You are on page 1of 6

“ღვთიური სასჯელისა” და “ღვთიური

შერიგების” იდეა ბერძნულ ტრაგედიებში


ძ.წ. V საუკუნიდან საბერძნეთში ტრაგედიის ჟანრის შექმნასთან ერთად ოწყება მისი
მნიშვნელობის შეუქცევადი აღმასვლა, რადგან ტრაგიკულ ნაწარმოებათა იდეები
ხდება ცხოვრების წესი. ფაქტობრივად, ახალი პოლიტიკური და რელიგიური ეპოქა
იქმნება და, მათთან ერთად, ლიტერატურულიც. ამ პერიოდის ბერძენი ტრაგიკოსები
არიან ევრიპიდე, სოფოკლე და, რა თქმა უნდა, ესქილე.

მათი იდეები და წარმოდგენები, ბუნებრივია, ისევ და ისევ ეპოქის მთავარ რწმენებს


ეყრდნობა. ეს იკვეთება პერსონაჟებით, მათი ქცევით, სიუჟეტითა და პიესების
მთელი მსვლელობით - ადამიანური ბედი და სამართალი, რომელიც არ არსებობს
ღვთიური განგებისა და წესების გარეშე. ბერძნული ტრაგედიების ნარატივებში
იკითხებაა, რომ ადამიანის ცოდვები: ბრიყვული, თავხედურად თამამი, რიგ
შემთხვევებში, ბოროტი და ავხორცული ქმედებები, ღვთიურად ამბიციურ
მისწრაფებებთან ერთად- აუცილებლად ხდება ღმერთების განრისხებისა და
უმოწყალო “ღვთაებრივი სასჯელის” მიჩენის მიზეზი. ნებისმიერი მოკვდავის
წარმოდენა, რომ ღვთაებრივი, განსაკუთრებით კი ზევსის, წესრიგის წინააღმდეგ
ჩადენილი ცოდვისთვის არ გადაიხდის, არის აბსურდი, რომლის ქსელშიც თავადვე
ეხვევა და სამსხვერპლო მწერივით იტანჯება განაჩენით. მნიშვნელოვანი ასპექტია
სასჯელის ციკლურობა, ანუ მემკვიდრეობითობა. ცოდვილის სასჯელს, წყევლასა და
უბედურებათა კასკადს ვერც მისი შთამომავლები დაუსხლტებიან ხელიდან
მშრალად. პირიქით, საძირკველად ჩაყრილ პირველ ცოდვას შთამომავლები ახალ
ცოდვებს აშენებენ.

პირველი, ვინც “ღვთიურ სასჯელზე” შეიძლება გაგვახსედეს, არის ოიდიპოს მეფე,


სოფოკლეს ამავე სახელწოდების ტრაგედიიდან. როგორც აღვნიშნე, ღმერთებს არ
უყვართ, როცა მათ დადგენილ წესრიგს არღვენე, ამიტომ, ოიდიპოსის
წინასწარმეტყველების პირველი პუნქტის ასრულებისთანავე, იწყება პერსონაჟის
აღმასვლა, რათა უფრო ძლიერად დაეცეს იგი ძირს, როცა მისი სასჯელის სისასტიკეს
გაიგებს. აღმასვლის პირველი საფეხური კი სფინქსის გამოცანის ამოხსნაა. დედის,
იოკასტეს, ცოლად შერთვით, თავისივე შვილების ძმობით, რომლებიც იმავე საშოდან
დაიბადნენ, რომლიდანაც თავად ოიდიპოსი, იგი ხდება ბერძნული ტრაგედიების
ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ღვთიური სასჯელის მსხვერპლი.

სასოწარკვეთილსა და თვითგვრემით დაჩოქებულ ოიდიპოსს აღარაფერი დარჩნოდა


გარდა თავისი და იოკასტეს შვილების, ანუ ამავსდროულად თავისი და-ძმებისთან
ყველაფრის
აღსარებასავით აღიარება
და მათი ღმერთს
მინდობა.

დაბრმავებული
ოიდიპოსის შვილების
ღმერთს მინდობა Ბენინ
განარუ(1784)

აღსანიშნავია
ოიდიპოსისა და
ანგიტონეს
ურთიერთობა, რადგან
დაბრმავებული და,
ღმერთებთან ერთად,
სხვა შვილების მიერ
უკუგდებული
ოიდიპოსის
თანამგზავრად იქცა, რაც
მოთხრობილია
სოფოკლეს ”ოიდიპოსი
კოლონოსში”.

ანტიგონე მიუძღვება
თებედა მიმავალ ოიდიპოსს. ჩარლზ ჯალაბერტი (1842)

როცა ღვთიურ სასჯელზე ვსაუბრობთ, საკვანძოდ მნიშვნელოვანია ესქილეს


“ორესტეაზე” საუბარი. “ორესტეას” ტრილოგია არ არის დანაშაულისა და სასჯელის
მთლიანი ციკლი, რადგან ატრევსის შთამომავალთა წყევლა ელენეს მოტაცებამდე,
იფიგენიას შეწირვამდე, ტროას ომის დაწყებამდე, ტროას აღებასა და აგამემნონის
მკვლელობაზე ბევრად ადრე ჯერ კიდევ აგამემნონის დიდი ბაბუის, ტანტალოსის
დროს დაიწყო, თუმცა გადამწყვეტი მოვლენა ატრევსის მიერ თიესტესზე სარეცლის
შელახვის გამო შურისძიება იყო. ძმისშვილების დახოცვა, მათი
ხორცისგან თავად თიესტესისთვის
ნადიმის გამართვა და ღვარძლიანი
შურისძიება იქცა ატრევსის მთელი
შთამომავლობის დაწყევლისა და
დაუნდობელ შურისძიებათა ციკლის
დაწყების სასტარტო გასროლა.
რთულია, იპოვო იმაზე რეალური
მიზეზი დამსახურებული “ღვთიური
სასჯელისა”, ვიდრე ეს ატრევის
შთამომავლების შემთხვევაშია
რადგან არათანაბარი შურისძიებით
დაირღვა ბალანსი სამართლის
ცნობილი ფორმულისა “თვალი
თვალის წილ”, განარისხა ღმერთები
და მთელ თავის შთამომავლობას
მომაკვდინებელი სენი უანდერძა.
ამის გამო ეგისთოსს, ატრევსი და თიესტესი (უცნობი ავტორი 1410წ) თიესტესის
გადარჩენილ ვაჟს, არ ასვენებს შემდეგ შურისძების წყურვილი,

რის გამოც, ატრევსის სიკვდილის


მიზეზი ეგისთოსის მახვილი
გახდება და მისი შურისძიება
ატრევსის შემდეგ თაობასაც
მისწვდება. ”ორესტეას” I ნაწილ
”აგამემნონში” კლიტემნესტრა და
ეგისთოსი ტროას ომს
გადარჩენილ აგამემნონს
იმსხვერპლებენ, ერთი ვერსიით,
იფიგენიას შეწირვისთვის.
ღვთიური სასჯელის ეს
მემკვიდრეობითობა

Აგამემნონის სიკვდილი მალერ მიულერი (1818) ისე ძლიერ და სწრაფად


ვითარდება, რომ მოვლენათა თანმიმდევრობის მიდევნებისას თვალის
დახამხამებასაც ვერ ასწრებ და კიდევ ერთხელ რწმუნდები ღმერთების ნებასა და
ძლევამოსილებაში.
როცა ფიქრობ, რომ
საკმარისი იტანჯა უკვე ყველა, ღმერთებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ მისასჯელი
ადამიანთათვის. უკვე ”ქოეფორებში” აგამემნონისა და კლიტემნესტრას ვაჟი,
ორესტესი, იქცევა დედის მკვლელად თავის და - ელექტრასთან ერთად. შურისძიების
სისხლმოწყურებული ორესტესი მამის საფლავთან ამოთქვამს :

“მკვლელობით ჯერად დაუკმაყოფილებელი ერინისი შეურეველ სისხლს დალევს


მესამე თასით” 1

რითიც მემკვიდრეობითი მკვლელობების ციკლის გაგრძელებას იმედოვნებს.

იფიგენიას მსხვერპლშეწირვა
აგამემნონს, მემკვიდრეობითის გარდა, კისერს საკუთარი ცოდვაც უმძიმებდა -
არტემისის ირმის მკვლელობა, ამიტომ, წესისამებრ, იგი ტრაგიკულ
გარდაცვალებამდეც იმსახურებდა ღვთიურ სასჯელს- არტემისთან ცოდვის
გამოსასყიდად მას იფიგენიას შეწირვა ედო ვალად. აგამემნონის ორმაგად
დამძიმებულ ცოდვილობაზე ევრიპიდე “იფიგენია ავლისში” გვიამბობს. ავლისში
ჩამოტყუებულ იფიგენიას მსხვერპლად შეწირვისას აარტემისი სულ ბოლოს
"ინდობს” მას და, თუმცა მიწიერ ცხოვრებას არ უბრუნებს, ირმად ქცევითა და მისი
სულის ღმერთებთან აფრენით უკვდავყოფს იფიგენიას.

ეს, ნაწილობრივ, არის მაგალითი ღმერთების აქამდე განხილული თვისებებისგან


განსხვავებული ჩვევის გამოვლენისა. ღმერთებს, “ღვთიური სასჯელის” გარდა,
შეუძლიათ ცოდვილ ადამიანებს, მონანიების შემთხვევაში, “ღვთიური შერიგებით”
უპასუხონ, რისი არაერთი მაგალითის მოიძებნება, რადგან მაინც, როდემდე
შეიძლება “ღვთაებრივი სასჯელის” უღელი ედგას მოკვდავთა შთამომავლობის ხაზს.
ერთი შეხედვთ, მრისხანე ღმერთები, რომლებიც ადამიანთა გასამართლებისას წვეთ
ლმობიერებასაც არ იჩენენ, მოკვდავთა ტანჯვით საკმარისად გულნაჯერებნი, ბოლოს
ყაბულს არიან შეიწყალონ თავად ცოდვილი ან დაწყევლილი მოდგმის თშამომვალი
და იხსნან იგი.

“ღვთიური შეერიგების” განსაკუთრებულად თვალსაჩნო განსხეულებად მიიჩნევა,


ისევ და ისევ, ესქილეს “ორესტეა”, კონკრეტულად კი ტრილოგიის მესამე ნაწილი
“ევმენისები”.

ტექსტის დასაწყისშივე ორესტესი


სასოწარკვეთლია, აწუხბს ის, რის
გაკეთებასაც ასე ლამობდა წინა ტექსტში,
“ქოეფორებში”. Სინანულის ალშემორტყმულს
კი ისღა დარჩენია, შესაწყალებლად ღმერთებს
მიმართოს და, რადგან აპოლინისგან მკაცრი
უარი მიიღო, მხსნელად ათენა იგულებდა.
სწორედ ათენში ხდება საკვანძო მომენტი
მთელი ატრეიდესების საგვარეულოში.
ევმენისები, შურისძიების ღვთაებები,
აპოლონის მსგავსად, ცდილობენ ათენა
დაარწმუნონ ორესტესის დასჯის
აუცილებლობაში, თმცა ცხარე კამათს
მიუხედავად, ათენას ახალი წესრიგი,

Ფურიებით შეპყრობილი ორესტესი- ჯონ სარგენთი (1921)


კანონები და სამართალის განახლებული ხედვა სძლევს აპოლონს და ათენა
კენჭისყრით ორესტესს შეიწყალებს, რითიც დაასრულებს თაობათა წყევლის მთელ
ჯაჭვს და თვალნათლეს ხდის ღმერთთა მოწყალებას.

"მშვიდობა იყოს სამარადისოდ პალასის მოქალაქეებსა და ამ ახალ მოსახლეებს


შორის. ყოვლისმხედველი ზევსი და მოირა ერთად მოქმედებენ." 2

ასევე ესქილეს “მიჯაჭვულ პრომეთეში”


ღმეთებისგან ცეცხლის მოპარვის გამო ზევსი
პროემეთს სასჯელს - კლდეზე მიჯაჭვებას და
გიგანტუი არწივის საკბილოდ ქცევას მიუსჯის.
შემდეგ პრომეთე, თავდაპირველი
დაუმორჩილებლობის მიუხედავად, ზევსს
მორჩილებასა და მოკავშირეობას დაჰპირდება,
რის პასუხადაც ზევსი მას შეიწყალებს და
ჯაჭვებისგან გაათავისუფლებს, “ურიგდება” მას.

მიჯაჭვული პრომეთე- პიტერ


პაულ რუბენსი (1611-1612)

რგორც სამსჯელოდ და საკვლებვად, ასევე საბოლოოდ შესაჯამებლადაც ბერძნული


ტრაგედიები უსაზღვროდ საინტერესოა და, ვთვლი, ამ ეფექტს მათ ის ორი მთავარი
საკითხი სძენს, რაც ზემოთ განვიხილე- ღვთიური სასჯელისა და შერიგების იდეა. ამ
ცნებებს, თავიანთი მნიშვნელობითა და შინაარსით, ისეთივე გიგანტური
მნიშვნელობა აქვთ, როგორც ციურ სხეულებს- მზესა და მთვარეს. მზესავით
მხურვალე, მწველი და აუტანლად მტანჯველი- ღვთიური სასჯელი, რომლის
წითელი ალი არა ერთ თაობას, არამედ მემკვიდრეთა მთელ კასკადს გადაეცემა.
მთვარის სიმშვიდისა და სიმყუდროვის მსგავსი კი, ცოდვილის გულს მალამოდ
ცხებული, ღვთიური შერიგებაა

1
ციტატა ესქილეს “ორესტეას” მეორე ნაწილი- “ქოეფორებიდან”

Ცოტატა ესქილეს “ორესტეას” მესამე ნაწილი- “ევმენისებიდან”

გამოყენებული მასალა

You might also like