You are on page 1of 6

ელექტრული დენის ბუნება სხვადსხვა

გარემოში
 რა არის ელექტრული დენი?
ელექტრული დენი ეწოდება დამუხტული ნაწილაკების მიმართულ
მოძრაობას.
ელექტრული დენის ბუნების უკეთ გასაგებად მას ხშირად ადარებენ
ჰიდრავლიკურ სისტემას.
ელექტრული დენი მიმართულია პოზიტიური ბოძიდან (პლიუსიდან)
უარყოფითისკენ (მინუსისკენ), თუმცა სინამდვილეში ელექტრონები
საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.
● ომის კანონის მიხედვით დენის ძალა პროპორციულია გამტარზე
მოდებული ძაბვისა და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა.
I=U/R
ელექტრული დენი სითხეში

ელექტრობის გამტარობის მიხედვით, სითხე შეიძლება იყოს გამტარი,


დიელექტრიკი და ნახევარგატარი.
გამტარებს მიეკუთვნება ელექტროლიტების - მჟვების, ტუტეებისა და
მარილების ხსნარები.
სითხეს შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული გამტარობაც. ასეთი
გამტარობა ახასიათებს თხევად ლითონებს.
თხევადი ნახევარგამტარებია გამდნარი სელენი, სულფიდთა ნადნობები.
დიელექტრიკებია ზეთი, ნავთი, ბენზინი, დიზელის საწვავი და სხვა.

ელექტრული დენი სითხეებში არის დადებითი და უარყოფითი


იონების მიმართული მოძრაობა.
ელექტროლიტი
ელექტროლიტებს უწოდებენ გამტარ გარემოს,
რომელშიც ელექტრული დენის გავლას თან ახლავს
ნივთიერების გადატანა. ელექტროლიტებში
თავისუფალი მუხტის მატარებლებს დადებითად და
უარყოფითად დამუხტული იონები წარმოადგენენ.
ელექტროლიტებს განეკუთვნებიან გამდნარ
მდგომარეობაში მყოფი მარავალი მეტალის შენაერთი,
და ასევე ზოგიერთი მყარი ნივთიერება. მაგრამ
ელექტროლიტების ძირითად წარმომადგენლებს,
რომლებსაც ფართოდ იყენებენ ტექნიკაში,
არაორგანული მაჟავეების, მარილებისა
და ფუძე წყალხსნარები წარმოადგენენ.
ელექტროლიტში ელექტრული დენის გავლას თან ახლავს
ელექტროდებზე ნივთიერების გამოყოფა. ამ
მოვლენას ელექტროლიზს უწოდებენ.

 ელექტროლიტი-
მჟავების, ტუტეებისა დ
მარილების ხსნარები.
 ელექტროლიტში ელექტრული დენი ორივე ნიშნის იონების ერთმანეთის
საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობას წარმოადგენს. დადებითი იონები
მოძრაობენ უარყოფითი ელექტროდისკენ (კათოდისკენ), უარყოითი იონები
კი დადებითი ელექტროდისკენ (ანოდისკენ). იონები მჟავების, მარილებისა
და ტუტეების წყალხსნარებში  ნაწილი ნეიტრალური მოლეკულების გახლეჩვის
შედეგად წარმოიქმნება. ამ მოვლენას ელექტრულ დისოციაციას უწოდებენ.
მაგალითად, სპილენძის ქლორიდი, CuCl2  წყალხსნარში დისოცირდება
სპილენძისა და ქლორის იონებად:
CuCl2⇌Cu2+2Cl
ელექტროდების დენის წყაროსთან მიერთებისას  ელექტრული ველის
მოქმედებით იონები იწყებენ მოწესრიგებულ მოძრაობას: სპილენძის
დადებითი იონების კათოდისკენ მიემართებიან, ხოლო ქლორის
უარყოფითი იონები - ანოდისაკენ.

სპილენძის ქლორიდის წყალხსნარის ელექტროლიზი .


 მიაღწევენ რა კათოდს სპილენძის იონები  კათოდის ჭარბი
ელექტრონებით ნეიტრალდებიან, ნეიტრალურ ატომებად
გარდაიქმნებიან და ილექებიან კათოდზე. ქლორის იონები აღწევენ
რა ანოდამდე, გასცემენ ერთ ელექტრონს. ამის შემდეგ ქლორის
ნეიტრალური ატომები წყვილ-წყვილად ერთდებიან და ქმნიან
ქლორის მოლეკულას Cl2. ანოდზე ქლორი ბუშტუკების სახით
გამოიყოფა.
 ბევრ შემთხვევაში ელექტროლიზს თან ახლავს ელექტროდებზე
გამოყოფილი დაშლის პროდუქტების მეორადი რეაქცია
ელექტროდების მასალასთან ან გამხსნელთან. მაგალითს
წარმოადგენს სპილენძის სულფატის  წყალხსანარის
CuSO4 (სპილენძის კუპოროსის) ელექტროლიზი იმ შემთხვევაში, როცა
ელექტროდები ჩაშვებულია სპილენძისაგან დამზადებულ
ელექტროლიტში.
 ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების m მასა ელექტროლიტში
გატარებული Q მუხტის  პირდაპირპროპორციულია:
m = kQ = kIt.
სადაც m ელექტროლიზის დროს გამოყოფილი ნივთიერების მასაა,q
ელექტროდზე მისული მუხტი, I ელექტროლიტში გამავალი დენი, t დროის შუალედი,
რომლის განმავლობაშიც ელექტროლიზი მიმდინარეობდა, k პროპორციულობის
კოეფიციენტი - მოცემული ნივთიერების ელექტროქიმიური ეკვივალენტია,
დამოკიდებულია ნივთიერების გვარობაზე.

ელექტროქიმიური ეკვივალენტი რიცხობრივად ტოლია ნივთიერების მასისა,


რომელიც გამოიყოფა ელექტროდზე იონების მიერ 1კ მუხტის გადატანისას.

ელექტროლიზს ფართოდ იყენებენ ტექნიკაში სხვადასხვა მიზნით.


ელექტროლიზური მეთოდით ფარავენ ერთი ლითონის ზედაპირს მეორის თხელი
ფენით. ეს საფარი ზედაპირს იცავს კოროზიისგან. ელექტროლიზის საშუალებით
ასუფთავებენ ლითონებს მინარევებისგან. მაგალითად, მინარევებიანი სპილენძის
მადანს ასხამენ სქელი ფურცლების სახით, რომლებსაც შემდეგ ათავსებენ აბაზანაში
ანოდად. ელექტროლიზის დროს ანოდის სპილენძი იშლება, მინარევები, რომლებიც
ძვირფას და იშვიათ ლითონებს შეიცავს, ფსკერზე ილექება, კათოდზე კი სუფთა
სპილენძი გამოიყოფა.

You might also like