You are on page 1of 2

სპარსეთის მეფემ თავის ერთგულ ქვეშემრდომს უბრძანა ქართლში

წასულიყო, პიტიახშს მსახურად დასდგომოდა და დახმარებოდა მისი


ბრძანების ასრულებაში.
–თვალ–ყური ადევნე იქაურობას და განსაკუთრებით– ვარსქენს. როგორ
შემიძლია ვენდო ადამიანს, რომელმაც ერთხელ დადებული ფიცი თავისი
ნებით გატეხა. ისე მოიქეცი რომ ვერავინ გამჩნევდეს და ყველაფერს მე
მაცნობე.
ჯაშუში უმალ გაემგზავრა და გზაშივე დაიწყო გეგმაზე ფიქრი. გაგონილი
ჰქონდა როგორი იყო ვარსქენი, იცოდა, ერთი მცდარი ნაბიჯიც კი
დაღუპავდა.
ადგილზე მისულმა სპარსმა მაშინვწ გადაწყვიტა, ვარსქენთან
დიდგულობა არას მომიტანსო და დაიწყო პირფერობა, რასაც მიჩვეული
იყო მეფის კარზე. იმ დღიდან მოყოლებული ჩურჩულით მოლაპარაკეებს
ყურს უგდებდა და დაწვრილებით ატყობინებდა პეროზ მეფეს ქართლში
მომხდარ ნებისმიერ მოვლენას. თან დაჰყვებოდა ვარსქენს,
აფრთხილებდა დ არჩევებს აძლევდა, რასაც პიტიახში ყურსაც არ
უგდებდა. ის აგრძელებდა შუშანიკ დედოფალთან დაპირისპირებას, რაც
სპარსს ავის მომასწავებლად ეჩვენებოდა.
ერთხელ, როცა ვარსქენმა სპარსი შუშანიკის დასაყოლიებლად გააგზავნა,
მან მალევე დაიჭირა იქვე მდგარი იაკობ ხუცესის მზერა, აქედან
მოყოლებული მას ერიდებოდა და უფრთხოდა.
ერთხელაც, პურობისას ,,იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფეხთა
თვისთა დასდრგუნავდა მას და აიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა და
ჩაჰფლა თუალნი ერთი დაუბუშტა და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა
უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა, ვითარცა მხეცი მძვინვარე ყიოდა და
იზახდა ვითარცა ცოფი” როცა ოდნავ დამშვიდდა, მაშინ ,,უბრძანა
შეკვრაი დედოფლისაი და ბორკილთა შესხმაი ფეხრთა მისთა.” და აქ
ჩათვალა საჭიროდ, სიტუაციის შესამსუბუქებლად ჩარევა სპარსმა.
მხურვალედ ევედრებოდა, რომ ბორკილებიდან გაეთავისუფლებინა
დედოფალი, რომ ეს არ იყო ის, რითიც შეძლებდა თავისი სურვილების
ასრულებას. დიდი მცდელობის შემდეგ დაიყოლია, თუმცა, ეს მხოლოდ
იმის დასაწყისი იყო, რაც სპარსმა ოცოდა, რომ ამას მოჰყვებოდა.
მეექვსე წელი სრულდებოდა რაც სპარსმა სპარსეთი დატოვა, მეექვსე
წელიიწურებოდა რაც საპყრობილეში მყოფი დედოფალი უფრო და
უფრო მეტ ხალხს უყვარდებოდა, რაც პიტიახშის რეპუტაცია მიწასთან
სწორდებოდა.
დედოფალი გარდაიცვალა, დაკრძალეს და პიტიახშის ღელვამ კიდევ
უფრო იმატა. იცოდა რომ მისი წინათგრძნობა არასწორი არიყო, წინ
საფრთხე ელოდა. ვახტანგ მეფე არ აპატიებდა მას მოღალატეობას.
აგვისტო სრულდებოდა, მეფის სპა ციხე-სიმაგრის გალავანს მიადგა.
ვარსქენი სასახლიდან გამოვიდა. მშვიდად შეეგება თავის ბედს, ვარსქენმა
თვალები დახუჭა და ცივ მიწაზე გაგორდა მისი თავი.
მზე ჩავიდა, სასახლიდან ოდნავ მოშორებით, პატარა ბორცვზე დამარხეს
ის. არავის უგლოვია, მალევე დაივიწყა ხალხმა ქვემო ქართლის პიტიახში
ვარსქენი.
დრო გავიდა, მარტოსულ ბორცვზე, საშუალო სიმაღლის სპარსულ
ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანის სილუეტი გამოჩნდა.
უგრძნობლად დახედა მიწას და თქვა:
-გაფრთხილებდი, ვერ მიაღწევდი საწადელს, თავგასულობითა და
დაუფიქრებლობით. უაზრო ბაქიაობას წინ გაგეხედა გიჯობდა, შენი
სულსწრაფობისთვის შედეგი მოიმკე, ვარსქენ პიტიახშო!
ლაპარაკისას, ჩვეულზე უფრო ცივი და ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა,
შემდეგ ცხენზე ამხედრდა და ფართო გზას ნელა გაუყვა.
ბინდდებოდა, ირგვლივ სიჩუმე იყო ჩამოწოლილი, ცაზე ნელ-ნელა
ამჟღავნებდა თავს მკრთალად მოციმციმე შორეული ვარსკვლავები.
ღამეული წყვდიადის მდუმარება, ცხენის ფლოქვებია ხმამ შეარხია.
გზაზე მიმავალმა უკან მიიხედა, სამი მხედარი თავდაუზოგავად
მიაჭენებდა ულაყს. მალევე დაეწივნენ. ხელჩართული ბრძოლა გაიმართა,
მარტო დაგულებულმა იცოდა, რით დამთავრდებოდა ყველაფერი,
თუმცა თავის გადასარჩენად ხმლის ქნევას არ იშურებდა. სისხლისგან
დაცლილს, უღონოდ მყოფს, უკანასკნელი ჭრილობა მეფის
ქონდართუხუცესმა მიაყენა. ყურში ფოლადივით მტკიცე ხმა გაისმა:
-დასანანია, უნდა გცოდნოდა, ყველას მოეკითხება ჩადენილისთვის,
ხშირად უნდა მოგეხედა უკან, სპარსო!
უკანასკნელად მოავლო თვალი მთვარით განათებულ ხეობას,
უკანასკნელად შემოესმა ბუს გაბმული კივილი, ბოლოჯერ ახედა ცას და
საუკუნო ძილს მიეცა.

You might also like