You are on page 1of 11

კაზუსი 1

ქ-ნი მერილინ მენსონი დაქორწინებულია იგი პოპზე. ორივე მათგანი ბერ-მონაზონთა დასის მრევლია.
ჰყავთ ორი ქალიშვილი - დაბადებულები 1995 და 1999 წლებში.

2001 წელს იგი პოპმა დატოვა ბერ-მონაზონთა დასი, რადგან მისი შეხედულებები დასის დანაწესს აღარ
ემთხვეოდა.

2001 წელსვე, მერილინ მენსონმა დაიწყო სამართალწარმოება განქორწინების მიზნით. მიზეზი -


ცოლქმრული ღალატი იგი პოპის მხრიდან. სამართალწარმოების განმავლობაში ბავშვები დედასთან -
მერილინ მენსონთან ცხოვრობდნენ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა იგი პოპის აღიარება ცოლქმრული ღალატის თაობაზე
და 2003 წლის გადაწყვეტილებით, მენსონი და პოპი განქორწინდნენ, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად
განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. მამას ბავშვებთან საურთიერთობოდ განესაზღვრა გარკვეული
კვირის გარკვეული დღეები.

იგი პოპმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მოითხოვა, რომ ბავშვებს მასთან
ეცხოვრათ. მისი მტკიცებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა ბავშვთა
კეთილდღეობის ორგანოს დასკვნას. იგი პოპის თქმით, ბავშვებზე ბერ-მონაზონთა დასის მიერ
დაწესებული რელიგიური ვალდებულებები ბავშვების საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
კერძოდ, დასის დოქტრინა ხელს არ უწყობდა ბავშვების სოციალურ განვითარებას, სწავლას და
კარიერისთვის მზადებას. მათ არ შეეძლოთ შაბათს სწავლა, კომპიუტერის მოხმარება, სასკოლო
ღონისძიებებში ონაწილეობის მიღება, ტელევიზორის ყურება და სპორტის მიდევნება.

მერილინ მენსონმაც გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მოითხოვა, რომ მისცემოდა


უფლება, ყოფილიყო ბავშვებთან შაბათ-კვირას, ოთხშაბათობით და სასკოლო არდადეგებების დროს.
კერძოდ, ის დავობდა, რომ მას თავისუფლად შეეძლო აერჩია რელიგია და ჰქონდა უფლება, რომ საკუთარი
ბავშვებისთვის თავისი რელიგია ესწავლებინა. მას სჭირდებოდა, რომ კონკრეტულ დღეებში ბავშვები
მასთან ყოფილიყვნენ, რათა დასის შესაბამისი რიტუალები და წეს-ჩვეულებები შეესრულებინათ და
ბავშვებისთვის თავისი ცოდნა გადაეცა. შესაბამისად, სახელმწიფოს უნდა დაეცვა კონვენციით
გარანტირებული მისი უფლებები.

სააპელაციო სასამართლომ შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება: ბავშვებს მჭიდრო ემოციური


კავშირი ჰქონდათ დედასთან. ხშირი მგზავრობა დედის და მამის საცხოვრებელ ადგილებს შორის
ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენდა. დედის რელიგია ბავშვებს დასის არამიმდევრებს ცოდვილებად
აღაქმევინებდა. მათ არ შეეძლოთ ჭამა-სმა დასის არა მიმდევრებთან. ეკრძალებოდათ ყოველგვარი
საქმიანობა შაბათ-კვირას. ამის ნაცვლად, შაბათ-კვირა უნდა დათმობოდა ღვთისმსახურებას. დასი
ავალდებულებს ბავშვებს დისტანციურ სწავლას სკოლაში სიარულის ნაცვლად. ბავშვების კეთილდღეობის
სამსახურის დასკვნით, ბავშვებმა დედის არყოფნისას უარყოფითი დამოკიდებულება აჩვენეს მისი
რელიგიის მიმართ, მაგრამ მის თანდასწრებით ასეთი მოსაზრებები არ გამოუთქვამთ.
ამის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად უნდა
განსაზღვრულიყო მამის საცხოვრებელი ადგილი.
რაც შეეხება დედის ბავშვებთან ურთიერთობას, თვის პირველ ნახევარში ბავშვები მამასთან იცხოვრებდნენ.
დედას კი ჰქონდა უფლება, მათ წვეოდა და თვის მეორე ნახევარში მათთან დარჩენილიყო.
მერილინ მენსონმა სააპელაციო სასამართლოს გადააწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში,
რომელმაც მისი საკასაციო საჩივარი არსებითად განსახილველად არ მიიღო.
მერილინ მენსონმა განაცხადით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლოს.
რა უფლებების სავარაუდო დარღვევებზე იდავებდა განმცხადებელი ევროპულ სასამართლოში და რა
იქნებოდა მისი არგუმენტაცია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით. იმსჯელეთ
სახელმწიფოს შესაბამის ვალდებულებებზე და შესრულდა თუ არა ეს ვალდებულებები მოცემულ
შემთხვევაში.
კაზუსი 2

კოკი ორმონია კორსიკის ქალაქ აიაჩოს მერიაში მუშაობს. ის განსახლების დეპარტამენტის უფროსის
მოადგილეა.

2008 წლის 19 დეკემბერს, მერიის თათბირზე, რომელსაც მერის მოადგილეც ესწრებოდა, განხილული იქნა
კ.კ.-ის კანდიდატურა მერიის სისტემაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დასაწინაურებლად. კოკი
ნარმანიამ თათბირის დროს განაცხადა, რომ კ.კ.-მ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, რადგანაც 1998-
99 წლებში დაბალჭერიანი ბინების ე.წ. დეგოლკების კორპუსების უკანონო დანგრევის ბრძანება გასცა.
შესაბამისად, ის არ შეიძლებოდა მაღალ თანამდებობაზე დანიშნულიყო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მერის
მოადგილე, რომელმაც კ.კ.-ის კანდიდატურა წარმოადგინა, არაკომპეტენტური იყო.

დეპარტამენტის უფროსმა ორმონიას მოსთხოვა, რომ დაემტკიცებინა თავისი განცხადება.

ორმონიამ რამდენიმე დღეში წარადგინა რამდენიმეგვერდიანი შენიშვნები, სადაც მან კვლავაც გაიმეორა
თავისი განცხადება, რომ კ.კ.-ს უფლებამოსილება ბოროტად ჰქონდა გამოყენებული, ხოლო მერის
მოადგილე არაკომპეტენტური და უვიცი იყო, რადგან კ.კ.-ის მსგავს უპასუხისმგებლო კანდიდატუტრებს
წარადგენდა. მისი თქმით, კ.კ. პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტერესებს ატარებდა, ამასთან, მას სურდა, რომ
ორმონიას დაქვემდებარებული პერსონალი სამსახურდან გაეთავისუფლებინა. კ.კ.-ს მიერ თათბირზე
გაკეთებული განცხადებები ცინიზმით იყო სავსე, რადგან მას არც კი უცდია, პასუხისმგებლობა აეღო
თავისი ქმედებებისთვის.

2009 წლის მარტში ორმონია სამსახურდან გაათავისუფლეს. რისი საფუძველიც თათბირზე გაკეთებული
დაუსაბუთებელი განცხადებები იყო.

ორმონიამ მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მან, inter alia, აღნიშნა, რომ
უფლებამოსილების გადამეტებაში მან არ იგულისხმა სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული დანაშაულებრივი და დასჯადი ქმედება, მან აღნიშნული სიტყვები ჩვეულებრივი,
საყოფაცხოვრებო მნიშვნელობით თქვა. ის არ უნდა დასჯილიყო შეფასებითი მსჯელობისთვის, რომელიც
სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს ეხებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, ორმონიამ თავისი ბრალდებები თათბირზე განაცხადა,


რომელსაც მრავალი თანამშრომელი და პროფკავშირის წარმომადგენელი ესწრებოდა. განმცხადებელმა
დააზიანა თავისი ხელმძღვანელის რეპუტაცია და შეუქცევადად გაანადგურა ორმხრივი ნდობა, რასაც უნდა
ემყარებოდეს შრომითი ურთიერთობები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ორმონია მსგავსი არალოიალური
ქმედებისთვის უკვე ორჯერ იყო გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ.

ფედერალურმა სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ


ორმონიამ სამუშაო ადგილას არაჯეროვანი ლექსიკა გამოიყენა. მისი ბრალდებები საკმაოდ მძიმე იყო,
რადგან კ.კ.-ს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებდა ბრალს, რისთვისაც 5 წლის ვადით
თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული. მან აგრეთვე შელახა მერის მოადგილის რეპუტაცია
თანამშრომლების თვალში. საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს უფრო მეტი ვალდებულება აქვს, ვიდრე
კერძო სექტორში მომუშავე პირს იმ თვალსაზრისით, რომ მათ უნდა დაიცვან საჯარო დამსაქმებლის
რეპუტაცია.

საკასაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ თათბირს ესწრებოდნენ პირები, რომლებსაც თათბირის
კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება არ ჰქონდათ; ორმონიაზე დისციპლინური ზემოქმედების სხვა
ზომა ვერ მოახდენდა სათანადო გავლენას და მის ქცევას ვერ უზრუნველყოფდა. ორმონიას სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
რა უფლებების სავარაუდო დარღვევებზე იდავებდა განმცხადებელი ევროპულ სასამართლოში და რა
იქნებოდა მისი არგუმენტაცია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით. იმსჯელეთ
სახელმწიფოს შესაბამის ვალდებულებებზე და შესრულდა თუ არა ეს ვალდებულებები მოცემულ
შემთხვევაში.
კაზუსი 3

თომას ედისონ-იაბლოჩკოვი მსჯავრდებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის და დანაშაულს იხდის


გაერთიანებული სამეფოს პენიტენციურ დაწესებულებაში. ის აცხადებს, რომ შუქთაყვანისმცემელთა
სულიერი წინამძღოლია. მან მოითხოვა, რომ პატიმრების აღრიცხვის ჟურნალში შუქთაყვანისმცემლობა
მის რელიგიად ჩაეწერათ. ციხის ადმინისტრაციამ ედისონ-იაბლოჩკოვს უარი უთხრა
შუქთაყვანისმცემლობის ჟურნალში რელიგიად დარეგისტრირებაზე. ედისონ-იაბლოჩკოვმა ასევე
მოითხოვა, რომ მისთვის შეექმნათ სათანადო პირობები, რათა შეძლებოდა თავისი რელიგიის აღსრულება
წესებისა და რიტუალების შესრულებით. ციხის ადმინისტრაციამ ედისონ-იაბლოჩკოვს გამოჰკითხა
დეტალები შუქთაყვანისმცემლობის შესახებ, რაზეც ედისონმა თანმიმდევრული პასუხი ვერ გასცა. თომას
ედისონ-იაბლოჩკოვის მტკიცებით, ვინაიდან მისი რელიგია არ იქნა დარეგისტრირებული პატიმართა
აღრიცხვის ჟურნალში, მას შესაძლებლობა არ ჰქონდა, დაკავშირებოდა პენიტენციურ სისტემაში მყოფ სხვა
შუქთაყვანისმცემელ პატიმრებს, მათთან ერთად ან განკერძოებით აღესრულებინა თავისი რელიგია,
ჰქონოდა წვდომა ბიბლიოთეკაში არსებულ რელიგიურ ლიტერატურაზე.

თომას ედისონ-იაბლოჩკოვმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეტენზიით, რომ


ციხის ადმინისტრაციამ მას ხელი არ შეუწყო და ხელი შეუშალა კონვენციით გარანტირებული უფლებების
რეალიზებაში.

რა უფლებების სავარაუდო დარღვევებზე იდავებდა განმცხადებელი ევროპულ სასამართლოში და რა


იქნებოდა მისი არგუმენტაცია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით. იმსჯელეთ
სახელმწიფოს შესაბამის ვალდებულებებზე და შესრულდა თუ არა ეს ვალდებულებები მოცემულ
შემთხვევაში.
კაზუსი 4

კარლოს დეინჯერი არის განმცხადებელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ევროპულ სასამართლოში განაცხადის შეტანის დროისთვის, მას ბრალი წარედგინა რამენიმე


განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა
შეფარდებული. ის კრაკოვის პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული.

კარლოს დეინჯერმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პატიმრობის პირობებთან


დაკავშირებით იდავა. კერძოდ, ის ჩიოდა, რომ პატიმრობის პერიოდში, რომელიც 3 წლამდე გაგრძელდა,
ბრალდებულ პატიმრებს არ ჰქონდათ მსჯავრდებული პატიმრების მსგავსი უფლებები ოჯახის წევრებთან
შეხვედრისა და ტელევიზორზე ხელმისაწვდომობის კუთხით. კერძოდ, მას თვეში ნახევარსაათიანი პაემნის
უფლება ჰქონდა, მსჯავრდებულ პატიმრებს კი - თვეში ორი საათნახევრიანი პაემნის უფლება. მას
ტელევიზორის ყურების უფლება არ ჰქონდა, ხოლო მსჯავრდებულ პატიმრებს შეეძლოთ მათთვის
გამოყოფილ ოთახში ტელევიზორი ჰქონდათ და ნებისმიერ დროს შეეძლოთ ყურება.

მოხდა თუ არა ჩარევა კონვენციით გარანტირებულ უფლებებში და თუ მოხდა, რომელი უფლებების


სავარაუდო დარღვევებზე იდავებდა განმცხადებელი ევროპულ სასამართლოში და რა იქნებოდა მისი
არგუმენტაცია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით. იმსჯელეთ სახელმწიფოს შესაბამის
ვალდებულებებზე და შესრულდა თუ არა ეს ვალდებულებები მოცემულ შემთხვევაში.
კაზუსი 5

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი შეიტანა ბატონმა კრაკადილოვმა.

განმცხადებელი, ბატონი კრაკადილოვი ფოლადის ქარხნის დირექტორია. იგი რუსეთის მოქალაქეა და


ცხოვრობს ქ. კრასნოიარსკში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან 2000 წლის სექტემბერში, ვინმე
ვოლკოვს დაავალა თავისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორის კიტოვის მოკვლა. ვოლკოვმა დავალება არ
შეასრულა. 2000 წლის 18 სექტემბერს, ვოლკოვმა განმცხადებელი ქვეყნის ფედერალური უსაფრთხოების
სამსახურში დაასმინა და ჩააბარა იარაღი, რომელიც მისი მტკიცებით, განმცხადებლისგან მიიღო
დავალების სისრულეში მოსაყვანად. 21 სექტემბერს, განმცხადებლის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის
სამართლის საქმე მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე. 26 და 27 სექტემბერს, პოლიციამ და FSB-მ
მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეტარებინათ ოპერატიულ-სამძებრო მოქმედება “ოპერატიული მოქმედების“
სახით განმცხადებლის წინააღმდეგ, კიტოვის მკვლელობაში მისი განზრახვის დასამტკიცებლად.

2000 წლის 29 სექტემბერს, პოლიციამ კიტოვის სახლში ორი გვამის პოვნის ინსცენირება მოაწყო.
მედიის მეშვეობით ოფიციალურად გაკეთდა განცხადება, რომ ერთ-ერთი მოკლული იყო კიტოვი ხოლო
მეორე - მისი ბიზნეს პარტნიორი, ოსლოვი.

3 ოქტომბერს, ვოლკოვი მივიდა განმცხადებელთან ისე,


რომ სხეულზე დამაგრებული ჰქონდა პოლიციასთან დაკავშირებული რადიო გადამცემი აპარატურა.
პოლიცია, შესაბამისი აპარატურით, თან ისმენდა და თან იწერდა ყველაფერს, რაც ვოლკოვის ირგვლივ
ისმოდა.

განმცხადებელი ვოლკოვს სტუმრების მისაღებ ცალკე ფანჩატურში შეხვდა, რომელიც მის საცხოვრებელ
სახლს ემიჯნებოდა. ინსტრუქციის შესაბამისად, ვოლკოვმა საუბარი მის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე
წამოიწყო და უთხრა კრაკადილოვს, რომ მკვლელობის დავალება შეასრულა. განმცხადებელიც აყვა
საუბარში. დავალების შესრულების დასტურად ვოლკოვმა განმცხადებელს კიტოვის სახლიდან
წამოღებული რამდენიმე საგანი აჩვენა და გადასცა: ფინანსური დოკუმენტები, რომელიც სპეციალური
ქიმიური ნივთიერებით იყო დამუშავებული, კიტოვისა და ოსლოვის საათები და 20 000 აშშ დოლარი.
ვოლკოვმა განმცხადებლის შეთავაზებით ფული დაიტოვა. პოლიციამ 16 წუთიანი საუბარი ჩაიწერა.

2000 წლის 14 ოქტომბერს, განმცხადებლის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რამდენიმე საათი,
მათ შორის ისინი, რომლებიც ვოლკოვმა გადასცა. ფინანსური დოკუმენტებზე წინასწარ გამოყენებული
სპეციალური ნივთიერება განმცხადებლის ხელზე აღმოჩნდა. განმცხადებელი დააკავეს.

დაინიშნა ექსპერტიზა ჩანაწერის გასაშიფრად. ორმა ექსპერტმა დაადგინა, რომ ვოლკოვი იჩენდა
სუბორდინაციულ დამოკიდებულებას განმცხადებლის მიმართ, განმცხადებელმა დაიჯერა, რომ ვოლკოვმა
მკველობა ჩაიდინა და ტექნიკურ დეტალებს ეკითხებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,
განმცხადებელს ჰქონდა ახლო ურთიერთობა ვოლკოვთან და საუბრის დროს ორგანიზატორის როლში
ჩანდა.

განმცხადებლის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. იგი მსჯავრდებული იქნა მკვლელობის


წაქეზებასა და ორგანიზებაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლითა და 6 თვის ვადით.
საზედამხედველო წარმოებით საქმის განხილვის შემდეგ, დადგინდა, რომ განმცხადებელი ბრალეული იყო
მკვლელობის წაქეზებაში და არა ორგანიზებაში. განაჩენის დანარჩენი ნაწილი უცვლელი დარჩა.

რუსეთის კანონმდებლობა ოპერატიულ ექსპერტიმენტზე:

1995 წლის ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა შესახებ კანონის დებულებები:


მუხლი 20: ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები

1. გამოძიების ჩატარებისას შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა კომუნიკაციებზე ზედამხედველობა;

ბ) სატელეფონო მოსმენები;

გ) კომუნიკაციის ტექნიკური არხებიდან მონაცემთა შეგროვება

დ) ოპერატიული ექსპერიმენტები

2. “ა” – “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმდებები ტარდება FSB


და შსს უწყებათა მიერ ერთობლივად.

მუხლი 21: ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების პირობები

მე-6 მუხლის “ა”-“გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები, რომლებიც


წარმოადგენს პირადი ცხოვრების, მიმოწერის, საცხოვრისის დაცულობაზე კონსტიტუციურ უფლებებში
ჩარევას, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს სანქციით.

გთხოვთ, შეაფასოთ ზემოთ მოცემული ფაქტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ჭრილში.

კერძოდ,

I. მე-8 მუხლის ჭრილში:

1. განიხილეთ იყო თუ არა პირადი ცხოვრებისა და საცხოვრისის დაცულობის უფლებაში ჩარევა


(განმცხადებელმა ვოლკოვი თავისი ნებით შეუშვა და რამდენად შეიძლება ჩაითვალოს სტუმრების
მისაღები ფანჩატური საცხოვრისად ან ადგილად, სადაც განმცხადებელი პირად ცხოვრებას
ეწეოდა);
2. განიხილეთ რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული “ოპერატიული ექსპერიმენტი”
სამართლებრივი გარკვეულობის პრინციპის ჭრილში (რამდენად ცხადად არის ფორმულირებული
მისი შინაარსი; ჰგავს თუ არა იგი სხვა ოპერატიულ-სამძებრო საშუალებებს და რაშია
განსხვავება; ვრცელდება თუ არა მასზე სასამართლო კონტროლი, როგორც სამართლებრივი
დაცვის უზრუნველყოფის საშუალება);
3. განიხილეთ, განხორციელდა თუ არა პირის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევა
“კანონის შესაბამისად” (რა არის “კანონის” კრიტერიუმები ევროპული კონვენციის თანახმად).

II. მე-6 მუხლის ჭრილში:

1. გაეცით პასუხი კითხვას, განიხილავს სტრასბურგის სასამართლო განმცხადებლის ბრალეულობას


თუ არა;
2. განიხილავს თუ არა სტრასბურგის სასამართლო, რომელი მტკიცებულებება შეიძლება დაეშვა
ეროვნულ სასამართლოს?
3. შეიძლება თუ არა მე-8 მუხლის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება იქნეს დაშვებული
საქმეზე?
4. დარღვეული იქნა თუ არა პირის დუმილის უფლება და უფლება, არ დაიდანაშაულოს თავი?
(იგულისხმება ის,
რომ კრაკადილოვის მიერ ვოლკოვთან საუბრისას გამჟღავნებული ინფორმაცია გამოყენებული
იქნა მის წინააღმდეგ)
5. იმსჯელეთ, მოცემული საქმე შეეხება დანაშაულის პროვოკაციას თუ საიდუმლო ოპერაციას.
განასხვავეთ და განიხილეთ თითოეულის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ
კონვენციასთან.
კაზუსი 6

ბატონები ჯინჯერაძე და ტარაგონია ახლო მეგობრები არიან. არც ერთ მათგანი არ ითვლება
ნასამართლობის მქონედ. ბატონი ტარაგონია ადრე იყო მსჯავრდებული ქურდობისთვის და მას
ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს.

ბატონ ჯინჯერაძეს ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც მიყიდა ქალბატონ ფენუგრიკაურს. ჯინჯერაძესა და
ფენუგრიკაურს მიწის გაყიდვიდან სულ მალე უთანხმოება მოუვიდათ. კერძოდ, ქონების გაყიდვის შემდეგ,
ჯინჯერაძე ეწვია ფენუგრიკაურს და მოინდომა ტიტას ასწლოვანი ხის ამოთხრა, რომელიც მიწის
ნაკვეთზე მის წინაპრებს ჰქონდათ დარგული. ჯინჯერაძის თქმით, მართალია მან მიწა გაყიდა, მაგრამ
დარგული ხე მის საკუთრებაში რჩებოდა. ფენუგრიკაურმა ჯინჯერაძეს ტიტას ხე არ ამოათხრევინა.

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ქალბატონმა ფენუგრიკაურმა ნაკვეთი მოინახულა, აღმოაჩინა, რომ
ტიტა ვიღაცას ნაკვეთიდან ძირფესვიანად ამოეთხარა და წაეღო. მან პოლიციას მიმართა, აცნობა
უთანხმოების შესახებ და განაცხადა, რომ ტიტა ჯინჯერაძის წაღებული იყო.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, პროკურორმა
საფრონიამ იშუამდგომლა სასამართლოში ჯინჯერაძის დაკავებაზე. შუამდგომლობაში პროკურორმა
აღნიშნა, რომ დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არსებობდა დასაბუთებული
ვარაუდი, რომ ჯინჯერაძე ფარულად დაეუფლა ტიტას ხეს მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით და რომ იგი ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. პროკურორმა საფრონიამ ასევე აღნიშნა, რომ ჯინჯერაძე
განკარგავდა ტიტას და ამ გზით გაანადგურებდა საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას. ამასთან,
პროკურორის მტკიცებით, ჯინჯერაძის მიმალვის საფრთხე არსებობდა, რასაც შერაცხული ბრალდების
სიმძიმე და მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრე ასაბუთებდა.

მოსამართლე სფრინგანიონმა დააკმაყოფილა პროკურორ საფრონიას შუამდგომლობა. სასამართლის


განჩინებით, ჯინჯერაძე დააკავეს. დაკავების ოქმით დგინდება, რომ ბრალდებული დაკავებულ იქნა ძველი
თბილისის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მას შემდეგ, რაც დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში
და სადაც ის თავის მეგობარ ტარაგონიასთან ერთად გამოცხადდა.

ჯინჯერაძესთან ერთად დაკავებული იქნა ტარაგონიაც. როდესაც ის წარადგინეს სასამართლოს წინაშე,


პროკურორმა აცნობა სასამართლოს, რომ მისი დაკავება წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად. პროკურორი
საფრონიას მტკიცებით, ტარაგონიას წარსული ნასამართლობის და ჯინჯერაძესთან ახლო ურთიერთობის
საფუძველზე, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირველი იყო მეორეს თანამონაწილე. იმ
გავლენიდან გამომდინარე, რაც ტარაგონიას ჰქონდა ჯინჯერაძეზე, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ მას
წაექეზებინა დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან მას შესატყვისი გამოცდილება ჰქონდა, ტარაგონია დაეხმარა
ჯინჯერაძის ტიტას ხის მოთხრასა და მოპარვაში და სავარაუდოდ, დამალვაშიც, ვინაიდან მას დიდი საცავი
ჰქონდა. პროკურორის მტკიცებით, როგორც ქურდული სამყაროს ავტორიტეტი, ტარაგონია ზემოქმედებას
მოახდენდა მოწმეზე და ამ გზით ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას, ამიტომ მისი
დაკავება სასამართლოს ნებართვის გარეშე გამართლებული იყო.
განიხილეთ შესატყვისი უფლების შინაარსი და მოცულობა, თავისუფლების პრეზუმპცია და
რელევანტური გარანტიები,

1) იმსჯელეთ იმ გარემოებებზე, რომლებიც მიუთითებს, რომ არ არსებობს მიმალვის, ხელახალი


დანაშაულის ჩადენის, მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევის საფრთხეები.

2) იყო თუ არა დაცული დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ჯინჯერაძის და ტარაგონიას შემთხვევაში?


იყო თუ არა ამ კუთხით ორი პირის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებული?

3) უნდა იყოს თუ არა მხედველობაში მიღებული გაქარწყლებული ნასამართლობა დაკავების


მართლზომიერებაზე მსჯელობისას?

You might also like