რიცხვების წყალობით შესაძლოა, დააჩქაროთ ან შეაფერხოთ თქვენს გარშემო მომხდარი
მოვლენები. წარმატება და სიყვარული მიიზიდოთ, განიზიდოთ უსიამოვნება. არ გჯერათ? თავად სცადეთ
ვაჩქარებთ-ვაფერხებთ
თუ რაიმე პროცესის დაჩქარება გსურთ, თქვენთვის ხშირად გაიმეორეთ - "ოცი". ხოლო თუ
პირიქით, რაიმე პროცესის შეფერხება გსურთ, თქვენთვის იმეორეთ - "ოთხი". 4 - კვადრატი, ყველაზე სტაბილური ფიგურა. სწორედ ეს შეაფერხებს მოქმედებას.
დამატება-მოკლება
თუ აუცილებლად გჭირდებათ რაიმეს შემატება, წარმოიდგინეთ და იმეორეთ- "შვიდს პლუს
ერთი". 7 - ჭეშმარიტი ქმედების რიცხვია, 1 - მთლიანობისა და ენერგიის ნიშანი, 8 (7=1) კი - უსასრულობის ციფრი.
როცა რაიმეს
შემცირება გსურთ, მაგალითად საკუთარი წონის - თავი გამხდრად წარმოიდგინეთ და
გაიმეორეთ - "ათს მინუს ერთი", ამ დროს ცვლილებებს ელოდეთ.
ვაშენებთ-ვანგრევთ
თუ რაიმეს აშენება ან აღდგენაა აუცილებელი , წარმოიდგინეთ ეს რაღაც და გაიმეორეთ -
"ორმოცის ორმოცები" და მაშინ რაზეც საუბარს წაიყვანთ, უსასრულოდ გამრავლდება.
თუ დანგრევა გსურთ, უნდა წარმოიდგინოთ და გაიმეოროთ - "ორმოცდაოთხი", ეს ციფრები
ერთიანად ელვას წააგავს. ყველაფერს ნაწილებად აქცევს.
ბედნიერება და დრო
თუ წარმატება, ბედნიერება და სიმსუბუქე გაკლიათ, ხშირად გაიმეორეთ - "ოცდაერთი".
თუ დრო არ გყოფნით, იმეორეთ - "ცხრაასთერთმეტი". 9 - ცვლილება, 1 - ყველაზე სწრაფი ციფრი. დიდმა "მაგებმა" კარგად იციან, რომ 911 უნივერსალური კანცელარიის ნომერია - სადაც დრო ყველაფრისთვისაა.