You are on page 1of 3

3.

წინარე ხანის ხელნაწერები ]


ქართლის ცხოვრებას“ ძველად ბევრი მკითხველი ჰყავდა. უპირველეს ყოვლისა,
მეფეები, რომელნიც ამ წიგნს ქვეყნის წარსულის - გასაცნობად კითხულობდნენ.
„ქართლის ცხოვრებას“ კითხულობდა აგრეთვე მაღალი ფეოდალური საზოგადოებაც
და ამ წიგნით თავისი ქვეყნის წარსულს ეცნობოდა; ხოლო სკოლებში, „ქართლის
ცხოვრება“ იყო ჩვეულებრივი სახელმძღვანელო წიგნი, რომლითაც მოსწავლე
ახალგაზრდობა სამშობლო ქვეყნის ისტორიას ეცნობოდა და სწავლობდა. ამგვარად,
„ქართლის ცხოვრება“ წარსულის შემეცნების ძირითად საშუალებას წარმოადგენდა
ის „ვეფხისტყაოსნის“ მსგავსად, ყოველი ოჯახის ძვირფას სამკაულს
წარმოადგენდა ,მისი გარკვეული რაოდენობა ყოველთვის უნდა ყოფილიყო ძველ
საქართველოში. მაგრამ ჟამთა სიავეს მათი მცირე ნაწილი გადაურჩა და ისიც
მხოლოდ XV საუკუნიდან. უფრო ადრინდელი ხანის ხელნაწერები ჯერჯერობით
ცნობილი არ არის. ჩვენს დრომდე მოღწეული „ქართლის ცხოვრების“ ნუსხათა
შორის ვახტანგის წინარე ხანაში გადაწერილი თითებზე არის ჩამოსათვლელი.

1913 წელს, მეცნიერმა ივ. ჯავახიშვილმა შემთხვევით „ქართლის ცხოვრების“, ერთ-


ერთი უძვირფასესი ხელნაწერი აღმოაჩინა. ლამისყანაში მასპინძლის საგვარეულო
წიგნსაცავში, მოსიყვარულე მასპინძელმა წიგნი თავის ძვირფას სტუმარს უსახსოვრა.
მკვლევარმა თბილისში ჩამოიტანა და მის გულდასმით შესწავლას შეუდგა.
ხელნაწერი საკმაოდ დაზიანებული აღმოჩნდა. მას თავი და ბოლო აკლდა.
დაზიანებული ჰქონდა აგრეთვე ყდაც. აშკარაა, ის თავდაპირველი არ იყო.წიგნი
დაწერილია საკმაოდ მსხვილი მხედრული ხელით, შავი მელნით. ხელნაწერი
უთარიღოა, მაგრამ აქვს გადამწერის ანდერძი, ანდერძი საკმაოდ ვრცელია. ამ
ანდერძის მიხედვით, ივანე ჯავახიშვილმა დაადგინა, რომ ხელნაწერი კახეთის
დედოფლის ანას დაკვეთით გადაუწერიათ. ამიტომ ამ ნუსხას ანადედოფლისეული,
ან კიდევ, შემოკლ ბულად. ა ნ ა ს ე უ ლი უწოდა. ანა ალექსანდდე კახთა მეფის
მეუღლე აღმოჩნდა. მასთან ერთად თვითონ ალექსანდრე მეფე და დედამისი,
დედოფალი ნესტან-დარეჯანიც, ისე ხაზგასმით არიან დასახელებულნი, რომ სამივეს
ღვაწლი ამ ძვირფასი ძეგლის გადაწერა-შემზადებაში უეჭველია. ჯავახიშვილის
აზრით, XV საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, უფრო ზუსტად, 1479—1495 წლებში
გადაუწერიათ. ასე რომ, ქრონოლოგიურად ეს ძეგლი „ქართლის ცხოვრების“
დღემდე ცნობილ ნუსხათა შორის უძველესია , შინაარსის მხრივ, ანადედოფლისეული
„ ქართლის ცხოვრება“ „მეფეთა ცხოვრების“ ტექსტით იწყება.

ივანე ჯავახიშვილს სურდა თვითონვე გამოეცა ეს ძვირფასი ძეგლი და საამისო


მუშაობას სისტემატურად ეწეოდა. მაგრამ მოულოდნელი სიკვდილის გამო (1940
წელს) განუხორციელებელი დარჩა. ივანე ჯავახიშვილის სიკვდილის შემდეგ
„ქართლის ცხოვრების“ ეს ხელნაწერი მისი ანდერძის თანახმად საქართველოს
სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში შევიდა. პირველად ის 1942
წელს გამოიცა სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით.

ივანე ჯავახიშვილის სახელთან არის დაკავშირებული აგრეთვე „ქართლის


ცხოვრების“ კიდევ ერთი ხელნაწერის გამომზეურება-აღმოჩენა. 1923 წლის 3 ივნისს
საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საერთო სხდომას ივანე
ჯავახიშვილი თავისი ახალი აღმოჩენის შესახებ მოახსენებდა,როგორც ივანე
ჯავახიშვილის შემდგომი კვლევა-ძიებით გამოირკვა „ქართლის ცხოვრების“ ეს
ხელნაწერი ერაჯ ჭალაშვილს მოუმზადებია და ეს სამუშაო 1731 წლის 29
ივნისისათვის დაუმთავრებია. რადგანაც „ქართლის ცხოვრების“ ამ ხელნაწერს იმ
სახით, როგორც მან ჩვენს დრომდე მოაღწია, ერაჯ ჭალაშვილის ხელი აქვს
გამოვლილი, მეცნიერები მას ახლა ე რ ა ჯ ჭალაშვილისეულს ან უფრო
შემოკლებულად ჭალაშვილისეულ „ქართლის ცხოვრებას“ უწოდებენ. ასე რომ,
არსებითად, განხილული ერაჯჭალაშვილისეული „ქართლის ცხოვრება“ ორი
ნაწილისაგან შედგება. ძ ვ ე ლ ი-ვახტანგის წინარე ხანისა და ახალი,
ვახტანგისეული რედაქციისა. იშვიათობის თვალსაზრისით, ჭალაშვილისეული
„ქართლის ცხოვრება“ უაღრესად მნიშვნელოვანი გამოდგა. ჯერ ერთი, მის ძველ
ნაწილში თამარ მეფის ცხოვრება ან ისტორია წარმოდგენილი აღმოჩნდა ისეთი
თხზულებით, რომელიც მხოლოდ აქ მოიპოვება და ჯერჯერობით სხვაგან არსად არ
არის ცნობილი, ივანე ჯავახიშვილის სიტყვით, რომ ითქვას, ერაჯჭალაშვილისეული
„ქართლის ცხოვრების“ უძვირფასესი სამკაულია“. ამ თხზულებას განსაკუთრებული
სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. იგი ბასილი ეზოსმოძღვარს მიეწერება.

XVII საუკუნის პირველ ნახევარში ქართლის მეფის, როსტომის მეუღლემ, მარიამ


დედოფალმა, გადააწერინა სამეფო სახლის საჭიროებისათვის „ქართლის
ცხოვრების“ ერთი ხელნაწერი. ამ უკანასკნელმა ჩვენს დრომდე მოაღწია და დღეს
ცნობილია მარიამდედოფლისეული ან შემოკლებით მარიამისეული „ქართლის
ცხოვრების“სახელწოდებით. ეს ღვაწლმოსილი მანდილოსანი. სამეგრელოს
მთავრის ლევან II დადიანის და იყო, მარიამი განათლებული ქალი იყო.
მარიამდედოფლისეული _ „ქართლის ცხოვრება“ უთუოდ 1633-1645 წლებში
გადაუწერიათ. რადგანაც ხელნაწერი მარიამ დედოფლის თაოსნობით გადაიწერა,
ცხადია, ის, თავიდანვე ქართლის სამეფოს სახლის საკუთრებას შეადგენდა და მის
ბიბლიოთეკას დიდხანს ამშვენებდა. რა ბედი ეწია
მარიამდედოფლისეულ „ქართლის ცხოვრებას“ XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის
ბოლოსათვის, როდესაც ქართლმა სრული პოლიტიკური კატასტროფა განიცადა და
ქართლის სამეფო სახლი იძულებული გახდა რუსეთს გადახვეწილიყო, ჩვენ არ
ვიცით. ვიცით მხოლოდ, რომ ეს ძვირფასი ხელნაწერი 1884 წლის გაზაფხულზე
აღმოაჩინა ცნობილმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ,, მანვე დაიწყო მისი
მეცნიერული შესწავლა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა კიდეც.
მცირე ხნის შემდეგ დიმიტრი ბაქრაძემ ხელნაწერი შესწირა მაშინ ახლადდაარსებულ
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ამჟამად კი,
„ქართლის ცხოვრების“ ეს ხელნაწერი. ინახება საქართველოს სსრ მეცნიერებათა
აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამა
ვრცელებელი საზოგადოების“ ხელნაწერთა ფონდში.

ძველ საქართველოში „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერი მოიპოვებოდა არა მარტო,


სამეფო სასახლესა და წარჩინებულთა ოჯახებში, არამედ ეკლესია-მონასტრებშიც.
ძეგლი ამშვენებდა ძველად საქართველოს დედაეკლესიის, მცხეთის სვეტიცხოვლის
წიგნსაცავსაც. ეს უკანასკნელი მცხეთის „ქართლის ცხოვრების“ სახელ წოდებით იყო
ცნობილი. იგი მოხსენებულია სვეტიცხოვლის წიგნებს შორის 1546 წლით
დათარიღებულ იმავე საყდრის ერთ საბუთში. მას, როგორც თავის წყაროს, XVIII
საუკუნის სამოციანი წლების „ქართ ლის ცხოვრების“ გადამწერნი
ასახელებენ ,მცხეთის „ქართლის ცხოვრება“ დიდი ხანია დაკარგულად ითვლებოდა
და არც ერთი ნუსხა, რომელიც უმეშვეოდ მისგან იქნებოდა გადმოწერილი, ცნობილი
არ იყო. მხოლოდ 1959 წლის შემოდგომაზე ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-
თანამშრომელმა აკაკი კლიმიაშვილმა ზემო იმერეთის სოფელ პატარა ხონში,
შემთხვევით აღმოაჩინა 1697 წელს სწორედ მცხეთური ნუსხის მიხედვით
გადაწერილი „ქართლის ცხოვრება“. ხელნაწერის შემკვეთი და გადაწერის მოთავე
ნიკოლოზ სამებელი ყოფილა. მას ძალიან სდომებია „ქართლის ცხოვრების“
გადაწერა თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ თურმე ეს წიგნი მთელ კახეთში აღარსად
იპოვებოდა. ეს ხელნაწერი ჩვენი წელთაღრიცხვის 1697 წელს გადაუწერიათ.

ასე რომ, თუ დღემდე ამ ტიპის „ქართლის ცხოვრების“ ოთხი ნუსხა მოგვეპოვებოდა,


ზემო იმერეთში აღმოჩენილი ხელნაწერის სახით ხელთა გვაქვს მცხეთის იმ
დაკარგული „ქართლის ცხოვრების“ ზუსტი პირი, რომელიც მის შესახებ საფუძვლიან
წარმოდგენას იძლევა. სწორედ ამაშია ხელნაწერის დიდი სამეცნიერომნიშვნელობა.
მასში წარმოდგენილია შემდეგი თხზულებანი: „მეფეთა ცხოვრება“ — ლეონტი
მროველისა. „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ — „ვახტანგის ცხოვრება“, რომელიც
ჯუანშერს მიეწერება. „არჩილის წამება“ — ლეონტი მროველისა. „მატიანე
ქართლისაი“. „დავითის ცხოვრება“. „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ –
სუმბატ დავითის . „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ და ჟამთააღმწერლის
სახელით ცნობილი ავტორის თხზულება.

ხუთიოდე წელიც არ გასულიყო. მას შემდეგ, რაც რუსეთში ერთი ნუსხა გადაუწერიათ.
ეს ის ცალია, რომელიც დღეს გიორგი მაჩაბლისეული ან უბრალოდ, მაჩაბლისეული
„ქართლის ცხოვრების“ სახელწოდებით არის ცნობილი. _ ხელნაწერი გიორგი
მაჩაბელს გადაუწერია ქ. მოსკოვში 1736 წელს ,მაგრამ გიორგი მაჩაბლის
განსაკუთრებული დამსახურება ისტორიული მეცნიერების წინაშე ის კი არ არის, რომ
„ქართლის ცხოვრე ბა“ გადაწერა, არამედ ისაა, რომ მას სახელდებით არჩილ მეფის
ნაქონი „ქართლის ცხოვრება“ გადაუწერია, ხელნაწერი 1774 წლამდე ქ. მოსკოვში
დარჩენილა. 1761 წლის 24 სექტემ- ბერს ის მოსკოვში უნახავს საქართველოდან
ჩასულ წილკნელ ქრისტეფორეს ,1774 წელს ხელნაწერი რომელიღაც რუსთველს
საქართველოში გამოუგზავნია.

XIX საუკუნის დამდეგისათვის, როდესაც ბატონიშვილები რუსეთში გადაასახლეს,


ხელნაწერსაც მოუწია პეტერბურგში გადასვლა ,1923 წელს ახალგაზრდა საბჭოთა
სახელმწიფოს მთავრობამ დიდი ლენინის მეთაურობით საქართველოს დაუბრუნა
პეტერბურგის სიძვე ლეთსაცავებიდან ქართული ხელნაწერების მნიშვნელოვანი
ნაწილი და მათ შორის „ქართლის ცხოვრების“ ეს ნუსხაც.

XVII საუკუნის ბოლოსათვის „ქართლის ცხოვრების“ ზოგიერთი ხელნაწერი იმდენად


დამახინჯებული აღმოჩნდა, რომ მისი შინაარსის გაგება უაღრესად გაძნელებული
იყო. ქართლის ცხოვრებაში აღინიშნებიდა სხვა ნაკლიც, ყველაფერი ეს XVIIს-ის
ბოლოსთვის ხსენებული კრებულის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებდა.

You might also like