You are on page 1of 12

საფრანგეთის სახელმწიფოს სამართალი სენიორალური მონარქიის

პერიოდში
საზოგადოებრივი წყობა :
9-11 ს. თავადაზნაურები მიწის მონოპოლიური მმართველები ხდებიან და საგლეხო
მიწათმფლობელობა ქრება .იწყება ახალი საბატონოების წარმოქმნა , რაც ქვეყნის
პოლიტიკურ დაქუცმაცებას იწყებს. თავადაზნაურები მამულებზე უარს ამბობენ მათ
სხვებს ურიგებენ , ამით ვასალებს იგროვებენ და პოლიტ.ძალაუფლებას იღებენ.
დავასალება სენიორალურ უთანასწორო ხელშეკრუებას გულისხმობდა , ფიოფი
(წყალობის მიმღები ) იღებდა ფეოდს (მიწას) და სენიორის უზენაესობას აღიარებდა ,
ასევე სამხედრო ვალდებულებაც ეკისრებოდა , სენიორს კი ვასალის ინტერესების და
მიწის დაცვა ევალებოდა. ვასალი 40 დღით სენიორის მიერ მოწყობილ სასამართლოზე
და კრებებში იღებდა მონაწილეობას. გასათავისუფლებლად მისი უფროსი ვაჟი რაინდი
უნდა გამხდარიყო , ქაკიშვილი გათხოვილიყო და სენიორისთვის საპატიო საჩუქრები
უნდა გადაეცა .ეს ხელშეკრულება მხარეთა სიცოცხილს მანძილზე ფუნქციონირებდა
შემდეგ მემკვიდრეობითი სახე მიიღო . თუ ფეოდი თავის მოვალეობებს არ
შეასრულებდა მიწას აბრუნებდა თუმცა დავის გადაწყვეტის იურიდიული აპარატი
დაუმორჩილებლობის გამო არ ფუნქციონირებდა . მიწები ვასალებს თანაბრად
დაურიგდათ და ჩამოყალიბდა წყობა = 1. მეფე , ჰერცოგები და გრაფები , რომლებიც
მეფის თანასწორად მიიჩნევდნენ თავს და 2 . რაინდების არიერ-ვასალების ყველაზე
დაბალი ფენა თავადაზნაურთა იერარქიაში , რომლებიც არავის ემორჩილებოდნენ -
ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არაა.
13 საუკუნეში ეკონომიკურმა მდგრადობამ და შიდაომებში მეფის გამარჯვებამ მას
არიერ-ვასლები დაამორჩილებინა. მიწათმფლობელობა მემკვიდრეობითი გახდა და
ჩაკეტილი თავადაზნაურთა წოდება შეიკრა .
ასევე საეკლესიო მეურნეობაც გაიზარდა , რადგან საეკლესიო პირებს არშეეძლოთ
ქორწინება მათ წრეში საერო არისტოკრატიის წევრებიც შედიოდნენ . მათ შორის
შეიარაღებული დაპირისპირებაც იყო .
ჩამოყალიბდა ახალი ფენა ყმა გლეხები , რომლებსაც ფრანკთა სახ.ში ლიტებს
ეძახდნენ.მათი უმეტესი ნაწილი სერვებად გადაიქცნენ -ბატონის ნების გარეშე ვე
ქორწინდებოდნენ , სასამართლოში ვერ გამოდიოდნენ და სასულიერო პირები ვერ
ხვდებოდნენ , რადგან მათი სიცოცხლე სენიორს ეკუთვნოდა.მაგრამ მიწის გაყიდვა და
წასვლა სეეძლო. მეორე ნაწილს ვილანები დაერქვათ-მათ პირადი თავისუფლება
ქონდატ , სერვებზე ნაკლებ გადასახადს იხდიდნენ , ვალდებულებებისგან
გასათავისუფლებლად პროდუქციას იხდიდნენ .
იყო კიდევ ერთი სტატუსი - ბიურგერთა სამართლებრივი სტატუსი . მას თავადაზნაურობა
და სასულიერო პირები ვერ იღებდნენ .

სენიორალური მონარქია
9-12 ტერიტორიის დაქუცმაცების პერიოდში მეფე არ ფლობდა რეალურ
ზალაუფლებას . მთელი ძალაუპლება გადანაწილებული იყო მეფესა და სხვადასხვა
რანგის მებეტონეთა შორის . ასეტ მმართველობის ფორმას კი სენიორალური მონარქია
ეწოდება . ასეთ პერიოდში მებეტონეები უპრო კარგად ასრულებდნენ
სახელმწიფოებრივ ფუნქციებს , ვიდრე მეფე შეძლებდა. თუმცა 13 საუკუნეში ლუი 14
რეფორმების შემდეგ მეფის ხელისუფლებამ ძალაუფლება კვლავ განიმტკიცა.
კაროლინგების დროს მეფე არჩევითი იყო მას სასულიერო და საერო აზნაურობა
ირჩევდა , მერე 987 ჰუგო კაპეტი აირჩიეს და კაპეტინგების დინასტია დაიწყო .
მემკვიდრე სიცოცხლეშივე ირჩევდნენ , მეფის უფლება-მოვალეობები მხოლოდ
თეორიულად ქონდა და პრაქტიკაში ვაე ახორციელებდა . თუმცა 13 საუკუნეში
საკანონმდებლო და სამართლებრივი ფუნქციები განმტკიცდა .

ცენტრალური სამეფო ადმინისტრაცია :


კაროლინგების პერიოდიდან შემორჩა არისტოკრატიის და სამეფო მოსამსახურეებისგან
შემდგარი სამეფო კურია . ადმინისტრაციის უფროსი კი იყო სინეშალი - სამეფო კარის
უფროსი , სარდალი , ნოტარიუსი . მალე მან იმხელა ძალაუფლება მოიქოვა , რომ ეს
თანამდებობა გააუქმეს . კიდევ იყო კონიტაბლი - მხედართა უფროსი , მარშალი -
რომელიც კონიტაბლეს თანაშემწედ იყო სანამ მას ადმირალი არ შეცვლიდა . 13 ხაზინა
ტამპლიერთა ორდენს ჩაებარა . კანცლერი - კანცელარიას განაგებდა . თანამდებობის
დაკავება წვრილ და საშუალო არისტოკრადებს ასევე იურისტებს(ლეგისტებს) შეეძლოთ
. მეფის კურია მრჩეველობით ფუნქციას ატარებდა ასევე მისი თანხმობა იყო საჭირო
სამართლებრივი საქმის გადაწყვეტისას, რომელმაც კაპეტინგების დროს თავისი
ფუნქციები დაკარგა.

ადგილობრივი მმართველობა :
პრევოსი - ოლქის , საპრევოს მმართველი , მაიორები - ქალაქებში , სერჟანტები -
სოფლებში . ისინი პრევოსის თანაშემწეები იყვნენ , რომელსაც ხაზინის შევსება , ჯარის
სეკრება , მმართველობა და სასამართლო ფუნქციები ევალებოდა.საპერვოები
ერთიანდებიან და ქმნიან საბალიაჟოს - ბალი უდგას სათავეში , ის პრევოს
ხელმძღვანელობდა , კანონების აღსრულებას აკვირდებოდა და სამხედრო
ფორმირებებს ქმნიდა. საზღვრისპირეთში იქმნება შედარებით დამოუკიდებელი
სანეშალები - სანეშალი ედგათ სათავეში , რომელსაც ბალის ფუნქციები ქონდათ . ეს
სამი თანამდებობა თანამშრომლობდნენ და სასამართლო ინსტანციას განაგებდნენ ,
ასევე გადასახად - მოსაკრებელებსაც.

ლუი 14 რეფორმები :1226-1270


1) სამხედრო რეფორმა : საქალაქო მილიციის და დაქირავებული რაზმების
შექმნა , რომლებიც ურჩ ვასლებს ეფექტურად უმკლავდებოდნენ.
2) სამეფო ტერიტორიაზე კერძო ომები აკრძალა , სხვა ტერიტორიებზე მეფის 40
დღე შემოიღო - ამ პერიოდში ჯერ ომს ვერ იწყებდნენ , რათა ერთ-ერთ
მხარეს სასამართლოში სარჩელის სეტანა მოესწრო .
3) შექმნა მცირე სამეფო საჭო (მრჩეველობითი) +საანგარიშო
პალატა(ფინანსები) +პარლამენტი , წელიწადში 4ჯერ იწვევდნენ
სასამართლო სესიების ჩასატარებლად , რომელიც უზენაეს სასამართლოდ
იქცა .
4) სამეფო ტერიტორიაზე ერთიანი ფულადი სისტემა შემოიღო , დანარჩენ
მიწებძე მისი ფულით მებეტონეების მოჩრილი ფულის ამოგდებას ცდილობდა
.
5) სპეციალური ინსპექტორების სისტემა -სინეშალების და ბალების საქმიანობას
ზედამხედველობდნენ , და მათ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს
განიხილავდნენ.
ინგლისის სახელმწიფო სამართალი სენიორალური მონარქიის
პერიოდში
საზოგადოებრივი წყობა :
ინგლისი ნორმანდიელებმა დაიბყრეს და განიცადა სოციალური ანტაგონიზმი .
ლორდების მიწაზე - მანორებზე მცხოვრები გლეხები მთლიანად მათ იურისდიქციას
დაემორჩილნენ.უილიამ დამბყრობელმა ამით ისარგებლა არისტოკრატიის მიწები
მიისაკუთრა და მათ მცირედი მიწები გადასცა. დამბყრობელმა შემოიღო სატყეო
სამართალი , რომლის მიხედვითაც ტყეები სამეფო ნაკრძალად გამოცხადდა . მთელი
ტერიტორიის მფლობელი მეფე გახდა და რითაც ლორდები დაიმორჩილა და მათ
ფიცის დადებით სამხედრო სამსახურიც დააკისრა. ლორდები ორად დაიყვნენ : 1
გვირგვინის უშვალო ვასლები (გრაფები , ბარონები) და 2 საშვალო და წვრილი
არისტოკრატია.სასულიერო პირებსაც ისეთივე ვალდებულებები ქონდათ მეფის წინაშე ,
როგორიც საეროს. მეფის ძალაუფლებამ ლორდები სასამართლო მართმსაჯულებას
დააქვემდებარა , მეფით სათავეში . შემდეგ საგადასახადო პოლიტიკის
დასარეგულირებლად აღწერა ჩატარდა , ამან გლეხები - ვინალებად აქცია , თუმცა
თავისუფალ გლეხთა და საკმენთა ფენებიც შენარჩუნდა . ვაჭრობის განვითარებით
წარმშობილი მდიდარ ვაჭართა ფენა მეფის იარაღად იქცა არისტოკრატიის წინააღმდეგ
.

ჰენრი მეორის (1154_1189 )რეფორმები :


1. მმართველობის ორგანი - კურია , არისტოკრატია და მეფის გარემოცვა შედიოდა
2. მთავარის იუსტიციარი - საულიერო პირი რომელიც მეფის არყოფნისას მართავდა
3. კნცლერი - იუსტიციარის თანაშემწე და სამდივნოს უფროსი
4. სასამართლოს ფუნქციას ორდალებით და ბრძოლებით ,ასრულებდნენ -
საკრებულოები , მონორიალური სასამართლოები
რეფორმები :
1. სამეფო იუსტიციის სისტემაში მოყვანა
a. სამეფო სასამართლოს გამსვლელი სესიები დაიხვეწა , იყო 6 ოლქი სადაც
20-30 მოსამართლე იყო . დადგენილი წესების მიხედვით სარჩელის შეტანა
შეუძლებელი იყო ‘’ბრძანება უფლების შესახებ’’ რომელსაც კანცელარია
გასცემდა.იწყებოდა საქმის განხილვა და გამოძიება 12 ნაფიცი მსაჯულების
თანხლებით. ეს აპარატი როგორც სამოქალაქო ისე სისხლის სამართლებრივ
საქმეებს იხილავდა.
b. სამეფო კურიიდან გამოყვეს ორგანოები , მაგალითად კანცელარია ,
რომელსაც კანცლერი განაგებდა . ასევე მეფის ხაზინა და სასამართლო ,
რომელშიც საერო და სასაულიერო პირები შედიოდნენ , მისი სხდომები
ვესტმინსტერში იმართებოდა და მეფის დასწრება არ იყო სავალდებულო.
c. საერო და სასულიერო ეკლესია კი ერთმანეთს უპირისპირდება , მეფე
სასაულიეროს მართავს თუმცა რომის პაპის აღზევებისას დაპირისპირება
მწვავდება.
d. ტერიტორია იყოფოდა საგრაფოებად -შერიფებით სათავეში (სამხედრო
საფინანსო საპოლიციო სასამარტლო ფუნქციები ქონდა) ასეულებს -
ბეილიფები მართავდნენ.
2. არმიის რეფორმირება
a. ყველა თავისუფალი ადამიანი შესაძლებლობისამებრ ყიდულობდა იარაღს
,ჯარი ხაზინის ხარჯზე იყო . ამან დაქირავებულ რაინდთა შექმნის საშუალება
მიცა მეფეს .
3. ახალი გადასახადების სისტემა

გერმანიის სახელმწიფო სამართალი სენიორალური მონარქიის


პერიოდში
სახელმწიფო წყობილება :
შუა საუკუნეებში აქ სენიორალური მონარქია დაყარდა , რაც ქვეყნის ერთიანობის
რღვევით იყო გამოწვეული . გერმანელთა მიწა ფრანკთა მიწაზე შეიქმნა და შეიცავდა
შემდეგ საჰერცოგოებს : საქსონიის , ფრანკონიის, შვაბიის , ბავარიის,
ლოთარინგიის, +ფრანგულ,იტალიურ,ავსტრიული მიწები . სახელმწიფოებრივმა
დაშლამ გერმანიაზე ცუდი გავლება მოახდინა , რისი მთავარი მიზეზის საგარეო
ფაქტორი იყო . 16 საუკუნეში გერმანიემ გაერთიანება მოახერხა , და მას გერმანელი
ერის რომის საღვთო იმპერია დაერქვა . მისი განვითარება შეგვიძლია ორ დიდ ეტაპად
დავყოთ:
1ადრეული შუა საუკუნეების სახელმწიფო გერმანიის ტერიტორიების ფარგლებში (10-
12) 2 გერმანიის დაქუცმაცება და ავტონომიების ჩამოყალიბება (13-
14)

საზოგადოებრივი წყობილება :
1ჰერცოგები - მსხვილი მიწათმფლობელები 2 მსახურეული არისტოკრატია
-სასულიერო და საერო თანამდებობის პირები 3 ფოგთები - სამეფო ჩინოვნიკები ,
სასამართლო ფუნქციებს ასრულებდნენ
ისინი მალევე გაერთიანდნენ და უძლიერეს სეპარატისტულ ძალად ჩამოყალიბდნენ.
ჰაინრიხის ბრძანებით ყველა ფენას ევალებოდა სამხედრო სამსახურო , მათ შორის
მინისტერიალებსაც . ისინი საბოლოოდ იმპერატორის მოსამსახურე ფენად იქცნენ.
მათმა ნაწილმა თავისუფლება და მიწებიც მოიპოვეს . თავადები და სასულიერო პირები
იერარქიულად -ფარებად იყოფოდნენ:
1. მეფე
2. სასულიერო თავადობა
3. საერო თავადობა
4. მათი ვასლები
5. შეფენის წოდება - არაკეთილშობილთა ფენა , მათგან ირჩევდნენ მოსამართლე-
შეფენებს
6. თავისუფალი გლეხები ლიტები და დამიკიდებული გლეხები
a. გლეხთა ნაწილს მიწის მემკვიდრეობით გადაცება შეეძლოთ , დანარჩენებს კი
არა .
7. მოიჯარეებს და ჩინშებს თავისი მიწა არ გააჩნდათ და მებატონეზე იყვნენ
დამოკიდებულნი.
დროთა მანძილზე მეფეებმა გერმანიის გაერთიანებ სეძლეს თუმცა ეკონომიკური
ფაქტორი მას ასუსტებდა. გერმანული ერის რომის საღვთო იმპერიის მმართველმა ოტო
I ჰერცოგები შეზღუდა , ეკლესიას მიწები და იმუნიტეტი გადასცა , რომელიც მხოლოდ
მეფეს ემორჩილებოდა . ამით სასულიერო წოდება დაიქვემდებარა. იმპერატორი
როგორც საერო ისე სასულიერო კანონმდებელი და მსაჯული გახდა . თუმცა შემდგომ
სასულიერო ხელისუფ. გათავისუფლდა.

ცენტრალური აპარატის ფორმირება და სენიორ.მონარქია


თავადების არჩეული მეფე სასახლიანად მოგზაურობდა და ამით ცალკეულ
ერთეულებში თავის გავლენას აძლიერებდა .კანცლერის და მარშალის თანამდებობე
გაძლიერდა და მემკვიდრეობით მაღალჩინოსნებს გადაეცემოდათ, რომელთაც
თვითნებობა ახასიათებდათ. ჩამოყალიბდა სამეფო საბჭოც -ჰოფტაგი , თუმცა გრაფები
თავიანთ სამემკვიდრეო მამულებზე გაბატონდნენ და იმუნიტეტიც მოიპოვეს .
იყო საიმპერატორო და სამთავრებო ჯარები , საიმპერატოროში მისი ვასლები
სედიოდნენ და იმპერატორი ითვლებოდა მთავარსარდლად . სასამარათლომ
კაროლინგური ნიშნები შეინარჩუნა , ის საერო და სასულიერო პირების ხელსი
გადადიოდა. მალევე მებატონეები , რომლებიც მხოლოდ თავიანთ ყმებს
ასამართლებდნენ ახლა მთელ მათ ტერიტორიაზე მცხოვრებებსაც ასამართლებდნენ .
თავისუფალ ქალაქებში იქმნებოდა საქალაქო სასამართლოები , რომლებიც საქალაქო
სამართლის ნორმის საფუძველზე მოქმედებდნენ. საკუთარი ეკლესიები ქონდა
ეკლესიასაც.

რუსეთი სენიორალური მონარქიის პერიოდში


სენიორალური მონარქიის დაწყებაზე ორი მოსაზრება არსებობს :1 ტახტზე
მემკვიდრეობის წესის შეცვლა 2 დიდი მთავრები ბოიარის დამოუკიდებლად საკუთარი
ტერიტორიის მართვა , ტერიტორიის სიდიდის გამო მთავარი მის სრულ კონტროლს
ვეღარ ახერხებდა , ცალკეულმა სამთავროებმა კი იზოლირებული ცხოვრება დაიწყეს.
საბოლოოდ მის ტერიტორიაზე 15 დამოუკიდებელი სამთავრო აღმოცენდა .

ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო
მისი საუძვლები : 1 ის მოიცავდა უზარმაზარ ტერიტორიას , სწორედ მის გარსემო მოხდა
მომავალში რუსეთის გაერთიანება და სწორედ მის ტერიტორიაზე სეიქმნა რუსეთის
პოლიტიკური ცენტრი - მოსკოვი . 2 აქ გადმოიტანეს ტახტი და ყველა მთავარი
მონომახის შთამომავალნი იყვნენ, რაც გარკვეულ იმუნიტეტს ანიჭებდა სამთავროს . 3
ამ სამთავროში გადმოიტანეს მიტროპოლიტის კათედრაც (ეკლესიის მეთაურები- 1246
კირილე ,1299 მაქსიმე) 4 ეს ტერიტორია სახელმწიფოებრივ მთლიანობას
ინარჩუნებდა .

საზოგადოებრივი წყობა :
შუა საუკუნეებში სლავური ხალხი ფინელთა მიერ დასახლებულ ტერიტორიაზე
სახლდებოდნენ და მათთან მშვიდობიანად თანაცხოვრების პერიოდში ციხე-ქალაქებს
აგებდნენ. აქ გაჩნდა დიდგვაროვანთა წვრილი კატეგორია -
ბოიართა შვილები და მკვიდრდება ახალი ტერმინი-აზნაურობა. მათ შორის სასულიერო
პირებიც შედიოდნენ , მონღოლთა შემოსევის პერიოდში , როცა ქალაქთა უმეტესობა
დაინგრა ყაენის იარლიყის წყალობით მართმადიდებელი ეკლესია ხელუხლებელი
დარჩა .

პოლიტიკური სისტემა :
12 საუკუნეში მონარქიული მმართველობისას დიდი მთავარი იყო ხელისუფლების
მთავარი რგოლი , შემდგომ ტერიტორიების დაქუცმაცების შემდეგ მისი გავლენა
სესუსტდა .მონღოლთა შემოსევის შემდეგ მათი ტახტის მემკვიდრეობა და სამართალი
თითქმის უცვლელი დარჩა მაგრამ ახლა მთავარი - ვლადიმირ დიდი დიდად იყო
დამოკიდებული დრუჟინაზე. შეიქმნა სამეფო საბჭოც - უმაღლესი მმართლევი ორაბო
რომელშიც სასულიერო პირები შედიოდნენ, და შევე დრუჟინკების - სამთავროს
ქალაქების მმართველებიც. სახელმწიფო აპარატის მეორე პირი კი სახლთუხუცესი იყო.
მმართველობის ორგანოებში სასამართლო და ადმინისტრაციული ხელისუფლება არ
იყო დაყოფილი .
მიტროპოლიტის კათედრის აქ გადმოტანამდე იყო ეპარქიები , სათავეში-ეპისკოპოსები
ან მთავარეპისკოპოსწბი, ეპარქია იყოფოდა ოლქებად , სათავეში-საეკლესიო
ათმეთაურები . ოლქები იყოფოდა სამრევლოებად-მღვდელი იყო სათავესი . ასევე იყო
შავი სამღვდელოება -მონასტრის წინამზღვარი მეტაურობდა.

ნოვგოროდის და ფსკოვის საბატონო რესპუბლიკა


ეს ტერიტორია დიდ ყურადღებას იწვევს რადგან , მონღოლთა შემოსევის დროს ის
ნაკლებად დაზარალდა და უამრავი სამეცნიერო წყაროა შემორჩენილი. მიუხედავად
სავაჭრო კავშირებისა მისმა სამართალმა ევროპული გავლენა მხოლოდ მცირედი
დოზით განიცადა. თუმცა ნოვგოროდის სამართალი სხვა რუსული სამთავროების
სამართალს მაინც გავდა და მათ შორის დიდი კავშირი იყო.

განვითარების ძირითადი ეტაპები :


1ნოვგოროდი ცენტრად ითვლებოდა თუმცა მისი მიწები უნაყოფო იყო , რის გამოც
განვითარდა მეთევზეობა ,ნადირობა ,მეფუტკრეობა. დროთა განმავლობაში ცენტრი
კიევში გადავიდა და ამ ტერიტორიას ადგილობრივი მთავარი დაეპატრონა. თუმცა
შემდგომში ადგილობრივი დიდკაცობა წამოიწია წინ რასაც ეკლესიის მსხვილ
მიწათმფლობელად გადაქცევამ სეუწყო ხელი.მალე ვაჭრობის ცენტრის ტიტულიც
მოიპოვეს და ცალკეულ რეგიონად ჩამოყალიბდნენ. 2 ნოვგოროდი რესპუბლიკად
იქცა . 300 წელი იარსება და შიდა არეულობის გამო 1478 მოსკოვს დაექვემდებარა .
1 ფსკოვის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 14ს.ში მოიპოვა ,მანამდე მისი
ტერიტორიები ნოვგოროდში სედიოდა ის კი დამოუკიდებელ ერთეულად ითვლებოდა
,მას თავისი სამთავრო ტახტი გააჩნდა მაგრამ ნოვგოროდი მის დამოუკიდებლობას არ
აღიარებდა.ეს ფაქტი მხოლოდ მასინ აღიარა როდესაც შვედეთი დაბყრობით დაემუქრა
და მოკავშირე დაჭირდა.ფსკოვს ბევრი მტერი ყავდა რის გამოც ძლიერი
ხელისუფლების ჩამოყალიბება გახდა საჭირო , მიწების სიმწირე კი ბოიარების
ტვითნებობას გამორიცხავდა.1510 კი ის მოსკოვმა შემოიერთა.

საზოგადოებრივი წყობა :
1არისტიკრატია-სასულიერი პირები საბოლოო ჯომში ეკლესია-მონასტრები ბევრ მიწას
ფლობდნენ , რომლებიც ხელსეუხებლად ითვლებოდა და მათი წყალობით დიდ
სემოსავალსაც იღებდნენ.
2 არისტოკრატია- საერო დიდკაცობა (ბოიარები, გამდიდრებული ანუ ჟიტი ხალხი,
სვოეზემცები) ხალხის გამდიდრება ვაჭრობის განვითარებას თან იყო კავშირში რაც
თავის მხრივ ეკლესიის მფარველობიტ იყო გამოწვეული.
ნოვგოროდსი არ არსებობდა სამთავრებო დომენი . ბოიარებს კი განსაკუთრებული
ძალაუფლება შემოსავლების გამო ქონდათ , ისინი რესპუბლიკაში თავიანთ ინტერესებს
აქტიურად იცავდნენ და დაკანონდა რომ მაღალი თანამდებობეის დაკავება ჟიტებს არ
შეეძლოთ. მათი უფლებები ბოიართაგან განსხვავებით შეზღუდული იყო .
ფსკოვში ბოიარებს დიდი მიწები არ ქონდათ და შესაბამისად არც ძალაუფლებას
ფლობდნენ.თუმცა აქ მთავარ ძალას მთავარი და ვეჩე წარმოადგენდნენ .
ცნობილია წოდება სვოიზემცები , რომლებიც მცირე და საშუალო
მიწათმფლობელებისგან არ განსხვავდებოდნენ. მათი უმრავლესობა ქალაქებში
ცხოვრობდა - მეცნიერთა ნაწილი მათ მესაკუთრე გლეხებად მიიჩნევდა, დღევანდელი
კვლევებით კი წვრილი ფეოდალები იყვნენ, რომლებიც არ შედიოდნენ სასოფლო
თემში, არამედ საქალაქო თემის წევრის უფლებებით სარგებლობდნენ - ისინი
სავარაუდოდ გაღატაკებული ბოიარების შთამომავლები არიან. ვეჩე განსაზღვრავდა
ქალაქის გარშემო მდებარე მიწების რეჟიმს. ქალაქის წინაშე განსაკუთრებული
დამსახურების შემთხვევაში მას მიწის წყალობაც შეეძლო ქალაქის საბატონო
ვიტჩინების მიმართ. ეს იყო სუზერენიტეტი- ვასალიტეტის ურთიერთობისგან
თავისუფალი მიწათმფლობელობა - მემამულე ინარჩუნებდა კავშირს მხოლოდ საკუთარ
საქალაქო თემთან. ვაჭრები საზოგადოებაში, კორპორაციებში ერთიანდებოდნენ.
კორპორაციების ცენტრებად, ძირითადად, ეკლესიები გამოდიოდნენ.
ნოვგოროდში გვხდევა ე.წ შავი, მცირე ხალხი - რომელთა რიგებშიც შედიოდნენ,
ოსტატები, შეგირდები, ხელოსნები და დაქირავებული მუშები. როგორც ქალაქის
ნაწილს, შეეძლოთ ქალაქის მეზობლად მდებარე მიწების ყიდვა, მათ იცავდა
საგადასახადო იმუნიტეტი და ქალაქის თვითმმართველობის შემადგენლობაშიც კი
შედიოდნენ.
სმერდები- გლეხები, რომლებიც დამოკიდებულ მოსახლეობას წარმოადგენდნენ, იგი
ბეგარას და გადასახადებს სახელმწიფოს სასარგებლოდ იხდიდა. ისინი არა როგორც
ბოიარების ყმებად, არამედ ობლებად მოიხსენებიან. დამოკიდებულ მოსახლეობას
მიეკუთვნებოდნენ მენახევრე მოიჯარეები და მონებიც.
ფსოვში მენახევრე მოიჯარეები - პოლოვნიკები იყოფოდნენ: იზორნიკებად, რომლებიც
მებატონის მიწაზე ცხოვრობდნენ, ამის მიუხედავად არ იყვნენ ქმედითუუნაროები.
ხოლოპები, იგივე მონები გვხვდებიან ნოვგოროდა და ფსოვში. გაქცეული მონა
აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა მის ბატონს.

სახელმწიფო წყობილება :
კიევის დიდი მთავრის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,
ნოვგოროდი -ბატონ დიდ ნოვგოროდად იწოდებოდა, ხოლო ფსკოვი - ბატონ
ფსკოვად.
ორივე რესპუბლიკაში ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო - ვეჩე, მაგრამ მათავარ
ქალაქებში ამ როლს ასრულებდა საქალაქო თემის მოსახლეობის საკრებულო.
ვეჩეში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო გელხობას. გარკვეული თავისებურებები
ახასიათებდა ფსოვის ვეჩეს. რესპუბლიკაში მსხვილი ბოიარული
მიწათმფლობელობის არარსებობა, მოიარებს ნაკლებ უფლებებს ანიჭებდა და
მათ ვერ შეძლეს მთელი პოლიტიკური ხელისუფლების მიტაცება. თანაც, ფსკოვი
მუდმივად განიცდიდა სამხედრო საფრთხეს, რაც ფსკოვისთვის სავალდებულოდ
ხდიდა მთავრის ხელისუფლების არსებობას, რითაც კიდევ უფრო სუსტდებოდა
ბოიართა გავლენა. ამიტომ, ფსკოვის ვეჩე უფრო მეტი საქალაქო თემის
წარმომადგენლობითი ორგანი იყო, ვიდრე ეს მან ნოვგოროდში შეძლო.
ვეჩე - წყვეტდა ომისა და ზავის საკითებს, ირჩევდა უმაღლესი თანამდებობის პირებს,
მათ შორის მთავარეპისკოპოსსაც. არჩევნები წილისყრით ხდებოდა. მასზე წყდებოდა
მთავრის მოწვევის საკითხი და მისთვის „გზის მითითებაც.“ ვეჩე ზოგჯერ სასამართლო
ფუნქციებსაც ასრულებდა, იღებდა კანონებს, ვეჩეს მოწვევა ხდებოდა მაღალი
თანამდებობის პირების ინიციატივით - მათზე იყო დამოკიდებული ვეჩეს ყველა
გადაწყვეტილება.
იმ კოლეგიას, რომელიც ვეჩეს საქმეეს ხელმძღვანელობდა -ოსპოდა (ბატონთა საბჭო,
ნოვგოროდში) და გოსპოდა ანუ ბოიართა საბჭო, ფსკოვში.
ოსპოდაში შედიოდნენ : პოსადნიკი, ტოსიაცკი, მთავარი პოსადნიკი, სოცკები.
პოსადნიკი - უმაღლესი თანამდებობის პირი., ფაქტიურად რესპუბლიკის მეთაური
0 თავმჯდომარეობდა ვეჩეს, აწარმოებდა საერთაშორისო ურთიერთობებს,
მონაწილეობდა სასამართლოში, აკონტროლებდა მთავარს, საომარ
მდგომარეობში სარდლობდა ლეგიონებს.
მეორე პირი - ნოვგოროდში : ტისიაცკი, ფსკოვში : კიდევ ერთ პოსადნიკს
ირჩევდნენ.
ტისიაცკი - მეთაურობდა ლაშქარს, მისი საქმიანობა ვაჭრობასთანაც იყო
დაკავშირებული, მეთაურობდა სავაჭრო სასამართლოს, რომელიც პოსადნიკისგან
დამოუკიდებელი იყო.
ტისიაცკის თანამდებობდა ქალაქში 10 ასეულის არსებობას გულისხმობდა.
პოსადნიკისა და ტისიაცკის თანამდებობების მოვალეობის მკვეთრი გამიჯვნა ვერ
ხერხდება, მათი მოვალეობები ერთმანეთს ემთხვეოდა.
მთავარეპისკოპოსი - მღვდელმთავარი არა მხოლოდ ნოვგოროდის ეპარქიის
მმართველი იყო, არამედ მისი საერო ფუნქციებიც ევალებოდა: იცავდა ხაზინასა და
არქივს, ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
მთავარი - მოიწვეოდა ხელშეკრულების ძალით, რომელიც ადგენდა მისი სამსახურის
პირობებს. იგი მეთაურობდა მმართველობასა და სასამართლოს, თუმცა პოსადნიკის
კონტროლქვეშ და მასთან შეთანხმებულად. მას ევალებოდა მიწების დაცვის
ორგანიზება. ნოვგოროდში მთავარი ვერ ითხოვდა არჩევითი თანამდებობის პირებს,
პოსადნიკის გარეშე ვერ ნიშნავდა არაარჩევით თანამდებობზე პირებს.
ხელშეკრულებაში განხილული იყო მთავარის გასამრჯელოს ზომა და წყარო. მთავარსა
და მის ცოლს არ ჰქონდათ ნოვგოროდში მიწის ყიდვისა და ხალხის დაყმევების
უფლება. მას ეკრძალებოდა ნოვგოროდელი ვაჭრების გვერდით ავლით,
საერთაშორისო ვაჭრობის წარმოება.
ნოვგოროდი იყოფოდა 5 კიდედ, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტერიროიული
ერთეულები იყო - ისინი იქმნებოდა იმ დასახლებების საფუძველზე , რომლელთა
მოსახლეობაბას ბოიარები და მათზე დამოკიდებული ხალხი შეადგენდა. კიდეებს
საკუთარი ვეჩეს საკრებულო ჰქონდათ. კიდეში შედიოდა ორი ასეული, რომლებსაც
საკუთარი საკრებულოები ჰქონდათ და ასისთავებს ირჩევდნენ. სამხედრო
მდგომარეობის დროს იკრიბებოდა ნოვგოროდის ლაშქარი. კიდეები იყოფოდა
ქუჩებად, რომელთა სათავეში ვეჩე და მასზედ არჩეული მამასახლისი იდგა.
ნოვგოროდისა და ფსკოვის სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელებაში
მონაწილეობდნენ : ვეჩე, პოსადნიკი, ტისიაცკი, სამღვდელოება. სასულიერო პირეები
იხილავდნენ იმ საქმეებს , რომლებიც ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. არსებობდა
საძმოს სასამართლოც , რომელიც ძველი თემური წყობილების გადმონაშთი იყო. მის
განსჯადობას ექვემდებარებოდა წვრილმანი ქურდობა, ნადიმზე ქურდობა.

გალიცია- ვოლინის სახელმწიფო სამართალი

გალიჩის სამთავრო იქმნება XI საუკუნის მეორე ნახევარში. ეს პროცესი


დაკავშირებულია მთავართა გალიციური დინასტიის ფუძემდებლის - იაროსლავ
ბრძენის შვილიშვილის -როსტისლავ ვლადიმირის ძის მოღვაწეობასთან. ამ
სამთავროს ე.წ ოქროს ხანა უკავშირდება იაროსლავ ოსმომსილის ზეობის ხანას (1153-
1187), რომელმაც მოიგერია უნგრელთა და პოლონეთა აგრესია და ბრძოლა გაუმართა
ადგილობრივ ბოიარებს. 1199 გალიჩის სამთავროს ვლადიმერ-ვოლინის მთავარის -
რომან მსტისლავის მიერ დაპატრონების შემდეგ, სრულდება გალიციისა და ვოლინის
მიწების გაერთიანება და იქმნება ერთიანი გალიჩ-ვოლინის სამთავრო.
ახალი პოლიტიკური ცენტრები თანმიმდევრობით იყო -გალიჩი-ხოლმი, ხოლო 1272
წლიდან ლვოვი.
გალიჩ- ვოლინის სამთავრო დაიშალა 3 დამოუკიდებელ ერთეულად : გალიცია,
ზვენიგოროდი, ვლადიმირი.
ბათო ყაენის შემოსვლამდე დანიილ რომანის ძემ გალიციელი და ვოლინელი
ბოიარების დამარცხება შეძლო და 1238 წელს ტრიუმფით შევიდა გალიჩში.
საბატონო ოპოზიციასთან ბრძოლაში , მთავრის ხელისუფლება დაეყრდო საკუთარ
დრუჟინას, ქალაქის ზედაფენასა და მსახურეულ არისტოკრატიას. დანიილის
გამაერთიანებელმა პოლიტიკამ მოიპოვა ხალხის მასების მხარდაჭერა.
ოქროს ურდოს წინააღმდეგ ევროპელთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად გალიჩ-
ვოლინის მთავარი დათანხმდა რომის პაპის, ინოკენტი მესამის წინადადებას და მიიღო
კოროლის ტიტული. დანიილ რომანის ძს გარდაცვალების შემდეგ გალიჩ-ვოლინი ოთხ
ნაწილად - უძელად დაიყო. საბოლოოდ 1569 წელს გალიციისა და ვოლინის მიწები
ლუბლიანის უნიით - რეჩ-პოსპოლიტას შემადგენლობაში შევიდნენ.

საზოგადოებრივი წყობა:
გალიჩ- ვოლინის სამთვაროს საზოგადოებრივი წყობის თავისებურებად ითვლება ის
გარემოება, რომ აქ შეიქმნა ბოიართა მრავალრიცხოვანი დაჯგუფება, რომლის ხელშიც
აღმოჩნდა მიწის თითქმის მთელი ფონდი. გალიციაში საბატონო მიწათმფლობელობის
განვითარება წინ უსწრებდა მთავრის დომენის შექმნის პროცესს. ვოლინში კი - პირუკუ,
საბატონო მიწათმფლობელობასთან ერთად, აქტიურად აქტიურად ყალიბდებოდა
დომენიალური მიწათმფლობელობა.
გალიციური ბოიარობა - „გალიციის ხალხი“ ფლობდა მსხვილ მამულებსა და
დაყმევებულ გლეხობას. მათ წინაპრებს „მთავრის ხალხი“ ეწოდებოდათ. ბოიართა
აღნიშნული წრე მუდმივად აფართოვებდა საკუთარ სამფლობელოებს და ჩაბმული იყო
მსხვილ სავაჭრო გარიგებებში, რაც განაპირობებდა მათ სიმდიდრესა და
ძლევამოსილებას. ბოიართა წრეში არ წყდებოდა ბრძოლა ახალი მიწების დაპყრობა-
მიტაცებისა და ხელისულებისათვის
მსახურველი დიდკაცობა - მიწებს იღებდა უშუალოდ მთავრისგან წყალობის სახით.
დიდკაცობის ეს ნაწილი მიწებს ფლობდა პირობით, ანუ სამსახურის გაწევის სანაცვლოდ
და პირობით. მსახურეული არისტოკრატია მთავარს აწვდიდა ჯარს, რომლის ბირთვს
შეადგენდა საბატონო ყმობაში მყოფი გლეხობა. სწორედ საზოგადოების ამ ფენას
ეყრდნობოდა მთავარი ბოიარების წინააღმდეგ ბრძოლაში. გალიჩ-ვოლინის
არისტოკრატიაში შედიოდა მსხვილი სასულიერო დიდკაცობაც მთავარეპისკოპოსის,
ეპისკოპოსის, მონასტრების იღუმენთა სახით, რომლებიც განაგებდნენ მსხვილ
მიწათმოქმედებასა და დაყმევებულ გლეხობას.
გლეხები - სოფლის დიდ ნაწილს შეადგენდნენ, თავისუფალი და დაყმევებული
გლეხები - სმერდები. საგლეხო მიწათმფლობელობას ეწოდებოდა სათემო,
მოგვიანებით საკარმიდამო. თემი დაიშალა და წარმოიქმნა ინდივიდუალური ეზოები.
მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში შრომითი ბეგარა , შეიცვალა ნატურალური
რენტით, რომლის მოცულობასაც თვითნებურად ადგენდნენ მთავრები. შენარჩუნდა
ხოლოპობა, მაგრამ საგრძნობლად ნაკლები ოდენობით. ქალაქების რაოდენობა -80.
მსხვილი ქალაქები : ბერესტიე, ვლადიმირი, გალიჩი, ლვოვი, ლუცკი, პერემიშლი,
ხოლმი
ხელოსნები - საკუთარ ნაწარმს ამზადებდნენ , როგორც დაკვეთით, ისე საშინაო და
საგარეო ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიდი შემოსავალი მოჰქონდა
მარილის რეწვას

სახელმწიფო წყობილება:
გალიჩ-ვოლინის პოლიტ.წყობის თავისებურებად მიიჩნება ის გარემოება, რომ
აღნიშნული პოლიტიკური წარმონაქმნი, დიდი ხნის განმაბლობაში, ერთიანი იყო და არ
იყოფოდა „უძელებად“. ასევე, სახელმწიტო ხელისუფლებას განაგებდნენ მსხვილი
ბოიარები. გალიჩ ვოლინის მთავრები მოკლებული იყვნენ ფართო ეკონ-პოლიტ
დასაყრდენს, მემკვიდრეობის მიიუხედავად მათი ხელისუფლება სუსტი, მერყევი იყო.
დიდი მთავრინა -დედა, ობლად დანრჩენილ შვილებზე დიდ პოლიტიკურ გავლენას
ახდენდა.
გალიჩ-ვოლინის სამთავროში ურთიერთობები ემყარებოდა ვასალური
დამოკიდებულების პრინციპს, სამთავრო სახლის წევრების შიგნით, თითოეული
სამთავრო - „უძელი“ თითქმის დამოუკიდებელ პოლიტ ერთეულს წარმოადგენდა.
მთავრები- აღჭურვილნი იყვნენ ადმინისტრაციული, სამხედრო, სასამართლო,
საკანონმდებლო უფლებამოსილებით.ისინი ნიშნავდნენ ქალაქებისა და ვოლოსტების
თანამდებობის პირებს, გადასცემდნენ მათ მიწებს, სამხედრო სამსახურის პირობით.
ფორმალურად ითვლებოდნენ მთავარსარდლებად. თუმცა თითოეულ ბოიარს ჰყავდა
სამხედრო რაზმეული, რომელიც რიცხვით ხშირად აღემატებოდა მთავარის ჯარს. ამის
გამო დაპირისპირება წყდებოდა ძალის გამოყენების გზით. ბოართა და მთავართა
დაპირისპირების დროს სასამართლო ხელისუფლება გადადიოდა ბოიართა ხელში.
მთავრები გამოსცემდნენ სიგელებს, რომელთა იურიდიულ ძალას იშვიათად
აღიარებდნენ ბოიარები.
ბოიართა სათათბირო ხელს უწყობდა მათი ხელისუფლების განმტკიცება, მის
შემადგენლობაში შედიოდნენ უმსხვილესი მიწათმფლობელები, ეპისკოპოსები და
უმაღლესი სახელმწიფო მოხელეები. მისი კომპეტენციადა უფლებამოსილება ზუსტად არ
იყო განსაზღვრული. ბოიართა საბჭოს მოწვევა, მათივე სურვილზე იყო დამოკიდებული,
მთავარს ეკრძალებოდა საბჭოს მოწვევა საკუთარი ინიციატივით, სახემწიფო აქტის
მიღება, ბოიართა გარეშე, რომლებიც ერეოდნენ მთავრის საოჯახო საქმეებშიც კი.
აღნიშნული ორგანო ფორმალურად არ ითვლებოდა უმაღლეს ორგანოდ, მაგრამ
ფაქტიურად ის ახორციელებდა მის მთელ რიგ მოვალეობებს.
ვეჩე - მოიწვეოდა მთავრების მიერ საგანგებო ვითარების შემთხვევაში, მის სხდომებს
ესწრებოდნენ წვრილი ვაჭრები და ხელოსნები.
გალიჩ- ვოლინის მთავრები მონაწილეობდნენ საერთო-რუსულ ყრილობებში. იშვიათად,
მაგრამ მაინც მოიწვეოდა გალიშ-ვოლინის სამთავროს მებატონეთა ყრილობები. ამ
სამთავროში ჩამოყალიბდა სასახლურ-ვოტჩინური მმართველობის სისტემა.
მნიშვნელოვა როლს ასრულებდა:
სახლთუხუცესი - წყვეტდა ყველა საკითხს, რომელიც ეხებოდა მთავრის სასახლეს.
ევალებოდა ცალკეული ლეგიონების სარდლობა, ლაშქრობის დროს იცავდა მთავრის
სიცოცხლეს.

სასახლის ჩინოსნებში -ასევე შედიოდნენ და დიდი მნიშვნელობით


სარგებლობდნენ - ბეჭდის მცველი,რომელიც განაგებდა მთავრის კანცელარიას ანუ
არქივსაც, მესუფრე, მონადირთუხუცესი, მეფუტკრეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი.
მნეები - მსახურობდნენ მთავრის სასახლის კარზე.
გალიჩ-ვოლინის სამთავროს ტერიტორია თავდაპირველად - ათასეულებად და
ასეულებად, შემდეგ ათასისთავი და ასისთავი შეურთდნენ მთავრის სასახლურ-
ვოტჩინურ აპარატს და წარმოიშვა
ვოევოდასა და ვოლოსტელის თანამდებობანი - სამთავროს ტერიტორია დაიყო
სავოევოდოებათა და ვოლოსტებად.
მამასახლისი- ირჩეოდა თემში და განაგებდა ადმინისტრაციულ და სასამართლო
საქმეებს.
მთავარს ქონდა ქალაქის მთავრის პოსადნიკის დანიშვნის უფლება, ისინი განაგებდნენ
ქალაქის მმართველობას, სამხედრო საქმეს, აღასრულებდნენ მართლმსაჯულებასა და
უზრუნველყოფდნენ მოსახლეობიდან ხარკისა და ბაჟის აკრეფას.

You might also like