Professional Documents
Culture Documents
ევროკავშირი
ევროკავშირი
საქართველო და ევროკავშირი
2003 წელს შემუშავდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა
და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული
ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერას.
საქართველოზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა გავრცელდა 2004 წლიდან, ხოლო 2006 წლის 14
ნოემბერს ხელი მოეწერა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო
გეგმას, რომელშიც ასახულია თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები, მათ
შორის სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხები. საქართველო წარმატებით
ახორციელებს ზემოხსენებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ რეფორმებს.
2007 წლის ნოემბერში შეიქმნა სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე
საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტი.
2009 წლის 7 მაისს, ქ. პრაღაში გამართულ სამიტზე საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის „აღმოსავლეთ
პარტნიორობის“ ინიციატივას და ხელი მოეწერა შესაბამის ერთობლივ დეკლარაციას. „აღმოსავლეთ
პარტნიორობა“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მისი ევროპელი მეზობელი
პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, რომლის მიზანია ევროკავშირსა და მის მეზობელ
ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება და უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაცია,
ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება და ხალხთა შორის კონტაქტების განვითარება.
ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მოიცავს თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ
ფორმატებს. თანამშრომლობის მრავალმხრივი ფორმატი მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე
თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. საქართველო
ახორციელებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორმხრივ და მრავალმხრივ საგზაო რუკებს, რომელშიც
სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილია რეფორმები მიგრაციასთან დაკავშირებულ სფეროებში.
2009 წლის ნოემბერში, ევროკავშირის 16 სახელმწიფომ და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივ
დეკლარაციას ევროკავშირის „პარტნიორობა მობილობისათვის“ ფარგლებში თანამშრომლობის
შესახებ. „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივა მიზნად ისახავს არალეგალურ
მიგრაციასთან ერთობლივ ბრძოლასა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობას. შესაბამისად, იგი
ითვალისწინებს თანამშრომლობას მიგრაციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა
შრომითი მიგრაცია, რეადმისია, რეინტეგრაცია, დიასპორა, დოკუმენტების უსაფრთხოება, შრომის
ბაზარი და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების საკითხები. „პარტნიორობა
მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს
ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას, მათ შორის ე.წ.
„ცირკულარული მიგრაციის“ საშუალებით.
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის
შესაძლებლობების გამოყენების მიზნით ორმხრივი ხელშეკრულებითი ურთიერთობების
განვითარება. ცირკულარული მიგრაცია იძლევა ერთი მხრივ, ქვეყნიდან ინტელექტუალური
რესურსის გადინებისა და მეორე მხრივ, მათი ადგილზე არაეფექტიანად გამოყენების თავიდან
არიდების შესაძლებლობას. ამასთან, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირის
2011 წლის ინიციატივის - „გლობალური მიდგომა მიგრაციისა და მობილურობის შესახებ“ ფარგლებში
(Global Approach to Migration and Mobility) შემდეგი მიმართულებებით: ლეგალური მიგრაციის
მართვის გაუმჯობესება და მობილურობის ხელშეწყობა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია და
შემცირება, მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის გაძლიერება.
2013 წლის 29 ნოემბერს ქ. ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მესამე სამიტის
ფარგლებში, მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით. „საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. „ახალი თაობის”
შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive
Free Trade Area - DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან
კონკრეტულ მექანიზმებს მათ შორის მიგრაციის კუთხითაც. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს.
2014 წლის 26 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა ასევე მიიღეს ასოცირების დღის წესრიგი,
რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მოიცავდა ოთხ ბლოკს, რომლებიც, თავის მხრივ,
შედგებოდა ორი (საკანონმდებლო და იმპლემენტაციის) ფაზისაგან. თითოეულის ფარგლებში
მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის მზადყოფნას შემდგომი ნაბიჯებისათვის განსაზღვრავდნენ
ევროკავშირის საგანგებო შემფასებელი მისიები, რომლებიც შესაბამის ანგარიშებში იძლეოდნენ
კონკრეტულ რეკომენდაციებს. საქართველოში ასეთი მისიების 22 ვიზიტი განხორციელდა და
მომზადდა 4 ანგარიში მიღწეული პროგრესის შესახებ. შედეგად, ქვეყანამ 2014 წელს სამოქმედო
გეგმის 1-ლი ფაზა დახურა, 2015 წლის18 დეკემბერს კი- მე-2.
ევროკავშირი და საქართველო
ეკონომიკა
• საქართველოში პროგრამის,
EU4Business საშუალებით ევროკავ
შირმა მხარი დაუჭირა 19,000-მდე
მცირე და საშუალო
საწარმოს,რომე
ლთა 24%-ს ქალები ხელმძღვა
ნელობენ. ამის შედეგად შეიქმნა
10,000 სამუშაო ადგილი, პანდემიის
აღდგენა განმავლობაში კი 90,000 სამუშაო ევროკავშირი
გამძლეობა ადგილი შენარჩუნდა საქართველოს
მთავარი სავაჭრო
რეფორმები პარტნიორია,
რომლის წილმა
მწვანე გარდაქმნა საზოგადოება ვაჭრობის
ციფრული გარდაქმნა მთლიან
• ევროკავშირის ინვესტიციის • 2014 წლიდან
• ევროკავშირი და საქ მოყოლებული, მოცულობაში 2021
ც დახმარებით, საქართველოში
ართველო პროგრამის, სტუდენტებმა და აკადემიურ წელს 21%
ამჟამად კავკასიაში პირველი
კომერციული ქარის EU4Digitalფარგლებში მაპერსონალმა შეადგინა
ახორციელებენ საპილო საქართველოსა
ელექტროსადგური მუშაობს
ტეპროექტებს,რომელთ დ და ევროკავშირს შორის
ა არსე
მიზანიც სებული ერაზმუს+გაც ვლითი
ევროკავშირთან
საერთაშორისო
წაიკითხეთ სრულად
ევროკავშირი არის სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების, კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების
უზრუნველყოფის ურყევი მხარდამჭერი კანონის უზენაესობის, როგორც
დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა
ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია სასამართლო სისტემის რეფორმას,
ანტიკორუფციული მექანიზმების განმტკიცებასა და სამართალდამცავი ორგანოების
შესაძლებლობების გაძლიერებას. ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს სასამართლო
სისტემას, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის
დიალოგსა და თანამშრომლობას ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების
სათანადო სისტემის შესაქმნელად.
დემოკრატია
ურთიერთობის ქრონოლოგია
1992
საქართველო-ევროკავშირის ინტენსიური ურთიერთობები 1991-92 წლებში დაიწყო, მას
შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
1 იანვარი
1993
საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკური დახმარების სამი ძირითადი მიმართულება
გამოიკვეთა: საფინანსო დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება (ძირითადად სასურსათო
დახმარების სახით) და ტექნიკური დახმარება.
1 იანვარი
1995
საქართველო სარგებლობს ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული
სისტემით (GSP). 2005 წელს, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის პრეფერენციების
განახლებული გენერალიზებული სისტემის (GSP+) შეღავათები მდგრადი განვითარებისა
და ეფექტიანი მმართველობისათვის. 2014 წლის იანვარში ძალაში შევიდა განახლებული
GSP+, რომელიც საქართველოზეც გავრცელდა.
1 იანვარი
1996
ქ. ლუქსემბურგში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობისა
და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA). პარტნიორობისა და თანამშრომლობის
შესახებ შეთანხმების (PCA) ძალაში შესვლის შემდეგ, შეიქმნა საქართველო-ევროკავშირის
თანამშრომლობის ინსტიტუტები, რომელთა მიზანს PCA-ს განხორციელების ხელშეწყობა
და ორმხრივი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება წარმოადგენდა.
ეს ინსტიტუტებია: საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო; საქართველო-
ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტი; საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო
თანამშრომლობის კომიტეტი; საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის
ქვეკომიტეტები.
22 აპრილი
2003
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის
სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.
7 ივლისი
2004
ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP) ფარგლებში,
საქართველოში განხორციელდა ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია (EUJUST
THEMIS), რომელიც 2005 წელს დასრულდა.
1 იანვარი
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველო ევროპულ სამეზობლო
პოლიტიკაში ჩაერთო.
14 ივნისი
2006
საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა იქნა
მიღებული.
14 ნოემბერი
2007
ამოქმედდა ევროპული სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (ENPI), რომელიც,
თავის მხრივ, 2014 წლიდან ევროპულმა სამეზობლო ინსტრუმენტმა (ENI) ჩაანაცვლა.
1 იანვარი
2008
ქ. ბრიუსელში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით დონორთა კონფერენცია
გაიმართა, რომელზეც საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010
წლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
22 ოქტომბერი
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხად, 2008 წლის 1 სექტემბერს
ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.
1 სექტემბერი
2009
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში
შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი - ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე
დიალოგი (HRD). შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში იმართება
ყოველწლიურად.
1 აპრილი
ქ. პრაღაში პირველი „აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ სამიტი გაიმართა.
საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში ჩაერთო, რომელსაც
ფორმალურად საფუძველი 2009 წლის 7 მაისს პრაღის სამიტზე ჩაეყარა. საქართველო
აქტიურად თანამშრომლობს ინიციატივის, როგორც ორმხრივი, ასევე, მრავალმხრივი
ურთიერთობის ფორმატში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელოვან კომპონენტს
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი წარმოადგენს.
7 მაისი
ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ერთობლივ
დეკლარაციას, ხოლო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა
ოფიციალურად 2010 წლის 16 თებერვალს დაიწყო.
30 ნოემბერი
საქართველოში ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC)
წევრი ელჩების ვიზიტი განხორციელდა.
15 ნოემბერი
2010
ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის
პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმებას’’. შეთანხმება ძალაში 2011 წლის 1
მარტს შევიდა.
17 ივნისი
მოლაპარაკებები დაიწყო ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების
შეთანხმებაზე’’ (AA), რომლის ნაწილიცაა ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც” (DC FTA).
15 ივლისი
ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ
მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმებას’’. შეთანხმება ძალაში 2011 წლის 1
მარტს შევიდა.
22 ნოემბერი
ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ
სახელმწიფოებს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებას’’. შეთანხმება
ძალაში 2020 წლის 2 აგვისტოს შევიდა.
2 დეკემბერი
2011
ქ. ბრიუსელში საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც ოფიციალურად დაფუძნდა
„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა”.
3 მაისი
ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა
და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ’’.
შეთანხმება ძალაში 2012 წლის 1 აპრილს შევიდა.
14 ივლისი
ქ. ვარშავში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ მეორე სამიტი გაიმართა.
29 სექტემბერი
2012
ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და
ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე’’ (DC FTA).
28 თებერვალი
გაიხსნა საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ.
4 ივნისი
ქ. კიშინოვში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის პირველი,
საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა.
5 ივნისი
2013
ქ. თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა
გაიმართა, რომელიც პირველად მოიცავდა სექტორული დიალოგის შეხვედრასაც
ტრანსპორტის დარგში.
12 თებერვალი
საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო
გეგმა.
25 თებერვალი
ქ. თბილისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი მინისტერიალი
კულტურის დარგში.
27 ივნისი
საქართველოში ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC)
წევრი ელჩების ვიზიტი განხორციელდა.
29 სექტემბერი
ქ. ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მესამე შეხვედრა
გაიმართა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ
დიალოგს განათლების საკითხებზე.
12 სექტემბერი
ქ. ვილნიუსში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მესამე სამიტი გაიმართა. ვილნიუსის
სამიტის ფარგლებში, 29 ნოემბერს მოხდა ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების შეთანხმების’’ პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე
მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.
28 ნოემბერი
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერა „ევროკავშირის
ეგიდით მიმდინარე კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჩარჩო
შეთანხმებას’’.
29 ნოემბერი
ხელი მოეწერა ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და
თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების’’ ოქმს საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს
მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ.
12 დეკემბერი
2014
ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ
გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე.
20 თებერვალი
ქ. ბრიუსელში ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით, შეხვედრა
გაიმართა ევროკომისიის კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის
ფარგლებიც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.
21 მაისი
საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების დღის წესრიგი მიიღეს, ასოცირების
შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით და წარმოადგენდა
ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამ
წლიან (2014-2016) გეგმას.
26 ივნისი
ხელი მოეწერა ,,საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით’’ (DC FTA).
27 ივნისი
ქ. ბაქოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეოთხე შეხვედრა
გაიმართა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ
დიალოგს ენერგეტიკის საკითხებზე.
9 სექტემბერი
ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
და ამოქმედდა ახალი ინსტიტუციური ჩარჩო - ასოცირების საბჭო, ასოცირების
კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები. სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი
პრეს-რელიზი.
17 ნოემბერი
2015
ქ. ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა
გაიმართა.
20 აპრილი
ქ. რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეოთხე სამიტი გაიმართა. სამიტზე მიღებულ
იქნა ერთობლივი დეკლარაცია.
21 მაისი
ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.
2 ივლისი
ქ. მინსკში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეხუთე შეხვედრა
გაიმართა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ
დიალოგს გარემოს დაცვის საკითხებზე.
29 ივნისი
ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა
გაიმართა, რომლის დროსაც მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
16 ნოემბერი
საქართველოში ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის
ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლები იმყოფებობდნენ.
30 ნოემბერი
ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის
(VLAP) შესრულების რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
18 დეკემბერი
On 26 November, 2016 the 6th Informal Eastern Partnership Dialogue
meeting was held in Tbilisi, which included the sectoral dialogue on Health
issues.
_ka
26 ნოემბერი
2016
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მეოთხე ანგარიშის საფუძველზე,
ევროკომისიის მიერ ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო პროცედურები და
ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო
წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც
ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი
უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.
9 მარტი
ქ. ბრიუსელში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა
გაიმართა.
23 მაისი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირმა
დაასრულა საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის
საჭირო ყველა პროცედურა.
23 მაისი
ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა.
16 ივნისი
ქ. ბრიუსელში, ხელი მოეწერა ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო
ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმებას’’.
23 ივნისი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა.
1 ივლისი
ქ. კიევში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეშვიდე შეხვედრა
გაიმართა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ
დიალოგს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხზე.
11 ივლისი
ქ. ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრა
გაიმართა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ
დიალოგს კვლევის, მეცნიერების და ინოვაციის განვითარების საკითხებზე.
17 ნოემბერი
ქ. ბრიუსელში ასოცირების საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც
მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
2 დეკემბერი
2017
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის
რეჟიმი ამოქმედდა.
28 მარტი
ქ. ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა
გაიმართა.
19 ივნისი
ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა.
22 ივნისი
საქართველო ოფიციალურად გახდა ენეგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი
ხელშემკვრელი მხარე [2016 წლის 14 ოქტომბერს ხელი მოეწერა ენერგეტიკული
გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმს,
რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის ივლისს].
1 ივლისი
ქ. კიშინეუში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მეცხრე
შეხვედრა გაიმართა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და
სექტორულ დიალოგს ენერგეტიკის საკითხებზე.
10 ივლისი
საქართველოში ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC)
წევრი ელჩების ვიზიტი განხორციელდა.
5 ოქტომბერი
ქ. თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი
დონის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართა.
11 ოქტომბერი
საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების განახლებული დღის წესრიგი (2017-2020
წწ.) დაამტკიცეს.
20 ნოემბერი
ქ. ბრიუსელში ,,აღმოსავლეთ პარტნიორის’’ მეხუთე სამიტი გაიმართა. სამიტზე მიღებულ
იქნა ერთობლივი დეკლარაცია.
24 ნოემბერი
2018
ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეოთხე სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
5 თებერვალი
ქ. მინსკში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მეათე შეხვედრა
გაიმართა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ
დიალოგს ჰარმონიზაციისა და ციფრული ბაზრის საკითხებზე.
21 ივნისი
ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართა.
26 ივნისი
ქ. ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის
შეხვედრა გაიმართა.
15 ოქტომბერი
ქ. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის შორის უსაფრთხოების საკითხებზე
მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი
ქ. ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის მაღალი დონის
პირველი შეხვედრა გაიმართა.
21 ნოემბერი
ქ. თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-10
ყოველწლიური ასამბლეა გაიმართა.
10 დეკემბერი
2019
ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა.
სხდომის შემდგომ მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
5 მარტი
ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეხუთე სხდომა
გაიმართა.
18 ივნისი
ქ. ბათუმში ბათუმის ტრადიციული მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს
ევროპული გზა“ გაიმართა, რომელიც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ 10 წლისთავს
მიეძღვნა.
11 ივლისი
ქ. თბილისში საქართველოსა და ევროკავშირის შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი
დონის სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა გაიმართა.
25 ოქტომბერი
2020
ვიდეო-კონფერენციის ფორმატში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა
მინისტერიალის შეხვედრა გაიმართა.
11 ივნისი
ვიდეო-კონფერენციის ფორმატში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერთა შეხვედრა
გაიმართა.
18 ივნისი
ვიდეო-კონფერენციის ფორმატში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის
მეექვსე სხდომა გაიმართა.
15 დეკემბერი
2021
ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა.
სხდომის შემდგომ მიღებული იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
16 მარტი
ქ. კიევში ხელი მოეწერა ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს,
უკრაინისა და მოლდოვას - საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების
მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე.
17 მაისი
ქ. ბათუმში ჰიბრიდულ ფორმატში ბათუმის ტრადიციული მე -17 საერთაშორისო
კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა.
19 ივლისი
ქ. ბათუმში, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველომ
უმასპინძლა ასოცირებული სამეულისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ლიდერთა
შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერებმა ხელი მოაწერეს
ერთობლივ დეკლარაციას.
19 ივლისი
ქ. ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
გაიმართა.
15 ნოემბერი
ქ. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი
დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა.
25 ნოემბერი
ქ. ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეექვსე სამიტი გაიმართა. სამიტზე
მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.
15 დეკემბერი
2022
საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
3 მარტი
ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეშვიდე სხდომა
გაიმართა.
24 მარტი
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.
23 ივნისი
ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა.
სხდომის შემდგომ მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
6 სექტემბერი
საქართველოში ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის
ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
26 სექტემბერი
საქართველოს ტრანსპორტის გაერთიენებაში (TCT) დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა.
15 ნოემბერი
ქ. ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
გაიმართა.
12 დეკემბერი
ქ. თბილისში პირველად გაიმართა ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული
კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთი,
მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია) საგარეო და ევროპულ საქმეთა
სამინისტროების მაღალი რანგის დიპლომატებს შორის.
15 დეკემბერი
საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების განახლებული დღის წესრიგი (2021-2027
წწ.) დაამტკიცეს.
6 სექტემბერი
ქ. პრაღაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი სამიტი გაიმართა.
6 ოქტომბერი
საქართველომ განაცხადი გააკეთა ერთიანი ევროს გადახდის სიტემაში (SEPA) და
როუმინგის ერთიან სივრცეში გაწევრიანების თაობაზე.
29 დეკემბერი
2023
ქ. თბილისში გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების
საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა.
25 იანვარი
ქ. კიშინეუში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტი გაიმართა.
1 ივნისი
ქ. გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მესამე სამიტი გაიმართა.
5 ოქტომბერი
ევროკომისიამ გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და ევროპულ
საბჭოს მისცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსის მინიჭების თაობაზე.
8 ნოემბერი
ქ. თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული
დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართა.
16 ნოემბერი
ქ. ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
გაიმართა.
11 დეკემბერი
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
14 დეკემბერი
ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მერვე
სხდომა.
18 ივლისი
2024
ქ. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის შორის უსაფრთხოების საკითხებზე
მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეექვსე შეხვედრა გაიმართა.
23 იანვარი
ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართა.
სხდომის შემდგომ მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
20 თებერვალი
სამინ