You are on page 1of 4

პერსონაჟების მხატვრული სახეები

მეფე ლირი
ლირი როგორც მეფე
უკვე ღრმად მოხუცებული ინგლისის მეფე ლირი გადაწყვეტს საკუთარი ტახტი
ქალიშვილებს გადააბაროს. მეფე აპირებს საკუთარი ქონება მთლიანად გაუნაწილოს
შვილებს და ამ ქონებაში ასევე შედის სამეფოლირი საკუთარ ქალიშვილებს აძალებს
მეფის გულის მოგებას, მასთან პირფერობას თუ უნდათ მიიიღონ წილი მეფის
ანდერძიდან.,,მე სამეფოს სამ ნაწილად ვყოფ, რათა ყველი მასზედ ზრუნვა, ფიქრი,
ნაღველი სიბერის ჟამს ჩემსაა თავსა ჩვენ მოვიშოროთ’’. ამ გადაწყვეტილებით მეფე
წინდაუხედავად იქცევა და ქვეყნის ჭეშმარიტი მართველისთვის შეუფერებელ
გადაწყვეტილებას იღებს. მეფის ამ სიტყვიდანაც ჩანს თუ როგორი მართველია
ლირი. ის ცდილობს ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ამას ამართლებს
იმით, რომ ახალგაზრდები უკეთ შეძლებენ მართვას. მაგრამ იმას ვერ
ითვალისწინებს, რომ დაქსაქსული და დაყოფილი სამეფო განწირულია
დამარცხებისთვის და გაუთავებელი ბრძოებისთვის. ადამიანების ერთ-ერთი ნაკლი
ხომ სწორედ სიხარბეა,რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეუწირავს და
კიდევ შეიწირავს. ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ დავინახავთ, რომ ყველა
მეფეს, რომელიც საკუთარ სამეფოსა და ხალხზე ღელავდა მიზნად ჰქონდა
დაყოფილი ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ ლირი ძლიერ ერთიან სახელმწიფოს
ჰყოფს და უნაწილებს არა ქალიშვილებს არამედ მათ ქმრებს, ისე როგორც მზითევს.
აქაც ჩანს მეფის მიდგომა ქვეყნისადმი. მას ბოლომდე არ აქვს გათავისებული
მეფობის ტვირთი და პასუხისმგებლობა.სამეფოს სამ ტოლ ნაწილად დაყოფის
გადაწყვეტილება შეიძლება მამობრივი მზრუნველობით გაამართლონ, მაგრამ
ვიცით, რომ მეფე ასევე არის მამა ქვეყნისა, რომელმაც უნდა იზრუნოს სამეფოზე
ისევე როგორც საკუთარ შვილზე. მაგრამ სამწუხაროდ მეფე ლირი ამ
გადაწყვეტილების შემდეგ უამრავ შეცდომას უშვებს.
დავიწყოთ იმით, კარგი მეფე ყოველთვის უსმენს მრჩევლების აზრს და შემდეგ
მათთან შეთანხმებით იღებს საუკეთესო გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვიცით იღებდა თუ
არა მეფე პოლიტიკურ საქმეებში რჩევას, მაგრამ ცხადია, რომ კენტს რომელმაც
მეფისთვის სიმართლის დანახება უნდა სიკვდილით დასჯით ემუქრება. ,,მოზიდულია
მსვილდი, კენტო, უფრთხილდი ისარს! / სუ! ხმა გაკმინდე, თუ გინდა სიცოცხლე
შეგჩეს!’’. მეფე ამ ეპიზოდში დაბრმავებულია, მოხიბლულია ლამაზი სიტყვებით და
დაკარგული აქვს რეალობის აღქმის უნარი, იმ რეალობის რომელიც საბოლოოდ
მისი ტრაგიკული აღსასრულის მიზეზი ხდება. ამ ეპიზოდის მიხედვით ლირს
გონებამახვილობა აკლია. მეფეს, რომელიც მარტივად იხიბლება ცარიელი
სიტყვებით გაუჭირდება სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და ეს კიდევაც ჩანს
ნაწარმოებში.
ლირი არის მეფე რომელმაც არ იცის საკუთარი ხალხის მდგომარეობა. ჩანს, რომ
არც კი ინტერესდება მათი გაჭირვებით. მათ შესახებ მხოლოდ მაშინ დაიწყებს ფიქრს,
როდესაც თვითონაც უსახკაროდ, უსიყვარულოდ, მარტოდმარტო დარჩება პატარა
ქოხში გამოკეტილი. უკვირს როდესაც ხედავს იმ გაჭირვებას, რომელშიც ხალხი
ცხოვრობს. ,,შიშველ-ტიტველნო! რას შვებით მაშინ, როს მოგასწრობთ ესეთი ღამე?!.
მშიერ-მწყურვალნი, უმოსველნი,უსახლკარონი ნეტა ვით იტანთ ამასთანა ვაი-
ვაგლახსა? ვაი რომ ესრედ ცოტა თქვენზედ მე მიზრუნვია!..’’

ლირი როგორც მამა


ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ლირზე როგორც მეფეზე, დავინახეთ მისი უარყოფითი
მხარეები და არსწორი გადაწყვეტილებები. მაგრამ ლირი როგორც მამა ისევე უშვებს
შეცდომებს შვილებთან ურთიერთობაში, როგორც მეფე საკუთარ ხალხთნა
ურთიერთობაში. აღვნისნეთ, რომ მეფე უსამართლოდ მოექცა კეთილისმყოფელ
კენტს, რომელიც საკუთარ სიცოცხლის ფასად ცდილობდა მეფისათვის სწორი გზის
ჩვენებას. ეს იყო პიროვნება, რომეიც აფასებდა მეფეს და მის სასიკეთოდ
მოღვაწეობას აპირებდა დარჩენილი ცხოვრებას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით
დაბრამავებულმა მეფემ(ამ მიზეზებზე ცოტა ქვემოთ) ვერ დაინახა ჭეშმარიტება და
დამრუპველი შეცდომა დაუშვა. შეცდომა რომელმაც გაანადგურა ლირი როგორც
მეფე და ასევე როგორც მამა.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ლირის მიერ სახელმწიფოს დაყოფის ერთ-ერთი მიზეზი
შეიძლება ყოფილიყო შვილებისთვის თანასწორი გარემოს შექმნა. მაგრამ
სამწუხაროდ მეფის ეს მიდგომაც ისეთივე არასწორი იყო, როგორც ბევრი სხვა. ის
მოითხოვდა შვილებისგან ლამაზი სიტყვებით ყალბ ქებასა და დიდებას და იმაზე არც
კი ფიქრობდა, რომ მის ქალიშვილებს მამის მიმართ ნამდვილი გრძნობები კი არა
მოსალოდნელი სიმდიდრე ამოძრავებდათ. არ ვიცი მეფის ეს დაუფიქრებლობა რით
შეიძლება აიხსნას, მაგრამ ცხადია რომ მეფეს უფრო მეტი ყურადღება მართებს
როგორც ქვეყნის მართვაში ასევე მისი მემკვიდრეების შერჩევისას. ვიცით, რომ
მეფეები დიდი ხნის დაკვირვებისა და გამოცდის შემდეგ არჩევდნენ ტახტის
მემკვირდეს, რომელიც ღირსეულად გააგრძელებდა მამის მოვალეობას . რაც შეეხება
ლირს, მან ძალიან მარტივად დაანაწევრა ერთიანი სამეფო და მხოლოდ ცარიელი
სიტყვების სანაცვლოდ გადასცა სიძეებს და არა ქალიშვილებს. მაგრამ როგორც
მამამ ყვეალაზე დიდი წინდაუხედავობა გამოიჩინა კორდელიას მიმართ. ადამიანი
და განსაკუთრებით მეფე ადამიანებში გულწრფელობას უნდა აფასებდეს, მაგრამ
ლირმა ეს ნამდვილად ღირსეული მახასიათებელი დასაცინად აქცია და საკუთარი
ქალიშვილი დარცენილი მესამედის გარეშს დატოვა. ამ ფაქტმა წარჩინებულებში და
განსაკუთრებით მათში, ვისაც ესმოდა მდგომარეობა განსაკუთრებული
უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ სიბრაზისგან დაბრმავებულმა მეფემ ვერ მიიღო
ჭეშმარიტება და დიდი შეცდომა დაუშვა, რაც სიცოცხლის ბოლო დღეებში
სანანებელიც კი გაუხდა.
ლირი როგორც მამა ისეთივე შეუმდგარი გამოდგა როგორც მეფე. მაგრამ ეს ორი
ხომ ერთმანეთთანაა დამოკიდებული. სამეფო ერთი დიდი ოჯახია და თუ ადამიანმა
პატარა ოჯახზე, საუბარია ცოლზე, შვილებზე არაფერი იცის, არ იცნობს მათ ბნელ თუ
ნათელ მხარეებს, არ იცის მათი მიზენებისა და მისწრაფებების შესახებ, როგორ
შეძლებს გაიგოს და შეიცნოს მისი ხალხის ბუნება, გაჭირვება და სურვილები. ცხადია
მეფე არ იყო კარგი მამა. ის არ იცნობდა საკუთარ შვილებს. არ იცოდა თუ რისი
გაკეთება შეეძლოთ, არ მოელოდა რომ საკუთარი მამის წინააღმდეგაც კი
წავიდოდნენ. ლირი ვერ შედგა როგორც მამა და რა გასაკვირია რომ მან ვერც
ღირსეული მეფის სახელი დაიმსახურა?!
ლირის პიროვნებაც სადავოა. მიუხედავად იმისა, რომ მეფეებს სჩვეოდათ
მბრძანებლობა, ლირის შემთხვევაში ესეც გადამეტებულია. მისი არაფრის მომცემი
სიჯიუტე და მბრძანებლობა მაშინაც კი ჩანს, როდესაც ის ფიზიკურადაც და
სულიერადაც დაცემულია.
ლირის როგორც მამის ტრაგედია ავტორი დიდი სიმძაფრით გადმოგვცემს. ის
იყენებს ბუნებას, რომელიც მეფის განცდებთანაა თანხვედრაში. გარეთ
გამოგდებული მეფე და მისი ორი მხლებელი საშინელ ამინდში თავშესაფრის ძიებაში
დაეხეტებიან, მაგრამ ლირს თითქოს და არ აწუხებს ეს მდგომარეობა. მისთის ეს
ამინდი შვებაა, თითქოს ის იზიარებს მის განცდებს, ლირის აზრით ამინდისც
გამწყრალია მის შვილებზე და სწორედ ეს აამებს მის გულს. ,,იჭექ-იქუხე წვიმა ღვარე,
ცეცხლი აფრქვიე.’’ მაგრამ მიუხედავად თავდაპირველად ასეთი შეხედულებისა ის
აზრს მაინც იცვლის და ბოლოს ბუნებას და ამინდსაც უწყრება.
მიუხედავად იმისა თუ როგორი წინდაუხედავი მეფეა ლირი ჩვენში სიბრალურს
მაინც იწვევს, ის არის მამა რომელმაც დაკარგა შვილები. კაცი, რომლის
თავმოყვარეობაც გათელეს, რომელსაც არცერთი შეცდომა არ აპატიეს და
საბოლოოდ მოკლეს კიდეც, მოკლეს საყვარელი ხალხის მკვლელობით.

კორედელია
1. გამოირჩევა კეტილშობილებით. ის ხვდება თუ რა შედეგები შეიძლება
გამოიწვიოს მისმა ამ საქციელმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას
თვალთმაქცობას ურჩევნია თქვას ჭეშმარიტება თუნდაც ყველაფრის
დაკარგვის ფასად. ,,ჩემო ხელმწიფევ ეს სიცოცხლე მე თქვენგან მაქვს და
თქვენ გაგიზრდივართ, გყვარებივართ მამაშვილურად - და ვალსა ამას
გიხდით, ისე როგორც რიგია.’’
2. მას გააჩნია თავმოყვარეობაც და საკუთარი თავის პატივისცემაც იცის .
დავიწყოთ იქიდან, რომ მეფეს ეკამათება და უმტკიცებს ნათქვამის
სისწორეს. ,,ასე ნორჩი და ასე გულწრფელი’’ , ასევე ბურგუნდიის ხელმწიფის
უარს საკადრისი პასუხით ხვდება. ,,მას, ვისაც გულში ჰქონდა მხოლოდ
მზითვისა შოვნა. თვით კორდელიაც თავის დღეში ქმრად არ ისურვებს.’’
3. მიმტევებლობა და სულგრძელობა.მიუხედავად იმისა, რომ ნაწყენია დების
პირფერობის გამო, პატიობს მათ ამა, პატიობს, რომ არ დაიცვეს მეფის წინაშე
და საბოლოოდ სთხოვს, რომ მეფე, რომელმაც გაწირა და ყველაფერზე უარი
ათქმევინა, დაიცვან. ასევე კარგად ვიცით, რომ მამას საბოლოოდ პატიობს
ჩადენილს და არა მარტო პატიობს შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მამაზე
განრისებული არც არასოდეს ყოფილა.ის ლოცულობს მეფის
გადარჩენისთვის,,ღმერთო ყოველთო მოყწალენო, განკურნეთ მას
განწბილებულის სუის მისის დაკოდილება’’. ის უვლის მოხუცებულს და
ეხმარება საკუთარის დაბრუნებაში(იგულისხმება სამეფო) რასაც საბოლოოდ
შეეწირება ოროვე მათგანის სიცოცხლე.

გონერილა/რეგანა
1. ხარბები და სიმდიდრის მოყვარულები.
2. ორგულები და ორპირები. ისინი ღალატობენ ქმრებსაც და
ერთმანეთსაც.ედმუნდის გამო იწყებენ ქიშპს და საბოლოოდ გონერილი
წამლავს რეგინას და იკლავს თავსაც.
3. წირავენ მამას საკუთარი კეთილდღეობისთვის.

ედგარი/ედმუნდი
1. ერმანეთისაგან განსხვავებული ძმები. ედგარისთვის მნიშვნელოვანია
საკუთარი სიცოცხლე, მაგრამ ამასთანავე ძალიან უყვარს მამა და სწორედ ის
ეხმარება გასაჭირში მყოფ ბერიკაცს. ედმუნდისთვის ყველაზე მტავარია
პირადი კეთილდღეობა და ძალაუფლება. ის იყენებს მეფის უფროს
ქალიშვილებს საკუთარი კეთილდღეობისთვის და ორგული ჰყიდის საკუთარ
ძმასა და მამას.

კენტი
1. მეფის მიმართ ერთგული( ყველაფრის მიუხედავად მაინც ეხმარება მეფეს )
2. კორდელია მიმართ ერთგული და საკმაოდ გონიერი

You might also like