იმ მხარეს აღიმართებოდა, საითკენაც
მუჰამადი მიტრიალდებოდა.
თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან,
მაშინ მთა მიდის მუჰამედთან .
• მუჰამედს, არაბებმა სასწაულის მოხდენა სთხოვეს, რათა მისი
ერწმუნათ. მან მთა საფას უბრძანა მასთან მისულიყო, მაგრამ
მისი ნება არ აღსრულებულა. მუჰამედმა არსებულ სიტუაციაზე
არაბებს უთხრა, რომ ღმერთი მოწყალეა, მისი ნების
აღსრულების შემთხვევაში, მათ მთა დაეცემოდათ და
დაიღუპებოდნენ, სწორედ ამიტომ ის წავიდოდა მთასთან და
უფალს მადლობას შეწირავდა ამ წყალობისათვის.
• პირველად ეს ფრაზა მოიხსენია ინგლისელმა ფილოსოფოსმა
და ისტორიკოსმა ფრენსის ბეკონმა - ესსე-ში 1625წ.
/მოხსენიებული იყო ‘ბორცვი’/; შემდეგ ინგლისელი ჯონ ოვენის
1643 წ. გამოცემულ ნაშრომში - ‘ბორცვი’ შეიცვალა მთით.
მუჰამადი - წინასწარმეტყველი და მოციქული

• წინასწარმეტყველობა მუსლიმური დოგმატიკისა და


ღვთისმეტყველების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო.
განასხვავებდნენ ნაბი-ს, რომელიც უბრალოდ იღებდა
ზეშთაგონებას, და რასულ-ს, რომელსაც ანგელოზები
გადასცემდნენ საღვთო წერილს და რომელსაც ევალებოდა
მისი აქტიური ქადაგება. ასეთ მოციქულებს
მიეკუთვნებოდნენ მუსა/ბიბლიური მოსე/, დაუდი/დავითი/,
ისა/იესო/ და მუჰამადი, რომელთაც გარდმოევლინათ
შესაბამისად თორა (ათ-თავრათ), ფსალმუნები (ზაბურ),
სახარება (ინჯილ) და ყურანი (ალ-კურ’ან).
მუჰამადი უკანასკნელი წინასწარმეტყველი-
‘წინასწარმეტყველთა ბეჭედი’ .
• წინასწარმეტყველი მიეკუთვნება ადამიანთა უმაღლეს
კატეგორიას, მათ, ვისაც ძალუძს იცოდეს ის, რაც სხვისაგან
დაფარულია. ისინი სათავეში უდგანან სასულიერო
ავტორიტეტების იერარქიას. მათ მოსდევენ იმამები და
‘წმინდანები’ .
• წინასწარმეტყველთა ნიშნებია: ზეშთაგონების მიღება ტრანსში,
ღვთისმოსაობა, მოთმინებისა და თავშეკავების ქადაგება,
ავტორიტეტი ხალხში, ღირსეული წარმომავლობა და
სასწაულქმედების უნარი.
მონოთეიზმი
• თავჰიდი [თავჰიდ, ‘ერთიანობა’,
‘ერთღმერთიანობა’, ‘მონოთეიზმი’] - დოგმატი
ალაჰის ერთიანობის და ერთადერთობისა შესახებ,
რაც გამოიხატება ფორმულით ლა ილაჰა ილლა
ლლაჰუ, ‘არ არის ღვთაება გარდა ალაჰისა’.
დაშვება სხვა ღვთაებისა უდიდესი ცოდვაა,
მრავალღმერთიანობაა (შირქ). ისლამის
მოძღვრებით ღმერთს არა ჰყავს თანამონაწილეები
თავის ყოფაში. ის არ შობილა და არა შობს, არა
ჰყავს შვილები. თავჰიდი მიმართულია როგორც
ქრისტიანული სამების დოგმატის, ისე ჩრდილოეთ
არაბეთის მრავალღმერთიანობის წინააღმდეგ.

ალაჰი [ალლაჰ, სიტყვიდან ალ-ილაჰ, ‘ღვთაება’]

• წინაისლამურ ხანაში ერთ-ერთი უმაღლესი ღვთაება არაბეთის


(მექის) ღმერთების პანთეონში. ისლამში ღმერთის
სახელწოდებაა. ღმერთი და მისი ერთობა ყურანის მთავარი
იდეაა. ალაჰი აბსოლუტია, ის არსებობს თავის თავში,
თავისთავად და სამყაროზე, არ შობს და არ შობილა, არა ჰყავს
შვილები, ამხანაგები და მოზიარეები. ალაჰმა ადამიანებს
მოციქულად გამოუგზავნა მუჰამადი და ისლამის რწმენის
სიმბოლოს თანახმად: ‘არ არის ღვთაება, გარდა ალაჰისა და
მუჰამადი მოციქულია ალაჰისა’ (ლა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა
მუჰამადუნ რასულ ალლაჰ). ყურანი ალაჰის სიტყვაა, რომელიც
მან მუჰამადს გადასცა უშუალოდ, ანდა ანგელოზთა მეშვეობით.
ალაჰი - 99 ლამაზი სახელი
• ალაჰის 99 სახელი-ეპითეტი, რომელთა ხშირი მოხსენიება
მუსლიმთა მიერ ღვთისმოსაობის გამოვლინებაა. ყურანი
მოითხოვს (7:179), რომ ალაჰი ამ სახელებით
იხსენიებოდეს.
• სუბჰა - მუსლიმური ლოცვის მძივები, რომელთა
ერთეულები (100, 25 ან 33) წარმოადგენს ღმერთის
სახელებს. მძივებთან (ხისგან, ძვლისგან ან ძვირფასი
ქვებისგან) სათითაოდ შეხებისას, მუსლიმებს შეუძლიათ
თქვან უამრავი ფორმულა, რომელთაგან ყველაზე
გავრცელებულია "დიდება ალაჰს".
• 33-ჯერ - დიდება ალაჰს, 33-ჯერ - ქება-დიდება ალაჰს, 33
ჯერ - ალაჰი უდიდესია/ალლაჰ აქბარ/.
მუჰამადის მიმდევრები
• ასჰაბები
• მუჰაჯირები - ისინი, ვინც ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს ისლამი და
ჰიჯრას დროს გადასახლდნენ მუჰამადთან ერთად მექიდან
მედინაში.
• ანსარები - მუჰამადის მიმდევრები აუსისა და ხაზრაჯის არაბული
ტომებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ იასრიბში (მედინაში). 622 წ.
მათ თავშესაფარი მისცეს და მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს
მექადან მედინაში გადასახლებულ მუჰამადს (რომელიც აღიარეს
უმაღლეს ბელადად და რჯულის მოძღვრად) და მის თანმხლებ
მუსლიმებს - მუჰაჯირებს.
ჰიჯრა- [ალ-ჰიჯრა, ‘გადასახლება’, ‘ემიგრაცია’]

• მოციქულ მუჰამადის გადასახლება, ემიგრაცია მექიდან


იასრიბში (მედინაში).
• გადასახლების მიზეზი გახდა ის, რომ მუჰამადმა
დაკარგა თავისი გვარის, ბანუ ჰაშიმის მხარდაჭერა
მექაში.
მუჰამადის პორტრეტი - ატ-ტაბარი
• გადმოცემით მუჰამადი იყო საშუალო ტანის, ან საშუალოზე ცოტა
მაღალი, ძლიერი აღნაგობის, მხარბეჭიანი და ფართო გულმკერდით.
ჰქონდა გრძელი ხელები, ფართო ამოზნექილი შუბლი, არწივისებური
ცხვირი, დიდი შავი თვალები, სქელი წვერი, გრძელი და სქელი სწორი
თმები, რომლებიც მცირედით იხვეოდა, თხელი სახე, დიდი პირი,
უხდებოდა სიცილი და, საერთო ჯამში, იყო ლამაზი მამაკაცი. დადიოდა
ფეხით და ძალიან სწრაფად, იყო ყოველთვის საქმიანი, არცთუ
იშვიათად სევდიანი: ღრმა ფიქრებში ჩაფლული დიდი ხნით დუმდა
ხოლმე; სძულდა მრავალსიტყვაობა. მისი საუბარი ყოველთვის
ეხებოდა არსებითს და იყო გასაგები. ადამიანებთან ურთიერთობაში
იყო ტაქტიანი, ზოგჯერ მკაცრი, მაგრამ არა უხეში, ჩვეულებრივ
კეთილი და ბავშვების მოყვარული. მუსლიმურ ღვთისმეტყველებაში
მუჰამადი გახდა ნიმუში სრულყოფილი ადამიანისა და მაგალითი
საყოველთაო მიბაძვისა.

მუჰამადის 5 განძი
• მუჰამადის მიმდევარის გადმოცემით, მუჰამადმა თქვა: „მე მებოძა
5 რამ, რაც არა ჰქონია არც ერთ მოციქულს ჩემამდე. მე გამიწიეს
დახმარება, რისი წყალობითაც შიშმა მოიცვა ყველა ჩემი მტრის
გული, რომლებიც ცხოვრობენ ჩემგან ერთი თვის სავალ
მანძილზე; მთელი დედამიწა ჩემთვის გადაიქცა ლოცვის
ადგილად და გახდა წმინდა. ამის გამო, სადაც არ უნდა იყოს ჩემი
თემის წევრი ლოცვისათვის დადგენილ დროს, დაე ილოცოს იმ
ადგილზე; მე ნება დამერთო სამხედრო ნადავლის, რაც არ
ყოფილა ნებადართული არც ერთი მოციქულისათვის ჩემამდე; მე
მომეცა უფლება ადამიანთა მოსარჩლეობის ღმერთის წინაშე; და
კიდევ, ადრე ყოველი მოციქული იგზავნებოდა მხოლოდ თავის
ხალხთან, მე კი წარმაგზავნეს ყველა ხალხთან” [ალ-ბუხარი].

You might also like