You are on page 1of 4

ამერიკული ტრანსცედენტალიზმის არსი, ბუნება და მახასიათებლები

ტრანსცენდენტალიზმი წარმოიშვა ახალ ინგლისში, მე-19 საუკუნის 30-იან წლებში.


მის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონიეს ევროპულმა ფილოსოფიურმა
დოქტრინებმა. ახალი ინგლისის ახალგაზრდებმა, რომელთაც სურდათ მათი დროის
სულისკვეთების გარდაქმნა, შექმნეს ტრანსცენდენტალიზმი, XIX საუკუნის
ამერიკული აზრის ყველაზე გავლენიანი მოძრაობა. 1836 წელს დაარსებული
„ტრანსცენდენტალური კლუბის“ წევრებს შორის გამოირჩეოდნენ რალფ უოლდო
ემერსონი, ჰენრი დევიდ თორო, თეოდორ პარკერი, მარგარეტ ფულერი.კლუბის
აქტივობა ხანმოკლე იყო, მაგრამ მან თეორიული საფუძვლები ჩაუყარა XIX
საუკუნეში აშშ-ში განვითარებულ ტრანსცენდენტალისტურ მოძრაობას.

კლუბის პირველი მიზანი იყო ბრძოლა საზოგადოებრივ აზრში მერკანტილიზმის


გავლენის გაძლიერების წინააღმდეგ. ამისთვის მათ სურდათ იდეალიზმის
მნიშვნელობისა და სულიერ ღირებულებებთან კავშირის აღდგენა და ეს ხდება
მაშინ, როდესაც გაბატონებული უნიტარული ქრისტიანობის დოქტრინა და პრაქტიკა
ტრანსცენდენტალისტების აზრით, ხასიათდება სულ უფრო და უფრო მეტი
გაღარიბებით და აუცილებელია მათთვის სიცოცხლისა და სითბოს დაბრუნება.
კლუბის წევრები ძლიერი დამოუკიდებლობის გრძნობით ხასიათდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათი იდეების გაერთიანება საერთო ფილოსოფიად არ
მომხდარა, აშკარაა მათი საერთო ნიშნები: ისინი იზიარებდნენ მეტაფიზიკურ
იდეალიზმს რომლის მიზანიცაა ფიზიკური სამყაროდან გაღწევა მორალური და
სულიერი ღირებულებებით აღსავსე საიქიოში. ისინი ქადაგებდნენ კაცობრიობის
ფუნდამენტურ გულკეთილობა-კეთილმოსურნეობას, ინდივიდის ღირსებას და
ღირებულებას. მათი თეორიის ფუნდამენტური მიზანი იყო ღმერთის განდიდება,
მისი თაყვანისცემა. ღმერთი მათი აზრით ყველგანაა, განსაკუთრებით კი ყოველი
ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრების უმცირეს დეტალებში. რაც შეეხება ცოდნას,
ისინი უფრო ენდობოდნენ ინტუიციას და გრძნობას, ვიდრე გონებას თუ ემპირიულ
სიცხადეს, რომელთაც არ ძალუძთ ბრტყელ, სპეკულატურ თვალსაზრისზე უფრო
მაღლა დადგომა. ამერიკული ტრანსცედენტალიზმი თვითმყოფადი ეროვნული
კულტურის ჩამოყალიბების ისტორიაში განსაკუთრებული ეტაპია.
ტრანსცედენტალიზმი, ერთი მხრივ, ითვისებს პურიტანიზმისა და
განმანათლებლობის ფილოსოფიის მიგნებებს, ახდენს მათ სინთეზირებას და, მეორე
მხრივ, ამზადებს ამერიკულ კლასიკურ ფილოსოფიას. ეს ტერმინი განიმარტება,
როგორც ,,ზემოცემული მოცემულობა“.ამერიკელი ტრანსცედენტალიზმების
ინტერესი ფოკუსირდებოდა რელიგიური ცოდნის საფუძვლების ძიებასა და
ეპისტემოლოგიურ პრობლემატიკაზე. ამ მიმდინარეობის მამად წოდებული
ემერსონი მიიჩნევს, რომ ბუნება სულის მატერიალიზაციას წარმოადგენს.
ტრანსცედენტალიზმის განსაკუთრებულ დამსახურებად უნდა ჩიათვალოს
მორალური პრინციპების პრიორიტეტულობის დამკვიდრების მცდელობა.

ტრანსცენტალისტური ტექსტებისთვის დამახასიათებელია დადებითი მუხტი,


პოზიტიურობა. იგი მოგვიწოდებს, რომ ვიშრომოთ, განვვითარდეთ, ბუნებასთან
გავმთლიანდეთ და ისე მივაღწიოთ წარმატებას. მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან
მუშაობა და თვითგანვითარება. იგი უგულებელჰყოფს ყველანაირ მატერიალურს.
ტრანსცედენტალიზმი ამერიკაში მართალია რომანტიზმის ფესვებზე ყალიბდება,
მაგრამ ამასთანავე იგი იქმნება ამერიკის მზარდი განვითარების პირობებში. დიდი
მნიშვნელობა ენიჭება ბუნებას, მასსა და ადამიანს შორის კავშირს. რომანტიზმშიც
უნიშნველოვანესია ბუნება, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მელანქოლიური
ხასიათისაა და ისინი მას პოზიტიური მიზნებისთვის არ იყენებენ.

ტრანსცედენტალიზმი უპირისპირდება მატერიალურ, ეკონომიკურ პროცესებს და


ასევე, გარკვეულწილად, განმანათლებლობის იდეებსაც, რაც გულისხმობს იმას, რომ
ადამიანებმა ბოლომდე უნდა გამოიყენონ გონება და იშოვონ ფული.
ტრანსცედენტალიზმი მწერლები მოგვიწოდებენ, რომ ბუნებასთან უფრო მჭიდრო
კავშირი დავამყაროთ, დიდი ყურადღება მივაქციოთ სულიერებას. მათი აზრით,
ბუნებასთან კომუნიკაციით, არამარტო ჩვენ თავს, არამედ ღმერთსაც აღმოვაჩენთ.
ტრანსცედენტალიზებმა დაწერეს უამრავი ესე, ლექსი, სტატია, რომლებიც ამ
მოსაზრებებს გამოხატავდა.

თოროს ,,უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება“- ამ მოთხრობის წაკითხვისას მკითხველი


აღმოაჩენს რაღაც ახალს, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდა, რადგან
ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული და არ აინტერესებდა რა ზიანი
მოჰქონდა არსებულ სოციალურ პრობლემებს საზოგადოებისთვის .
„უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება” თოროს ერთ-ერთ მთავარ ნაწარმოებად შეიძლება
ჩაითვალოს. წიგნი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში
არსებულ უოლდენის ტბის პირას თოროს განმარტოებულ ცხოვრებას ასახავს, სადაც
ის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ლიტერატურაზე, მოდაზე, მარტოობაზე,
საზოგადოებაზე და სხვა თემებზე ფიქრს მთელ თავის დროს უთმობს და ამ
გამოცდილებას გვიზიარებს. „უოლდენში“ თოროს მიაჩნია, რომ იმდროინდელი
საზოგადოება ყალბი და სრულიად უსარგებლო წარმოდგენებით ცხოვრობდა.
ალბათ, დღევანდელი გადმოსახედიდან, მისი აზრი უფრო გამყარდებოდა.
რეალობაში ადამიანს ბედნიერი ცხოვრებისთვის ბევრად ნაკლები მატერიალური
სიკეთე და ბევრად უფრო მეტი სულიერი საკვები სჭირდება. წიგნში თოროს
პრაქტიკული მაგალითებიც მოჰყავს. ეს მაგალითები ძირითადად მის პირად
გამოცდილებას ეფუძნება. ის დეტალებში აღწერს, თუ რამდენს ხარჯავს საკუთარ
კვებაში და რამდენია მისი შემოსავალი მის მიერვე მოყვანილი პროდუქტების სახით.
თორო ტრანსცედენტალიზმის წარმომადგენელია, ანუ იმ დროინდელი სახელმწიფო
სისტემის და საზოგადოებრივი მოწყობის მოწინააღმდეგე.

ტრანსცენდენტალისტებს ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება


ბუნებრიობისა და ბუნების მიმართ. თოროს მთელი ნაწერები არის ბუნებით
განსაკუთრებული ტკბობა და სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება
ბუნებისადმი. შეიძლება ითქვას, რომ თორო ბუნებაში ეძებდა საზოგადოებისგან,
ხელისუფლებისაგან და მატერიალური პირობებისაგან თავისუფალი ადამიანის
დასაყრდენს.

ემერსონს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ამერიკული ცნობიერების ისტორიაში.


მისმა ესეებმა განავითარა ამერიკული ფილოსოფიური და ესთეტიკური აზრი.
ემერსონის შემოქმედებითი მემკვიდრეობა სრული გამოხატულებაა ამერიკული
ხასიათისა და კულტურისა. მის შემოქმედებაში აისახა ამერიკის ისტორიის
გამოცდილება. მისი შემოქმედება ეპოქის მხატვრული დოკუმენტია. ემერსონის
ფილოსოფიურ პროზას ახასიათებს თხრობის ორფენოვანი სტრუქტურა. მასში
ჩადებული ფარული აზრი ნათელი ხდება სოციაციური უნარის წყალობით. მისი
სიმბოლოები მოძრავია და ცვალებადი. მისი ესეები არა მარტო ღრმა და
ორიგინალური აზრებით ხიბლავს მკითხველს, არამედ საოცარი ემოციური მუხტით,
განწყობილების შექმნით, პოეტური, შეიძლება ითქვას, თხრობით. კრიტიკოსები
სამართლიანად აღნიშნავენ, რომ იგი უფრო დიდი პოეტი იყო პროზაულ
ნაწარმოებებში, ვიდრე პოეზიაში. მისმა სტილმა დიდი გავლენა იქონია ამერიკელ
რომანტიკოსებზე და არა მარტო სტილმა, არამედ მთელმა მისმა ზნეობრივმა
ფილოსოფიამ.

ბიბლიოგრაფია

 Transcedentalism. https://cdn.fs.iliauni.edu.ge/0FCNUPTyTqcDjQ15C61X?
&policy=eyJleHBpcnkiOjE2MDUwOTIxNDAsImNhbGwiOlsicmVhZCJdLCJo
YW5kbGUiOiIwRkNOVVBUeVRxY0RqUTE1QzYxWCJ9&signature=76958b
b880625573b824c838f5022e5f6e43d1632a1d078c0bf9cfe41df2cbaav
 თორო, ჰენრი დევიდ. ,,უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება“. აშშ,1854.
 ამერიკული მწერლობა
 What Is Transcendentalism? Introduction
https://www.cliffsnotes.com/literature/t/thoreau-emerson-and-
transcendentalism/what-is-transcendentalism/introduction

You might also like