You are on page 1of 12

ანტიკური

მითოლოგია
ლექცია XII
ორესტეა

წყარო: ესქილე „ორესტეა“,


სოფოკლე „ელექტრა“, ევრიპიდე
„ელექტრა“, „ორესტესი“
აგამემნონის დაბრუნება და სიკვდილი

ტროას ომიდან მიმდინარეობის დროს აგამემნონის


ბიძაშვილი ეგისთოსი და მეუღლე კლიტემნესტრა
საყვარლები გახდნენ და აგამემნონის დაღუპვა
განიზრახეს. აგამემნონი კასანდრასთან ერთად ჩამოვიდა
მიკენში.
დაბრუნებულ მეუღლეს მეწამული ხალიჩა დაუგო
კლიტემნესტრამ. აგამემნონი თავიდან შეყოვნდა, რადგან
ასეთი პატივი მხოლოდ ღმერთებს ეკუთვნოდათ, მაგრამ
ბოლოს მაინც გაიარა ხალიჩაზე. კასანდრამ დაინახა
მომავალი, იწინასწარმეტყველა რაც მოელოდა
აგამემნონს, მაგრამ მისი მისნობისა არავის სჯეროდა.
როდესაც აგამემნონი განიბანა, კლიტემნესტრამ და
ეგისთოსმა ბადე წამოაცვეს და ნაჯახით აკუწეს. ამავე
ნაჯახით გამოასალმეს სიცოცხლეს კასანდრაც.
ბადეში გახვეული აგამემნონის სიკვდილი მრავალი
ასპექტით უჩვეულოა და რიტუალურიც. პირველ რიგში, მისი
მეწამულ ხალჩაზე გავლა ჰიბრისის გამოვლენის მაგალითი
იყო. მან ღმერთებს გაუტოლა თავი; რიტუალური ასპექტით
აგამემნონის სიკვდილი უჩვეულოა - ის ერთი მხრივ, არის
მეფე - ადამიანი, რომელიც ბადეშია გახვეული არც
შიშველია, არც ჩაცმული, მეორე მხრივ კი ის შესაწირი
ცხოველია, რომელსაც დაკლავენ. ამგვარი ამბივალენური
რიტუალური მოტივი, ევროპულ ფოლკლორულ
ტრადიციაში ხშირადაა დადასტურებული მეფე-ქურუმის
სახით, რომელსაც ღალატობს ან ღუოავს მეუღლე, ხოლო
შემდეგ მისი შვილი ან მემკვიდრე მასზე შურს იძიებს.
კლიტემნესტრა

ტინდარეოსის ასული და ელენეს და, აგამემნონის


მეუღლე. კლიტემნესტრას მიერ მეუღლის
მკვლელობის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:
• აგამემნონმა მოკლა მისი პირველი მეუღლე და
ჩვილი ვაჟი. ამის შემდეგ მოახერხა მისი ცოლად
შერთვა;
• ელენე - კლიტემნესტრა გამუდმებით იყო
ელენეს ჩრდილში, თავდაპირველად მისი
ხელის აურაცხელი მთხოვნელების გამო, მის
გამო დაწყებული ომის, რომელშიც მისი ქმრის
მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავდა
და ბოლოს ელენეს მიზეზით ატეხილ ომს
ეწირება მისი შვილი იფიგენია, მხოლოდ
იმიტომ რომ ბერძენთა ხომალდება გზა
განაგრძონ ტროასკენ;
• კასანდრა - აგამემნონმა ის არ იკმარა, რომ
ელენეს მიზეზით ატეხილ ბრძოლაში 10 წლით
წავიდა, ჩამოსვლისას თავისი საყვარელი
კასანდრა ჩამოიყვანა და სასახლეში ყველას
უბრძანა მას პატივით დახვედროდნენ.
კლიტემნესტრას მითოსური სახის ძირითადი ასპექტები

• კლიტემნესტრა (ბერძნ. თავისი ჩანაფიქრით განთქმული), როგორც ინტელექტუალური ქალი -


ესქილე ყველა შესაძლო შემთხვევაში საგანგებოდ უსვამს ხაზს კლიტემნესტრას ინტელექტუალურ
ნიჭსა და შესაძლებლობებს. უკვე პირველ სცენაში გუშაგი მოგვითხრობს კოცონთა სასიგნალო
სისტემის შესახებ, რომელიც დედოფალმა მოიფიქრა, რათა ამ გზით რაც შეიძლება სწრაფად
შეეტყო ტროას დაცემა. გუშაგი ქალს, რომელმაც ეს დაგეგმა „კაცურად განმსჯელი იმედიანი გულის
მქონე“ ქალად მოიხსენიებს
• კლიტემნესტრა, როგორც შურისმგებელი - კლიტემნესტრა მზაკვრობისა და დანაშაული დაგეგმვაში
დახელოვნებული პერსონაჟია. მას აქვს უნარი ჩაიფიქროს ბოროტმოქმედება და ყოფნის
ნებისყოფა, რომ თავშეკავება და თვითკონტროლი არ დაკარგოს;
• კლიტემნესტრა, როგორც ძალაუფლების მოსურნე ქალი - კლიტემნესტრა ნათელი მაგალითია არა
მხოლოდ მეორე სქესზე შურისძიების და მისი განადგურების, არამედ ქალის მმართველობის
დამკვიდრების. მისი პიროვნული შურისძიება ქმრის მკვლელობით არ სრულდება და
ძალაუფლების აშკარა უზურპაციაში გადადის.
• კლიტემნესტრა, როგორც არქაული დემონური დამსჯელი ძალის განსახიერება - ესქილეს ტექსტში
ვკითხულობთ, რომ აგამემნონის ცოდვები, დედოფლის თქმით, იმდენად დიდია, რომ მას თავად
დემონი სჯის, რომელიც მასში, კლიტემნესტრაშია განსხეულებული . კლიტემნესტრა ტრილოგიაში
არა მხოლოდ შურისმაძიებელ ცოლს, არამედ კოსმიური ძალის განსახიერებას წარმოადგენს , ეს .
მეცნიერებაში არაერთგზის ყოფილა აღნიშნული . მაგალითად, მარეის აზრით , კლიტემნესტრას და
აგამემნონს, მართალია, პიროვნული და ადამიანური მოტივები ამოძრავებთ , მაგრამ ეს
პერსონაჟები რაღაც ზეადამიანურის და მარადიულის ინსტრუმენტებად გვევლინებიან . ეს
გაცნობიერებული აქვს კლიტემნესტრას, ამიტომაც აცხადებს , რომ იგი მხოლოდ იარაღია დემონის
ხელში;
ორესტესი და
ელექტრა
აგამემნონის მოკვლის შემდეგ კლიტემნესტრას და ეგისთოსს სურდათ თავიდან მოეცილებინათ
ტახტის მემკვიდრე ორესტესიც, მაგრამ იგი შეიფარა ფოკისის მეფემ . აქ მან 7 წელი დაჰყო
დაუახლოვდა მეფის ძეს, პილადესს. როდესაც სრულწლოვანი შეიქნა , შურისძიება განიზრახა .
დელფოს ორაკულმა მას დედისა და ეგისთოსის მოკვლა უბრძანა.
ელექტრა, რომელიც მამისეულ სახლში ცხოვრობდა, არ პატიობდა დედას და ეგისთოსს მამის
მოკვლას და არც შემდეგ მისი საფლავის შეურაცხყოფას. ორესტესი ჩუმად ბრუნდება შინ და
აგამემნონის საფლავზე დებს თმის კულულს.
ამასობაში კლიტემნესტრა ხედავს სიზმარს, რომ შვა გველი, რომელიც მკერდზე მიიკრა და ძუძუ
მოაწოვა. გველმა რძესთან ერთად სისხლი გამოსწოვა. დედოფლის სიზმარი ასე ახსნეს -
განრისხებული მიცვალებულის სული სასტიკი რისხვით გაუსწორდებოდა მკვლელების სახლს . ამ
სიზმრის შემდეგ კლიტემნესტრა გადაწყვეტს სულის მოსამადლიერებელი მსხვერპლი შესწიროს
აგამემნონს და ამ დროს ელექტრა ძმის თმის კულულს შეამჩნევს საფლავზე.
ცოტა ხანში ორესტესი გამოეცნაურება დას და დედის სიზმარსაც ახსნის - ის თავადაა გველი ,
რომელიც მოდის შურისგების აღსასრულებლად. და-ძმა პილადესის დახმარებით დაგეგმავენ
შურისგებას. ორესტესი მიდის სასახლეში, სადაც მას ვერავინ ცნობს და დედას ვითომ ორესტესის
სიკვდილს ამცნობს. ამასვე აცნობებენ ეგისთოსსაც. ორესტესი მაშინვე კლავს ეგისთოსს , მაგრამ
კლიტემნესტრა გაიშიშვლებს მკერდს, რომელსაც აწოვებდა და ცდილობს გული მოულბოს . ორესტესი
შეყოყმანდება, მაგრამ პილადესი პირობას ახსენებს და ორესტესიც კლავს დედას.
ორესტეას ძირითადი მითოსური
ასპექტები
• არგუმენტებს, თუ რატომ უნდა დაისაჯოს კლიტემნესტრა
სიკვდილით, ორესტე დედის მკვლელობის სცენაში
აცხადებს. ამ ეპიზოდში კლიტემნესტრა დედის როლში
წარმოჩნდება. იგი ორესტეს შენდობისკენ მოუწოდებს
და მის წინაშე მკერდს აშიშვლებს. იგი ახსენებს
ორესტეს, თუ როგორ წოვდა იგი ამ მკერდიდან ძუძუს.
ეს ჟესტი გადმოსცემს დედოფლის, როგორც
დედობრივ, ისე სექსუალურ ასპექტს, რამეთუ
გაშიშვლებულ მკერდს აქვს, როგორც საზრდოს
მომცემი, ისე ეროტიკული ფუნქციაც;
• ორესტესი ადანაშაულებს კლიტემნესტრას, როგორც
ცოლსა და როგორც დედას. მან უღალატა ქმარს,
მოკლა იგი და გააძევა ვაჟიშვილი. მიზნით
კლიტემნესტრა ორესტესს აგამემნონის ბრალეულობის
შესახებ ეკითხება, ორესტესი პასუხს თავს არიდებს და
აქცენტი ქალისა და მამაკაცის როლების შეფასებაზე
გადააქვს.
• ორესტესი არ არის ე.წ. მამრობით ღირებულებათა
ისეთივე უკიდურესი განმახორციელებელი, როგორც
აგამემნონი. მას უმძიმს დედის მოკვლა. მას ჯერ
დარწმუნება სჭირდება,შემდეგ, დედის მოკვლის წინ კი –
გამაგრება-შეხსენება. ასევე იგი აცნობიერებს თავის
უღვთო საქციელს. სწორედ ამგვარი
დამოკიდებულებით განსხვავდება ორესტე
აგამემნონისაგან, რომელიც იფიგენიას
მსხვერპლშეწირვის წინ ეჭვებით არ იყო მოცული
ორესტეას ძირითადი ასპექტები
• დედის მკვლელობის შემდეგ ორესტესს ხელში უჭირავს ის
საბედისწერო ბადე, ასე ვთქვათ, ნივთმტკიცება, რომელიც
კლიტემნესტრამ აგამემნონის მკვლელობისას გამოიყენა .
იგი მოთქვამს ჩადენილი მკვლელობის გამო და დასტირის
მთელ გვარს, რადგან მისი გამარჯვება არის, მისივე
სიტყვებით, არის დანაშაული, შებილწვა და არაშესაშური
საქმე. ორესტესი გრძნობს, რომ იგი დანაშაულისგან
განწმენდას საჭიროებს. ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდეს
დელფოში, როგორც მავედრებელი, რამეთუ ნათესავთა
სისხლის დამღვრელნი სწორედ იქ მიდიან განსაწმენდად.
• „ორესტეაში“ მამაკაცისა და ქალის ოპოზიცია რომ
ცენტრალურია, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ
მეცნიერთა
• ერთი ნაწილი „ორესტეას“ მატრიარქატს – ქალთა
მმართველობასა და პატრიარქატს – მამაკაცთა
მმართველობას შორის ბრძოლის ამსახველ დოკუმენტად
მოიაზრებს. ასე მაგალითად, მეცნიერების – „ორესტეას“
ერთ-ერთი ფუძემდებლური გამოკვლევის ავტორის ჯ.
ტომსონის და ჯ. როკველის აზრით, „ორესტეა“ არის
საზოგადოებაში მომხდარ ცვლილებათა რიტუალური
თხრობა, იგი ქალის მმართველობიდან მამაკაცის
მმართველობაში გადასვლის ამსახველ რიტუალს
წარმოადგენს.
ორესტესის დედის მკვლელობისათვის ერინიები სდევნიდნენ
სასამართლო ორესტესს, რომელმაც დელფოს შეაფარა თავი.
დელფოს დიდმა ღვთაებამ, აპოლონმა, მას ათენში
წასვლა უბრძანა. ქალღმერთმა ათენამ არესის
ბორცვზე ათენელი დიდებულები მიიწვია და
ორესტესი სამსჯავროს წინაშე წარსდგა. იგი
დედამისს ორმაგ დანაშაულში სდებდა ბრალს:
მეუღლის მკვლელობასა და საკუთარი შვილების
დაობლებაში. ერინიათა პასუხი კი ასეთი იყო:
დედის მოკვლაზე უფრო მძიმე დანაშაული არ
არსებობს. შურისძიება მხოლოდ იმ სისხლით
ნათესავებზე უნდა აღსრულდეს, რომლებიც დედის
მხრიდან არიან.
კლიტემნესტრას, ერინიათა აზრით, არ ჩაუდენია
დანაშაული, რადგანაც ქმარი, რომელიც მოკლა,
მისი სისხლით ნათესავი არ ყოფილა. აპოლონმა
სცადა ორესტესის გამართლება. მან აღნიშნა, რომ
მამა, ვითარცა სისხლით ნათესავი, უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე დედა. იგია ახალი
სიცოცხლის შემოქმედი, დედა კი მხოლოდ
აღვივებს მის ნაყოფს. შესაბამისად,
კლიტემნესტრამ ჩაიდინა შემზარავი დანაშაული,
რადგანაც შებღალა ქორწინების წმინდა წესი.
ათენელ უხუცესთა ხმები ორად გაიყო და მხოლოდ
ათენამ გადაწყვიტა ორესტესის ბედი: მან
გაამართლა ორესტესი. განრისხებული ერინიები
რომ დაემშვიდებინა, თავის ქალაქში მათი კულტი
დააწესა. მას შემდეგ ერინიები ადამიანთა
კეთილისმყოფელ ღვთაებებად იქცნენ და მათ
ევმენიდები ეწოდათ
ერინიების და სასამართლოს
ფუნქციისათვის
• ერინიების ეპიზოდში უმნიშვნელოვანესი ასიპექტია ის, ქალღმერთებმა ორესტესი ჭკუიდან
შეშალეს. ფსიქიკური აშლილობის შემოტანა მითში ნოვაცია იყო ანტიკური დრამისათვის . ერინიები
განასახიერებდნენ სინდისის ქენჯნას, რომელსაც შეუძლია მოკლას და ფსიქიკურად შეშალოს
ადამიანი. ეს მომენტი იმდენად ძლიერია, რომ ორესტესს უკვე აღარ შველის განწმენდის და
ნათესავის სისხლის ჩამორეცხვის ტრადიციული რიტუალები (მსხვერპლშეწირვა , ტაძრისთვის
თავის შეფარება, და სხვ.)
• საგულისხმოა, რომ ერინიების აღწერა და მათი იდენტიფიცირება ძალიან რთულია . ესქილეს
„ევმენიდებში“ ვკითხულობთ: „მოგმართავთ თქვენ, რომლებსაც არაფერი გაქვთ საერთო ცოცხალ
არსებებთან, არც ქალღმერთებთან, რომლებიც ღმერთებთან თანაცხოვრობენ და არც ადამიანებს
მიგიგავთ რამე“. აქ მინიშნება გვაქვს არაპერსონიფიცირებულ ღვთაებებთან. სასამართლოზე
ერინიები თავად გვამცნობენ თავიანთ ფუნქციას: „ასეთი ხვედრი დაგვიდგინა უმოწყალო მოირამ
მკაცრად: რომ გონებადაბნეულ მოკვდავებს, რომლებმაც ნათესაური სისხლის დაღვრით
გაისვარეს ხელი, მივსდიოთ სიცოცხლის ბოლომდე“
• აპოლონი, რომელიც პირველივე სცენაში გამოდის ერინიების წინააღმდეგ , ზევსის ნების
განმცხადებელია. აპოლონი ერინიების მიმართ აგრესიული და ერთობ კატეგორიულია . როცა
აპოლონი მათ ეკითხება, თუ რატომ არ სდევნიან ისინი კლიტემნესტრას, ცოლს, რომელმაც მოკლა
ქმარი, ერინიები პასუხობენ: – იმიტომ, რომ ეს სისხლით ნათესავის მკვლელობა არ იყოო.
რამდენადაც ნათესავთმკვლელის დასჯა არის მათი ფუნქცია, შესაბამისად , ისინი სისხლით
ნათესაურ კავშირს უფრო მნიშვნელოვნად თვლიან, ვიდრე საქორწინო ურთიერთობას . აპოლონი
კი უპირატესობას საქორწინო კავშირს აძლევს
• ერინიების და შემდგომ ორესტესის სასამართლო უმნიშვნელოვანეს გლობალურ პრობლემასაც
გვაჩვენებს - პრობლემა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, დასჯილი უნდა იყოს დედისმკვლელი ,
თუ შეწყალებული არამედ იმაშიც, მიაღწევს თუ არა წარმატებას კაცობრიობა ახალი წესრიგის
დამყარებაში, თუ იგი არის განწირული საიმისოდ, რომ ძველი კონფლიქტებში შთაინთქას
(ტანტალოსის და ატრევსის მოდგმის წყევლა). იმისთვის, რომ დადგინდეს ახალი სამართალი და
დამკვიდრდეს ახალი წესრიგი, ცვლილება ყველა დონეზე უნდა იქნას განხორციელებული . მითის
ლოგიკის თანახმად, უნდა გაუქმდეს ის, რაც არსებობს, რათა შემდეგ იგი თავიდან შეიქმნას.
ორესტესი ტავრისში
მითის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ერინიების
დევნით გაწამებულ ორესტესს აპოლონი ურჩევს,
ეწვიოს სკვითიურ ტავრისს და იქიდან არტემისის
წმინდა ქანდაკება ჩამოიტანოს. ტავრისში
იმყოფებოდა ორესტესის და იფიგენიაც, რომელიც
ტროას ომის დაწყების წინ არტემისმა მსხვერპლად
შეწირვას გადაარჩინა. ტავრისში ჩასული ორესტესი და
პილადესი შეიპყრეს, რათა არტემისისათვის შეეწირათ
მსხვერპლად. იფიგენია არტემისის ქურუმი იყო.
სწორედ მას ეხებოდა მსხვერპლშეწირვათა
აღსრულება. მან იცნო თავისი ძმაც, პილადესიც,
გაათავისუფლა ისინი და მათთან ერთად საბერძნეთში
გაიქცა. თან გაიყოლა არტემისის წმინდა ხატიც.
აპოლონის სურვილი აღსრულდა.
და ბოლოს...

შევხვდებით მომავალ ლექციაზე :)))))

You might also like