You are on page 1of 2

ბიბლ ია, რომელ იც 66 წიგნისგან შედგება, „იეჰო ვას სიტყვას“ გვამცნობს (ეს.

66:5). საუკუნეების მანძილზე ამ „სიტყვას“ იეჰოვა თავის წინასწარმეტყველებსა და


მსახურებს გადასცემდა. ღვთის „სიტყვა“ ყოველთვის აღწევდა თავის უშუალო მიზანს
კონკრეტულ მომენტში და, ამასთან ერთად, მის მსახურებს ზუსტ წარმოდგენას
უქმნიდა შორეულ მომავალზე... ეს მოკლედ რაც შეეხება ბიიბლიას ხოლო ახლ ა
უშუალოდ ვისაუბროთ თემაზე ბიბლია - ახალ ი ქვეყნიერების თარგმანი -
ზედმიწევნით თარგმანი

ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმნის კომიტეტი ცდილობდა ზედმიწევნით


მიჰყოლოდა დედნისეულ ტექსტს. სადაც შესაძლებელი იყო, ებრაულ ი და ბერძნულ
ი ტექსტი თითქმის სიტყვასიტყვით ეთარგმნათ. გარდა ამისა, დიდი ყურადღება
ექცეოდა სიტყვების წყობას ებრაულ და ბერძნულ ტექსტებში, რათა სწორი აქცენტი არ
დაკარგულიყო. ამრიგად, ინგლისურ თარგმანში შენარჩუნდა დედნისეულ ი
ტექსტის ელფერი და სტილი. ამან კი, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სხვა ენებზე
ხარისხიანი თარგმანების შესრულებას.

მთარგმნელებს, რომლებიც ინგლისურ გამოცემაზე მუშაობდნენ, დროდადრო


უწევდათ აზრობრივად თარგმნა, რათა რთული ებრაული და ბერძნული იდიომები
გასაგები სიტყვებით გადმოეცათ. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიან
გამოცემაში მითითებულია ბევრი ასეთი ადგილი და სქოლიოებში მოცემულია
სიტყვასიტყვითი თარგმანი.

ბიბლიის ბევრი მთარგმნელი ზედმიწევნით არ მიჰყვებოდა დედნისეულ


ტექსტს, რადგან თვლიდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თარგმანი უსიცოცხლო,
მძიმე წასაკითხი და არამხატვრული იქნებოდა. მაგრამ ასეთი თავისუფალი
მიდგომითა და საკუთარი ინტერპრეტაციით, ისინი ბევრგან ასცდნენ ტექსტის
სიზუსტეს. შედეგად, მათ ძალა დაუკარგეს ღვთის სიტყვებს. მაგალითად ამერიკის
ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა იეჰოვას მოწმეები
იმაში დაადანაშაულა, რომ ბიბლიას სილამაზე და ხიბლი დაუკარგეს. ბიბლიაში ის
გულისხმობდა „მეფე ჯეიმზის თარგმანს“, რომელიც დიდი ხნის მანძილზე
ინგლისური ენის სილამაზის ეტალონად იყო მიჩნეული. მან თქვა: «ნახეთ, რას
დაამსგავსეთ 23-ე ფსალმუნი. თქვენ გიწერიათ: Je/ho/vah is/ my/ shep/herd [„იეჰოვაა
ჩემი მწყემსი“]. ექვსის ნაცვლად შვიდი მარცვალია. ეს დაუშვებელია. მას აღარც
სილამაზე შერჩა და აღარც რითმა. „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ ექვსი მარცვალია —
The/ Lord/ is/ my/ shep/herd [„უფალი ჩემი მწყემსია“]». ამ პროფესორის კრიტიკას
იეჰოვას მოწმეებმა მარტივად უპასუხეს: რითმაზე მნიშვნელოვანი იმის შენარჩუნება
იყო, რაც თავად ამ ფსალმუნის დამწერმა, დავითმა, თქვა. რა დაწერა დავითმა —
„უფალი“ თუ „იეჰოვა“? პროფესორმა აღიარა, რომ დედანში „იეჰოვა“ ეწერა, მაგრამ ის
მაინც იმ აზრზე იდგა, რომ ტექსტი „უფალს“ უფრო იხდენდა.

სამწუხაროდ, ენის სილამაზეს ათასობით აზრის სიზუსტე შეეწირა და


ბიბლიის ბევრ თარგმანში არაერთი მონაკვეთი დამახინჯდა. მაგრამ ღვთის
წყალობით ჩვენ გვაქვს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც გასაგებად და
ზუსტად გადმოგვცემს დედნისეულ ტექსტს.

You might also like