You are on page 1of 2

„ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხი უნივერსიტეტებში

სოციალიზაციისა და ადაპტაციის კვლევა“

პრობლემის აქტუალობა:

თანამედროვე მსოფლიო იბრძვის იმისათვის, რომ მიაღწიოს ადამიანის ყველაზე


უმთავრესი უფლების - საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად აღქმის
დამკვიდრებას, მიუხედავად მისი ეთნიკურობისა, ენისა, კულტურისა, რელიგიისა
თუ ადათ-წესებისა. საქართველო, ისევე როგორც თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნების
უმრავლესობა, მულტიეთნიკური ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. ამას მოწმობს 2014
წლის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრებ
მოქალაქეთა შორის 6.3% – აზერბაიჯანელი, ხოლო 4.5% ეთნიკურად სომეხი
მოქალაქეები არიან, დანარჩენს ეთნიკურად რუსები – 0.7%, ოსები – 0.4%, იეზიდები –
0.3%, უკრაინელები – 0.2%, ქისტები –0.2%, ბერძნები – 0.1%, ასირიელები – 0.1% (სხვა
_ 0.4%) შეადგენენ.

ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი


ცდილობს თვითგანვითარებისა და ცხოვრების გაუმჯობესებისათვის ისეთ ქალაქებსა
და დასახლებულ პუნქტებში გადასვლას, სადაც ყველაზე მეტად ექნება ხელშეწყობა
განათლების მხრივ. ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენლები, რომლებიც
მორგებულნი არიან განსხვავებულ კულტურასა თუ წესს-ჩვეულებებს,
უნივერსიტეტში ჩაბარებისას ექცევიან ახალ გარემოში, უწევთ ახალი
ურთიერთობების ჩამოყალიბება, კომუნიკაციის დამყარება, განსხვავებული
ეთნიკური წარმომადგენლობის სტუდენტებთან ინტეგრირება.

კვლევის მიზანი და ამოცანა:

კვლევის მიზანია გავიგოთ ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების უნივერსიტეტში


ინტეგრაციის, ადაპტაციისა და სოციალიზაციის ხარისხი.

რაც შეეხება ამოცანას, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ისეთი აქტივობების


დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებს
ადაპტაციაში და გაუადვილებს უნივერსიტეტებში ინტეგრირების პირველ წლებს.

1.გავიგოთ ის პრობლემები/ბარიერები ,რომლებსაც ჩამოსული სტუდენტები


უნივერსიტეტში ჩაბარებისას აწყდებიან
2.როგორ ახერხებენ გარემოსთან ადაპტაციას

3.რა ფაქტორები უწყობს ხელს მათ სოციალიზაციას

4.სხვა სტუდენტების როლი მათ ცხოვრებაში

ჰიპოთეზა:
გვაქვს მოლოდინი, რომ განსხვავებული კულტურის, ადათ-წესების და ეთნიკურად
არაქართველი სტუდენტები უნივერსიტეტში ჩაბარების პირველ წლებში
ინტეგრაციის დაბალი ხარისხით ხასიათდებიან

კონცეპტუალიზაცია:
1.ადაპტაცია-სოციალური გარემოს მატერიალურ პირობებთან ,  ნორმებთან  და 
ღირებულებებთან ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის აქტიური შეგუების მუდმივი
პროცესი და ამპროცესის შედეგი.

2.სოციალიზაცია-ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების, მოცემული


საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ცოდნის, ღირებულებებისა და ნორმების
შეთვისების პროცესი.

3. ეთნიკური უმცირესობა- ეთნიკური ჯგუფი ეს არის ისტორიულად


ჩამოყალიბებული ადამიანთა მდგრადი სოციალური ერთობა, რომელსაც საერთო
ადათ–წესები, ენა, კულტურა, რწმენა აქვს.

4. ინტეგრაცია-სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესი, რომლის


მიზანია ცალკეულ ჯგუფთა თვითიდენტიფიკაციის ერთიან საზოგადოებრივ და
კულტურულ ჩარჩოებში მოქცევა. ინტეგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით, როდესაც
„ელემენტებად“ მოიაზრებიან პიროვნებები/ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან
თავისი მახასიათებლებით (რასა, სქესი, რელიგია, ეთნოსი, სოციალური კლასი და
ა.შ.).

You might also like