You are on page 1of 4

ირაკლი სირბილაძე, MA student of International Relations

„ადამიანი, სახელმწიფო და ომი-თეორიული ანალიზი“ , კენეთ უოლცი.

თეორიული სკოლა - ნეორეალიზმი

წიგნში „ადამიანი, სახელმწიფო და ომი -თეორიული ანალიზი“ , უოლცი ცდილობს ახნას თუ რა


ფაქტორები იწვევს ომის დაწყებას საერთაშორისო ურთიერთობებში. გამოიყოფა სამ ძირითად
ფაქტორი, რომელმაც შეიძლება განაპირობოს ომის დაწყება. მსგავს მიდგომას შემდგომში ეწოდა
ანალიზის სამი დონე (Three level of analyses, also Three images of analyses) .

ანალიზის პირველი დონე - ( First level of analyses , First image analyses ). ანალიზის პირველ
დონის მიხედვით, ომის დაწყების ძირითადი მიზეზი მდგომარეობს ადამიანის ბუნებაში.
აღნიშნული ხედვა ძირითადად გაზიარებულია კლასიკური რეალისტების მიერ ( მაგ
მორგენთაუ), რომლებიც საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში ხაზს უსვამენ ლიდერის
მნიშვნელობას. ანალიზის აღნიშნული დონის მიხედვით, ომის დაწყების ძირითადი მიზეზი
უნდა ვეძებოთ ადამიანებში, რადგანაც ის თუ როგორია ადამიანის ბუნება ( კეთილია ადამიანი
თუ ბოროტი) , განსაზღვრავს მის საგარეო პოლიტიკურ ქცევასა და ნაბიჯებს. უოლცი
გამოყოფს ადამიანის ბუნების შეცნობის ორ ბანაკს : პესიმისტებსა და ოპტიმისტებს.

ადამიანის ბუნების პესიმისტური მიდგომის თანახმად , ომის დაწყების ძირითადი მიზეზები


სწორედ ადამიანის ‘გულში, გონებასა და ფსიქოლოგიაში დევს’.ამ მიდგომის მომხრეების
(მორგენთაუ, ნიბური, სპინოზა) თანახმად ადამიანები მიდრეკილნი არიან აგრესიისაკენ,
ბოროტების გაკეთებისაკენ. შესაბამისად ეს აგრესია აუცილებლად გადაიზრდება ძალადობაში
როგორც სახელმწიფოს შიგნით , ასევე სახელმწიფოს გარეთ. პესიმისტების თანახმად, ადამიანის
აგრესიული ბუნება მოცემულობაა და ის არასოდეს არ შეიცვლება.1

ადამიანის ბუნების შეცნობის ოპტიმისტური ბანაკი ასევე აღიარებს, რომ ადამიანი ბუნებით
არის აგრესიისაკენ მიდრეკილი( ამ მხრივ, ძირითადად ეთანხმებიან პესიმისტებს). შესაბამისად,
ადამიანის აგრესიულობას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ომის დაწყება. თუმცა, განსხვავებით
პესიმისტებისაგან, ოპტიმისტები მიჩნევენ, რომ ადამიანის ბუნება შეიძლება შეიცვალოს, ანუ
ადამიანი შეიძლება გახდეს უფრო მეტად მშვიდობისმყოფელი.

ანალიზის პირველი დონის მაგალითი2

ხშირად ადამიანის აგრესიული ბუნების დემოსტრირებისას მოჰყავთ ადოლფ ჰიტლერის


მაგალითი. სწორედ ჰიტლერის აგრესიულმა ბუნებამ , მისმა მიდრეკილებმა ძალადონისაკენ
განაპირობა მეორე მსოფლიო ომის დაწყება.

ანალიზის მეორე დონე - ( Second level of analyses, Second image of analyses) კენეთ უოლცი ომის
დაწყების დაწყების მეორე მიზეზად სახელმწიფოს სტრუქტურას ასახელებს . ამ ხედვის
თანახმად, ომის დაწყება ხდება არა ადამიანის ბუნების გამო, არამედ იმის გამო თუ როგორია

1
სწორედ ამიტომ ქვიათ ამ მიდგომის მომხრეებს პესიმისტები.
2
მაგალითების მიზანია გაადვილოს თეორიული ხედვის პრაქტიკული კუთხით დანახვის შესაძლებლობა.
სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური მოწყობა. ამ ხედვის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს
პოლიტიკურ ინსტიტუტები, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები, პოლიტიკური ელიტის
ხასიათი და ზოგჯერ მოსახლეობის ხასიათი განსაზღვრავს როგორი იქნება სახელმწიფოს ქცევა,
მშვიდობიანი თუ მტრული. შესაბამისად, არსებობს „ცუდი“ და „კარგი“ სახელმწიფოები.
„ცუდი“ სახელმწიფოები შეიძლება გარდაიქმნან „კარგ“ სახელმწიფოდ, თუ კი ისინი გახდებიან
ლიბერალ -დემოკრატიულები.

ანალიზის მეორე დონე ხშირად არის გაზიარებული საერთაშორისო ურთიერთობების(სუ)


ლიბერალური თეორიის წარმომადგენლების მიერ. ( „დემოკრატიული მშვიდობის თეორია“).
აღნიშნული ხედვის თანახმად, სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკური მოწყობა განსაზღვრავს
ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ქცევას. სუ-ს ლიბერალური თეორია სათავეს იღებს იმანუელ
კანტის ნაშრომიდან „ მარადიული მშვიდობა“ ( perpetual peace). კანტის თანახმად, თუ კი
სახელმწიფო იქნება „რესპუბლიკა“, ( დღევანდელი გაგებით დემოკრატია) ეს გამოიწვევს
საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობის მიღწევას. კანტის ძირითადი არგუმენტი
მდგომარეობს იმაში, რომ თუ ქვეყნის შიგნით არსებობს წარმომადგენლობითი დემოკრატია,
მოსახლეობა აიძულებს მთავრობას არ აწარმოონ ომები , რადგანაც ომს შედეგად მოაქვს
ეკონომიკური დაღმასვლა, ადამიანური მსხვერპლი და ა.შ.

შესაბამისად, ამ მიდგომის თანახმად, არადემოკრატიული სახელმწიფოები უფრო მეტად არიან


მიდრეკილნი ომისაკენ, ვიდრე დემოკრატიული სახელმწიფოები. დემოკრატიული
სახელმწიფოების ლიდერებს არ აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ ომი, რადგან ამისათვის მათ
სჭირდებათ შეთანხმება მიაღწიონ ქვეყნის პარლამენტთან. ავტორიტარულ (არადემოკრატიულ)
და ტოტალიტარულ სახელმწიფოებს არ სჭირდებათ შეთანხმება საკანონმდებლო ორგანოსთან ,
რადგან ქვეყნის შიგნით არ არსებობს ძალაუფლების გადანაწილება საკანონმდებლო,
აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის. 3

მაგალითი :

1) 2013 წელს , როდესაც დასავლეთი ცდილობდა სირიაში ინტერვენციას, დიდი


ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა აღმასრულებელი ხელისუფლების
ინიციატივას მოეხდინა სამხედრო ინტერვენცია სირიაში, ამერიკის შეერთებულ
შტატებთან ერთად. 4 შესაბამისად, ქვეყნის შიდა პოლიტიკურმა მოწყობამ ( ამ
შემთხვევაში დემოკრატიამ) მოახდინა ომის/ინტერვენციის პრევენცია.

3
არსებობს ხელისუფლების სამი შტო : აღმასრულებელი ( მთავრობა) , საკანონმდებლო ( პარლამენტი) და
სასამართლო. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი
პრინციპია. თითოეული შტოს მიზანია დააბალანსოს და შეაკავოს სხვა შტო, რათა არ მოხდეს მათ მიერ
ძალაუფლების გადამეტება. ეს ცნობილია როგორც system of checks and balances ( ურთიერთშებოჭვისა და
დაბალანსების პრინციპი )
4
http://www.bbc.co.uk/news/uk-politics-23892783
2) 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ამტკიცებს საპირისპირო ტენდენციას. იქედან
გამომდინარე, რომ რუსეთის ფედერაცია არის ავტოკრატიული ქვეყანა , სადაც არ არის
დაცული დემოკრატიის ძირითადი პრინციპები ( ხელისუფლების დანაწილების
პრიციპი) და ძალაუფლება უმეტესწილად არის კონცეტრირებული აღმასრულებელი
ხელისუფლების ხელში, ომის დაწყება ვერ იქნა თავიდან აცილებული.

თუმცაღა, აღნიშნულ შემთხვევებში არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც სახელმწიფოები


მიუხედავად მათი შიდა პოლიტიკური მოწყობისა, მაინც აწარმოებენ ომს. მაგალითად, ამერიკის
2003 წლის ინტერვენცია ერაყში. მიჩნეულია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთში
არ იბრძვიან, თუმცა ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან არადემოკრატიული სახელმწიფოების
მიმართ. ლიბერალურ სახელმწიფოებს აქვთ სურვილი დაამყარონ ე.წ „ლიბერალური იმპერია“ (
იმანუელ კანტი) რაც გულისხმობს ლიბერალიზმის, დემოკრატიის გავრცელებას
არადემოკრატიულ სახელმწიფოებში. ამერიკის 2003 წლის ინტერვენცია ერაყში, სწორედ
‘ლიბერალური იმპერიის’ მაგალითია.

ანალიზის მესამე დონე - (Third images of analyses) . ანალიზის მესამე დონის თანახმად, ომის
დაწყების ძირითადი მიზეზი მდგომარეობს არა ინდივიდის აგრესიულ ბუნებაში ან
სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ მოწყობაში, არამედ სისტემის ანარქიულობაში. ვინაიდან
სახელმწიფოები არიან სუვერენული ერთეულები და არ არსებობს მათზე მაღლა მდგომი
ერთეული, ისინი იძულებულნი არიან თავად იზრუნონ საკუთარ გადარჩენაზე და არ
დაეყრდნონ სხვა სახელმწიფოებს. ამ მიდგომის თანახმად, რომელსაც უშუალოდ უოლცი
იზიარებს, სახელმწიფოები ცხოვრობენ „თვითდახმარების სისტემაში“ ( self- help system).
სისტემის ყველა ერთეულის ( სახელმწიფოს) მიზანია საკუთარი უსაფრთხოების გარანტირება
და სუვერენიტეტის შენარჩუნება.

ნეორეალიზმის თეორიის თანახმად, სახელმწიფოები არიან მსგავსი ერთეულები ფუნქციური


თვალსაზრისით ( ყველას მიზანია სუვერენიტეტის შენარჩუნება და გადარჩენა), თუმცა
სახელმწიფოები გასხვავდებიან შესაძლებლობების მიხედვით ( ზოგ სახელმწიფოს აქვს მეტი
ტერიტორია, რესურსები, სამხედრო შესაძლებლობები ვიდრე სხვებს).

მესამე დონის მიხედვით, საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოებს შორის არსებობს მუდმივი


უნდობლობა, რაც აიძულებს სახელმწიფოებს იფიქრონ ძალაუფლების
მაქსიმიზაციისაკენ.(ირმის მაგალითი, პატიმრის დილემა5) სახელმწიფოები ცხოვრობენ
‘უსაფრთხოების დილემის’ (Security dilemma) პირობებში, როდესაც ერთი სახელმწიფოს მიერ
ძალაუფლების მაქსიმიზაცია ( მაგ შეიარაღების გაზრდა), აიძულებს მეორე სახელმწიფოს
გადადგას იგივე ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.

შესაბამისად, სახელმწიფოებზე არსებული სისტემური შეზღუდვები აიძულებს მათ


ორიენტირებულნი იყვნენ საკუთარ უსაფრთხოებაზე , რისი შენარჩუნების ერთადერთი

5
დამატებით ინფორმაცია ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4-
---4---0-0l--11-ka-10---10-help-50--00-3-1-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-
10&a=d&cl=CL2.19&d=HASHd11beb4f1e3371976edc8b.8
საშუალება ძალაუფლების მაქსიმიზაციაა. ანარქიულ სისტემაში სახელმწიფოები ცდილობენ
მიაღწიონ ძალთა ბალანს, რაც გულისხმობს ძალაუფლების თანაბრად განაწილებას სისტემის
ერთეულებს შორის. ძალთა ბალანსი ხელს უწყობს სისტემაში სტაბილურობის შენარჩუნებას.

უოლცის აზრით, საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესების ანალიზში


უპირატესობა უნდა მიენიჭოს მესამე დონეს ( სისტემის ანარქიულობა არის ომის გამომწვევი
ძირითადი მიზეზი), თუმცაღა, ის არ გამოირცხავს პირველი და მეორე დონის მნიშვნელობას.
კენეთ უოლცის კლასიფიკაციის თანახმად , თეორიები, რომლებიც იზიარებენ ანალიზის
პირველ და მეორე დონეს ( კლასიკური რეალიზმი და ლიბერალიზმი) არიან
რედუქციონისტური ხასიათის თეორიები. რედუქციონისტური თეორიები ძირითადი
მახასიათებელი არის ის, რომ ისინი ხსნიან ‘ნაწილების“ და არა ‘მთელის’ ქცევას. ამგვარი
თეორიების მიხედვით, საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები განპირობებულია
ერთეულების ( სახელმწიფოების ან ინდივიდების) ქცევით და არა სისტემური შეზღუდვების
გამო( მაგალითად ანარქიით). სწორედ ამიტომ არიან კლასიკური რეალიზმი და ლიბერალიზმი
რედუქციონისტური თეორიები. ისინი მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკური
პროცესების ასახსნელად უნდა შევისწავლოთ ინდივიდის , სახელმწიფო ლიდერის ბუნება (
რეალიზმი) ან სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური სტრუქტურა ( ლიბერალიზმი).

განსხვავებით რედუქციონისტური თეორიებისაგან, ნეორეალიზმი მიჩნეულია როგორც


სისტემური თეორია, რომელიც საერთაშორისო პროცესების შესასწავლად იყენებს ე.წ Top –Down
მიდგომას. ის მიიჩნევს, რომ „მთელი“ ( საერთაშორისო სისტემა) განაპირობებს ‘ნაწილის“ (
სახელმწიფოების) ქცევას. ამიტომ აუცილებელია ჯერ შევისწავლოთ ‘მთელი’, რათა
გამოვიცნოთ ‘ნაწილის“ სავარაუდო ქცევა. სისტემის ანარქიული ბუნება არის სახელმწიფოთა
ქცევის ძირითადი ამხსნელი ფაქტორი.

You might also like