You are on page 1of 7

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2022-2023 სასწავლო წელი


შემოდგომის სემესტრი
2022 წლის 12/14 დეკემბერი

2 შუალედური შეფასება

კრიტიკული ესე

საგნის დასახელება: აკადემიური წერა


ლექტორი: ასოცირებული პროფესორი თამარ ვეფხვაძე

სტუდენტის სახელი, გვარი: თეკლა ხომერიკი

კრიტიკული ესე

წერითი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები კრიტიკული ესესთვის:

 ნაშრომის რეგლამენტი, სტრუქტურა, ბიბლიოგრაფია - 0 – 5 ქულა;


 ავტორის პოზიციის გაგება-ანალიზის უნარი - 0 – 5 ქულა;
 წყაროს სწორად გამოყენების, ინტერპრეტაციისა და ციტირების უნარი - 0 – 5 ქულა;
 ნაშრომში მოყვანილი დებულებების სინთეზის უნარი - 0 – 5 ქულა;
 ნაშრომის მთლიანობითი შეფასების, არგუმენტაციისა და კონტრარგუმენტაციის
გაბათილების უნარი - 0 – 5 ქულა.

 მაქსიმალური შეფასება – 25 ქულა.

შუალედური და დასკვნითი შეფასებების ნაშრომების გაფორმების წესი:

 შრიფტი: Sylfaen
 ზომა: 12
 ინტერვალი: 1.5
 დაშორებები (ველები): 2 სმ.

დავალება:
სახელმძღვანელოში: „აკადემიური წერა დამწყებთათვის“ მოყვანილი ცხრილისა (გვერდი 69,
ცხრილი 6.1.: „კრიტიკული კითხვის მეთოდები“) და სურათის (გვერდი 69, სურათი 6.1.:
„კრიტიკული კითხვის ეტაპები“) მიხედვით, წერილობით შეასრულეთ ამავე სახელმძღვანელოს
72-ე გვერდზე არსებული სავარჯიშოს (N 6.1) დავალება. კერძოდ,

დაწერეთ კრიტიკული ესე სოუელ თომასის სტატიაზე: „სტუდენტური სესხი“.

კრიტიკული ესეს მოცულობა - 700 სიტყვა.

გისურვებთ წარმატებებს!

ამერიკელი ეკონომისტი,პოლიტიკური კომენტატორი და აკადემიკოსი სოუელ


თომასი 1993 წელს ჟურნალ “ჰუვერში” დაბეჭდილ სტატიაში “სტუდენტური სესხი”,
სესხის დანიშნულებას სხვადასხვა ჭრილში,იმ ეპოქისთვის დამახასიათებლად
განიხილავს. სოუელი არის არაერთი სტატიის ავტორი,პოლიტიკის, ეკონომიკისა
და განათლების შესახებ, რომლებიც დაბეჭდილია 150-ზე მეტ გაზეთში. მოცემულ
სტატიაში წარმოგვიდგენს თავის მოსაზრებას, რაც მდგომარეობს შემდეგში, რომ
მთავრობამ ფინანსური დახმარება უნდა გაუწიოს სტუდენტებს, ამ შემთხვევაში
„გადამხდელებს“ („აკადემიური წერა დამწყებთათვის“ გვ. 72-73, თომას სოუელი-
„სტუდენტური სესხი“) . ის სტუდენტთა ორ კატეგორიას გამოყოფს.პირველ რიგში
მათ ,ვისაც ნამდვილად უჭირთ აღნიშნული “ვალის” დაფარვა და შემდგომ
ახალგაზრდათა იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას,რომლებიც
არაკეთილსინდისიერად უდგებიან სახელმწიფოს მიერ მათში თანხის
ინვესტირებას. მაგალითად, ხაზს უსვამს, რომ სესხის დაფარვა ხანგრძლივი
პროცესია სტუდენტისთვის და თუ მანქანის ხარჯის შევსება შესაძლოა ერთ წელში,
სწავლის საფასურის გადახდა ამ უმოკლეს დროში შეუძლებელია. ამ საკითხს
შეიძლება ორი კუთხით შევხედოთ, რაც სოუელის აზრით, ეკონომიკურად გაცვლა,
ხოლო პოლიტიკურად-სიძუნწეა. არც იმ ფაქტს ტოვებს უყურადღებოდ, რომ 1978
წლის შემდგომ პერიოდში სესხის აღება ყველასთვის ხელმისაწვდომია. მანამდე ამ
ფუფუნებით მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახები სარგებლობდნენ,კონგრესმა კი
ეს შეზღუდვა მოხსნა, რაზეც სოეუელი უკმაყოფილებას გამოთქვამს, ამ არგუმენტზე
დაყრდნობით,ის ასევე ამატებს, რომ სტუდენტები ხშირად თავს არიდებენ
მოცემული სესხის გადახდას, რის გამოც „ისინი ხშირად კოლეჯიდანაც არიან
გარიცხულნი“ („აკადემიური წერა დამწყებთათვის“ გვ. 72-73, თომას სოუელი-
„სტუდენტური სესხი“) . იმის გამო ,რომ ესეთ ადამიანებს ადვილად მიუწვდებათ
ხელი წარმოდგენილ სესხებზე, ავტორის აზრით, ეს უნივერსიტეტის სტანდარტების
გაუარესების განმაპირობებელია.მისი მცდელობაა აღნიშნული სტატია
პროპაგანდისტულ იარაღად გამოიყენოს სტუდენტური სესხის
წინააღმდეგ,რომელიც უნივერსიტეტში განათლების მიმღებთა მოსურნეებს
ერთგვარ ‘’წყალობად’’ ევლინებათ.თავისი მოსაზრებების გასამყარებლად იგი
მრავალ არგუმენტს იშველიებს და ერთ-ერთ მათგანში ყურადღებას ამახვილებს
იმაზე,თუ როგორ ცხოვრობენ შეძლებული ოჯახები ამგვარი შესაძლებლობით
მაშინ,როდესაც მათ რეალურ მიზანს პირადი სარგებლის მიღება
წარმოადგენს:’’როგორი მდიდარიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანი,მას ძალიან მცირე
საპროცენტო განაკვეთით შეეძლო სახელმწიფოსგან თანხის სესხება,შვილების
განათლებისთვის შეგროვილი ფული კი სხვა საქმეში ჩაედო,საიდანაც მაღალ
პროცენტს მიიღებდა’’.შესაბამისად,თომას სოუელი გვთავაზობს უფრო ფართო
კონტროლს იმაზე,თუ ვის ექნება სესხით სარგებლობის შესაძლებლობა.
მე-20 საუკუნის ამ სტატიაში გამოკვეთილი პრობლემა, რომელიც როგორც ჩანს,იმ
პერიოდის კრიზისადაც შეიძლება ჩავთვალოთ,აღსანიშნავია,რომ დღესაც
აქტუალურია. 2022 წლის სტატისტიკით აშშ-ში 42 მილიონ სტუდენტს აქვს
აღებული სესხი, რაც წარმოადგენს 37,787 დოლარს. სტუდენტების 92,7%-ს აქვს
ფედერალური სესხი, ხოლო 7,3% არის კერძო. ასაკის მიხედვით
კურსდამთავრებულ სტუდენტებს უფრო აქვთ გადახდის უნარიანობა, ვიდრე
თინეიჯერულ ასაკში მყოფ ახალგზარდებს. (https://educationdata.org/student-loan-
debt-statistics# ნანახია 13.12.2022;
https://www.forbes.com/advisor/student-loans/average-student-loan-statistics ნანახია
13.12.22) საქართველოში ეს პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობს, ვიდრე
საზღვარგარეთის ქვეყნებში. საქართველოში განსხვავებული პირობები მოქმედებს
და თანხის საპროცენტო განაკვეთიც რამდენიმე ნიშნულით მაღალია. განსხვავებაა
ვადების მხრივაც.სპეციალისტები აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით
აცხადებენ, რომ ქართული “სტუდენტური სესხი”,ნაცვლად შეღავათიანი
პროდუქტისა, რომელიც განათლების ხელშეწყობას უნდა ისახავდეს მიზნად, ერთ-
ერთ ძვირადღირებულ სერვისს წარმოადგენს და მისი ფასი სხვა ტიპის სესხების
ფასს ბევრად აღემატება (https://edu.aris.ge/news/ratom-ar-arsebobs-saqartvelosi-realuri-
studenturi-sesxi.html ნანახია 13.12.2022).
მოგეხსენებათ, რომ სტუდენტური სესხით ძირითადად და უმეტესად სარგებლობენ
ის სტუდენტები, რომლებსაც სახელმწიფო გრანტი არ აქვთ ან მის უკან
მატერიალურად გაუმართავი ოჯახი დგას. ჩემი აზრით, ავტორს სწორედ ამ
მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები არ ჰყავს გათვალისწინებული თავის
სტატიაში,როდესაც სესხის გაცემაზე საუბრობს. მართალია, რომ ვეთანხმები მის
მიერ წარმოდგენილ ფაქტსა თუ არგუმენტს,რომ ამ პროცესმა „პროფესორებისთვის
უფრო მდარე ხარისხის სწავლების პროცესში სულ უფრო მეტის გადახდის
საშუალება მისცა“ („აკადემიური წერა დამწყებთათვის“ გვ. 72-73, თომას სოუელი-
„სტუდენტური სესხი“). თუმცა, ვინაიდან განათლება უნივერსალური
უფლებაა,არასწორია ავტორის ხედვა ,როცა ის ახსენებს, რომ სახელმწიფომ უნდა
განსაზღვროს გარკვეული სტუდენტთან ჯგუფი, რომლებსაც შესაძლებლობა
ექნებათ ისარგებლონ სესხით. ‘’იდეა,რომ ყველა არ იმსახურებს უმაღლესი
განათლების მიღებას,არის ელიტარული შეურაცხყოფა,რომელიც ისევე სტოიკურად
უნდა იქნეს დაგმობილი,როგორც რასიზმი’’(https://proessays.net/essays/a-critical-
response-to-thomas-sowells-student-loans ნანახია 14.12.2022). შესაბამისად, არც ის
ფაქტი არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ახალგაზრდების ნაწილი უსახსრობის გამო
განათლების მიღების შესაძლებლობის მიღმა რჩება, ასეთ სტუდენტებს
სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაუწიოს დახმარება, რათა მომავალი თაობას
განათლების უფლება არ შევუზღუდოთ, რაც მეტწილად ქვეყნის განვითარებაზეც
აისახება.
როგორც ზემოთ ვახსენე,თომას სოუელი სტუდენტური სესხის პრობლემას
განიხილავს მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში. ლოგიკურია, რომ
ეკონომიკის მხრივ უზარმაზარი თანხების გაღება არასასურველია ქვეყნის
ეკონომიკური მდგომარეობისთვის. რაც შეეხება პოლიტიკური თვალით დანახულ
სიტუაციას, სრულ თანხვედრაში ვარ ავტორის მოსაზრებასთან,რომ ხალხის
მოთხოვნილება სრულად არასდროს არ არის დაკმაყოფილებული,მაგრამ ჩემი
აზრით,თუ სახელმწიფოს მოსახლეობას არ გააჩნია არანაირი მოთხოვნილება
სხვადასხვა საკითხის მიმართ,ასეთ სიტუაციაში არათუ ქვეყანა არ არის
პროგრესირებადი, არამედ ერთ ადგილზე დაუძრელ მანქანას ემსგავსება, რომელიც
ნელ-ნელა დიდი ხნის გაუმართავობის გამო ფუჭდება. გარდა ამისა, როგორც აქამდე
ვახსენე,განათლების მოთხოვნა და უფლება ადამიანს დაბადებიდანვე მოჰყვება.
იმის მიუხედავად, რომ თომას სოუელი მაშინდელი რაელობის ერთ-ერთ
აქტუალურ პრობლემაზე საუბრობს, მისი მხრიდან არსად არ არის ნახსენები
გადაჭრის გზა. სწორედ ამან გამოიწვია მკითხველში დაბნეულობა,იმ მხრივ რომ
რთულია გაიგო კონკრეტულად რას გულისხმობს ავტორი.როცა საუბრობს იმ
ფაქტზე, რომ სესხი მხოლოდ სტუდენტთა ნაწილზე უნდა გაიცეს, მაშინ ჩნდება
კითხვა,რამდენად სამართლიანია ეს დანარჩენ სტუდენტებთან მიმართებით? ან რა
რა გზას უნდა მიმართონ დახმარებისთვის? მიზნის დასახვა და მკითხველისთვის
გაცნობა ავტორს აშკარად გამოუვიდა,ანუ შესაბამისს მწვერვალს ამ მხრივაც
მიაღწია, თუმცა რამდენად შეძლო აღნიშნული პრობლემის გამოსწორების ან
გადაჭრის გზების მოძიება,ისევ ბუნდუვანი რჩება.
ბიბლიოგრაფია:
კაჭარავა ლ; მარწყივიშვილი.ხ; ხეჩუაშვილი.ლ „აკადემიური წერა დამწყებთათვის“
2007 წლის გამოცემა
https://edu.aris.ge/news/ratom-ar-arsebobs-saqartvelosi-realuri-studenturi-sesxi.html
https://educationdata.org/student-loan-debt-statistics
https://www.forbes.com/advisor/student-loans/average-student-loan-statistics
https://proessays.net/essays/a-critical-response-to-thomas-sowells-student-loans

You might also like