Professional Documents
Culture Documents
მდინარე ვერე სტიქიამდე და სტიქიის შემდგომ რისკები და გამოწვევები
მდინარე ვერე სტიქიამდე და სტიქიის შემდგომ რისკები და გამოწვევები
და სტიქიის შემდგომ
რისკები და გამოწვევები
გიორგი ლემონჯავა
მდინარე ვერე სტიქიამდე
და სტიქიის შემდგომ
რისკები და გამოწვევები
გიორგი ლემონჯავა
2019
პროექტი „ქალაქი ახლოდან~ ხორციელდება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მიერ აღ-
მოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და-
ფინანსებით. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის არქიტექტურის ბიენალე. ის
შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
კვლევის ავტორი:
გიორგი ლემონჯავა (ეკოლოგი)
სარჩევი
რეზიუმე ...........................................................................................................................................7
თბილისის და მცირე მდინარეები....................................................................................................7
საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებები მდინარეთა მართვის/ წყალდიდობების
რისკის შეფასებისა და მართვის კუთხით........................................................................................9
მდინარე ვერეს სტიქია – სტიქიური მოვლენიდან დღემდე განხორციელებული
ღონისძიებების მიმოხილვა ...........................................................................................................12
კატასტროფის გამომწვევი მიზეზები............................................................................................14
განხორციელებული სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებები....................................15
რეკომენდაციები და განვითარება კატასტროფის შემდგომ........................................................16
დასკვნა ..........................................................................................................................................21
გამოყენებული ლიტერატურა........................................................................................................23
5
რეზიუმე
თბილისის მცირე მდინარეთა აუზებისა და ჭალა-კალაპოტების მართვის საკითხი, ერთ-ერთ მნიშ
ვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. მოცემულ მოკლე მიმოხილვაში წარმოდ
გენილია აღნიშნული საკითხის ერთ-ერთი მწვავე ნაწილი – მდინარეთა კალაპოტებში, შესაძლო
სტიქიის ზონაში არსებული რისკის შემცველი პრაქტიკები, მდინარე ვერეს სტიქიისა და ვერეს
სტიქიის შემდგომ მიმდინარე განვითარებების მაგალითზე.
2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიური მოვლენის შემდგომ რისკების შემცირებისა და მზაობის უზ
რუნველმყოფი ღონისძიებების მიმოხილვა, გარემოსდაცვითი მიმართულებით მომუშავე ორგა
ნიზაციების მიერ, საკითხზე ჩატარებული კვლევებისა და რეკომენდაციების მიმოხილვა და სა
ხელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებთან შედარება, გვაძლევს საშუალებას
გამოვავლინოთ ძირითადი გამოწვევები, რაც მდინარეთა აუზებში სტიქიურ მოვლენებზე რეაგი
რების პროცესს თან ახლავს.
ანალიზი გვიჩვენებს, რომ ვერეს სტიქიის შემდგომ, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორ
ციელებულ ღონისძიებათა დიდი წილი წარმოადგენდა არა მდინარის კალაპოტში რისკების შემ
ცირებისა და გარემოს გაუმჯობესების ერთიანი სტრატეგიის განხორციელების ეტაპებს, არამედ,
ცალკეულ საინჟინრო-სტრუქტურულ ღონისძიებებს რაც საერთაშორისო პრაქტიკით – წყალდი
დობების რისკების მართვის მხოლოდ ერთ-ერთი სეგმენტია. ამასთან, სტრუქტურული ღონისძი
ებების ნაწილი (მაგ: კედლის მოწყობა მზიურის მიმდებარედ) ეწინააღმდეგებოდა მერიის დაკვე
თით მომზადებულ ვერეს განვითარების კონცეფციის ძირითად პრინციპებს.
ვერეს სტიქიური მოვლენის შემდგომ, მონიშნული დატბორვის ზონაში – ჭაბუა ამირეჯიბის ქუ
ჩის მიმდებარედ, გმირთა მოედნის, ზოოპარკისა და მზიურის მეზობლად განხორციელდა ან ნე
ბართვა გაიცა რამდენიმე მსხვილ პროექტზე (მრავალსართულიან ნაგებობებზე), რაც არსებითად
ეწინააღმდეგება სტიქიის შემდგომ მომზადებულ რიგ საექსპერტო შეფასებებს და გაწეული რე
კომენდაციების შინაარსს. უკვე გამოვლენილ და რუკაზე დატანილ სტიქიის ზონაში, ახალი ობი
ექტების მშენებლობების დაშვების პრეცედენტები არასახარბიელო, სავარაუდო სურათს ქმნის
სხვა მდინარეების ჭალა-კალაპოტებში არსებულ რისკებთან დაკავშირებით.
7
გრაფიკი 1. თბილისის ტერიტორიაზე ისტორიულ წარსულში აღწერილი სტიქიები. წითლად
მონიშნულია მდინარეთათვის დამახასიათებელი მოვლენები
წყარო: http://drm.cenn.org/index.php/en/community-profile
8
ფოტო 2. გლდანისხევის კალაპოტი, ჩანგრეული გობრონიძის ქუჩა. გვირაბის რესტავრაციის
პროცესი 2018 წ. ავტორი: გიორგი ლემონჯავა
გლდანში, დიდ დიღომსა და სხვა უბნებში, ხშირად არის დახურული კოლექტორების ჩანგრევის,
ან მდინარის კალაპოტებში არსებული ნაგებობების დაზიანების მაგალითები. რადგან მდინარეთა
ჭალა-კალაპოტები შესაბამისი სიზუსტით იდენტიფიცირებული არ არის, რთულია დავადგინოთ,
თუ კონკრეტულად, რა მოცულობით ზარალდება ქალაქის ბიუჯეტი მათზე მომხდარი ინფრასტ
რუქტურული გაუმართავობებისა და ავარიებისგან.
ხშირად, სტიქიურ მოვლენებს ბევრად მძიმე შედეგები ახლავს თან: 2010 წელს, გლდანულას ადი
დებას მოჰყვა ხიდის ნგრევა და ორი ადამიანის გარდაცვალება, 2012 წლის 12 მაისს – 5 ადამიანი
დაიღუპა მდინარე დუქნისხევის ადიდების გამო, 2015 წლის 13 ივნისის კი, სტიქიამ 22 ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა.
9
სქემა 1. რისკები წარმოიქმნება იქ, სადაც ბუნებრივი სტიქიური მოვლენების ხდომილების
ადგილას, იზრდება ადამიანის აქტივობა.
1 მდინარaის აუზი – ხმელეთის ზედაპირი, საიდანაც წყალი ცალკეულ მდინარესა თუ მდინარის ქსელში ჩაედინება
10
„წყალდიდობების დირექტივაში~ წარმოდგენილია მდინარის აუზებში წყალდიდობათა საფრ
თხის მიმართ რეაგირების პრინციპები. წყალდიდობების დირექტივით წევრები თანხმდებიან
წყალდიდობების რისკების შეფასების დოკუმენტების პერიოდულ მომზადებასა და რევიზიაზე,
შესაბამისი, წინასწარ განსაზღვრული პასუხისმგებელი სტრუქტურების მიერ.
ავტორები: მარცხენა© MA 45/Webel; მარჯვ ენა © MA 45/Wiener Wildnis; წყარო: (European environmental agency , 2016)
11
ამგვარი პროექტები წყალდიდობის შემთხვევაში დამაზიანებელ შედეგებს სრულად ვერ გამო
რიცხავენ, თუმცა შემარბილებელ ეფექტს ახდენენ და მოიაზრებიან წყალდიდობების რისკების
მართვის პროცესში რთ-ერთ გადაწყვეტად.
2016) მიიჩნეოდა 2017 წელი, იგი ძალაში დღემდე არ შესულა. ამჟამად პასუხისმგებელი სტრუქ
ტურები ისევ მოქმედი, წყლის შესახებ კანონითა და მისი რეგლამენტით ხელმძღვანელობენ.
მდინარე ვერეზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურება, მრავალმხრივი შეს
წავლისა და განხილვის საგნად იქცა. სტიქიის მიერ გამოწვეულმა დამანგრეველმა შედეგებმა
ბიძგი მისცა არაერთი ანგარიშისა თუ კვლევის მომზადებას, როგორც არასამთავრობო, ასევე
სამთავრობო სტრუქტურების მიერ. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში გარე
მოსდაცვითი მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების უმრავლესობამ.
4 დღეს მოქმედი კანონმდებლობით მდინარეთა აუზების – როგორც გეოგრაფიული ერთეულების მიმართ არავითარი კონკრეტული
რეგულაცია არ არსებობს, პასუხისმგებლობათა დანაწილება ხდება არა გეოგრაფიული, არამედ ადმინისტრაციული საზღვრების
ფარგლებში, ხოლო მდინარეთა უშუალო კალაპოტებს იცავს მხოლოდ „საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების
(ზონების) შესახებ ტექნიკური რეგლამენტი~. რეგლამენტი განსაზღვრავს მექანიკურ, 10-50 მეტრამდე დაცვით ზონას, რომლის
შემუშავების მეთოდოლოგია განსაზღვრული არ არის. რეგლამენტის შეზღუდვითი ზონების რეალობაში ასახვა და გათვალისწინება
ქალაქის ტერიტორიაზე ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან არც რეგლამენტი და არც კანონი წყლის შესახებ არ ითვალისწინებს
ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიდგომები გვირაბებში მოქცეული მდინარეების მიმართ, ჯებირებში მოქცეული მდინარეების მიმართ,
არ განსაზღვრავს წყალდაცვითი ზონების დადგენის მეთოდოლოგიურ განმარტებებს.
12
ფოტო 5. ვერე და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩა 14 ივნისს, წყალდიდობის შემდგომ.
მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის
შემდეგ, მისი გამომწვევი, ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული ფაქტორების მიმოხილ
ვა მოამზადა „მწვანე ალტერნატივამ~ (მწვანე ალტერნატივა, 2015); კავკასიის გარემოსდაც
ვით ორგანიზაციათა ქსელმა CENN, საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა
(ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი , 2015); სსიპ „გარემოს ეროვნულმა სააგენტომ~ (გარემოს
ეროვნული სააგენტო, 2015); ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა სატყეო სამსახურმა
(The United States Forest Service Departament of Agriculture, 2015), მსოფლიო ბანკმა (World Bank;
UNDP., 2015).
შესაბამისად, ერთი მხრივ, მდინარე ვერეზე არსებული რისკების შესახებ, ისევე როგორც ამ მდი
ნარის ბუნებრივი თავისებურებების შესახებ, გასულ წლებში დაგროვილი ინფორმაცია ბევრად
აღემატება სხვა მცირე მდინარეების შესახებ ინფორმაციას თბილისში, ხოლო მეორესმხრივ, სა
ზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია (სტატიების, სატელევიზიო გადაცემების გზით) ვე
რეს კალაპოტში არსებული რისკების შესახებ, ბევრად დიდია თბილისის სხვა მდინარეების შესა
ხებ ინფორმაციასთან შედარებით.
13
კატასტროფის გამომწვევი მიზეზები
2015 წლის 13-14 ივნისის მოვლენების გამომწვევი გეოლოგიური კლიმატური და ანთროპოგენუ
რი ფაქტორები ვრცლად არის აღწერილი ზემოთ წარმოდგენილ დოკუმენტებში. წარმოდგენილი
მოსაზრებებით, აღნიშნული წარმოადგენდა ხდომილებათა იშვიათ ერთობლიობას, რომელიც მო
იცავდა:
• ძლიერ წვიმებს
• ჩამოწოლილ მეწყერს
• განვითარებულ ღვარცოფებს
• მეწყრულ სხეულში არსებული ახალგაზრდა და/ან დეგრადირებული ტყის მოხვედრას
• მდინარის კალაპოტში არსებული გვირაბების ამოვსებს მსხვილი ობიექტებით (მათ შორის ავ-
• ტომობილებით)
• გვირაბების არასათანადო ტექნიკურ მახასიათებლებს
• მდინარის კალაპოტში არსებულ შენობა-ნაგებობებს
• და ა.შ.
პრობლემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად ვერეს ქვემო წელში, ხეობის გასწვრივ, 2009 წელს
განხორციელებული მაგისტრალის მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს5. აღნიშნულს ვრცლად მი
მოიხილავს „მწვანე ალტერნატივა~ ვერეს სტიქიის შესახებ მომზადებულ დოკუმენტში (მწვანე
ალტერნატივა, 2015). მიმოხილვიდან ჩანს, რომ პროექტის დაგეგმვა და მშენებლობა პარალე
ლურად მიმდინარეობდა და პროექტის შესახებ თავად მერიის სტრუქტურებიც ნაკლებად იყვნენ
ინფორმირებული. წინასწარ მომზადებული პროექტის – როგორც ასეთის არარსებობის შესახებ,
უშუალოდ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აღნიშნავს.6
5 შენიშვნა: ვერეს ხეობის პრობლემატიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ახალი გზითა და მის არეალში არსებული პრობლემატიკით
და მოიცავს როგორც გმირთა მოედნიდან მტკვრამდე – გვირაბში მოქცეულ ნაწილს, ასევე თამარაშვილის ქუჩა-მაღლივის
მონაკვეთსა და მთლიანობაში -მთელ წყალშემკრებ აუზს, თუმცა ამჟამად მიმდინარე განაშენიანების ტენდენციებიდან
გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალურია აღნიშნული ტერიტორიის (გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ზოოპარკი –
მზიური) განვითარების მიმოხილვა.
6 ციტატა: „...მოგახსენებთ, რატომ ვერ გისახელებთ ზუსტ ციფრებს. მშენებლობა მიმდინარეობს პროექტირებასთან ერთად.
არ ყოფილა ისე, რომ პროექტი საბოლოოდ გაკეთდა, ჩავაბარეთ ხარჯთაღრიცხვა და დაიწყო მშენებლობა. პროექტზე მუშაობა,
ყოველდღიურად, მშენებლობასთან ერთად მიმდინარეობს...~ ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, საჯარო დისკუსია: „ცხოვრების ხარისხი
თანამედროვე თბილისში. ურბანული განვითარების ხედვა~ თბილისი, 2009წ. გვ.7
14
განხორციელებული სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებები
2015 წლის მოვლენების შემდგომ, მოქმედი თანამდებობის პირების მიერ, მკაფიოდ გაკრიტიკდა
2009 წლის ტრასის პროექტი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე განხორციელებისა და
გარემო ფაქტორების იგნორირების გამო, თუმცა საბოლოოდ, სტიქიის შემდგომ, გზის რეაბილი
ტაცია და ისევ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ან მსგავსი პროცედურების) გარეშე განხორ
ციელდა. დაზიანებული ტრასა აღდგა ისე, რომ არც მაშინ და არც შემდგომ არ დამდგარა 2009
წელს განხორციელებული პროექტის პრინციპული მიზანშეწონილების შესწავლის საკითხი.
2016 წელს მომზადდა მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების „ჩარჩო გეგმა~
(არქიტექტურული ბიურო, 2016). აღნიშნული დოკუმენტის დამკვეთსა და შემსყიდველს წარმოად
გენდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. დოკუმენტის კონცეფცია ითვალისწინებდა ურბა
ნულ ნაწილში მდინარე ვერეს დატბორვის ზონის (გმირთა მოედნამდე) შენობა-ნაგებობებისაგან
განთავისუფლებას და მდინარისპირა პარკის მოწყობას, ცალკეულ უბნებში მდინარის გვირაბები
დან განთავისუფლების გზით.
15
სქემა 2. „ვერეს განვითარების კონცეფცია~ სქემის ნაწილი მზიურის/ზოოპარკის მიმდებარედ.
7 „ვერეს ხეობის იმ მონაკვეთში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ძირითადი ტერიტორია მუნიციპალური საკუთრებაა. ჭალის დიდი
ნაწილი კერძო მფლობელობაშია. თავის დროზე, ისიც მუნიციპალური ქონება იყო და გაყიდეს. კერძო მესაკუთრეებმა მიიღეს
უგუნური გადაწყვეტილება და გააჩაღეს მშენებლობები. მიმაჩნია, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ
უნდა ავაშენოთ~ – გ.აგულაშვილი. წყარო: https://www.bpn.ge/article/13277-gigla-agulashvili-miichnevs-rom-veres-chalashi-gmir-
ta-moed-nis-chatvlit-araperi-ar-unda-ashendes/
16
სქემა 3. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, მომზადებული მდინარე ვერეს დატბორვის
ზონის რუკის ფრაგმენტი.
17
ცხრილი 1. რეკომენდაციები რამდენიმე ანგარიშიდან (USAID; UNDP; ერ.სააგენტო) დატ
ბორვის ზონაში დასადგენი შეზღუდვების შესახებ
# დოკუმენტის Recommendation (ორიგინალი) რეკომენდაცია გვ
დასახელება
1 სსიპ «გარემოს ქალაქის ფარგლებში მდ. ვერეს 61
ეროვნული სააგენტო» ჭალა-კალაპოტის ზონა უნდა
გათავისუფლდეს წყლის ნაკადების
– „2015 წლის 13-14 გატარების დამაბრკოლებელი
ივნისს მდ. ვერეს სხვადასხვა დანიშნულების
შენობანაგებობებისაგან;
აუზში განვითარებული
კატასტროფით მაღალი საშიშროების რისკის 61
გამოწვეული ზონიდან საჭიროა მოსახლეობის
მდგომარეობის გასახლება;
წინასწარი შეფასება”
3 USAID, USFS; ~Land use planning and regulations are აუცილებელია მიწათსარგებლობის 37
თბილისის necessary to prevent further devel- რეგულირება დატბორვის ზონაში
წყალდიდობა 2015, opment in unstable and flood prone და არასტაბილურ ტერიტორიებზე
პირველადი მიგნებები areas”. სამომავლო განვითარების
და საპასუხო ნაბიჯები/ შესაზღუდად
Tbilisi flood 2015, Initial
Findings and response
actions ~Decrease the risk to life, property, თარგმანი: შეამცირეთ სიცოცხლის, 4
infrastructure, and cultural resources by ჯანმრთელობის, საკუთრების,
allowing the stream to function natu- ინფრასტრუქტურისა და კულტურული
rally. This requires designating stream რესურსების რისკები მდინარისთვის
management zones, removing infra- ბუნებრივი ფუნქციების დაბრუნების
structure, regulating development within გზით. ამისთვის საჭიროა მდინარის
the stream management zones, and მართვის ზონის დადგენა,
engaging in comprehensive land use ინფრასტრუქტურის მოშორება,
planning”. განვითარების რეგულირება და
ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის
ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავება
8 http://tas.ge/?p=publicpage&documentId=658655
18
ამა თუ იმტიპის გადაწყვეტილების მიღების მკვეთრად გამოყოფილი განმარტება, ან დისკუსიაში
ჩართვის შესაძლებლობა არ არსებობს. მიმოწერაში ერთ-ერთი პროექტის განაცხადი გარემოს
ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციას ეყრდნობა9. ამასთან, ბუნდოვანია, განაცხადში მოცემუ
ლი ანალიზი და დასკვნა განმცხადებლის ინტერპრეტაციაა თუ სააგენტოს რეკომენდაცია.
ფოტო 9 (მარჯვნივ) რეალობის ამსახველი ფოტო იგივე რაკურსით. ნათლად ჩანს, რომ მთე
ლი აღნიშნული ტერიტორია დატბორვის ზონაში იყო მოქცეული. (ცენტრში – საცხოვრებელი
კორპუსის მაშინ ჯერ მიმდინარე მშენებლობა დატბორვვის ზონაში).
წყარო: ფოტო აღებულია საიტიდან Agenda.ge http://agenda.ge/en/news/2015/1316
აღსანიშნავია გასულ წლებში გახმაურებული კიდევ ერთი პროექტი. 2017 წელს საზოგადოების
თვის ცნობილი გახდა მზიურის პარკის მიმდებარედ, 01.14.14.005.160 ასევე დატბორვის ზონა
ში მრავალსართულიანი, მრავალფუნციური ნაგებობის მშენებლობის პროექტის შესახებ, საჯარო
პროტესტის შემდეგ, პროექტი დროებით შეჩერდა, თუმცა, რამდენად ექნება ძალა წყალდაცვით
შეზღუდებს ამ ობიექტისთვის, უკვე დამდგარი პრეცედენტების შემდგომ, უცნობია.
9 `მოგეხენებათ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს პასუხის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია (ს.კ 01.14.14.005.248) არ
ხვდება `მდინარე ვერეს ხეობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯამრთელობისთვის რისკის შემცველი ზონის~ ფარგლებში. ასევე,
საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიის მინიმუმ 0.5 მეტრით ამაღლებით მაქსიმალური დატბორვის არეალის (ზ.დ. 412მ.) ზევით
სააგენტოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებლად მიაჩნია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი მრავალდუნქციური
დანიშნულების ობიექტის მშენებლობა. ხოლო, ჩვენი საპროექტო შენობა განთავსებულია 413 აბსოლიტურ ნიშნულზე. ეს
გულისხმობს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ რეკომენდირებული (412.5) აბსოლიტურ ნიშნულის დამატებით 0.5 მეტრით
ამაღლებას. აქვე დავამატებ, რომ პროექტი შემოტანილია გადამტკიცებაზე და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, იგივე პრინციპით უკვე
გვაქვს წინა, შეთნახმებული პროექტი”. წყარო: http://tas.ge/?p=publicpage&documentId=649499
19
ფოტო 10 მზიურის მიმდებარედ შეჩერებული პროექტის ფოტომონტაჟი
20
რა გავლენას იქონიებს აღწერილი განვითარება ვერეს ხეობაში სწრაფი შეტყობინების სისტემე
ბის ეფექტურობის კუთხით, უცნობია. ფაქტია, რომ ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში, შესა
ბამის ორგანოებს მოუწევთ არა მხოლოდ მაგისტრალზე „ტრანზიტზე~ მყოფი ავტომობილებისა
და მგზავრების ევაკუაციაზე ზრუნვა, არამედ ხსენებული ნაგებობებში მყოფებისა და აქ დაპარ
კინგებული ავტომობილების სტიქიის ზონიდან გაყვანაც.
ფაქტია, რომ ქ.თბილისში ვერეს კალაპოტისა და ჭალების მიმართ დადგენილი დატბორვის ზო
ნებისა და დარგის ექსპერთა მიერ მომზადებული შეფასებების მიუხედავად, არ შეიზღუდა უკ
ვე იდენტიფიცირებული არარეკომენდირებული სამშენებლო პროცესები. აღნიშნული, კითხვას
აჩენს ნაკლებ შესწავლილი და საზოგადოებისათვის ნაკლებ ცნობილი მცირე მდინარეების კა
ლაპოტებში შესაძლო ვითარების შესახებ: თუკი ვერეზე, საზოგადოებისა და ექსპერტთა ჩართუ
ლობის მიუხედავად, არ იზღუდება რისკის შემცველი აქტივობები, რა მდგომარეობა გვაქვს სხვა
მცირე მდინარეებზე?
დასკვნა
საქართველოს აღიარებული სტრატეგიული მიდგომები მდინარეთა მართვისა წყალდიდობების
რისკების მართვის ახლებურ მიდგომებს ითვალისწინებს, თუმცა, წყლის რესურსების მართ
ვის სფეროში დაგეგმილი ეროვნული საკანონმდებლო რეფორმა შეფერხებულია, შესაბამისად,
არც თბილისის ტერიტორიაზე, თბილისის ტერიტორიაზე მცირე მდინარეთა მიმართ აღნიშნუ
ლი სტრატეგიული მიდგომების განხორციელებისთვის საჭირო საკანონმდებლო-ინსტიტუციური
ცვილება არ მომხდარა.
21
ინსტიტუციური და გეგმარებითი გადაწყვეტების კუთხით, თბილისის მდინარეთა აუზების მი
მართ, არსებით ცვლილებას ვერეს ტრაგედიის შემდეგ ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა,
რომ 2009 წელს ვერეს ხეობაში გზის გაყვანა მოხდა ხარვეზით, როგორც გეგმარების, ასევე
განხორციელების ეტაპზე, 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ, პრინციპული გადაწყვეტილება ვერეს
აუზში ადრე განხორციელებული პროექტის ფორმისა და შინაარსის შესახებ უცვლელი დარჩა მი
სი დეტალური რევიზიის გარეშე. სტიქიის შემდგომ, მერიის დაკვეთით მომზადდა ვერეს ხეო
ბის განვითარების შესახებ კონცეფტუალური დოკუმენტი (ჩარჩო გეგმა), თუმცა, პარალელურად
სარეაბილიტაციო და სტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ხედვის ძირითადი პრინციპები
გათვალისწინებული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიიდან მოკლე ვადებში მომზადდა
შესაბამისი „დატბორვის არეალის რუკა~, სტიქიის შემდგომაც განხორციელდა და/ან ხორციელ
დება კონკრეტული სამშენებლო პროეტები, მათ შორის, აღნიშნულ დატბორვის ზონაში (გაიცა
ნებართვები ნაგებობების მშენებლობაზე – პარკირების მოწყობაზე).
22
გამოყენებული ლიტერატურა
CENN. (2016). ქ. თბილისის მდებარეობის რაიონისათვის დამახასიათებელი საშიში (სტიქიური)
ბუნებრივი პროცესები, ანგარიში. თბილისი: კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგა
ნიზაციათა ქსელი.
European environmental agency . ( 2016). Rivers and lakes in European cities. Luxemburg: Luxembourg:
Publications Office of the European Union.
European environmental agency. (2019, January 28). Eionet European environmental information and
observation network. Retrieved from www.eionet.europa.eu: https://www.eionet.europa.eu/gemet/en/
concept/15172
European union. (2000, october 23). DIRECTIVE 2000/60/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND
OF THE COUNCIL of 23 October 2000 establishing a framework for Community action in the field of
water policy. Official Journal of the European Communities.
European union. (2009, June). Directive on the Assessment and Management of Flood Risks (2007/60/
EC) Translation from English. Tbilisi: EU Project Trans-Boundary River Management Phase II for the Kura
River basin – Armenia Georgia Azerbaijan.
Europen union – Georgia. (2016, September 13). EU/Georgia Association Agreement. Retrieved from
An official website of the European Union: https://eeas.europa.eu/delegations/georgia_en/9740/EU/
Georgia%20Association%20Agreement
Mackenzie, D. I., & R. A. (2005). Designing occupancy studies: general advice and allocating survey
effort. Journal of Applied Ecology, 1105–1114.
Ministry of Environment and Natural Resources Protection . (2014). National Biodiversity Strategy and
Action Plan of Georgia 2014 – 2020. Tbilisi: Ministry of Environment and Natural Resources Protection .
The United States Forest Service Departament of Agriculture. (2015). Tbilisi flood 2015 Initial
Findings and Responce Actions. Retrieved from https://photos.state.gov/libraries/georgia/328671/
pdfs/tblsreporteng.pdf?fbclid=IwAR2MrpOW4ets7-yuG3ZPDX5jk9j2eVK2yk7xmq_uqIObq7Z-
HN27KMDrauw
The United States Forest Service Departament of Agriculture. (2016). Tbilisi flood 2015 Initial
Findings and Responce Actions. Retrieved from https://photos.state.gov/libraries/georgia/328671/
pdfs/tblsreporteng.pdf?fbclid=IwAR2MrpOW4ets7-yuG3ZPDX5jk9j2eVK2yk7xmq_uqIObq7Z-
HN27KMDrauw
23
World Bank; UNDP. (2015). GEORGIA/TBILISI Disaster Needs Assesment, Final Draft.
არქიტექტურული ბიურო. (2016). ქ.თბილისი, მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერი
ტორიის ~ჩარჩო გეგმა” .
თბილისის მერია. (2016 ). Report on 13th -14th of June 2015 Natural Disaster Recovery and
Rehabilitation Works.
იულიჰი, რ., & გოგალაძე, ხ. (2016). ევროკავშირთან აპროქსიმაციის საგზაო რუკა გარემოს დაც
ვისა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების სფეროებში. Particip-led.
მწვანე ალტერნატივა. (2015). 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში სტიქიური მოვლენებით გამოწ
ვეული კატასტროფის მიზეზების. თბილისი: მწვანე ალტერნატივა.
24
26