You are on page 1of 17

 11 მაისი-2016 

წელი

 წინასწარ დაგეგმილი არქეოლოგიური ექსედიცია წარმატებით დაიწყო.


Სამუშაოს დაწყების დღიდან განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ახალის
აღმოჩენისა და შესწავლის დიდი სურვილი გვახრჩობდა.
 17 მაისი-2016 წელი

6 დღის შემდეგ მივაღწიეთ მიწის მესამე ფენას.


მოულოდნელად,ერთ-ერთი არქეოლგი 
შემთხვევით ქვედა ყბას წააწყდა. აღმოჩენას
 აღფრთოვანება და ემოციის დიდი ტალღა
მოჰყვა.როგორც აღმოჩნდა ნაპოვნი ყბა უძველესი
ჰომინინის ჰომო ერექტუსის ყოფილა. ყველა
არქეოლოგს დიდი მოტივაცია გაუჩნდა, 16:24
წუთზე აღმოჩენილი იქნა უძველესი ადამიანის
სხეული,რომლის გარშემო სხვადასხვა
საყოფაცხოვრებო ნივთი იყო მოფენილი. ჩვენი
ვარაუდით ეს საფლავი უნდა ყოფილიყო. ნივთების
რიცხვი ძალიან დიდი იყო.
 22 მაისი-2016 წელი

მიმდინარეობდა გათხრების  11 დღე.


გამოკვლეული გვქონდა ტერიტორიის თითქმის ყველა
უბანი. მოპოვებული ნივთებისა და მასალის რაოდენობა
დაგვეხმარება გამოვიკვლიოთ ჰომინინების ევოლუცია
და განსახლების არეალები, პალეობიოლოგია,
ბუნებრივი გარემო და მათი ქცევები, ასევე აღმოჩენილი
არტეფაქტები დაგვეხმარება სხვადასხვა ცხოველთა
ისტორიის აღდგენაში. აღმოჩენილი ნივთებიდან იყო:
ქვის, ძვლის, ობსიდიანის სანადირო იარაღები, თიხისა
და ძვლის ჭურჭლები. ყველაზე საინტერესო კი ქვითა და
თიხით ნაგები სახლები აღმოჩნდა. დიდი რაოდენობით
ნაპოვნია ცხოველთა ქალები და კიდურები. 
  1 ივნისი- 2016

ექსპედიცია დასასრულს უახლოვდებოდა. პირველ რიგში ძალიან ბედნიერები


ვიყავით, იმით ,რომ ექსპედიციამ წარმატებით ჩაიარა და ჩვენ  შესაძლებლობა
მოგვეცა წვლილი შეგვეტანა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გარკვეული დროის
მონაკვეთში მოხდა ყველა აღმოჩენილი არტეფაქტის კვლევა და მათი სიძველის
დადგენა, ასევე მოგვეცა საშუალება გაგვეგო თუ როგორი იყო უძველესი
ადამიანის ცხოვრება, მილიონობით წლის წინ. მიღებულ-გაშიფრულ ინფორმაციას
მე და ჩემი კოლეგები წარმოგიდგენთ.
• ინფორმაციას საქართველოში ქვის ხანის შესახებ გვაძლევს
ისტორიული წყაროები, რომელთა მეშვეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ,
მოვიყვანოთ ჰიპოთეზები და გამოვიტანოთ დასკვნები. წყაროების
შესწავლა ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი წინაპრების საქმიანობის,
ყოფა-ცხოვრების შესასწავლად. მატერიალურ წყაროებს რომლებსაც
არქეოლოგები მოიპოვებენ სანდოა, რადგან ეს არის ის ნივთები,
იარაღები, ძვლები, წარწერები, ნახატები რომელთანაც უძველეს
ჰომინინებს პირდაპირი კავშირი ჰქონდა, ეს არის არტეფაქტები
რომელსაც ადამიანი მოიპოვებდა, ქმნიდა, იყენებდა და აკეთებდა იმას,
რაც მას "განავითარებდა". სწორედ ამდაგვარი წყაროები გვაძლევს
საშუალებას წარმოდგენა შეგვექმნეს ჩვენს წინაპრებზე, მათ
საქმიანობასა თუ ყოფა-ქცევებზე, მათ ევოლუციაზე, იმ დროს
არსებულ ბუნებრივ გარემოსა და სხვადასხვა ცხოველთა
წარმომავლობაზე.
ამრიგად, ჩვენი ექსპედიციის შედეგად
დადგენილია, რომ საქართველოში უძველეს
ადამიანს ცხოვრება 1.77 მლნ. Წლის წინ
დაუწყია. უამრავ სოფელში მაგ: კაცხი, რუხთა
და ა. შ. აღმოჩენილია ადამიანთა სადგომები.
გარდატეხა 30-40 ათასი წლის წინ მოხდა,
ყალიბდება გონიერი ადამიანი (ჰომო
საპიენსი).არქეოლოგიური გათხრები
გვაძლევენ იმ დასკვნის გაკეთების
საშუალებას, რომ 1მლნ.წლის წინათ
აფრიკიდან წამოსულმა "გამართულად
მოსიარულე ადამიანმა" ევრაზიის
კონტინენტის ათვისება დაიწყო. 
• ჰომინინების ევოლუციური ისტორია და წყაროები თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი
 უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. თანამედროვე ადამიანის წარმოშობის შესახებ ორი ძირითადი ჰიპოთეზა
არსებობს. ერთის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპრები, სავარაუდოდ, აფრიკაში გაჩნდნენ და
იქიდან განსახლდნენ სხვადასხვა კონტინენტზე. ადამიანის შემდგომი ევოლუცია უკვე ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად მიმდინარეობდა აზიაში, ევროპაში, აფრიკაში და ა. შ. მეორე ჰიპოთეზის მიხედვით,
თანამედროვე ადამიანის ტიპი (ჰომო საპიენს საპიენსი) აფრიკაში გაჩნდა, იქიდან განსახლდა სხვადასხვა
კონტინენტზე და ბიოლოგიური ევოლუცია აღარ განუცდია. დღეს უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ
ჩვენი ბიოლოგიური წინაპრები – პირველი ჰომინინები – აფრიკაში წარმოიშვნენ და დიდი ხნის მანძილზე
მხოლოდ ამ კონტინენტზე ბინადრობდნენ. თუ როდის და რატომ გავრცელდნენ ისინი ევრაზიაში,
მეცნიერთა სერიოზული კვლევის საგანია. დმანისის ჰომინინების ნაშთების აღმოჩენამდე გაბატონებული
იყო აზრი, რომლის მიხედვით, პირველი ჰომო ერექტუსის გვიანდელი წარმომადგენელი, დაახლოებით, 1
მლნ. წლის წინ გავრცელდა ევრაზიაში. ამ პრობლემის გაშუქებისთვის დმანისში აღმოჩენილი
ჰომინინების ნაშთებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს... დადგინდა, რომ დმანისელი ჰომინინი
მორფოლოგიურად ახლოს დგას ადრეულ აფრიკულ ჰომოებთან... დმანისში აღმოჩენილი ქვის
ინდუსტრია აფრიკაში აღმოჩენილი არქაული ინდუსტრიის იდენტურია... დმანისელი ჰომინინის
შთამომავლები საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდნენ როგორც ევროპის, ისე აზიის
მიმართულებით. ისინი ამზადებდნენ ქვის იარაღებს, შესაძლოა, იყენებდნენ ცეცხლსაც. თუმცა დმანისში
ამის კვალი დაფიქსირებული არაა. დმანისის შემდგომი ადამიანების ნაშთების ასაკი ევროპაში,
დაახლოებით, 800 000 წელია. ასე რომ, ქართველი მეცნიერების აღმოჩენებმა ორჯერ დააძველა პირველი
ევროპელის ასაკი. დმანისის აღმოჩენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა არსებული წარმოდგენები ადრეული
ჰომინინების ევოლუციისა და განსახლების შესახებ. აქ აღმოჩენილი მასალის კვლევა მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ ჰომინინების პალეობიოლოგიის (მეცნიერება, რომელიც ორგანული სამყაროს განვითარების
პროცესს სწავლობს), ბუნებრივი გარემოსა და ქცევის შესწავლისთვის, არამედ ასევე, სხვადასხვა
ცხოველთა ევოლუციური ისტორიის აღდგენისთვის.
თანდათან იხვეწება ქვის დამუშავების
ტექნიკა. ჩნდება ახალი იარაღები:
საფხეკები, საჭრისები, დანები, ფართოდ
გამოიყენებოდა ძვლის და რქის
იარაღები, მზადდებოდა
ობსიდიანისგანაც. თანდათანობით
იარაღის გამოყენებამ ხელი
შეუწყო შემგროვებლობას, ნადირობასა
და მეთევზეობას.
ადამიანის განვითარება და ცხოვრების
წესი მეცნიერთა დისკუსიისა
და ინტერპრეტაციის მთავარი საგანია.
ამის ნათელი მაგალითია ხრამის
გორასა(საქართველო) და ზაგროსის
მთიანეთში(ირანი) აღმოჩენილი ყურძნის
წიპწები, რომლის კვლევის დროს
დამტკიცდა, რომ ირანში აღმოჩენილი
ძვ.წ. 6000-5800 წლებით დათარიღებული
ყურძნის ნაშთები, ქართული ღვინის
კვალზე 600 წლით ახალგაზრდაა.
უკვე პალეოლითის ხანაში ჩნდება პირველი რელიგიური წარმოდგენები.
ისინი ძალიან მარტივი იყო და ძირითადად ბუნებრივ მოვლენებს
უკავშირდებოდა. საქართველოში გავრცელებული იყო "დათვის კულტი".
ამავე პერიოდში ჩაისახა ხელოვნებაც. ადამიანი იწყებს პრიმიტიულ
ხატვას, ძერწვას, კაწვრას..... ამის ნათელი დასტურია თრიალეთში
მდებარე მდინარე პატარა ხრამი პეტროგლიფები, რომელიც სავარაუდოდ
რწმენასთან ან მაგიასთან იყო დაკავშირებული.
Ნეოლითის ხანაში ადამიანი უფრო ვითარდება
და იწყებს შენობა ნაგებობების შენებას, ხდება
მიწათმოქმედი და მესაქონლე. ამუშავებს
თიხას, სელის ძაფს და სხვა. თავად ადამიანის
საზოგადოებრივი ცხოვრების წესიც
იცვლებოდა. იქმნება ადამიანია უფრო მყარი
გაერთიანებები და იკვეთება ის ერთადერთი
ნიშანი, რომლის მიხედვითაც ხდება
გაერთიანება, ეს არის სისხლით ნათესაობა
ერთიანდებიან ნათესავები, ერთი გვარის
წამომადგენლები, პირველყოფილი ჯოგი
ადგილს უთმობს გვაროვნულ თემს. გვარში
წამყვანი როლი ქალს ეკუთვნოდა და
ნათესაობაც დედის მხრიდან გადადიოდა. ამას
განაპირობებდა რამდენიმე მიზეზი ოჯახის
არარსებობა, შემგროვებლურ მეურნეობაში
ქალის წამყვანი როლი. სანადიროდ წასული
მამაკაცები შეიძლება რამდენიმე დღეს არ
დაბრუნებულიყვნენ. ამ დროს ყველაფერს
ქალები აკეთებდნენ. მათი საქმიანობა უფრო
შემოსავლიანი იყო, რადგან ტყეში ნაყოფის
მოძებნა ყოველთვის შეიძლებოდა,
ნადირობისას კი მამაკაცს შეიძლებოდა ხელი
მოსცარვოდა. კაცობრიობის ისტორიაში ამ
პერიოდს მატრიარქატი აწუდედამთავრული
გვარი ეწოდება.

You might also like