You are on page 1of 8

გიორგი თათარაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის
პირველი კურსის სტუდენტი

ელ დია დე ლოს მუერტოს - მექსიკური ჰელოუინი;?

ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს მექსიკაში ყველაზე სახალხო დღესასწაულის


სახელად, „ელ დია დე ლოს მუერტოს“(მკვდრების დღე) შესწავლა, მისი შედარება ჰელოუინთან.
მექსიკური მკვდრების დღე წლების განმავლობაში უფრო და უფრო ვრცელდება და
პოპულარული ხდება როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა
რეგიონების ინტერესსაც წარმოადგენს. ეს ერთის მხრივ განპირობებულია იმით, რომ დია დე
ლოს მუერტოს გამოირჩევა თავისი დადებითი გამოხატულებით და მეორეს მრივ იმით, რომ ამ
დღესასწაულის პოპულარიაციას და საერთოდ მექსიკური კულტურის გაცნობას მსოფლიოსთვის
დიდ დროს უთმობს ჰოლივუდი და თუ როგორ გამოვლინდა ეს ყველაფერი წლების
განმავლობაში ამას ნაშრომში გავეცნობით.
ელ დია დე ლოს მუერტოს არის მექსიკური დღესასწაული, რომელიც ძირითადა მექსიკის
ცენტრალურ და სამხრეთის რეგიონებში დიდი ზეიმით აღინიშნება და ასევე აღსანიშნავია
აღვნიშნოთ, რომ ამერიკის შეერთებული შატების იმ ტერიტორიებზე სადაც ერთ დროს
მექსიკელთა წინაპრები ცხოვრობდნენ, მხედველობაში მაქვს სამხრეთის და სამხრეთ
დასავლეთის შტატები, მექსიკური მკვდრების დღე ყოველ წელს აღინიშნება, თუმცა არ აქვს
ისეთი გრანდიოზული და სანახაობრივი სახე მიღებული, როგორიც მექსიკის ტერიტორიაზე და
ეს არცაა გასაკვირი. აღნიშნული დღესასწაული ჯერ კიდევ დასაბამს იღებს, აცტეკების მაიას და
ტოლტეკების ცივილაზიების დროს, როდესაც ევროპული კულტურა(თუ იზოლაციონიზმს
დავეთანხმებით) არ იყო ნაზიარები „ახალი სამყაროს“ კულტურასთან, რაც აღნიშნული
დღესასწაულის არსებობას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
საერთოდ, მექსიკური კულტურის შესწავლით მტკიცდება, რომ ადამიანის გარდაცვალება
ამ კულტურის მატარებელი ცივილიზაციებისთვის არ წარმოადგენდა და ახლაც არ წარმოადგენს
ტრაგედიას და ერთგვარად დადებითი ელემენტების მატარებელიცაა, რამეთუ სიკვდილიც და
მისი შემდგომი ცხოვრებაც მექსიკელებისთვის ცხოვრების ნაწილია და რწმენა იმისა, რომ
სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება ამ კულტურის მატარებელი ხალხებისთვის ძალიან
მყარია, რისი ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაცაა „ელ დია დე ლოს მუერტოს“, რომელიც
წარმოგვიდგენს გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებას იდეათა სამყაროში და ასევე წელიწადში

1
ერთხელ გარდაცვლილთა სულებისა და მათი ახლობლების შეკრებას და სულიერ კავშირს,
რომელიც 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.(1.LADayoftheDead.com History dia de los
muertos) მექსიკური მკვდრების დღე წარმოადგენს დღესასწაულს, სადაც ყველა მხიარულობს
მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის ჩატარების მთავარი ადგილი სასაფლაოა, რადგან
სწორედ წელიწადის ამ მოკლე პერიოდში გარდაცვლილთა სულები თავიანთ ნათესავებს
ხელახლა ხვდებიან და მათ შორის სულიერი კავშირი მყარდება. ადამიანები რომლებიც
მონაწილეობენ ამ დღესასწაულში სჯერათ, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანთა სულები
არსებობას არ წყვეტენ, არამედ გარდაცვლილთა სამფლობელოში „მისტლანში“(Mictlán Place of
Death) ხვდებიან სადაც საბოლოოდ განისვენებენ სიმშვიდეში. (2.Pre-Columbian Americas - Who goes to
Mictlan - Zoe Saadia) ყოველივე ეს რწმენა წარმოდგენები სათავეს იღებს, როგორც უკვე ვახსენე
მექსიკის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ცივილიზაციების დროიდან, თუნდა რომ
შევისწავლოთ, თუ საიდან მოდის სიტყვა მისტლანი - გარდაცვლილთა სამყოფელი, უმალ
დავუკავშირდებით აცტეკთა ცივილიზაციას და მათ რჭმენა-არმოდგენების ეღტ-ერთ ძლიერ
ღმერთს მისტლანტეჩუტლის, რომელიც აცტეკთა მითოლოგიაში წარმოადგენდა
გარდაცვლილთა სამყოფელის მმართველს, ამრიგად დღევანდელი დია დე ლოს მუერტოს
წარმოადგენს, როგორც ძველი ტრადიციების ნაყოფს ასევე ახალი ტრადიციების, კომბინაციას,
რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო ვითარდება, თუნდაც ამის აღსანიშნავად
გავიხსენოთ, 2017 წლის ოსკარების გამარჯვებული დისნეის ანიმაციური მხატვრული ფილმი
„კოკო”(“Coco”) რომელმაც დია დე ლოს მუერტოს კიდევ უფრო სხვა თვალით დაგვანახა და
მსოფლიოს გააცნო.
როდესაც ვსაუბრობთ „ელ დია დე ლოს მუერტოს“ შესახებ აღსანიშნავია ვახსენოთ
„ოფრენდა“ (“Ofrenda”) - გარდაცვლილთა სურათებით, ტკბილეულით და შაქრის თავის
ქალებით, ძირითადად, გაწყობილი კუთხე. თუ რას წარმოადგენს ის და თუ როგორი
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოფრენდას ამ დღესასწაულისთვის ნაშრომში გავეცნობით.
ოფრენდა არის ყველაზე აუცილებელი ნაწლი დია დე ლოს მუერტო - ს დღესასწაულისთვის,
თვითონ ეტიმოლოგიურად სიტყვა ოფრენდა ესპანურ ენაზე ნიშნავს შეთავაზებას. ხშირად
ოფრენდას შეცდომით ადარებენ საკურთხეველსაც, თუმცა ოფრენდას სულ სხვა დატვირთვა აქვს
და ის სალოცავად არ გამოიყენება. ოფრენდა ეს არის ადგილი, რომელიც ყველა მესიკელის
ოჯახშია დღესასწაულის განმავლობაში იმისთვის, რომ პატივი სცენ და მოიხსენიონ თავიანთი
წინაპრები, სანამ ოფრენდა გაეწყობა იქამდე ოჯახის წევრები სახლს ან იმ ადგილს სადაც
ოფრენდა უნდა გაიმართოს, საგულდაგულოდ ასუფთავებენ, ეს გასაკვირიც არაა რადგან მათი
ღრმა რწმენით მათი წინაპრების სულები მათთან შესახვედრად მოდიან და მათ ღირსეულად
უნდა დახვდნენ და პატივი უნდა მიაგონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფრენდამ დროთა

2
განმავლობაში ნაწილობრივ სახე შეიცვა. ეს გამოწვეული იყო იქიდანაც, რომ მას შემდეგ რაც,
მექსიკის ტერიტორიაზე ქრისტიანობა შევიდა მექსიკელთა კულტურაც ნაწილობრივ შეიცვალა,
ოფრენდას მაგალითზე ეს გამოიხატა იმით, რომ ოფრენდას სულ ზედა ნაწილში დევს წმინდანთა
სურათები და ჯვარი. ამს გარდა ოფრენდაზე განლაგებულ გარდაცვლილთა სურათებს,
თითოეულს გვერდზე ერთი სანთელი უნთია და დღესასწაულის აღმნიშვნელთა რწმენით,
სწორედ ამ სანთლისგან განათებული შუქით ისინი დღესასწაულის დროს მოდიან მათთან
შესახვედრად და შემდგომ ისევ გარდაცვლილთა სამმყოფელში ბრუნდებიან. (3. The Day of the Dead
Ofrenda | Inside Mexico) როგორც უკვე აღვნიშნე სანთლის დანთებას გარდაცვლილის სურათის
გვერდით დიდი საკრალური დანიშნულება აქვს, სწორედ ამიტომაც მექსიკელები, ამ სანთლისგან
განათებულ შუქს წმინდა შუქა მიიჩნევენ და “სერას“(ceras) უწოდებენ, ქართულად ცვილი, ხოლო
სანთლის დანთება კი სიმბოლიზებულია, როგორც ქრისტეს ელახლა დაბადება. ოფრენდა
ძირითადად მორთულია ყვავილებით, რომელიც დია დე ლოს მუერტოს განუყოფელი ნაწილია,
კერძოდ ეს ყვავილია აცტეკური მარიგოლდი, იგივე გარდაცვლილთა ყვავილი(“Flower of the
Dead”), იგივე სემპასუჩილი(“cempasuchil”)(4. Cempasuchil Flowers for Day of the Dead – TripSavvy) ამ
ყვავილსაც სიმბოლური დანიშნულება აქვს და წარმოადგენს, ცხოვრების წარმავლობას.
ზოგიერთი გადმოცემის თანახმად სემპასუჩილის ყვავილებისგან გაკეთებული ხიდის
საშუალებით, რომელიც გარდაცვლილთა სამყოფელს და ჩვენს სამყაროს აერთიანებს გადმოდიან
გარდაცვლილთა სულები თავიანთ ახლობლებთან შესახვედრად ჩვენს სამყაროში, შესაბამისად
აღნიშნული ყვავილი დიდ სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და ოფრენდას გაწყობის
დროს, ერთ-ერთი მთავარი საგანია.( Coco (2017) – IMDb) წყალი და მარილი ასევე ოფრენდას
ნაწილია, რომლის საშუალებითაც შორი მანძილიდან ჩამოსული გარდაცვლილთა სულები
წყურვილს იკლავენ, წყალი ასევე განწმენდია და ნაყოფიერების სიმბოლურ დატვირთვასაც
იძენს. ოფრენდაზე ასევე დიდი რაოდენობითაა მაჭმელი განსაკუთრებით ის საჭმელი, რომელიც
ოფრენდაზე განლაგებულ გარდაცვლილ ადამიანებს ერთ დროს უყვარდათ, შესაბამისად
საჭმლის თვალსაზრისიტ ოფრენდა მრავალფეროვნებიტ გამოირჩევა და ერთი ტრადიციული
კერძით არ შემოიფარგლება, თუმცა „ტამალესი“(მექსიკური ტრადიციული კერძი), „არროზ
როხო“(წითელი ბრინჯი), ხილი, ხილის ჩირი და ცხელი შოკოლადი თითქმის ყველა
ოფრენდაზეა წარმოდგენილი. ზოგჯერ ოფრენდაზე შევხვდებით, სიგარეთს და ალკოჰოლურ
სასმელსაც, იმ შემთხვევაში თუ გარდაცვლილს ისინი მოსწონდა. ყველაზე გავრცელებული
კერძი, რომელიც დია დე ლოს მუერთოს დროს აბსოლუტურად ყველა
ოფრენდაზე,ყოველწლიურად იდგმება არის „გარდაცვლილთა ულუფა“(“Pan de Muertos”). ესაა
სპეციალურად ამ დღისთვის გამოცხობილი პური, რომელიც მორთულია სემპასუჩილით, თავის
ქალებით და სანთლებით. აღსანიშნავია ისიც ვახსენოთ, რომ ხალხი ოფრენდაზე გაწყობილ

3
საჭმელს ხალხი არ შეექცევა, ისინი მხოლოდ არომატით ტკბებიან. ხშირად ოფრენდაზე
სემპასუჩილის ყვავილებით ჯვარსაც აწყობენ და მისი ნაზი ფოთლები აღქმულია, როგორც
ბილიკი რომელიც გარდაცვლილთა სულებს გზას უჩვენებს.
ოფრენდას და დია დე ლოს მუერტოს დღესასწაულის დროს, შაქრისგან დამზადებული
თავის ქალები ერთ-ერთ მთავარ დატვირთვას იძენს და ამავდროულად საინტერესოა იმის
შესწავლაც, თუ საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია და არის თუ არა, ეს ნამდვილად
ადგილობრივების მიერ შექმნილი და შემდგომში დამკვიდრებული ტრადიცია?
შაქრისგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშების ტარდიცია პირველად, ახალ სამყაროში
იტალიელმა მისიონერებმა ჩაიტანეს და გაავრცელეს მე-17-ე საუკუნეში. პირველი ცნობები
შაქრისგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშების შესახებ, გვხვდება პალერმოს მონასტრის
ჩანაწერებში, კერძოდ აღდგომის დროს, როდესაც პატარა შაქრის ბატკნები და ანგელოზები
მზადდებოდა, რათა მოერთოთ კათოლიკური ეკლესიის საკურთხევლები. (5.History of Day of the Dead
& the Mexican Sugar Skull Tradition) ხოლო მას შემდეგ კი რაც, კათოლიციზმი გავრცელდა მთელს
ლათინურ ამერიკაში, შესაბამიასდ მექსიკაშიც, მექსიკელებმა შაქრის წარმოებას ალღო მარტივად
აუღეს და იქიდან გამომდინარე, რომ საკურთხევლების მოწყობა კათოლიკურ ეკლესიაში
სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებთან ერთად შაქრის ტკბილეულითაც ფორმდებოდა და
მექსიკელებს იმდენი ფული არ ჰქონდათ, რომ ევროპელებისგან სხვადასხვა სახის მდიდრული
დეკორაციები ეყიდათ ტაძრის საკურთხევლის გასაფორმებლად, მათ შაქრისგან სხვადასხვა სახის
ხელოვნების ნიმუშების დამზადება დიდი რაოდენობით დაიწყეს და დროთა განმავლობაში ამ
საქმის უბადლო სპეციალისტებიც გახდნენ.
„ელ დია დე ლოს მუერტოს“ დღესასწაულის დროს, შაქრისგან დამზადებული თავის
ქალები საკრალურ დატვირთვას ატარებდა, კერძოდ ისინი წარმოადგენდნენ განცალკევებულ
სულებს, რომლებიც პატივს მიაგებდნენ გარდაცვლილთა სულებს, ხშირ შემთხვევაში ასეთი
ტიპის თავის ქალები ოფრენდასთან ერთად, ასევე იდგა სასაფლაოებზეც. აქვე დავამატებ, რომ
დღეს იშვიათია ხელით დამზადებული შაქრის თავის ქალები და ისინი ძირითადად
კონვეირული წარმოებით მზადდება და ხშირ შემთხვევაში უცხო ქვეყნებიდანაც კი შემოდის
მექსიკის ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად. თუმცა რაც არ უნდა იყოს ესაა. დიდი, ლამაზი,
ტკბილი და მარად მომღიმარი თავის ქალები, რომლებიც დია დე ლოს მუერტოს დღესასწაულის
ისეთივე მთავარი ატრიბუტია, როგორიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დრო წითელი
კვერცხი.
აღსანიშნავია, რომ „ელ დია დე ლოს მუერტოს“ მხოლოდ სასაფლაოზე მისვლით და
ოფრენდას გაწყობით არ შემოიფარგლება, თუმცა ის რაზეც ახლა გავეცნობით შედარებით ახალი
ტრადიციაა, რომელმაც მძლავრად მოიკიდა ფეხი დღესასწაულის მსვლელობის პერიოდში,

4
კერძოდ 2002 წლის პირველ ნოემბერს, “რანჩო ლოს საბრადორეს“ საზოგადოებამ მექსიკაში
დააარსა „კატრინას მსვლელობა“(“Catrinas Parade”), რომელიც პოპულარიზაციასაც უწევდა
დღესასწაულს და ასევე იმისკენ იყო მიმართული, რომ ჰელოუინის უკანა პლანზე გადაწევა
მომხდარიყო.(6.What is the Catrinas Parade? | Catrinas Parade San Miguel de Allende) ვფიქრობ ეს მოვლენა არ
შეიძლება გავიგოთ, როგორც ჰელოუინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, პირიქით ვფიქრობ
ამ სადღესასწაულო მსვლელობით უფრო კარგად ჩანს გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ჰელოუინი და
დია დე ლოს მუერტოს, რადგან მათ ერთმანეთთან კავშირი ნაკლებად თუ აქვთ და სწორედ
„რანჩო ლოს საბრადორეს“ საზოგადოებაც სწორედ იმის თქმას ცდილობდა, რომ ჰელოუინი სხვა
დღესასწაულია და არსობრივად განსხვავდება დია დე ლოს მუერტოსგან. რა განსხვავებაა
მექსიკურ გარდაცვლილთა დღესა და ჰელოუინს შორის ვფიქრობ პასუხი უკვე გავეცით,
ჰელოუინის დროს არც ოფრენდა იდგმება გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და არც
საფლავები ირთვება ათასნაირი დეკორაციებით ასევე, დია დე ლოს მუერტოს ხიბლი და მთავარი
განსხვავება ჰელოუინისგან ის არის, რომ დია დე ლოს მუერტოს არ არის საშიში დღესასწაული,
ჰელოუინი კი არის, თუნდაც ის მაგალითი მოვიყვანოთ, რომ ყოველი ახალი ჰელოუინის
დადგომის წინ ჰოლივუდში კარგად ემზადებიან, რომ რაიმე ჰორორ ჟანრის ფილმი გადაიღონ და
სხვა მრავალი ასეთი დეტალები. მთავარ განსხვავებას კი მაინც, ის წარმოშობს, რომ
კულტურულად „ელ დია დე ლოს მუერტოს“ უფრო ახლოს დგას მექსიკურ ტრადიციებთან
ვიდრე „ჰელოუინი“- ამერიკულთან.
„მექსიკური ჰელოუინი“, როგორც „ელ დია დე ლოს მუერტოს“ ხშირად უწოდებენ თუნდაც
იმით არ ჰგავს ჰელოუინს, რომ მექსიკურ გარდაცვლილთა დღეზე ხალხი, რომელიც
დღესასწაულში მონაწილეობს ხშირად ყვებიან სასაცილო ისტორიებს, თავიანთ ახლობლებზე,
რომლებიც მათი რწმენით მხოლოდ ამ დღესასწაულის დროს მოდიან ამ ქვეყნად მათთან
შესახვედრად. ასეთი ტიპის გართობები დღესასწაულის მსვლელობის დროს აუცილებელია
რადგან გარდაცვლილი, ხალხმა აუცილებლად ამგვარად მხიარულად უნდა გაიხსენოს, რადგან
სწორედ ასეთ მხიარულებად დაამახსოვრდეთ სამუდამოდ. შესაბამისად სასაცილო ისტორიები
და გართობა და ასევე დავამატებ, არანაირი შიშის პატარა შეგრძნობაც კი დია დე ლოს მუერტოს
ნაწილი არა არის, პირიქით ამ დღესასწაულზე უდიდესი ზეიმი მიმდინარეობს და ყველა ხარობს.
(7.Exploring the Traditions of Mexico's Day of the Dead - Culture Trip)

იმის გასამყარებლად, რომ მექსიკური გარდაცვლილთა დღე და ამერიკული


ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავებულია კიდევ რამდენიმე არსობრივი განსხვავებაც
ადასტურებს. 1960 - წლებში ამერიკელმა ესეისტმა ჯოზეფ მიტჩელმა დაწერა ესე მექსიკაში
გამართულ „ჩონჩხების სანახაობაზე“ და დღესასწაულზე, სადაც ადამიანები მოხატულები
სხვადასხვა ფერებში სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობებში მონაწილეობდნენ. ჯოზეფ
მიტჩელი წერდა, რომ მას არასდროს ენახა ასეთი სანახაობა და გაოცბას ვერ მალავდა.

5
რასაკვირველია, ესეი, რომელიც მიტჩელმა დაწერა 60-იან წლებში აშკარად „ელ დია დე ლოს
მუერტოს“ დღესასწაულს მიმოიხილავდა, თუმცა მიტჩელის დროს ლათინო-ამერიკული
დღესასწაულები დანარჩენი მსოფლიოსთვის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამერიკის
შეერთებული შატეტბისთვისაც კი, ეგზოტიკური და ფართოდ უცნობი იყო და სწორედ ამ ესეიტ
გაიცნო შეიძლება ითქვას შეერთებული შატეტბის მოსახლეობას ამ დღესასწაულის შესახებ და
ხშირად სწორედ ამიტომაც ჰელოუინთან დააკავშირებდნენ ხოლმე თუმცა, როგორც უკვე
აღვნიშნე მათ შორის არსობრივი განსხვავება დიდია.(8.Día de los Muertos Is Not Halloween | HuffPost)
დღესაც კი ამდენი დრო გავიდა რაც პირველად ამერიკაში ცნობილი გახდა დია დე ლოს
მუერტოს დღესასწაულის შესახებ, მაინც მას ხშირად არასწორად იგებენ, თუ კარგად
დავუკვირდებით ამის მიზეზი შეიძლება იყოს ინფორმაციის არასაკმარისად მიწოდება და ასევე
ის, რომ „ელ დია დე ლოს მუერტოს“ და „ჰელოუინის“ დღესასწაულები ერთ დროს ტარდება და
ორივე შემთხვევაში გარდაცვლილთა სულები უკან ბრუნდებიან, თუმცა ფუნდამენტური
განსხვავებები მრავლადაა, რომელიც უფრო სიღრმისეულ დაკვირვებას მოითხოვს და ამაზე უკვე
ვისაუბრე უბრალოდ დავამატებ, იმას, რომ თუ დია დე ლოს მუერტოს დაკავშირებული იყო
რელიგიასთან და სხვადასხვა რიტუალურ მოტივებთან და დღესაც არის, ჰელოუინმა ამის
საპირისპიროდ, დიდი ხნის წინ დაკარგა კავშირი რელიგიურ და სპირიტუალისტულ
მოტივებთან.
ამგვარად „ელ დია დე ლოს მუერტოს“ არსობრივად განსხვავდება „ჰელოუინი“ - სგან.
წლების განმავლობაში რთული იყო ამ ორი დღესასწაულის გამიჯვნა ერთმანეთისგან, რადგან
მექსიკელთა გარდაცვლილების დღე, არ იყო სრულგფასოვნად ცნობილი და გამოკვლეული
რასაც იოზეფ მიტჩელის ესეიც კი მოწმობს. შესაბამისად მცდარი აზრი ამ საკითხთან
დაკავშირებით ხშირად შეინიშნებოდა ხოლმე, თუმცა დღეს შეგვიძლია უკვე მკაფიოდ ვთქვათ
და დავამტკიცოთ ის, რომ „ელ დია დე ლოს მუერტოს“ ცალკე მდგომი უნიკალური
დღესასწაულია, რომელიც კულტურულ, რელიგიურ, საყოფაცხოვრებო, თუ ისტორიულ
ტრადიციებს ერთმანეთში აქსოვს და უნიკალურ პროდუქტს გვთავაზობს, რომელიც თავისი
არსით განუმეორებელია

6
გამოყენებული ლიტერატურის სია:

1. Día de los Muertos Is Not Halloween | HuffPost 10/28/2014 10:51 pm ET Updated Dec 28,
2014
2. Día de los Muertos isn't 'Mexican Halloween' - USA Today William Cummings, USA
TODAY Published 8:36 p.m. ET Oct. 30, 2017 | Updated 8:37 a.m. ET Oct. 31, 2017

3. What's El Día de los Muertos? It's Not Scary, and It's Not Halloween by Kristina Puga /
Nov.01.2017 / 12:45 PM ET

4. Día de los Muertos: ¿cuál es su origen y cómo se festeja? - LA NACION 2 de noviembre de


2017 • 07:58

5. Día de los Muertos | Hollywood Forever(Official Site) Event Info, History, Gallery, Altars

6. Dia de los Muertos - National Geographic Society

7. What is Dia de los Muertos? Here are facts to know about Day of the Dead DALLAS NEWS
Powered by Dallas Morning News

8. Exploring the Traditions of Mexico's Day of the Dead - Culture Trip, Lauren Cocking Mexico
writer Updated: 12 June 2018

9. The Day of the Dead: Mexico's Mysterious Holiday - Culture Trip Sasha Frost Updated: 13
June 2018

10. A Brief History of Mexico's Day of the Dead - Culture Trip Lauren Cocking Mexico writer
Updated: 25 October 2017

11. Día de los Muertos: The Day of the Dead Tradition - Lara Media OCTOBER 31, 2013 BY
LARA MEDIA

12. Spirited celebration: Marking Dia de los Muertos Day of the Dead By BONNIE
MCCARTHY OCT 26, 2017 | 3:30 PM

13. History of Day of the Dead & the Mexican Sugar Skull Tradition
https://mexicansugarskull.com/support/dodhistory.html

14. Day of the Dead | holiday | Britannica.com WRITTEN BY: The Editors of Encyclopaedia
Britannica

15. What is the Catrinas Parade? | Catrinas Parade San Miguel de Allende
http://www.catrinasparadesanmiguel.com/what-is-the-catrinas-parade_/

16. The Day of the Dead Ofrenda by May Herz | October 10, 2017 | 11:07 am

17. Día de los Muertos Ofrenda Supplies | Day of the Dead Altar Decorations Updated
December 2, 2017

7
8

You might also like