You are on page 1of 8

სტუდენტი : მარიამ მარიდაშვილი

ლექტორი : ლალი გულედანი

წიგნი დანიელ წინასწარმეტყველი


შინაარსი და მნიშვნელოვანი მომენტები:

წინასწარმეტყველება დანიელისა - ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნია. დანიელი


ბიბლიის მიხედვით მეოთხე დიდი წინასწარმეტყველია. მისი ცხოვრებისა და
მოღვწეობის ამსახველი წიგნი 14 თავს მოიცავს და წარმოადგენს ე.წ.
ძველაღთქმისეულ აპოკალიფსს, ე.ი. ღვთის გამოცხადებას ქვეყნიერების ბედზე. წიგნი
იწყება შემდეგნაირად : იუდას მეფის მეფობის მესამე წელს იერუსალიმში ჩადის
ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ე და ალყას შემოარტყამს იერუსალიმს, მას
ხელში ჩაუვარდება იუდას მეფე და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი და
გაგზავნის შინყარის ქვეყანაში. შემდგომ ნაბუქოდონოსორმა მოითხოვა, რომ
შეერჩიათ- უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული,
ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე
სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. დანიელი
ჯერ კიდევ სრულიად ყრმა მოხვდა იმ ტყვეთა რიცხვში, რომლებიც იერუსალიმიდან
ბაბილონში გადაასახლეს ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ,
ჩვენ წელთაღრიცხვამდე II –ის საუკუნეში. ბაბილონის მეფის ბრძანებით შეარჩიეს
წარჩინებული და ნიჭიერი ებრაელი ჭაბუკები, რომელთა შორის დანიელიც იყო.
მასთან ერთად სამეფო კარზე იზრდებოდნენ ანანია, აზარია და მისაელი. დანიელმა
მალე გაითქვა სახელი, როგორც ბრძენმა წინასწარმეტყველმა და სიზმრების
ამხსნელმა. მან შეჰფიცა ღმერთსა და საკუთარ თავს, რომ არ გაუწმინდურდებოდა.
მას ღმერთი სწყალობდა და აძლევდა მადლს. ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს მიჰმადლა
ნიჭი ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი, ხოლო თავად დანიელს ყველა
ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო. ნაბუქოდონოსორმა აღმოაჩინა, რომ ისინი
ყველა მოგვზე და შემლოცველზე უფრო გონიერნი იყვნენ. ამიტომ ისინი აირჩია.

ერთხელაც ნაბუქოდონოსორს დაესიზმრა სიზმარი, აუფორიაქდა სული და ძილი


გაუკრთა. მეფემ მოგვები მოიხმო და ასევე ყველა ბრენი ადამიანი, მაგრამ სიზმარი
ვერავინ აუხსნა მას, ამიტომაც მეფე განრისხდა და ბრძანა მუსრი გაევლოთ ყველა
ბრძენი ადამიანისთვის. დაიწყეს ბრძენკაცთა ხოცვა-ჟლეტა. როცა ეს დანიელმა
გაიგო მეფეს ეახლა და სთხოვა, რომ დრო მიეცა მისთვის და მას სიზმარს
აუცილებლად აუხსნიდა და თავისი პირით მოუყვებოდა თუ რანახა მეფემ. დანიელს
ღამე ხილვა ჰქონდა და უფალმა აკურთხა და დალოცა იგი და სიზმრის შესახებაც
ყველაფერი შეატყობინა. დანიელს არ სურდა რომ ბრძენკაცები გაეწყვიტა მეფეს
ქვეყანაზე, ამიტომაც უფლისგან ეს წყალობა მიიღო და მეფეს ეახლა. როცა დანიელი
მეფეს ეახლა მეფემ ჰკითხა მას შეეძლო თუ არა მისი სიზმრის ახსნა დანიელს.
დანიელმა კი უპასუხა, რომ ბრძენებს, შემლოცველებს, მოგვებს და
ვარსკვლავთმრიცხველებს იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, არ
შეუძლიათო. მაგრამ, არის ღმერთი ცაში, რომელმაც გამცნო შენ საიდუმლო მეფეო,
თუ რა იქნება უკანასკნელ დღეებში- უთხრა დანიელმა და დაიწყო სიზმრის მოყოლა,
შემდგომ კი მისი ახსნა. სიზმარი შემდეგნაირი იყო- მეფეო შენ სარეცელზე იწექი და
ფიქრობდი თუ რა იქნებოდა შემდეგ, ხოლო საიდუმლოთა გამცხადებელმა გამცნო
ის ამ სიზმრით თუ რა იქნებოდა. ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ გამიცხადა,
რომ მე ყველაზე ბრძენი ვიყავი ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს
მისცემოდა ახსნა და გაგეგო შენი გულის ზრახვანი- უთხრა დანიელმა მეფეს.
სიზმარში მეფეს ედგა წინ უზარმაზარი კერპი, რომელიც საშინელი შესახედი იყო. ამ
კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლის, მუცელი და
ბარძაყები - სპილენძის. წვივები - რკინის, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ
კი - თიხის. მან დაინახა, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი,
დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი. მაშინ
ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა
მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა. დანიელმა ეს სიზმარი მას შემდეგნაირად
განუმარტა- მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა
ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა. შენ ხარ ყველაფრის ბატონ-პატრონი. შენს
შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება -
სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს. მეოთხე სამეფო რკინასავით
მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს. რახან ეს
სამეფო ნაწილობრივ რკინის იყო, ხოლო ნაწილობრივ თიხის, ნიშნავს იმას, რომ ეს
სამეფო გაყოფილი იქნება ნახევარ მხარეს იქნება სიმტკიცე ხოლო მეორე მხარეს
მყიფე. ხოლო, მეთუნის თიხაში შერეული რკინა, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის
ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ
ერწყმის. მეფეთა შორის მხოლოდ ზეციური მეფე დაამყარებს სამეფოს და იქნბა იგი
უკუნისამდე. დანარჩენი კი ყველაფერი შეიმუსრება. როგორც ნაბუქოდონოსორმა
დაინახა ის ლოდი ხელის შეუხებლად მოსწყდება და ნამსხვრევებად აქცევს თიხას,
ვერცხლს და ოქროს. ამით ღმერთმა აუწყა მეფეს თუ რა მოხდება მომავალში. ამის
მოსმენის შემდეგ მეფე დაემხოო და თაყვანი სცა დანიელს. ჭეშმარიტი ღმერთი
აღიარა დანიელისა და ძვირფასი საჩუქრები უბოძა მას. დანიელის თხოვნით მეფემ
სახელმწიფო თანამდებობები უბოძა მის მეგობრებს: ანანიას, ყაზარიას და მისაელს.
თავად კი ამის შემდეგ მეფის კარზე დარჩა.

მეფე ნაბუქოდონოსორმა დადგა ოქროს კერპი ბაბილონში და მთელი სამეფოს


ყველა მოსახლეს და მოხელეს უბრძანა კერპის წინაშე დამხობილიყვნენ მეფის მიერ
დათქმულ ნიშანზე. ხოლო ვინც არ სცემდა მას თაყვანს გახურებულ ღუმელში
ჩააგდებდნენ. მეფესთან დაასმინეს სამი ებრაელი ყმაწვილი, რომ ისინი არ
ასრულებდნენ მეფის ბრძანებას. როცა მეფემ ამ ყმაწვილების პასუხი მოისმინა, რომ
ისინი მხოლოდ თავიანთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, მეფემ მათი გავარვარებულ
ღუმელში ჩაყრა ბრძანა. თქვენმა ღმერთმა დაგიცვათ გავარვარებულ ღუმელში
დაწვისაგან, თუ შეუძლიაო- უთხრა მეფემ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ღუმელის
შვიდჯერ უფრო გახურება ბრძანა მეფემ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ,
სიმხურვალემ ვერაფერი დააკლო ყმაწვილებს, ისინი ლოცულობდნენ და ღმერთს
დაცვას სთხოვდნენ. ღვთის ანგელოზი ჩაეშვა ღუმელში და უნიავებდა მათ და ალი
ვერ ეკარებოდათ. განცვიფრებულმა მეფემ ისინი ღუმელიდან გამოიყვანა. მათ
არათუ დამწვრობის ნიშანი არ ჰქონდათ, კვამლის სუნიც კი არ ასდიოდათ. ამ
ყველაფრით გაოცებულმა მეფემ ამიერიდან მათი ღმერთის აუგად
მოხსენიებისათვის მკაცრი სასჯელი დააწესა.

ნაბუქოდონოსორი კიდევ ერთ სიზმარს ნახავს და სთხოვს დანიელს, რომ ის


აუხსნას, რადგან მის მეტს ეს არავის შეუძლია. იგი მოუყვება თავის სიზმარს
დანიელს და დანიელი აღელდება და მოუყვება მეფეს: ის ხე, რომელიც შენ ნახე, რომ
იზრდებოდა, მაგრდებოდა, სიმაღლით ზეცას სწვდებოდა და მთელ დედამიწაზე
რომ მოჩანდა,მშვენიერი ფოთლები, მრავალი ნაყოფი და ყველასათვის საზრდო რომ
ჰქონდა, რომლის ქვეშაც ველის მხეცები იყვნენ და რომლის ტოტებშიც ცის
ფრინველები ბუდობდნენ, ეს შენ ხარ, მეფეო, განდიდებული და განმტკიცებული.
შენი სიდიადე გაიზარდა და ზეცას მისწვდა, შენი ხელისუფლება კი დედამიწის
კიდეებამდე გავრცელდა.მეფემ რომ მღვიძარი და წმიდა იხილა, რომელიც ზეციდან
ჩამოეშვა და თქვა: მოკვეთეთ და აჩეხეთ, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში
ჩატოვეთო რკინისა და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის, ზეცის
ცვარ-ნამით ირწყვებოდეს და მინდვრის მხეცებთან ჰქონდესო წილი, ვიდრე შვიდი
წელიწადი გადაუვლიდესო. ეს უზენაესის განგებაა, რომელიც ჩემს მეფე-ბატონს
დაატყდება თავს- ამბობს დანიელი. დანიელმა უწინასწარმეტყველა და უთხრა რომ-
მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს
გაჭმევენ, ზეცის ცვარ-ნამს დალევ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე
მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას
აძლევს. ხის მთავარი ფესვის დატოვება რომ იყო ნაბრძანები, ეს იმას ნიშნავს, რომ
შენი სამეფო დაგიბრუნდება, როდესაც შენ ზეციერ ხელმწიფებას შეიცნობ. მალევე
აუსრულდა ეს ყოველივე მეფეს და ყველაფერი ისე აუხდა როგორც დანიელმა
უთხრა მას. მეფეს მაშინ დაუბრუნდა გონება და სახელმწიფო როდესაც აღიარა
ზეციური ხელმწიფე.

ნაბუქოდონოსორის მემკვიდრემ, ბელშაცარმა ლხინი გაუმართა თავის


დიდებულებს. მეფემ ბრძანა მიერთმიათ მისთვის მამამისის მიერ იერუსალიმის
ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რომ მით ესვათ ღვინო მეფეს,
დიდებულებს, მათ ცოლებსა და მათ ხარჭებს. ამ დროს სამეფო სასახლის კირით
შეფეთქილ კედელზე სასანთლის წინ გამოჩნდა კაცის ხელის მტევანი, რომელიც
წერდა. მეფეს ვერ აუხსნეს სამეფო კარის ბრძენებმა დაწერილის შინაარსი.
დედოფლის რჩევით მოიყვანეს დანიელი. მან მეფეს უთხრა: მამაშენს ღმერთმა
უბოძა მეფობა, სიდიადე, პატივი და დიდება... მაგრამ როდესაც გადიდგულდა იგი
და სული ამპარტავნებით გაისასტიკა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და
პატივაყრილი ველურ ვირებთან ცხოვრობდა. მას ბალახს აჭმევდნენ, როგორც ხარს,
ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი არის ზეციური სამეფოს ხელმწიფე და ვისაც უნდა,
მას აძლევს მეფობას. შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს
ყველაფერი, შენი თავი აღაზევე ზეციერი მეფის წინააღმდეგ, მისი სახლის ჭურჭლით
შენ და შენი დიდებულები სვამდით ღვინოს, ადიდებდით ვერცხლის, ოქროს,
სპილენძის, რკინის, ხის და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და
ვერ აზროვნებენ. ის ღმერთი კი, რომლის ხელშია შენი სიცოცხლე და ყოველი შენი
გზასავალი, არ განადიდე. ამიტომ მან მოავლინა ხელის მტევანი და დაიწერა ეს
წარწერა: „მენე, თეკელ, უფარსინ“, რაც ნიშნავს შენი და შენი სამეფოს დამხობას. იმ
ღამეს მეფე ბელშაცარი მოკლული იქნა, ხოლო სამეფო მალე მიდიელებმა და
სპარსელებმა დაიპყრეს.

შემდეგ დარიოს მიდიელმა 62 წლის ასაკში მიიღო ტახტი. თავის სამეფოში 112
სატრაპი დააყენა. მეფე დარიოს მიდიელის დროს დანიელს სატრაპების უფროსობა
დაევალა. მისმა აღზევებამ შური დანერგა მთავრებს შორის და მეფესთან დააბეზღეს,
რომ იგი არ ასრულებდა მეფის ბრძანებას და თავის ღმერთს ადიდებდა და
ლოცულობდა. დანიელი ლომებით სავსე ხაროში ჩააგდეს, მაგრამ ღვთის ანგელოზმა
ლომებს პირი აუკრა და დანიელი უვნებლად გადარჩა, რამაც დარიოს მეფე ძალიან
გაახარა. მეფემ ბრძანა, რომ მის ქვეყანაში ყველას შიში და კრძალვა ჰქონოდა
დანიელის ღვთისა.

ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი


გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა
მთავარი აზრი. სიზმარი შემდეგნაირად მთვრდებოდა- მეფობა, ხელმწიფება და
ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო
საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი
იქნება.

დანიელმა კიდევ ერთი სიზმარი და წინასწარმეტყველება იხილა ახლა უკვე


ბელშაცარის მეფობის მესამე წელს. ამჯერად მეორედ. სიზმარშივე გაბრიელმა მას ეს
სიზმარი აუხსნა და შემდეგი რამ უთხრა. ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა
და სპარსეთის მეფეებია. ხოლო ის ფაჩვნიერი ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა
ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა. ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი
ამოვიდა - ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ
ექნებათ. მისი მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს
აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე. განმტკიცდება მისი
ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და
წარმატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს.
გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება
იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და
შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით. ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელიც
ითქვა, ჭეშმარიტია იგი. მაგრამ შენ დამალე ეს ხილვა, რადგან შორეულ დღეებს
შეეხება იგი. ამის გამგონე დანიელი, დაუძლურდა და რამდენიმე დღე ვავად იყო
მერე ადგა და სამეფო საქმეებს შეუდგა. შეძრწუნებული იყო ამ ხილვით, მაგრამ
ვერავინ შეამჩნია ეს.

დანიელი მუხლებზე იდგა და ლოცულობდა ყველასთვის და ღმერთს ევედრებოდა,


რომ განერიდებინა წყრომა და რისხვა იერუსალიმისგან. ამ დროს გაბრიელი,
რომელიც მან ხილვის დროს იხილა მასთან მივიდა და უთხრაა, რომ უნდა
დაერიგებინა მისთვის. მან უთხრა :

25. ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის
აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა
ცხებული მეფის მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს.

26. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება.


ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული
წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი.

27. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში


შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე
განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს.

იროსის, სპარსეთის მეფის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს,


ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი და დიდმნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვა. მან
გაიგო ეს სიტყვა და მიხვდა ამ ხილვას. დიდი ხანი დადიოდა იგი
დანაღვლიანებული. მან იხილა კიდევე ერთი ხილვა- მივიდა მასთან ერთი კაცი,
რომელმაც უთხრა, რომ მოსული იყო იმისთვის, რომ გაეგებინებინა ის, თუ რა ბედი
ეწეოდა დანიელის ერს უკანასკნელ დღეებში. უთხრა რომ არ შეშინებოდა დანიელს.

დარიოს მიდიელის პირველ წელს ისევ იხილა მან წინასწარმეტყველება. რომ


სპასეთის მეოთხე მეფე ყველას აამხედრებდა იავანის სამეფოს წინააღმდეგ.
შემდგომში გავითრებული სიტყუაცია მას თვალწინ გადაეშალა. მას უთხრეს
ზეციურმა ხმამ რომ- იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის
შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე
რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში
ჩაწერილი აღმოჩნდება. შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და
დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს
ცოდნა-მოესმა მას.

უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი?- ჰკითხა დანიელმა უფალს

მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო


ჟამამდე.

მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად


მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან.
მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას
ოთხმოცდაათი დღე გავა.

ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!

შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ; განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა
დასასრულს.

იყო ერთი კაცი ბაბილონში მცხოვრები, სახელად იოაკიმი. მას ჰყავდა ლამაზი და
ღვთისმოშიში ცოლი, სახელად სუსანა. იოაკიმს ჰქონდა ბაღი სადაც მისი ცოლი
ყოველდღე სეირნობდა. ხალხიდან იმ წელს ორი უხუცესი იქნა მსაჯულად
დაყენებული, მათ გულში ჩაუვარდათ სუსანა და ორივე ყოველდღე იკრიბებოდა
ერთად და ვერ უტყდებოდნენ ერთმანეთს, რომ რომ შეირყვნა მათი გონება. ისინი
მაღლა ღმერთისკენ აღარ იყურებოდნენ და დაბლა ამ ქალის სილამაზით
ტკბებოდნენ. ერთხელაც ორივე მათგანი ერთმანეთს გამოუტყდა რომ ეს ქალი
მოსწონდათ. ისინი ხელსაყრელ დღეს ელოდნენ რომ შეერთებოდნენ ამ ქალს.
ერთხელაც სუსანა ბაღში სერნობდა, ძლიან ცხელოდა და გადაწყვიტა ებანავა ამიტომ
მხევლებს უბრძანა მოეტანათ საპონი და ბაღის კარი ჩაეკეტათ. იხელთეს დრო ამ
ორმა გარყვნილი სულის პატრონმა მოხუცებმა და მიირბინეს მასთან. უთხრეს რომ
დანებებოდა ეს ქალი მათ, რადგან თუ ამას არ გააკეთებდა ორივე იმაში
დაადანაშაულებდა, რომ სხვა ყმაწვილთან ერთად იყო მარტო. სუსანამ არჩია, რომ
უფლისთვის მიენდო ბედი და და ამ ორი მოხუცის ხელში არ ჩავარდნილიყო.
ამიტომაც იყვირა და მალევე შემოვარდნენ ბაღში ყველანი. უხუცესებმა ცილი
დასწამეს და სიკვდილით დასჯა მიესაჯა სუსანას. . როდესაც მოსაკლავად წაიყვანეს,
ღმერთმა გააღვიძა ახალგაზრდა კაცის წმიდა სული, რომელსაც დანიელი ერქვა.
დანიელმა ამხილა ისინი, მოექცნენ მოსეს რჯულის მიხედვით და დახოცეს ისინი. იმ
დღეს გადარჩა უბრალო სისხლი. განდიდდა დანიელი ხალხის თვალში იმ დღიდან
და მას შემდეგ.

კიროს სპარსელმა, მეფემ ჰკითხა დანიელს, თუ რატომ არ ადიდებდა კერპს


სახელად ბელს ,რომელიც თიხისგან იყო გაკეთებული. მეფეს ეგონა, რომ ბელი
ჭამდა და სვამდა, ამაზე კი დანელს გაეცინა და უთხრა რომ მეფეო ეს კერპი თიხისაა
და ცოცხალი აარააო. მაშინ მეფემ ბრძანა, რომ თუ კერპი შეჭამდა საჭმელს და
დალევდა მაშინ დანიელი მოკვდებოდა და თუ არ დალევდა მაშინ ბელის ქურუმები.
სინამდვილეში რა თქმა უნდა ბელის ქურუმები იტყუებოდნენ და ტაბლის ქვეშ
გააკეთეს საიდუმლო შესასვლელი, ისინი ყოველთვის იქიდან შედიოდნენ და ამ
საჭმელს ჭამდნენ და სვამდნენ, ამიტომ მეფის ამ გადაწყვეტილებაზე არ შეშინდნენ.
გარეთ რომ გავიდნენ, მეფემ ბელს საზრდო დაუწყო.დანიელმა კი უბრძანა თავის
მსახურთ, რომ მოეახათ ნაცარი და მოებნიათ მთელ ტაძარში მხოლოდ მეფის
თანდასწრებით. გარეთ გამოსულებმა ჩარაზეს კარი, მეფის ბეჭედით დაბეჭდეს და
წავიდნენ.ქურუმები კი, ჩვეულებისამებრ, ღამით მოვიდნენ თავიანთი ცოლებითა
და ბალღებით, ყველაფერი შეჭამეს და შესვეს.ადრიანად ადგა მეფე და დანიელიც
მასთან ერთად.უთხრა მეფემ: დანიელ, მთელია ბეჭედი? უთხრა: მთელია, მეფეო.
როდესაც იატაკს დახედეს შესვლისას დაინახეს ნაფეხურები და მაშნვე განრისხდა
მეფე. აღმოაჩინეს ის სამალავი საიდანაც შედიოდნენ ისინი. მაშინ დაახოცინა მეფემ
ყველა ქურუმი. ამის გამგონენი ბაბილონელები აუმხედრდნენ მას, რომ ქურუმები
მოკლა, ბელი მოსპო და ურჩხული მოკლა. მათ დანიელის გადმოცემა მოისურვეს,
თორემ მეფეს დაამხობდნენ, ამიტომ მეფემ დანიელი გადასცა მათ. დანიელი
ლომებით სავსე ხაროში ჩააგდეს, მაგრამ ღვთის ანგელოზმა ლომებს პირი აუკრა და
დანიელი უვნებლად გადარჩა, რამაც მეფე ძალიან გაახარა. მეფემ ბრძანა, რომ მის
ქვეყანაში ყველას შიში და კრძალვა ჰქონოდა დანიელის ღვთისა.

You might also like