You are on page 1of 21

1095 წელს 

ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. იმპერატორი


ამბობდა, რომ თურქ-სელჩუკთა იმპერია ძალიან გაძლიერდა. მუსლიმები უკვე დიდ საფრთხეს
წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროსათვის. მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი ნიკეა იყო,
რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა კონსტანტინოპოლთან, ბიზანტიის დედაქალაქთან. თურქები
 ასევე ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ, ანატოლიას (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია).
ალექსი I მუსლიმების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. იმპერატორის დესპანი ზემოთ აღნიშნული
თხოვნით რომის პაპ ურბან II - თან 1095 წლის მარტში ჩავიდა. რომის პაპი ხედავდა ევროპაში შექმნილ
მდგომარეობას. იმ დროისთვის იქ უამრავი ღარიბი რაინდი იყო. მათმა ნაწილმა თავის გადასარჩენად
ძარცვასაც მიჰყო ხელი. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ახალი
ლაშქრობა ბიზანტიის დასახმარებლად და მუსლიმების წინააღმდეგ მათთვის იდეალური იქნებოდა,
რადგან იმ დროისთვის ომები ძლიერი არმიისათვის და მისი ჯარისკაცებისათვის თითქმის
ერთადერთი შანსი იყო ქონების დაგროვებისა. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის
ძალაუფლების და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების საგრძნობი ზრდა.
პაპმა ურბან II-ემ ლაშქრობის დასაწყებად დიდებულების მიმხრობა დაიწყო. მის გადამწყვეტ ნაბიჯად
1095 წლის ნოემბერში სამშობლოში - საფრანგეთში ჩასვლა და პატარა ქალაქ კლერმონში
საეკლესიო კრების მოწვევა მიიჩნევა. მართლაც, კლერმონში უამრავმა რელიგიურმა პირმა მოიყარა
თავი. ამ შეკრებაზე პაპმა ურბან II-მ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. მან ისაუბრა ევროპის იმ
დროინდელ მძიმე მდგომარეობაზე და დაასკვნა, რომ საჭირო იყო დამყარებულიყო ღვთაებრივი
მშვიდობა, თუმცა არა ისეთი, როგორიც უკვე ჰქონდათ. პაპი შეეხო ბერძენთა საკითხს, რომლებიც
დახმარებას ითხოვნდნენ მუსლიმების წინააღმდეგ, აგრეთვე შეეხო აღმოსავლელი ქრისტიანების
დაჩაგვრის ფაქტებს და მთავარზე გადავიდა: საჭირო იყო სრულიად ახალი ომის დაწყება, სადაც
ჯარისკაცი იქნებოდა პილიგრიმი (მომლოცველი), ბრძოლის მიზანი - ქრისტეს საფლავი, შედეგი -
გარდაცვლილთათვის ზეციური სამოთხე, ცოცხლად გადარჩენილთათვის კი მიწიერი იერუსალიმი.
ასევე აღნიშნა, რომ ქრისტეს საფლავის გათავისუფლება არ იქნებოდა ერთადერთი შედეგი
ჯვაროსნული ლაშქრობისა. ამ ომის შემდგომ მთლიანად ანატოლიას, ანუ შავი ზღვის სამხრეთ
ნაწილს არა მუსლიმები, არამედ ერთმორწმუნე ქრისტიანები გააკონტროლებდნენ. კლერმონის
კრების ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად პაპის გამოსვლის დასასრულს, დარბაზში შეძახილები
გაისმა: "ღმერთი არს ჩვენთან!"
პაპი ურბან მეორე კლერმონის კრებაზე
მან მალე აიყოლია საფრანგეთის სახელმწიფო ლიდერები. რაც შეეხება მეომრებს, ხალხს, რომელსაც
უნდა ებრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, მათი რიცხვი თავიდან ძალიან მცირე იყო. რაინდები
თითქოს თავს იკავებდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისგან, თუმცა მას შემდეგ, რაც
რამდენიმე სახელოვანი რაინდი შეუერთდა ჯვაროსნებს, მათმა რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით
დაიწყო ზრდა. საბოლოოდ ექვსი დიდი არმია შეიკრიბა. ორი არმია განლაგებული იყო საფრანგეთის
ჩრდილოეთში. ერთს მეთაურობდა რობერტ II ნორმანდიელი, ინგლისის მეფის უილიამ II-ის ძმა, ხოლო
მეორეს გოტფრიდ ბულიონელი. იტალიაში და კონსტანტინოპოლში კი – ბოემონდ I-ს მეთაურობით.
სწორედ ბიზანტიის დედაქალაქში უნდა მომხდარიყო ჯვაროსანთა შეკრება და შემდეგ უნდა
განხორციელებულიყო შეტევა თურქთა ქალაქებზე. ლაშქრობის მეთაური, ანუ მთავარსარდალი კი
ბიზანტიის იმპერატორი ალექსი I კომნენოსი უნდა ყოფილიყო. პაპმა ლაშქრობის დაწყების დღედ 15
აგვისტო გამოაცხადა, თუმცა ამ თარიღამდე ერთი თვით ადრე მცირე რაოდენობის "წარჩინებულთა"
არმიამ თავისი გზით დაიწყო სვლა. მათი ლიდერი ქარიზმატული რაინდი პიტერი იყო. ის იმ დროისთვის
ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჯვაროსნად ითვლებოდა. თავის არმიაში მან უდიდესი ენთუზიაზმი
ჩანერგა და იერუსალიმისკენ დაიძრა მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა სად მდებარეობდა ეს
ქალაქი. თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლამდე მან ადგილობრივ ქრისტიანებთანაც მოასწრო
დაპირისპირება. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი საკვები იყო, თუმცა საქმე არ გართულებულა. რამდენიმე
დღის შემდეგ "წარჩინებულთა" არმია თურქ-სელჩუკთა უზარმაზარი და გამოცდილი ჯარის პირისპირ
დადგა. აგვისტოს ბოლოსთვის პიტერის არმიის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებული იყო. თავად
პიტერი და 50 რჩეული რაინდი თურქულ ქალაქ ცივეტოტთან დამარცხდნენ მუსლიმი მშვილდოსნების
მიერ.
პირველი ჯვაროსნული
ლაშქრობის მიმართულება
1097 წლის პირველ ნახევარში ჯვაროსნები სალაშქროდ დაიძრნენ. პირველი სამიზნე ნიკეა იყო,
ძველად ბიზანტიელთა ქალაქი, იმ დროისთვის კი რუმის სასულთნოს დედაქალაქი, ზუსტად ერთ თვეში
ჯვაროსნებმა იმპერატორის გეგმის დახმარებით შეძლეს ქალაქში შესვლა. ნიკეა ბიზანტიას
დაუბრუნდა, ჯვარონსებმა კი სვლა განაგრძეს.
რამდენიმე მცირე მუსულმანური ჯარის განადგურების შემდეგ ევროპელები ანტიოქიის ციხესიმაგრეს
მიადგნენ. ეს იყო ბოლო დიდი ქალაქი იერუსალიმის გზაზე. 1097 წლის 10 ოქტომბერს ჯვაროსნებმა
ალყა შემოარტყეს ანტიოქიას. ასეთი სიტუაცია კიდევ ერთ თვეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში
ორი დიდი ბრძოლა შედგა. ორივე შეტაკება "პილიგრიმმა მეომრებმა" მოიგეს. ამ გამარჯვებებმა
უდიდესი როლი ითამაშა ანტიოქიის აღების საქმეში.
1099 წლის 7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. წმინდა ქალაქამდე მხოლოდ 12 000-
მა კაცმა მიაღწია დანარჩენი ან ბრძოლაში დაიღუპა ან აღებულ ქალაქებში დარჩა. აგრეთვე უნდა
აღინიშნოს, რომ ევროპელები დახმარებას იღებდნენ მეომრების სახით, ძირითადად ბიზანტიიდან, და
საჭმელ-სასმელი არ აკლდათ.

საბოლოოდ, 1099 წლის 15 ივლისს ხის კოშკების და სხვა ხერხების დახმარებით აღთქმული მიწა
ქრისტიანების ხელში გადავიდა. ჯვაროსანთა მორწმუნე ნაწილი იერუსალიმში პილიგრიმის
ტანისამოსით შევიდა. თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. ქრისტიანმა მეომრებმა ქალაქში
ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, დახოცეს 10 000 ადამიანი. რამდენიმე დღეში ხოცვა-ჟლეტა შეწყდა,
რადგან უბრალოდ აღარავინ იყო მოსაკლავი. დაიწყო ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
ესენი იყო: იერუსალიმის სამეფო, ედესის საგრაფო, ტრიპოლის საგრაფო, ანტიოქიის სამთავრო.
ანტიოქიის ალყა იერუსალიმის ალყა
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1147–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც
1145 წელს დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი საგრაფო იყო შექმნილი
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე
ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი
მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ,საფრანგეთის მეფე ლუი VII და გერმანიის იმპერატორი
კონრად III, რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ბიზანტიის ტერიტორიის
გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა. ლუიმ და
კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და 1148 წელს, დამასკიზე
უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი
გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და მესამე ჯვაროსნული
ლაშქრობა მოჰყვა.
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) — წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ VIII-ემ და (მისი
გარდაცვალების შემდეგ) კლემენტ III-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა
მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II
აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი წინაპირობა გახდა სალადინის მიერ 1187
 წლის 2 ოქტომბერს იერუსალიმის დაპყრობა.

 1169 წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი,
რომელიც ევროპაში სალადინის სახელითაა ცნობილი. 1174 წელს სალადინი აერთიანებს სირიას, 
ეგვიპტესა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იღებს აიუბედების
 დინასტია.
 სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და 1187 წელს სირიიდან შეტევაზე
გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. ჰატინის ბრძოლაში მან
სძლია ჯვაროსნებს.
რიჩარდ ლომგულმა რამდენიმე ბრძოლაში დაამარცხა სალადინს. რიჩარდსა და სალადინს შორის
დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც
იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, დედაქალაქ აკრით. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა
ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ეძლეოდათ საშუალება ქალაქში
შესვლისა და თავისუფლად გადაადგილებისა. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა
დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისკენ.

იერუსალიმის სამეფოს მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავე შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი
კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში, 1193 წელს გარდაიცვალა.

რიჩარდ ლომგული
ახლო აღმოსავლეთი მესამე ჯვაროსნული
ლაშქრობის წინ.
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წწ. დაიგეგმა ეგვიპტის
 წინააღმდეგ, მაგრამ ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის წყალობით იგი ბიზანტიის
 საწინააღმდეგოდ შემობრუნდა
XIII საუკუნის დამდეგს ბიზანტიის სამეფო კარზე დიდი არეულობა სუფევდა. 1204 წელს თამარ
მეფემ ფრიად თამამი გადაწყვეტილება მიიღო - საბაბად გამოიყენა ბიზანტიის იმპერატორ
ალექსი ანგელოსის მოხელეთა მიერ თამარისგან დასაჩუქრებული ბერების გაძარცვა და
ბიზანტიის კუთვნილ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში ჯარი გაგზავნა. ქართულმა ჯარმა
დაიპყრო ტერიტორია და იქ ტრაპიზონის საკეისრო დააარსა. თამარმა ტრაპიზონის მეფობა
საქართველოში აღზრდილ ალექსი კომნენოსს ჩააბარა.
იმავე 1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს.
რომლის პირველი იმპერატორიც გახდა ბოლდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი
გახდა თესალონიკის მეფე. ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ
ჯვაროსანთა პოზიციები ახლო აღმოსავლეთში ძლიერ შესუსტდა. იერუსალიმი ეგვიპტელი
არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს.
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მიმდინარეობდა 1217-1221
წლებში.
ახალი ჯვაროსნული ლაშქრობას მხარი დაუჭირა პაპმა ჰონორიუს III-მ.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა რომის იმპერიის მმართველი ფრიდრიხ II არ მონაწილეობდა


ლაშქრობაში, ხოლო ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა, ლაშქრობა მაინც შედგა. 1217
წელს წმინდა მიწისკენ გაემართა ჯვაროსნების ანგარიშგასაწევი არმია, რომლის წინამძღოლობაც
იკისრეს უნგრეთის მეფემ ანდრაშ II-მ, ავსტრიის ჰერცოგმა ლეოპოლდ VI-მ და მერანის ჰერცოგმა
ოტონ I-მა.
ლაშქრობა წარუმატებელი აღმოჩნდა და 1221წ. დადებული ზავით ჯვაროსნებმა უკან დახევის
გარანტია მიიღეს და დატოვეს ეგვიპტე.
მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ II შტაუფენის
ლაშქრობა 1228-1229 წლებში.
ფრიდრიხმა დაიბრუნა იერუსალიმი, თუმცა 1244წ ის კვლავ დაკარგეს ჯვაროსნებმა.

მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა — საფრანგეთის მეფის ლუი IX-ის ლაშქრობა 1248–1254 წლებში.

მიუხედავად მცირე წარმატებისა, გადამწყვეტ ბრძოლაში ლუი დამარცხდა და ტყვედაც


ჩავარდა.მის გამოსახსნელად 800 000 ოქროს მონეტის გადახდა მოუწიათ,ეგვიპტე
ჯვაროსნებმა დატოვეს.სირიაში დარჩენილი მათი ნაწილი კი მამლუქებმა მოსპეს და
ქრისტიანთა კვალი საბოლოოდ წაშალეს.
მერვე ჯვაროსნული ომი წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ 1270 წელს.

ლუი აფრიკის მიწაზე 1270 წლის ივლისში გადავიდა, რაც უკიდურესად არასახარბიელო დრო გამოდგა.
არმიაში სასმელი წყლის დაბინძურების გამო ეპიდემიამ იფეთქა, ხოლო თავად ლუი იმავე წლის 25
აგვისტოს კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში, „კუჭის ქრონიკული აშლილობით” გარდაიცვალა.
სიკვდილის წინ, მისი ბოლო სიტყვა „იერუსალიმი” იყო. ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა
მოიხსნა და 30 ოქტომბერს სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა
მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის,
ქალაქში მშვიდობიან ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა.

1291 წელს ჯვაროსნების უკანასკნელი ქალაქი აკო დაეცა და ამით ჯვაროსნული ლაშქრობების ერაც
დასრულდა.
ტუნისის ალყა. ლუი მე-9-ს გარდაცვალება.
მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
თარიღი1096 – 1099წ
შედეგი: ჯვაროსნების გამარჯვება
ტერიტორიული ცვლილებები: ჩამოყალიბდა იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო,
ედესისა და ტრიპოლის საგრაფოები

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა


თარიღი: 1147-1149წ
შედეგი: წმინდა მიწაზე ჯვაროსნების მარცხი; სამშვიდობო ხელშეკრულება ბიზანტიის
იმპერიასა და სელჩუკებს შორის
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა

თარიღი: 1189-1192
შედეგი: ზავი მუსლიმებსა და რიჩარდს შორის, პილიგრიმების თავისუფალი მიმოსვლა,
იერუსალიმის მეფე ხდება შამპანის გრაფი ანრი მეორე
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა
თარიღი: 1202–1204
შედეგი: ლათინთა იმპერიის შექმნა.
ტერიტორიული ცვლილებები: ბიზანტიის იმპერიის დაშლა.
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა

თარიღი1217-1221წწ
მდებარეობა: ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთი
შედეგი: აიუბიდების გამარჯვება,8 წლიანი ზავი ჯვაროსნებსა და აიუბიდებს შორის.
მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა

თარიღი: 1228–1229წწ
მდებარეობაკვიპროსი, ახლო აღმოსავლეთი
შედეგი დასრულდა ჯვაროსანთა გამარჯვებით
მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა
თარიღი:1248–1254წ
მდებარეობაელ-მანსურა, ეგვიპტე
შედეგი; მუსლიმების გადამწყვეტი გამარჯვება
ტერიტორიული ცვლილებები: ომამდელი სტატუს-ქვო

მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა

თარიღი: 1270წ
მდებარეობატუნისი
შედეგი: ტუნისი ზავი ლუი IX-ის სიკვდილი.ტუნისის კარიბჭის გაღება.
ტერიტორიული ცვლილებები: ომამდელი სტატუს-ქვო

You might also like