You are on page 1of 3

შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“

-----------------------
სიუჟეტი და ფაბულა ქვეთავისა-„ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“

სიუჟეტი

არაბეთში მეფობდა უფლისაგან ხელდასმული („ღმრთისაგან სვიანი“) როსტევანი, რომელიც იყო ზნემაღალი („მაღალი“), ხელგაშლილი („უხვი“),
გულმოწყალე („მოწყალე“), ძლევამოსილი („მორჭმული“) , ყველას ჭირისა და ლხინის მოზიარე-გამგები („განმგებიანი“), უბადლო, შეუდარებელი
(„უებრო“) მეომარი, ასევე ენაწყლიანი („მოუბარი წყლიანი“).ხელმწიფე. მას ჰყავდა ერთადერთი ასული-მშვენიერი თინათინი, რომელიც მნათობი იყო
ქვეყნისა („სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული“). მის სილამაზეს მნახველნი ვერ უძლებდნენ („მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული,
გონება და სული“), ხოლო აღწერა მხოლოდ ბრძენს შეეძლო („ ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული“).რაც უფრო იზრდებოდა, მით
მშვენიერი ხდებოდა („რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია“).
ერთ დღეს მეფემ მოიწვია ვაზირები და რჩევა ჰკითხა („უბრძანა: "გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა... ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე
საწუნელია.“) თინათინის გამეფების შესახებ იმ მოტივით, რომ თავად მოხუცდა („მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა“... „ მე
გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია“). როსტევანის აზრით, სამეფო ტახტზე თანამოსაყდრედ მის სიცოცხლეშივე მემკვიდრის
გამეფება ერთგვარი კანონზომიერებითაა განპირობებული, რადგან მოხუცი მეფის მაგივრობა ახალგაზრდა ხელმწიფემ უნდა გასწიოს („რა ვარდმან
მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,იგი წახდების, სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;), ხოლო მოახლოებულ სიკვდილზე ფიქრის მიზეზი კი
მხცოვანებაა, რომელიც ასევე კანონზომიერია („დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია“). როსტევანმა მოხუცი მეფის მმართველობა
შეადარა სიბნელეშეზავებულ ნათელს-„რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!“
ვაზირებმა არ მოუწონეს მეფეს უძლურ მოხუცებულობაზე ფიქრი („ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა“), მისი ასაკი შეადარეს
დამჭკნარ ვარდს, რომელიც სურნელით სხვა ყვავილებს მაინც სჯობს („მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა.“... „ თქვენი თათბირი ავიცა
სხვისა კარგისა მჯობია“;), იქვე დასძინეს, რომ მის დამსახურებასთან და შესაძლებლობასთან თავის გატოლება ისევე არ ძალუძს/შეუძლია ვინმეს,
როგორც შესუსტებულ მთვარეს ვერ შეედრება ვარსკვლავი სინათლით („მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!“). ამრიგად,
საეთანხმნენ ვაზირები როსტევანის გადაწყვეტილებას თინათინის გამეფების შესახებ („ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა
გლმობია, სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია“).
როგორც ირკვევა, ვაზირებს როსტევანთან შეხვედრამდე არა ერთხელ უსაუბრიათ ამ თემაზე და ერთხმად შეთანხმებულან, რომ თინათინი სამეფო
ტახტის ღირსეული მემკვიდრეა, მუხედავად იმისა, რომ ქალია („თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია... არ გათნევთ, იცის მეფობა,
უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია“), დარწმუნებულნი არიან, რომ იგი ისევე გააბრწყინებს ქვეყანას, როგორი მშვენიერიც არის („შუქთა მისთაებრ საქმეცა
მისი მზებრ განაცხადია“) , რადგან ყოველი ნაშიერი თავის მშობელს ჰგავს („ ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია").
ძლევამოსილი არაბეთის ჯარების სარდალი იყო ავთანდილი, ძე მთავარსარდლისა („ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა“). მშვენიერი
გარეგნობისა და უზადო აღნაგობის („საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა„) ახალგაზრდა („ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა
საცნობარისა“) ვაჟკაცს თინათინი შეჰყვარებოდა („მას თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა“). სპასპეტი გულში ინახავდა ქალისადმი
სიყვარულს („გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად“), რომელიც სნეულებად ქცეოდა, მისი იშვიათი ნახვა გულს უკლავდა („რა
მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად“), თუმცა ვერც ხილვა ამშვიდებდა („ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის

1
შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“

-----------------------
უფრო წყლულად“) და უოკებდა გამიჯნურებულ გულს, რადგან, როგორც რუსთველი ამბობს, შეუბრალებელი, დაუნდობელია სიყვარული („საბრალოა
სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!“)
როდესაც როსტევანის გადაწყვეტილება გაიგო თინათინის გამეფების შესახებ , ავთანდილმა გაიხარა („ ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის
სოქ-ალისა“), რადგან მისი სატრფოს ხშირად ნახვის საშუალება მიეცემოდა („თქვა: "ზედას-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა... ნუთუ მით
ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!“)
. როსტევანმა გასცა ბრძანება თინათინის გამეფების შესახებ და „სრულნი არაბნი“ დაპატიჟა ძლევამოსი ქვეყნის ხელმწიფემ ოფიციალურ
ცერემონიალზე, რომელზეც ძვირფასი („ურქმელი ფასის“) სამეფო ტახტი შემოაბრძანეს მრავალაღასიანი ჯარის სარდალმა ავთანდილმა და უხუცესმა
ვაზირმა სოგრატმა.
თინათინი სამეფო ტახტამდე მიაცილა მამამ, თავს გვირგვინი დაადგა, გადასცა სკიპტრა და შემოსა მოსასხამით („მეფეთა სამოსელითა“). ხალხმა
თაყვანისცემის ნიშნად უკან დაიხია, დალოცეს, და შეაქეს თინათინი, გაიმართა დიდი ზეიმი.
თინათინი ცერემონიალზე გულმდუღრად ტიროდა („ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა“), რადგან მამის
მონაცვლეობის ღირსად არ მიიჩნევდა თავს („მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა“).
. როსტევანმა დაამშვიდა ასული და დაარიგა, რომ , როგორც მზე ერთნაირად ეფინება და ათბობს ყველას და ყველაფერს, თვითონაც უნდა იყოს
ხალხის მიმართ თანასწორი, სამართლიანი, ბრძენი („ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი“) და ხელგაშლილი მეფე,რამეთუ
სიუხვე ღირსეულად შეაძლებინებს მამის მაგივრობის გაწევას, რადგან ხელგაშლილობა ურჩსაც იმორჩილებს („უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით
ების, ვინ ების“... „უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია“) და ისევე არ გააღატაკებს, ვერაფერს დააკლებს, როგორც ზღვა არ ილევა
მდინარეებში მიმოქცევით („უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების“); როსტევანის თქმით, მეფეთათვის სიუხვე, ხელგაშლილობა ისეთივე
აუცილებელი თვისება უნდა იყოს, ისეთივე კანონზომიერებაა, როგორც ედემის ბაღში ალვის ხე („მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია“)
და, რომ გაცემული სიკეთე უკან უბრუნდება, ხოლო შენახული განძი-იკარგება („სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!რასაცა გასცემ,
შენია; რას არა, დაკარგულია!")
თინათინი ცერემონიალს თვალს ადევნებდა („ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა“) და მამის დარიგებასაც დიდი
ყურადღებთ ისმენდა („ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა“)
თინათინმა მამის დარიგება ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა, გასცა სრულად თავისი „ნაუფლისწულევი" დაუთვლელად („გასცა უზომო,
უანგარიშო, ულევი“), მათ შორის ოქროული , ძვირფასეულობა და ცხენები, ხალხი მეკობრეებივით ესეოდა ნაბოძვარს (ნაჩუქარს) („ლარსა ჰხვეტდიან
ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია“) , როგორც „ნათურქალს“-ნაომარს. არავინ წასულა ხელცარიელი („არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.)

ყველასაგან მოულოდნელად როსტევანმა მოიწყინა, სოგრატსა და ავთანდილს ეგონათ, რომ ამის მიზეზი ქალიშვილის გადამეტებული სიუხვე იყო
(„მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო“), საყვედურიც კი უთხრეს შეფარვით-„ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე
ჭირიო?" მეფემ იწყინა მათი საყვედური- „ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა“. სინამდვილეში მეფეს ის აწუხებდა, რომ ძე არ ჰყავდა,
ვისაც „სამამაცო ზნეს“, ანუ საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ავთანდილი ერკვევაო ამ საქმეში („ცოტასა შემწევს

2
შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“

-----------------------
ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა"). სპასპეტმა იუკადრისა საბრძოლო ხელოვნების მცირედით ცოდნა და მეფე მშვილდოსნობაში საასპარეზოდ
გამოიწვია („მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია;);

მეფე გაამხიარულა ავთანდილის გამოწვევამ და გააფრთხილა, თუ ხელი არ მოგეცარება, არ გაწბილდები (არ დამარცხდები), იღბლიანი ყოფილხარო
(„თუ არ გასწბილდე , მაჯობო, ბედი გეყოფის ბედად-რე“). დათქვეს ნადირობის დრო, თორმეტი მონა უნდა ხლებოდათ ისრების მთვლელებად, ხოლო
შერმადინს უნდა ეზრუნა ნადირობის ორგანიზებასა და შედეგებზე („ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, -ნასროლ-ნაკრავსა
სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად"). სანაძლეოც დადეს, წაგებულს სამი დღე თავშიშველს უნდა ევლო- „ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი
სამ დღე ვლიდეს!" („შენიშვნა: მაშინ მამაკაცისთვის თავშიშველი სიარული დიდ სირცხვილად მიაჩნდათ.)

„ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“

ქვეთავის ფაბულა

არაბეთის ხელმწიფე როსტევანმა ვაზირებთან შეთანხმებით თანამესაყდრედ დასვა თავისი ქალიშვილი თინათინი, რომელიც უყვარდა ჯარების
სარდალ(სპასპეტი) ავთანდილს. გაიმართა დიდი წვეულება, რომელზეც დაპატიჟებულნი იყვნენ „სრულნი არაბნი“. თინათინი ყურადრბით
აკვირდებოდა ცერემონიალს და, როდესაც მამამ დააბრძანა ძვირფას ტახტზე, თავს გვირგვინი დაადგა, ხელში სკიპტრა მისცა და მოსასხამით შემოსა,
ქალი ატირდა, რადგან მეფობის ღირსად თავს არ მიიჩნევდა. ავთანდილი გაახარა თინათინის გამეფების ამბავმა, რადგან ხშირად ექნებოდა მისი
ხილვის საშუალება.

ცერემონიალზე ყველასაგან მოულოდნელად როსტევანმა მოიწყინა, რადგან ძე არ ჰყავდა, ვისაც „სამამაცო ზნეს“, ანუ საბრძოლო ხელოვნებას
ასწავლიდა, მისმა ნაზარდმა სპასპეტმა ავთანდილმა იწყონა მეფის სიტყვები და მეფე მშვილდოსნობაში საასპარეზოდ გამოიწვია. დათქვეს ნადირობის
დრო, თორმეტი მონა უნდა ხლებოდათ ისრების მთვლელებად, ხოლო შერმადინს უნდა ეზრუნა ნადირობის ორგანიზებასა და შედეგებზე („ერთაი
შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, -ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად"). სანაძლეოც დადეს, წაგებულს სამი დღე
თავშიშველს უნდა ევლო.

You might also like